შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (VI თავი)


23-11-2020, 05:12
ნანახია 8 001

მეექვსე თავი
ზურგით ვიგრძენი, რომ დაჟინებული მზერა გამომაყოლეს, თითქოს რენტგენში გამატარეს ყოველი მისხალით . დაუცხრომელი ინტერესი ღრღნიდათ, ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი, სადამდე ვაპირებდი შეტოპვას. ჰაჰ, „იმ ებრაელის“ დამსახურებით, მიკროსამყაროს სნობ წევრებს კიდევ ერთი საჭორაო თემა მიეცათ; თემა, რომელიც დროებით მაინც დაავიწყებდათ, რამდენად ცარიელი იყო მათი ცხოვრება; და მათი, სამყაროსთვის სრულიად არაფრისმიმცემი, არსებობა. შევცდი, რომ თავად არ ავირჩიე კაფე ან ბარი. ხომ მომცა შანსი? რას წარმოვიდგენდი, რომ მგლის ხახაში მეპატიჟებოდა? არ ვიცოდი, რომელი სჯობდა, თავი ისე დამეჭირა, რომ ისრაელის დაგებულ ხაფანგს გართობის მიზნით შეგნებულად გავეთამაშე, თუ ამ საზოგადოებისთვის რამით მაინც მეგრძნობინებინა, შემთხვევით აღმოვჩნდი კატათაგვობანაში, მალე ხელებს დავიკაპიწებ და თამაშს გამოვეთიშები-მეთქი. დრო არ იცდიდა, უბრალოდ, ელვისებური სისწრაფით უნდა მომეფიქრებინა რამე. გადავწყვიტე, არც „ბოდიში მომეხადა“ ისრაელთან ერთად გამოჩენისთვის, არც დამნაშავედ მეგრძნო თავი და, რაც მთავარია, დავრჩენილიყავი ჩემს კავალერთან პაემნის ბოლომდე. მაინტერესებდა, როგორ წარმარმართავდა შეხვედრას. ამასობაში, მთელი სხეული ზამბარასავით დამჭიმვოდა, მაგრამ მაინც შევძელი ღირსეულად - მოჩვენებითი სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით - გამევლო „სირცხვილის კორიდორი“.
- აქ დავსხდეთ? - მიმითითა მაგიდაზე, რომელიც ორ სარკეს შორის იყო მოქცეული.
- რატომაც არა.
მგონი, სნობიზმი იმწუთასვე ავიკიდე, ბაქტერიასავით რომელიც სასწრაფოდ უნდა ჩამოიბანო, სანამ ორგანიზმში შეაღწია. არადა, როგორ მძულდა გამოთქმა „სადაც ჩახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“. ჩანთა ძირს დავდე, როგორც ეტიკეტს შეშვენის; ვიცოდი, ვინმე აუცილებლად გაკრავდა ფეხს და წააქცევდა, მაგრამ ისრაელისგან განსხვავებით, „თავაზიანობის ნორმის“ დაცვა მაინც ვამჯობინე, თუნდაც მხოლოდ გარემომცველი საზოგადოების გამო, რომელიც ლუპით გვაკვირდებოდა.
„საერთოდ სმენია ამ ბიჭს რამე ეტიკეტზე?“ - თვალები გადავაბრუნე, როცა პირდაპირ საპირფარეშოში გააჭრა და მივხვდი, რომ ჩემთვის ქურთუკის გამორთმევა თავში აზრადაც არ მოსვლია. ნამდვილად ის ადამიანი იყო, რომელიც „მერსედესში“ დამხვდა? იმ ერთადერთ წუთში, რომელიც კაფის კარის შესაღებას დასჭირდა, როგორ გადასხვაფერდა ამჩემფეხება მაჩოდ? არადა, მაინც და მაინც უკანალში პეროგაყრილ ხალხში ამომაყოფინა თავი; იქ, სადაც ეტიკეტი ფასობდა. იქ, სადაც ქალისადმი პატივისცემას სწორედ ამ მცირე, ვითომ შეუმჩნეველი დეტალებით ფასდებოდა. კაფის უცნაურო გარემო რომ არა, იქნებ არც კარის ინციდენტი გამომყოლოდა უსიამოვნოდ, არც ჩანთის ადგილზე გამემახვილებინა ყურადღება და მანტოც ზედმეტი განსჯის გარეშე ჩამომეკიდებინა თავის ადგილას.
ისრაელის არყოფნაში დრო ვიხელთე და სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავი, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად გამოვიყურებოდი. უფრო ლაღი და მხიარული ვიქნებოდი, ავტომობილში პირისპირ რომ დავრჩენილიყავით. შფოთვის ტალღა გადამივლიდა, ამოვყვინთავდი არსების ფსკერიდან და ნელ-ნელა აუცილებლად გავიხსნებოდი, რადგან მომწონდა ისრაელი და გულის სიღრმეში მინდოდა, დაენახა ჩემი ხასიათის საყვარელი თავისებურებები.
ნამდვილად გემოვნებიანად და ლამაზად მეცვა (მადლობა დედას!). „ბლუზის“ სისადავე, კლასიკურ შარვალთან ერთად, დახვეწილ იერს მძენდა. დასწორებული, გრძელი თმა მიბზინავდა, მაკიაჟი კი ჩემს ნაკვთებს კვეთდა. სარკემ განწყობა გამომიკეთა. იქნებ ისრაელის გათვლაც ეს იყო სარკეებიანი ადგილის არჩევისას - დამენახა თავი და მოვდუნებულიყავი, ალბათ, გზაში მთელი ტანით გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მხიარული და ზომიერად მოფლირტავე გოგოს ნაცვლად პაემანზე ბაიყუში დახვდა. ჰაჰ, სხვას რას ინატრებდა კაცი?
ისრაელს მობილური და საფულე მაგიდაზე დაეტოვებინა, მივხვდი ოთხი ადგილიდან რომელი - ორი შეარჩია ჩვენთვის და ზუსტად მის წინ დავჯექი. ამგვარად ჩვენ შორის დისტანცია გავაჩინე, შევხედრას საქმიანი ან მეგობრული იერსახე მივანიჭე (ნეტავ, შეცდომა იყო?), ერთგვარი თავის დაზღვევის, ან უფრო რეპუტაციის დაცვის მიზნით. საპირფარეშოდან დაბრუნებული ისრაელი ჩანაფიქრს იმწუთასვე მიმიხვდა. გაუკვირდა და არ ესიამოვნა ჩემი არჩევანი, მაგრამ აღარ მომძალებია.
- რა შევუკვეთოთ? - კითხვის დასმა და მიმტანის გამოჩენა ერთი იყო.
გეგონებოდა, ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა გუმანით იგრძნო, „ის ებრაელი“ დამიძახებსო. კაფის არ იყოს, მასაც ფრანგული იერი დაჰკრავდა: ფემინური სახე, სავსე ტუჩები, დაგრეხილი ცხვირი და აწკეპილი ულვაშები ჰქონდა. ისეთი განცდა აღმიძრა, თითქოს ცოტაც და შოკოლადიან კრუასანს ჯიბიდან დააძრობდა.
- ბერდია აქ არის? - ჰკითხა ისრაელმა და მის მიერ მიწოდებული მენიუ უინტერესოდ გადაათვალიერა.
- დღეს არ გამოჩენილა.
- ძალიან ცუდი. - მენიუ უკანვე დაუბრუნა. არ შემოუთავაზებია, შენც გადახედეო.
„მდა... ავდგე, ჩავიცვა და ახსნა-განმარტების გარეშე წავიდე?“ - გამკრა გონებაში.
- ბერდია რომ დაგვხვედროდა, გაგაცნობდი. მოეწონებოდი. არა უშავს, სხვა დღისთვის გადავდოთ.
„სხბა დღისთვის გადავდოთო? ანუ, ჩემთან მეორედ შევხედრას განიხილავს? თუ მხოლოდ თავაზიანობის გამო თქვა?“ - ჩავფიქრდი. იმ დღეს აზროვნების უნარი ჩემს ყველაზე დიდ მტრად იქცა. გაცილებით მარტივი იქნებოდა ურთიეთობები, თუ ღილაკს დავაჭერდი და დროებით შევწყვეტდი კომპიუტერივით ყველაფრის გაანალიზებას.
ნეტავ, ბერდიასთან შეხვედრა ქალისთვის რამე გამოცდა იყო? წარმატებით თუ გადალახავდი და მის „კის“ დაიმსახურებდი, მომდევნო ტურში გადადიოდი? სულ ცოტათი გულიც კი დამწყდა კაფის მფლობელი ადგილზე რომ არ დაგვხდა. ალბათ, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა მსურდა, რამდენად გავქაჩავდი ორ კაცთან პაექრობას და მათი გულების დატყვევებას.
- რას შეუკვეთავთ?
- კაპუჩინოს, - ქართულად ვთქვი, რადგან მიმტანი ქართველი იყო. ვიცოდი, რომ კაპუჩინო ისრაელის საყვარელი ყავის სახეობა იყო, აღარ დავაკონკრეტებ, საიდან გავიგე, თავადვე მიხვდებით.
მოულოდნელად ჩემ წინ მჯდომი „მაჩო“ გულიანად ახარხარდა და სახე ხელებში ჩარგო სიცილის დასამალად.
- რა მოხდა? - მიმტანმა და მე გაოცებით ჯერ მას შევხედეთ, მერე - ერთმანეთს.
- რა ჯანდაბა უქენი მაგ სიტყვას? - ძლივს გავარჩიე სიცილში მისი ნათქვამი.
- კაპუჩინოს? - ქართული აქცენტითვე გავიმეორე.
- ღმერთო... ნორმალურად თქვი, გეხვეწები.
- ქა-ფუ-ჩი-ნო? - ხუმრობით გავწელ-გამოვწელე და გავპრანჭე ყავის დასახელება.
- ეგაა, მშვენიერია. მე ლატე მომიტანეთ. - თქვა და მობილურს დასწვდა. ისეთი მესიჯობა გააჩაღა, თითქოს კვირა საღამოს მეგობრის კაფეში მარტო შეისეირნა.
„ვაუ!“ - პირველად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში, როცა პაემანზე - შეხვედრიდან ნახევარ საათში - კაცს ჩემდამი ყოველგვარი ინტერესის ნიშან-წყალი წაეშალა. ისრაელს დავაკვირდი, რაღაც გაყოყოჩებული იჯდა. თითქოს მთელი დედამიწა მისი იყო და ჩვენ, დანარჩენები, მის გასართობად გაჩენილი, ზოოპარკში გამომწყვდეული მაიმუნები ვიყავით. ძალიან, ძალიან მეუცნაურა მისი ფერიცვალება. მინდოდა პირდაპირ მეკითხა, გაბღენძილი რატომ ხიზარ და ყურადღებას რატომ არ მაქცევ-მეთქი, მაგრამ სიტყვის ინგლისური თარგმანი არ მომაგონდა:
- როგორ... „დასერიოზულდი,“ - ამას დავჯერდი.
- ხო. შესაძლოა ამგვარად შენზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობ. - ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია.
„თუ მართლა მასეა, საშინლად გამოგდის, ძმაო! ასე შორს ვერ წავალთ. ის ბიჭი დამიბრუნე, მანქანაში რომ დამხვდა და იმდენად მომეწონა, ენა ჩამაგდებინა. ეს ყოყოჩი პიტალო რაში მჭირდება?“ - აუცილებლად ამოიკითხავდა ამას ჩემს სახეზე, ერთხელ მაინც რომ შემოეხედა.
- ძმაკაცს ვწერ. ავად არის და მთხოვს, სერიალი მირჩიეო. - მობოდიშების ტონით მითხრა.
„ხო, ძალიან სწორი დრო შეარჩიე ძმაკაცთან სერიალების განსახილველად.“ - მობილური დასატენად შევაერთე, რადგან დიდი ალბათობით მალე ტაქსის გამოძახება დამჭირდებოდა.
კაფეს თვალი მოვავლე. ძირითადად რძისფერსა და ხისფერის ღია ტონალობაში გადაეწყვიტათ. კედლებს ნახევრად ფარავდა თეთრი, აგურისებრი ფილები. ოქროსფერი ორნამენტები და თაროებზე ჩამოლაგებული ქოთნები, საინტერესო კომპოზიციას ქმნიდა მთლიანობაში. ყველაზე მეტად დაბალი, მოდერნისტული ჭაღები მომეწონა. სივრცის თვალიერებისას შევნიშნე, რომ გვერდზე მაგიდიდან ხუთი ბიჭი მომშტერებოდა.
„ვინც უნდა მიყურებდეს, არაფრად მაგდებს, სხვები კი თვალს არ მაშორებენ. როგორც ყოველვის, ცხოვრება მეკაიფება,“ - გავიფიქრე.
ყავა რომ მოგვიტანეს ისრაელმა მობილური გადადო, ლამბაქიდან მისთვის განკუთვნილი შაქარი აიღო და ჩემსაზე გადმოდადო.
- მე უშაქროს ვსვამ.
- მე კი ორი პაკეტიც მყოფნის.
კაპუჩინო მოვსვი.
ისრაელმა გვერდზე მაგიდას გახედა დინჯი, მაგრამ უკიდურესად მკაცრი გამომეტყველებით. უდრეკი, შიშისგან სრულიად დაცლილი და შეფარულად აგრესიული მზერა ჰქონდა. გაუხედავად ვიგრძენი, როგორ შეიშმუშნენ და დაიძაბნენ უცხო ბიჭები. პირველად დავინახე ცხოვრებაში ის, რაც ქართული ისტორიის წიგნებში მრავალჯერ ამომიკითხავს: რომ ძალა სიმრავლეში კი არა, სიმამაცეშია; მხოლოდ კუნთები კი არა, მათი გამოყენების შნოა.
- ხო არ წავიდეთ? - თქვა ერთ-ერთმა და წამოხტა, სანამ ყველა დაეთანხმებოდა. ბევრი არც უმსჯელიათ, დანარჩენებიც წამოიშალნენ. უცნობებს გოროზი მზერა გააყოლა და როცა დარწმუნდა, რომ აბეზარები თავიდან მოიშორა, ოდნავშესამჩნევი კმაყოფილება გადაეკრა სახეზე.
- ტუჩზე ქაფი გაქვს. - მომიბრუნდა უეცრად.
„და როდის შეამჩნია? თითქოს არც კი მიყურებდა!“ - ლოყებზე წამომახურა.
- რა?
- ტუჩზე... - საკუთარ ბაგესთან მიიტანა ხელი.
ხელსახოცს დავწვდი, პირზე ავიფარე და წამოვიწიე სარკეში ჩასახედად. უნდა შემემოწმებინა, სახეზე ხომ არ წამოვწითლდი. ხელისგულები დამენამა, ამიტომ სკამზე დავეშვი თუ არა, ცალი ხელით მოვკუჭე „სალფეტკი“.
- მოგშორდა. - ხმაში სითბო შეეპარა ისრაელს. - დაჯექი. - ჩემკენ გადმოიხარა, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა. - ყველაფერი მომიყევი შენზე...
ის ბიჭი დაბრუნდა, ჰოსპიტალთან ოცდახუთი წუთით ადრე რომ მოიყვანა ჩემთან შეხვედრის სურვილმა; ის ბიჭი, რომელიც დარდობდა, არ გაცივდეო. მისმა ღიმილმა და დამტკბარბა ხმამ ჩემთან შეგროვილი საწვიმარი ღრუბლები მიმოფანტა. მეც გავუღიმე. ნეტავ, თუ მიხვდა, როგორ გამიხარდა მისი დაბრუნება?!
მომანდომა ხელი ჩამეკიდა მისთვის და ჩემს ღრმა წარსულში მემოგზაურა, ყველაზე ბედნიერი მოგონებების, პატარ-პატარა სიხარულისა და დიდი გამარჯვების თანაზიარი გამეხადა. მსურდა საძინებელში ჩავკეტილიყავით და ჩემი დღიურები ერთად წაგვეკითხა; „ბუნკერში“ შევპარულიყავით და ერთად გვეპოვა მიწისქვეშა, საიდუმლო ქალაქში შესასვლელი გვირაბები; ხეზე აგვეშენებინა „მოჩვენებების სახლი“ საშიში ისტორიებისთვის; მიწაში დაგვეფლო ძვირფასი ნივთები, რომლებიც ერთმანეთს გაგვახსენებდა წლების შემდეგ; ცვრიან მდელოზე გვერბინა ფეხშიშველებს და ცივ მდინარეში გვებანავა თევზებთან ერთად; ველური ცხენებით გვეჯირითა ფაფარაშლილ ფარასთან ერთად და არ გვცოდნოდა, საით მიქრიან ულაყები; ტყეში დავკარგულიყავით და ძლივს გამოგვეგნო სახლამდე; სოფელში მეზობლის თუთა გვეჭამა თითების გაშავებამდე; ძაფზე აკინძული თხილი ამოგვევლო მოთუხთუხე თათარაში; გაკვეთილიდან გავპარულიყავით და ბამბის ნაყინით ჩაგვეტკბარუნებინა ყელი, მერე კი „ამერიკულ გორაკებზე“ დავმსხდარიყავით და ბოლო ხმაზე გვეყვირა ხელჩაკიდებულებს; რა თქმა უნდა, გათიშვამდე დავლევდით ღვინოს, ლუდსა და არაყს ერთადროულად; ბანკეტზე პირველ ცეკვას ვიცეკვებდით; მამაჩემის ხუმრობებზე მუცლის ატკიებამდე გვიცინებდით ექსკურსიებზე და დედაჩემის გემრიელი მაწვნის წვნიანით ენას დავიფუფქავდით (რადგან იმდენად გემრიელია, გაციებას ვერ ელოდები).
მომანდომა მომეყოლა, რომ ბავშვობაში, უახლოეს მეგობართან ერთად, ხომალდს ვაგებდი და გალაქტიკებში ვმოგზაურობდი. რომ რეინჯერი ვიყავი და ბევრჯერ დავიღუპე ვარსკვლავურ ომებში დედამიწის გადასარჩენად. მინდოდა სცოდნოდა, რომ მშობლებს სპეციალურად ვაყიდინე შპალერი, რომელიც ღამით ანათებდა, ძილისწინ რომ წარმომედგინა, როგორ ვსტუმრობდი უსასრულო კოსმოსს. ნეტავ, დამიჯერებდა, თუ დედაჩემის საყვარელ ამბავს ვუამბობდი? რომ სამი წლის ასაკში ჩავალაგე მოცუცქნული ჩანთა, საყვარელი, ფუმფულა სათამაშო მივიხუტე და სახლიდან წავედი პროტესტის ნიშნად? პატარა მეამბოხე! რამდენი რამ მქონდა მისთვის მოსაყოლი, მე კი ამოვილუღლუღე:
- ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული დეველოპერული კომპანიის PR მენეჯერი ვარ.
„ტაში თებეა, ზუსტად ამ პასუხს ელოდებოდა!“
- კატა მყავს, სახელად სტელა. - განვაგრძე. მობილურს დავწვდი რომ ფოტოები მეჩვენებინა და გამახსენდა, რომ გალერეა ისრაელის სურათებით მქონდა სავსე, დაქალისთვის გადასაგზავნად ჩამოვწერე; ამიტომ შორიდან დავანახე ჩემი ფისუნია და იმწამსვე „სამსუნგის“ ეკრანი დავმალე. ისრაელმა, თითქოს რაღაც იეჭვაო, ჩემი ხელის მოძრაობას თვალი გააყოლა.
- რომელითაც სურათში ძაღლთან ერთად გნახე, შენც გყავს შინაური ცხოველი?
- ჩემი მშობლების ძაღლია, თუმცა ვმეგობრობ ცხოველებთან. კატებს, უდავოდ, ძაღლები მირჩევნია, ბოდიში.
- შენს კომპანიაზე მომიყევი.
- ბაკალავრიატზე რომ ჩავაბარე, ფულის გამომუშავების საჭიროებას წავაწყდი. დოკუმენტების თარგმნა დავიწყე. კარგად გამომდიოდა და თანხაც იშოვებოდა. მერე ვიფიქრე, კომპანიას ჩამოვაყალიბებ-მეთქი, ხალხი ვიპოვე, პარტნიორები შემოვიკრიბე და ახლა უკვე აწყობილი ბიზნესია. ძირითადად საბუთებზე ხელის მოწერა და იმეილების შემოწმება მიწევს, რომ სათარგმნი მასალა თანამშრომლებზე გადავანაწილო; დავადასტურო ან უარვყო პროექტები.
- ახლა მარტივი მოსაყოლია, მაგრამ რთული მისაღწევი იქნებოდა ასეთი სტაბილურობა.
- არც ისე, დიდწილად გამიმართლა. სხვა არაფერი გაინტერესებს?
- მმმ... კი, მაინტერესებს შენი „შინაგანი ისრაელი“ როგორია.
- ოოო... - სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა. ყბა გააქნია და გამოაქნია. მესექსუალურა მისი ტიკი.
- „შინაგანი ისრაელი“ არც ისეთი საინტერესოა, შენ რომ გგონია.
ეჭვითა და ფლირტით ჩავხედე თვალებში. გამომწვევი მზერა მქონდა.
- რატომ მიყურებ, მასე, ქალბატონო? არ გჯერა ჩემი?
- ხო, არ მჯერა.
უფრო ახლოს არ მიმიშვა, ამიტომ თემა შევცვალე, არ მინდოდა საუბრის დინამიკა დაგვეკარგა, იმიტომ რომ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა...
- ცხრა წელია ვვარჯიშობო, მითხარი...
- ძალიან გამხდარი ვიყავი და... მოცა, არ გინახავს ჩემი ფოტოები?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ერთი - ნანახი მქონდა მის „ინსტაგრამზე“, მაგრამ სხვების დათვალიერების ინტერესმა მძლია. მობილურის გალერეაში ისეთი სურათებიც ექნებოდა, რომელსაც მხოლოდ ახლო მეგობრებს აჩვენებდა.
- კაი რა, არ მჯერა.
- უნდა დაიჯერო, სხვა რა გზა გაქვს? - გამეცინა.
უსაყვარლესი ბავშვი იყო - ძალიან გამხდარი, დიდრონი კულულებით და მრგვალშუშიანი სათვალით; მოზარდობაში კი სიმპათიური ბიჭი. ჰარი პოტერს ჰგავდა, ოღონდ დენიელ რედკლიფს კი არა, ჯოანა როულინგის მიერ შექმნილ პერსონაჟს, რომელიც ყველას ჩვენებურად წარმოგვიდგენია.
- ისრაელ, რა კარგი ტიპი ხარ! - აღფრთოვანებულმა წამოვიძახე. - სკოლაში რომ გამეცანი, შენი საუკეთესო მეგობარი ვიქნებოდი!
- საქმეც მაგაშია!
- შემი ჰერმიონი ვიქნები.
- ჰაჰა, შენი აზრით ბიჭები ოცნებობენ, ნეტავ ლამაზი გოგოს საუკეთესო მეგობარი ვიყოო? ნადვილად არა, მშვენიერო!
- კარგი ერთი!
- ...მეც ავდექი, ვარჯიში დავიწყე და ახლა ქალები ჩემთან მეგობრობაზე აღარ ფიქრობენ. სხვა? კიდევ, რისი გაგება გინდა?
- მმმ... ალბათ, ჰობი.
- სერიოზულად? ჰობი?
მხრები ავიჩეჩე: „არა, ისრაელ. შენზე ყველაფერი მაინტერესებს, ისიც კი, რა ფერის საცვლით გძინავს, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რა გკითხო, რომ არ დაგაფრთხო და ზედმეტად ცნობისმოყვარე არ გამოვჩნდე შენს თვალში.“
- ოქეი, იყოს ჰობი. - მაგიდაზე თითები აათამაშა. - ჰობი, ჰობი... - ჩაფიქრდა. - ვიდეოთამაშები და ვარჯიში მიყვარს. თავისუფალი დრო ბევრი მაქვს. მეგობრებს ვხვდები, საქართველოს ვათვალიერებ, თბილისის ყველა სპაში ვარ ნამყოფი.
- საქართველოში რამ ჩამოგიყვანა?
- ოცდაათი წელი ისე გავიდა, ისრაელი ერთხელაც არ დამიტოვებია. ერთხელ მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ბათუმში მიდიოდნენ სამოგზაუროდ. საქართველო საკმაოდ იაფია, ვიფიქრე, ვცდი, რატომაც არა, ჯიბეც ხელს მიწყობს-მეთქი... ჩავალაგეთ ბარგი და „დავაწექით“ ბათუმში. ძალიან მომეწონა იქაურობა, მაგარი დრო გავატარეთ. მერე ევროპის სხვა ქვეყნებში გადავინაცვლეთ, მაგრამ მსგავსი შთაბეჭდილება ვერცერთმა მოახდინა. მარტო ქალაქმა კი არა, თქვენმა კულტურამ და ისტორიამაც კი გამიტაცა. მართალია საჭმელს დიდად ვერ „დავუმუღამე“, მაგრამ ეგ მართლა მეორეხარისხოვანია. - საფულიდან ID ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. - დროებითი ბინადრობის უფლებაა. მოკლედ, დავბრუნდი ისრაელში და ძალიან მომენატრა საქართველო. ავწონ-დავწონე ჩემი სიტუაცია, ბიზნესს ძირითადად მაინც ონლაინ რეჟიმში ვხელმძღვანელობდი, სწავლაც ონლაინ შემეძლო, ასე რომ, მიზეზი არ მქონდა ისრაელში დასარჩენად. ავდექი და ერთი ჩანთით ჩამოვედი. თავიდან ბათუმში ვცხოვრობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ბათუმი კურორტია და მხოლოდ დასასვენებლად უნდა ჩახვიდე ადამიანი. გადმოვინაცვლე თბილისში. აქ არავის ვიცნობდი, მაგრამ ამ ერთ წელში კარგი ხალხი შემოვიკრიბე ირგვლივ.
- თამამი ნაბიჯია.
- არც ისე. რომ არ მომწონებოდა საქართველოში ცხოვრება, ორ კვირაში თავისუფლად შევძლებდი უკან დაბრუნებას. შენ ოჯახთან ერთად ცხოვრობ, ხო?
- მამასთან და ძმასთან. შენც გყავს დედმამიშვილები?
- კი, ორი პატარა „გოგო“ - ქართულად წარმოთქვა. „ბიჭს“ და „გოგოს“ სულ ქართულად გაიძახდა, ამოეჩემებინა ეს სიტყვები.
მობილურში დების ფოტოები იპოვა და დამათვალიერებინა.
- ნახე, ყველა სურათში იჭყანება!
- მაინც ლამაზია. მართლა ძალიან ლამაზი.
- როგორი ძმა ხარ?
- საუკეთესომდე ბევრი მიკლია, მაგრამ მიყვარს ჩემი გოგოები. ბოლოს ორი წლის წინ ვნახე და ძალიან მენატრებიან. სულ მწერენ, ჩამოდიო.
- როდის აპირებ მათ მონახულებას?
- წარმოდგენაც არ მაქვს.
ბოლო საოჯახი ფოტოში მამაკაცის გვერდით იდგა:
- ეს კაცი ჩემი მამინაცვალია. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან.
- ჩემებიც.
ხელი გამომიწოდა, ჩაარტყიო.
- მაგარი გუნდი ვართ!
- აბა, რა!
- მამაჩემი გერმანიაში ცხოვრობს. პერიოდულად ვხდებით. დედაშენი საქართველოშია?
- კი, საკმაოდ ხშირად ვნახულობ. ძალიან ახლოს ვართ.
საუბარი იდეალურად აეწყო. ალკოჰოლი შევუკვეთე. აღარ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჩემზე რამე ცუდად ეფიქრა; აღარ ვწონიდი ყველა სიტყვას; ფრანგული ღვინით დავლოცეთ მშვიდობა და ჩვენი შეხვედრა. მარტო ვსვამდი, რადგან ის საჭესთან უნდა დამჯდარიყო და ეს ფაქტი არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა; გულიანად ვიცინოდით. ხელზეც ვუმკითხავე, საინტერესო სასიყვარულო ისტორიებს ვხედავ-მეთქი. გეშლება რაღაცაო. ბავშვობის თამაშები ვეთამაშე - წეროები, თითობანა, ჯეირანი - სამივეში მოვუგე. ოხ, როგორ აბრაზებდა წაგება! მასთან ერთად თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.
ებრაული სიტყვები მასწავლა, თურმე „თამარ“ ნიშნავს „ნახატს“, „ხათუნა“ კი „დაქორწინებას.“ აღტაცებით და მონდომებით მიზიარებდა თავის ცოდნას.
- ხომ მარტივია?
- მარტივი არ არის, უბრალოდ, მე ვარ ენების ათვისებისკენ მიდრეკილი.
- ქართულთან შედარებით ნაღდად მარტივია!
- შენ ინგლისურის გარდა, რუსულიც იცი, ხო?
თავი დავუქნიე და რუსულად საუბარი დავიწყე.
- მე რუსულის აზრზე არ ვარ, ქალბატონო. თუმცა იმდენს კი ვხვდები, რომ იდეალური აქცენტი გაქვს. რა ბედნიერებაა! ყველაფერს გადამითარგმნი, რასაც ჩემი მთვრალი მეგობრები იტყვიან. რომ გაილეშებიან ხოლმე ინგლისურად სიტყვას ვეღარ ათქმევინებ. უბერავენ რუსულად. - მითხრა და ცხვირზე წამეთამაშა. - ძალიან მოეწონები იმათ.
- შევთანხდით, შენი თარჯიმანი ვიქნები და არაფერს არ გამოგაპარებ, - მეც გავეთამაშე ცხვირის წვერზე. მერე თმაზე დავაკვირდი.
- ვმელოტდები?
- ნწუ, ნუ ღელავ. შანსი არაა, აქამდე თუ არ დაგცვივდა თმა, აწი რა გაგამელოტებს?
- გასამელოტებლად იდეალურ ადგილას კი ვარ.
- რატომ? კაცების უმეტესობა რომ მელოტია?
- ეგეც. - გაეცინა. - თმის გადანერგვის კლინიკებს აქებენ საქართველოში.
- მითუმეტეს, მშვიდად უნდა იყო, აბა.
ბოკალში ღვინო ჩაიცალა და შუშაზე წითლად დარჩა ნაღვინევი.
- მოგეწონა ღვინო? - მკითხა და შეუმჩნევლად საათს დახედა.
გული დამწყდა. ჯერ სულ რაღაც ცხრის ნახევარი იყო.
- კი, მაგრამ ქართული აჯობებდა. - ვთქვი და მობილურის სატენი გამოვაერთე.
- ქართული აღარ გქონდათ. - კაბელი შენიშნა. - რა კარგია, რომ გაგახსენდა. მე უეჭველი დავტოვებდი.
- ეგ არაფერი, მეც ხშირად ვკარგავ ნივთებს.
მანტო შემოვიცვი და კაშნე ძველებურად მოვიხურე. სარკეში ჩავიხედე, შევამოწმე, ტუჩები ღვინისგან გაშავებული ხომ არ მქონდა.
- წავიდეთ? - ვკითხე და ჩანთა ავიღე.
თანხა გადაიხადა და ნაცნობებს დაემშვიდობა. წინ გავასწარი, კარის სახელურს ჩავაფრინდი, რომ გამომეწია, მაგრამ - მემძიმა და გამიჭირდა. ისრაელმა მომენტალურად შემაშველა თავისი ძლიერი ტორი და ბუმბულივით მსუბუქად გამოსწია. ზღურბლს გადავაბიჯეთ და მთვლემარე ქუჩაში აღმოვჩნდით. ისევ ჯიბეში ჩაილაგა ხელები ისრაელმა. გზას გვერდიგვერდ გავუყევით, იმდენად ახლოახლოს მივაბიჯებდით, რომ ჩვენი სხეულები მსუბუქად ეჯახებოდნენ ერთმანეთს...
- ისრაელ, მადლობა დღევანდელი საღამოსთვის.
- თებეა, არაფერია სამადლობელი... - გაბადრული სახით მიპასუხა.


თქვენი თხოვნა გავითვალისწინე და დიდი, მსუყე, გემრიელი თავი მოგიმზადეთ. იმედია, ისიამოვნეთ. <3 ველოდები თქვენს გამოხმაურებას. ^_^



№1 სტუმარი Qeti qimucadze

es israeli martla israels hgavs raaa. uprognozoaa. shoridan mimzidceli. axlos ar ushvebs adamianebss. vfiqrob michveulia iolad survilebis asrulebas qalebtan da tebea arvici ramdenad chajda mis survilebahi. ehh. kacebs ras gaugeb chemo olgaaa.......am saxelze hoo vgijdebiiii. magram jersonajic zalian gaconascorebuli da grmaa. davelodebi shemdegs. carmatebwbiiiiii. kargia rom araagvianebbb

 


№2  offline წევრი ნანა73

ვფიქრობ...
ორაზროვანი გრძნობა დამიტოვა ამ თავმა.
თებეასავით მეცვლება წარმოდგენა დეტალებზე და მისგან განსხვავებით ამ კაცს ვერ ვუგებ.
თითქოს ზედაპირულია, მხოლოდ საკუთარი კომფორტი აინტერესებს...
მაგრამ დაკვირვებულიც არის.
თებეა კი, სასწაულია! მრავალფეროვანი, მდიდარი წარმოსახვით, უამრავი "მინდათი",
ჭკვიანია თებეა, ანალიტიკოსიც.
მომწონს ეს გოგო ძალიან! bowtie
და კიდევ, არ ვენდობი ისრაელს. ცოტა მაღიზიანებს კიდეც.
გელოდები... ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Impermeable

ძალიან საინტერესო ისტორიაა. თან კარგად აჩვენებს გოგოები რამდენს ვფიქრობთ ხოლმე, როგორ ასჯერ ავწონ დავწონით თითოეულ დეტალებს, ისრაელი ტიპიური თავის თავში დარწმუნებული მამაკაცია, რომელიც მარტივად იღებს ყველაფერს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მომწონს ეს ორი ერთად kissing_heart

 


№4 სტუმარი Life is beautiful

ერთ რაღაცას ძალიან გიფასებ რომ ოსტატურად გადმოსცემ ყველა გოგოს სათქმელს რასაც განვიცდით უბრალოდ სხვადასხვანაირად ვიქცევით.. ზოგი რასც ფიქრობს იმას აკეთებს ზოგი ფიქრობს მაგრამ არ აკეთებს მე ორივე კატეგორია ხალხთან მქონია კონტაქტი და ძალიან რთულია გაიაზრო რა შეიძლება გააჯეთოს ამ ადამიანმა რომც კარგად იცნობდე თუმცა შენ ისე კარგად აღწერ ამ ყველაფერს რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის უფრო მეტიც ძალიან არის დაკავშირებული... პრინციპში ასენ უნდა წერდე...
მომეწონა მართლა კარგი იყო... და ძაან მებანალურება შექებევი ისედაც ვხვდებით კარგად რომ გამოგდის ეს "საქმე"
რაც შეეხება ისრაელს ძაან მეუცნაურება.. არ ვიცი რატო უბრალოდ ვერაა ისეთი როგორიც უნდა იყოს... ნუ შენი ისტორიიის გმირს არ გიკრიტიკებ უბრალოდ ისე არ მომივიდა თვალში და ყურში მაინცდა მაინც... აი თებე კი ძაან კარგია... აი როგორ ვთქვა ისეთია როგორიც თინეიჯერი გოგო უნდა იყოს მარა 25 წელი არც ისე პატარაა და მომწონს ის ფაქტი მაინც როგორი გულუბრყვილო და ბავშვურია....



არც პირველი არც უკანასკნელი... ეს სათაური. თავიდანმე მომხიბლა და მომიზიდა.. სანამ წავიკითხავდი ვივარაუდე რა შეიძლებოდა ყოფილიყო... სიმართლე გითხრა და ბევრი აზრი მქონდა.. მერე დასაწყისში მივხვდი დაახლოებით რაზე იყო მაგრამ რატომღაც მგონია ეს სათაური თებას კიარა ისრაელს "ეძღვნება " ნუ შეიძლება ვცდები მაგრამ ასეთი შინაარსი გამომაქ... ძაან ჩემებურ ანალიზებს ვაკეთებ ხოლმე და არ გაგიკვირდეს:-)ხოდა ვფიქრობ რომ ეს თებეა არ იქნება უკანასკნელი ისრაელისთვის თორე თებეასთვის უკანასკნელი.... არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ ვიცი შესაძლო დასასრული..რადგან არსებობს ვარიანტები... თებეას და ისრაელს ძალიან შეუყვარდებათ ერთმანეთი და სავარაუდოდ რადგან ისრაელი ეუბნება ებრაულს თუ ისწავლიო ცოლად მოიყვანს... მეორე დაშორდებიამ ერთმანეთს და რომელიმე იპოვის ახალ ადამიანს მათ ცხოვრებაში და რატომღაც მგონია თუ ეს ადამიანი გამოჩნდება ბერდია იქნება რადგან მბობს მოეწონებოდიო არ ვიცი შეიძლება გულისხმობს როგორც მეგობარს მაგრამ თითქოს მალავს ისრაელი რაღაცას... მესამე დაშორდებიან ერთმანეთს ან საერთოდ არ წამოიწყებენ ისეთ რამეს რომ მერე დაშორება მოუწიოთ... ერთი სიტყვით ამ ისტორიიდან ყველაფერს ველი გარდა თებეას დრამატული სიკვდილისა...


ხოდა დავამთავრე ამდები ლაპარაკი და დავაბოლოვეებ... ძალიან მომეწონა კარგი იყო<3

 


№5 სტუმარი wero

დიდი სურვილი მაქვს მეორე მამაკაცი პერსონაჟი შემოვიდეს,რომ თებეას მიმართ ისრალეიი უფრო მეტად დაინტერესდეს .მინდა იყო ეჭვიანობაც და ძალიან დიდი ვნება. ველოდები მოვლენების განვითარებას.წარმატებები.

 


Qeti qimucadze
es israeli martla israels hgavs raaa. uprognozoaa. shoridan mimzidceli. axlos ar ushvebs adamianebss. vfiqrob michveulia iolad survilebis asrulebas qalebtan da tebea arvici ramdenad chajda mis survilebahi. ehh. kacebs ras gaugeb chemo olgaaa.......am saxelze hoo vgijdebiiii. magram jersonajic zalian gaconascorebuli da grmaa. davelodebi shemdegs. carmatebwbiiiiii. kargia rom araagvianebbb


თქვენს ნათქვამზე დავფიქრდი და სრულაიდ გეთანხმებით. ისრაელი ნამდვილად ჰგავს ისრაელს. იმაშიც გეთანხმებით, რომ მიჩვეულია ქალებისგან ყურადღებას, განებივრებას. თებეა კი საკმაოდ თავისებურია. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და მიკომენტარებთ, დიდი მოტივაციაა ეს ჩემთვის. <3

ნანა73
ვფიქრობ...
ორაზროვანი გრძნობა დამიტოვა ამ თავმა.
თებეასავით მეცვლება წარმოდგენა დეტალებზე და მისგან განსხვავებით ამ კაცს ვერ ვუგებ.
თითქოს ზედაპირულია, მხოლოდ საკუთარი კომფორტი აინტერესებს...
მაგრამ დაკვირვებულიც არის.
თებეა კი, სასწაულია! მრავალფეროვანი, მდიდარი წარმოსახვით, უამრავი "მინდათი",
ჭკვიანია თებეა, ანალიტიკოსიც.
მომწონს ეს გოგო ძალიან! bowtie
და კიდევ, არ ვენდობი ისრაელს. ცოტა მაღიზიანებს კიდეც.
გელოდები... ❤️❤️❤️



ისრაელის მიმართ, მეც, როგორც მწერალი სკეპტიკურად ვარ განწყობილი. რა უცნაურად ჟღერს, როცა საკუთარ პერსონაჟებზე ისე საუბრობს ავტორი, თითქოს ცოცხლები არიან. თებეა მომწონს - ვაფასებ ფიქრისა და მსჯელობის უნარს ქალში. მიხარია, რომ თქვენშიც სიმპათიები გამოიწვია.

დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და კომენტარებისთვის. მომავალშიც დაველოდები თქვენს გამოხმაურებას.

Impermeable
ძალიან საინტერესო ისტორიაა. თან კარგად აჩვენებს გოგოები რამდენს ვფიქრობთ ხოლმე, როგორ ასჯერ ავწონ დავწონით თითოეულ დეტალებს, ისრაელი ტიპიური თავის თავში დარწმუნებული მამაკაცია, რომელიც მარტივად იღებს ყველაფერს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მომწონს ეს ორი ერთად kissing_heart


პირველ რიგში, უღრმესი მადლობა. ღამეებს ვათენებ, რომ ეს ნაწარმოები დავწერო. დამავიწყდა ძილი რა არის. მიუხედავად იმისა, რომ ორ ადგილას ვმუშაობ, მაინც ვცდილობ როგორმე დრო გამოვნახო თებეასთვის და ისრაელისთვის. თქვენი კომენტარები ძალიან მეხმარება, ძალას მაძლევს!

Life is beautiful
ერთ რაღაცას ძალიან გიფასებ რომ ოსტატურად გადმოსცემ ყველა გოგოს სათქმელს რასაც განვიცდით უბრალოდ სხვადასხვანაირად ვიქცევით.. ზოგი რასც ფიქრობს იმას აკეთებს ზოგი ფიქრობს მაგრამ არ აკეთებს მე ორივე კატეგორია ხალხთან მქონია კონტაქტი და ძალიან რთულია გაიაზრო რა შეიძლება გააჯეთოს ამ ადამიანმა რომც კარგად იცნობდე თუმცა შენ ისე კარგად აღწერ ამ ყველაფერს რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის უფრო მეტიც ძალიან არის დაკავშირებული... პრინციპში ასენ უნდა წერდე...
მომეწონა მართლა კარგი იყო... და ძაან მებანალურება შექებევი ისედაც ვხვდებით კარგად რომ გამოგდის ეს "საქმე"
რაც შეეხება ისრაელს ძაან მეუცნაურება.. არ ვიცი რატო უბრალოდ ვერაა ისეთი როგორიც უნდა იყოს... ნუ შენი ისტორიიის გმირს არ გიკრიტიკებ უბრალოდ ისე არ მომივიდა თვალში და ყურში მაინცდა მაინც... აი თებე კი ძაან კარგია... აი როგორ ვთქვა ისეთია როგორიც თინეიჯერი გოგო უნდა იყოს მარა 25 წელი არც ისე პატარაა და მომწონს ის ფაქტი მაინც როგორი გულუბრყვილო და ბავშვურია....



არც პირველი არც უკანასკნელი... ეს სათაური. თავიდანმე მომხიბლა და მომიზიდა.. სანამ წავიკითხავდი ვივარაუდე რა შეიძლებოდა ყოფილიყო... სიმართლე გითხრა და ბევრი აზრი მქონდა.. მერე დასაწყისში მივხვდი დაახლოებით რაზე იყო მაგრამ რატომღაც მგონია ეს სათაური თებას კიარა ისრაელს "ეძღვნება " ნუ შეიძლება ვცდები მაგრამ ასეთი შინაარსი გამომაქ... ძაან ჩემებურ ანალიზებს ვაკეთებ ხოლმე და არ გაგიკვირდეს:-)ხოდა ვფიქრობ რომ ეს თებეა არ იქნება უკანასკნელი ისრაელისთვის თორე თებეასთვის უკანასკნელი.... არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ ვიცი შესაძლო დასასრული..რადგან არსებობს ვარიანტები... თებეას და ისრაელს ძალიან შეუყვარდებათ ერთმანეთი და სავარაუდოდ რადგან ისრაელი ეუბნება ებრაულს თუ ისწავლიო ცოლად მოიყვანს... მეორე დაშორდებიამ ერთმანეთს და რომელიმე იპოვის ახალ ადამიანს მათ ცხოვრებაში და რატომღაც მგონია თუ ეს ადამიანი გამოჩნდება ბერდია იქნება რადგან მბობს მოეწონებოდიო არ ვიცი შეიძლება გულისხმობს როგორც მეგობარს მაგრამ თითქოს მალავს ისრაელი რაღაცას... მესამე დაშორდებიან ერთმანეთს ან საერთოდ არ წამოიწყებენ ისეთ რამეს რომ მერე დაშორება მოუწიოთ... ერთი სიტყვით ამ ისტორიიდან ყველაფერს ველი გარდა თებეას დრამატული სიკვდილისა...


ხოდა დავამთავრე ამდები ლაპარაკი და დავაბოლოვეებ... ძალიან მომეწონა კარგი იყო<3



შენი კომენტარი 4-5 ჯერ წავიკითხე. ჯერ კიდევ საწოლში ვიწექი. ბოლო წაკითხვის შემდეგ, წამოვხტი და ცეკვა დავიწყე. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე-მეთქი, გამოვუცხადე ჩემებს. მადლობა შენ ამ დადებითი ემოციებისთვის. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დამარწმუნე, რისთვის გავჩნდი, რა მისია მაკისრია...

ვფიქრობ, ქალები ძალიან ღრმა და მოაზროვნე არსებები არიან, მამაკაცები კი უფრო ზედაპირულები და მარტივები. სწორედ ამიტომ კაცებს ქალების გონებისკენ, სულისკენ და შინაგანი სამყაროსკენ გზამკვლევი სჭირდებათ. ვფიქრობ, სწორედ ამ ნაწარმოებს აქვს გზამკვლევობის პოტენციალი.

ისრალი ჩემშიც არ იწვევს დიდ აღფრთოვანებას, თუმცა, ფაქტია ბევრი მამაკაცის სახეა. არ მჩვევია ხოლმე პერსონაჟებზე მიჯაჭვულობა, შესაბამისად, როცა კი მისი გაკრიტიკება მოგინდება, შეგიძლია არ დაინდო. :დ

რაც შეეხება თებეას... მე მგონია, რამდენი წლისაც უნდა ვიყოთ, ჩვენში პირვანდელი "მე" რჩება. უბრალოდ, ზოგმა კარგად გამოკეტა და ყურს აღარ უგდებს, სხვებმა თავისუფლება მისცეს და მასთან ერთად ჰარმონიაში ცხოვრობენ.

შენ მიერ განვითარებული სიუჟეტები მომეწონა, ყველა უკლებლივ. იმის პირობა შემიძლია მოგცე, რომ არც თებეა და არც ისრაელი ტრაგიკულად არ იღუპება.

მადლობა ასეთი გემრიელი კომენტარისთვის. მომავალშიც დაველოდები შენს გამოხმაურებას და საინტერესო თეორიებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent