შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (XII თავი)


28-11-2020, 03:50
ნანახია 8 341

ლამის მდუღარე წყალი ჩავაგუბე და სააბაზანოში ისე ჩავჯექი, რომ ფეხები მკერდზე მიმებჯინა. სიცხეში შევარდისფერებული მუხლები წყლიდან გვერდიგვერდ წამოზრდილი, მარჯნის კუნძულებივით იმზირებოდნენ. შუბლი ჩამოვადე და გავირინდე. მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი. ისე გამოვფიტულიყავი, რომ თვალების გახელაც კი არ შემეძლო. დამძიმებული ქუთუთოები ძილისკენ მექაჩებოდნენ. ისრაელის ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე ვფიქრობდი... მხოლოდ კი არ ვფიქრობდი, ვხედავდი კიდეც. თითქოს საპირფარეშოსა და ტაქსიში ჩავრჩი მასთან ერთად, ეს ორი კადრი, ხელახლა და ხელახლა, ტრიალებდა ჩემს წარმოსახვაში.
„ნეტავ, სულ არ წავსულიყავი გამოფენაზე...“ - მტევანს დავხედე. არ მინდოდა დასველებულიყო და უხერხულად ჩამომედო აბაზანის კიდეზე. ყველა წუთი მძულდა, რომელიც ისრაელთან ერთად გავატარე ამ საღამოს - დანახვის მომენტიდან მანქანის კარის მიხურვამდე. ხელის შეხვევის უფლება არ უნდა მიმეცა! სჯობდა, სულაც, სისხლისგან დავცლილიყავი! რას ჩამოვუდექი?! რა თქმა უნდა, მშვენივრად ვიცოდი პასუხი: სოლივით ჩავერჭე იმ დაწყევლილ საპირფარეშოში, რადგან გულის სიღრმეში ძალიან მსიამოვნებდა, ჩემზე რომ ზრუნავდა; შინაგანი სამყაროს რომელიღაც კუნჭულში ჩემი ნაწილი ფოიერვერკებით აღნიშნავდა მის ხელახლა გამოჩენას, მისი სიახლოვით ტკბებოდა და ერთი წუთის დაკრგვაც კი არ უნდოდა, თითქოს გასული ექვსი თვის ანაზღაურებას ცდილობდა. ზოგი რამ, სჯობს აუღირებელი დარჩეს, თორემ საკუთარ თავთან სრულმა გულახდილობამ შესაძლოა მისადმი პატივისცემა დაგაკარგვინოს. საკუთარ თავზეც განვრისხდი და ისრაელზეც! ბრაზმა ისე ამიტანა, კანკალი დამაწყებინა! დოლბანდი მოვიხსენი, ბამბა გადავაგდე და ჭრილობას დავხედე, შეხორცება დაეწყო. ჩემს სულს ჰგავდა, ლევისთან დაშორების შემდეგ... ახლა თუ ჭრილობაზე თითს დავიჭერდი და ოდნავშეღებბულ პირს ფრჩხილით გავკვეთდი, ისრაელის გამოჩენა-გაუჩინარებაც აღიბეჭდებოდა და საკუთარი შინაგანი მდგომარეობის სრულ გამოსახულებას მივიღებდი.
- თურმე ნუ იტყვი, მე შემიყვარდება, მის გულში კი ჩემი ადგილი არ მოიძებნება. ჰაჰ.
ისრაელის ნაჩუქარი მალამო კაფელით მოპირკეთებულ იატაკზე ეგდო, სამოსის გახდისას გადმომივარდა ჯიბიდან. აქამდე უნდა გადამეგდო, რას მოვათრიე სახლამდე ეს ნაგავი?!
ძალიან ჩაიხუთა სააბაზანო. ჰაერი აღარ მყოფნიდა, ამიტომ სარკმელი შევაღე, ფეხისწვერებზე ავიწიე და გაზაფხულის ბოლო თვის, სიგრილეშეპარული ჰაერი ჩავისუნქე. უალამაზესი დასანახი იყო მოწმენდილი ცა - უმისამართოთ გაბნეული ვარსკვლავებითა და დიდრონი მთვარით.
ერეკლე და თედო ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ „ბიჭების საღამოდან.“ ალბათ, რომელიმე სამიკიტნოში, მამას ძმაკაცებთან ერთად, სუფრას მისხდომოდნენ და სადღეგრძელოებს სვამდნენ საქართველოზე, მეგობრობაზე, კაცობაზე, სიყვარულზე, წასულებზე, დედმამიშვოლობაზე... სადღეგრძელოს რა დალევს?! უეცრად, გონებამ კვლავ გასული წლის ნოემბერში დამაბრუნა, ფრანგულ კაფეში, მაგიდასთან, რომლის მოპირდაპირე მხარესაც ისრაელი იჯდა. ხელში ფრანგული ღვინით სავსე ჭიქა მეჭირა:
- საქართველოში ღვთის, ერთმანეთის და საყვარელი ადამიანების დალოცვა ან მოგონება გვიყვარს ჭიქა ღვინოსთან ერთად, ეს ერთგვარი მადლიერება და დაფასებაა, - ვუთხარი მაშინ ისრაელს, რომ კარგად განმემარტა ქართულ კულტურაში სადღეგრძელოს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
- ჩვენ კი, ებრაელები, პუპირველესად მშვიდობას ვლოცავთ! Shalom!
ხალათი შემოვიცვი და ოთახ-ოთახ შოკოლადს დავუწყე ძებნა. თედდოს სიგიჟემდე უყვარდა ტკბილეული და ვიცოდი, სადღაც აუცილებლად ექნებოდა დამალული. საყინულეში შემორჩენილი ნაყინის გარდა, ვერაფერს წავაწყდი, ამიტომ რაფაზე კოვზითა და პლომბირით ხელში შემოვჯექი და ჩემ წინ აღმართულ ცხრასართულიან ბინას დავაკვირდი - ყველა ფანჯარას თავისი ისტორია ჰქონდა, რომლის შესახებაც სხვებს შეგვეძლო მხოლოდ გვევარაუდა... წარმოსახვის გასავარჯიშებლად გამოგვეყენებინა სინათლის შუქზე გარჩეული სურათები. ფანჯრის რაფაზე სტელაც ამოხტა და ფეხებ შორის ჩამიწვა.
- მგონი, ვიღაცას სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, - ჩავიცინე. - ან ნაყინის ჭამა უნდა და მეაფერისტება. რომელია, თქვენი უდიდებულესობავ?! გამოტყდით.
ნაყინი გავუნაწილე და დაბალ ბეწვზე გადავუსვი ხელი. სიამოვნებისა და კმაყოფილებისგან აკრუტუნდა სტელა.
- ვინ არის ჩემი ფუმფულა და ყველაზე ლამაზი კატა? - ხელში ავიყვანე და ჩავიხუტე.
- მიაუ? - მკითხა, თათები მკერდზე დამადო, წამოიწია და ცხვირზე ამლოკა.
- ცუდ ხასიათზე რატომ ვარ? - ცხვირზე ცხვირი მივადე. - იმიტომ რომ წარსულში ჩატოვებული ადამიანები არ მეშვებიან, სტელა.
- მიაუ?
- არა, ლევი არ გამოჩენილა. ეს სხვაა. დღეს ჩემთან იძინებთ, ქალბატონო? თუ თქვენს სამეფო აპარტამენტში? მგონი, ჯერ ვერ აგირჩევია. ახლა თუ არ ჩავიცვი, გავცივდები და მომიწევს სამსახურში სიცხიანმა ვიარო.
ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი და სტელას ჩამოსასმელად მივბრუნდი, როცა ჩემი სადარბაზოს წინ „მერსედესს“ შევასწარი თვალი. ისრაელის მანქანას ძალიან ჰგავდა. ჩემი გაზულუქებული კატა ჩამოვაბრძანე, ფანჯარა გამოვაღე და გადავეყუდე რომ უკეთესად გამერჩია, ის იყო თუ არა.
- შანსი არ არის... - ჩავილაპარაკე. „ფარები“ და ძრავა ჩამქვრალი ჰქონდა. ლამპიონიდან მოშორებით იდგა, ნაკლებ შესამჩნევი რომ ყოფილიყო. მართლაც, შეუძლებელი იყო, მაგრამ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ შევცდი; რომ ავტომობილი ამერია. დაუფიქრებლად გავაღე სადარბაზოს კარი და სველი თმით, ხალათისამარა გავიჭერი გარეთ. ლიფტის ღილაკს რამდენჯერმე დავაჭირე თითი, თითქოს ასე უფრო სწრაფად მოვიდოდა. ერთ ადგილს ვცქმუტავდი, ვერ ვჩერდებოდი. მოთმენა არ შემეძლო, ამიტომ კიბეებზე დავეშვი. ბოლო სამ საფეხურს ვახტებოდი, როგორც პატარაობაში, სანამ დაცემისა და ტკივილის შიშს ავიკიდებდი. სიზმრებშიც ასე დავხტუნავ ხოლმე, მაგრამ ეს ხტომა ფრენას უფრო ჰგავს, როცა მძინავს. იქნებ ახლაც მეძინა?!
სადარბაზოდან გავვარდი თუ არა, შავი „მერსედესი“ დაიძრა, მაგრამ ქუჩის სივიწროვისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის („ბუგაროკის“) გამო თავის დაძვრენა ვერ მოასწრო. წინ გადავუდექი. ფარები ამინთო, რომ სინათლეს თვალი მოეჭრა და ვერ დამენახა, ვინ იჯდა საჭესთან.
- გადმოდი! - დავუძახე და თვალები დავიჩრდილე.
არ ვიცი რამდენი წუთი ვიდექით ისე, მაგრამ ბოლოს, როცა მიხვდა, რომ გაწევას არ ვაპირებდი, „ფარები“ ჩააქრო. ავტომობილის კარი გაიღო და მთასავით კაცი წამოიმართა ჩემ წინაშე. ნამდვილად ისრაელი იყო. კარი არ დაუხურავს, ისე წამოვიდა ჩემკენ. მომიახლოვდა და ზემოდან დამხედა:
- შიშველი ხარ. - ცალი წარბი ამიწია, ხელები უკმაყოფილოდ გადაიჯვარედინა.
- შენ - თავხედი.
ახლა, როცა „ჩუსტებით“ ვიდექი მის წინაშე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად, ისეთი დიდი ჩანდა, რომ მზიან ამინდში, მწველი სხივებისგან დასამალად, მის ჩრდილს თავისუფლად შევაფარებდი თავს.
- სველი ხარ. - ჩემი ნამიანი თმის ბოლოები მოიქცია თითებში. მის ხელს დავხედე. გამახსენდა, როგორ მინდოდა შემხებოდა მანქანაში კაბელის გამორთმევისას, ბერდიას კაფისკენ მიმავალ გზაზე. ჩემკენ გადმოიხარა, თვალები მინაბა და თმა ცხვირთან მიიტანა. უხმოდ შეისუნთქა შამპუნის არომატი და ჩაიბუტბუტა: - სასიამოვნო სურნელი აგდის. - თვალები რომ გაახილა, მზერა გამისწორა.
მაშინღა მივხვდი, რომ „გალერეაში“ ერთხელაც არ შეგვიხედავს სახეში ერთმანეთისთვის და ტაქსიშიც ისე ვილაპარაკეთ, რომ ვერ გავუსწორეთ ერთმანეთს თვალი. ჩავაკვირდი, ისევ მისი სულის კართან ვიდექი. შემეძლო ძველებურად უკან დამეხია ან გამებედა და მასში შეღწევა მეცადა. არც კი დამიხამხამებია თვალი, რომ ეს კავშირი ხელიდან არ დამსხლტომოდა. არ მეშინოდა ამ კაცში მოგზაურობის, რადგან შემეძლო მისი შინაგანი სამყარო ისე შემომევლო, რომ არც ნაფეხურები დამეტოვებინა და არც დარჩენის სურვილი გამჩენოდა, როგორც მაშინ... სულ პირველად, როცა მანქანის კართან ერთად, შემთხვევით, ჩემი გულის კარიც გამოვუღე.
- ახლავე სახლში ადი, თორემ ავად გახდები.
- არსადაც არ ავალ, ისრაელ, სანამ არ მეტყვი, აქ რა დაგკარგვია.
- რა გინდა, მთელმა სამეზობლომ გათვალიეროს ფაქტობრივად შიშველ მდგომარეობაში?!
- არა, მინდა გავიგო, რამ მოიყვანა ჩემს სახლთან მამაკაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამომიცხადა, რომ ჩემი დანახვა არ უნდა; რომ თურმე ნუ იტყვი, შემიყვარებდა და ძალიან შეწუხდება ჩემი მისადმი გრძნობებით.
- მასე არ მითქვამს, ინტერპრეტირებ. არ მინდა გული გატკინო-მეთქი, შენ კიდე გაბრაზდი და გეწყინა.
- ბოდიშის მოსახდელად ხომ არ ხარ მოსული, შემთხვევით?
- მე ბოდიშს არასდროს ვიხდი და არც პატიებას ვითხოვ. - ცალი ხელით ხალათი დამიჭირა, მეორეთი კი მისი ქამარი შემიხსნა. სახეზე ავილეწე! უცბად ვერ მივხვდი, რას აკეთებდა. ისრაელმა ნაჭრის ორივე მხარე მოქაჩა, სულ მთლად დამიფარა გული-მკერდი და ქამარიც ძლიერად მომიჭირა:
- ჩვენ ხომ ოდესღაც პლატონურ სიყვარულზე შევთანხმდით? - თავისივე ნათქვამზე ჩაეღიმა. - დისტანცია და არანაირი ფიზიკური სიახლოვე. - ორი ნაბიჯით უკან დაიხია. - თუ გადაიფიქრე და შიშველი მაგიტომ გამომეცხადე?!
- მეთამაშები?!
- არაფრის დიდებით. მხოლოდ, გაწვალებ. - ისევ გაიღიმა და თვალი ჩამიკრა. თებეა, შენთან და შენს გრძნობებზე არასდროს ვითამაშებ, - წამში სახე ისე დაუსერიოზულდა, ვერც იფიქრები, რომ ცოტა ხნის წინ ეშმაკი ღიმილი დასთამაშებდა. - სწორედ მაგიტომ გაგრშორდი დროულად. ასეთი რთული მისახვედრი იყო? - ზურგი მაქცია და ავტომობილისკენ წავიდა.
- სულ ეს იყო?! ორი სიტყვა მომიგდე და მიდიხარ?!
- არსად მივდივარ. ჩაჯექი! - გამომძახა.
არც კი დავფიქრებულვარ, ისე გავყევი. აღარ ვაპირებდი ამ კაცის სიახლოვისას ყველა დეტალის გაანალიზებას. გუმანით ვგრძნობდი, რომ სულ მალე სიმართლეს შევიტყობდი... სიმართლეს, რომლის არცოდნამაც ექვსი თვე გამაწამა და „ის ებრაელი“ ჩემს საფიქრელად გადააქცია. სავარძელი ისევ გადაქანჯული დამხვდა. მოურიდებლად გავასწორე. ნეტავ, პირველ პაემანზეც ასეთი გაბედული ვყოფილიყავი, ნაცვლად ყველა სიტყვის, ნაბიჯისა და მოძრაობის აწონ-დაწონვისა.
- რატომ შემხვდი?! - მივახალე პირდაპირ: - ან რატომ გაქრი?! ერთი ღამით გართობა გინდოდა ჩემთან?
- არა. მინდოდა მეგრძნო რამე. - მითხრა და, მიუხედავად იმისა რომ მაისი იყო, მანქანაში გათბობა ჩართო.
- როგორც ვხდები, ვერ იგრძენი... - სავარძელი სასიამოვნოდ გახურდა და ჩემს სხეულსაც ფეხებიდან სითბო ააცოცდა.
- ხო. - თავი დამიქნია.
- რა შემეშალა? - ცხვირი ავუბზუე.
- არაფერი, აბსოლუტურად არაფერი შეგშლია, თებეა. ჩემშია პრობლემა.
- რა პათეტიკურია, - ცინიკურად ჩავიცინე. - დრამატული და ბანალურიც. ბარემ ისიც მითხარი, რომ შენზე მეტს ვიმსახურებ და ჰოლივუდური მელოდრამა გამოვა.
- იმას ნამდვილად იმსახურებ, რომ კაცს მთელი გულით უყვარდე.
- არ გინდა, უბრალოდ, პირდაპირ სიმართლე მითხრა? შეგვიძლია გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, მერე კი ისე დავიშალოთ, თითქოს არასდროს შევხვედრილვართ. რა გვიშლის ხელს?
- ძალიან არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- ხო, მაგრამ როგორღაც ჩემს სახლთან აღმოჩნდი. ნუთუ გზაში არ კითხე თავს, თებეასთან რატომ მივდივარო?!
- არ მიკითხავს, რადგან პასუხი არ ექნებოდა.
- შეიძლება არ გინდა ლაპარაკი, მაგრამ აშკარად გჭირდება. მხოლოდ შენ კი არა, მეც მჭირდება... ექვსი თვეა პაემანზე არ ვყოფილვარ. იცი, რამდენ კარგ ბიჭს ვუთხარი უარი?! როგორ გგონია, რატომ?!
- იმიტომ რომ სულელი ხარ და გგონია, დაგიწუნე, უარი ვთქვი შენზე და ხელი გკარი.
- მართალია, მაფიქრებინე, რომ რაღაც რიგზე ვერ არის; რომ რაღაც მნიშვნელვანი შემეშალა და შესაძლოა მომდევნო პაემანზეც იმავე შეცდომა დავუშვა!
ისრაელმა სასოწარკვეთით ამოიოხრა. სავარძელს მიეყრდნო, თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა.
- თვალების დახუჭვით, არ გავქრები. - ჩავილაპარაკე და საპირისპირო მხარეს გავიხედე.
- სულაც არ მინდა, რომ გაქრე.
ერთხანს გაჩუმებულები ვიყავით. მხოლოდ მისი მშვიდი სუნთქვის ხმა მესმოდა. ისიც კი ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი.
- ზედმეტად მორიდებული ვიყავი? - ავლუღლუღდი.
- არა.
- ზემდეტად სერიოზული? ხელოვნური? გადაპრანჭული? - მივაყარე.
- არა. - მიპასუხა, ხელი გადმოწია და ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს, ჩემი მტევანი იპოვა.
თითები თითებში შემომიცურა და ოდნავ მომოიჭირა. ჩვენი ხელისგულები სანახევროდ ეხებოდნენ ერთმანეთს.
- თებეა... - ჩემი სახელი სითბოშეპარული ხმით წარმოთქვა და ერთხანს გაირინდა, არ ვიცი, გამბედაობას იკრებდა, თავს საუბარს აიძულებდა თუ ორივე ერთად: - ჩემი ბოლო იმედი იყავი. - აღმოხდა ბოლოს.
ისრაელის პროფილს გავხედე. ყბა გაამოძრავა, აქეთ და იქით. მისი ტიკი ძველებურად სექსუალური იყო ჩემთვის.
- შენთან მიმოწერა რომ დავიწყე, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც იქნა, მეშველა! ვიპოვე ის ქალი...
უნდობლად გავაქნიე თავი, თუმცა ხელი არ გამიშვია მისთვის.
-...ქალი, რომელიც რამეს მაგრძნობინებდა. მშვენიერო, იცი, როგორი ცარიელი ვარ? არა, არ იცი; შეუძლებელია იცოდე. ყველა განცდა გათიშული მაქვს. თითქოს სული ამომაცალეს და მხოლოდ სხეული დამრჩა. არაფერს არ ვგრძნობ, საერთოდ არაფერს: არც სიყვარულს, არც მიჩვევას, არც მიჯაჭვულობას, მხოლოდ სიმპათია ან ინტერესი თუ გამიელვებს ხოლმე ქალის მიმართ და ისიც მალევე მინელდება, ბოლოს კი, საერთოდ ქრება. ეჭვიანი ხარო, მეუბნებიან შეყვარებულები, სინამდვილეში, კი არ მეშინია, რომ სხვა კაცთან წავლენ, საკუთარის განაწილებას ვუკადრისო. მაშინაც კი, როცა არ მიყვარს, თუ ჩემია, ბოლომდე ჩემი უნდა იყოს. ქალებს კი ჩემი სიამაყე და ეგოზიმი ეჭვიანობაში ერევათ. ფიქრობ, თუ ეჭვიანობს, ვუყვარვარ კიდეც.
ხელი მიშვა, ჯერ თავისი საზურგე გადასწია, მერე - ჩემი, და გვერდულად წამოწვა. ცალი ხელი თავქვეშ ბალიშად ამოიდო და მომაშტერდა.
- ცხრა წელია ურთიერთობიდან ურთიერთობაში ვინაცვლებ და ერთხელაც ვერ მივაგენი ხელჩასაჭიდ გრძნობას, თუნდაც თავის მოსატყუებლად. ეს არასდროს არავისთვის გამიმხელია...
- მე რატომ გადამიშალე გული? - მეც ამოვიდე თავქვეშ ხელი. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს.
- გახსოვს? კაფეში მითხარი, სკოლაში რომ გამეცანი, შენი საუკეთესო მეგობარი ვიქნებოდიო, აი მაგიტომ. და კიდევ იმიტომ, რომ ერთადერთი შეხვედრა საკამარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაგენახე... დაგენახა ის, ვინც ამ სიმპათიური სახის, კუნთიანი სხეულისა და თავდაჯერებული ჯეელის უკან დგას.
- გამხდარი, კულულებიანი ბიჭი, ჰარი პოტერივით მრგვალი სათვალით.
- ჰო.
- წლების განმავლობაში კარგი სექსი და ქალის სხეულის შესწავლა მსიამოვნებდა. მერე ეგეც მომბეზრდა. ასაკი რომ გემატება, ხვდები, სექსი სულების შერწყმაა და არა სხეულების. ამიტომ ახლა, უკვე ფიზიკური სიახლოვეს სრულიად უშინაარსო და არაფრისმომცემი გახდა ჩემთვის. თუნდაც, მხოლოდ ამიტომ არ მენდომებოდა შენთან მხოლოდ სექსი... თუმცა, ეს თავისთავად სექსის სურვილს არ გამორიცხავს. შენ ისეთი ლამაზი ხარ... რაღა დაგიმალო, უკანალიც ისეთი მშვენიერი და მადისაღმძვრელია.
- გეყოს! - მწარე დავარტყი მკლავზე.
- კარგი, ჰო, ხომ იცი, მიყვარს რომ გაწვალებ. - გაიცინა. სათალე მოიძრო და თვალები დაიზილა: - შენთან შევხედრის შემდეგ ამაოების განცდამ შემიპყრო... ალბათ, მართლა ყველაფერი ამაოა - ჩემი მცდელობა, რომ სიყვარული შევიგრძნო; იმ ადამიანის ძიება, რომელთანაც მთელ დარჩენილ ცხოვრების გატარება მომინდება.
- რატომ მაინც და მაინც ჩემთან შეხვედრის შემდეგ?
- ბოლო წვეთი იყო. მინიშნება სამყაროსან. თუ შენც კი - ყოველმხრივ სრულყოფილმა ქალმა - ვერაფერი მაგრძნობინე, ვინღა შეძლებს?
- სრულყოფილი? ნამდვილად ჩემზე ლაპარაკობ? ძალიან შემცდარხარ, ისრაელ.
- მთელი ორი კვირა ვოცნებობდი შენზე. ათასჯერ მაინც წარმოვიდგენდი, რას ვიგრძნობდი როცა დაგინახავდი, როცა შეგეხებოდი, შენს სურნელს რომ შევიგრძნობდი. იმაზე ფიქრიც კი გულს მიჩქარებდა, რომ უნდა მენახე. მაგრამ როცა შენი შეხვედრით გამოწვეულმა პირველმა მღელვარებამ გამიარა კაფეში ჯდომისას, მივხდი, რომ იმავე ნავში დავრჩი.
- ინნასთან რა გინდა, ისრაელ?
- ინნა მალე მიმატოვებს. შენი გაცნობის მერე, ისეთ ქალებს დავუწყე ძებნა, ვინც უპრობლემოდ წავა ჩემგან. ვინც არასდროს შემიყვარებს საკუთარ თავზე მეტად. შენ წახვიდოდი ჩემგან? - ჩემკენ მოჩოჩდა და შუბლი შუბლზე მომადო.
- აუცილებლად.
- ცრუობ.
ისრაელის ამოსუნთქულ ჰაერს ვუსუნთქავდი, ამ კაცით მევსებოდა ფილტვები და მთელი სხეული.
- თებეა, შენ არ დამტოვებდი მარტოს ტრავმებთან და იარებთან, მაშინაც კი თუ ჯოჯოხეთად გექცეოდა ყოველი დღე; თუ ჩემგან ვერმიღებული სითბო და სიყვარულის მუდმივი დანაკლისი ძალიან გაგაუბედურებდა. - მისი სიტყვები ტუჩებზე მხვდებოდა.
- რატომ გგონია, რომ ვერ დაგტოვებდი? - შუბლი მოვაშორე, რომ არ მეკოცნა მისთვის.
- ჩემს შენდამი პატივისცემასა და გულახდილობას ჩაეჭიდებოდი; ყოველთვის იპოვიდი დასარჩენ მიზეზს; რადგან შეყვარებულთან ერთად, ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იქნებოდი. მე კი, საუკეთესო მეგობარს ვერ მოვექცევი ისე, როგორც ქალებს, რომლებთანაც მხოლოდ სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ვიჭერ საქმეს.


ვინაიდან ეს ის თავია, რომელშიც ისრაელზე ბევრი რამ გავიგეთ, მოუთმენლად ველოდები თქვენს შეხედულებებს, აზრებსა და ემოციებს. <3 მიყვარხართ <3



№1  offline წევრი ნანა73

იცით? გავიგე რომ მენტალური პრობლემა აქვს ისრაელს, მაგრამ აარ ფიქრობთ , რომ ეგოისტია
რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით?
თითქოს ხელსაც ჰკრავს და აფრთხილებს, ჩემისთანა კაცი დაგტანჯავს და თითქოს დახმარებასაც სთხოვს- არ მიმატოვოო.
ეს ყველაფერი, სიტყვებით და ქმედებებით ისეა შეფუთული თებეას მაგნიტივით იზიდავს და ვშიშობ მოუნდება "მფარველი ანგელოზობა"...
ოცდაოთხ საათიანი ფსქოლოგი სჭრდება თებეას სახით?
ბოლო იმედს ებღაუჭება თუ ექსპერიმენტს ატარებს...
არ მომწონს ისრაელი.
სიმართლე ვთქვა აღარც მაინტერესებს, რამე მკვეთრად რომ შეიცვალოს, უბრალოდ არაფრის ღირსად არ ჩავთვლი. არც სიყვარულის და არც სიძულვილს.
თქვენ რას ფიქრობთ?

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

vfiqrob is pirveli siyvarulibver gaushva jer. albat gaurkvevlpba moxda da ise dashordnen da amis marcuxebshi moqceuli xvdeba qalebs rom vinme mshvelelaf moevlinoss. araa mzad sitvarulistviss. tebeas personaji zalian momconsssm imdenad chaicikla israelzee. ufro vfiqrob tavmoyvareobis sakitxiaa. gaurkvevlobashi datova da amotom iscrafvoda misken. da imdenad gashishvldnen ertmanetis cinashe rom vfoqrob saintereso gagrzelwbabeqnebaam. ise ambobs ver shegiyvareb tebeao. gegoneba danaxvistanave modiodes es grznobaa. tumca tebeamvzustad mixvda rom am ravdajerebuli mamakacis ukan susti. carsulze chafrenili bichi imaleba. axlac Livs davcere komentari. bavshvs kbilebi amosdis da sgedage xelshi michiravs. ubralod minda icodet rom moutmenlad gelodebit. caatebebiii

 


№3 სტუმარი სტუმარი თამარი

მათ ერთმანეთის დანახვა შეუძლიათ, ეს ყველაფერი შეიძლება დიდ სიყვარულშიც კი გადაიზარდოს, ვფიქრობ ისრაელს უკვე უყვარს თებეა, უბრალოდ დრო სჭირდება რომ იგრძნოს, მგონია თავად უქმნის თავს ბარიერს, ამის მიზეზიც მის წარსულშია. მარტო პატივისცემის გამო არც დაეხმარებოდა და არც მის ბინასთან მივიდოდა, რაც მასთან ყოფნის სურვილზე მიუთითებს, მომწონს და ველოდები მოვლენების განვითარებას

 


№4 სტუმარი სტუმარი Kkk

Au velodebi maleee!!! Didi xania aq eseti kaii ist ar wamikitxavs.. tips magari sheteva akvs tvinshi

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ნაწარმოების კითხვას ვანებებ თავს, როგორც კი მხვდება პირველი თავის ბოლოს ავტორის მიერ მინაწერი, ,, აბა, რას ფიქრობთ? ღირს გაგრძელება? “, ან კიდევ ,, ეს საცდელი თავია, თუ მოგეწონათ, კიდევ გავაგრძელბ”. შენი რა მომწონს იცი? მიდიხარ, მიერეკები შენსას და იძულებულები ვართ მკითხველები, თავპირისმტვრევით გამოგყვეთ, რამე რომ არ გამოგვრჩეს. შენგან მოდის ემოციების ზღვა და ვცდილობთ გავუმკლავდეთ, ჩვენც ისეთივე ნამდვილები და რეალურები ვხდებით, როგორც შენი პერსონაჟები და იახტებსა და კუნძულებზე დაჩოქებებისა და ვეებერთელა ბრილიანტებით ხელის თხოვნის სცენების ნაცვლად სუფთა ემოცია გვრჩება. ემოცია, რომელიც მოაქვს ღირებულ ლიტერატურას.

მე რომ მიღირდეს შენი ნაწარმოების წაკითხვა, ამდენი ახალბედა მწერლების ფონზე, რაღაცამ უნდა დამაინტერესოს ხო? ან პერსონაჟებმა, ან ისტორიამ, ან განცდებმა, ამ ეტაპზე ამ ყველაფერს უყრი თავს მშვენივრად და ფურცლებში დაკარგულის მაგივრად დაგარქმევდი ფურცლებში ნაპოვნს.❤️

და კიდევ, არის ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ გასართობად. არის ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ დროის გასაყვანად. არის ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ აუცილებლობის მიზნით და კიდევ ბევრი ასეთი ,,არის” არსებობს, და თუ ვინმე გეტყვის, რომ შენი ნაწარმოები იმ ,,არისთა” შორის მოხვდა, რომლის წაკითხვის შემდეგაც მკითხველს რჩება სავსეობის განცდა, მაშინ შეგიძლია მშვიდად იფიქრო, რომ ნაწამოები შედგა.????‍♀️

მადლობა ასეთი შეგრძნებისთვის, შენ მოიპოვე მკითხელის ნდობა❤️❤️❤️

 


ნანა73
იცით? გავიგე რომ მენტალური პრობლემა აქვს ისრაელს, მაგრამ აარ ფიქრობთ , რომ ეგოისტია
რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით?
თითქოს ხელსაც ჰკრავს და აფრთხილებს, ჩემისთანა კაცი დაგტანჯავს და თითქოს დახმარებასაც სთხოვს- არ მიმატოვოო.
ეს ყველაფერი, სიტყვებით და ქმედებებით ისეა შეფუთული თებეას მაგნიტივით იზიდავს და ვშიშობ მოუნდება "მფარველი ანგელოზობა"...
ოცდაოთხ საათიანი ფსქოლოგი სჭრდება თებეას სახით?
ბოლო იმედს ებღაუჭება თუ ექსპერიმენტს ატარებს...
არ მომწონს ისრაელი.
სიმართლე ვთქვა აღარც მაინტერესებს, რამე მკვეთრად რომ შეიცვალოს, უბრალოდ არაფრის ღირსად არ ჩავთვლი. არც სიყვარულის და არც სიძულვილს.
თქვენ რას ფიქრობთ?


მხოლოდ თებეას კი არა, ვფიქრობ, ნებისმიერ ქალს მოანდომებდა "მფარველ ანგელოზობას" ირაელი, მაგრამ მთავარია თებეა სურვილს მოერევა თუ აყვება მას. ვინაიდან მტკივნეული გამოცდილება ჰქონდა ლევისთან, თუ ჭკვიანი გოგოა, თავს შეიკავებს და უკან დაიხევს. პირადად მე არ ვიკისრებდი კაცის 24 საათიან ფსიქოლოგობას. მესმის, რომ საყვარელი ადამიანისთვის მეგობარიც უნდა ვიყოთ, ფსიქოლოგიც და სხვა ბევრი როლიც შევითავსოთ, მაგრამ არასდროს დავეხმარებოდი კაცს სხვა ქალის დავიწყებაში, რადგან მუდმივად იმ ქალის უპირატესობას ვიგრძნობდი. ისეთი განცდა დამეუფლებოდა, რომ იმ ქალთან უნდა და მის არყოფნას ჩემით ივსებს.

Qeti qimucadze
vfiqrob is pirveli siyvarulibver gaushva jer. albat gaurkvevlpba moxda da ise dashordnen da amis marcuxebshi moqceuli xvdeba qalebs rom vinme mshvelelaf moevlinoss. araa mzad sitvarulistviss. tebeas personaji zalian momconsssm imdenad chaicikla israelzee. ufro vfiqrob tavmoyvareobis sakitxiaa. gaurkvevlobashi datova da amotom iscrafvoda misken. da imdenad gashishvldnen ertmanetis cinashe rom vfoqrob saintereso gagrzelwbabeqnebaam. ise ambobs ver shegiyvareb tebeao. gegoneba danaxvistanave modiodes es grznobaa. tumca tebeamvzustad mixvda rom am ravdajerebuli mamakacis ukan susti. carsulze chafrenili bichi imaleba. axlac Livs davcere komentari. bavshvs kbilebi amosdis da sgedage xelshi michiravs. ubralod minda icodet rom moutmenlad gelodebit. caatebebiii


ასი პროცენტით გეთანხმები, ცხრა წლის წინანდელ ურთიერთობაშია ჩარჩენილი ფსიქოლოგოურად. იმდენად ვერ დაეხსნა იმ ქალს, რომელიც უყვარდა, რომ საცხოვრებელი ქვეყანაც კი გამოიცვალა. გეთანხმები, მშველელს ეძებს გაუცნობიერებლად. ჩათვალა, რომ თებეას აქვს მისი მშველელობის პოტენციალი, მაგრამ ვერ გაიმეტა ამ სიმძიმისთვის. თავადაც იცის, რომ რთულია იყო კაცთან, რომლის გულიც სხვას ეკუთვნის. თებეა კი ისე მოეწონა, რომ არ უნდა ეს ტვირთი აზიდინოს.

რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრით ძალიან, ძალიან იშვიათად მოდის სიყვარული. ადამაინებს დრო გვჭირდება ერთმანეთის გასახსნელად, ამოსაცნობად, შესასწავლად... მერე იბადება ეს გრძნობებიც.

შვილი გყავს? რა მაგარია! დედობა ყველაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარია. ყველა ქალს, საკუთარი თავის ჩათვლით, ვუსურვებ ამ ენით აღუწერელი სიხარულის შეგრძნობას. <3 აკოცე პაწუკას ჩემ ნაცვლად. ვგიჟდები ბავშვებზე!

სტუმარი თამარი
მათ ერთმანეთის დანახვა შეუძლიათ, ეს ყველაფერი შეიძლება დიდ სიყვარულშიც კი გადაიზარდოს, ვფიქრობ ისრაელს უკვე უყვარს თებეა, უბრალოდ დრო სჭირდება რომ იგრძნოს, მგონია თავად უქმნის თავს ბარიერს, ამის მიზეზიც მის წარსულშია. მარტო პატივისცემის გამო არც დაეხმარებოდა და არც მის ბინასთან მივიდოდა, რაც მასთან ყოფნის სურვილზე მიუთითებს, მომწონს და ველოდები მოვლენების განვითარებას


მეც, როგორც მწერალი, ვფიქრობ, რომ ამ ორის ურთიერთობას პოტენციალი აქვს... თავად ისრაელი და თებეა რამდენად აცნობიერებენ ამას, არ ვიცი. რა თქმა უნდა, რაღაც მიზეზს მივყავართ ხოლმე ადამიანთან - არა პატივისცემას, არამედ მიზიდულობას, მასთან ყოფნის სურვილს. გეთანხმები სრულიად. <3

სტუმარი Kkk
Au velodebi maleee!!! Didi xania aq eseti kaii ist ar wamikitxavs.. tips magari sheteva akvs tvinshi

მინდა უფრო სწრაფად დავდო თავები, მაგრამ ავად ვარ და წამლებმა მოამდუნა. ისე სწრაფად ვეღარც ვაზროვნებ და ვეღარც ვწერ. წამლებს თავს დავანებებ და ისევ დამიბრუნდება ძალები. მიხარია, რომ მოგწონს. <3

სტუმარი ნანა
ნაწარმოების კითხვას ვანებებ თავს, როგორც კი მხვდება პირველი თავის ბოლოს ავტორის მიერ მინაწერი, ,, აბა, რას ფიქრობთ? ღირს გაგრძელება? “, ან კიდევ ,, ეს საცდელი თავია, თუ მოგეწონათ, კიდევ გავაგრძელბ”. შენი რა მომწონს იცი? მიდიხარ, მიერეკები შენსას და იძულებულები ვართ მკითხველები, თავპირისმტვრევით გამოგყვეთ, რამე რომ არ გამოგვრჩეს. შენგან მოდის ემოციების ზღვა და ვცდილობთ გავუმკლავდეთ, ჩვენც ისეთივე ნამდვილები და რეალურები ვხდებით, როგორც შენი პერსონაჟები და იახტებსა და კუნძულებზე დაჩოქებებისა და ვეებერთელა ბრილიანტებით ხელის თხოვნის სცენების ნაცვლად სუფთა ემოცია გვრჩება. ემოცია, რომელიც მოაქვს ღირებულ ლიტერატურას.

მე რომ მიღირდეს შენი ნაწარმოების წაკითხვა, ამდენი ახალბედა მწერლების ფონზე, რაღაცამ უნდა დამაინტერესოს ხო? ან პერსონაჟებმა, ან ისტორიამ, ან განცდებმა, ამ ეტაპზე ამ ყველაფერს უყრი თავს მშვენივრად და ფურცლებში დაკარგულის მაგივრად დაგარქმევდი ფურცლებში ნაპოვნს.❤️

და კიდევ, არის ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ გასართობად. არის ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ დროის გასაყვანად. არის ნაწარმოები, რომელსაც კითხულობ აუცილებლობის მიზნით და კიდევ ბევრი ასეთი ,,არის” არსებობს, და თუ ვინმე გეტყვის, რომ შენი ნაწარმოები იმ ,,არისთა” შორის მოხვდა, რომლის წაკითხვის შემდეგაც მკითხველს რჩება სავსეობის განცდა, მაშინ შეგიძლია მშვიდად იფიქრო, რომ ნაწამოები შედგა.????‍♀️

მადლობა ასეთი შეგრძნებისთვის, შენ მოიპოვე მკითხელის ნდობა❤️❤️❤️



ნაწარმოებს როცა ვწერ, ყოველთვის კონკრეტული მიზანი მაქვს ხოლმე, რაღაცას ემსახურება - პერსონაჟებით, მათი ფიქრებითა თუ გადაწყვეტილებებით, მინდა რაღაც დავანახო მკითხველს. ალბათ, სწორედ ამიტომ მივერეკები ასე, ჩემთვის. :დ <3 <3

როგორი კომენტარია, იცით? უნდა დაჯდე და ყოველ ჯერზე, როცა ეჭვები შემოგეპარება ან თავს ცუდად იგრძნობ, წაიკითხო... რადგან ძალას შეგმატებს, გაგამხსნევებს, მოტივაციას დაგიბრუნებს. ახლა ავად ვარ და ემოციები მოდუნებული მაქვს, მაგრამ ამ კომენტარმა შეგრძნებები დამიბრუნა! <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. იმაზე დიდი მადლობა, ვიდრე სიტყვით შემიძლია გადმოვცე. <3

უზომოდ მინდა შენი და თითოეული მკითხველის ნდობა გავამართლო! ეს იქნება ჩემი უდიდესი გამარჯვება; გამარჯვება, რომელთანაც თქვენთან ერთად მივალ. <3

 


№7 სტუმარი Life is beautiful

ძაან იდუმალია ეს ისრაელი იცი? ვერ ვხვდები ვერ გაწვდა ჩემი წარმოსახვა... არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც ეცემია გზაზე მწარედ ეცემიან მერე დგებიან მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხნის მერე ხვდებიან რომ ადგომისას მოშუშების გზას დაყენებული ისევ გახსნილია და სისხლი სდის მაგრამ იმდენად ცარიელი ხარ აღარ განაღვლებს.. იმდენად ეგოისტურად უდგები ამ ფაქტს არც განაღვლებს სხვისინაზრი... თან გძულდება საკუთარი თავი მაგრამ ხვდები რომ გიყვარს ისე როგორც არავინ და ხვდები რომ ვერც ვერასოდეს შეიყვარებ სხვას იმიტომრომ შენი თავის სიძულვილის და სიყვარულის იქით არანაირი გრძნობა არ გაქ... და ეს იმდენად ძლიერია დიდია რომ სიცარიელეს განცდა გაქ საკუთარი თავით ასე სავსე ადამიანს... ამ თავმა ამავსო და დამაცარიელა... რასაც არ მოვრლოდებოდი ისე წარმართე სიტუაცია...ისე ქენი რომ ასე გულგრილი ისრაელის მიმართ მომაბრუნე და გამითბე გული...ხო კი ამბობს გრძნობები აღარ მაქვს ვეღარ ვგრძნობო მაგრამ ისე ვიგრძენი მისი უგრძნობლობისგან გამოწვეული გრძნობა ცოტა არ იყოს მეშინია ილუზიებში არ შევტოპო ღრმად.. სხვათა შორის ეს ბოლო სიტყვები კომპლიმენტი იყო.. იმიტომ ისე წერ ისტორიაში ერთ ერთ როლს გვაკისრებ " დამკვირვებლის" <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent