შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (V თავი)


22-11-2020, 20:24
ნანახია 515

მანქანა დედაქალაქის ქუჩებში მისრიალებდა. წინა შუშიდან ცა მოჩანდა; მისნის ქვაბს ჰგავდა, რომელშიც ლურჯად, იასამნისფერად და ნაცრისფერად ირეოდა მომავლის მოვლენები. ღრუბლები ერთმანეთზე მიტმასნილიყვნენ და ისევ სატირლად ემზადებოდნენ. უჩვეულოდ ჩუმად ვიყავი, თითქოს მდუმარების აღთქმა დავდე და ისრაელიც ჩემს გამძლეობას ცდიდა. ჩანთა ამოვიღე და მასში ქექვა დავიწყე, რომ რაღაც მაინც მეკეთებინა. დასატენი მობილური მომაგონდა.
- შეაერთებ? - კაბელი გავუწოდე ისრაელს.
ხელი ჩემკენ გამოსწია, რომ დამხმარებოდა. ვანილისფერ თითებზე დავხედე და საკუთარი თავი მისი შეხების სურვილში გამოვიჭირე. იმდენად ახლოს იყო ისრაელის მტევანი, მე კი მიკარება არ შემეძლო. ნეტავ, თავად ჩაევლო კაბელისთვის ისე, რომ ჩვენი თითები ერთმანეთს მიჯახებოდა. მინდოდა მცოდნოდა, რას ვიგრძნობდი იმწუთას, ელდანაცემივით გავწევდი ხელს და ჩანთაში ჩავაბრუნებდი ტელეფონის ამოსაღებად, თუ გავაჭიანურებდი მასთან შეხების მომენტს, სანამ თავად არ მიხვდებოდა, რომ ჩემმა ფარისებურმა ყინულმა თვალსა და ხელ შუა დნობა დაიწყო. მოულოდნელად, გავაცნობიერე, რომ დავფრთხი... დამაფრთხო არა იმან, რომ ეს უზომოდ სიმპათიური, ახალგაზრდა კაცი რამეს დამიშავებდა; არა იმან, რომ ისრაელისგან თავის დაძვრენა მომინდებოდა და მიზეზების პოვნა გამიჭირდებოდა, რადგან არცერთი დაქალი გამიფრთხილებია, ორმოც წუთში დამირეკე, ვითომ სასწაფოდ დახმარება გჭირდება-მეთქი; არამედ იმან, რომ ისრაელთან დიდხანს დარჩენის სურვილი შემიპყრობდა, სიტყვა „სამუდამოსაც“ არ ავუვლიდი გვერდს, ოდნავ მაინც რომ მჯეროდეს უცვლელი გრძნობების. თავად მას რა ენდომებოდა?
გავხედე. უხერხული სიჩუმის ამოსავსებად კონტექსტიდან ამოვარდნილ ქართულ სიტყვებს აქეთ-იქით ისროდა, ზუსტად ისე, როგორც დილეტანტი იქნევს დაშნას. ალბათ, თავსაც მაწონებდა, აქაო და, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში გავატარე, ცოტ-ცოტა ქართული სიტყვები ვისწავლეო. მის მცდელობაზე გამეღიმა:
- როგორი მხიარული და სასაცილო ბიჭი ხარ, ისრაელ.
- ჰო? მასე ფიქრობ? კარგია.
- აბა, ერთი, ჩემი გვარიც სცადე.
- „შვილი-ზე“ მთავრდება?
- „ძე-ზე.“ - საკუთარი გვარი ორჯერ წარმოვთქვი და მანაც ჯახირით გამეორება დაიწყო.
ქართული ენის გაწაფვა-გავარჯიშებას რომ მორჩა, მოჩვენებითი უდარდელობით აღიღინდა.
- რა კარგად მღერი, „ბიჭო!“ - ვიცოდი, მოსწონდა, როცა ქართულად მივმართავდი. კმაყოფილმა ჩაიცინია.
- მადლობა. ხომ ხედავ, თხუთმეტი წუთია შევხვით და უკვე რამდენ ახალ რამეს ვიგებთ ერთმანეთზე.
- ალბათ... - და რა გაიგო ჩემზე? რომ სარკოფაგივით ჩუმი ვარ? - მეც ვმღერი ხოლმე. - დავაყოლე. - აი, ზუსტად მასე ვიქცევი. მგონია, ახლა საკუთარი თავის მამაკაც ვერსიას ვაკვირდები. - გავიცინე.
მგონი, გაუხარდა კიდევ ერთი საერთო რომ აღმოაჩინა ჩვენ შორის და საჭეზე თითები აათამაშა. მღეროდა და თავს რიტმულ აკომპანიმენტსაც უწევდა. მინდოდა ავყოლოდი, მაგრამ ვერაფრით გავაღე პირი. გონებიდან ვიღაც მკარნახობდა, წამოიყროყინებ და გულს გაუხეთქავ ამ ბიჭს, პრანჭვა და დაძაბულობის განეიტრალება აცადეო. თან სააბაზანოში გადამამისამართა, შენი რეპერტუარები „ვანა-ტუალეტს“ არ უნდა გასცდესო. სიტუაციისთვის უხერხულობის შემატებას მერჩივნა ისრაელის მუსიკალურობით დავმტკბარიყავი.
ვარაზისხევის (ლამის დაუსრულებელი) საცობი რომ ავიარეთ და შუქნიშანს მივადექით, უნივერსიტეტი დავანახე:
- აი, აქ ვსწავლობდი.
- შარშან დაამთავრე მაგისტრატურა, ხო?
- კი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
- მე წელს ვხურავ ბოლო სემესტრს. დისტანციურად ვსწავლობ ისრაელის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.
რა თქმა უნდა, მახსოვდა, რომ სტუდენტი იყო, ლექციებიდან საკმაოდ ხშირად მწერდა. ისე ამ სამართლის ფაკულტეტის ხალხს ხომ ვერ ავცდი - ვერც ასე და ვერც ისე. ლევიმ ზუსტად ჩვენი დაშორების წელს ჩააბარა ამავე მიმართულების დოქტურანტურაზე და ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის ლექციებსაც კითხულობდა, როგორც მიწვეული ლექტორი. ხომ შეიძლებოდა ინჟინერი, კომპიუტერების სპეციალისტი ან ექიმი გამეცნო? მაგრამ, არა... უეჭველი იურისტი. რა მჭირდა დასაცავი ან როდის გადამეყრებოდა ის „დიდი ხიფათი“, რომლისგანაც ჩემს ცხოვრებაში არსებულ იურისტებს უნდა დავეხსენი, ძალიან მაინტერესებდა.
ისრაელის მანქანაში სავარძლის საზურგე ძალიან უკან იყო გადაწეული, თითქოს ვიღაც, ვინც ჩემამდე შეხვდა, წამოწოლას ცდილობდა. „შესაძლოა ცოტა ხნის წინ ვინმესთან სექსი ჰქონოდა ამავე ავტომობილში,“ - ეჭვი შემომიძვრა გონებაში. რა თქმა უნდა, ორი კვირის გაცნობილი ქალისთვის არცერთი მამაკაცი აღიკვეცებოდა ბერ-მონაზვნად. რა უფლებით უნდა მწყენოდა? ნეტავ, „მასაც“ მოასმენინა Eyes On You? ვერ გიღალატებს ადამიანი, რომელსაც ერთგულება არასდროს შემოუფიცია შენთვის; ვერც ის გიღალატებს, ვისაც ჯერ არ ნდომებია შენობა და შენსავე სულის წალკოტში არ დაურგავს გაზაფხულის ყვავილები. მაგრამ მაინც, „ჩვენი სიმღერის“ სხვა ქალისთვის გაზიარება ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, სიამოვნებით გავასწორებდი საზურგეს, მაგრამ არ მინდოდა ამ პროცესში მოუხერხებელი გამოვჩენილიყავი.
- სად მივდივართ? - ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა და მაინც ვკითხე, ჩემი უსიტყვობა უსაშველოდ რომ არ გაწელილიყო.
- ჩემი მეგობრის ფრანგულ კაფეში. ლამაზი ინტერიერია, მოგეწონება იქაურობა. წესით ბერდიაც იქ იქნება.
ვიცოდი ეს კაფე. ისრაელის სოციალური ქსელის შესწავლისას აღმოვაჩინე ფოტოები. ჩემი „მაჩო“ ბერდიას წვეულებაზე იყო მიწვეული ამ დაწესებულების ვერანდაზე. ნებისმიერ ადგილას გულწრფელი სიამოვნებით წავიდოდი ისრაელთან ერთად, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მეამა, მეგობრებისთვის ჩემი წარდგენა რომ გადაწყვიტა. ჯერ თავადაც არ მიცნობდა კარგად, ერთადერთი მიზეზით შეიძლებოდა ეჩქარა: მოიხიბლა და უნდოდა გამოვეჩინე, მაგარი ქალი მიმშვენებს გვერდსო. ოცდათორმეტი წლის იყო და მაინც თინეიჯერი ბიჭივით მსჯელობდა. მგონი, კაცები ვერასდროს იზრდებიან და არის ამაში რაღაც ფარულად მომხიბვლავი; რაღაც, რაც „რა საყვარელიას“ გვაფიქრებინებს დედის ინსტინქტით დაბადებულებს.
- მობილურის სატენი წამოიღე და კაფეში შევაერთოთ. - მითხრა, როცა შავი პალტოს გადმოსაღებად უკანა სავარძლისკენ გადაიხარა.
- მასე აჯობებს ნამდვილად. - კაბელი მოვხსენი და ჩანთაში ჩავუძახე.
მანქანიდან რომ გადავედით მანტოს ღილი შევიკარი და თეთრი, ორნამენტებიანი კაშნე მხრებზე მოვიგდე.
- ამ მოსახურით ებრაელს ჰგავხარ. - ღიმილით აღნიშნა და ხელები ჯიბეებში ჩაილაგა. ვიცოდი, ზუსტად ამიტომ შევარჩიე ეს კაშნე, თორემ ბევრი სხვაც მქონდა.
- რამე რომ იყოს, ებრაულს ისწავლი? - მკითხა და ისე რომ პასუხის გაცემა არ დამაცადა, დაურთო: - „არასდროს თქვა არასდროს.“
რა თქმა უნდა, ვისწავლიდი ებრაულს, მისი კულტურის ყველა წეს-ჩვეულებას გავითავასებდი და პატივს ვცემდი იმდენად, რამდენადაც ჩემი ტრადიციები მომცემდა ამის საშუალებას. ზოგი მათგანი იქნებ შემყვარებოდა კიდეც. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენად ღრმად შევიჭრებოდი უცხო სამყაროში, მაგრამ ეს დაუგეგმავი, მოულოდნელი მოგზაურობა საინტერესო მომავალს მიქადდა.
- საქართველოში გინდა ფესვების გადგმა? თუ განიხილავ სხვაგან ცხოვრებასაც? - სხვათა შორის მკითხა.
- რთული სათქმელია. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და არასდროს იცი, რას გიმზადებს მოსახვევში.
- და მაინც?
- ერთი რამ დანამდვილებით შემიძლა ვთქვა, თავგადასავლებზე შეყვარებული და გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ, მინდა ბევრი ვიმოგზაურო, ყველაფერი ვნახო და შევიგრძნო.
- ჩავთვლი, რომ ეს თანხმობაა.
- კი, შეგიძლია მასე იფიქრო. თუ საჭირო გახდება, ვიცხოვრებ სხვაგან.
გვერდიგვერდ მივსეირნობდით. თავი ჩაქინდრული მქონდა. ეს უნცაური ჩვევა, ფიქრის პროცესში, ბავშვობაში ჩამომიყალიბდა და პერიოდულად მახსენებდა თავს. ისრაელი კი ყბას ამოძრავებდა უცნაურად, აქეთ-იქით, აქეთ-იქით. მანქანაშიც შევასწარი თვალი ამ ქცევას, ტიკი ჰქონდა. მოსახვევში მხრებში გავსწორდი და თვალი შევავლე კაცს, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ამდენი საფიქრალი გამიჩინა. ქუსლიანი ფეხსაცმლით მხოლოდ ერთი თავით ჩამოვრჩებოდი სიმაღლეში. ოდნავ შესამჩნევად, თვალით მანაც გაზომა ჩვენ სიმაღლეებს შორის სხვაობა. ვიგრძენი, უნდოდა უფრო დაბალი ვყოფილიყავი და მომენტალურად ვინანე მაღალქუსლიანის ჩაცმა. როგორც ჩანს, მომცრო ტანის გოგონები მოსწონდა. არც მე ვიყავი ალვის ხე და შემეძლო თავი მოდელად არ წარმომეჩინა.
- ისრაელ, ჩვეულებრივივ, ასეთი ჩუმი არ ვარ. - თავის მართლებასავით გამომივიდა. - არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა საუბრის ნაცვლად, მოსმენის ხასიათზე ვარ.
- არაუშავს, უბრალოდ, იყავი ის ვინც ხარ, ეს საკმარისია.
- სხვა ადამიანის როლის თამაში საჩემო საქმე არ არის.
- გაოცდები, როცა აღმოაჩენ, რომ შენ გარშემო ყველა ნიღბით დადის.
- ო, დამიჯერე, ეგ დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე და ნიღბების გარჩევაც ვისწავლე.
- მოვედით. - ხმა დაუბოხდა, შემეჩვია და აღარ ნერვიულობდა, ან მეგობრის კაფესთან მდგარმა ყველა სამსახიობო უნარი მოიშველია, რომ ბერდიას მისი განცდები ვერ გაეშიფრა.
კარი შეაღო და ისე შევიდა, ჩემკენ არც მოუხედავს. არ მომეწონა. შეჩვეული ვიყავი, რომ კარს მიღებდნენ და წინაც მატარებდნენ, ეტიკეტის შესაფერისად. არ შევიმჩნიე. სწრაფი ნაბიჯით მივყვებოდი და მასთან საკმაოდ ახლოს ვიდექი, ამიტომ ზღურბლს უპრობლემოდ გადავაბიჯე, გამჭვირვალე კარი თავში არ მომხვედრია. აქ ისრაელს ყველა იცნობდა, ის ებრაელი მოვიდაო, ჩაილაპარაკეს ქართულად. ნეტავ, რას ნიშნავდა ეს? „ის ებრალელი მოვიდა, რომელსაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქალი მოჰყავს?“ და მეც ერთი, რიგითი ლამაზმანი ვიყავი, რომელსაც სულ მალე მომდევნოთი ჩაანაცვლებდა? თუ „ის ებრაელი მოვიდა, ჩვენი უფროსი რომ ეძმაკაცება?“ ყველაზე უცნაური მაინც ის იყო, რომ მხოლოდ მიმტანებმა და ბარმენებმა კი არა, კლიენტებმაც იცნეს. როგორც ჩანს, ამ კაფეს თავისი პატარა საზოგადოება ჰყავდა, კლიენტურა, რომელიც ხშირად სტუმრობდა და სხვა კლიენტებსაც ცნობდა. ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც „კალიასკაში“ მჯდარ მცირეწლოვანს აჭმევდა და თან ვიდეოჩატით საუბრობდა, ვიღაცას (სავარაუდოდ დაქალს) რუსულად უთხრა, აბა, გამოიცანი, ვინ შემოაღო ახლახან კარიო. გასხსივოსნება მეწვია, მივხვდი, ისრაელის ქარიშხლიანი პირადი ცხოვრების პაწაწინა ნაწილად ვიქეცი.
- ოღონდ დრამები არა, ოღონდ დრამები არა... - ჩავილაპარაკე გულში. ლევისთან ყოფნის განმავლობაში ამოვწურე გარჩევის, გარკვევის, ტირილ-ვიშვიშის, პატიების, თავის გასულელების, ეჭვიანობისა და ბრძოლის ადამიანური ლიმიტი.


სულმოუთქმელად ველოდები თქვენს კომენტარებს, შეფასებებსა და ვარაუდებს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

imdenad momcons tqveni mettaforebi. epitetebi da tvitonbceris stili. agfrtovanebuli var. getyobat rom uzarmazari sityvatabmaragi gaqvt da kargad icit gramatikac. shinaarsic kargiaaa. imdenad gamartuli da zustiagrznobebis gamoxatvit tu sxva niuansebit. zalian pozitiurad moqmedebs gancyobazeew. cudad dacerili istoria ise mglis rom avshardebi xolmee. madlobaaaaa

 


№2 სტუმარი wero

რაღაც ისე მგონია,რომ დიდი იმედგაცრუება ელოდება წინ ჩვენს გოგოს. მაგრამ იმედია,ყველაფერი დალაგდება. ველოდები მოვლენების განვითარებას,ისე როგორც საჭიროდ ჩათვლი. წარმატებები.

 


№3 სტუმარი თმთ

მომწონს , დამაინტრიგებლად წერ ,მაგრამ რატომ უმიზნებს ეს გოგო სტენკას ან ისტრესება წინასწარ ვერ ჩავწვდი.
ცოტა თავები რომ გაზარდო სუპერ გოგო იქნები.

 


№4  offline წევრი ნანა73

პირველი- მინდა გითხრა, კარგი იქნება თუ თავებს გაზრდი.
რაც შეეხება ამ თავს:
წამების სიზუსტით ასახავ თებეას ფიქრებს blush
ეს, რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ ასე შეიძლება გაიწელოს ისტორია.
ისევ არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს.
მხოლოდ თებეას გონებაში ვართ.
მეტი მოქმედება ნამდვილად არ აწყენს სიუჟეტს. heart_eyes
მართლა მომწონს შენი თხრობის სტილი და გამართული ტექსტი.
❤️❤️❤️

 


Qeti qimucadze
imdenad momcons tqveni mettaforebi. epitetebi da tvitonbceris stili. agfrtovanebuli var. getyobat rom uzarmazari sityvatabmaragi gaqvt da kargad icit gramatikac. shinaarsic kargiaaa. imdenad gamartuli da zustiagrznobebis gamoxatvit tu sxva niuansebit. zalian pozitiurad moqmedebs gancyobazeew. cudad dacerili istoria ise mglis rom avshardebi xolmee. madlobaaaaa


უღრმესი მადლობა. ვფიქრობ, ნაწარმოები ერთი მხრივ სასიამოვნო და ესთეტიკური წასაკითხი უნდა იყოს, თუ მწერალს კონკრეტული მიზანი არ აქვს, რაც ეწინააღმდეგება ესთეტიკურობას. მეორე მხრივ, მხატვრული ტექსტი ჩემთვის წარმოუდგენელია მხატვრული ფორმების გარეშე, თავისით.
მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ;
ცალკე მადლობა იმისთვის, რომ კომენტარი არ დაიშურეთ. <3

wero
რაღაც ისე მგონია,რომ დიდი იმედგაცრუება ელოდება წინ ჩვენს გოგოს. მაგრამ იმედია,ყველაფერი დალაგდება. ველოდები მოვლენების განვითარებას,ისე როგორც საჭიროდ ჩათვლი. წარმატებები.

მინდა გამოგიტყდეთ, რომ კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ, ან ნაწარმოებში მინიშნებებს მარტივად პოულობთ. მიხარია <3

თმთ
მომწონს , დამაინტრიგებლად წერ ,მაგრამ რატომ უმიზნებს ეს გოგო სტენკას ან ისტრესება წინასწარ ვერ ჩავწვდი.
ცოტა თავები რომ გაზარდო სუპერ გოგო იქნები.


ასეთი დასტრესილი იმიტომ არის, რომ ახლახან დაამთავრა სამწლიანი ურთიერთობა და ფსიქოლოგიურად მზად არ არის ახალ ურთიერთობაში შესასვლელად. საკუთარ თავთან ბევრი საკიტხი აქვს გასარკვევი, რომელიც წინა რომანმა დაუტოვა. იჩქარა ისრაელთან შეხვედრა.
თავებს აუცილებლად გავზრდი. <3
მომავალშიც ველოდები კომენტარებს. ^^

ნანა73
პირველი- მინდა გითხრა, კარგი იქნება თუ თავებს გაზრდი.
რაც შეეხება ამ თავს:
წამების სიზუსტით ასახავ თებეას ფიქრებს blush
ეს, რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ ასე შეიძლება გაიწელოს ისტორია.
ისევ არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს.
მხოლოდ თებეას გონებაში ვართ.
მეტი მოქმედება ნამდვილად არ აწყენს სიუჟეტს. heart_eyes
მართლა მომწონს შენი თხრობის სტილი და გამართული ტექსტი.
❤️❤️❤️


თავებს აუცილებლად გავზრდი. <3
რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზნით აღვწერ დეტალურად, თუ რა ხდება თებეაში. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევია მამაკაცებისთვის, რომ იცოდნენ, ერთია რას ხედავენ გარეგნულად და მეორეა, რა ხდება ქალში. რატომ არიან ქალები, ერთი შეხედვით, მათი აზრით, უცნაურები. ეს არის მოგზაურობა ქალის თავში. ასევე, თავად ქალ მკითხველებს ნაწარმოები დაეხმარება საკუთარ თავთან გამკლავებაში, როცა ურთიერთობას დაამთავრებენ იმ მამაკაცთან, რომელიც უყვარდათ და ახალ ურთიერთობას წამოიწყებენ, რადგან დიდი ალბთობით თავადაც მოუწევთ ამ რთული ეტაპის გადაგორება. <3
თქვენმა კომენტარმა შთამაგონა, ნაწარმოებს სახელი ხომ არ შევუცვალო და "გონებაში" ან "თავში" ხომ არ დავარქვა. თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნებ ეს სახელი უფრო შესაფერისად მიგაჩნიათ. <3
დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, კვლავ ველოდები თქვენს გამოჩენას. <3

 


№6  offline წევრი ნანა73

კარგი იქნება მამაკაცები ამას თუ წაიკითხავენ...
გასაგებია, რატომ აღწერ დეტალურად თებეას ფიქრებს blush
რაც შეეხება სათაურს, თუ ისტორია მოლოდ თებეას აზრების ირგვლივ იტრიალებს და სხვა გავრცობა არ ექნება, მაშინ ალბათ უფრო შესაფერისი იქნება ერთი სიტყვით შეცვლა, მაგრამ მე არ ციცი რა გაქვს გადაწყვეტილი.
მომწონს შენი მსჯელობა kissing_closed_eyes
კარგი გგო ხარ!
❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

შეიძლება რამოდენიმე ფრაზა ავიღო? ????

 


ნანა73
კარგი იქნება მამაკაცები ამას თუ წაიკითხავენ...
გასაგებია, რატომ აღწერ დეტალურად თებეას ფიქრებს blush
რაც შეეხება სათაურს, თუ ისტორია მოლოდ თებეას აზრების ირგვლივ იტრიალებს და სხვა გავრცობა არ ექნება, მაშინ ალბათ უფრო შესაფერისი იქნება ერთი სიტყვით შეცვლა, მაგრამ მე არ ციცი რა გაქვს გადაწყვეტილი.
მომწონს შენი მსჯელობა kissing_closed_eyes
კარგი გგო ხარ!
❤️❤️❤️


რა დასამალია, მეც მასე მგონია... <3 იმედია, გაუჩნდებათ ინტერესი. ზოგადად ლიტერატურას და მითუმეტეს თანამედროვეს, ქალები უფრო კითხულობენ. განვაგრძობ სათაურზე ფიქრს, ალბათ ისორიის დასრულებასთან ერთად ჩამოვყალიბდები.

სტუმარი ნინა
შეიძლება რამოდენიმე ფრაზა ავიღო? ????

ნაწარმოების სახელისა და ბრჭყალების გამოყენებით, რა თქმა უნდა. პირიქით, ძალიან მესიამოვნება. მიხარია, რომ მოგეწონათ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent