შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროექტი "იმედი"


28-11-2020, 19:38
ავტორი lukakhati
ნანახია 586

ახალი მეთოდი ყოფილა;
ინოვაციური;
რამდენიმე დღის წინ მე და გაბრიელი დაგვიბარეს. მკაცრად გაგვაფრთხილეს შეხვედრა საიდუმლოდ შეგვენახა. ლაბორანტებმა კვლევების აღწერა გადმოგვცეს და ძირითადი მონაცემების გაცნობას მოჰყვნენ. ბოლოს, სიამაყით დაამატეს - ცდები გოჭებზე ჩავატარეთ და შედეგები დამაიმდებელიაო. გაბრიელს გაეცინა და ჩაიჩურჩულა - „აბა, თუ გოჭებზე ჩაატარეთ, მე ვინღა ვარ რომ ეჭვი შევიტანოო?“
რამდენიმე წუთში მისი უდიდებულესობა იმპლანტიც შეგვათვალიერებინეს. მაინც ვერ გამიგია ამ მონეტისხელა მოწყობილობამ ჩვენი მომავალი როგორ უნდა შეცვალოს. ლამისაა დაიფიცონ, ტვინისა და ხერხემლის არეში სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანებს ვუშველითო. ჩვენც სხვა რა გზა დაგვრჩენია? გვჯერა.
ასე დაიწყო პროექტი „იმედი“.
რამდენიმე დღეში პირველი იმპლანტაციაც ჩავატარე. ვერ ვიტყვი რომ არ ვღელავდი. დედაჩემი სულ მიმეორებდა ექიმად ვერ ივარგებ, ზედმეტად გულჩვილი ხარო. მაშინ, ხისტი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც პაციენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ვაცნობიერებდი, რომ მათზე ვღელავდი, მის სიმართლეში ვრწუმდებოდი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი.
იმპლანტი აუცილებლად თავის ქალაში უნდა მოთავსდეს. ისე, რომ მავთული რამდენიმე მილიმეტრით ტვინის ზედაპირს შეესოს. აი, ეს მავთულია ყველაფრის თავი და ბოლო. წვრილი კია, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ერთდროულად ნერვული იმპულსების გასროლის „წაკითხვასა“ და „დაწერას“ ახერხებს. შთამბეჭდავია, არა?
გუშინდელივით მახსოვს!
საოპერაციო ოთახში მშვიდად ეძინა. საწყალს სარა ერქვა : ელჩის ქალიშვილი, ოცდაშვიდი წლის, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ქვედა კიდურები პარალიზებული და ყველაზე მთავარი - ხუთი თვის ორსული.
სარას დაყოლიება არ გაგვჭირვებია. წარმატების შემთხვევაში ყველა იმ შესაძლო გართულებას ავიცილებდით თავიდან, რომელიც მის ორსულობას მოჰყვებოდა. განსაკუთრებით აღტაცებული მამამისი ჩანდა. არც თანხა დაენანა და დიდება-პატივისცემასაც დაგვპირდა. მე არა ერთხელ გავიმეორე, რომ შედეგზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ჰომ იცით, კაცს პატარა იმედი მიეცი და მეტი აღარ უნდა რა. ჰოდა, ამ იმედის პირველი მსხვერპლი გახდა სარა.
ე, არადა ერთი შეხედვით, თავიდან მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ყველა იმპლანტის მომავალ პოტენციალზე ალაპარაკდა. გაიძახოდნენ „ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს დავაკავშირებთო“. აბა, ვისღა გაუკვირდება, რომ ამ დიადი მიზნების დევნაში სულ პატარა სისხლდენა გაგვეპარა, რომელსაც სარა შეეწირა?
უფრო სწორად, სარა და დოროთი.
დასუსტებული ერთსა და იმავე ამბავს კითხულობდა - „ოზის ჯადოქარი“. ერთხელ კი გამომიტყდა მამაჩემი მეჩალიჩება ბავშვს ბებიის სახელი დავარქვა, თორემ მე დოროთი მომწონსო. აბა, მკვდარს ვინღა შეეწინააღმდეგებოდა? ასე დაერქვა პატარა, დაკარგულ გოგონას დოროთი.
ჯანდაბა!
არა, საკუთარ თავზე მეცინება. რატომ ვიხსენებ ამ წარუმატაბელ შემთხვევას ახლა, როდესაც რამდენიმე წუთში გაბრიელი ჩემს თავის ქალას გაჭრის და იმპლანტს ჩამისვამს?
ასეთ დღეში არ უნდა აღმოვჩენილიყავით, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩა. პროექტის გადასარჩენად ან მე უნდა გამომეჩინა ინიციატივა ან გაბრიელს და ,რადგანაც ვაჟბატონი, ასაკის მიუხედავად, ჩემზე გამოცდილია, გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკარგვა უფრო არ გვაწყობდა.
ანესთეზია მოქმედებას იწყებს;
ვიძირები.
არ მეშინია;
გინდ ყველაფერი სავალალოდ დასრულდეს!
ასეა საჭირო;
„იმედისათვის“!
***
ბატონი ექიმის თქმით ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ნელ-ნელა აზრს მოვდივარ.
ექთნის მოკითხვა მესმის, რომელსაც გაბრიელი ჩემს მაგივრად - „კარგად იქნება. ბოლოს და ბოლოს, თავის ტკივილით ცხოვრებას ისედაც შეჩვეულიაო“ - პასუხობს. ამით არა მარტო იმას გულისხმობს, რომ საშინელი თავის ტკივილი შემაწუხებს, არამედ იმასაც, რომ ყველაფრის გამო თავის ატკივება მჩვევია.
ამ უკანასკნელზე სულ მეხუმრება.
ვცდილობ პასუხად გავუღიმო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
ჩემი სხეული ვერ იტანს ნარკოზს. რამდენიმე დღე დარეტიანებული ვივლი. ესეც რომ არ იყოს, რაღაც დავინახე. არ ვიცი რა დავუძახო - სიზმარი, ხილვა თუ მოჩვენება, მაგრამ მოდი სიზმარი იყოს.
ესე იგი სიზმარი ასეთი იყო :
ოთახი ცარიელი, ფანჯრები ღია, კედლები თეთრი, სიცივე სულისშემძვრელი. ეტყობა სარას ზმანება ძილშიც გამყვა. იატაკზე ეგდო. მუცლიდან სისხლი სდიოდა. ღრიალებდა. მეც პირი გავაღე, ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ხმა ვერ ამოვუშვი.
ჩემი სხეული სავსეა სიჩუმედ ქცეული ტკივილით, რომელსაც სულ თან ვატარებ და ნეტავ, რამ მაფიქრებინა, რომ სიზმარში მაინც შევძლებდი მასთან შელევას? როგორ ამბობენ? შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, შეუჩვეველს ნუ დააჩვევო.
სარა საკუთარი ქალიშვილისათვის სიცოცხლეს ითხოვდა. მე კი ძალიან მინდოდა მიმეცა, მაგრამ არ მივეცი. ბოდიში მოვუხადე და თავი იმით დავიმშვიდე, რომ მომავალს შევცვლიდი.
არაფერი შეგეშალოთ. ეს არც ჩემი პირველი კოშმარია და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი. რაც პროექტი დაიწყო, უძილოდ მრავალი ღამე გავატარე, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.
***
თუ გახსენებაა, ისიც უნდა ითქვას, რომ სარას სიკვდილით არაფერი დასრულებულა. არა, ბატონო - ასე დაიწყო, რაც დაიწყო.
პრესა შემოგვესია. ვის გამოეპარებოდა ყველასაგან პატივცემული ელჩის ქალიშვილის სიკვდილი? სახელი გაგვიტყდა. მკვლელებს გვეძახდნენ. მაშინ ჟურნალისტების დამოკიდებულებამ ძალიან გამანაწყენა და საკუთარ თავსა და გაბრიელს პირობა მივეცი, რომ „იმედი“ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა და ჩვენც დაკარგულ ღირსებას დავიბრუნებდით. როგორ ამაღელვებლად ჟღერს, არა?
უბედურება ის იყო, რომ მსურველები აღარ გვყავდნენ. ლამის იყო პროექტი ჩაგვივარდა. ჩვენ სასწაულმოქმედებაზე ღაღადით ვეღარავის ვითანხმებდით. ხანდახან იმედზე ძლიერი სიკვდილის შიშია. რა გვექნა? ძალით ხომ არ მივვარდებოდით და პაციენტებს თავებს გავუკვეთდით?
ლაბორანტები საგონებელში ჩავარდნენ. იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ არაფრის ფასად არ უნდა გავჩერებულიყავით. ამჯერად, დაინტერესებულ პირებს არა მხოლოდ იმპლანტაციის უსასყიდლოდ ჩატარებას, არამედ საკმაოდ სოლიდურ თანხასაც ვთავაზობდით. იდეის ინსპირაცია ერთ-ერთი ლაბორანტი აღმოჩნდა, რომელმაც გამოაცხადა სტუდენტობის დროს ქირის ფულის საშოვნელად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ს ვაბარებდიო.
ზუსტად ვერ ვიხსენებ რა თანხაზე იყო საუბარი. არადა, საინტერესოა რამდენის გადახდაზეა წამსვლელი მავანი იმედისათვის.
ირონიული კია, მაგრამ გეგმამ გაამართლა;
თვის ბოლოს ახალი ოპერაცია დამინიშნეს;
თოთხმეტი წლის ბიჭი. სახელად ნიკო : მუქი შავი თმა, თაფლისფერი სავსე თვალები, დაქვეითებული სმენა.
სახტად დავრჩი. ზრდასრული ორგანისზმისათვისაც კი რთულია იმპლანტთან ადაპტაცია. სხეულისთვის კი, რომელსაც ჩამოყალიბება ახალი დაწყებული აქვს... წარმოუდგენელი ამბავია.
მშობლებთან გასაუბრება მოვითხოვე და პირდაპირ მივახალე, რომ ლეტალური შედეგი დადგებოდა. ასე გავარკვიე, რომ ნიკოს სმენის აღდგენა სულაც არ ყოფილა პრიორიტეტი. გამოსირებულები! ფული სჭირდებოდათ და შვილის თავის გაჭრაზე უკეთესი გზა ვერ მონახეს.
პირველად იყო, რომ ვუყურებდი სკალპელს და ხელი მიკანკალებდა. ასეთ პატარასთან შეხება არასდროს მქონია. სარა ზრდასრული ქალი იყო. ჩემზე უმცროსი, მაგრამ ცხოვრება ნანახი მაინც ჰქონდა. ნიკოს კი ჯერ არც ეცხოვრა.
ვერ გადაიტანა.
ოპერაციის დასრულებამდე დავკარგეთ;
ხელში ჩაგვაკვდა.
-გაბრიელ გახსოვს... - მინდა სიტყვა ნიკოზე ჩამოვუგდო, მაგრამ ამის მაგივრად ვეკითხები - ჩვენი პირველი ხელმძღვანელი ?
-რა დამავიწყდებს?
-ფიცის დადების დღეს რა გითხრა?
-გვერდზე გამიხმო - ხმას იბოხებს, წელში იხრება, აჯავრებს - ჩემო ბიჭო, შენი უბედურება ისაა, რომ შენ ისევე გწამს ადამიანების, როგორც ემას სწამს ღმერთის.
-არც ისე ცუდად გამოგდის.
-ე, უჟმური მოხუცი. როგორ მაღიზიანებდა. ჯოჯოხეთი თუ არსებობს, უეჭველად ცეცხლში იწვის. ისე, რისი თქმა უნდოდა მაინც ვერ დავადგინე.
-არ ვიცი და ახლა აღარ ვიცი ან რისი მწამს მე ან რისი გწამს შენ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რაღაცის ორივეს გვწამს და ესღა გვანუგეშებს.
***
მდგომარეობა დამაიმედებელია.
ჯერ-ჯერობით გართულებებზე ფიქრის საფუძველი არ გვაქ. გაბრიელი თავს დამტრიალებს - ეშინია. ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რომ წარმატების კოეფიციენტი არც ისე მაღალია.
რამდენჯერაც ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენი სისცოცხლე შეეწირა ჩვენს პროექტს, იმდენჯერ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ჩვენი სურათებით აჭრელებულ სტატიებს სათაურებით : „მედიკოსები, რომლებმაც ადამიანის ტვინს სძლიეს!“ – „ვინ არიან გმირები, რომლებმაც ნევროლოგიურ დარღვევებს წერტილი დაუსვეს?“.
კაი, ხუმრობა და პათეტიკა იქით იყოს და, მართლა უამრავი ადამიანის გაბედნიერება შეგვიძლია : ზოგს მხედველობას დავუბრუნებთ, ზოგს სმენას, ბოლოს და ბოლოს, დამბლას, ალცჰაიმერს და კიდევ მრავალ დეგენერაციულ დაავადებას განვკურნავთ. ეს დღეც დადგება და შემდეგ გარდაცვლილებს აღარავინ დაგვითვლის. კი, არც ისე სამართლიანია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მკვდარს მაინც ცოხალი სჯობს - ეს ასეა.
ერთი სიტყვით, წვალებად ღირს! ასე ვირწმუნებ თავს ყოველდღე და დღისით გამომდის კიდეც, მაგრამ ღამით სიზმრებს ვერაფერს ვუხერხებ :
ხშირად ვხედავ ჩვენს კლინიკასთან აღმართულ ბანერებს : ზოგი გვაგინებს, ზოგიც გვემუქრება. მრავალფეროვნებას არ უჩივიან. როგორც ხდება ხოლმე რა. მე და მედპერსონალი ფანჯრიდან ვუყურებთ შესასვლელ კართან შეკრებილ ბრბოს, რომლებიც დაკვირვებისა და ჩემს პირად თერაპევტთან საუბრის შემდეგ რამდენიმე კატეგორიად დავყავი :
ერთნი ღრიალებენ, რომ ტექნოლოგიის განვითარება კაცობრიობას დაღუპავს. ესენი უეჭველად სამეცნიერო ფანტასტიკის ფანები არიან და გინდ საპირისპიროს ამტკიცებენ, გულის სიღრმეში ძალიანაც უნდათ აპოკალიფსს მოესწრნონ.
შემდეგ მოდის რელიგიური საზოგადოება, რომელსაც თავისი გასჭირვებია - ეშინიათ. ღვთის რისხვას დაგვატეხთ თავსო. ხმამაღლა ლოცულებენ და ჩვენი ცოდვებისათვის შენდობას ითხოვენ. სიმართლე ითქვას, მათ ვერ გავამტყუნებ. შეიძლება ძალიან ბევრი წლის წინ მეც მათი მხარი დამეჭირა, მაგრამ, როდესაც არჩევნის წინაშე დავდექი, რწმენას, უკეთესი მომავალის იმედი ვარჩიე.
რა თქმა უნდა, არც უპოლიტიკოსობაა. როგორ ვერ დამიდგენია, მაგრამ ჩემდა გასაოცრად რაღაცნაირად ახერხებენ მთელი ეს ამბავი თავიანთი კამპანიისათვის გამოიყენონ. ძირითადად, კონსერვატები, რომლებიც ეშმაკის მოციქულებად გვრაცხავენ და რაღაცას უბერავენ.
დაბოლოს, გარდაცვლილთა ახლობლები. მათი გამორჩევა ყოველთვის მარტივია. ხშირშემთხვევაში, შავი აცვიათ და საკუთარი შვილების, შვილისშვილების ან უბრალოდ ნაცნობების სურათებით დადიან. ჰყვებიან მათ ამბებზე, იღებენ თანაგრძნობას და ასე იქარვებენ სევდას.
მოკლედ სრული ქაოსი. შენობაში შემოვარდნას ცდილობენ. დაცვა მობილიზებულია. მერე იწყება : წავიდა წინ, აღმართა იარაღი, დაიხია უკან, ერთმა შეაფურთხა, მეორემ დაუღრინა. კივილი-წივილი. ერთი ორი ფანჯრის დამსხვერვა. ასე გრძელდება დაუსრულებლად.
ამ სიუჟეტის კიდევ მრავალი სხვადასხვა განვითარება მინახავს. ისე, ერთი კაი ფილმი კი გამოვიდოდა.
საინტერესო ისაა, რომ, როგორც არ უნდა წარიმართონ მოვლენები, დასასრული ყოველითვის ერთია - უეცრად მთელი მედპერსონალი ცეცხლში ვეხვევით. გეგონება სადღაც კოცონი აენთოთ. თავიდან გაბრძოლებას ვცდილობთ, მაგრამ კვამლი სქელი ქსოვილივით გვეხვევა გარშემო და ვეღარაფერს ვხედავთ.
შემდეგ ვიღვიძებ და ვფიქრობ.
საკუთარ იმედებზე და მიზნებზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.
***
გულის რევის შეგრძნება არ მასვენებს;
ღამეს ტუალეტში ვათენებ. აი, ფილმებში როგორცაა, ზუსტად ისე - ვარ უნიტაზთან ჩაცუცქული და შემდეგ სპაზმს ველი.
არა, ამ მონეტისხელა ....ობამ როგორ უნდა მაჯობოს?!
ამუშავდა. გუშინ პირველი გამოსახულებაც მივიღეთ. იმპლანტი ნეირონების გაღიზიანებასა და იმპულსების გასროლას საოცარი სიზუსტით „იწერს“. ჯერი მათ „დაწერაზეც“ დადგა და დაიწყო, როგორც გაბრიელი იტყოდა, ჩემი თავის ტკივილით ცხოვრება.
პატარა განმარტებას გავაკეთებ :
ყოველი ნერვული იმპულსი ინფორმაციის მატარებელია. დენდრიტების საშუალებით შედის ნეირონის სხეულში, სადაც მიწოდებულ ინფორმაციაზე შესაბამისი პასუხის ფორმირება ხდება. მავთულს შეუძლია გააღიზიანოს ნეირონი და ხელოვნურად გამოიწვიოს იმპულსის გასროლა. მაგრამ ამ ჩვენს ტვინს ხომ ვერაფერს გამოაპარებ? აქაოდა, შენ ჩემი დამორჩილება გადაგიწყვეტია, ვერ მოგართვიო. წინაღობებს გიქმნის, რომლის საბოლოო შედეგიც ისაა, რომ ნერვული უჯრედები ზიანდებიან. ჰოდა, ეს გახლავთ ჩემი თავის ტკივილის მიზეზი, რომელიც...
არა, რაღა უდგას წინ აღიარებას. პატარა, გულუბრყვილო გოგო ხომ აღარ ვარ?
მე ამ ღამეს ვერ გადავიტან. ხვალ მკვდარს მიპოვიან.
ე, ჩემსას არა ვჩივი - გაბრიელზე ვნერვიულობ. ჩემს შემდეგ მას მიადგებიან და ასე გაგრძელდება იმედის იმპლანტაცია მავანთა თავებში.
როგორ მინდა საბოლოოდ ყველაფერი ჩანაფიქრისამებრს დასრულდეს.
ასე ხომ ჩემი სიკვდილი უსაფუძვლო არ იქნება,
არც დოროთისი და სარასი,
და არც ნიკოსი.
ისე, რა უცნაურია - ადამიანი თავს იმედს აკვლევინებდეს?
ასეთი არაფერი გამიგია.




№1  offline მოდერი Nuki-rocks

ვფიქრობ მართალია,ადამიანები თავს იმედს ვაკვლევინებთ ხოლმე.აქამდე არ მიფიქრია ესე ჩაძიება ამ საკითხში, მაგრამ ახლა...ისე,მართლა როგორი უცნაურია.
პერსონაჟების გარდაცვალებისას გულში სევდა შემეპარა და ისე დამწყდა გული, თითქოს ჩემი ნაცნობები ყოფილიყვნენ.
ძალიან მომეწონა და წარმატებებს გისურვებთ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგია, ძალიან!
რამდენი რამის დაწერა მინდა, ვერც წარმოიდგენ, მაგრამ მირჩევნია ფიქრებით დაბინდული გონება დავადუმო და ტაში დაგიკრა! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

მიყვარს შენინწერის სტილი ლუკა. გამორჩეულია. ძალიან ჩამაფიქრა „იმედმა“. მართლაცდა რეალობას ყოველთვის ზღაპრები გვირჩევნიაა. ასეთი მართლაც არაფერი გამიგიაა. თუმცა მესმის მათი თავგანწირვაცც. ალბათ ასეთივე მსხვერპლი დასქჭირდა სამედიცინო მიგწევწბსს
არვიცი როდის დაწერე ეა ისტორია. უბრალოდ ვფიქრობ აბსოლუტური გამოხმაურებაა დგევანდელობისმ პროექტია კორონა ვირუსი. გავასუფთავოთ დედამიწა
და ექსპერიმენტულ მკურნალონას შეწირა ბევრი სიცოცხლეე. ძალიან მაგარიაამ ყოჩაღ

 


№4  offline წევრი beshqen

იმდენად კარგად წერ,ვერ ვახერხებ ვერასოდეს კომენტარის დატოვებას,უბრალოთ სიტყვები არ მეყოფა ყველა იმ განცდის გადმოსაცემად,რასაც შენი ნაწერების კითხვა იწვევს..ძალიან ღრმა ხარ და საოცარი წერის კულტურა გაქვს,წარმატებები

 


№5  offline ახალბედა მწერალი lukakhati

[quote=Qeti qimucadze]მიყვარს შენინწერის სტილი ლუკა. გამორჩეულია. ძალიან ჩამაფიქრა „იმედმა“. მართლაცდა რეალობას ყოველთვის ზღაპრები გვირჩევნიაა. ასეთი მართლაც არაფერი გამიგიაა. თუმცა მესმის მათი თავგანწირვაცც. ალბათ ასეთივე მსხვერპლი დასქჭირდა სამედიცინო მიგწევწბსს
არვიცი როდის დაწერე ეა ისტორია. უბრალოდ ვფიქრობ აბსოლუტური გამოხმაურებაა დგევანდელობისმ პროექტია კორონა ვირუსი. გავასუფთავოთ დედამიწა
და ექსპერიმენტულ მკურნალონას შეწირა ბევრი სიცოცხლეე. ძალიან მაგარიაამ ყოჩაღ[/quote[quote=Qeti qimucadze]მიყვარს შენინწერის სტილი ლუკა. გამორჩეულია. ძალიან ჩამაფიქრა „იმედმა“. მართლაცდა რეალობას ყოველთვის ზღაპრები გვირჩევნიაა. ასეთი მართლაც არაფერი გამიგიაა. თუმცა მესმის მათი თავგანწირვაცც. ალბათ ასეთივე მსხვერპლი დასქჭირდა სამედიცინო მიგწევწბსს
არვიცი როდის დაწერე ეა ისტორია. უბრალოდ ვფიქრობ აბსოლუტური გამოხმაურებაა დგევანდელობისმ პროექტია კორონა ვირუსი. გავასუფთავოთ დედამიწა
და ექსპერიმენტულ მკურნალონას შეწირა ბევრი სიცოცხლეე. ძალიან მაგარიაამ ყოჩაღ[/quote]

დიდი მადლობა ❤️ კი, შეიძლება დღევანდელსაც მოერგოს რაღაც კუთხით ^_^

beshqen
იმდენად კარგად წერ,ვერ ვახერხებ ვერასოდეს კომენტარის დატოვებას,უბრალოთ სიტყვები არ მეყოფა ყველა იმ განცდის გადმოსაცემად,რასაც შენი ნაწერების კითხვა იწვევს..ძალიან ღრმა ხარ და საოცარი წერის კულტურა გაქვს,წარმატებები


უღრმესი მადლობა ❤️

 


№6  offline წევრი EllaTriss

ადამიანი თავს იმედს აკვლევინებს.. მართლა ასეა, იმედია ყველაფრის როგორც დასაწყისი, ისე დასასრული. იმედით ვცოცხლობთ, იმედით ვიღვიძებთ.. მართლაც რომ საოცრად გაქვს ის რეალობა გადმოცემული, რომელსაც მუდამ ზღაპრები გვირჩევნია..

ბრავო. პატარა, მაგრამ ბევრისმთქმელი ისტორიაა..
წარმატებები❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი lukakhati

EllaTriss
ადამიანი თავს იმედს აკვლევინებს.. მართლა ასეა, იმედია ყველაფრის როგორც დასაწყისი, ისე დასასრული. იმედით ვცოცხლობთ, იმედით ვიღვიძებთ.. მართლაც რომ საოცრად გაქვს ის რეალობა გადმოცემული, რომელსაც მუდამ ზღაპრები გვირჩევნია..

ბრავო. პატარა, მაგრამ ბევრისმთქმელი ისტორიაა..
წარმატებები❤

დიდი, მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent