შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (VIII თავი)

24-11-2020, 05:45
ნანახია 533

ტრადიციისამებრ, დედას სალონში გადაღებული ფოტო გავუგზავნე. ყოველთვის, როცა ფორმაში ვიყავი, „სელფს“ მაღებინებდა და Facebook-ზე ტვირთავდა საყვარელი აღწერებით; მაგალითად, „დედას დიდი და ლამაზი გოგო.“
„ესეც დაპირებული სურათი.“
„დე, შოკისმომგვრელად ლამაზად ხარ! არ მოგწერს კი არა, ერთი ნახვით შეუყვარდი, ალბათ. შეიძლება აქით ჰგონია, ასეთ მაგარ გოგოს არ მოვეწონებოდიო.“
„აჰამ, რა თქმა უნდა...“
„არ მოგწერს და ერთი, მისი დედაც! შენნაირ გოგოს აწი მარტო სიზმარში თუ ნახავს.“
სახლის კარს თავი მივადე და ამოვიოხრე. ვინატრე, შუქი წავიდეს-მეთქი, სიბნელესა და სიჩუმეში მინდოდა ყოფნა, რომ საკუთარი თავისვის ყურადღებით დამეგდო ყური, გამეგო, რას გრძნობდა, რას ჩიოდა. თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ მაინც ვგრძნობდი სართულზე მუდმივად მოვარვარე ნათურის შუქს. ეს მამაჩემის იდეა იყო. „ნიშნად იმისა, რომ აქ ცხოვრობს ოჯახი, რომელთანაც გასაჭირში ყოველთვის მიგესვლება!“ - ასე ამბობდა. კი, ერეკლე ნამდვილად არ გააბრუნებდა ადამიანს დაუხმარებლად, მაგრამ ეს ნათურა მაინც რაღაც სხვას, აუღიარებელსა და ძალიან სასურველს ემსახურებოდა; ვფიქრობ, შინ დასაბრუნებელ გზას უნათებდა დედაჩემს, რადგან ყველაფერზე მეტად მას სწორედ სიბნელის ეშინოდა. გაუცნობიერებლად, ყოველ ღამით ეკატერინეს დაბრუნებას ელოდებოდა ერეკლე. სწორედ ამიტომ მე და თედოს სადარბაზოში შუქის ჩაქრობის უფლებას არასდროს გვაძლევდა. უცნაურები არიან ადამიანები, თუ დედა დაბრუნებას მოუნდომებდა, მაინც და მაინც ღამით რატომ მოვიდოდა? ამაზე, ალბათ, თავად მამაც კი ვერ მიპასუხებდა.
თავი წამოვწიე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და იმედგაცრუება გადავყლაპე. არ მინდოდა, ჩემებს შეემჩნით, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ერეკლე თუ ჩამაცივდებოდა, ვინ გაწყენინაო, შეიძლებოდა, საერთოდაც, ავტირებულიყავი იმ პატარა გოგოსავით, ეზოში რომ აწყენინეს და მამას ენა მიუტანა. მერე მომიწევდა მომეყოლა, რომ დილას მოვატყუე და სამსახურის შეხვედრის ნაცვლად, პაემანზე წავედი; რომ უზომოდ სიმპათიურ მამაკაცს შევხვდი, რომელმაც ფრთები დამიბრუნა, მერე კი სსწრაფოდ აიბარგა ჩემი ცხოვრებიდან და უკანმოუხედავად გაიქცა. ან მომიწევდა ისევ მეცრუა, ტყუილის მოფიქრების თავი კი ნამდვილად არ მქონდა. როგორც დედა იტყოდა, სახე გავასწორე და კარზე დავაკაკუნე. ეს მომენტი სცენაზე გასვლას ჰგავდა, კულისებში ერთადერთი წუთი რომ გაქვს დარჩენილი სხვა ადამიანის ტყავში შესაძრომად. მამამ, თითქოს მთელი ეს დრო იქვე მიცდიდაო, მომენტალურად გამიღო კარი.
- გშია? სანამ შენ წასული იყავი, კულინარიული დუელი ჩავატარეთ და ჟიური გვჭირდება.
- სახლში მარტო არ დაიტოვებით. - ჩავილაპარაკე, მაღალქუსლიანი გავიხადე და ფეხისგულები დავიზილე.
- რაღაც არ მახსოვს მაცივარში იმდენი პროდუქტი ყოფილიყო, რომ „მასტერ შეფი“ გეთამაშათ.
- არც იყო, ამიტომ წავედით და შევიძინეთ! - გამომძახა თედომ, რომელიც ჯერ კიდევ გაზთან ტრიალებდა.
- აჰა, უკვე წარმომიდგენია, სამზარეულო რას დაამსგავსეთ. - მამაჩემმა მანტო გამომართვა და დაკიდა.
- შედევრები მსხვერპლის გარეშე არ იქმნება, თებეა!
- ხომ გაინტერესებს ჩვენი კერძები? - თავი გამოყო ჩემმა აჟიტირებულმა ძმამ.
- რა თქმა უნდა, ძალიან. კიდევ მაინტერესებს, სტელას თუ აჭამეთ?
- მაგ გასიებულს კიდე ჭამა უნდა? ძლივს მოძრაობს! - ჩაიხითხითა თედომ.
- არ გაგიგოს, თორემ ეწყინება და ლოგინში მკვდარ ვირთხას მოგიტანს!
- მკვდარი ვირთხა რომ მომითრიოს, მინიმუმ უნდა გაინძრეს.
- მაშინ, უარესი, ლოგინში მოგისაქმებს.
- ხოდა, სახლიდან გავაგდებთ!
- ვატყობ, ვიღაცას ყურებს ავუწევთ!
- ნუ იჩხუბებთ ახლა, - ჩაერია მამა. - ვაჭამეთ სტელას, ვაჭამეთ. ხომ არ ვაშიმშილებდით, აბა?
- თავს გადაგვჭამდა, რომ არ გვეჭმია.
ხელები დავიბანე და „ბრძოლის ველი“ შევათვალიერე. თავდაყირა დაეყენებინათ ჩემი საგულდაგულოდ გახეხილ-გაწმენდილი სამზარეულო. ნიჟარა გასარეცხი ჭურჭელით იყო ამოვსებული, ბოსტნეულის, მწვანილისა და ხორცის ნარჩენები აქეთ-იქი ეყარა.
- აქ ბომბი ჩამოაგდეს?
- კარგი, ჰო, არ გადაირიო, შეიძლება ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, მაგრამ ღირდა... - ხელი გადამხვია წინსაფარში გამოწყობილმა მამაჩემმა და თვალი ჩამიკრა. მოკლედ, ჩემი მშობლემი ყირაზე გადადიოდნენ, ოღონ ჩემს ძმას კომპიუტერისთვის თავი დაენებებინა.
- და რა მოამზადეთ?
- თედომ - „ფარშის ნავები ბოსტნეულის შიგთავსით აჭარული ხაჭაპურის სტილში“, ხოლო მე „ტომატში ჩათუშული ქათმის ფილე, სულგუნით“.
- კარგი, შეფებო, გავიგოთ, რომელია თქვენში საუკეთესო!
მამამ მობილური ამოიღო ვიდეოს გადასაღებად. მე ხელში დიდი, ხის კოვზი ავიღე, ვითომ მიკროფონი მეჭირა:
- მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო! აი, დადგა დღე, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით მთელი სეზონის განმავლობაში! შეგახსენებთ, რომ „კულინარიული დუელის“ ფინალისტები არიან შეფ თედიუსი და შეფ ერეკლიუსი. ახლა მე, თქვენი თანდასწრებით, დავაგემოვნებ ორივეს მიერ შემოთავაზებულ კერძს და შევაფასებ მას, როგორც ვიზიალური მახასიათებლების, ასევე გემოს მიხედვით. თედიუს, წარგვიდგინეთ თქვენი ნახელავი.
- მეგობრებო, ჩემი კერძისთვის გამოვიყენე შერეული ფარში, პომიდორი, ოხრახუში, ხახვი, მარილი... - თედო შეჩერდა. - მამა, რაღაც დამავიწყდა.
- მანის ბურღული და კვერცხი.
- ხო, მანის ბურღული და კვერცხი. - გაიმეორა თედომ.
- რეცეპტი საიდან, შეფ?
- დედას ძველი რვეულებიდან.
- კარგი... დაგემოვნების დროა! - კერძს გამომცდელი მზერა შევავლე, მერე თედოსკენ მივმართე მოჭუტული თვალები, ვითომ ძალიან მეპარებოდა ეჭვი მის შესაძლებლობებში. ჩანგალი ხმალივით მოვმართე და მოვიქნიე: - უფრთხილდით ამ ჩანგალს, საჭმელებო! დაუჩხვლეტავი არავინ დარჩება!
მშვენიერი ფარშის ნავები იყო.
- მარილი აკლია, შეფ. სხვა მხრივ „პერფექტო!“ - ვუთხარი ჩემს ძმას და თმა ავუჩეჩე.
რაღაც სულელური და ძალიან სასაცილო ცეკვა დაიწყო თედომ, ისე იკლაკნებოდა, გეგონებოდა მკბენარები შეესივნენო.
- მამა, მიეცი თედიკოს მობილური, ახლა ეგ გადაიღებს. შენი შეფასების დროა და უნდა გამოჩნდე ვიდეოში.
დაძინებამდე კარგი დრო გავატარე ოჯახთან ერთად. უჯრაში ჩემთვისაც მოიძებნა (დედას ძველი) წინსაფარი. გამოვეწყვე და სამ მუშკეტერად გადავიქეცით! რა თქმა უნდა, „კულინარიულ დუელში“ მამაშვილობამ გაიმარჯვა, ანუ ორივე კოცნითა და აპლოდისმენტებით დავაჯილდოვე. მამა დამპირდა, ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში არ ატვირთავ, მხოლოდ დედათქვენს გაუგზავნიო... ალბათ, იმიტომ რომ ბავშვურად შეეხარბებინა, როგორ ვერთობოდით მის გარეშე (ან დაენახებინა, რა კარგი მამა იყო). სინამდვილეში, ყველას ძალიან გვაკლდა ეკატერინეს სიახლოვე, მზრუნველობა და სითბო; მისგან შორს ყოფნის მოუშორებელი სევდა მარტო ამ მხიარულებას კი არა, ჩვენს ყოველდღიურობას გასდევდა ლაიტმოტივად. გემრიელად ვივახშმეთ და დაწოლამდე მამას ხუმრობებზე გულიანად ვიცინეთ. ყველაფერი კარგად იყო, ისრაელთან ჩაფლავებული პაემანი გადავაგორე.
თორმეტი საათისთვის თედო დასაძინებლად გავისტუმრე და მობილური მამასთან დავატოვებინე, რომ მთელი ღამე თამაშში არ გადაეთენებინა. ამჯერად არ უწუწუნია ჩემს ძმას, რადგან გასული დღის მოვლენებით კმაყოფილი იყო. რა თქმა უნდა, კმაყოფილი იქნებოდა?! განა ბევრი ბავშვი თამაშობს მამასთან ერთად „კულინარობანას?“ მერე ერეკლეს ტკბილი ძილი ვუსურვე და საძინებელში ჩავიკეტე.
- როგორც იქნა, დამთავრდა ეს გრძელი, ემოციური და სტრესული შაბათ-კვირა...
შეძლებისდაგავარად დავიმასაჟე ბეჭები, რომ დაჭიმულობა მომხსნოდა. ლევიკო გამახსენდა. მასაჟი არაჩვეულებრივად ეხერხებოდა. სამოსი გავიხადე და სკამზე მივაკიდე. „ებრაული“ კაშნეც იქვე ეგდო. მისი შემჩნევისთანავე წამიხდა განწყობა. თვალი სასწრაფოდ ავარიდე და მაკიაჟის მოშორება დავიწყე. თითქოს ნიშნის მოგებით მიყურებდა და დამცინოდა, რა გეგონა, კაცის გულს ნაჭრის ნაგლეჯით მოიგებდიო?
- არა, არ მეგონა! საერთოდ, რატომ უნდა მნდომებოდა მისი გულის მოგება?! უბრადლო, შევხვდი. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თავად უნდოდა.
- ხო? მასე იტყუებ თავს? მშვენიერი სტრატეგია შეგირჩევია! - ჩემი მასხრად აგდება განაგრძო კაშნემ. - ბარემ ისიც დააბრალე, რომ ძალით წაგათრია და მისი ნახვა თავად არ გინდოდა.
განრისხებული წამოვვარდი, ფანჯარა გამოვაღე და მთელი ძალით მოვისროლე ნაჭერი. ნეტავ, რაც შეიძლებოდა შორს გადავარდნილიყო, ვინმეს ეპოვნა და თან გაეყოლებინა.
- ხო, ისრაელ, ნამდვილად აქვთ ნივთებს თავიანთი ისტორია, და ზოგჯერ სწორედ მაგიტომ გვინდა მათი თავიდან მოშორება!
საღამური ჩავიცვი და შუქი ჩავაქვრე. საწოლში მოკალათება ვცადე, მაგრამ ბალიში გაბრტყელებული მომეჩვენა, საბანი კი მოუხერხებლად დიდი და მასში ავიბლანდე. სოციალურ ქსელში შევედი. ჩვენი ჩატი გავხსენი და დაჟინებით ჩავაშტერდი, თითქოს, თვალს თუ არ მოვაშორებდი, მომწერდა. ერთი საათი მაინც მივჩერებოდი ჩატს. ერთხელაც არ გამოჩენილა ის სანატრელი „სამი წერტილი“ (typing…). ჩვენს ძველ მიმოწერას გადავხედე.
„ჩემი ეშმაკუნა გოგო, სულ შენზე მეფიქრება.“
„ეგ იმიტომ, რომ გეშინია ჯოჯოხეთში არ ჩაგათრიო.“
„ჩამათრიე, გთხოვ, ჩამათრიე!“
„მერე და, არ გეშინია?“
„ნუ აღმაგზნებ.“
„აღარ გაიმეორო ეგ. ხომ გაგაფრთხილე, კარგი ბიჭი უნდა იყო, ისე არ შეგხვდები-მეთქი.“
„კარგი ბიჭი ვარ, ყველაზე კარგი ბიჭი.“
„ასე უკეთესია, პლატონურ ნოტებზე გადაერთე.“
„პლატონური სიყვარული? მაგას ეძებ შენ?“
„არაფერსაც არ ვეძებ, ისრაელ, მითუმეტეს საწოლს ჩასახტომად.“
„როგორ, არა, მე მეძებდი მთელი ცხოვრება, თებეა. ხოდა, გილოცავ! მიპოვე! ჩემს საწოლში ვერ ჩახტები, ისედაც მძიმე ვარ და ეგრევე ჩატყდება.“
„აბა, შენ თუ გიპოვე, აწი რაღა მიჭირს. რა იღბლიანი ქალი ვარ.“
„ძალიან!“
„ისრაელ, ახლა რასაც მოგწერ, გთხოვ, ყურადღებით წაიკითხე, რადგან მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის. ურთიერთობა, თუ მას ვიწყებ, ჩემთვის სიღრმისეული, სულიერი კავშირია. ვფიქრობ, ქალებს, რომლებიც თანხმდებიან „ერთი ღამის“ ურთიერთობას, თავმოყვარეობა არ აქვთ და არც საკუთარი თავის ფასი იციან.“
„შენ თუ ეჭვობ, რომ მე საწოლისთვის მინდიხარ, მწარედ ცდები.“
„მაგას რომ ვეჭვობდე, არ შეგხვდებოდი. უბრალოდ, არ მინდა რომელიმე ჩვენგანს იმედი გაუცრუვდეს.“
მობილური გადავდე. დაძინება ვცადე, მაგრამ საზიზღარმა კითხვამ არ მომასვენა; კითხვამ, რომელსაც ყოველი წარუმატებელი პაემნის ან ურთიერთობის შემდეგ ვუსვამთ საკუთარ თავს ქალები: „რა არ მოეწონა ჩემში?“ უამრავი პასუხი ვიპოვე, შეიძლებოდა ჩემი სიცილი არ მოსწონებოდა, ან მოსაწყენად ჩავეთვალე, ან - ზედმეტად სერიოზულად. იქნებ, ისეთი სურნელი არ მქონდა, როგორსაც ისურვებდა ან ჩემდამი ლტოლვა ვერ იგრძნო. რაც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, მე ვერასდროს შევიტყობდი.
უმწეობამ და სრულმა გაურკვევლოვამ თვითგვემაში ჩამაგდო. ვერაფრით დავმშვიდდი. ვბორგავდი, ვცქმუტავდი, კანში ვეღარ ვეტეოდი. უზომოდ ვბრაზობდი საკუთარ თავზე. ცრემლები ყელში მიჭერდა, მინდოდა მეყვირა, მაგრამ პირიდან ხმა არ ამომდიოდა.
საოცრად მომენატრა დედაჩემი, მინდოდა მის კალთაში ჩამედო თავი და ყველაფერი დეტალურად მომეთხრო - ისრაელის პირველი დანახვიდან გამოსამშვიდობებელ ჩახუტებამდე. მსურდა, ნეგატიური ემოციებისგან დავცლილიყავი, სანამ დედიკო თმაზე მომეფერებოდა, როგორც ბავშვობაში. ვინმემ იცის, რატომ ვიზრდებით ასე მალე? ალბათ, მხოლოდ დრომ. და ვინმემ იცის, როდის ვხდებით იმდენად ზრდასრულები, რომ დედისთვის ხელის ჩაკიდება აღარ გვჭირდება ყოველი წაბორძიკებისას? უსათუოდ, არასდროს.

***
ისრაელი აღარ გამოჩენილა. უფრო სწორად, აღარ მოუწერია, ჩემი ფოტოების მოწონებაც შეწყვიტა. ერთადერთი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ჯერ კიდევ ვახსოვდი, ჩემი „სთორები“ იყო, რომელსაც ყოველდღიურად ამოწმებდა, თითქოს ექიმმა გამოუწერა ძილის წინ თითო აბად. მეც, ხან რას ვტვირთავდი „სთორიში“ და ხან - რას. მაქსიმალურად წარმოვაჩენდი, როგორი საინტერესი იყო ჩემი ყოველდღიურობა; რომ ერთადერთი მიზეზიც კი არ მქონდა გულის დასაწყვეტად ან მის მოსანატრებლად. რამდენიმე, მართლაც, შთამბეჭდავი ფოტო გადავაღებინე ჩემს ფოტოგრაფ დაქალს, ნახოს ვინ დაკარგა-მეთქი. გაგეცინათ, ხო? თავი იცანით, ალბათ. მე კიდე, საერთოდ, არ მეცინება, რადგან მართლა მასე მოვიქეცი.
არ დაგიმალავთ, თავადაც ვინტერესდებოდი მისი ცხოვრებით - ხან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იყო, ხან - სპაში, არც ფეშენებელური ბარ-რესტორნები დაუკლია. მართალია, გოგონასთან ერთად არასდროს დამიფიქსირებია, მაგრამ რთული მისახვედრი არ იყო, რომ ქალების მუსუსი მათ გარეშე არ გაჩერდებოდა.
რა თქმა უნდა, განვაგრძობდი იმ ერთადერთი შეხვედრის ანალიზს. ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა - ჭურჭლის რეცხვისას, აბაზანაში წყლის გადავლებისას, მგზავრობისას, მაღაზიის რიგში დგომისას თუ ყავის დალევისას - ვიხსენებდი პაემნის ყველა დეტალს და მიზეზს ვეძებდი, რის გამოც ისრაელი მოჩვენებასავით აორთქლდა.
დედაჩემის აზრით, მას უბრალოდ ძალიან შეეშინდა სერიოზული რომანის და თავისუფლების დაკარგვის; რომ უცხო რელიგიის ქალთან ურთიეთობაც არ იქნებოდა მისი კულტურული ნიადაგისთვის მისაღები; მე ვეფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ უყვარდა ის იდუმალი გოგო, ცხრა წლის წინ რომ დაშორდა, არ უნდოდა ჩემთან ყოფილიყო და სხვაზე ეფიქრა. ყველა გონივრულ და არაგონივრულ ვერსიას, რასაც კი შეიძლებოდა ეარსება, ვხარშავდი და ვხარშავდი... მაგრამ ბოლოს, ყელში ამომივიდა ამდენი ფიქრი და გადავწყვიტე, თავიდან მომეშორებინა ეს ბიჭი, მისი ჭკვიანი თვალებით, სექსუალური ტიკით, დამატყვევებელი ღიმილით, კუშტი გამომეტყველებითა და უბადლო მუსიკალური გემოვნებით. ყველაფერი, ერთი ხელის მოსმით, სანაგვეში გადამეშვა და იმით დავკავებულიყავი, რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო ჩემი ფსიქოლოგიური მდგრადობისა თუ ემოციური ზრდითვის, უნდა გამეანალიზებინა ლევისთან გატარებული სამი წელიწადი.

***
ნოემბრის ბოლო დღეს, ჩვეულებრივ, ხელფასი დამერიცხა და გადავწყვიტე კარგად მომელხინა გოგონებთან ერთად. ქრისტინეს, სალომეს და თეკოს დავურეკე და გავაფრთხილე, სალონს რომ დაკეტავთ, სახლებში არ დაიფანტოთ, სიურპრიზით დაგადგებით-მეთქი. ლუდი ვიყიდე, მერე რესტორანში გავიარე - ხინკალი, მწყვადი და ქაბაბი შევუკვეთე - და „კაი მამაპაპური“ სუფრით დავადექი თავზე მეგობრებს. კაცს ქეფის გარეშე ხომ არ დავივიწყებდი? საქართველოში, მასეთები არ მოსულა!
გემრიელად რომ შევზარხოშდი თეკოს მობილური გამოვართვი. ვიცრუე, სალაპარაკო აღარ მაქვს და შენსას გამოვიყენე-მეთქი.
- აიღე, რა პრობლემაა.
- ოღონდ, ერთ რამეს დამპირდი.
- რას დაგპირდე, აბა?
- ახლა მესიჯს მივწერ და, როცა უნდა დაგირეკოს, არ გამთქვა რომ მე ვიყავი.
თვალი ჩამიკრა და ხელის მოძრაობით პირზე ელვა შეიკრა. ქრისტინეს და სალომეს მუსიკა ბოლო ხმაზე აწეიათ და ცეკვავდნენ, ჩვენი ჩუმი შეთანხმება არ შეუმჩნევიათ.
„მენატრები.“ - მივწერე ისრაელს.
„რომელი ხარ?“
„ზოგჯერ ვფიქრობ შენზე. მხოლოდ ზოგჯერ.“
„მაინც ვერ ვხდები, ვინ შეიძლება იყო.“
„ჩემს წარმოდგენაში შენს ვერანდაზე ვსხედვართ. მომწონს თბილისის ულამაზესი ხედი შენი ბინიდან. წითელ ღვინოს ვსვამ, გიყურებ და ვფიქრობ, რომ შენ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ხარ, რომელიც ცდილობს ზრდასრული იყოს დიდების სამყაროში. შენ ცდილობ „მაგარი ტიპი“ იყო (ხარ კიდეც), რომ შთაბეჭდილება მოახდინო მეგობრებზე და ქალებზე, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა კომპლექსების ბუდე იმალება, რომელსაც ბავშვობიდან ეზიდები. შენ არაფრის დიდებით არ აჩვენებ ადამიანებს, ვინ ხარ სინამდვილეში. მიუხედავად ამ ბანალური სცენარისა, შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ. ეს მინდოდა მეთქვა. ძილი ნებისა.“
„ოჰ, გამარჯობა, ქეთი.“
„ქეთი არ ვარ, მაგრამ შესაძლოა ის ქალი ვარ, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდი, იპოვე და ვერ იცანი.“
„უბრალოდ გამოგცადე, ვიცი, რომ შენ ხარ, თებეა.“

მეგობრებო, მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ დაიკარგა პირველი პაემნის შემდეგ ისრაელი?
ასევე, თებეას უნდა მიეწერა?

№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესოა,.თებეამ,რომ დარეკა ეს ნორმალურია,ინტერესის გამო.მაგრამ ,ურთიერთობა,რატომ არ შედგა,?ალბად ,გრძნობებში გარკვევა უნდოდა,ან არ მოეწონა.არ ვიცი,

№2  offline წევრი Alaskuna

მაინტერესებს რამოხდებააა, დღეს დილიტ წავიკითხე ყველა და ძალიან მომწონს რაღაც ზედმეტად ადამიანურია და რაღაცნაირი, აი სიტყვებით ვერ ავღწერ ყველა გოგოს თუ ქალის პრობლემაა, შეხვდები ,პრობლემებს აღმოაჩენ და გივიწყებენ მერე გული გტკივა რაღაც ისე ვერ გავაკეთეო და ბოლოს, სევდიანად ჯდები და ელპდები ოდესმე თუ გაახსენდებაი.

მომწონს, გთხოვ მალე დადე... ♡♡

№3  offline წევრი ნანა73

რატომ დაიკარგა პირველი პაემნის შემდეგ ისრაელი, ამ კითხვას ვერაფრით ვერ ვუპასუხებ. მიზეზი არ მაქვს პასუხებზე რომ ვიფიქრო. არც კი ვიცნობ ისრაელს.
მკითხაობა ჩემი არ არის.
თებეას "ესპერიმენტით" კი არაფერი დაშავდა, უბრალოდ ის მაინც გაიგო, რომ ახსოვს..
ძალიან მაინტერესებს რა სჭირს ამ კაცს?
გაქრა საეჭვოდ...
კარგი იქნება თუ მოგვიყვები მასზე.
❤️❤️❤️

№4 სტუმარი Qeti qimucadze

chemi subieqturi mosazrebit mas sheeshinda tebeasi. is chkviani. ganatlebuli zedmwtad chamoyalibebuli da dakvirvebuliaa. zustad ise eogoec shetyobinebashi miscera israels. vitom magari maccho. eomelic tavisi momzibvlelobis migma carsuloa kompleqsebs tu mogoneebebs daatarebs. scorad moiqcaa. gaurkvevlobas yvelaferi sjobss. au mainteresebs zalian gagrzelebaaaa

№5 სტუმარი Life is beautiful

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კსტორია ეს თავი მაინც ჩემ საყვარელ თავად დარჩება:-)<3

არ ვიცი რატომ წავიდა მაგრამ იქნებ.. რაღაცას ელოდა თებეასგან? და ეს მიიღო ამ წერილით.. რაღაც მინიშნება პრინციპში თებეს მიმიშნებას მივხვდით ყველა რომ ძალიან მოეწონა ისრაელი.. და თითქოს ამ განშორებით მას სცდის... ნუ რავი როგორც იქნება.. მარამ ჩემი აზრით გაკეთება ჯობია უმოქმედოდ ჯდომას მერე გული რომ არ დაგწყდეს.. გამეკეთებინა და რაც იქნებოდა იქნებოდაო.. ხოდა ძალიანაც მომწონს რომ მიწერა... მაგრამ იმ ამბავმა რომ ისრაელი მიხვდა ნამდვილად გამახარა... წინაზე მე მოგწერე ცოტა განავრცეთქო, არ ვიცი მაშინ უკვე გქონდა თუ არა დაწერილი მაგრამ ეს აშკარად უფრო გრცელი იყო წვრილმანებში განსაკუთრებით კი თებეა და ისრაელის მიმოწერა და დამაკმაყოფილა,გამაღიმა ენდორფინი გამომიმუშავა ამ ფაქტმა...
აბა ჰე და შენ იცი დიდ და გემრიელ თავს ველი... თან სულმოუთქმელად... უკვე ძალიან მომწონს<3:-)

№6 სტუმარი თმთ

უპს....
♥️♥️????

სტუმარი nancho
ძალიან საინტერესოა,.თებეამ,რომ დარეკა ეს ნორმალურია,ინტერესის გამო.მაგრამ ,ურთიერთობა,რატომ არ შედგა,?ალბად ,გრძნობებში გარკვევა უნდოდა,ან არ მოეწონა.არ ვიცი,

დიდი მადლობა კომენტარისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის. <3 მომავალ თავებში ნელ-ნელა გაიხსენა კვანძი. იმედია, ბოლომდე ჩემთან დარჩებით.

Alaskuna
მაინტერესებს რამოხდებააა, დღეს დილიტ წავიკითხე ყველა და ძალიან მომწონს რაღაც ზედმეტად ადამიანურია და რაღაცნაირი, აი სიტყვებით ვერ ავღწერ ყველა გოგოს თუ ქალის პრობლემაა, შეხვდები ,პრობლემებს აღმოაჩენ და გივიწყებენ მერე გული გტკივა რაღაც ისე ვერ გავაკეთეო და ბოლოს, სევდიანად ჯდები და ელპდები ოდესმე თუ გაახსენდებაი.

მომწონს, გთხოვ მალე დადე... ♡♡

ეს იყო საუკეთესო კომპლიმენტი! იმიტომ რომ ყოველთვის მაგას ვცდილობ, ადამიანური ნაწარმოებები შევქმნა, რომ წაიკითხავს მკითხველი და იფიქრებს, როგორი ნამდვილია... ეს ხომ მეც განმიცდია, ოდესღაც გადამიტანია... მგონი, მწერალი ჩემზე ყვება. ეს არის ჩემი ოცნება <3
დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ემოციისთვის! კიდევ ველოდები თქვენს კომენტარებს.

ნანა73
რატომ დაიკარგა პირველი პაემნის შემდეგ ისრაელი, ამ კითხვას ვერაფრით ვერ ვუპასუხებ. მიზეზი არ მაქვს პასუხებზე რომ ვიფიქრო. არც კი ვიცნობ ისრაელს.
მკითხაობა ჩემი არ არის.
თებეას "ესპერიმენტით" კი არაფერი დაშავდა, უბრალოდ ის მაინც გაიგო, რომ ახსოვს..
ძალიან მაინტერესებს რა სჭირს ამ კაცს?
გაქრა საეჭვოდ...
კარგი იქნება თუ მოგვიყვები მასზე.
❤️❤️❤️

სწორად აღნიშნეთ, ჯერ არ ვიცნობთ ისრაელს, მასზე ფაქტობრივად არაფერი ვიცით. <3 თუმცა, აუცილებლად შევიტყობთ ყველაფერს... ეს ხომ სწორედ თებეას და ისრაელის ისტორიაა, მათი სულების ყველა დეტალი უნდა გამოვააშკარაოთ. მადლობა, რომ ყოველთვის მიწერთ კომენტარს, ძალიან მიხარია. <3

Qeti qimucadze
chemi subieqturi mosazrebit mas sheeshinda tebeasi. is chkviani. ganatlebuli zedmwtad chamoyalibebuli da dakvirvebuliaa. zustad ise eogoec shetyobinebashi miscera israels. vitom magari maccho. eomelic tavisi momzibvlelobis migma carsuloa kompleqsebs tu mogoneebebs daatarebs. scorad moiqcaa. gaurkvevlobas yvelaferi sjobss. au mainteresebs zalian gagrzelebaaaa

მეც, როგორც მკითხველს და ქალს, მაგრამ არა მწერალს (იმიტომ რომ მწერალი მაინც სხვა სამრეკლოდან რეკავს), მგონია, რომ შეეშინდა. ზოგადად მამაკაცები ძალიან მარტივად ფრთხებიან. გეთანხმებით, მეც ყოველთვის ყველაფერი გარკვეული და დალაგებული მირჩევნია. მადლობა გამოხმაურებისთვის და მოსაზრებების გაცვლისთვის. <3

Life is beautiful

მართლა? საყვარელ თავებს კონკრეტული მიზეზებით ვარჩევთ ხოლმე, ძალიან მაინტერესებს შენი მიზეზები. <3
სრულიად გეთანხმები იმაში, რომ გაკეთება სჯობს იმის სინანულს, ნეტავ რა მოხდებოდა, რომ მეცადაო.
კიკი, თავები სწორედ იმიტომ განვავრცე, რომ შენ დამიწერე, დიდი, მსუყე თავები მინდაო <3
ძალიან მიყვარს შენი კომენტარების კითხვა. <3
ყოველ ჯერზე გელოდებიიიი <3

№8 სტუმარი Life is beautiful

ფურცლებში დაკარგული

მადლობა... რომ ელოდები ჩემს კომენტარს<3
ეს ჩემი საყვარელი თავი ისრაელის ბოლო სიტყვების გამოა " უბრალოდ გამოგცადე ვიცი რომ შენ ხარ თებეა" ეს თავი უბრალოდ "რაღაც" ისტორიის მონაკვეთი კიარა პატარა ისტორიაა... ამ თავზე კი იტალია გამახსენდა ალბათ ცოტა უცნაურია მაგრამ ასეა იტალიაში არის ვატიკანი.. და თითქოს მას გავს ისტორიაში პატარა ისტორია... იმედია აგიხსენი ჩემი ამ თავის სიყვარულის მიზეზი....

ძალიან კარგად ახსენი შენი სათქმელი <3 უდავოდ ლამაზად და ცხადად. <3

№10 სტუმარი magari iyo

[right][/right]

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent