შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები XIII


16-11-2020, 01:24
ავტორი belle...
ნანახია 378

კვიზინი/ „სპულნა სთრითი“ - აურზაური 5 ნომერში / 05:12წთ /მთვარის მე-20-ე დღე, მესამე ფაზა...
იანმა მანქანა კოხტა, ატმისფერი, ორსართულიანი სახლის ჭიშკართან შეაჩერა. ძრავი დაადუმა და წარბშეკრულმა გამომხედა. მთელი გზა ხმა არ ამომიღა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი გამოვლილს.
- მიბრაზდები? - ამოიოხრა. დაბნეულმა თავი ავწიე.
- შენ რა შუაში ხარ?
- ვიცი, რომ აქ ყოფნა არ გინდა.
თავი გაიქნია მოვარდისფრო ლამაზი სახლისკენ. სპულნა სთრითზე ჯერ კიდევ პირველ ჩანაწერებში გიამბე. გახსოვს? გითხარი დაიმახსოვრე-თქო, ეს სახლი იანის ყველა ჰოსტელისგან გამოირჩევა. თითქმის უნაკლოა, მხოლოდ ერთი პრობელმაა - იქ 90% ჩემი საძულველი უკრაინელები ცხოვრობენ!
- ვისთან ერთად უნდა ვიყო ოთახში? - ხმა ჩამიწყდა.
- ჯერ-ჯერობით, მარიასთან, თვის ბოლოს უკრაინელები მიდიან და ცალკე ოთახში გადაგიყვან, ახლა თავისუფალი ადგილი არ მაქვს, ბელ.
- გასაგებია.
მორიგი მტკივნეული სპაზმები მუცელში და ზიზღით მოღრეცილი ტუჩები, რასაც პოლონელის ოხვრა მოჰყვა. მივხვდი, რომ უარესად ვგრუზავდი და მანქანის კარი გავაღე, გადმოვედი და სანამ ბარგს ავათრევდი ოთახში სიგარეტს მოვუკიდე. უნდა დავწყნარებულიყავი. მეც არ ვიცოდი ასე ძალიან რატომ განვიცდიდი ამ სახლში გადმოსვლას. სხეულის ყველა უჯრედი უარყოფდა და აპროტესტებდა კოხტად აბზეკილ შენობას, ლამაზი მოვლილი ბაღითა და ღვინისფერი ჩუქურთმებიანი გალავნით, რომელსაც კიდეებზე ნაძვების ცოცხალი ღობე გასდევდა.
გულწრფელად რომ ვთქვა, იანზე ვბრაზობდი, საშინლად ვბრაზობდი და ამის გამო კიდევ უფრო მეტად მძულდა საკუთარი თავი, მას მხოლოდ კარგი უნდოდა ჩემთვის. იქ მომიყვანა სადაც ხალხი გადმოსვლას იხვეწება, მე კი მოლოდ იმიტომ ვჭირვეულობდი, რომ „მშობლიური“ სახლი დამატოვებინა და აქ გადმომხვეწა დამპალ უკრაინელებთან ერთად. როცა უცხო ქვეყანაში ხარ, ცოტა რთულია ადაპტაცია, მაგრამ როცა გვერდით შენი ერის ხალხი გყავს, ამ სიმარტოვეს როგორღაც უმკლავდები. „ჟელაზნა“ მართლა აუღებელი ციხესიმაგრე იყო, იქნებ კოლონიაც, იქნებ ტურებითა და ნაბიჭვ,რებით გაჭედილი, მაგრამ იქ მეგობრებიც მყავდა, ადამიანები რომლებზეც ვზრუნავდი და ეს ძალიან მომწონდა. ახლა კი... ახლა სრულიად მარტო დავრჩი. იანის გარდა აღარავინ და აღარაფერი მაკავშირებდა კვიზინთან. საკუთარ რადიკალურ-ისტერიკულ ფიქრებზე მწარედ მეცინებოდა და უფრო ღრმა ნაფაზს ვურტყამდი. არასოდეს ვყოფილვარ ჭირვეული ბავშვი, ახლა რა სიკვდილი მეტაკა? რა იყო, სხვა ქალაქში გადავედი? უბრალოდ ძალიან შორ მანძილზე ჩამოვიტოვე ჩემი „სახლი“ ეს იყო და ეს, თუმცა მაინც...
სიგარეტის ღერი ისე ჩამეწვა ბოლომდე, ვერც მისი ჩამთავრება ვიგრძენი და ვერც პოლონელის მოახლოება.
- დაგაბინავებ, მარიას გავაფრთხილებ, რომ ყურადღება მოგაქციოს და უნდა გავიქცე, ბელ, დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ხვალამდე ვერაფრით გნახავ.
- ყურადღება მომაქციოს?
წარბები მაღლა გამექცა. პოლონელს ჩემს გამომეტყველებაზე სიცილი აუტყდა. აშკარად დამშვიდებული ჩანდა წინა დღესთან შედარებით. სიმართლე ითქვას და გაბრაზებული იანი ცოტა საშიშია. ტონს არ უწევს, ხმას არ უმაღლებს, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ გამომეტყველება ისეთი მკაცრი, შეუვალი და ცივი უხდება, შეუძლებელია უკან არ დაგახევინოს.
- წამოდი, ბარგი ავიტანოთ.
ამოვიოხრე და მანქანის უკანა კარი გამოვაღე. იანმა ჩემოდანი წამოიღო, მე პარკები ავიტაცე და სახლში შევედით. დილაუთენია მყუდრო და ძალიან ლამაზი მისაღები ოთახი ცარიელი დაგხვდა. ხის გალაკული კიბით მეორე სართულს ავუყევით და იანმა ერთ-ერთი ოთახის რძისფერი კარი, რომლის საკეტზეც ჩემთვის გასაღები დაეტოვებინათ, შეაღო. პირველი შევიდა და ის იყო შევყევი, რომ კარის კუთხესთან მდგარ საწოლზე მდები დიდი კონტეინერი მომხვდა თვალში. შეშინებულს მთელი პარკები დამიცვივდა და უკან გავხტი.
პლასტმასის უზარმაზარ კონტეინერში კიდევ უფრო უზარმაზარი ლოკოკინები დახოხავდნენ და გაზეპილ, ბლანტ კვალს ტოვებდნენ ზედაპირზე. ოთახი ისე ყარდა კინაღამ გული ამერია. ზოგადად ასეთი რამეების არ მეშინია, არც გველების (გველები მიყვარს), მაგრამ ეს იმდენად საზიზღარი სანახაობა იყო, თან ისე არამიწიერად ყარდნენ ცხვირზე მივიფარე იდაყვი და თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ასეთი უზარმაზარი ლოკიკინები თუ არსებობდნენ პირველად ვნახე, მეც და გაშტერებულმა პოლონელმაც.
- ეს რაღა ჯანდაბაა?
გაღიზიანებული კონტეინერს წაადგა თავს. ბოდიში მომიხადა, არ ვიცოდი ასეთ რამეებს თუ ინახავდა ოთახშიო, ყურებში წაავლო ხელი პლასტმასს და უბოდიშოდ გაისროლა გარეთ.
- კურვა! რაებს ინახავენ ჩემს სახლში?!
გაბრაზებული ოთახში შემობრუნდა და ფანჯრები გამოაღო, რომ ჰაერი გაწმენდილიყო, მაგრამ კედლებს ისე გაჟღენთოდათ სიმყრალე, რომ უბრალოდ ოთახის განიავებით ფონს აშკარად ვერ გავიდოდით.
- იან, ვისთან მომიყვანე? ეს ქალი მანიაკია? რა ჯანდაბად უნდა ეს არსებები ოთახში? ჭამს? - კუჭმა სახიფათოდ ამომცხო, ცოტაც და გული ამერეოდა.
- მე რა ვიცი, რა დედისტყ,ვნას შვრება!
საწოლზე დაეშვა, ტელეფონზე სწრაფად აკრიფა ნომერი, ცხვირზე ხელი გაისვა და გადარეკა. თან თვალს მარიდებდა, მეჩვენებოდა, თუ სიცილს იკავებდა ეს იუმორარაჯანსაღი კაცი?! ადრესატმა მალევე უპასუხა და იანიც მაშინვე აქაქანდა პოლონურად. მთლიანი დიალოგი ვერ გავიგე, მაგრამ ცალკეული სიტყვებით მივხვდი, რომ ლოკოკინებზე ესაუბრებოდა. საუბრის დასასრულს კი ხმა ისე გაუმკაცრდა, აშკარად უკრძალავდა ამ პატარა დინოზავრების ოთახში შემოტანას. სამწუთიანი დიალოგი კმაყოფილმა დაასრულა და ტელეფონი გათიშა.
- მოკლედ მითხრა, რომ მაგას კოსმეტიკისთვის ხმარობს, - განმიმარტა შეკავებული ღიმილით - მაგრამ ვუთხარი, რომ ნაკლებად მაინტერესებს სახისთვის ხმარობს, თუ სთვის, ჩემს სახლში ასეთი არსებები და სხვა ცხოველები არ დაიშვებიან, ეს წესია! არ მაინტერესებს სად წაიღებს, გარეთ გაათრევს ეზოში, თუ ნაგავში გადაყრის. .
- და რაო, მერე, კარგიო? - ეჭვით ვიკითხე და მეორე საწოლზე, იანის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი.
- არჩევანი ააქვს? - ჩაეცინა - თან დავუბარე, რომ სახლს ახალი მენეჯერი ეყოლება და ყურადღებით მოგისმინოს ხოლმე.
თვალი ჩამიკრა გაკრეჭილმა. თავი გავაქნიე და თმა ავიჩეჩე. რა ემასხარავება? ვის ბუნაგში მტოვებს, ეს ხომაა ჯანმრთელი?!
- რა სახე გაქვს, მართლა ვუთხარი. - ალმაცერად ატეხა ტუჩი და გვერდულად გამომხედა.
- იან, მორჩი. არ მეცინება.
- დაიღალე? - ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან - წუხელ მთელი ღამე არც მე მეძინა, ვნერვიულობდი.
- ახლა „საფრთხე“ აღარ მემუქრება. - ფეხები ავიკეცე და ლოგინზე მივწექი. იანმა თვალი თვალში გამიყარა, მიმიხვდა სარკაზმს.
- გშია? - არ შეიმჩნია - გუშინ რა ჭამე?
- არაფერი.
- რა არაფერი? - თვალები შუბლზე აუვიდა - გაგიჟდი? როგორ სუნთქავ?
- ვერ მოვიცალე, მერეც ისეთი ამბები დატრიალდა ვიღას გაახსენდა ჭამა.
- შენ მე გამაგიჟებ!
მეორედ ამოიღო ტელეფონი და სადღაც გადარეკა. არ ვუსმენდი. ტვინი ავტომატურად ხან ჩამერთვებოდა, ხან გამომერთვებოდა. გაბრუებულს საშინლად მომეძინა. კიდევ კარგი, რომ დღეს შაბათი იყო და სამსახურში არ ვიყავი წასასვლელი, თორემ მერე მართლა გავსაცოდავდებოდი.
პოლონელი საუბარს მორჩა, წამოდგა და ჩემს მხარეს გადმოჯდა. გაბუტული ჯერ კიდევ არ ვუყურებდი თვალებში. თავი მოკეცილ მკლავებზე მედო და ვცდილობდი არ ჩამძინებოდა. მთავარი ლოკოკინა მოსასვლელი იყო და არ მინდოდა „უსუსური“ დავხვედროდი. მეც არ ვიცოდი, რატომ მაგრამ წინათგრძნობა რაღაც ცუდს მკარნახობდა.
- შეგიძლია, რომ მენდო? - სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია. ზემოდან დამყურებდა გამჭოლი მზერით, არ შემიხედავს - შეიძლება ახლა არა, მაგრამ ცოტა დრო რომ გავა, მერე მადლობასაც მეტყვი, რომ იქიდან ძალით წამოგიყვანე. იცი, რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა, მაშინაც კი როცა შენთვის რაღაც უსიამოვნოს ვაკეთებ. აუცილებელი არაა ყოველთვის მეთანხმებოდე. ჩემთვის მთავარი შენი უსაფრთხოებაა.
- ვიცი, იან - ხმა გამიტყდა - ვიცი და არ გეწინააღმდეგები, აქ ვარ როგორც თავად გინდოდა.
- მაგრამ არ ხარ ბედნიერი.
პირველად მივაბრუნე თავი მისკენ. სევდიანად მიყურებდნენ ცისფერი სფეროები, საკუთარ თავზე კიდევ უფრო მომეშალა ნერვები. ის რა შუაში იყო?! ხანდახან როგორი დამპალი ხასიათი მაქვს! წამოვჯექი და საწოლის თავს მივეყუდე. სიტყვებს როგორღაც თავი მოვუყარე და ხმადაბლა ავლაპარაკდი.
- შეიძლება, ჩემი ხალხი მანერებით არ გამოირჩევა, შეიძლება ლოთები არიან და სამარცხვინოებიც, მაგრამ არცერთი მათგანი ისეთს არაფერს იზამს, რისიც შენ გეშინოდა. შეიძლება ბავშვურად გულუბრყვილო ვარ და ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია, იან.
- ანაბელ...
- არა, დამასრულებინე, - შევაწყვეტინე, როცა თვალები დაეხუჭა გაღიზიანებულს - მე არ ვამბობ, რომ შენი ქმედება არ იყო სწორი, ან რამეში გეწინააღმდეგები. არა, შეიძლება მე ვცდები და იქ მართლაც მემუქრებოდა საფრთხე არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. არ მინდოდა გენერვიულა. აღარ მინდა შენი ისეთი სახე ვნახო, როგორიც გუშინ გქონდა. ამიტომ აქ ვარ.
- და მაშინ რატომ გაქვს ისეთი სახე, თითქოს სასაკლაოზე მოგიყვანეს?
- იან, მე იქ მეგობრები დავტოვე. აქ კი, სრულიად მარტო ვარ.
- რომელ მეგობრებზე მესაუბრები? - ცივად გაეცინა - გეკითხები, რომელ მეგობრებზე მესაუბრები? როცა სჭირდები და მაშინ რომ მორბიან შენთან, იმათზე ხომ არა? ანაბელ, რამხელა ლექცია წაგიკითხე ამ თემაზე და მაინც ვერაფერი გაიგე! რომელიმეს უკითხავს შენთვის რა გიჭირდა? რომელიმე მოსულა შენთან და უკითხავს რა გჭირდებოდა? არა! შენს კარზე მხოლოდ მაშინ აკაკუნებდნენ, როცა თვითონ სჭირდებოდათ რამე. გაიღვიძე და ცოტა რეალურად შეხედე სიტუაციას. ადამიანების მიჩვევაში თუა საქმე, აქაურებსაც მიეჩვევი! ნუ ხარ ასეთი მიმნდობი! ასე მგონია ჩემს გარეშე ვერ გადარჩები და ნერვებს მიშლის ეს.
თვალები ამიწყლიანდა. „ცეცხლისფერი“, საბა და დონ კორლეონე გამახსენდნენ. მე მყავდა აქ მეგობრები, მყავდა სანამ წავიდოდნენ. „ჟელაზნას“ კი ერთი ნიკუშა შერჩა, რომელმაც ძალიან იოლად ჩაწყვიტა ყველა ის ძაფი რაც აქამდე გვაკავშირებდა. სასმელს და ნარკოტიკებს დაუახლოვდა და ყველაფერი მიივიწყა გარშემო, მათ შორის ადამიანებიც ვინც მასზე ზრუნავდნენ უცხო მხარეში. იანის მწარე სიმართლე მეწყინა, მეწყინა, რომ მისი სიტყვები იმ რეალობას მანარცხებდნენ სახით, რომლის შელამაზებაც ჩვევად ჰქონდა იდიოტ ქვეცნობიერს. თუმცა, იმ სახლში მაინც მოიძებნებოდა ერთი მოხუცი, რომელსაც ვჭირდებოდი და ახლა მე მისგან ძალიან შორს ვიყავი.
- მართალი ხარ. - ვუპასუხე ხმაგაბზარულმა.
- და საერთოდ არ მომწონს ეს. - ამოიოხრა, ხმა შეურბილდა და თავზე ხელი გადამისვა. - მე ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ ჩემი იმედი არ უნდა გქონდეს. ყოველთვის დაგიცავ, უბრალოდ არ მინდა გული გეტკინოს. დაიმახსოვრე, შენთვის, ყოველთვის მხოლოდ კარგი მინდა!
ბოლო წინადადება ლამის დამიმარცვლა. გამიღიმა და გრძელი თმა უკან გადამიწია. გმადლობ, იან, გმადლობ, რომ მაშინაც ჯიუტად მიჭერ ხელს, როცა მე სახით მივექანები უფსკრულისკენ, თავი კი სამშვიდობოს მგონია.
- მგონი შენი წასვლის დროა, ხომ?
- კურიერს ველოდები და წავალ.
- ვისო? - დავიბენი.
- პიცა გამოვიძახე, ნივრის სოუსით, შენ რომ გიყვარს! - შემიბღვირა - რამეს თუ არ შეჭამ, ჩემი ხელით მოგკლავ!
ამას როგორ ახერხებს? ყველაზე ცუდ ხასიათზე მყოფსაც კი მიბრუნებს მხიარულებას. მოღუშულს მის მუქარით მობრიალე თვალებზე მაინც გამეცინა...

რამდენიმე საათის შემდეგ:
კურიერმა პიცა მოგვიტანა, დილაადრიან ცოტა მძიმედ კი ვისაუზმეთ, მაგრამ პოლონელმა ფეხი არ მოიცვალა სანამ ნახევარი პიცა ძალით არ მაჭამა. შემდეგ დამიბარა, თუ რამე მოხდება დამირეკე ან მომწერეო და წავიდა. ეს ლეპტოპით კონტაქტი ნერვებს მიშლის, მაგრამ მეტის ღირსი ვარ რას ვლეწავდი ტელეფონს, რა მინდოდა?! სხვა რამეზე, რომ მეყარა გულისჯავრი, არა?! ჰოდა, იყავი ახლა ეგრე ჩემო თავო, ხელფასამდე!
სანამ დედა ლოკოკინა ტაძრად მოვიდოდა პირველ სართულზე ჩავედი და აქაური ქართველები გავიცანი, მხოლოდ ხუთნი იყვნენ, ცოლ-ქმარი და კიდევ სამი ბიჭი. აქედან ერთი ბიჭი წყვილის მეჯვარეა, დანარჩენი ორი კი უბრალოდ რეისის თანამგზავრი, მაგრამ უკრაინელებით გამოტენილ სახლში ერთ ოჯახად იქცნენ. ახალი ქართველის გადმოსვლა გაუხარდათ.
ქმარს დათო ჰქვია, ცოლს კი ელენე. ელენე კარგი ქალია, თბილი და ბავშვურად ხალისიანი. ისე თბილად და მოწიწებით ექცევიან ერთმანეთს, ღმერთმანი, მიკვირს აქ უკვე ნორმალური ქართული წყვილის ხილვა. ჟელაზნაზე უმეტესობა ისეთი წყვილები გვყავდა ქმარი ცოლს დედის ტრაკს რომ აგინებდა ბოლო ხმაზე, იმასაც სამზარეულოში და იმასაც ყველას თანდასწრებით. (ისე ეგ ამბები რატომ არ მოგიყევი, მე ჭორიკანამ?) დათო და ელენე იმ მალამოდ მექცნენ სპულნაზე, ახლადპირგახსნილ იარაზე ასე ძალიან რომ მჭირდებოდა. თავი ცოტა უკეთ ვიგრძენი. შემოთავაზებულ ყავაზეც დავთანხმდი და ფეხებიც ავიკეცე დივანზე.
მაინტერესებდა ჰოსტელში რა ხდებოდა და ცოლ-ქმარს ყველაფერი გამოვკითხე. (ყველა ჰოსტელს თავისი წესები და კანონები აქვს და რაღა თქმა უნდა, ჰყავს „ლიდერი“, რომელიც ხალხს ხელმძღვანელობს. ეხ ხშირად „ბრიგადირია“ ან, ადამიანი რომელიც ყველაზე დიდი ხანია რაც იქ ცხოვრობს და თუ ცოტა ბრჭაყებიც უვარგა ავტომატურად „ზედამხედველად“ იჩითება) როცა გაიგეს ვის ოთახში შემიყვანა იანმა ერთმანეთს გადახედეს.
- რა იყო? - წყვილს შორის ერთმანეთში გაცვლილი მზერა არ გამომპარვია.
- გამიკვირდა, - ელენემ ახლა სხვა თვალით შემათვალიერა - მარია ორი წელია აქ ცხოვრობს, მის ოთახში არასდროს არავინ შეუყვანია მეპატრონეს. მარტო ცხოვრობდა.
- უი, რას იძახი. - გამეცინა, აი შენი წინათგრძნობაც, ბელ! ნელ-ნელა ვხვდებოდი ვის ბუნაგში შევიჭერი - აბა, რა გამოდის, რომ საშინლად უკმაყოფილო იქნება ჩვენი დედოფალი თავის ლოკოკინებს გარეთ, რომ იხილავს?
- რა? - თვალები გაუფართოვდა ორივეს და უცებ ისეთ ხმაზე ახარხარდნენ დაბნეულმა თვალები ავახამხამე.
- რა იყოთ?
- მაგას ეგ ლოკოკინები ისე უყვარს, შვილი არ უყვარს დედას. გააფრენს!
აზარტულად აწია წარბები გახალისებულმა. ანუ რა გამოდის, რომ სპულნას მარია დედოფალი ჰყავს, ლოკოკინა ქალი, რომლისთვისაც ორი წელია მყუდროება არავის დაურღვევია. მე კი პირველივე დღეს ხმაურით შევიჭერი მის რეზიდენციაში და საყვარელი შვილიკოები გარეთ გამოვუსროლე? რა ვიცი, მგონი არც ისეთი მეგობრული ჟესტი გამომივიდა. ყავა ჩუმად მოვსვი და მზერა მინის კედელთან აფრიალებულ ფარდაზე გამიშტერდა - განვმეორდები და მადლობა ღმერთს, რომ შაბათი იყო და მოახლოებული ომის გადატანა სამსახურის ხარჯზე არ მომიწევდა!
ყავა ბოლომდე დავლიე, ერთი ღერიც მოვწიე გარეთ და ჩემს ახალ ოთახში დავბრუნდი. პირველი ელდა ისეთი იყო, რომ არც კი მომითვალიერებია სად მომიყვანა. სამკუთხასახურავიან სახლს ყველაზე ფართო და ლამაზი ოთახის ნახევარი ჭერი დაქანებული ჰქონდა. ხის გალაკული იატაკი და უაზარმაზარი თაფლისფერი კარადა ედგა, აპრიალებული მინებით და მარიას ნივთებით გამოტენილი. ოთახში სამი ხის ლამაზი საწოლი და ერთი დაბალი შავი მაგიდა იდგა. საწოლებთან ყავისფერი ხალიჩები დაეგოთ. გადასაფარებლები კი კრემისფერში გადაეწყვიტათ. ძალიან ლამაზი ოთახი იყო, მაგრამ არეული და აყროლებული. საწოლებზე და გამათბობელზე უკრაინელის საცვლები იყო მიმოფანტული. დაბალ შავ მაგიდაზე კი ხილი ელაგა, თავის მოვლის ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად. კინაღამ გული ამერია და ორივე მეტალოს ფანჯარა ბოლომდე გამოვაღე. ღმერთო რა სიმყრალე იყო ოთახში!
საწოლზე ჩამოვჯექი, წითელ მაქმანიან საცვალს, რომელიც ჩემს ბალიშთან ეგდო, წკიპზე მოვკიდე ფრჩხილები და მეორე ლოგინზე ზიზღით ვისროლე, რომ კარიც გაიღო და დედა ლოკოკინაც შემოვიდა. გაოცებულს თვალები გამიფართოვდა - ეს იყო მარია? საშუალო სიმაღლის ქერა ქალი უზარმაზარი, აი მართლა ჩემი თავი მოგიკვდეთ უზარმაზარი თ და გაფხორილი სიფათით. ვიცანი! აქ, სპულნაზე მყავდა ნანახი, ერთხელ სააბაზანოში დუშკაბინა გაფუჭდა და მე და იანი ვიყავით მოსულები შესამოწმებლად. მაშინ ვნახე პირველად. ისეთი მზერით შემათვალიერა ჯერ კიდევ თავიდანვე, რომ უხმოდ შევთანხმდით - ერთმანეთი სასტიკად არ მოგვწონდა! ფუ შენი!
- გამარჯობა! - მივესალმე რუსულად. მაინც ზრდილობა ვარჩიე.
- გამარჯობა.
დამიბრუნა ორი წუთის დაგვიანებით. ჩამეღიმა. ჰო, ქალბატონს ზუსტად ის ფიქრები უტრიალებს თავში, რაც თავად ვივარაუდე მის მოსვლამდე. ქურთუკი გაიხადა, უკან გაბრუნდა და კონტეინერი ისევ ოთახში შემოათრია.
- ესენი აქ იქნებიან!
საწოლზე ისე დაასვენა გეგონება ძვირფასს განძს უფრთხილდებოდა. პლასტმასის ყუთიდან ნელა გადავიტანე მზერა ქერაზე.
- არა, არ იქნებიან. სახლში ასეთი რამეების შენახვა არ შეიძლება! ეს იანის ბრძანებაა!
- რა იყო? გეშინია? ალერგია გაქვს? თუ გეზიზღება? რატომ მიყრი გარეთ?
- ყარს, მარია! - წარბშეკრული წამოვდექი - ახლავე გაათრიე აქედან!
სად არ ვიცი რუსული ჯანმრთელად? ხომ დავუკონკრეტებდი წინააღმდეგ შემთხვევაში რა როგორ მოხდებოდა?!
- მე ვთქვი, აქ იქნება-თქო!
გამიმეორა უცვლელი ტონით. კონტეინერს ბინძური ჩვარი გადააფარა და თავისი საწოლის ქვეშ შეტენა. წარბები მაღლა გამექცა - მეჯიბრები ქალო? კაი, იმაზე ხმაურიანად ჩაივლიდა ჩემი აქ გადმობარგება ვიდრე ვიფიქრებდი. სანამ ლეპტოპი გავაღვიძე და იანს შეტყობინება მივწერე დედა ლოკოკინამ უზარმაზარი თაროებიდან, ორი ყველაზე პატარა გამომითავისუფლა და ხელით მანიშნა შენი ნივთები აქ შეინახეო. სიცილი ამიტყდა.
- მთელი ჩემი ნივთები აქ უნდა დაეტიოს?
გულხელდაკრეფილმა ისეთი ინტერესით შევათვალიერე მოცუცქნული სათავსოები, სახეზე მეწერა როგორ ვბჭობდი გონებაში, რომელ თაროზე აჯობებდა ამ ძუკნა ქალის შეტენვა, მაგრამ სამწუხარო ფაქტი - ტრა,კი ჰქონდა დიდი და არ შეეტეოდა.
- ჰო, რა იყო?
მხრები აიჩეჩა. საწოლზე გაიშალა და გახდა დაიწყო. ოღონდ მაგას ნუ მაყურებინებ! ზურგი ვაქციე და თვალები მოვისრისე. მობრუნებულს „გამოცვლილი“ დამხვდა. ის პარაშუტისხელა აირბაგები მოკლე შორტში გაჭირვებით ჩაეტენა და ნახევარი ისე საძაგლად უკონწიალებდა ცელულიტიან ფეხებზე გამაჟრჟოლა. ცელულიტებს ებრძვი ლოკოკინებით, უკრაინელო? არ გშველის ეგ დედანატირები არა!
- გამოდის, მე და შენ ვერ ვიმეგობრებთ! - თმა უკან გადავიყარე - გასაგებია. სამწუხაროა...
უცებ კარზე მოაკაკუნეს და სიტყვაც გამიწყდა. ოთახში ელენემ შემოჰყო თავი და გამიცინა - „ბედრიონკაში“ მივდივართ და ხომ არ წამოხვალ შენცო. გამიხარდა, რომ ცოტა ხნით გასვლის საშუალება მომეცა. თავი დავუქნიე ორ წუთში ჩამოვალ-მეთქი. კარგიო, მალულად გახედა მარიას, რომელიც გაბანჯგლულ ფეხებს ეპილატორით ებრძოდა და ჩუმი სიცილით გაიხურა კარი.
- მოკლედ, - ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და თმა უკან გადმოვიყარე - ეგ რაღაცეები დაბრუნებულს აქ არ დამხვდეს!
წარბებაწეულმა აგდებული მზერით გამომაცილა კარში. მიყურე, მიყურე სულ ტყუილად გგონია თავი ქვინი - არა, ხარ! მაგრამ ტრაკონ დედოფალი, ლოკოკინებით! კიბეები ჩავირბინე და ეზოში გავედი. დათო და ელე გარეთ მიცდიდნენ. მაღაზიისკენ გავუყევით გზას.
- უთხარი.
- შენ უთხარი!
- ოო, დათო!
- რა ხდება? - ფიქრებში ჩაძირული მათმა ხმადაბალმა კინკლაობამ გამომარკვია.
- მოკლედ, - დათომ კეფა მოიქექა. ეცინებოდასავით უხერხულად - აი, უკრაინელი რომ ყოფილიყავი ხმას არ ამოვიღბდი, რა. რა ჩემი საქმეა-თქო ვიტყოდი, მაგრამ...
- რა ხდება? - გავიმეორე წარბშეკრულმა.
- მოკლედ, ეგ მარია... ანუ ცოტა იმნაირია, რა და ფრთხილად იყავი. ჩემი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი ამას არც გეტყოდი.
- მოიცადე, - ახლა მე გამეცინა - ვერ გავიგე, რას მეუბნები, ლესბოსელია?
- არის თუ არა, ფაქტია, რომ ქალებს ეტორღიალება. სტოპას ცოლთან, ალასთან, გორაობდა ლოგინში. მივლინებიდან დაბრუნებულ ალას ქმარზე იეჭვიანა და ახალი წლის საღამოს, მაგარი მთვრალი რომ იყო კინაღამ იჩხუბეს. მოკლედ, არაა ეგ ქალი უსაფრთხო რა. ქართველი ხარ და მინდოდა, რომ გცოდნოდა. მე არაფერი მითქვამს იცოდე. უბრალოდ თავი შორს დაიჭირე.
- განსაკუთრებით რომ დალევს და დათვრება... - მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები ელემ - რავიცი, მაინც ფრთხილად იყავი ღამე არ ჩამოგიჯდეს საწოლთან.
- თქვენ რა მეღადავებით? - შეშინებულმა უნებურად მკერდზე მივიკარი ხელები.
- ჰო, ჰო შენ ღადავი გეგონოს და...
იმერული კილოთი ჩაუცინა დათომ. თვალებგაფართოებულმა საშინელი კადრები წარმოვიდგინე და ისე შემაჟრიალა კანზე ეკლებმა დამაყარა. რაო, პოლონელო რა მითხარი, უსაფრთხოდო? კი, კი ზუსტად სწორ ადგილას მომიყვანე! თუ „ჟელაზნაზე“ ვერ შემისრულეს, სპულნაზე „მომიყომარებდა“ ლოკოკინების დედა. ჰომოფობი არ გეგონო, მკითხველო, არ ვარ. ადამიანს მისი სექსუალური ორიენტაციით ნამდვილად არ ვაფასებ, ყველაფერს თავი დავანებოთ და იდიოტობა მგონია. რაც შეეხება მარიას - მანიაკი, ყველა მანიაკია, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი. შარი მინდა?!
- ელე, ტელეფონი მათხოვე!
ჯიბეებში ხელები ააფათურა და გამომიწოდა. პირბადე მოვირგე, ცოლ-ქმარს მაღაზიაში შევყევი და სწრაფად ავკრიფე იანის ნომერი. მესამე ზუმერზე მიპასუხა. (უცხო ნომრებს იშვიათად პასუხობს).
- იან, მე ვარ. გცალია ორი წუთით?
- მოიცადე...
ყურმილიდან დაბალი მუსიკის ხმა მომესმა. ვიღაცას პოლონურად გადაულაპარაკა რაღაც. სულ დამავიწყდა, დღეს ხომ მისი ძმის დაბადების დღე იყო?! მაგარი ხარ, ბელ! ცხოვრება არ დააცადო ადამიანს!
- ახლა გისმენ, რა მოხდა?
- ჩემი შეტყობინება ნახე?
- კი ვნახე. უკვე დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ლოკოკინები ისევ ოთახში თუ დამხვდება ბარგს ჩაალაგებს და თავის არსებებს გაუყვება უკან!
- გმადლობ, მაგრამ კიდევ რაღაც უნდა გითხრა.
- ახლა რაღა მოხდა? - ფრთხილად იკითხა. კინაღამ გამეცინა.
- იან, ქართველებმა მითხრეს, რომ შენი მაშა, ცოტა არ იყოს და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
- ვერ გავიგე, რას გულისხმობ?
- ლესბოსელია.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. დაბნეულმა ტელეფონს დავხედე, ხომ არ გამითიშა-თქო, საათი წუთებს ითვლიდა.
- იან...
- რა თქვი?
არ მითქვამს ხომ? იანი ჩემგან განსხვავებით, მწვავე ჰომოფობია! საკმარისია მსგავსი რამე უხსენო, რომ გამწარებული ფურთხებას იწყებს. (გეებზე უფრო მძაფრი რეაქცია აქვს)
- ჰო. ეგრე მითხრეს. იან, მაპატიე, მაგრამ მის ოთახში მე ვერ დავიძინებ. აი გამორიცხულია. ჯერ ერთი რომ გენეტიკურად მაღიზიანებს, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკრაინელი არანორმალურია. მაგან რომ ღამით დალიოს და ლოგინში შემომიძვრეს უკაცრავად და შენ მიშველი?! საშინელი თავგადასავლები მეყო, რა გთხოვ.
- მე... - აირია - მაპატიე, არ ვიცოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ჯანდაბა! მარია და გეი?! ო, კურვა!
- ვიცი რომ დღეს ვერაფრით მოხვალ, არაუშავს ამ ღამეს გადავიტან როგორმე, მაგრამ ხვალ უნდა მიშველო.
- ბელ, - ხმა დაუსევდიანდა - მაპატიე, რა, მართლა არ ვიცოდი.
- არაუშავს. არ გადანაშაულებ.
- დღეს რა უნდა ქნა, აბა? ახლა ვერაფრით მოვალ...
- ვიცი, არც გთხოვ. მისაღებ ოთახში დავრჩები დღეს და გავათენებ. იმ საძინებელში არ ავალ გამორიცხულია!
- კარგი, - ამოიოხრა - კარგი და დამელოდე, ხვალ ყველაფერს მოვაგვარებ, კარგი? ეგ მაგ ოთახს დატოვებს ხვალ, როგორც კი მოვალ. გვერდით ოთახში გადავიყვან უკრაინელებთან.
- უიმე რას ამბობ, - მე რატომ ვიფიქრე, რომ თავად მომიწევდა სხვაგან გადასვლა? მარია ალბათ სადმე ჩამისაფრდებოდა და ნაკუწ-ნაკუწ ამჩეხავდა. - ნამდვილად გააბედნიერებ სიახლით.
- კიდევ ერთხელ, მაპატიე, რა. მე კარგი მინდოდა, ხომ იცი...
- იან, საკმარისია თორემ მე ვგრძნობ თავს ცუდად. არაუშავს, გაივლის ესეც. ხვალ გელოდები და აგნეშკას მოკითხვა გადაეცი. რომ დავლაგდები მერე აუცილებლად ვინახულებ, მომენატრა.
- ჰოდა ეგ ყველაფერი თვითონ მისწერე! - მომიჭრა მოკლედ. - კარგი, დროებით. ხვალ დილას შენთან მოვალ.
- დროებით.
გამეცინა და ტელეფონი გავთიშე. დისთვის რომ გადაეცა ორიოდე წინადადება მოკვდებოდა? დამპალი. ტელეფონი მოახლოებულ ელენეს დავუბრუნე და ამჟავებული გამომეტყველებით ჩავუძახე ცელოფანში ორი გრეიფრუტი.
- აბა? მშვიდობაა? - იკითხა სიცილით.
- სპულნაზე რევოლუცია იგეგმება და იმედი მაქვს უსისხლოდ ჩაივლის!
გრეიფრუტს ორიოდე ფორთოხალიც მივაყოლე და ავტომატური გადახდის აპარატთან მივედი. რიგში ჩადგომა აღარ მიწევდა ხოლმე, ახალმა სამსახურმა ბანკში რეკვიზიტის გახსნის საშუალება მომცა და პლასტიკური ბარათიც გადმომილოცა, თვით „მილენიუმის“ ბანკის თან!
სახლში დაბრუნებულები მისაღებ ოთახში შევედით. პატარა სამზარეულო უკრაინელებით დაგხვდა გატენილი. ქალები პიცას აცხობდნენ და თან ისეთ ხმაზე ყაყანებდნენ ლამის ჭერი აგვხადეს თავზე. მობეზრებულმა თვალები გადავატრიალე და სავარძელზე დავეხეთქე, რომ ხის კიბეებზე ფლოქვების თქარათქური მომესმა. ჩამეღიმა. მორბის ლოკოკინა ქალი უზარმაზარი შლოპანცებით. როგორც ჩანს, იანმა მაინც გამოაყრევინა ლოკოკინები გარეთ და ახლა უნდა დამეტაკოს. ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი!
- მომისმინე, შენ! - თავს წამადგა თვალებდაქაჩული - მე და შენ ან ვიმეგობრებთ, ან ერთად არ ვიცხოვრებთ!
- ვააა, - ფეხზე წამოვდექი და თვალი გავუსწორე. ჩვენს გარშემო ყველა გაყუჩდა. სამზარეულოშიც კი შეწყვიტეს წიოკი და მისაღებში გამოლაგდნენ - მე შენთან მეგობრულად დავიწყე, შენ კი არამეგობრულად შემხვდი. რასაც ვიღებ იმას ვაბრუნებ და საერთოდ, საიდან მოიტანე, რომ შენთან ერთად ცხოვრებას ვაპირებ?!
გაცეცხლებულმა ენა გაღეჭა. ერთ წამს ისეთი მზერა გაუხდა, ხელი რომ გაერტყა ეგეც არ გამიკვირდებოდა და მზადაც ვიყავი ყველა უსიამოვნებისთვის, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა იანმა რა უთხრა, რომ აშკარად არ მეუბნებოდა იმას, რასაც ჩემს თვალწინ ღეჭავდა ენასთან ერთად პირში.
- მაშა, - აი დათომ, რომ ალა ახსენა ის ქალი მიუახლოვდა საყვარელს - რა ხდება?
- ჩვენს პრინცესას თურმე ჩემი ლოკოკინები არ მოსწონს და იანმა გარეთ გამომაყრევინა!
ქერა ტრაკონთან ერთად ახლა ყველა უკრაინელი მე მომაჩერდა, ცოტა გაოცებულ დაბნეული. ეს რა ამ სახლში მართლა ხელშეუხებელი ტრაკონია თუ რას მომშტერებხართ?! ერთი ქართველი უკრაინელების ალყაში - სუპერ! ხმაურზე საძინებლიდან ელე და დათო გამოვიდნენ.
- პრინცესა არა, მე ანაბელი მქვია. - შევუსწორე მშვიდად, თითქოს თხუთმეტამდე უკრაინელი მე არ მიყურებდა „თავს წაგაძრობ“ სახით - მართალი ხარ, მე და შენ ერთად ვერ ვიცხოვრებთ. ამაზე ხვალ ვისაუბრებთ.
დივანს დავუბრუნდი და ტელევიზორის პულტსაც. ჯერ ერთხანს გაშტერებულები მიყურებდნენ, ნელ-ნელა კი ზუზუნით დაიშალნენ. ყურადღება არ მიმიქცევია. არ ვარ კონფლიქტური, მთავარია ცუდად ნუ შემეხები. ზემოდან ყურებას კი განსაკუთრებით ვერ ვიტან! - ამოვიოხრე, რაც პოლონელთში ჩამოვედი ტყავიც გამოვიცვალე და ხასიათიც. ასეთი აგრესიული და შემტევი არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, კრეჭა ვიცოდი მარტო. თუმცა, აქაურმა ცხოვრების წესმა შემცვალა. თავს არც არასდროს არავის ვაჩაგვრინებდი, მაგრამ აქ... აქ ვამპირად მაქციეს, უფრო ხისტი გავხდი და... და ამჩემსფეხებაც... მეტრეველის სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში - რა ციხის ზედამხედველივით ყვირი სულო. ნეტავ, მართლა ასე ვჩანვარ ხალხში? მკაცრი, ცხვირაწეული სწერვა, რომელიც გამუდმებით შენიშვნებს იძლევა? მეღიმება, როგორი ნათელი და ჭყეტელა ფერები ჩანს გვერდიდან. ძნელია დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა, ხალხთან იურთიერთო და ათასი რჯულის ადამიანს თანაცხოვრება დაუბალანსო, ისე რომ სიმკაცრე არ გამოიჩინო - აბა, ისე თავზე იციან დაჯდომა, პომარანჯა მკითხველო.
რა იქნებოდა მომდევნო დღეს, როცა იანი მოვიდოდა სპულნაზე? ალბათ მორიგი აყალმაყალი უნდა ამეტანა. იმ ღამის თეთრად გათენება კი, ამ რბილ სავარძელზე მომიწევდა უამრავი სეირის მაყურებელი ხალხის „კონტროლის“ ქვეშ, რომლებიც ახლა ზურგსუკან გაცხოველებული ბჭობდნენ, თუ ვინ დაიმკვიდრებდა ადგილს სპულნაზე - მაშა, რომელიც უკვე ორი წელი იყო ხელშეუხებლად ცხოვრობდა ჰოსტელში, თუ პატარა ქართველი, რომელიც ეშმაკმა უწყოდა საიდან მოეხეტა და ვერც იმაში გარკვეულიყვნენ, რატომ იცავდა სახლის მეპატრონე ასე მონდომებით სამი თვის ჩამოწუწულს.
შემეძლო ავსულიყავი და მშვიდად დამეძინა ლოგინში, ეს ერთი ღამე მაინც, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია. პრინციპი? სიჯიუტე? თანამოსახლესადმი გაურკვეველი ზიზღი? - რაც გინდა დაარქვი, მაგრამ იმ თხას თავისას მაინც არ გავატანინებდი. მკითხველო, ერთ რამეს გეტყოდი, ასე გამოცდილებით ნასწავლს - არასდროს არავინ დაგაფასებს, არც სტატუსის და არც ვინმეს „კალთის“ ხათრით. შეიძლება პირში გიცინონ, მაგრამ ზურგსუკან მაინც ბეჭებზე გადაგიჭერენ ენებს. ადამიანებში და ზოგადად უცხო გარემოში საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას ისევ ჩვენივე ქმედებებით და საქციელებით ვიმსახურებთ. ნუ იყვირებ, რომ ვინმეს დახმარება შეგიძლია, თუ შეგიძლია უბრალოდ ადექი და გააკეთე. ნუ იტყვი, რომ პატივსაცემი ადამიანი ხარ და გარშემომყოფებმაც აუცილებლად პატივი უნდა გცენ - იმოქმედე ისე, რომ ეს პატივისცემა დაიმსახურო. თუ ადამიანებისთვის რაიმე გაქვთ სათქმელი, უბრალოდ საქციელებით აჩვენეთ. ეს ერთადერთი გზაა საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისკენ - კარგ ყალიბს შეარჩევთ, თუ ცუდს ეს თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, ჩემი საქმე არ არის.
არ ვაპირებდი ერთ ღამიანი კომფორტისთვის ჩემი პოზიციები დამეთმო. ერთხელ მაინც თუ აგრძნობინებ „ველურ დასავლეთს“, რომ შეიძლება წელში მოგდრიკონ - გადაგივლიან. მესმოდა როგორ გაცხარებულები ჭორაობდნენ სამზარეულოში ჩემზე და ტუჩებიდან ღიმილი არ მშორდებოდა. იმ ღამეს მაშამ ბევრი დალია, ძალიან ბევრი და არეული ნაბიჯით აუყვა კიბეებს. თვალი ავაყოლე, გვერდულად ჩამეცინა და თავი გავაქნიე. სანამ მაგიდიდან წამოდგებოდა თავის დაქალებს გადაულაპარაკა, იჯდება ცოტა ხანს, ვითომ არ მკადრულობსო, მაგრამ დაიღლება და დაიძინებსო. დაძინებით აუცილებლად დავიძინებ მაშკა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩემს ახალ ოთახს „პარაზიტების“ სიმყრალისგან გავწმენდ!


პ.ს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, წინა ატვირთულ თავს 14 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა <3 არ მეგონა აქაური სიგიჟეები ასე თუ დააინტერესდებოდა ხალხს. მიყვარხართ და მენატრებით, აი სუულ სულ და „ჩიხისა“ და „პაზლების ქურდის“ მკითხველებს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს საშინლად დაგვიანებისთვის. ყველაფერს გულახდილად გიყვებით და ხედავთ რა მდგომარეობაც მაქვს, ასეთ პირობებში რთულია მუშაობა. გამიგეთ, რა გთხოვთ <3 პომარანჯეს დღიურები რომ არა, ალბათ საერთოდ შევწვეტდი წერას. რთული პერიოდი მაქვს ახლა, თქვენთვის აქაური ამბების გაზიარება კი რეაბილიტაციასავითაა ჩემთვის...



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

დაიძაბა სიტუაცია.
ეგ უკრაინელი საშინლად არ მომეწონა.
ვერ ვიტან, თავში ავარდნილ ტიპებს.
გაძლებას გისურვებ! ❤️
მთავარია იანი გყავდეს კარგად. ისე მჯერა მისი, ვერ აგიღწერ. ყველა ქარიშხალს დაამშვიდებს თითქოს და შენთვის მზიან დღეს გაათენებს.
უთხარი თუ გინდა, ასე რომ ვფიქრობ ❤️

 


№2  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
დაიძაბა სიტუაცია.
ეგ უკრაინელი საშინლად არ მომეწონა.
ვერ ვიტან, თავში ავარდნილ ტიპებს.
გაძლებას გისურვებ! ❤️
მთავარია იანი გყავდეს კარგად. ისე მჯერა მისი, ვერ აგიღწერ. ყველა ქარიშხალს დაამშვიდებს თითქოს და შენთვის მზიან დღეს გაათენებს.
უთხარი თუ გინდა, ასე რომ ვფიქრობ ❤️


გადავცემ ^_^ <3 <3 <3 დაიძაბა რომელია ;დდდდ ის ღამე როგორ გავათენე მარტო მე ვიცი, მაგრამ ეგ არაფერი ხურდის დაბრუნებაც არ მეშლება ;დდდდ <3 <3 იანი მზის სხივია <3 ^_^ უბრალოდ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ძალიან ძალიან კარგი ადამიანია ^_^ <3 რომ ვამაყობ პოლონელით ხომ მეტყობა ;დდ <3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

გამძლეობის გარდა აბა,რაუნდა გისურვო.დღიურები ყოველთვის საინტერესოა.ის ,ხომ ადამაინის იმ შინაგან სმყაროზე მოგვითხრობს,რომელსაც ვერ ვხედავთ.

 


№4  offline წევრი თ. ა.

როგორც ჩანს ხიფათს იზიდავ ზომაზე მეტად. თან ეგ ხიფათი ზომაზე დიდი პარამეტრების აღმოჩნდა.
კარგია რომ გვიზიარებ შენს ამბებს ვფიქრობ იანი სწორად მოიქცა, ან არა არ ვიცი...
შური და ბოღმა "შენიანსაც" ექნება არც უნდა გიკვირდეს, მაგრამ როცა არ ხარ ბუნებით ცუდი ვერც იფიქრებ თუ სხვა ასე მოიქცევა.
მოკლედ წატმატებებს გისურვებ!

 


№5  offline წევრი beshqen

ჩემი კომენტარი ქარს გაჰყოლია,ახლიდან მეზარება,ისედაც არ მიყვარს წერა

 


№6  offline მოდერი belle...

beshqen
ჩემი კომენტარი ქარს გაჰყოლია,ახლიდან მეზარება,ისედაც არ მიყვარს წერა


სანამ გაყვებოდა იქამდე მოვასწარი წაკითხვა და გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა შენ მუდამ მხარდაჭერისთვის და სითბოსთვის ბექა ^_^ <3 <3 <3 არამგონია ოდესმე ეს დღურები სერიოზულ სახეს თუ მიიღებენ, მაგრამ ახლა მსიამოვნებს წერა და თქვენთვის აქაური სიგიჟეების გაზიარება <3 სრულებით საკმარისია ჩემთვის <3 <3 მიყვარხარ <3 <3

თ. ა.
როგორც ჩანს ხიფათს იზიდავ ზომაზე მეტად. თან ეგ ხიფათი ზომაზე დიდი პარამეტრების აღმოჩნდა.
კარგია რომ გვიზიარებ შენს ამბებს ვფიქრობ იანი სწორად მოიქცა, ან არა არ ვიცი...
შური და ბოღმა "შენიანსაც" ექნება არც უნდა გიკვირდეს, მაგრამ როცა არ ხარ ბუნებით ცუდი ვერც იფიქრებ თუ სხვა ასე მოიქცევა.
მოკლედ წატმატებებს გისურვებ!


ხიფათი და ორეოს ნამცხვარივით ვართ - განუყოფლები ;დდდდდდდ ნუ არაუშავს ასე უფრო საინტერესო ცხოვრება (თავს ვიმშვიდებ ;დდდდდდ) მადლობა დიდი საყვარელო <3 <3 <3 პ.ს. იანი ყოველთვის სწორად იქცევა და ნერვებს მიშლის ;დდდდდდდ

სტუმარი nancho
გამძლეობის გარდა აბა,რაუნდა გისურვო.დღიურები ყოველთვის საინტერესოა.ის ,ხომ ადამაინის იმ შინაგან სმყაროზე მოგვითხრობს,რომელსაც ვერ ვხედავთ.


დღიურების წერა მეხმარება, ასე უკეთ ვგრძნობ ხოლმე თავს რა ვიცი ;დდდ <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ ველოდი ასე მალე თუ დადებდი შემდეგ თავს,ძალიან ძლიერი გოგო ხარ თან უმაგრესი,ისეთი თბილი და გულთან მიგაქვს ყველაფერი სხვის საჯეთილდღეოთ შენ თავზე არ ფიქრიც იმიტომ ეხვევი შარში,ის უკრაინელი არც მე მომეწინ,იმედი მაქვს დალაგდები და ყველაფერი კარგად იქნება იანუც დაგეხმარება წარმატებები ????????????☀️????♥️♥️

 


№8  offline მოდერი belle...

სტუმარი ნესტანი
არ ველოდი ასე მალე თუ დადებდი შემდეგ თავს,ძალიან ძლიერი გოგო ხარ თან უმაგრესი,ისეთი თბილი და გულთან მიგაქვს ყველაფერი სხვის საჯეთილდღეოთ შენ თავზე არ ფიქრიც იმიტომ ეხვევი შარში,ის უკრაინელი არც მე მომეწინ,იმედი მაქვს დალაგდები და ყველაფერი კარგად იქნება იანუც დაგეხმარება წარმატებები ????????????☀️????♥️♥️


ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ^_^ <3 <3 <3

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

polonelmmac scored amitom agarchia bwls rom arachvebrivi adamiani xar. mec emigrqnti var da vici aqaurebis sheqeba da ndoba rasac nishnavs. sul vkitxulob magram ver vcer komentars. bodishi raaaa me ianis imedi maqvs rom ar dagtovebs. tumca shen iseti lideruli tvisebebibgaqvs. mercmune marto mondomeba verafers izamda rom ara shinagani kultura da codnaa. miyvarxar. gamzleobas da janmrtelobas gisurveb belss. pazlebis qurdi mexuted cavikitxe sanam gagrzelebas vixula chixsac chavujdebiii. carmatebebi

 


№10  offline მოდერი belle...

Qeti qimucadze
polonelmmac scored amitom agarchia bwls rom arachvebrivi adamiani xar. mec emigrqnti var da vici aqaurebis sheqeba da ndoba rasac nishnavs. sul vkitxulob magram ver vcer komentars. bodishi raaaa me ianis imedi maqvs rom ar dagtovebs. tumca shen iseti lideruli tvisebebibgaqvs. mercmune marto mondomeba verafers izamda rom ara shinagani kultura da codnaa. miyvarxar. gamzleobas da janmrtelobas gisurveb belss. pazlebis qurdi mexuted cavikitxe sanam gagrzelebas vixula chixsac chavujdebiii. carmatebebi


ვაიმე, ქეთი, ჩემო თბილო ^_^ <3 <3 ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. ჰო, ვიცი ემიგრანტს ემიგრანტის ყველაზე უკეთ ესმის და მაინც სამშობლოსგან სიშორე დეპრესიას მაინც არ ნიშნავს, როგორი სირთულეც არ უნდა შეგხვდეს ადამიანს <3 უბრალოდ ახალი გამოწვევებია და ცხოვრების მუღამიც ამაშია ^_^ <3 ძალიან გამიხარდი და მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო საყვარელო და უამრავ წარმატებას გისურვებ ასევე <3 <3 მომენატრე <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent