შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი(16)


5-12-2020, 17:13
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 2 248

-იმიტომ,რომ თამაშობ.მე შევწყვიტე თამაში,შენ კი არა.ხან დისტანციას მიზრდი,ხან ისე ახლოს ხარ,ლამის საკითარ კანში გიგრძნო და ვგიჟდები,გესმის?!

-მე არ ვთამაშობ,რასაც ვგრძნობ, იმას გაჩვენებ.-გაფართოებული თვალებით მიუგო.უხერხულობის განცდა დაეუფლა ჰაერში ტალღებად გავრცელებული ვნების გამო.
-კარგი,კარგი..-ამოიოხრა და კვლავ ჩამოისხა.იმდენად უსიამოვნო მოსამენი იყო ჩხეიძესთვის, უკმაყოფილების გრძნობას აუფლებდა.
-თავიდან მიშორებ ამ პასუხით?
-შენც მიშორებ თავიდან.-მხრები გულდაწყვეტილმა აიჩეჩა.ჩხეიძე მიიწია ახლოს და მხარზე დაადო მტევანი.
-მე არ გიშორებ.დღესაც შენ გვერდით ვარ,მიუხედავად იმისა, თუ რა გქონდა თავიდან გეგმაში.- დემიენი მსხვილ ტუჩებზე დააშტერდა.ისე გადაიხარა მისკენ, ვერც გაიაზრა.ჩხეიძის ისედაც ძლივსშეკავებულ ემოციებს, დაემატა მამაკაცის მოქნილი ტუჩების გამაბრუებელი მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობის უნარს ხელიდან აგლეჯდა.აი,ასე!
დივანზე მიწვენილს ზემოდან მოქცეული უხვი ამბორით უწყობდა შეგრძნებების ყელსაბამს და ჟრუანტელის საბურველში გახვეულს ღრმა სუნთქვაც კი ვერ ეხმარებოდა.ჯერ ასე აღმატებულად არ უგრძვნია თავი, სხვა ქალის შეხებისას.ქალღმერთს ისეთი სიფრთხილილით ჰკოცნიდა, თავადვე სიამოვნების ზენიტში იყო. გოგოს შემოაცალა გასაქცევად მოცმული ქურთუკი და პერანგის ღილები ისე უცებ შეუხსნა,გონს ვერ მოდიოდა ვერცერთი.ნიკეას ჩავლებული თითები შეიგრძნო მხრებზე და გამოერკვა.
აცახცახებული თითები გადაატარა ლავიწის ულამაზეს ძვლებზე და მხურვალე ტუჩები მიაკრა იქვე.

"მისი ყველაფერი მინდა,მხოლოდ ხორცი არა..."-ლოყებზე აკოცა და მშვენიერებას ზემოდან დაჰხედა ვნებისგან ამღვრეული თვალებით. ამაზე მშვენიერი რამ,ჯერ არსად ენახა.ჩაჰხედა ქალღმერთის ზღვისფერ თვალებს,იქ ამღვრეულ ვნებასთან ერთად,დაინახა სითბო და კიდევ ემოცია,ის ემოცია რაც უნდოდა უმანკო თვალებისგან ამდენ ხანს.
-დემიენ..-დაიჩურჩულა ნიკეამ და გაოგნებული მიაჩერდა,ზემოდან დაჩერებულ,მის თმებზე მოთამაშე ჩერქეზიშვილს,რომელიც თვალებით არნახულ და არგაგონილ სიყვარულს უხსნიდა.
-შენზე ლამაზი,შენზე მშვენიერი არავინაა.-თმებიც ისეთი ნაზი ჰქონდა,რბილი და საუცხოო, სურნელითაც კი აბრუებდა.
-დემიენ...-ჟრუანტელთან ერთად, ტაო ეხმაურებოდა სიჩუმეში აშლილ ვნებას.
"ჩემია,სულ ჩემია და მაინც,ის თავისი თავისაა...თუმცა სხვა ჩემს ადგილას ვერასდროს იქნება." დემიენმა გაიფიქრა და ბაგეებზე დაეკონა.იცოდა,იცოდა სხვა კაცის ის არასდროს იქნებოდა.არც შეიძლება ყოფილიყო და არც ამის დაშვება უნდოდა.იმდენად შეუყვარდა,თითქოს თავისი თავისთვისაც ენანებოდა,მაგრამ ეგოისტურად ვერ თმობდა აქაურ სამოთხეში ყოფნით ტკბობას.
ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო, ნიკეას გაშიშვლება.მბზინვარე კანი საოცარი სიგლუვით გამოირჩეოდა და ჩერქეზიშვილს გონებას ურევდა.
ყელში მიაფრქვია ცხელი ჰაერი დემიენმა და მხრებს აჩუქა ნაზი ალერსი.
ჩხეიძე თრთოდა,თრთოდა მამაკაცის წინაშე და თრთოდა მის გამო.კანზე გრძნობდა ჩერქეზიშვილის ტუჩებს, ყველა დეტალზე,ისე თითქოს სამუდამო დაღს ასვამდა.
ნელ-ნელა მიიყვანა წელზე შემოსმული გოგო ჩერქეზიშვილმა საძინებლამდე,სრულიად შიშველი და ვნებისგან ანთებული თვალებით.ლოგინზე გადაწოლილს წითლად შეფარკლული ლოყები დაუკოცნა და გრძელ კისერში ჩაუძვრა.ამ კოცნებით აშენებდა ბილიკებს,რომლითაც დიდი სიამოვნებით ისარგებლებდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთშიც კი.
მკერდამდე მისული ჭკუადაკარგულივით ეალერსებოდა.ხან ნაზად ატარებდა თითებს,ხანაც უხეშად ავლებდა და ათასგვარ განცდას აუფლებდა.
-დემიენ..-პირზე ხელაფარებულს დასცდა კაცის სახელი.ჭიქა ღვინის გამო გრძნობდა ადუღებული სისხლის ჩქეფას და კივილის შეკავებას ცდილობდა ბოლომდე. თუმცა,ვერაფრᲘთ მოეხერხებინა გაჩუმება ჩხეიძეს.ალერსზე ალერსით უპასუხა.
შეკუმშულ მუცელსა და ნეკნებზე დაეკონა ახურებული ტუჩებით. რევდა გოგოს მოუსვენარი სხეული.
ბევრი ლაპარაკი არც უნდოდა, ისეთი აღტაცებული ეხებოდა ყველგან,სადაც ნებას რთავდა საყვარელი ადამიანი.თითის ბალიშებით იგრძნო ჩხეიძეს მზადყოფნა და ლამის გულმა დაარტყა.არ უჩქარია,არც ეჩქარებოდა..ნიკეა აღარ გაურბოდა და ამით გაგულისებული სიამოვნებას აზიარებდა.
ზღვისფერებში ჩააჰხედა გადასამოწმებლად,იქ აკიაფებულ ცეცხლში ლამის თავით გადაეშვა და ჩაიფერფლა..
მისი ხმა იყო ის,ალბათ,რაც ყველა ხმას ერჩივნა ქვეყნად.ეს ის ხმა იყო,რომლითაც ატყობინებდა, როგორ შესანიშნავადაც იყო მასთან ძალიან ახლოს.
ზურგზე იგრძნო როგორ ჩააჭირეს ფრჩხილები და სიამოვნების ოხვრა ამოუშვა პირიდან.შეეჭრა დიდი სიფრთხილით სხეულში და ქალის სახეს დააკვირდა ემოციის გასაგებად.შიშველ მკერდზე მიაკრო ტუჩები და მოხვეულ ფეხზე ნაზად დაუსვა ხელი.სრიალა კანმა გასაოცარი შეგრძნება დაუტოვა.
-რა ლამაზი ხარ,ნიკი.-ყურში უჩურჩულა მას და ტუჩებზე ისეთი ვნებით აკოცა აიყოლია სუსტი სხეული.ისე აუჩქარდა გული ნიკეას მოალერსე მკლავების თარეშისგან, შეეშინდა ვაი თუ დამკრა და მოვკვდიო.მერე დაფიქრდა,მიხვდა, სიკვდილიც კი უღირდა ასეთი ნეტარებისთვის.გრძნობებს აფრქვევდა ჩერქეზიშვილი,ჩხეიძე იღებდა.ისრუტავდა და თავადაც ჩუქნიდა იმას,რაც შეეძლო.იმდენ სიყვარულს უზიარებდა,რამდენიც ებადა და ეს ჰყოფნიდა დემიენს. ჯერ ესეც ჰყოფნიდა.
ამ ღამეს მხოლოდ გრძნობები საუბრობდნენ.ყავისფერი თვალებით იზეპირებდა ჩხეიძის სხეულის მოყვანილობას. იზეპირებდა თითის ბალიშებით კანის სტრუქტურას და ვერ ჩერდებოდა.ვერ ჩერდებოდა, რადგან ნიკეაც გრძნობდა სურვილზე მეტს და ეს იცოდა დემიენმა.ეს ათამამებდა ზუსტად.
საათი შუაღამის ოთხს უჩვენებდა. ჩხეიძის მკერდზე ჩამოედო ლოყა და ძილი წამითაც არ ეკარებოდა. ბედნიერებისგან ჭკუიდანაც შეიძლება გადასულიყო.
თავზე ეფერებოდა ჩხეიძე და მამაკაცის სხეულს გრძნობდა ზემოდან გადამხობილს. გულაჩქარებული ტუჩს იკვნეტდა. წვრილი,ნაზი თითები ჩაუსრიალა ბეჭებზე და გადაატარა მხრებზეც.
-ახლაც არ წამომყვები?!საქმიანი ვიზიტი მიწევს ლიტვაში.-წელზე მოჰხვია მკლავები ნიკეას.
-არ ვიცი,არ მგონია..-მოულოდნელი წინადადებისგან დაიბნა.
-მაშინ სხვას გავუშვებ,გივი წავა ჩემ მაგივრად.-განაწყენებულმა აღარ დააძალა.
-კარგი.-ცოტა გაღიზიანდა ჩხეიძე და პასუხი მიუგდო.თუმცა ძილის მეტი საფიქრალი არ ჰქონდა. მთელი ენერგია წაართვა დემიენმა. თვალები მიეხუჭა და გაითიშა. ჩერქეზიშვილი საუცხოო სურნელს ვერ ელეოდა და არც ამ ღამის გასვლა უნდოდა,მაგრამ დრო როდის იყო რამეს ან ვინმეს "მინდას" ემორჩილებოდა?!
ნიკეას სითბოს ისრუტავდა თვალებმინაბული.მერე საოცარი სიმშვიდის განცდამ მოადუნა და თავადაც ჩაეძინა მის მკერდზე დამხობილს.
2-ის ნახევრამდე ეძინათ გათიშულებს.მერე ჩხეიძე შეაწუხა ბუნებრივმა მოთხოვნილებამ და თვალების გახელა ინება.დემიენის მკლავი ფრთხილად გადაწია გვერდით და წამოდგა ფეხზე. თავისი ტანსაცმელი ვერა,მაგრამ დემიენის პერანგი შემოიცვა,ისე გავიდა სააბაზანაში მოსაწესრიგებლად.ფეხებშორის დისკომფორტს გრძნობდა.უკან დაბრუნებულს ჩერქეზიშვილი ისევ მძინარე დაუხვდა.გაეღიმა და იქვე დატოვა მამაკაცი.თვითონ პირველ სართულზე ჩაირბინა და თავისი სამოსი აკრიფა.უცნაური შეგრძნება ჰქონდა,ფეხებშორის დაძაბულობა მოსვენებას არ აძლევდა.იქვე გაწვა.გამოფიტული ორგანიზმით დიდხანს ვერ იქნებოდა გონს, ამიტომ იფიქრა რამეს გავაკეთებო, მაგრამ ასადგომად ძალა არ ეყო.
-სად გაიპარე?!-კიბეებზე ხმაურით დაეშვა დემიენი.ნიკეას თვალიც არ გაუხელია,ზედმეტად შეეზარა საუბარი.დივანზე გაწოლილის დანახვისას გაეღიმა და მასთან მივიდა.სიგიჟემდე ესიამოვნა საკუთარ სახლში,საკᲣთარ პერნაგში გამოწყობილი საყვარელი ადამიანის ხილვა. სიამოვნებით გაატარებდა მთელ ცხოვრებას ასე.-უკან რატომ არ დაბრუნდი?თან ტიტლიკანა დარბიხარ!
-მეძინება ისევ.-ამოილუღლუღა და გვერდით მიწოლილს ხელი ჰკრა.- არ ჩამეხუტო ახლა.- გაღიზიანებული ტონით უთხრა და ძალიან აწყენინა,გაუაზრებლად..
-არ გინდა,ნუ გინდა.-წამოჯდა და იქ დატოვებულ ღვინის ჭიქაში ჩამოისხა სასმელი.-უკვე შევეჩვიე შენს გამოხტომებს.
-რა გინდა?!-მისკენ გადაბრუნდა და გულში ჩაწყდა რაღაც,ისეთი გულნატკენი სახე ჰქონდა ჩერქეზიშვილს.
-შენი კარგად ყოფნა,სხვა რა უნდა მინდოდეს.-მხრები აიჩეჩა და მოსვა შავი ღვინო.
-დემიენ,გაღიზიანებული ვარ, ხვდები?
-კი,ჩემზე გადატყდა ჯოხი.-წამოჯდა ჩხეიძე და თითები მხარზე დააწყო.
-ნუ მეხები,ხომ არ გინდოდა თვითონ?-გვერდით გააწევინა ხელი ნიკეას.
-ახლა იბუტები.
-არა,ნიკი.ჩაიცვი და რეზოს დავურეკავ,სახლში გაგიყვანს.
-ჯერ შემირიგდი.
-მე სულ შერიგებული ვარ.-მხრები ისე აიჩეჩა,თითქოს არც არაფერიო.
-გადადე ჭიქა და ადამიანურად დამელაპარაკე.გულში წყენას არ ჩაგადებინებ.
-მე სულ ადამიანური ვარ,სულ გიგებ და გუშინდელიც არ დამიძალებია,კი იცი..რამდენჯერ გადავამოწმე შენი ემოცია,რომ მაგ თანხმობის მიღმა თუ ოდნავ მაინც იყო ყოყმანი,თითს არ გახლებდი. რაღაც დავინახე შენს თვალებში. ვიფიქრე...-გამხელა გადაიფიქრა.ჩათვალა აზრი არ ჰქონდა თქმას.-შენთვის მნიშვნელობა არ აქვს მაინც, რატომღა დავიხარჯო?!
-არ ვნანობ გუშინდელს და არც ვინანებ,რაც არ უნდა მოხდეს.- ნიკემ წამოიწყო.-ჩემთვის რთულია შეგეგუო,ხვდები?ძალიან ახალი ხარ..-ჩხეიძეს ხელები აუკანკალდა ემოციებისგან.
-არ უნდა შემეგუო,არც მეგუები. ნორმალურ ურთიერთობაში უყვართ და არ ეგუებიან.
-ჯანდაბა,მამაჩემის სახლიდან წასვლა რთულად გადავიტანე. არადა,სახლშიც არ იყო მარტივი ასატანი.ახალი ოჯახი შექმნა. ორმაგად გავბრაზდი.კი, ეგოისტურად ჟღერს,მაგრამ არაა მარტივი გადასატანი.ვერ მომინელებია ჯერ კიდევ.არ ვაღელვებდი ამ პერიოდამდე და ახლაც არ იკლავს თავს ჩემთან კონტაქტის სურვილით.ბაბუაჩემი უხეში კაცია და ვერ ვიტანდი მის სახლში ყოფნას.ახლა შენ ისეთი განსხვავებული ხარ,თბილი და ...არ ვიცი,როგორ ვთქვა,როგორ ავხსნა..ვგრძნობ რომ მთლიანად შემიძლია დაგეყრდნო და ჩემთვის ეს ისეთი უცხოა.დედას გარდა არავინ ყოფილა,ვისი მკლავებისთვისაც შემიფარებია თავი.ჩემთან ახლოს საშინელი მამაკაცები ტრიალებდნენ.იმედებს მიცრუებდნენ და ყოველთვის, ყოველთვის მაგრძნობინებდნენ რომ ჩემს აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა,რადგან ვარ გოგო. მამაკაცებთან ურთიერთობაზე უკვე გულყრაც კი მეწყებოდა,მაგრამ შენ..შენ იმდენი მოახერხე აქამდე მოვედით.- წამომჯდარს მკლავებში ჩაავლო თითები,კალთაში ჩაისვა და სურნელოვან თმებზე მოეალერსა.
ჩხეიძეც ისე შემოეხვია,წყენაც კი გადაავიწყა.-რაღაც უცნაურს ვგრძნობ და მეშინია,გესმის?!
-აზრს მხოლოდ იმიტომ არ გეკითხებოდი,რომ აქამდე მოვსულიყავით.ძალიან ჭკვიანი ხარ და შენი იდეები მომწონს. ძალიან საინტერესო ხარ,თავიდან ბოლომდე.ჩემი თანამშრომლებიდან ის ხარ,ვისი იმედიც მექნება და მხოლოდ იმიტომ არ გამიჩერებიხარ,რომ შენთან დებილური და პირადი მიზნები მქონდა.-თითებზე ჩაეჭიდა.-არ დაივიწყო რა გამოიარე,არასდროს დაივიწყო შენი წარსული.
-ძირითადად წარსულით ცხობრობენ ხოლმე.მე კი გეთანხმები,წარსულით უნდა იამაყო,აწმყოთი და მომავლით იცხოვრო.
-ღოჩაღ,კარგი გოგო ხარ.-თმაზე გადაუსვა ხელი.
-დაღლილი ვარ,მეძინება ისევ და მშია.თან მაწუხებს წელსქვემოთ ყველაფერი.
-ხომ არ წახვალ ჯერ?!-თმები გადაუყარა უკან და განაბულს დაჰხედა ზემოდან.-უნდა მოგხედო.
-ცოტა ხანში უნდა გავიდე.
-კარგი,მანამდე საძინებელში აგიყვან და იქ გაჭმევ რამეს.- ცხვირის წვერზე აკოცა.- წელსქვემოთ რა გაწუხებს?-ხელში ატაცებული ჰყავდა და კიბეებს მიუყვებოდა ფრთხილად.
-ვიღაცამ იძრომიალა მანდ და ეგ.- ცოტა შერცხვა და სახე ჩაუმალა ყელში.
-ვიღაცამაც და რაღაცამაც.-გაეცინა დემიენს.-შეეგუე,შენი არასპორტულობაა რომ გვნებს,ხომ ხედავ?!
-აუ,მართლა მაწუხებს.
-შევამოწმო?-ლოგინში ჩააწვინა და თავზე აკოცა.
-არა,დავიძინოთ.ჩემი გინეკოლოგი შეამოწმებს მაგას.-ენა გამოუყო.
-რა სულსწრაფი ხარ.-ხელი ჩაუცურა და საცვალს გარედან გადაატარა.-რა ჰქვია გინეკოლოგს?
-რა თავხედი ხარ!-მკლავში ჩაავლო ხელი და დაჭიმულმა სცადა მოეშორებინა.-ნუ დაძვრები დახურულ ზონებში.
-მოგეწონება,დამაცდი?!-წარბი აუწია.
-იცოდე გაგაგდებ.-უკვე ჩამძვრალიყო საცვლის შიდა მხარეს.-ოუ..-სუნთქვაშეკრულ ჩხეიძემ კისერი მოუღერა მამაკაცს.
ზღვისფერები დაეხუჭა,მსხვილი ტუჩები შეეხსნა და მერე მოიკვნიტა.
-მოგეწონება,მართლა..ისუნთქე უბრალოდ.-თმებში აუხლართა ნიკეას თითები და მოღერებულ კისერში გაუსვა ცხვირის წვერი, მერე სიფრთხილით მიაკრა ტუჩები და სითამამე შეძენილმა,ცხვირის წვერით გადაუწია პერანგი გვერდით და მკერდზე მიეფერა ტუჩებით..
-ჯანდაბა,რა...-სიტყვა გაუწყდა და თეთრეული ჩაიბღუჯა გიჟური ემოციისგან.

-როგორი კარგია აქ შენთან ერთად.-დემიენს ჩაეღიმა,ლოყაზე აკოცა და კალთაში ჩასმულს თმაზე გადაუსვა ხელი.
"როცა მოგწონს ვიღაც,მხოლოდ კარგია მასთან და როცა გიყვარს, ბედნიერი ხარ."-მხოლოდ გაიფიქრა ჩერქეზიშვილმა.დემიენს არ უთქვამს მისთვის სიტყვა- მიყვარხარ.ნიკეასგანაც არასდროს სმენია.თუმცა ეს ართქმული მიყვარხარ,სულ ჩანდა დემიენისგან.ქმედებებში სულ გამოხატავდა და ეს იმდენად ბუნებრივი პროცესი აღმოჩნდა მისთვის,ზოგჯერ ვერც ხვდებოდა, რატომ უყურებდა ნიკეა აწყლიანებული თვალებით.უეცრად ჰხვევდა მკლავებს და ისე იხუტებდა გოგო,ეგონა დაწვავდა. ნიკე არ იყო გულგრილი მის მიმართ.ვერ იყო გულგრილი. შეჰპარვოდა ახალი გრძნობა და სრულიად ეუცხოებოდა.ვერ შორდებოდა დიდხანს, ენატრებოდა მუდმივად და ელოდა. ელოდა ყველგან.მის ზარს გულაჩქარებული პასუხობდა,იქაც იმდენს ესაუბრებოდა,დროის შეგრძნებას კარგავდა.
დემიენზე ზრუნავა დაიწყო.თვითონ დემიენსაც უკვირდა გოგოს ასეთი ცვლილება და რაც დრო გადიოდა, მით უფრო სჭირდებოდა გამბედაობა გამოსატყდომად დემიენს,რადგან ნიკეს რეაქციები მართლა არაპროგნოზირებადი იყო.
-რატომ ხარ ჩუმად?!-ქვემოდან შეანათა ზღვისფერები.დემიენს ზოგჯერ სუნთქვა ეკვროდა გოგოს მზერისგან.დილით,გაღვᲘძებული ელოდა,თუ როდის გაახელდა თვალებს ნიკეა.ეს ამშვიდებდა, ჟრუანტელს ჰგვრიდა და ამ ულამაზეს თვალის ჭრილში ჩასმული კიდევ უფრო მშვენიერი ფერი აცოცხლებდა.ხშირად დაუკოცნია,ხშირად შეუმშრალებია თითებით იქიდან გადმოდენილი აზვირთული ცრემლები..ჩხეიძის ყველა დეტალი აგიჟებდა და რაც უფრო იხსნებოდა გოგო,მით უფრო უყვარდებოდა.
-ვფიქრობ..-დაამშვიდა ნიკეა.
-რაზე?-ლოყაზე აკოცა გოგომ და გაუღიმა.სულ აინტერესებდა რაზე ფიქრობდა მამაკაცი,როცა ჩუმად იყო.მისი მოსმენა უყვრადა,მასთან ერთად სიჩუმეც კი დიდებული ეჩვენებოდა.
-შენზე,ნიკი,შენზე.-ჩხეიძემ მკლავები მოჰხვია კისერზე და თმებზე ნაზად გაუსვა ხელი.
-ყურები არ მიხურს,ანუ არ მლანძღავ.-ყბის ძვალზე აკოცა ფრთხილად.სითბოს გაცემა მოუნდა მამაკაცისთვის.მოეალერსა განსაკუთრებული გულწრფელობით.
-ეე,უნდა გიხურდეს.-ყურებზე გადაატარა თითები.ესეც კი ყველაზე ლამაზი მოეჩვენა მასში.
-სულელო.-გაეცინა ნიკეას და ყურებზე ჩავლებულ ჩერქეზიშვილის თითებს ჩაეჭიდა.
-ჩემი დონ რობინზონი.
-რა?!არ მაქვს დიდი ყურები!-სახე დამანჭა.
-ეგ ნადვილად არ გაქვს დიდი.- ხელები დაბლა ჩააცურა და მკვრივ საჯდომზე დაადო ორივე.მერე ოდნავ მოუჭირა.-აი,რა გაქვს ნამდვილად მკვრივი.
-ეი,თავხედო!-ცხვირი აიბზუა ნიკეამ და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.ფეხებს შორის უკვე იგრძნო სურვილი.
-კიდევ ეს,უბრალოდ იმდენად დიდი არაა,იქნება ასე...-ის იყო მკერდზე უნდა შეხებოდა,ხელი გააწევინა ნიკემ.
-ვიცით,ვიცით.-წარბი აუწია.- მთავარია მეც და შენც გვაკმაყოფილებს.
-მაკმაყოფილებს რომელია, მიყვარს.
-ზედმეტად მიწიერი სიყვარულია.- ენა გამოუყო.
-არა,არანაირად.-წელზე მოჰხვია ჩხეიძეს ხელი,მოეფერა ფერდებზე.
-არგუმენტი?
-მაგას ყოველთვის იღებ,ფაქტებით.
-აჰა,თუ შეიძლება შემახსენეთ..
-არ შეიძლება,შენით მიდი დასკვნამდე.-მაისური აუწია ზემოთ, მერე კი მოაშორა ნიკეას სხეულს.- ჭკვიანი გოგო ხარ.-მარჯვენა ხელით შეუხსნა ჯინსის შარვლის ღილი.
ნიკეს სუნთქვა ეკვროდა,ყოველი შეხება თიშავდა.ასევდა ჟრუანტელს ჭიანჭველებივით და ტაო აყრიდა მამაკაცის ზემოქმედებისგან.
-მიმითითე..-მკერდზე იგრძნო მამაკაცის ტუჩები და ისე გაბრუვდა, სიტყვები დაეფანტა გაწყვეტილი ყელსაბამის ძვირფასი ან უბრალო თვლებივით.სისხლი მოაწვა შხუილით და ტემპერატურის მატებისგან მოსვენება გაუჭირდა.
-იპოვე პასუხი.-დივანზე გადაწოლილს ჩაუცურა შარვალი, თავად გახადა.. მიაყოლა უკანასკნელი სამოსი.ჯერ მუხლებზე აკოცა,მერე მუცელზე მიაკრა ტუჩები.
-დემიენ..-ტუჩი მოიკვნიტა ნიკეამ, თავი უკან გადასწია,კისერი მოუღერა სივრცეს.-სულ ასე ხდება..-გამომშრალი ტუჩები გაისველა.
-ასეც უნდა ხდებოდეს..-თმებში ჩაავლო ხელი და ტუჩებზე აკოცა სუნთქვაარეულ გოგოს,რომელიც მამაკაცს ზურგზე ეჭიდებოდა წვრილი თითებით.
ქვემოდან გაუღიმა ნიკეამ,სახეზე დააწყო ორივე ხელი,ზუსტად ისე დაიარა ტუჩებით მთელი სახე, როგორც ამას ჩერქეზიშვილი აკეთებდა.
-პატარა ცუღლუტი..-ყელში ჩაუცოცდა.ზუსტად იცოდა მისი მგძნობიარე წერტილები,წინასწარ საზღვრავდა იმას,თუ რა შეიძლება მოსწონებოდა ჩხეიძეს.
ნაზად ეალერსებოდა,როცა უხეშად გაარღვია არსებული ზღვარი და გოგოს წამოკივლების ხმამაც არ დააყოვნა.ბეჭებზე ჩაასო ფრთხილები და მოზღვავებული ემოციისგან ფეხები მოჰხვია.
-ცოტა ცხოველი ხარ!-გამოსცრა აღელვებულმა და კბილები ჩაავლო ცალ მხარზე.
-შენ ვისზე ნაკლები ხარ!- საჯდომთან ჩაცურებული ხელები მოუჭირა.
-თუ მეტი არა!-დემიენს სულ აცინებდა ნარცისული გამოხტომებით,ახლა მხოლოდ მსუბუქად ჩაეცინა და თმაზე ჩავლებული თითებით თვალებში ჩაჰხედა.
ერთი ბრუნით მოაქცია ზემოდან ჩხეიძე.გადაწყვიტა დამტკბარიყო ქალის დომინირებით.ეყურებინა ქვემოდან,მერე წამოწეული ისე მოჰხვეოდა შეეგრძნო საკუთარ შიშველ კანზე ნიკეას მკერდის მოძრაობა.ასეც მოხდა,უკან დახევა არ მოინდომა ჩხეიძემ. სიამოვნებით გაიმყარა პოზიცია. მიჰყვა სურვილებს,შეგრძნებებს, მიჰყვა მამაკაცის მითითებებს და მარტივადაც აითვისა.

------
ადრე სულ დემიენი იყო ინიციატორი ურთიერთობაში. პირველი ეხუტებოდა,ჰკოცნიდა.. საერთოდ,საუბარიც მან გაუბა და ძლივს აიყოლია ნიკეა.აი, პირველი სექსის მერეც არ ესიამოვნა ჩახუტება,გონს მოსასვლელად ცოტა სივრცე დასჭირდა.მერეც უჭირდა გიჟური სექსის მერე,ასე 10 წუთი მიკარება,ნაკლებად სიამოვნებდა ჩახუტება ქალბატონს და ამიტომ,ნელ-ნელა მიცოცებული იხუტებდა.ნიკე ჯერ წარბშეკრული ცდილობდა დისტანციის გაზრდას, მაგრამ ისე გადაჰქონდა მისი ყურადღება საუბრით დემიენს სხვა საკითხებზე,ვერც იაზრებდა გოგო. ჩხეიძის კისკისის ხმა ისმოდა ირგვლივ.დემიენი უბრალოდ გულში იკრავდა და კოცნიდა. ახლა,ამდენი ხნის მერე კი ჩხეიძე იყო გაკვირვებული,რომ არ მოეხვია დემიენი.არადა,ისე მოუნდა, ცრემლები მოაწვა..
თვითონვე მიეპარა და წამომჯდარს მოჰხვია მკლავები. მამაკაცის სითბოს ჩვეულმა,ვერ აიტანა მისგან უყურადღებობა. თანაც ისეთი უყურადღებობა,გულს რომ შუაზე უხლეჩდა ქალღმერთს.
-რა გჭირს?-ჩერქეზიშვილი აირია. თავი უკან მიატრიალა თუ არა, ატირებული ჩხეიძე დაინახა. კანზეც დაეწვეთა რამდენიმე წვეთი ცრემლი.-რამე გატკინე?!რა გაწუხებს,ნიკი?!-ნიკეა ეხუტებოდა მთელი ძალით, გულამომჯდარი ტიროდა. აცახცახებული კოცნიდა ყელში და ცრემლებით ასველებდა.-კარგი რა,რა გატირებს,თან ესე.. მოდი, მოდი..-ისე უხერხულად ეხვეოდა, ვერ ახერხებდა გოგოს გულში ჩაკვრას.თვითონაც ისე ანერვიულდა ესეთ დღეში რომ დაინახა ნიკეა,გული შეუქანდა.- ზღვა აღელდება იცოდე...- თვალებში რომ უყურებდა,სულ ეგონა პატარა ზღვას ატარებდა თვალის ჭირლით.ოღონდ ამ ზღვაში,სულ სიწმინდე იყო და ამას ფერიც მოწმობდა.-გეხვეწები,ნუ ტირი.გავგიჟდები ახლა..ხელები მაინც გამიშვი, ნორმალურად დაგაწყნარო.- შიშველ მკლავებზე მოუსვა ნაზად ხელები.
-დავსველდი...-ჩერქეზიშვილმა ამოიბუტბუტა და ნიკეას გაცინება შეძლო.-ეშმაკის ფეხოო!-ძლივს მოახერხა კალთაზე გადმოსმა.იქვე მიგდებული საბანი თავზე წამოახურა.-ახლა ისე გამოიყურები, ვერც ვიფიქრებდი რამდენიმე წუთის წინ რომ ველური სექსი გქონდა.-დახუჭულ თვალებზე აკოცა.-კიდევ კარგი,ცოცხალი მოწმე ვარ.-თავი მიაყრდნო მხარზე და თითები გადაატარა მამაკაცს ლავიწის გაყოლებით მხარზე...
ნიკეა ჩხეიძეს მთელი ტანი გაუბუჟდა,ანერვიულებულს ტუჩები უცახცახებდა.
-მიყვარხარ,დემიენ.-უცნაურად გაიჟღერა ხმამაღლა.ორივეს ისე მოხვდა ყურში გასროლილი სიტყვა,თითქოს მკერდში ტყვია მოჰხვედროდათ.დემიენს დაბნეულობის ღიმილი შეეყინა სახეზე.გული გაუჩერდა,ფილტვებს ჰაერის მიწოდება შეუწყდა.ეგონა მოესმა, ეგონა რეალობა არ იყო..
იქნებ მართლა სიზმარია?!ნიკეც არარეალური?!თვალები თუ გაახილა და გამართლდა ეს აზრი?!
შეუძლებელია,უბრალოდ შეუძლებელი.
-ნი..-ჩხეიძეს ხელმეორედ აუწყლიანდა თვალები.ნერვებს აყოლილს შესცივდა და სხეული აუთრთოლდა.გულისცემა ყელში მოებჯინა.-კარგად ხარ?!-ძლივს შეძლო ცოტა გონზე მოსვლა ჩერქეზიშვილმა.დაუჯერებელი სიტყვა მოესმა.ჰო,იფიქრა მოესმა.
-მიყვარხარ.მე შენ მიყვარხარ.- გაიმეორა დახშული ყურთასმენით, ჩუმი ქვითინით და შემოწოლილი სევდით.-ძალიან მიყვარხარ.
-მერე რა გატირებს,მშვენიერია.- თვალებზე აკოცა გახშირებული გულისცემით.მთელ ტანში უვლიდა ფრაზა,თავისი ინტონაციით-მე შენ მიყვარხარ და ამისგან გაბედნიერებულმა,ძლივს მოახერხა გადარჩენა.მკერდზე მიიხუტა და ზურგზე დაუსვა ხელი. დემიენმა თვალები დახუჭა.-ნი,რა გატირებს?!-სახე ისე გაებადრა,ვერ დაიმორჩილა ნაკვთები.
-ახლა ჩემი ყველაფერი შენ გეკუთვნის.ეს ხომ გინდოდა..- ნიკაპი უთამაშებდა.-მთლიანად გინდოდი..
-მერე?
-არეული ვარ,ეს არ უნდა იყოს კარგი.-სახეზე აიფარა ხელისგულები.მოუნდა გაქრობა.
-რატომ არ უნდა იყოს?!
-დემიენ...-ტუჩი დაებრიცა ნიკეას და უარესად ატირდა იმის გააანალიზებისას,რომ მამაკაცი არაფერს ეუბნებოდა ისეთს,რაც მას სჭირდებოდა.
-მე შენზე ადრე ვეზიარე ბედნიერებას.შენზე ადრე შევეხე იმ სხეულს,რომლის სულიც სიგიჟემდე მიყვარს.-შუბლზე აკოცა ფრთხილად.-შენზე ადრე ვიგრძენი ტკივილი მკერდში,როცა მისთვის ბევრს არაფერს ვნიშნავდი. მენატრებოდა მუდმივად და ყველაზე გიჟური გრძნობა იცი რა არის?!მისგანაც იგივეს ვიღებ..ჯანდაბა.

-რა?!-გულის გახეთქვამდე ბევრი აღარ აკლდა ნიკეას.ნუთუ ყველაფერი უნდა დაკარგოს,რაც უყვარს?!
სიკვდილი მოუნდა.კიდევ კარგი ფეხზე არ იდგა,თორემ ჩაიკეცებოდა კიდეც.

-პირველად შენში ამღვრეული, განაწყენებული და გაბრაზებული ზღვა დავინახე.დამტოვე ისე,უკან არც მოგიხედავს და მე დავინახე, დავინახე შენი მშვენება.მაპატიე ის სითავხედე მოშიშვლებული ფეხებიდან რომ აგაყოლე მზერა და კარგა ხანს ვუყურე შენს საჯდომს.- ჩხეიძე დამრგვალებული თვალებით მიაშტერდა.ლოყებზე გადმოსული ცრემლები ხელით მოიწმინდა.ვერაფრით მიხვდა,რა ხდებოდა მის თავს.თუ სხვა უყვარდა ამდენ ხანს,მაშინ რატომ გრძნობდა რომ ეს კაცი ჭკუას კარგავდა მასზე?!ან ეს რა შუაში იყო პირველ ჩვენებასთან?
-ვერც ბევრჯერ გავიმეორებ,ახლაც მიჭირს ამის თქმა...ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც მითქვამს მიყვარხარ. ესენიც მხოლოდ:დედაჩემი,ჩემი და,ფოფიკო და ახლა უკვე შენ.- თვალებში უყურებდა მზერადამთბარი,აღივსო ბედნიერების განცდით.-ჩემთან ერთად ხომ იცხოვრებ?
-....-პასუხის გაცემის ძალა არ აქვს ჩხეიძეს.გულისცემა ყურებში ესმის.
-ძალიან მიყვარხარ,სიგიჟემდე.- ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით და ისე ჩაიკრა,გეგონება ვინმე აცლიდა მკლავებიდან.-მეც შენ გეკუთვნი, სხვას არავის.-დაიჩურჩულა.
-გამჩნევდი.-დაიჩურჩულა ჩხეიძემ.- განსაკუთრებით მაშინ შეგამჩნიე, პირველად რომ გაკოცე.
-აჩმახებ.-გაეცინა.
-არა,მართლა შევამჩნიე როგორ ჩამეჭიდე და ისე მკოცნიდი, თითქოს პირველი და უკანასკნელი იყო ჩვენთვის.ჰაერი თითქოს საჭირო სულაც არ იყო ჩვენთვის.
-მიდი კაცო ერთი რა.-თმა აუჩეჩა საბანი რომ დაწია დაბლა ნიკემ.
-მე შევამჩნიე და შენ თუ გინდა, ვითომ ეგრე არ ყოფილაო,ისე მოიქეცი.
-ეგრე ვიზამ,ოღონდ იქით ნუ იყურები,მე შემომხედე.-სახე მოატრიალებინა და თვალებში ჩააშტერდა.ჩხეიძე ცერით მიეფერა სახეზე,ყბის ძვალზე აკოცა რამდენჯერმე ნაზად,ხან ტუჩებზეც ჰკოცნიდა და კაცს გულს უარესად უჩქარებდა.
-შენ შეიძლება ფიქრობ რომ რომანტიკული მომენტია,მაგრამ მუცელი მეძახის მშიაო.ჰოდა,მალე ამ რომანტიკას ჩემი კუჭის უზრდელური ხმაური დაემატება და უხერხულად ვიგრძნობ თავს.
-შეგიძლია გაცუნცულდე,ჭამო.-უკან მისცხო ხელი და ამღერებულ ტელეფონს დახედა.ჩხეიძე უკმაყოფილო სახით წამოდგა და სამზარეულოში გაიქცა.
-გისმენ,ლევან,რა გაარკვიე?!- მაისური გადაიცვა ნაჩქარევად.
-გეგას მკვლელობა არ იყო გეგმაში, მხოლოდ უნდა შეეშინებინათ. დამკვეთი კი გაგიკვირდება და პარლამენტარია.
-ხოდა,შეხვედრა მინდა,შეგიძლია მომითრიო იქ,სადაც გულთბილად ვიცით დახვედრა.-ბრაზობდა, ბრაზობდა რომ მისი მეგობრის სიცოცხლით ითამაშეს,რომ სასწორზე დადეს ერთი ადგილის მოსათბობად.
-დაცვით მოძრაობს,რთული იქნება.
-თავის დაცვიანად მომითრიე,სახე აქვს გასათქვეფი.-სივრცე მოათვალიერა,დარწმუნდა ნიკეს არ ესმოდა.
-ეგ ნაძირალა სულ ძვრება, პრემიერი მფარველობს.
-ხოდა,პრემიერსაც გაეთქვიფება სახე.
-ეგეთი მარტივი არაა. ხელისუფლებას უპირისპირდები?! სჯობს ისევ იმ ჯონდის ავაცალოთ დაუკმაყოფილებელი სიფათი.
-მოკლედ,მაგ პარლამენტარზე კომპრომატები მინდა.-მობილური გათიშა და ჩხეიძესთან გავიდა.
-მეც მშია.-ნიკეს პურზე ჯემი გადაესვა და ისე სასაცილოდ ჭამდა,ძლივს იკავებდა თავს ჩერქეზიშვილი.მაცივართან მივიდა გატენილი პირით და შესთავაზა ბევრი რამ.ჩერქეზიშვილის ყურადღება მთლიანად ჩხეიძეს ეკუთვნოდა.ძალიან მოუნდა სულ თავისთან ჰყოლოდა.ეცხოვრა იმ სახლში,სადაც თვითონ ცხობრობდა,დაეძინა იქ,სადაც თავად ეძინა.ყოველი დღე მასთან ერთად დაეწყო და დაესრულებინა.მისი სითბო,მისი ყოფნა ყველაფერს მოსდებოდა. ამიტომ გაუმეორა კითხვა.
-ამ სახლში ხომ იცხოვრებ?!- ჩხეიძეს ლუკმა გადასცდა და ისეთი ხველება აუტყდა,ძლივს მოაბრუნა დემიენმა.-არ დაიხრჩო,ნელა.
წყალი მოსვა ნიკეამ.
-როდის გადმოვიტანოთ შენი ნივთები?
-დემიენ..არ ვიცი,არ შემიძლია.- ამოილუღლუღა დაბნეულმა.- დედას მარტო ვერ დავტოვებ და გარდა ამისა,მე სხვასთან ერთად არ მიცხოვრია.
-მე მითუმეტეს.ლოგინშიც კი არ გავჩერებულვარ ვინმესთან ერთად.
-მე კი,შენთან,სანდრასთან და დედასთან.ნუ ლეო იშვიათად შემომეკვეტება ხოლმე.კიდევ, კაროლინა და ტატო.ფიფიკო გულზე მეწვა.
-აბა,ჩემზე გამოცდილი ყოფილხარ კოტრიალში.აირბინე მაღლა,დღეს უნდა ამოვიღო გაცემული სინაზე.- თვალი ჩაუკრა ნიკეას.
-გამოცდილი კი ვარ,მაგრამ ესე არ ამყავს მოწაფეები.-ხელი დაუტყაპუნა მხარზე.-რა გაჭამო?- კისერზე მოჰხვია ხელები და გაუღიმა.
-ესე რომ ხარ,ვერ ვფიქრობ..ამაზე მშვენიერი ღიმილი არსებობს?!
-იფიქრე,თორემ მე თუ მოვიფიქრე, შეიძლება დიდად არც გინდოდეს.
-მწვადი მინდა,კიდევ ხინკალი
-მაგდენს ვერ გაგიქაჩავ.- გამოუტყდა.
-მე გავაკეთებ.
-იცი?
-მე და გეგა ბავშვობაში ვაკეთებდით.
-კიდევ რას აკეთებდით?-ლოყაზე აკოცა მამაკაცს.-ოღონდ გაიპარსე რა წვერი,მჩხვლეტ.
-კარგი.ბევრ რამეს.მეზობლელი იყო ერთი ცირა ერქვა.ისე ვაწვალებდით მაგ ცირას..
-რატომ?
-საყვარელი იყო,არასდროს გვიბრაზდებოდა და გვყვებოდა კიდეც მაიმუნობაში.ერთხელ ზაფხულში გადავიპარეთ მაგის ეზოში,ხოდა მაგისმა ძაღლმა ათრია გეგა.
-აუ,საწყალი.-სახე შეუწუხდა ნიკეს.
-კი,ძლივს გავაგდებინეთ ბავშვი. ლამის სოფლის ბოლომდე ათრია.
-კარტოფილს შევწვავ,საკმაზები ვიპოვე და წესით უნდა მოგეწონოს. მანადე აქ იდგები,მომიყვები ამბებს.-კულინარია ჩხეიძის ძლიერ მხარე არ არის,მაგრამ საყვარელი კაცისთვის გულით მოუნდა გაკეთება.-თუ მართლა ხინკალი და მწვადი გინდა?!
-აჰა,გასაგებია.არ წავიდე ხო დღეს სამსახურში?!-წარბი აუწია.-რასაც გააკეთებ,მე ის მინდა.
-კი,მეც დამტოვებ გზად სახლში.
-არა,აქ უნდა იყო სულ.-სკამზე ჩამოჯდა ჩერქეზიშვილი. ყურადღებით დააკვირდა ნიკეს,როგორ თლიდა კარტოფილს ნელა,მერე როგორ ავლებდა და ჭრიდა.
-მომიყევი შენი ბავშვობიდან რამე კიდევ..
-რა მოგიყვე,ნი?
-რაც გაგახსენდება,ყველაფერი.
-ცირას გაუნადგურა გაიძვერა გეგამ სასმლის კოლექცია.
-არ იზამდა.
-გააკეთა.შეპარულს ცოტა უნდა მოესვა და ცირა გამოუხტა,ჩაავლო ყურში,დაგიჭირეო და ეს ისე აფართხალდა შიშისგან, ბოთლები გადმოუყარა ძირს, გატყდა.
-რა ცელქი ბიჭი ყოფილა.
-კი,ძალიან.ერთხელ ამ ცირას მზითვად გამზადებული ზეწრები გავუნადგურეთ.არა,საიდან უნდა მცოდნოდა,რომ მზითვი იყო? ლოგინზე იდო და გეგას შემოვახვიე.მოჩვენება ვარო ყვიროდა ეგ იმბეცილი და ფეხი წამოკრა,მე ხო დამაგდო, ზემოდან დამეცა და ფუნაში ჩავვარდით.-ნიკეას კისკისზე გაეღიმა.-შენ რომ მომიყვე რამე?
-მე დედაშვილობანასაც და ფეხბურთსაც სიამოვნებით ვთამაშობდი.ბიჭებს მოვწონდი სულ.კორპუსთან მაკითხავდნენ ხოლმე და ბოლო ხმაზე მეძახდნენ. მე აივნიდან გადავძახებდი.ნერვებს მიშლიდნენ ხოლმე.თმებში მიფათურებდნენ ხელებს.ერთი ბიჭი იყო,თუ სწორად მახსოვს,ბუბა?!-თავის თავს ჰკითხა ხმამაღლა.

-უკვე ნერვები მეშლება,გისმენ.- ჩერქეზიშვილმა თითები ახლართა ერთმანეთში.
-სულ ჩხუბობდა.ფეხბურთს თამაშობდა და მიყურებდა ხოლმე, როცა გოგოებთან ერთად ვსაუბრობდი.ერთხელ ყვავილები მაჩუქა და ლოყაზე მაკოცა. წერილიც კი დამიწერა,სახლის კართან დამიტოვა.-ჩხეიძეს გაეღიმა წარსულის გახსენებაზე, თან დემიენის გამომეტყველებაც ახალისებდა.
-უი,საყვარლად საზიზღარი.-კოპები შეკრა დემიენმა.
-კიდევ სარკესთან მიყვარდა თამაში.მაისურში ვიტენიდი დაჭმუჭნულ,მომრგვალებულ ტანსაცმელს,ვითომ დიდი ვიყავი და მკერდი მქონდა.-გაეცინა.-კიდევ დედიკოს ფეხსაცმელები მომწონდა,ის მეცვა და მილიონობით სცენარს ვათამაშებდი.ტუჩებს ვბუსხავდი, ახლა გავაფრენ,ძალიან საყვარელი ვიყავი.-ნიკეამ წამოიძახა გაბადრული სახით.-თამარამ მომიყვა,თურმე სადღაც მომისმიენია რუსულად-მე შენ მიყვარხარ და როგორც დავიმახსოვრე,ისე ვიმეორებდი სარკესთან,ია ბლუბლუ ტიბია.- გულიანად გაეცინა წარსულზე.
ჩერქეზიშვილი იცინოდა,ნეტავ მაშინ მენახე,რა სიგიჟე იქნებოდიო.მერე ისევ გაახსენა ჩხეიძეს ბუბა.
-რაო ბუბიკომ,ტუჩებშიც ხო არ გაკოცა?
-ოოო,არა!გავიქეცი.. შემრცხვა. რაებს ამბობ,პატარები ვიყავით.-გაუცინა ჩხეიძემ.-ბევრი ეგეთი ისტორიაა.
-მოიცა!-შეაჩერა ხელის აწევით.- დღეს მეტი არ მომიყვე,თორემ ვიპოვი იმ ნაგვებს და არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ვიზამ..-თავზე გადაისვა ხელი.-ალბათ,ვცემ.რომ შეგეხნენ,მაგაზე მეკეტება,თორემ სიყვარულით...ჯანდაბა,ძლივს ვუძლებ.
-შენ ჩემამდე გაგულავებული ხარ და მგონი არ გამიჭედავს ხო? არადა,გასაჭედია.როგორ გაბედე, ვინ მოგცა მაგდენის უფლება?!
-ეჭვიანობ?
-კი და არასასიამოვნოა ამის გაანალიზება.ვიღაცებთან იწექი. დროებით,მაგრამ ნერვებზე მოქმედებს ეგ ფაქტი.
-აუფ,გქონოდა შენც,დაგიშალე?!
-წესიერად შენ.-თითი აუბზიკა ცხვირწინ.-რამდენს მიბედავ?
-მალე გირჩევნია შეწვა,რასაც წვავ.მშია.
-ხოდა,შენით შეწვი.-ტაფაზე დაყრილი კარტოფილი მიატოვა და საძინებლისკენ დაიძრა გაბრაზებული.-თავი ვინ ჰგონია?!
-ანუ გადმოდიხარ?-გასძახა.
-არა.-დაიყვირა კიბეებზე მიმავალმა.
-ხოდა,აქედან ვერცერთი გავადგამთ ფეხს.-ამოიბურდღუნა და ტაფასთან დადგა,რომ არ დამწვარიყო კარტოფილი.
------------------
დიდახანს ვერ გაუძლო გაბრაზებულ ჩხეიძეს.გაიაზრა ფაქტი,რომ გოგონა გულგრილი სულაც არ იყო.ეჭვიანების სცენაც კი დაუდგა,თან რაზე?წარსულზე.იმ წარსულზე,როცა ჩხეიძე მხოლოდ მოსწონდა.ახლაც გული სხვანაირად უცემს,მხოლოდ იმიტომ რომ იცის,ნიკეას უყვარს. თავის ნის ძალიან უყვარს.ოთახში შევიდა თავისუფლად.ნიკე მუცელზე გაწოლილიყო და თავზე ბალიში ჩამოემხო.
-გძინავს?-ჩამოუჯდა.
-კი.ნუ მესაუბრები საერთოდ.
-არ გესაუბრები,გებაასები.
-აქ სინონიმების ძიება არავის დაუვალებია შენთვის.
-ეგეც მართალია,ოღონდ იქნებ ბალიში გადაიძრო თავიდან.
-არა!
გადახრილმა ზურგზე მიაკრა ტუჩები.მაისურის შიგნით შეუცურა თბილი თითები,ხერხემალს გააყოლა.ჩხეიძეს თბილმა,ნაზმა კანმა გასაოცარი გრძნობა დაუტოვა.
-ბოდიში მოვიხადო?
-ეგეთი ბოდიში აღარ მჭირდება.
-სხვანაირს მოგიხდი.
-ქედიც რომ მოიხარო,არ მინდა. სახლში მინდა წასვლა.
-დედიკოსთან უნდა პატარა ნის?!- გაეცინა და ხერხემალზე აკოცა.
-კი.
-აჩმახებ,უნამუსო ვიყო.ხომ იცი, ბოლოს მაინც აქ გადმოხვალ საცხოვრებლად.რატომ წევ წინააღმდეგობას მაშინ,როცა შენც ეს გინდა?!
-არ მინდა.
-ახლა კი არ აჩმახებ, ატ*რაკებ.- თავი გააქნია.
-შენ თვითონ.-გაღიზიანებული ჩხეიძე წამოიმართა და ბალიში ჩაარტყა თავში.
-ესე რა,ცოტა აგრესია გამოხატე.- დაეტაკა და ზემოდან მოქცეულმა შეწითლებულ ლოყებზე აკოცა.
-იცოდე ნაწლავებს ამოგიღებ, გადაეთრიე.მძიმე ხარ..
-იცი რომ დაკაწვრა აღარ მაშინებს ხო?-ყელში აკოცა.
-კი.-ხელები მკერდზე მიაბჯინა.- მართლა მძიმე ხარ.
-შერიგების კოცნა და გადავდივარ.
-გადადი და გააჩერე.
-მე აქ მანქანას არ ვმართავ.
-ჯანდაბას.-ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით და გვერდით გადაწოლილს მუცელზე დააჯდა.

-ვერ ვსუნთქავ,გოგოო..-წამოყვირა ჩერქეზიშვილმა.
-მეც ეგრე ვიყავი,მაგრამ შენ, როგორც ფსიქოპატი გაბლატავებული ბიჭი,კოცნამდე არ ადექი.
-მოდი გაკოცებ და გადადი.
-გაეთრიე რა.-მეორე ბალიში ჩაარტყა სახეში და ოთახიდან გაიქცა კისკისით.
-დაგერხა!-ხალისით გაეკიდა დემიენიც უკან.
კიბეებთან დაავლო ხელი და მხარზე გადაკიდებული გოგოთი ჩაირბინა პირველ სართულზე..
-მეტკინა,მეტკინა..-ყვირის ჩხეიძე ბოლო ხმაზე.დემიენმა მაგიდაზე შემოსვა და შუბლზე აკოცა.
-მშიერი ხარ,კარტოფილი კი მზადაა.-ჩამოშორებულმა თეფშზე გადმოუღო,ტყემალი დაუსხა და პურიც დაუდო.-ჰე,ახლა..ჭამე.
თეფში მიაწოდა მომღიმარ ნიკეას.
-მადლობა.-ჩერქეზიშვილი უკვე შეტრიალებული თავისთვის იმზადებდა.
-წესიერად,გოგონი!
მერე ჭამის დროს მზერებს ცვლიდნენ.რაღაცნაირად ჩხეიძე ხალისობდა მთელი პროცესით,თან გაბრაზებული რომ უნდა ყოფილიყო ახსენდებოდა დრო და დრო,ჩერქეზიშვილს აგიჟებდა მოულოდნელი შებღვირებებით.
-------------
რაღაცნაირი თბილი დღე გამოდგა. დემიენმა სანდრას დაურეკე, მოვიდეს და გავიცნობო.მე გეგას დავურეკავ,აქეთ გამოვიყვან იმათო.თუ სხვა მეგობრებიც გინდა გავიცნო,დაურეკე მოვიდნენო.
ჩხეიძემ მხოლოდ სანდრას დაურეკა.სხვებთან იმდენი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა, ვერც კი იფიქრა,როგორ უნდა მოეპატიჟებინა ასე უეცრად.ან რა უნდა ეთქვა?!
ფოფიკო საწოვარით დაბოდიალობდა და ხელით საყვარელ სათამაშოს დაატარებდა. ფურცელი და ფანქრები მისცა დემიენმა,დავხატოთო და ეს კედელთან მიდგა,იქ გამოავლინა შემოქმედებეთი ხასიათი.თათულის შერცხვა,ბავშვს ეცა,მოდი დე,ფურცელზე ვცადოთ ხატვაო. ჩერქეზიშვილმა წესიერად იყავი, აცადე ადამიანს ნიჭის გამოვლენაო და მიუშვა.ფოფოზე ბედნიერი ბავშვი არ იყო,კიოდა და ანასთან ერთად აგრძელებდა კედელზე ხატვას.
-დემიენ,კარგი რა.-თათულიმ ამოიწუწუნა.
-მომისმინე,შენ რა გინდა,ვერ ვხვდები.ამას მთელი სახლის მოხატვა რომ მოუნდეს,უნდა მიუშვა,ნახე რა ბედნიერია.-ბავშვს მიაწოდა მეორე ფანქარიც.-მიდი ფოფო,შეუბერე.
-სახლს მომიხატავს და ჩემთანაც შენ გააკეთებ რემონტს.-თათუმ ენა გამოუყო.
-მაგისთვის ქმარი გყავს.
-მადლობა,წინააღმდეგი ვარ რემონტის.მა,აქ მიჩხაპნე მარტო.- ფოფოს გასძახა გეგამ.
-შენ ცუდი მეგობარი ხარ.-დემიენმა უთხრა გეგას.-სანდრა,დამემოწმე..
-დიახ,გემოწმები.-გაეცინა და მოხვეული ჩხეიძეს თმაზე დაუსვა ხელი.-გადაიღეთ,ასე ხშირად არ მეხუტება.
-ახლავე.-თათულიმ ღიმილით ამოიღო ტელეფონი და გადაიღო. ჩხეიძემ სახე დამანჭა.
-უკაცრავად?ჩემზე თბილი ვინ გყავს?რამდენჯერ ჩაგხუტებივარ, უგუნურო!დაუნახავი ეს..-ხელები გაუშვა ეჭვიანობით.-შუ-ში გამცვალე,ხო?!იმან დაგავიწყებინა..
-დაიწყო!ეჭვიანობის სცენების სერია,დატკბით.-დადიანმა ხელისგულებში ჩარგო თავი და სიცილი აუტყდა.-თორნიკეზე ეჭვიანობ?
-არა,ეგ მიყვარს.კარგი ადამიანია.- გაეღიმა.
-აბა,რატომ ეჭვიანობ ასე ცხადად?
-მადროვე,3 წუთი შემომიტევს ხოლმე და მერე ისევ თავდაჯერებული ვარ.-ჩხეიძეს ცოტა შერცხვა კიდეც და კვლავ მკლავები მოჰხვია.
-მე საერთოდ ვერ ვიტან ჩემ ძმას რომ ეკარებიან.-ანა წამოდგა ფეხზე და ფოფოს შოკოლადი გაუწოდა.- მაგრამ თქვენ გიტანთ,ცოტა კეთილიც ვარ.
-და მეუბნება არ მიყვარხაო.- დემიენმა გაიცინა.ანა ფეხშიშველი დაიძრა თავისი ძმისკენ და გვერდით ჩამოუჯდა.ჩხეიძეს გაეღიმა და იფიქრა,მელას თავის მახრჩობელა უყვარდა,ამათზეა ნათქვამიო.ჩერქეზიშვილმა უმცროსი და მიიხუტა,თავზე აკოცა, თმაზე მზრუნველად დაუსვა თითები.
-როგორ უყვარს თავისი და.-სანდრამ უჩურჩულა.
-ჰო..-ჩხეიძეს გაეღიმა.
-სოფ,მოდი მოდიი.-თათულიმ ხელში აიტაცა ბაჯბაჯა გოგო და შავი თმა უკან გადაუწია.-გეძინება? ნანა გინდა,დე?!
-იიიი-თითი კედლისკენ გაიშვირა ჭირვეულად.
-მიუშვი,რა.
-გაგიუბედურებს კედელს.
-კედელია,დიდი ამბავი.-გაეცინა.- იყოს როგორცაა,უხდება ძალიან. ბავშვმა უკეთ იცის,როგორი დიზაინი მოუხდება ჩემ კედლებს.
-გეგა,რამე უთხარი!
-გეგა რემონტს არ გააკეთებს, მართლა არ მაქვს ნერვები.ხელი ძლივს მომიშუშდა.ამიტომ თათულის დაუჯერე,თუ არადა, უყურე კედლებზე ფერად,არეულ ნახატებს.
-შენ წესიერად,ჩემი სულმეითია. ცოტა კიდევ წამოიზარდოს, ხინკლებზე მომყვება.- ჩერქეზიშვილმა ანა უფრო მიიხუტა.-უვიცებო,ხელოვნებას არ უფასებთ.დღეს გინდა,დარჩე?-ანას უჩურჩულა უფროსმა.
-ნიკეა რჩება.-ჩურჩულით უპასუხა.
-ხოდა,რომ დარჩეს,შენც დარჩი.- ლოყაზე მოჩქმიტა ნაზად და აკოცა მერე.-რას იტყვი,დაგკუჭავ და გაბურთავებ.
-არა.ფოფო მოდიიი. ფლომასტერებს მოგცემ,დემიენი მოხატე!
-შენ წესიერად.მიგყიდი მონად იცოდე.
-დაშლილებში არ ჩამაბარებინო შენი თავი,ორმაგს ამოვიღებ.-ანამ შეუტია.
-ეგ კარგი აზრია,შავ ბაზარზე შესანიშნავ თანხას იხდიან.- სანდრამ დაუდასტურა.
-ნტაი,ნტაი..-ენა გააწკლაპუნა ფოფომ.
-წყალი მინდაო.-თათულის გაეღიმა, მამის კალთაზე წამოსკუპებული გოგონას დანახვისას.ლოყაზე ხელებს უტყაპუნებდა და გაურკვეველ ენაზე ცდილობდა ლაპარაკს.
-მოვიტან.-ჩხეიძე წამოდგა და უკან წყლის ჭიქით დაბრუნდა.ბავშვი ნელა მიბაჯბაჯდა,ნიკემ ტუჩებთან მიუტანა ჭიქა,მერე ცოტა დაალევინა.-რაო,პატარა ჭინკა..- წინ ჩამოგდებული კულული უკან გადაუწია და გაუღიმა პატარას. კალთაზე დაისვა,დანარჩენების საუბარს დაუგდო ყური,თან ზურგზე სოფიას უსმევდა ხელს და აქეთ- იქით ირხეოდა,რომ ბავშვი გაᲔჩერებინა.ჩხეიძის კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს ეთამაშებოდა სოფიო,თვალები ეხუჭებოდა ნელ-ნელა.ბევრი არ უჭინჭყლია, დამჯერი ბავშვია სოფიო.მალევე ჩაეძინა ჩხეიძეზე ჩახუტებულს, გადაღლილს და ნაცელქარს.
თათულის ესიამოვნა სოფიოს მიმართ ესეთი თბილი დამოკიდებულება.სხვებს არც სოფიო უჩერდებოდა,არც თათუ უშვებდა ყველას ახლოს.მაგრამ ახლა ნიკეა რომ ნაზად ჰკოცნიდა, ეფერებოდა და ზრუნავდა,სულ არ აღიზიანებდა.
გეგა ფეხზე წამოდგა და დემიენს დაუძახა,რაღაც მინდა გაჩვენოო, ხოდა,ცალკე გავიდნენ.
-ნიკეს მიხედე,მოეშვი იმ წყეულ პარლამენტარს.დამიჯერე,ასე აჯობებს.-კვანტალიანმა გოგონებს გაუღიმა და დემიენს ჩახედა თვალებში.-მივიღე შეტყობინება, დაიკიდე შურისძიება,მთავარია თავი დავაღწიე.
-ვერ ვეშვები,მგონია ახლა აქვთ პაუზა აღებული,რაღაცას აწყობენ.- ჩერქეზიშვილმა ამოილაპარაკა.- შენ ხალხს უყვარხარ.მთელი ამბავი ატყდა შენი გადადგომის შემდეგ...
მოკლედ,რა მნიშვნელობა აქვს, ნიკე რა შუაშია იმ ამბავთან.
-გამაფრთხილეს,დემიენ.ან გაჩერდები,ან ნიკეათი აგებ პასუხს.
ვერავის გასწირავ,მითუმეტეს მას, ვინც გიყვარს,თან ესე.. მე ხომ გიცნობ?!მოეშვი ამ საქმეს,მოეშვი ძიებას...რომ გავარკვიე ამათი საქმეები,იმიტომ წამოვედი. რთულია ამდენ გასვრილში სუფთა დარჩე.მაწვებოდნენ ისეთ არაკანონიერ რაღაცებზე,ჯანდაბა...
მართლა წამსვლელები არიან ყველაფერზე.
-დაიცადე,ის რატომ გარიეს?ეგ ნაგვები.აი,ზღვარის ზღვარა უკვე.- ჩაეცინა ჩერქეზიშვილს.-ვინმე რომ შეეხოს,მართლა მკვლელობაზე წავალ.-კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ჩხეიძეს გახედა აივანზე მდგომმა.სოფიას ეფერებოდა ნაზი ღიმილით,თან რაღაცას ეუბნებოდა დანარჩენებს.
ნიკეას გარეშე ცხოვრება ერთი წამითაც ვერ წარმოიდგინა.
-ჰოდა,მოეშვი.გიყვარს შენ ეს გოგო, ყველაფერზე მეტად გიყვარს და მესმის,ჩემი ამბავი ვერ მოინელე.გაფასებ ძალიან.. შენ თუ ჩაერევი,მეც ჩავერევი.თავისი დრო აქვს ყველაფერს,მე აუცილებლად ვაგებინებ პასუხს,ჩემთვის არა, ჩემი თავი ჯანდაბას,თათუს ნერვებისთვის,შენთვის,ნიკესთვის, სოფიოსთვის და იმ დანარჩენი მოქალაქეებისთვისაც.
-და შევარჩინო?უნდა იცოდეს რა ჯანდაბა მოხდება,როცა შენ ან ნიკეას გაეკარებიან!-ამოიღრინა ბრაზით.
-რაღაც საბუთები მაქვს,წყაროებიც ვიცი,საიდან რისი მოპოვება შეიძლება,ისე მოვაგვარებ,არ დავზარალდებით არავინ, უბრალოდ მადროვე,გთხოვ.
-მაშინ ერთად ვართ.-მხრები აიჩეჩა დემიენმა.კვანტალიანს გაეღიმა.
-ვირივით ჯიუტი ძმაკაცი ხარ.-თავი გააქნია.
-წესიერად შენ.-გაუცინა.



№1  offline წევრი დარინა

დემიენიიიიი მინდაააააა ღმერთო რა ტკბილი და საყვარელია, გამაგიჟა და გადამრიაა ისეთი განსხვავებულად კარგი პერსონაჟია დემიენი სულ მეფიქრება, დემიენის ნაირი სიყვარული თუ ვინმეს შეუძლია ვერ წარმომიდგენია, სულ ველოდი როდის გამოუტყდებოდა სიყვარულში და ნიკეამ რომ უთხრა მიყვარხარო დემიენთან ერთად მეც მომენტალურად გამიჩერდა სუნთქვააა და მასთან ერთადაც გავბედნიერდიი. სულ მინდა რომ ვიკითხოო ისეთი საყვარლები იყვნენ ამ თავშიი, განსხვავებული ნიკეა დავინახეთ და მომეწონაა, სიყვარული აგვამაღლებსო ნათქვამია და მართლაც ასეაა ორივე შეცვალა უფრო თბილები და გრძნობების გამოხატვა დაიწყეს, ყველასგან განსხვავებული წყვილი შედგაა ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი Nuki-rocks

დარინა
დემიენიიიიი მინდაააააა ღმერთო რა ტკბილი და საყვარელია, გამაგიჟა და გადამრიაა ისეთი განსხვავებულად კარგი პერსონაჟია დემიენი სულ მეფიქრება, დემიენის ნაირი სიყვარული თუ ვინმეს შეუძლია ვერ წარმომიდგენია, სულ ველოდი როდის გამოუტყდებოდა სიყვარულში და ნიკეამ რომ უთხრა მიყვარხარო დემიენთან ერთად მეც მომენტალურად გამიჩერდა სუნთქვააა და მასთან ერთადაც გავბედნიერდიი. სულ მინდა რომ ვიკითხოო ისეთი საყვარლები იყვნენ ამ თავშიი, განსხვავებული ნიკეა დავინახეთ და მომეწონაა, სიყვარული აგვამაღლებსო ნათქვამია და მართლაც ასეაა ორივე შეცვალა უფრო თბილები და გრძნობების გამოხატვა დაიწყეს, ყველასგან განსხვავებული წყვილი შედგაა ❤️❤️❤️

რას იტყვი,ერთი დემიენი რომ დაგვეცეს ტუზად?რა სიგიჟე იქნება დდდ.ძლივს აღირსა გამოტყდომა,ძლიიივს!
მადლობა,დარინა.

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

აი, იმდენად ემოციური, სითბოთი და სიყვარულით სავსე თავი იყო, რომ ჯერაც შოკში ვარ. ძალიან, ძალიან კარგი იყო. ვგიჟდები ამ წყვილზე და პატარა ფოფიკოზე. ????ველოდები გაგრძელებას დიდი სიამოვნებით.❤❤

 


№4  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი თიკო
აი, იმდენად ემოციური, სითბოთი და სიყვარულით სავსე თავი იყო, რომ ჯერაც შოკში ვარ. ძალიან, ძალიან კარგი იყო. ვგიჟდები ამ წყვილზე და პატარა ფოფიკოზე. ????ველოდები გაგრძელებას დიდი სიამოვნებით.❤❤

გმადლობ,თიკო.ვეცდები მალე შემოგთავაზოთ.

 


№5  offline წევრი Megioki

არ მჯერა, არ მჯერა და ისევ არ მჯერა. :დდდ აბა წავიკითხო ერთი რა ხდება აქ. :P

 


№6  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
არ მჯერა, არ მჯერა და ისევ არ მჯერა. :დდდ აბა წავიკითხო ერთი რა ხდება აქ. :P

არც მე მჯერა!

წაიკითხე აბა,ხომ მშვიდობაა აქ დდ.

 


№7 სტუმარი Life is beautiful

აი როგორ ველოდი და ძლივს... რომ დავინახე "ჩემი ჩუმი მილიონერი 16 " არ ვიცი რა დამემართა გავედი და შემოვედიდა და მერე უცებ ფრენაფრენით შემოვვარდი.... რაც შეეხება ამ ნანატრ თავსადა და ნანატრს სიტყვებს არ ვიცი უკომენტაროდ....ძაან გამაგიჟააა(=ისედაც გიჟი=) დედა გოგო რა კაი ხარ რა... მინდა დავწერო რასაც ახლა ვგრძნობ მარა არ ვიცი როგორ აღვწერო ამიტომ გეტყვი რომ ამ თავმადამანაყრა....
აუ ახლა იმაზე უნდა ვიდარდო როსის დაიდება მე17 ტე მანამდე მე კი განვუტევებ სულსსს....კარგი რაც არის არის სადაც აქამდე ვუცადე მერეც მოვუცდი....
წარმატებები და მიყვარხარ მე შენ....:-)<3

 


№8  offline წევრი A.N.A

გამიხარდი. ❣️
როგორ გელოდი არ იცი შენ. გაიმახრდა შენი დანახვა.დავდნი ამ თავში, ისეთი საყვარლები არიან,ერთი დემიენისნაირი ყველას სჭირდება გვერდით, შეყვარებული ვარ ამ ბიჭზე. ❣️
ჩხეიძე მიყვარს ძალიან და მესმის მისი, უცხოა ყველაფერი ეს მისთვის, ურთიერთობაც არ ჰქონია მანამდე არავისთან და ხანდახან არ მომწონს მისი საქციელები, მისი ეს სიცივე რაღაც მომენტებში, თუმცა მესმის და არ ვაკრიტიკებ.
გავიგე ამ თავის დადებაზე პრობლემა შეგექმნა, რამდენჯერმე წაგშლია და იმედია შემდეგზე არ გაგიჭედავს ასე. მოუთმენლად ველი, შემდეგ თავს.
წარმატებები შენ. ❣️

 


№9  offline წევრი Megioki

ვაი მე, ეს რა თავი იყო ? რა ქენი გოგო ეს ჰა? :დდდ აი, როგორი ისტორიაა იცი? სერიოზული, მხიარული, პოზიტიური, აზრიანი, საყვარელი და ა.შ. ❤️❤️❤️❤️ აქ გავჩერდები და აღარ გავაგრძელებ, თორემ იმდენ შესაფერის სიტყვას მოვუძებნი ამ უმაგრეს ისტორიას :დდდ ❤️❤️❤️

რომ იტყვიან გაბადრული სახით ვკითხულობდი. ❤️ ვაჰ, ამ ისტორიაში წინ რა გველოდება მარტო შენ იცი. გეგას და დემიენის მეგობრობა საოცრებაა. ❤️❤️ დემიენი ყველაფერში ესეთი კარგი ბიჭი როგორ არის კაცო ? ❤️❤️ ჩემი ნიკე❤️❤️ ეს გოგო თავისი ცოტა რთული ხასიათის მიუხედავად მაინც უსაყვარლესია ❣️❣️ დემიენის სიყვარულმა შეცვალა ჩემი ნიკე. ❣️ დემიმ ასწავლა გრძნობების გამოხატვა, უფრო გახსნილი გახდა ❤️ ისე როგორც ნიკემ ასწავლა ბევრი რამ დემიენს. ❤️ უუჰ, კარგები არიან რაა ❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

ემოციების ბუმი რომ დაატრიალე ხვდები? სად გადამაგდე ვერ გეტყვი, ისეთ განზომილებაში ვიყავი ამათი კითხვისას, სახელს ვერ ვარქმევ.. ან რა უნდა გითხრა არც ეგ ვიცი. ღმერთო შენზე ვგიჟდები♥️ და ისე ძალიან მომნატრებიხარ შენ, დემიენი, ნიკეა, ანა, ფოფიკო, თათული, გეგა და სანდრა... ვაიმე მიყვარხართ ძალიან... მართლა, ემოციების ბუმი, სასწაული ემოციების♥️ რა ბედნიერებაა ასეთი ადამიანები, ასეთი უსაზღვრო გრძნობები, ასეთი სითბო, ყურადღება.. მეც მინდა :დდ ძალიან მინდა.. ყველა’ფერი იდეალურია. იდეალური ხარ შენც. უსაზღვრო სითბო და სიყვარული მაჩუქე ამ თავით. წარმატებები შენ♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო იყო ემოციებით სიყვარულით და სიგიჟით სავსე თავი სიტბოებით რახან ეღირსათ სიყვარულის ახსნა ერთმანეთისთვის რა გვიEირს აწი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№12  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
აი როგორ ველოდი და ძლივს... რომ დავინახე "ჩემი ჩუმი მილიონერი 16 " არ ვიცი რა დამემართა გავედი და შემოვედიდა და მერე უცებ ფრენაფრენით შემოვვარდი.... რაც შეეხება ამ ნანატრ თავსადა და ნანატრს სიტყვებს არ ვიცი უკომენტაროდ....ძაან გამაგიჟააა(=ისედაც გიჟი=) დედა გოგო რა კაი ხარ რა... მინდა დავწერო რასაც ახლა ვგრძნობ მარა არ ვიცი როგორ აღვწერო ამიტომ გეტყვი რომ ამ თავმადამანაყრა....
აუ ახლა იმაზე უნდა ვიდარდო როსის დაიდება მე17 ტე მანამდე მე კი განვუტევებ სულსსს....კარგი რაც არის არის სადაც აქამდე ვუცადე მერეც მოვუცდი....
წარმატებები და მიყვარხარ მე შენ....:-)<3

მადლობა შენ სულ რომ მიზიარებ შენს შთაბეჭდილებებს.როგორ მახარებს ფაქტი,რომ ისიამოვნეთ და კარგად გამახსოვრდებათ.
წარმატებები თავადაც❤❤❤.

A.N.A
გამიხარდი. ❣️
როგორ გელოდი არ იცი შენ. გაიმახრდა შენი დანახვა.დავდნი ამ თავში, ისეთი საყვარლები არიან,ერთი დემიენისნაირი ყველას სჭირდება გვერდით, შეყვარებული ვარ ამ ბიჭზე. ❣️
ჩხეიძე მიყვარს ძალიან და მესმის მისი, უცხოა ყველაფერი ეს მისთვის, ურთიერთობაც არ ჰქონია მანამდე არავისთან და ხანდახან არ მომწონს მისი საქციელები, მისი ეს სიცივე რაღაც მომენტებში, თუმცა მესმის და არ ვაკრიტიკებ.
გავიგე ამ თავის დადებაზე პრობლემა შეგექმნა, რამდენჯერმე წაგშლია და იმედია შემდეგზე არ გაგიჭედავს ასე. მოუთმენლად ველი, შემდეგ თავს.
წარმატებები შენ. ❣️

ვაი,კი..ბევრი ვიწვალე და დღეს ვუშველეთ.ვწუხვარ რომ ლოდინმა მოგიწიათ.მეც ერთი სული მქონდა ეს გამეზიარებინა თქვენთვის და ყოველ ჯერზე ხასიათი მიხდებოდა რომ არ იდებოდა....
ჰო,ნიკეა ცოტა ცივია მომენტებში,მაგრამ სითბო არასდროს გამოუმჟღავნებია მამაკაცთან და მიხარია რომ გაუგე.
გმადლობ,ჩემო კარგო.ასევე წარმატებები❤❤❤.

Megioki
ვაი მე, ეს რა თავი იყო ? რა ქენი გოგო ეს ჰა? :დდდ აი, როგორი ისტორიაა იცი? სერიოზული, მხიარული, პოზიტიური, აზრიანი, საყვარელი და ა.შ. ❤️❤️❤️❤️ აქ გავჩერდები და აღარ გავაგრძელებ, თორემ იმდენ შესაფერის სიტყვას მოვუძებნი ამ უმაგრეს ისტორიას :დდდ ❤️❤️❤️

რომ იტყვიან გაბადრული სახით ვკითხულობდი. ❤️ ვაჰ, ამ ისტორიაში წინ რა გველოდება მარტო შენ იცი. გეგას და დემიენის მეგობრობა საოცრებაა. ❤️❤️ დემიენი ყველაფერში ესეთი კარგი ბიჭი როგორ არის კაცო ? ❤️❤️ ჩემი ნიკე❤️❤️ ეს გოგო თავისი ცოტა რთული ხასიათის მიუხედავად მაინც უსაყვარლესია ❣️❣️ დემიენის სიყვარულმა შეცვალა ჩემი ნიკე. ❣️ დემიმ ასწავლა გრძნობების გამოხატვა, უფრო გახსნილი გახდა ❤️ ისე როგორც ნიკემ ასწავლა ბევრი რამ დემიენს. ❤️ უუჰ, კარგები არიან რაა ❤️❤️

შენი ლაპარაკი მაინც არ მომბეზრდება, სიამოვნებით ვკითხულობ კომენტარს. დდდ
წარმოდგენა არ მაქვს დემიენი ესეთი კარგი როგორ არის,უბრალოდ მგონია რომ ესე უნდა იქცეოდეს,სხვანაირს ვერ ვᲣშვებ.იეაპ,ნიკეა ჩაკეტილი იყო თავიდანვე,გულჩათხრობილი და სევდიანი...მაგრამ შეუყვარდა.

დიდი მადლობა ❤❤.

სტუმარი თამო
ემოციების ბუმი რომ დაატრიალე ხვდები? სად გადამაგდე ვერ გეტყვი, ისეთ განზომილებაში ვიყავი ამათი კითხვისას, სახელს ვერ ვარქმევ.. ან რა უნდა გითხრა არც ეგ ვიცი. ღმერთო შენზე ვგიჟდები♥️ და ისე ძალიან მომნატრებიხარ შენ, დემიენი, ნიკეა, ანა, ფოფიკო, თათული, გეგა და სანდრა... ვაიმე მიყვარხართ ძალიან... მართლა, ემოციების ბუმი, სასწაული ემოციების♥️ რა ბედნიერებაა ასეთი ადამიანები, ასეთი უსაზღვრო გრძნობები, ასეთი სითბო, ყურადღება.. მეც მინდა :დდ ძალიან მინდა.. ყველა’ფერი იდეალურია. იდეალური ხარ შენც. უსაზღვრო სითბო და სიყვარული მაჩუქე ამ თავით. წარმატებები შენ♥️

აი,მაგიტომ მომეჩქარებოდა თქვენთან,თამო.ერთი სული მქონდა დამედო,თან მენერვიულებოდა...ოი, გადასროლა ზოგჯერ კარგი რამეა დ, თან თუ გისწორდება ხომ საერთოდ დდდ.
მიხარია რომ აქ ხარ.გმადლობ,Ასევე წარმატებები შენ❤❤❤❤.

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო იყო ემოციებით სიყვარულით და სიგიჟით სავსე თავი სიტბოებით რახან ეღირსათ სიყვარულის ახსნა ერთმანეთისთვის რა გვიEირს აწი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მართალია,ძლივს აღირსეს გამოტყდომა.
მადლობა,ნესტან.ასევე წარმატებები❤❤.

 


№13 სტუმარი ანანო❤️

გოგონი, შენ რომ საოცრება ხარ იცი?! წესით უნდა იცოდე!
ველი შემდეგ თავს, ხოლო როცა დაასრულე ჩემს ზღვა ემოციებს მერე გადმოვცემ.❤❤

 


№14  offline მოდერი Nuki-rocks

ანანო❤️
გოგონი, შენ რომ საოცრება ხარ იცი?! წესით უნდა იცოდე!
ველი შემდეგ თავს, ხოლო როცა დაასრულე ჩემს ზღვა ემოციებს მერე გადმოვცემ.❤❤

იცი როგორ არის?!თან ვიცი,თან არა დდდ. უკვე ნელ-ნელა დასასრული მოდის, წერის პროცესში ვარ და ვეცდები მალე დაგიდოთ.იცოდე ვიმახსოვრებ და ველი შენს ემოციებს.
უღრმესი მადლობა,ჩემო კარგო❤❤❤❤❤.

 


№15  offline წევრი Debby Ryan

ახხხ, საყვარლად დაზიზღარი ბაბუ და ძაღლის ნათრევი გეგა მაგარი იყო რა.
ყველაზე მაგარი ნიკეს გამოტყდომზ იყო და ვგიჟდებიიი!
ფოფიკო ძაანნ საყვარელია.
იმ პარლამენტარმა თავი დაგვანებოს უფფფ.
ძააალიან მიყვარს და მომწონს ყველა და ყველაფერი აქქქ!

 


№16  offline მოდერი Nuki-rocks

Debby Ryan
ახხხ, საყვარლად დაზიზღარი ბაბუ და ძაღლის ნათრევი გეგა მაგარი იყო რა.
ყველაზე მაგარი ნიკეს გამოტყდომზ იყო და ვგიჟდებიიი!
ფოფიკო ძაანნ საყვარელია.
იმ პარლამენტარმა თავი დაგვანებოს უფფფ.
ძააალიან მიყვარს და მომწონს ყველა და ყველაფერი აქქქ!


მეც ასე ვარ კომენტარზე და რა ვქნა?!ამიხსენი ერთი!
უდიდესი მადლობა❤.

 


№17  offline წევრი თათია-თათა

როდის იქნება ახალი თავი?

 


№18  offline მოდერი Nuki-rocks

თათია-თათა
როდის იქნება ახალი თავი?

თათი,ვწერ უკვე დავეწიეთ იმ თავებს, რომლებიც მისამატებელი მქონდა.თუ დღეს მოვასწარი დასრულება,გვიან გავგზავნი და თუ ვერ მოვასწარი დღეს, მაშინ არ ვიცი..ხვალ გვიანობამდე არ მეცლება.მოკლედ,ვეცდები 2 დღეზე მეტი არ გალოდინოთ❤.

 


№19  offline წევრი Lillyan

წესით უნდა მიხვდე ვინც ვარ დდდდდ.
ეს მოთხრობა და დემიენი,რომ მიყვარს ისე არავინ.ვივიზე და ვატოზე მეტადაც.ნიკე დიდად არ მეხატება გულზე,ნათქვამი მაქვს ბევრჯერ და ვიცი არ გეწყინება.დდდდ
ველოდები ახალ თავს.აქაც და იქაც.დდდდდდდდდ

 


№20  offline მოდერი Nuki-rocks

Lillyan
წესით უნდა მიხვდე ვინც ვარ დდდდდ.
ეს მოთხრობა და დემიენი,რომ მიყვარს ისე არავინ.ვივიზე და ვატოზე მეტადაც.ნიკე დიდად არ მეხატება გულზე,ნათქვამი მაქვს ბევრჯერ და ვიცი არ გეწყინება.დდდდ
ველოდები ახალ თავს.აქაც და იქაც.დდდდდდდდდ

ლიი,გიცანიიი დდდ! ზუსტადაც რომ გიცანი!მიხარია რომ გიყვარს! ნიკეა კი ვიცი რომ გულზე არ გეხატება,მაგრამ ჩემი პერსონაჟების დამახასიათებელი ნიშანია ის რომ მარტივები არ არიან დდდ.
ვეცდები მალე დავდო,ვწერ ჯერ.❤❤❤❤

 


№21  offline წევრი queentikooooo

ჩამოყალიბებული ისტორიაა თავისი სიუჟეტით, პერსონაჟებით, მოვლენებით❤ვკითხულობ და მინდა არ დამთავრდეს, იმდენად კარგი წერის სტილი და ემოციურობაა❤❤სიტყვებს ვერ ვუყრი ერთად თავს, რომ ის ემოციები გადმოვცე რაც თითოეული თავის კითხვისას განვიცადე❤

 


№22  offline მოდერი Nuki-rocks

queentikooooo
ჩამოყალიბებული ისტორიაა თავისი სიუჟეტით, პერსონაჟებით, მოვლენებით❤ვკითხულობ და მინდა არ დამთავრდეს, იმდენად კარგი წერის სტილი და ემოციურობაა❤❤სიტყვებს ვერ ვუყრი ერთად თავს, რომ ის ემოციები გადმოვცე რაც თითოეული თავის კითხვისას განვიცადე❤

მართლა ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა.მე რომ სულ ვცდილობ განვითარდე,გავაუმჯობესო და თქვენამდე რომ ესე მოდის,ანუ მხოლოდ ცდაც არაა. უღრმესი მადლობა❤❤❤.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent