შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი (13)

17-11-2020, 22:35
ავტორი nukito20w
ნანახია 1 221

-აბა ჰე,ასტალავისტა პატარა ბიჭო.- დემიენმა აკაკის ბილეთი დაუდო წინ.
-რა ჯანდაბაა?!ჯერ აქ მოათრევინე ჩემი თავი,მერეა
-ბევრს ნუ ლაპარაკობ,თორემ შენი ენა ისედაც მოსაჭრელია და არ დამენანები.-გააჩერა.-ხომ გაგაფრთხილე არ გაეკარო-თქო,ეს დედა ნატირები,ხო გაგაფრთხილე არა?!შეუშვი ტვინში,არ უნდიხარ! დაახვევ აქედან ამერიკაში.ოხრად კოლეჯებია,თუ გინდა საერთოდ რუსეთში გაგიშვებ,მანდ მაინც გაუქაჩავ სწავლას.-სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტი ამოიღო,გაუკიდა.
-შენ მე ვინ გგონივარ?
-ერთი ქვეშაფსია ღლაპი,რომლის პიროვნებასაც თავიდან პატივი ვეცი და შხამად შეირგე ეგ პატივისცემა.ახლა დაახვევ აქედან, ან არადა,ისეთ ბოროტებას ჩავიდენ,ისეთ ბოროტებას...
-აჰა,ანუ ციხეში ჩამაყუდებ ან მემუქრები
-არა,ბიჭო.შენ თუ შეუგნებელი ხეთაგანი ხარ,შენმა ოჯახმა რა დააშავა?!ამიტომ აქედან წახვალ, გაჯადოვდები თუ ჯადოს აგვხსნი შენსას და იცხოვრებ მშვიდად.
-და ნიკეა შენ შეგრჩება?შე გაქნილო ნაბიჭ
-წესიერად!-ხელი მაგიდას დაარტყა და წამოიყვირა.-ნუ განიხილავ, როგორც ნივთს,თორემ გონება მებინდება და ხელს აგაწნი.- სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის.- თუ ეჭვები გკლავს,გეტყვი რომ შენი საქმე არაა ჩემი და ნიკეას კავშირი. თუმცა რატომღაც იმდენის უფლება მიეცი თავს,რომ გოგოსთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინა.მან ასე ჩათვალა და არ მაინტერესებს შენ რა იგულისხმე.ბოდიშს შორიდან მოუხდი და დაახვევ ქვეყნიდან.თუ არადა,დაგერხევა,თან მაგრად. ძალიან არ მინდოდა,მაგრამ შენს კარიერაშიც ჩავერევი და შენს ცხოვრებაშიც.ამიტომ სხვა გზა არ გაქვს.
-ფუ,შენი..-წინადადების დასრულება არც კი აცადა,ისე გაუქანა ნახევარ-ლიტრიანი ბოთლი და მხარში გაარტყა.
-ენა,ბიჭო,ენა!
-ასეც ვიცოდი,ფეხები გადაგი..
-გადაგშლი,ახლა გადაგშლი.- წამომდგარმა საყელოში ჩაავლო ხელი და მუცელში ჩააჭირა მუხლი.- სულს ამოგხდი,გაგაქრობ!-სუნთქვა გაუჭირდა ზამბახიძეს და წითლად შეეფერა სახე.-მაიძულებ გატკინო, არადა მეზიზღება ეგეთი ქცევები!- ფეხი აუშვა და წინ გადმოხრილს დააკვირდა,ძლივს რომ ითქვამდა სულს.-შენს საბუთებს ხელს მოკიდებ და მიდიხარ.მიდიხარ და ჩხეიძეს აღარსად გადაეკვეთები.იმ შენ შვილზე,ლელა რომ გიჩენს, მაინც არ ღელავ,მაგრამ მივხედავ. მართლა არ გამაბოროტო,თორემ ცუდად დაამთავრებ და მე სინდისიც არ შემაწუხებს.
-უთანასწოროდ მებრძვი,ეგაა შენი კაცობა?!
-თანასწორად რომ მოგექეცი შეირგე?!-მოტრიალდა ჩერქეზიშვილი.-არა,ხოდა,ახლა გიშორებ.
კარი გააღო და გაიჯახუნა.ლევანი დაუხვდა კართან.
-ამ პარაზიტს თვალი ადევნე. მიუახლოვდება ჩხეიძეს და სულს ამოვხდი,მართლა ამოვხდი.- პერანგი დაიფერთხა და ლევანს ბეჭებზე დაჰკრა ხელი.-ზეგ აქვს ფრენა,მიეხმარე ამ ჩერჩეტს დაახვიოს თავისი უნივერსიტეტის საბუთებიანად.

---------------------
პირველი კვირა ერთმანეთს თავს არიდებდნენ.მეორე კვირას სული აუფორიაქდა ჩხეიძეს.ახალი განცდა შეეპარა სხეულში და ყველა საქმიანობაში ხელს უშლიდა.ვეღაც წერდა და ვეღარც გულმოდგინედ მუშაობდა.ნერვებს აყოლილი ძლივს აბამდა თავს საქმეს.
იჯდა ოთახში და კალამს ათამაშებდა.მერე ყურზე ჩამოდო ეს კალამი და ნიკაპი ჩამოაყრდნო მტევანს.წამით ისიც იფიქრა, ჩერქეზიშვილის სამუშაო ოთახში შევალ და შემოვირიგებო.თავადაც ვერ ხვდებოდა,რატომ აწუხებდა ასე ის,თუ როგორი ნაწყენი იყო მასზე დემიენი.უსაშველოდ გაიწელა მთელი დღე.უგულოდ აკეთა საქმე.ხშირად გაურბოდა თვალი კარისკენ,იქნებ და შემოეჭყიტა მამაკაცს,თუმცა ის არ ჩანდა.მთელი დღე არსად გადაჰყრია.ამის გამო ცოტა გულდაწყვეტილიც კი იყო.
მოსაღამოვდა.სამუშაო დროც ამოიწურა და შინ წასასვლელად მოემზადა.რატომღაც უსიამოვნო განცდა დასტრიალებდა თავს და ვერაფერს უხერხებდა.გარეთ გასულმა,სიშავეშეპარულ ცას მოატარა მზერა.ჩანთა გადაიკიდა და გზას გაუყვა.არ იყო ხმაურიანი ქუჩა და ირგვლივ ძაღლების ყეფის ხმასაც ისმოდა.ჩხეიძე კი აწურული მხრებით,გულისფრიალით მიუყვებოდა ტროტუარს და სულ ცოტა აკლდა ტირილამდე.
ამ ქუჩაზე ერთი ლოთი ჩამოივლის ხოლმე და თუ ვინმეს მოიხელთებს, კმაყოფილია ხოლმე.ახლაც თვალი მოკრა ახალგაზრდა გოგონას და გაეღიმა.რაღაცნაირად ბოროტი ღიმილით.შეიძლება,გინახავთ კიდეც ასეთი ღიმილი ან არა... ეს ის ღიმილია,მსხვერპლს რომ დაიჭერ და შურს იძიებ მზაკვრული ხერხებით.ისე დასტანჯავ ხორცს დააგლეჯ ბრაზისგან ალესილი კბილებით.
ჩხეიძეს სუნთქვა გაუხშირდა და უკან მოიხედა,დაინახა ყიალით ადევნებული კაცი,ამაზრზენი ხარხარით აყრუებდა ღამეს.
-ღმერთო მიშველე!-სახეზე აიფარა ორივე ხელი და წინ მიბრუნდა. გაიხედ-გამოიხედა და ნაბიჯებს აუჩქარა.გვერდიდან ყეფის ხმა ესმოდა,უკნიდან კაცის გულის ამრევი ხმა.კანი დაეხორკლა და ტანი აუკანკალდა.
-მიშველე,მიშველე,მიშველე..- სირბილი შეურია  სწრაფ ნაბიჯებს და გვერდიდან აღრენილი ძაღლიც გაგულისებული წამოიწია წინ ბოლო ხმაზე ყეფით.სამყაროს ეუბნებოდა ამით,ჩემია ყველაფერიო.
-გეხვეწები,დამეხმარე...- თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
ის დრო იყო,დემიენიც სახლში მიდიოდა ხოლმე,თუმცა ამ დღეს, ზუსტად ამ დროს შეუხვია იმ ქუჩაზე,სადაც ნიკეას დიდი საფრთხე ელოდა და გაოგნებისგან თვალები დაექაჩა,აღელვებული, სახეწაშლილი გოგო სადღაც წინ მიჰქროდა.
მანქანა ფეხებთან გაუჩერა და სწრაფად გადავიდა.
-ნიკე!-დაუყვირა გაფითრებულს და დაიგრუხუნა.. ცაზე ელვა გამოისახა.
-ჩაჯექი მანქანაში..- დაბნეულმა ჯერ უკან მიიხედა,მერე გვერდით და დაბნეული ჩაჯდა.თავადაც არეული მიუჯდა საჭეს და მანქანა მოატრიალა.
მიტკლისფერი ედო ჩხეიძეს.სკამის ზურგს კანკალით აეკრა და სხეულში დაბუდებული შიშის გამო, ნერვებისგან აქვითინდა.
-ნიკე...-დაიჩურჩულა ჩერქეზიშვილნა.-შენთან ვარ,გესმის?!-ორივე ხელით საჭეს ჩააფრინდა ჩერქეზიშვილი.
ჩხეიძეს ხელის გულები აეფარებინა,დამშვიდებას ცდილობდა,თუმცა ნერვებმა უმტყუვნა...
ცოტა ხანში გზიდან გადააყენა მანქანა,ჯერ წვიმიან ქალაქს გაჰხედა,მერე ნიკეასკენ გადაიტანა მზერა.
-აბა,გცემო?!რისი თავი გქონია,კი გამოჩნდა..-ჩხეიძემ ამოჰხედა ნამიანი თვალებით და გული შეეკუმშა.-მტირალა ხარ რა.-თითი გაიშვირა ნაძალადევი ღიმილით.
თვალები დაუმრგვალდა ნიკეას.
ხელი ფრთხილად წაიღო და ჩხეიძის ჰაერში გაშეშებულ მტევანს შეეხო.ნიკეა შეკრთა, თუმცა მოშორება არ უცდია.
-ყველაფერი კარგადაა და მე აქ ვარ.-მისკენ მიიწია,რადგან წინააღმდეგობა არ გაუწია გოგომ.
-შემეშინდა..-ამოისლუკუნა და პირი მოკუმა ბგერების დასახშობად. ჩერქეზიშვილიმა ნაზი მტევნები დაუკოცნა.
-დავაჭრი ყურებს,როცა ვნახავ.- ღიმილით ჩაჰხედა აწყლიანებულ თვალებში.-მართლა,შენ არ იტირო ოღონდ და მართლა დავაჭრი ყურებს.ტაფაზე შევწვათ,თუ გულზე მოგეშვება.-სურნელს იპარავდა ქურდივით.საფეთქელზე შუბლით მიეყრდნო დემიენი.
-სხვაც თუ შეაშინეს?!-გული ლამის შუაზე გაეხლიჩა წარმოდგენისას.- შეიძლება,უფრო პატარას ან დიდს,გოგოს ან ბიჭს.-ტუჩი დაებრიცა სატირლად.
-არ ვიცი,ნიკი,მართლა არ ვიცი..-თვალები მიეხუჭა და მთელი კვირის დაძაბული სხეული მოუდუნდა დემიენს.
-ეგეთები უნდა დაიჭირონ. ფსიქიატრიული წამალია მაგათთვის.-თავადაც დახუჭა თვალები და გაყინული თითების გათბობის უფლება მისცა მამაკაცის   
თბილ ხელისგულებს.
-მართალი ხარ..-მთელი სახე აუხურდა და ტანს ჩაუყვა. მონატრებული ესე ახლოს ჰყავს და ეს სურნელიც ისეთი ცხადია..- მეტჯერ ვეღარ ნახავ,გპირდები.
-საჩივარი უნდა დავწერო,ხო?!- ნერვიული ხმით იკითხა.
-შენ არა.მე დავწერ..-მეორე ხელით თმებზე შეეხო.-გაჭედავ,ლოყაზე რომ გაკოცო?!
-რა?!-ამოილუღლუღა ჩხეიძემ.
-გასაგებია..-თავი შეიკავა.
-არა.-უხერხული სივრცე გააპო ჩხეიძის ხმამ.
-რაა?!-გული აუჩქარდა დემიენს.
-გადავიფიქრებ,იცოდე..-თვალები დახუჭა უხერხულად. აი,პატარაობაში ტელევიზორში რომ გადავაწყდებოდით ხოლმე კოცნის სცენას და თვალებს ვხუჭავდით,ზუსტად ისე.
ნაზად აკოცა ლოყაზე,რაღაცნაირი თბილი ტუჩებით.ჩხეიძის კანს სხვანაირად ვერც შეეხებოდით.
დემიენს მოშორება სულ არ უნდოდა,ოდნავადაც კი... დრო კი გადიოდა.
უკან დაიხია და ნიკეას შეხედა თბილად.მისკენ შეატრიალა სახე, ზღვისფერებით მიაშტერდა.ლოყა უჩვეულოდ უხურდა და იფიქრებდა კიდეც,დემიენი მეხება კვლავო, მაგრამ ფაქტი სახეზეა,ყავისფერ თვალებში უყურებს აღელვებული.
-მადლობა,დემიენ.-ნერწყვი ძლივს გადააგორა.
-უკაცრავად,სხვაგან მოხვდით.- გაიღიმა ჩერქეზიშვილმა.
-ოდესმე დასერიოზულდები?!-ცრემლები ხელით მოიწმინდა ჩხეიძემ.
-რას ლაპარაკობ აბა?როდის ვიყავი არასერიოზული?
-ამ წუთშიც ხარ.-გაუღიმა.
-როგორ გეკადრება.სადაც სერიოზული ვარ,იქაც არასერიოზული.აბა,რა გინდა, ხელს გიშლი?!
-არა.-გაეცინა ნიკეას.
-ორივე კმაყოფილები ვყოფილვართ.გადასარევია, წამოდი მშია!- არადა,არაფერი უნდოდა,მასთან ყოფნის გახანგრძლივების გარდა.
-ჩემს დანახვაზე გეხსნება მადა?!- ნიკეამ წარბი აუწია.
-კი,გხედავ -მახსენდება:ხინკალი, ქაბაბი,მწვადი,ხაჭაპური..
-აჰა,ანუ შენი მადის მუზა ვარ.- გაეცინა.
-კი,ჩემი კუჭი გემონება.
-ჩემზე ვერ ვიტყოდი,უფრო საჭმელს.
-ხო,მაგრამ შენ თუ ვერ გხედავს, სულ არ უნდება რამე.
-საინტერესოა.-ამოილაპარაკა ღიმილით ჩხეიძემ.
-ღვედი შეიკარით,ახალგაზრდავ.- ნიკეას მიუთითა.-დიახ,მადლობა, კარგი გოგო ხარ.
-მამასხარავებ?
-გეკადრება?!შეგაქე.-მანქანა ადგილიდან დაძრა.
-ამ დროს აქ რას აკეთებ?!
-გულმა მიგრძნო,გჭირდებოდი.
-ოიიი!
-ჰო,რა იყო.. მომწონხარ და იცი ეგ ამბავი.-სიტყვები სივრცეში გაიჭრა,ნიკეას კანში შეუძვრა და გულში შემძვრალმა სიხარულის ნაპერწკლები ყარა.
-კი,ვიცით.-თავი დაუკრა თავდაჭერილმა.
-და ესე დავტოვოთ?
-რა?
-მე მომწონდე,შენ კოშკში იდგე და სარკმლიდან მიმზერდე თვითკმაყოფილი?!
-რა ტონია?!- ჩხეიძე წამოენთო.- რატომ მავალდებულებ მეც მომწონდე?!
-მოგწონვარ,ჯერ ეგერთიც. აღიარება გაკლია.
-ოჰ,აი რაში ყოფილა საქმე.- წამოწითლდა სახეზე.
-ვტყუი?
-აბა,სიმართლეს ამბობ?!
-კი.
-სახლში მომინდა ახლა.-ხელები გადაიჯვარედინა.
-ჯერ ხო მომყვები,კაცო.
-კი,მეც მშია.-გამოუტყდა ნიკეა.
-ეგრეც ვიცოდი.-ჩაეღიმა ჩერქეზიშვილს.-აბა,რააა!
-ცოტა მაინც დამალე ჩემთან ყოფნის სიხარული.
-რატომ,ვითომ?!შენთან ერთად დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ვატარებ.
-აფერისტო!
-მეწყინა.მე გულწრფელი ვარ შენთან.
-მაშინ,მადლობა.მხრები აიჩეჩა ჩხეიძემ.
-მიხარია იგივე განცდები რომ გაქვს შენც.
-დემიენ!-თვალები აატრიალა.
ჩერქეზიშვილმა გაამხიარულა. იმდენს აცინებდა,მუცელი ასტკივდა ჩხეიძეს.წეღანდელი შიშიც და სტერსიც დავიწყებოდა და დემიენს ჰყვებოდა მთელიანად. ბოლოს ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და პირზე ხელი ააფარა,შენი ხმა არ გავიგოო.
-გირეკავენ..-ტელეფონზე მიუთითა დემიენმა.
-ბოდიში..-უპასუხა იმ წამსვე.-  გისმენ,დე..
-სად ხარ?უკვე ვნერვიულობ.
-მალე მოვალ,უკვე გამოვედი სამსახურიდან.-დემიენის მობილურს დაჰხედა,საათის გასარკვევად.უკვე 12-ის ნახევარი იყო და Ნიკეას თვალებიც გასული დროის გააზრების შემდეგ დამრგვალდა.
-დედიკო,ტაქსი მაინც გააჩერე,მარტო არ იარო.
-თამუ,მოვდივარ და ნუ ღელავ.- კავშირის დასასრული ეს იყო.-რა დრო გასულა,წარმოგიდგენია?
-არა,ახლაც ვერ ვგრძნობ.-მხრები აიწურა დემიენმა.-სულ ასე გაიღიმე ხოლმე რა..-მიაშტერდა მომღიმარ ჩხეიძეს.
-ბოლო იქნება,იცოდე!-თითი აუწია და ქურთუკი შემოიცვა.
-ბოლო და Იშვიათობა სხვებისთვის იყოს,რას მწყევლი.-მიაშტერდა სიყვარულით აღსავსე მზერით.ესე როგორ შეიყვარა,თვᲘთონაც არ იცოდა.
-Ახლა სხვებზე გადაიტანე წყევლა?- გულწრფელად გადაიკისკისა.
-არ დავკვირვებივარ,მაგრამ ეგრე გამოვიდა.-ცოტა შერცხვა და გადაპარსულ თავზე Ხელი გადაისვა.
-არაუშავს,მე ვითომ არ გამიგია.- ფეხზე წამოდგა ნიკეა.
-გამგები ხარ.-დემიენიც წამოიმართა.-წამოდი,ჰე..
-ჩემით წავალ.
-კი,შენი 2 ცალი ფეხით მოდიხარ.
-მეუხერხულება.-გამოუტყდა მაინც.
-ეგ რას ნიშნავს?განმარტება მᲔსაჭიროება.-კარისკენ გაიყოლა.
-მასულელებ?
-რამდენჯერ უნდა გავიმეორო დღეს შენთან,რომ არ გკადრებ არაფერს.-მანქანამდე გაუძღვა.-ვერ და არც.
-მომწონს მიდგომა.-ქვემოდან აჰხედა აწყლიანებული თვალებით. ვერ მიხვდა,დემიენი ზუსტად რას ჰყვებოდნენ,მაგრამ წუხილი რომ დაქვს გასაოცარი სხეულით,ამას ხედავს.
-ყველაფერი გაივლის,ესე იქნება..- ლოყებზე მოეფერა ნაზად.
-ჰო..-თითები დააწყო მტევნებზე და სხეულში შეჭრილი სიმხურვალე აღტაცებით მიიღო.
-შენთან ვიქნები,სულ შენს გვერდით.-გადაიხარა და შუბლზე აკოცა ნაზად.თმებზე საამო სურნელი ასდიოდა ჩხეიძეს.
-მართლა?!-მზერა დაებინდა მამაკაცის სიახლოვისგან და სხეულში დავლილი მხურვალებისგან.
-კი.თუ შენ არ გამაგდებ,თუ ნებას დამრთავ ვიყო შენს გვერდით.- საფეთქელზე ნაზად მიაკრო ტუჩები.
სხეული თავადაც უცახცახებდა ჩერქეზიშვილს გოგოს სიახლოვისგან.მკერდზე მიბჯენილს თმებზე ეფერებოდა და სახეზე ჰკოცნიდა.
-გავგიჟდები..-Ნიკეამ ამოილაპარაკა.
-შენ კი არა,მე ვგიჟდები,ხომ ხედავ.-გაეცინა.
-მგონი გიყვარდები.-ქვემოდან აჰხედა.
-მგონი?!მიყვარდები?-გაეცინა გულწრფელად.გაშლილ ხვეულებში აუხლართა თითები.
-კი,ვგრძნობ.-ტუჩებზე იგრძნო უხილავი ჭიანჭველების გარბენი. დემიენის კოცნა მოუნდა, პირველად მოუნდა ეკოცნა ვინმესთვის.ეს მზერაც  ისეთი თბილია,მოსიყვარულე და მზრუნველი.
-თუ გაკოცებ,პანიკაში ჩავარდები?!
-არა.. მაკოცე.-ჩაეღიმა ჩხეიძეს.
-დავაკონკრეტო ადგილი,თუ მიმიხვდი?!-ჩერქეზიშვილმა სერიოზულად იკᲘთხა.-ტუჩ...
-იდიოტო!-თითის წვერებზე აიწია და თვითონ აკოცა იმ ტუჩებზე, წამების წინ კოცნას რომ ნატრობდა.
სიგიჟის წამი იყო.ახდენილი ოცნების და სხვანაირი სიახლოვის. აღტაცების მწვერვალების და უსაზღვრო სითბოსი,ამდენ ხანს რომ იმალებოდნენ პატრონების კანში.ჩხეიძის წელს შემოესხა მამაკაცის მკლავები მცველად. ტანზე აკრული გრძნობდა მამაკაცის აჩქარებული გულისცემას და საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.მისი გულიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჩერქეზიშვილისას და ცდილობდა ძგერაში არ ჩამორჩენოდა. დემიენის სიახლოვე მოსწონდა, კისერზე შეცურებული შეციებულ თითებს ნაზად  დაატარებდა კანზე.
-ვგიჟდები?!-უფრო საკუთარ თავს დაუსვა კითხვა ჩერქეზიშვილმა. სულის ემოციები სხეულზეც რომ ასსახვოდა.ტუჩებიდან ვერ სწყდებოდა,იმ გემოს ვერ ელეოდა და ვერ ეთმობოდა ვერაფერით. ისიც ვერაფრით დაეჯერებინა, ნიკეამ რომ ითავა კოცნა.
გაგიჟებული ვერ იტევდა ემოციებს და ისე ისროდა,ვერ ფიქრობდა მის გარდა ვერაფერზე.
Გულში ჩაიკრა აჩქარებული სუნთქვით და თმებზე მიეფერა. აზროვნება გაუჭირდა,მხოლოდ ქალღმერთის ტუჩებზე ფიქრობდა, რომლის შეხების ღირსიც გახდა.
-ახლა თუ შეგრცხვება,მოგხვდება.- ჩერქეზიშვილმა თავზე აკოცა.
-არ მრცხვენია.-კისერში ჩაუმალა თავი. იქ დახვედრილი ჰარმონია ნეტარებით მიიღო.-დემიენ, მომწონს შენი სუნი.- მოურიდებლად მიაკრა ტუჩები ყელში.
"ჯანდაბა" იყო ფრაზა,რომელმაც გაუელვა ჩერქეზიშვილს.თავს ძლივს იკავებდა ყოველ ჯერზე და უფრთხოდა ზედმეტს მასთან.ახლა პირდაპირ დაუძვრებოდა მგძნობიარე წერტილებში და თავს მოხვეული მკლავებით იმაგრებდა.
-სახლში უნდა წაგეყვანე,ხომ ასეა...-ამოიჩურჩულა ჩხეიძემ უცნაური ხმით.აშკარა იყო,არ უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება.
-ჰო,ჰო-თავზე აკოცა და მანქანის კარი გაუღო.
თავიდან უხერხულად ისხდნენ ერთმანეთის გვერდით.შემდეგ დემიენმა გააცურა ხელი და თითებზე ჩაეჭიდა.ჩხეიძემ წარბები შეკრა,მაგრამ არ მოუშორებია მამაკაცის ხელი.არც ვალდებულების გამო მიუცია ნებართვა და არც ზრდილობის გამო.ესიამოვნა მისი მტევნის თავისაზე გრძნობა.
კარამდე მიიყვანა,იმდენად არ სურდა დროებითი განშორება. წამოსვლის წინ კიდევ ერთხელ აკოცა და დარწმუნებულიც კი იყო, რომ არა დედამისი სახლში,ნიკეა უარს არ ეტყოდა დარჩენაზე.
შუბლით-შუბლზე დაეყრდნო და წელზე მოეალერსა ნაზად.
-ნიკე..-ლოყაზე დაადო ხელი, ცერით  მოეფერა ჩხეიძეს.
-გისმენ.-თვალები დაჰხუჭვოდა და გამოჟონილ სითბოს იტაცებდა.
-იფიქრე დღევანდელზე.-ბაგეებს ნაზ ამბორს სჩუქნიდა.-სერიოზული კოცნაობა იყო შენს ცხოვრებაში.- ნიკაპზე შეეხო და ისევ აკოცა.
-შენსაშიც.-Კეფაზე გაუსვა ნატიფი თითები კედელზე აკრულმა.
-რა ვიცი,დაზუსტებით არ ვიტყოდი.- მიებჯინა  ნახევარი სახით სახეზე.- უკვე კი უნდა შეხვიდე,მაგრამ...
-მაგრამ შენ ამაყუდე აქ და მკოცნი ისევ.-დაიჩურჩულა სიბნელეში.
-ჰო,არაფერს ვაშავებ.-მკერდზე აიკრა.-შეირბინე,დედა გელოდება და ხვალ ერთად მოვიფიქროთ რამე.-ტუჩებზე დაეკონა.
-დემიენ,არ მცალია გვიანობამდე.- ამოიოხრა.-უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი სამსახურის მერე.
-როდის ასრულებ?!
-9-ზე.-მამაკაცის ყელს მიაკრო ბაგეები.
-გამოგივლი.
-არა,არა..
-კი!ახლა შედი.-კარისკენ მიუთითა და თავად მობილური ამოიღო გასანათებლად.
-შენ სულ კარამდე უნდა ამომყვე?
-იქნებ ერთხელ გაამართლოს და მარტო იყო..
-სულელო!-სიცილით Მიარტყა მუცელში ხელი და ზურგი აქცია.
-ხვალ ცხარზე!
-არ დააგვიანო,2 წუთიც კი არ დაგიცდი ზედმეტად.
-რა პრეტენზიული ხარ?!
-კი,საყვარელო.გკოცნი..-ხელი აუწია და გასაღები მოარგო საკეტს.
-გამცრა..-კარი გააღო თუ არა, დემიენიც ბავშვური ხალისით გაემართა თავისი მანქანისკენ. ჩაჯდა თუ არა,გაახსენდა ის,თუ რა მოხდა რამდენიმე საათის წინ და გზას გაუდგა.

პირველ რიგში,მადლობა ასეთი თბილი და ტკბილი კომენტარებისთვის.რაც შეეხება იმას,რომ ცოტას ვაგვიანებ ხოლმე..
მოკლედ,განზრახ არაა ეს დდ. ვსწავლობ და გამოცდებიც მეწყება,ჰოდა ამ თავების დაწერასაც დრო უნდა.ესაა ჯერ რაც შემიძლია და მადლობას გიხდით მოთმინებისთვისაც.
ისიამოვნეთ.

№1 სტუმარი Marimari

Dzlivs ar egirsat ertmanetis sitbo:-D gemrielu tavi iyo. Warmatebebi gamocdebze:-)

№2 სტუმარი 123

აუ რა კაი თავი იყო რაღაცნაირად თბილი იყო

№3  offline წევრი დარინა

იცი როგორი ტკბილი და გემრიელი თავი იყოო გავთბიი და გავბედნიერდიი, დაგვიანებებზე პრეტენზიებს არ მიაქციოო როცა შეგიძლია მაშინ დადე ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემებიი, აი დემირნივით მეც დავშტერდიი სრულიად არაპროგნოზირებადია ეს ჩვენი ჩხეიძეე, ძალიანაც კარგი ის ერთი კვირა რომ არ მიაქცია ყურადღება აგერ კი დაგვიდნა ძვირფასი ნიკეა, ისეშენ მამაკაც პერსონაჟებს განსაკუთრებით უყვართ ქალებიი, იმედია ის ზამბახიძე მოჯდა უკვე თავის ადგილზე არ მესმის თუ არ უნდოხარ ადამიანს ასე როგორ უნდა ჩაიციკლო რომ მასთან ძალით გინდოდეს ყოფნაა. კარგია ახალ ეტაპზე რომ გადავიდენ უფრო ღუნღულები და ტკბილები გახდებიან, ჩემს დემიენს იმედია სიხარულისგან გული არ გაუსკდებაა :დდდდ რანაირი ბიჭია რაა ასე როგორ გაება ჩხეიძის მახეშიი :დდდდ

№4 სტუმარი მე

დემიენი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი. აი, მიუხედავად ყველა ცუდი საქციელისა, მაინც ეხმარება ადამიანს. აი არვიცი რა, ძალიან კარგად წერ და ძაალიან მაგარი გოგო ხარ! მოუთმენლად ველი შემდეგს❤️

№5  offline წევრი nukito20w

Marimari
Dzlivs ar egirsat ertmanetis sitbo:-D gemrielu tavi iyo. Warmatebebi gamocdebze:-)

აუ,ხო დდდ,აღირსეს.გმადლობ და მე შენ გისურვებ წარმატებებს,მარიამ❤❤❤.

123
აუ რა კაი თავი იყო რაღაცნაირად თბილი იყო

გმადლობ,გმადლობ❤❤❤.

დარინა
იცი როგორი ტკბილი და გემრიელი თავი იყოო გავთბიი და გავბედნიერდიი, დაგვიანებებზე პრეტენზიებს არ მიაქციოო როცა შეგიძლია მაშინ დადე ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემებიი, აი დემირნივით მეც დავშტერდიი სრულიად არაპროგნოზირებადია ეს ჩვენი ჩხეიძეე, ძალიანაც კარგი ის ერთი კვირა რომ არ მიაქცია ყურადღება აგერ კი დაგვიდნა ძვირფასი ნიკეა, ისეშენ მამაკაც პერსონაჟებს განსაკუთრებით უყვართ ქალებიი, იმედია ის ზამბახიძე მოჯდა უკვე თავის ადგილზე არ მესმის თუ არ უნდოხარ ადამიანს ასე როგორ უნდა ჩაიციკლო რომ მასთან ძალით გინდოდეს ყოფნაა. კარგია ახალ ეტაპზე რომ გადავიდენ უფრო ღუნღულები და ტკბილები გახდებიან, ჩემს დემიენს იმედია სიხარულისგან გული არ გაუსკდებაა :დდდდ რანაირი ბიჭია რაა ასე როგორ გაება ჩხეიძის მახეშიი :დდდდ

დარინა,გმადლობ,ძვირფასო.როგორი თბილი კომენტარები იცი❤❤. ჰო,დაგვიანებაზე უნდა მეთქვა,იმიტომ რომ ბევრი მეკითხებოდა და ავხსენი მიზეზი,მაინც.
ზამბახიძეს უბრალოდ ჰგონია რომ ძლივს "მიზნამდე მივიდა" და უცებ ახალი ტიპი გამოჩნდა,რომელსაც ამჯობინეს.. ვერ ეგუება რა,მოკლედ დდ. ხოდა,მაგ ზედმეტებისთვის უშვებს ქვეყნიდან.
მიხარია,რომ შეამჩნიე და აღნიშნე ქალების მიმართ დამოკიდებულება.. სასიამოვნოა,რომ ესე ჩაგრჩა გონებაში.
გმადლობ❤❤❤.

მე
დემიენი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი. აი, მიუხედავად ყველა ცუდი საქციელისა, მაინც ეხმარება ადამიანს. აი არვიცი რა, ძალიან კარგად წერ და ძაალიან მაგარი გოგო ხარ! მოუთმენლად ველი შემდეგს❤️

აუ,რა სასიამოვნო მოსასმენიააა,ღმერთო ჩემო.გმადლობ,გმადლობ,გმადლობ.
მაქსიმალურად შევეცდები მალე დავდო. ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№6 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეე, მგონი აღარც ვსუუუნთქააააავ... ეს რა იყოოოოოო.
მითხარით, მითხარით რომ ეს არც დემიენის სიზმარი ყოფილა და მეც სწორად წავიკითხე ყველაფერი :დ :დ :დ
ღმერთოოო თუ მჯეროდეეეეეეეს :დ გადავირიეეეეე...
აუ ხო მართლა ყველფერი სწორად წავიკითხე, დამიზუსტეთ რა :დ
სიგიჟე იყო..
დემიენს კიარა მე გამცრააა და დემიენი როარ ჩაიკეცა მიკვირს, მგონი ვერც გაიაზრა :დ
აი ძლიიივს ეს გოგო გამოცოცხლა და გამოიხედა თვალებშიიი..
მართლა ძაან ემოციებში ვარ :დ
სიგიჟე იყოოოო.
ნიკე მინდა აი სულ ასეთიიიი, არ შეცვალო რაააა. როგორ მომეწონა ამ თავში მხიარული ნიკე, თავისუფალი და ძაან საყვარელი იყოოოო. ^-^ სულ ასეთი მინდა ეს გოგო იყოს, გულს ათბობს ^-^
ველი შემდეგ თავს მოუთმენლააად ^-^

№7  offline წევრი nukito20w

სტუმარი ანი

ანი,მჭირდებით,უნდა ისუნთქო,სხვა გზა არაა დდდ. დიახ,ნამდვილად აიწია ცერებზე და ვაზუსტებ,ტუჩებში აკოცა დდდდ. არაფერი მოგჩვენებია და არც სიზმარი ყოფილა.მიხარია თუ ისიამოვნე ამ თავით❤❤.

№8  offline წევრი Megioki

სწავლა უპირველეს ყოვლისა :დდდ (ცოტა საარჩევნო სლოგანივით კი გამომივიდა :დდდ) წარმატებები სწავლა განათლებაში და გამოცდების უმაღლეს შეფასებებზე ჩამთავრება ❣️❣️

უუჰ, რა თავი იყო ეეს. თვალებს ვერ დავუჯერე. ყოჩაღ, ბრავო, ნიკეას. გაახილა თვალები როგორც იქნა. ❤️❤️ რა ვქნა, აი, არ შემიძლია დემიენს მე ვერ ავუვლი გვერდს და ვერ გავატარებ ასე. ადამიანი პოზიტივი არის ეს ბიჭი. ❤️❤️ ვგრძნობ რომ შემდეგი თავები უფრო და უფრო მაგარი იქნება ❣️❣️❣️❣️
--------------------
M.oki

№9  offline წევრი nukito20w

Megioki
სწავლა უპირველეს ყოვლისა :დდდ (ცოტა საარჩევნო სლოგანივით კი გამომივიდა :დდდ) წარმატებები სწავლა განათლებაში და გამოცდების უმაღლეს შეფასებებზე ჩამთავრება ❣️❣️

უუჰ, რა თავი იყო ეეს. თვალებს ვერ დავუჯერე. ყოჩაღ, ბრავო, ნიკეას. გაახილა თვალები როგორც იქნა. ❤️❤️ რა ვქნა, აი, არ შემიძლია დემიენს მე ვერ ავუვლი გვერდს და ვერ გავატარებ ასე. ადამიანი პოზიტივი არის ეს ბიჭი. ❤️❤️ ვგრძნობ რომ შემდეგი თავები უფრო და უფრო მაგარი იქნება ❣️❣️❣️❣️

გაიხარე,გმადლობ,ჩემო კარგო❤❤❤.ასევე წარმატებებს გისურვებ. აუ,რა კარგია ესე რომ მოგეწონათ ეს თავი და ეს ისტორია საერთოდ.

№10 სტუმარი Life is beautiful

ნიკე გაგვითამამადა? ყოჩაღ ერთი დემიენის სახე დამენახა როცა აკოცა:-):-)
ძაან კაი და გემრიელი ისტოა გელოდებით.. ისწავლე და თავი არ გადაიტვირთო ადამიანები ვართ არ გვიკვირს:-)
კარგად აბა<3

№11 სტუმარი სტუმარი ნანა

დასაწყისი ბევრად უკეთესი იყო

№12  offline წევრი თათია-თათა

როგორი კარგი თავია, ბოლოში რომ გავედი მაშინ მივხვდი რომ გაღიმებული ვკითხულობდი :) მადლობა შენ ამ ისტორიისთვის.წარმატებები :)

№13 სტუმარი სტუმარი თამო

პირველად გიწერ კომენტარს :დდ სულ ვკითხულობ მინდა იცოდე.. ბევრს ვერ დავწერ მაგრამ მცირედ ვეცდები :დ ამ ისტორიით დავიწყე და შუალედში წინაც წავიკითხე ^^ პირველი შენი წერის სტილი მომწონს ძალიან, ისე წერ კითხვას რომ დაიწყებს ადამიანი უნდა თუ არ უნდა, იზიდავ მკითხველს ყველანაირად^^ საინტერესო მიდგომა გაქვს. და მეორე- რაც შეეხება პერსონაჟება.. დემიენზე ვგიჟდები.. პირველ თავში ცოტა სხვა კუთხიდან გამოჩნდა, მაგრამ იმდენად განვითარდა მთელი ამ დროის მანძილზე, ძალიან ძალიან მომწონს, რომ ცდილობს ყველაფერი სწორი სიტყვით და საქციელით მოაგვაროს. პატარა ფოფიკოზე რომ გიჟდება^^ და ბოლოს ნიკეასთან..ნიკეა კიდევ ცალკე იდეალი თავისი სილამაზით, თავისი ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულებაში. და ნუ ამ თავში შოკი :დდ ეს ორი ერთად ძალიან დიდი საოცრებაა.. ^^ ბევრს მართლა ვერ ვწერ. არ გამომდის ხოლმე და ესეც არეული კომენტარი იქნება ვიცი.. ზოგადად თითქმის არასდროს არ ვწერ ხოლმე კომენტარებს ამ ბოლო დროს, მაგრამ მინდოდა ერთხელ მაინც დამეწერა. მიცნობდე,როგორც შენს მკითხველს^^ აი უბრალოდ თითოეული თავი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვერ გეტყვი, იმდენად მომწონს. ეს კიდევ ძალიან თბილი, სიყვარულით და ზოგადად გრძნობებით სავსე ტკბილი თავი იყო და როფორ ველი შემდეგს შენ არც კი იცი ^^ წარმატებები შენ ყველაფერში♥️

№14  offline წევრი nukito20w

Life is beautiful
ნიკე გაგვითამამადა? ყოჩაღ ერთი დემიენის სახე დამენახა როცა აკოცა:-):-)
ძაან კაი და გემრიელი ისტოა გელოდებით.. ისწავლე და თავი არ გადაიტვირთო ადამიანები ვართ არ გვიკვირს:-)
კარგად აბა<3

გაიხარე ❤❤,ვერაფრით ვდუნდები ჯერ და ერთი გადაიაროს ამ პერიოდმა რომ მშვიდად ამოვისუნთქო.ეგ მე მომეჩვენასავით დდ,როცა ვწერდი და საინტერესო სანახავი იყო დდდ.
მადლობა რომ მეხმიანები ხოლმე სულ❤❤❤.

სტუმარი ნანა
დასაწყისი ბევრად უკეთესი იყო

ნანა,თქვენი იმედების გაცრუება არ მინდოდა.მადლობა შეფასებისთვის.❤❤

თათია-თათა
როგორი კარგი თავია, ბოლოში რომ გავედი მაშინ მივხვდი რომ გაღიმებული ვკითხულობდი :) მადლობა შენ ამ ისტორიისთვის.წარმატებები :)

თათია,როგორ გამახარე Ხომ არ იცი რა. მიხარია რომ გაგეღიმა და ხლა მეც გამაღიმე.ასევე წარმატებები და გმადლობ რომ კითხულობ❤❤.

სტუმარი თამო
პირველად გიწერ კომენტარს :დდ სულ ვკითხულობ მინდა იცოდე.. ბევრს ვერ დავწერ მაგრამ მცირედ ვეცდები :დ ამ ისტორიით დავიწყე და შუალედში წინაც წავიკითხე ^^ პირველი შენი წერის სტილი მომწონს ძალიან, ისე წერ კითხვას რომ დაიწყებს ადამიანი უნდა თუ არ უნდა, იზიდავ მკითხველს ყველანაირად^^ საინტერესო მიდგომა გაქვს. და მეორე- რაც შეეხება პერსონაჟება.. დემიენზე ვგიჟდები.. პირველ თავში ცოტა სხვა კუთხიდან გამოჩნდა, მაგრამ იმდენად განვითარდა მთელი ამ დროის მანძილზე, ძალიან ძალიან მომწონს, რომ ცდილობს ყველაფერი სწორი სიტყვით და საქციელით მოაგვაროს. პატარა ფოფიკოზე რომ გიჟდება^^ და ბოლოს ნიკეასთან..ნიკეა კიდევ ცალკე იდეალი თავისი სილამაზით, თავისი ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულებაში. და ნუ ამ თავში შოკი :დდ ეს ორი ერთად ძალიან დიდი საოცრებაა.. ^^ ბევრს მართლა ვერ ვწერ. არ გამომდის ხოლმე და ესეც არეული კომენტარი იქნება ვიცი.. ზოგადად თითქმის არასდროს არ ვწერ ხოლმე კომენტარებს ამ ბოლო დროს, მაგრამ მინდოდა ერთხელ მაინც დამეწერა. მიცნობდე,როგორც შენს მკითხველს^^ აი უბრალოდ თითოეული თავი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვერ გეტყვი, იმდენად მომწონს. ეს კიდევ ძალიან თბილი, სიყვარულით და ზოგადად გრძნობებით სავსე ტკბილი თავი იყო და როფორ ველი შემდეგს შენ არც კი იცი ^^ წარმატებები შენ ყველაფერში♥️

ვაი,თამო❤❤❤,ეს რა წავიკითხე ახლა.. აუ,როგორ მიხარია რომ გამეცანი.ჯანდაბა! თან როგორი თბილი კომენტარიაა! რამდენი კომპლიმენტი მითხარი,მეშინია თავში არ ამივარდეს..მიხარია თუ მოგწონს და სიამოვნებას ღებულობ.
უღრმესი მადლობა ესეთი საოცარი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილისთვის.ასევე წარმატებები თქვენ,ჩემო კარგო❤❤❤❤❤❤❤❤❤. რაც შეეხება კომემტარებს,არ ვიცი რა გითხრა.შენი სურვილია და როცა მოგინდება გულით და ვისთანაც მოგინდება დაწერა,მაშინ შეგიძლია ამოხეთქო.თუმცა ამის მერე მემახსოვრება რომ შენ სულ წაიკითხავ და ჩემთვის მთავარი ესაა❤❤❤❤❤❤❤.

№15 სტუმარი ატბ

როდის დადებ

№16  offline წევრი nukito20w

ატბ
როდის დადებ

ვეცდები მალე იყოს.

№17  offline წევრი თათია-თათა

რა ძალიან დიდი შუალედია :( როდის დადებ ახალ თავს?

№18  offline წევრი nukito20w

თათია-თათა
რა ძალიან დიდი შუალედია :( როდის დადებ ახალ თავს?

გუშინ გავგზავნე და ამ დრომდე არ დაუდიათ,ალბათ,გვიან ან ხვალ დილით იქნება.

№19 სტუმარი სტუმარი ანი

nukito20w
თათია-თათა
რა ძალიან დიდი შუალედია :( როდის დადებ ახალ თავს?

გუშინ გავგზავნე და ამ დრომდე არ დაუდიათ,ალბათ,გვიან ან ხვალ დილით იქნება.

ოხ როგორ მიშლიან ნერვეეეებს, დაადასტურონ მალეეეე.

№20  offline წევრი nukito20w

სტუმარი ანი
nukito20w
თათია-თათა
რა ძალიან დიდი შუალედია :( როდის დადებ ახალ თავს?

გუშინ გავგზავნე და ამ დრომდე არ დაუდიათ,ალბათ,გვიან ან ხვალ დილით იქნება.

ოხ როგორ მიშლიან ნერვეეეებს, დაადასტურონ მალეეეე.

ანი,ხო..მეც ველი და ვამოწმებ ხშირად. ბოლოს რომ ვნახე,16 ელოდა შემოწმებას დდდდ... ნეტავ დღეს თუ იქნება?!

№21 სტუმარი Life is beautiful

აუუუ შენ რო ვერ დებდი მესმოდა და არ ვბრაზდებოდი ყველას გვაქ საქმეები მარა ეს უსამართლობაა უკვე :-|:-(:-(როცა გაგზავნილი გაქ და კიდევ ვერ ვკითხულობ... გავბრაზდი მართლა... რა უბედურებაა დადონ ამდენი ხალხი ველით გული გაგვიწვრილდა...
შენ ჩემო ძალიან კარგო მადლობა რომ წერ<3

№22  offline წევრი nukito20w

მადლობა რომ კითხულობთ და მოთმინებით ელით.რაღაც ხარვეზი ყოფილა და გაუჭირდათ წაკითხვა,ამიტომ გაიწელა ამდენ ხანს.უკვე დადეს ❤.

№23 სტუმარი სტუმარი ნესტანი

დედა რა იყო ეს დავშოკე ესეთი ემოცია ესეთი სიამსიტკბოება ესეთი სიყვარული ამ წყვილს გამიკვირდა ესე როგორ მოკვდა ნიკეა,მომეწონა დემიენის საქციელი ყურადღება ნიკეას მიმართ. პირად კი ვბრაზობდი ამ ბიჭზე ცუდად როფიქრობდა მაგრამ ეხლა მომეწონა მადლობა წარმატებები

№24  offline წევრი nukito20w

სტუმარი ნესტანი
დედა რა იყო ეს დავშოკე ესეთი ემოცია ესეთი სიამსიტკბოება ესეთი სიყვარული ამ წყვილს გამიკვირდა ესე როგორ მოკვდა ნიკეა,მომეწონა დემიენის საქციელი ყურადღება ნიკეას მიმართ. პირად კი ვბრაზობდი ამ ბიჭზე ცუდად როფიქრობდა მაგრამ ეხლა მომეწონა მადლობა წარმატებები

მიხარია რომ მოგეწონა და ემოციები გამოიწვია შენში,უღრმესი მადლობა და ასევე წარმატებებს გისურვებ❤.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent