პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები /დასასრული/
ვარშავა / „თეთრი ფორთოხალი“ / მთვარის 22 დღე, მეოთხე ფაზა... თვალისმომჭრელი ხედები ერთმანეთს ცვლიდნენ, ულამაზესი ხიდები, სხვადასხვა ფერის, ზომის დანიშნულებისა თუ პროექტის თვალში მხვდებოდნენ. პირველად პოლონეთში ჩამოსულს ხიდებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება, განსხვავებულ ემოციებს იწვევდნენ ჩემში, მაგრამ წინანდელისგან განსხვავებით ახლა საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს, გულმუცელში ჩაბუდებული შიშის გარდა. იანი პერიოდულად გამომხედავდა ხოლმე. ცრემლებს მალულად ვიწმენდდი, რომ არ შეემჩნია. რამდენჯერმე გამოლაპარაკებაც სცადა, მაგრამ თავი მოვიმძინარე. არავისთან საუბარი არ მინდოდა სანამ საბას არ ვნახავდი. ჩემს პატარა მეგობარს, რომელიც სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. როგორც მარიმ მითხრა, საბას რომ არ ემარჯვა და საჭე დროულად არ დაეჭირა, ტრაგედია მოხდებოდა. ისე ვიყავი შეშინებული სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავდი ვერაფრით დავრწმუნდებოდი, რომ მხოლოდ ტვინის შერყევით გადაურჩა წყეულ ღამეს. რა წამსაც მისი ამბავი გავიგე, მაშინვე იანს ვთხოვე ვარშავაში წამოყვანა. აგას ბოდიში მოვუხადე გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, მხოლოდ პროდუქტები დავტოვეთ სახლში რომ არ გაფუჭებულიყო და ვარშავაში წამოვედით. გამთენიის სამი საათი იქნებოდა უკვე დედაქალაქში რომ შევედით. იანმა მანქანა უზარმაზარი საავადმყოფოს წინ შეაჩერა. საერთოდ ძალიან ცოტა რამ მახსოვს რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ყურები ისევ მიწუოდა. რეალობა ასტრალში მეკარგებოდა, დროდადრო იდღაბნებოდა და ხელების კანკალს ვერაფრით მოვეშვი. არც ის შემიმჩნევია როდის გამოელაპარაკა პოლონელი ადმინისტრატორს, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მისი შეხება, როცა ხელი ჩამჭიდა და კიბეებზე ამიყვანა. თეთრი ხალათი მომაცვა და პალატის კარი შეაღო. საბას დანახვაზე გულმუცელი ამომეწვა. თავშებინტული გაფითრებული იწვა ფუმფულა საწოლში. მარის მის მუხლებთან ჩასძინებოდა. მათ დანახვაზე ცრემლები ყელში მომაწვა. კარის ხმაზე საბამ თვალები აახილა და როგორც კი თვალი მომკრა ჯერ გაუკვირდა შემდეგ კი სახე ტკივილისგან მოექცა. - გადაირიე? - წაიხრიალა ჩახრინწული ხმით - აქ რას აკეთებ, ბელს? - შენ რა ,დებილი ხარ?! აცრემლებული მაშინვე მისკენ გავემართე და ძალიან ფრთხილად მოვეხვიე, რომ მისთვის რამე არ მეტკინა. ჩემს ტირილზე მარის გაეღვიძა, ჯერ გაბრუებულმა იანს გადახედა და შემდეგ ჩემზე გადმოიტანა მზერა. წამით ისიც დაიბნა და უცებ ისე მეტაკა მხრებში საბას ძალით ამადღლიზა. ჩამეხუტა და ატირდა. - ოო ღმერთო, მე გარეთ დავიცდი... იანმა ხელი დამიქნია და კარი გაიხურა. - მოიცა, კარგად შემოგხედო - ჩამომეხსნა გიჟი ქალი და ბებიაჩემივით დამიწყო თვალიერება - ეს რას ჰგავხარ გოგო, კიდევ უფრო გამხდარხარ! სახლში არაფერს ჭამ?! - მოიცა, რა მარი, რა დროს ეგაა. საბას მივუბრუნდი და ფრთხილად ჩამოვჯექი საწოლზე. სახე შესიებოდა. თვალთან ჩალურჯებები მოუჩანდა. ხელები კი მინის ნამსხვრევებისგან ერთიანად დასერვოდა. ყელში გაჩხერილი ბურთი ვერაფრით გადავყლაპე და ისევ ამეტირა. ხმა რომ ვერ ამოვიღე, ისევ მოვეხვიე. - კარგი, დაწყნარდი, კარგად ვარ - თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელი. - არ მოვმკვდარვარ, რა გატირებს?! - იდიოტი ხარ! - ამოვუჯუჯღუნე მის კისერში - იცი, როგორ შემაშინე?! თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა! ამ იდიოტმა ქალმა ისე მახარა შენი ამბავი, მეგონა თან ვენოკი უნდა გამომეყოლებინა! ორივეს გაეცინა. ლაწირაკ ბავშვს კი სახე ტკივილსგან დაეღმიჯა, როგორც ჩანს მისთვის პატარა მოძრაობაც ზიანის მომტანი იყო, წამოდგომა ვცადე მაგრამ არ გამიშვა. - ცოტა ხანი იყავი რა, დაიკო, მომენატრე. თმაში ცხვირი ჩამიმალა და მაკოცა. კიდევ უფრო მომერია ცრემლები. როგორ მომნატრებია, როგორ საშინლად მომნატრებია ორივე. მხოლოდ მათი დანახვისას ვიგრძენი, რომ მონატრებას გულში ისე ვიკლავდი, არც კი მიგრძვნია სინამდვილეში რამდენად რთული იყო მათგან შორს ყოფნა. - მითხარი რა მოხდა? პრობლემები ხომ არ გექნება ავარიის გამო? პოლიცია იყო შენთან? - წელში გავსწორდი. - ჩემი ბრალი არ იყო, თვითონ დამეჯახა ის ახვარი, მთვრალი იყო და საჭე ვერ დაიმორჩილა. ვარშავიდან გამოვდიოდი უკვე მაგისტრალზე ამჩეხა. წამით მაინც რომ დავბნეულიყავი ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. - კიდევ კარგი მანქანა დაზღვეული იყო, ახლა ტონა ფულის გადახდა მოუწევს იმ სი,რს, - აჰყვა წითელთმიანი და საბას თვალი ჩაუკრა - მანქანა მისი მეგობრის კი იყო, მაგრამ დასახიჩრებული ჩვენი ბიჭია, ასე რომ კომპენსაციის ლომის წილიც მას ერგება. - ისეთი თვალებით მიყურებს, იმ ზედასაც გამომტყუებს ორი დღის წინ რომ მოეწონა და რესტორანშიც დაიპატიჟებს თავს! - სიცილი აუტყდა საბას. - რესტორანი არ გამოვა, დაკეტილია ყველაფერი ძმაო, - დაეჯღანა გამხიარულებული. - კაი საღადაოდ თუ გცალიათ ესე იგი, არ კვდებით! - თვალები გადავუბრიალე ორივეს, ამის დრო იყო ახლა?! - სად გამოქანდი, ძალიან მაინტერესებს, შენს გარეშე ვერ მოვაგვარებდი?! - ახლა ეგ არ გამახსენო, ნერვები ისევ მომეშლება დანელიას ჩემი ხელით გამოვკუჭავ კვიზინში რომ ჩამოვალ. - დანელიას? - სახე შემეცვალა - რა შუაშია ეგ ვირთხა? - მე მაგის... - აღარ დაასრულა. გაცეცხლებულმა ენა გაღეჭა და თვალი ამარიდა. - მარი?! - მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე წითელმიანს. - კაროჩე, არ იცი რა სირ,ია? შენზე და ტრისტანაზეა აკრეფილი, საზიზღარ ენებს დაათრევს თქვენზე ზურგსუკან. ყველგან ამბობს იმ პატარა ძუკნას გამო დამაკარგვინეს თანამდებობა და ქუჩაში დამტოვესო. ტრისტანაც მის ჭკუას აჰყვაო, კაროჩე, ილანძღება რა, ამასაც მეტი რა უნდოდა? - თავი გადააქნია საბასკენ, - თან რომ გავიგეთ, „ჟელაზნადან“ მეპატრონემ წამოგიყვანა, უეჭველი რაღაც იკადრა იმ ახვა,რმაო, აღარც მომისმინა და შენთან გამოქანდა. - კარგია, რომ აქ ხარ! - მიტკალივით გაფითრებულმა ბასრი მზერით შემომხედა - მითხარი, რატომ წამოხვედი „ჟელაზნადან“? ბიჭებთან დავრეკე და არავინ არაფერს მეუბნება. აზზე არ ვართ რა მოხდაო. მიმალავენ, არა? მითხარი, ბელ, არ დამიმალო, ბო,ზისშვილი ვიყო ეგ თუ სახით არ ვათრიო ასფალტზე ეგ წურბელა ეგ ქალივით ჭორაობს ზურგსუკან. - ოეეეე, წყნარად! - კინაღამ შებინტულ თავში წამოვარტყი აპილპილებულს - ვინ გითხრა რომ შენთვის მაგდენი ღრიალი შეიძლება? თავს გაუფრთხილდი, თორემ მე გათრევ სახით აქვე! - ბელ, არ მეხუმრება! - არც მე! - თვალები დავუბრიალე - რას აჰყოლიხარ მაგ იდიოტის ენას? მეტი საქმე არ გაქვს? ჰო, გაზულუქებული მძორი ტახტრევანიდან ჩამოაბრძანეს, რა გეგონა ბედნიერი შეეგებებოდა ნიუსებს? არ ჩემზე რას იტყვის? სად ლაპარაკობს? ზურგსუკან! სადაც მისი ადგილია! თუ დაგამშვიდებს გეტყვი, რომ, თუ სადმე მხვდება ხოლმე და ვინუჟდენია დამელაპარაკოს, თქვენობით მესაუბრება. რა გინდა ვერ გავიგე, რამდენი ვინმე სისულელეს იტყვის ჩემი მეგობრები აქეთ-იქით ვალეწო კედელს თუ როგორაა შენი საქმე? - ეგ ვინ ჩემი ყლ,ეა გოგო შენზე ეგრე ილაპარაკოს?! - ბინტიდან არ ამოხტე ახლა! - საღ მკლავზე ვუჩქმიტე - თვალების ბრიალს მოეშვი ნორჩო ახალგაზრდავ, ნერვები დაიოკე, ასეთი არ მახსოვხარ! - მეც მაგას არ ვეუბნები? - მხრები აიჩეჩა წითელთმიანმა - გამაწყვიტა ნერვი გოგო! - შენც კაი ვინმე ხარ! - ახლა იმას მივდექი - რატომ მიეცი წამოსვლის უფლება?! გააფრინე ქალო? ერთმანეთი ჩაგაბარეთ, როცა ერთი არაადეკვატურია მეორემ უნდა შემოულაწუნოს! „ვერ დავაკავე“ და „გამომეშვა“ არ ვიცი მე! - აბა, ამას უყურე! - კახურად ჩაუტრიალა და გაბრაზებულს კინაღამ გამეცინა. - შენ რა გგონია, ამ გიჟს შენ დააკავებ რამე თუ მოეპრიანა? - ყავა არ გინდა? - მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე მარის. წამით დაიბნა, მაგრამ უცებ მიმიხვდა და თავი დამიქნია. - კაი მოვიტან, უფროსსაც წამოვუღო? რომელს სვამს? - წამოუღე, უშაქრო ოღონდ და რძით. - ა, ბატონო, რძე და კაი ცხოვრებასაა მიჩვეული ეს ხალხი, ჩვენ ვიკითხოთ, გლეხებმა! ბურტყუნ-ბურტყუნით გავიდა და კარი გაიხურა. გამეცინა. საბას მივუბრუნდი, გაფხორილი შებინტულ ხელზე გამოძენძილ ძაფებს აწვალებდა. - მეტყვი ახლა სინამდვილეში რა მოხდა? - გამომცდელად შევხედე. ქვემოდან ამომხედა. - საბა, მშვენივრად გიცნობ, მხოლოდ იმიტომ არ გაკაპასდებოდი ასე, რომ დანელიამ რაღაც იბჟუტურა. რა მოხდა? - კაცი ვერაფერს გამოგაპარებს! - ნერწყვი ხმაურით ჩაყლაპა და ამღვრეული თვალებით ამომხედა - ჰო, გაცილებით მეტს ლაპარაკობს, ეგ ნაბოზ,არი და რომ ჩამოვალ ჩემი ხელით უნდა ამოვდღლიზო ენა და ტრა,კში შევტენო! - აჰა, გასაგებია, - გამეღიმა - ესე იგი, მარტო მე კი არა, იანსაც გადასწვდა. საბამ სწრაფად ამომხედა. არაფერი უთქვამს. არც მე დამიძრავს სიტყვა. ორივემ უხმოდ გავუგეთ ერთმანეთს. გამწარებულმა ქვედა ტუჩს კბილები გამეტებით გაუსვა და ბოროტი მზერა ერთ წერტილს გაუშტერა. - ახლა კარგად მომისმინე, - ცხვირზე გავკარი თითი - ჩემთვის იგივე პატარა ძმა ხარ, წამით არ განსხვავებ ჩემი დეგენერატისგან და კატეგორიულად გაფრთხილებ, თუ ოდესმე კიდევ ასეთ ფორმაში გნახავ, ან კიდევ რაიმე შარში გაეხვევი შენი ფიცხი ხასიათის გამო, ჩემი ხელით დაგახრჩობ! - ბელ... - თვალები აუცრემლდა. ჩაახველა და სწრაფად მოიწმინდა. მისმა დასახიჩრებულმა ხელმა გულზე მტკივნეულ სპაზმებად მომიჭირა. აწყლიანებული სფეროები მომაშტერა და გატეხილი ხმით მკითხა - მართალია? - მე და იანი მეგობრები რომ ვართ? - გამეღიმა - მართალია. საბა... ვიცი რას ჭორაობს ხალხი ჩემს ზურგსუკან, ყოველშემთხვევაში შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ მაგრად . ზოგს ბოღმა ალაპარაკებს, ზოგს შური და ზოგსაც ბოროტება, ზოგი უბრალოდ მოცლილია და თავს ირთობს. ახლა მაინტერესებს ამ ჩამოთვლილთაგან რომელიმე კატეგორია რატომ უნდა ჩავთვალო იმდენად მნიშვნელოვნად, რომ მათმა ბინძურმა ენამ დიდი დიდი ხასიათი მაინც გამიფუჭოს? შენ კიდევ... შეხედე რას ჰგავხარ! - ეს აუტანელია... - სახე მოექცა განრისხებულს - მაღიზიანებს, გესმის? ბოღმა კისერში მაწვება! ვიღაც ტილიანმა ნაბიჭვრებმა შენზე როგორ უნდა ილაპარაკონ რამე ცუდი, როცა არც კი გიცნობენ, ბელ, ნერვები მეთხრება! - და რატომ თვლი, რომ უნდა მიცნობდნენ? რა საერთო მაქვს მათთან? თბილი საწოლისთვის ერთმანეთს გაყიდიან, საბა, ყველაზე არ მაქვს საუბარი მაგრამ უმეტესობა ნალექია, ნაძირალა. რატომ გაქვს პრეტენზია, რომ ჩემს შესახებ რამე უნდა იცოდნენ? ტურები არიან! ნამდვილი ტურები და სვავები! თქვენ კიდევ მალე წამოხვედით და ბევრ რამეს ვერ შეესწარით... მე არ მანაღვლებს, უნიტაზი ფეკალიას თუ ამოაფურთხებს. შიგნით მეტი არაფერია და ყვავილების თაიგულს რატომ ელოდები, ვშტერდები პირდაპირ. - ასე ნუ მკერავ! წაიბუზღუნა გაბუსხულმა. წამით ისე ჰგავდა ჩემს გაბუტულ ძმას, რომ გული ამემღვრა. თავი ვერ შევიკავე. ლოყებზე მოვუჭირე და გემრიელად ვაკოცე შუბლზე. - თავად დაგალწავ თავ-პირს იმ ვიგინდარების ენას თუ აჰყვები კიდევ! რაც შეეხება დანელიას, ერთი აბეზარი მწერია, რომელმაც ყველას თავი მოაძულა. მის დანახვაზე კიარ ვღიზიანდები, მეცინება. მართლა. ჯამბაზი კაცია. ტრაბახა და ბაქია, ოღონდ მაშინ როცა არავინ ისეთი არ უსმენს ვინც შეიძლება ტრა,კში შესტენოს ის ენა და რა გინდა ახლა გულიც არ მოიოხოს? - ხითხითი ამიტყდა. საბას გაეცინასავით და ხელი ძლიერად ჩამჭიდა. - ყურადღებას გაქცევს? თავი დერეფანში მომლოდინე იანისკენ გაიქნია. ოხ ეს ქართული სული, უცხო „სხეულს“ მაინც თუ არ გაუტრაკე რაა მამული, „ოჯახში“ არ მიიღება! გამეცინა. - კი, როგორც შეუძლია. ძალიან კარგი ადამიანია მართლა. მასზე ცუდს ვერავინ იტყვის, ვინც იცნობს და ობიექტურია, საბა. ჩვენი ურთიერთობა მეც არ ვიცი როგორია, მაგრამ რაც არის სუფთაა და ლამაზია. სხვებისთვის გაუგებარია და მესმის კიდეც, მაგ ხალხს სიბინძურის გარდა ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ისე ვერ წარმოუდგენიათ და იგივე ფანჯრიდან უყურებ დანარჩენ სამყაროსაც. მე საბა. მომწონს იანთან მუშაობა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თავისნაირი გადარეული და ჰყავს და სამნი თუ ერთად ვხვდებით ხომ საერთოდ სიგიჟეა. ასე რომ იმაზე ნუ ნერვიულობ, რაზე. სანერვიულოც არ გაქვს. ცოტა ხანს მიყურა. არ ვიცი რას ეძებდა ჩემს თვალებში, მაგრამ მის მზერაზე გამეღიმა. როგორ მომნატრებია ეს შავი ბრდღვიალა თვალები, ემოციის მორევი და პატარა ბრძენკაცი, რომელიც იშვიათად საუბრობს და როცა საუბრობს მისი თითოეული სიტყვის ფასი იგრძნობა. წყობიდან გამოსული პირველად ვნახე და მეუცხოვა. - ჩამეხუტე რა. თვალები დახარა და დასახიჩრებული ხელი ოდნავ გასწია გვერდით. დავიხარე, ცხვირზე ვაკოცე და გულზე ფრთხილად დავადე თავი. არასოდეს იფიქროთ, რომ თუ ყუთში ბევრი ერთი ფერის ბურთია, მაშინ ყველა ერთნაირია. სისულელეა. საბა და წითელმიანი სწორედ იმ ყუთში ვიპოვე, სადაც დანარჩენები ავად სისინებდნენ ჩემს ზურგს უკან. ადამიანებზე ნუ გაბრაზდებით, ნურც მათ ცუდ სიტყვებზე მოგეშლებათ ნერვები. ყველა იმდენს ამჟღავნებს რამდენიც შეუძლია, რაც მათ შიგნითაა და რამდენიც გამოხატვის უნარიც აქვს. ცუდ და ბოროტ ადამიანებს სასჯელად საკუთარი მყრალი სულიც ეყოფათ მთელი ცხოვრება. კარგ ადამიანებს, კი რომელსაც ინსტიქტი და გული მარტივად ცნობს, ჩაეხუტეთ და აგრძნობინეთ, რომ გიყვართ. საბას მკერდზე მიკრობილს მისი დამშვიდებული გულისცემა ჩემს პულს ანეიტრალებდა ავტომატურად. თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მომეხსნა. შვებით ამოვისუნთქე და გამეღიმა. ყურადღებას არ ვაქცევდი გულის ღრმა კუთხეში მოფუთფუთე ტკივილს, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ საბასთან განშორების შემდეგ, ჩრდილს აღარ იკმარებდა... პ.ს. ახლა კი ჩემს პომარანჯა მკითხველს მივმართავ. არ ვიცი რამდენი კითხულობს ჩემს ჩანაწერებს ან რა აზრისაა, მართლა არ ვიცი და იმედი მაქვს ჩემს გულახდილობას ისევე სწორად გაიგებთ, როგორც მიწერია, თუ ვერა, არც მაგაზე მაქვს პრობელმა. საჯაროდ რომ გამოგაქვს ნებისმიერი ტექსტი, მასზე ყველა ერთი აზრის ვერ იქნება, ასე რომ მესმის... რაც პოლონეთში ჩამოვედი იმ დღიდან დავიწყე პომარანჯას ყოველდღიურად შევსება - ფორთოხლისფერი დღიური მაქვს, ფორთოხლებით მოხატული და იქ ვაკეთებდი ჩანაწერებს, შემდეგ კი კლავიატურაზე თქვენთვის გადმომქონდა. დღიურის ატვირთვიდან ბევრი ესემესი მივიღე პირადში, მკითხველებისგან რომლებსაც კომენტარებში გამოჩენა არ სურდათ და თუ ამას კითხულობთ, მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ, თბილი სიტყვებისთვის და გვერდში დგომისთვის, ზუსტად ისე როგორც შეგიძლიათ. აუცილებელი არაა ადამიანმა შენთვის მთები გადადგას, ერთ თბილ სიტყვას ხანდახან მთელი დღის განწყობის შეცვლა შეუძლია და ეს ჩემი გოგონებისგან (ბიჭებისგანაც ;დდდ ბექუშ <333 ;დდ ) ნამდვილად არ მომკლებია და ძალიან მიყვარხართ, მართლა და გულწრფელად. ცივი კი ვარ, მაგრამ უგრძნობი არა ;დდდ მეგობრებო, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, პატარა და ძალიან მყუდრო გარემო მაქვს ამ საიტზე, სადაც მწერალი თუ მკითხველი ემოციებისგან ვიცლებით, ვინტვირთებით ან სულაც ვივსებით. მე მგონი ყველაფერი მოვასწარი ერთად. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თქვენი პომარანჯე აქ გემშვიდობებათ. ჩემს დღიურებს აღარ გამოვაქვეყნებ, წერას ალბათ გავაგრძელებ, მხოლოდ ჩემთვის, რომ ყველა დეტალი და ნიუანსი შემოვუნახო საკუთარ თავს, წლების შემდეგ რომ წავიკითხო და თბილად გამეღიმოს, ან ამეტიროს რა ვიცი, მაგრამ საჯაროდ აღარ გამოვიტან. რატომ? - პომარანჯამ მგონი თავისი მისია ამოწურა. ეს არ არის ისტორია, რომელსაც საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას, მე ჩემს ცხოვრებაზე გიყვებოდით მოურიდებლად, ყველა დეტალს და ნიუანს, რაც აქ გამოვიარე და ძალიან ბევრი ჯერ კიდევ წინ მაქვს. პომარანჯას იდეა ემიგრანტის ცხოვრებამ შთამაგონა მინდოდა მეჩვენებინა, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი, ან ზოგადად როგორია მათი ცხოვრება. ზოგადად ძალიან ობიექტური ვარ, არ მიყვარს მიკერძოება და შესაბამისად ფაქტებსაც ასე გადმოგცემდით. საკმარისი ამოიკითხეთ და გაიგეთ, იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობენ ემიგრანტები პოლონეთში. მათი უმრავლესობის სახე დიდად სასიამოვნო არაა, მაგრამ ყველას ხაზს ნუ გადავუსვამთ - აქ კეთილი ადამიანებიც ბევრია. არც იმას დავმალავ, რომ ამჯერად წერის სურვილი საერთოდ გამიქრა. კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით რატომ, უბრალოდ ამჯერად დიდ შესვენებაზე გავდივარ. იმედი მაქვს ჩემში მწერალი არასოდეს მოკვდება და ისევ მოულოდნელად გამოვჩნდები დაპირებული ნაწარმოებებით, როგორც სულ აი სულ სულ თავიდან. პაზლებით მოვედი, გაგეცანით და შემიყვარდით. ბევრი ახლო მეგობარი და სასიამოვნო ადამიანი გავიცანი აქ და მხოლოდ თქვენი სიყვარული და ნოსტალგია არ მომცემს საიტიდან საერთოდ წასვლის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მიფიქრია კიდეც. ვერც იმას ვიტყვი პომარანჯა ისევ თუ დაბრუნდება, არ ვიცი თუ ძალიან მოგენატრებით შეიძლება ;დდდ (დამპალი მე) უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჩემი წერტილი აქ არის, ჩემი პომარანჯას დღიურისაც. მოკლედ, რა ვიცი... ბევრს რომ არ მივედ-მოვედო და ისედაც რაღაცნაირ ხასიათზე მყოფი არ ავბღავლდე, მოკლედ გეტყვით რა, მიყვარხართ და შეხვედრამდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.