შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ხათაბალა" (ნაწილი 2 სრულად)


20-11-2020, 17:29
ავტორი ტერიკო74
ნანახია 11 696

"შამანი,ანუ უნიჭო თამაში"

(გოგლა)
-უცნაური სიზმარი ვნახე,-მაცაცომ,ნახევრად მძინარე თავი წამოყო.
შუბლზე ისე მწარედ ვიტკიცე ხელი,წარბაწეულმა შემომხედა.
-ხმა არ ამოიღო! -თვალები დავუბრიალე და კედლის საათს შევხედე. ისრები ცხრიანთან გაჩერებულიყვნენ. არა და რვა საათზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი,თათბირი მქონდა. მთელი ღამე ზურიკოს ტირილმა არ დამაძინა.ხან მე დავარბენინებდი ხელში ატატებული,ხან თამრიკო. დედამისს კი ისე ღრმად ეძინა, სულ არ გაუგია,თუ რამდენჯერ გამოვუცვალეთ პატარას.
-არაფერს ვამბობ,უბრალოდ, უკვე მეორედ ვხედავ,- მთქნარებით თქვა და ბალიშს უკეთესად მოერგო.
-რა და ვა შა ვე!- დავიძახე და თვალები მოვისრისე შესაფხიზლებლად. ცხოვრებაში ისე არაფერი მაშინებდა,როგორც მაცაცოს სიზმრები.ვიცოდი,ნანახის ერთი ეპიზოდიც კი არ დარჩებოდა აუხდენელი.სანამ კიდევ რამეს მეტყოდა,სასწრაფოდ გავემზადე და სახლიდან გასვლამდე თამრიკოს ოთახის კარი ფრთხილად შევხსენი.ზურიკოს გაღვიძებას,მესამე მსოფლიო ომის დაწყება სჯობდა.
-სუ!- მანიშნა თამრიკომ და მძინარე ბავშვს დახედა.
-ძლივს!- შვებით ამოვისუნთქე და ჩუმად გავიპარე სახლიდან.
***
გზაში ჩემს თავს ფორიაქი შევატყვე. სულ მაცაცოს ბრალია,-გავიფიქრე და კაბინეტში უხასიათოდ შევედი.
-დაგაგვიანდა,-გივიმ ცერად გამომხედა.
-ვიცი,-უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და მაგიდას მივუჯექი.
-ისევ ზურიკო?-გაეცინა.
-შენი ნათლული რა იქნება?-დავუღრინე.
-თუ,არ მოგწონს,მე წავიყვან,-გულიანად გადაიხარხარა.
-მოუწევს,-მეც გამეცინა.
-თამრიკო გააგიჟეთ ,თუ ჯერ ვერა?
-თამრიკოს ისე უხარია, თავის ავადმყოფობა აღარც ახსენდება.
-კარგია,კარგი..
-არ ვიცი, რა ჯადოსნურ ძალას ფლობს მაცაცო ,მომაკვდავი ქალი ფეხზე დააყენა..
-მართლაც სასწაულია,-გივი თავის ქნევას მოჰყვა.
-ექიმიც გაოგნებულია,მეტასტაზები სრულიად გამქრალია,როგორ დაძლია ორგანიზმმა,საკვირველიაო,-ვთქვი და მეც ჩავფიქრდი.
ჩემი და მაცაცოს ერთად ყოფნის ამბავი ,რომ ვუთხარი დედას,იმ დღიდან შეიცვალა. ისეთი სიხარული ჩაუდგა თვალებში,თითქოს ხელმეორედ დაიბადა.
-სიკვდილის უფლება აღარ მაქვს,-გამოაცხადა და წელზე შემოხვეული შალი მოიხსნა.
ზურიკოს დაბადებამ ხომ საერთოდ,ფრთები გამოასხა.ის კი არა და, მამაჩემსაც დართა ნება, მოსულიყო და შვილიშვილის ნახვით დამტკბარიყო. ნოდარსაც მეტი რა უნდოდა,დილიდან საღამომდე თავთან ეჯდა ზურიკოს და დედასკენ შეფარვით აპარებდა თვალებს. თამრიკო ცდილობდა არ შეემჩნია,თუმცა ვხედავდი,როგორ იბნეოდა მის დანახვისას.
-იქნებ როგორმე მოვიცალო და ხვალ შემოგიაროთ,დავარიგო ჩემი ბიჭი,-ფიქრებიდან გივის ხმამ გამომიყვანა.
-ვიცი შენი დარიგება,-სიცილით ვუთხარი.
-ოღონდ შვილი მყავდეს ,ყირაზე დავდგებოდი.
-ჯერ ცოლი მოიყვანე,ხომ ხედავ, გაჭაღარავდი.
-ქრისტეს ასაკში ვარ,რა დროს ჭაღარაა,- ამაყად გადმომხედა და თმაზე ხელი გადაისვა.
-ქორწილი გვინდა გივი,ქორწილი!
-რა მექორწილება, ტვინი ამიდუღა ამ საქმემ,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა და უჯრიდან საქაღალდე ამოიღო.
-ყველა დაკითხე?-მეც დავსერიოზულდი.
-ყველა.
-მერე?
-არაფერი მნიშვნელოვანი,-უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
-მდა..ბერმუდის სამკუთხედია,-ჩავილაპარაკე და გივის ვთხოვე,ახლიდან დაეკითხა მოწმეები. საქმე ეხებოდა ,ასაკოვან ქალბატონს,რომელიც ათი დღის წინ გაუჩინარდა კუთვნილ ბინიდან.
-აზრი? სამივე კლიენტი ამბობს,რომ გვერდით ოთახში ელოდნენ თანხის დაბრუნებას.არც სხვა ვინმე შესული,ან გამოსული არ დაუნახავთ.
-უცნაურია,-მეც საგონებელში ჩავვარდი.იმედი მქონდა,რომ მოწმეებისგან მაინც გავიგებდით რაიმე ხელჩასაჭიდს.
-ნამდვილად მარტო იყო ოთახში?-დავეჭვდი.არარეალურად მეჩვენებოდა ხალხის თვალწინ გამქრალი ადამიანი.
-აი,წაიკითხე,- წამოდგა და საქაღალდე ცხვირწინ დამიდო.ინტერესით ამოვიღე მოწმეთა ჩვენებები და კითხვას შევუდექი.
-აი,ესენიც მოცლილები!- გავბრაზდი.
-რა გინდა,რომ ქნა? სჯერა ხალხს შამანების,-გაეცინა გივის.
- გამოიძახე ყველა,მეც დავესწრები დაკითხვას!
-შენ რა,ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარება?-ნაწყენმა გამომხედა.
-პროფესიონალიზმი არაფერ შუაშია..მგონი მაგიურ ძალებთან გვაქვს საქმე და მაგას მარტო შენ ვერ გაუმკლავდები,-თავი შევიკავე,რომ არ გამცინებოდა.
-მგონი, შენც დაუსტვინე,- მიმაყოლა ექიმბაშ ჰასმიკ ავეტისიანის კლიენტებს.
-დაიბარე,დაიბარე,ძაღლის თავი ვიპოვნოთ,-თვალი ჩავუკარი და კიდევ ერთხელ მივუბრუნდი ბურუსით მოცულ საქმეს.
(მაცაცო)
გაბრუებული წამოვჯექი საწოლზე და თვალები მოვიფშვნიტე.ორი ღამეა, ერთი და იგივე სიზმარი ამეკვიატა. გოგლას ხომ ვერაფრით მოუყვები,ხელებს ასავსავებს.ის კი არა და დამემუქრა, ბალიშზე უნდა დაგიმაგრო ონკანი,როგორც კი გაიღვიძებ ,დაჯექი და რამდენიც გინდა,ეჭორავეო. ისე მყავს შეშინებული,ვიცი,ერთ მშვენიერ დღეს მართლა ამისრულებს მუქარას.
გამოფხიზლებული არ ვიყავი,ზურიკოს ტირილი შემომესმა.მობეზრებულად გადავატრიალე თვალები და თამრიკოს ოთახისკენ წავედი. ეს ქალი,რომ არ მყავდეს,რა მეშველებოდა?! ჯერ ორი თვის არის ზურიკო და უკვე იმდენი მოახერხა,მთელი ოჯახი მის დაკრულზე აგვაცეკვა.არ ვიცეკვებთ და ჩვენი აჯობებს!
-მაცაცო შვილო,იქნებ აჭამო,დედის რძე დღისით მაინც მიიღოს,-გადაღლილი ხმით მითხრა თამრიკომ და აჩხავლებული ბავშვი დაარწია.
შემრცხვა! თანაც როგორც! ზურიკოს გულში დავემუქრე, როცა გაიზრდებოდა,გვარიანად მოვცხებდი.ხელში ავიყვანე ,თუ არა,მაშინვე გაჩუმდა.
-დედიკოს მელოტი,-მოვეფერე და მოღინღლულ თავზე ვაკოცე.
თამრიკოს კი ვუთხარი, დაისვენე,ზურიკოსაც მივხედავ და სახლსაც-მეთქი. ისე შემომხედა,მივხვდი,დაუჯერებლად მოეჩვენა,თუმცა დამთანხმდა.
ის იყო,ტკბილად მიძინებული ბავშვი,რომ დავაწვინე,ზაზამ შემორგო თავი ოთახში.
-ერთს ვაკოცებ და წავალ რა?
-იცოდე,რომ გააღვიძო, მთელი დღე შენ მიხედავ!
-თანახმა ვარ,-გაეცინა და ზურიკოს მიუცუცქდა. -მე მგავს ,- ღიმილით შემომხედა.
-ბოდიში მოიხადე,-ტუჩები დავბრიცე.
-არა? შეხედე,შუბლი ჩემი,თავი ჩემი,ცხვირი ჩემი,გამოცხადებული ბიძაა,-თქვა და ზურიკოს ისე ხმაურით აკოცა,ბავშვი შეიშმუშნა.
-ზაზა,ვერ გადამირჩები!- მუშტი მოვუღერე.
-კარგი,ჰო,წავედი,წავედი..-დანებების ნიშნად ხელები ასწია.
-საით გაგიწევია?
-პაემანზე,-თვალი ჩამიკრა.
-ზაზა?
-გაგაცნობ,-გაეცინა და გავიდა.
ნუთუ ზაზამ გულისწორი იპოვნა?გაიგოს ლიკუნამ,რომელიც უკვე სამი წელია ცოცხლად მჭამდა,ჟღენტების ოჯახი დაგითმე, ეს სიკეთე სიკვდილამდე არ დამივიწყოო. რამდენჯერაც ჩემი დახმარება დასჭირდა,იმდენჯერ გამახსენა თავის "მსხვერპლად"შეწირვა. მეცინება მის ხუმრობით ჭირვეულობაზე და მეც, მისგან "დავალებული" მაშინვე ვუსრულებ თხოვნებს.
რადგან ოჯახის "უფროსი" დაძინებული დავიგულე, დიასახლისის როლი მოვირგე და ცოცხით შევიარაღდი. კვირას ზურიკოს ნათლობაა,პატარა სუფრას გავამზადებთ.დედაჩემმა აიტეხა,იმიტომ ტირის ,ავი ძალები მოსვენებას არ აძლევენ ბავშვს,დროზე მონათლეთო.იმდენი გვეჩიჩინა მე და გოგლას,ცოტა არ იყოს შევფიქრიანდით და გადავწყვიტეთ უახლოს დროში გაგვექრისტიანებინა ჩვენი იმედი.
(გოგლა)
ფეხს ვითრევდი სახლში წასვლაზე. იმ ჭკუაზე ვიყავი, მორიგეობა მომემიზეზებინა და გემრიელად გამომეძინა ჩემს კაბინეტში.მაგრამ თამრიკო შემეცოდა,მთელი ღამე მას მოუწევდა ბავშვის მიხედვა. გულს ვიმშვიდებდი,რომ ნათლობის შემდეგ ზურიკო შეიცვლებოდა.როგორც ჩემმა სიდედრმა მანანამ თქვა,ანგელოზები მიხედავენ და დაისვენებთო.ერთი სული მქონდა,დროზე მომეწვია ანგელოზთა კრება. გივი,რომ არ მოეწონოთ? გავიფიქრე და გამეცინა.
ჰასმიკ ავეტისიანის საქმე ამოვიღლიავე და გეზი სახლისკენ ავიღე. მთელი გზა , უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულზე ვფიქრობდი,რომელიც საეჭვო საქმიანობას ეწეოდა,რაშიც საკმაოდ მსუყე გასამჯელოს იღებდა.ერთადერთი მასთან დაახლოვებული პირი,მისი ძმისშვილი ინგა ავეტისიანი იკვეთებოდა,რომელიც მუშაობდა ქალთა სილამაზის სალონში.დაკითხვაზე მტკიცედ უარყო მამიდასთან კავშირი აღნიშნულ საქმიანობაზე.მოწმეების ჩვენებით კი ირკვეოდა,რომ სწორედ ინგას შუამავლობით მოხვდნენ ჰასმიკას სახლში და ყოველ მიღებაზე საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიდნენ.
ჩემი ინტუიციური ალღო მკარნახობდა,რომ საქმე გამოცდილ თაღლითებთან გვქონდა.გამორიცხული არ იყო,რომ თავადაც გაეთამაშებინათ გაუჩინარების სცენა.-ამ ფიქრებში შევხსენი სახლის კარი.
ისეთი სიმშვიდე დამხვდა,თვალ-ყურს არ დავუჯერე და კედლები დავზვერე . ნამდვილად ჩემი სახლია,-ვთქვი გახარებულმა და ჩემსკენ წამოსულ მაცაცოს ჩავეხუტე.
-რატომ დაიგვიანე?-მწყრალად შემომხედა. პასუხის ნაცვლად ბევრჯერ ვაკოცე.
-რაღაც დამნაშავესავით იქცევი,-უკან დაიხია და ეჭვით შემათვალიერა.
-რა სულელი ხარ,-გამეღიმა.
-ხომ იცი,ვერაფერს გამომაპარებ,-თითი დამიქნია. მივხვდი,სიზმარი იგულისხმა და სიცილი ამიტყდა.
-მაჭმევ რამეს,თუ გავბრუნდე უკან?-ვუთხარი და უცებ დავიმსახურე მაცაცოს თვალების ბრიალი.
-წამოდი გაგიმზადებ,მერე დავალაგებ შენს კაბინეტს,ეგღა დამრჩა,მთელი დღეა ვტრიალებ,-ამაყად გამომიცხადა და წინ გამიძღვა.
-აბა,შენ იცი,ისე დაალაგე,ვეღარაფერი ვიპოვნო,-საყვედური გავურიე ხმაში,არც თუ უსაფუძვლოდ.მაცაცოს შესვლა ჩემს სამუშაო ოთახში თავსატეხი მიხდებოდა.რომელ საქმეს,რომელ საქმეში ჩაჩურთავდა,კაცმა არ იცოდა.
-ნუ გეშინია,შენს მაგიდას არ მივეკარები,-სიცილით შემპირდა.
(მაცაცო)
როდესაც გოგლასთან გადმოვედი საცხოვრებლად,კატეგორიულად გამაფრთხილა,ჩემს კაბინეტს არ გაეკარო,მე თვითონ დავალაგებო.მაშინ კი დავთანხმდი,მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა არ მაძლევდა მოსვენებას, ჩუმად ვიპარებოდი და საათობით ვკითხულობდი აუარება საქმეების გამოძიების დეტალებს. იმდენად გამიტაცა ამ თვალთვალმა,ერთი პირობა გადავწყვიტე,იურიდიულზე ხომ არ ვცადო ბედი -მეთქი. ერთხელ შემომისწრო კიდეც და სანამ აფეთქდებოდა,დავასწარი და შეტევაზე გადავედი.
-ნახე რამდენი მტვერია! - თვალსაჩინოებისთვის კარადას თითი გადავუსვი.-ხომ ხედავ,დრო არ გრჩება,იღლები,დღეიდან მე დავალაგებ!- მკაცრად ვუთხარი და ფეხებში გამოვუსვი იატაკის ჯოხი. სიმწრით გააქნია თავი და გავიდა. იმ დღის შემდეგ,უკვე თამამად შევდიოდი მის კაბინეტში და დასუფთავებასთან ერთად ვეცნობოდი ახალ მასალებს.
-გაგახარებ და ხვალ ვისვენებ,საღამოს გივი მოვა,ცოტას ჩავურტყამთ,-მითხრა გოგლამ და ქათმის შებრაწული კისერი გაწიწკნა.
სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა.იმდენად იშვიათად იყო სახლში,ნატვრად მქონდა გადაქცეული ჩვენი ერთად ყოფნა.
-ხვალ ნამცხვარს გამოვაცხობ!-ტაში შემოვკარი და კაბინეტისკან დავიძარი.
-ესაც წაიღე,მაგიდაზე დადე,-თვალით საქაღალდეზე მანიშნა. უცხო ყდაზე მივხვდი,რომ ახალი საქმე მოიტანა. დავავლე ხელი და სწრაფად გავედი.
კარი მივხურე თუ არა,მაშინვე საქაღალდე გავხსენი.პირველი რაც ხელში მომყვა,ორი ქალბატონის სურათი იყო. ორივეს დავაკვირდი და შევცბი. ფოტოებიდან ნაცნობი თვალები მიყურებდნენ.
-არ არსებობს,-გაოგნებულმა დავიჩურჩულე და სასწრაფოდ ამოვიღე საბუთები.გიჟივით ვკითხულობდი,თან თვალი კარისკენ მეჭირა,გოგლა არ დამდგომოდა თავზე,თორემ ვერ გადავურჩებოდი.
-უგზო-უკვლოდ დაიკარგა? არა..ეს წარმოუდგენელია..ნამდვილად ის არის,არაფერი მეშლება,-შეშინებულმა ჩავილაპარაკე და ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა.
-რა ფერი გადევს,კარგად ხარ?-გოგლას ხმამ უარესად შემაშინა.
-თავბრუსხვევა ვიგრძენი, ხელიდან გამივარდა და ყველაფერი გადმოიფანტა,-სახელდახელო ტყუილი ვტკიცე და ქაღალდები აკანკალებულმა გავუწოდე.
-გადაღლილი ხარ,წადი დაწექი,მე მივხედავ,-მზრუნველად მომხვია ხელი და მაკოცა.
კიდევ კარგი ვერ მიმიხვდა.შვებით ამოვისუნთქე და სწრაფად გავეცალე.
-ნამდვილად ისინი არიან,არ ვცდები!-ჩავილაპარაკე და ზურიკოს მივუწექი. სანამ ყველაფერს არ დავაზუსტებდი,გოგლასთვის თქმას აზრი არ ჰქონდა.ვიცოდი,მის საქმეში წაყოფილ გრძელ ცხვირს ძირში მომაჭრიდა.

(გოგლა)

დაბნეული მეჩვენა მაცაცო და ეჭვით გავაყოლე თვალი.დავიჯერო ჩემს საქმეში იქექებოდა? მისი ცნობისმოყვარეობის ამბავი არ გამიკვირვებია,მაგრამ არ მესიამოვნა. ქაღალდები თანმიმდევრობით ავკინძე და უჯრაში ჩავდე.
საძინებელში,რომ შევედი,ზურიკოს ეღვიძა,კარგ ხასიათზე ჩანდა,დედამისს ეღუღუნებოდა. გული სიყვარულით გამითბა და დიალოგში გართულ დედა-შვილს მივუწექი.
-გოგლა,გესმის? ლაპარაკს იწყებს,-გახარებულმა მითხრა და ზურიკოს ცხვირზე მოუცაცუნა თითი.-აბა,თქვი დეე დაა,დეე დაა..
-ჯერ ორი თვისაა,რა დედა,მაცაცო?-გამეცინა.
-მერე რა,იტყვის,აი უსმინე,-ისევ ზურიკოს მიუბრუნდა.-დეე დაა,დეე დაა..
-ბიიძიიაა,ბიიძიიაა-უცებ მომგვესმა კარს მიღმა ზაზას ხმა.
-შემოდი,-დავუძახე სიცილით. დიდი პატიჟი არ დასჭირვებია,მაშინვე შემოვარდა და ბავშვს თავზე დააცხრა.
-ამაღამ მე მოვუვლი,გასაჩივრებას არ ექვემდებარება!-მტკიცედ დაიძახა და სანამ რამეს ვიტყოდით,ზურიკოს ხელი დაავლო და თავის ოთახში გააქანა.
-ზუსტად ათ წუთში მოიყვანს უკან,-ვუთხარი პირდაღებულ მაცაცოს და ხელი მოვხვიე.
-ვერ მოუვლის,-ამოიკრუსუნა.
-მოუვლის,-ვაკოცე და მკერდზე მივიხუტე.
-გესმის?-თავი წამოყო უცებ.
-შენი გულის ძგერა?-ბედნიერად გამეღიმა.
-რა ძგერა, გოგლა? უსმინე..
მეც თავი წამოვყავი და სმენა დავძაბე. ზაზას ოთახიდან ,გიტარის თანხლებით მისი ენამოჩლექილი სიმღერა ისმოდა.სიცილი აგვიტყდა. თამრიკოს ხმაც მოგვესმა ,ზაზას ეჩხუბებოდა,სულ ნუ გამოაფხიზლე ბავშვი,თორემ მართლა მოგიწევს ღამის თენებაო.რაზე ზაზამ უპასუხა,რომ სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას და სიამოვნებით მიხედავდა.
-ძილი მოვასწროთ,-ვუჩურჩულე მაცაცოს ,დარწმუნებული ვიყავი აღნავლებულ ზურიკოს ზარ-ზეიმით გადმოგცემდა ცოტა ხანში.
-სჯობია,-დამეთანხმა მაცაცოც და საბანში გაეხვია.

(მაცაცო)
მოუსვენრობას ვყავდი შეპყრობილი.ერთი სული მქონდა,როდის ჩაეძინებოდა გოგლას,რომ მის კაბინეტში შევპარულიყავი და შეწყვეტილი საქმე გამეგრძელებინა. გულდასმით უნდა წამეკითხა თითოეული დეტალი. ჩემი ეჭვები უნდა დამეზუსტებინა.
დიდი ლოდინი არ დამჭირვებია,გადაღლილს მალევე ჩაეძინა და ფშვინვაც ამოუშვა. თითი მსუბუქად მივკარი,რომ დავრწმუნებულიყავი,ღრმად ეძინა,თუ არა.არ შერხეულა. საწოლიდან უხმაუროდ გადავცურდი იატაკაზე და მტრის ბანაკში მყოფ პარტიზანივით მივცოცდი კარამდე. ჩაბნელებულ კიბეს ხელების ფათურით ჩავუყევი.სასურველ ოთახს მივადექი,თუ არა,სწრაფად შევხტი შიგნით და კარს ავეკარი.გული ისე ხმაურით მიცემდა,მეგონა მეორე სართულზე მყოფი გოგლა გაიგონებდა.
საქმე N 02..9
საქაღალდეს ყდაზე წარწერას დავაკვირდი.თითქოს დიდ განძს ვეხებოდი,ფრთხილად ამოვიღე ფურცლები და პირველივე გვერდის წაკითხვიდან წარსულში გადავინაცვლე.
***
სილამაზის სალონში შესულმა თვალი მოვატარე თმის საშრობში თავშეყოფილ ქალებს,რომლებიც კოსმოსში გასაფრენად მომზადებულ კოსმონავტებს ჰგავდნენ. ერთადერთხელ მომიწია ამ გახურებულ "ქვაბში" ყოფნა და იმდენად უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა, მტკიცედ ვთქვი,რომ მეორედ აღარასდროს გავიმეორებდი. "ქვაბწამოცმულებს" გვერდი ავუარე და თეთრწინსაფრიან ქალთან შევჩერდი.
-თქვენ ხართ,ინგა?
-მე ვარ,-გატეხილი ქართულით მითხრა და გამიღიმა.
-თქვენთან ახლობელმა მომასწავლა,კარგი სპეციალისტიაო,-მეც გავუღიმე.
-აჰ,მოდი აქ დაჯექი,-უცებ გამიშინაურდა და თვალით სარკის წინ მდგარ სავარძელზე მანიშნა. უხმოდ დავემორჩილე და მითითებულ ადგილს მოვერგე. ინგა ზურგიდან დამიდგა და ჩემი თმა ხელებში მოიქცია,დიდხანს სინჯავდა,ხან სიგრძეს,ხან ხარისხს.
-ძალიან თხელია,თან მშრალი,-დამიწუნა.
სარკის ანარეკლში ჯერ ინგა შევათვალიერე,შემდეგ ჩემი დაწუნებული თმა.
კიდევ ერთხელ შეათამაშა ხელში თმის ღერები.-ღვიძლი ხომ არ გაწუხებს?-მოულოდნელ კითხვაზე თვალები ვჭყიტე.
-არა,-ენის ბორძიკით ვუპასუხე და დავფიქრდი.იქნებ მაწუხებს და არ ვიცი?
-ა,ნერვი?-მკითხა და სავარცხელი დამისვა.
-რა ნერვი?-გვერდულად ავხედე.
-სტრესები,ნერვები..
თავი ექიმთან მეგონა.ჩემს პასუხს წარბაწეული ელოდა.
-სტრესი,კი,- ჩუმად ვთქვი.
-ტაკ ი ზნალა,-მიზეზის აღმოჩენით კმაყოფილმა ჩაიცინა.
სიბრაზემ გადამირბინა და კოპები შევკარი.
-თმის შეჭრა მინდა,-შევახსენე სტუმრობის მიზეზი.
-ჩემი ნათესავი ამზადებს,აი,წამლებს!-ცერა თითი აღმართა.
-რა წამლებს?-გაღიზიანებულმა ვკითხე.
-ყველაფრის..დალევ,ვაფშე ახალი ხდები.
ჩემი უნდობელი მზერა დაიჭირა.
-ე,ნე ვერიტ,- უკმაყოფილოდ დაბრიცა პირი.
-მჯერა,მაგრამ წამლები რად მინდა?-ვეცადე არ გამეღიზიანებინა,ბოლოს და ბოლოს ჩემი თავი მის ხელში იყო.
-აი,ნახე?- თმა თითებ შუა მოიქცია და ფარშევანგის კუდივით გადამიშალა.-ამას მკურნალობა უნდა გოგოჯან,თორემ მალე გაგცვივდება,მერე არავის მოეწონები!
შეშინებული დავაკვირდი ჩემს წაბლისფერ თმას.აქამდე საგანგაშო არაფერი შემიმჩნევია.სანამ სასურველ ვარცხნილობას გამიკეთებდა,იმდენი მეჩიჩინა, მაინც დამითანხმა მის ნათესავთან ვიზიტზე.
სალონიდან ჩაფიქრებული გამოვედი.ისე დავიზაფრე ,ჩემი ახალი ვარცხნილობა აღარ მახარებდა.გოგლას უნდა შევხვედროდი,მეორე დღეს ხელი უნდა მოგვეწერა და მმაჩის ბიუროში უნდა მივსულიყავით. ფურცელზე დაწერილ მისამართს რამდენჯერმე დავხედე. ვერ გადამეწყვიტა,ვწვეოდი ,თუ არა ,როგორც ინგამ მითხრა სიცოცხლის ელექსირების ჯადოქარს.
გოგლასთან შეხვედრამდე დრო ორი საათი მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე და მითითებულ მისამართის გზას დავადექი.
-მოდი,-მითხრა თმაწითელა ქალმა და თვალით ოთახის სიღრმისკენ მანიშნა. ფეხათრეული შევედი,ჯერ კიდევ ვყოყმანობდი.
-ინგასგან ვარ,-აღელვებულმა ვუთხარი.
-ვიცი,შემოდი,-თითქოს სადღაც ეჩქარებაო,ისე სწრაფად მოავლო თვალი დერეფანს,კარი მიხურა და ხატებით მოჭედილ ოთახში შემიძღვა. იმდენი წმინდანი მიყურებდა კედლებიდან,თავი ტაძარში მეგონა. არ იქნება ცუდი ადამიანი,ღმერთის სწამს-გული დავიმშვიდე და დაძაბულობაც ნელ-ნელა მომეხსნა.
-აბა,რა გაწუხებს?-ინგასავით გატეხლი ქართულით მომმართა.დავიბენი,მეც არ ვიცოდი,რა მაწუხებდა.
-ნერვები და თმა,-რაც გამახსენდა,ის ვთქვი.
-ნერვი? ო,ეტა ოჩენ პლოხო,-მომიახლოვდა და ქუთუთოები ხან დაბლა დამიწია,ხან მაღლა ამიქაჩა. თვალებში ოკულისტივით ჩამხედა და თავი გადააქნია.
-ბოტკინი გქონდა?-მზერა უფრო მომთხოვნი გაუხდა.
-არასდროს!
-ნიშნები ჩანს,ყვითელია,-დაასკვნა და ახლა თმაზე მომკიდა ხელი.
-ო,ძალიან სამკურნალო ხარ ,ბედნაია,-საწყალი სახე მიიღო. ჩემმა "მოსალოდნელმა ავადმყოფობამ" თავზარი დამცა. წარმოვიდგინე,როგორ ჩავვარდი ლოგინად და როგორ მომივლიდა გოგლა.არა,გოგლა ცოდოა,სჯობია დავშორდე,ვიდრე მთელი ცხოვრება ჩემს სასთუმალთან გაატაროს.
-მეშველება?-ცრემლები მომაწვა.
-ჰმ,წიოწ ჰასმიკა მკვდრებს აცოცხლებს,ყველამ იცის!-ამაყად განმიცხადა და მეც ცალი ფეხი გადმოვყავი კუბოდან. ხატებს თვალი მოვატარე და ჩემს წინ მდგარ უფლისგან მოვლენილ სასწაულთან მუხლებზე დავეცი.
- სიკვდილამდე თქვენს ვალში ვიქნები,ოღონდ მიშველეთ,-ამოვიქვითინე და ფეხებზე მოვეხვიე.
- ვსიო ვ პარიადკე,გოგოჯან,ვსიო ვ პარიადკე,-შემცბარმა მომკიდა ხელი და წამომაყენა.-რა გქვია?
-მაცაცო,-სლუკუნით ვუთხარი და ცხვირი მოვიწმინდე.
-ჯანა,თმა კი არა,პირველ რიგში ნერვებს უნდა მივხედოთ,-შეფიქრიანებულმა მითხრა და ყავისფერი სითხით სავსე ბოთლი ხელში მომაჩეჩა.-ამას დალევ დღეში სამ კოვზს და მერე ისევ მოხვალ,-კიდევ ერთხელ შემათვალიერა და მზერა ჩემს ხელჩანთაზე შეაჩერა.
-რამდენია საჭირო?-უცებ მივხვდი,გასამრჯელოს ელოდა.
-რამდენის საშუალებაც გაქვს, ჯერ ესე იყოს,ფასზე მერე მოვილაპარაკებთ,-ცბიერად აახამხამა წამწამები.იმ წუთში გავიკარი საფულეზე ხელი, რა თავში ვიხლიდი ფულებს,მე თუ არ ვიქნებოდი ცოცხალი. მამაჩემის გაყიდული გოჭებიდან მოგებული თანხა სიხარულით ჩავუკუჭე ჩემს ბეწვზე გადამრჩენელს და ფრთაშესხმული დავადექი გოგლასთან შესახვედრ გზას.
-რაღაც გაყვითლებული მეჩვენები,-მითხრა გოგლამ დანახვისას და ჩამეხუტა.აი,ამანაც შეამჩნია,ესე იგი არ ტყუის დეიდა ჰასმიკა,მართლა ავად ვარ!- დავრწმუნდი მკურნალის სიტყვებში და ავტირდი.
-რა გჭირს,გოგო?!-ხელით უკან გამწია.
-არაფერი,ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და გული ამიჩუყდა,-მივეხუტე სლუკუნით და იმედის სითხეს ხელი მოვუჭირე. სიმართლის თქმა გადავიფიქრე.
იმ საღამოს,სახლში მისულს ლიკუნა შემომეგება . გაღიმებული პირი უცებ მოსხიპა და გარშემო შემომიარა.
-რას გავხარ ?!
აქ ,კი სერიოზულად შევშფოთდი. ვიფიქრე,ავადმყოფობის ფონზე ჩემი შეცვლილი ვარცხნილობა შეუმჩნეველი დარჩა-მეთქი,გულს შემომეყარა.
-ძალიან ავად ვარ,ლიკუნა,ვკვდები მგონი,-გადავწყვიტე ,ლიკუნასთვის მაინც გამემხილა ჩემი მოახლოვებული აღსასრული.
- "პრიჩოსკაზე" გეუბნები,-ფხუკუნი ატეხა.
-რა იყო,ცუდად მაქვს?-მეწყინა.
-მიტოვებულ ჩიტის ბუდეს გიგავს თავი,გოგო,-გადაიკისკისა.
სასწრაფოდ გავეშურე სარკისკენ. სიცილით მომყვა ლიკუნაც.
-გოგლამ გნახა?
-მნახა!
-იმედია ქორწილი არ გადაუფიქრებია,ა?
-შენდა სამწუხაროდ,მოეწონა!
-საწყალმა არ შეიმჩნია,ეჰ,-ხელი ჩაიქნია გოგლას მისამართით.
ყურადღება აღარ მივაქციე ლიკუნას "ტკბილ" ენას. ჯადოსნური სითხე მქონდა დასალევი,რაც მალე დავიწყებ,უკეთესია. სადილის კოვზი მოვიმარჯვე და ხელის კანკალით დავასხი ბლანტი სითხე. ნიშადურის სპირტის სუნი ჰქონდა. სახე დაჯღანულმა გადავკარი,ისე ამეწვა კუჭი, ლამის ღებინება ამიტყდა.
-მგონი საწამლავია,-ჩავიდუდღუნე უკმაყოფილოდ.მაგრამ გამახსენდა ძვირფასი სიტყვები "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" და დავმშვიდდი.იმ ღამეს,კიდევ ერთხელ დავაგემოვნე ჩემი მაცოცხლებელი.
დილით,ისე მქონდა დამძიმებული თავი,საწოლიდან გაჭირვებით წამოვდექი. ვიცოდი,წუთი-წუთზე მანანა და ზურა დამადგებოდნენ თავზე. სანამ ლიკუნასაც ეძინა,დრო ვიხელთე და ელექ გადავკარი. თითქოს ძალა შემემატა,მთელი ენერგიით დავიწყე მომზადება.ორ საათზე ქორწინების სახლში უნდა ვყოფილიყავი.ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდიოდი,ოჯახს ვქმნიდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.
ბედნიერი სახით ავისვეტე სარკის წინ და თავი შევითვალიერე. თვალები ზედმეტად ჩაწითლებული მომეჩვენა.ალბათ,ძილის ბრალია,გავიფიქრე და ყურადღება ოთახში შემოსულ ლიკუნაზე გადავიტანე. რომელსაც ნამძინარევი სახის გასწორება უჭირდა.
-ისე,მეც ,რომ გავყოლოდი ზაზას,რა დაშავდებოდა? -მითხრა და იქვე სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
-დღევანდელ დღეს მაინც ნუ ჩამიმწარებ!-თვალები დავაკვესე.
-ეგოისტო!
მომაძახა და გაეცინა.
მანანას და ზურას შემოსვლა,რომ არა,ალბათ კინკლაობა ჩხუბში გადაგვეზრდებოდა. ელისოც შეგვემატა ,ჩემი ყოფილი თანამშრომელი,რომელსაც ჩემი ხელისმომკიდეობა უნდა ეთავებინა.
-რადგან ამ დღეს მოვესწარი,თუნდაც დღესვე დავხუჭო თვალი,-მანანამ გამოპრანჭული,რომ დამინახა,თავისებურად დაიწყო.
-ყველაფერზე მასე ამბობ და რით ვერ დახუჭე აქამდე?-ზურამ ხუმრობით წაკბინა.
-უჩემოდ რა გეშველება,შე საცოდავო?-საწყლად შეხედა მამაჩემს.
-აბა,ახლა მაქვს ნაშველი? ნახევარი კაცი დავრჩი,შემჭამე!-ზურამ თავის დაჩიავებულ ტანზე სიცილით დაიხედა.
მანანასაც კი გაეცინა.
არ ვიცი წამლის ბრალი იყო,თუ ბედნიერებით სავსე დღის,მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი. გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა.
კონკასთან,ქორწინების სახლი სულ რაღაც ერთი თვის გახსნილი იყო.მიხაროდა,რომ ზუსტად იქ მომიწევდა ჩემი ბედნიერების გაფორმება.
თალიკომ და როზამ დიდი სიყვარულით წამომაცვეს ჟღენტების საგვარეულო ლალისთვლიანი ბეჭედი,თან გამაფრთხილეს,ეს ჩვენი დიდი ბებიის, ქეთევანის ნაქონია,ღირსეული ქალი იყო და შენც ასევე ღირსეულად ატარე და მოუფრთხილდიო. ისეთი რიდი ვიგრძენი , რომ მთელი საღამო ლალის თვალს კრძალვით ვეხებოდი.მეგონა,ქეთო ბებო ბეჭდიდან მითვალთვალებდა.
იმ დღემ მოლოცვების და სადღეგრძელოების ფონზე ჩაიარა.მთელი საღამო, ლიკუნა ზაზას სიახლოვეს ტრიალებდა და თვალებს ეშმაკურად უჟუჟუნებდა.
-ეს იმდენს იზამს,მაზლის ცოლად გამომეცხადება,-გავიფიქრე და აჭარხლებულ ლიკუნას იდაყვი წავკარი.
-რა გინდა?-უხერხულად შეიშმუშნა.
-ვერ ხვდები?-დავუღრინე.
-წესით,ეგ ბეჭედი მე უნდა მეკეთოს,-შემომიტია.
-ლამარას ვეტყვი,იცოდე,-ჩუმად დავემუქრე.
-უთხარი,-უდარდელად მიპასუხა და ზაზას მწველი მზერა ესროლა.
თვალები გადავატრიალე.ლიკუნასთან კამათი კედელზე ცერცვის შეყრას ჰგავდა.

გოგლას სახლში საცხოვრებლად გადასულს, ლიკუნაც მომყვა მზითვში. მისმა დიდმა მცდელობამ,რომ ზაზას სხვა თვალით შეეხედა მისთვის,კრახი განიცადა.
-ხედავ? სულ ტყუილად ირჯებოდი,-ნიშნისმოგებით წავკარი ცხვირზე თითი.
-დრო მოვა და მაგ სიტყვებს უკან წაიღებ! - მითხრა თავდაჯერებულმა.
-ოჰ, ბრძოლის ველზე დაცემული არწივი,გამოცოცხლებას იწყებს?-გამეცინა.
-მეფეები არასოდეს ნებდებიან!- ამაყად გამომიცხადა და კარი გაიხურა.
რა ჯიუტია,ვერ ეგუება დამარცხებას-თავი გავიქნიე და სიცოცხლის ელექს ბოლო წვეთები გადავყლაპე.
დეიდა ჰასმიკასთან მეორე ვიზიტი უფრო შინაურული აღმოჩნდა. თბილად მიმიღო და გულდასმით გამსინჯა.
-ვოტ,გლაზა ჩუჩუტ აჩიშენ,- მახარა.-აბა,მოდი აქ დაწექი, -ხელით მიბიძგა ტახტისკენ.მორჩილად გავწექი.
-ზდეს ბალიტ?-ხელი მუცელზე ისე ძლიერად დამაჭირა,ტკივილსგან წამოვიკივლე.
-ო,ბალიტ,ეს ცუდია..-ჩაფიქრდა და ახლა კუჭთან ჩამასო თითები და ძლიერად დამაწვა.
-ვაიმე,ძალიან მტკივა,- დავიკლაკნე და ხელი ვტაცე. დავინახე ,როგორ შეეყინა მზერა ჩემს ბეჭედზე. ძლივს გადააგორა ყელში დიდი ნერწყვი და ცბიერად გამიღიმა.
-ოჩენ ჟალ,მაგრამ უნდა გითხრა,ძალიან ავად ხარ,-ბეჭედს თვალი მოაშორა და სახეზე დამაკვირდა.
-რა მჭირს?-შეშინებული წამოვდექი.
-თუ დამიჯერებ,ყველაფერი კარგად იქნება,-მითხრა და ისევ ბეჭდისკენ გაექცა თვალი. ისე ვიყავი შეძრული ჩემი მდგომარეობით,ყურადღება არ მიმიქცევია მის უცნაურ ქცევებისთვის.
-ექიმთან მივიდე?-გამოსავალი შევთავაზე.
-ტი ჩტო სუმა საშლა? ექიმების ხელში მტერი ჩავარდა,-შეეცადა უკუმეგდო აზრი.
-ზუსტად რა მჭირს,ხომ უნდა ვიცოდე?-მაშინ,თუ იმედიანად გადმოვყავი კუბოდან ფეხი,ახლა უკან შევყავი და ხელებიც გადავაჯვარედინე.
-გეტყვი..-ცოტა ხანს ჩაფიქრდა,ცდილობდა დრამატულად აღეწერა ჩემი გასაჭირი.გამოუვიდა კიდეც.
მკურნალ ჰასმიკასგან ღვიძლის გადიდების დიაგნოზით გამოვედი,რომელსაც თან ერთვოდა ნაწლავების ანთება. ისე დამაჯერებლად საუბრობდა,ეჭვიც აღარ შემპარვია. მკურნალობისთვის დიდი თანხა დამჭირდებოდა.რაც არ გამაჩნდა.გოგლას ვერ ვეტყოდი,არ მინდოდა ჩამეშხამებინა მისთვის ბედნიერი დღეები. მანანასთვის,რომ მეთქვა,ქვეყანას შეყრიდა და ნაადრევად გამომიტირებდა.ისევ ჩუმად ვამჯობინე მიმეხედა თავისთვის და ორსაუკუნე გამოვლილი ქეთო ბებოს ბეჭედი თითიდან წავიძრე.
-დროებით ამას დაგიტოვებთ,სანამ თანხას მოვუყრი თავს, -ვუთხარი ჰასმიკას და ლალის თვალა ხელის კანკალით გადავულოცე. დავინახე როგორ გაიელვა მის თვალში სხივმა.მაშინვე დამთანხმდა და ორი, სითხით სავსე ბოთლი მთელი დარიგებებით გადმომცა.
სახლში დამნაშავესავით შევიძურწე.
მთელი ერთი თვე, გაძარცვულ ხელს ვმალავდი,ვცდილობდი, თამრიკოს არ შეემჩია. წამალის მიღების წესს ზუსტად ვიცავდი. თავს უკეთესობას ვატყობდი და მიხაროდა,რომ მკურნალობა კარგად მიდიოდა.ამავდროულად ბეჭდის ამბავს განვიცდიდი,მისი დაბრუნების გზა უნდა მომეძებნა.გოგლას გამოვუცხადე სამსახური უნდა დავიწყო-მეთქი. დამთანხმდა და ნაცნობების დახმარებით მალევე მიშოვნა ადგილი ქალაქის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში,ბუღალტრის თანამდებობაზე.
გახარებული წავედი ჩემს მკურნალთან. წამლის მესამე პორცია უნდა წამომეღო,თან შევახსენებდი თანხის ამბავსაც,რომელსაც შეპირებისამებრ აუცილებლად გადავუხდიდი და დავიხსნიდი საგვარეულო განძს.
კარზე მხიარულად დავაკაკუნე და დაველოდე ჩემს გადამრჩენელს. ხმაურზე,გვერდით ბინიდან მეზობელმა გამომხედა.
-ათი დღეა რაც ბინა დაცალა და აქედან წავიდა,-მითხრა და ამათვალიერა. თვალებში დამიბნელდა.
-სად წავიდა?-ძლივს ვხედავდი მოლაპარაკეს.
-არ ვიცი,სწრაფად აიბარგა და წავიდა,სამი დღეა შენსავით აკითხავს ხალხი,-მხრები აიჩეჩა და კარში გაუჩინარდა.
ძლივს გამოჯანმრთელების გზას დამდგარს,ხელიდან მეცლებოდა ჩემი სიცოცხლის თავდები.
ინგა! ინგა უნდა ვნახო,იმას ეცოდინება! გავიფიქრე და სილამაზის სალონისკენ ავიღე გეზი.
შავებში გამოწყობილი დამხვდა ინგა.დამინახა,თუ არა,შევატყვე დაიბნა.
-ჩემი ჰასმიკა მამიდა აღარ არის,აღაარ,-მომატირა.
ადგილზე გავშეშდი.
-როგორ,თუ აღარ არის?-ყურებს არ დავუჯერე.
-მოკვდა..მოვკვდა,-უცრემლო თვალები მოიწმინდა.
ჰასმიკა,ისეთ წამლებს ამზადებდა,მეგონა უკვდავი იყო..
-კი მაგრამ,როგორ?- მკურნალთან ერთად ჩემი ბეჭდის გაურკვეველმა ბედმაც დამკრა თავში.
-ავარიით,აბა,ისე რა მოკლავდა,-ამოიოხრა.
მართლაც და რა მოკლავდა? სიცოცხლის ყველა გასაღები ხელში ეჭირა.გული ამომიჯდა და ატირებული ჩამოვჯექი,ჭირისუფალივით.ინგაც დრო და დრო თავს აქნევდა დანანებით.
-სად დაკრძალეთ,ყვავილებს მივუტან,-ამოვიზლუქუნე. მინდოდა ,ჰასმიკასადმი პატივისცემა რაიმე ფორმით გამომეხატა.
-ეჰ,საწყალი მამიდა ერევანში დავკრძალეთ,ასე უნდოდა..
მიცვალებულიც ხელიდან გამომეცალა,ცხარე ცრემლები წამოვყარე ისევ.გლოვაში გართულს გარედან შემომესმა ჩოჩქოლის ხმები. ორი ქალბატონი გააფთრებულები შემოცვივდნენ და ინგას წინ აისვეტნენ.
-სად არის შენი აფერისტი მამიდა?!
-ფულები,ხომ კარგად ჩაიჯიბეთ,ჯანმრთელი ადამიანების მოტყუებით?!
ყვირილით აუფრიალეს ცხვირთან ხელები.გველნაკბენივით წამოვხტი.
-რას კადრულობთ ქალბატონო,ჰასმიკა დეიდა ყველაზე კეთილი ადამიანი იყო,-მივმართე ერთს და ინგას ამოვუდექი გვერდში.რომელიც დამფრთხალ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-ა,შენც ამათ ბანაკში ხარ?!-ახლა მე მომიტრიალდა ქალბატონი.
-რა ბანაკი,მოკვდა ქალი,აღარ არის ოქრო ადამიანი!- ასე,ხელაღებით შეურაცხყოფაზე ,გავბრაზდი.
-ოქრო იცოცხლე,ბევრი წაგვგლიჯა!-ახლა მეორე მეცა.
-ნუ ყვირით,პატივი ეცით გარდაცვლილის სულს!-მეც ავუწიე ტონს.
-მოკვდა ჩემი საწყალი ჰასმიკა მამიდა,მოკვდა..-ინგამ ძლივს ამოიღო ხმა.
-რატომ მანამდე არ მოკვდა,სანამ სპირტიან წყალში მთელ ქონებას გადამახდევინებდა?!-უარესად გაავდა ერთი.
ცოტა არ იყოს და შევცბი.ინგას შევხედე,ნელ-ნელა პატარავდებოდა.
-რა სპირტიანი წყალი?-გაოგნებულმა ამოვღერღე.
-მთელი ორი თვე გავჭყიპე ჩემი ქმარი მაგის ვითომ წამლებით,ექიმთან ,რომ არ მიმეყვანა,კიდევ ჭურში ვისხდებოდით!- ვერ მშვიდდებოდა ერთი.
-მე არაფერი ვიცი,-ინგამ უცებ იუარა.
ინგას სიტყვებმა ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მიიყვანა საქმე. დაზარალებულები ბოლომდე ცდილობდნენ მისგან მაინც დაებრუნებინათ თანხა.რაზეც სასტიკი უარი განაცხადა ინგამ.ის კი არა,საერთოდაც უარყო ჰასმიკასთან კავშირი,რამაც ჩემი ჯერ გაოცება,შემდეგ სიბრაზე გამოიწვია. მეც დანარჩენ დაზარალებულების მხარეს გადავინაცვლე მრავალსაუკუნოვანი ბეჭდის დაბრუნების იმედით და კატეგორიულად მოვთხოვე პასუხი.სულ ტყუილად გავისარჯე,ინგამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ვერას გავხდით,სალონიდან დაზაფრული გამოვედი.ფეხები უკან მრჩებოდა. გოგლასთვის თქმას,სჯობდა ჰასმიკას მივწოლოდი გვერდში. მთელი გზა ბეჭედზე ვფიქრობდი,როგორ მემართლებინა თავი თალიკოს და როზას წინაშე?!არ იტყოდნენ, საგვარეულო განძი ერთი ხელის მოსმით გაანიავაო?
ჩემი სისულელით სირცხვილნაჭამი თვალს ვერ ვუსწორებდი ვერავის. სახლში მოჩვენებასავით დავდიოდი. ნერვიულობის ფონზე მადა დამეკარგა და გულისრევის შეგრძნებაც დამჩემდა. თამრიკომ შეამჩნია ჩემი ცვლილება და შეშფოთებულმა უთხრა გოგლას,ექიმთან წაიყვანე,აღარაფერს ჭამს,სულ წევს და სძინავსო. შეშინებულმა გოგლამაც სასწრაფოდ გამაქანა პოლიკლინიკაში. თერაპევტმა,კარდიოლოგმა,ოტოლარინგოლოგმა,უროლოგმა და სტომატოლოგმა სათითაოდ გამსინჯა და ყველამ თავის სპეციალობისთვის შესაფერი დიაგნოზი დამისვა. თურმე,მართლა ავად ვყოფილვარ და არ მცოდნია. საბოლოო განაჩენისთვის გინეკოლოგიურ სავარძელზე ავძვერი და ბედს შეგუებული დაველოდე ქეთევან ბებოსთან შესაძლო შეხვედრას.
-ორსულად ხართ!
მოულოდნელმა ორმა სიტყვამ ,იმ ქვეყანაში მიმავალი,შუა გზიდან უცებ მომაბრუნა. სიხარულის ტირილ-სიცილი ერთმანეთში ამერია.
არასდროს დამავიწყდება გოგლას სახე,კარგა ხანს ვერ გაიაზრა რას ვეუბნებოდი.ენაგადაყლაპულივით იდგა იქამდე, ვიდრე გვარიანად არ შევანჯღრიე.
-მამა გავხდები?!
პირველად ვნახე მისი ცრემლები.
***
გარედან ფეხის ხმა მომესმა. სასწრაფოდ დავაბრუნე ადგილზე საქაღალდე .გასვლას ვერ მოვასწრებდი. ისღა მოვახერხე მაგიდის ქვეშ შევძვრალიყავი და სუნთქვა შემეჩერებინა. ვიგრძენი როგორ მოუახლოვდა გოგლა მაგიდას და ჩემსკენ დაიხარა.
ორივემ ერთად შევყვირეთ.მე შიშისგან,მან სიბრაზისგან.
-აქ,რას აკეთებ,გოგო?!
-საყურე დამივარდა და ვეძებდი,რა გული გამიხეთქე?- დასტურად ხელები მოვუსვი იატაკს.
მხრებში მტაცა ხელები, ფეხზე წამომაყენა და ოქრომჭედელივით დამაკვირდა ყურებზე.
-ორივე საყურე გიკეთია!-კბილებში გამოსცრა.
-არ გადამრიო?- ბიბილოებზე ვიტაცე ხელი.
-მაცაცო,რატომ დაძვრებოდი?! - კითხვასთან ერთად თვალი მოატარა უჯრას.აშკარად რაღაცას მიმიხვდა.
"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" გამახსენდა დიდი შოთას სიტყვები, მეორე ვარიანტი ვარჩიე და პირში წყალი ჩავიგუბე.
-ჩემს ოთახს აღარ გაეკარები!-მკაცრად მითხრა და ხელი შემიშვა. წვიმაში მოყოლილ ძაღლივით,კუდამოძუებული გავედი კაბინეტიდან.
(გოგლა)
მაცაცოს უცნაურმა ქცევამ ჩამაფიქრა. ჩემი დანახვა ისე შეეშინდა,მივხვდი რაღაცას მიმალავდა. უჯრები შევამოწმე,ყველაფერი ადგილზე დამხვდა.
მაინც ვერ მოვისვენე,ავეტისიანის საქმე ამოვიღე და მაგიდას მივუჯექი. ყველა მოწმის ჩვენება იდენტური იყო.ყველა ერთხმად ამტკიცებდა,რომ მკურნალად წოდებული ქალბატონი ,წამლის სანაცვლოდ დიდ თანხებს ართმევდა მათ. ხშირად ოქროს ნაკეთობების სახითაც ხდებოდა საფასურის გადახდა. სამივე ქალბატონი უჩიოდა აწ გაუჩინარებულს,ვინაიდან ,ეგრეთ წოდებული უკვდავების წყალი, სპირტით გაზავებული ჩვეულებრივი ჩაი აღმოჩნდა.
ჰასმიკას "მოხერხებულობამ"ღიმილი მომგვარა . დაზარალებულების მიმართ კიდევ ერთხელ დანანებით გადავაქნიე თავი და უცებ გავჩერდი. წარსულის ერთი კადრი ამომიტივტივდა გონებაში და თვალები ვჭყიტე.
გამახსენდა ორი წლის წინანდელი ერთი პატარა ეპიზოდი. მაცაცოს ხელში უცნაური ბოთლი,რომელიც ჩემს დანახვისას სწრაფად შემალა კარადაში და სანამ კითხვებს დავაყრიდი,კისერზე ჩამომეკიდა კოცნით. ყურადღებას არ მივაქცევდი ამ ამბავს,რომ არა,ხელმეორედ მისი შეშინებული რეაქცია,როდესაც პირთან მიტანილი ბოთლი ხელში გაუშეშდა. ვიფიქრე ,რომ ჩუმ-ჩუმად ეპარებოდა სასმელს და ჩემს თავზე გავბრაზდი,აქამდე,რომ ვერ მივხვდი,მისი ლოთობის ამბავს. ბოთლი ხელიდან წავგლიჯე და დავყნოსე. უცნაური სუნი ჰქონდა,სახე შემეცვალა.
-მანანამ გამომიგზავნა,ბალახების ნაყენია,ცოტა კუჭი მტკივა და..-სიცილით მითხრა.
მანანას ხსენებამ ჩემი ეჭვები მაშინ კი გაფანტა,მაგრამ ახლა რატომღაც ისევ შემიძვრა მღრღნელი ჭია.
-არა,რაღაც ცუდად უტრიალებს ჩემს კაბინეტს,-ვთქვი ფიქრებიდან გამორკვეულმა.თვალი გადავავლე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას,ვეცადე კიდევ რაიმე საეჭვო აღმომეჩინა მაცაცოს ქცევებში.
-ბეჭედი! -წამოვიძახე და აღმოჩენით კმაყოფილი სავარძლის საზურგეზე გადავწექი.
უკვე ორი წელი სრულდებოდა,რაც მაცაცოს თითიდან საგვარეულო რელიკვია გაქრა. თალიკოს კითხვაზე,თუ რატომ არ ეკეთა ბეჭედი,პასუხად ორსულობისგან ხელების დასივება მოიმიზეზა. აღარავინ ჩაძიებია ზედმეტად.ზურიკოს დაბადების მოლოდინით,ისე ვიყავით გახარებულები,არავის გაგვხსენებია ქეთო ბებოს განძი.
-მდაა.-გაურკვევლობისგან მოვიღუშე.
რამდენი ჩახლართული საქმე გამიხსნია,რამდენი დამნაშავე ამიჭიკჭიკებია,მაგრამ ყველაზე მოუხელთებელი ,რომელთანაც ვერას გავდიოდი,ეს მაცაცო იყო. პირდაპირ თქმა,ვიცოდი დააფრთხობდა და საერთოდ დაამუნჯებდა.ისევ, ჩემი პროფესიის გამოყენება გადავწვიტე.
(მაცაცო)
ნირწამხდარი შევწექი ლოგინში. ოღონდაც ვერაფერს მიხვდარიყო და აღარც ვაპირებდი,მის ოთახს გავკარებოდი.მთავარი,რაც მაინტერესებდა,უკვე ვიცოდი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა,ჩემი ბეჭედი უნდა დამებრუნებინა. როგორ და რანაირად,ამის საფიქრლად წინ დიდი ღამე მქონდა. აზრთა დიდი ჭიდილის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი,რომ ინგას ჩავსაფრებოდი. ის თუ გამიყვანდა ჰასმიკას კვალზე,სხვა ვერავინ. გადაწყვეტილებით კმაყოფილმა ძილს მივეცი თავი.
არ მახსოვს,რამდენ ხანს მეძინა,გოგლა ატირებული ბავშვით ხელში დამადგა თავს და ხელი მსუბუქად წამკრა.
-მაცაცო,ზურიკოს შია,-მითხრა და გვერდში მომიწვინა.მიგრძნო თუ არა პატარამ,მაშინვე ტუჩები ააცმაცუნა.
-რა მოხდებოდა,მამებსაც შეგეძლოთ ბავშვის ძუძუთი გამოკვება,-გატეხილი ძილი არ მესიამოვნა.
-ბარემ გაჩენაც,-გაეცინა გოგლას.
-თუნდაც,-უყოყმანოდ დავეთანხმე და გოგლა შეფარვით შევათვალიერე.მის სახეზე სიბრაზის ნატამალი ვერ აღმოვაჩინე. ალბათ ვერაფერს მიხვდა,თავი დავიმშვიდე და ზურიკო მკერდზე მივიკარი.
-თუ გინდა ,გავცვალოთ როლები,შენ იარე ჩემს სამსახურში,მე ოჯახს მივხედავ?- ეშმაკურად მოწკურა თვალები.
-მშვენიერი აზრია,სიამოვნებით გამოვიძიებ შენს დაუსრულებელ საქმეებს,-ვთქვი და ენაზე ვიკბინე.
-რა იცი,რომ დაუსრულებელია?-დაიხარა და ყურთან მიჩურჩულა.
-აბა,დავიჯერო ყველა გამოიძიე?-იხტიბარი არ გავიტეხე.
-ერთი დამრჩა,ქალი დაიკარგა,იმას ვეძებთ,-მითხრა და ზურგიდან მომიწვა.
-საწყალი..საიდან დაიკარგა?-არ შევიმჩნიე ნაცნობი საქმე.
-ჩახლართული ამბავია, ის ქალი თავის დამზადებულ წამლებს ასაღებდა,რაშიც იღებდა ბევრ ფუულს..ოოქროს..-ბოლო სიტყვები შეფიქრიანებულმა გაწელა და თითებზე მომკიდა ხელი.-ოქროზე გამახსენდა,რატომ აღარ იკეთებ ნაჩუქარ ბეჭედს,არ მოგწონს?-ჩემი თითები პირთან მიიტანა და მაკოცა.
მდუღარე გადასხმულივით ამეწვა სხეული და ხელი სწრაფად გამოვაცალე.
-მომწონს,უბრალოდ სახლში არ მინდა მეკეთოს,ძვირფასია და მეშინია არ გავაფუჭო,-დაბნეულმა ვიმართლე თავი.
-იმედია,ზურიკოს ნათლობაში გაიკეთებ,გაუხარდება თალიკოს და როზას,-მითხრა და თითები როგორ პიანინოს კლავიშებზე,ისე გადამატარა ტანზე.
-გავიკეთებ,-ამოვიკნავლე.
-ჩემი გოგო,-კისერზე მაკოცა. -დაეძინა ზურიკოს,დააწვინე თავის საწოლში და მოდი ჩემთან,-ხმა ათრთოლებულმა მითხრა.
მექანიკურად შევასრულე თხოვნა. თითქოს სისხლისგან დამცალესო,დაშრეტილ-დაწკრეტილი დავწექი და ჭერზე მივაბჯინე მზერა.
-რა გჭირს?-იდაყვზე დაეყრდნო და თვალებში ჩამხედა.
-ბეჭედი დავკარგე,- სასოწრაკვეთილს,ცრემლები გადამიცურდა საფეთქლებზე.
-როდის დაკარგე?-თითქოს არ გაკვირვებია,ისე სასხვათაშორისოდ მკითხა.
-მეც არ ვიცი, მოვიხსენი და ჩანთაში შევინახე,მერე ვეღარ ვიპოვნე,ძალიან ვნერვიულობ,გოგლა,-მის მხარეს გადავტრიალდი და ავქვითინდი.
-ო,ვერ მოგსვლია კარგი ამბავი,დაწყნარდი,ნუ ტირი,-თავზე მაკოცა.
-თალიკოს და როზას რა ვუთხრა?-უარესად ავზლუქუნდი.
-მოვიფიქრებთ რამეს,შენ არ ინერვიულო,-ისე უცებ შეეგუა საგვარეულო განძის დაკარგვას,ცოტა არ იყოს,გამიკვირდა.
-არ მიბრაზდები?
-კარგი რა,მაცაცო,ბეჭდის გამო გინდა გავბრაზდე?-გაეცინა.
-არა,მაგრამ .. სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა,-კიდევ ვცადე დავწმუნებულიყავი,რომ ნამდვილად არ ეწყინა.
- შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ და არ მინდა ცუდად გრძნობდე თავს,-ღიმილით მითხრა და სახე დამიკოცნა.
უცებ ვიგრძენი შვება, ხასიათზე მოვედი და გოგლას მოწყურებულივით დავაცხერი თავს.
(გოგლა)
ვუყურებდი უშფოთველად მძინარე მაცაცოს და ეჭვები მჭამდა. ჩემი ალღო ჯიუტად მანიშნებდა ჰასმიკას და მაცაცოს კავშირზე. ფიქრებმა ისე გამიტაცა,ვერ მივხვდი,როდის შემეპარა რიჟრაჟი. ზურიკო ავიყვანე ხელში და ოთახიდან გავედი.
თამრიკოს ეღვიძა,სამზარეულოში ფუსფუსებდა.დაგვინახა,თუ არა,სახე გაებადრა.
-ბებოს ჭკვიანი ბიჭი,არ უტირია,თუ მე ჩამეძინა ღრმად?-ზურიკო გამომართვა და ჩაკოცნა.
-მგონი ზაზას სერენადები მოეწონა,-გამეცინა.
-ბიძასავით მუსიკოსი გახდება,-სიამაყით თქვა.
-ჯერ ზაზას ამბავი ვერ მომინელებია,უარესად ნუ მიმატებ,-შევუტიე თამრიკოს.
-ცუდი რა გააკეთა?-შემომიბღვირა.
-არასერიოზულად მოეკიდა ცხოვრებას,იურიდიულიდან სად აღმოჩნდა?-განმიახლდა სიბრაზე.
-არ მოსწონდა შენი შერჩეული,კიდევ კარგი მხსნელად მაცაცო მოევლინა,საყვარელ საქმეს აკეთებს და კმაყოფილია.
-ა,მაცაცომ აურია ტვინი?! აქამდე როგორ ვერ მივხვდი?!-ნაპერწკლები გავყარე თვალებიდან.
-ზურიკოს გაფიცებ,არაფერი უთხრა!
იქამდე მეგონა,რომ ოჯახში ჩემი სიტყვა ფასობდა და აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ჩემი ყველა თხოვნა. რაც მაცაცო გავიცანი,ვხვდებოდი,რომ ნელ-ნელა ძალას მაკარგვინებდა.ამას ისე ლამაზად აკეთებდა, ვერც მივხვდი,როდის გადამსვა კულისებში. ყველა მისგან იღებდა რჩევას და მე უკვე გადაწყვეტილებას მამცნობდნენ. რომც შევწინააღმდეგებოდი,მაინც თავისი გაჰქონდათ.
-არაფერს ვეტყვი,-ვუთხარი თამრიკოს,თუმცა გულში დავიქადნე,რომ მეტიჩარა მაცაცოს თავის ადგილზე მოვსვამდი.
ჩემი ყურადღება,სამზარეულოში შემოსულ ზაზაზე გადავიტანე. კოპებშეკრულმა გავხედე.
-რას გიგავს თმა,როდის უნდა შეიჭრა?-მის საგრძნობლად მოზრდილ თმას დავაკვირდი.
-არ ვაპირებ,- ზედაც არ შემოუხედავს,ისე გამოხსნა მაცივრის კარი.
-აბა რას აპირებ?- ვეცადე მშვიდი ვყოფილიყავი.
-ვიზრდი,-თქვა და კეფირის ბოთლი პირზე მიიყუდა.
-რას შვრები?-ცოტა მაკლდა აფეთქებას.
-თმას ვიზრდი,-დამარცვლით მითხრა და სმა განაგრძო.
თამრიკოს გავხედე,შეშინებული მიყურებდა. მოწოლილი ბრაზი ნერწყვის სახით ჩავახშე და ისევ ზაზას მივუბრუნდი.
-დღესვე შეიჭრი!-მეც დავუმარცვლე.
- შანსი არ არის,ასე მომწონს,მაცაცოსაც მოსწონს,-უტეხად მომაჩერდა.
მაცაცოს ხსნებაზე ერთიანად ავფეთქდი და მაგიდას ისე ძლიერად დავკარი მუშტი,ზურიკომ ტირილი დასცხო.
-გოგლა!
დამიყვირა თამრიკომ და ატირებული ბავშვი ოთახიდან გაიყვანა.
-თუ გგონია,რომ შენი ყვირილი შემაშინებს,ძალიან შემცდარხარ,დროა ,ჩემი გადაწყვეტილებების პატივისცემა ისწავლო,პატარა აღარ ვარ და თავად მივხედავ ჩემს ცხოვრებას!
ზაზამ პირველად აუწია ხმა ჩემს მიმართ. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა.
-ბრძანებები სამსახურში,აქ ოჯახია !- მშვიდად მითხრა და გავიდა.
(მაცაცო)
ხმაურმა საწოლიდან წამომაგდო.პირველად მესმოდა ზაზას ჩხუბი.სასწრაფოდ მივაშურე სამზარეულოს. გოგლა წარბშეკრული იჯდა.დამინახა,თუ არა,წამოენთო.
-შენ გადაიყვანე ჭკუიდან,შენ!
-რაზე ამბობ?-ადგილზე გავქვავდი.
-პიჟონივით უნდა იაროს და ქვეყნის დასაცინი გახდეს!
-ვერაფერი გავიგე?
-ჰმ,რას გაიგებ,იმაზე უარესი ხარ,-ხელი ჩაიქნია.
-რატომ ჩხუბობ, ადამიანო? ამიხსენი წესიერად.
-თმას იზრდის ბიჭი! მერე შენს ფინტიკლუშკა რეზინებსაც გაიკეტებს და ივლის ცირკის მაიმუნივით!
თავი შევიკავე,რომ არ გამცინებოდა. ზაზას ჩამოუყალიბებელი გემოვნება ჰქონდა,რაც თავის ასაკისთვის სრულიად ლოგიკურად მეჩვენებოდა.მასზე გავლენას, მისი ოთახის კედლებიდან მომზირალი მუსიკოსებიც ახდენდნენ.
-ნუ ბრაზობ,გოგლა,გადაუვლის,ჯერ პატარაა,- ვეცადე მანდილი ჩამეგდო ძმებს შორის.
-პატარა არის ზურიკო! ეგ კი ოცდაორი წლის კაცია! სად გამოვყო თავი?!
-შენი თავი უფრო გადარდებს,ვიდრე ზაზას თმის სიგრძე!
-შენი ენის სიგრძეც არ მომდის თვალში,- ავად შემომხედა.
-იქნებ მეც არ მომდის თვალში ბევრი რამ,მაგრამ არაფერს ვამბობ?!
-სად მიკაკუნებ,იქნებ განავრცო,გისმენ?!-მკლავები გულზე გადაიჯვარედინა.
მიზეზის ძებნაში თვალების ცეცებას მოვყევი,მართლაც და ვერსად ვუპოვნე ჩასაკაკუნებელი. გოგლა ძალიან კარგი მეუღლე და მამაა,თუ არ ჩავთვლიდი მის ცოტა ფეთქებად ხასიათს,იდეალური მამაკაცი მყავდა გვერდში.
-ჰო,გისმენ,გისმენ?!-ყოყმანი შემატყო და იერიშზე გადმოვიდა.
-ხანდახან უხეში ხარ,-მაინც წავკბინე.
-ვარ!-თავი დამიკრა.-კიდევ?
-კიდევ ის,რომ ძალიან მიყვარხარ,- მხრებზე მოვხვიე ხელები და ყელზე ხმაურით ვაკოცე. აღარ მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ჩვენი კინკლაობა.
-კატა ხარ,კატა,-გაეღიმა.
უცებ მოულბა გული.
***
საღამოსკენ მე და თამრიკომ სამზადისი დავასრულეთ.გივის მოსვლას ველოდით. ზაზა თავის ოთახიდან არ გამოსულა,ნაწყენი იყო.რამდენჯერმე ავაკითხე . უხასიათოდ ატირებდა გიტარის სიმებს.
-ნუ უბრაზდები,ხომ იცი როგორია,უცებ გადაუვლის,-გვერდით ჩამოვუჯექი.
-ყველაფერს მიმოწმებს,ამოვიდა ყელში,- მობეზრებულად მითხრა.
-უჭირს თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა და რა ვქნათ? თან გოგლას, შვილად უფრო მიაჩნიხარ,ვიდრე ძმად,ასაკის ბრალია,- ვეცადე ძმებს შორის დამეთბო სიტუაცია.
-ეგ,თუ წარსულში ჩარჩა,ესე იგი მეც უნდა გადამიკეტოს გზები?
-მასე ნუ ამბობ,გოგლას შენი წარმატება ყოველთვის უხარია,ცოტას კი ურჩობს,მაგრამ მაინც მოუწევს შეგუება სიახლეებთან.
-ახალი მუსიკა დავწერე,მოგასმენინო?-მკითხა ცოტა ხასიათზე მოსულმა .
-მეც სიამოვნებით მოვუსმენ! -ლიკუნას ხმაზე კარისკენ შევტრიალდი.ყურებამდე გაღიმებული იდგა.
-როდის მოხვედი?-გამიხარდა მისი დანახვა.
-წეღან,მანანა და ზურაც აქ არიან,-მახარა.
-ხომ მშვიდობაა?-ფეხზე წამოვხტი მშობლების ხსენებისას.
-რას დაფეთდი გოგო? ზურიკო მოენტარათ,-გაიცინა და ზაზასკენ ეშმაკურად გააპარა თვალები. ზაზას გავხედე, დაბნეულობა შევატყვე.
ამათ შორის რაღაც ხდება-გულში უსიამოვნოდ გამკენწლა.
- დაბლა გელოდებით,-ორივეს გასაგონად ვთქვი და კიბეზე დავეშვი.
მანანა როგორც ყოველთვის ქოთქოთით შემხვდა და საყვედურებით ამავსო,ერთს არ მოგვიკითხავო. ზურამ ჩვეული სითბოთი ჩამიკრა გულში.
გივიც მალე შემოგვიერთდა,რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა ნოდარი. თამრიკოს ყოფილი ქმრის დანახვამ ღაწვები შეუფარკლა. ჩემსავით,არც გოგლას თვალს გამორჩენია დედის რეაქცია.გაეღიმა და მამამისს თვალი ჩაუკრა.
მანანამ ფაციფუცით ამოაწყო ჩანთიდან სოფლის ნატურალური პროდუქტი და მაგიდაზე ჩამოამწკრივა.თან ქება-დიდებას არ იშურებდა საკუთარი თავის მიმართ.
-სიდედრიც ასეთი უნდა,-გაეცინა გოგლას, ტყემლის ბოთლი ხელში შეანჯღრია და ჭიქაში ჩამოასხა.
-აბა,გავსინჯოთ,-თქვა და ჭიქა პირზე მიიყუდა.
-რას აკეთებ,გოგლა? კუჭს აგატკივებს,ვის გაუგონია მასე დალევა?-შეშფოთდა მანანა.
-მერე,ხომ იცი წამალი?დამიმზადებ,-უთხრა და მე გამომხედა. უცებ ვერ მივხდი,რას გულისხმობდა. რომელი ფარმაცევტი მანანა ნახა?
-წამლები,რომ ვიცოდე,ზურას ვუმკურნალებდი, ცოცხალი თავით არ მომყვება ექიმთან,იჭყიპება სოდიანი წყლით,- მამაჩემს თვალები დაუბრიალა.
-ამის გაკეთებულ საჭმელს არ ვენდობი,წამალს კი არა,-თქვა ზურამ და ჩემს გარდა ყველას გაეცინა.
გამახსენდა გოგლას გაკვირვებული სახე,როდესაც ჰასმიკას წამლის დალევისას შემომისწრო. მაშინ მანანას დავაბრალე ექიმბაშობა.
ტანზე ხიჭვები ვიგრძენი.
(გოგლა)
შევხედე მაცაცოს და ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ჩემი და მანანას საუბარმა ზედმეტად ააღელვა,თითქოს ცუდი ამბავი შეატყობინესო, ფერდაკარგული იდგა იქამდე, ვიდრე ლიკუნამ არ დაუძახა,ზურიკო ტირისო.
გივის ჩემს კაბინეტისკენ ვანიშნე. გადავწყვიტე მისთვის გამენდო რაც ტვინს მიღრღნიდა. ბოლომდე გულდასმით მომისმინა და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს,კაცო?!
-მოწმე სახლში გყოლია და სხვებს რაღას დავდევთ?- უარესად ახარხარდა.
-შენ ის მითხარი,ჩემს ეჭვს აქვს ,თუ არა არსებობის უფლება?-წარბი შევუკარი.
გივიმ სიცილი შეწყვიტა და სერიოზული სახით შემომხედა.
-არ გამოვრიცხავ,მაცაცო პირველი გავიდეს "შამანის" კვალზე,-თქვა და კვლავ ხარხარი ატეხა.
-ესე იგი,არც შენ უარყოფ,შესაძლო კავშირს,-კმაყოფილმა დავიქნიე თავი.
-პირდაპირ რატომ არ ეკითხები? იქნებ ამბობს სიმართლეს?
-არ იცნობ კარგად მაცაცოს,-ხელი ჩავიქნიე.-რცხვენია,თავის სისულელით ,რომ გაება ხაფანგში.
-გოგლა,იქნებ ცდები და უბრალოდ დამთხვევაა?
-არც მაგას გამოვრიცხავ,თუმცა მისი შემცბარი სახე,სხვა რამეს მეუბნება,უნდა მომეხმარო,- ვუთხარი გივის და ჩემს მიერ შემუშავებული პატარა გეგმა გავაცანი.
შეთქმულებივით გამოვედით კაბინეტიდან და გაშლილ სუფრას მივუსხედით.
(მაცაცო)
გული ისე მქონდა აჩქარებული და ვცახცახებდი,ძლივს ვაჭამე ზურიკოს.ვიცოდი,გოგლასთან მომიწევდა ახსნა-განმარტების მიცემა. მანანაც რა მიამიტია,ეთქვა ვამზადებო,ხუმრობით მაინც?! იქნებ,არც გაახსენდეს? მაგრამ ისე მიყურებდა,აშკარად რაღაცას ხვდებოდა. "ქურდს ქუდი ეწვისო" ზუსტად ასე ვიყავი. ბავშვი ავიყვანე ხელში და მეც სტუმრებს შევუერთდი. ჩემდა გასაკვირად ზაზაც მაგიდასთან დამხვდა,ლიკუნა ეჯდა გვერდით,რომელიც ნაზად კისკისებდა მის მხარზე მიყრდნობილი.
ქალმა,თუ მოინდომა,თვით ეშმაკს შეაცდენს! გავიფიქრე. გაღიმებული ზურიკო მანანას გადავეცი და გოგლას და თამრიკოს შორის დავჯექი.
-მგონი ლიკუნა ზაზას ეპრანჭება,-მიჩურჩულა თამრიკომ. აჰა,თამრიკოც კი მიხვდა! ლიკუნას მოუწევს ლექციების მოსმენა ჩემგან!
-მეც მასე ვატყობ,- მოჟღურტულე წყვილს შევხედე.
-კარგი გოგოა,-ისევ ჩუმად მითხრა.
გამეღიმა. არ იცის, მისი ქამანდივით ენა,თორემ ამას არ იტყოდა.
ქართულ სუფრას როგორც სჩვევია,ტრადიციული სადღეგრძელოებით დაიწყო ნოდარმა.
-რაღაც დაძაბული ჩანხარ?-გოგლამ წელზე მომხვია ხელი.
-სულაც არა,-ვეცადე მხიარულად გამომსვლოდა ნათქვამი.
-ცოტას არ დალევ?-ჭიქა ღვინით შემივსო.
-რა გინდა,ზურიკო გავალოთო?-გამეცინა.
-ცოტა არაფერს უზამს,პირიქით,წამალია,-ბოლო სიტყვა გამოკვეთილად თქვა,ან მე მომეჩვენა.
-წამალები აღარ ახსენო,-სიცილით ჩაერთო გივი ჩვენს საუბარში.
-რატომ?-გოგლამ გაკვირვებით შეხედა.
-ჩვენი შამანი,თავის პაციენტებს,ხან ღვინოში გაზავებულ ჩაის ასმევდა,ხან სპირტში,გაალოთა ხალხი,მეცინება,ამდენი ადამიანი,როგორ გააცურა,-
-ვინ შამანი?-ვითომ ვერ მივხვდი,სხეული კი დამეჭიმა შვილდივით.
-ერთი თაღლითია,ჩემი ნათესავიც მისი მსხვერპლი აღმოჩნდა,მაგრამ არაუშავს,სად წაგვივა,ჩვენს ხელშია,ვიცით სადაც აქვს ბუნაგი,გამოვიჭერთ,- გივიმ მუქარა გაურია ხმაში.
ესე იგი იციან სადაც არის?ტყუილად არ შეიკეტნენ წეღან.მიაგნეს ალბათ. როგორმე უნდა გავიგო მისი ადგილსამყოფელი და ამათ დავასწრო. ამხელა სირცხვილს მთელი ცხოვრება ვერ გავუძლებ! საგვარეულო სიწმინდე და ღირსება,რადაც არ უნდა დამიჯდეს,აუცილებლად უნდა დავიბრუნო!
იმედი ჩამესახა, გული მიგრძნობდა ჰასმიკას სახლის გასაღებს,ისევ გოგლას კაბინეტში,თუ ვიპოვნიდი.
ცოტა ხანს ვაცადე,სანამ სუფრა ეშხში შევიდოდა. ზურიკოს ძილი მოვიმიზეზე და ბავშვთან ერთად დავტოვე მაგიდა.
(გოგლა)
ჩემი და გივის საცდელი გეგმა, ის ობობის ქსელი აღმოჩნდა,რომელშიც უმალ გაება მაცაცო. დავინახე, როგორ შეიპარა ჩემს კაბინეტში და კარი უხმაუროდ მოიხურა.
ავეტისიანის საქმეში ჩადებულ ტყუილ მისამართს,ჩემი ეჭვები უნდა გაემართლებინა.
ზურა და მანანა ცოტა ადრე წავიდნენ,დილით სოფელში მივდივართო ,აღარ გაჩერდნენ გვიანობამდე. ნასვამი მამაჩემი თავის ოთახში გაამწესა თამრიკომ. მისი ზრუნვა ძალიან მესიამოვნა. იქნებ, შერიგდნენ კიდეც? დიდი სურვილი მქონდა,როგორღაც ეპატიებინა დედას მისთვის.
ლიკუნა ჩვენთან დატოვა მაცაცომ,დილით სალონში მინდა წასვლა,ფრჩხილები უნდა გავიკეთო და ბავშვს დაგიტოვებო. გულში ვიზეიმე.გივის წასვლის წინ თვალი ჩავუკარი,ორივეს გაგვეცინა.ჩვენი შემუშავებული გეგმა მოქმედებას იწყებდა.
***
დილით მე დამასწრო ადგომა მაცაცომ. სწრაფად დაიწყო გამზადება.
-საით გაგიწევია ამ დილა ადრიანად?-ვითომ გამიკვირდა,ზუსტად ვიცოდი სადაც მიდიოდა.
-გუშინ ხომ გითხარი,მანიკურ-პედიკური უნდა გავიკეთო,ორ დღეში ზურიკოს ნათლობაა,-მწყრალად შემომხედა.
-უჰ,სულ გადამავიწყდა,მოიცადე,მე გაგიყვან,-ვუთხარი და წამოვხტი.
-სანამ შენ გაემზადები,მე უკვე მოსული ვიქნები,ბავშვი თამრიკოს ჰყავს,-მომაძახა და კარში გაუჩინარდა. კმაყოფილმა,სტვენა-სტვენით ამოვიცვი შარვალი.ქუჩის კუთხეში,ჩასაფრებული გივი მეგულებოდა.
არხეინად გავიპარსე წვერი და ღიღინ-ღიღინით მოვემზადე სამსახურში წასასვლელად. გასვლამდე ზაზას ოთახში შევიარე,კიდევ ერთხელ მინდოდა შემეხსენებინა თმის შეჭრის ამბავი.ვერაფრით შევეგუებოდი მის თავზე დალალებს. კარი შევხსენი და სახტად დავრჩი. ზაზას და ლიკუნას ერთმანეთზე გადაკვანძულებს ეძინათ.
კარის ჭრიალის ხმაზე ზაზამ წამოყო თავი,დამინახა,თუ არა,დაიბნა.ხან ლიკუნას უყურებდა,ხან მე. ხელით ვანიშნე,გარეთ გამოსულიყო. სხვა ვერავინ ნახა,ნათესავს,რომ მიადგა?! ისე გავცოფდი ზაზაზე, სანამ გამოვიდა,ჩემი დამემართა.
-რას აკეთებ,ბიჭო? ნამუსი გაქვს?- ვეცი მხრებში და კედელზე მსუბუქად მივახეთქე.
-რა გინდა,ვერ გავიგე?- წარბი შეკრა.
-დაილია გოგოები,ნათესავს ,რომ მიადექი?-კბილებში გამოვცერი.ვეცადე ძალიან არ მეხმაურა,არ მინდოდა თამრიკოს ყურს მიწვდომოდა.
-დილამდე ვსაუბრობდით და ჩაგვეძინა,რა პანიკა ატეხე?-აქეთ იერიშზე გადმოვიდა.
-ჩაძინებაა ბიჭო,ერთმანეთზე წოლა?-მუშტი მივცხე კედელს.
-აუ,ამას ხომ ყველაფერი ისე ეჩვენება,-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და საძინებლისკენ დააპირა წასვლა.
-მეჩვენება?! -უარესად გავხელდი და ხელი ვკარი.
-გოგლა,არაფერი მომხდარა ჯერჯერობით,მაგრამ მოხდება,ლიკუნა მიყვარს! -დამიბღვირა.
-რა თქვი?!
-ლიკუნა მიყვარს! -ხელები ისე გაშალა,მაგრძნობინა,ამ საქმეს აღარაფერი ეშველებაო.
მოულოდნელმა ამბავმა ადგილზე გამაშეშა. ისეთი თავდაჯერებული მიყურებდა თვალებში,ვხვდებოდი,აზრი არც ჩხუბს ჰქონდა,არც შეგონებას. ღრმად ჩავისუნთქე და სახლს აჩქარებული ნაბიჯით გავეცალე.
(მაცაცო)
აფორიაქებული მივუყვებოდი ქუჩას, ჰასმიკას საქმიდან ფურცელზე ამოწერილ მისამართს ნერვულად ვუჭერდი ხელს. ერთი სული მქონდა "მკვდრეთით აღმდგარ" ჰასმიკას შევხვედროდი.
ახლა გოგლას დაანახვა ჩემი თავი, ან მომკლავს,ან სამუდამოდ გამომკეტავს საპყრობილეში. გავიფიქრე და ფურცელს დავხედე.
-აქ არის!-გახარებულმა ვთქვი და ჭიშკარს ყური მივადე. შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. კარს ოდნავ მივაწექი,ჭრიალით გაიღო. ეზოს სიღრმეში პატარა სახლი იდგა ბელეტაჟზე,რომელიც მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. დავეჭვდი,ამ კარ-ფანჯარა ჩამონგრეულ შენობაში ადამიანს რა გააჩერებდა? ირგვლივ მოვატარე მზერა და ფრთხილი ნაბიჯით შესასვლელისკენ წავედი. სახლში სულიერის ჭაჭანება არ იყო. ის იყო,უკან გაბრუნებას ვაპირებდი,გარედან ფეხის ხმა მომესმა. შიშისგან კედელს ავეკარი და სუნთქვა შევაჩერე. ხმა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.დავინახე ორი ნიღბიანი მამაკაცი,რომლებიც სწრაფად წამოვიდნენ ჩემსკენ.დაყვირება ვერ მოვასწარი ,ტომარა ჩამომაცვეს თავზე , ხელები ზურგსუკან გადამიგრიხეს და ხელბორკილები დამადეს.შიშისგან გავიბრძოლე და მოგუდული ხმები გამოვეცი. ძალდატანებით დამსვეს სკამზე და ტომარა გადამაძვრეს თავიდან.
ნეტავ არ დამენახა!
ჩემს წინ გოგლა და გივი იდგნენ.
გივი სიცილს ძლივს იკავებდა,გოგლას მრისხანება ჩადგომოდა თვალებში.
-გაიცანით, ჩვენი ახალი თანამშრომელი,თავისი საქმის უბადლო მცოდნე,გამომძიებელი ქალბატონი მაცაცო ვარსიმაშვილი!-გოგლამ ხმამაღლა უთხრა გივის და შენელებული ტაში დაუკრა.
შიშისგან და ამავდროულად სირცხვილისგან სახე მომებრიცა.
-ამას არ გაპატიებთ!- ტირილნარევი ხმით დავემუქრე ორივეს.-მეტკინა ხელები,გამიხსენი! -ავწრიალდი მტვრიან სკამზე.
- განყოფილებაში მოგივლი! - თვალები დამიბრიალა და გივის მიუბრუნდა.-წამოიყვანე!
ხუმრობის ვერაფერი შევატყვე.ლამის ჭკუიდან გადავედი.ვინ,ვინ და საკუთარი ქმარი მიჭერდა?!
-გოგლა,სულ გაგიჟდი?!-ვეცადე გონზე მომეყვანა.
-გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, დასჯადია ქალბატონო მაცაცო!- სახე ახლოს მომიტანა.-გივი! მოკიდე ხელი და წამოიყვანე!-ისევ უბრძანა.
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ,რა ვქნა,უნდა დავემორჩილო,-მითხრა გივიმ და ხელი მომკიდა.
-თქვენ სულ გააფრინეთ?! -ახლა გივის ვეცი.-გამიშვით ახლავე!
-თქვენს გამო,სამსახურს ვერ დავკარგავ,-უცხოსავით მითხრა გივიმ.
-ეს უგულო და მხეცი,როგორ ავირჩიე ბავშვის ნათლიად?!- ჩემს თავზე გავბრაზდი და გივის ფეხი ავუქნიე.
-აი,დანაშაულს წვრილმანი ხულიგნობაც ემატება,- ნიშნისმოგებით თქვა გოგლამ.
-ვერ გიტან! - ტირილით ვუთხარი.დავინახე,როგორ შეეცვალა სახე. მიხვდა,ჩემს გამოსაჭერად დაწყებული თამაში,სერიოზულ სახეს იღებდა.
-გივი,მოხსენი ბორკილი,მანქანაში დაგელოდებით,-გოგლამ ერთხელ კიდევ შემომხედა და გარეთ გავიდა.
მანქანის სავარძელზე ატუზული ვიჯექი. აკანკალებულ ხელებს ძლიერად ვუჭერდი ერთმანეთს. ოფიციალური ჩვენების მიცემა მომიწევდა,სხვა გზა არ იყო.ურჩობა და ჯიუტობა აღარ გაჭრიდა გოგლასთან. განყოფილებამდე უხმოდ ვიმგზავრეთ სამივემ.
ინგას გაცნობიდან დაწყებული,ჰასმიკას წამლებით და ბეჭდის დაკარგვით დასრულებული სხაპა-სხუპით დავფქვი. გოგლა იმდენად გაბრაზებული არა,რამდენადაც ნაწყენი ჩანდა. თვალებში ვერ ვუყურებდი.თუმცა,სულაც არ ვაპირებდი,მეპატიებინა მისთვის ეს დღე.
მტკიცედ გადავწყვიტე,რომ დავშორებოდი.
სახლში დაბრუნებისთანავე სისრულეში მოვიყვანე განაზრახი. ავიკარი გუდა-ნაბადი და ზურიკოსთან ერთად ჩემს სახლში წავედი. თამრიკო ვერ მიხვდა, რომელმა შავმა კატამ გაირბინა ჩემსა და გოგლას შორის.
- რა დაგემართა,რა ბზიკმა გიკბინა,გოგო?-ლიკუნა გაკვირვებული მიტრიალებდა გარშემო.
-აღარ მიყვარს და მორჩა!-უცებ გამოვუცხე ტყუილი.
-გუშინ გიყვარდა,დღეს რა მოხდა?!
-დილით მივხვდი,რომ მაგ ადამიანთან აღარ მეცხოვრება!- ცრემლები წამოვყარე.
-რა დროს დაშორება იყო,ძლივს შენი მაზლის ცოლი ვხდები,-უკმაყოფილოდ აბზიკა ცხვირი.
-ხოდა გზა თავისუფალი გაქვს,გითმობ ჟღენტებს სრული შემადგენლობით!
- სერიოზულად გადაწყვიტე,თუ სიბრაზე გალაპარაკებს?-ეშმაკურად გაიღიმა.
- სახელი გოგლა, წაშლილია ჩემს გულში! - მტკიცედ ვთქვი.-ტვინშიც! -დავაყოლე და აფხუკუნებულ ლიკუნას გავეცალე.

( გოგლა)
სახლში დაბრუნებულს,მაცაცო,რომ არ დამიხვდა,არ გამკვირვებია.ნამდვილად ზედმეტი მომივიდა,რომ იტყვიან ,გადავამლაშე! სხვა გზა არ დამიტოვა,ჭკუა უნდა მესწავლებინა მისთვის. მოკლეფეხება ტყუილები დავიწყებას უნდა მიეცა.
თამრიკო და ნოდარი ცდილობდნენ ჩვენი ჩხუბის მიზეზი გაერკვიათ.არ მინდოდა ,მათთვის სიმართლის თქმა.ვიცოდი,ისევ მაცაცო ჩავარდებოდა უხერხულში.მიზეზად,ეჭვიანობა დავასახელე მისი მხრიდან.რაზეც თამრიკო გაბრაზებული მომდგა.
-"კვიცი გვარზე ხტისო" ტყუილად არ უთქვამთ,- ჩემთან ერთად ნოდარიც გაკიცხა.
-არაფერი დამიშავებია,-გამეცინა.
-უმიზეზოდ ეჭვიანობა არ ხდება,ალბათ შეგამჩნია რაღაც!
-კარგი რა დედა..
-მეგონა ყველაზე ჭკვიანი შვილი მყავდა,თურმე დაძვრება ეს აქეთ-იქით პატარა ბიჭივით!-ვერ დაცხრა თამრიკო.
ნოდარს ხმა არ ამოუღია,რას იტყოდა? წარსულის შეცდომას,დღემდე იმკიდა.
რამოდენიმე დღე არ შევხმიანებივარ მაცაცოს. ლიკუნას პირით შემოგვითვალა,რომ ნათლობა გადაიდო.იმ ჯალათს,ჩემს შვილს არ მოვანათვლინებო,გივისაც ვერ პატიობდა თამაშში ჩაბმას. თამრიკო ხშირად აკითხავდა ზურიკოს,თან ჩვენს შერიგებას ცდილობდა. მაცაცოსგან დაბრუნებული პრესში მატარებდა.
ჰასმიკ ავეტისიანი კი,თავის ძმისშვილ ინგა ავეტისიანთან ერთად საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დავაკავეთ.
მისი დაკითხვისას აღმოჩნდა,რომ ჩვენი ოჯახის რელიკვია, რომელიღაც იუველირისთვის მიუყიდია.

(მაცაცო)
მთელი დღეები მოშხამული დავდიოდი. თავს ვერ ვერეოდი,ისე მენატრებოდა გოგლა.მინდოდა,მოსულიყო და პატიება ეთხოვა. შერიგებისთვის მზად ვიყავი,თუმცა პრველი ნაბიჯის გადადგმას,არამც და არამც არ ვაპირებდი.თამრიკო და ნოდარი ხშირად აკითხავდნენ ზურიკოს. ყოველ ჯერზე გოგლას გამოტანებული საჩუქრები მოჰქონდათ ბავშვისთვის.ჩემთვის არაფერი ემეტებოდა ვაჟბატონს. რამოდენიმეჯერ გივიც იყო მოსული. ყოველი წასვლის წინ პატიებას მთხოვდა.მეცინებოდა მის საქციელზე.
მანანა ჩემზე მეტად განიცდიდა. ძლივს ოჯახი გეღირსა და ერთი ხელის მოსმით როგორ ანგრევო.ათასი მაგალითი მოჰყავდა ქალის მოთმინებასა და დათმობაზე.რა იცოდა,რაში იყო საქმე?!
გვიანობამდე ვარწევდი აღნავლებულ ზურიკოს. ზაზა ვინატრე თავის რეპერტუარით. თამრიკოც თავისი ტკბილი მოფერებით და მთავარი,გოგლასთან მინდოდა ყოფნა.
დიდი ძალისხმევის შედეგად ,ზურიკო მივაძინე. დაღლილობამ თავისი გაიტანა და მეც ჩამთვლიმა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,სიცივის შეგრძნებამ გამომაღვიძა და მაშინღა მივხვდი,რომ არაფერი მეფარა ტანზე. ძაგძაგით წამოვიწიე და ჩაფიქრებული დავწვდი საბანს. ერთი და იგივე სიზმარს,უკვე მესამედ ვხედავდი.
კარზე,საკეტის გაჩხაკუნების ხმა მომესმა. გამიკვირდა,ამ შუა ღამეს ლიკუნა რატომ მოვიდა-მეთქი.ფეხზე წამოვხტი და ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი,გაღიმებული გოგლა შემოვიდა ოთახში.
-გაახსენდა,შვილი,რომ ჰყავს,-სიხარული არ შევიმჩნიე,ტუჩები უკმაყოფილოდ დავგრიხე.
-ცოლიც,-თავი დაიქნია.
-ეგ ნამდვილად აღარ გყავს!-ავიფოფრე.
-რას მეუბნები?!- წარბები შუბლზე აზიდა.
-რაც გესმის! ზურიკოს სძინავს,შეგიძლია დღისით მოხვიდე,-ვუთხარი და ხელით კარისკენ ვანიშნე.
- არ გიხდება სიმკაცრე,- მომიახლოვდა და ჩემს წინ გამომწვევად დადგა.
-ჰმ,-გამეცინა.-წვრილმან ხულიგნობაზე ხომ არ დამაპატიმრებთ ბატონო გამომძიებელო?
-თუ საჭირო გახდება,მსხვილმანზეც,- წელზე სარტყელივით შემომაკრა მკლავები და მკერდზე ამიკრა.
-მომენატრე,-მიჩურჩულა და ყურთან მაკოცა. როგორც ჩვენი პირველი შეხებისას,ზუსტად ისე შევხტი.
-გამიშვი,-ვეცადე მის მკლავებიდან გამომძვრალიყავი.
-ოჰ,ოჰ,-გაეცინა და უფრო მიმიხუტა.
-რა გინდა,გოგლა?
-აი,ეგ უაზრო კითხვები,მკლავს,-გაეცინა.
-ძალიან გაბრაზებული ვარ,- გაბუტულმა ჩავილაპარაკე.
-როგორ ძალიან,აბა?-უკან გადასწია თავი და ისე შემომხედა.
-ისე,რომ შენი დანახვაც არ მინდა,-ტუჩები გავბუშტე.
-დახუჭე თვალები.
-ხუმრობის ხასიათზე ხარ?-მეწყინა,არასერიოზულად ,რომ მიუდგა ჩემს სიბრაზეს.
-არა..დახუჭე თვალები,-მითხრა და ქუთუთოები დამიკოცნა. მივენდე მის თხოვნას.
თითზე ცივი საგნის შეხება ვიგრძენი ,უცებ გამოვფხიზლდი და ხელზე დავიხედე.
- არ არსებობს!
არათითიდან ამაყად მიმზერდა ქეთო ბებო!

დასასრული



№1  offline წევრი ვიპნი

მართლა სიურპრიზი იყო.ძალიან ვიხალისე,თითქოს სახუმაროა,არადა სინამდვილეში რამდენი ებმებმა ასეთ მახეში.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ვიპნი
მართლა სიურპრიზი იყო.ძალიან ვიხალისე,თითქოს სახუმაროა,არადა სინამდვილეში რამდენი ებმებმა ასეთ მახეში.


ვიპნი, მადლობა <3 მაცაცოს ხიფათიანი ცხოვრება არ მეყო და გავაგრძელე))

 


№3  offline წევრი თ. ა.

ეს რა გადარეულია მაცაცო კინაღამ არ დაკარგა სიმწრით ნანახი გოგლა?
არა არა ამის გამოსწორება არ იქნება. ვიდრე ეს ცოცხალია გოგლას საქმეები ექნება თავზე საყრელი.
ლიკა რომ ისე ადვილად არ შეეშვება ზაზას ეგ თავისთავად ნათელია.
მხიარულება ინ ექშენ თუ როგორცაა
მადლობა ნინა რომ გვახალისებ.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი nisaka

აუ ძაან მაგარი იყო ❤️ ❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თ. ა.
ეს რა გადარეულია მაცაცო კინაღამ არ დაკარგა სიმწრით ნანახი გოგლა?
არა არა ამის გამოსწორება არ იქნება. ვიდრე ეს ცოცხალია გოგლას საქმეები ექნება თავზე საყრელი.
ლიკა რომ ისე ადვილად არ შეეშვება ზაზას ეგ თავისთავად ნათელია.
მხიარულება ინ ექშენ თუ როგორცაა
მადლობა ნინა რომ გვახალისებ.
წარმატებები!


მაცაცო ისეთი გადარეულია, არ გამოვრიცხავ, კიდევ გაებას ხათაბალაში))
დიდი მადლობა <3

nisaka
აუ ძაან მაგარი იყო ❤️ ❤️


ნისაკა, მადლობა <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

აი რა კარგი იყოო. რა ვიხალისე.მაცაცოო რა ტიპი ) აი გოგლასთანა ბიჭები სანთლითაა საძებნი ) წარმატებები ტერო და მადლობა ასეთი კარგი,სახალისო ისტორიისთვის )

 


№7  offline წევრი ნანა73

რა კარგი ხარ, რა კარგი,
შუშპარა და მჩქეფარე...
გიმღერი ნიინ.
ყველაზე მაგარი, ყველაზე გასაგიჟებელი გოგო ხარ!!!
გამეხარდა რომ გააგრძელე და ამდენი მახალისე.
როგორც მივხვდი "მაცაცოს" სერიები კიდევ შეიძლება გაგრძელდეს heart_eyes
მიუკერძოებლად ვაცხადებ, საიტზე შენნაირი არავინ არის!
ერთი ხარ ასეთი და ჩემიც რომ ხარ მაბედნიერებს! kissing_heart
მიყვარხარ ნინა !

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნინო
აი რა კარგი იყოო. რა ვიხალისე.მაცაცოო რა ტიპი ) აი გოგლასთანა ბიჭები სანთლითაა საძებნი ) წარმატებები ტერო და მადლობა ასეთი კარგი,სახალისო ისტორიისთვის )


ნინ <3 მადლობა ჩემო კარგო <3 ბედი მაცაცოს, გოგლა რომ შეხვდა, თორემ ვინ მოუთმენდა ამდენს?)))

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანა

იცი, რა ნინა? ამ საიტზე მყავს ჩემი ფავორიტები: ,,პატარძლის”, ,,საზამთროს მურაბის”, ,,დიდი შერიგების”, ,, ნაბიჯების” ავტორები, რომელთაც ჩემდა გასაკვირად აღნიშნული ნაწარმოებებზე ძლიერი ნაწარმოები ჯერჯერობით არ შეუქმიათ, აი შენი შემოწმედება კი თავიდან ბოლომდე ღირებულია ჩემთვის იუმორით, განსხვავებული სტილითა და დამაჯერებლობით. სიამოვნებით ვიხილავდი შენს წიგნად გამოცემულ შედევრებს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანა73
რა კარგი ხარ, რა კარგი,
შუშპარა და მჩქეფარე...
გიმღერი ნიინ.
ყველაზე მაგარი, ყველაზე გასაგიჟებელი გოგო ხარ!!!
გამეხარდა რომ გააგრძელე და ამდენი მახალისე.
როგორც მივხვდი "მაცაცოს" სერიები კიდევ შეიძლება გაგრძელდეს heart_eyes
მიუკერძოებლად ვაცხადებ, საიტზე შენნაირი არავინ არის!
ერთი ხარ ასეთი და ჩემიც რომ ხარ მაბედნიერებს! kissing_heart
მიყვარხარ ნინა !

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ჩემი სულის კოკობოო))) <3,
ისე მომეფერე, გავწითლდი გოგო))
მადლობა ჩემო თბილო და ტკბილო, ხომ იცი, როგორც ლავიუ?)) <3 გაკოცე ბევრი :*

მაცაცო ისეთი მოუსვენარია, არ გამოვრიცხავ, კიდევ ვიხილოთ)))

სტუმარი ნანა
იცი, რა ნინა? ამ საიტზე მყავს ჩემი ფავორიტები: ,,პატარძლის”, ,,საზამთროს მურაბის”, ,,დიდი შერიგების”, ,, ნაბიჯების” ავტორები, რომელთაც ჩემდა გასაკვირად აღნიშნული ნაწარმოებებზე ძლიერი ნაწარმოები ჯერჯერობით არ შეუქმიათ, აი შენი შემოწმედება კი თავიდან ბოლომდე ღირებულია ჩემთვის იუმორით, განსხვავებული სტილითა და დამაჯერებლობით. სიამოვნებით ვიხილავდი შენს წიგნად გამოცემულ შედევრებს.


ნანა <3 უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ ჩემს ისტორიებს და ასე სითბოთი და სიყვარულით მაფასებთ <3
იქნებ, ოდესმე წიგნზეც დავფიქრდე))

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

ახლა გადავიკითხე ჩემი კომენტარი და ცოტა მეუხერხულა, რა ოფიციალურად დამიწერია, მაგრამ პროფესიონალისგან ასატანია

ახლა გადავიკითხე ჩემი კომენტარი და ცოტა მეუხერხულა, რა ოფიციალურად დამიწერია, მაგრამ პროფესიონალისგან ასატანია

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი, დახვეწილი და ნამდვილია ნინა შენი ამბები, ყოველდღიური ურთიერთობები და სიყალბისგან შორს მდგარი პერსონაჟები გილამაზებენ თხრობას, ძალიან მომწონს შენი შემოქმედება, მადლობა შენ❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
ახლა გადავიკითხე ჩემი კომენტარი და ცოტა მეუხერხულა, რა ოფიციალურად დამიწერია, მაგრამ პროფესიონალისგან ასატანია

ახლა გადავიკითხე ჩემი კომენტარი და ცოტა მეუხერხულა, რა ოფიციალურად დამიწერია, მაგრამ პროფესიონალისგან ასატანია


საკმაოდ რბილი ტონით წავიკითხე))) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ნინა, ჩემგან მადლობად მიიღე ის, რომ ლიტერატურულ წრეებში ვაპიარებ შენს ნაწარმოებებს და თანამედროვე ახალბედა მწერლებს შორის ალბათ მომავალში ან უახლოეს ხანებში სიამოვნებით გიხილავ, რადგანაც ყველა მეთანხმება, რომ შესანიშნავად წერ და მიხარია, რომ არ შევმცდარვარ შენში❤️❤️❤️❤️. ნიჭიერი ადამიანი უნდა გაიცნოს ყველამ.

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
ნინა, ჩემგან მადლობად მიიღე ის, რომ ლიტერატურულ წრეებში ვაპიარებ შენს ნაწარმოებებს და თანამედროვე ახალბედა მწერლებს შორის ალბათ მომავალში ან უახლოეს ხანებში სიამოვნებით გიხილავ, რადგანაც ყველა მეთანხმება, რომ შესანიშნავად წერ და მიხარია, რომ არ შევმცდარვარ შენში❤️❤️❤️❤️. ნიჭიერი ადამიანი უნდა გაიცნოს ყველამ.


სასიამოვნოდ გაკვირვებული ჳარ <3 ნამდვილად არ ველოდი, ძალიან გამახარეთ <3 რა ვთქვა არ ვიცი, უღრმესი მადლობა <3

სრულიად უცხო ადამიანებისგან ამდენი სითბო და სიყვარული? ამაზე დიდი ბედნიერება, არაფერია <3

 


№15  offline წევრი gogincha

აუუუ მიყვარს შენი იუმორი, სახალისო საინტერესო და რეალური შემთხვევებით. მადლობა რომ ამიმაღლე განწყობა შენი საყვარელი პერსონაჟებით. წარმატებები

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

gogincha
აუუუ მიყვარს შენი იუმორი, სახალისო საინტერესო და რეალური შემთხვევებით. მადლობა რომ ამიმაღლე განწყობა შენი საყვარელი პერსონაჟებით. წარმატებები


გოგინჩა, დიდი მადლობა <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვაგრძელებ შენი შემოქმედებიდან მარგალიტების ამოკრებას :))))
ბეჭდიდან მომზირალი ქეთო ბაბო კლასიკაა რა! :)))))
ნინა, შენ ხარ ქალი "მხიარული განწყობა"❤️
მაცაცო რა ცელქი და მოუსვენარია. ეგ ეგრე იოლად არ გაჩერდება. კიდევ ჩაიდენს რაღაცებს.
გოგლას საღოლ, რომ ამ შარის დედოფალს უძლებს, მაგრამ ხომ ახალისებს, არა? ეგეც საქმეა. გარანტირებული მხიარული ცხოვრება ელის სიბერემდე.
წარმატებები და იცოდე, სულ წაგიკითხავ, იმიტომ, რომ შენს სამყაროში ბევრი ვიმოგზაურო! ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ქეთი იმერლიშვილი
ვაგრძელებ შენი შემოქმედებიდან მარგალიტების ამოკრებას :))))
ბეჭდიდან მომზირალი ქეთო ბაბო კლასიკაა რა! :)))))
ნინა, შენ ხარ ქალი "მხიარული განწყობა"❤️
მაცაცო რა ცელქი და მოუსვენარია. ეგ ეგრე იოლად არ გაჩერდება. კიდევ ჩაიდენს რაღაცებს.
გოგლას საღოლ, რომ ამ შარის დედოფალს უძლებს, მაგრამ ხომ ახალისებს, არა? ეგეც საქმეა. გარანტირებული მხიარული ცხოვრება ელის სიბერემდე.
წარმატებები და იცოდე, სულ წაგიკითხავ, იმიტომ, რომ შენს სამყაროში ბევრი ვიმოგზაურო! ❤️❤️❤️


ბეჭედი არა და, სამაჯური კი მაქვს მასეთი, ერთი ბაბო რომ მიჭვრიტინებს იქიდან)))) ამაზე, როდესმე ლაივში მოგიყვები)))
გოგლა ბედნიერი კაცია, მაცაცო რომ ჰყავს)))
მადლობა ქეთ <3 მიხარიხარ ყოველთვის <3 მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ <3

 


№19 სტუმარი ცირა

გოგლამ გამაბრაზა ზაზას თმის გამო, თან ეგ მონაკვეთი ძალიან გავს მამას და ჩემი ძმის დიალოგს გრძელ თმაზე და უფრო მომხვდა გულზე :D მაგრამ, მაინც ძალიან კარგი ტიპია, როგორც მამაჩები ^^
იცი, როგორც მიყვარს შენი ისტორიები. აი, მაცაცოს წინა ისტორია რომ არ მეყო, ამან ნამდვილად შეავსო ^^

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ცირა
გოგლამ გამაბრაზა ზაზას თმის გამო, თან ეგ მონაკვეთი ძალიან გავს მამას და ჩემი ძმის დიალოგს გრძელ თმაზე და უფრო მომხვდა გულზე :D მაგრამ, მაინც ძალიან კარგი ტიპია, როგორც მამაჩები ^^
იცი, როგორც მიყვარს შენი ისტორიები. აი, მაცაცოს წინა ისტორია რომ არ მეყო, ამან ნამდვილად შეავსო ^^


ცირა)) ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა)))
დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 


№21 სტუმარი nanchp

რა კარგი იყო,მადლობა, ასეთი სახალისო ისტორიისთვის.

 


№22 სტუმარი Qeti qimucadze

dedaaaa. movuqcie imeruladd. rogor gamixarda macacos da goglas gamochenaaaa. au es macaco ho sharia raa. rac amas ar gadaxdebaa. zaan mxiaruli ojaxiaaa. qmris seriozulobas coli aneitralebs da asee. gamixarda tamrikos gamojanmrtelwbaa. au teriko vgijdebi shen iumorzew. sicilis migma rom didi sigrmea da bevris scavla shheizleba imazecc. imedia macaco kidev ikvamarancxebs rames da ar daggvtoveb ambebis gaugebelss. sufta imwruli dialeqrit davceree. sizmrebi da macaco ho calke temaaa. didi madlova zalian visiamovnee. carmatebwbiiii

 


№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

nanchp
რა კარგი იყო,მადლობა, ასეთი სახალისო ისტორიისთვის.


დიდი მადლობა <3

Qeti qimucadze
dedaaaa. movuqcie imeruladd. rogor gamixarda macacos da goglas gamochenaaaa. au es macaco ho sharia raa. rac amas ar gadaxdebaa. zaan mxiaruli ojaxiaaa. qmris seriozulobas coli aneitralebs da asee. gamixarda tamrikos gamojanmrtelwbaa. au teriko vgijdebi shen iumorzew. sicilis migma rom didi sigrmea da bevris scavla shheizleba imazecc. imedia macaco kidev ikvamarancxebs rames da ar daggvtoveb ambebis gaugebelss. sufta imwruli dialeqrit davceree. sizmrebi da macaco ho calke temaaa. didi madlova zalian visiamovnee. carmatebwbiiii


ქეთ <3 ჩემო საყვარელო გოგო <3
დიდი,დიდი მადლობა <3

ჩასაფრებული ვარ, მაცაცო როგორც კი იმაკვარანცხებს, მაშინვე რადიოში გამოვაცხადებ)))
გაკოცე :*

 


№24 სტუმარი სტუმარი gvantsa

როგორ მიხარია მაცაცოს და გოგლას ისტორიის გაგრძელება,ვგიჟდები გოგლაზე :)) მაცაცოს სიზმარმა ძაან დამაინტერესა და იმედია კიდევ ერთ ახალ ისტორიას ვიხილავთ მაცაცოს და გოგლას ცხოვრებიდან :))

 


№25  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი gvantsa
როგორ მიხარია მაცაცოს და გოგლას ისტორიის გაგრძელება,ვგიჟდები გოგლაზე :)) მაცაცოს სიზმარმა ძაან დამაინტერესა და იმედია კიდევ ერთ ახალ ისტორიას ვიხილავთ მაცაცოს და გოგლას ცხოვრებიდან :))


გვანცა)) მიხარია, რომ მოგწონთ ჩემი გმირები <3
დიდი მადლობაა <3

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

არ ველოდი ისტორიის გაგრძელებას, როგორ ძალიან ვისიამოვნე. საოცრად მომწონს თქვენი ისტორიის გმირები. მადლობა მადლობა რო არსებობთ❤️❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარიამი
არ ველოდი ისტორიის გაგრძელებას, როგორ ძალიან ვისიამოვნე. საოცრად მომწონს თქვენი ისტორიის გმირები. მადლობა მადლობა რო არსებობთ❤️❤️


მარიამ <3 მახარებ
უღრმესი მადლობა <3

 


№28  offline წევრი Impermeable

გული მიგრძნობს ეს წყვილი ავტორის გულშიც იმსახურებს კიდევ ერთ გაგრძელებას <3 განსაკუთრებით მაცაცოს სიზმრებს თუ გავითვალისწინებთ. heart_eyes ძალიან სასიამოვნო საკითხავია <3

 


№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Impermeable
გული მიგრძნობს ეს წყვილი ავტორის გულშიც იმსახურებს კიდევ ერთ გაგრძელებას <3 განსაკუთრებით მაცაცოს სიზმრებს თუ გავითვალისწინებთ. heart_eyes ძალიან სასიამოვნო საკითხავია <3


მგონი, მაცაცოს კიდევ მოუწევს ხიფათები)))
დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 


№30 სტუმარი Ket

Teriko, shens meti vin moifiqrebda aset gagrzelebas! Zalian visiamovne, arachveulebrivad ganxorcielebuli chanafiqri gamogovida, bravo devochka!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent