შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები XIV


30-11-2020, 03:13
ავტორი belle...
ნანახია 482

კვიზინი/ „ბუს რეჟიმი“ / 04:15 წთ / იგივე ღამე...

თორმეტს რომ გადასცდა საშინლად მომეძინა. მთელი ორი ღამის გადაღლილს ისე მომწყდა კისერი ქუთუთოები ლამის თითებით მეჭირა. იანის დატოვებულ კონტრაქტებს წინ და უკან ვფურცლავდი, განვლილი და მიმდინარე თვის მონაცემთა ცხრილს ერთმანეთს ვადარებდი. ზამთრის მოახლოებამ სია აშკარად შეგვიმცირა. ჩამოსული ემიგრანტები ნელ-ნელა იცხრილებოდნენ. ზოგს თავად აღარ შეეძლო ქარხანაში მუშაობა და თავისით მიდიოდა, სხვა ქალაქში უკეთესის საძიებლად, ან თვითონ ქარხანა ყრიდა უსაქმურებს. თვალები მოვისრისე და ჯამურ გამოთვლილ შედეგებს კარგად დავაკვირდი, მეძინებოდა თუ ათკაციანი სხვაობა მომცა? ამოვიოხრე და ტელეფონს დავუწყე ძებნა. ჰოსტელის ბრგადირებთან უნდა გადამერეკა და გადამემოწმებინა მდგუმრების ზუსტი რაოდენობა რამდენად ემთხვეოდა ჩემს შედგენილ ცხრილებს, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ შუაღამე იყო და ახლა ყველას ეძინებოდა და მეორეც - აღარც ტელეფონი მქონდა სადმე რომ დამერეკა.
გაღიზიანებულმა კალამი მაგიდაზე მივაგდე და სკამზე გადავწექი. ყავა მაინც მეყიდა მე იდიოტს, ხომ ვიცოდი, რომ ამ ღამის გათენება მომიწევდა?! დავამთქნარე და ის იყო ისევ ფაილებს მივუბრუნდი, რომ ერთ-ერთი ოთახის კარი გაიღო და ერთმა მდგმურმა აჩეჩილი თავი გამოყო. ქართველი იყო, მაგრამ მისი სახელი არ მახსოვდა.
- კიდევ არ გძინავს? - გაუკვირდა.
- სამუშაო მაქვს.
- ყავა ხომ არ გინდა? - გამიცინა - არამგონია დღეს დაძინებას აპირებდე.
შენ რა იყო, ფიქრებს უსმენდი? გამეცინა, რაც ავტომატურად თანხმობად მიიღო და ზოზინითა და მთქნარებით სამზარეულოში გაფრატუნდა. თვალი გავაყოლე გაწრიპულ ბიჭს და გონებაში წამით გამიელვა, თუ რა ბარდაგს მივაჩვიე საკუთარი თავი. მანამდე თბილისში მარტო ვცხოვრობდი. ჩემი ძმა თუ გამოვიდოდა ხოლმე სტუმრად ეგ იყო და ხანდახან ჩვეულებრივზე მეტ ხანს თუ რჩებოდა, უცხო სხეულივით ვგრძნობდი სახლში, ახლა კი საკუთარ სახლში აბოდიალებული უცნობი რომ შევამჩნიო, შეიძლება რეაქციაც არ მქონდეს - ეგ ჯანმრთელობა არ მგონია, მაგრამ რას იზამ ყველაფერს ერჩვევა ადამიანი. თვალები ფართოდ დავაჭყიდე, თავი გავაქნიე და საქმეს მივუბრუნდი.
- შაქარი რამდენი? - გამომძახა სამზარეულოდან.
- ერთი.
გაღიზიანებულმა რამდენიმე სახელი და გვარი გადავხაზე და წითლად ის ემიგრანტები მოვნიშნე, რომლებიც ახალი ჩამოსულები იყვნენ და „პესელი“ (დაზღვევა) ჰქონდათ გასაკეთებელი. რაოდენობა გამოვთვალე და ჩემი სამსახურის წიგნაკში მოვინიშნე, რამდენი ფაილი მქონდა ამოსაბეჭდი. ოფისში რომ დავბრუნდეობდი ამოვაპრინტერებდი. ბოლო წერტილიც დავსვი და ცხელი ყავაც დამიდგეს წინ.
- გმადლობ.
- ისე მაშას ოთახში როგორ მოხვდი? - სკამი ახლოს მოსწია და წინ დამიჯდა - წლებია აქ ცხოვრობს და მასთან არავინ შეუშვიათ. არც ქარხანაში მინახიხარ, სად მუშაობ?
ქვემოდან ავხედე. საშინლად არ მიყვარს როცა ერთი ღიმილის შემდეგ ისე მიშინაურდებიან თითქოს გადაბმული მეგობრები ვიყოთ. განსაკუთრებით კი იმ ღიმილს ვერ ვიტან, რომლის უკანაც „დავუახლოვდები, შეიძლება გამომადგეს“ მოტივები იმალება.
- ყავისთვის მადლობა, - დელიკატურად მივანიშნე რომ საუბარში აყოლას არ ვაპირებდი - ახლა კი, უნდა ვიმუშაო, ბევრი საქმე მაქვს.
კალამი მოვიმაჯრვე და უკვე შევსებულ ფაილებს ჩავხედე. როგორც ჩანს მიმიხვდა. ღამემშვიდობისო ჩაიბურტყუნა და ოთახში შეიძურწა. ქვემოდან გავაყოლე თვალი და რა წამსაც კარი მიხურა ფურცლები ისევ მაგიდაზე დავყარე. ცხელ ყავას ცერად გავხედე. ხელი წამოვავლე და ნანატრი სითხე ისევ სამზარეულოს ნიჟარაში მოვაპირქვავე. ჭიქა გავრეცხე იქვე დავამფხე და გარეთ გავედი სიგარეტის მოსაწევად.
უხეშობასა და ამპარტავნობაში არ ჩამითვალო მკითხველო, არც ერთი ვარ და არც მეორე, უბრალოდ აქ ერთ უბრალო ქმედებასა და ნათქვამსაც თავისი შედეგები აქვს. ღიმილს არასასურველი საუბარი და მცდელობები მოჰყვება ხოლმე, რაც დამატებით პრობელმებს ქმნის. ასე რომ ყველასთან დისტანცია ჯობია, მყუდროების და ნაკლები ტვინის ბურღვის გარანტია. პრობლემები... ისედაც საკმარისი მაქვს.
ერთ ღერს მოვუკიდე და კიბეზე ჩამოვჯექი. მთვარის შუქზე კოხტად გაკრეჭილი ნაძვებისა და ბურთივით მრგვალი ბუჩქების თვალიერებით ვირთობდი თავს. ახლაღა შევამჩნიე, რომ იანს მთლიან ბაღში ჯერ შავი მატერია გაეშალა და შემდეგ მოებნია ზღვის ფერად-ფერადი კენჭები. ვერც კი შენიშნავდით, რომ ეს სილამაზე რომელიც პლიაჟის ელფერს სძენდა გარემოს ხელოვნური იყო, თუ ოქროსფერი ფილაქანით დაგებულ ვიწრო ბილიკის კიდეებს კარგად არ დააკვრდეობდით, რომელიც შავ მატერიას სპეციალური სარჭებით ამაგრებდა ნიადაგთან. გამეღიმა - ატმისფერი „სპულნა სთრითი“, მართლა ძალიან ლამაზი გახლდათ.
მზერა ახლა მეზობელ სახლებზე გადავიტანე. უადამიანო ქუჩა გასუსულიყო. მანქანაც კი არ მოძრაობდა გარეთ. პოლონეთს გარდა იმისა, რომ სხვა სასაათო სარტყელი აქვს, ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული წესიც აქვს - ქალაქი გამთენიის ხუთი საათიდან იღვიძებს და აქტიური ცხოვრების რიტმიც იწყება. ზაფხულობით შვიდი საათის მერე აქ ისეთი გვიანია, როგორც ჩვენთან უკვე შუაღამისას. ზამთრის მოახლოებისას კი შუადღის საამი საათის შემდეგ იძინებს კვიზინი. ქუჩებში ბნელა, ცივა და ხალხიც არ მოძრაობს. მხოლოდ სამსახურიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თუ შენიშნავთ, ისიც ძალიან იშვიათად.
მარტო გარეთ მოძრაობა კი არა, სადმე დარეკვაც კი უხერხულია საღამოს ექვსი საათის შემდეგ. შაბათ-კვირას კი, საერთოდ არავინ გიპასუხებთ თუ ადრესატი თქვენი ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი არაა. თუ სახლში უეცრად ონკანი იფეთქებს და წყალდიდობა გექნებათ და თან ეს ვარდივით ამბავი უიქენდს დაემთხვევა, სულ რომ წყალმა წაგიღოთ ხელოსანს მაინც ვერ დაუკავშირდებით. ან თავად უნდა მოაგვაროთ, ან ცენტრალურიდან მაინც უნდა გადაკეტოთ, მთლად დახრჩობის საშიშროებაც, რომ არ შექმნათ. რატომ მოვიყვანე მაინც და მაინც ეს მაგალითი? (ცოტა მერე მოგიყვები, უნდა გაცინო. მე ნაკლებად მქონდა სასაცილოდ საქმე მაგრამ მაინც).
უიქენდი სამეზობლო დღეებია. ნათესავები ან, უბრალოდ მეზობლები ერთანეთს ეპატიჟებიან ვახშამზე. ცდილობენ რაიმე განსაკუთრებული მოამზადონ და სტუმრებს ასიამოვნონ. ჭიქა ღვინითა და მხიარული კისკისით მთელი კვირის განმავლობაში დაგროვებულ ამბებს ერთმანეთს უზიარებენ. ქმრები მეუღლეების სისულელეებს ეწუწუნებიან ერთმანეთს, ქალები კი მაღალყელიანი თხელი ჭიქებიდან მარტინის წრუპავენ და კაცებიც ფეხებზე ჰკიდიათ და მათი პრეტენზიებიც, რომლებიც მათ ახალ ძვირიან სამოსს, მანქანას ან სულაც პლასტიკურ ქირურგიას უკავშირდება. მთელს ამ რიტუალურ შეკრებებში კი ყველაზე მეტად ის ქათამი, ინდაური და გოჭი მეცოდება, რომლებიც ღუმელში პოზა-პოზა იბრაწებიან სტუმრების კუჭების საამებლად.
რიტუალურ შეკრებებზე აგნეშკა გამახსენდა, იანის და და ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი კვიზინში. კვირაობით მეუღლის ოჯახს სტუმრობს ხოლმე შვილებთან ერთად, მანამდე კი აუცილებლად ტაძარში მიდიან სალოცავად, წირვას ესწრებიან და მხოლოდ ამის შემდეგ ინაცვლებენ შინ უკვე გამზადებულ სუფრასთან. აგას ეს კათოლიკური რიტუალები დიდად გულზე არ ეხატება, ეზარება ხოლმე და სულ თვალების ბზრიალით მიყვება, როგორ ვერ უტეხავს ხათრს ქმრის მშობლებს და ნაძალადევი ღიმილით დაჰყვება ტაძარში. მის მიმიკებზე სულ ვხალისობ ხოლმე. გადარეული გოგოა. ორი შვილის დედაა და მე უფრო სერიოზული ვარ ვიდრე ის. სულ იცინის, სულ მხიარულია და სულ გაბრწყინებული თვალები აქვს. ძმის მსგავსად. მეტიც იანზე და ჩემზე მეტად შერეკილიც კია და ზუსტად ამიტომ მიყვარს ასე ძალიან. ერთხელ გალერეაში შევხვდით ერთმანეთს, სანამ ორივე ჩვენს სამსახურში გავბრუნდებოდით ფინჯანი ყავის დალევა გადავწყვიტეთ, ჟოლოს ტარტალეტკებთან ერთად. მხოლოდ ორნი ვისხედით პირველ სართულზე და იმდენს ვკისკისებდით საშოპინგოდ გამოსული გამვლელები გაკვირვებულები გვათვალიერებდნენ. შეუძლებელია აგასთან ერთად სადმე მშვიდად ჯდომა. ბუნება აქვს ასეთი, ენერგიულია, მხიარული და გარშემო ყველაფერს უბრუნებს სიცოცხლეს მიუხედავად იმისა, უნდათ მათ ეს თუ არა.
წინა კვირას შემითანხმდა, ხელფასს რომ აიღებ დამირეკე და შოპინგზე ერთად გავიდეთო. ლივაში ახალი კოლექცია აქვთ მიღებული და არც მე მინახავს ჯერ, ვერ მოვიცალეო. მისთვის ჯერ არ მომიყოლია „ჟელაზნას“ სიგიჟეები, რომ გაიგებს ალბათ გადაირევა, თუმცა სპულნაზე ჩემი გადმობარგება ნამდვილად გაახარებს, უკვე მეზობლები ვართ. ორი ქუჩის იქით „ვიელკა სთრითი“ იწყება, ყველაზე ლამაზი უბანი კვიზინში, სადაც აგა ცხოვრობს. ახლა სამსახურში წასვლამდე ჯერ მის სახლს უნდა ჩავუარო ხოლმე.
აგას სიახლოვემ ხასიათი გამომიკეთა. მასზე ფიქრებმა ისე მომტაცეს თავი წამით ჩემი უსიამოვნო ღამეც მიმავიწყდა და უკვე ჩამწვარი ღერიც თითებში. წამოვდექი. ნამწვი კიბის ძირში დადმულ მოზრდილ ქილაში ჩავუძახე და სახლში შევბრუნდი. სანამ სიტუაცია არ დამილაგდება და აზრზე არ მოვალ, ჩემებს არაფერს გავაგებინებ. ინერვიულებენ და რად მინდა. მაგიდას მივუჯექი და სათარგმნ ფურცლებს მივუბრუნდი. საჭირო არ იყო, თითოეული მათგანი ქართულად მეთარგმნა, მაგრამ წინ დიდი ღამე მქონდა და რა მეკეთებინა? თან ქართველებს საქმეს გავუიოლებდი, ერთი ეგზემპლარისთვის ერთმანეთის მოკვლა აღარ მოუწევდათ. ჩემთვის გამეცინა და კალამი მოვიმარჯვე...


კვიზინი/ „მაშველი“ / 8:15 წთ / მეორე დღე, დილა...

- ანაბელ...
სახეზე შეხებამ მომაფხიზლა. შეშინებულმა მაშინვე თავი ავწიე და სახეზე აკრობილი ფურცელი სწრაფად მოვიშორე. ჯანდაბა, მაგიდაზე დამძინებია! იანი თავს მედგა და შეწუხებული დამყურებდა ზემოდან. სხვა დროს ალბათ სიცილს დამაყრიდა რას ჰგავხარო, მაგრამ ამჯერად სახე გაყინვოდა.
- იან, ბოდიში...
- მთელი ღამე აქ გეძინა?
- არა, რა მთელი ღამე, ვმუშაობდი და გამთენიის შვიდისკენ ჩამეძინა ალბათ.
რაღაც უნდოდა რომ ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. თავი გააქნია და მხოლოდ ის მითხრა აქ იყავი მალე დავბრუნდებიო და მეორე სართულზე აირბინა. სახე მოვისრისე და აბაზანაში გავედი. სარკეში საკუთარმა ანარეკლმა დამაფრთხო. გაფითრებულს, თვალები ჩამშავებოდა. თმა აბურძგნული მქონდა და ბაღში დადგმულ საფრთხობელას ვგავდი. სახეზე წყალი შევისხი და სველი თითები თმაზე ჩამოვისვი. ცოტა ადამიანს რომ დავემგვანე უკან გამოვბრუნდი. ხერხემალი მტეხდა, არც ისე კომფორტული ყოფილა მაგიდაზე ჩამოძინება.
მთქნარებით მივუახლოვდი საბუთებს. ყველაფერი უკვე გამზადებული და მოწესრიგებული მქონდა. ორი დღის საქმე ერთ ღამეში გავაკეთე - ყველა უარყოფითს თავისი დადებითიც მოეძებნება - თქვენი ღამენათევი მონამორჩილის მორალიდან! ის იყო ფაილში მოვათავსე და იანისთვის გავამზადე, რომ გამეტანებინა და ზემოდან მაშკას წიკვინიც მომესმა. თვალები გადავატრიალე - რას ვამბობდი? ხომ ვიცოდი, რომ ეს აჯანყების გარეშე არ გამოვიდოდა? საერთოდაც ისევ ჩემს ზოოპარკში დავებრუნებინე, რას მოვყავდი ამ დინოზავრთან? სულაც არ შედიოდა ჩემს ინტერესებში მისი ორწლიანი მყუდროების დარღვევა, თუმცა, როგორც ჩემმა თანამაცხოვრებლებმა მოასწრეს წაჭორავება ქალბატონს მამაკაცები დასთრავდა თავის რეზიდენციაში და მდგმურებსაც აწუხებდა მისი თავგასული საქციელით. როგორც უკვე მოგითხრეთ, ქალბატონი დედოფალივით დაიბზიკებოდა სახლში და ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. იანთან საუბარი კი არ შეეძლოთ, ენობრივი ბარიერის გამო. მე კი იმავე საღამოს ჩამიკაკლეს ყველაფერი. რას იზამ, ქერა, ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება...
მისაღებ ოთახში ჩამობრუნებულ იანს სახეზე პირქუში კმაყოფილება ეწერა. ჩემს გვერდით სავარძელში ჩაეშვა და ოდნავ გაღიზიანებული ალაპარაკდა.
- მოთხოვნით აშკარად უკმაყოფილოა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. გადასვლა მოუწევს. დამემუქრა, თუ ოთახს შემიცვლი საერთოდ წავალო.
- ჰა? - წარბები მაღლა გამექცა. იანმა ხელი აიქნია.
- წავა და წავიდეს, არ მაქვს პრობლემა. თუმცა მისი საუბრიდან და ტონიდან გამომდინარე, აშკარად ვიგრძენი რომ ავიწყდება აქ ვინ არის უფროსი და ეს ძალიან არ მომეწონა. ჩემთვის უკეთესი იქნება თუ საერთოდ გადავა აქედან. არ მინდა შენს გვერდით იტრიალოს.
- ახლა რას უცდის?
- დრო მივეცი, თხუთმეტი წუთი მოსაფიქრებლად. ან თავის სააგენტოში დარეკოს და სადაც უნდა იქ წავიდეს, ან ბარგი აკრიფოს და გვერდით ოთახში გადავიდეს. მისი გადასაწყვეტია.
- იან, ძალიან არ მომწონს ეს ამბები ჩემს გამო რომ ხდება, თავს უხერხულად ვგრძნობ.
- შენ მაგიდაზე არ დაიძინებ! - თვალები გადამიბრიალა - და ვერც შენს გვერდით დავაძინებ მაგას. მორჩა ამაზე საუბარი.
ისეთი კატეგორიული ტონი ჰქონდა არც კი ღირდა ენის დასველება ჩემს უკან დაბრუნებაზე, საერთოდ გაგიჟდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ბოლოს, რომ „ჟელაზნას“ ალბათ ასი მეტრის რადიუსზე აღარ გამაკარებს.
- გუშინ როგორ გაერთე? - თემის შეცვლა ვცადე.
- გავერთე? - გაეცინასავით - ვინ თქვა, რომ გავერთე? მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, რომ შენი დახმარება ვცადე და... კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი.
- იან, გეყოფა რა... ისედაც უხერხულად ვარ, უარესად ნუ მაგრძნობინებ თავს. მომხდარი არავის ბრალი არ არის, არც მაშასი. უბრალოდ ერთმანეთს ვერ შევეწყობით ესაა და ეს.
- ავალ, გავარკვევ რა მოიფიქრა და დავბრუნდები.
- კარგი.
თვალი გავაყოლე და გადაღლილმა თავი მკლავზე ჩამოვდე, საშინლად მეძინებოდა. ორგანიზმმა პროტესტი გამომიცხადა, აღარ მემორჩილებოდა. ქათმის რეჟიმზე გადასულს ოდნავი მოდუნება და ეგრევე მეყვინთებოდა. იანი ათ წუთში უკან დაბრუნდა.
- მენეჯერს დაურეკა - სიცილით ჩამოჯდა ჩემს გვერდით - მაგრამ ოლეშამ სხვა ადგილი არ მაქვს, მანდ მოგიწევს გაჩერებაო. ასე რომ ნახევარი საათი მივეცი გადასაბარგებლად.
- და რა გაცინებს? - მეც გამეცინა.
- ოლეშამ მე დამირეკა.
- მერე? - წელში გავსწორდი.
- შენზე მკითხა...
- კაიიი!
სახე ჩამომიგრძელდა. ახლა რამდენი ხანი უნდა არკვიონ ჩემი ვინაობა, წარმომავლობა, გენეალოგიური ხე, სისხლის ჯგუფი და ასე შემდეგ? ნერვები მეშლებოდა უკვე.
- მოკლედ ავუხსენი, რომ ეს ოთახი მჭირდება და ამით დავასრულე ყველა კითხვაზე პასუხი. ნახევარ საათში გადაბარგდება და მოეწყვე როგორც შენ გინდა.
- გმადლობ, იან.
მოქანცულმა ისევ მკლავზე ჩამოვდე თავი. მის გვერდით მუდამ მყუდროდ ვგრძნობ თავს, თითქოს სამყაროში ყველა ბნელი ფერი ერთდროულად ქრება ან ჩრდილში იმალება. საკმარისია ერთხელ გაიცინოს, რომ მზესუმზირები ისევ ყვავიან ლილისფერ ტბაში. მაგრამ ამჯერად მისი თვალები ჩვეულისამებრ არ კაშკაშებდნენ.
- მოხდა რამე? - ვკითხე ხმადაბლა.
- რატომ მეკთხები? - ჩემს კულულს დაუწყო თამაში.
- შენი სახე არ მომწონს.
- არაა, არაფერია, ყველაფერი რიგზეა! - ხელი აიქნია სიცილით.
- იან, მორჩი. მითხარი რა ხდება.
- არაფერი, უბრალოდ ცოტა ვინერვიულე. ჩემს გამო მთელი ღამე არ გეძინა, ისედაც არ გძინავს ნორმალურად. მე კი ამ დროს რესტორანში ვიყავი... მოკლედ არ ღირს.
- კიდევ ერთხელ თუ მიხსენებ ამ თემას, ვიკივლებ იცოდე!
დავემუქრე დაბღვერილი. გაეცინა. პირი გააღო რაღაცის სათქმელად, რომ ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა და ყურადღება გაეფანტა.
- ვინ რეკავს?
- ალინაა.
- დიდებულია.
თვალები გადავატრიალე, დასანახად ვერ ვიტან ამ ძუკნას. რამდენი ინტრიგები ხლართა ჩემს წინააღმდეგ რომ მახსენდება მინდა ძვლებიდან ტყავი ავაძრო! უფრო სწორი იქნებოდა რომ მეთქვა ქონებიდან-მეთქი. ერთ-ერთი ჰოსტელის დედა დრაკონია და დასანახად ვერ მიტანს, რატომღაც ფიქრობს, რომ უფლებამოსილებას ვუმცირებ, მე კი ვფიქრობ, რომ იანი მოსწონს იმ შუახნის დედაბერს და ალერგიას აძლევს ჩემთან რომ მეგობრობს. ქალის თვალს არაფერი გამოეპარება, დამიჯერე...
ალინას დაჩეხვა-აკუწვის საოცრდ სასიამოვნო წარმოსახვიდან იანის უკმაყოფილო ტონმა გამომარკვია. წარბშეკრულმა დაასრულა საუბარი და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- რა იყო?
- უნდა წავიდე.
- რა მოხდა?
- ტორუნსკას თავს დაესხნენ...
- რაო? - თვალები ვჭყიტე. წამში ისე გამოვფხიზლდი, თითქოს მწარე სილა გაეწნას. - რა მოხდა?
- არ ვიცი, კარია შელეწილი და პოლიციაც ადგილზეა.
- კარგი, წავედით.
- არა, შენ დარჩი, დასვენება გჭირდება.
- ახლა ნერვები არ მომიშალო! - საბუთები ნაჩქარევად ავკრიფე და ლეპტოპი დავხურე - შენთან ერთად მოვდივარ!
სანამ რამეს მეტყოდა, ან შემეწინააღმდეგებოდა, საბუთები და ლეპტოპი გულზე მივიკარი და ჩქარი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ.


კვიზინი / „შურისძიება?“ / იგივე დღე...

იანმა მანქანა ჰოსტელის გზის პირას, ტროტუართან შეაჩერა. კარი გავაღეთ და გადმოვედით. ეზოში ფორმიანები მიმოდიოდნენ და შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ. შესასვლელი კარის მინები ჩამსხვრეულიყო და ძირს ეყარა. საკეტთან შეჭეჭყილ ადგილს თვალი მოვკარი, ალბათ წიხლი ჰკრეს, რომ გაეღოთ.
პოლიციელები იანს მიესალმნენ და საუბარი გაუბეს. ფორმიანებს გვერდი ავუქციე და ჰოსტელში შევედი მდგმურების გამოსაკითხად. ალინა ნაჩქარევად იკრავდა თავის ჩვეულ ბინძურ ხალათს და ქონების თანთალით კიბეებზე სწრაფად ჩამოდიოდა. ჰო, ჰო იანს თვალი მოჰკრა გაატარეთ, კისერი არ მოიტეხოს ემანდ. ზიზღით შევავლე თვალი და მისაღებში მობოდიალე ხალხზე გადავიტანე მზერა. უკრაინელებში ერთ ქართველს მოვკარი თვალი და მისკენ გავემართე.
- ოთარ, გამარჯობა!
- უი, ანაბელ, - ხნიერმა კაცმა თავი ასწია და მეგობრულად გამიღიმა - აქ რას აკეთებ?
- მოსვლა მომიწია, - მის წინ სავარძელზე ჩამოვჯექი - რა მოხდა აქ?
- არ ვიცი, ვიღაც ვიგინდარები იყვნენ, გამთენიისას გავიგონეთ ხმაური კარი შემოამტვრიეს და გაიქცნენ.
- რას ნიშნავს შემოამტვრიეს და გაიქცნენ? შიგნით შემოსვლა არავის უცდია? - დავიბენი.
- არა, უბრალოდ კარი დააზიანეს. ორნი იყვნენ. გარეთ რომ გავედი დავინახე გზატკეცილზე გადარბოდნენ.
- შეგიძლია მითხრა დაახლოებით რა ასაკისანი იყვნენ?
- შენ რა გამომძიებელივით მეკითხები - გაეცინა - თავი დაკითხვაზე მგონია.
- კარგი, სერიოუზად, არ მეხუმრება!
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა სიცილით - ზურგიდან ასაკი არ შემიმჩნევია.
ყეყეჩი კაცი. რა ენაღვლება მისი დაზიანდა რამე თუ? ასეთ აშკარა ამჩემსფეხება ხალხს ბუმერანგივით უნდა დაუბრუნდეს იგივე რაზეც ეცინება, მერეც თუ გაიცინებს ასე უდარდელად მაინტერესებს! გამოუძინებელი კიდევ უფრო აგრესიული ვარ, არ მეტყობა?
- არც ჩაცმულობა შეგითვალიერებია? - წარბი ამეპრიხა.
- არ მახსოვს.
- იყო შენთან ერთად კიდევ ვინმე?
- ვოვიკა.
- ვეშაპის პიდბული საყვარელი?
- აბა, ვეშაპი?
- ალინა. - თვალები გადავატრიალე.
- ჰო, - ისევ ახვიხვინდა.
- კარგი, არ იცი სად არის?
- სახლში იყო...
მერე გამახსენდა, დრაკონი როგორ მოიჩქაროდა კიბეებზე თან თავის ხალათს ისწორებდა გამწარებული და ტუჩები ზიზღით მომეღრიცა. ქალბატონს რომ ჰკითხო საყვარელი საწოლში არ მოსწონს და კაცმა ვერაფრით ასწია მატრასიდან. გაგეცინება და ამ საკითხე იანთან დაიწუწუნა, როცა ჰოსტელის მეპატრონემ საყვარლის ქირაზე შეახსენა, მოცემას რადის აპირებსო და რომ უპასუხა არ ვიციო, გაეხუმრა მაშინ შენ გადაუხადე, ერთნი არ ხართო? იმან კიდევ აღშფოთებულმა უპასუხა - მე რატომ უნდა გადავუხადო, საწოლშიც კი არ ვარგიაო. რა უნდა ელაპარაკო ახლა ამ კახპას?
წამოვდექი. არ მინდოდა ვოვიკას ოთახში მივდგომოდი. საშინლად არ მომწონს ეს ტიპი მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიამრთ ყოველთვის თავაზიანი და ზრდილობიანია. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იქნება და ალინასთან გორაობს მხოლოდ ფულის პონტში, თორემ ამ ბებერ ცოცხს სხვა მიზეზით რატომ უნდა მისცე ვერ ვხვდები. სახე ზიზღით დამემანჭა. ის იყო ისევ გარეთ გასვლა დავაპირე, რომ ვოვიკა გამოჩნდა კიბეზე. თან მაისურს ისწორებდა თან სიგარეტს ექაჩებოდა.
- კარგი, რა! - სახე უარესად მომეღუშა - ხომ გთხოვე სახლში ნუ ეწევი-მეთქი?!
- ანიტა?! - გაკვირვებულს თვალები გაუფართოვდა და სიგარეტი ნაჩქარევად გამოიძრო კბილებიდან. - აქ რას აკეთებ?
- წამო, სალაპარაკო მაქვს.
ჰოსტელის ვერანდაზე გავედი და ხის სკამზე დავეშვი. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ტატუებიანი ჩემს წინ ჩამოჯდა და ინტერესით მომაცქერდა. ჯანდაბა, ამდენი რუსული რომ არ ვიცი, როგორ ვკითხო ის რაც მაინტერესებს?
- მოკლედ, ხომ იცი, რუსული ცოტა მიჭირს და დეტალებს ვერ გკითხავ, მაგრამ შენ ყველაფერი მომიყევი, გავიგებ. ვერ ვსაუბრობ ისე როგორც მინდა, მაგრამ ყველაფერი მესმის.
- რაზეა ლაპარაკი! - მხრები აიჩეჩა - რა მოხდა?
- გუშინდელზე მომიყევი. ოთარმა მითხრა, რომ ის ხულიგნები დაგინახავს. ყველაფერი მომიყევი რაც გახსოვს, რაც დაინახე და დროც მაინტერესებს ზუსტად რა დროს მოხდა.
- ააა, იმ პაცნებზე ამბობ? - მოეშვა და სკამზე გადაწვა, ნეტავ რა ეგონა რა უნდა მეკითხა? - ბევრი არაფერი დამინახავს, ბნელოდა. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ხულიგნები რა. კარი შემოლეწეს და გაიქცნენ. რამის მოპარვა არ უცდიათ.
- ასაკს ვერ მეტყვი?
- დაახლოებით ოცდახუთი, ოცდაშვიდი წლის ალბათ, ან ცოტა მეტი.
ჩაფიქრებულმა კისერზე მოისვი ხელი. კი მაგრამ, მიზანი რა იყო? საკუთრების დაზიანება? ასე გამოდის, მაშინ მოტივი რაღა იყო? პირველად როცა თავდასხმაზე შევიტყვე ტვინმა ავტომატურად „ჟელაზნას“ ბოლო დროინდელი ინციდენტი შემახსენა, მაგრამ მაშინვე უარვყავი სულელური ეჭვი. ამდენს ვერ გაუბედავდნენ და რომც გაებედათ, დეპორტის საშიშროების გათვალისწინებით გაცილებით მეტს დააშავებდნენ, ვიდრე უბრალოდ კარის ჩამტვრევა იქნებოდა. და მაინც, მოტივი პირადული თუ არა, რა უნდა ყოფილიყო სხვა?
- ვოვა, ნასწია კიდევ აქ ცხოვრობს?
- მეორე სართულის ქერაზე ამბობ?
ისე გაიჯგიმა, თავი მომაჭერი, ერთი-ორჯერ მაინც თუ არ ჰყავდეს წაკუზული. მოკლედ ამ უკრაინელებთან ვისი ვისაშია ვერ გაიგებ!
- ჰო, ქერა.
- კი. მაგრამ როგორც გავიგე გადასვლას აპირებს.
- და საყვარლები კიდევ მოსთრავს ჰოსტელში?
- რამდენიც გინდა! - გაიკრიჭა გამხიარულებული.
მეტი აღარაფერი მითქვამს, წამოვდექი და ეზოში გავედი იანთან. ოფიცერს ესაუბრებოდა არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. სახეზე ნერვიულობა და გაღიზიანება არ ეხატა. ეს კაცი საერთოდ რამეს განიცდის? ან რაიმეს პრობელმად მიიჩნევს? შოკში მაგდებს ხოლმე ხანდახან მისი სიმშვიდე. ხსენებული ქონების დედოფალი გვერდით ედგა და შესამჩნევად ცქმუტავდა. არ გიმჩნევს ქალო ეს ქერა კაცი და იქნებ შეიგნო დღეს თუ ვერა, ამ ახალწელს მაინც!
ვეშაპმა თვალი მომკრა თუ არა მსუქანი კატასავით აიფხორა და კრუხივით გაფოფრილი იანს კიდევ უფრო მიეწება. ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა. ქერა კაცმა გვერდით გადგა ნაბიჯი და ალინას ისე შეუბღვირა - შენ ნორმალური თუ ხარ, ქალოო ეწერა სიფათზე. პოლონელს თვალით ვანიშნე მე მანქანაში დაგიცდი-მეთქი და ჰოსტელს გამოვერიდე. მთლად პოლიციის თანდასწრებით უკრაინელის ქუსლზე დარჭობა არ მგონია გონივრული ნაბიჯი. არა, რა ვერ ვიტან უკრაინელებს!
- ბელ!
იანმა ჭიშკართან მისულს დამიძახა. მოვტრიალდი. მანქანის გასაღები გადმომიგდო. კიდევ კარგი რეაქცია მქონდა და ინსტიქტურად დავიჭირე. კინაღამ თავში გამარტყა იდიოტმა.
- მანქანას ვინმე მოგპარავდა, რომ არ დაგეკეტა? - წავიჯუჯღუნე დაბღვერილმა.
- მანქანას, არა მაგრამ ლეპტოპი შეიძლება გულში ჩაეხუტებინათ!
სიცილით ჩამიკრა თვალი და ოფიცერს მიუბრუნდა. ნუ პრინციპში, მართალია... თავი ძლივს შევიკავე ალინას ზიზღნარევი მზერისთვის შუა თითით რომ არ მეპასუხა, მანქანა გავაღე და ჩავჯექი. ჩაფიქრებულმა საქარე მინას გავუშტერე თვალი. ეჭვი მღრღნიდა, რომ წუხანდელი ინციდენტი ნასწას საყვარლის ნამოქმედარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლო დროს ეს გოგო მთლად წავიდა ხელიდან. მდგმურები ხშირად ეწუწუნებოდნენ იანს, უამრავი კაცი მოჰყავს სახლში და არის ერთი ღრეობაო. ორჯერ შელაპარაკება მოუვიდათ ჰოსტელის ბიჭებთან, ერთხელ კიდევ ერთი საყვარელი მოუვარდა, რადგან სხვა მამრების არსებობის შესახებ შეიტყო და ეჭვიანობის სცენებს, რამდენიმე თეფში და ჭიქა შეეწირა სამზარეულოში. იანმა უკრაინელი რამდენჯერმე გააფრთხილა, ან ჭკვიანად მოიქცევი ან ჰოსტელს დაგატოვებინებო. მისი საუბრის შემდეგ ცოტა დაოკდა, მაგრამ როგორც ვოვასგან ვიგებდი, მხოლოდ თვალის ასახვევად. საერთოდ არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ხულიგნური ქმედება მისი არმიიდან ერთ-ერთის მოფიქრებული ყოფილიყო. თან ახალგაზრდები იყვნენო, მეორე უკრაინელმა და მაინც, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, ყოველგვარი რეალური მტკიცებულების გარეშე. ისევ გატეხილ კარს გავხედე. წიხლით იყო შელეწილი. რამდენიმე დარტყმის კვალი აჩნდა. ალბათ რამდენჯერმე სცადეს და თავი ვერ მოაბეს. იიი, კაცს რომ კარიც ვერ შეგიმტვრევია ნორმალურად, დაგადებს მომთხოვნი ნასწია აბა რას იზამს, თვით ბებერ ვეშაპს ვერ აკმაყოფილებს მისი პიდბული და „ცქრიალა ნასწიას“ რა დაანაყრებს?! მივხვდი, რომ გული მერეოდა და სასწრაფოდ ყურადღების გადატანა ვცადე.
რადიო ჩავრთე და არხებს ჩამოვუყევი. ერთ-ერთ არხზე საყვარელ მელოდიას მოვკარი ყური და ბოლომდე ავუწიე. სავარძელზე მივწექი და თვალები თავისით დამეხუჭა. ვიგრძენი როგორ ვიძირებოდი რაღაც ძალიან ბლანტსა და თბილში. მესიამოვნა და „ჭაობს“ დავნებდი. თმაზე შეხებამ მომაფხიზლა. თვალი რომ გავახილე, გაკვირვებულმა ჯერ იანის მომღიმარი სიფათი შემდეგ კი, სპულნას ვარდისფერი სახლი შევამჩნიე და წარბშეკრული სწრაფად გავსწორდი წელში.
- ჩამეძინა?
- ახლავე ოთახში ადი და დაიძინე. ფერი არ გადევს, დასვენება გჭირდება.
- რაო პოლიციამ?
- ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. სახლში შედი.
- კი, მაგრამ რაღაც მინდოდა...
- ანაბელ, - ხმა გაუმკაცრდა - არაფერი არ მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ახლა ოთახში ახვიდე და დაისვენო. დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ, კარგი? დაიძინე და საღამოს სამსახურის შემდეგ გამოგივლი.
- კარგი ხო...
გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა. რამეს რომ დაიჟინებს სვანზე უარესია, ვერაფერს შეასმენ. ხელი ჩავიქნიე, დავემშვიდობე და სახლში ავედი. ლოკოკინების დედას გადაბარგება მოესწრო. ოთახიდან მთელი თავისი ხარახურა გაეზიდა. იმხელა სივრცე გამოჩნდა გამიკვირდა კიდეც. ოთახის ორივე გასაღები საწოლზე ეგდო. არაფრის მილაგებით არ შემიწუხებია თავი და გაუხდელად მივეგდე ლოგინზე. რა წამსაც ბალიშს შევეხე მაშინვე ჩამეძინა.
თვალი რომ ავახილე ფანჯრებიდან მრუმე სიბნელე მოჩანდა, ალბათ უკვე შუაღამე იყო. სახეზე ხელი ჩამოვისვი და ადგომა დავაპირე, რომ შევამჩნიე სავარძლიდან რაღაც დიდი მიყურებდა. გულგახეთქილმა კინაღამ ვიკივლე. მაშინვე შუქის ჩამრთველს ვესცი და ხელი ავკარი. ოთახს ნათელი მოეფინა და სავარძლიდან უზარმაზარმა სათამაშო ძაღლმა შემომხედა, საშინლად სევდიანი და უზომოდ საყვარელი სიფათით. ოდნავ წარბებშეჭმუხნულს თათებში გული მოემწყვდია და ღაბაბის ქვემოთ რაღაცას მალავდა. ნერვიულად გამეცინა და სათამაშოს მივუახლოვდი.
- შენ აქ საიდან გაჩნდი თავგასიებულო? - უზარმაზარ ყურებზე მოვეფერე და თათებიდან თეთრი კოლოფი ამოვაცალე. დაბნეულმა თვალები ავახამხამე. - პოლონელო, სულ გაგიჟდი?
ახალთახალ ტელეფონს გვერდით ჩატენილი წერილი ამოვაცალე და სიცილით გავშალე.
„ გეძინა და აღარ გაგაღვიძე. მახსოვს მითხარი სათამაშოები მიყვარსო, ჩემთან ვიპოვე სახლში და წამოგიღე. ახლა მარტო აღარ იქნები. ახალ ტელეფონს გილოცავ, ბოლოს და ბოლოს დარეკვას შეძლებ!“ - ბატიფეხურით იწერებოდა პოლონელი. გამეცინა და სახეალეწილმა ჯერ სათამაშოს გავხედე, მერე ტელეფონის ყუთს, ზუსტად თავისნაირი ეყიდა. არანორმალური! საშინლად დარცხვენილი სათამაშოს ჩავეხუტე. მართლა რამხელა იყო ეს თავგასიებული...


კვიზინი/ „მეორე მსოფლიო ომი იწყება?! - პოლონელი „ბედრიონკაში“ / მთვარის 21-ე დღე, მესამე ფაზა...

სუპერმარკეტში ხილის თაროსთან წარბშეკრული ვიდექი და ვერაფრით გადამეწყვიტა მწვანე ვაშლი მეყიდა ცალობით, თუ პატარა ჩანთა-შეკვრა ამეღო სულ სხვა ჯიშის. ბოლოს ისევ შეკვრას წამოვავლე ხელი, ურიკაში უნდა მომეთავსებინა, რომ რაღაც მწვანემ მთელი სისწრაფით გამიქროლა თვალწინ, მილიმეტრებით ამცდა ხელზე და ურიკაში სოკოებს უნდილად დაებერტყა. წარბებგასწორებულმა კალათბურთელის პოზაში გაყინულ პოლონელს გავხედე - მხიარულად გამიკრიჭა და ხელით მანიშნა სად არის ჩემი აპლოდისმენტებიო. ცანცარა არაა ამხელა კაცი?!
შოპინგზე რომ მომყვება ხოლმე ზუსტად ხუთ წუთში ჰბეზრდება და მაიმუნობას იწყებს გასართობად. რამდენიმე წუთის წინ ფუმფულა ჩუსტები მესროლა, იმის წინ რბილი ბალიში დამაჯდა კეფაზე და ძალიან მაინტერესებს აქ დაცვა რაში იღებს ფულს?! მერე გამახსენდა, რომ მარკეტში დაცვა მანამდე არ შემიმჩნევია და თვალები გადავატრიალე. იანს ჟესტით დავემუქრე მაღაზიიდან რომ გახვალ დაგერხევა-თქო და პასუხად მორიგი ფუმფულა სათამაშო რომ მივიღე სიფათში გაბოროტებულმა კიტრს წამოვავლე ხელი, რომ ღირსეული პასუხი გამეცა, მაგრამ წერო კაცი, თავისი წერო ფეხებით ისე სწრაფად მიიმალა თაროებში თვალიც კი ვერ მივადევნე. გამეცინა და მოვტრიალდი კიტრი თავის ადგილზე უნდა დამედო, რომ კლიენტის მზერას წავაწყდი, გაშტერებული მომჩერებოდა. უხერხულად გავიღიმე და კიტრი ზუსტად იმ პოზაში დავაბრუნე, როგორშიც მანამდე ნებივრობდა სანამ ჩემი საზოგადოებით შევაწუხებდი და სხვა სექციაში გავიძურწე. პოლონელო მე ქალი არ ვიყო შენ თუ სადილში ტონა წიწაკა არ ჩაგიყარო და ძალით არ გაჭამო, დამაცადე!
ყავებს ჩამოვუარე და ლურჯი კლასიკი ჩავუძახე ბოსტნეულთან, სხვანარის არ სვამს ვაჟბატონი. ქილის კარამელი და ნუთელაც უკან მივაყოლე და ფქვილს დავუწყე ძებნა. საღამოს ბლინების გამოცხობას ვგეგმავდი ბევრი შოკოლადით და ბანანით. ბოლოს და ბოლოს პოლონელის ენა უნდა გამეჩერებინა, რაც ჩამოვედი იმას დამცინის აი მულწიკში რომ ვირთხაა ის რომ გაჯობებს ქალს მზადებაში იქ მოგეჭრა თავიო. მეც მისი კომენტარებით გაგულისებულმა ინსტაგრამზე ყველაფერი გემრიელობა გადავქექე რაც თითებში მომხვდა, ჩემთვის სასურველი და მისი გემოვნების შესაფერისი ამოვარჩიე, ინგრედიენტები ამოვიწერე და მაღაზიისკენ წამოვაჩერჩეტე. თან გულში ვლოცულობდი კერძი არ ჩამვარდნოდა, თორემ წერო კაცის ყბიდან რა ამოვიდოდა? პოლონელი ახსენეო. ამჯერად ტუალეტის ქაღალდის შეკვრამ თავზე გადამიფრინა და ურიკაში ჩატყლაპუნდა.
- Ass’s paper!
ისე ომახიანად გამოაცხადა, ნახევარმა სუპერმარკეტმა გაოცებულმა შემოგვხედა, იქით გაჯგიმულ იან თავისზე დარჩეს ნორმალურს და აქეთ თქვენს ჩაბჟირებულ მონამორჩილ მეს.
- გააფრინე? - ვიკითხე სული რომ მოვითქვი.
დაჭყეტილი თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, უკვე მივეჩვიე, მასთან ერთად სუპერმარკეტში შემოსვლა თავგადასავლების გარეშე რომ არ სრულდება.
- რა იყო, შენ არ მითხარი მჭირდებაო?
- ოთხშეკვრიანი საკმარისი არ იქნებოდა, იდიოტო?
- როგორ ელაპარაკები შენს ბოსს? - თითი დამიქნია - თავი დავიზღვიე, საჭმელი რომ კარგი არ გამოგივიდეს და კუჭი აგვეშალოს?
აროხროხდა იუმორის ძმა და მეგობარი ქერა კაცი. გველურად გამეცინა, სალფეთქების შეკვრას ხელი წამოვავლე და პირდაპირ გაკრეჭილ სიფათში გავუქანე. ჩემდასაბედნიეროდ მიზანს მოხვდა, ნიღაბაფარებულს მოულოდნელობისგან ცისფერი თვალები გაუფართოვდა და სანამ აბაროტს მივიღებდი იქამდე მივეფარე თვალს ჩემი ორმეტრიანი ურიკით, რომლის ნახევარსაც ტუალეტის ქაღალდი იკავებდა.
მაცივრიდან ქათმის და თევზის ფილე ამოვიღე. კრევეტებზე ვიჭოჭმანე, საკმაოდ ძვირი ღირდა, მაგრამ ხელი ჩავიქნიე და მაინც ავიღე. ეს საღამო იდეალური უნდა გამოსულიყო! თან ტუტუცმა კაცმა წაიტრაბახა მეც მოვამზადებ რამესო და ვეჯიბრებოდი, ჩემი კერძი უკეთესი უნდა გამოსულიყო. შენ წარმოიდგინე და ერთსაათიანი ბოდიალის შემდეგ, როგორც იქნა ურიკა ავავსეთ, ერთმანეთს სისხლიც გავუშრეთ და ბოლოს სალაროსთანაც ავიტუზეთ. მერე გამახსენდა, რომ ბარათი მქონდა და შემეძლო თვითმომსახურების აპარატთან გადამეხადა. ცალი თვალით გავხედე უზარმაზარ გაჭიმულ რიგს და იანს გადავულაპარაკე წამო აპარატთან-მეთქი.
თუმცა მომსახურე ბოქსთან მისულს საკუთარი წამოწყება არც ისე მემარტივა, მთელი მენიუ პოლონურად ჰქონდა და არც ის ვიცოდი, როგორ უნდა ამეწონა ხილი ცალობით. აქ სკანერი წონის ყველაფერს, სასწორები არ აქვთ, მაგრამ რაღაც ფუნქცია უნდა გაუაქტიურო და ისე გემორჩილება. იანს ლეკვის თვალებით, რომ გადავხედე სიცილით გამწია გვერდით და სწრაფად შეუდგა პროდუქტების გატარებას. თუმცა ერთი გრეიფრუტი რომ შემოდო სკანერზე და მეორეც მიაყოლა აპარატიც შტერივით მიაჩერდა და ხსენებული პროფესორიც. ხან რას უკაკუნა თითი ხან რას, აპარატმა მაინც „იდინამორეო“ არაფრით აუწონა. გაჯიქებულმა უკვე „კურვას“ რეჟიმზე გადაინაცვლა და მონდომებით იგინებოდა, თან აპარატს ეჯაჯგურებოდა. ვიღას ახსოვდა თქვენი პროდუქცია, პირზეხელებაფარებული ხარხარს ნიღაბში ვახშობდი.
- ფუ შენი დედაც! კარგი ვნებდები, სადაა დედანატ,ირები კონსულტანტი?!
ადგილზე შებზრიალადა აპარატების რისხვა კაცი. მოლარემ შორიდან შენიშნა ჩემი ბოსის ცოდვილობა და კრეჭა-კრეჭით მოუხადა ბოდიში მომხმარებელს, სკამიდან ადგა და ჩვენკენ გამოემართა. იანს სიცილით აჩვენა როგორ უნდა აეწონა პროდუქცია, სასიამოვნო დღე გვისურვა და დაგვემშვიდობა. რა საყვარელი ქალი იყო, აწი სულ მივესალმები ხოლმე შემოსვლისას.
მხიარულებისმუღამგამქრალმა პოლონელმა სულ დედის ორგანოების ფრიალით გაატარა სათითაოდ ყველაფერი. მისდა ჭირად, ხან სამი თავი ნიორი მოხვდა ხელში და ხან ორი თავი ხახვი, იმდენი ხილ-ბოსტნეული მქონდა ცალობით აღებული და იმდენი უნდა ეტარებინა სათითაოდ, მანამდე კი მენიუში მოეძებნა შესაბამისი ჯიში, რომ ჩვენი ჭკუით დაზოგილი დრო ქარს გავატანეთ. ქერა კაცის ცოდვილობაში ერთი კი არა, ორი რიგი გაიცალა. ვცდილობდი არ გადავბჟირებულიყავი, არადა მის გაბოროტებულ სახეზე სიცილის ვერ ვიკავებდი, ნიღაბში რომ კრუხუნებდა გაცოფებული მამალივით რა იყო ეს დედამოტ,ყნული მეორე მსოფლიო ომი მოდის, თუ რა ჯანდაბად გინდა ამდენი პროდუქტიო. ჩემს კრეჭაზე უარესად ეშლებოდა ნერვები და კინაღამ პარკშიც ჩამაყოლა საბოლოოდ კილო კარტოფილი რომ შემოაგდო სკანერზე და მისდა ჭირად ძირის გამოურღვია. მოკლედ, რომ გითხრა დაიტანჯა ჩემი პოლონელი და მე მოსასულიერებელი გავხდი, ორ გაგორებულ კარტოფილს გინებით რომ გაეკიდა ფოიეში.
საბოლოოდ ყველაფერი პარკებში რომ მოვათავსეთ, ბარათით გადავიხადე და დროზე გავიძურწე მაღაზიიდან, სანამ იანი ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა. ორივე პარკს მანქანისკენ მიარბენინებდა, თან გზადაგზა პოლონურად კრუხუნებდა რაღაცას. ახარხარებული მანქანაში რომ ჩავჯექი ნიღაბი მოიხსნა, უკანა სავარძელზე გაისროლა და ისეთი აფთარის თვალებით შემომხედა უარესად ამიტყდა სიცილი.
- ანაბელ შველიძე, - მკვეთრად და გარკვევით წარმოთქვა ჩემი სახელი და გვარი - გირჩევნია საჭმელი გემრიელი გამოგივიდეს, თორემ სერიოზულ შარში ხარ!
- მუქარებს გირჩევნია აგას დაურეკო, თუ სცალია წამოვიდეს ჩვენთან ერთად. - ენა გამოვუყე გახალისებულმა.
- თვითონ დაურეკე!
ღიმილით გადაატრიალა გასაღები და მანქანა დაქოქა. შენ ხომ კაცს არაფერში გამოადგები! ჯიბეები მოვუჩხრიკე, იმხელა ტელეფონი იყიდა ჯიბეში არ მეტევა და მის ქურთუკში ვტოვებ ხოლმე, უზარმაზარი ჯიბეები აქვს, პატრონის მსგავსი. როგორც იქნა, მივაგენი, აგას ნომერი მოვძებნე და გადავრეკე. პირველივე ზუმერზე მიპასუხა.
- გამარჯობა, პრინცესა! როგორ ხარ?
- ანაბელ! - მხიარულად ჩამყვირა ყურმილში. სიცილი ამიტყდა - კარგად, შენ როგორ ხარ?
- ფანტასტიურად, გცალია? მე და იანი შაუვინეკზე მივდივართ. კულინარიულ დუელს ვაწყობთ. ჰოსტელი წინა დღით დაიცალა და მარტონი ვიქნებით, მითხარი რომ გცალია და მოხვალ რა.
- ჩემთან გამოდით, იქ რა გინდათ?!
- ოოო, შენთან ბევრი ადამიანია, ქმარი შვილები და მთელი ამბები, მერიდება, ჯერ ეგეთი გაშინაურებულიც არ ვარ. გამო რა, გთხოვ. თან რაღაცეები უნდა მოგიყვე.
- ჰო, ჰო იანმა მითხრა, რაც მოხდა. კარგი, ღვინოს ავიღებ და მოვდივარ!
- გელოდებით!
გაკრეჭილმა გავუთიშე ტელეფონი. გიჟი ქალი! როგორ მომნატრებია, ორი კვირაა არ მინახავს და ასე მგონია საუკუნე გავიდა.
- რა გითხრა?
- ღვინოს ამატებს სიაში და თავისი ჯიპით მოქრის. - წარბები შევათამაშე კმყოფილმა.
- ჯერ ერთ გიჟს ძლივს გიტან და ახლა ორი ერთად, ღმერთო დამეხმარე...
თავი გააქნია და გაზის პედალს ტერფი მიაწება. აკისკისებულმა რადიოს ბოლომდე ავუწიე და საოცრად კმაყოფილი სავარძელზე გადავწექი. თითქოს ქარიშხალმა გადაიარა და ყველაფერი უარყოფითი უკან მოიტოვა. ჯერჯერობით. სპულნა სთრითზე გადაბარგებიდან ერთი კვირა გავიდა. ახალ სახლს იოლად შევეჩვიე. ხალხსაც. ოთახი ჩემს ჭკუაზე გადავაკეთე. ორი ზედმეტი საწოლი გარეთ გავისროლე და ერთი დიდი სავარძელი მოვიტანე. იანმა პატარა მაცივარი და მიკროტალღური დამიმატა და ახლა თითქმის ყველაფერი მაქვს ოთახში რაც მჭირდება. სამზარეულოში ჩასვლა თითქმის აღარ მიწევს და ხალხსაც იშვიათად ვნახულობ, რაც ჩემთვის კომფორტულია. ამ დღეებში კედლების გადაღებვასაც ვგეგმავდი, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ოთახია ჩემი ფერები მინდოდა შემეტანა. ოთახს ოთხი დღე დასჭირდა, რომ ის საზიზღარი სუნი კედლებიდან გაეწოვა. თუმცა ჯერ კიდევ მხვდება ხოლმე ცხვირში რაღაც მწკლარტე სუნი. უფრო ამიტომ მინდა კედლების გადაღებვა, იქნებ რამე ვუშველო, თორემ შევიშლები! ნივთებმა ნელ-ნელა ჩემი სურნელი აიღეს და ოთახში შემოსულს ვანილის არომატი რომ მეგებება თავს ისევ შინ ვგრძნობ და ვმშვიდდები.
დედა ლოკიკინა ჩემს გვერდით ცხოვრობს, კარის მეზობელია და ისევ ვეზიზღები. კიბეზე თუ შემეჩეხება ხოლმე, ცივი მზერით და ატეხილი ტუჩით მასაჩუქრებს. მისი ოთახიდან გამოძევებას მთელი ჰოსტელი ჯერ გაოცებული, შემდეგ კი გაბრაზებული შეხვდა - უკრაინელებმა ოფიციალურად გამომიცხადეს ერთსულოვანი ზიზღი, მაგრამ თქმით ვერაფერს მიბედავენ. დედა ტრ,აკონის ოთახიდან გამოძევება კარგად არ ენიშნათ. ქართველების რა გითხრა, გაუხარდათ რომ ბოლოს და ბოლოს ქერა მდედრს ადგილი მიუჩინეს, თან უცნაურად მათვალიერებენ. ამ კითხვებით სავსე მზერას მარტივად ვშიფრავ და საშინლად არ მსიამოვნებს, მაგრამ რას იზამ. ყველას აინტერესებს რა ხდება კულისებს მიღმა, რაც რაღა თქმა უნდა ბუნებრივია.
ტორუნსკას თავდასხმის ამბავი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა. იანს ჩემი მოსაზრება გავუზიარე ნასწიასთან დაკავშირებით და ყოყმანით დამეთანხმა, შეიძლება მართალი ხარო. გამოვკითხე მანამდე თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა და უარყო - ასეთი არაფერი მომხდარაო. ეს უცნაურობა მაფიქრებს, შეიძლება ავიჩემე, მაგრამ რატომ ააწიოკეს ჰოსტელი მაინც და მაინც ჩემი „ჟელაზნადან“ წამოსვლის მეორე დღეს? ვერაფერი გამიგია და იმედი მაქვს, რომ პოლიცია რამეს გაარკვევს.
არც სამსახურში მიმდიოდა საქმე ძალიან კარგად. ჩემი ბოსი აღრენილი დაბრუნდა მივლინებიდან და ყველა ფეხის ნაბიჯზე გვცოფავდა. ოფისში სულ დაძაბული ვიჯექი, რომ რამე არ შემშლოდა და დატაკების მიზეზი არ მიმეცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ერთხელაც არ მოუმართავს უხეშად და არც ტონისთვის აუწევია მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.
პლუს ამას ჰოსტელებში პატარ-პატარა გართულებების მოგვარებას ვუნდებოდით და მთელი კვირის განმავლობაში ორივეს „ელემენტი დაგვიჯდა“, ამიტომ მოვიფიქრეთ ერთი საღამო განტვირთვისთვის მოგვეწყო. ამ წყეული კორონას გადამკიდე ყველა ბარი და რესტორანი დაგვიკეტეს და აღარც ქალაქგარეთ გასვლას ჰქონდა აზრი, ამიტომ გართობის სხვა ხერხებს მივმართეთ - თავად გადავწყვიტეთ მომზადება. გუნდში აგას შემოერთებამ მეტი სიხალისე შესძინა საღამოს და სავარძელში მყუდროდ მოწყობილს ამ სასიამოვნო ფიქრებზე იდიოტივით მეღიმებოდა.
- ბელ.
- მმმ... - თავი მისკენ მივაბრუნე. უცნაურად მიყურებდა.
- მაინც, რა დაწერე იმ წყეულ წიგნში?!
- კაიიი! - სიცილი ამიტყდა - ამდენი ხანი როგორ არ დაგავიწყდა?!
- იმიტომ რომ არ მიპასუხე!
გამეცინა და თავი გავაქნიე. ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებდა შანსი არ იყო თავი დაენებებინა. მაინც რა დროს მოაგონდა, ა?! ის იყო პირი გავაღე, რომ ბოლოს და ბოლოს მეპასუხა, რომ ტელეფონზე ზარმა შემაჩერა. კაიი, სულ ასეთ დროს რატომ მიშლიან ხელს?! იანმა თვალები გადაატრიალა. ეკრანს რომ დავხედე გაოცებულს ყველაფერი გადამავიწყდა. „ცეცხლისფერი“ რეკავდა!!!
- არ არსებობს! - ვუპასუხე აჟიტირებულმა - არ არსებობს-მეთქი! გოგო, ცოცხალი ხარ?!
- ბელ... - სლუკუნი მომესმა ყურმილიდან და ღიმილი წამში ჩამომერეცხა სახიდან - ბელ, გესმის ჩემი?
- მარი, რა მოხდა? - წელში გავსწორდი და წარბშეკრულმა მზერა იანზე გადავიტანე, რომელიც ჩუმად მანიშნებდა ვინ არისო.
- ბელ, საბამ გაიგო, რომ ჰოსტელში უსიამოვნება შეგემთხვა და მეგობრის მანქანით წამოვიდა შენთან, მაგრამ...
- რა მაგრამ...
- მაგრამ გზაში ვიღაც დაეჯახა და ავარიაში მოყვა!!!
ყურებმა წივილი დამიწყეს. რეალობა გაიდღაბნა. მხედველობა დამებინდა. ყურებში საშინელი გუგუნი და მარის ტირილი ერთდროულად ჩამესმოდა. ღმერთს ვთხოვდი, რომ გვერდით გაოცებულად მჯდარ იანს შევენჯღრიე და კოშმარიდან გამოვეფხიზლებინე. ეს ვერ იქნებოდა სიმართლე... საბა... ოღონდ შენ არა... ოღონდ შენ არა!!!



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ასეთი ამბით დასრულება? ((((
არადა, როგორ კარგად მიდიოდა დუელის დაწყების ამბები :D
ყველა მხრიდან გიტევენ ბელ?

 


№2  offline წევრი შამხათი

აუ კარგი რა....

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

მე♥უცნაურე
ასეთი ამბით დასრულება? ((((
არადა, როგორ კარგად მიდიოდა დუელის დაწყების ამბები :D
ყველა მხრიდან გიტევენ ბელ?


ძალიან ცოტა დრო მქონდა და ფიზიკურად ვერ მოვასწარი მეტის დაწერა ძალიან ვეცდები მალე დავბრუნდე და ამხელა ინტერვალი არ გავაკეთო, ბევრი მაქვს მოსაყოლი <3 <3 <3 საგიჟეთია!!!!

შამხათი
აუ კარგი რა....


მალე მოვალ ისევ <333333333

 


№4 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

საბბა იმედია კარგადაა ჰოო?? :/ ჰო კარგადაა ბეელს? უუჰ დედაააააა ლოკოკინაა ეგრე იცოდნენნ სადაა თავიანთი ადგილი რაც შეეხება ცნობისმოყვარეოობას მაგას ვერ გაექცევიიი ბელლსს მაგრამ.უთხარიი პომარანჯე წაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებითოო :დდდდდ მიყვარხარ მე შენნ თქვენნნს არანორმალურობაზეეე ვახალოსოობ მეე ცოცხლები ხართ სხვა ფერი გაქვთ და განსხვევბული კარგია ეგგ მიხარია ♡♡♡♡ და რავქნა ჟელაზნასთან დაკავშირებით მეც ეგრე რო ვფიქრობ უცნაურია იიცი

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

მარიამ ენჯიბაძე
საბბა იმედია კარგადაა ჰოო?? :/ ჰო კარგადაა ბეელს? უუჰ დედაააააა ლოკოკინაა ეგრე იცოდნენნ სადაა თავიანთი ადგილი რაც შეეხება ცნობისმოყვარეოობას მაგას ვერ გაექცევიიი ბელლსს მაგრამ.უთხარიი პომარანჯე წაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებითოო :დდდდდ მიყვარხარ მე შენნ თქვენნნს არანორმალურობაზეეე ვახალოსოობ მეე ცოცხლები ხართ სხვა ფერი გაქვთ და განსხვევბული კარგია ეგგ მიხარია ♡♡♡♡ და რავქნა ჟელაზნასთან დაკავშირებით მეც ეგრე რო ვფიქრობ უცნაურია იიცი


საბაზე მომდევნო თავში დავწერ <333333 აჰ, არა, პომარანჯე მარტო თქვენთვისაა ჩემი პატარა ოჯახისთვის მაგათი საქმე არაა აქ რა ხდება ;დდდდ <3 <3 ^_^ <3 <3 <3 მიყვარხარ მე შენ და მიხარიხარ <3333333 რაც შეეხება ინციდენტს... მას შემდეგ რამდენი დრო გავიდა და მაინც ვერ გაიგეს რა მოხდა...

 


№6  offline წევრი beshqen

კიდევ მინდა არ მეყო,მე არვიცი, სასწრაფოდ მოახერხე და დადე,თორემ გავბრაზდები და გაფიცვას მოგიწყობ smile აი,რომ ვიწყებ კითხვას არმინდა დამთავრდეს და უცბად შემომეკითხება ხოლმე,რა უბედურებაა sleeping მოკლედ გელოდები სასწრაფო წესით

 


№7 სტუმარი თმთ

ნუ იგვიანებს ხოლმე რაა .ისე გელოდები. ჩემი პირველი დღეები მახსენდება სულ 7 წლის უცხო ქვეყანაში. რაც მეტად გადაერთვება საქმეზე და კონტაქტს მოერიდება ქართველებთან მით უკეთესი შენთვის. ძალიან მიხარია იანი რომ გყავს და გეხმარება

 


№8  offline ახალბედა მწერალი belle...

beshqen
კიდევ მინდა არ მეყო,მე არვიცი, სასწრაფოდ მოახერხე და დადე,თორემ გავბრაზდები და გაფიცვას მოგიწყობ smile აი,რომ ვიწყებ კითხვას არმინდა დამთავრდეს და უცბად შემომეკითხება ხოლმე,რა უბედურებაა sleeping მოკლედ გელოდები სასწრაფო წესით


ვაიმე ;დდდდ ახლა მართლა მეშინია კიდევ ერთის ატვირთვის ;დდდ <3333333333

თმთ
ნუ იგვიანებს ხოლმე რაა .ისე გელოდები. ჩემი პირველი დღეები მახსენდება სულ 7 წლის უცხო ქვეყანაში. რაც მეტად გადაერთვება საქმეზე და კონტაქტს მოერიდება ქართველებთან მით უკეთესი შენთვის. ძალიან მიხარია იანი რომ გყავს და გეხმარება


მაპატიეთ რა... და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის <333333333333

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გამიხარდა რომ გამოჩნდი და კველაფერი კარგად გაქვს მომეწონა ძალიან ვიმხიარულე იანზე რომ გახალისება.საბაზე ძალიან ცუდია რაჳც მოხდა ყველაფერი კარგად იქნება მადლობა წარმატებით

 


№10  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ნესტანი
გამიხარდა რომ გამოჩნდი და კველაფერი კარგად გაქვს მომეწონა ძალიან ვიმხიარულე იანზე რომ გახალისება.საბაზე ძალიან ცუდია რაჳც მოხდა ყველაფერი კარგად იქნება მადლობა წარმატებით


მადლობა ნესტანი <3 <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent