შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-10)


19-11-2020, 16:33
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 207

მცირედ შესავალს გავაკეთებ -მეორე ნაწილიდან მთხრობელი იცვლება და არც იმხელა იქნება, როგორც პირველი ნაწილი. ნელ-ნელა მიდის ფინალისკენ და მეც უფრო და უფრო მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები . . .




8 8 8 8

შუა დღე იყო. კოტეჯის გადახურულ აივანზე მდგომი, ნიცასთან ვიდეო-ზარით საუბრის შემდეგ, ამჯერად უკვე აარონს ველაპარაკებოდი, თან მელინას ვუყურებდი, ვისაც ხასხასა ბალახზე პლედი გაეფინა, მასზე ზურგით გაწოლილიყო და ცაზე მიშტერებული, ყურსასმენებში ჩემთვის უცნობ მუსიკას უსმენდა. მეღიმებოდა მის შემხედვარეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მაინც არ მყოფნიდა ხოლმე მასთან სიახლოვე. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც მხრივ, ჯერ კიდევ შორს გვეჭირა თავი ერთმანეთისგან, იმისდა მიუხედავად, რომ გულის სიღრმეში, უკვე ვერც ერთი ვეღარ ვგრძნობდით ამის აუცილებლობას.
-დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი დახმარება არ გჭირდება? -ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რაც დავით დევდარიანის, ჩვენი ქორწინებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე საუბარმა გამოიწვია, კვლავ მომესმა ჩემი ძმის ხმა
-დახმარებაში რას გულისხმობ?
-მატერიალურ დახმარებას, ნიკოლოზ -მომიგო ხმადაბლა -შენ ჩემი ძმა ხარ და იცოდე, თუ რამე დაგჭირდებათ შენ და მელინას . . .
-გმადლობ, არაფრის საჭიროება არ გვაქვს -შუა გზაზე გავაწყვეტინე წამოწყებული სიტყვა, რადგან არანაირი სურვილი არ მქონდა წინადადება დაესრულებინა -ეს ჩემი ცოლია, აარონ, ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი საზრუნავი და ყველაფერს თავად უნდა მივხედო, სხვისი ჩარევის გარეშე
-კარგი, კარგი და რას აპირებ?
-ჯერჯერობით აქ ვგეგმავთ ყოფნას. სიტუაცია რომ ცოტათი ჩაწყნარდება, თბილისში დავბრუნდებით, რამე სამსახურს ვიშოვით და საკუთარ თავებს თვითონვე მივხედავთ, მანამდე კი ჩვენზე ნუ ინერვიულებ
-ვამაყობ შენით, იცი? -მართალია, ნიცას მსგავსად ვიდეო-ზარით არ მირეკავდა და ვერც მის სახეს ვხედავდი, თუმცა ტონზე მაინც შევატყვე, იღიმოდა. რაც თავი მახსოვდა, აარონის მხრიდან, ჩემი მისამართით პირველად გავიგონე ეს სიტყვა და უნდა ვაღიარო, ნამდვილად იყო სასიამოვნო მოსასმენი
-მე კი, მთელი ცხოვრება ვამაყობდი შენით -ვუპასუხე მაშინვე, მერე კი, კვლავ გაზონზე მწოლიარე მელინას გავხედე და დავამატე : -კარგი, ჩემი წასვლის დროა, სხვა დროს კიდევ ვისაუბროთ. ანასტასიას მოკითხვა გადაეცი
-აუცილებლად გადავცემ -დამპირდა აარონი და ჩვენი სატელეფონო კავშირიც, სწორედ აღნიშნულ მომენტში გაწყდა
მობილურის ჯიბეში ჩაბრუნების შემდეგ, ღრმად ჩავისუნთქე აღმოსავლეთიდან მონაქროლი ოდნავ გრილი ჰაერი, აივნის პატარა კიბეები ჩავირბინე და პირდაპირ იქითკენ გავემართე, სადაც მელინა იწვა, თავის ჭრელ პლედზე. ამ უკანასკნელს, კვლავ მოუშორებლად ეკეთა ყურსასმენები, ფეხები მუხლებში მოეხარა, თვალები დაეხუჭა და ადგილიდანაც არ იძვროდა. ვაღიარებ, საკმაოდ კარგი რელაქსაცია ჰქონდა მოწყობილი, ამიტომ, მასთან მიახლოების შემდეგ, გვერდით ფრთხილად მივუწექი, ცალი ყურსასმენი გამოვაძვრე და ყურის ბიბილოზე ტუჩები ოდნავ შევახე.
-შენ აქ წევხარ, მე კი ცოლის ყურადღება მჭირდება -ჩავიჩურჩულე პირდაპირ მის ყელთან, ლავიწის ძვალზე ნაზად მივაკარი ტუჩები, თავი კი მხარზე დავადე. მელინამ, სახეზე თითებით მოფერებით უპასუხა ჩემს ამ ჟესტს, თან ღიმილით დამაცქერდა ზემოდან
-ესე იგი, ყურადღება მოგაკლდა, არა?

-ჰო მომაკლდა და უფლებას გაძლევ ეს გამოასწორო

-კარგი, გამოვასწორებ -სიცილით აიშვირა საჩვენებელი თითი ცისკენ -ოღონდ, დასაწყისისთვის მითხარი იმ ღრუბელს რისი ფორმა აქვს?

-მაინც რომელს? -პლედზე მეც ზურგით გავწექი და ზემოთ ავიხედე

-აი იმას, ყველაზე დიდი რომაა

-ჰმმ, ალბათ უყურადღებოდ დატოვებული, მოწყენილი ქმრის

-კარგი რა -მკლავზე ჩქმეტით დამაჯილდოვა -სერიოზულად გეკითხები და შენც სერიოზულად მიპასუხე. დიდი ხანია ვუკვირდები და ვერ გავარკვიე რისი ფორმაა

ამჯერად, მის თხოვნას სერიოზულად მივუდექი და ყველაზე დიდი ღრუბელი დაკვირვებით შევათვალიერე. არ ვიცოდი, რამდენად მართალი ვიყავი, თუმცა მომეჩვენა, რომ მისი ფორმები ძალიან ჰგავდა ცხენისას და გადავწყვიტე, ჩემი გამოძიება მეტად აღარც გამეწელა.

-ვფიქრობ, ცხენი უნდა იყოს -შუბლის სრესით მივუგე -თავად რას ამსგავსებ?

-შენ წარმოიდგინე, მეც რაღაც ეგეთი ვიფიქრე, თუმცა დარმწუნებული არ ვიყავი

-რა გინდა, გაგიმართლა, თეთრი ცხენი ზემოდან დაგყურებს, პრინცი კიდევ გვერდით გიწევს. აშკარად იღბლიან ვარსკვლავზე ხარ დაბადებული

მელინა ჩემს სიტყვებს ღიმილით შეხვდა, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია ისე მომარგო ცალი ყურსასმენი, მეორე კი თვითონ გაიკეთა და მობილურში, ჩემთვის საყვრელი Wind Of Change-ს მელოდია ჩართო. ეს სიმღერა, თითქოს იმ ყველაფრის დასაწყისთან იგივდებოდა, რაც მელინას შეეხებოდა და სწორედ ამიტომ, ჩავთვალე, რომ სიტუაციისთვის სრულიად შესაფერისი იყო.

-ახლა ის საღამო გამახსენდა, როდესაც დაგინახე, როგორ უკრავდი ამ სიმღერას, სანაპიროზე -ვაღიარე

-ჰოო? -გვერდულად გამომხედა ხსენებული კითხვისას, თან ცალი წარბი აზიდა მრავალმნიშვნელოვნად -მაინტერესებს, მაშინ ჩემზე რა იფიქრე?

-ჯანდაბა! -ამოვთქვი სიცილნარევი ოხვრით, მერე კი თხოვნით სავსე ტონი მოვიშველიე დამხმარე ძალად :-უმორჩილესად გთხოვ ეგ არ მკითხო, თორემ დღესვე დამიდებ წინ განქორწინების საბუთებს

-ასე ცუდად იყო საქმე? -თვითონაც გაეცინა

-ვაღიარებ, რომ კი, მაგრამ მას შემდეგ ათასი რამე მოხდა და ის ფიქრებიც წარსულში დარჩა -მისი ხელი, ჩემსაში მოვიქციე ამის თქმისას და სათითაოდ დავუკოცნე ყველა თითი. მელინამ თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში ღრმად სუნთქვასაც მოჰყვა. სიამოვნებისგან გამოწვეული მისი დაძაბულობა, თითქოს მეც გადმომეცემოდა, ჯაჭვური ენერგიით.

-ერთ რაღაცაზე უნდა მიპასუხო, ოღონდ გულწრფელად, კარგი?

-მაინც, რაზე?-ისე მკითხა, თვალები არც გაუხელია

-ერთხელ მაინც თუ გინატრია, რომ მომავალშიც ჩემი იყო? რომ ეს ყველაფერი, შენი დამამთავრებელი კურსის დახურვასთან ერთად არ დასრულდეს და არც ჩვენ დავმთავრდეთ -ვკითხე ის, რაც მთელი ეს დღეები მიტრიალებდა თავში და რაზე პასუხიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვაღიარებ, გიჟური სურვილი მქონდა ამაზე დადებითად ეპასუხა. თუ აქამდე კიდევ რაღაცას ვყოყმანობდი, ახლა უკვე ბოლომდე გახლდით დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში და ძალიან მინდოდა, მელინასგან იმის ნახევარ მაინც მეგრძნო, რასაც მე განვიცდიდი მისდამი.

-ნიკოლოზ, ამას რატომ მეკითხები? -დახშული ხმით, ძლივს ამოთქვა ბოლოს. ვამჩნევდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი ნერვული სუნთქვისგან და ეგოისტური კმაყოფილება მიპყრობდა იმის გამო, რომ ამ ყველაფრის გამომწვევი თავად ვიყავი

-უბრალოდ მიპასუხე, კარგი? მსურს შენი პასუხიც მოვისმინო, რადგან მე მართლა არ მინდა შენთან გაშორება, არც ერთი, არც ორი და არც, მრავალი წლის შემდეგ

-რატომ?

-მიზეზი გაინტერესებს?

-მაინტერესებს

-დაფიქრდი, იქნებ არაფრის თქმა არ არის საჭირო და თვითონ დაინახო ჩემს თვალებში, შენდამი გიჟური დამოკიდებულება? -სახეზე ხელი ჩამოვუსვი, თვალებში ჩავაცქერდი და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პასუხებს ვთხოვდი, ახლა სიტყვის თქმაც აღარ დავაცალე ისე გადავაწექი ზემოდან და მოწყურებული დავეწაფე მის ალუბლისფერ ტუჩებს.

თავადაც მიპასუხა. მიპასუხა ისე, როგორც არასდროს, ისეთი გრძნობით, როგორც არასდროს და მეც უკვე ბოლომდე გადავლახე ჩემში ის თავშეკავების საზღვარი, რომელსაც აქამდე არასდროს ვაბიჯებდი ხოლმე. ვგრძნობდი, რომ მინდოდა ეს გოგო. გულსაც ისევე უნდოდა, როგორც სხეულს, გონებასაც ისევე უნდოდა, როგორც აშლილ სურვილებს და უკვე ბოლომდე გამოვრთე ის კონტროლის მექანიზმი, რაც მელინასადმი სიახლოვის საზღვრებს მივლებდა ხოლმე.
ხომ გინახავთ, ბანალურ რომანტიულ ფილმებში, წყვილის ემოციური მომენტების დროს რომ წვიმა წამოვა ხოლმე, მოულოდნელად და სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელ მომენტში? ჩვენს შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. ჯერ ერთი წვეთი დამეცა, მეორე მეორე, ბოლოს კი ისეთი ამბავი შეიქმნა და ისეთი გრუხუნი ატყდა, პლედის აღებისა და დაუყოვნებლივ შინ შესვლის გარდა აღარაფერი დაგვრჩენოდა. ასეც მოვიქეცით -უეცრად გაბრაზებული ღრუბლების წყალობით ნახევრად გალუმპულები, სირბილით შევვარდით სახლში, დახურულ კარს მივეყრდენით და ერთმანეთს გადავხედეთ.
სახლს მკრთალად ანათებდა ვერცლისფერი შუქი, რომელიც კედელზე მიმაგრებული სანათიდან იფრქვეოდა. როგორც ჩანს, არც წვიმა აპირებდა გადაღებას, პირიქით, თანდათანობით უფრო ძლიერდებოდა და ქუხილიც მატულობდა.
-მოდი აქ, ასეთი დაშინებული სახე ნუ გაქვს -ღიმილით ვუთხარი მელინას, თან მისი სხეული მკლავებში მოვიქციე და თავზე ვაკოცე -ამაღამ სხვაგან არ დავიძინებ, სანამ ელვა იქნება, შენთან დავრჩები
-არც ერთი წამით არ დამტოვო, გესმის? -მაისურზე ხელებს ძლიერად მიჭერდა და სახეს ჩემს ყელში მალავდა. პატარა ბავშვს ჰგავდა, ვინც მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი, ეს კი გულში უზარმაზარ სითბოს მიღვრიდა
-არ დაგტოვებ, ოღონდ ეცადე ეს მაისური არ შემომახიო, კარგი? -სიცილით ავაწევინე თავი. ვცადე თვალებში ჩამეხედა, რათა მზერითი კონტაქტით, ცოტათი მაინც გამექრო მისი შინაგანი დაძაბულობა -ნიცას დაბადების დღის საჩუქარია და თუ რამე მოუვიდა, ორივეს დაგვხოცავს
-ნიცას ისე აღწერ, მისი უკვე მეშინია
-შენ ვინმესი გეშინია? მეგონა ჩემს წინ ნომერ პირველი გაიძვერა იდგა
-შენ ჯერ კიდევ ტუალეტის ინციდენტი გაქვს ჩარჩენილი გონებაში -ნელ-ნელა საუბარში მყვებოდა და ვამჩნევდი, რომ იმდენად აღარ ეშინოდა, როგორც ადრე. მეც სწორედ ეს მიზანი მამოძრავებდა, ყურადღება რამეთი უნდა გადამეტანინებინა, რათა თავის ფობიაზე საფიქრელად მინიმალური დრო დარჩენოდა
-ტუალეტის, კლუბისაც, როცა კურდღლის კოსტიუმში გამოწყობილი გამომეცხადე, როცა შენი კუდში დევნა მიწევდა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?
-აღარ ჩამოთვალო -ლოყაზე მხურვალედ მაკოცა ამის თქმისას მელინამ და თვალებში უტეხად ჩამაშტერდა. იმ წამს, მის მზერაში უზარმაზარი სურვილი ამოვიკითხე. ჩემთან სიახლოვის სურვილი და თითქოს ძარღვებში სისხლი ამიდუღდა ამის გააზრებისას.

-შენი მზერა . . .

-რა სჭირს ჩემს მზერას? გაბნევს არა? -გამაწყვეტინა, თან უფრო მეტად მომიახლოვდა თავისი გამომწვევი გამოხედვით

-გთხოვ, შეწყვიტე . . .

-ხომ გითხარი, ოდესმე ამასაც დაგმართებთქო? ხომ გაგაფრთხილე, შენს მიერ დანთებული ცეცხლი დაგწვავს-მეთქი?

-პირობის შესრულებაში კონკურენტი არ გყავს -წამით თვალები დავხუჭე და ისე მივუგე -სასჯელის ტოლფასია, როცა ჩემთან ამდენად ახლოს ხარ და შენი ნორმალურად შეხების უფლებაც არ მაქვს

მელინას მზერაში, ამაყი თავდაჯერება, სითბომ შეცვალა. თვალებში თითქოს მზისფერი სხივები ჩაუდგა და ოდნავი ღიმილით ჩამომისვა ლოყაზე თავისი თხელი თითები.

-გაქვს -მითხრა, თუმცა უნდა ვაღიარო, ამ ერთი სიტყვიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე. ალბათ, ესეც ჩემი მაცდური ცოლის ზომაზე მეტი სიახლოვის ბრალი გახლდათ

-ვერ მივხვდი?

-გაქვს ჩემი შეხების უფლება -განმიმარტა ისეთი ტონით, რომელშიც ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლებოდა -სხვას არავის აქვს, თუ არა შენ, გესმის? ბოლო პერიოდში, მუდამ მიმტკიცებ რამხელა მსვერპლის გაღება შეგიძლია ჩემი გულისთვის, შენს მხარდაჭერას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს ყველაფერი სიყალბე ვერ იქნება. არც შენ ხარ ყალბი -მეორე ხელიც მოადო ჩემს ლოყას ამის თქმისას, თან მკითხა ; -გახსოვს, იმ დღეს მანქანაში, როდესაც ბორკილებით იყავი მიბმული, გითხარი ჩემი თავის ტკივილი ხარ-მეთქი?

-ჰო, მახსოვს, თუმცა სასიამოვნო მოსასმენი იყო-მეთქი, ვერ გეტყვი -ოდნავ გამეღიმა. პარალელურად მისი გაღიმებაც შევძელი -ამას ახლა რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ ეს თავის ტკივილი, დროთა განმავლობაში, ტკივილის მოსაშორებელ წამლად გადაიქცა. ახლა კი მინდა მე გავაქრო შენი ტკივილები -დამატყვევებელი, ქალური ცეცხლი გიზგიზებდა მთელი ამ დროის მანძილზე მელინას თვალებში და მეც უკვე კარგად ვხვდებოდი, რისი მანიშნებელი იყო ეს ყველაფერი. სხეული ერთანად დამეჭიმა. უცნაურად შეცვლილ შინაგან ტემპერატურას უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, ორივე საფეთქელში, თითქოს უროსავით მიკაკუნებდა რაღაც მძიმე. ჯანდაბა, ნუთუ რეალურად მემართებოდა ეს ყველაფერი?

-მელინა . . . -ამოვთქვი დახშული ხმით მისი სახელი და გამშრალი ყელის გასასველებლად, ნერწყვი გადავყლაპე. არ გამომივიდა. ნერწყვიც კი გამშრობოდა იმ წამს - დარწმუნებული ხარ? -საკუთარი ხმაც კი მეუცნაუებოდა საუბრისას, თუმცა ხელსაც კი ვერ გავანძრევდი ეს კითხვა რომ არ დამესვა და ყველაფერში საბოლოოდ არ დავრწმუნებულიყავი

რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს. არც მე ვიღებდი ხმას და მხოლოდ მის თვალებში ყურებით შემოვიფარგლებოდი. მერე თითქოს გონს მოეგოო, უფრო მეტად მომიახლოვდა, შუბლზე, შუბლი მომადო და სახეზე თავისი ცხელი სუნთქვა შემომაფრქვია.

-ნიკოლოზ -ამოიჩურჩულა, თან ენა გადაიტარა ქვედა ტუჩზე -იცი? არასდროს მდომებია ასე ვინმესი გავმხდარიყავი. შენ შეძელი . . . შეძელი და ჩემს გონებაში შემოაღწიე

სწორედ ამის მოსმენა მჭირდებოდა იმ წამს. ვაღიარებ, მეტის მოთმენას და დამატებითი კითხვების დასმას მართლა აღარ ვაპირებდი. ამის მაგივრად, ფრთხილად ჩავაცურე ხელები მისი ფეხებისკენ, სარაფანი თეძოებზე ფრთხილად ავუწიე და სულ მალე, ტანზეც გადავაძრე. მისი სხეულის სამოსის გარეშე ხილვამ, კიდევ უფრო მეტად ამირია სუნთქვა. ვუყურებდი ჩემს წინ მდგომ სრულყოფილებას, მისგან წამოსული ქოქოსის სურნელით ვივსებდი ფილტვებს და ცხოვრებაში პირველად მსურდა აყველა მოქმედება დიდი სიფრთხილით მომეზომა, რათა ჩემი პარტნიორისთვის, ყველაფერი იდეალურად დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
-ბამბის თოჯინა -ჩურჩულით ამოვთქვი მისი ზედმეტსახელი, წელზე ხელი მოვხვიე და ჩემკენ ნელა მოვიზიდე. ვერ ვიტყოდი, რომ ნერვიულობდა, თუმცა მისთვის რომ უხერხული იყო ჩემს წინაშე ასე დგომა, მაშინვე მივხვდი და ნიკაპში ხელის ჩავლებით, თავი ბოლომდე ავაწევინე
-ერთი წამითაც არ შეგეშინდეს, კარგი? -პირველად, მისი ყელი დავაგემოვნე, თან ლავიწის ძვალზე გადავუტარე ცერა თითი. მელინას კანის სინაზემ, ერთიანად გამითიშა ტვინის ყველა უჯრედი. მეცინებოდა საკუთარ თავზე, რადგან იმ წამს, რეალურად მეგონა, თითქოს ქალს პირველად ვეფერებოდი. რაღაც აუხსნელ გრძნობებს იწვევდა ჩემში ეს გოგო, ისეთს, თავადაც რომ ვერ ვწვდებოდი ბოლომდე და ბევრიც რომ მეცადა, არც მაშინ გამომივიდოდა ამის გაკეთება.
-მინდა, ეს მომენტი შენთვის ჯადოსნური იყოს -ამოვიჩურჩულე პირდაპირ მის ყურთან და ბიბილოზე სველი კოცნის კვალი დავუტოვე -მსურს ყოველი წუთი და წამი კარგად დაიმახსოვრო, ყოველი ჩემი შეხება და კოცნა ღრმად ჩაიბეჭდო მეხსიერებაში, რადგან ეს რაღაც არარეალური იქნება და ამას უკვე აშკარად ვგრძნობ
-შენთან ყველაფერი ისედაც ზღაპარს ჰგავს. ლამაზ, არარეალურ ზღაპარს
გამეღიმა, თუმცა აღარაფერი მიპასუხია. კიდევ რამდენიმე წამიც და უკვე თავდავიწყებით ვეფერებოდი მისი სხეულის ყველა უჯრედს. საწოლზე რომ გადავაწვინე და მის თითებში, ჩემი თითები გადავხლართე, უკვე სუნთქვაც კი გახშირებოდა სიამოვნებისგან. მიუხედავად ამისა, თვალებში მაინც არ მიყურებდა. არადა, როგორ მინდოდა ასე მოქცეულიყო.
-მელინა, შემომხედე . . . ნუ იძაბები, კარგი?
თავი დამიქნია თუმცა არაფერი უთქვამს. მისი ოდნავი სიმორცხვე, სახეზე ღიმილს მგვრიდა.
-თუ მოდუნდები, სიამოვნებასაც მიიღებ -კვლავ მასწავლებელივით ვარიგებდი ჩემს ქვემოთ მოქცეულს -ახლა თვალებში შემომხედე და მზერა არ მომაშორო. აი, ასე, ყოჩაღ . . .
-თუ გინდა, რამე ლამაზიც მითხარი -სერიოზული მზერით ამომხედა ამის თქმისას
პასუხად, ჩემკენ დავქაჩე, ქვედა ტუჩზე ცერა თითი ნაზად გადავუტარე და ყელიდან მუცლამდე, თითქმის ყველა წერტილი დავუკოცნე. იმის შეგრძნებაც კი მსიამოვნებდა, როგორ ეხორკლებოდა კანი და როგორ ეჭიმებოდა გიტარის სიმივით მთელი სხეული, ჩემი ტუჩების ოდნავი შეხებისასაც კი.
-რა გინდა რომ გითხრა? -ვკითხე, როდესაც კვლავ მის ბაგეებს დავუბრუნდი და მსუბუქად ვაკოცე
-ის, რასაც ახლა გრძნობ
-რასაც ახლა ვგრძნობ?
-ჰო -მომლოდინედ მიყურებდნენ მისი მელნისფერი თვალები და მეც აღარ დამიყოვნებია პასუხის გაცემა
-ვგრძნობ, რომ სიგიჟემდე მიგყავარ, მელინა -მივუგე საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით, მისი სხეული უფრო მოხერხებულად მოვიქციე მკლავებში და ალუბლისფერი ტუჩები კვლავ ხარბად დავუკოცნე -ახლა კი, გავჩუმდეთ და მხოლოდ სხეულის ენა გამოვიყენოთ . . .







8 8 8 8

შუა ღამით გაღვიძებულმა, როცა მელინასთვის განკუთვნილი ბალიში ცარიელი დავინახე, ძილი თვალის დახამხამებაში გამიტყდა. რა თქმა უნდა, არ შემეძლო ასეთ დროს უწინდებურად დავრჩენილიყავი საწოლში, ამიტომ, თავადაც წამოვდექი ფეხზე, სწრაფად ამოვიცვი იქვე მიგდებული შარვალი და პირდაპირ მის მოსაძებნად გავეშურე.
ოთახებში საშინლად ბნელოდა, თუმცა ამისდა მიუხედავად, სინათლის ანთება არ მიფიქრია. გონება ჯერ კიდევ იმ ფიქრებით მქონდა გამოტენილი, რომ ჩვენი ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ნაბიჯი, რატომღაც ახლა სანანებელი გახდენოდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა ჩემთვის თავის არიდებას.
ფიქრიც კი არ მინდოდა ამაზე. იმის წარმოდგენაც კი გონებას მიწამლავდა, რომ ის ჯადოსნური მომენტები ინანა, რაც ჩემთვის ყველაზე სუფთა და ნამდვილი იყო მათ შორის, რაც კი აქამდე მქონია.
მისაღებსა და სამზარეულოში, მელინას ვერანაირი კვალს ვერ მივაგენი. ვაღაირებ, ცოტათი შემეშინდა კიდეც. გონებამ ის აზრიც მომაწოდა ხასიათის გასაფუჭებლად, რომ იგი ამ სახლში აღარც კი იყო და ტყუილად ვეძებდი, მაგრამ აშლილი ფიქრები, თითქოს შტორმგადავლილი ზღვასავით ჩაწყნარდა, როცა სუსტი განათების ფონზე, აივნის სავარძელში მჯდომი, პლედშემოხვეული სილუეტი შევნიშნე, ბუნდოვნად.
შვებით ამოვისუნთქე. მართალია, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც გამოღვიძებულს, მისი ბალიში მეპატრონის გარეშე დამიხვდა, თუმცა მთავარია ჯერ კიდევ აქ იყო და ჩემგან წასვლაზე არც კი ეფიქრა.
აივანზე უხმაუროდ გავედი. წვიმას უკვე ბოლომდე გადაეღო და ირგვლივ, სველი ფიჭვების საამო სუნი ტრიალებდა. პლედში გახვეულ მელინას, ჩემი შესვლა არც კი გაუგია. ეს არც იყო გასაკვირი. იმდენად უხმაუროდ ვმოძრაობდი, საკუთარი ნაბიჯების ხმა თავადაც ყრუდ ჩამესმოდა.
-ვერ მეტყვი მანდ რას აკეთებ? -ვკითხე ხმადაბლა, რათა ჩემი მისვლა გაეგო, თან წინიდან მოვუარე სავარძელს, რომელშიც ის იჯდა. სახეზე შეეტყო, აშკარად არ ელოდა თავისი მყუდროების ნაჭუჭის დამსხვრევას, თუმცა როგორც კი დამინახა, ტუჩებზე მაინც მოადგა ოდნავი ღიმილი და საკუთარი თმის ბოლოებზე თამაშიც შეწყვიტა
-ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გამოვედი -მთქნარებით მომიგო, თან იდუმალი მზერით შემათვალიერა და დაამატა :- რამე მოხდა? სახეზე უხასიათობას გატყობ
სანამ პასუხის გასაცემად ხმას ამოვიღებდი, მის წინ ფრთხილად ჩავიმუხლე და ორივე ხელზე, ხელი მოვკიდე.
-ეს მე უნდა გკითხო -გამომცდელად ვუყურებდი თვალებში ამის თქმისას -მაინტერესებს, ნანობ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ შორის მოხდა? თუ ასეა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდე, მელინა
-შენ რა, ხუმრობ? -ჩემკენ გადმოიხარა, რათა სწორედ ისე მომფერებოდა სახეზე, როგორც ეს მუდამ ჩვეოდა. ხელების ზემოთ აწევისას, პლედი მის სხეულს ოდნავ მოშორდა და შიშველი, თოვლისფერი მხრები გამოუჩნდა -ამ საოცარ ღამეს არასდროს ვინანებ, ნიკოლოზ. რა გზითაც არ უნდა წავიდეს ჩვენი ცხოვრება, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს მუდამ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი იქნება. შენი კვალი, რომელიც ჩემს სხეულზე დატოვე, სამუდამოდ დარჩება. მას ვერც ვერავინ წამართმევს და ვერც ვერავინ წაშლის.
ამ სიტყვებს უკვე აღარ ამბობდა ის გოგო, ვინც სასტუმროში პირველი მისვლის დღეს გავიცანი. ამ სიტყვებს ამბობდა ქალი, რომელიც მიყვარდა და რომლის ჩემდამი მომართული მზერაც ღრმად მარწმუნებდა, მისი მხრიდან იგივე სახის დამოკიდებულებაში.
სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ საერთოდ არაფერს ნანობდა. ჯერ კიდევ ჩამესმოდა ყურებში სიტყვები :- "ჩემი სხეულიდან შენს კვალს ვერავინ წაშლის" და მათგან უდიდესი დოზით ვიღებდი ენდორფინს.
-თუ ასეა, ღამღამობით ეგრე ჩუმად ნუღარ გამომეპარები ხოლმე, კარგი? -პლედიანად ავიტაცე ხელში ამის თქმისას, პირდაპირ აივნის მოაჯირისკენ წავიყვანე, იქვე შემოვსვი, თან მეც წინ დავუდექი და მის ფეხებს შორის მოვექეცი
-არ გამოვპარულვარ, უბრალოდ შენი გაღვიძება არ მინდოდა -სიცილით გააპროტესტა. მერე კისერზე დამაწყო ხელები და თითების ჩემს თმაში სრიალს მოჰყვა -რა მოხდა, იფიქრე როცა ჩამეძინა სიტუაციით ისარგებლა, ბარგი ჩაალაგა და წავიდაო? აივანზე შემოსვლისას ძალიან ანერვიულებული სახე გქონდა
-რომც წასულიყავი, მაინც ყველგან მოგაგნებდი -თავი ავარიდე მის შეკითხვაზე პასუხს. არ მინდოდა მომენტის გაფუჭება იმ ფიქრებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ბასრი ისრებივით მიტრიალებდა თავში
-ნამდვილად ყველგან?
-ეჭვიც არ შეგეპაროს -ტუჩებზე ოდნავი შეხებით კიდევ ერთი კოცნა დავტყუე. შემდეგ ჩემს არათითზე წამოცმულ ოქროს რგოლს დავხედე და გადავწყვიტე, რომ სწორედ აღნიშნულ წამს იყო შესაფერისი დრო იმის სათქმელად, რაც ზუსტად მაშინ გადავწყვიტე მტკიცედ, როდესაც მელინა ჩემი გახდა
-მისმინე, ეს კითხვა გარეთ უკვე დაგისვი, მაგრამ მაშინ პასუხის გაცემა არ დაგაცადე და მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეორო -პლედის შიგნით ჩატნეული თმები ზემოთ ამოვუყარე. ვგიჟდებოდი მის გრძელ კულულებზე, მუდამ ლამაზ ტალღებად რომ ეფინებოდა ხოლმე მხრებზე
-გისმენ, რა უნდა გამიმეორო? -დიდი კითხვის ნიშნები ჩასდგომოდა მელნისფერ თვალებში. აღარც თავად მქონდა შემაწუხებელი დუმილის უფრო მეტად გაწელვის სურვილი, ამიტომ ამ უკანასკნელს, სწრაფად დავუსვი დიდი, შავი წერტილი და გაშლილ ხელის გულზე, მხურვალედ ვაკოცე.
-იქნები სამუდამოდ ჩემი? -ვკითხე ჩურჩულით, თან ცალ ბეჭზე პლედი ოდნავ ჩამოვუწიე და პირდაპირ იმ ადგილას შევეხე ტუჩებით, სადაც პაწაწინა, თითქმის უფერული ხალი ჰქონდა დამჩნეული
-სამუდამოდ შენი? -ჩემი სიახლოვისგან არეულმა, დახშული ხმით ამოთქვა. თვალები ნეტარებისგან დახუჭვოდა და ღრმად სუნქვას ატანდა თავისი სხეულის სასიამოვნო კანკალს
-ჰო, სამუდამოდ ჩემი -მერე დავფიქრდი, მივხვდი, ამ წინადადებას რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდა და სწრაფად დავამატე :- სამუდამოდ ჩემი ცოლი
სახეში შევხედე. თვალის გარსი ოდნავ ჰქონდა აწყლიანებული და ჯერ კიდევ მდუმარების ფსკერზე ჩაძირული მათვალიერებდა. აშკარად ჩემი გამოხედვიდან სურდა იმ სიტყვების რეალურობაში დარწმუნებულიყო, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა, საკუთარი ყურებით.
-იცოდე, თუ წლის ბოლოს გამეყრები, მეორედ, ძალიანაც რომ მთხოვო ცოლად აღარ მოგიყვან -ვუთხარი ღიმილით. იმ წამს, ჩემი ხმის ამოღებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა -მსურდა საბოლოოდ დაეჯერებინა რამდენიმე წამის წინანდელი სიტყვების რეალურობა და მცირედი ეჭვებიც აღარ ჩარჩენოდა გულში.
სუნთქვაშეკრული მიმზერდა მელინა. მისი გამოხედვიდან ბევრს ვერაფერს ვკითხულობდი გარდა იმისა, რომ საცაა ხმასაც ამოიღებდა. არც შევმცდარვარ. აღნიშნული მოსაზრების გონებაში გავლებიდან საკმაოდ მალე, მისი წვრილი თითები ჩემსაში გადაიხლართა და მელინას ოდნავმა ღიმილმა, თითქოს მზესავით გაანათა, ღამის სიბნელეში.
-მზად ხარ ცოლის ჭირვეულობის ასატანად? -თითქოს სამსახურეობრივ გასაუბრებას მიტარებდა, ისე დამისვა ეს კითხვა. ამჯერად, ქვედა ტუჩი კბილებში ჰქონდა მოქცეული და ისე ელოდა ჩემს პასუხს
-შენ ჭირვეული არ ხარ
-ჰო, არ ვარ
-და პასუხი?
მელინა ჯერ მოაჯირიდან ჩამოხტა, მერე ცერა თითით ჩემი ტუჩების კონტურები შემოხაზა და თვალებში უტეხად ჩამაშტერდა.
-შეიძლება კოცნა თანხმობად ჩაითვალოს? -შემეკითხა იმ თავდაჯერებული მზერით, რომელიც მუდამ მაგიჟებდა ხოლმე მის ხასიათში და უკვე ნათლად მიმახვედრა, საითაც მიჰყავდა საუბარი
-რა თქმა უნდა, შეიძლება
-თუ ასეა, მაშინ ეს იქნება ჩემი პასუხი -თითის წვერებზე ოდნავ წამოიწია ამის თქმისას, ჩემს ტუჩებს მისწვდა და იმაზე სასიამოვმო თანხმობა მაჩუქა, ვიდრე ეს საერთოდ იყო შესაძლებელი . . .


ნაწილი -2


ცხოვრება მოულოდნელობებით სავსე სკივრია. ყოველი დღე, რაღაც ისეთ სიურპრიზს გვიმზადებს, როგორსაც აქამდე გონებაშიც კი არ გავივლებდით. ერთ დღეს ვფიქრობთ, რომ გვყავს კატეგორია ადამიანებისა, ვისნაირებსაც არასდროს დავუკავშირებთ ჩვენს ცხოვრებას და ვცდილობთ, მათგან თავი მაქსიმალურად შორს გვეჭიროს, თუმცა მეორე დღე, სიტუაციას ოთხმოცდაათი გრადუსით აბრუნებს და უეცრად ვხვდებით, რომ რაც აქამდე გონებაში ღრმად გვქონდა ჩაბეჭდილი, ნელ-ნელა წარმოსახვითი საშლელით იწყებს იქედან ამოშლას.

სწორედ ამ წარმოსახვითი საშლელის დამსახურებით დატრიალდა ჩემს ცხოვრებაში ცვლილების ქარიშხალი, რამაც თითოეული ჩემი მოსაზრება და გეგმა, გაურკვეველი მიმართულებით წარიტაცა, ისე, რომ ამის ნებართვა არც კი უთხოვია. აღნიშნულ საშლელს, იმ ადამიანის გამოჩენასთან ვაიგივებდი, ვინც სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ეს პიროვნება, ნიკოლოზ ქალდანი იყო.

ბიჭი, ვისთვისაც მცირედი შანსის მიცემასაც კი არ ვაპირებდი, რათა ჩემთან დაახლოება ეცადა, დროთა განმავლობაში ისეთ ყოველდღიურობად იქცა, რომლის გარეშეც, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჰაერიც კი არ იყო საკმარისი. მისმა გამოჩენამ, ყველაზე დიდი რამ მასწავლა - ის, თუ რამხელა სისულელე იყო ადამიანის პირველი შთაბეჭდილებით შეფასება და მისი სულის სიღრმეში ჩაუხედავად, სარწმუნო დასკვნების გამოტანა.

მართალია, ნიკოლოზი არ გახლდათ იდეალური. მასაც ჰქონდა თავისი ნაკლოვანებები და მინუსები, მაგრამ მე, ეს მინუსების ისევე მიზიდავდა, როგორც ამ ადამიანის დადებითი მხარეები. მომწონდა მისი სიჯიუტე, როცა ყოველ დილით პატარა ბავშვივით მეკამათებოდა და მარწმუნებდა, რომ სწორედ ის უნდა შესულიყო აბაზანაში პირველი, მომწონდა, როდესაც დაუკითხავად სვამდა იმ ყავას, რომელსაც ჩემთვის მოვიდუღებდი, როცა საუზმის საერთო ძალებით მზადებისას, ჩუმად იპარავდა ხოლმე გამზადებულ პროდუქტებს საჭრელი დაფიდან და ისიც, რომ დასახული მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში, უნდებოდა გარშემო ყველაფერს გარიდებოდა, უბრალოდ მდუმარედ მჯდარიყო და ხმა არ ამოეღო.

ასეთ დროს, ყოველთვის ვიცოდი რა უნდა მომემოქმედა. ვხვდებოდი, ლაპარაკით საქმეს ვერ ვუშველიდი, ამიტომ, მის გვერდით ვჯდებოდი ხოლმე, ხელზე ხელს ვკიდებდი და ორივენი ერთად ვუსმენდით ჩვენს თავზე გაწოლილ სიჩუმეს, რომელსაც საბოლოოდ ნიკოლოზის ღიმილი და სიტყვები - „წამოდი, დავიძინოთ, ბამბის თოჯინა“ მოჰყვებოდა, სიმშვიდის მომგვრელი ჰანგების მსგავსად.

თავისუფლება იყო მასთან ყოფნა. ყოველი დღე იმაზე ფიქით მეღვიძებოდა, რომ მე ამ ადამიანის ცოლი ვიყავი და თავი ჯერ კიდევ ლამაზ ზღაპარში წარმომედგინა, საიდანაც ადრე თუ გვიან ისე მომიწევდა დაბრუნება, როგორც ალისა დაბრუნდა საოცრებათა ქვეყნიდან. ძალიან არ მინდოდა ეს. რაღაც მხრივ, უზომოდ მეშინოდა იმის დაკარგვის, რაც ახლა მქონდა. ჩვენი ქორწინება, სპეც-ეფექტებით დაჩქარებული ფილმის კადრივით სწრაფად შედგა. სწორედ ამიტომ, საეჭვო იყო სად მიგვიყვანდა ეს ყველაფერი. არც კი ვსაუბრობდით ამაზე, თუმცა ფაქტი ერთ რამეში მდგომარეობდა -ორივეს საოცარ კომფორტს გვიქმნიდა ერთმანეთის გვერდით გაღვიძება, საერთო საუზმე ბაღში მდგომ მაგიდასთან, ჩვენი საერთო საღამოები, რომელთაც სხვადასხვაგვარად ვგეგმავდით ხოლმე სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ და ძილის წინ, აივანზე გატარებული ის ნახევარი საათიც, რომელიც ჩვეულებრივ, ნიკოლოზის რეცეპტით მომზადებული ცხელი შოკოლადის სმასა და ღამის ქალაქის ხედების დაკვირვებაში გაგვყავდა.

ქორწინების შემდეგ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დასაწყისისთვის ორივენი წამოვედით „ქვიშის ქარიშხლიდან“, თბილისში პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო სახლი ვიქირავეთ და მუშაობაც დავიწყეთ. ვინაიდან, ნიკოლოზს არქიტექტურა ჰქონდა დამთავრებული, თანაც ამერიკის საკმაოდ პრესტიჟულ კოლეჯში, ზედმეტი გასაუბრებების გარეშე აიყვანეს სამუშაოდ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. აი რაც შემეხება მე, ვინაიდან ჯერ კიდევ სტუდენტის სტატუსს ვატარებდი, მეტად კარგი შეთავსებითი სამსახური ვიპოვე, ერთ-ერთ Call Centr-ში, რომელილიც გერმანელების საკუთრება იყო და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაშიც კი სრულიად დამაკმაყოფილებელი ანაზღაურება ჰქონდა. ინგლისური და გერმანული ენები, თითქმის მშობლიურივით ვიცოდი, ამიტომ, თავის ქებაში არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მართლაც ღირსეული კადრი ვიყავი ამ პოზიციისთვის. დასვენების დღეების მქონდა -კვირაში ორი დღე, რის გამოც, ნამდვილად არ მიჭირდა სწავლისა და ლექციების ერთმანეთთან შეთავსება და არც მეცადინეობაში მეშლებოდა ხელი.

ნიკოლოზის ოჯახს, რომელიც ნიცას, ანასტასიასა და აარონისგან შედგებოდა, საკმაოდ მარტივად და კარგად შევეწყვე. ანასტასია მარგიანს, აქამდე მხოლოდ მედიის წყალობით ვიცნობდი და მუდამ ამაყ, ამპარტავან მოდელად წარმომედგინა, თუმცა მისმა პირადად გაცნობამ, რადიკალურად შეცვალა ის შეხედულებები, რაც კი აქამდე მქონდა და ხელთ საკმაოდ სასიამოვნო, მხიარული ადამიანი შემრჩა, ვისთანაც ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა დალაპარაკება.

ჩემს მშობლებს რაც შეეხება, მათთან, მართალია როგორც საჭირო იყო ვერა, თუმცა ნიკოლოზის წყალობით, ნაწილობრივ მაინც აღვიდგინე კონტაქტი. არ ვიცოდი, რაზე ილაპარაკეს მან, დედაჩემმა და მამაჩემმა, თუმცა აშკარად ამ დიალოგის დამსახურება გახლდათ ის ფაქტი, რომ დავითი და ელენა, ჯერ კიდევ თავიანთ შვილად მთვლიდნენ და კვირაში ერთხელ, ტელეფონითაც კი მიკავშირდებოდნენ ხოლმე, ახალი ამბების გასაგებად.

აი, ასე ვცხოვრობდი მთელი ოთხი თვის მანძილზე. ჩემთვის რთულ მომენტებში, მუდამ ვგრძნობდი ხოლმე ნიკოლოზის საოცარ მხარდაჭერას. მიყვარდა მისი ლურჯი თვალებიდან გადმოღვრილი, მზის სხივებივით თბილი მზერა, რომლითაც მხოლოდ მე მიყურებდა ხოლმე, მიყვარდა მისი სიცილი, მოწყენა, ჭირვეულობა და ის თავბრუდამხვევი მამაკაციც, რომელიც ჩემი მოფერების დროს ხდებოდა ხოლმე. ამ ადამიანმა მუდამ მშვენივრად იცოდა, როგორ უნდა შემხებოდა ისე, რომ ჩემს შიგნით, ყველაფერი საახალწლო ფეიერვერკივით აეფეთქებინა და აღნიშნულ ფაქტს, დრო საერთოდ ვერაფერს აკლებდა.

დღეები გადიოდა. მეხუთე თვის დასაწყისში, უნივერსიტეტში საკმაოდ რთული ქვიზები მქონდა გადასაგორებელი და ერთიანად წიგნებში ვიყავი ჩაფლული. მახსოვს, რამდენჯერმე გავათენე კიდეც, თუმცა არა -ნიკოლოზმაც ჩემთან ერთად გაათენა. როდესაც მე ვიჯექი და მასალას ვიზეპირებდი, იგი საწერ მაგიდასთან, მათ ამოკონსპექტებას ცდილობდა და ყოველი ძველი მასალის სწავლის შემდეგ, ახალ შემოკლებულ ვარიანტს მაწვდიდა. ერთ-ერთი ასეთი ღამის შემდეგ, სამშაბათ დილას, საკმაოდ გამოფიტული ვიდექი გაზქურასთან, ორ წამში ერთხელ ვამთქნარებდი, თან მოთმინებით ველოდი როდის გაიკეთებდა წყალი ნანატრ ბუშტუკებს, რათა იგი ფინჯანში ჩამომესხა. კიდევ კარგი, ამ დღეს სამსახურიდან დასვენება მქონდა აღებული, რაც იმას ნიშანვდა, რომ ლექციების მერე პირდაპირ სახლში შევძლებდი დაბრუნებას და კარგადაც გამოვიძინებდი.

წყალმა როგორც იქნა დუღილის ხმები გამოსცა და მეც, იმით გახარებულმა, რომ კოფეინი ოდნავ მაინც დამეხმარებოდა თვალების ნორმალურად გახელაში, ადუღებული წყალი ფინჯანში გადმოვასხი. იქვე, პატარა, შოკოლადის ნამცხვარიც მედო ყავასთან მისაყოლებლად, თუმცა როგორც კი მის ასაღებად ხელი გავწიე, ვიგრძენი როგორც ამაცალა ვიღაცამ მაგიდიდან ეს უკანასკნელი და მეც წუწუნით მივტრიალდი უკან.

-კარგი რა, ნიკოლოზ, მერამდენედ უნდა მომპარო ჩემი ნამცხვარი? -ვკითხე შეწუხებული სახით. მისგან ასეთ ქცევას შეჩვეული ვიყავი, რადგან ბოლო ნაჭერი ნამცხვრი გამო, მუდამ კამათი მოგვდიოდა ხოლმე და არც ამჯერად დარღვეულა ტრადიცია

-საყვარელი ადამიანები, ერთმანეთს საჭმელს უნდა უყოფდნენ -უდარდელად მაკოცა ლოყაზე და მაგიდას მაისურის გარეშე, მხოლოდ ჯინსის შარვლით მიუჯდა. უკვე ოთხი თვე იყო რაც ცოლ-ქმარი ვიყავით, მაგრამ დღესაც ისევე გამირბოდა თვალი მისი პრესისკენ, როგორც პირველ ჯერზე

-თუ ასეა, თავად რატომ არ მიყოფ ხოლმე? -მის კალთაში არხეინად მოვკალათდი, თან საკუთარი ფინჯნიდან ყავა ცხელი მოსვი. როგორც ჩანს, ადრიანად მომივიდა, რადგან მაშინვე უსიამოვნო შეგრძნებამ დამიმანჭა სახე -ჯანდაბა, მგონი პირი დავიწვი!

-მოუსვენარი რომ ხარ მაგის ბრალია, ყავას ჯერ გაცივება უნდა აცადო -მითხრა სიცილით, შოკოლადის კრემში ამოსვრილი ჩანგალი ცოტა ხნით გვერდზე გადადო და მაგიდის ზედაპირზე შემოდებული გრაფინიდან ცივი წყალი ჩამომისხა -მიდი დალიე, დამწვარ ენას დაეხმარება

წყალი მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით გადავკარი. უნდა ითქვას, ამის შემდეგ, ჩემმა პირის ღრუმ აშკარად იგრძნო ნაწილობრივი შვება, ნიკოლოზმა კი, როდესაც ეს სახეზე შემატყო, იმ წამსვე განაგრძო თავისი ნამცხვრის დაგემოვნება.

-ცოტა დამიტოვე რა, მეც მინდა

-გამორიცხულია, ჩემი ცოლის სხეულზე ზედმეტ კოლოგრამებს ვერ ავიტან

-ძალიან კარგად იცი, რომ ჩემს სხეულს ზედმეტი წონის აკრების ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მიზეზებს ნუ ეძებ -ყავის ფინჯანი დავდე, ლურჯ თვალებში ჩავხედე და კისერზე მოვხვიე ხელები ამის თქმისას -იცოდე, თუ არ მაჭმევ, დღეს შენს გვერდით არ დავიძინებ

-ჯანდაბა, ესე იგი ასე მსჯი, არა? -ჯერ გაეცინა, მერე კი ტუჩებზე ოდნავ შემეხო -ვაღიარებ, ნამცხვარს ნამდვილად შენი თავი მირჩევნია, თან ამაღამ გეგმებიც მაქვს

-რა გეგმები? -გამარჯებულის ღიმილით ავიღე ჩემი მოპოვებული ნამცხვარი და ჩანგლით, თავზე შოკოლადის მინანქარი გადავაცალე, რათა ჩემი ეს საყვარელი ნაწილი, ბოლო ლუკმად მომეტოვებინა

-კონსპექტების მაგივრად, მე უნდა დაგღალო, თანაც ორჯერ უფრო ძლიერ -ლურჯ თვალებში, იდუმალი სხივები აუთამაშდა ამის თქმისას და ჩემი გაღიმებაც შეძლო

-მოუთმენლად ველოდები ამ ყველაფერს -სწრაფად წამოვდექი მისი კალთიდან, პარალელურად კი მაჯის საათს დავხედე. ლექციები თერთმეტ საათამდე არ მეწყებოდა, ამიტომ დრო ჯერ კიდევ მქონდა, თუმცა ნიკოლოზი ნამდვილად აგვიანებდა

-ჯერ კიდევ ჩაუცმელი ხარ, არადა სამსახურში წასვლამდე ცოტა დრო გაქვ დარჩენილი

-მაგას არა უშავს, დღეს საქმე თითქმის არ მაქვს, მხოლოდ კლიენტთან დამინიშნეს მნიშვნელოვანი შეხვედრა და ისიც შუა დღის საათებშია -თავისთვისაც დაიწყო ყავის მზადება ამის თქმისას -სავარაუდოდ სახლშიც ადრე დავბრუნდები -მერე სწრაფად მომიტრიალდა და გამომცდელად შემომხედა -გინდა საღამოსთვის რამე წამოგიღო?

-მგონი კარამელის დონატები ცუდი არ იქნებოდა

-კარამელის დონატები? -როგორც კი ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა მაშინვე მომიახლოვდა, ჩემი ყავის ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა, წელზე ხელები მომხვია და თავისკენ მიმიზიდა

-გინდა ამისთვის რაღაც მსხვერპლი გავიღო, არა?

-ჰო, მინდა

-კოცნაზე რას იტყვი?

-მე დილის შხაპი მირჩევნია, ჩემს სასიკვდილოდ მიმზიდველ ცოლთან ერთად

-კი მაგრამ, შხაპი ხომ უკვე ორივემ მივიღეთ?

-მართალია, მივიღეთ, მაგრამ ცალ-ცალკე, ერთად კი ბევრად უფრო კარგად გავერთობით -მითხრა იდუმალი ღიმილით, ხელში ამიტაცა, ზურგზე გადამიკიდა და პირდაპირ სააბაზანოსკენ დაიძრა, ჩემი ყვირილის მიუხედავად, რომ ყავა და ნამცხვარი ჯერ კიდევ არ დამესრულებინა . . .


















8 8 8 8

გუშინდელი მეცადინეობისა და მთელი ღამის გათენების წყალობით, ქვიზი მოსალოდნელზე კარგად დავწერე და ლექციების დასრულების შემდეგ, მეტად კმაყოფილი სახით გამოვედი უნივერსიტეტის შენობიდან.

ნოემბრის სუსხიანი შუა დღე იყო. ცივი ქარი, ფოთლებისგან გაძარცვული ხეების ტოტებს აქეთ-იქით მიაქანებდა და როგორც ჩანს, მათი თავის ჭკუაზე ტარებით ძალიანაც გახლდათ კმაყოფილი.
დღეები ნელ-ნელა კარგავდნენ შემოდგომის სურნელს. ისინი ზამთრის მკაცრი, ყინულისფერი კაბით იმოსებოდნენ და სიცივის გამჭვირვალე საბურველში ხვევდნენ მთელს ქალაქს.
ქუჩებში აქა-იქ თუ მოძრაობდა ხალხი. ჩემგან ორიოდე მეტრის დაშორებაზე, სპეციალურად გადახურული გაჩერების ქვეშ, მგზავრები თავიანთ ტრანსპორტს ელოდნენ, მოთმინებით აღჭურვილი სახეებით. მეც სწორედ იქითკენ გავემართე, თან ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოვიღე, რათა ნოკოლოზისთვის ქვიზის წარმატებით ჩაბარება მეცნობებინა.
დარეკვას არ ვაპირებდი. ვიცოდი, ჯერ შესვენებაზე არ იყო გასული, სამუშაო საათებში კი, სატელეფონო კონტაქტებისგან თავს იკავებდნენ იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც ის მუშაობდა. სწორედ ამიტომ, სხვა სახის ალტერნატივა მოვძებნე და სენსორზე შეტყობინება ავკრიბე.
<<საქმე გაკეთებულია, უმაღლეს შეფასებას ველოდები>> -ტექტს, ბოლოში ბედნიერების გამომხატველი სმაილიც დავურთე და საჭირო ნომერთან გადავაგზავნე. პარალელურად, გაჩერების ქვეშ, სხვა მგზავრების მსგავსად დავდექი და საკუთარ ავტობუსს დავუწყე ლოდინი. მართალია, ზოგადად მუდამ ტაქსის მეშვეობით გადავადგილდებოდი ხოლმე და არც დიდხანს ლოდინი მიწევდა გაჩერების ჯიხურების ქვეშ, თუმცა ამ ეტაპზე, რატომღაც მაინც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შევაჩერე არჩევანი.
ადრე, სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ერთი საინტერესო ჰობი მქონდა. როდესაც ჩემი დატვირთული გრაფიკის გადამკიდე თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, მაშინვე საკუთარ ფოტო-აპარატს დავავლებდი ხელს, ავტობუსში ვჯდებოდი და იქ ყოფნის მომენტში, თუკი რაიმე საინტერესო კადრს გადავაწყდებოდი, ყველაფერს ფირზე ვინახავდი. ჩემი ამ ჰობის შესახებ, ერთ მშვენიერ დღეს დედამაც გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ვცდლობდი ეს საიდუმლოდ შემენახა. ვერ ვიტყვი, რომ აკრძალვით რამე ამიკრძალა, თუმცა ის კი ბევრჯერ გამიგია რამდენჯერ უთქვამს მოსამსახურეებისთვის, რასაც კი იმ ბინძურ ავტობუსში ყოფნისას ჩაიცვამს და გამოცვლის შემდეგ სარეცხ მანქანაში მოათავსებს, ყველაფერი უკლებლივ დაწვითო. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემს ამ ჰობსა და დედაჩემის სასაცილო ახირებას, გარდერობის ნახევარზე მეტი მაინც შეეწირა.
წარსულის გამოღებულ კართან მდგომი, ნიკოლოზის შეტყობინების მოსვლამ დამაბრუნა აწმყო დროში. მწერდა, ზუსტად ვიცოდი ასე იქნებოდაო, მერე კი ამატებდა, რომ შინ დაახლოებით ოთხისთვის იქნებოდა და მეკითხებოდა, კარამელის დონატებთან ერთად, კიდევ ხომ არ მინდოდა რამე წამოეღო.
<<არა, მეტი არაფერი მინდა, დონატებიც საკმარისია>> -სწრაფად ავკრიბე საპასუხო ტექსტი და ის-ის იყო გაგზავნის ღილაკს თითი დავაჭირე, რომ ტელეფონი მაშინვე აზუზუნდა. ეკრანს ჩემთვის უცნობი ნომერი ეწერა, რომელიც სატელეფონო წიგნაკში ნამდვილად არ მქონია ჩანიშნული. ეს ნომერი სულ რაღაც ოთხი კვირის წინ ავიღე და მხოლოდ ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ, ამიტომ, ჩავთვალე, რომ ვიღაცას აბონენტი ეშლებოდა და ყურმილის ასაღებ ღილაკს დავაწექი, რათა პირადად მეხარებინა, სხვაგან მოხვდით-მეთქი.
-გისმენთ -ჩავძახე, ყურზე ბეჭით მიბჯენილ ტელეფონს, თან ქურთუკიდან ლურჯი სვიტერის სახელოები გამოვაცურე, მაგრად დავქაჩე და ხელთათმანების ფუნქცია მივანიჭე, ჩემი გაყინული ხელების გასათბობად
-მელინა, შენ ხარ? -ჩამესმა მამაკაცის თითქოს და ნაცნობი ხმა. შევცდი. აშკარად არ ეშლებოდათ ნომერი და ამ ადმაიანს, ზუსტად ჩემთან საუბარი სურდა
-დიახ, მე ვარ -პასუხის გაცემის პარალელურად, დაფას შევხედე. როგორც იქედან გავარკვიე, ჩემი ავტობუსი კიდევ ათი წუთის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა -ვის ვესაუბრები?
-ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა ჩემი ხმა? -ოდნავ ნაწყენი ტონით მკითხა უცნობმა. ნომერს კიდევ ერთხელ დავხედე, იქნებ როგორმე ასე მაინც გავიხსენო-მეთქი, თუმცა არაფერი გამომივიდა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ მირეკავდა
-ბოდიშით, თქვენი ნომერი არ მიწერია, ამიტომ . . . -აქ უკვე სიტყვა გავწყვიტე და მის პასუხს დაველოდე. იმედი მქონდა, დიდად აღარ გაწელავდა და თავად გამიმხელდა ვინაობას, გამოცნობანას თამაშის მაგივრად.
რამდენიმე წამის შემდეგ, ყურმილში კვლავ გაიჟღერა უცნობის ხმამ :
-თორნიკე ვარ მელინა
-თორნიკე? -უცებ ვერ მივხვდი და ალბათ, დაბნეული გამომეტყველებაც დასეირნობდა ჩემს სახეზე იმ წამს
-ჰო, თორნიკე -მერე ცოტა ხნიანი პაუზა გააკეთა და დაამატა :- თორნიკე ჯაყელი
ადგილზე გავშეშდი. ყველაფერს ველოდი ამ სახელის და გვარის გაგების გარდა. ნეტავ საიდან იშოვა ჩემი ნომერი? ან რა მიზეზით მირეკავდა? ნამდვილად უცნაური იყო ეს ყველაფერი. ზედმეტად უცნაურიც კი.
-ჰო, ახლა მივხვდი -ტონისთვის დაბნეულობის მოშორება ჯერაც ვერ მოვახერხე და ალბათ ეს შემეტყო კიდეც -ბოდიში, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან დიდი ხანი გავიდა და ხმაზე ამიტომაც ვერ გიცანი
-არა უშავს, არა უშავს -გაეცინა -თბილისში ხარ ხომ?
-კი, რა ხდება?
-შენთან შეხვედრა მინდა, თუ წინააღმდეგი არ ხარ -წამიც არ დაუყოვნებია ისე მომიგო -ტყუილად ნამდვილად არა, რაღაც სერიოზული საქმე მაქვს და გამიხარდება თუ მოხვალ
-ტელეფონით ვერ მოვაგვარებთ? -აშკარად არ მხიბლავდა იმ წამს ჯაყელთან შეხვედრის პერსპექტივა. ვიცოდი, ამას ნიკოლოზს ვერ დავუმალავდი და ნულს ქვემოთ იყო იმის შანსი, რომ იგი ამ ამბავს სიხარულით მიიღებდა
-ვერა, მელინა, ვერა -ყველანაირი იმედი გადამიწურეს მისმა სიტყვებმა -თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს, იქნებ ცოტაოდენი დრო დაგეთმო ჩემთვის? ძველი ნაცნობობის ხათრით მაინც
დანაშაულის გრძნობა გამიჩინა მისმა სიტყვებმა. მართალია, თორნიკე ერთ დროს, ისე მიყურებდა როგორც ქალს და ჩემი თავის არიდებაც სწორედ ამ მიზეზით გახლდათ გამოწვეული, თუმცა მისგან ბევრი კარგიც მახსოვდა და არც ამის დავიწყება შეიძლებოდა. რა უნდა მექნა? ნამდვილად ცუდად გამოჩნდებოდა უარის თქმა, ამიტომ, დათანხმება ვამჯობინე და ხმის ამოღების წინ, ღრმად ჩავისუნთქე :
-კარგი, მითხარი სად მოვიდე და როდის
-მიხარია, რომ დამთანხმდი -კმაყოფილებამ გაიჟღერა ყურმილის მეორე მხარეს მყოფის ტონში -ლოკაციას შეტყობინებით გამოგიგზავნი და თუ შეგიძლია ახლავე წამოდი, კარგი?
-კარგი -ისე დავუქნიე თავი, თითქოს ამის დანახვას შეძლებდა და ყურმილის დაკიდების ღილაკს მანამ დავაწექი, სანამ საპასუხოდ კიდევ რამეს გავიგებდი მისგან
მობილურზე მალევე მომივიდა თორნიკეს SMS. მასში იმ ადგილის ზუსტი მდებარეობა იყო ჩაგდებული, ერთმანეთს რომ უნდა შევხვედროდით. "Sunrise" -ასე ერქვა იმ კაფეს, სადაც რამდენიმე წუთში თორნიკე უნდა მენახა. როგორც ნავიგატორი უჩვენებდა, ეს ადგილი, უნივერსიტეტის გაჩერებიდან ოთხიოდე კილომეტრის დაშორებით მაინც მდებარეობდა. ავტობუსი, რომელსაც მანამდე ვუცდიდი, იქამდე ნამდვილად ვერ მიმიყვანდა, ამიტომ, მომიწევდა სრულიად სხვას დავლოდებოდი.
ღრმად ამოვიოხრე. ნეტავ რა საქმე უნდა ჰქონოდა ამ ადამიანს? ან, საერთოდ რატომ ვუპასუხე მის ზარს? ახლა ხომ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში არ ვიქნებოდი?
ფიქრებში წასულმა, მაჯის საათს დავხედე. უკვე სამი დაწყებულიყო. საათნახევარში ნიკოლოზიც სახლში იქნებოდა და იმედს ვიტოვებდი, რომ მის დაბრუნებამდე შინ მისვლას მივასწრებდი. თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ ამ ამბავს მისგან არ დავმალავდი, ახლა უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ გაჩუმება უკეთესი ვარიანტი იყო. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ამეტკივებინა აუტკივარი თავი? შევხვდებოდი, მოვუსმენდი რისი თქმა უნდოდა, მერე კი ისე დავიშლებოდით, თითქოს ეს შევხედრა არც არასდროს ყოფილიყო.
სადღაც ჩემს ახლოს, მანქანამ დაამუხრუჭა, ძლიერად. ამ დროს, კვლავ ავტობუსების განრიგის დაფას მივშტერებოდი, რათა გამერკვია მალე მოვიდოდა თუ არა ის ტრასნპორტი, რომელიც მე მჭირდებოდა. ხსენებულ საქმეში გართულს, მალე ძლიერი დასიგნალებაც მომესმა. სწორედ იმ მომენტში გამახსენდა, რომ რამდენიმე წამის წინ, ავტომობილიც გაჩერდა ფაქტობრივად ჩემს ფეხებთან და მზერას მიმართულება შევუცვალე.
მხოლოდ ახლაღა ვიცანი, შავად მოლაპლაპე, სპორტული მანქანა. მისი ჩამოწეული მინიდან ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანის სახე მოჩანდა, ვინც ხელით მანიშნებდა შიგნით ჩავმჯდარიყავი.
-აარონ? -ისე გაოცებით ამოვთქვი მისი სახელი, თითქოს მოჩვენება დამენახოს -აქ რას აკეთებ?
-აქვე ვიყავი, საქმეზე და ვიფიქრე თუ ჯერ კიდევ უნივერსიტეტშია, სახლში წავიყგან-მეთქი -მერე სალონიდან გადმოვიდა, მანქანის კარები გამომიღო და ოდნავ გამიღიმა -დაჯექი, ცივა
-მაგრამ . . .
-რა მოხდა, სხვა გეგმები გქონდა?
-სიმართლე გითხრა, კი -ვაღიარე, მაგრამ მთელი სიმართლის მოყოლა არც მისთვის მიფიქრია -კაფე -"Sunrise"-ში უნდა შევხვედროდი მეგობარს
-რა პრობლემაა, მანდ მიგიყვან და შემდეგ წავალ ჩემს საქმეებზე -ამის თქმისას გამომცდელად შემომხედა წარბებს ქვემოდან, თან ავტომობილის გამოღებულ კარს ჩამოეყრდნო ცალი მკლავით -აბა, რაღაც უცდი, არ წავიდეთ?
სხვა რა დამრჩენოდა? ბოლო-ბოლო იქამდე მიმიყვანდა და მეტი არაფერი. შიგნით შემოყოლას ხომ არ აპირებდა, რათა ენახა კონკრეტულად ვისთან ვაპირებდი შეხვედრას?
-კარგი, კარგი, წავიდეთ -ვცადე ოდნავ გამეღიმა ამის თქმისას -მადლობა რომ გამომიარე
-ისე ნუ მიხდი მადლობას, თითქოს ვინმე უცხო ვიყო შენთვის
-მაპატიე, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები -მზერითაც ისევე მოვუბოდიშე, როგორც სიტყვებით, მერე კი მესაჭის გვერდითა სავარძელში მოვთავსდი და კარებიც მოვხურე. აქედან მალევე, აარონმაც დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი, პარალელურად კი მე გადმომხედა
-გინდა გათბობა ჩავრთო? -ჩემს სვიტერის სახელოებით შეფუთვნილ ხელებს უყურებდა, როცა ამას ამბობდა
-კი, რა, თორემ თითები სულ გამეყინა
-შენ კიდევ არ მომყვებოდი -მანქანა დაქოქა, მობილურის ნავიგატოზე შესაბამისი ადგილი მონიშნა და ეს უკანასკნელი, სპეციალურად ტელეფონისთვის განკუთვნილ სათავსოში მოათავსა. მერე უკვე, ჩემს სიცივისგან გაყინულ ხელებსაც მიხედა და გამათბობელს აუწია
-ცოტაც მოიცადე და მალე დათბება -მითხრა მანქანის გზიდან გაყვანის თანავე
იმ სიჩქარის გათვალისწინებით, რომელსაც სპიდომეტრი აჩვენებდა, დანიშნულების ადგილას დაახლოებით ათ წუთში უნდა ვყოფილიყავით. მსუსხავი სიცივით გარემოცული ქუჩიდან, თბილ ადგილას გადმონაცვლებამ, უჩვეულო მოთენთილობა მოჰგვარა ჩემს სხეულს და სიამოვნების ღიმილით მივაწექი ტყავის სავარძლის რბილ საზურგეს.
-ანასტასია როგორაა? -საუბრის წამოსაწყებად, პირველი კითხვის დასმა საკუთარ თავზე ავიღე. ჩემი არ იყოს, არც აარონი გახლდათ მაინცდამაინც კონტაქტური, თუმცა ახლობელ ადამიანებთან, ისიც საკმაოდ გახსნილად იქცეოდა ხოლმე
-მშვენივრად. რაც ახალმა სააგენტომ გაუფორმა კონტრაქტი, შედარებით მეტი თავისუფალი დრო რჩება
-მაინც ვისთვის, შენთვის? -ცბიერი ღიმილით გავხედე ამის თქმისას. მანქანაში უკვე საგრძნობლად დამთბარიყო და აღარც იმ ბერეტის საჭიროებას განვიცდიდი, რომელიც თავზე მეხურა
-მგონი ვიღაცას ღილაკი, სახელად "ჭორიკანა" გაუაქტიურდა
-ალბათ სერიალის გავლენაა -ხელებაწეულმა თავი ვიმართლე
-შენც ბრუტუს? -ხმამაღლა გაეცინა აარონს -ნიცასაც გამუდმებით ეგ აქვს ჩართული, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეათედ მაინც ამთავრებს ფინალურ სეზონს
-ალბათ, სერენა უანდერვუდსენის ცხოვრება იტაცებს
-ჰო, ამ ბოლო დროს ბრენდული ტანისამოსის ნაკლებობას განიცდის და ალბათ, დანაკლისს მისი კოქტეილის კაბების თვალიერებით ივსებს
-ჭორიკანა იქეთ გადავდოთ და ფულს კიდევ არ აძლევ?
-ვაძლევ, ვაძლევ, თუმცა იმდენს ნამდვილად არა, უწინდელივით თავში რომ აუვარდეს -მერე შუბლი მოისრისა და დაამატა :-სანამ არასრულფასოვნების კომპლექსს არ გადალახავს, მანამდე არაფერი გამოუვა ცხოვრებაში და იმედია ამას მალე შეძლებს
-არასრულფასოვნების კომპლექსს? -გადავწყვიტე ჩავძიებოდი, რადგან აშკარად ვერ მივხვდი, რა მიზეზით უნდა ჰქონოდა ნიცანსაირ თამამ გოგოს მსგავსი სახის პრობლემა
აარონმა მოპირდაპირე ქუჩაზე გადაუხვია და თავისი სიტყვების განმარტებას მხოლოდ მაშინ შეუდგა:
-რაც დედამისმა მიატოვა, მას შემდეგ გაუჩნდა ეს კომპლექსები -ამოთქვა უკმაყოფილო, ოდნავ ბრაზში გარდამავალი ტონით, რაც ზუსტად ვიცოდი, ნიცასადმი კი არა, თავად მისი დედისადმი გახლდათ მიმართული -მშობლის მხრიდან უარყოფის შემდეგ, მუდამ ჰგონია, რომ საქმე თავად მასშია და რაღაც სჭირს. ამის გამო სერიოზულ საქმეზე ხელის მოკიდება აშინებს. ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა და აშკარა მარცხისთვისაა განწირული. ეს მარცხი კი მისთვის ზედმეტად რთულად შესაგუებელი იქნება
-მაგ ყველაფერს თავად მიხვდი? -მთელი ეს დრო, ჩაფიქრებული ვუსმენდი და ვაანალიზებდი, რომ ამ მოსაზრებაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი, თანაც საკმაოდ დიდი ზომის
-რთული გამოსაცნობი ნამდვილად არაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანს ოცდაორი წელია იცნობ -მერე გამომცდელად ჩამხედა თვალებში და მკითხა:- ჰო მართლა, ნიკასთვის კიდევ ხომ არ დაურეკავს დედამისს?
-კი, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაურეკა -ის მომენტი გამახსენდა, როცა საღამოს, ტელევიზორის ყურებისას, თავის ტელეფონზე შემოსული ზარის ავტორის დანახვამ, გუნება საგრძნობლად გაუფუჭა ნიკოლოზს. არ ვიცოდი ამ ქალს, თავისი მოულოდნელი ზარებით პატიების თხოვნა სურდა თუ სხვა რაღაც სხვა მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ მის წარსულში ჩადენილ შეცდომას, არავითარი გამართლება რომ არ ჰქონდა, ამაში მეც კი ღრმად ვიყავი დარწმუნებული
-მერე რა ქნა? უპასუხა მის ზარს?
-არა, არ უპასუხია -თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად -ნიცასთანაც დაურეკავს რამდენჯერმე, თუმცა არც იგი იღებს ყურმილს
-ვიცი, საქმის კურსში ვარ, თუმცა ნიცასგან განსხვავებით, ნიკასთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ ხოლმე და ამიტომაც გკითხე. შენთან ბევრად უფრო გულახდილია, ვიდრე ჩემთან
-როგორ ფიქრობ, შვილებთან შერიგებას ცდილობს?
-შერიგებას? -მწარედ ჩაეცინა აარონს და თავი გადააქნია -თავიდან მეც ასე მეგონა, თუმცა რაღაცები გამოვიძიე და გავარკვიე, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ქმართან გაშორების შემდეგ. ალბათ, ძვირიანი სამკაულების საყიდლად თანხა შემოაკლდა და შვილების ტელეფონის ნომრებიც ამან გაახსენა
გულის რევის შეგრძნება დამეუფლა ამ სიტყვების მოსმენისას. ჯერ კიდევ ვერ გამეგო, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ისეთი უგულო ყოფილიყო, ცხრა თვის განმავლობაში მუცლით ნატარები ბავშვების არსებობა, მხოლოდ პრობლემურატურ სიტუაციებში გახსენებოდა.
-ამის შესახებ ნიკოლოზმა არ იცის, არა? -ვკითხე და მაშინღა ვიგრძენი, რომ თვალები აწყლიანებული მქონდა
-ჰო, არაფერი იცის და ძალიან კარგადაც იქცევა, იმ ქალის ზარებს რომ არ პასუხობს -შუქნიშანზე გააჩერა ავტომობილი ამის თქმისას. პარალელურად საჭეზე თითები ააკაკუნა და გამათბობელს ოდნავ ჩაუწია, რადგან სალონში უკვე ძალიან ცხელოდა -ალბათ, მისამართები ჯერ ვერ დაადგინა, თორემ აქამდე, პირადადაც აუცილებლად მოინახულებდა ტყუპებს
-თუ კავშირზე გასვლას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს, მისამართსაც დაადგენს და პირადადაც შეხვდება მათ -ვუთხარი დარწმუნებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მხიბლავდა ეს ვარიანტი
-ჰო, ამის ალბათობა ნამდვილად დიდია -აარონიც დამეთანხმა უხალისოდ, შუქნიშანზე მწვანეს ანთებისა და მანქანის დაძვრის შემდეგ -თუმცა ახლა ჩემს ძმას შენ ჰყავხარ და ზედმეტად აღარ ვდარდობ იმაზე, რომ ყველაფერ ამას მწვავე ფორმებში გადაიტანს.
გამეღიმა ამის მოსმენაზე. ალბათ იმიტომ, რომ აარონის ტონიდან, ჩემდამი უსაზღვრო ნდობა იღვრებოდა. მართალიც იყო. ნიკოლოზის გულისთვის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის ვიყავი მზად და არ დავიღლებოდი იმ სიმშვიდედ ყოფნით, რომელიც, საჭირო შემთხვევებში, უხილავ საბნად გადაეფარებოდა მის შიგნით დატრიალებულ ქარიშხალს.
-იცი, რომ არაჩვეულებრივი ძმა ხარ ნიკოლოზისთვის?
-ეს თავად მან გითხრა? -კითხვის ნიშნები ჩასდგომოდა ქვიშისფერ თვალებში
-თქმა არ არის საჭირო, თვითონაც შემიძლია ბევრი რამის გაანალიზება და ესეც ერთ-ერთი მათგანია
-თუ ასეა, მაშინ გმადლობ -ოდნავ წამოზრდილ წვერზე გაისვა ხელი ამის თქმისას, მერე კი, მანქანებით გადავსებულ გზას თვალი მოწყვიტა და მე გადმომხედა -ახლა რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს, კარგი?
-მითხარი, არ მეწყინება -მაშინვე გავეცი დამაჯერებელი დაპირება, თან მისი პასუხის მოლოდინში გავინაბე
-უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან მიკვირს, შენი და დავითის მამა-შვილობის ამბავი -ოდნავი ღიმილით გადააქნია თავი ამ სიტყვებზე -მისგან ისე ძალიან განსხვავდები, როგორც შავი, თეთრისგან
არ გამკვირვებია, რაც მოვისმინე. აარონი პირველი ნამდვილად არ იყო, ვინც ამას მეუბნებოდა და მეც პატიოსნად შევასრულე ჩემი მიცემული სიტყვა, რომლის მიხედვითაც, რაც არ უნდა ეთქვა, არ უნდა მწყენოდა.
-ნუ ღელავ, მიჩვეული ვარ მამაჩემისადმი სხვების ნეგატიურ დამოკიდებულებას და რაღაც მხრივ, მესმის კიდეც ასეთი ხალხის
პასუხის გაცემის ნაცვლად, მხოლოდ მსუბუქი ღიმილით შემოიფარგლა აარონი, მერე კი, მთელი კონცენტრაცია უკვე საჭეზე გადაიტანა და მზერაც გზისკენ მიმართა.
კაფემდე დარჩენილი საკმაოდ მცირე მანძილი, ამჯერად უკვე ორივემ მდუმარებაში გავლიეთ.
აარონს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე ეჩქარებოდა. ამის დასტურად, მის ტელეფონზეც განუწყვეტლივ შემოდიოდა ზარები, ამიტომ, ჩემი ადგილზე მიყვანის შემდეგ, სწრაფად დამემშვიდობა, თავისი თბილი ყელსახვევიც მომახვია კისერზე, დღეს ცივა, გამოგადგებაო და კვლავ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, დამშვიდობების ნიშნად ხელიც დამიქნია.
მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილის თვალს მიეფარა, რამდენიმე წამი ქუჩაში ვიდექი და ცივ ჰაერს ვისუნთქავდი ხარბად, ისე თითქოს დაწესებულებაში შესვლამდე, ჟანგბადის მარაგს ვივსებდი. მერე, მობილურის ეკრანს დავხედე. თორნიკეს ზუსტად ხუთი წუთის წინ ჰქონდა მოწერილი შეტყობინება, საიდანაც მაგებინებდა, უკვე ადგილზე ვარო და მეც, იმაში დარწმუნებულმა, რომ შიგნით შესულს იგი შენობაში დამხვდებოდა, მინის ოქროსფერსახელურიანი კარები სწრაფად შევაღე.
იმედი მქონდა, თორნიკესთან საუბარი მაინცდამაინც დიდხანს არ გაიწელებოდა. იმ წამს, ყველაზე მეტად, სახლში წასვლა და დასვენება სურდა ჩემს გულს და არა ძველი ნაცნობების მონახულება, ოთხთვიანი პაუზის შემდეგ.



№1  offline წევრი nisaka

ნეტააავ რა უნდათორნიკესს ???? დამაინტრიგე ???? მალე დადე შემდეგიიი ❤️ ❤️

 


№2  offline წევრი aneta

ძალიან ძალიან საინტერესოდ წერ, ვგულშემატკივრობ შენს საოცრად საინტერესო პერსონაჟებს. 'მიუწვდომელის' ნამდვილად ღირსეული გაგრძელებაა და მოუთმენლად გელოდები❤❤

 


№3  offline წევრი A.N.A

ნელ_ნელა ვლაგდებით მგონია, მაგრამ ეს თორნიკეს ამბავი დიდად არ მახარებს, მით უმეტეს ნიკოლოზისთვის თქმას არ აპირებს მელინა.
დღეს თავს შევიკავებ რამის თქმისგან, მიუხწდავად იმისა რომ გასაგიჟებელი თავი იყო.
აბა შენ იცი, გელი ახალი თავით.❣️

 


№4  offline მოდერი აირ ისი

მართლა სასიამოვნოა თითოეული შეფასების წაკითხვა და მადლობა ამისთვის ❤️ კითხვებს, რაც დაისვა, შემდეგ თავებში გაეცემა პასუხი აუცილებლად kissing_heart

პ.ს -I'll be back soon ❤️

 


№5  offline წევრი ვიპნი

ეს თორნიკე სად გამოხტა,დაიწყო ცოლ-ქმრული პრობლემები უკვე,ხანდახან ზუსტად ასეთი თითქოსდა უმნიშვნელო ამბის არ თქმით იწყება ყველაფერი ცუდი.
საკმაოდ დიდი თავი იყო ,რისთვისაც დიდი მადლობა შენ ❣️❣️

 


№6  offline მოდერი აირ ისი

ვიპნი
ეს თორნიკე სად გამოხტა,დაიწყო ცოლ-ქმრული პრობლემები უკვე,ხანდახან ზუსტად ასეთი თითქოსდა უმნიშვნელო ამბის არ თქმით იწყება ყველაფერი ცუდი.
საკმაოდ დიდი თავი იყო ,რისთვისაც დიდი მადლობა შენ ❣️❣️


კამათის მერე შერიგებას აქვს გემოო ხომ გაგიგია? :დ აქაც ეგ თემაა ❤️
პირიქით, მადლობა შენ, რომ მუდამ მიზიარებ შთაბეჭდილებს ❤️

 


№7 სტუმარი Life is beautiful

მე ახლა დავიწყე " ქვიშის ქარიშხლის" კითხვა და ვაღიერებ ძაან აზარტშ შევედი.... ძაან გემოვნებიანი წყვილია და კი აარონის ქარიზმა თავბრუდამხვედი ძაან მომწონს...
რაც შეეხება თორნიკეს გამოხტომას დიდად გულზე მეხატებათქო ეს ამბავი ვერ ვიტყვი მაგრამ ყოველდღიურობაშიც ხდება და გადააქვთ ხალხს... თუ არ იჩხუბებენ და არ "ამოასუნთქებენ" ურთიერთობას უბრალოდ მოწყინდებათ ერთფეროვნება.. ჩხუბი ნამდვილად არ მიყვარს მაგრამ თავისი ხიბლი ნამდვილად აქ ამით უფრო და უფრო ხვდები ადამინის თვალში რამდნად ფასეული ხარ...
მადლობა ამ ამაღელვებელი ისტორიისთვის და ველოდიები ახალ თქვს მალე დადეთ:-)
... წარნატებები<3

 


№8  offline მოდერი აირ ისი

Life is beautiful
მე ახლა დავიწყე " ქვიშის ქარიშხლის" კითხვა და ვაღიერებ ძაან აზარტშ შევედი.... ძაან გემოვნებიანი წყვილია და კი აარონის ქარიზმა თავბრუდამხვედი ძაან მომწონს...
რაც შეეხება თორნიკეს გამოხტომას დიდად გულზე მეხატებათქო ეს ამბავი ვერ ვიტყვი მაგრამ ყოველდღიურობაშიც ხდება და გადააქვთ ხალხს... თუ არ იჩხუბებენ და არ "ამოასუნთქებენ" ურთიერთობას უბრალოდ მოწყინდებათ ერთფეროვნება.. ჩხუბი ნამდვილად არ მიყვარს მაგრამ თავისი ხიბლი ნამდვილად აქ ამით უფრო და უფრო ხვდები ადამინის თვალში რამდნად ფასეული ხარ...
მადლობა ამ ამაღელვებელი ისტორიისთვის და ველოდიები ახალ თქვს მალე დადეთ:-)
... წარნატებები<3


თორნიკე აქ მეტი მრავალფეროვნებისთვისაა შემოსული და სწორად აღნიშნე-ზუსტად იმიტომ, რომ ურთიერთობამ ამოისუნთქოს და არც სცენარი გახდეს ბანალური ❤️

 


№9 სტუმარი ევა

როოდის დადეებ:/// აი ძალიაან აგვიანებ და მავიწყდება უკვე

 


№10  offline მოდერი აირ ისი

ევა
როოდის დადეებ:/// აი ძალიაან აგვიანებ და მავიწყდება უკვე


ბოდიში დაგვიანებისთვის პირველ რიგში ❤️ უბრალოდ არ მინდა ნაჩქარევი გამოვიდეს და დიდი დრო მიაქვს. სრულ ვერსიასაც ავტვირთავ ბოლოს და თუ გინდა მერე წაიკითხე, შენთვისაც ასე უფრო მარტივი იქნება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent