შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი(14)


21-11-2020, 23:48
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 1 830

-თქვენთან საქმე მაქვს.-კარი შეაღო დემიენმა და ლეპტოპთან მჯდარი ნიკეას დაბნეული სახის დანახვაზე გაეღიმა.
-რა საქმე?!-კოპები შეკრა.
-ჯერ,გამარჯობა.მშვიდობიანი დღე და დილის განწყობა..-მიუახლოვდა, შემდეგ კი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.
-ვინმე შემოვა.-კარისკენ გაიხედა.- დემიენ!-ნიკაპიდან ხელი მოაშორებინა და ფეხზე წამოხტა.
ჩერქეზიშვილმა მკლავებში ჩავლებული ხელებით მოიზიდა, მერე კი ტუჩები დაუკოცნა აფართხალებულს.
-გეყოფა!-ხელით მკერდზე მიაწვა, თუმცა თავი ვერ დააღწია მამაკაცის ღონიერ მკლავებს.
-მარცხენა ფეხზე ადექი?!
-გეხუმრება?!მე არა!დაგვინახავენ და მე გამაგდებენ აქედან,შენ კი არა.
-დაგავიწყდა ვინ ვარ?!
-დემიენ,შენ ნაცნობები გყავს და მე აქ არავინ!
-კი,მე გყავარ.-მშვიდად ამოილაპარაკა.-გაგიკვირდება და უჩემოდ არ წყვეტენ არაფერს.
-პრობლემები არ მინდა,გესმის?!
-პრობლემებს განზრახ იქმნიდი ჩემთან კამათით,ახლა რა პრობლემაა?!-წელზე შეუცურა ხელები.
-დემიენ,გთხოვ..-თვალები ისე ჩაუქრა და მოეწყინა,თავი ვერაფრით შეიკავა ჩერქეზიშვილმა,ხელები მოაშორა.
-არასდროს ჩავიდენ ისეთ რამეს, შენ რომ გავნო,ნიკ..-მხრები აიჩეჩა წყნარად დემიენმა და ფეხზე წამოდგა.ფანჯარასთან მიისეირნა.- შენი ნახვა მომინდა უბრალოდ.
-დღეს ისედაც მნახავდი.- აღელვებული მიუახლოვდა და მხარზე შეეხო.გულზე თითქოს მდუღარე დაასხეს.დატანჯა განცდამ,რომ მას ისე არ უყვარდა, როგორც სურდა ყვარებოდა.
-კი,გნახავდი.კარგი,წავედი..-ახლა უნდა გასცლოდა,თორემ ყველაფერი დასცდებოდა.
-დემიენ,გარბიხარ!-ჩხეიძემ მისი შეჩერება სცადა,თუმცა სულ ტყუილად.-რა ხდება,უკვე მეორეჯერ გავარდა!რა ვთქვი საწყენი?-ნერვები მოეშალა და სკამს დაუბრუნდა კვლავ.-რა ეწყინა?-თავის თავს ჰკითხა განცვიფრებულმა და იფიქრა, დღევანდელი სულ ჩაიშალაო..
მთელი დღე მიეკერა სკამს, მუშაობდა და მუშაობდა,შესვენებაც არ გახსენებია,არც შიმშილი. ფიქრი არ უნდოდა და არც ფიქრობდა სამუშაო თემის იქით.6 საათზე დაასრულა სამუშაო,აიღო ჩანთა,შემოიცვა ქურთუკი და ოფისი დატოვა.წუხანდელი ადგილი ცახცახით გაიარა,აბა რა იცოდა,დემიენს ის ლოთი რომ მოეშორებინა და ძაღლები თავშესაფარში მიებარებინა. კარგადაც გადაუხდიდა,ოღონდ მათზე კეთილსინდისიერად ეზრუნათ.
გაღიზიანებული იყო ჩხეიძე.თავი ლექტორთანაც ვერ შეიკავა და წარბშეკრული უყურებდა ისე, თითქოს რამე დაეშავებინოს.ის ლექტორიც ზედმეტს არ ეკითხებოდა უხასიათობა რომ შეატყო გამორჩეულ სტუდენტს. სანდრამ უჩქმიტა გვერდში რამდენჯერმე,სახე გაასწორეო, თუმცა ყური არ ათხოვა.
-რა გჭირს?!რას იბღვირები?- დადიანი აედევნა ჩხეიძეს.
-არაფერი.-უხეში ტონით მიუგდო პასუხი.
-ეგრე ნუ მპასუხობ,თუ მეწყინა ხო იცი..-სწრაფი ნაბიჯებით მისდევდა.
-მაპატიე,უხასიათოდ ვარ.-სწრაფად მოტრიალდა მისკენ.
-ნერვი არ ამიშალო,წამოდი სადმე დავსხდეთ.რაც მუშაობა დაიწყე, იმის მერე ადამიანურად არ გვისაუბრია.
-კარგი,წამოდი.-თუმცა მარტო გავლა ერჩივნა.-ამაშუკელმა რაო.
-მტანჯა და მაწვალა.-გაეცინა დადიანს.-2-ჯერ ამახსნევინა და 5-ჯერ მომასმენინა თავისი მოყოლილი.მომენტებში ავიწყდებოდა და ისე საწყლად ამომხედავდა,უნდა გენახა.. მე მაბრალებდა,შენ მაბნევო.
-მართალია,აბნევ.-ნიკეაც დაეთანხმა.
-მისთვის ცუდი,ასე სულ გავაცამტვერებ.-ჩხეიძეს გაეცინა.
-რა საინტერესოა,როგორ აპირებ მაგას,როცა მოგწონს შენც.-კაფეში დასხდნენ და შეკვეთა მისცეს.
-კი,მომწონს.კარგი ადამიანია და ვაფასებ ამას.-ნიკეას თვალები დაუმრგვალდა და ჩაეღიმა.- ჭკვიანია,სიმპათიური..
-არ მომესმა?!
-არა,პაემანზე დამპატიჟა უნებლიედ და ასევე უნებლიედ განვუცხადე თანხმობა. წარმოიდგინე,ვუღალატე ზე სიმპატიურ ლექტორს,რომელიც შვილად აღმიქვამს.-ლოყებზე ხელები აიფარა ხითხითით.
-ვიცოდი,ვიცოდი,ვიცოდი!აბა, რატომ აწვალებდი?!
-მაღიზიანებდა თავიდან და იმიტომ.
-ახ!მგავდი თავიდანვე თუ დაგიმსგავსე?!-ნიკეამ ჰკითხა.
-მე რა ვიცი,დაიცა!-გააჩერა.- განმარტე ეგ კითხვა რატომ დაგებადა!
-მოკლედ...
-ვრცლად!
-გუშინ ვიღაც მანიაკი ამეკიდა. ჰოდა,დემიენი შემეფეთა და ისე გამოვიდა,გადამარჩინა..
-ხომ გითხარი,ეგ ჩოჩორიი!შემდეგ?
-გავიარეთ,გამამხიარულა და ვაკოცე..-ტუჩი მოიკვნიტა ღიმილით.
-რაა?!შენ მას აკოცე?!ტიპის დანახვა არ გინდოდა...
-ბოლო დროს სულ ახლოსაა ჩემთან,მაშინ მოდის,როცა დახმარება მჭირდება და გარდა ამისა,თავს კარგად ვგრძნობ მასთან.
-იმ მანიაკს რა ბედი ეწია?პოლიციაში არ დარეკეთ?
-არ ვიცი,წარმოდგენა არ მაქვს. მასზე აღარ მიფიქრია დიდად.
-ალბათ,შენი ანერვიულება არ უნდოდა.იმიტომაც არ გაიგდო წიხლქვეშ.
-კი,არასდროს უჩხუბია ჩემი თანდასწრებით.-მოტანილ თბილ სითხეს ხელები შემოაჭდო.-თან ძაღლიც იქვე იყო..
-შენი და ძაღლების ისტორიების კრებული უნდა გამოვცე რა.- ამოთქვა სანდრამ.-დამიჯერე, ამოიყიდება წიგნები სულ.
-რა ვქნა,მართლა შემეშინდა.- ხელისგულს ჩამოეყრდნო.-რატომ არ მემეგობრებიან არ ვიცი,სულ მიყეფენ ან მახტებიან.
-მაგ დროს პირდაპირ ან ჩემთან დარეკე და ან პოლიციაში.უფრო პოლიციას გირჩევდი.მე აბა სანამ ადგილამდე მოვალ...
-ჰო,ვერ მოვტვინე მაგდენი.-თითი მიიკაკუნა საფეთქელზე.-დღეს უნდა გაგვესეირნა და არ მოვიდა.
-რატომ?
-დილით შემოვიდა ოთახში და ისტერიკები დავიმართე,ვინმემ არ დაგვინახოს-თქო..
-ჰოო..-ჩაფიქრდა სანდრა.
-რა ჰო,რა ჰო..გავარდა და არც მომისმინა.მაგას რა ენაღვლება, მფლობელებთან ახლო კონტაქტი აქვს და მე რა მეშველება?
-სულელო!
-დავიღალე,ძილი მომენატრა ადამიანური.
-ნიკე,მისწერე ჯერ და აუხსენი.ვინ დაგინახავდათ,კარგი რა..
-არა,გამაბრაზა და მაგისთვის დაისჯება.
-ნერვებს ნუ მიშლი,პოტენციურად შენი ნაშაა,მისწერე!
-წესიერად!-ჩხეიძეს გაეცინა.
-მიდი,გიყურებდე.
-არა!
-კი!
-არა.
-ბევრს ნუ მალაპარაკებ,ნერვები მეშლება.რა მოხდა,ვერ მოითმინა და შემოვიდა შენ სანახავად,თუმცა გააგდე.არ ეწყინებოდა?!
-ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო.ხომ იცი,არ შეიძლება თანამშრომელბს შორის მსგავსი ურთიერთობა!
-საახლობლო ჰყოლია კარგი,რა გადარდებს?!
-არ მინდა ისე ეგონოთ,როგორც აკაკიმ წამომაძახა.ეგრე არ გვაქვს საქმე.
-ვისი საქმეა ერთი როგორ ხართ შენ და დემიენი?არავის!ბოღმიანი ადამიანია და მაინც გაგლანძღავდა,რა სანერვიულოა აკაკისნაირები რისი მთქმელები არიან.
-ვერ დავრეკავ.
-დაურეკავ,ტვინს შეგიჭამ ხომ იცი!ის სულ გიგებს,ერთხელ შენც გაუგე.
-ვრეკავ!-მობილურში დემიენის ნომრის ძიებას შეუდგა.ისე მალე გადარეკა,სათქმელიც ვერ მოამზადა და მისი ხმის გაგონებისას 5 წამით ენა ჩაუვარდა.
-ნიკე,გისმენ.-სასიამოვნო ხმა ჩაეღვარა ყურებში.
-დააგვიანე 40 წუთით.-საათს დაჰხედა.-კაფეში ვარ,20 წუთზე მეტხანს არ დაგიცდი.
-რატომ უნდა მოვიდე?
-გუშინ შემითანხმდი და იმიტომ.
-კარგი.-მობილური გაუთიშა ჩერქეზიშვილმა და მოსულ შეტყობინებას დახედა,სადაც ჩოჩორად მოიხსენია ჩხეიძემ და მისამართიც მიუთითა.გაუხარდა, ძალიან გაუხარდა და ძალიან მალე გაჩნდა იქ,სადაც ჩხეიძე ეგულებოდა.კაფეში იჯდა მარტო და კარში შემოსულ დემიენს მისჩერებოდა გაღიმებული.
-დიდი ხანი გელოდო კიდევ?!- ნიკეამ პრეტენზია განუცხადა დემიენს.
-10 წუთიც არ დამჭირვებია.-მიმიკა დაიმორჩილა დემიენმა,რომ არ დასტყობოდა ის სიხარული,ნიკეას ზარმა რომ მიანიჭა.
-გილოცავ,მე ისევ აქ ვარ.
-ამდენი ხანი მარტო იჯექი?
-არა,სანდრასთან ერთად ვიყავი.- ხელზე ხელი დაადო ჩხეიძემ.
-და მან მიგატოვა თუ არა,ჩემთან გამოიქეცი.
-კი,ის ჩემი სიყვარულია და შენ ნაშა.-გაეცინა.
-გინდა რამე თუ გავიაროთ?!
-გავიაროთ სადმე და მერე გაკოცებ ხოლმე პერიოდულად.-ნიკეამ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.
-იცოდე ხელები არ მიფათურო!- დემიენმა თითი აუწია.
-რასაც მინდა იმას ვიზამ.-ენა გამოუყო და ჩანთა გადაიკიდა მხარზე.
ჩერქეზიშვილს ხელმკლავი გამოსდო და გაჰყვა.ქუჩას გაუყვნენ ჩუმად,ის იყო დემიენს სასაუბრო თემა უნდა ჩამოეგდო,რომ ჩხეიძეს დაურეკეს.
-გისმენ,ბოლივუდის ოსკაროსანო ბიჭუნავ.-მიესალმა ლეოს.
-წამკბინე?
-კი,აბა,რა გეგონა მარტო 3 კაცის საცემად რომ მიდიოდი.მთელი ცხოვრება წამოგაძახებ.-დემიენის ხითხითი გაიგო თუ არა,მხარი მიჰკრა.-თავი ინდურ ფილმში რომ გგონია.
-მომენატრე და მოდი რა ჩემთან, მნახე.
-ადექი და მოდი.მანდ ამომსვლელი არ ვარ,ხომ იცი.
-მაიას გავგზავნი 9 მთას იქით პროდუქტებზე,ამოირბინე და წადი მერე.
-ლეო,როგორ გაქვს ჩაქოლილი ფერდები?!
-შუშდება.-ამოიდუდღუნა.
-შესანიშნავია,გავიქეცი!
-მოიცადე,ის ბიჭი ვინ იყო?!
-რამდენი წლის ხარ?
-18.
-დამეწიე ასაკით და მერე გიპასუხებ.-გაუთიშა.-ესღა მაკლია გამკონტროლებლად რა.-გაეცინა.
-ძმა არის,აბა რა უნდა ქნას.- დემიენმა ხელი მოჰხვია წელზე.
-და რა ვუთხრა,გისმენ.
-ავიწიე ფეხის წვერებზე და ვაკოცეო.
-რა სასაცილოა.-დაეჯღანა.- დავამატებ სადარბაზოში შენ მაკოცე.
-ნაცემია,ჯერ შარს არ უნდა ველოდო.-გაეცინა დემიენს.
-ჰო,არ ელოდო ჯერ.-ცალ მკლავზე მიხუტებულიყო და იღიმოდა.
-აუჰ,საახალწლო განათებები ჩამოხსნეს.
-დიდი ამბავი,მაინც არ მომწონდა.- ჩხეიძემ მხრები აიჩეჩა.
-არც მე,მაგრამ სინათლე უხაროდა თვალს.
-სანდრას გაგაცნობ,მას უყვარს ახალი წელი და შეუძლია რამდენიმე თვით ადრეც კი დაიწყოს მზადება.ახალ წლამდე 2 თვით ადრე სათამაშოების კეთება დაიწყო თვითონ.
-მართლა?!გამოუვიდა?
-კი,დემიენ.მეც მაჩუქა.-მეგობრის საჩუქრის გახსენებამ გააბედნიერა ჩხეიძე.
-მაჩვენებ?
-რა თქმა უნდა,სახლში ავალ და ფოტოს გამოგიგზავნი.-ქვემოდან აჰხედა.
-რეალობაში?
-კი.-ვერც იფიქრებდა ჩერქეზიშვილი ამდენად მხიარული და თბილი თუ იქნებოდა ჩხეიძე. სასიამოვნოდ გაკვირვებული სეირნობდა სიცივენარევ თბილისში და მოხვეულ ხელს არაფრით უშვებდა.ღრმად ისუნთქავდა მისგან წამოსულ არომატს,ფილტვებს ამარაგებდა და შუბლზე ჰკოცნიდა.
-დემიენ,ხომ მპატიობ?
-სხვა გზა მაქვს?
-კი,შეგიძლია არ მაპატიო და სულ გაბრაზებული იყო,მაგრამ მერე მე ვიქნები განცდებში.-ზღვისფერებში გაჩენილ წრფელ და ბავშვურ მზერას ვერ უყურებდა გულგრილად.
-ჯერ მოიხადე სასჯელი.
-საკმარისი არ იყო?!უხასიათოდ ვარ მთელი დღე და ლექტორს ვებღვირე უაზროდ.სანდრამ ჩამალურჯა იმდენი ჩქმეტით და იმას კი ვერ მიხვდა,უფრო რომ ვბრაზობდი.
-შენი გადარჩენა უნდოდა.
-მაგრად გადამარჩინა, დავლურჯდი.-მკლავი დაანახა,
რომელზეც არაფერი ეტყობოდა. მითუმეტეს სიბნელეში.
-უხ,რა უქნია.-თავი გადააქნია ჩერქეზიშვილმა.
-ამხელა კაცი და მაიმუნი..- ჩამოიწია აკეცილი მკლავი და მიუტრიალდა.-შემცივდა.
-წამოდი.-თითებზე ჩაეჭიდა და უკანა გზაზე წაიყოლა.მთელი გზა უსმენდა ნიკეას და ფიქრობდა,აი ახლა გამოვუტყდები სიყვარულშიო,თუმცა თავს იკავებდა.ჯერ ახალი დაწყებული ურთიერთობა შეიძლება Გაეფუჭებინა და გაჩუმება არჩია.
მანქანაში ჩასხდნენ თუ არა,თავი აღარ შეუკავებია და აკოცა.
-იცი რომ ყველაფერი ჩანს ამ ფანჯრებიდან?!-ჩხეიძე ლოყებზე მოეფერა ცივი თითებით.
-დაგვინახეს?-ნიკეამ თვალი მოატარა იქაურობას და ხალხი ვერ შენიშნა.
-მგონი არა.-გაუღიმა.
-მაშინ..-გადახრილმა ხელმეორედ დაუკოცნა გაბუტული ტუჩები.
-საძაელო!-გადაპარსულ თავზე გაუსვა ხელი.-სად წაიღე Ხუჭუჭები?!
-თვალებში მერჭობოდა და ნერვებს მიშლიდა.-ლოყაზე აკოცა.
-ცოტა მოგეჭრა მერე,იმ საოცრებას რომ იშორებდი..-კოპები შეკრა.
-რატომ მიბრაზდები..
-Მოგხვდება,თან მაგრად.- ტუჩებზე მიარტყა ხელი ნიკეამ.
-რა დაგიშავე?!
-არაფერი,გამაბრაზე თან ორჯერ.
-სამი?
-დემიენ!-სკამს მიეყრდნო Მთლიანად.-მცივა!
-გავათბოთ ქალღმერთი,ახლავე ახლავე ახლავე..
საერთოდ,ბოლო პერიოდში ნიკეაც ვეღარ ცნობდა თავის თავს. საღამოობით უზომოდ ბევრს სეირნობდა ჩერქეზიშვილთან ერთად,ბევრს იცინოდა და სითბოს რომ გასცემდა,ორმაგი უბრუნდებოდა.ბევრ ინფორმაციას უზიარებდა დემიენს,ის სულ უსმენდა და აზრს ეკითხებოდა.
ერთხელაც,სამსახურიდან უკან ბრუნდებოდნენ და თურმე გზა, რომელიც უნდა გაევლოთ, გადაკეტილი ყოფილა.პოლიციის თანამშრომელს რომ დაეკითხნენ რა ხდებოდა,საპროტესტო აქცია ყოფილააო,უთხრეს.
-მოდი,ჰე.. ვნახოთ რა ხდება.- მანქანისთვის დასაპარკინგებელი ადგილის ძიება დაიწყო.
-არა!ვისი აქციაა ან რის არ ვიცით და სულელებივით ხო არ ვიდგებით.
-დიდი ამბავი,გავარკვევთ შეძახილებით.
-იცოდე,თუ რომელიმე სამარცხვინო პარტიაა და მაგათ აქციაზე,მათსავე გვერდᲘთ მაყენებ, გაზღვევინებ!
-ძალიან გაარკვევ ახლა რომელია.- გაეცინა.-წარმოიდგინე,ყველაზე განსხვავებული პაემანი გვექნება.
-საინტერესოდ ჟღერს.-მხიარულად განაცხადა ნიკეამ და მანქანიდან გადავიდა.
საყვირების ხმა ისმოდა,დოლების და ხალხის შეძახილი აყრუებდა ქუჩას.წინ მიდიოდა ხალხი აჟიოტაჟით,დროშების ფრიალით.
-დიდებული სანახაობაა.-თავი გააქნია ნიკეამ.
-წამოდი,ხალხს გამოველაპარაკᲝთ.-თითები აუხლართა გოგოს და ახლოს მიიზიდა.
-აქციებს არბევენ ხოლმე.- ამოიჩურჩულა ჩხეიძემ.
-გაგიკვირდება და ვერ დაგვარბევენ.-მტევანზე აკოცა ნიკეას.
-რატომ ვითომ,შენი კუნთების შეეშინდებათ?!
-კი,ახლა ისეთი ძლიერი ვარ,ჩემი შიშით ახლოსაც ვერ გაგვეკარებიან.
-ნარცისო.-კოპები შეუკრა ჩხეიძემ.
-თუ ვიცოდე მიზანი,რატომ მივყვებით მათ..-ხელი გაიშვირა ხალხისკენ.-იმედია მიზეზი აქვთ.
-უკაცრავად..-60 წლამდე ქალი გააჩერა დემიენმა.-ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის და ვაფასებ თქვენს პატრიოტიზმს..
-გაიხარე,შვილო!მე მიხარია ესეთი ახალგაზრდები რომ იცავთ ქვეყანას და მზად ხართ თქვენი ყველაფერი შესწიროთ.ამ ნაძირლებმა Უნდა დაგვაქციონ? მომინდომეს ახალი კანონპროექტი.- სასტვენში ჩაჰბერა ქალმა და წინ წავიდა წინ.
-ხედავ?!აპროტესტებენ ახალ კანონპროექტს.-მხრები აიჩეჩა დემიენმა.
-იდიოტო.-მკლავზე დასცხო.
-დავრეკავთ გეგასთან და გავლანძღავთ.
-გეგა?
-იუსტიციის მინისტრი.
-კვანტალიანი?!-ნიკეამ თვალები გააფართოვა.
-კი.-მკლავი მოჰხვია ნიკეას და წინ წაიყვანა.-ნამეტანი მოსწყდნენ რეალობას,გამოეთრიოს ერთი ქუჩაში.
მობილური ამოაძვრინა და მესიჯი გაგზავნა კვანტალიანთან.
"პარლამენტთან მსვლელობაა, გამოეთრიეთ ქუჩაში!"
უკანვე გადმორეკა კვანტალიანმა.
-შენ საიდან იცი?!-პირველი გაჩენილი კითხვა იყო,რადგან დემიენი არ ერეოდა ხოლმე მსგავს საკითხებში და ახლა რატომ გამოჩნდა აქციაზე,ვერ გაეგო.
-აქ ვარ,ხალხს მივყვებით მე და ქალღმერთი.-ლოყაზე აკოცა მოხითხითე ნიკეას.
-ჩემი პარტიის წინააღმდეგ მიდიხარ?-გეგას გაეცინა.-ვაუ, გმადლობ.
-რა თქმა უნდა,მეორეჯერ მაგ პარტიის ხმის მიმცემის კარგიის ფაააქ.
-ნუ იგინები!კარგი ჰო, პარლამენტთან ვდგავარ მეც. დარბევის საფრთხეა და ეცადე სცენასთან ახლოს მოხვდეთ.
-ეეე,მანდ რა გინდა?
-რა მინდა და მოდი აქ.- ტელეფონები ისმინებოდა და აღარ უნდოდა ბევრი საუბარი.
-მე მოვალ და ვიბაასოთ.-გაუთიშა.
-არ ვიცოდი შენი მეგობარი თუ იყო გეგა კვანტალიანი.
-რა სათქმელი ეგ იყო,გაგაცნობ და მოგეწონება.
-კარგი.-შინაგანად აფორიაქდა ჩხეიძე.იმ კაცის მეგობარი უნდა გაიცნოს,რომელიც მოსწონს.
-ნუ ღელავ,მოგეწონება.-შუბლზე აკოცა და ხალხის ნაკადს მიჰყვა. საყვარელ სხეულს იხუტებდა მთელი გზა და თითებს უთბობდა. შუბლზე კოცნით გამოხატავდა ნიკეას მნიშვნელობას და ყოველი ამბორით ამბობდა-შენ ჩემი ანგელოზი ხარ.
-ახლოს იყავი,ხელი ჩამჭიდე,ბევრი ხალხია.-იმაზე მეტად მიიკრა სხეული,ვიდრე მანამდე.უკვე გონებაში ათასი ვარიანტი დაეშვა იმისა,თუ რა შეიძლება მომხდარიყო...
ბოდიშის მოხდით მიიწევდნენ ჩერქეზიშვილი და ჩხეიძე.გეგას აწეული ხელი დაინახეს და მასთან მიაჭრეს.
-გამარჯობა,ნიკეა ხომ?!-ხელი ჩამოართვა კეთილი ღიმილით კვანტალიანმა და გაბრწყინებულ დემიენს გადაჰხედა.
-დიახ,გეგა.-გაუღიმა ნიკეამაც.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.-მის კეთილგანწყობას ცივად ვერ დაუხვდა ნიკეა.
-ისე რა უცნაურია,იმ აქციაზე ვხვდები მეგობარს და მის შეყვარებულს,რომელიც ჩემს გადადგომასაც ეხება.-გაეცინა კვანტალიანს.
-უნდა გადადგეთ?-ნიკეამ იკითხა.- მაგრამ თქვენს მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
-რა ხდება?-დემიენსაც გაუკვირდა.
-მე მაქვს პრეტენზია.ასე აღარ შემიძლია,მახრჩობენ და მზღუდავენ.ამათ თითის დაქნეულზე რატომ უნდა ვიარო,ვერ გავიგე.. კაცი ვარ თუ პროპკა?-ხელები გაშალა.-ახალი ნომერი უნდა ავიღო.-გაეცინა.- მისმენენ ეს იდიოტები.
-დაიცა,ამათ წინააღმდეგ ხარ შენც აქციაზე?
-კი,ავალ ტრიბუნასთან და განვაცხადებ რომ ყელში ამომიყვანეს.-ჰალსტუხი მოიხსნა ყელიდან შეწუხებული სახით.- დაიკავე ყლინჯად წოდებული.
-აუ,რა გაბრაზებული ყოფილხარ..- დემიენს ჩაეცინა.
-კი,ვარ.შემჭამეს ცოცხლად!იმასაც ვფიქრობ,თათული და სოფიო ხომ არ გამეყვანა ქვეყნიდან.-გეგას თვალები აუწყლიანდა.გაახსენდა მუქარა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში რომ ელოდა განხორციელება.
თათულისთვის იმდენი იბრძოლა, ამდენად სხვა არაფრისთვის დახარჯულა.იმდენად უყვარდა, სიცოცხლეს დაუთმობდა,ოღონდ თათუ კარგად ყოფილიყო.ახლა, როცა სოფიო აჩუქა,იმხელა პასუხისმგებლობა და შიში ედგა სხეულში,ცოტა აკლდა გაგიჟებამდე.არ უნდოდა სუნთქვა, საშუალება რომ ჰქონოდა გაქრებოდა... ოღონდ არჩევანის გაკეთება ესეთი ფორმით არ ჰყოფილიყო სავალდებულო.
-თათუ სადაა?-დემიენმა იკითხა და გული გაუწვრილდა პასუხის მოლოდიᲜში.
-შინაა და მასთან არავინაა.- თვალები მოისრისა.-დედას გეფიცები,რამე რომ მოხდეს მკვლელობაზე წავალ.
-რა განერვიულებს აბა?!-დემიენს ნერვიულად გაეცინა და ერთ ადგილზე გაყინულ ნიკეას ხელი მოჰხვია.-ლევანს დავურეკავ და წავიყვანოთ სადმე..-მხარზე ხელი დაუტყაპუნა სასოწარკვეთილ მეგობარს.
-დემიენ,Გაარიდე გთხოვ აქაურობას.ამ განცხადების შემდეგ, არ შემრჩება არაფერი...-ჩხეიძეს მოსმენილისგან უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ზღვისფერებში ცრემლები აულივლივდა.
-ჰე!ნიკეა ახლოს გყავდეს 2 წუთით, კვანტო.-გვერდით გადგა და ლევანის ნომერი მოიძია მობილურში,გადაურეკა თუ არა პარლამენტის შენობასთან სთხოვა შეხვედრა.
-აბა,გეგა,როგორია?!-ხალხს მოავლეს მზერა.ნაკადი არ წყდებოდა,ხალხი მოდიოდა და მოდიოდა საკუთარი აზრის გასაჟღერებლად.ყველა მხრიდან უერთდებოდნენ მთავარ ნაკადს,ისე როგორც მდინარეს უკავშირდება ხოლმე არხები..
-ტყუილად არ უწვალიათ წინაპრებს.-სცენას გაჰხედა, რომელზეც უნდა გამოსულიყო და რომელზეც არავინ დაიცავდა. ნებისმიერ წამს,ნებისმიერი მიმართულებიდან ელოდა ტყვიას.
თავისი სიცოცხლეც იმიტომ ენანებოდა,რომ თათუ და პატარა ფოფო ჰყავდა.ჰყავდა ერთგული მეგობარი,რომელსაც ანდობდა ყველაზე ძვირფასს.
-ბატონო გეგა,ესეც ჩაივლის..- ჩხეიძემ ვერ მოითმინა.
-ჩაივლის,ჰო.-გაუღიმა სევდიანად.- გეგა,უბრალოდ გეგა დამიძახე, თორემ მგონია ბაბუად გეკუთვნი.
-კარგი.-გაეცინა ჩხეიძეს და დემიენის თითებს ჩაეჭიდა.
-ნიკე.-მოსიყვარულე მზერით ჩაჰხედა თვალებში.გული მძიმედ უცემდა და გრძნობდა,ეს საღამო მშვიდი არაფრით იქნებოდა.ჯერ თათული და სოფია უნდა მიემალა, შემდეგ გეგა უვნებლად დაებრუნებინა ოჯახში და ჩხეიძეს 1 ჩახუტებაც კი სიმშვიდეს აჩუქებდა შემდეგ.
-ჯერ გადაიყვანონ,მერე გამოაცხადე,კარგი?-დემიენმა Მისი შეჩერება სცადა.
-Უბრალოდ გააცალე აქაურობას და დაიცავი.-თავი დახარა კვანტალიანმა.-გთხოვ.
-წესიერად მელაპარაკე!-მხარზე ხელი დაადო და სცადა ღრმა სუნთქვით გონების გაწმენდა.
გეგა დაიძრა ტრიბუნისკენ.ავიდა კიბეებზე,შემდეგ დადგა ტრიბუნასთან და მიკროფონი გაისწორა.
ჩხეიძეს ცრემლები წამოუვიდა უნებლიედ და მკერდში უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
-დემიენ,ჩამოიყვანე,დემიენ.- საყელᲝში ჩააფრინდა ნიკეა.
-დამშვიდდი,სროლას ვერ გაბედავენ.-ლოყები შეუმშრალა ანერვიულებულს და ტანზე მიიხუტა.
-გული არ მეუბნება კარგს.-ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულად და თვალი მოავლო არემარეს.
-ლევანი მოვა ახლა და თათულისთან გავუშვებ.მას რომ გადაიყვანს,გეგა წავიყვანოთ და წავიდეთ.დამშვიდდი,პატარავ.- ზურგზე რითმულად დაუსვა ხელი და თავზე აკოცა ათრთოლებულს.
თვალებდახუჭულმა ყელში ჩაუმალა სახე,სიმშვიდეს ეძებდა.
ლევანმა როგორც იქნა მიაგნო ადგილს და ახალი მანქანით მიადგა თათულის სახლის კარს.
ის იყო,გეგა კვანტალიანმა სიტყვა დაასრულა და მოტრიალდა,რომ სროლის ხმა გაისმა.წუილით ჩაიქროლა და  მოხვდა აწ უკვე ყოფილ მინისტრს.
ატყდა კივილი,კივილთან ერთად ქაოსი დაიწყო.
-ამის დედაც!-დემიენმა წამოიყვირა და გააჭრა ტრიბუნისკენ ჩხეიძესთან ერთად.
გეგა ერთადერთი მეგობარი იყო ჩერქეზიშვილის.მის მეტი ნდობით, ბევრს ვერ ენდობოდა.მარავალი წელი გაევლოთ ერთად და ახლა გულის უსკდებოდა უიმისობის წარმოდგენაზე.
-----
ჩხეიძეს მხარზე ჩამოედო თავი და მოსაცდელში იჯდა.
-მხარშია დაჭრილი,ბედად აცდა,არ ინერვიულო რა.-ნიკეამ თავზე აკოცა და ლოყაზე მოუსვა ხელი.- მხოლოდ მხარში მოხვდა.
-ახლა შემახედა,დავცინებ ცოტას და წავალ.შენ დაიღლებოდი, დავრეკავ და წაყვანას ვთხოვ...
-არა,დემიენ.Აქ მინდა ყოფნა.- დარწმუნებით თქვა ჩხეიძემ.- შენთან მინდა ყოფნა.
ჯერ ასე არ გაჰხარებია არაფერი ჩერქეზიშვილს.
-გეძინება,დაღლილი ხარ..თამარა ინერვიულებს.
-დავურეკავ და ვეტყვი,სანდრასთან ვრჩები.-თავი ქვემოთ დახარა. სირცხვილის გრძნობა დაეუფლა.
-მერე სად რჩები?
-რა ვიცი,მივალ სახლში და რამეს მოვიფიქრებ.-ამოიჩურჩულა უხერხულად.
-აჰა,ანუ ჩემთან არ დარჩები.- ნიკეას თითები მოიქცია მტევანში და დააკვირდა.
-არა,დემიენ.შენთან სახლში რა მინდა?-ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.რაღაცნაირად სირცხვილის განცდა შესჩენოდა.
-რატომ არა?!ერთად დავᲘძინებდით,მე ჩაგეხუტებოდი. ისედაც ხომ გეხუტები და რა სხვაობა იქნებოდა?!
-ოდესმე შეიძლება დაფიქრება მაგაზე.-ლოყები აუხურდა და თვალები ძირს გააცეცა.
-ეს წყეული შემიხვიეს და ტყვია ამომიღეს!-კვანტალიანი გამოვიდა პალატიდან.
-მერე ის არ თქვეს დარჩიო?!- დემიენი წამოდგა.
-არა,თქვეს ჟურნალისტებს გაასწარიო და უკანა კარიდან გამაპარე,ძმურში.ახლა სოფია მჭირდება და თᲐთული.-ნიკეას გადახედა.-ვწუხვარ,ეს არ უნდა გენახა.
-ეგ არაფერი,მთავარია აგაცილეს.
-მიზანიც არ აქვთ იმ იმბეცილებს.- თავი გააქნია და ცალ ხელში მოქცეული ქურთუკი გაუწოდა.- შემომაცვით რა,გავიყინე.
ნიკეამ გამოართვა და მაღალ სხეულს ფრთხილად მოახურა. დემიენი ლევანს ესაუბრებოდა, რომელმაც ამცნო სამშვიდობოზე გაყვანა ქალის და ბავშვის.
-წამოდით,სახლში გაგიყვანთ.- დემიენმა ღრმად ამოიოხრა.
-ასეა,მეგობარო,ასე..აუ,მტკივა ყველაფერი.-ამოიწუწუნა და უკანა გასასვლელისკენ დაიძრა.
-დაითხოვე დაცვა და გამოუცხადე ყველას ომი,უარესიც მოხდება.- დემიენი წინ წავიდა.-დამელოდეთ აქ,მანქანას მოვაყენებ და პირდაპირ წავიდეთ.
მარტო დატოვა ნიკეა და გეგა, თვითონ გარეთ გავიდა.
-იცოდი რომ გესროდნენ?
-ინტუიცია მეუბნებოდა,მაგრამ 100%-ით არ ვიყავი დარწმუნებული.
-გასაგებია.
-ცუდ გარემოში,მაგრამ გამიხარდა შენი გაცნობა.-გაუღიმა და ატკიებული მხარის დაიგნორებას ეცადა.
-მეც გამიხარდა.
-აი,თათულისაც გაგაცნობთ და პატარა ფოფოსაც.ჩემი მეუღლეა თათუ.-შუბლზე მოისვა ხელი.
-სიამოვნებით გავიცნობ.-გაეღიმა ჩხეიძეს.-პატარა რა ხნისაა?!
-3 თვის.მეოთხეში გადავიჭერით და კარგადაა ჩაპუტკუნებული.
გარედან ანიშნა ჩერქეზიშვილმა გამოდითო.-წინ ნუ ჩამსვამთ რა!- უკანა კარი გამოაღო გეგამ და ჩაჯდა უცებ.ნიკე ჩაუჯდა წინ.
-ჯერ ვის გვტოვებ აბა,მამიკო?!- გეგას გაეცინა.
-ჯერ შენ დაგტოვებთ,ჩვენ საქმე გვაქვს.-თვალი ჩაუკრა ნიკეას.იმან შეუბღვირა.
-შენ გაქვს საქმე და ადამიანურ დროს შეგიძლია მომახსენო შენი პრეტენზიები,თუნდაც განცხადებები.-ლოყა ჩამოაყრდნო მტევანს და ლამპიონებით განათებულ.გზას გაჰხედა.
-დემიენმა საქმის დროს ადამიანური და არაადამიანური არ იცის.-გეგას ჩაეღიმა.
-მე უნდა ვასწავლო,ასე გამოდის.
-მასწავლე,რა პრობლემაა.
-ჰოდა,სახლთან ჩამოვალ და..-გაზს დააწვა,სიჩქარეს მოუმატა დემიენმა.
-საით?!-ნიკეა აღელდა.
-დავტოვოთ მოწუწუნე,დაჭრილი არწივი.
-ოოხ,დემიენ.-გულზე ხელი დაიდო ჩხეიძემ.
დემიენმა კვანტალიანი თავისივე აგარაკზე აიყვანა,სადაც თათული იყო ბავშვთან ერთად.
ჯერ იყო და სახლში შეიყვანა ყველა,შემდეგ საძინებელში გადაამისამართა და ლოყაზე აკოცა ძილის წინ.სტუმრებთან დაქანცული სახით გავიდა.
-ნიკე,რა უცნაურ  დროს გავიცანით ერთმანეთი.-ჩაისთვის ფინჯნები გამოიღო თათუმ.
-კი,ნამდვილად.მიხარია შედარებით მშვიდობიანად რომ ჩაიარა ყველაფერმა.ნუ შეწუხდები რა,გეხვეწები.უკვე 12 საათია და შინ უნდა დავბრუნდე.-ნიკემ დახედა საათს.
-თათუ,არ გინდა,წავიყვან.დაისვენე.
-ჩაი დალიეთ და რაც მაქვს,იმას მოგართმევთ.ჯერ არ წახვიდეთ, ფოფიკო ნახეთ,არ მოგენატრა ძალით ნათლიავ?
-მოვნათლოთ და ნამდვილი ვიქნები.-გაეღიმა დემიენს. თათულიმ ჩაი ჩამოასხა ფინჯნებში და წინ დაუდგა.ჭიქას ჩაჰხედა და თვალები აუწყლიანდა.
-იდიოტი,ლამის თავი მოაკვლევინა.-სახეზე აიფარა ხელები.-მოუშუშდეს და მე ვცემ,აი ნახავ.
-ხელს არ შემოგიბრუნებს,თათუკა.- დემიენმა გაუღიმა ისევ.
-სულელო!-ხელი აუქნია სიცილით.
-აი,ასე გვლანძღავს მუდმივად. ფიზიკურად ვერ გვერევა,თორემ გვცემდა.-ჩხეიძეს უთხრა.
-ძალიანაც გერევით,უბრალოდ მორალურადაც საკმარისად გასწორებთ მიწასთან.-ჩაი მოსვა.- ნიკე,ბოდიში რა.ამ იდიოტებმა გამომაქცუნეს და არაფერია ისეთი, რომ შემოგთავაზო.
-არაფერიაო?!მშიერი ხარ,თათუ?- დემიენმა ჰკითხა.
-ცოტა,მაგრამ დილამდე ისედაც არ ვაპირებ ჭამას.
-დაიკიდებ დიეტას,უცებ რამე რომ გამოვიძახო?
-ვერა.-თავი გააქნია.-ყველაფერს სოფიოს გამო ვერ ვჭამ.
-აუ,არ იღვიძებს?
-დემიენ,არ გამიღვიძო,თორემ გეჩხუბები!-თათულიმ თითი აუბზიკა.
-ნიკე,განახოთ?!-ჩხეიძემ უხერხულად აიწურა მხრები.
-არ მინდა გავაღვიძო,ნერვებზე მოქმედებს უძილობა.
-აი,ესენი აწვალებენ სულ!- თათულიმ ჩაუშვა.
-არ გრცხვენია?-ნიკეამ წარბი აუწია ჩერქეზიშვილს.
-უსირცხვილოა!წამო,ნიკე.შენ განახებ ბაიას.-თათული წამოდგა ფეხზე და მისაღებში გაიყვანა. საბავშვო კალათაში იწვა პატარა სოფი.
-ფოფიკო,გაიცანი.-ჩხეიძეს ჩასჩურჩულა ყურში დემიენმა და მუცელზე მოჰხვია ხელი. ჟრუანტელმა დაუარა ჩხეიძეს და მუცელში იგრძნო მხურვალება.
-რა ლამაზია,ვაიმე..თათული გგავს.- ნიკე მიუტრიალდა თათულის ყურადღების გასაფანტად.
-კი,დედიკოს გოგოა.-გაეღიმა თათუს.-გაეღვიძება ცოტა ხანში, ჭამას მომთხოვს.
-რა კარგი ვინმეა..-ტუჩზე იკბინა ჩხეიძემ და დემიენს ზემოდან დაადო ხელი.თათულის გაეღიმა მათი დანახვისას.
სოფიომ პატარა თითები მომუშტა და ცხვირ-პირზე გაისვა ხელი.
-ესენი გაათამამებენ,მერე იწუწუნებენ შედეგზე.

სოფიომ სერი თვალები გაახილა, ტირილის დაწყებაც ვერ მოასწრო, ისე აიტაცა დედიკომ და ნიკეას შეხედა.
-აიყვან?!
-ჰო,ჰო..-თავი დაუქნია.ხელები გაშალა და ბავშვი ჩაიხუტა.
-მერე ჩხავილს დააბრალებს რა ჩემს პატარას!-დემიენი თათულის მიტრიალდა.ნიკეა ჩამოჯდა დივანზე და პატარას მოფერა ზურგზე.
-ნახე,ხმას არ იღებს სოფიო.-თᲐთუმ მიუთითა.დემიენი გაშეშდა. სანახაობით მონუსხულიყო.  ულამაზესი იყო ბავშვთან ერთად ჩხეიძე.მართლა ქალღმერთს ჰგავდა დახვეული თმებით, ზღვისფერი თვალებით,მოწითალო ფერის ტუჩებითა და პატარა, საყვარელი ცხივირით.სრულიად უცხო ადამიანის შვილს ესიყვარულებოდა სრული გულწრფელობით და გართული, ვერც კი ატყობდა,როგორ უყურებდნენ სხვები.
-დამერხა ხო,თათუ?
-არა,გაგიმართლა.-ნიკეა იღიმოდა და  პატარას ეფერებოდა.
-პატარა სოფი,ვინ არის კარგი გოგო?!რა საყვარელი ხარ,პატარავ. ჩემო ლამაზო..-შუბლზე აკოცა ფრთხილად.-პატარა საოცრება,რა სიხარული ხარ,რამხელა ბედნიერება..-ჩუმად ეჩურჩულებოდა,პატარა გოგონაც უღიმოდა.
-გული დამარტყავს,იცოდე ამის ბრალია.-დემიენმა უჩურჩულა ბლუყუნით მეგობრის მეუღლეს.
-მაგრად დადექი,დამი!-ზურგზე დაუტყაპუნა ხელი.სოფიოს მოშივდა და ატირდა.
-არ იტორო,არა..დედიკოსთან მიგიყვან.-ატირებული ბავშვი გაუწოდა დედამისს.-თათუ,ჩვენ წავალთ რა უკვე.ისედაც მრცხვენია,თან მასაც შია.
-მაშინ კიდევ მესტუმრეთ.-გაუღიმა.
-ჩვენს ძმაკაცობას ვფიცავ, მოგიყვან ნიკეს.-დემიენმა დაიძახა და ნივთების ასაღებად წავიდა.
-მადლობა,ყველაზე გემრიელი ჩაი დავლიე შენთან.-გაუცინა ნიკემ.
-ოუფ,რამდენი ვიწვალე.
-თათუ,აჭამე და მე კარს გავიკეტავ.- ქურთუკი შემოაცვა ჩხეიძეს.
-გაგაცილებთ,კარი ხომ უნდა ჩავკეტო.-კარისკენ დაიძრნენ. ფოფიკოს აკოცა ლოყაზე და ჩხეიძესთან ერთად ჩაჯდა მანქანაში.
-რა კარგი ხალხია.გეგა როგორი უშუალო ადამიანია,გადავირიე. მკაცრი ჩანდა.
-რას ამბობ,რა მკაცრი.დათუნიაა დრუნჩა.-გაეცინა დემიენს.- მაგრამ სანამ ბნელა და ვერავინ დაგვინახავს,იქნებ კოცნის ნება დამრთო?!სახლში არ მომყვები და..
-რა ცუღლუტი ბიჭი ხარ.-გაეცინა და ლოყაზე აკოცა,თუმცა უკან დახევა არ აცადა.თმებში ჩავლებული თითებით ახლოს მიიზიდა,აიყოლა ვნებიან კოცნაში და მუხლებზე მოთავსებულს შეუძვრა პერანგის ქვეშ.
-რა გაცვია?!-კოცნა შეწყვიტა და უცნაური,მაგრამ ნაცნობი ქსოვილი იგრძნო თითებით.
-ნუ ხარ თავხედი.მე ხომ არ გიძვრები თეთრეულში?!-ხელი გააწევინა  დარცხვენილმა.
-განახო?!შავი საცვალი მაცვია.- გამოუტყდა ჩერქეზიშვილი.
-რა გარყვნილი ხარ.-ტუჩებზე ააფარა ხელი.
-კარგი რა,მორცხვობ ვისთან, ჩემთან?-ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით.-პატარავ,რასაც ვფიქრობ,ისაა?!
-არ ვიცი რას ფიქრობ.-თავი დახარა ჩხეიძემ.
-ხომ იცი,რასაც..-ისევ შეუცურა თითები პერანგის ქვეშ და შესაკრავებს აუყვა.-გული დამარტყავს სანამ ზურგამდე მივაღწევ..
-დემიენ..-სუნთქვა გაუხშირდა ჩხეიძეს.კანზე გადაურბინა სიმხურვალემ.-მე დამარტყავს,თუ არ გაჩერდები.-ისედაც თავისი გასაჭირი ჰქონდა ნიკეას,ისეთ პოზიციაში იყო, დიდ სურვილთან უწევდა  ბრძოლა.
-რა მაგარია,შენი თეთრეული ორივეს ნებისყოფას არცხვენს..- ჩხეიძის კისკისმა გააღიმა დემიენი. ლოყას გაუყვა კოცნით,მიიწევდა ქვემოთ,ყელისკენ.თავს ვერაფერს უხერხებდა,ისეთი გლუვი,ნაზინდა არომატული კანი შეიგრძნო. შეხებაც კი სხვაგან ისროდა და სხვა რაღაცების შეგრძნებას ჰკარგავდა.
ღილები შეუხსნა და თეთრ კორსეტი დაუხვდა შიგნით.მკერდი უფრო ზემოთ აეზიდა კორსეტის გამო და წელიც ლამაზად უჩანდა.
ჯერ ქურთუკი გახადა,შემდეგ პერანგი.
-დემიენ..
-ჰო..-ლავიწებზე ეამბორა და მხრებს გადასწვდა კოცნებით. მხრებიდან გადასწია კორსეტის ბრეტელები.მოშიშვლებულ ზურგზე გადაატარა ცხელი ხელისიგულები.
-ჯანდაბა..-დემიენს მოჰხვია შიშველი მკლავები და კისერში ჩააჭირა ფრჩხილები.
-ხო,დამერხა.-მკლავებზე აკოცა, შემდეგ კი ჩაიკრა მკერდში.ჩხეიძე ხურდა,სხეულში მოსწოლოდა სურვილი,მაგრამ არაფერი ხდებოდა.-ვგიჟდები,აი ასე! მარტივად.-ზურგზე დაუსვა ხელი, თვალები მიეხუჭა.-ნიკე,რა კარგი ხარ,ნეტავ იცოდე..-თმაში ჩაურგო სახე.
-შენც კარგი ხარ.-წამოიწია ნიკეა და წელში გაიმართა.
-ახლა შუქი რომ ჩავრთო,დაცვა დაგინახავს და შენ ისეთი ლამაზი ხარ,ისეთი სასურველი..-მტევანზე ეამბორა.-ქალღმერთი ხარ,ჩემი ქალღმერთი.
ჩხეიძემ მიიხუტა ახლა.მის მკერდზე ედო თავი დემიენს და იქიდან წამოსულ სურნელს ისრუტავდა.გულის ფეთქვის სიხშირეს ითვლიდა და ნახევარ სახეზე ჩხეიძის ნახევრად შიშველ მკერდს გრძნობდა.ესე ედო თავი და დასვენების ნაცვლად, იძაბებოდა.
-დედაშენი ძალიან რომ.არ გაბრაზდეს,შინ მიგიყვან და მერე წავალ სახლში,კარგი?!-სახე ფრთხილად ასწია და გვერდით მიგდებული პერანგი აიღო.
-კარგი,დემიენ.-დაბნეულმა შემოიცვა ისევ პერანგი,ღილების შეკვრაში დემიენი ეხმრებოდა და გულიც უცნაურად უჩქარდებოდა ამის გამო.Ქურთუკი მოაცვა და ტუჩებზე აკოცა ნაზად.ჩხეიძე გვერდით გადავიდა,ღვედი შეიკრა და თითები ახლართა ერთმანეთში.
წელს ქვემოთაც უხერხული Გრძნობა ჰქონდა,დამამტკიცებელი საბუთი იმისა,რომ დემიენი იზიდავს.
სახლამდე გზა იყო გასავლელი, მანქანაში კი ჰაერს შეერია ვნების ნოტები.ნიკეამ ამოიღო ხმა პირველმა მას შემდეგ,რაც 5 წუთი საუკუნოდ Ეჩვენა უხერხულობის გამო.
-კამკამიძეზე რას მეტყვი?!-ნიკემ გაბედა კითხვა და დემიენს შეხედა.
-რა?რა უნდა გითხრა?-დემიენი ცოტა დაიბნა.
-დავიჯერო ისე დატოვე?!არ ვჩხუბობ,სიმართლე მჭირდება.
-სწავლობს და უნდა იპოვოს თავისი საქმე.-ამოიოხრა საჭესთან მჯდარმა.-ახლა რატომ გაგახსენდა?
-რა ვიცი,გამახსენდა.-გაეღიმა ჩხეიძეს.-კარგი ადამიანი ხარ.
-დიდებული,გასაოცარი.-გაეცინა ჩერქეზიშვილს.-შენ სანდრას ნაჩუქარი სათამაშო უნდა მანახო აუცილებლად.
-კი,განახებ.-ესიამოვნა ჯერაც რომ ახსოვს დემიენს.
-მოგეწონა ხომ ჩემები?
-კი,მომეწონა.-გულწრფელად უპასუხა.-ძალიან მეძინება,აი ძალიან.-თვალები მიელულა.
-აი,მიგიყვან შინ და დაიძინებ.-ესე პატარა ბიჭივით კოცნიდა ტუჩებში საყვარელ გოგოს და სახლამდე აცილებდა.არა,სახლამდეც არა, კარამდე.თავის თავს მაგრად დასცინა გულში დემიენმა.
-დემიენ,გიორგი ისევ ხვდება იმ ბიჭებს?
-არა,ნუ ღელავ.-თითებზე აკოცა.
-არ მგონია ცუდი ბიჭი.მართლა არ მგონია რომ ბოროტია.-თვალები დახუჭა.-ვფიქრობ,რაღაც ხდება მის თავს და ჭირდება გადამრჩენელი.
-ის მარტო აღარაა და აღარც იქნება.-მისი თითები არც მოუშორებია ტუჩებიდან.კოცნიდა და კოცნიდა.
-მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ.- გაუღიმა ჩხეიძემ.
-ნაზი თითები გაქვს,წვრილი, თხელი...ძალიან ლამაზია,ნიკი.- ლოყაზე მიიბჯინა გოგოს ხელი. ნიკეას გული აუჩქარდა და სახე გაებადრა.
-მადლობა.თუმცა მგონი შენ ჩემი ყველაფერი მოგწონს და ობიექტურზე მეტად სუბიექტური ხარ.-გაეცინა.
-მთლად ყველაფერი ნანახი არც მაქვს.-დემიენს სისხლი აუჩქეფდა ვენებში.-თუმცა,როდესაც მე ვნახავ, ეჭვი მაქვს სასწრაფოს გამოძახება მოგიწევს.წინასწარ აკრიფე ნომერი,კარგი?!
-სულელო!დაისჯები უვადო უკოცნელობის მუხლით და მერე ვნახავთ
-არაფერიც.მაგასაც ვნახათ,როგორ დამიშლი!
-შენ შენი თავი აქ ჩემი შეყვარებული ხომ არ გგონია?!
-პრინციპში კი.-ნიკეა შეფხიზლებული წამოიწია.
-უკაცრავად?!
-სხვაგან მოხვᲓით.პრეტენზიები დაიტოვე.
-არა,განცხადება მაქვს გამზადებული შენთვის.
-განხილვას არ ექვემდებარება.
-ზოგადად,დემიენ!ისე რა,რომ იცოდე..ადამიანებს როცა ერთმანეთი გულწრფელად უყვართ, მაშინ არიან შეყვარებულები.სხვა შემთხვევაში ისინი არიან. უბრალოდ არიან.
-დიახ,დიახ.ამ წამსაც ფიქრობ რომ ამაღამ ჩემთან არ წამოხვალ?!
-არა.უკვე გითხარი..-სახე აუხურდა ჩხეიძეს.
-ჯერი არაა.-გაეცინა ჩერქეზიშვილს და გოგოს ხელს,რომელიც უკმაყოფილომ უკან გასწია,ისევ დაიბრუნა.
-დავწვები თუ არა შენთან,ეგ თუ გაინტერესებს,არა.-ხელის გამოწევა სცადა.
-რა გარყვნილი გოგო ხარ!-კოპები შეკრა.
-მე?
-დიახ.ამდენი ხანია გკოცნი და ხელი უკანალისკენაც არ წამიღია.- ჩხეიძეს გაეცინა.
-შეგიძლია წაიღო,მე ხომ მიმაქვს.
-კი,ორჯერ მიჩქმიტე ზუსტად.
-შენ ჩემს მკერდზე გედო სახე, ამიტომ გავთანაბრდით.
-მაგასაც არ გავაკეთებდი,შენ რომ არ გეთათუნა ბეჭებსა და თმებში შენივე ჯადოსნური თითები.- საჩვენებელ თითზე უკბინა.
-დეგენერატო!-მეორე ხელი ჩასცხო მხარზე.-ჯამბაზი და ოინბაზი ვინმე ხარ.
-აუ,დღეს მაგრად ცივა.- ჩერქეზიშვილმა თემა შეცვალა.
-არ ვრჩები-თქო. დაუმარცვლა ლამის.
-ჰოდა,ავალ აგარაკზე და ჯერის ჩავეხუტები.
-მე მაინც ვერ ჩამანაცვლებს.-ენა გამოუყო.
-შენ რა ეჭვიანი გოგო ყოფილხარ.
-Ახლა არ მიეჭვიანია,მაგრამ ვარ.
-და მოგწონვარ?!
-ძალიან.-გაუღიმა ნიკეამ.
-მადლობა.-დემიენმა სიხარული ძლივს შეიკავა.
დარჩენილი გზის ნაწილში ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის.დემიენი თავის დამშვიდებას ცდილობდა.არ გამოდიოდა,ყველგან ჩხეიძე ელანდებოდა და მისი კანის შეხებას ნატრობდა.
ისევ სახლის კარამდე აიყვანა ფეხით,ისევ აკოცა და სწრაფად გაეცალა,სანამ თავის კონტროლი შეეძლო.



№1 სტუმარი Life is beautiful

ვაიმე როგორ ვინერვიულე გეგაზე გული შემიღონდა... რო რსმე დამართნოდა ალბათ ტირილით ავიკლებდი ყველაფერს... მადლობა რომ ცოცხალი დატოვე...
აი ეს ორი კი გადამრევს და გამაგიჟებს მე.. განსაკუთრებით ნიკე...
აი მე რომ ბიჭი ვიყო ვიცი უკვე შეყვარებული როგირი უნდა მყავდეს...
არა მაინც დემიენი მირჩევნია გოგო ვარ რაც არ უნდა იყოს...


ამათზე კი ვგიჟდები მარა შენც ძააან შემიყვარდიი<3კარგი გოგო ხარ მადლობა რომ გვაბედნიერებ<3
წარმატებები მომდევნო თავში<3ველოდები დიდი სურვილით????<3

 


№2  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
ვაიმე როგორ ვინერვიულე გეგაზე გული შემიღონდა... რო რსმე დამართნოდა ალბათ ტირილით ავიკლებდი ყველაფერს... მადლობა რომ ცოცხალი დატოვე...
აი ეს ორი კი გადამრევს და გამაგიჟებს მე.. განსაკუთრებით ნიკე...
აი მე რომ ბიჭი ვიყო ვიცი უკვე შეყვარებული როგირი უნდა მყავდეს...
არა მაინც დემიენი მირჩევნია გოგო ვარ რაც არ უნდა იყოს...


ამათზე კი ვგიჟდები მარა შენც ძააან შემიყვარდიი<3კარგი გოგო ხარ მადლობა რომ გვაბედნიერებ<3
წარმატებები მომდევნო თავში<3ველოდები დიდი სურვილით????<3

აუ,არ მინდოდა გენერვიულა...თუმცა ხო გაგიხარდა,რომ გადარჩა.უღრმესი მადლობა რომ კითხულობ და მიზიარებ შთაბეჭდილებებს.ასევე წარმატებები❤❤❤

 


№3 სტუმარი ატბ

ძაან გიჟები არიან :დ

 


№4  offline მოდერი Nuki-rocks

ატბ
ძაან გიჟები არიან :დ

დდდდ,კიიიი.

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან კარგად წერ და ახლა სერიოზულად დავფიქრდი ნიკე აპატიებს ტყუილს დემიენს? არ დააგვიანო რაა მალე დადე

ძალიან კარგად წერ და ახლა სერიოზულად დავფიქრდი ნიკე აპატიებს ტყუილს დემიენს? არ დააგვიანო რაა მალე დადე

ძალიან კარგად წერ და ახლა სერიოზულად დავფიქრდი ნიკე აპატიებს ტყუილს დემიენს? არ დააგვიანო რაა მალე დადე

 


№6  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი მაკო
ძალიან კარგად წერ და ახლა სერიოზულად დავფიქრდი ნიკე აპატიებს ტყუილს დემიენს? არ დააგვიანო რაა მალე დადე

ძალიან კარგად წერ და ახლა სერიოზულად დავფიქრდი ნიკე აპატიებს ტყუილს დემიენს? არ დააგვიანო რაა მალე დადე

ძალიან კარგად წერ და ახლა სერიოზულად დავფიქრდი ნიკე აპატიებს ტყუილს დემიენს? არ დააგვიანო რაა მალე დადე

მაკო,დიდი მადლობა.რა ვიცი,აპატიებს? საინტერესოა ძალიან.ვეცდები მალე დავდო,მართლა დდ...უბრალოდ, ხან როგორ მიხერხდება და ხან როგორ.

 


№7 სტუმარი სტუმარი nisaka

ძაან საყვერლები არიან ❤️ იმედიააა მალე გაიგებსს ნიკე დეკიენის

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

აიიი ძალიააან მომწონს გეგას პერსონაჟი, თავიდანცე ხო მომწონდა მაგრამ აი ახლა მიყვარს უკვეეეე..
ერთი ორი კურცხალი ცრემლიც კი გადმომვარდა :'(
ეს ნიკეაც კაი შეშლილი გვყოლია, გაუგებენ ერთმანეთს.
მაინტერესებს როდის გაიგებს ნიკეა დემიენი როა მისი უფროსი, ვფიქრობ ძაან გაჭედავს :/

 


№9  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი nisaka
ძაან საყვერლები არიან ❤️ იმედიააა მალე გაიგებსს ნიკე დეკიენის

გმადლობ❤❤❤,მიხარია თუ მოგწონს.

სტუმარი ანი
აიიი ძალიააან მომწონს გეგას პერსონაჟი, თავიდანცე ხო მომწონდა მაგრამ აი ახლა მიყვარს უკვეეეე..
ერთი ორი კურცხალი ცრემლიც კი გადმომვარდა :'(
ეს ნიკეაც კაი შეშლილი გვყოლია, გაუგებენ ერთმანეთს.
მაინტერესებს როდის გაიგებს ნიკეა დემიენი როა მისი უფროსი, ვფიქრობ ძაან გაჭედავს :/

ანიი❤❤❤,ხო ვნახოთ დდ.მადლობა.

 


№10  offline წევრი დარინა

რატომ არის დემიენი ასეთი გასაგიჟებლად საყვარელიი, მე უკვე ოფიციალურად ვარ შეყვარებული დემიენზე და ნიკე თუ არ აპატიებს უნებლიე ტყუილს რომელიც მის გამო არ ამბობს რადგან თავიდანვე რომ ეთქვა დემიენია ყველაფრის მფლობელი სადაც მუშაობს და მისი წყალობით ნახა სამსახური არ დათანხმდებოდა და ახლოსაც არ მიუშვებდაა, ხოდა მე დავიტოვებ დემიენს და მაგას ყავდეს ის კამკამაძეე, აი ვგიჟდები როგორი სიყვარულით და გრძნობით უყურებს დემიენი ნიკეს გულს და სულ მითბობს, ტკბილი ბიჭიი იმსახურებს ნიკეას სიყვარულს და იმედია ტიპიურ გოგოებს არ დაემსგავსება და უაზროდ არ გაჭედავს მაგ ტყუილზე რადგან დემიანსაც მისი განსხვავებულობის გამო შეუყვარდა ასე გულის გავლით სულამდეეე, გეგას და დემიენის მეგობრობა ცალკე თემაა საყვარლები და გასაგიჟებლები არიან კი გვანერვიულა გეგამ ცოტა მაგრამ ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა ამოვისუნთქეე. რომ არ მყოფნის ის ისტორიაა სულ მინდა რომ ვიკითხოო ❤️❤️❤️ შემდეგი თავი მინდააააა.

 


№11  offline მოდერი Nuki-rocks

დარინა
რატომ არის დემიენი ასეთი გასაგიჟებლად საყვარელიი, მე უკვე ოფიციალურად ვარ შეყვარებული დემიენზე და ნიკე თუ არ აპატიებს უნებლიე ტყუილს რომელიც მის გამო არ ამბობს რადგან თავიდანვე რომ ეთქვა დემიენია ყველაფრის მფლობელი სადაც მუშაობს და მისი წყალობით ნახა სამსახური არ დათანხმდებოდა და ახლოსაც არ მიუშვებდაა, ხოდა მე დავიტოვებ დემიენს და მაგას ყავდეს ის კამკამაძეე, აი ვგიჟდები როგორი სიყვარულით და გრძნობით უყურებს დემიენი ნიკეს გულს და სულ მითბობს, ტკბილი ბიჭიი იმსახურებს ნიკეას სიყვარულს და იმედია ტიპიურ გოგოებს არ დაემსგავსება და უაზროდ არ გაჭედავს მაგ ტყუილზე რადგან დემიანსაც მისი განსხვავებულობის გამო შეუყვარდა ასე გულის გავლით სულამდეეე, გეგას და დემიენის მეგობრობა ცალკე თემაა საყვარლები და გასაგიჟებლები არიან კი გვანერვიულა გეგამ ცოტა მაგრამ ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა ამოვისუნთქეე. რომ არ მყოფნის ის ისტორიაა სულ მინდა რომ ვიკითხოო ❤️❤️❤️ შემდეგი თავი მინდააააა.

დარინა,გმადლობ და რა კარგია,რომ დემიენი ესე მოგწონს.ისე რა მაგარი იქნებოდა,ესეთები რომ არსებობდნენ. ვნქხოთ როგორ მოიქცევა ნიკე,ჯერ რა ვიცი,აბა დდ.იმედია კარგად...
ვეცდები მალე დავდო.❤❤❤

 


№12  offline წევრი Megioki

აუუ, რა სისაყვარლე თავი იყოო ❤️❤️❤️ ოჰ, ნიკეე შენ ვინ ხაარ :დდდდ თითქოს გახსნილია თითქოს არა. მაგრამ მაინც, როგორ უჭირს ბოლომდე გახსნა ზოგადად ურთიერთობებში ნიკეს. ნუ, დემიენი ისევ შესაბამის სიმაღლეზეა ❤️❤️ დემიენის მსგავსი ადამიანები რეალობაშიც არსებობენ. ნუ მთლად მისნაირები არა მაგრამ მსგავსები არსებობენ. ❣️❣️ მაბედნიერებს მე ეს ისტორიაა ❣️❤️❤️

 


№13  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
აუუ, რა სისაყვარლე თავი იყოო ❤️❤️❤️ ოჰ, ნიკეე შენ ვინ ხაარ :დდდდ თითქოს გახსნილია თითქოს არა. მაგრამ მაინც, როგორ უჭირს ბოლომდე გახსნა ზოგადად ურთიერთობებში ნიკეს. ნუ, დემიენი ისევ შესაბამის სიმაღლეზეა ❤️❤️ დემიენის მსგავსი ადამიანები რეალობაშიც არსებობენ. ნუ მთლად მისნაირები არა მაგრამ მსგავსები არსებობენ. ❣️❣️ მაბედნიერებს მე ეს ისტორიაა ❣️❤️❤️

ავვვ,რა მაგარიაა!ხო,ნიკე ცოტა რთულია დააა დიდი ნერვები უნდა დდ.თუ არსებობენ,მიხარია..თუ კი არა,არსებობენ,დიდი ალბათობით დდ.
მადლობა❤❤❤❤.

 


№14 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგ?

 


№15  offline მოდერი Nuki-rocks

ატბ
როდის დადებ შემდეგ?

კვირის ბოლოსკენ,სავარაუდოდ.

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა სიამსიტკბოებაშია ნიკეა ქალბატონ არ მეგონა ასე დათბებოდა მომეწონა საინტერესო თავი იყო მადლობა წარმატებები ????

 


№17  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ნესტანი
რა სიამსიტკბოებაშია ნიკეა ქალბატონ არ მეგონა ასე დათბებოდა მომეწონა საინტერესო თავი იყო მადლობა წარმატებები ????

გმადლობ,ნესტან.ასევე წარმატებები❤❤❤.

 


№18  offline წევრი Debby Ryan

რა საყვარლები არიან რა, მალე იყვნენ გულწრფელი შეყვარებულები, მალეეეე!
განცხადება შემაქვს, იცოდე.
გეგა გადარჩა და მეც გადავრჩი.
დააა...ნიკე გვნებდებაა მე და დემეს მგონი, კიარადა, გვნებდება და არ აქვს ჩემს სიხარულს საზღვარი. <33

 


№19  offline მოდერი Nuki-rocks

Debby Ryan
რა საყვარლები არიან რა, მალე იყვნენ გულწრფელი შეყვარებულები, მალეეეე!
განცხადება შემაქვს, იცოდე.
გეგა გადარჩა და მეც გადავრჩი.
დააა...ნიკე გვნებდებაა მე და დემეს მგონი, კიარადა, გვნებდება და არ აქვს ჩემს სიხარულს საზღვარი. <33

გვნებდება?მგონი კი,თუ არა,თუ კიი .დდდდ
განცხადება მოიტანე ჩემთან,ძვირფასო. განვიხილავ უეჭველად❤❤❤.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent