შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 26)


16-11-2020, 01:03
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 8 332

ვლადიკავკაზის ცენტრალურ გამზირზე მიმავალმა ავტომობილმა სიჩქარეს უკლო. ვიწრო მოსახვევში შეუხვია, აღმართს აუყვა და დაბალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან ახლოს შეჩერდა. მანქანიდან პირველი მძღოლი გადმოვიდა. ტერიტორიას თვალი მოავლო და დანარჩენებს ანიშნა ყველაფერი რიგზეაო. დანარჩენი მგზავრებიც სწრაფად გადმოვიდნენ და სადარბაზოში შევიდნენ. სახლში შესულებს სუფრა გაშილილი დახვდათ.
- მოვწესრიგდეთ და ვივახშმოთ, ჩვენი წარმატება ავღნიშნოთ. – მიმართა სტუმრებს ვალერამ.
რამდენიმე წუთში ყველა მაგიდასთან იჯდა.
- მიირთვი ლაშა, მოშიებული იქნები. - მზრუნველად შეხედა მასპინძელმა.
- ქართული კერძები შეგირჩევიათ. - მსუბუქი ღიმილით ჩაილაპარაკა არაბულმა.
- მხოლოდ შენს გამო არა. ძალიან მიყვარს ქართული სუფრა. აი, პაპაშენმა შემაყვარა. - გვერდით მჯდომ ბაკურს ხელი მოჰხვია. - როცა მოსკოვში ცხოვრობდა, მხოლოდ ქართულ რესტორნებში დამატარებდა.
ლაშას მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. თვალში ფოთლებ-გაცვენილი ხე შერჩა. გაშიშვლებულ ჭადარს უსიცოცხლო ფოთლები ალაგ-ალაგ შერჩენოდა.
- დღეს რა რიცხვია? - იკითხა უცებ.
- ათი ოქტომბერია. - უპასუხა ბაკურმა.
- ოქტომბერი? - სევდა შეერია ხმაში.
- ჰო.
- ამდენი ხანია არ მიჭამია? - გაიცინა და ხაჭაპურის ნაჭერი გადაიღო.
- ხუმრობა ხომ არაა, თითქმის ორი თვე იყავი კომაში.
- კარგი დასვენება გამომსვლია. - იხუმრა ლაშამ.
ჩაფიქრებული ბაკური მის თითოეულ სიტყვას და მიმიკას უჩუმრად აკვირდებოდა. შვილიშვილის ქცევა უცნაურად ეჩვენებოდა. ჰოსპიტალის დატოვებიდან მოყოლებული ლაშას ემოცია ყოველ წუთიერად იცვლებოდა. მის სიტყვებს ხან სიხარული, ხან კი სევდა ეტყობოდა. პერიოდულად ჩაფიქრდებოდა და გაყინული სახით ერთ წერტილს აშტერდებოდა. მაგრამ თუკი ამ დროს ვინმე კითხვას დაუსვამდა, მაშინვე გამოერკვეოდა და ნაძალადავევი ღიმილით პასუხობდა. ახლა ხუმრობის ხასიათზეც მოსულიყო. თითქოს რამდენიმე საათით ადრე, ხალხის ხოცვით კი არა, ცხენზე ჯირითით ყოფილიყო დაკავებული.
ვახშმის შემდეგ ვალერამ სტუმრები მისაღებ ოთახში მიიწვია.
- მოდით ყველაფერი განვიხილოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. - დაიწყო მასპინძელმა. - თავიდან დავიწყოთ ლაშა. იცი რატომ წამოგიყვანეს აქ? რატომ სხვა ტყვეების მსგავსად არ გაგცვალეს?
- არ ვიცი რატომ არ გამცვალეს. მით უფრო საკვირველია, როცა ტყვეობისას ვასილევს ერთი სული ჰქონდა მოვეკალი. ამის ნაცვლად კი აქ სამკურნალოდ წამომიყვანა.
- როგორ ფიქრობ, რატომ არ მოგკლა ცხინვალში?
- ალბათ ვინმე მნიშვნელოვანში აპირებდა ჩემს გაცვლას. მერე კი აშკარად რაღაც შეიცვალა. დღეს საუბრისას ახსენა, რომ ჩემი წყალობით ბევრი ფული იშოვა. ბოლოს კი საკუთარ ძაღლად გამხიდა.
- ასე გითხრა? - გაეხარდა ვასილევს.
- ეს რას ნიშნავს? - ვალერას გახედა ბაკურმა.
- ხომ გეუბნებოდი? ვასილევს ნამდვილად არავისთვის გაუმხელია ლაშას ვინაობა. მაქსიმუმ იმ ჯარისკაცებს სცოდნოდათ, ვინც ჰოსპიტალში იყო. ისინი კი ვასილევის მსგავსად ცოცხლები აღარ არიან. საკუთარ ძაღლად გაგხდიო უთქვამს, ეს იმას ნიშნავს რომ მის შესახებ რუსეთის ძალოვანებმა არაფერი იციან. ფულის აღების მიუხედავად. ვასილევი ლაშას თავს არ გადმოგვცემდა. როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული ბოღმა ამოძრავებდა შენი მისამართით. - მიუბრუნდა ლაშას.
- ცხინვალში საკუთარი ჯარისკაცების თვალწინ სახეში შევაფურთხე. - თქვა ლაშამ.
- აჰა, აი მიზეზიც. - ნიშნის მოგებით თქვა ვალერამ. - დიდი გული გქონია შვილო, რუსეთის არმიის სარდალს დატყვევებული კაცი სახეში აფურთხებ, ხუმრობა საქმე არ არის. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ დამპალ ვასილევს ვიდეო სიკვდილამდე გამოუქვეყნებია ინტერნეტში. ამით თავი დაიზღვია. შენს შესახებ რუსეთს კითხვები არ გაუჩნდება. საქართველოს მთავრობას კი თქვენს ჯარში რეპუტაციას შეულახა. აჩვენა, რომ სახელმწიფოს საკუთარი მებრძოლები ფეხებზე ჰკიდია.
- ერთი წუთით. - გააწყვეტინა ლაშამ. - რა ვიდეოჩანაწერზეა საუბარი?
- გაჩვენებთ. - ჩაერთო ბაკური. - ოღონდ უნდა დამპირდე, რომ სისულელეს არ ჩაიდენ და დანარჩენ საქმეს მე მომანდობ.
- ასეთი რა არის?
- ტყვეების გაცვლისას ქართულ მხარემ შენს გადმოცემაზე უარი თქვა.
- რაო?! - თვალები გაუფართოვდა არაბულს.
- უფრო სწორად ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც უშუალოდ კურირებდა ტყვეების გაცვლას. ზოგადად ქვეყანამ კი სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადა.
- ვიცით ვინ არის ეს მაღალჩინოსანი?
- ვინმე სერგო ფალავანდიშვილი.
- ასეთს არავის ვიცნობ.
- გიორგი ახვლედიანს დავუკავშირდი დილას. მისგან გავიგე, რომ ამ ფალავანდიშვილისთვის რაღაც შეურაწყოფა მიგიყენებია, დაგიმცირებია. სავარაუდოდ ამის გამო გაგწირა. სამინისტროში კი მოუტყუებია ლაშა არაბული რუსებს არ ჰყავთ, სავარაუდოდ მკვდარიაო.
- გამახსენდა...ოპერაციის დროს რაციაზე დამიკავშირდნენ და ბრძანებებს მაძლევდნენ. მე გარკვეული რჩევები მივეცი და არ გაითვალისწინეს. ალბათ მას ვეკაამთე, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ამის გამო სასიკვდილოდ როგორ გამწირეს?!
- რა გითხრა შვილო...
- და კიდევ ერთი! მე არასდროს არავინ დამიმცირებია. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვეუბნებოდი ყველას, ეს კარგად იცი.
- მე ისიც გასწავლე, რომ პირდაპირობა ყოველთვის გამართლებული არ არის. - ხმა გაუმკაცრდა ბაკურს. - მისმინე, ახლა ვიდეოს გაჩვენებთ და კიდევ ერთხელ გთხოვ, დამპირდი, რომ არაფერს მოიმოქმედებ.
- ვერაფერს დაგპირდები. თუ ჩემი გასაკეთებელია მე გავაკეთებ. მაჩვენეთ!
ვიდეოკადრში ვასილევის გამოჩენამ ლაშას ზიზღი მოჰგვარა. არაბული წარბშეუხრელად ისმენდა ვასილევის სიტყვებს. სახე ისევ გაყინვოდა, ავის მოლოდინში გული გამალებით უცემდა. როგორც კი ვიდეო დასრულდა ფეხზე წამოდგა, ვალერას სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინდა, მოუკიდა და ნელი ნაბიჯით ბალკონზე გავიდა.
- არ გაჰკვირვებია. - ზვიადის გასაგონად ქართულად ჩაილაპარაკა ბაკურმა.
- ვითომ ვასილევისგან იცოდა?
- არ მგონია.
- ეწყინა პაპა, ძალიან ეწყინა, მაგრამ იმდენი უნახავს მისი გაკვირვება ადვილი აღარ არის.
ლაშა მალევე შემობრუნდა. დივანზე დაეშვა და ბაკურს თვალებში ჩახედა.
- გთხოვ პაპა... - დაიწყო არაბულმა.
- რას მთხოვ შვილო? - დაიბნა ბაკური.
- ჯავახიშვილებს ხელი არ ახლო, არ ჩაერიო ამ ამბავში. მე კი იმას გპირდები, რომ სისულელეს არ ჩავიდენ.
- ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა მთავარი შენ ხარ. დიდი ტანჯვა გამოიარე და გული მიკვდება. ნორმალურად იმასაც არ მეუბნები როგორ ხარ.
- კარგად ვარ პაპა, კარგად.
- ფიზიკურად ვხედავ, რომ კარგად ხარ. აი აქ. - მკერდზე მიადო თითი. - აქ როგორ ხარ?!
- რა გითხრა, ორი თვე მეძინა. მანამდე კი... ძალიან მივეჩვიე ნეგატივისგან კმაყოფილების შეგრძნების მიღებას. წესით ეს სასიხარულო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც, რატომღაც მაშფოთებდა. სულში ჯერ ისევ ცოცხალი ადამიანურობის მცირე ნაწილი მეუბნებოდა, რომ ეს არასწორია. ამ მცირე ნაწილს დიდი ძალა აქვს. და რომ არა ჩემს თავში მცხოვრები ერთი საშიში არსება, იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად ყოფილიყო. მგონია, რომ... არა, დარწმუნებული ვარ, ჩემს თავში კლოუნი ცხოვრობს.
- ხუმრობის დროა ახლა?! - გაბრაზდა ბაკური.
- არ ვხუმრობ პაპა. - გაიღიმა ლაშამ. - მართლა ვფიქრობ, რომ რაღაც კლოუნის მსგავსი ცხოვრობს ჩემში. ამ კლოუნს სულმდაბალი ცინიკოსის შერჩეული სამოსი და გრიმი აქვს. მისი გარეგნობა და ჩაცმულობა ერთდროულად გამოხატავს ზიზღს საკუთარი თავის და გარშემო არსებული სამყაროს მიმართ. როგორც კი ის ადამიანური ნაგლეჯი რაიმე ადამიანურს გაიფიქრებს, როგორც კი აზრი გარეთ გამოსვლას იწყებს, ეს კლოუნიც, გრძელი წითელი ფეხსაცმლით და სევდიანი მელოდის სტვენით განოტყაპუნდება ხოლმე ტვინის ბნელი გვირაბიდან, სულის კიდესთან დგება, სასაცილო, ზოლიან შორტზე ღილს იხსნის... ფრთების გასაშლელად გამზადებულ, ადამიანურ აზრს ცინიკური ღიმილითა და უსაზღვროდ სევდიანი თვალებით აფსამს ზემოდან.
- ბიჭო!
- კარგად ვარ პაპა. - ქართულზე გადავიდა არაბული. - მართლა კარგად ვარ. მხოლოდ ის მადარდებს... მხოლოდ ის მინდა, რომ სამშობლოსაც ისე ვუყვარდეთ როგორც მე და ზვიადს გვიყვარს ის! შენ არაფერზე იდარდო. ყველას დავუმტკიცებ ჩემს სიმართლეს, ყველა პასუხს აგებს ცილისწამებაზე. მე ისევ წამოვდგები ფეხზე და ისევ გავაქროლებ ჩემს ხორასნელს... ხო მართლა, როგორ არის? გაანგრია ღობე ბოლობოლო?
- შენ რა იცი რომ... - ფერი წაუვიდა ბაკურს.
- ვიცი, ვიცი. - გაიღიმა ლაშამ და ფეხზე წამოდგა. - ახლა ნება მომეცი მე და ჩემმა ძმამ ცოტა გავისერნოთ, ცოტას გავერთობით, თან ბევრი სალაპარაკოც დაგვიგროვდებოდა.
- წადით გაერთეთ, ფრთხილად იყავით ოღონთ.
ბაკურმა ბიჭები გააცილა. მისაღებში მობრუნდა და ვალერასთან ჩამოჯდა.
- ჩვენს თავს მახსენებს ხოლმე ახალგაზრობაში.
- არა ძმაო, ის ჩვენზე ბევრად მაგარია. ნახე ჰოპიტალში რა გააკეთა? ვინმეს რომ მოეყოლა ვერ დავიჯერებდი.
- მაშინებს ეს ყველაფერი ვალერა.
- კარგი რა, ძალიან გულჩვილი გამხდარხარ. გაწყინა საქართველოს ჰაერმა შენ, ხომ არ დაბრუნდები მოსკოვში? ლაშაც აქ დატოვე. ჭკვიანი ბიჭი ჩანს, ჩავაბაროთ ერთი კარგი ბიზნესი და იცხოვროს მშვიდად.
- რუსეთში არ გაჩერდება. - გაიღიმა ბაკურმა.
- ხორასნელი რა არის? გავაქროლებო ამბობდა.
- ცხენის სახელია, თვითონ გაზარდა. მათ შორის რაღაც მისტიური კავშირია... ეს ნახატიც...
- ვერაფერი გავიგე. - დაიბნა ვალერა.
- არაფერი, არაფერი. მგონი ჭკუიდან ვიშლები ამ სიბერეში.
ქუჩაში გასულმა ძმადნაფიცებმა პატარა სასტუმროს მყუდრო ბარი შეარჩიეს. მბჟუტავი ნათურებით განათებულ ბარში ისეთი სითბო სუფევდა, პალტოები და ქურქები მხოლოდ სკამებს მოეხურად ზურგზე. მოზრდილო ვიტრაჟიდან მოჩანდა როგორ ლექავდა შემოდგომის ნისლი მიძინებულ ქალაქს. ბარში სულ რამდენიმე სტუმარი იყო. უმრავლესობა ბართან ჩამომჯდარიყო და სიმპათიურ ბარმენთან საუბრით იქცევდა თავს. პატარა ბარში სამიოდე მაგიდა მოსჩანდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ორი რუსი გოგონა იჯდა და რძიან ყავას მიირთმევდა. ლაშა და ზვიადი მათ სიახლოვეს, თავისუფალ მაგიდასთან ჩამოჯდნენ და ვისკი შეუკვეთეს.
- როგორ მიდის შენი საქმეები, მოიყვანე ცოლი?
- არა, სხვას გაეკიდა ჩემი საცოლე...
- რას ამბობ?! და შენ ასე ადვილად მიიღე ყველაფერი?
- სიმართლე გითხრა დიდად არ მწყენია.
- ოჰო, გულში ჩაგივარდებოდა ვინმე სხვა. - მიუხვდა ლაშა.
- ჰო. შენი მეგობარი... - მორცხვად ჩახარა თვალები ლიქოკელმა.
- თაკო? - გულიანად გაეცინა ლაშამ.
- რა გაცინებს. - წარბები შეკრა ზვიადმა.
- შენ თუ მაგ გოგოს მოარჯულებ ხელები ამიწევია ძმაო. - ისევ გაიცინა ლაშამ და ხელი მეგობრულად შემოჰხვია მხარზე. - მიხარია ზვიად, ძალიან მიხარია.
- ქეთიზე არაფერს მკითხავ? - ზვიადმა მშვენივრად იცოდა, რომ მათი გასეირნების უმთავრესი მიზეზი ქეთიზე საუბარი იყო.
- იცის მამამისის საქციელი?
- არ მგონია. თვითონ არ ეტყოდა.
- იმედია ვერც გაიგებს. ცოდოა...
- თუ ეს ვიდეო გამოქვეყნებულია ადრე თუ გვიან მაინც ნახავს.
- მართალია.
- ის წავიდა ლაშა.
- წავიდა? - გული საშინლად დაუმძიმდა. თითქოს დავბრუ დაეხვა, ცოტაც და სკამიდან გადავარდებოდა. ძალ-ღონე მოიკრიბა, თავს ძალა დაატანა, ვისკი ერთიანად გადაჰკრა და გააგრძელეო სთხოვა.
- ბოლოს თაკოს შეხვედრია. ის ნახატიც დაუტოვებია, არ მინდა ნახატის დანახვამ ლაშას თავი გამახსენოსო. დარწმუნებული იყო, რომ მკვდარი იყავი. თითქმის ყველას ასე ეგონა. - რამდენიმე წამით შეისვენა. ალკოჰოლი მოსვა და განაგრძო. - ამ ნახატმაც საერთოდ გადაგვრია ხალხი. ხომ გახსოვს როგორიც იყო? ცხენზე ბიჭი და გოგო ისხდნენ. შენი გაუჩინარების დღიდან ბიჭმა ცხენიდან გადმოვარდნა დაიწყო. ნელ-ნელა გვერდულად იხრებოდა მიწისკენ.
- ცხენი ძალიან ჰგავდა ხორასნელს, ხომ ასეა?
- კი.
- კარგი... გერმანიაში წავიდა?
- ჰო.
- გასაგებია.
- რას აპირებ?
- არაფერს.
- არაფერს? როგორ, არაფერს მოიმოქმედებ?
- ზოგჯერ სიყვარულის ყველაზე დიდი ქმედება უმოქმედობაა ზვიად...
- ალბათ მართალიც ხარ, დრო ყველაფერს კურნავს.
- დრო არაფერს კურნავს ძმაო. ის უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის... კარგი, მოვრჩეთ ამაზე, ჩვენ ხომ გასართობად მოვედით არა? - თვალის ჩაკვრით და გვერდით მჯდომ გოგონებზე მიანიშნა.
ზვიადმა გოგონებს გახედა. მზერა უნებურად ერთ-ერთის ზღვის ქაფივით თეთრ გულმკერდზე შეუჩერდა. უცქერდა თხელ ლავიწებს ქვემოთ გამოსახულ ცნობილ აზიურ სიმომბოლოს, რომელიც ორ ცალთვალა თავკომბალას აგონებდა. ფიქრობდა, არც ისე სახეირო ადგილას გაუკეთებია სვირინგიო, მაგრამ როდესაც გოგონა შაქრის კუბიკის ასაღებად გადაიხარა, აზიური სიმბოლოს გამოსახულება მკერდს მოსწყდა და ჰაერში დაიწყო ფარფატი. ზვიადი მაშინღა მიხვდა, რომ ეს ყელსაბამი იყო, რომლის თოკი თმის ღერზე წვრილი უნდა ყოფილიყო. გოგონებს მეზობელი მაგიდიდან ყურადღება არ გამოჰპარვიათ.
- რამე დაკარგე? - ალმაცერად გახედეს ზვიადს.
- უკაცრავად. - მორცხვად ჩაილაპარაკა ლიქოკელმა.
- საბოდიშო არაფერია. უბრალოდ თვალებს აცეცებდი, ვიფიქრე რაიმე დაკარგათქო. - გადაიკისკისა გოგომ.
- აპატიეთ ჩემს მეგობარს. უბრალოდ თქვენი ყელსაბამი მოეწონა. - ჩაერთო ლაშა და თავაზიანად სთხოვა მათთან გადასულიყვნენ.
- ერთი პირობით. თუ თვენი მეგობარი ამ სიმბოლოს სახელს მეტყვის გადმოვალთ. - გამომწვევად გადაიკისკისა მეორემ.
ზვიადმა დაბნეული თვალები მიაპყრო ლაშას.
- იცი რა ჰქვია ამ თავკომბალებს? - დაიჩურჩულა ქართულად.
- ინი და იანი.
- რა ინი და იანი ბიჭო, დამცინი?
- ეე, უთხარი.
ზვიადი გოგონებისკენ მიბრუნდა. წამით კიდევ დაფიქრდა, ხომ არ მატყუებსო. მაგრამ სხვა ვერსია მაინც არაფერი ჰქონდა.
- ინი და იანი. - მიმართა გოგონებს.
- ოჰო. - გაკვირვება ვერ დამალეს გოგონებმა. სკამებიდან წამოდგნენ, საკუთარ ჭიქებს დასწვდნენ და ბიჭებთან გადაიტანეს.
- აქაურ ბიჭებს არ ჰგავხართ, სადაურები ხართ? - ჰკითხა ლაშამ
- ამას აქვს მნიშვნელობა?
- პრინციპში არა. ჩვენ მოსკოვიდან ვართ. მე ანა ვარ, ჩემს მეგობარს კი ლენა ჰქვია.
- სასიამოვნოა. - გაიღიმა ლაშამ. - მიირთმევთ ვისკის ჩვენთან ერთად?
- ესეც უნდა დაიმსახუროთ. - ყელსაბამი მკერდიდან თითებით ამოაძვრინა ანამ. - სახელი სცდონია შენს მეგობარს. ახლა კი თუ შენ ამ სიმბოლოს მნიშვნელობას მეტყვი ვისკიზეც დაგეწვევით.
- თუ ჩინური ფილოსოფიით ვიხემლძღვალებთ არსებობს ერთმანეთისგან განუყოფელი საპირისპირო ძალები... - დაიწყო ლაშამ.
- საკმარისია. - გააწყვეტინა ანამ. - შეუკვეთეთ ვისკი.
- თითქმის ყველა ადამიანს უნახავს ეს სიმბოლო. თუმცა იშვიათმა თუ იცის, რომ ეს სიკეთის და ბოროტების სიმბოლოა. - თქვა ლენამ
- გარწმუნებთ, ეს მხოლოდ სიკეთისა და ბოროტებას არ აღნიშნავს. ჩემს წარმოდგენაში ეს ეს უფრო სინათლისა და სიბნელის სიმბოლოა. ინ - წყვდიანი, ქალური. იან - ნათელი, კაცური. იანი, ეგრეთ წოდებული ნათელი, ეს არის ჭიქა სავსე რძით, რომელშიც ერთი კოვზი ყავაა გაზავებული, ხოლო ინი, ეს არის ყავა და მასში მოტივტივე შაქრის ნატეხი. ყავა და რძე, აი, რა არის ცივილიზაციის მთავარი ღირსება და არა ვისკი.
ანამ ბიჭის ხუმრობაზე სიცილი ვერ შეიკავა.
- შეიძლება ეს არის კაცობრიობის ღირსება, - ქალმა სიტყვა "ეს"-ზე ყელსაბამს მოკიდა ხელი, - მაგრამ ვისკი მაინც ღვთიური სასმელია.
- აი, ანტიკურ საბერძნეთში თქვენი ყელსაბამი წმინდად შავი და ალალად თეთრი იქნებოდა, არანაირი პატარა შავ-თეთრი სფეროებით შუგულებში.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ იმ ეპოქაში კეთილი სიგიჟემდე კეთილია, ბოროტი სიკვდილამდე ბოროტი. თეთრსა და შავს შორის ასა და ისრაელს შუა გავლებულ საზღვარზე უფრო შეუღწევადი გალავანია აღმართული. აი, ძველბერძენ, მისტერ კეთილშობილება გმირს შემწვარი ქათამი, რომ მიართვათ არაფრის დიდებით არ აიღებს ბარკალს, მხოლოდ თეთრი ხორცით დანაყრდება. ისინი ამბობდნენ "კალოს კაგატოს”, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო. თუმცა მე მე ფროიდს უფრო დავეთანხმებოდი. რაც უფრო ლამაზია ადამიანი, მით უფრო მეტი დემონია მასში. და თუ ეს მხოლოდ სუბიექტური აღქმა არაა, თქვენი შემხედვარე ჯოჯოხეთი ცარიელ ქვესკნელად მომეჩვენებოდა.
- ვაღიარებ. სიმპათიურთან ერთად განათლებული ბიჭი ჩანხარ. რას საქმიანობთ?
- ამ წუთას ჩემი საქმიანობა მომხიბვლელი გოგონას შებმაა. - უჩვეულო პირდაპირობით უპასუხა გოგოს. - თქვენ?
- რა მე?
- თქვენ რას საქმიანობთ?
- მეც ამ წუთის საქმიანობა გითხრა? ამ წუთას ვერაფერს ვაკეთებ, რადგან მგონი სიმპათიური ბიჭის ანკესზე ვეგები. - თმები ნერვილად გაისწორა ანამ. - ზოგადად კი მხატვარი ვარ.
- მხატვარი? - არაბუნებრივი ხმით იკითხა ლაშამ.
- დიახ. აბსტრაქტულ ნამუშევრებს ვხატავ, მაქვს შექმნილი კოლექცია "უსაფეხურო კიბე", სადაც საკუთარ ნახატებს შესაბამის გრძნობასთან, განცდასთან ვაიგივებ და ამავე ემოციის სახელს ვარქმევ, ჩემი ყველაზე შემოსავლიანი კოლექციაა. ჭკუიდან გადავდივარ ამ ქაოსურად გადღაბნილ ზოლებსა და ფერების უაზრო თამაშსს როგორ აკერებს ადამიანი დიადურობის იარლიყს, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ ნაგავია და მეტი არაფერი, ნაგავი, რომელსაც ადამიანის გონება ტიმ ნობლი და სიუ ვებსტერივით გარდაქმნის მშვენიერებად. ყველაფერს ადამიანი თხზავს, არანაირი დიდებულება არ დევს ჩემს ნამუშევრებში. როგორ შეიძლება ღირებული იყოს ნახატი, რომელსაც თავდაპირველად შეგიძლია მოუფიქრო სახელი"ამპარტავნება" და შემდგომ "თავმდაბლობად" გადააკეთო. შემეძლო შენს წინაშე თავი მხატვარ გენიოსად გამესაღებინა, რომელიც სამყაროს ფარული მინიშნებები ტილოზე გადმოაქვს, მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრა, რომ ჩემი საქმიანობა ხალხის გამასხარავება და შარლატანობაა.
- მაპატიეთ... ჩემი წასვლის დროა. - ლაშა წამოდგა, ბართან მივიდა. ანგარიში გაასწორა, ზვიადს წასვლისკენ ანიშნა და მასთან ერთად დაუმშვიდობებლად დატოვა ბარი.
- გადაირიე? რა გეტაკა?! - ბუზღუნით აედევნა ლიქოკელი.



№1 სტუმარი nini

ჰოლანდიელო გთხოვ წიგნათ გამოეცი რაა. მარკეტინგი ჩემზე იყოს

 


№2 სტუმარი stumari

დზლივს რა რამდენი ხანია ველით ასე არ დაიგვიანო

 


№3  offline წევრი ვიპნი

ბაკურივით მეც ვნერვიულობ ლაშას შინაგან სამყაროზე,ცოტა არ იყოს შემაშფოთა ამ რუსი ე.წ ნაშოჩკების გამოჩენამ ,მაგრამ მხატვრობის ხსენებამ თავისი სათქმელი თქვა :) პ.ს.ვისურვებდი მკითხველების გახარებაზე უფრო მეტი გეფიქრათ,იმედია შემდეგი მალე იქნება :))

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ლოდინი ამართლებს,ინტრიგაც დატოვე.

 


№5 სტუმარი აზარფეშა

მაგარია მაგრამ ცოტა მალ მალე დადე ხოლმე რაა

 


№6 სტუმარი ninia

da amdenixani sheidzleba gelodoot es ukve upasuxismgeblobaa rodesac 13 dge alodineb mkitxvels .

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი თავი იყო მომეწონა გამიხარდა რომ ვნახე საინტერესოა სევდიანიც,მაგრამ ლაშა მაინც. თავის სტიქიაში ველოდები შემდეგ თავს წარმატებები მადლობთ

 


№8 სტუმარი სტუმარი maiko

maxarebs yovreli sheni gamochena.sheudarebeli iyo rogorc yoveltvis dzalian saintereso warmatebebi,nu daikargebi gtxovt velodebi kidev da kidev....

 


№9  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი maiko
maxarebs yovreli sheni gamochena.sheudarebeli iyo rogorc yoveltvis dzalian saintereso warmatebebi,nu daikargebi gtxovt velodebi kidev da kidev....

მადლობა მაიკო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent