შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი(15)


26-11-2020, 23:28
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 2 756

ენდე,მაგრამ გადაამოწმეო,ალბათ,გსმენიათ ფრაზა.ჰოდა,ზუსტად ასე იქცეოდა კამკამიძესთან მიმართებაში ჩერქეზიშვილი. მთელი დრო აკვირდებოდა ბიჭის მონდომებას,მის ყოფას.ბევრი დრო არც დანარჩენების პოვნაში დაჰკარგვია და მათაც მიხედა ისე,როგორც საჭირო იყო.ამის მიზეზი კი მხოლოდ ლეოს და პატარა გოგოს ჩაგვრა არ ყოფილა.ამ საშინელებას,გიორგის კვლავ ჩათრევის მცდელობებიც ემატებოდა.თუმცა ყოველ ჯერზე ახარებდა ბიჭის უარი წარსულთან. გიორგი იმედებს არ უცრუებდა და დემიენიც ხელს უმართავდა, როგორც შეეძლო და ესმოდა,ისე.ბიჭთან ერთად რამდენჯერმე ივახშმა და ისიც გაიგო,რომ ლეოს უნახავს.Გიორგი კამკამიძემ კი თვალებში ჩახედვა ვერ შეძლო. არადა,ლეომ მადლობა გადაუხადა გაფრთხილებითვის და ამან კიდევ ერთხელ გააოგნა კამკამიძე.მთელი გულით მოუნდა ცვილილებები,მითუმეტეს იმ პერიოდში,როცა უიმედობის მორევი ითრევდა.მაშინ როცა სიყვარული აკლდა,აკლდა მეგობრები და აკლდა ყველაფერი ნორმალური.დედამისსაც ოპერაცია ისე გაუკეთდა,მხოლოდ ბილოს შეიტყო რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუჯმჯობესდა და გულიდან ლოდის ნაწილი მოეხსნა.დაივიწყა დროებითი სურვილები,დაიწყო სწავლა.ღამე წიგნებთან ერთად ეძინებოდა.მასწავლებლებს არასდროს აცდენდა.ეს მასწავლებლებიც ისე კარგად ეპყრობოდნენ,ისე გულიანად უხსნიდნენ,არაფერი უნდოდა სწავლის გარდა.უკვე გაცვეთილი სამოსი აღარ ეცვა.აღარ სციოდა გარეთ ისე,როგორც უწინ.დემიენს ეხმიანებოდა ხშირად,თავიდან რიდით და შემდეგ უკვე ისე უყურებდა,როგორც უფროს ძმას.მამაკაცის მიმართ დიდ პატივისცემას გრძნობდა.დემიენი იყო კაცი,რომელსაც უნდოდა დამსგავსებოდა.დემიენი კი სულ ეუბნებოდა იყავი ის,ვინც ხარ და არავინ სხვაო.ლამის გულიც გაუსკდა ღელვისგან,დემიენმა თავისი ოჯახის გასაცნობად რომ დაპატიჟა.
-სასიამოვნოა.-გაუღიმა დემიენის დედამ და ლამაზად გაწყობილი მაგიდისკენ მიუთითა.
-ჩემთვისაც.-მაგიდას მიუჯდა დიდი მორიდებით.ძალიან უნდოდა კარგი შთაბეჭდილების დატოვება.
-დემიენ,წყნეთის აგარაკია გასარემონტებელი და იქნებ მიხედო.-პაატა პრეტენზიული სახით ჩამოჯდა.სულ დიდი მოთხოვნები ჰქონდა თავისი შვილის მიმართ.
-დედიკო,აქ გარეთა ფასადია გაფუჭებული და სჯობს ამით დავიწყოთ.-დემიენმა ამოიოხრა. საქმე თავზესაყრელად ჰქონდა და მშობლები უმატებდნენ,თუმცა გულშიც კი არ დაუწუწუნია.
-გავაკეთებინებ.-არ უნდოდა ასაკოვანი მშობლების ანერვიულება და Მშვიდად უპასუხა.
-მშვენიერია.გიორგი,გადაიღე რა.- ვენერამ მორიდებით მჯდომს სთხოვა.-მოდი,დემი,არ ჭამს უშენოდ ხომ ხედავ?!
-ჩემი წიკვინა სადაა?!-თავისი და მოიკითხა,რომელიც ამერიკაში იყო დროებით წასული და რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა.
-ძინავს.-ვენერას გაეღიმა.-ისე გადაიღალა,ვეღარ გაძლო.შენ რომ არ დახვდი აეროპორტში,ეწყინა.
-დაიწყეთ რა და იმ კაპარჩხანას გავაღვიძებ.უცებ მოვალ.-აცანცარდა აᲛხელა კაცი და ოთახიდან მთელი რიგი შენიშვნების მიუხედავად,მაინც გააჭრა.საძინებლის კარი შეაღო და წაბლისფერთმიანი დაინახა. მუცელზე გაწოლილი მშვიდად სუნთქავდა.მიუახლოვდა პატარა ალქაჯს და ლოყაზე აკოცა.გოგონა არც შერხეულა,ისეთი დაღლილი იყო,ცივი წყლის შესხმა თუ გააღვიძებდა მხოლოდ.
-გაიღვიძე!მოვედი,ჩემო ქაჯო.-ლოყაზე უკბინა და გოგონამაც ხელი მოუქნია,თუმცა გაუკავეს.-მომენატრე,მოდი ჰე!-თვალები არც გაუხელია ისე წამოაჯინა და გულში ჩაიკრა.-მომენატრე,ჩემო პატარა..ჩემო ფსიქოლოგიურო ტრამვავ..
-საქონელო!-გოგონამაც მოჰხვია მკლავები და თვალები გაახილა გაჭირვებით.-ჩემო ცხოვრების ტანჯვავ!
-ანა,მართლა მომენატრე.-ლოყებზე აკოცა.
-დემიენ,მეც..-ატირდა და ხელები მაგრად შემოაჭდო.-მიყვარხარ, ღმერთო,ძალიან მიყვარხარ და სიგიჟემდე მომენატრე,დემიენ.- ცრემლების ხელახალი ტალღა გადმოსცვივდა.
-მეც,პატარავ,მეც მიყვარხარ.ჩემი პატარა თოვლის გუნდაა.-მკერდით იგრძნო პატარა დის სიხარულისგან აძგერებული გული და ბედნიერებისგან ლამის გულმა დაარტყა.-რა ჩამომიტანე?
-საჩუქარი!აღარ წავალ უშენოდ არსად,ვერ გავძლებ.ისედაც სულ მენატრებოდი,სულ მეტირებოდა. ჯანდაბა!ესე რატომ მიყვარხარ,შენ საძაგელო!-ლოყებზე Ხელები დააწყო და თავისნაირ ყავისფერებს ჩაჰხედა ატირებულმა.
-არ გეყვარები და შენი აჯობებს!- ლოყაზე აკოცა ბევრჯერ.-ახლა სტუმარი გვყავს,გაგაცნობ.-ცრემლები მოსწმინდა.
-არ მითხრა რომ შეყვარებულია.-თვალები აატრიალა.-უკვე მძულს თუ ეგაა.
-არა,ის არაა.-გაეცინᲐ ჩერქეზიშვილს.-ტყუილად გძულს,კარგი გოგოა.
-დაიცადე,უკვე არის ვიღაც შენს ცხოვრებაში?!-კოპები შეკრა უმცროსმა ჩერქეზიშვილმა.
-ოიი,ჭორიკანა,ადექი ფეხზე!-წამოაგდო დაბალი გოგონა ფეხზე და გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა.-ჩემი ლამაზი გოგო.-თავზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა.-ანიუს,შენ შეყვარებული და კაცი არ მიხსენო.
-აუფ!როგორც იტყვი.-გაეცინა გოგოს.
-როგორც ვიტყვი,დიახაც.-შუბლზე აკოცა და გაიყვანა მისაღებ ოთახში.საღამო ისე სახალისოდ მიდიოდა,გიორგიც უჩვეულოდ თბილ გარეᲛოში იყო და თავს კარგად გრძნობდა.უყურებდა იმ ოჯახს,რომლის ყოლაც ოცნებებშიც კი არ შეეძლო. დემიენის დაც ხალისიანი გოგო აღმოჩნდა.9-კენ უკვე წამოსვლის დრო რომ დადგა,კართან ჩაეხუტა დემიენს.
-არ წახვიდე რა,არ მეყო.-ანამ უჩურჩულა ყურში.
-გიორგი უნდა დავტოვო სახლში და საერთოდ,ხვალ მოდი ჩემთან სამსახურში,მერე რაც გინდა გავაფუჭოთ.-თმებზე გადაუსვა ხელი.-დამირეკე და რეზოს გამოვუშვებ,მოგიყვანს.-ლოყებზე აკოცა რამდენჯერმე.-ჩემო პარაზიტოო.
-ტკიპა!-მკლავზე უჩქმიტა და ლოყაზე აკოცა სწრაფად.- ხვალამდე შეყვარებულიანო ბიჭო!
-ჩუმად გოგო!საიდუმლოა.- თვალები დაუბრიალა.
-კარგი ჰო!-პირზე აიფარა ხელი და უკან დაიხია.-როცა გამაცნობ,მაშინ მოვიფიქრებ,ცუდია თუ უფრო ცუდი.
-არცერთი.მოგეწონება.-ცხვირზე დაქაჩა.
-უტაქტო და უხეშო!-მიაძახა და  კარის ჩარჩოს მიეყრდნო.ძმას იქამდე უყურა,სანამ თვალს არ მიეფარა.
დემიენმა გიორგი სახლში დატოვა. ჩხეიძის ნახვის სურვილი მოერია და გადაურეკა.
-გისმენ,როგორ ხარ?!- სიცილნაერვი ხმა გაიგო.ესეთი ჩხეიძე გულს უფართხალებდა ხოლმე.
-სახლში ხარ უკვე?უნდა გამოგიარო,საქმე მაქვს.-თვალი გაუშტერა ლამპიონის შუქს,ნიკეას მონატრება შეᲛოაწვა ერთიანად.
-არა,სანდრასთან ვარ და აქ ვრჩები.რა საქმე გაქვს?-ნიკეც დაინტერესდა.
-მისამართი მითხარი და 10 წუთით ჩამოირბინე რა.-პატარა ბიჭივᲘთ აჟიტირდა.
-კარგი,მოდი.-მართლა მიაკითხა და მანქანაში ჩამჯდარის სერიოზულ გამომეტყველებაზე გაეღიმა.
-დემიენ,ხვალამდე ვერ მოიცდიდა? ხომ მშვიდობა გაქვს?
-კი,კი,მშვიდობაა.-გადახრილმა თმებში აუხლართა თითები.-ერთი იდეა მაქვს და შენი აზრი მაინტერესებს.-ლოყაზე მიაკრო ტუჩები და უკან დაიხია.ისევ თმებზე წაეთამაშა.
-გისმენ ყურადღებით.-გაუღიმა მამაკაცს და თვალი თვალში გაუყარა.
-ახალ პროექტს იწყებენ და შემომთავაზეს რამდენიმე ვარიანტი,ჰოდა,მინდა ერთად გადავხედოთ.პირველი არ ჩანს ცუდი,მაგრამ აი,რაღაც ისე ვერ არის.მეორე ვარიანტში მოგება არ გვაქვს დიდი და გაჭირდება საქმე.
-მეილზე ვერ გადმომიგზავნი რომ ჩავხედო თუ ლეპტოპი გაქვს აქ?
-კი,გადმოვგზავნი.დიახ,ლეპტოპიც მაქვს.თუმცა მეორე საშინელი პრობლემა ისაა,რომ დიზაინერი აღარ გვყავს.
-ვარიანტები არ გაქვს?არავინ მოსულა გასაუბრებაზე?იქნებ რამე შევქმნათ მანამდე ჩვენით.
-კი,მოვიდა რამდენიმე.-უკან ედო ლეპტოპი და წინ,მუხლებზე დაიდო.
-ვერ ავარჩიე.ზოგს კარგი ნამუშევრები აქვს და უოპასუხისმგებლოა.ზოგი პირიქით და ასე რა.
გაუხსნა ფაილები და მიყოლებით აჩვენა.ორ ბიჭს შორის მერყეობდა დემიენი,ვერ გადაეწყვიტა რომელი აეყვანა.
-უპასუხისმგებლობაში რას გულისხმობ კონკრეტულად?
-ერთ საკითხს შეიძლება ჩააცივდეს და ის აკეთოს თვეობით.შეიძლება არ მაქვს მუზაო თქვას და არ გაეკაროს,შენ უნდა უხადო რა ხელფასი.ოღონდ თუ მოუნდა ადგომა და წასვლა,ნებისმიერ დროს შეუძლია ადგეს და შეწყვიტოს მუშაობა.
-ეუ,რა ძმაა..-ჩაეცინა ჩხეიძეს.- უდაოდ კარგი ნამუშევრები აქვს.
-მაგრამ ჩვენ გეგმას მივყვებით. ლიმიტი გვაქვს დროის,იმას ვერც გადაცდები და ვერაფერი.

-ჰო..აი,მე ვფიქრობ ეს უნდა აიყვანო. ლამაზი ნამუშევრები აქვს, გამოცდილებაც და ნახე, რეკომენდაციაც აქვს მშვენიერი.- მეორე ფაილს დააკვირდა ყურადღებით.
-მეორეც მომეწონა,მაგრამ ეს რაღაც არ ხასიათდება ისე კარგად, რომ ვანდო საქმე.-მხარზე ჩამოადო ჩხეიძეს თავი და თვალები დახუჭა. ნიკეამ ლოყაზე მოუსვა ხელი,მერე კი შუბლზე აკოცა.-სახლის რემონტიც მომთხოვეს მშობლებმა. ავიწევი ჭკუიდან.-პირველად ამოიწუწუნა გოგოს მხრზე.
-მე აქ ვარ,მოგეხმარები,როცა დაგჭირდება.-თავი ჩამოაყრდნო მას და ფერება განაგრძო.- დასვენება გჭირდება,დემიენ.
-მაბრუებ,ჩამეძინება იცოდე.
-არ გაითიშო,არ გაᲛაᲒიჟო!- თვალებზე და ლოყაზე აკოცა ჩერქეზიშვილს.-მართლა გეუბნები, არ დაგეძინოს.
-ვინ ვის აგიჟებს კიდევ საკითხავია.- ნიკაპზე ჩავლებული თითებით დაეპატრონა გაბუტულ ტუჩებს, რომელიც მონდომებით ჰყვებოდა მამაკაცის ბაგეების მოძრაობას. სითბოს სითბოთი პასუხობდა და ჩერქეზიშვილიც ბედნიერი იყო.- შენ რომ ხარ რა მარტივია პასუხამდე მისვლა ხოლმე.- დემიენმა ამოიჩურჩულა და მხარზე აკოცა გაბრუებულ გოგოს.
-ჰო?!
-კი,ნიკე.-ნიკაპზე მიაკრო ტუჩები და თვალებმილულულ გოგონას აჰხედა.-პატარავ,ხვალ დილიდან დამჭირდები,მინდა გავარჩიოთ ყველა იდეა.შენ სხვა კუთხით მანახებ ხოლმე საკითხს და მერე ყველაფერი ისე მიდის,როგორც ამბობ.
-ნუ მეთათუნები,ყურადღება მეფანტება!-ხელი გააწევინა გვერდით და წინ გაიხედა.-ხვალ ადრე მოვალ და განვიხილოთ. მშვიდად დაიძინე.-ლეპტოპი გამოურთო და უკან გადადო.-ავალ უკვე,თორემ სანდრა ან გაიყინება და ან გადმოვარდება თავით აივნიდან.-გაეცინა.
-ხელი ხომ არ დავუქნიო?
-მიესალმე,გაუხარდება.-ჩხეიძემ აიჩეჩა მხრები.დემიენმა კარი გააღო და თავი გაჰყო.აივანზე მდგარი ლამაზი გოგონა შენიშნა და ხელი დაუქნია ღიმილით.სანდრას ეუხერხულა,თუმცა მანაც იგივე გაიმეორა და ანიშნა გამოუშვი მალეო.
-ᲒაგᲘშვა?-ჩაჯდა ისევ.- ფაქტობრივად მიბრძანა.
-კი,ზოგადად თხოვნა არ იცის რა არის,გიბრძანებს ხოლმე ან გაიძულებს.-გაეცინა ნიკეას.-კარგი,
ღამემშვიდობის.
-ისე არ ახვიდე,ერთხელაც მაკოცე რა.-ლოყაზე სწრაფად აკოცა გოგომ და მანქანიდან გადახტა.
-ტკბილი ძილი!-ხელი აუწია და სადარბაზოში შევარდა.
-----
დილით მართლა ადრე მივიდა ჩხეიძე ოფისში.დემიენის სამუშაო ოთახში შევიდა და გვერდით მიუჯდა.ყურადღებით გადახედეს პროექტებს,გეგმებს და ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს.ნიკე მალე უნდა წასულიყო,ლეო უნდა ენახა.დემიენი გულისყურით უსმენდა და მართლა ფიქრობდა იმაზე,რასაც ნიკე სთავაზობდა. საქმის განხილვას შეყოლილებს კაკუნის ხმა შემოესმათ,შემდეგ გაიღო კარი და გამოჩნდა საშუალოზე დაბალი,თუმცა ლამაზი გოგო, წაბლისფერი თმითა და ფრიალა კაბით.
-უი,გამარჯობა.-გაუღიმა ნიკეას.
-მოდი,მოდი.გამიშრე სისხლი,სხვა რა საქმე გაქვს.-გაუცინა პატარა დას და ახლოს მოსული მიიხუტა. ნიკეს გაეღიმა,იმდენად საყვარელი იყო ეს გოგონა.-ეს არის ჩემი პატარა შინაური ცხოველი,ვერ მოვათვინიერეთ,მაგრამ ვუმკლავდებᲘთ რა..-ნიკეს გაეცინა.
-ამ ხუმარა მამაკაცის და ვარ,ანა..
-ნიკეა.-ხელი ჩამოართვა გოგონას.
-ლამაზი სახელია.-გაეღიმა ანას.
-შენიც.-ნიკემ წარბები აწკინტა.
-აბა,ბატონი დემიენ უფროსი ხომ არ გაბრაზებს?-დემიენს სუნთქვა შეეკრა და გაფითრდა.
სიმართლის გამჟღავნება ასეც არ ეჩქარებოდა.
-Ამაზე უფროსები მწყალობენ.-ანას დაბნეულმა სახემ გონება გაუხსნა ჩხეიძეს და გული შეეკუმშა.
-ვინ უფროსები?!მამა აღარაა და
-ანა,ირინკა ნახე,არ მოგენატრა?!
-კი,კი.ვნახავ დანარჩენებს და შემოგაკითხავ.-ლოყაზე აკოცა და გაიქცა ოთახიდან.
-აგიხსნი,ნიკი..
-გისმენ,ამიხსენი.- იმედგაცრუებული მიეყრდნო კარს ზურგით და მოახლოებულ მამაკაცს აწყლიანებული ზღვისფერებᲘ შეანათა.-რატომ მომატყუე...-ტუჩი დაებრიცა ჩხეიძეს.ერთადერთი მამაკაცი,რომელიც აქამდე მოუშვა და სიახლოვის ნება დართო. რომელიც მოსწონდა,პატივს სცემდა,იზიდავდა და უფრო მეტიც, სულიც კი უფორიაქდებოდა მასთან,მოატყუა.მამაკაცმა მოატყუა.მან,ვისაც ენდებოდა.
-იტირებ და თავს დავიხრჩობ, ოღონდ მართლა.-ლოყაზე იგრძნო მამაკაცის ხელი,რომელიც ისეთი თბილი და საამო იყო,უფრო უჩუყებდა გულს.-ძალიან მომეწონე Დანახვის პირველივე წამიდან.შენ ისე ბრაზობდი,არასდროს გამცემდი ხმას.თავიდან ინტერესი მქონდა,ძალიან დიდი სურვილი შენთან სიახლოვის.-თვალებში უყურებდა.-მხოლოდ სამსახური თუ მომიყვანდა შენამდე.არ ვიცოდი როგორი კადრი იქნებოდი,მაგრამ აგიყვანე.-ჩხეიძემ თავი შეიკავა რომ არ ატირებულიყო.-მომწონდა როგორც მუშაობდი,მართლა გეუბნები..-Გაჩუმდა და შუბლზე აკოცა კარზე აკრულს.
-აქედან წასვლა მინდა. განცხადებას დავწერ.-ხმაში შეერია ტირილის ნოტები.
-არ წახვიდე,გთხოვ.-გული შეუქანდა ჩხეიძის გატეხილი ხმის მოსმენისას.-მჭირდები შენ და დაუმსახურებლად არაფერი გაქვს. ყველაფერი,რაც დღეს შენს ცხოვრებაში მიმდინარეობს,შენი დამსახურებაა,დაფიცება შემიძლია.
-რას ლაპარაკობ,დემიენ!ჩემთან დაწოლა გინდოდა!ყველაფერი ქენი რომ ახლოს მოსულიყავი!- ტონს აუწია.
-მთელ საზოგადოებას ნუ შეყრი! შენთან დაწოლა რომ მდომოდა მხოლოდ აქამდე გაგიმხელდი მაგას,მაგრამ ველოდები, ველოდები იმ მომემტს რომ შენთვისაც ჩემთან ყოფნა,რაღაც სურვილზე მეტი იყოს.ჩემთვის ის კოცნაც არ იყო უბრალო და არც შენს მკერდზე თავის ჩამოდება იყო ის,რასაც ყველასთან ვაკეთებ!- მენჯით მიაწვა მენჯზე და სიმხურვალე უწილადა საყვარელ სხეულს.
-მატყუებდი,შენ მე მატყუებდი..- ხელის კვრით უნდოდა ჩამოეხსნა გამაბრუებელი ზემოქმედებების მქონე დამსახურებული პირი.
-თუ გეტყოდი,წახვიდოდი...მე შანსი აღარ მექნებოდა და
-და რა?ეგოისტი ხარ!ხომ ნახე რომ ჩემი სტილი არაა ერთი ღამის ურთიერთობები!ვიღაცის შეიძლება არის,მაგრამ ჩემი-არა.იმედი მაინც გქოდა რომ დავსუსტდებოდი?!ჩემი ჩაწოლის გარდა,სხვა რამ გქონდა იდეაში?ახლა თვები იმიტომ მკოცნი,რომ ელოდები ჰორმონებს როდის ვერ დავიმორჩილებ?!
-არასდროს ცდილობ დამორჩილებას,ნიკი.-კოცნაზე კოცნით არ უპასუხა.გვერდით გაატრიალა სახე.-ამის დედაც! გახსოვს ღამე,როცა გეგა დაჭრეს? იმ ღამით შემეძლო ის კორსეტი გამეხსნა,კაბა გამეყოლებინა და ჩემი გამეხადე.გავჩერდი და იმიტომ გავჩერდი,რომ მხოლოდ გინდოდა შეგხებოდი,არ გიყვარვარ.ოდნავადაც არ.ეს კი ყველა შენს ქმედებაში ჩანს.- წელზე მოჰხვია ხელი და საფეთქელზე აკოცა გაქვავებულს.
-რა ცუდად მექცევი,საშინლად.სულ თამაში იყო არა?! მთელი წელი!მთელი დედანატირები წელი და მეტი,იმას ჩალიჩობდი შემყვარებოდი?რისთვის?შე ეგოისტო!-გაუძალიანდა მკლავებში მომწყვდეული სუსტი სხეული.
-ჩშშ!-ცდილობდა განრისხებული გოგოს ჩახუტებას,ბოლოს მოახერხა კიდეც.თმებზე დაუსვა ხელი და განერვიულებულის გულისცემა იგრძნო.-რომ მდომოდა,მოგანდომებდი,ნიკი. მაგრამ მაშინ მხოლოდ შენი სხეული უნდა მინდოდეს,მე კი ყველაფრიანად მინდიხარ, ყველაფრიანად.-თავი ააწევინა ატირებულს და ათრთოლებულ ტუჩებზე აკოცა.
ნიკეას მთელი სხეული გაეყინა მღელვარებისგან.დემიენს კი გული გაუჩერდა ლამის.ხელი მიჰკრა საიდანღაც მოკრებილი ძალით და ოთახიდან გაიქცა.არავის დამშვიდობებია,ნივთები აიღო და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.
დემიენი ჩამოჯდა და სახეზე აიფარა ხელები.
-დამერხა.-ჩხეიძის სურნელი დასტრიალებდა,მაგრამ ამაზე მტკივნეული მომენტი,როცა შეეძლო გოგო სამუდამოდ დაეკარგა,ჯერ არ ყოფილა.ანა შემოვიდა კისკისით და თავისი ძმა რომ გაფითრებული დაინახა,თან თეთრ პერანგზე ტუშის ლაქა Აჩნდა,მიხვდა საქმე კარგად არ იყო.
-რა მოხდა?!-ყელი გაუშრა ანას.
-არაფერი...-ეცადა გაეღიმა, გამოუვიდა კიდეც.
-ის გოგო სად წავიდა?-წარბი ასწია ანამ.-წეღან დავინახე,გარბოდა.
-ნიკემ გაიგო ყველაᲤერი და პანიკა აქვს.-თავი ატკივდა.შუბლზე მიიჭირა ხელი.-ჯანდაბა.
-ვერ მივხვდი,დემიენ!-ანა ჩამოუჯდა ახლოს,დაბნეული გამომეტყველებით.
-არ იცოდა რომ მე ვიყავი უფროსი და გაბრაზდა,მაგრამ ეგ არაფერი. კეთილი გული აქვს,მაპატიებს.
-მე,მე არ ვიცოდი,დემიენ.-ბავშვს თვალები აუწყლიანდა.
-შენ რა შუაში ხარ.მე ვარ აქ უტვინო,არ უნდა დამემალა სიმართლე.
-ჩემი ბრალია..-ცრემლების შეკავებას ეცადა.
-ანა,შენ მაინც ნუ განიცდი რა.მაგას ამ ისტერიკას არ მოვუთმენ.ეგ გოგო ჩემი ნაწილია,ჩემი ყველაფერი და ესე მარტივად ვერ წავა.-თავის დას ხელი გადაჰხვია.- შენ მოგეწონა?!-გაუცინა გოგოს და ლოყებზე აკოცა.-ჩემი ლამაზი გოგო...
-მომეწონა,კი..-თავი დაუქნია თავის ძმას.-ბოდიში,მე
-იცოდე გადაგკიდებ ფანჯრიდან! მაინც გაიგებდა,გესმის?!დღეს თუ არა ხვალ,ხვალ თუ არა ზეგ.. კიდევ კარგი წამოგცდა,მე მაგას ვაჩვენებ! ეს დღე ჩვენია,წამოდი,ანიუს!დღევანდელი გადამატანინე რა.
-----------
-რატომ ჩხუბობ მას შემდეგ,რაც მოხვედი?!-თამარა გაღიზიანდა ნიკეს ტონზე.
-მარტო მინდა ყოფნა,შეიძლება?!- ტატო გამოართვა და საძინებელში გაიყვანა.
-მე რას მერჩი?გადავიდე ცალკე საცხოვრებლად თუ რას მეუბნები მაგ ქცევით?!-მიᲐძახა თამარამ და სამზარეულოში გავიდა.ნიკეს ტელეფონი რეკავდა და თამარამ იფიქრა,შევუტან ნიკესო,მაგრამ გოგომ უთხრა გაუთიშეო.
-დემიენი,ე.ი. დემიენი.-თამარამ დაჰხედა მობილურის ეკრანზე გამოსახულ სახელს,მიხვდა თავისი შვილის სახეზე ასახული ემოციის მიზეზს.-საქმე სერიოზულადაა.

ჩხეიძე ბავშვის დაძინებას ცდილობდა,მაგრამ ტატო თამაშის ხასიათზე იყო.
-ტატო,დაწექი,აბა.დავიძინოთ.- ბავშვმა გაუცინა და ფეხე წამოდგომა სცადა.-ბიჭო,მოდი აქ.- მუცელზე მოჰხვია ხელი,ახლოს მიიხუტა.-პატარა Მსუნაგო,რა გამაიმუნებული ხარ,რა არის?!

-ალა,ალა,ალა..-ახვანცალდა ტატო და პირში გაიქანა ხელი,თან უცნაურ ბგერებს გამოსცემდა პირიდან.
-შენი უარი განვიხილე და მინდა გაცნობო,უარყოფილია.ვიძინებთ.- ზურგზე მოუსვა ხელი ღიღინით.
ტატოს არ უნდოდა ძილი.
-რანაირი ბავშვი ხარ,შენ ადგილას  ვიყო,თუ ვიწუწუნო Დაძინებაზე რა.
ტატომ თავი წამოყო.აშკარად ვერ ისვენებდა.ჰოდა,ჩხეიძემაც ხელში აიყვანა,ისე დაატარებდა და ძლივს ჩაიძინა ბავშვმაც.წამოწვა ტატოსთან ერთად და წამოეტირა. ვერ მიხვდა ასე რატომ ეტკინა და ეწყინა ტყუილი.
თამარამ შეიჭყიტა ოთახში და თითით ანᲘშნა ატირებულს გამოდიო.
-რამე გჭირდება?-მოღუშულმა გააკითხა დედას.
-შეყვარებულმა თუ გაგაბრაზა,შენმა დედიკომ რა დააშავა,მასზე რომ იყრი ჯავრს?!-თმა გადაუწია გვერდით.
-არაა ჩემი შეყვარებული.-თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეღრიალა.
-დაჯექი მანდ,მე ჩაის მოვიტან.- ნიკე ჩამოჯდა და ფეხები აკეცა. თბილი გადასაფარებელი მიიფარა. თამარას მოტანილი ჩაი ხელისგულებში მოიქცია.თამარაც ზუსტად ისე ჩამოჯდა,როგორც ნიკე და კარგად მიიფარა,თორემ სციოდა.ტერფები მიაწყო ნიკეს.სახეში შეხედა ერთადერთ ქალიშვილს,ესე ძალიან რომ ჰგავდა.
-გაწყენინეს?
-ჰო.-ფინჯანს ჩაჰხედა და ლამაზი თვალები აუწყლიანდა ისევ.
-მოუსმინე...
-დედა,ახლა მისი მოსმენა არ მინდა.გული მატკინა და იტანჯოს ახლა ისიც.-თავს ვერ იკავებდა, ცრემლები სცვიოდა.მობილურზე 15-მდე ზარი იყო შემოსული და ახლაც ურეკავდა.ხმა საერთოდ გამოურთო მობილურს და ცრემლები მოიწმინდა.
-არ გინდა მომიყვე?
-არ შემიძლია,რა მოგიყვე...აზრი არ აქვს მოყოლას.-ჩაი მოსვა და ცრემლების მორიგი ნაკადი მოიწმინდა.
-როგორც გინდა,დე..-ფეხზე მოეფერა.-ნი,გინდა რამეს ვუყუროთ?!ან ვითამაშოთ..
-ძილი მინდა,მაგრამ დამამშვიდებელს ვითხოვ მანამდე.-დედასთან მიცოცდა ბოლოს,ისე როგორც ბავშვობაში იცოდა.მხარზე ჩამოადო თავი და იქ დახვედრილ სასაიმოვნო სურნელში გადაიკარგა.თამარამ იცოდა ისე ჩახუტება,მთელ ტანს გაგრძნობინებდა.ახლა კი ნაზად ჰხვევდა მკლავებს და ატირებულ შვილს აწყნარებდა.თვითონაც უწყლიანდებოდა სევდიანი თვალები,მაგრამ ახლა თანადგომა ნიკეს უფრო სჭირდებოდა და წამით არ მოუდუნებია მასთან ყურადღება.
-უნდა დაელაპარაკო. მოსამართლეები ისე არ იღებენ გადაწყვეტილებას,თუ ორივე მხარის პოზიციას არ გაეცნენ.ეცადე გაუგო,არ მგონია შენს...- შეყოყმანდა თამარა.- მეგობარს ცუდი ნდომებოდა შენთვის.თუ უნდოდა,აცადე ბოლომდე გითხრას სათქმელი.ესე არ შეიძლება,ესე ულაპარაკოდ ურთიერთობების დასრულება...თან მნიშვნელოვანი ურთიერთობის,დე.

-არ მინდა ახლა.მეძინება და ცუდად ვარ.
-დაიძინე,დე..აქ ვარ,ჩემო პატარა.- შუბლზე აკოცა და ჩაფიქრდა.ესე ცუდად ნიკე არ ენახა აქამდე.სულ გულჩათხრობილი იყო,რაღაცებს არ ამჟღავნებდა,თავისთვის იტოვებდა...ახლა ვერ შეძლო მორევა,ვერ შეძლო ემოციის დამალვა,რაც თამარას უდასტურებდა მოსაზრებას,რომ დემიენი Უბრალო მეგობარი ან ბიჭი არ იყო.
დივანზე მიწოლილს ჩაეძინა. წამალმა უარესად მოთენთა,ისედაც ემოციურად გამოფიტული. ახლა, თავი დედის მკერდზე დაედო და ქალიც ალერსს არ აკლებდა. თმებზე ნაზად უსმევდა ხელს. ბოლოს კარზე კაკუნის გამო წამოდგა თამარა და კარი გაუღო ლეოს.
-როგორ ხარ,მოდი.-ხელები გაშალა ქალმა და ჩაიხუტა პატარა ბიჭი.
-მომენატრეთ.-ლოყაზე აკოცა თამარას.
-მეც,მეც.-თმები აუჩეჩა ბიჭს.-ჩუმად ოღონდ,ტატოც მყავს წამოყვანილი და არ გამიღვიძო.
-ამას რა სჭირს?
-უხასიათოდ იყო,ძალიან დაიღალა და ჩაეძინა.-გადაჰხედა ნიკეს.
-აჰა,არ სძინავს ხომ ნორმალურად.
-რა თქმა უნდა.მერე გაღიზიანებული დადის და უკვირს.- გაეცინა.-ნამცხვარი გამოვაცხვე, წამოდი,გაჭმევ.
-უკვე მომწონს წინადადება!- თამარას გაეცინა და თავისივე მობილურს დასწვდა,რომელიც რეკავს.ნომერი არ ეცნო,მაგრამ უპასუხა.
-გამარჯობა,მე დემიენი ვარ,ნიკეს თანამშრომელი.-უცებ მიაყარა დემიენმა.
-დიახ,გამარჯობა.-თამარას გაეღიმა და ტუჩზე კბილი დაიჭირა.
-აუცილებელი საქმე მაქვს,მაგრამ მობილურზე არ მპასუხობს.
-ხო,ვერ გიპასუხებდა,ჩაეძინა და თუ სასწრაფო არაა,არ გავაღვიძებ რა..
-არ გააღვიძოთ!-წამოიყვირა დაბნეულმა.-ეძინოს,მთავარია მანდაა და უვნებელია.
-კი,არ ინერვიულო.
-მაშინ,ბოდიში შეწუხებისთვის და მადლობა,რომ მიპასუხეთ.
-რას ამბობ,რა შეწუხებაა.-გაეღიმა თამარას.-ნახვამდის.
-ნახვამდის.-გაეღიმა დემიენსაც.
თამარამ და ლეომ ცოტა ისაუბრეს, მერე ლეომ ნიკეს ლეპტოპი აიღო და რაც გასასწორებელი იყო, გაასწორა.
-თამ,არ იცი ვინ არის ის ბიჭი,ვინც ნიკეს დაეხმარა ჩემ პოვნაში?- თამარა გვედით ჩამოუჯდა.
-თვითონ თუ საჭიროდ ჩათვლის, გვეტყვის.ნიკეს ცხოვრებაა.
-კი,არის და არ ვაპირებ ზედმეტად ჩარევას.უბრალოდ თუ არასწორი ადამიანია მისთვის..
-ეგ თავად ნიკემ იცის.მოდუნდი და თუ რამე პრობლემა იქნება, აუცილებლად მოვა ჩვენს ყურადმე.
-ცუდად არ გამიგო.ხომ მიცნობ..
-კი,გიცნობ.მიხარია შენ დაზე რომ ზრუნავ და გინდა ცუდი მოვლენები ააცილო,მაგრამ არ თვლის საჭიროდ ჯერ რამის გამჟღავნებას და არ ესიამოვნება,თუ მის საქმეში ჩავერევით.მეც არ მითხრა და თუ მეტყოდა,ხომ იცი,გამხელის უფლება მაინც არ..
-მესმის.
------
დილით ისევ დემიენის ზარი შემოვიდა და გაღიზიანებულმა უპასუხა.
-რა გინდა?-ჯერ ისევ არ გამოფხიზლებულიყო და იღრინებოდა.თვალებიც არ ჰქონდა ბოლომდე გახელილი.
-გამოგივლი და ვისაუბროთ.- სწრაფად უთხრა,რადგან შეეშინდა რომ ისევ გაუთიშავდა.-პატარავ..
-იმედგაცრუებული ვარ,შენი დანახვაც არ მინდა.მაგ შენი სამსახურიდანაც მოვდივარ!- ჩურჩულით წაეჩხᲣბა.
-ნიკი,ნუ იქცევი ისე,თითᲥოს სხვა პლანეტიდან იყო და პრობლემის გადაჭრის მეთოდი კამათის გარდა არ იცოდე.
-რა კამათი!საერთოდ ვწყვეტ შენთან ურთიერთობას.-სუნთქვა გაუხშირდა ნიკეს და ცრემლები მოაწვა.-ვერ გიტან,მეზიზღები!
-უნდა გნახო,შენი ნახვა მჭირდება.
-არა,გესმის?!
-არა,უნდა გნახო.-გაიმეორა ჯიუტად დემიენმა.-უნდა გითხრა, აგიხსნა ეს ყველაფერი,თუ არ მომცემ საშუალებას ძალით გამოგიყვან.
-არ მინდა შემეხო.როგორ გენდო ახლა?!
-ოდესმე ისეთი რამ ჩამიდენია,რაც არ გინდოდა?მთელი წელია ვხვდებით,მე კიდევ მოსაწვლესავით გაცილებ სახლამდე,მხოლოდ გკოცნი და ჯანდაბა...გაიხსენე,პატარვ! გაიხსენე დეტალები და მიხვალ პასუხამდე.შენი ჩაწვენა რომ მდომოდა,Მხოლოდ შენი სხეული..
-ახლა ის არგუმენტი არ მომიყვანო,რომ ტ.რაკზეც კი არ შემხებიხარ!
-ჯანდაბა!შენ ყველა არ ხარ და ეგ იცი!ყველასთან ესე არ ვარ,ვერ ვარ და არ შემიძლია ვეხუტო,სითბო გავცე..მისმენ?
-ნახვამდის.-მობილური გაუთიშა და საერთოდ გამორთო ბოლოს.
-მე ტატო მიმყავს.-თამარა შევიდა ოთახში ბავშვით ხელში.-ხვალ მოვალ საღამოს,ბავშვებს მიტოვებს ქეთევანი.
-კარგი!-ამოიოხრა და ისევ უკან გადაწვა.თამარამ სახლის კარი გაიკეტა,ნიკეას არც გაუგია.ჯერ ჭერს მიაშტერდა,მერე თვალები დაეხუჭა და ჩაეძინა.3 საათი ეძინა გათიშულს,მერე ვიღაცის მზერამ აუწვა ტანი და თვალები გაჭირვებით Დააშორა ერთმანეთს. ეგონა მოეჩვენა,მაგრამ მოჩვენებას არ ჰგავდა მამაკაცის სხეული.გაფითრებული წამოიწია ჩხეიძე და თვალები მოისრისა,მერე კი შეამოწმა,ხომ არ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი.
-სტუმართმოყვარე სახლია,კარი თავისით გაიღო,არ მიწვალია.- დემიენს გაეღიმა.
-არ მინდა ლაპარაკი, წადი.- მშვიდად უთხრა.
-არა,მომისმენ!
-მოგისმინოს იმან,ვისთანაც გაგივა!
-ნერვებს ნუ მიშლი და ნუ ამაწევინებ მეც ტონს.ადამიანებს ისე ვექცევი,როგორც მინდა მომექცნენ მე.ჰოდა,პატივისცემით გეპყრობი და კეთილი ინებე, მომისმინე.-წინ გადაიხარა და მზერა ჩხეიძის სახეზე გაყინა. ლამაზი ზღვისფერი თვალები, ოდნავ შეწითლებული ბაგეები, კანიც უცხო ფერის ჰქონდა ჩხეიძეს. ყველას ეგონა გამუდმებით ირუჯებოდა,თუმცა ბუნებრივად ხორბლისფერი კანი ჰქონდა. პატარა ცხვირსა და გაბუტულ ტუჩებზე ჩაეღიმა ჩერქეზიშვილს.- თავიდან მინდოდი და არ ვვუარყოფ.გავიგე შენი მისამართი, გავიგე რომ ეძებდი სამსახურს. დაგაკვირდი და მივხვდი,არც ტელეფონს აიღებდი, არც სწავლის ფულს და არც ჩემს მიერ შემოთავაზებულ სამსახურს.
რატომ ელოდები ერთი ნახვით სიყვარულის ამბავს?!პირველივე დანახვაზე არ შემყვარებიხარ,არც მეორე დანახვაზე.. მინდოდი,ხო! მაგრამ არაფერი გამიკეთებია რომ ლოგინამდე მიმეყვანე.-გააჩუმა წამოწეული გოგო.-დამაცადე!მე მხოლოდ იმაზე ვიზრუნე,ვაკანსია შენს ყურამდე მოსულიყო,მოვიდა, შეავსე შენი ნებით და აგიყვანე. ხო,არ ვიცოდი როგორი კადრი იქნებოდი,არ გიცნოდბი.შემდეგ ვნახე,რომ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე,შეუპოვარი, მებრძოლი,გონიერი და კარგი კადრი გამოდექი.გარდა ამისა,რაც მეტი წინააღმდეგობა შეიქმნა,მით მეტად შემეცვალა დამოკიდებულება შენს მიმართ. შენთან მართლა კომფორტულად ვარ და არ მინდა შენგან შორს ყოფნა.ვერ შეამჩნიე?!ნიი,ვერ შემამჩნიე ვერაფერი?
-გული მეტკინა,მართლა..შეჩვეული ვარ რომ მოვწონვარ, ვუნდივარ, ვიზიდავ..შენგან მეწყინა,მეწყინა რომ მატყუებდი.-ცრემლები წამოუვიდა.-მეც როგორ ვერ შეგამჩნიეთ?!ერთხელ როგორ არ დავვინტერესდი უფროსის ვინაობით?ან უფროსოთი რომ მოგმართეს,როგორ ვერ მივხვდი..
-თანამშრომლებიდან მხოლოდ ირინასთან გქონდა კონტაქტი. ისიც რამდენიმე წუთი.-გაუღიმა მკრთალად.-თქმას ვაპირებდი,უნდა მეთქვა, გულწრფელად გეუბნები.- თვალებში ჩახედა გოგოს.-შენ ხომ მიცნობ,საკმარისად მიცნობ იმისთვის,რომ იცოდე,როდის ვტყუი და როდის არა.ადრე ხომ მამჩნევდი,სულ იცოდი ჩემს თანამდებობაზე რომ ვხუმრობდი.
-Ჰო,სერიოზულობა შენგან შორს იყო.-თავი დაუქნია.-შენს დაზე რატომ არ მითხარი?!
-ამერიკაში წავიდა ერთ-ერთი პროგრამით.-გაუღიმა ნიკეს.- მეორე დღეა ჩამოვიდა და უნდა გაგეცნოთ ერთმანეთი.-გაეღიმა.-ანას მოეწონე.ლამაზიაო ასე თქვა და კიდევ ჰგონია მის გამო დამშორდი, თავს იდანაშაულებს და ოთახიდან არ გამოდის,ტირის.მე არ მიშვებს ოთახში,თავისი მეგობარი შეაპარა და ის ამშვიდებს.წამოდი ახლა და ბავშვი დამიწყნარე.-წამოდგა მშვიდი სახით,მიუახლოვდა ნიკეას.-არ გაბედო ხელის დარტყმა,უნდა ჩამოვჯდე და სულის ამოხდამდე ჩაგეხუტო.- ნიკეა გააცინა,ამით გათამამებული კი გვერდით მიუჯდა,მერე კი ისე მოეხვია, ძვლები ასტკივდა ჩხეიძეს.
-მტკენ!-თვითონაც დააწყო ზურგზე ხელები,კისერში ჩაურგო თავი.იქ კი Გაგულისებულმა აკოცა.
-ხედავ?მაჟრიალებს..
-ვერა,მაგრამ ახლა ვიცუღლუტებ.- ფეხი გადაადო თეძოზე და კალთაში ჩაუჯდა.
-ამის მერე მე მინდა შენთან სე*ქსი ხო?-მიიხუტა მკერდზე პატარა სხეული.
-კი,შენ გინდა.მე უბრალოდ კომფორტული ჩახუტების პოზა ავარჩიე.-თვალები მიეხუჭა და დაძაბული სხეული მოუდუნდა ჩხეიძეს.-იმედია კარი ჩაკეტე,ხომ?
-კი,ჩავკეტე შემოსვლის მერე.- ზურგზე დაუსვა ხელისგულები.
-ძალიან კარგი.შენთან ჩხუბი არ მომეწონა.
-არც მე.-გაეცინა დემიენს.-თუ გინდა აღარ მეჩხუბო.
-არ დაიმსახურო,თორემ ისე გიჟი კი არ ვარ.-სახე დაუჭირა და ტკიპასავით აკრულს:ლოყები, თვალები,ცხვირი,შუბლი,საᲤეთქლები,ნიკაპი და ბოლოს,გაბუტული ბაგეები დაუკოცნა.
-შემირიგდი?
-ბოლომდე არა,მაგრამ რას ვიზამთ.
ნებიერამ სახე მიუშვირა და ნება დართო სითბოს გამოხატვის.
დემიენს გაეცინა და გულზე აიკრა მთელი ძალით.-მიწვევ აქ.
-კი,გიწვევ.-დაეთანხმა ნიკეაც.-მაგრამ შენი და უნდა დავამშვიდოთ,ხომ ასეა?!დამელოდე,გადავივლებ და წავიდეთ.-ფეხებში უჩვეულო სიმხურვალეს გრძნობდა ჩხეიძე, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა.-დემი, ხელი!-გაუჯავრდა დემიენს და ფეხზე წამოდგა.-რა ანერვიულებს, მას იდიოტი ძმა ჰყავდეს,რა თავისი ბრალია.-გაეცინა ნიკეს ჩერქეზიშვილის გამომეტყველებაზე.
-მადლობა,რომ ისევ წამომაძახე.
-მთელი ცხოვრება წამოგაძახებ, რომ ჩემთან ერთხელ გართობის სანაცვლოდ..
-ნიკე,დაგაზარალე.ჯერი გამომექცა და სანამ დავეწიე,იქამდე გავნო. დანაშაული უნდა გამომესყიდა და თანაც,თუ რამე გამომივიდოდა შენთან,ხომ კარგი.თუ არადა, შეუგნებელი ზამბახიძე ხომ არ ვარ.
-ნამდვილად არ ხარ ზამბახიძე.- გაეღიმა და ლოყაზე აკოცა.- დამიცადე,მოვწესრიგდები და ანა დავაწყნაროთ.პრინციპში,მისი მადლიერი უნდა იყო,საიდუმლოს მოშორებაში დაგეხმარა.-ენა გამოუყო და საძინებელში გავიდა ნივთების ასაღებად.
ჩერქეზიშვილი მშვიდად იჯდა და ელოდა.რამდენჯერმე სუნთქვა აერია შემოწოლილი ფიქრებისგან, მაგრამ ღრმა სუნთქვით და იმის გააზრებით,რომ გოგონა ისევ მასთან იქნებოდა,თავშეკავების უნარი გაუმყარა.ნიკეა ჩხეიძე ხომ ის გოგო იყო,რომელიც ხორციელ, უბრალო სიყვარულზე მეტად უყვარდა.
შემოესმა წყლის ხმა,ასე 7-8 წუთი ისმოდა,მაგრამ ამას მალევე დაემატა უფრო მძიმე ხმაური და აბაზანის კართან მივიდა ანერვიულებული.
-ნიკ,კარგად ხარ?!-კარზე მიაკაკუნა.- ნუ მაიმუნობ,იცოდე შემოვალ!- ურდული ჩამოსწია,მაგრამ კარი არ გაიღო.ჩხეიძე ძლივს მივიდა კართან,ნელა გადაატრიალა გასაღები. კარი რომ შეაღო,დაინახა გაფითრებული ჩხეიძე,რომელიც წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა და ამის გამო,თაროზე დაწყობილი თავის მოვლის საშუალაებები ძირს იყრებოდა.
იქვე დაკიდებულ თბილ ხალათს სტაცა ჩერქეზიშვილმა ხელი და შიშველს შემოაცვა იმ წამსვე.ისე დალივლივებდა ჩხეიძე,ძლივს მოახერხა ხელში აყვანა და დივნამდე მიყვანა.
-ცუდად ვარ..-ამოიჩურჩულა უღონოდ ნიკეამ და თვალებში გადაკრული ბინდის გამო,ვერ მოახერხა დაენახა თუ რა ხდებოდა გარშემო.
-ვიცი,ვიცი..აქ ვარ,ნუ გეშინია.- თავქვეშ პირსახოცი ამოუფინა,რომ სველი თმები შედარებით შემშრალიყო.ფეხებქვეშ კი,2 ბალიში ამოუდო.სამზარეულოში დაბნეული შევარდა,მარილს ეძებდა გამწარებული ან ეგ თუ არა,შოკოლადის 1 ნატეხი მაინც უშველიდა გათიშულს.გულზე მოეშვა მართლა რომ მიაგნო შოკოლადის ფილას და ძალᲘთ ჩაატენა პირში უღონოდ მყოფს.
-მიდი,ცოტაც და თვალებს გაახელ ადამიანურად,მიდი!-კეფაზე მოხვეული ხელით წამოჯდომაში მიეშველა.არსად უყურებდა სახის გარდა.მისი მიმიკებით იგებდა რამდენად კარგად ან ცუდად იყო..
-წამლების ყუთს ვერ მივაგენი,სად დევს?!-თვალებს ახელდა და მერე ისევ ეᲮუჭებოდა.ყელში ღებინების შეგრძნება აწვებოდა,მაგრამ ამოსაღები არაფერი ჰქონდა. ძლივს გაარჩია მამაკაცის სიტყვები და ენა გაჭირვებით მოიბრუნა გამშრალ პირში.
-თაროზე..იქ..-Გონებას კარგავდა მომენტებში და ისევ ბურტყუნებდა.
-სად იქ,რომელ თაროზე?-თავი დააბრუნებინა უკან და ფეხზე წამომდგარი "იქ თაროს" ეძებდა.
-სამზარეულოში დავტოვე,წნევის აპარატიც ნახე..-ამოიდუდღუნა და ბრძოლა გააგრძელა თვალების გასახელად.
სამზარეულოში ყველა კარადის კარი გამოაღო და ძლივს მიაგნო სასურველ ნიᲕთებს.ღელვისგან ძლივს არჩევდა წამლების სახელებს. უკან დაბრუნებულმა ცალი მკლავი მოუშიშვლა ჩხეიძეს წნევის გასაზომად და პირველ 2 ჯერზე რომ არ გაესინჯა,ლამის დაამტვრია ნერვებისგან. -კარგი,აპარატმა იხუმრა,ნიკე.- ხელახლა გაზომილზე დაბალ წნევას უჩვენებდა და მომზადებული წამალიც გადააყლაპა.-კარგად იქნები,აქ ვარ.-მერე დააკვირდა ხალათი კარგად რომ არ ჰქონდა შეკრული ჩხეიძეს და ხელები გააყრევინა კედელზე მიშტერებული თვალებით.ისე ანერვიულდა, ქამრის შეკვრაც გადაავიწყდა ხალათზე.თავი დამნაშავედ იგრძნო,რაღაცნაირად ჩათვალა რომ ამ სიტუაციაშიც არ უნდა დაენახა გოგო შიშველი.
ჩხეიძე ისევ ახლედა თვალებს და ხუჭავდა,ახელდა და ხუჭავდა.გონს მოდიოდა ბურტყუნით.მამაკაცის ხელებს გრძნობდა თავის მტევნებზე.ნაზად უზელდა დემიენი და გათოშილ თითებს,უთბობდა.
-შეგაშინე?!-მკრთალად გაუღიმა ჩხეიძემ.
-ცოტა კი.-ჩერქეზიშვილს არ უარყვია.
-მაპატიე,გუშინ ცუდად ვჭამე, დღესაც არაფერი მიჭამია,მᲔძინა სულ და..
-Არაუშავს,რას მებოდიშები.-ხელზე აკოცა დემიენმა.-მე გაწყენინე და ჩემი ბრალია.ახლა მე დავტრიალდები შენს სამზარეულოში,რამეს გამოგიტან. ცოტა ყავაც უნდა დალიო,აგიწევს წნევას.
-გულს ამიჩქარებს.-გაეღიმა ჩხეიძეს და წამოჯდა.
-მეც გიჩქარებ,დიდი ამბავი.
-მერე თუ დამარტყა გაორმაგებული ცემის გამო,მოვკვდები.
-ბოდიალა.-უკმაყოფილოდ გააქნია თავი დემიენმა.
-მაჭამე რა,ჯერაც ტრიალებს ჩემთვის ეს კედლებიც კი.
-ახლავე.-თავზე აკოცა,თმაზე კარგად შემოახვია პირსახოცი,რომ არ გაციებულიყო.
--------
ჩერქეზიშვილს არაფრით შეჰყვა სახლში,ანა გამოიყვანე და გამოდიო.ცოტა კი ეწყინა,მაგრამ მაინც შევიდა სახლში და ანას 10 წუთი მაინც ეხვეწა კარი გაეღო.
-რა გატირებს,ანა?!-ბავშვის ჩაწითლებულმა თვალებმა გული ატკინა.-შემირიგდა და გარეთ გვიცდის.
-რა?!-წამოიკივლა გაოცებისგან.
-შენი ნახვა უნდა და არ შემომყვა.
-რატომ?!-ფეხზე წამოფრინდა.
-ერიდება,ალბათ,არ უყვარს ესე სიარული და გავუგოთ.მიდი, ჩაიცვი.-შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა.-იცოდე,5 წუთზე მეტს არ გაძლევ!
-ჯერ ახალი შეყვარებულია და უკვე რა პრეტენზიებშია,იმას მიხედო გირჩევნია,ჩემი დროის კონტროლს.
-შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ!-კარის მეორე მხრიდან გასძახა.
-ძმას მართმევს და უკაცრავად რა..
-მაინც არ გიყვარდი და..-გაეცინა დემიენს.
-მერე რა,ჩემი ძმა ხარ.-დაუკივლა აქეთ-იქით მორბენალმა.
-შენ თავს რომ ეწინააღმდეგები ხოლმე თუ ატყობ,აბა?ჯერ გიყვარვართ,მერე არა,მერე კიო..
-გააჩნია ხასიათს.
ანა გარეთ ძლივს გაიყვანა,კიდევ წუწუნებდა ვერ მოვასწარი მომზადებაო. წარბები შეკრა და ისე ჩაჯდა მანქანაში.წინ მსხდომებს გაბუსხულმა გახედა ანამ.
-ანა,გამარჯობა.როგორ ხარ?!-ნიკემ გადაჰხედა.
-ნორმალურად,თვითონ?!-არც შეუხედავს,გვერდით გაატრიალა თავი.
-მართლა გითხრა თუ მარტივად გიპასუხო?
-მარტივ პასუხს ავირჩევ.- დაბნეულმა გაუყარა თვალი თვალში.ჩხეიძე დარწმუნდა,რომ ბავშვი მართლა განიცდიდა უნებურად გამხელილ სიმართლეს.
-მაშინ კარგად,გმადლობ.დღეს გავიგე,ამერიკაში ყოფილხარ.
-კი,ვიყავი მთელი წელი.
-მერე,მოგწონდა?რას აკეთებდი, გარდა გაკვეთილებზე დასწრებისა?
-ბევრ რამეს.იქ ერთ ოჯახთან ვცხოვრობდი.-გულწრფელად წამოიწყო.-თავიდან გამიჭირდა,ნუ ბოლოს შევეგუე.სწავლის გარდა მუზეუმებში დავდიოდით, პიკნიკებზე დავყავდი,ახალ ადგილებს მაჩვენებდნენ.
-ეეე,რა მაგარიაა.მომიყევი რა კიდევ,რას სწავლობდი,რა ხდებოდა?!-დაინტერესდა ჩხეიძე და გულისყურით დაიწყო პატარა ანას მოსმენა,რომელიც მალევე გაეხსნა და აჰყვა ლაპარაკში. დემიენი საერთოდ დააიგნორეს,არ აქცევდნენ ყურადღებას და ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციებს.თავად დემიენს ძალიან ესიამოვნა ის,რომ ესე გაუგეს ერთმანეთს და აცდიდა დიალოგის აწყობას.
---
-მგონი ამ სათამაშოებით შენ უფრო ერთობი,ვიდრე ანა.-გაეცინა ნიკეს და ვიდეოს გადაღება გააგრძელა.
-ჩვენ სულ ვერთობით,კაცო.-თავის დას ეჯიბრებოდა ბურთის კალათში ჩაგდებაში.
-მიგებ შენ!-ნერვები მოეშალა ანას და კალათბურთის ბურთს ფეხი მიარტყა.
-Მე პროფესიონალი ვარ, ემიგრანტო!-გულზე ხელი მიიბჯინა.-ამერიქაში არ ივარჯიშე?
-არა,ვერ ვწვდები,ხომ ხედავ?!- პრეტენზიული ტონით განაცხადა და ფეხი დააბაკუნა.
-მოდი,მერე!რას ჩამყვირი ყურში.- ფეხებზე მოხვეული მკლავებით ცალ მხარზე შემოისვა და კალათთან ახლოს მიიყვანა.-ნიკე, მოგვაწოდე ბურთი!
-ინებეთ!-მართლა მიაწოდა ღიმილით და კამერა იქვე მიაყუდა.
-ჩააგდე,აბა!
-დამაგდებ და დედას ვეტყვი!
-ნუ იმუქრები,დიდი ხანია დედიკო კუთხეში აღარ მაყენებს.-გაეცინა და ცალი მხარი დაეძაბა ანას წონის გამო.გოგო ხალისით აგდებდა კალათში ბურთს და ნიკეს ეუბნებოდა სიხარულით,ვუგებო.
-კი,უსამართლო მოგებებში ულევი ჯილდო გაქვს მიღებული.- მოგებული ძირს დასვა.-არაუშავს, მთავარია ჭკვიანი ხარ,დანარჩენს ეშველება.ჩემი არასპორტული.-თმა აუჩეჩა.
-შენი ნებით მომაგებინე. ნებელობითი ქმედება იყო შენგან.- ანამ წარბები აწკიტა და თმა გვერდით გადაიყარა.-შეეგუე წაგებას,ლუზერო!-მხრიდან არარსებული მტვერი გადაიყარა და   ხელი აიფრიალა სახესთან.
-ამას დავჭეჭყავ ახლა კონსერვის ქილასავით.-მიახლოებულმა ლოყებზე წაუჭირა ხელები და კარგად დაუზილა.
-აუ,გამშორდიი აქედან!-ხელებში ჩაფრენილი იშორებდა ძმის ხელებს,რომელიც თავისკენ ექაჩებოდა და იხუტებდა.
-წამოდი,მომშივდა.-ხელი მოჰხვია და ჩხეიძეს მიუთითა გამოგვყევიო.
ნიკეა უკვე კარგად გრძნობდა თავს და მხიარულადაც იყო,ამათი ხასიათების გადამკიდე.თან ანასაც იშვიათად ახსენდებოდა რომ არ უნდა მოსწონებოდა ნიკეა და ასეთივე იშვიათობით უბღვერდა.
-ახლა ნახე,ბურგერს გადაყლაპავს ერთ წამში!-უმცროსმა ჩერქეზიშვილმა დემიენისკენ მიანიშნა.-მერე წუწუნს დაიწყებს, რა ნელა ჭამთო.
-კი,აბა შენსავით ხო არ ველოლიავები.
-აბა,ინდაურივით ხომ არ გადავყლაპავ ეგრევე.-დაეჯღანა დემიენს და ნიკეას გადახედა, რომელიც სერიოზული გამომეტყველებით წერდა შეტყობინებაზე პასუხს.დემიენიც მას დააკვირდა.
-Კი,ინდაურია ნამდვილად.- მობილური დააბრუნა მაგიდაზე და ნიკაპი ჩამოაყრდნო მტევანს.
-რატომ მლანძღავთ?
-აბა,გალანძღვა?
-მეწყინა.
-მოვა ბურგერი და გადაგივლის.- და-ძმას გაუღიმა ჩხეიძემ.
-აუ,მე უნივერსიტეტი არ მინდა.- გამოაცხადა უცებ ანამ.
-რატომ?-წაბლისფერი თმები გადაუყარა გვერდით გოგონას.
-გეტყვი,თუ არ გამიბრაზდები.- თითები ახლართა ერთმანეთში.
-ჯერ მითხარი,თუ საიმისო მიზეზი გაქვს,თუ რატომ არ გინდა და ეს მიზეზი აღმოჩნდება ნორმალური, მშობლებს მე ვეტყვი მაგაზე.
-ახლა დამძაბე.-ლოყებზე მოისვა ხელი.
-მე გავაჩერებ თუ რამეა.-ნიკემ ხელი ხელზე დაადო დასამშვიდებლად.
-ბევრი რამე მაინტერესებს,მაგრამ მალე მბეზრდება.ვერაფერს მივყვები ბოლომდე,არადა გამომდის..მართლა ვგრძნობ რომ გამომდის,მაგრამ სიამოვნება არ მოაქვს ისეთი,რომ მთელი ცხოვრება მკვებოს.-პატარა გული ლამის ამოუვარდა ჩერქეზიშვილს.
-აჰა,გასაგებია.-მოტანილ ბურგერებს დაჰყურებდა სამივე.
-მე რომ თავიდან ვაბარებდე,სხვა პროფესიას ავირჩევდი.-ნიკეამ დაიწყო.-ანდაც,პატარ-პატარა კურსებს გავივლიდი და ვცდიდი ძალიან ბევრ რამეს.დემიენ,შენ?
-მე რაც მაინტერესებს,ვსწავლობ.- მხრები აიჩეჩა.-აი,ამ ქალბატონივით ავდექი და წავედი საზღვარგარეთ.უნდა ამერჩია,ან კარგი მომავალი,ან ცუდი.. ეს ჩემთვის კარგი,რომელიც ჩავთვალე,იმას გავყევი.თუმცა არ მიკვირს,რომ დაბნეული ხარ და არ იცი რა გინდა,ანა.დავიცადოთ, სანამ შენ რამე ისეთი მოგინდება. მანამდე ჩემთან სამსახურში მოდი ხოლმე და იმუშავე.რაც მოგინდება, იმას გასწავლიან.
-ირინკასთან შევალ ხოლმე.-ბავშვს გაეღიმა.-მერე თქვენთან შემოვირბენ და ნერვებს მოგიშლით.-ისეთი შეგრძნება ჰქონდა მხრებზე,თითქოს ტვირთი მოხსნეს.
-კი,მოდი და ამწიე ხოლმე ჭკუიდან. მანამდე სკოლას მიხედე.-დემიენმა  ბურგერს ჩაავლო ხელი.- მანამდე, შეგიძლია ჭამო.
საღამომდე ერთად იყვნენ,იმდენ რამეს განიხილავდნენ და ისე ერთობოდნენ,დაშლა არც უნდოდათ.არადა,დემიენს გამუდმებით საქმეებზე წერდნენ და ისიც პასუხობდა ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან შეტყობინებებს.
გეგას და თათულის უნდა ჩამოეყვანათ სოფიო ანალიზებზე,ჰოდა,დემიენმა ამოიპატიჟა.
-მე სახლში წავალ.-ნიკეამ ამოიჩურჩულა.
-ფოფიკო არ მოგენატრა?წამოდი განახებთ.
-მომენატრა და ჩემგან მოკითხვა გადაეცი,მაგრამ ვერ ამოვალ.
-ნი,წამო რა..-ანამ მხარზე დაადო ხელი.-მეც იქ ვიქნები,გეგაც და თათულიც.პატარა უნდა გავიცნო პირველად და ვაიმე,დემიენ! საჩუქარი არ მაქვს.
-თქვენ ნახეთ,სხვა დროისთვის იყოს ჩემი ამოსვლა.-დაძაბულმა ამოილაპარაკა.მამაკაცთან სიახლოვე ემოციებს უღვიძებდა და  ისიც კი აფრთხობდა,რომ შეიძლება ერთ ოთახში ყოფილიყვნენ მარტო.ნდომით უნდოდა,მაგრამ ის შეგრძნებები ეუცხოებოდა.
-კარგი,რა..საჩუქარიც უნდა ავარჩიო თან.ნებას გრთავ ამოხვიდე.
-კარგი,კარგი..-ხელები მაღლა ასწია.-მხოლოდ ცოტა ხნით,თან წინაზე ისე ვნახე,საჩუქარი არც მე მქონია.
-მაშინ ვაჩუქოთ.
---------
მკერდზე გაწოლილ სოფიას ეფერებოდა ჩხეიძე.ბავშვის სურნელი იმდენად ამშვიდებდა, ლამის მასთან ერთად ჩასძინებოდა.ანაც აცოცებულიყო საწოლზე,მუხლებმოკეცილი უსმევდა ზურგზე ხელებს.
-რა საყვარელია,ხო?!-ნიკეს უჩურჩულა.
-ძალიან.ცოტა მიკლია და შევჭამ ამას.ნახე თან ტუჩებს როგორ აცმაცუნებს.-გაეღიმა ორივეს. ფოფოს გაშლილი Ხელი დაედო ჩᲮეიძის გულზე.
-კიდევ ძინავს?-დემიენმა შეაჭრა საკუთარ საძინებელში და მძინარე სოფიოს დანახვაზე,თავის შეკავება არც უცდია,ლოყაზე ისე აკოცა, ბავშვი გააღვიძა.
-რატომ აღვიძებ,ცოდოა!-ნიკე წამოჯდა დემიენის საწოლზე და  ტანზე მოხვედრილი სიცივე არ ესიამოვნა.სოფიო უკვე დემიენის მკლავებში ჭირვეულობდა.
-თათულის უთხარი რომ თავისით გაეღვიძა,ისე აბა მეჩხუბება.
-ღირსი ხარ!-ენა გამოუყო.
-დემიენ,მომიყვანე რა.-ანამ ხელები გაუშალა.
-ეე,რამდენი ხანი გეჭირა შენ?
-მერე რა,მომიყვანე!თათუს ვეტყვი იცოდე!
-აიყვანე,აჰა!-ბავშვი გადაულოცა დას და ოთახიდან გასულებს თვალი გააყოლა.
-საზიზღარო.
-უნდა გამეღვიძებინა,იქ გეხებოდა, სადაც ჯერ მეც არ შეგხებივარ.- ჩხეიძეს ისე გაეცინა,ძლივს გასწორდა წელში.
-სულელო!პატარაა და მასე მშვიდად გრძნობს თავს.ტატოც ეგრე აკეთებს.
-ხო გითხარი,გაქექილი ბავშვია.- ნიკაპზე ხელი მოისვა და გვერდით მიუჯდა.
-რას სულელობ!-მოულოდნელმა კოცნამ ტუჩებზე შეატოვა გამოუთქმელი სიტყვები და სხეულში ნაგრძნობი გიჟური განცდისგან,მამაცკაცს ქვედა ტუჩზე უკბინა.-რას აკეთებ,ვინმე შემოვა!- ფეხზე წამოხტა ჩხეიძე და საძინებლიდან გავიდა.
-მაგარია.-წამოდგა ჩერქეზიშვილიც ფეხზე და უკან მიჰყვა ჩხეიძეს ბურდღუნით.
ანას ეჭირა ჯერაც ბავშვი და აღიმებდა,ლოყებს უკოცნიდა.ნიკე და თათული საუბრობდნენ,როცა დემიენს გვერდით Ამოუდგა გეგა.
-ნუ ეწევი ამდენს,გაიბუღა ქალაქი ისედაც.-ხელი აუქნია მეგობარს.
-ნიკემ გაიგო,რომ მისი უფროსი ვარ.ისიც გაიგო,მასთან თავიდან ვთამაშობდი...
-მერე?
-იტირა,გამექცა და დღეს შემოვირიგე.-მხრები აიჩეჩა.-რაღაც საზღვრებს მიწესებს.ვერც ხვდება ისე,არ უნდოდა ჩემს სახლში ამოსვლა.ანა ეხვეწა ლამის.
-იქნებ Ეშინია..
-არ ვიცი,მგონი ვერ ხვდება ჩემთან რას აკეთებს და ვუგებ.არაფერს ვაძალებ და პატარა ბიჭივით ვაცილებ სახლის კარამდე.
-ახᲚა რომ მითხრა არც მკოცნისო, ისე დაგცინებ,ისე..
-ბიჭო!-გაეცინა ჩერქეზიშვილს.-რა ვქნა?
-უთხარი რომ გიყვარს...
-ვერ ვეუბნები.
-ნუ დებილობ,უთხარი!
-შემოდით,ცივაა!-თათულიმ დაუძახა ორივეს და სახლში შესვლა აიძულა.
1 ჭიქა შავი ღვინო დალია ჩხეიძემ და მხურვალებამ ლამის ჭკუიდან შეშალა,თან ის მამაკაცი ედგა ახლოს,რომელიც ჰორმონებს თავდაყირა უყენებდა.
1 საათში მძღოლიც მივიდა და გეგამ ხელი დაავლო ანას, Დავტოვებთ გზადო.ნიკე აბაზანაში იყო შესული და Კვანტალიანმაც დრო იხელთა.გააქცუნა გოგოები და ჩერქეზიშვილს თვალი ჩაუკრა.
-აბა,შენ იცი!-უცნაურად გაუღიმა მეგობარს და კარი დაახურინა.
-წავედი მეც.-ამოილუღლუღა დარცხვენილმა ჩხეიძემ,როცა აღმოაჩინა სულ მარტო იყო კაცთან.
-ნიკე,ძალადობას არ ვაპირებ.- ხელები ასწია ჩერქეზიშვილმა.-მე დალევა მინდა,დაგისხა?!
-არა,მეორე და მესამე ჭიქა უკვე ბევრია.-ჩამოჯდა დივანზე Ნიკეა.
-თუ ძალიან გეჩქარება,დავრეკავ მძღოლთან და წაგიყვანს.მე ცოტა დავლიე.
-შენი მძღოლის გარეშეც წავალ რამენაირად.-შეუბღვირა და ღვინის ბოთლისკენ გააცეცა თვალები.
-კარგი.-თავი დაუქნია და ჭიქაში ჩამოისხა სითხე.
-ახლა ლოთობას უნდა მაყურებინო?
-არა,რატომ?თუ გინდა წადი ან ჩემს საძინებელში შედი და დაიძინე.მე ამაღამ აქ დავიძინებ.-დივანზე მიუთითა.
-და რატომ შეგეცვალა განწყობა ასე?
-იმიტომ,რომ თამაშობ.მე შევწყვიტე თამაში,შენ კი არა.ხან დისტანციას მიზრდი,ხან ისე ახლოს ხარ,ლამის საკითარ კანში გიგრძნო და ვგიჟდები,გესმის?!



გამარჯობა.
მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა,აი მაგ თბილი კომენტარებისთვის და იმისთვის,რომ დროს მითმობთ.❤❤❤



№1  offline წევრი დარინა

რატომ მაგიჟებს დემიენი ასეე, როგორი თბილი და საყვარელია, ძმაც რომ გასაგიჟებელია რა ვქნა ჩავყლაპავ, მიხარია ნიკეამ ტიპიური გოგოებივით გაჭედვები და დაშორებები რომ არ დაიწყოო, მისი ის რეაქცია ბუნებრივი იყოო რადგან ერთი წელი სულ რომ არაფერი მოტყუებილი დადიოდა, დემიენმა კი გეგასი არ იყოს დააგვიანა სიყვარულში გამოტყდომა და ნიკეას ეს რეაქციებიც გასაგებია რაღაც დონეზე მაინც ეშინია რომ გული ეტკინებაა, ამ თავში ორივეს ვუგებ, მე კი არ მეყო და უკვე შემდეგზე მეფიქრება თან ინტრიგნულად ისეთ ადგილზე გაგვიჩერე გამძვრება სული შემდეგ თავამდეე. აუ ერთი თხოვნა მექნებაა თუ გაქვს შენახული ყველანაირი მე სრულად დაგვიდე აქ რაა მიყვარს ის გიჟი დაჩი❤️❤️❤️❤️ და შენც❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საოცრად კარგია.

 


№3  offline მოდერი Nuki-rocks

დარინა
რატომ მაგიჟებს დემიენი ასეე, როგორი თბილი და საყვარელია, ძმაც რომ გასაგიჟებელია რა ვქნა ჩავყლაპავ, მიხარია ნიკეამ ტიპიური გოგოებივით გაჭედვები და დაშორებები რომ არ დაიწყოო, მისი ის რეაქცია ბუნებრივი იყოო რადგან ერთი წელი სულ რომ არაფერი მოტყუებილი დადიოდა, დემიენმა კი გეგასი არ იყოს დააგვიანა სიყვარულში გამოტყდომა და ნიკეას ეს რეაქციებიც გასაგებია რაღაც დონეზე მაინც ეშინია რომ გული ეტკინებაა, ამ თავში ორივეს ვუგებ, მე კი არ მეყო და უკვე შემდეგზე მეფიქრება თან ინტრიგნულად ისეთ ადგილზე გაგვიჩერე გამძვრება სული შემდეგ თავამდეე. აუ ერთი თხოვნა მექნებაა თუ გაქვს შენახული ყველანაირი მე სრულად დაგვიდე აქ რაა მიყვარს ის გიჟი დაჩი❤️❤️❤️❤️ და შენც❤️❤️

დარინა,გმადლობ ესᲔთი თბილი და ტკბილი კომენტარებისთვის.ვეცდები მალე დავდო და დიდხანს არ გალოდინოთ.ამათ ურთიერთობას რაც შეეხება,ხო..ჩავთვალე რომ ესე იყო სწორი და მიხარია,თუ მოგეწონა ეს.❤❤❤
ის ორი მოთხრობა დასარედაქტირებელი მაქვს და ვგეგმავ აქ გამოტანას.ეგეც მიხარია თუ მოგწონს.Ვეცდები მალე გადავხედო იმათაც,უბრალოდ ჯერ დროის ფაქტორი მჭედავს...❤❤❤

სტუმარი nancho
საოცრად კარგია.

დიდი დიდი მადლობა,ჩემო კარგო❤❤❤.

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

გამარჯობა♥️ კიდევ მოვედი :დდ ალბათ მოვალ კიდევ :დდ უჰჰ რა მსუყე თავი იყო^^ როგორი სასიამოვნო ამ დროს^^ თან ჯერ რომ არ ველოდი ისე გამიხარდა^^ ვგიჟდები დედ-მამიშვილის ასეთ ურთიერთობებზე. თან რამხელა შუალედი ყოფილა მათ შორის.. მეც მყავს ძმა, 1 წლით დიდი ვარ მხოლოდ.. ისე მიყვარს, იმ დონეზე რომ რავი. და ისე ვართ მეტწილად დედაზე მეტი საიდუმლო მასთან მაქვს :დდ და კი ბიჭებიც შედის მაგ საისუმლოებში :დდ მიხარია ასეთი კარგი ურთიერთობა რომ აქვს დემიენს დასთან^^ მართლა მეამაყება. და სწავლაზეც როგორი სწორი რეაქცია ჰქონდა.. მაგიჟებს ეს ბიჭიი.. სიკეთის ეტალონი.. კაპანაძესაც როგორ ეხმარება^^
ჰო ნიკეა.. კი პანიკები ჰქონდა.. მაგრამ დაბნეულობისგან და გაუტკვევლობისგან გამომდინარე. ნუ ადეკვატურიც.. ვაიმე ეს რა წყვილია ნუ.. როგორ იზრუნა დემიენმა ცუდად რომ გახდაა.. როგორ ჩააცვა.. ღმერთო ვგიჟდები ამათზე მე,თან ძალიან.. მაგრამ რა მომენტზე გაწყვიტე.. კიდევ მინდოდა :დდ და შენზე ჰო საერთოდ.. ისე ძალიან მომწონხარ^^ და ეს ჩემი “ნუ”-ს სიმრავლე არ შეიმჩნიო ემოციების ბრალია :დდ♥️

 


№5  offline წევრი Megioki

სიამოვნებით ვუთმობ დროს ასეთ საოცრად კარგ, სასიამოვნოდ წასაკითხ ისტორიას ❣️❣️ დემიენი... ოო, ბიჭი სულ უფრო და უფრო მაოცებს.. ყოველ თავში ისეთ რამეს აკეთებს რომ სასიამოვნოდ მაოცებს ჯერ ჯერობით. იმედია ასე გააგრძელებს ❣️❣️

ზოგჯერ ნამდვილი ადამიანები მგონია და არა ისტორიისთვის გამოგონილი პერსონაჟები :დდდ ნიკე, ცოტა რთული გოგოა რომელიც ძალიან შემაყვარე. ნუ დემიზე აღარაფერს ვამბობ. ❤️❤️

ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ნიკეას გაჭედვებიც, წყენებიც და ასე შემდეგ არ გაქვს გამაღიზიანებლად ანდა ზედმეტად გაწელილად აღწერილი. აი, ეწყინა? იკამათეს? გაიბუტნენ? შერიგდნენ ერთ თავში და არა როგორც ზოგიერთ ისტორიებში 3 თავი რომ ეთმობა ამ გაბუტება შეროგებებს. ❤️

ასე გააგრძელე. ❤️❤️ წარმატებები ❤️❤️

 


№6  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი თამო
გამარჯობა♥️ კიდევ მოვედი :დდ ალბათ მოვალ კიდევ :დდ უჰჰ რა მსუყე თავი იყო^^ როგორი სასიამოვნო ამ დროს^^ თან ჯერ რომ არ ველოდი ისე გამიხარდა^^ ვგიჟდები დედ-მამიშვილის ასეთ ურთიერთობებზე. თან რამხელა შუალედი ყოფილა მათ შორის.. მეც მყავს ძმა, 1 წლით დიდი ვარ მხოლოდ.. ისე მიყვარს, იმ დონეზე რომ რავი. და ისე ვართ მეტწილად დედაზე მეტი საიდუმლო მასთან მაქვს :დდ და კი ბიჭებიც შედის მაგ საისუმლოებში :დდ მიხარია ასეთი კარგი ურთიერთობა რომ აქვს დემიენს დასთან^^ მართლა მეამაყება. და სწავლაზეც როგორი სწორი რეაქცია ჰქონდა.. მაგიჟებს ეს ბიჭიი.. სიკეთის ეტალონი.. კაპანაძესაც როგორ ეხმარება^^
ჰო ნიკეა.. კი პანიკები ჰქონდა.. მაგრამ დაბნეულობისგან და გაუტკვევლობისგან გამომდინარე. ნუ ადეკვატურიც.. ვაიმე ეს რა წყვილია ნუ.. როგორ იზრუნა დემიენმა ცუდად რომ გახდაა.. როგორ ჩააცვა.. ღმერთო ვგიჟდები ამათზე მე,თან ძალიან.. მაგრამ რა მომენტზე გაწყვიტე.. კიდევ მინდოდა :დდ და შენზე ჰო საერთოდ.. ისე ძალიან მომწონხარ^^ და ეს ჩემი “ნუ”-ს სიმრავლე არ შეიმჩნიო ემოციების ბრალია :დდ♥️

გაგიმარჯოს,თამო,მოდი მოდი.მიხარია შენი სტუმრობა❤❤.რა საყვარელი ძმა გყოლია და რა კარგი და ყოფილხარ თავად.ჰო,ანუ 18 წლის ბავშვისგან ითხოვენ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას და ამ დროს მას არ ასწავლიან იმას,თუ რა უნდა უყვარდეს.ელემენტარული ჰობი რომ ჰქონდეს,მაგის დროც არ აქვთ ხოლმე უმეტესად.ან თუ აქვთ,უჭირთ არჩევა რას გაყვნენ..და ანა ის კატეგორიაა,რომელმაც არ იცის რა უნდა,რადგან ყველაფერი გამოსდის.აირია რა.დდ კამკამიძესაც ხო იგივე უთხრა,რასაც გინდა აარჩევ და როცა გინდაო.ნიკეას რეაქცია კი,მეც ბუნებრივი მგონია...აი,როგორია მთელი წელი მოტყუებული ხარ,ვიღაც ძალიან მოგწონს,უშვებ ძალიან ძალიან ახლოს და ჰოპ. დდდ მთავარია შერიგდნენ. მართლა ისე მესაყვარლა რომ აცმევდა დდ,თან უხერხულად იგრძნო თავი,შიშველი რომ დაინახა.. დდ.დაიკიდე კაცო ნუ-ები.შენი სათქმელი გავიგე და უღრმესი მადლობა, თამო❤❤.გემრიელი კომენტარი იყო.

Megioki
სიამოვნებით ვუთმობ დროს ასეთ საოცრად კარგ, სასიამოვნოდ წასაკითხ ისტორიას ❣️❣️ დემიენი... ოო, ბიჭი სულ უფრო და უფრო მაოცებს.. ყოველ თავში ისეთ რამეს აკეთებს რომ სასიამოვნოდ მაოცებს ჯერ ჯერობით. იმედია ასე გააგრძელებს ❣️❣️

ზოგჯერ ნამდვილი ადამიანები მგონია და არა ისტორიისთვის გამოგონილი პერსონაჟები :დდდ ნიკე, ცოტა რთული გოგოა რომელიც ძალიან შემაყვარე. ნუ დემიზე აღარაფერს ვამბობ. ❤️❤️

ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ნიკეას გაჭედვებიც, წყენებიც და ასე შემდეგ არ გაქვს გამაღიზიანებლად ანდა ზედმეტად გაწელილად აღწერილი. აი, ეწყინა? იკამათეს? გაიბუტნენ? შერიგდნენ ერთ თავში და არა როგორც ზოგიერთ ისტორიებში 3 თავი რომ ეთმობა ამ გაბუტება შეროგებებს. ❤️

ასე გააგრძელე. ❤️❤️ წარმატებები ❤️❤️

ოუ,რა მაგარია თუ ესე მოგწოონს! დემიენმა ყველა უნდა გაგვაოცოს და ხო, ვფიქრობ, გამოსდის.ნიკეა რთული იყო თავიდანვე,განსაკუთრებული და მიუწვდომელი.ხო,ჩხუბის გაწელვები მეც არ მომწონს და თან ჩაციკვლები ერთ კონკრეტულ მიზეზზე ათასი წელი დდ. ცოტა ბრაზი უნდა გავიდეს,თან რომ ეტყვი ადამიანს რა გწყინს,მალე გადის რა.
გაიხარე,გმადლობ და შენც წარმატებები. ❤❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიააან ძალიან კარგია.
ყველაზე სასიამოვნო წასაკითხია მგონი, რაც დიდი ხანია არ შემხვედრია..
დემიენის ნაირი ადამიანები ნეტავ მართლა თუ არსებობენ.
საოცრებაა ეს ბიჭი უბრალოდ აი საოცრება, მართლა უნდა ჩაუკვირდეს ნიკე დეტალებს იქნებ გაიაზროს მაინც. ასე მგონია რომ თვითონ დემიენის პიროვნებისაც არ ესმის და არ იცის როგორია, არადა უბრალოდ უნდა დაუკვირდეს.
იმედია ნიკეა გამოიხდდება თვალში ^-^
წარმატებები, სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალთავს ^-^

 


№8  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ანი
ძალიააან ძალიან კარგია.
ყველაზე სასიამოვნო წასაკითხია მგონი, რაც დიდი ხანია არ შემხვედრია..
დემიენის ნაირი ადამიანები ნეტავ მართლა თუ არსებობენ.
საოცრებაა ეს ბიჭი უბრალოდ აი საოცრება, მართლა უნდა ჩაუკვირდეს ნიკე დეტალებს იქნებ გაიაზროს მაინც. ასე მგონია რომ თვითონ დემიენის პიროვნებისაც არ ესმის და არ იცის როგორია, არადა უბრალოდ უნდა დაუკვირდეს.
იმედია ნიკეა გამოიხდდება თვალში ^-^
წარმატებები, სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალთავს ^-^

ანიი,მადლობა❤❤❤.ნელ-ნელა უფრო უნდა გაიხსნას წესით დდ,ვნახოთ აბა. ასევე წარმატებები❤❤❤.

 


№9 წევრი A.N.A

ამ ისტორას რომ დებდით სულ თავს ვარიდებდი ხოლმე, ცუდად არ გამიგოთ ეს არც სახელის ბრალია და არც სხვა რამის უბრალოდ არ ვიცი რატომ. ჰოდა არ ვიცი გუშინ რა დამემართა, მაგრამ ეს თავი წავიკითხე და რაღაცნაირად დამაინტერესა, მერე უკვე პირველივე თავიდან დავიწყე და მინდა გითხრათ რომ ძალიან ტკბილი და თბილი ისტორიაა ნიკეას მწარე ენის მიუხედავად. მომწონს დამიანე ძალიან და თათულის და გეგას წყვილიც მაგიჟებს. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
წარმატებები. ❣️

 


№10  offline მოდერი Nuki-rocks

A.N.A
ამ ისტორას რომ დებდით სულ თავს ვარიდებდი ხოლმე, ცუდად არ გამიგოთ ეს არც სახელის ბრალია და არც სხვა რამის უბრალოდ არ ვიცი რატომ. ჰოდა არ ვიცი გუშინ რა დამემართა, მაგრამ ეს თავი წავიკითხე და რაღაცნაირად დამაინტერესა, მერე უკვე პირველივე თავიდან დავიწყე და მინდა გითხრათ რომ ძალიან ტკბილი და თბილი ისტორიაა ნიკეას მწარე ენის მიუხედავად. მომწონს დამიანე ძალიან და თათულის და გეგას წყვილიც მაგიჟებს. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
წარმატებები. ❣️

და მთავარი იცი რა არის?!Გახსენი და წაიკითხე,ეს ბევრს ნᲘშნავს.დრო დამითმე და გმადლობ.ვეცდები მალე ავტვირთო შემდეგი თავი,ასევე გისურვებთ წარმატებას.❤❤❤

 


№11  offline წევრი თათია-თათა

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№12  offline მოდერი Nuki-rocks

თათია-თათა
როდის დადებთ ახალ თავს?

დღეს მინდოდა გაგზავნა,მაგრამ ვერ ვასწრებ,ხვალ გავგზავნი.

 


№13 სტუმარი Life is beautiful

ოხ როგორ მეშლება ნერვი რაა... ოღონდ იმიტო კი არა რომ არ მომეწონა... პირიქით ისე მომეწონა სიტყვებს ვერ ვპოულობ არადა არ ვარ ერთფეროვანი ადამიანი და აღარ ვიცი განსხვავებული რა დაგიწერო... არადა ნამდვილად ისეთებს გვიტარებ უკომენტაროდ გასვლა უნამუსობაა მეტი თუ არაფერი...
უუძალიანესად აღშფოთებულაღტკინებული ვარ.. ძაან მაგარი იყო... მარგამ აი ასეთი ინტრიდე ჩგვირტყი და გაწყვიდე თხრობა.. აი ეს კი სისხლს მიდუღებს ძარღვებში.. და ამიტომ ჩასაფრებული ვეცდი შემდეგ თავს... ყოჩაღ????<3

 


№14  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
ოხ როგორ მეშლება ნერვი რაა... ოღონდ იმიტო კი არა რომ არ მომეწონა... პირიქით ისე მომეწონა სიტყვებს ვერ ვპოულობ არადა არ ვარ ერთფეროვანი ადამიანი და აღარ ვიცი განსხვავებული რა დაგიწერო... არადა ნამდვილად ისეთებს გვიტარებ უკომენტაროდ გასვლა უნამუსობაა მეტი თუ არაფერი...
უუძალიანესად აღშფოთებულაღტკინებული ვარ.. ძაან მაგარი იყო... მარგამ აი ასეთი ინტრიდე ჩგვირტყი და გაწყვიდე თხრობა.. აი ეს კი სისხლს მიდუღებს ძარღვებში.. და ამიტომ ჩასაფრებული ვეცდი შემდეგ თავს... ყოჩაღ????<3

როგორ გამაღიმე,ნეტავ იცოდე.გულზე სითბო მომედო.არაუშავს,სიტყვებს თუ ვერ პოულობ,ესეც ხომ კარგია.ანუ იმაზე უკეთესია,ვიდრე იყო წინა..ჰო,ალბათ დდ( მე რა ნარცისულად გამომდის დდდ)აუ, როგორი მაგარია ჩემთვის,რომ მოგწონს❤,უღრმესი მადლობა,ძვირფასო❤❤❤.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი ღავი იყო მომეწონა დაშორების გარეშე რომ გადაიტანეს ეს პრობლემები წყვილმა თან გამიხარდა მოცულობა გახდილი იყო საინტერესო იყო ვიმხიარულე კიდეც ბოლოს ისე დამთავრე რომ სული განძრევა სანამ დადებთ მადლობა წარმატებები ????????????

 


№16  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი ღავი იყო მომეწონა დაშორების გარეშე რომ გადაიტანეს ეს პრობლემები წყვილმა თან გამიხარდა მოცულობა გახდილი იყო საინტერესო იყო ვიმხიარულე კიდეც ბოლოს ისე დამთავრე რომ სული განძრევა სანამ დადებთ მადლობა წარმატებები ????????????

პირიქით,გმადლობ რომ კითხულობ და ასევე წარმატებები.ვეცდები მალე ავტვირთო.❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი უცნობი

აუუი რით ვერ დადე რააა ❤❤

 


№18  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი უცნობი
აუუი რით ვერ დადე რააა ❤❤

დღეს უკვე მესამედ გავაგზავნე ახალი თავი.მეც ველი დადებას თქვენთან ერთად.❤

 


№19 სტუმარი Life is beautiful

აუუუუ ვიტირებ????დადონ ხო შეიძლება გამძვრა სული თან ისეთ მომენტში გაწყვიტე გული დამიწვრილდა მოლოფინით????????♥️♥️

 


№20  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
აუუუუ ვიტირებ????დადონ ხო შეიძლება გამძვრა სული თან ისეთ მომენტში გაწყვიტე გული დამიწვრილდა მოლოფინით????????♥️♥️

მეც ძალიან მინდა დადონ.თან ნათქვამი მქონდა,დაგიდებთ ოთხშაბათისთვის-თქო.ძლივს ვახერხებდი შუალედებში გაგზავნას.გუშინ გავგზავნე მესამედ და ვნახოთ,თუ დაიდება....
გულწრფელად ვწუხვარ,რომ ამდენ ხანს გიწევთ ლოდინი,მაგრამ ახლა Მთლად ჩემი ბრალიც არაა.

 


№21  offline წევრი თათია-თათა

დამაწყდა მთელი დღეა თვალები რაა :( რატომ არ დებენ ამდენ ხანს :((((

 


№22  offline მოდერი Nuki-rocks

თათია-თათა
დამაწყდა მთელი დღეა თვალები რაა :( რატომ არ დებენ ამდენ ხანს :((((

თათი,ველი მეც თქვენთან ერთად და არ ვიცი,ამდენ ხანს რატომ იწელება.
მადლობა მოთმინებისთვის❤.

 


№23 სტუმარი სტუმარი nancho

არაფერს ისე აღარ ველოდები,როგორც ამ ისტორიას,

 


№24  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი nancho
არაფერს ისე აღარ ველოდები,როგორც ამ ისტორიას,

გუშინ დრო როგორც კი გამოვნახე,ავტვირთე.შოკი იყო გეფიცები, ზედიზედ ორჯერ რომ ამომიგდო წაᲘშალა თქვენი სიახლეო.მოკლედ,მესამედაც ნაცადია ბედი და ველოდები როდის შეამოწმებენ.
მადლობა მოთმინებითვის და ვწუხვარ, რომ ლოდინი გიწევთ.❤

 


№25 სტუმარი სტუმარი ანასტასია

როდის დადებ? ????????????

 


№26  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ანასტასია
როდის დადებ? ????????????

კარგა ხანია გაგზავნილი მაქვს.ოთხშაბᲐთს 3-ჯერ გავაგზავნე და 2-ჯერ წამიშალეს,მესამედ კი-არ გადაუხედავთ.
მადლობა მოთმინებითვის და კიდევ ერთხელ,ვწუხვარ რომ გიწევთ ლოდინი.

 


№27  offline წევრი Debby Ryan

ანაც მოვალბეეეთ.
ეს ნიკეა მეც მაგიჟებს, ლამის დემიენთან ერთად დავიწყო სმა.
შეუყვარდეს რაა.

 


№28  offline მოდერი Nuki-rocks

Debby Ryan
ანაც მოვალბეეეთ.
ეს ნიკეა მეც მაგიჟებს, ლამის დემიენთან ერთად დავიწყო სმა.
შეუყვარდეს რაა.

მოდი,ჭიქაზე გეპატიჟებით.❤❤❤

 


№29  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№30  offline მოდერი Nuki-rocks

კალლ აია
❤️❤️❤️❤️❤️❤️

❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent