შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამი არ დაკარგო.... (სრულად)


3-12-2020, 21:17
ავტორი თუკა
ნანახია 4 757

წამი არ დაკარგო ....
ხუთი წლის ვიქნებოდი პირველად რომ რაღაც დავხატე, ეს რაღაც იმდენად ლამაზი და საოცრება გამოვიდა დღესაც მისაღები ოთახის კედელზე დიდ ჩარჩოში ჩასმული კიდია. ხშირად გავივლი ვუყურებ და თავად ვერ ვხვდები, როგორ რანაირად დავხატე, ან საიდან შევძელი ასე პატარა ასაკში ასეთი ნამუშევრის შექმნა..
არა, ხომ არიან ადამიანები რომლებსაც ნიჭი ღვთისგან აქვთ ნაბოძები... სულ მინდოდა მეც ასეთი ვყოფილიყავი და მგონი გამიმართლა..
მას მერე არაერთ კონკურსზე მოვიპოვე გამარჯვება თუ გრანტი...
მაგრამ იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ადამიანს ყველაფერი ერთიანად არ ეძლევა. თუ გაქვს პირადი ცხოვრება რაღაც გაკლია იმისათვის რომ ბოლომდე შემდგარი უწოდო საკუთარ თავს.. თუკი კარიერულ წინსვლას ადგახარ და წარმატების მწვერვალისაკენ ყოველ დღე თითო კიბეს ადიხარ , რაღაც არ გასვენებს, მიუხედავად იმისა რომ გიხარია, საკუთარი თავით ამაყობ. მერე ერთ წამს, სულ ერთ წამს გაჩერდები, შენს განვლილ კიბეებს გადაავლებ თვალს და საკუთარ თავს ჰკითხავ, ამას ვისთვის ვაკეთებ..
ერთიანად ვარდები იმ მდგომარეობაში რასაც ქაოსი ჰქვია და მუდმივ წრეზე იწყებ სიარულს. გინდა რომ ამ ყველაფერს თავი დააღწიო, გაიქცე, სადღაც გადაიკარგო მაგრამ ვერ ახერხებ, იმიტომ რომ ამისი გამოსავალი არ არსებობს..
საკუთარ თავზე იწყებ გაბრაზებას, გაბრაზებას რომ აღარ გინდა ეს ყველაფერი, ყველაზე მეტად დასვენება და მოდუნება გინდა, თუმცა ყველასგან გაქცეული მაინც ვერ ახერხებ სიმშვიდის მოპოვებას რადგან გარეგანი სიმშვიდე არაფერს გაძლევს თუ შინაგანი არ მოიპოვე..
ამასობაში კარგავ დღეებს. კარგავ უამრავ საათს, წამს, წუთს. კარგავ და ძალიან გვიან აანალიზებ და ისევ რიტორიკული კითხვა გიჩნდება საკუთარ ანარეკლის მიმართ რომელსაც სარკეში რამოდენიმე საათია უყურებ. გიღირს კი ამ ყველაფრის კეთება? შედეგად ვინ იამაყებს შენით? ვის გადასცემ შენს მოპოვებულ და დალაგებულ მომავალს..
სწორედ ამის გააზრების მერე იწყებ მორიგ წრეზე სიარულს. ხვდები რომ გაიზარდე, მაგრამ მთავარი არ გაქვს. მიუხედავად იმისა რომ საყვარელ საქმიანობაში თავიდან ფეხებამდე ეფლობი, ათენებ ღამეებს და ახალი მუზების გასაღვიძებლად უამრავი გზის გადავლა გიწევს, ხვდები რომ გაკლია მთავარი, სიყვარული...
არაა, ის სიყვარული არაა, რაც შენს ცნობადობას მოაქვს..
ის სიყვარული რომელიც სახლში დაგელოდება და შენს გულში სიმყუდროვეს შექმნის... აი ეს გაკლიააა. ესაა შენი ცხოვრების მთავარი მიზანი, რადგან პიროვნება სახელად ნუცა მუკბანი უკვე შემდგარია.. უკვე გაკვალული აქვს თავისი გზა, მის ნახატებს ყიდულობენ ყველგან და შენ ეს ძალიან გახარებს. იღიმი გიჟივით მაშინ როდესაც გეკითხებიან რაიმე აკლია თუ არა შენს ცხოვრებას. მაგრამ სახლში მისულს როდესაც სიცარიელე და ჩაბნელებული ოთახები გხვდება ხვდები რომ ჰაერივით გაკლია ბედნიერება..
მერე შენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს მზის ფერი თვალები.. ახლა მეტყვით მზის ფერი როგორიაო?- არ ვიცი, მაგრამ მზის ფერი. ნამდვილი მზის ფერი. თაფლისფერზე კიდევ ღია და რაღაც საოცარი...
თითქოს სიყვარულის განსაცდელად გიგზავნის ზეციდან ღმერთი ადამიანს, რომელიც ანგელოზს უფრო წააგავს, შენს წინ ამაყად დგება და გიღიმის და სწორდ მაშინ აანალიზებ რომ, აი ესაა ის ბედნიერება რომელსაც გული ითხოვდა.. შენს ბედნიერებას მეორე ბედნიერება სდევს შენი გულის ქვეშ პატარა გული იწყებს ფეთქვას და სრულიად გააზრებულად ამბობ რომ ამისთვის გიღირდა ცხოვრება, რომ შენ ცხოვრების იმ მწვერვალზე ხარ ასული რომელსაც ნამდვილი ჭეშმარიტი ბედნიერება ჰქვია..
რამოდენიმე წელიწადი უშფოთველად ცხოვრობ, ყოველ დილით გახარებს თვალის გახელა, იმიტომ რომ შენს სახეზე პატარა თბილი თითები იწყებს უზორების ხაზვას.. იცი რომ მის გამო უნდა ადგე დილით ადრიანად, თორემ მისი წუწუნი შენს გვერდით მშვიდად მწოლიარე საყვარელ ადამიანს გააღვიძებს. გაბერილ ბავშვს მკერდზე იკრავ და საძინებლიდან ნელა გადიხარ მშვიდი ძილი რომ დაუმკვიდრო სხვასაც...
მერე არის პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები და პირველი ნათელი ღიმილი სახეზე და სწორედ ამ დროს გრძნობ რომ შენ ნამდვილად დედა ხარ..
შენი კარიერა ცოტა ხნით უკანა პლანზე გადადის. რადგან საღებავებში ამოთხვრილი შვილის დაბანის სურვილი დღეში სამჯერ მალევე გიქრება და ხვდები რომ ამ ორს ერთად ჯერ ვერ შეათავსებ...
მერე...
მერე ხდება ის რაც შენს გულს მკერდიდან გაგლეჯს. კარგავ ყველაფრის სურვილს და ძალას იმისათვის რომ იყო ცოცხალი.. იცი რომ დილით აღარ გაგაღვიძებს შენი შვილის წუწუნი და პატარა ხელები. იცი და ეს ყველაფერი იმდენად გამტვრებს და ატომებად გშლის რომ აზრი არ აქვს გააგრძელო სუნთქვა ...
ერთ ტკივილს მეორე მოსდევს როცა აპარატის გაბმული ხმა გამცნობს რომ დაკარგე მთავარი საყრდენი და სრულიად მარტო დარჩი შავ-თეთრ ქვეყანაში, სადაც მარტო ტკივილი და ცრემლია შენი საზრდო..
ხვდები რომ წინ მეტად ვეღარ წაიწევ...
ყველა გეუბნება რომ დრო ყველზე საშინელი რაღაცაა რაც კი არსებობს და აუცილებად მოგერევა.. პირველი თვეები საწოლიდან არ დგები. ხდები. თვალის უპეები გიშავდება. შენი სახის შემხედვარე ყოველ საღამოს ტირის დედა.. იცის რომ ვერაფრით დაგეხმარება და ისიც იცის რომ სიტყვები ახლა ყველაზე უადგილო იქნება...
ისევ ზურგს უკან იხურავს კარებს და ოთახიდან გადის.. ისევ გაძლევს დროს.. დროს რომელიც არაფერს გიმსუბუქებს, მაგრამ ტირილის ძალასაც გართმევს..
მერე ღმერთი ისევ ტრიალდება შენკენ და შენთან მოსული ყველაზე ახლო მეგობარი გაიძულებს ცხოვრებას ისევ თავიდან შეხედო. გარწმუნებს რომ სულაც არააა საჭირო ყველაფერი ფერადად დაინახო. მთავარია დაინახო და თუნდაც ნაცრისფრად. თუნდაც მზე შენთვის მუქი წითელი იყოს და გაზაფხულის აყვავებული ხეები ისევ უფოთლო. სულ ერთია. მთავარია შენ ადამიანად გაქციოს..
გაიძულებს რომ გახსნა შენი პატარა სამხატვრო აკადემია. ამაზე თანხმდები რადგან შენი შვილისთვის დაგროვილ სითბოს აუცილებლად გაუზიარებ იმ პატარებს რომლებიც შენთან მოვლენ . და ამ დროს ფიქრობ, იქნება ასე მაინც დაიცალო. ასე მაინც მოახერხო ცოტა მაინც ამოისუნთქო.
ამასაობაში გადის წლები. ხუთი წელიქადი ცოტა არაა. დღეები ერთმანეთს მიჰყვებიან. ახლა შენი გოგო რვა წლის უნდა იყოს. მას მერე მარტო ხარ. შენს ცხოვრებაში არანაირი მამაკაცი არ არსებობს. არც ყოფილა და არც იქნება ალბათ...
იქნება სადღაც გულის სიღრმეში ეს გინდა კიდევაც, მაგრამ შენი ფობია რომელიც მათმა დაკარგვამ გამოიწვია არ გაძლევს საშუალებას კიდევ მისცე თავს უფლება კიდევ გეტკინოს. მეტს ვეღარ გაუძლებ. ვერ აიტან. უბრალოდ ამისი ძალა არ გეყოფა რადგან შენს ნამცეცებად დაშლილ სხეულს წლების მანძლზე აკოწიწებდი რომ ისევ რაღაცა ყოფილიყავი რადგან ვიღაცის სტატუსზე უკვე პრეტენზიაც არ გაქვს. .
მაგრამ ცხოვრება და განსაკუთრებით შენი ბედი რაღაცა ერთი დიდი ამოუცნობი ფენომენია... ყველაფერი მაშინ ხდება როდესაც არ ელოდები.. სწორედ შენი ბოლო გამოფენის დროს შენი ცხოვრება რაღაცა ფერს იძენს. უკვე აღარ გიყურებენ სიბრალულით რადგან იციან არაა საჭირო ადამიანს ყველაზე დიდი და მტკივნეული ჭრილობა ყოველ ჯერზე თავიდან გაუხსნა.. იციან რომ შენ ახლა ამ კივილთან ერთად ისწავლე ცხოვრება. თუმცა შენ ყველაზე კარგად იცი რომ აღარასოდეს იქნები ის ნუცა მუკბანი რომელიც იყავი მანამ სანამ შენ სახლში ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი გელოდა..
მერე გირეკავენ და გეუბნებიან რომ შენი ნახატებიდან ხუთი ერთმა ადამიანმა შეიძინა და შენთან დაკავშირება სურს.. მიუხედავად იმისა რომ შენთვის სულ ერთია ვინ იყიდა შენი ტკივილით გაჟღენთილი შავ-თეთრი სურათები მაინც თანხმდები შეხვედრაზე, რადგან შენი ზრდილობა გასაქანს არ გაძლევს.
რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მაინც ქალი ხარ და მაინც ნერვიულობ. მაინც ემზადები წინასწარ რომ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დატოვო დადებითი ემოცია როგორც მხატვარმა და არა როგორც ქალმა.. ამათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რა გინდა და რას აპირებ, რისი მიღწევა გინდა სინამდვილეში.
მის წინ ზიხარ და მზერას ვერ აშორებ. ვერ აშორებ იმიტომ რომ მისი თვალების სიღრმეში ისე იძირები როგორც შენი საკუთარი საღებავები დნებიან შენს ხელებში. გინდა რომ მზერაა აარიდო და არ გამოგდის, იმიტომ რომ ეს რაღაცა სხვაა. ეს სხვა ემოციაა რომელიც ამ ხუთი წლის განმავლობაში არასოდეს უგრძვნია სულს. შენს სულს არავინ შეხებია შენი დაკარგული სიყვარულის გარდა...
გინდა რომ გაიქცე, იმიტომ რომ გეშინია.. გინდა გაეცალო მაგრამ იცი რომ ასე ვერ მოიქცევი. ცხელ ფინჯანს ხელებს შორის ატრიალებ , გაწითლებული ხელის გულები განგაშს გაძლევს მაგრამ მაინც ვერ ეშვები რადგან სრულიად გათანგული ზიხარ და მის ხავერდოვან ხმას სულგანაბული უსმენ.
და გიყვება როგორ მოსწონს შენი ნახატები.. გიხსნის რომ ეს უფეროდ ფერადი სურათები ყველაზე ახლოს დგას მის ცხოვრებასთან. იმდენად შენნაირია და იმდენად შენნაირად აზროვნებს რომ შიში გიპყრობს. ვინააა? საიდან გაჩნდა? როგორ გიპოვა?
მეტს ვეღარ აიტან. ბოდიშს უხდი და კაფედან გარბიხარ. გიჟივით მირბიხარ იქამდე, სანამ გული არ გეღლება და სანამ არ ხვდები რომ ის ვეღარ დაგეწევა. გაჩერებული ტრიალდები უკან და ხვდები რომ არც არავინ მოგდევს.. შვებით ათავისუფლებ ფილტვებს მძიმე ჰაერისაგან და ნელა მიუყვები სახლისკენ ქვაფენილით გადაფენილ გზას...
საწოლზე ისევ ისე წვები როგორც ადრე. და ისევ გინდა რომ იტირო, მაგრამ არ გამოგდის. რაღაც ისე არააა როგორც ეს გუშინ იყო და გუშინ წინ. ნერვიულობისაგან გადაღლილს ძილი გერევა. მშვიდად მიიწევ საოცარი სიმშვიდისაკენ სადაც ძილის ღრმა ფაზაში ეშვები. იქ კი შენი პატარა ანგელოზი გხვდება, შენი მონარებული გოგო , მისკენ გარბიხარ მაგრამ ის შენგან გარბის, გარბის და მხოლოდ გაურკვეველ ფრაზას გიტოვებს „ დედა, წამი არ დაკარგო“..
ოფლში გაწუწულს გეღვიძება.. ხვდები რომ უბრალოდ დაგცხა რადგან ტანაცმლიანს გძინავს და გათბობაც თავისას აკეთებს. მაგრამ შვილისგან დატოვებული ფრაზა ყურებში იწყებს გუგუნს... კარზე ზარის ხმა გაშფოთებს. ამ დროს როგორც წესი არავის ელოდები ხოლმე, შენთან კი დაუპატოჯებელი სტუმრები დიდი ხანია აღარ მოდიან. უბრალოდ სურვილი არ გაქვს მათთან ითამაშო...
მაინც მიიწევ კარისკენ და გული გიჟივით იწყებს ფართხალს.. ის შენს წინაშე დგას. გიღიმის ისე როგორც არაამქვეყნიური ადამიანი. თვალები ბედნიერებისაგან უკაშკაშებს და გიწვდის ჩანთას რომელიც კაფეში დაგრჩა. დარცხვენილი ხრი თავს და გაყინულ სტუმარს ცხელ ჩაიზე ეპატიჟები...
სიტყვები თავისით იწყებს გადაბმას... შენს წინ ზის და გაფაციცებით უსმენს შენი ბაგეებიდან დაცდენილ ყოველ სიტყვას.. თითქოს მათ დამახსოვრებას აპირებს.. და ხვდები რომ შეიძლება ცხოვრება მეორედ უნდა დაიწყო.. შეიძლება ესაა ის წამი რომელიც არ უნდა დაკარგო...
მაგრამ გეშინია.. ძალიან გეშინია, რომ ისევ მარტო დარჩები. ისევ გაგწირავს ბედი და უკან იხევ.. ცრემლებს ვერ აჩერებ. ლოყებზე ნაკადულად იწყებს დენას მლაშე სითხე და ტირილს მხოლოდ მაშინ წყვეტ როდა მისი ძლიერი და თბილი ხელები მკერდზე გიკრავს. სწორედ ამ დროს აანალიზებ რომ ეს გჭირდება.. მიუხედავად შენი საშინელი ტკვილისა შენ ეს გჭირდება.. რომ ჯერ კიდევ ფეთქავს შენი გული... სთხოვ რომ არ წავიდეს და ისიც მორჩილად გიქნევს თავს.. გვერდთ გიჯდება და დილით მის მხარზე თავდადებულს გეღვიძება, ის კი გაშტერებული დაყურებს შენს გამხდარ და გაცრეცილ ხელს რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თავის ხელებში ჰქონდა მოქცეული....
წელში სწორდები და გინდა რომ რაიმე თქვა, თითქოს გრცხვენია კიდევაც რომ უცხო ადამიანი საკუთარ სახლში გამოკეტე. იქნებ ელოდებოდნენ და შენ უარი ვერ გითხრა რადგან ნერვიული შეტევის მერე როგორც ყოველთვის ახლაც გაითიშე... აცრემლებულ თვალებს მისკენ სწევ და მხოლოდ ერთს სიტყვას ეუბნები „ მაპატიე“..
და ხვდები , დიახ, ზუსტად იმ წამს იაზრებ რომ ეს ბოდიში უადგილოა. რადგან ის მზადაა ასეთი მიგიღოს, ასეთი აგიტანოს შენი ტკივილით და დარდით სავსე... ფანჯარასთან მდგარს გვერდით გიდგება ძლიერ ხელებს მხრებზე გალაგებს და თავისკენ გატრიალებს და ისევ ხვდები რომ იძირები, მის თვალებში იძირები და მზად ხარ ასე უყურო...
ის კი იწყებს, მონოტონურად იწყებს საუბარს რომ მზადაა შენს გვერდით იყოს მთელი დღე და ღამე. ეცდება რომ შენი ფერდაკარგული სურათები გაფერადოს. და თუ ბოლომდე ვერა ნაწილობრივ მაინც შეგიმსუბუქოს ის განცდა რასაც ტკივილი ჰქვია. რაც ამდენი წელიწადი გჭამდა განგრევდა. გპირდება რომ არასოდეს გატკენს გულს და შენი გულის ტკენისათვის განგებასაც კი გადაუდგება წინ და შენ უბრალოდ იღიმები, რადგან იცი რომ განგებას ვერაფერი დაამარცხებს თუმცა გსიამოვნებს. მიუხედავად იმისა რომ ერთ სისულელეს მეორეს აყოლებს შენ მაინც უსმენ ყველაზე მოწინავე სუდენტივით და მზად ხარ კიდევ უსმინო. კიდევ ბევრჯერ უსმინო მის ვნებით გჟღენთილ ხმას..
და მერე გადის დღეები...
ერთს მეორე მოყვება, ზამთარს გაზაფხული სცვლის და ხვდები რომ აპრილში შენ და ტყემლის ხე ერთად ყვავილობთ. ხვდები რომ შენც პატარა კვირტებს ისხავ , დიახ როგორც ხე ისე იდგავ ფესვებს და ხვდები რომ ახლა ყველაზე ძლიერი ხარ, რადგან შენ ისევ გიყვარს. შენ ისევ გიხარია და ისევ შეგიძლია იყო ბედნიერი...
შენ ისევ იფერები და შენი ფერები ისევ იცვლება ემოციებისას როგორც ადრე... შენ ისევ ხდები მოკვდავი, და ისევ იწყებს ძარღვებში მოჩქაფუნე სისხლი წითლად შეღებვას..
და შენ ისევ შეგიძლია თავიდან დაიწყო იმ კიბეებზე ასვლა რომლიდანაც დაუმსახურებლად ჩამოგაგდეს. უბრალოდ ფრთები მოგატეხეს და მიწაზე დაგცეს.. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა. ახლა შენი გულის ქვეშ ისევ იწყებს პატარა გული ფეთქვას, ის გული რომელსაც თვალის ჩინივით გაუფრთხილდები და აღარ მისცემ უფალს უფლებას რომ ესეც წაგართვას რადგან შენგან ერთი საჩუქარიც საკმარისია..
და ისევ თოვს.. ისევ დეკემბერია და ისევ ყინავს საშინად როგორც მაშინ.. როგორც წლების წინ როცა პირველად ....
და ახლაც ისევ თოვს და შენ ისევ გახდი დედა, ისევ პატარა და ლამაზი გოგოს დედა. რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდები... და ვერ იჯერებ, ვერ იჯერებ რომ ეს ყველა ტკივილი უნდა აგეტანა მარტოს რომ ისევ ბედნიერი ყოფილიყავი.
და ხვდები რომ წამი არ უნდა დაკარგო.... თითქოს ახლა ერთიანად იაზრებ შენს შეცდომებს .. და ხვდები რომ ძალიან ბევრი წამი დაკარგე.. კინო კადრებად გადარბიან შენი წარსული ცხოვრების მონაკვეთები და თავს უფრო მეტად ადანაშაულებ რომ შვილთან ყველაზე ნაკლებ დროს ატარებდი... საკუთარ თავს ადანაშაულებ რომ ასე მოიქეცი. გინდა რომ გამწარებულმა დაიგლიჯო ხორცები მაგრამ შენი ახლახანს დაბადებული შვილი ტირილით გამცნობს თავისი არსებობის შესახებ.
და პირობას დებ. რომ არასოდეს დატოვებ მარტოს. რომ ყოველთვის მის გვერდით იქნები რაც არ უნდა დააშავოს. როგორც არ უნდა მოიქცეს. რადგან ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა ვიდრე ჩვენ ამას ვფიქრობთ ხოლმე.. საკუთარ თავს ჰპირდები რომ არც ერთ წამს არ დაკარგავ და მის ყოველ სიტყვას ღრმად ჩაიბეჭდავ გულში...
რომ მასთან ერთად ახვალ წარმატების იმ მწვერვაზე რასაც ბედნიერება ჰქვია... ხარბად იყნოსავ მისი თმებიდან გასაოცარ სურნელს და გულში ათას მადლობას სწირავ უფალს რომ დაგინდო. რომ ბოლომდე არ გაგიმეტა განსაწირველად და რომ შენ ისევ სუნთქავ ამ ახალი სიცოცხლის ხარჯზე და რომ შენ ისევ შეგიძლია გულწრფელი ღიმილი აჩუქო საყვარელ ადამიანებს .
და ხვდები რომ მთავარია იცხოვრო ისე რომ წამი არ დაკარგო. გაარღვიო ყველა ჩარჩო. ყველა წესი და კანონი რასაც აქამდე იცავდი.. გადახვიდე ზღვარს და აკეთო ის რაც გინდა.. მთავარია
წამი არ დაკარგოთ....

პ.ს.
არის დღეები როცა გახსნილ წორდის ფურცელს შეყურებ და სულც არ იცი რა დაწერო, როცა იცი როგორ რა უნდა დაწერო...
არის დღეები როცა ხელები თავისით იწყებენ წერას.
დღესაც ასე დავჯექი და თავისით დაიწერა.
საიდან რატომ, არ ვიცი. მაგრამ დაიწერა ეს რაც დაიწერა. ერთი ამოსუნთქვით დავწერე და ახლა შეფასება თქვენთის მომინდია..



№1  offline წევრი თ. ა.

ძალიან საყვარელი, პატარა და გეძნობებით დახუნძლული ჩანახატი რომელიც ცხოვრებას გასწავლის.
გასწავლის, რომ არ უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო.
ცხოვრება ბრძოლაა და როცა გგონია, რომ ტკივილი დაგშლის აღმოაჩნდება უკვე ამ ტკივილს შეგუებული ცხოვრობ.
ძალიან კარგი იყო.

 


№2  offline ადმინი თუკა

თ. ა.
ძალიან საყვარელი, პატარა და გეძნობებით დახუნძლული ჩანახატი რომელიც ცხოვრებას გასწავლის.
გასწავლის, რომ არ უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო.
ცხოვრება ბრძოლაა და როცა გგონია, რომ ტკივილი დაგშლის აღმოაჩნდება უკვე ამ ტკივილს შეგუებული ცხოვრობ.
ძალიან კარგი იყო.

ძალიან დიდი მადლობაააა.
იმდენად უცებ დავწერე , როცა გადავიკითხე მივხვდი რომ რაღაც ძალიან განსხვავებული იყო ჩემი ნაწერებისაგან. აუცილებლად უნდა იბრძლო ბოლომდე და გვირაბის ბოლოს შუქი ყოველთის არის.
--------------------
4love.ge

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

გამიხარდი,რომ დაგინახე.კარგა ხანია არ ჩანდი.ხო ,ძალიან რეალირი და ძალიან მტკივნეული იყო.თუკი გამომდინარე ცხოვრების რეალური ფაქტებით შევაფასებ,ვიტყვი რომ,ჩვენ ადამიანები,მოვდივართ უფლის ნებით,მივდივართ ისევ უფლის ნებით.უბრალოდ,წამი მართლა არ უნდა დავკარგოთ.მადლობა,

 


№4  offline ადმინი თუკა

სტუმარი nancho
გამიხარდი,რომ დაგინახე.კარგა ხანია არ ჩანდი.ხო ,ძალიან რეალირი და ძალიან მტკივნეული იყო.თუკი გამომდინარე ცხოვრების რეალური ფაქტებით შევაფასებ,ვიტყვი რომ,ჩვენ ადამიანები,მოვდივართ უფლის ნებით,მივდივართ ისევ უფლის ნებით.უბრალოდ,წამი მართლა არ უნდა დავკარგოთ.მადლობა,

მადლობა შეფასებისათვის. მიხარია როცა მკითხველამდე მიდის მთელი ის განცდა და ემოცია რასაც ვწერ ხოლმე.
--------------------
4love.ge

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ისეთი ნაცნობი მტკივნეული სევდიანი ემოციური ვიტერე სუსტად ყველა განცდა ყველა ტკივილი აღწერილი გამიხარდა შენი გამოჩენა ვკითხულობდი შენ ნაწარმოებებს მადლობა წარმატებები ????????

 


№6  offline ადმინი თუკა

სტუმარი ნესტანი
ისეთი ნაცნობი მტკივნეული სევდიანი ემოციური ვიტერე სუსტად ყველა განცდა ყველა ტკივილი აღწერილი გამიხარდა შენი გამოჩენა ვკითხულობდი შენ ნაწარმოებებს მადლობა წარმატებები ????????

მადლობა რომ ასე მკვეთრად იგრძენი, ის რისი დაწერაც მინდოდა.
მახარესბა ასეთი კომენტარები ყველაზე სასიამოვნოა იმის განცდა რომ მკიტხველი შენს ნაწერს გრძნობს..
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent