სანატრელი თავისუფლება (თავი 4-5)
ადრე ყველას გაანადგურებდა, ვინც ამ ნაცრისფერი თვალების აცრემლიანების მიზეზი გახდებოდა, მაგრამ ეხლა ის დრო აღარ იყო. მანქანიდან ძალით გადმოიყვანა, და ბილიკს გაუყვა. ნიკა თავის დას ხელს არ უშვებდა, ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, როგორც ადრე. ჯაჭვლიანების სახლში, ნიკას ყვირილის ხმა ისმოდა. - დედე (დედა სვანურად), მუ, ლუკა, საბა, ბაბა (ბაბუა სვანურად) სად ხართ? - აქ ვართ, ნიკოლოზ რა გაყვირებს?! - მამა, აი ჩემი სურპრიზიც, შენი ვითომ გარდაცვლილი ქალიშვილი დაგიბრუნე, ცოცხალი ყოფილა და აი ისიც. - რა სისულელებს ბოდავ?! დაიღრიალა ქრისტეფორე ჯაჭვლიანმა, მის ხმაზე ქეთინო სამზარეულოდან გამოვარდა, თან ჭიქა ეჭირა ხელში ქალიშვილი, რომ დაინახა ჭიქა დაუვარდა, მის წინ მდგომი, შვილისკენ მიდიოდა. - რა სისულელეს, ამბობ, ნიკა, დედიკო?! ეს სახუმარო თემა?! შეუძლებელია, მე კესანე მიწაში ჩავმარხე, მან დაგვტოვა! შეუძლებელია, ის ცოცხალი ვერ იქნება, ამოიტირა ქეთინომ. - კესანე, არაფერს არ იტყვი? გეყოს, გქონდეს იმდენი გამბედაობა, აღიარო, რომ შენ ხარ! გოგონა დუმდა, ნიკას პასუხს არ სცემდა, როგორ უნდოდა მართლაც საფლავში წოლილიყო. რას არ გააკეთებდა, ოღონდაც აქ არ ყოფილიყო, ისევ ჰქონოდა გაქცევის საშუალება, უარს არ იტყოდა, უკან მოუხედავად გაიქცეოდა ისევ. - დედე, ხატზე ვიფიცებ, რომ ეს გოგონა ჩემი და, კესანეა. ხატზე არასოდეს დავიფიცებ ტყუილად! სვანები ფიცს არასდროს ტეხენ, ვინც გატეხს არაკაცია. ჩვენ ჯაჭვლიანებს კიდევ ხატის გატეხვა არ შეგვეფერება!!! - ნიკა, როგორ მოხდა ეს, შვილო?! - როგორ, მამა, და ქალბატონი კესანე იმალებოდა იტალიაში, ეს კი მისი დაქალი ნია. უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, მდინარეში არ გადამხტარა. განა მოკვდა, გაიქცა ყველაფერი ტყუილი იყო!!! მისი სიკვდილის შესახებ ეჭვი მაშინ შევიტანე, როცა ვიღაცამ დამირეკა შეხვედრა მთხოვა, მეც შევხვდი და მომიყვა ეს ამბავი: ვიცი რასაც გეტყვითო, შეილება არ დამიჯეროთო მაგრამ თქვენი და ცოცხალიაო. მას მე დავეხმარე საზღვრის გადაკვეთაშიაო, მისი საფლავი ცარიელიაო. ეს რომ გავიგე თავიდან ჩხუბი დავუწყე იმ კაცს, მეთქი მკვდარზე ლაზღანდარაობა ვის გაუგია მეთქი, ბოლოს მითხრა საფლავი შეამოწმეთო თუ ჩემი არ გჯერათო. თავიდან ვერ ვბედავდი, მაგრამ ეჭვი მღრღნიდა ბოლოს გავბედე საფლავი შევამოწმე, მართლაც ცარიელი დამხვდა. იტალია შემოვიარე, იმედს არ ვკარგავდი, ბოლოს მაინც ვიპოვე და დავაბრუნე. ქეთინოს გული წაუვიდა ამ ამბის მოსმენის შემდეგ, ყველა მას დაუხვია თავზე. გონს მალევე მოვიდა, კესანესთან მივიდა, ჯერ სილა გაარტყა ქალიშვილს, იმისთვის, რომ ოჯახს დიდი ტკივილი მიაყენა, შემდეგ ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. კესანე გაუნძრევლად იდგა, ნიას ხელი იჭერდა, რომ არ დაცემულიყო, არ ვიცი ეს გოგო ამდენად ძლიერი როგორ არის, ამდენი ტკივილის მიუხედავად მაინც მყარად რომ დგას ფეხზე. მართლაც ეტყობა რომ სვანია, ნია ტყუილად კი არ ეძახდა ხოლმე, რომ ,,იმენა" სვანი იყო. - რძალო, მოშორდი მაგ გოგოს! ის ჩვენთვის სრულიად უცხოა. სისასტიკე გამოიჩინა, კესანეს მიმართ მამია ჯაჭვლიანმა. - ბაბა, უნდა ვილაპარაკოთ - კარგი, ოღონდ შემდეგ ეს გოგოები წავლენ აქედან! კაცები სალაპარაკოდ წავიდნენ, ქეთინო თავის ქალიშვილს მაინც არ სცილდებოდა. - ბაბუა, მას ჩვენ არ გავაგდებთ, ის ჩვენთან ერთად იცხოვრებს. - რატო ვითომ, მან ჩვენ მოგვატყუა! არ უნდოდა ჩვენთან ერთად ყოფნა, ამიტომ წავა აქედან, მორჩა ამ თემაზე საუბარი! - მესმის, ბაბუა, კესანე ცუდად მოგვექცა, მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდათ, რადგან ცოცხალია გიგა დევდარიანზე ისევ ითვლება დანიშნულად, ისევ შეგვიძლია დავაქორწინოთ. - მამა, რა ხდება?! იქ ჩვენი დაა?! - კი საბა თქვენი დაა, შემოდით ოთახში, გარეთ რატომ დგეხართ, თქვენი ძმა აგიხსნით შემდეგ ყველაფერს. - მაგრამ, ბაბუა, ისინი ხომ თბილისში წავიდნენ? - საბა, მე და შენ რომ ვიყავით გასულები. ვიღაცები ლაპარაკობდნენ, რომ დევდარიანები დღეს აპირებდნენ ჩამოსვლას, გიგა დევდარიანის გარდა. - და ჩამოვიდნენ? ლუკა შვილო?! - არ ვიცი, მუ - კარგით, ხვალ წავიდეთ. კესანესთან ფრთხილად იყავით, არაფერი არ უნდა იეჭვოს! საუბარი მამია ჯაჭვლიანმა დაასრულა. ისე იქცეოდნენ კესანესთან, რომ მას რამე ეჭვი არ გასჩენოდა. თავისი ძმები ჩაეხუტნენ, გაუხარდათ მისი ნახვა. მამია ჯაჭვლიანმა რომელმაც, თავიდან დაუნდობლობა გამოიჩინა კესანეს მიმართ სუფრაზე მიიპატიჟა. კესანე და ნია ხვდებოდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ხვდებოდნენ იმასაც, რომ ჯაჭვლიანების მამაკაცებს რაღაც ქონდათ ჩაფიქრებული. - თქვენის ნებართვით მე და ნია ჩემს ოთახში ავალთ, დაღლილები ვართ. - შეგიძლია წახვიდე. გოგოები კიბებს აუყვნენ, გაიარეს ოთახები. ჯაჭვლიანების სახლში იყო ერთი ოთახი, სადაც კესანეს შესვლა არ შეეძლო. ამ ოთახის პატრონის შესახებ არაფერი იცოდა, ვისი იყო ან რას წარმოადგენდა ამ ოთახის პატრონი ამ ოჯახისთვის. კესანეს თვალწინ არასდროს საუბრობდნენ. გოგონა თავი ოთახს, რომ მიუახლოვდა ღრმად ჩასუნთქა კარი შეაღო, ცრემლები მოადგა, ისევ. - არაფერი შეცვლილა, ჩემი ოთახი ისევ ისეთივეა, გესმის ნია? - კი მესმის კესანე ის ვისი ოთახია? ბოქლომი რომ ადევს. - ჩშშ და კარები დაკეტა კესანემ. - რა მოხდა? - მეც არ ვიცი ნია, მაგ ოთახის შესახებ არაფერი, რას წარმოადგენდა ამ ოთახის პატრონი, ამ ოჯახისთვის. ეჰ ჯაჭვლიანების მამაკაცებს რას გაუგებ?! ერთხელ შესვლა დავაპირე, სანამ ბოქლომს დაადებდნენ, მაგრამ არ გამომივიდა, მამაჩემმა არ შემიშვა, იმ დღის შემდეგ ჩაკეტეს საიმედოდ. - არც საუბრობენ, მაგ ოთახზე? - არა, საერთოდ. შესაძლოა საუბრობენ, მაგრამ არა ჩემთან, როგორც ჩემი ქორწინების მიზეზს არ მეუბნებიან. მარტო ის ვიცი, რომ აუცილებელი იყო ჩემი დაქორწინება იმ ვიღაც დევდარიანზე. - არ გინდა, გავარკვიოთ?! - არა, არ მინდა რადგან ჩვენ აქედან აუცილებლად წავალთ! - ისევ გაიქცევით?! - დიახ, მაგრამ სანამ გავიქცევით შენს ნათესავს მოვკლავ ჩვენი ჩაშვების გამო!! - კარგი მოვკლათ, კესანე ვიცი რომ ნიკამ გაიძულა,დაბრუნება დაგაშანტაჟა რა გითხრა ასეთი?! - არაფერი ისეთი, ნია დაკიდე. - კარგი, ამაზე ხვალ დავილაპარაკებთ, ეხლა დავიძინოთ რაა და კესანეს საწოლზე მიწვა, კესანეც მიწვა და ესღა თქვა - დავიძინებთ კი?! წითურთმიანი გოგონა ტანსაცმელს ამაგრებს, ჩანთაში, თან შეყვარებულს ელაპარაკება. - ალო, გიგუ, მე ვალაგებ, ჩანთას უკვე, სად ხარ შენ? - მოსული ვარ უკვე, დაბლა გელოდები. - კარგი, მოვრჩი, ჩამოვდივარ. პორშე ბოქსტერიდან იყურება 22 წლის შავთმიანი ბიჭი, ის ბიჭი რომელსაც შეყვარებული ყავდა მაგრამ კლუბში და ქალებში ძრომიალი მაინც უყვარდა. ეს ბიჭი კი გიგა დევდარიანი იყო, ბიჭი რომელზეც სვანეთის და თბილისის გოგოები ოცნებობდნენ. დიახ ეს ის ბიჭი იყო, ვისზეც კესანე დანიშნეს. არც გიგა დევდარიანი არ იყო ქორწინებით აღრფრთოვანებული, როცა გაიგო რომ ქორწინება აღარ იქნებოდა, მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან. გიგას ბაბუა კვირია დევდარიანი სვანეთის მეორე მახეში იყო, რომელსაც უფროსი ვაჟი იმედა დევდარიანი ჰყავდა, შემდეგ კი სამი ქალიშვილი. ბატონი იმედასთვის წეს_ ჩვეულებები ყველაზე წინ იყო, ამ კაცს გაცინებულს ვერასდროს დაინახავდით სვანეთში. მას ცოლად ხათუნა გაზდელიანი ყავდა, რომელმაც დევდარიანებს 3 შთამომავალი აჩუქა, ერთი ბიჭი: გიგა და ორი ქალიშვილი: ელენე და ელისა ტყუპები იყვნენ. სადარბაზოდან გამოვიდა წითური გოგონა და გიგას მანქანაში ჩასკუპდა. - აბა წავედით? - წავედით, ჩემები გუშინ წავიდნენ, არ იციან რომ დღეს ჩვენ ჩავალთ, მათ პირველად უნდა გვნახონ, გვიან ჩავალთ და როცა მივალთ მოკრძალებულად მოიქეცი. - კარგი გიგ, მერამდენედ უნდა მითხრა?! ჯანდაბას, ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდაც შენი ცოლი გავხდე. - კარგი. გიგა დევდარიანი სვანეთში მიეშურებოდა, შეყვარებულთან ერთად, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური უნდა გამხდარიყო. მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, ჩვენ გიგას იქ რა ამბები მოხდებოდა... ნელ_ ნელა მზე ფეხს იკიდებდა მთებზე, ფანჯრებიდან კესანეს, ოთახში მზის სინათლემ შეაღწია, ასევე მამლების ყივილიც ისმოდა. თმებ აჩეჩილმა სვანმა ბალიშიდან თავი წამოყო. - ჯანდაბა, იტალიის დანგრეულ სასტუმროში მამლებს რა უნდათ?! თან თვალებს ისრესდა. - შეგეშალა, კესანე იმ დანგრეულ სასტუმროში კი არა საკუთარ ოთახში ხარ, მაგრამ ერთი კი ვიცი ამ მამლებს დავკლავ! თუ არ გაჩუმდებიან! და თავი ისევ ბალიშში ჩარგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.