შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები (დასასრული)


17-11-2020, 11:58
ავტორი lullaby
ნანახია 3 544

2 სექტემბერი, 2019 წელი
***
ერთდროულად მაფხიზლებს სახეზე ფრთხილი შეხება და წვიმის ხმა. ცოტა ხნით არ ვიმჩნევ და ვტკბები იმ შეგრძნებებით, რასაც ეს სიმშვიდე იწვევს ჩემში. გუშინდელი ჩვენი საუბარი ამაღელვებელი სიზმარივით ცოცხლდება გონებაში და გიორგის ნათქვამი წინადადებები მშვიდად ყოფნის საშუალებას აღარ მაძლევენ. მერე თვალებს ვახელ და ვხედავ, ბიჭს თავი ხელისგულზე ჩამოუდია, მიყურებს და გაღვიძებულს მიღიმის.
- დილა მშვიდობისა. - მეუბნება და საჩვენებელ თითს შუბლიდან ნიკაპამდე ასრიალებს. მიყვარს მისი ახლადგაღვიძებულის ხმა. თვალები ოდნავ შეშუპებია და თმაც აქეთ-იქით გაურბის. იმდენად ახლოსაა, რომ მის თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედავ.
- დილა მშვიდობისაა. - ვპასუხობ და დაბუჟებული კუნთების საშველად ვიშმუშნები.
- ამით როგორ მოისვენე მთელი ღამე? - მეუბნება ჩემს ტანსაცმელზე და ახლაღა ვაქცევ ყურადღებას მის მოშიშვლებულ მხრებს. საწოლის ბოლოზე კი მის შარვალს ვხედავ. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ისე მაღელნვებს ეს ფაქტი, თითქოს პირველად იწვეს ჩემს საწოლში ჩემგან განსხვავებით ნორმალურ მდგომარეობაში.
- მციოდა. - ვეუბნები და ჩამწყდარ ხმას ვიწმენდ. გიორგის ნელა უხსნის ღიმილი სახეს.
- ჩემს მხარეს თბილოდა. - მხრებს იჩეჩავს.
- მე არ ვიცოდი, შეგეძლო გეთქვა. - წარბებს ვწევ.
- არც მე ვიცოდი, რომ გციოდა. შეგეძლო მოწეულიყავი და ჩამხუტებოდი.
მეღიმება. მერე ვაცნობიერებ, რომ ჩვენს ცხოვრებაში აუარებელი „არ ვიცოდი“ იყრის თავს. რომ ყველაფერი, რაც გამოვიარეთ, სწორედ იმის ბრალია, რომ ერთმანეთს არაფერი გავუმხილეთ. ამას ან შიშს დავაბრალებთ, ან სულელურ თავშეკავებას, მაგრამ ფაქტი ერთია - დუმილი ათი წელი გაგრძელდა. უსაშველოდ დიდხანს.
- კიდევ ბევრი არ ვიცის თქმა შეგვიძლია ერთმანეთზე. - ვეუბნები გიორგის.
- გამოვასწორებთ, გპირდები. - ამბობს ის, ქვემოთ ცურდება, თავს გულზე მადებს და ხელს მუცელზე მხვევს. აღარ მაღელვებს, რომ ჩემს აჩქარებულ გულისცემას მოისმენს და მიხვდება, რა ხდება ჩემში, როცა ასე ახლოსაა. აღარ მაღელვებს, რადგან უკვე ყველაფერი კარგად იცის. მან ბევრი რამ იცის ჩემზე. ფურცლებმა ყველაფერი უთხრეს, რა ხდებოდა მისი გაცნობიდან ხუთი წლის მანძილზე. მე კი არაფერი, საერთოდ არაფერი ვიცოდი. თითებს მის თმაში ვაცურებ და თვალებს ვხუჭავ. - დაწერა რატო გადაწყვიტე, მარიამ...
- ათი წელი გავიდა. მეშინოდა, რომ რაღაცები დამავიწყდებოდა. რომ წარმოვიდგინე, რომ ჩვენი დიალოგები აღარ მემახსოვრებოდა... ჩემთვის ბედნიერ და მტკივნეულ მომენტებსაც თავისი ფასი ჰქონდა, გიო. ვერ გადავიტანდი, რომ წლების შემდეგ რომელიმე მათგანი მაინც ვერ გამეხსენებინა. ხოდა, დაწერა საუკეთესო გამოსავლად მომეჩვენა. მაგრამ მას მერე, რაც ფურცლები ნახე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, ოდესმე წაიკითხავდი.
- მეორედ მაგ ყველაფრის გამოვლასთან ერთად, ლუკასთან ურთიერთობის აწყობა როგორ წარმოგედგინა... ღამით წერდი, როგორ გიყვარდი, დღისით ცხვირწინ თითებს მიტრიალებდი და ლუკა მიიღეო, ლექციებს მიკითხავდი. - უკმაყოფილო ხმა აქვს გიორგის და ღიმილს ვერ ვიკავებ.
- რომ მცოდნოდა, თავში რა გიტრიალებდა, შენი აზრით ასე მოვიქცეოდი? - თმას უკან ვუწევ თითებით, რომ მისი სახე დავინახო, მაგრამ კაკაოსფერი მოკლე ტალღები ისევ შუბლზე ეყრება. - ფურცლების წერა ჩემთვის წარსულის გადარჩენა იყო, გიო. ფიქრობ, აღარ მეყვარებოდი, ლუკასთან რომ ურთიერთობა გამესერიოზულებინა?
- ვფიქრობ დაწერა კარგი გადაწყვეტილება იყო. შენი იმედი გამართლდა.
- თმა გაქვს შესაჭრელი. - ისევ თითებს შორის ვიქცევ მის პრიალა ღერებს. - გინდა...
- არ მინდა! - მაწყვეტინებს მაშინვე, თავს სწევს და იდაყვს ეყრდნობა. გაფართოებული თვალებით დამყურებს და მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულობას ცდილობს, ლამაზი ღიმილი მაინც ეპარება. - საკუთარ შეცდომებზე სწავლა უნდა დავიწყოთ. შევთანხმდით?
- შევთანხმდით. - თავს ვუქნევ და მეცინება. - მაგრამ ვფიქრობ, გარისკვაც უნდა შევძლოთ.
- ყველაფერს გავრისკავ შენთან ერთად, მაგრამ თმას აღარ შემჭრი. ერთი დღეც რომ ფიქსირდება ჩემს ცხოვრებში მსგავსი, სრულიად საკმარისია.
- კარგი, გავიგე. შეცდომებს აღარ ვიმეორებთ. და რომელია მოგონება, რომელიც გინდა, რომ განმეორდეს?
გიორგი ერთხანს მიყურებს. ჩემს ნაკვთებს ათვალიერებს. მოგონებაზე ფიქრობს და ხან შუბლს ჰკრავს, ხან ტუჩებს ხსნის სათქმელად. მის ყოველ ჩასუნთქვას მხრების მოძრაობით ვითვლი და ინსტიქტურად მეც მას ვყვები. უკვე ვიცი, რომელ მათგანსაც მეტყვის.
- ის, რომელმაც მომშალა და ამრია, მარიამ. შენ რამდენჯერ გინდოდა მისი გამეორება?
- არ ვიცი... იქნებ ყოველ დღეც. სულ რომ ამაზე მეფიქრა, გავგიჟდებოდი.
- იცი, როცა შეგეხე, შენგან არც პროტესტი ყოფილა, არც გაოგნება. მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ შენც გინდოდა და შენც გჭირდებოდა. ამაზე ფიქრს ჭკუიდან გადავყავდი. არ მაჩერებდი და ვერც მე ვჩერდებოდი. არ მინდოდა. - ფრთხილად ასრიალებს თითებს ჩემს ლოყაზე გიორგი და თან თვალს აყოლებს. - ლამის გონება დამიბინდა ჩემს კოცნაზე შენმა პასუხმა.
- ლამის? - ვეკითხები და პასუხის მოლოდინში, ფილტვებში გამოკეტილი ჰაერისგან ვგრძნობ, როგორ ვიგუდები.
- შენ რომ არ გათიშულიყავი, ალბათ... - გიორგის მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადააქვს. იხრება და ჯერ ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ნიკაპზე. ჟრუანტელისგან დამუხტული, გაყინული თითებით ყელზე ვეხები. ოდნავ კრთება. გზას მისი სახისკენ ვიკვალავ და ცერა თითებს ღაწვებზე ვასრიალებ. - ალბათ ვეღარასდროს გავჩერდებოდით, მარიამ.
გიორგი ბაგეებზე მეხება და თან მოაქვს თავბრუსხვევა. თან მოაქვს ჩემი სურვილები, რომლებსაც ვაიგნორებდი. თავისი ნდომა და შეხების წყურვილები. მის კოცნას ვყვები და სხეულით ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ. მის კოცნას ვყვები და ვიცი, რომ ამის იქით ვეღარასდროს ვეღარაფერი მატკენს. მისი მხურვალე კანის ქვეშ სისხლის მოძრაობის ხმაც კი ჩამესმის. ვგრძნობ, როგორ გაგიჟებით ფეთქავენ მის ყელზე არტერიები. აღარ მეშინია, რომ სადაცაა გამომეღვიძება და ჩემს ბაგეებზე მისი კოცნის კვალიც კი აღარ დარჩება, რადგან ეს ის სიზმარი აღარაა წლების განმავლობაში გამუდმებით რომ მსტუმრობდა. ეს ის რეალობაა, სადაც მთელი სიცხადით შევიგრძნობ მისი მხურვალე ხელების მოძრაობას ჩემს სხეულზე. მის სუნთქვას ჩემს ყელსა და ტუჩებზე.
- ამის გამეორება მინდოდა, - ამბობს ჩემს ყურთან გიორგი და იქვე მაკრობს სველ ტუჩებს. - და მენდომება დარჩენილი ცხოვრება. - თავის თითებს ჩემსაში ხლართავს და ყელზე მკოცნის, ისევ მოუყვება ნიკაპისკენ და ისვე მეწებება ბაგეებზე.
უცბად კარზე აკაკუნებენ და ვარდნის შეგრძნებით ვფხიზლდები. გიორგი წელზე მხვევს ხელებს. არ მიშვებს. არ მაშორებს გავარვარებულ სხეულს. მხარზე მკოცნის, ყელზე, ლოყებზე.
- გიორგი... - ვეჩურჩულები და კარისკენ ვიხედები. მხრებზე ვაბჯენ ხელებს.
- რა უნდათ. - თავს რგავს ჩემს კისერში და ოხრავს.
- უკაცრავად... დილა მშვიდობისათ, საუზმეა! - გვეძახის კარს მიღმა მდგარი გოგოს ხმა.
- გშია? - თავს იღებს და ზემოდან დამყურებს.
- ადექი. - ისევ ვაწვები მხრებზე. გვერდით იწევა, მაგრამ საწოლში აღარ ჩერდება. - ერთი წუთით, ახლავე. - ვეძახი მოსულს და გულამოვარდნილი ვდგები. გიორგი შარვალს და მაისურს იცვამს და სანამ მე თმას ვიკრავ, კართან ის მიდის.
- გამარჯობა. საუზმე ინებეთ. - კალათს აწვდის გიორგის ის.
- მადლობა. - ეუბნება ბიჭი და ართმევს.
- გემრიელად მიირთვით.
- ბოდიში, - აჩერებს გიორგი გაბრუნებულს. - გათბობის გამოყენებას ვერ შევძლებთ? ღამით ცივა და თან დღეს ცუდი ამინდიც დაემატა.
- კი, კი გუშინ დილით მოაწესრიგეს. აგიხსნით, შეიძლება? - შემოსვლისთვის ითხოვს ნებართვას გოგო. კარვის მეორე ბოლოში მიდის და გიორგის გათბობის მოწყობილობას უჩვენებს. მალევე გვემშვიდობება. ბიჭი კარს ხურავს, ბრუნდება და თვალს ადევნებს, როგორ ვასწორებ საწოლს.
- რა? - ვეკითხები.
- მე მაგალითად არ მშია. - მხრებს იჩეჩავს. მეცინება.
- გშია. და სხვათა შორის, აქ მხოლოდ საუზმე აქვთ. მარკეტი კი აქედან ორ კილომეტრშია.
- შენ დიეტაზე არ ხარ? - მახსენებს, მერე კალათთან მიდის და შიგნით იხედება.
- ბოლო დროს საკმარისზე მეტი დავიკელი.
გიორგი ერთხანს მიყურებს და მერე იაზრებს ჩემს ნათქვამს. მიახლოვდება, ხელებს მიჭერს და გულში მიკრავს. მკლავებს ვხვევ წელზე და თავს მხარზე ვადებ.
- აქ წარსული არ მინდა. მხოლოდ შენ მჭირდები და შენი ფიქრები. - ვეუბნები და ხელებს უფრო მჭიდროს ვხვევ.
- აქ ვარ. - მეუბნება, ჩემს სახეს იჭრს და მკოცნის.


***
საუზმეც საუბარში გაგვყავს. გიორგი ისევ ჩემი თმის შეჭრის ფაქტს უბრუნდება და გაუთავებლად, ისე მსაყვედურობს, თითქოს ეს ორი დღის უკან მომხდარიყოს. ლაპარაკობს და ხანდახან ჭამაც მავიწყდება, იმდენად მიფანტავენ გონებას მისი იმდროინდელი ფიქრები. საუბრობს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გასული ათი წელი არც მისთვის ყოფილა მარტივი. ორივე ბედნიერები ვჩანდით. მე ჩემი საქმე და მეგობრები მაბედნიერებდნენ, მას კი ამ ყველაფერს დამატებული სოფი. ეს ბედნიერება იყო წიგნის ყდა, იმ წიგნის, რომელსაც ვერასდროს ვერავინ იპოვიდა თაროზე. და რომ არა ჩემი ფურცლები, აუცილებლად მტვერი შეჭამდა. ახლა ამ წიგნს ორივე ნელ-ნელა, მორიგეობით ვკითხულობთ. ნელ-ნელა ცოცხლდება და მკითხველს სიმართლეს უმხელს. მკითხველს, რომლისთვისაც მისი ფურცლები დაუვიწყარი გახდება.
შუადღისას აღარ წვიმს. რამდენიმე წუთია, ახლადგადაყრილი ღრუბლებიდან მზე მცხუნვარედ ანათებს. ხის ჩაწნულ სკამებზე ცელოფანს ვფენთ, ყავას ვაკეთებ და გარეთ გავდივართ. წვიმისგან გაცოცხლებული ბუნების სურნელი ჩვენს ამბავს ჰგავს. თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ მაინც ახალი და თავბრუდამხვევი. რამდენიმე წუთით ჩუმად ვართ. დარწმუნებული ვარ, ხედს, რომელიც ჩვენს წინ იშლება სწყინს ჩვენი უყურადღებობა. ვიცი, რომ ისიც იკარგება თავის ფიქრებში. ალბათ უფრო ახალ, ვიდრე ძველ ფიქრებში. და როცა მათთან არაა, მე მიყურებს და მიღიმის. იმდენად ხშირად, რომ კი, მუქ მწვანედ აპრიალებულ და განათებულ ხედს ნამდვილად სწყინს, რომ ვერ ვამჩნევთ.
მერე ნანიკო მახსენდება. ჩემი ყველაზე ძვირფასი და გადარეული სულის ნაწილი. ყოველ წუთს მახსენებდა, რომ რაჭის ტური საიდუმლო უნდა ყოფილიყო და რისთვის, რომ მერე თვითონ გაემხილა. მაგრამ ალბათ საიდუმლოს გამჟღავნება სიტუაციამ გადააწყვეტინა. მეცინება, როცა წარმოვიდგენ, როგორ ხლართავს საქმეს ჩემს ჩუმად.
- გიორგი, ფურცლები რატომ წაიკითხე? - ვეკითხები ჩაჩუმებულს. ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ და შუბლს ჰკრავს. - ნანიკო იყო აღშფოთებული. იცოდა, რომ ჩემი ჩანაწერები იყო და წაკითხვა როგორ გაბედაო.
- ა, - ეცინება. - პირადი ჩანაწერებიო, ასე თქვა მაშინ ქობულეთში. კარგი, რა. ნანიკო და დღიური? იმას უფრო დავიჯერებ, რომ დავითი მუშაობას დაიწყებს. საერთოდ არ ჰგავდა მას. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. შენთან რომ დავინახე დავრწმუნდი კიდეც. ნანიკო დღიურს წერს, თან თაბახის ფურცლებზე, თან თან დააქვს და თან შენთან ტოვებს. სისულელე!
- იფიქრე ჩემი იყო?
- ვერ მივხვდი უბრალოდ. თუ მართლა ჩანაწერები იყო, შენი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ წესით შენზე ყველაფერი უნდა მცოდნოდა. და თუ ჩანაწერები არ იყო, მაშინ რა იყო და რატომ უნდა დაგემალა, გამიკვირდა. ცოტა გავბრაზდი და იმიტომ ავიღე. - გიორგი ფინჯანს მაგიდაზე დებს და ჩემსკენ ბრუნდება. - შენც წაიკითხავდი, მარიამ.
- არ გსაყვედურობ. რთული იყო შენი იქ დანახვა, მაგრამ არ გსაყვედურობ.
- ძალიან მინდოდა იმ დღეს შენთან დარჩენა.
- არა, არ გამოვიდოდა. - თავს ვაქნევ და ჟრუანტელს მგვრის მაშინდელი შეგრძნებების გახსენება. - ასე მეგონა, მაშინ ყველაფერი დავკარგე. ასე მეგონა, მხოლოდ შენ კი არა, სამყარომ იცოდა, რა ეწერა იქ. იმდენ ხანს გემალებოდი და შენ უცბად ერთ დღეში, რამდენიმე საათში დამინახე. შენთვის სხვა ვიყავი, სხვანაირად მხედავდი და ამას უნდა შევგუებოდი.
- მესმის. - თავს მიქნევს გიორგი.
- ამხელა დრო როგორ მომეცი...
- როგორ არ უნდა მომეცა? ათი წლის მერე, როგორ არა? მეც უნდა მეფიქრა იმაზე, რას ვაკეთებდი ადრე და რა აღარ უნდა გამეკეთებინა.
- იცი, შენ რომ დაგეწერა... შენც რომ გქონოდა ფურცელზე შენი ფიქრები გადმოტანილი, ალბათ ბოლომდე წაკითხვას ვერასდროს შევძლებდი.
- რატო? - შუბლს ჰკრავს გიორგი.
- ვიცი, რომ ახლა გულახდილი ხარ და აღარაფერს მიმალავ. მაგრამ, როცა მარტო ხარ და შენი მსმენელი უსულო ფურცელია, საკუთარი გრძნობების აღწერა ბევრად მძიმედ გამოდის. წარმომიდგენია, რა იქნებოდა შენი ჩანაწერები. და კიდევ ვერ ვხვდები, როგორ შეძელი ჩემი ფურცლების ბოლომდე წაკითხვა.
- გაოგნებული ვიყავი. გაბრაზებულიც, ბედნიერიც, დაბნეულიც. ამიტომ თავს ვერაფრით დავანებებდი.
- თავს უცნაურად არ გრძნობ? - მეღიმება და თან ლოყები მეწვება. - როცა მიყურებ და მხოლოდ მეგობრად ვეღარ აღმიქვამ.
- ისევე უცნაურად, როგორც ჩვენი ქართულის ცეკვა მომეჩვენა, მარიამ. - ღიმილით მპასუხობს გიორგი. - უცნაურია, მაგრამ მძაფრად სასურველი.
- მძაფრად სასურველი. - ვიმეორებ მის სიტყვებს და ზუსტად მათი მნიშვნელობის შეგრძნება მთელ ჩემს სხეულს იპყრობს.
- შენსავით. - ისე ამბობს, თითქოს საიდუმლოს მიმხელდეს. ქვედა ტუჩს კბილებით შიგნიდან ვიჭერ, რომ არ გამეღიმოს, მაგრამ არ გამომდის. და სანამ უსიტყვოდ დარჩენილი ჩემს ფრჩხილებს ვუყურებ, გიორგი დგება, ჩემს გვერდით იმუხლებს და ხელებით სკამის სახელურს ეყრდნობა. ქვემოდან მომზირალი, ხშირ წამწამებში ჩამალული მუქი სარდიონები თვალებში მაცქერდებიან და უსიტყვოდ მესაუბრებიან. - ლექსი გახსოვს? თუმცა რას გეკითხები...
- ბავშვური რითმები იყო, გიორგი... - თავს ვაქნევ. ვიცი, რატოც მეკითხება.
- წამიკითხე, გთხოვ.
- გიორგი...
- მარიამ... - მიყურებს მოლოდინით და ვხვდები, რომ აზრი არ აქვს კამათს. ტუჩებს ვილოკავ და ფილტვებში ჰაერს ვიზოგავ.
- „ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ დაბურულ ტყეში,
პატარა ქოხი რომ გვქონდეს სახლად,
ავაყვავებდით ენძელებს თმებში,
ძველ მელოდიებს ვაქცევდით ახლად.

ვაქცევდით ახლად გაცვეთილ სიზმრებს,
ფრთებს შევასხამდით დაცემულ წამებს.
ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვიტყოდით სიტყვებს,
რეალურ სიტყვებს და არა ზღაპრებს.“

მის თმაში ვაცურებ თითებს და უკან ვუვარცხნი.
- რა იდიოტი ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი თქვი. - შუბლს ჰკრავს.
- იმიტომ არ დავწერე, რომ შენ გაგეგო, გიორგი. მართლა. ნანიკოსგან განსხვავებით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ მოხდებოდა და არც მინდოდა. შენ უკვე სოფი გყავდა.
- ეგ ის დღე იყო, თმა რომ შეიჭერი. - ისე ამბობს, თითქოს არც კი გაუგია, რა ვუთხარი.
- უბრალოდ დაემთხვა.
- ფურცლები წაკითხული მაქვს. იქიდან არაფერი დამვიწყებია, მარიამ.
- გიორგი, - თითებს მისი თმიდან ლოყაზე ვასრიალებ. - მითხარი, რომ გიყვარვარ და მას შემდეგ წარსული აღარ მტკივა. სხვას უბრალოდ აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. რაც იყო, იმაზე გაბრაზებას რა აზრი აქვს?
- კარგი. - თავს მიქნევს და მის ლოყაზე მოთავსებულ ჩემს თითებს თავისას აწყობს ზემოდან, შემდეგ ჩემსკენ იწევა და ფრთხილად მეხება ტუჩებზე. ეს კოცნა არ ჰგავს დილანდელს. ეს უფრო ბოდიშს ჰგავს და გულზე საშინელ მარწუხებს ვგრძნობ. - დაცემულ წამებს ნელ-ნელა დავაღწევთ თავს. ხომ ასეა? - მეკითხება და ლოყაზე მეფერება. ვუღიმი და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - მოდი მე მარკეტში წავალ, რომ ხვალ არსად გასვლა აღარ მოგვიწიოს. კარგი?
- მეც წამოვალ.
- არ გინდა. ტალახი იქნება ბილიკზე. თან ისევ იღრუბლება. გზაზე ტაქსები დგანან, მალე მოვალ. რა წამოვიღო?
- რაც შენ გინდა. მე დიეტაზე ვარ. - ნიშნისმოგებით ვახსენებ დილანდელს. გიორგის ეცინება.
- არ გიხდება დაკლებული კილოგრამები. იუბილე რომ ჩაივლის, ისევ მოიმატე.
- რატო, ლოყები აღარ მეჩქმიტება? - თავს ვერ ვიკავებ და გულიანად მეცინება.
- შევამოწმოთ. - მეუბნება და ლოყებზე მიჭერს თითებს.
- წადი, თორემ წვიმა მოგისწრებს. - უკან ვწევ თავს და მოჩქმეტილზე ხელებს ვისვამ.
კარავში შევდივართ. გიორგი საწვიმარს და საფულეს იღებს და მიდის. მარტო დარჩენილი საკუთარ თავს შვებით ამოოხვრის უფლებას ვაძლევ და საწოლზე ზურგით ვეცემი. ჩემს თავში უამრავი ფიქრია, ჩემს თვალწინ კი უამრავი კადრი დაჰქრის, მაგრამ რამდენიმე წამით, სანამ ცრემლები კალაპოტს გადმოსცდებიან, ყველა მათგანი ბუნდოვანი ხდება. აფორიაქებული, მაგრამ ბედნიერი ვარ. ცრემლებს არ ვიწმენდ, რადგან მათი არსებობა არ მაწუხებს. რომ მკითხონ, ახლა რა მჭირდება, ალბათ ვერაფერს ვუპასუხებ, რადგან ყველაფერი მაქვს. ყურებში გამუდმებით მიმეორებს გიორგის ხმა, რომ ვუყვარვარ. ტუჩებზე დილიდან მოყოლებული სიმხურვალე არ მშორდება. არ მშორდებიან გიორგის თბილი თვალები. მზერა, რომელიც ოდნავადაც აღარ ჰგავს მეგობრისას. ნეტავ მე როგორი ვარ, როცა ვუყურებ? ნეტავ მისი თვალებით დამანახა ჩემი თავი. ალბათ ოდნავადაც აღარ ვმალავ იმას, რასაც ათი წელი ყველაზე უკან, გულის ჯურღმულებში ვამწყვდევდი. არის ნალექები, ჩემთანაც და გიორგისთანაც. იქნებ მასთან უფრო, მაგრამ მასაც გავაქრობთ. ისე, თითქოს არც უარსებიათ. არაფერი დარჩება ჩვენში მძაფრად სასურველი გრძნობების გარდა.
დამპირდა ხვალ მოგწერო, მაგრამ ვიცი რატომაც არ მეხმიანება. არადა, დარწმუნებული ვარ, ყველა წვრილმანი აინტერესებს, რაც აქ ხდება. მობილურს ვიღებ და ნანიკოს ვურეკავ.
- მარი? - მპასუხობს. - რა ხდება, რატომ მირეკავ? ხო ყველაფერი რიგზეა?
- ხო, რა გჭირს, დამშვიდდი. მოსაკითხად დაგირეკე.
- რა დროს ჩემი მოკითხვაა, მარი, გათიშე და მიხედე საქმეს.
- რა საქმეს, ხო არ გადარეულხარ? - მეცინება. მარტო ვარ და დაგირეკე დროის გასაყვანად.
- მარტო? - ხმას უწევს. - რა მარტო. სადაა ის იდიოტი?
- მარკეტშია წასული და ნანი, წესიერად რომ დამელაპარაკო, ხო შეგიძლია?
- აა... ხო, კარგი, კარგი. მიდი მომიყევი ყველაფერი, ეგ დიდხანს არ მოვა. - ეცინება. - კარგად ხართ?
- ძალიან, ნანი. - სახე მებადრება და კარვის აბსტრაქულ ჭერს ვუღიმი.
- აუ, ნეტა მოგასმენინა, როგორი ხმა გაქვს... გითხრა მიყვარხარო?
- ხო.
- ღმერთო... - ოხრავს გოგო. - და რა ჯანდაბას ვაკეთებდი აქამდეო?
- ნეტავ მოგესმინა მისი საუბარი...


***
გოგოსთან დიდხანს ვლაპარაკობ. სხვაა, როცა მეგბართან ხარ გულახდილი და სხვა ადამიანთან, რომელიც გიყვარს. სოფის ამის ესმოდა და ამიტომაც არასდროს უეჭვიანია ჩემსა და გიორგის საღამოს საუბრებზე. ნანიკოსთან ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ იყო გიორგი და როგორ ვიყავი მე, საბოლოოდ მარწმუნებს იმაში, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა. ვისაუბრეთ, აღვადგინეთ საკუთარი თავები და ახლა მხოლოდ დროა საჭირო, რომ ერთმანეთს სხვანაირად მივეჩვიოთ.
გარეთ ისევ იღრუბლება. ნაცრისფერი ცა მწვანედ ჩამუქებულ მთებს ნისლად ედება. მკრთალად წვიმს. კარავში ისე დათბა, რომ ოდნავადაც აღარ იგრძნობა გარეთ მოსეირნე ადრეული შემოდგომის სუსხი. გიორგის ვურეკავ. მეუბნება, რომ საშინელი ტალახი იყო და ტაქსამდე მისვლას დრო დასჭირდა. ახლა მაღაზიაშია და დაახლოებით ერთ საათში აქ იქნება. მოვტყუვდი, როცა ნანიკოს ერთჯერადი სუპების წამოღება ავუკრძალე. ამ რამდენიმე საათს არ დავკარგავდით.
სააბაზანოში შევდივარ და ცხელი შხაპის ქვეშ მდგარს, ხანდახან მავიწყდება რას ვაკეთებ. ფიქრები დროდადრო მიტაცებენ. მე და გიორგი მარტონი აქამდეც ბევრჯერ დავრჩენილვართ. თუნდაც მაშინ, როცა ოპერაციის შემდეგ მასთან ვათენებდი, მაგრამ მაშინ მეგობრები ვიყავით. დროს უაზრობებზე საუბარით ან ფილმების ყურებით ვკლავდით. მაშინ სხეულის ყველა უჯრედს ჰქონდა გამჯდარი, რომ მისი სიახლოვისგან რეაქცია არ უნდა ჰქონოდა. იმდენად იყო დაბლოკილი ყველა შინაგანი გრძნობდა, რომ გამორიცხული იყო, რამეს მიმხვდარიყო, სანამ ერთმანეთს ვუყურებდით. ახლა? ახლა იმისი ცოდნაც კი, რომ ჩვენს შორის დამალული აღარაფერია უკვე ჟრუანტელს მგვრის. მის მოსვლას ყველა ჩემი ფიქრი, აზრი, სხეულის ყველა ნაწილი და ყველა ჩასუნთქვა ელოდება.
უკვე საღამურებით ფანჯარასთან მჯდომი ისევ ვურეკავ. გარეთ წვიმს და წარმომიდგენია ახლა როგორ მდგომარეობაშია. არ მპასუხობს. და სანამ კიდევ ერთხელ დავრეკავდე, კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის და კარის დაბურული მინიდან ჩრდილს ვხედავ. მისკენ მივდივარ. გიორგი ერთიანად ტალახშია ამოსვრილი და სიცილს ვერ ვიკავებ.
- რა გჭირს? ასე ბილიკის ტალახმა მოგსვარა? - გაკვირვებული ვუყურებ.
- ვიღაცის მანაქანა იყო ჩავარდნილი ტალახში და... გამომართვი. - პარკებს მაწვდის, საწვიმარს და ფეხსაცმელს იხდის და ცერებზე აწეული ფრთხილად შემოდის ოთახში.
- ხო კარგად ხარ?
- რა გაცინებს? - მიყურებს დაბღვერილი, მაგრამ მაინც ეპარება ღიმილი. ჩანთიდან თავის ნივთებს იღებს და სააბაზანოს კართან ჩერდება. - გავიყინე.
- ცხელი წყალი გაგათბობს. და... რომ გამოხვალ, მეც. - ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ მეწვება ლოყები.
გიორგის ნელა ეხსნება სახე ღიმილსგან, რამდენიმე წამით უმხოდ მავლებს თვალს და შემდეგ ნაბიჯს დგამს ჩემსკენ.
- ტალახიანი ხარ. - ტანსაცმელზე ვანიშნებ და ვაჩერებ. ბიჭი ოხრავს და სწრაფად შედის სააბაზანოში. მეცინება. ვბრუნდები და მისი მოტანილი პროუქტებიდან იოგურტს ვიღებ, ფანჯარასთან სავარძელში ვჯდები და თვალს ვადევნებ, როგორ აწვიმს პროჟექტორით განათებულ მწვანე ეზოს. პატარა ქოხი და დაბურული ტყე მახსენდება ჩემი ლექსიდან და რაღაცნაირად მაგიას ვგრძნობ ირგვლივ. ხვალ დილით ალბათ ნისლში იქნებიან „სოკოები“ გახვეულები.
იოგურტი ჩემს მადას აფორიაქებს. პარკებს უფრო დაკვირვებით ვათვალიერებ და შიგნით ბურგერებს ვხედავ. ვიღებ, მაგრამ ისევ უკავ ვაბრუნებ. ჯობია ერთად ვივახშმოთ. ქურაზე ჩაიდანს ვდგამ და მობილურს ვიღებ მოსული შეტყობინების სანახავად. მაიკო მწერს, რომ შეიძლება მატერია დაგვაკლდეს და გადავურეკო. მაშინღა ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გავუმხელთ მე და გიორგი ჩვენს ახლობლებს იმას, რასაც აქამდე ერთმანეთს ვუმალავდით. როგორ მიიღებენ იმას, რომ ათი წლის მეგობრები ახლა ერთმანეთზე არიან შეყვარებულები? რომ ეს ახალი არაა და, რომ მთელი ეს წლები ასე იყო? ვღელავ ამის გამო, მაგრამ არ მეშინია. არ ვიცი, რატომ. იქნებ უკვე ძალიან გვიანია ამაზე ნერვიულობა, იქნებ ისედაც ყველა გრძნობს შინაგანად, რომ ეს სულაც არაა შეუძებელი. დედას ვურეკავ და ვუხსნი, რომ ახლა თბილისში არ ვარ, რომ მე და ნანიკო რაჭაში წავედით სამი დღით და ზეგ საღამოს ვინახულებ. ვინახულებ და ყველაფერს მოვუყვები. მისი სახის წარმოდგენას ვცდილობ ახალი ამბის გაგების შემდეგ, მაგრამ არ გამომდის. არ ვიცი იმის მოსმენისას, რომ მე და გიორგის ერთმანეთი დიდი ხანია გვიყვარს, ჩემს ემოციურ გოგოს რა დაემართება. ან მამას... ღმერთო...
- მარიამ... - მესმის ზურგიდან გიორგის ხმა და საწოლზე მჯდომი მისკენ ვბრუნდები.
- ხო. - ვეკითხები და თვალს ვავლებ. სპორტული შარვლით დგას და მაისური ხელში უკავია. ალბათ ჩაცმას აპირებდა და რაღაცამ შეაჩერა.
- წყალი დუღდა. რამე მოხდა?
- არაფერი. დედამ მომწერა და იმაზე დავიქრდი... რომ... ხომ ხვდები. - აზრები მეფანტება საფიქრალის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ჩემს წინ ჩამომჯდარი საშინლად მაღელვებს.
- არ იცი ჩვენზე როგორ ეტყვი? - ხელზე მეხება და მკრთალად ეღიმება. თავს ვუქნევ და ჩუმად ვავლებ თვალს მის მიმზიდველ სხეულს, რომელსაც ურეაქციოდ უკვე ვეღავ ვტოვებ. ჩემი თითები მისი შეხებისას თრთიან და მუჭად იკვრებიან. - თუ გენდომება, შენ გვერდით ვიქნები. ასე გირჩევნია? - მეკითხება და თან მათ უყურებს.
- არა, არა... მარტო მირჩევნია. ჯერ არ მინდა ამაზე ფიქრი. დღეს და ხვალ არა. - ხელს ფრთხილად ვიღებ, საწოლიდან ვგები და სუნთქვაარეული მივდივარ პარკებისკენ. პროდუქტებს დავყურებ, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, თითქოს მათ დანიშნულებას ვერ ვხვდები. მერე ფინჯნების ვიღებ, მაგრამ ჩაიდნისკენ შებრუნებას ვერ ვახერხებ. ზურგს უკან გიორგის სიახლოვეს ვგრძნობ. ასე მგონია, სივრცე პატარავდება და ჰაერიც მასთან ერთად ქრება.
- მარიამ... - მესმის ხმა და მის ტემბრზე ვხვდები, რომ ჩვენი ვახშამი არ გამოვა. - ძალიან მიჭირდა იმ კოცნის შემდეგ შენთვის შეხება. - ამბობს და ვხედავ, როგორ ფარავს მისი მტევანი ჩემს მაგიდაზე დაყრდნობილ ხელს. - რომ გხედავდი, ინსტიქტურად ერთი ნაბიჯით უკან ვიხევდი. - გიორგი ზურგზე მეკრობა და მეორე ხელს მუცელზე მხვევს. სუნთქვა მეკვრის, თვალებს ვხუჭავ და მისი მკერდის მოძრაობას ჩემსას ვაყოლებ. - ჩემი სურვილები ბოლოს მიღებდნენ. ვეღარ ვუძლებდი, მარიამ. - ამბობს ყურთან და ვგრძნობ, როგორ მეხებიან მისი სიტყვები. ბაგეებიდან გადმოღვრილ ცხელ ჰაერთან ერთად იშლებიან ჩემს კანზე და ჟრუანტელად იქცევიან. - და თურმე შენც... - ტუჩებს მაკრობს კისერზე. - თურმე შენც არ გინდოდა მოახლოება. - ორივე ხელი ჩემი მაისურის ქვეშ ცურდება და მჭიდროდ მეხვევა. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მუცელი მეკუმშება. ფეხებში სისუტეს ვგრძნობ და მის მკლავებს ვეყრდობი.
- მინდოდა... ყველაზე მეტად, გიორგი. - ჩემს ხმას ვერ ვცნობ.
- როგორ შევძელი იმის ატანა, რომ ჩემს შემდეგ ამ ტუჩებს სხვებიც შეეხნენ. - ამბობს და თითებით ფრთხილად ეხება ჩემს ბაგეებს, შემდეგ ყელზე აცურებს, წელზე მაკრობს და თავისკენ მაბრუნებს. - მარიამ, - მეუბნება ამღვრეული ხმა, შუბლით ჩემს შუბლს ეხება და სახეს მიჭერს. - შენ როგორ უძლებდი ამას...
- აღარ მინდა. - თავს ვაქნევ და მის ტუჩებს ვეხები. ეს ის კოცნა ხდება, რომელმაც ჩვენში გაჩენილ პატარა კოცონებს სული უნდა შეუბეროს, რომელმაც წარსულის ტკივილები უნდა განკურნოს. ძალა მოგვცეს, რომ ერთმანეთის სურვილებს გავუძლოთ. მაგრამ ეს ძალა ჯერ არ ჩანს, რადგან სხეული ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს ვერაფერს გიორგის მგზნებარე კოცნის გარდა, მისი მხურვალე ხელების გარდა, რომლებიც უფლებას არ მაძლევენ მის ტანს ოდნავ მაინც მოვშორდე. უფლებას არ მაძლევენ ამოვისუნთქო, რომ თავბრუსხვევამ გონება არ დამაკარგვინოს. - ფანჯარა... - ვჩერდები როგორღაც და თითებით მისი ტუჩების დაკავებას ვცდილობ.
- რა... - შუბლს ჰკრავს გიორგი.
- ძალიან დიდია.
- და...
- გიორგი... - არ მაქვს ლაპარაკის ძალა, არც სიტყვები მაქვს და ნერვები მეშლება, რომ ვერაფერს ხვდება. ის კი ისევ მკოცნის და ჩემს გაჩუმებას ცდილობს. მერე ოდნავ წინ იხრება და იმ წამს კარავს მხოლოდ ეზოდან შემოსული პროჟექტორის სუსტი შუქი ანათებს.
რატომ აქვს სიბნელეს ის ძალა, რომ ყველაფერს გაკეთებინებს, ნაბიჯებს გადგმევინებს და არაფერზე გაფიქრებს. მხოლოდ გრძნობ, რასაც აკეთებ. გრძნობ და არაფერი დანარჩენი.
გიორგი უკან იხევს. მის ნაბიჯებს მივყვები, მის ხელებს და შეხებას ვენდობი. სხეულზე მიკრავს და მასთან ერთად ვეფლობი ფაფუკ მატერიებში. ვეხები მის კანს, მის თმას, მისი შარვლის სალტეს, რომელიც მაშინვე სადღაც ქრება. ვგრძნობ მის თითებს ჩემს თმაში, ჩემს მკერდსა და მაისურის კიდეზე და ისიც ქრება ჩემგან. საკუთარ თავს ვჩუქნი მის გავარვარებულ ტუჩებს და სხეულს. ვჩუქნი ჩემს სიშიშვლეს, რომელიც შესაძლოა ფურცლებზე მეტსაც კი ნიშნავდეს. ის კი უსიტყვოდ იღებს. იღებს და უვლის, ეფერება. მძიმეა მისი სუნთქვა, რომელსაც მუცელზე ვგრძნობ და შორია ის სამყარო რომელში ჩვენ ვართ. მწვავენ მისი ხელები, რომლებიც უმისამართოდ დაცურავენ ჩემზე. მწვავს მისი სუნთქვა, რომელიც ტანსაცმლის ნაცვლად ფარავს ჩემს კანს. იწვიან ჩემი ტუჩები. იწვის ჩემი სხეული და გონება, მაგრამ ეს ცეცხლი არ მტკენს. გიზგიზებს ჩვენს გარშემო და ახლა ალბათ გარეთ წვიმაც კი ცხელია.


3 სექტემბერი, 2019 წელი
***
მზიანი და გამაყრუებელი დილაა... არაფერი მესმის. მხოლოდ გიორგის მშვიდი სუნთქვა ჩემს კისერთან. დიდი ხანია მღვიძავს და საკუთარ თავს განძრევის უფლებას არ ვაძლევ, რომ მას არ გაეღვიძოს და ეს მშფოთვარე წუთები, რომლებიც ჩვენი დედამიწიდან გადაკარგვის ამბავზე ფიქრის საშუალებას მაძლევენ, დაამშვიდოს. უკვე ძალიან მხურვალეა მისი მკერდი, ზურგზე რომ მომკრობია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვფიქრობ მისგან თავის დაღწევას. ჩემი ფიქრები მხოლოდ გუშინდელ ღამეს დასტრიალებენ თავს და ვერაფრით ეშვებიან. „ძალიან მიჭირდა იმ კოცნის შემდეგ შენთვის შეხება.“ გიორგის სიტყვები იწყებენ ჩემს გონებაში ხმაურს და გული მეკუმშება. მუცელზე მოხვეულ მის თითებს ფრთხილად ვეხები. არ მინდა, მაგრამ ალბათ ეს კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. გასული წლები ჩვენი შიშებითა და უკან დახეული ნაბიჯებით უამრავ მოგონებას გაგვახსენებენ მტკივნეულად. უამრავს, რადგან ათი წელი უზომოდ ბევრია. ბევრი იყო და დაგროვდნენ კიდეც კარგთან ერთად უსიამოვნო მოგონებებიც. მაგრამ საშიში აღარაფერია. სანამ გიორგი ასე ახლოსაა, სანამ მე მასთან ასე ახლოს ვარ, ჩვენთვის საშიში უკვე აღარაფერია.
ბიჭი იშმუშნება. მეორე ხელსაც მხვევს, თავისკენ მაბრუნებს და გულზე მიხუტებს.
- მარიამ... - ჩურჩულებს ჯერ ისევ თვალებდახუჭული და თმაზე მეფერება. ეს ხმა... სანამ ჯერ ისევ ბოხი და თბილია, ზემოთ ვცოცდები და ყელზე ვკოცნი. მკერდით ვგრძნობ, როგორ ეკვრება სუნთქვა და ჩემს თმაში შესრიალებულ თითებს ოდნავ ხრის.
- დილა მშვიდობისა. - ვბუტბუტებ მის კისერში თავჩარგული და ხარბად ვისუნთქავ თმის სურნელს. გიორგი სახეზე მეხება და ცერა თითით ტუჩებს ეფერება. ჩემს თვალებს აკვირდება. თმას ყურზე მიწვეს.
- სხვანაირი ხარ. - ამბობს და გაშლილ ხელისგულს საბნის ქვეშ, წელზე მაკრობს. ეკალი მაყრის.
- შენც. ვითომ შევიცვალეთ?
- არა. უბრალოდ ახლა ის ვართ, ვინც სინამდვილეში უნდა ვყოფილიყავით ერთმანეთთან. - იღიმის ის, ჩემსკენ იწევა და ტუჩებზე კოცნით ზურგზე მაწვენს.
- ახლა როგორი ვარ? - ვეკითხები გულაჩქარებული.
- ისევ ისეთი, მაგრამ მძაფრად სასურველი. - ბუტბუტებს ჩემს ყელთან. მეღიმება. გუშინაც ეს მითხრა და ალბათ კიდევ ბევრჯერ მეტყვის. - აქამდე მგონი არაფერი ვყოფილვარ. სანამ არ გითხარი, რომ მიყვარხარ, მანამდე მგონი არც ვარსებულვარ, მარიამ. - ღაწვებზე მკოცნის.
- ასეთი რადიკალური ნუ ხარ... - მის სახეს ვიჭერ და ამღვრეულ თვალებს ვუყურებ. - არ დაგავიწყდეს, რომ იმ გაუგებრობაში ერთად ვიყავით. და არა უშავს გიორგი, იმიტომ, რომ ახლა აქ ხარ.
- ასე ადვილად ნუ მპატიობ...
- საერთოდ არ ვთვლი, რომ რამე მაქვს საპატიებელი. გეყოფა, მორჩი და მაცადე დავტკბე ისეთით, როგორიც ხარ.
- და როგორი ვარ?
- მძაფრად სასურველი. - მის თმაში ვხლართავ თითებს და ტუჩებს ვილოკავ. ის-ისაა მისი მოწებებული ბაგეების სიმხურვალე გონებიდან მთიშავს, რომ კარზე აკაკუნებენ.
- ღმერთო... - ოხრავს გიორგი და წელზე თითებს მაჭერს, რომ არ გავინძრე.
- ათი საათია. საუზმეა. - მეცინება. არც მე მინდა მისი გაშვება, მაგრამ უხერხულია. - ახლავე. - ვეძახი კარს მიღმა მდგომს და ბიჭისგან ვცურდები.
- იცის, რომ ერთი კვირის მარაგი გვაქვს ააქ?
- სერვისია. წესით უნდა გშიოდეს. - ტანზე პლედს ვიხვევ და იატაკიდან ჩემს შორტსა და მაისურს ვიღებ. ბალიშსმიყრდნობილი გიორგი თვალს არ მაშორებს. ალბათ ელოდება, როდის მოვიხსნი პლედს. ზურგს ვაქცევ და სააბაზონსკენ მივდივარ. გიორგის სიცილი უტყდება. უცბად ვიცვლი და კალათით საუზმეს ვიბარებ. - ადექი. - ვეუბნები და ხელით ვანიშნებ. კალათიდან საუზმეს ვაწყობ და სავარძელში ვჯდები. გიორგი ზანტად დგება, იცვამს და მიახლოვდება. ჩემს ნიკაპს იჭერს და ზემოთ მახედებს. მის ბრიალა კაკაოსფერ თვალებს ვუღიმი.
- ძალიან მიყვარხარ. - მეუბნება ის. ჟრუანტელისგან ვთრთი და ვიცი, რომ ამ სიტყვებზე ჩემი რეაქცია არასდროს განელდება. იხრება და ტუჩებზე მკოცნის.
- მეც ძალიან მიყვარხარ. - ვპასუხობ და ბაგეებზე ვეფერები.


***
რაჭაში გატარებული უკანასკნელი საათები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ კარვებს არ ვშორდებით. დილით ვსეირნობთ, ხედით და ერთმანეთით ვტკბებით. მცხუნვარე მზის სხივებს ძალიან ვახდენ ჩვენი სულის ახლანდელ მდგომარეობას. სველი ფოთლებიდან არეკლილი პატარა მზეები თვალს გვჭრიან, მაგრამ იმდენად ლამაზი და თბილია, რომ არ გვაწუხებენ. შუადღით აივანზე ვსხდებით ყავასთან ერთად. არ სრულდება ჩვენი დიალოგი. ჩვენი ახალი ფიქრები გონებაში აღარ ჩერდებიან.
მოგვიანებით მზის გაუჩინარებას ვესწრებით და ცივ საღამოს თბილ კარავს ვაფარებთ თავებს. ღამით ყველაფრი იცვლება. ჩვენი ქცევებიც, სურვილებიც და საუბრებიც. ახლა ჩვენი ხელის ჩაკიდებაც კი სხვანაირია, ჩვენი ღიმილიც და მზერაც. სხეულის ენაც არ ხდება რთული გასაგები. არც აზრების და ფიქრების გამოცნობა გვიჭირს. ეს უკანასკნელი არც ადრე იყო რთული. მეგობრობით დავიწყეთ და ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს იყო, რადგან მხოლოდ ეს გვქონდა და სწორედ მისი დაკარგვის გამო ვმალავდით საკუთარ თავებს. მან მოგვცა და დაგვაკარგვინა მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებიდან. მან გაგვაღიმა და გვატირა. მან დაგვახევინა და გადაგვადგმევინა ნაბიჯები. მან მოგვიყვანა აქამდე. ვიხსენებ ბოლო ორი დღის ჩვენს დიალოგებს, ვაკვირდები ჩვენს საუბრებს და ისინი ისევ ისეთებია, როგორიც იყო აქამდე. საჭირო, გულახდილი და ხშირი. ასე იქნება ყოველთვის, რადგან ეს ჩვენ შევქმენით. გვჭირდებოდა, შევქმენით და ახლა ეს ვართ ჩვენ.


***
ნანიკოს ვეუბნებოდი, გამიჭირდება აქაურობის დატოვებათქო და მაშინღა ვხვდები, რატომ დამაეჭვა მისმა ნათქვამმა „ეჭვიც არ მეპარება“მ, როცა კარვები თვალს ეფარებიან და მთებს შორის უჩინარდებიან. აქ ვტოვებ ჩემს გულს, მაგრამ მიმაქვს ახალი ცხოვრების ახალი მოგონებები. გზად კი იმის ფიქრი, თუ როგორი იქნება ახლობლებისთვის ჩემი და გიორგის ამბავი. ის ამაზე რატომღაც არ ღელავს. ხელს ერთი წუთითაც არ მიშვებს და რამდენჯერაც ჩემს ფიქრებისგან დაბნეულ სახეს შეაჩნევს, კოცნით მამშვიდებს. სახლამდე მაცილებს. არ უნდა ჩემთან გამომშვიდობება, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ თბილისში რაჭისგან განსხვავებით ყველაფერი შედარებით უფრო ნელა გამოვა კულისებიდან. ხანდახან მეშინია კიდეც იმის გამხელის, რომ მე გიორგი მიყვარს, მას კი მე ვუყვარვარ და, რომ ეს ახალი ამბავი არ არის. მეშინია, რადგან ათი წელი ამ შიშით ვცხოვრობდი. ვფრთხილობდი და საკუთარ თავს ვაკონტროლებდი, რომ ამას ვერავინ მიმხვდარიყო. ახლა კი ეს გამჟღავნდება და საშიში საერთოდ აღარაფერი იქნება. ამიტომ უცნაურად აფორიაქებულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს სახლში მარტო ვრჩები. მაშინვე ნანიკოს ვურეკავ. მერე მახსენდება, რომ ახლა მას ისევ ბექა ჰყავს და გადაფიქრებას ვაპირებ, მაგრამ ზარი უკვე გადის და ისიც მაშინვე მპასუხობს. მეკითხება, ჩამოვედით თუ არა და რომ თუ მინდა, ახლავე ჩემთან გაჩნდება.
მოგვიანებით ვიგებ, რომ ბექა სამსახურის საქმეს აგვარებს და ნანიკო თავისუფალი ამიტომაა. რომ მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ძველ სახეს იღებს და ჩემი მეგობრის თვალებიც ცისფერი ბრილიანტებივით ბრწყინავენ. ვუყვები ყველაფერს და ისიც ღიმილით მისმენს. მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები, თუ რამდენად ბედნიერი ვარ. ასე მგონია, ჩემი მეგობრის მზერა ჩემი სულის ანარეკლია. ყოველთვის ასე იყო. ყოველთვის ყველაფერს იმდენად განიცდიდა, რამდენადაც მე. ამ საუბრის შემდეგ კი, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ათი წლის მანძილზე ჩემ გამო გამოვლილი მტკივნეული დღეებისთვის ბოდიშს ვუხდი.


***
- მაინც ვირი ხარ! - ეუბნება გიორგის მეორე დღეს, როცა ერთმანეთს ჩემს სახლში ხვდებიან. დავითი აივანთან დგას და შორიდან გვაკვირდება. ჯერ ისევ ჰგონია, რომ ის, რაც გაიგო ხუმრობაა და იმ მომენტს ელოდება, როცა გამოგვიჭერს. ლაშა ამბობს, სოფიმდე სულ მქონდა ეჭვი, მაგრამ მერე თავიდან ამოვიგდეო. ხატია გაოგნებულია და ვხვდები, რომ უამრავი შეკითხვა აქვს, მაგრამ თავს იკავებს. ვუყვები რაღაცებს, რომ მისი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო და ვპირდები, რომ როცა მარტონი დავრჩები, ყველაფერს დაწვრილებით გაიგებს. ვხედავ, როგორ იბნევიან ჩვენი მეგობრები, როცა გიორგი ზურგიდან მხვევს ხელებს და გულში მიკრავს. როცა ერთმანეთს ისე ვუყურებთ, როგორც მათ ჯერ არასდროს უნახავთ. როცა ისე მეფერება სახეზე, როგორც ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია. ხან ეღიმებათ, ხან თვალს გვარიდებენ. მერე ეცინებათ და თავებს იმართლებენ, რომ ამასთან შეჩვევა სჭირდებათ. გვეცინება და ვერ ვამტყუნებთ. ჯერ ჩვენც თავიდან ვეჩვევით ერთმანეთს.
მაიკო დიდხანს ზის გაოგნებული და თითებს ერთმანეთში ხლართავს. აცრემლებულ თვალებს ჩემსა და მამას შორის აცეცებს და უსიტყვოდ გვეკითხება, სწორად იგებს თუ არა, იმას, რასაც ორივეს ვუყვები. ვუყვები ყველაფერს, რაც უნდა იცოდნენ. არ ვუმალავ, რომ ჩემი და გიორგის გრძნობები თავიდანვე სხვანაირი იყო, მაგრამ ვუხსნი იმასაც, რომ ჩვენი მეგობრობის გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეიტანონ. ვსაუბრობ და ერთიანად ვიყინები ნერვიულობისგან, რადგან მათ სახეებზე ვხედავ, რამდენად რთული და მოულოდნელია ყველაფრის მოსმენა. მამა უხმოდ ზის მაიკოსგან განსხვავებით. მაგიდას უყურებს და მხოლოდ მიმიკებით თუ ამხელს თავის რეაქციებს. დედა კი ხმაურობს. ტუჩებზე იკრობს თითებს, ცრემლებს იწმენდს და ბოლოს ხელებს მიჭერს. გრძნობს, როგორ მითრთის ღელვისგან და ეს კიდევ უფრო უჩუყებს გულს.
- ხომ იცი, როგორ მიყვარს გიორგი, დედა. - მეუბნება ხმაგატეხილი მაიკო, ხელებს შლის და გულში მიკრავს. - და ვიცი, რომ შიგნით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ გარედან ჯერ გაოგნებული. უნდა შევეჩვიო, დედი.
- ხო. - თავს ვუქნევ ჩემს ემოციურ ქალს და სიხარულისგან გულგაბერილი ვეხუტები.
მამა კი ისევ ჩაფიქრებული გვიყურებს და თავს უკმაყოფილოდ აქნევს. ვიცი, რომ გაბრაზებული არაა და ისიც ვიცი, რატომ დუმს ასე. კაცების ლოგიკა ასეთ დროს უცნაურად მუშაობს. ხანდახან გგონია, რომ იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქამდე შვილივით იღებდდნენ, ერთ წამში შეუძლიათ ზურგის ქცევა. მამას გამომეტყველება ასეთია, მაგრამ ვიცი, რომ ფიქრები სხვა აქვს. ვიცი, რომ ნაწყენია. ის ხომ თავის ქალიშვილს გიორგის ისე ანდობდა, რომ ზედმეტს არც კი ფიქრობდა. ახლა კი ესმის, რომ თურმე წლების განმავლობაში, მას ისე არ უყურებდა, როგორც მეგობარს.
- მამა... - ვუყურებ დადუმებულს. ვეღარ ვუძლებ საკუთარ აზრებს. გივი დგება, თავზე მკოცნის და ლოყებზე მეფერება. მიღიმის კიდეც და ამის დანახვისას მხრებიდან ლოდი მეხსნება.
- დაურეკე ერთი მაგას, მოვიდეს. - ამბობს შემდეგ ჯუჯღუნით და ჯიბიდან სიგარეტს იღებს.
- ოო, გივი! - ცხვირს ჭმუხნის მაიკო და მანიშნებს, ყურადღება არ მიაქციოვო.


***
აეროპორტში კი ხმაურია. სოფის თითებგაყინული ვეძებ თვალებით. მიხარია, რომ ყველა ერთად ვახერხებთ წამოსვლას და გოგოსთან გამომშვიდობებას. თავს უცნაურად და უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ ის ურთიერთობა, ის მეგობრობა, რაც აქამდე სოფისთან მაკავშირებდა, უფლებას არ მაძლევს, მის მიმართ გულგრილი გავხდე. მიუხედავად ყველაფრისა. გიორგისკენ ხშირად გამირბის თვალი. მასთან ამაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ ისიც ჩემს მსგავსად ფიქრობს. ვიცი, რადგან ახლა ისიც ჩემს გვერდითაა და თვალებით მესაუბრება. მამშვიდებს და მეუბნება, რომ სწორად ვიქცევით. ჩვენი მეგობრობა სოფისთან ისეთი მჭიდრო ვეღარ იქნება, როგორც იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთმანეთს ცუდად არ ვშორდებით, და საერთოდაც, არ ვშორდებით, მშვიდად სუნთქვის საშუალებას მაძლევს.
მასაც მალე ვხედავთ. ქეთევანთან და რამდენიმე ახლო ნათესავთან ერთად სკამზე ზის და მობილურს ჩაჰყურებს. ჩვენს დანახვაზე ეღიმება, ფეხზე დგება და გვიახლოვდება. მისი და გიორგის გადაკოცნა ყველას უხერხულად ეჩვენება მათ გარდა. ეს ისე ხდება, თითქოს რამდენიმე დღე კი არა, რამდენიმე წელია ერთმანეთს დაშორდნენ და ახლა შემთხვევით შეხვედრილები ერთმანეთის მოკითხვით შემოიფარგლებიან. ის რამდენიმე წუთი, რომელსაც აეროპორტში ვატარებთ, მღელვარე და მოუსვენარია. იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორი იქნება ლონდონი. სად იცხოვრებს და რამდენად დატვირთული იქნება. ჩვენს სტუდენტობის წლებზე ვლაპარაკობთ და მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველას მაინც ღიმილს გგვრის წარსულის გახსენება.
სოფისგან არ იგრძნობა განსაკუთრებული ყურადღება ჩემსა და გიორგიზე, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ალბათ ამას მაინც, ჩვენგან მალულად აკეთებს, მაფორიაქებს. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობები აღარაა, თუმცა ჩვენი ერთად დანახვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, მისთვის მაინც იქნება დაკვირვების საგანი. ვიცი, რომ ეს ნორმალურია და ვცდილობ, ჩემი აღელვება ძალიან არ დამეტყოს.
გამომშვიდობებისას ყველას სათითაოდ გვეხვევა და გვიღიმის. მახსენდება წლების წინ მისი გაცილება გერმანიაში და მაშინდელისგან განსხვავებით აქ ცრემლები არ არის, თუ ხატიას და დედამისს არ ჩავთვლით. სოფი შორიდანაც გვიქნევს ხელს და მალე უჩინარდება ხალხის რიგში.


10 სექტემბერი. 2019 წელი
***
სესილის იუბილეა, მაგრამ ყველაზე მეტს მაინც ის ფუსფუსებს. თითქოს ჰყავს ამ საღამოს ორგანიზატორი, მაგრამ მაინც ყველფერი ქალის ხელის გულზეა. შავ კაბასა და მბზინვარე მოსასხამში დიდებულად გამოიყურება. დღეს ისეთი ახლგაზრდაა, როგორც მისი მოსწავლეები. ბედნიერი და გაბრწყინებულია. მწვანე თვალებში ოდნავადაც არ ეტყობა, რომ თავს მოხუცად გრძნობს. ასე მგონია ახლა, წითელი მანდილი რომ მისცეს ვინმემ, კინტოურსაც კი იცეკვებს.
იუბილე უკვე დასასრულს უახლოვდება და სადაცაა ქართული დახურავს ხმაურიან საღამოს. ქალი შორიდან მამჩნევს, ფარდის უკან მდგარი მას რომ ვუთვალთვალებ, ეღიმება და ხელით მანიშნებს, რომ მოწესრიგება დავასრულო. იმ წუთას მისი მოსწავლე ჩიხტს მაძლევს, გასახდელში შევდივარ და მასაც ვიმაგრებ. სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ქაართულის საცეკვაო ფორმაში გამოწყობილი საკუთარი თავის დანახვა გულს ისე მიჩქარებს, თითქოს პირველად მიწევდეს სცენაზე ცეკვა. ახლა აქ ვარ, ამ მომენტამდე მოსული და ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ, რომ სესილიმ ეს გააკეთა. მაინც მომცა ის ცეკვა, რომელსაც ერთ დროს თვლიდა, რომ არ ვიმსახურებდი. მომცა და თან მასთან, ვისთან ერთადაც ვისურვებდი.
„ - ცოტა უცნაური იქნება ჩვენი ქართული, არა?“ - მახსენდება გიორგის სიტყვები ძალიან ახლო წარსულიან და ღიმილს ვერ ვიკავებ. ასეთი უცნაურობების არსის მჯერა.
- მარიამ, - გიორგის ხმა მესმის ზურგიდან. მისკენ ვბრუნდები და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილს რომ ვხედავ, გული ამოვარდნამდე მიწყებს ძგერას. თმა ლამაზად გადაუვარცხნია და სულ სხვანაირად მიმზიველია. ხელში მანტია უკავია და რამდენიმე წამით ადგილიდან არ იძვრის. - რა ლამაზი ხარ. - ამბობს და თვალს მავლებს. ისიც პირველად მხედავს ქართულის ფორმაში. კომპლიმენტზე ისე ვიმორცხვებ, თითქოს პირველად მეუბნებოდეს და პირველად მათვალიერებდეს ასე გაოგნებული.
- მადლობა, - ვუცინი და ვუახლოვდები. - შენ კი, ნამდვილ თავადს ჰგავხარ.
- ჯერ ეს შემიკარი. - წარბებს სწევს თავმომწონედ და მხრებზე მანტიას ისხამს. შესაკრავებს ვიჭერ და ერთმანეთში ვსვამ.
- მართლა როგორ არასდროს არსად გვიცეკვია, არა? - დაფიქრებული ვუყურებ მის ქამარს და ზედ დაკიდებულ ხანჯარს ვასწორებ.
- ალბათ სესილის ჯადოქრობა იყო. გვზოგავდა, რომ თავის იუბილეზე გვეცეკვა. ამას შეეშვი. - ხანჯლიდან იღებს ჩემს ხელს, ტუჩებთან მიაქვს და ნაიარევზე მკოცნის. შემდეგ ნიკაპს მიჭერის და ღიმილით დამყურებს თვალებში. - ჩემი დედოფალი ხარ.
გიორგის ხელს ვიჭერ და ისევ ვხრი თვალებს. ალბათ გარემო მოქმედებს, მის ყველა კომპლიმენტზე რომ ლოყები მეწვება. იმ წუთას სესილის პატარა მოსწავლე შემორბის და გეძახითო, ქალზე გვეუბნება. გასახდელიდან გავდივართ. ბიჭს ხელს ვუშვებ. აქ ჯერ არავინ იცის ჩემსა და გიორგიზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მასზე მეტად მე მაღელვებს ჩვენი ქორეოგრაფის რეაქცია. ალბათ სოფის გამო, ალბათ ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულების დაკარგვის შიშის გამო. ზუსტად ვერ ვარკვევ, რატომ, მაგრამ ჯერ მაინც არ იცის. და გიორგიც ჩემს სურვილს ითვალისწინებს. გაყინულ თითებს ვმუშტავ და ბიჭს გვერდით მივყვები. მოხდენილად მოაბიჯებს. მხრებს ოდნავ არხევს და ზურგზე მოსხმული შავი მანტიაც ფარდასავით ირხევა. ვიწრო გასასვლელში გზას მითმობს და წელზე მაკრობს ხელისგულს, რომ წინ წავიდე. მისი შეხებით ვიმუხტები. სხეულზე თბილი ჟრუანტელი მევლება და თითებიც მალე მილღვება.
სესილი გვიახლოვდება და ყურადღებით გვათვალიერებს. თვალები უბრწყინავს, მაგრამ სერიოზულ გამომეტყველებას არ იშორებს. ეს ხომ დასასრულია, ეს ფინალია და ის ჩვენს ხელშია.
- მგონი სათქმელი არაფერი მაქვს და მუსიკისა და სცენის გარდა თქვენც არაფერი გჭირდებათ. - ამბობს ქალი და უკან გადაწეულ ფატას მხრებზე მაფარებს. სესილის თავს ვუქნევ და აღელვებული ვაპარებ თვალს სცენისკენ. - შენ აქ რას აკეთებ? მეორე მხარეს! - თვალით ანიშნებს გიორგის ის.
- მასწ, უკვე გითხარით, რომ დღეს თვალს მჭრით? - უღიმის ბიჭი, მის ხელს იღებს, წელში იხრება და თითებზე მოწიწებით ჰკოცნის. მეცინება და ვერც სესილი იკავებს თავს.
- ალბათ ასე შეიძლება იყოს ადამიანი ერთდროულად გალანტურიც და უხეიროც. - ამბობს ის.
- გულს მტკენთ. - მკერდზე იდებს ხელს გიორგი და უკან იხევს. ქალი თავს აქნევს და ღონისძიების წამყვანს ელაპარაკება. ბიჭისკენ ვბრუნდები.
- ვნერვიულობ, გიორგი. - ვეუბნები და თითებს ლოყებზე ვიწყობ. ასე მგონია სახე წითელი მაქვს.
- იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქართულია. - ჩემს ხელებს მუჭში იქცევს და თვალებში მაცქერდება.
- ხო. ჩვენი ქართულია. - თავს ვუქნევ და ვუღიმი. ამის კიდევ ერთხელ გაცნობიერება საოცარ ძალას მძენს. მერე ხელებს ვითავისუფლებ და ბიჭს ვუშვებ.
სესილის გვერდით ვდგები და ვცდილობ წამყვანს ვუსმინო, რომ სიტყვის დამთავრება არ გამომეპაროს, მაგრამ სცენის თვალიერება ყურადღებას მიფანტავს. აქ ყველგან მისი მტვრის სურნელია. არომატი, რომელიც ელექს.ირს ჰგავს. ვერ დავთვლი, აქ რამდენჯერ მიცეკვია და რამდენჯერ მიგრძვნია პარკეტის და ჩემის ქუსლების შესისხლხორცება. რამდენჯერ მიმიღია აპლოდისმენტები და მაყურებლის სიყვარული. რამდენი ცეკვა ყოფილა ჩემთვის აღმაფრენის და აღტაცების მომტანი, მაგრამ ეს... ეს ქართულია და ეს ოცნებაა. ოცნება, რომლის ახდენაც ერთდროულად მახარებს და მამწუხრებს. მახარებს, რადგან მისი ცეკვის შესაძლებლობა მეძლევა საოცნებო პარტნიორთან ერთად. მამწუხრებს, რადგან ასე მგონია, ჩემი ოცნებების სიაში აღარაფერი რჩება და ვცარიელდები.
- მიდი ჩემო გოგო. - მესმის სესილის ხმა და ვფხიზლდები. ქალი წელზე ოდნავ მკრავს ხელს და სცენისკენ მიბიძგებს.
გავდივარ. ჩემს ადგილს ვიკავებ. ერთ წამში ვახერხებ დარბაზისთვის თვალის შევლებას და შემდეგ ჩემს პირისპირ, სცენის მეორე მხარეს გიორგის ვხედავ, მუშტებშეკრულს, მზადმყოფს და მკრთალად მომღიმარს. მერე კი მუსიკა იშლება და მასთან ერთად ჩვენი ხელებიც, ჩვენი სულიც. ნაბიჯები, რომლებიც სინქრონულად მიუყვებიან ერთმანეთს, სცენაზე დადგმულ უკანასკნელ მოძრაობებს ჰგვანან. მზერა, რომელსაც მაყურებელი ჩვენს სახეზე ამჩნევს ჩვენია და არა მორგებული. გრძნობებიც, რომლებიც ჩვენს ხელებსა და სხეულზე იხატებიან, არავის ეკუთვნიან ჩვენს გარდა. თითქოს მუსიკაც მხოლოდ ჩვენია, ჩვენ გვესმის და ჩვენ ვგრძნობ. ეგოისტური მგონია ეს ცეკვა, რადგან ვერაფერს ვამჩნევ ჩემი და გიორგის ნაბიჯების გარდა. მხოლოდ მათ და ვხვდები, რომ ეს ის ნაბიჯებია, რომლებზეც მიოცნებია, რომლებიც უნდა გადადგმულიყო, მაგრამ ცხოვრებამ იქამდე მიგვიყვანა, სანამ ეს მომენტი არ დადგა. ახლა ვითვლი მათ, სულში კი ფორიაქთან ერთად ქართული მაქვს.
დასასრულს ფილტვებში გამოკეტილ ჰაერს ვათავისუფლებ და მაყურებელს მცირე რევერანსით ვემშვიდობები. გიორგი ჩემს თითებს იჭერს და სცენიდან ერთად გავდივართ. კულისებში მდგომ სესილის რომ ვხედავ, გული გამალებით მიწყებს ძგერას. გიორგის ვუყურებ. ბიჭი ხელს არ მიშვებს. თითებს მჭიდროდ მხვევს და მის თვალებში ვხედავ ყველა იმ სიტყვას, რისი მოსმენაც მინდა.
- როგორი იყო? - აღელვებული ვეკითხები ქალს და ღრმად ვსუნთქავ, რომ მოლოდინმა არ გამგუდოს. გიორგი ცერა თითს ასრიალებს ჩემს თითებზე და ისიც ელოდება პასუხს.
- თქვენ გგავდათ. - გვეუბნება სესილი და მწვანე თვალებში ჩამდგარი მღელვარებით გვაცქერდება.



პ.ს. მოვედით აქამდე და მგონი აღარაფერი დამრჩა, იმიტომ, რომ ყველაფერი ჩავდე ამ ნაწერში.
უზომოდ მადლობელი და ბედნიერი ვარ თქვენით <3 ყველა სიტყვით და ყველა გრძნობით <3 მიხარია, თუ შევძელი თქვენთვის პატარა ბედნიერება მეჩუქებინა და ვწუხვარ, რომ ზოგერთის მტკივნელ ადგილებს უნებლიედ შევეხე <3 მადლობა თქვენი მოყოლილი ამბებისთვის და ცრემლებისთვის, რომლებიც თქვენი კომენტარების კითხვისას მომგვრია <3
ძალიან მიყვარხართ ჩემო ვანილებო <3


და მადლობა ჩემს "მხარდამჭერთა სამეულს" შეფასებებისთვის და გვერდში დგომისთვის <333

პ.პ.ს. ფეისბუქზე ისევ დაბლოკილი ვარ და ვიქნები დიდხანს... ვისაც ვერ გიპასუხებთ, არ მიწყინოთ... მაპატიეთ ((



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

მენანება კითხვის დაწყება ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, სხვანაირად როგორ? მარიამ სრულყოფილი ნაწარმოები შედგა, ყველაზე უკეთესი❤️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

dasasruls velodi rom damecera komentari. imdenad wmociuri iyo vanilo. axlac xmauroben chemi mgrznobiare nervuli daboloebebi. es iyo tavshekavebuli grznobebis preludia. arvicibrogor gamovtqva zustad chemi azri. davicyot ceris stilita da gamartulobit. idealuri. zustad gadmocemuli grznobebi. arazedmeti arcerrti sityva da sashinlad amagelvebeli epitetebi. mariami saocari gogoa. tavshekavebulobisa da sulggrzelobis magaliti. tumca am malulma siyvarulma ise daabrmava.giorgisgan gzavnil impulsebs saujereblad agiqva. albad sagamomde davcer chwm qzrebs magram bavshvebi tirian da momicodwbwn male davasrulo. ishviatia asetinidealuri istoriis cakitxvia bedniereba gvqondes. moutmenald velodi yvela epizods. iseti urtiertobebi. damokidebuleba da adamianebi vixule. agfrtovamebas karga xans ver davagcev tavss. madloba udidesi saocarinistoriis saocaro avtorooo. yvela moqmedi personaji meidialire tavianti gadacyvetilebwbit. netq bevrninarsebobdnen aswti adamianebi. carmatebwbi vanilooo. besnierebas da jatelobas gisurveb. marad shenni mkotxveli

 


№4  offline მოდერი აირ ისი

ესეიგიი. დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ სასიამოვნო წასაკითხი იყო რაჭის მომენტები.ემოციურ აფეთქებას ალბათ ბოლოსთვის ინახავდი და ვაღიარებ, გამოგივიდა კიდეც. მომწონს შენი შედარებები, გრძნობების აღწერა, ძაან ორიგინალური მხატვრული ხერხები. თითქოს ბოლომდე მოგაქ ემოცია და გეფიცები, კითხვის პროცესში ცალკეული ფრაზები, მომენტების აღწერები და თუნდაც ისტორიაში გამოყენებული ორიგინალური ფერები (პირდაპირი გაგებით ფერები) ისე მომწონებია, რომ შევჩერებულვარ კიდეც და თავიდან გადამიკითხავს. სწორედ ისეთი წერის სტილი გაქვს, აბსოლუტურად რომ ჯდება ჩემს გემოვნებაში, დაცულია ის ოქროს შუალედები, რასაც მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველა ისტორიაში და მინდა გითხრა, რომ ეს შენთან საკმაოდ მძაფრად იგრძნობა.

ახლა გადავდივარ უშუალოდ პერსონაჟებზე. მარითი დავიწყებ, მაინც ეგაა მთხრობელი. უნდა აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ამ გოგოს. ტაშსაც კი ვუკრავ. რასაც ამან გაუძლო, მართლა საღოლ ძმაო რაა :დდ უძლიერესი ადამიანის ტიპაჟი გყავს შექმნილი. ხედავდე შენთვის საყვარელ ადამიანს სხვა გოგოსთან და ამ სხვა გოგოსადმი არანაირ ნეგატიურს არ გრძნობდე, აშკარად ის თვისებაა დაფასებას რომ იმსახურებს. ამ გოგოს არც ერთი თვისება და ნაბიჯი არ გამიმტყუვნებია ამ ისტორიაში. ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც ყველაზე სწორი და სამართლიანი იყო. მართლა ძალიან მომეწონა ეს პერსონაჟი და თუ პერსონაჟი მომწონს, ორმაგად უფრო სასიამოვნოა ჩემთვის კითხვა, რადგან პერსონაჟის ხასიათს ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. მოკლედ მარიზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ისეთია, მაგრამ ამასობაში გიორგი გვეჩაგერება და მოდი მასზეც გადავალ. ჯერ იმას ვიტყვი, რომ მარი და გიორგი-ეს სახელები ძალიან უხდება ერთმანეთს. ჩემი სკოლის პირველი სიყვარული გამახსენდა -იმას გიორგი ერქვა, მე მარი და გახარებული ვფიქრობდი სახელებითაც როგორ ვუხდებითთქო :დდ (ბავშვური სისულელეები :დდ) კაი მოვრჩეთ ამას... მოკლედ ამ ჩვენ გიორგიში ყველაზე მეტად სიტყვა-პასუხი მომწონდა. დიალოგებში ისეთი რამების თქმა იცოდა, ძალიან ბევრჯერ გამღიმებია და დამეთანხმები ალბათ შენც, ადამიანის ხასიათი დიალოგში და საუბრებში რომ იკვეთება, ისე არსად. მართალია, რეალური პერსონაჟი იყო და ჰქონდა თავის შიშები, არეულობის მომეტნტები და სხვა მრავალი, მაგრამ ვერ ვიტყვი ეს პერსონაჟი არ მომეწონა-მეთქი. პირიქით, პატივისცემაც კი დაიმსახურა, თუმდაც თავისი ზომიერი იუმორის გამო, მზრუნველობის გამო, იმის გამო, რომ ზედმეტად არავის ტვირთავდა თავის პრობლემებით (ვაფასებ ამ თვისებას, რადგან ძლიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი, უზომოდ მომხიბვლელი თვისებაა ჩემთვის). მოკლედ, საკმაოდ კარგი გამოვიდა გიორგიც და ჩემი წინა კომენტარები ნუ გაფიქრებინებს, რომ ამ პერსონაჟით ვერ მოვიხიბლე, უბრალოდ მალე მინდოდა ამათ დადგომოდათ საშველი და ცოტა სულსწრაფობა გამოვამჟღავნე :დ ❤️

ნანიკოზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი -უზომოდ კარგი მეგობარი, პოზიტივის ქარბორბალა და რავიცი -ისეთი პერსონაჟია, რომელიც აუცილებლად სჭირდება ამ ისტორიას -თუნდაც გახალისების მხრივ, თუმდაც მარის აზრზე მოყვანის მხრივ და თუნდაც ამათი შეკავშირების მხრივ. ნანიკო რომ არა, კიდე დიდხანს იჯდებოა ჯერ კიდევ ისე, ჩვენი მთავარი წყვილი :დდ

ლუკა ძალიან საყვარელი იყო, თავისი ხასიათებით და იუმორით. ქცევით, საკმაოდ მიხვედრილიც იყო, მაგრამ მას და მარის მაინც ვერ ვხედავდი ერთად. ცალ-ცალკე ორივე კარგი იყო, მაგრამ ორივეს სხვანაირი ადამიანი სჭირდებოდა გვერდით. ერთად კიდე ისე გამოიყურებოდნენ, როგორც საზამთრო და ლობიო (ზოგი კი ჭამს ამ ორს ერთად მარა მართლა არ მესმის ასეთი ხალხის :დდ)

მოკლედ, ამ პერსონაჟების გამოყოფა მინდოდა ყველაზე მეტად ❤️
საერთო ჯამში, ნაწარმოებს რაც შეეხება უზომოდ კარგად იყო გადმოცემული მეგობრობა, თუნდაც გიორგის ავარიის მომენტებში, თუნდაც ამათ საერთო შეკრებებში, დროის ერთად გატარებასა თუ დიალოგებში. მოკლედ არ ვიცი რაა, უზომოდ ნასიამოვნები დავრჩი ყველაფრით, რაც აქ ეწერა. მართლა ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და თუ ვინმემ საპირისპირო გითხრა ოდესმე, არასდროს გახდეს ეს შენთვის წერის მოტივაციის დაკარგვის საბაბი. ყოველთვის იქნება ჰეითერი, ვინც ნერვების მოშლას შეეცდება, მაგრამ ამან არასდროს უნდა მოახდინოს გავლენა შენს საყვარელ საქმიანობაზე და იმედი მაქვს, ერთ დღეს ამ საიტზე შორსაც წახვალ, რადგან ნამდვილად იმსახურებ იმას, რომ შენი ნაწერები წიგნის მაღაზიის თაროებსაც ამშვენებდეს ❤️ ყოველთვის გჯეროდეს ამის, რადგან მარტო მე არ ვფიქრობ ეგრე და ეს შენი მკითხველების რიცხვსაც ეტყობა.

მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით ❤️ წარმატებები :*

 


№5 სტუმარი მე

არ მჯერა! არ მჯერა, რომ დასრულდა. საოცარი დასასრული იყო, გრძნობებით, სიყვარულით აღსავსე. ვერ ვიჯერებ, რომ არ მომიწევს კიდე ლოდინი და ახალ-ახალი თავების წაკითხვა ვერ შემეძლება. ყველაზე კარგი თავი იყო, ამაზე უკეთეს დასასრულს ვერც კი წარმოვიდგენდი, გამიხარდა თანაც როგორ, რომ ამ მოთხრობის კითხვა დავიწყე.ბევრი ემოცია შემმატა, ძალიან. ბევრ რამეზეც სხვა კუთხით შემახედა. უბედნიერესი ვარ, რომ აღმოგაჩინე.(ახლა გადახვევას გავაკეთებ :დ) თავიდან შენი მოთხრობა wattpadზე ვნახე, საიტიც იყო მითითებული და სახელიც, ვანილის კოცნა წავიკითხე პირველად, მომეწონა ძალიან და გადავწყვიტე ამ საიტზეც შემოვსულიყავი. რომ შემოვედი მთავარზე პირველი “ნაკაწრების” დასასრული ამომიგდო, ახალი დადებული გქონდა. ავტორის სახელისთვის სიმართლე გითხრა არც შემიხედია პირველი თავიდან დავიწყე კითხვა და იმდენად ჩამითრია გაუჩერებლად ვკითხულობდი. მერე ერთ დღესაც რომ შემოვედი “სახუქარი მეტროდან” დამხვდა, წავიკითხე-გადავირიე :დდ მერე ავტორს დავაკვირდი, მეცნო :დდ შემოვედი შენს პროფილზე, რომ შენი სხვა მოთხრობებიც მენახა და ასე “გიპოვე”. ხოდა, აი რა გამიკეთე? ასე როგორ მომხიბლე? :დდდ უუუნიჭიერესი ხარ, მართლა! იმდენად კარგია შენი თითოეული მოთხრობა უნდა აიკინძოს! ეს საერთოდ, მაინც სულ სხვაა და სულ სხვა ემოციები აქვს იმას ავტორს პირველი თავიდან რო მიყვები და ელოდები და ასე ჩადიხარ ბოლომდე. ამ ლოდინსაც დიდი ხიბლი აქვს. ხოდაა ჩემო მარიამოო, არასდროს უნდა შეეყვიტო ეს საქმიანობაა. მართალია ჯერ ადრეა :დდ მაგრამ, იმედია ახალი მოთხრობით მალე დაგვიბრუნდებიი <3333 ლ.ს

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

'უცნაურია, მაგრამ მძაფრად სასურველი.'

რა ლამაზად ათქმევინე.
ყველაფერი ისე გამოძერწე, რომ არსად არაფერი მეზედმეტა, არც რამე დამაკლდა. აი, იდეალური გამოვიდა!

'' საკუთარ თავს ვჩუქნი მის გავარვარებულ ტუჩებს და სხეულს. ვჩუქნი ჩემს სიშიშვლეს, რომელიც შესაძლოა ფურცლებზე მეტსაც კი ნიშნავდეს. ის კი უსიტყვოდ იღებს. იღებს და უვლის, ეფერება. მძიმეა მისი სუნთქვა, რომელსაც მუცელზე ვგრძნობ და შორია ის სამყარო რომელში ჩვენ ვართ. მწვავენ მისი ხელები, რომლებიც უმისამართოდ დაცურავენ ჩემზე. მწვავს მისი სუნთქვა, რომელიც ტანსაცმლის ნაცვლად ფარავს ჩემს კანს. იწვიან ჩემი ტუჩები. იწვის ჩემი სხეული და გონება, მაგრამ ეს ცეცხლი არ მტკენს. გიზგიზებს ჩვენს გარშემო და ახლა ალბათ გარეთ წვიმაც კი ცხელია.'' - უბრალოდ, ქედს ვიხრი!
ამ ისტორიამ იმდენი ცრემლი და ბედნიერება მაჩუქა, მთელი ცხოვრება მეყოფა, მგონია.
ჰო, ამის წიგნად არ ყოფნა ცოდვაა (((
სრულყოფილებაა!
მადლობა მარიამ, რომ ასე მამოგზაურე იმ ამბავში, რომელიც ჩემთვისაც ახლობელი იყო და რომელსაც სრული სიმძაფრით განვიცდიდი ისტორიის მთელი მიმდინარეობისას.
ძალიან მწყდება გული, რომ ყველაფერი ეს აბსოლუტურად რეალურია და ჩვენს თავს ხდება ხოლმე. გული მწყდება გიორგი და მარიამზე, იმ 10 წლის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ჯადოსნური იქნება მათი თანაცხოვრება და ახლიდან აღმოაჩენენ ერთმანეთს. მეგობრობა სხვა იყო მაინც, გამხელილი სიყვარული კი ისეთი მღელვარე ფაქტია, რაკურსს მთლიანად რომ გიცვლის და გაშიშვლებს საყვარელი ადამიანის წინაშე, შენი ყველა შეგრძნებით.
იმდენი რამე მინდა გითხრა, იმდენი ემოცია მიტრიალებს, სათანადოდ თავს ვერც კი ვუყრი.
სესილის კომენტარზე გამეღიმა. იცადა ქალმა, სანამ არ გაამხელდნენ ეს ორი გრძნობებს, რომ ესეთი ფურორი მოეხდინათ და ყოფილიყვნენ თავიანთი თავები.
იცი, ვფიქრობ ხოლმე, მაშინ რომ სესილის თანხმობა ეთქვა, ასეთი არ გამოვიდოდა და გულიც დამწყდებოდა.
სრულყოფილებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა ამ ყველაფერს და ეს ნაბიჯიც რომ გადაიდგა ასე ჯადოსნურად, მიხარია!

მე აუცილებლად დავბრუნდები, როცა კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე წავიკითხავ, ან როცა უბრალოდ გაუსაძლისად მომენატრებიან თავიანთი გაუმხელელ-გამხელილი გრძნობებით.
ჰო, დასასრულსაც ტირილისგან მისივდება თვალები, რა ვქნა ეს ისტორია ყველაზე მეტად შეეხო სულს შიგნიდან და ისე მომაქცია თავის მარწყუხებში, მასზე დამოკიდებული გავხდი. ახლა, როცა მოლოდინი აღარ მელის, არ ვიცი როგორ გავძლებ.
უდიდესი მადლობა, კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის.

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ნანა
ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, სხვანაირად როგორ? მარიამ სრულყოფილი ნაწარმოები შედგა, ყველაზე უკეთესი❤️

ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ. უღრმესი მადლობა ❤️

Qeti qimucadze
dasasruls velodi rom damecera komentari. imdenad wmociuri iyo vanilo. axlac xmauroben chemi mgrznobiare nervuli daboloebebi. es iyo tavshekavebuli grznobebis preludia. arvicibrogor gamovtqva zustad chemi azri. davicyot ceris stilita da gamartulobit. idealuri. zustad gadmocemuli grznobebi. arazedmeti arcerrti sityva da sashinlad amagelvebeli epitetebi. mariami saocari gogoa. tavshekavebulobisa da sulggrzelobis magaliti. tumca am malulma siyvarulma ise daabrmava.giorgisgan gzavnil impulsebs saujereblad agiqva. albad sagamomde davcer chwm qzrebs magram bavshvebi tirian da momicodwbwn male davasrulo. ishviatia asetinidealuri istoriis cakitxvia bedniereba gvqondes. moutmenald velodi yvela epizods. iseti urtiertobebi. damokidebuleba da adamianebi vixule. agfrtovamebas karga xans ver davagcev tavss. madloba udidesi saocarinistoriis saocaro avtorooo. yvela moqmedi personaji meidialire tavianti gadacyvetilebwbit. netq bevrninarsebobdnen aswti adamianebi. carmatebwbi vanilooo. besnierebas da jatelobas gisurveb. marad shenni mkotxveli

მიხარია მოხარია ძალიან რასაც ვკიYხულობ... ვეცადე ყველაფერი ზომიერი და მხოლოდ საჭირო დოზებით ყოფილიყო. გაწელვა ისედაც არ მჩვევია, მაგრამ ამ ისტორიას განსაკუთრებულად ვეპყრობოდი. უღრმესი მადლობა, რომ მაინც გამონახე დრო აზრის გასაზიარებლად ჩემო გოგო ❤️

აირ ისი
ესეიგიი. დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ სასიამოვნო წასაკითხი იყო რაჭის მომენტები.ემოციურ აფეთქებას ალბათ ბოლოსთვის ინახავდი და ვაღიარებ, გამოგივიდა კიდეც. მომწონს შენი შედარებები, გრძნობების აღწერა, ძაან ორიგინალური მხატვრული ხერხები. თითქოს ბოლომდე მოგაქ ემოცია და გეფიცები, კითხვის პროცესში ცალკეული ფრაზები, მომენტების აღწერები და თუნდაც ისტორიაში გამოყენებული ორიგინალური ფერები (პირდაპირი გაგებით ფერები) ისე მომწონებია, რომ შევჩერებულვარ კიდეც და თავიდან გადამიკითხავს. სწორედ ისეთი წერის სტილი გაქვს, აბსოლუტურად რომ ჯდება ჩემს გემოვნებაში, დაცულია ის ოქროს შუალედები, რასაც მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველა ისტორიაში და მინდა გითხრა, რომ ეს შენთან საკმაოდ მძაფრად იგრძნობა.

ახლა გადავდივარ უშუალოდ პერსონაჟებზე. მარითი დავიწყებ, მაინც ეგაა მთხრობელი. უნდა აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ამ გოგოს. ტაშსაც კი ვუკრავ. რასაც ამან გაუძლო, მართლა საღოლ ძმაო რაა :დდ უძლიერესი ადამიანის ტიპაჟი გყავს შექმნილი. ხედავდე შენთვის საყვარელ ადამიანს სხვა გოგოსთან და ამ სხვა გოგოსადმი არანაირ ნეგატიურს არ გრძნობდე, აშკარად ის თვისებაა დაფასებას რომ იმსახურებს. ამ გოგოს არც ერთი თვისება და ნაბიჯი არ გამიმტყუვნებია ამ ისტორიაში. ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც ყველაზე სწორი და სამართლიანი იყო. მართლა ძალიან მომეწონა ეს პერსონაჟი და თუ პერსონაჟი მომწონს, ორმაგად უფრო სასიამოვნოა ჩემთვის კითხვა, რადგან პერსონაჟის ხასიათს ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. მოკლედ მარიზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ისეთია, მაგრამ ამასობაში გიორგი გვეჩაგერება და მოდი მასზეც გადავალ. ჯერ იმას ვიტყვი, რომ მარი და გიორგი-ეს სახელები ძალიან უხდება ერთმანეთს. ჩემი სკოლის პირველი სიყვარული გამახსენდა -იმას გიორგი ერქვა, მე მარი და გახარებული ვფიქრობდი სახელებითაც როგორ ვუხდებითთქო :დდ (ბავშვური სისულელეები :დდ) კაი მოვრჩეთ ამას... მოკლედ ამ ჩვენ გიორგიში ყველაზე მეტად სიტყვა-პასუხი მომწონდა. დიალოგებში ისეთი რამების თქმა იცოდა, ძალიან ბევრჯერ გამღიმებია და დამეთანხმები ალბათ შენც, ადამიანის ხასიათი დიალოგში და საუბრებში რომ იკვეთება, ისე არსად. მართალია, რეალური პერსონაჟი იყო და ჰქონდა თავის შიშები, არეულობის მომეტნტები და სხვა მრავალი, მაგრამ ვერ ვიტყვი ეს პერსონაჟი არ მომეწონა-მეთქი. პირიქით, პატივისცემაც კი დაიმსახურა, თუმდაც თავისი ზომიერი იუმორის გამო, მზრუნველობის გამო, იმის გამო, რომ ზედმეტად არავის ტვირთავდა თავის პრობლემებით (ვაფასებ ამ თვისებას, რადგან ძლიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი, უზომოდ მომხიბვლელი თვისებაა ჩემთვის). მოკლედ, საკმაოდ კარგი გამოვიდა გიორგიც და ჩემი წინა კომენტარები ნუ გაფიქრებინებს, რომ ამ პერსონაჟით ვერ მოვიხიბლე, უბრალოდ მალე მინდოდა ამათ დადგომოდათ საშველი და ცოტა სულსწრაფობა გამოვამჟღავნე :დ ❤️

ნანიკოზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი -უზომოდ კარგი მეგობარი, პოზიტივის ქარბორბალა და რავიცი -ისეთი პერსონაჟია, რომელიც აუცილებლად სჭირდება ამ ისტორიას -თუნდაც გახალისების მხრივ, თუმდაც მარის აზრზე მოყვანის მხრივ და თუნდაც ამათი შეკავშირების მხრივ. ნანიკო რომ არა, კიდე დიდხანს იჯდებოა ჯერ კიდევ ისე, ჩვენი მთავარი წყვილი :დდ

ლუკა ძალიან საყვარელი იყო, თავისი ხასიათებით და იუმორით. ქცევით, საკმაოდ მიხვედრილიც იყო, მაგრამ მას და მარის მაინც ვერ ვხედავდი ერთად. ცალ-ცალკე ორივე კარგი იყო, მაგრამ ორივეს სხვანაირი ადამიანი სჭირდებოდა გვერდით. ერთად კიდე ისე გამოიყურებოდნენ, როგორც საზამთრო და ლობიო (ზოგი კი ჭამს ამ ორს ერთად მარა მართლა არ მესმის ასეთი ხალხის :დდ)

მოკლედ, ამ პერსონაჟების გამოყოფა მინდოდა ყველაზე მეტად ❤️
საერთო ჯამში, ნაწარმოებს რაც შეეხება უზომოდ კარგად იყო გადმოცემული მეგობრობა, თუნდაც გიორგის ავარიის მომენტებში, თუნდაც ამათ საერთო შეკრებებში, დროის ერთად გატარებასა თუ დიალოგებში. მოკლედ არ ვიცი რაა, უზომოდ ნასიამოვნები დავრჩი ყველაფრით, რაც აქ ეწერა. მართლა ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და თუ ვინმემ საპირისპირო გითხრა ოდესმე, არასდროს გახდეს ეს შენთვის წერის მოტივაციის დაკარგვის საბაბი. ყოველთვის იქნება ჰეითერი, ვინც ნერვების მოშლას შეეცდება, მაგრამ ამან არასდროს უნდა მოახდინოს გავლენა შენს საყვარელ საქმიანობაზე და იმედი მაქვს, ერთ დღეს ამ საიტზე შორსაც წახვალ, რადგან ნამდვილად იმსახურებ იმას, რომ შენი ნაწერები წიგნის მაღაზიის თაროებსაც ამშვენებდეს ❤️ ყოველთვის გჯეროდეს ამის, რადგან მარტო მე არ ვფიქრობ ეგრე და ეს შენი მკითხველების რიცხვსაც ეტყობა.

მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით ❤️ წარმატებები :*

მიხარიამ ამ წვრილმანებს რომ აქცევ ყურადღებას და აღნიშნავ. ზუსტად ეგ ყველაფერია ყველაზე რთული, სიუჟეტს რომ თავი დავანებოთ. შეიძლება ლამაზი სიყვარულის ისტორია იყოს, მაგრამ მშრალი და უსიცოცხლო სიტყვებით. ხოდა ეს წვრილმანებია სულ რომ მირთულებენ ყველაფერს. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ^^
გიორგი და მარი რომ უხდება ერთმანეYს, იმიტომ არ მყავს მთავარი პერსონაჟი ამ სახელით არც ერთ ისტორიაში :დდდ რვა წელი ვინახავდი ნაბიჯებისთ ის :დ ❤️ მიხარია მათზე როგორი წარმოდგენაც გაქვს. აი ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა, რომ მკითხველს დარჩენოდა.
ნანიკოსა და ლუკაზეც მიხარია, რასაც ვკითხულობ. კი, ლუკა ძალიან შემიყვარდა წერისას და დამშვიდობებაც ძალიან რთული იყო, მაგრამ მართალი ხარ. მე არ ვჭამ ლობიოს და საზამთროს ერთად :დდდ ლუკას სხვა ხასიათის ადამიანი სჭირდება და იმედია ოდესმე იპოვის :დდ
უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის... ყველა შენი კომენტატისთვის და იმ დროისთვის, რაც მე დამითმე. წერა არასდროს გაჩერდება ჩემში, რაც არ უნდა იყოს. ჰეითერები იშვიათად მყავს, მაგრამ ვიცი ვისი კრიტიკა უნდა გავიგო და ვისი გავატარო. თქვენ რომ მყავხართ ჩემთვის ისიც სრულიად საკმარისია ❤️

მე
არ მჯერა! არ მჯერა, რომ დასრულდა. საოცარი დასასრული იყო, გრძნობებით, სიყვარულით აღსავსე. ვერ ვიჯერებ, რომ არ მომიწევს კიდე ლოდინი და ახალ-ახალი თავების წაკითხვა ვერ შემეძლება. ყველაზე კარგი თავი იყო, ამაზე უკეთეს დასასრულს ვერც კი წარმოვიდგენდი, გამიხარდა თანაც როგორ, რომ ამ მოთხრობის კითხვა დავიწყე.ბევრი ემოცია შემმატა, ძალიან. ბევრ რამეზეც სხვა კუთხით შემახედა. უბედნიერესი ვარ, რომ აღმოგაჩინე.(ახლა გადახვევას გავაკეთებ :დ) თავიდან შენი მოთხრობა wattpadზე ვნახე, საიტიც იყო მითითებული და სახელიც, ვანილის კოცნა წავიკითხე პირველად, მომეწონა ძალიან და გადავწყვიტე ამ საიტზეც შემოვსულიყავი. რომ შემოვედი მთავარზე პირველი “ნაკაწრების” დასასრული ამომიგდო, ახალი დადებული გქონდა. ავტორის სახელისთვის სიმართლე გითხრა არც შემიხედია პირველი თავიდან დავიწყე კითხვა და იმდენად ჩამითრია გაუჩერებლად ვკითხულობდი. მერე ერთ დღესაც რომ შემოვედი “სახუქარი მეტროდან” დამხვდა, წავიკითხე-გადავირიე :დდ მერე ავტორს დავაკვირდი, მეცნო :დდ შემოვედი შენს პროფილზე, რომ შენი სხვა მოთხრობებიც მენახა და ასე “გიპოვე”. ხოდა, აი რა გამიკეთე? ასე როგორ მომხიბლე? :დდდ უუუნიჭიერესი ხარ, მართლა! იმდენად კარგია შენი თითოეული მოთხრობა უნდა აიკინძოს! ეს საერთოდ, მაინც სულ სხვაა და სულ სხვა ემოციები აქვს იმას ავტორს პირველი თავიდან რო მიყვები და ელოდები და ასე ჩადიხარ ბოლომდე. ამ ლოდინსაც დიდი ხიბლი აქვს. ხოდაა ჩემო მარიამოო, არასდროს უნდა შეეყვიტო ეს საქმიანობაა. მართალია ჯერ ადრეა :დდ მაგრამ, იმედია ახალი მოთხრობით მალე დაგვიბრუნდებიი <3333 ლ.ს

ვაიმეეე, ჯერ ძალიან მიხარია ნაბიჯების გამო რომ კმაყოფილი ხარ და ცალკე მადლობა, რომ სულ აქ იყავი და სულ მელოდი ❤️ მერე დანარჩენებისთვის. მიყვარს ჩემი საოცარი მკითხველი. მიყვარს რომ მიყვებიან, როგორ მოხვდნენ ჩემთან და როგორ გახდნენ ჩემიანები. ❤️ გული გამიბერე სიხარულით ❤️ ახალი კი, ჯერ ადრეა. დასვენება მინდა, მაგრამ იმედია დეკემბერში ისევ გესტუმრებით ❤️

მე♥უცნაურე
'უცნაურია, მაგრამ მძაფრად სასურველი.'

რა ლამაზად ათქმევინე.
ყველაფერი ისე გამოძერწე, რომ არსად არაფერი მეზედმეტა, არც რამე დამაკლდა. აი, იდეალური გამოვიდა!

'' საკუთარ თავს ვჩუქნი მის გავარვარებულ ტუჩებს და სხეულს. ვჩუქნი ჩემს სიშიშვლეს, რომელიც შესაძლოა ფურცლებზე მეტსაც კი ნიშნავდეს. ის კი უსიტყვოდ იღებს. იღებს და უვლის, ეფერება. მძიმეა მისი სუნთქვა, რომელსაც მუცელზე ვგრძნობ და შორია ის სამყარო რომელში ჩვენ ვართ. მწვავენ მისი ხელები, რომლებიც უმისამართოდ დაცურავენ ჩემზე. მწვავს მისი სუნთქვა, რომელიც ტანსაცმლის ნაცვლად ფარავს ჩემს კანს. იწვიან ჩემი ტუჩები. იწვის ჩემი სხეული და გონება, მაგრამ ეს ცეცხლი არ მტკენს. გიზგიზებს ჩვენს გარშემო და ახლა ალბათ გარეთ წვიმაც კი ცხელია.'' - უბრალოდ, ქედს ვიხრი!
ამ ისტორიამ იმდენი ცრემლი და ბედნიერება მაჩუქა, მთელი ცხოვრება მეყოფა, მგონია.
ჰო, ამის წიგნად არ ყოფნა ცოდვაა (((
სრულყოფილებაა!
მადლობა მარიამ, რომ ასე მამოგზაურე იმ ამბავში, რომელიც ჩემთვისაც ახლობელი იყო და რომელსაც სრული სიმძაფრით განვიცდიდი ისტორიის მთელი მიმდინარეობისას.
ძალიან მწყდება გული, რომ ყველაფერი ეს აბსოლუტურად რეალურია და ჩვენს თავს ხდება ხოლმე. გული მწყდება გიორგი და მარიამზე, იმ 10 წლის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ჯადოსნური იქნება მათი თანაცხოვრება და ახლიდან აღმოაჩენენ ერთმანეთს. მეგობრობა სხვა იყო მაინც, გამხელილი სიყვარული კი ისეთი მღელვარე ფაქტია, რაკურსს მთლიანად რომ გიცვლის და გაშიშვლებს საყვარელი ადამიანის წინაშე, შენი ყველა შეგრძნებით.
იმდენი რამე მინდა გითხრა, იმდენი ემოცია მიტრიალებს, სათანადოდ თავს ვერც კი ვუყრი.
სესილის კომენტარზე გამეღიმა. იცადა ქალმა, სანამ არ გაამხელდნენ ეს ორი გრძნობებს, რომ ესეთი ფურორი მოეხდინათ და ყოფილიყვნენ თავიანთი თავები.
იცი, ვფიქრობ ხოლმე, მაშინ რომ სესილის თანხმობა ეთქვა, ასეთი არ გამოვიდოდა და გულიც დამწყდებოდა.
სრულყოფილებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა ამ ყველაფერს და ეს ნაბიჯიც რომ გადაიდგა ასე ჯადოსნურად, მიხარია!

მე აუცილებლად დავბრუნდები, როცა კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე წავიკითხავ, ან როცა უბრალოდ გაუსაძლისად მომენატრებიან თავიანთი გაუმხელელ-გამხელილი გრძნობებით.
ჰო, დასასრულსაც ტირილისგან მისივდება თვალები, რა ვქნა ეს ისტორია ყველაზე მეტად შეეხო სულს შიგნიდან და ისე მომაქცია თავის მარწყუხებში, მასზე დამოკიდებული გავხდი. ახლა, როცა მოლოდინი აღარ მელის, არ ვიცი როგორ გავძლებ.
უდიდესი მადლობა, კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის.

თამო, ჩემო გოგო... საკმარისზე მეტიც კია, რასაც ახლა მიწერ და რაც აქამდე დაგიწერია და გითქვამს... კარგია ლამაზი ამბების კითხვა, მაგრამ ასე ახლოს რომ მოდის და გეხება, არც ისე. მესმის, რატომაცაა შენთვის ასეთი განსაკუთრებული ეს ისტორია და უზომოდ მადლობელი ვარ ამ განსაკუYრებულობის გამო.
მეც ძალიან ბევრჯერ გადავავლებ თვალს შენს კომენტატებს და დავტკბები. საოცარი გული გაქვს. სხვანაირად ასე ვერ მიიღებდი ამ ისტორიას და ასე ვერ გადმოსცემდი ემოციებს. უღრმესი უღრმესი მადლობა აქ ყოფნისთვის ❤️❤️❤️

----------------------------
Daldoni Daldoni -- ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ დასასრული მოგეწონა, რომ ასეთი სიტყვებით მაფასებ ❤️❤️ მიხარია, რომ კმაყოფილი ხარ ისტორიით ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

იდეალური იყო მარიამ.განსაკუთრებული ისეთი დასასრულით როგორსაც ეს ორი იმსახურებდა.ღმერთო არ მჯერა რომ ესენი ასე ერთად ტანჯვის გარეშე.ასე ღიად რომ ეუბნებიან ერთმანეთს ყველაფერს და ასე "მძაფრად სასურველი" რომ იქნა მიღწეული.უბრალოდ ის დრო მენანება რაც დაკარგეს.გიორგი უფრო შემეცოდა იმ კოცნის მერე როგორ ვიკავებდი თავს და უკან ვიხევდიო.
"ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვიტყოდით სიტყვებს,
რეალურ სიტყვებს და არა ზღაპრებს.“
დამამუნჯა ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.ასეთი წყვილი იდეალური ყველაფრით მომწონს შეყვარებული წყვილი უფრო.ვგიჟდები მე შენზე

 


№9 სტუმარი სტუმარი ხატია

არვიცი რა ვთქვა,ყველა ემოცია ერთად იყო,საბოლოო ჯამში კი საოცრება იყო ???? ყველა სიტყვა რო გულს ედება,მადლობა ამ სიამოვნებისთვის❣️❣️❣️

 


№10 წევრი ნანა73

დავასრულე... და ვიგრძენი სუნთქვა მქონია შეკავებული...
უეცრად მომეშვა და შევმსუბუქდი...
ცეკვა ქართული წარმოვიდგინე,
საოცარი მუსიკა!
მეტი რეალობისთვის ჩავრთე ...
წარმოვიდგინე,,მხარგაშლილი, ახოვანი , ლარივით მოჭიმული სხეული როგორ იწყებს მოძრაობას.
როგორ ელის ულამაზესი, კდემამოსილი, შინაგანად ათრთოლებული...
ნეტავ მხოლოდ წარმოსახვაზე მეტი შემეძლოს...
ნეტავ შემეძლოს მათი დანახვა...

ბოლოდან დავიწყე, იმიტომ რომ უნდა მეთქვა ეს შენთვის.
"-თქვენ გგავდათ" - უნდა წარმომედგინა... kissing_closed_eyes

მე არ გავყოფდი ბოლო ორ თავს, აქ პაუზა ზედმეტო იყო.
პირველად ნათქვამი "მიყვარხარ" იმდენად კულმინაციური მომენტი იყო,
პირველი სიტყვები და კითხვის ნიშნებზე პასუხები,
იმდენად ემოციურად დატვირთული,
მერე ნელ-ნელა ვეშვებოდი, ვარეგულირებდი სუნთქვასაც.
რა თქმა უნდა პირველი, რასაც გაიმეორებდნენ, ეს ის წამლეკავი კოცნა იყო, წლები რომ არ აძლევდათ მოსვენებას.
სასწაული სიტყვებით გაქვს აღწერილი მათი პირველი... (ვეძებდი სიტყვას, რომელიც ზუსტად მოერგებოდა და ბანალურად სასაცილოც არ გამოჩნდებოდა... თუმცა ასე დავტოვე)
შეუძლებელია, შენს სტყვებზე მეტი ეგრძნოთ მათაც...

შემდეგ?
შემდეგ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც უნდა ყოფილიყო - ოჯახში, მეგობრებთან.
ნანიკო არაჩვეულებრივი, ცხოვრების თანამგზავრია, მეგობარია-თან საერთო, უტყუარი ადამიანია და ბედნიერებაა მისი ყოლა!

ერთიანობაში კი, ეს მოთხრობა ისეთი ფაქიზია, თავისი სიუჟეტით,
ისეთი მშვენიერია თავისი პერსონაჟებით,
ისეთი დასამახსოვრებელია, თავისი მთავარი გმირებით,
დამიჯერე -დაუვიწყარია!
მთელი გულით ვგულშემატკივრობდი მთლიანად "ნაბიჯებს" !
მარ, შენ საუკეთესო გოგო ხარ, მშვენიერი შინაგანი სამყაროთი, თბილი და ტკბილი, ფაქიზი და მზრუნველი.
მიყვარხარ kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი თ. ა.

თავიდან ბოლომდე გრძნობების კორიანტელი და შესანიშნავად შესაფერისი დასასრული.
ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია ბევრი ტკივილით, ტანჯვით და ბოლოს ლამაზი დასასრულით.
არ მგონია ამ ისტორიის შემდეგ ვინმემ თქვას თითქოს ბიჭის და გოგოს მეგობრობა არ არსებობს, ისინი მეგობრები იყვნენ თავიდანვე და შემდეგაც. რომ არა მეგობრობა არ იქნებოდა მათი სიყვარული ასეთი ლამაზი.
ბევრი რამე მინდა დავწერო მაგრამ ვეღარ ვუყრი სიტყვებს თავს.
მადლობა მარიამ და წარმატებები!

 


№12  offline წევრი nukito20w

არა...
არ მჯერა...ვერ მჯერა.მახსოვს პირველი თავი,მახსოვს მეორე,მესამე.. მიყოლებით და როგორ ველოდი,იმიტომ რომ იმიტომ. ამის ახსნა მარტივია,არანორმალურად მომწონდა თავიდან,შემდეგ სიყვარული მოვიდა.პრინციპში,მალევე მოვიდა.. მოკლედ ვერ ვწერ,იმიტომ რომ სათქმელი ბევრია.
გიორგის მოსმენა მინოდოდა და ველოდი სიტყვებს კიდევ,იყო სიტყვები,მივიღე და იყო ცეკვა..ცეკვამ კიდევ თქვა და მართლა იცეკვა.ნუთუ ამდენი უნდა ეტანჯათ,აქამდე რომ მოსულიყვნენ?! ამდენი წელი ესე ახლოს,როცა სული სხვანაირ სიახლოვესაც ითხოვდა,მაგრამ ორივე ბლოკავდა ამ სურვილს.როგორ მეტკინა 10 წელი,მე როგორ მეტკინა და მათ როგორ ეტკინებოდათ.. მაგრამ შიში ოხერია,მართლა რა ოხერია ეს ჩოჩორი! როგორ შეუძლია უკან დაგვხიოს და გვტანჯოს.
მეღიმება,ჯერაც რომ ვერ მოინელა გიორგიმ ლუკას და ოთოს არსებობა. უფრო ლუკას..ეგ ხო ვერც მე მოვინელე.
როგორ მიხარია რომ ახლა ბედნიერები არიან,როგორ მიხარია ეს აღიარება. ნეტავ იცოდე,რა კარგი პერსონაჟები გყავს,როგორი გულწრფელები და სესილის ფრაზა იყო ის,რამაც სუნთქვა შემიკრა...გიორგის კი მართლა ის ფურცლები სჭირდებოდა,უნდქ წაეკითხა,
აი,ფილმიდანაა ხომ იცი ფრაზა -შემოულაწუნე მამაო რა,შემოულაწუნე. უხეში შედარებაა,მაგრამ ცუდად არ ვგულისხმობ.. ეგ რომ არა იქნებ ვერც გაებედა ცოტა ხანს სიმართლის თქმა ან გაებედა.ეგ არც ვიცით.
ნანიკო სწორად მოიქცა,სულ სწორად იქცეოდა ჩემს თვალში.მაშინაც კი თავის ექსს რომ სასტიკად აზღვევინა.მე აქედან ვკიოდი,მიდიიიი გაანადგურე-თქო..
სიმართლე გითხრა,მეუჩვეულა სოფის გაცილების ამბავი..ან გიორგის და მისი გადაკოცვნის მომენტი.უხერხულად ვგრძნობდი თავს.თუმცა ესეც სწორია. მეგობრობა სხვა არაფერია,თუ არა ის,რასაც ისინი აკეთებდნენ ერთმანეთისთვის.
სიმართლე ვთქვა,ახლობლების და ნათესავების რეაქციაზე ვნერვიულობდი და მესიამოვნა,დაძაბულობის გარეშე ჩავლა.
თან ბოლოს როგორ ეთათუნა დდ, გადავმდუღრდით სიყვარულით აქ ხალხი. როგორები იყვნენ რაა...
ძალიან სასიამოვნოდ იკითხება ისტორია, მე ემოციებს მიღვიძებდა და ყელში მაბჯენდა ხოლმე,სიმართლე გითხრა ემოციური კი ვარ,თუმცა მარტივადაც არ მოდის ჩემამდე ყველა ნაწერი..
მართლა იგრძნობა რომ მთელი გულით წერდი და ისიც იგრძნობა,როგორ ეფაქიზებოდი ყველა სიტყვას,ასოს თუ წერტილ-მძიმეს...უი,უი,ლექსზე დამავიწყდა წინაზეც და ლამის ახლაც თქმა,რომ ძალიან კარგია,თბილი,ტკბილი, დაწყობილი,გააზრებული,გრძნობით შემკობილი...მოკლედ, ს ი გ ი ჟ ე.
იმედია არ გამომრჩენია რამე სათქმელი.
აუ,ემოციურად გადაქანცული ვარ და თუ ვურევ წერისას,მომიტევე.. ერთი სული მქონდა ეს წყეული სემინარი მიმემთავრებინა,რომ სათქმელი ამომეხეთქა.
ბოლოს მინდა გითხრა,დიდი მადლობა და გისურვებ წარმატებებს.❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
იდეალური იყო მარიამ.განსაკუთრებული ისეთი დასასრულით როგორსაც ეს ორი იმსახურებდა.ღმერთო არ მჯერა რომ ესენი ასე ერთად ტანჯვის გარეშე.ასე ღიად რომ ეუბნებიან ერთმანეთს ყველაფერს და ასე "მძაფრად სასურველი" რომ იქნა მიღწეული.უბრალოდ ის დრო მენანება რაც დაკარგეს.გიორგი უფრო შემეცოდა იმ კოცნის მერე როგორ ვიკავებდი თავს და უკან ვიხევდიო.
"ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვიტყოდით სიტყვებს,
რეალურ სიტყვებს და არა ზღაპრებს.“
დამამუნჯა ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.ასეთი წყვილი იდეალური ყველაფრით მომწონს შეყვარებული წყვილი უფრო.ვგიჟდები მე შენზე

როგორ მიხარია თამო ვერ წარმოიდგენ. როცა ვიცი, რომ თავიდანვე მომყვები და ბოლოშიც რომ ისეთივე კმაყოფილი ხარ, როგორც თავში ^^
ეგ ათი წელი რომ არა, ალბათ არაფერი დაიწერებოდა აქ, ხო?
მიხარიხარ ძალიან და უღრმესი მადლობა ჩემო გოგო ❤️
პ.ს. ფბზე ჯგუფში შენ დაპოსტე ხო ნაბიჯებზე? მაპატიე, რომ ვერ გპასუხობ. არაფერი მრჩება უყურადღებოდ. მაგრამ ძალიან განვიცდი, რომ პასუხს ვერ გიბრუნებთ (((. უღრმესი მადლობა, რომ ყველასთვის გინდა გაზიარება. ძალიან მახარებ ❤️

სტუმარი ხატია
არვიცი რა ვთქვა,ყველა ემოცია ერთად იყო,საბოლოო ჯამში კი საოცრება იყო ???? ყველა სიტყვა რო გულს ედება,მადლობა ამ სიამოვნებისთვის❣️❣️❣️

მიხარია რომ მოგეწონა ჩემო კარგო.. ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️

ნანა73
დავასრულე... და ვიგრძენი სუნთქვა მქონია შეკავებული...
უეცრად მომეშვა და შევმსუბუქდი...
ცეკვა ქართული წარმოვიდგინე,
საოცარი მუსიკა!
მეტი რეალობისთვის ჩავრთე ...
წარმოვიდგინე,,მხარგაშლილი, ახოვანი , ლარივით მოჭიმული სხეული როგორ იწყებს მოძრაობას.
როგორ ელის ულამაზესი, კდემამოსილი, შინაგანად ათრთოლებული...
ნეტავ მხოლოდ წარმოსახვაზე მეტი შემეძლოს...
ნეტავ შემეძლოს მათი დანახვა...

ბოლოდან დავიწყე, იმიტომ რომ უნდა მეთქვა ეს შენთვის.
"-თქვენ გგავდათ" - უნდა წარმომედგინა... kissing_closed_eyes

მე არ გავყოფდი ბოლო ორ თავს, აქ პაუზა ზედმეტო იყო.
პირველად ნათქვამი "მიყვარხარ" იმდენად კულმინაციური მომენტი იყო,
პირველი სიტყვები და კითხვის ნიშნებზე პასუხები,
იმდენად ემოციურად დატვირთული,
მერე ნელ-ნელა ვეშვებოდი, ვარეგულირებდი სუნთქვასაც.
რა თქმა უნდა პირველი, რასაც გაიმეორებდნენ, ეს ის წამლეკავი კოცნა იყო, წლები რომ არ აძლევდათ მოსვენებას.
სასწაული სიტყვებით გაქვს აღწერილი მათი პირველი... (ვეძებდი სიტყვას, რომელიც ზუსტად მოერგებოდა და ბანალურად სასაცილოც არ გამოჩნდებოდა... თუმცა ასე დავტოვე)
შეუძლებელია, შენს სტყვებზე მეტი ეგრძნოთ მათაც...

შემდეგ?
შემდეგ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც უნდა ყოფილიყო - ოჯახში, მეგობრებთან.
ნანიკო არაჩვეულებრივი, ცხოვრების თანამგზავრია, მეგობარია-თან საერთო, უტყუარი ადამიანია და ბედნიერებაა მისი ყოლა!

ერთიანობაში კი, ეს მოთხრობა ისეთი ფაქიზია, თავისი სიუჟეტით,
ისეთი მშვენიერია თავისი პერსონაჟებით,
ისეთი დასამახსოვრებელია, თავისი მთავარი გმირებით,
დამიჯერე -დაუვიწყარია!
მთელი გულით ვგულშემატკივრობდი მთლიანად "ნაბიჯებს" !
მარ, შენ საუკეთესო გოგო ხარ, მშვენიერი შინაგანი სამყაროთი, თბილი და ტკბილი, ფაქიზი და მზრუნველი.
მიყვარხარ kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

იქიდან ვიწყებთ ხოლმე რაც გულზე ყველაზე მეტად გვხვდება და ალბათ ასეთი იყო ბოლო... ეჭვი არ მეპარება, რადგან წუხელ, ღამის ოთხ საათზე იუბილეს რომ ვწერდი, გული ვერ დავიმშვიდე.
შენ სულ გესმოდა აქაურობის. ყველა წინადადება ისე გესმოდა, როგორც სჭირო იყო და ძალიან ძალიან ძვირფასი მკითხველი მყავხარ. აი, როგორი ფაქიზადაც მოიხსენიებ ამ ისტორიას, ზუსტად ეს სიფაქიზე იგრძნობოდა ყველა შენს კომენტარში ნანიკო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა მკითხველი ჩემ მუხტს გრძნობს ნაწერში.
მჯერა შენი სიტყვების. მჯერა, რომ არ დაგავიწყდება მარიამი და გიორგი. მე კი ძალიან ბევრჯერ გადავხედავ შენს კომენტატებს...
მეც მიყვარხარ ძალიან ❤️❤️❤️❤️

თ. ა.
თავიდან ბოლომდე გრძნობების კორიანტელი და შესანიშნავად შესაფერისი დასასრული.
ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია ბევრი ტკივილით, ტანჯვით და ბოლოს ლამაზი დასასრულით.
არ მგონია ამ ისტორიის შემდეგ ვინმემ თქვას თითქოს ბიჭის და გოგოს მეგობრობა არ არსებობს, ისინი მეგობრები იყვნენ თავიდანვე და შემდეგაც. რომ არა მეგობრობა არ იქნებოდა მათი სიყვარული ასეთი ლამაზი.
ბევრი რამე მინდა დავწერო მაგრამ ვეღარ ვუყრი სიტყვებს თავს.
მადლობა მარიამ და წარმატებები!

ძალიან მიხარია მეგობრობა რომ აღნიშნე. ის, რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო მარისა და გიორგის შორის. კი, ეგ რომ არა, არც ვიცი ესენი რა და როგორ იქნებოდნენ... უღრმესი მადლობა შეფასებისთვის. ძალიან მიხარია, რომ დასასრულით კმაყოფილი დარჩი ❤️❤️

nukito20w
არა...
არ მჯერა...ვერ მჯერა.მახსოვს პირველი თავი,მახსოვს მეორე,მესამე.. მიყოლებით და როგორ ველოდი,იმიტომ რომ იმიტომ. ამის ახსნა მარტივია,არანორმალურად მომწონდა თავიდან,შემდეგ სიყვარული მოვიდა.პრინციპში,მალევე მოვიდა.. მოკლედ ვერ ვწერ,იმიტომ რომ სათქმელი ბევრია.
გიორგის მოსმენა მინოდოდა და ველოდი სიტყვებს კიდევ,იყო სიტყვები,მივიღე და იყო ცეკვა..ცეკვამ კიდევ თქვა და მართლა იცეკვა.ნუთუ ამდენი უნდა ეტანჯათ,აქამდე რომ მოსულიყვნენ?! ამდენი წელი ესე ახლოს,როცა სული სხვანაირ სიახლოვესაც ითხოვდა,მაგრამ ორივე ბლოკავდა ამ სურვილს.როგორ მეტკინა 10 წელი,მე როგორ მეტკინა და მათ როგორ ეტკინებოდათ.. მაგრამ შიში ოხერია,მართლა რა ოხერია ეს ჩოჩორი! როგორ შეუძლია უკან დაგვხიოს და გვტანჯოს.
მეღიმება,ჯერაც რომ ვერ მოინელა გიორგიმ ლუკას და ოთოს არსებობა. უფრო ლუკას..ეგ ხო ვერც მე მოვინელე.
როგორ მიხარია რომ ახლა ბედნიერები არიან,როგორ მიხარია ეს აღიარება. ნეტავ იცოდე,რა კარგი პერსონაჟები გყავს,როგორი გულწრფელები და სესილის ფრაზა იყო ის,რამაც სუნთქვა შემიკრა...გიორგის კი მართლა ის ფურცლები სჭირდებოდა,უნდქ წაეკითხა,
აი,ფილმიდანაა ხომ იცი ფრაზა -შემოულაწუნე მამაო რა,შემოულაწუნე. უხეში შედარებაა,მაგრამ ცუდად არ ვგულისხმობ.. ეგ რომ არა იქნებ ვერც გაებედა ცოტა ხანს სიმართლის თქმა ან გაებედა.ეგ არც ვიცით.
ნანიკო სწორად მოიქცა,სულ სწორად იქცეოდა ჩემს თვალში.მაშინაც კი თავის ექსს რომ სასტიკად აზღვევინა.მე აქედან ვკიოდი,მიდიიიი გაანადგურე-თქო..
სიმართლე გითხრა,მეუჩვეულა სოფის გაცილების ამბავი..ან გიორგის და მისი გადაკოცვნის მომენტი.უხერხულად ვგრძნობდი თავს.თუმცა ესეც სწორია. მეგობრობა სხვა არაფერია,თუ არა ის,რასაც ისინი აკეთებდნენ ერთმანეთისთვის.
სიმართლე ვთქვა,ახლობლების და ნათესავების რეაქციაზე ვნერვიულობდი და მესიამოვნა,დაძაბულობის გარეშე ჩავლა.
თან ბოლოს როგორ ეთათუნა დდ, გადავმდუღრდით სიყვარულით აქ ხალხი. როგორები იყვნენ რაა...
ძალიან სასიამოვნოდ იკითხება ისტორია, მე ემოციებს მიღვიძებდა და ყელში მაბჯენდა ხოლმე,სიმართლე გითხრა ემოციური კი ვარ,თუმცა მარტივადაც არ მოდის ჩემამდე ყველა ნაწერი..
მართლა იგრძნობა რომ მთელი გულით წერდი და ისიც იგრძნობა,როგორ ეფაქიზებოდი ყველა სიტყვას,ასოს თუ წერტილ-მძიმეს...უი,უი,ლექსზე დამავიწყდა წინაზეც და ლამის ახლაც თქმა,რომ ძალიან კარგია,თბილი,ტკბილი, დაწყობილი,გააზრებული,გრძნობით შემკობილი...მოკლედ, ს ი გ ი ჟ ე.
იმედია არ გამომრჩენია რამე სათქმელი.
აუ,ემოციურად გადაქანცული ვარ და თუ ვურევ წერისას,მომიტევე.. ერთი სული მქონდა ეს წყეული სემინარი მიმემთავრებინა,რომ სათქმელი ამომეხეთქა.
ბოლოს მინდა გითხრა,დიდი მადლობა და გისურვებ წარმატებებს.❤❤

აურიე აურიე, მიყვარს ემოციირად დაულაგებელი კომენტარები და იცი რატო? დაულაგებელი და იმ წამს თავში მოსული და ნამდვილია ❤️❤️ ვიცი შენი ლოდინები და შენი მოუსვენრობები და ვწუხვარ, რომ უფრო მალ-მალე არ შემეძლო თავების დადება.
ფურცლებზე უნდა გითხრა. კი, ეგენი რომ არ წაეკითხა გიორგის, ალბათ ცოტას კიდევ მოიცდიდა. ცოტას, მაგრამ ჩუმად აღარ იქნებოდა. ლუკა რომ ისევ მარიამთან ყოფილიყო, ალბათ მაიმც იტყოდა სათქმლეს. ეგოისტურად ჟღერს ამ ათი წლის და სოფისთან ყოფნის მერე, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ქობულეთში მიხვდა, მარის კოცნა ახსოვდა, აღარ გაჩუმდებიდა.
მიხარია, რომ ლექსი მოგეწონა და ასეთი ემოციური საკითხავი იყო ნაბიჯები შენთვის. ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ამ ფუმფულა კომენტარისთვის ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

კი მე დავპოსტე.ვიცი რომ იქ ვერ მომწერ არ ინერვიულო.გკოცნი ბევრს ამ ჩემთვის უკვე საყვარელ ისტორიას კიდევ დავუბრუნდები.შენ კი მალე გაგვახარე კიდევ ახალი ისტორიით

 


№15  offline წევრი ვიპნი

მე არ შემიძლია უდიდესი კომენტარების წერა სამწუხაროდ,მაგრამ იმას დავწერ რომ მეგონა მეც ვღებულობდი ამათ ბედნიერებაში დიდ წვლილს,იმდენად ჩემიანები გახდნენ რომ მათი ბედნიერებით მეც გავბედნიერდი,გავცოვხლდი,ახალი ძალები მოვიკრიბე და გავფერადდი.დიდი მადლობა ამ ემოციებისთვი ❣️

 


№16 სტუმარი ისევ ბავშვი

ნეტავ ჩემი ჩუმ სიყვარულსაც ასეთი გაგრძელება ჰქონოდა???? განმიახლდა დიდი ხნის მიძინებული გრძნობები....

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
კი მე დავპოსტე.ვიცი რომ იქ ვერ მომწერ არ ინერვიულო.გკოცნი ბევრს ამ ჩემთვის უკვე საყვარელ ისტორიას კიდევ დავუბრუნდები.შენ კი მალე გაგვახარე კიდევ ახალი ისტორიით

მადლობა ჩემო კარგო. ^^
ახლის წერასაც მალევე დავიწყებ ალბათ ;)

ვიპნი
მე არ შემიძლია უდიდესი კომენტარების წერა სამწუხაროდ,მაგრამ იმას დავწერ რომ მეგონა მეც ვღებულობდი ამათ ბედნიერებაში დიდ წვლილს,იმდენად ჩემიანები გახდნენ რომ მათი ბედნიერებით მეც გავბედნიერდი,გავცოვხლდი,ახალი ძალები მოვიკრიბე და გავფერადდი.დიდი მადლობა ამ ემოციებისთვი ❣️

ჩემო კარგო, არ არის აუცილებელი.... ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ისტორიით დატკბი... მადლობა, რომ მოგწონს და აზრიც გამიზიარე ❤️

ისევ ბავშვი
ნეტავ ჩემი ჩუმ სიყვარულსაც ასეთი გაგრძელება ჰქონოდა???? განმიახლდა დიდი ხნის მიძინებული გრძნობები....

ვაიმე, გული მომეწურა ((
მესმის შენი ჩემო კარგო ❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ანი

იცი როგორია, სხვანაირ დასასრულა რომ ვერც ინატრებდი, ყოველ სიტყვაში რომ გრძნობ სიყვარულს და მოწიწებას, ერთი ჩასუნთქვით რომ იკითხება, არ ვიცი ერთ-ერთი საუკეთესოა შენი ნაშრომებიდან და ჩემს გონებაშიც დიდხანს დაილექება ეს სიტყვები და გრძნობები. იმდენად დამმუხტა ამ ისტორიამ ენერგიით, ამავსო ახალი ძალებით, თითქოს ბევრი რამის შეცვლა შემეძლოს. მიყვარხარ და მიყვარს შენი ისტორიები! იმედია დიდი ხნით არ დაიკარგები და შემოგვთავაზებ ახალ-ახალ საოცარ ნაშრომებს, ზუსტად ისეთს, შენ რომ გჩვევია????

 


№19 სტუმარი სტუმარი ანაა

საშინელებაა.... რა უბედურებაა ამდენი ტანჯვა....

 


№20 სტუმარი wero

ვაიმე იცი რამდენი ვიტირეეე? ძალიან ბევრი. არმინდოდა დასრულებულიყო. სააოცარი ისტორია იყო რომელიც არასოდეს დამაწვიყდება. განუმეორებელი ადამიანი ხარ. მინდა სულ გავახარო შენი ისტორიებით. ძალიან მიყვარხარ. შეხვედრამდე.

 


№21  offline წევრი Crazy dreamer

მარიამ საოცარი ადამიანი ხართ.
მადლობა ამ ემოციებისთვის მადლობა იმისთვის, რომ მეც ამ ისტორიის კითხვის პროცესში ამიხდინეთ ოცნება და გამხადეთ მოცეკვავე. საოცრება იყო მართლა და არ ვიცი ამ ისტორიის იქით განა რა უნდა წავიკითხო ისეთი რაც ამდენად ამაღელვებს?
მიხარია თქვენი მუდმივი ზრდა განვითარება ისტორიიდან ისტორიამდე. წარმტებებს გისურვებთ მჯერა კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ.

 


№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი ანი
იცი როგორია, სხვანაირ დასასრულა რომ ვერც ინატრებდი, ყოველ სიტყვაში რომ გრძნობ სიყვარულს და მოწიწებას, ერთი ჩასუნთქვით რომ იკითხება, არ ვიცი ერთ-ერთი საუკეთესოა შენი ნაშრომებიდან და ჩემს გონებაშიც დიდხანს დაილექება ეს სიტყვები და გრძნობები. იმდენად დამმუხტა ამ ისტორიამ ენერგიით, ამავსო ახალი ძალებით, თითქოს ბევრი რამის შეცვლა შემეძლოს. მიყვარხარ და მიყვარს შენი ისტორიები! იმედია დიდი ხნით არ დაიკარგები და შემოგვთავაზებ ახალ-ახალ საოცარ ნაშრომებს, ზუსტად ისეთს, შენ რომ გჩვევია????

მიახრია დასაარულით რომ კმაყოფილი ხარ და აი ეგ ენერგიით დამუხტვა რომ მოვახერხე, საერთოდ ახვა სიხარულია კიდევ ❤️ უღრმესი მადლობა, რომ ბოლომდე მომყევი და მადლობა შეფასებისთვის ❤️ ახალზე ჯერ მხოლოდ ვფიქრობ ))

სტუმარი ანაა
საშინელებაა.... რა უბედურებაა ამდენი ტანჯვა....

ხო, რავი, არ ვიცი რა გიპასუხო. ტანჯვა კარგი არა, კი ბატონო...

wero
ვაიმე იცი რამდენი ვიტირეეე? ძალიან ბევრი. არმინდოდა დასრულებულიყო. სააოცარი ისტორია იყო რომელიც არასოდეს დამაწვიყდება. განუმეორებელი ადამიანი ხარ. მინდა სულ გავახარო შენი ისტორიებით. ძალიან მიყვარხარ. შეხვედრამდე.

ვაიმეე, ცრემლები ისედაც არ გვაკლდა, ჩემო კარგო ❤️ იმედია სიხარულისაა ^^ მადლობა მადლობა ძალიან დიდი და ძალიან ბედნიერი ვარ სულ აქ იყავი, ყველა თავზე და ყველა ნაბიჯზე ❤️

Crazy dreamer
მარიამ საოცარი ადამიანი ხართ.
მადლობა ამ ემოციებისთვის მადლობა იმისთვის, რომ მეც ამ ისტორიის კითხვის პროცესში ამიხდინეთ ოცნება და გამხადეთ მოცეკვავე. საოცრება იყო მართლა და არ ვიცი ამ ისტორიის იქით განა რა უნდა წავიკითხო ისეთი რაც ამდენად ამაღელვებს?
მიხარია თქვენი მუდმივი ზრდა განვითარება ისტორიიდან ისტორიამდე. წარმტებებს გისურვებთ მჯერა კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და სურვილებისთვის... მიხარია, თუ მართლა პატარა წვლილი მაქვს შენს ოცნებებში ❤️ მიხარია იმის წაკითხვაც თუ მართლა მეტყობა განვითარება. ძალიან დიდი სტიმულია ❤️

-----------------------
Lali Beridze ----- დიდი მადლობა შენ ჩემო კარგო ❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი კლავდია

ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ ისტორიაზე, რომელიც სრულყოფილი რომანია.ემოციები, განწყობა, დეტალები... როგორი ნაფიქრი და გააზრებულია... წარმატებები მარიამ, იმედია ძალიანმ მალე შეძლებ რაჭაში, ასე იდეალურად აღწერილ კარავში დასვენებას <3

 


№24 სტუმარი სტუმარი nancho

ულამაზესი ისტორია იყო,მეგობრობასა დ არა სიყვარულზე.არ მინდოდა ,რომ დასრულებულიყო.კარგი,გამართული,საოცარი ისტორია.მადლობა .წარმატებები.

 


№25 სტუმარი სტუმარი lika

შენი ისტორიები არის "მძაფრად სასურველი" :დ
ბრავოოო!!!!!

 


№26  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი კლავდია
ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ ისტორიაზე, რომელიც სრულყოფილი რომანია.ემოციები, განწყობა, დეტალები... როგორი ნაფიქრი და გააზრებულია... წარმატებები მარიამ, იმედია ძალიანმ მალე შეძლებ რაჭაში, ასე იდეალურად აღწერილ კარავში დასვენებას <3

ვაიმეეე ძალიან მაგარი რამ მისურვე ჩემო კარგო... იმედია ოდესმე მოვხვდები იქ. გადავაწყდი და ოცნებად მექცა ❤️
ძალიან ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️

სტუმარი nancho
ულამაზესი ისტორია იყო,მეგობრობასა დ არა სიყვარულზე.არ მინდოდა ,რომ დასრულებულიყო.კარგი,გამართული,საოცარი ისტორია.მადლობა .წარმატებები.

მიხარია, რომ ასე მოგეწონა...ადლობა ჩემო კარგო ❤️

სტუმარი lika
შენი ისტორიები არის "მძაფრად სასურველი" :დ
ბრავოოო!!!!!

აი, ორი სიტყვით ჩეფასება და სუნთქვის შეკვრა სიხარულისგან ასეთი უნდა 0.0 ❤️❤️
დიდი დიდი მადლობა ❤️

 


№27  offline წევრი ანა გუგე

მოკლედ ძალიიიიიიან მადლობა ამ შესანიშნავი ისტორიისთვის <3 <3 <3 დასასრული იყო შულისშემკვრელი...
ისე ბევრი წლის მერე ალბათ შენ დიდი მწერალი იქნები და ხვდები როგორ გამიხარდება რო შენი მკითხველი ვიქნები აქედანვეე???

 


№28 სტუმარი ია

ისე მინდა გამომცემელი ვიყო და ეს წიგნი დავბეჭდო... რა ძალიან კარგი ,რა ძალიან კარგი...ერთი სიტყვაც კი ზედმეტი არსად...ნაკაწრების მირა არ მომწონდა,მარი იდეალური გოგოა(მაინც ვადარებ პერსონაჟებს) და საერთოდაც, იდეალურია ყველაფერი აქ,სიყვარულიც,მეგობრობაც, ქართულის სცენის აღწერა და ა.შ... მოკლედ წარმატებები...საოცრად წერ და კვეთავ პერსონაჟებს

 


№29  offline წევრი ლაკო

ძალიან დიდი ხანია ესე სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს.დიდი მადლობა ამ ბედნიერი და სასიამოვნოდ გატარებული საათებისთვის

 


№30 სტუმარი Life is beautiful

და აი მეც წავიკითხე აქამდე ვერ მოვიცალე საქმეები მქონდა...
მარიამ....უბრალოდ არ ვიცი..
ეს ცეკვა ისე მიყვარს აი ისეეეე.... სამწუხაროდ იმ ადამიანთან ერთად არასდროს მიცეკვია და თუ ვიცეკვებდი ალბათ მაინც გავაფუჭებდი... არ ვიცი....
ყოველთვის სხვასთან ერთად ვცეკვავდი და არც მინდოდა ცეკვა თუმცა ვისთანაც მაცეკვებდნენ ისიც ძაან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის (როგორც მარიამისთვის ლუკა)
მაინც არ იყო სრულყოფილი...
ამ ისტორიამ ძალიან დიდი სიცარიელე დამიტოვა და თან ჩემთვის უცნობი ადგილები შემივსო...მატკინა და გამახარა....ევოლუციას ჰგავდა ჩემთვის. სიყვარულის მეგობრობაში გამოხატვას და მეგობრობის სიყვარულში გადაზრდას და განვითარებას...
მარი ძვირფასო მარი კარგი ხარ ზუსტად გიორგის შესაფერისი... ეგ სახელებიც კი ერთმანეთს უხდება და ავსებს და იქმნება ერთი მედლის ორი მხარე....
როგორ შემაყვარა ამ ისტორიამ შენი თავი... და მადლობა ამისთვის რომ არსებობ ისეთი ადამიანი ვისაც არ ვიცნობ არ მიცნობს და მაინც ისე მიყვარს როგორც ჩემი ახლო მეგობარი<3
ახლა რაღაცა რო დავამატო ჩემმმა მეგობარმა თუ წაიკითხა აუცილებლად მიხვდება რო მე ვარ:-)
ქრისტი:-)პირველად ვწერ ისტორიას დარჩება...
მე ვარ ქრისტი გიორგიზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი რომელსაც ჰყავს უძვირფასესი მეგობარი ნანა და ჯანდაბა რომ არ ვიცოდე რომ არ ვიცნობ მარიამს რომელმაც ჩემი ისტორია იცის 50 პროცენტით ემთხვევა... ამდენით იმიყომრომ ჩემდა საუბედუროდ გიორგის უბრალოდ მეგობარი ვარ.... მაგრამ ამ ისტორიამ სტიმული მომცა რომ ვუთხრა მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ისიც ვიცი რომ გოგისგან სიყვარულის ახსნას ვერ იტანს.... ხოდა ასე მე კი ვარ ამ რაღაცა უცნაურში გახვეული და ვიყო რა! გავაგრძელებ ცხოვრებას როგორმე...
და ბოლოს მარი... არ ვიცი მადლობა როგორ რანაირად გადაგიხადო ამ კომენტარის გარდა აი არ ვიცი... რომ გიცნობდე აუცილებლად გაჩუქებდი მადლობასთან ერთად რამეს მაგრამ არ გიცნობ...
ხოდა ისევ ვიმეორებ ამ წიგნს თუ დაბეჭდავ ვაჩუქებ იმ ბიჭს ვინც ასე მიყვარ და ვინც ჩემთან ერთად დაიბადა... ოღონდ არ იფიქროსთ და ძმა ვართ:-):-)უბრალოდ ერთ დღეს დავიბადეთ და ერთნარი შეხედულებებითაც კი ვგავართ...
ამ წუთას ვიაზრებ რომ ჩემი ნახევარი ცხოვრება მოგიყევი...
კარგი კიდევ ერთხელ მადლობა და ველოდები 25 დეკემბერს... ახლა არ შემშლია იმედია ხო?..............
..................... ჩავისუფალო ჩიტო............... :-)<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent