შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიქსელები(1)


11-12-2020, 20:27
ავტორი მალორა
ნანახია 164

ზამთრის ცივმა დღეებმა იანვრის ბოლო რიცხვებში არავინ დაგვინდო. იმდენად ყინავდა ,რომ გარედან შემოსულები მაშინვე შვებით ამოვისუნთქებდით,როდესაც გაყინულ ლოყებს ნანატრი სითბო აგვიწვავდა ხოლმე. შუაგულ ტყეში აშენებულ ქოხში მკაფიოდ ისმოდა ხმელი შეშის ტკაცა-ტკუცის ხმა, რასაც თან ჰარმონიულად ერთვოდა ოჯახური სიმღერები, რომლებიც ძველი სიმებდაწყვეტილ გიტარაზე სრულდებოდა. მხიარულები და თბილი გულით სავსეები ვიყავით,რადგან ამ სიცივეში ჩვენთვისაც არსებობდა თბილი კუნჭული, ადგილი სადაც ვპოვებდით სიმშვიდესა და ნანატრ ბედნიერებას. სიმღერის ხმა თითქოს ერწყმოდა ყოველი ჩვენგანის გონებაში დაბუდებულ აზრებს და ლამაზ მომავალზე გვაფიქრებდა, რომელიც ამ სახლის ფანჯრებს გარეთ გველოდა.
თითოეული ჩვენგანი ვტოვებდით სითბოთი გაჟღენთილი სახლის ზღურბლს და უკან მოუხედავად მივდიოდით სიცივეში,რომელიც ცდილობდა სწორ გზაზე დამდგარი ადამიანებისათვის თავგზა აებნია. სახლი ნელ-ნელა იცლებოდა , აღარც არავინ იყო ვინც ცეცხლს ჩაქრობის საშუალებას არ მისცემდა.
საბოლოოდ მცირედი დარჩენილი ნაპერწკალიც ჩაქრა და ის ამდენი წვალებით შეძენილი სიდიადე, სილამაზე წამებშივე დაკარგა კერამ. დავრჩით ყველანი გარეთ, სიცივეში , ქარბუქში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებდით გზას უკვე დასახული მიზნისაკენ.
შორიდან ვხედავდით ნაცნობ სახეებს , რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი გასაჭირი დაეძლიათ. ზოგიერთი მათგანი შუა ყინვაში უძრავად იდგა, ასეთებს სიკვდილი ელოდათ, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი წინ მიიწევდა მიუხედავად საშინელი სტიქიისა.
ბოლომდე მჯეროდა ,რომ მებრძოლებისთვის ოდესღაც გაზაფხულიც მოვიდოდა თავისი გასაოცარი სურნელებით და თვალებს მბრწყინავი ნაპერწკლებით აავსებდა. გამოჩნდებოდა ის ლამაზი სახლიც,რომელიც ერთდროს ზამთარში გვათბობდა ოჯახს და თავის სიმყუდროვესთან ერთად კვლავინდებურად შეგვიპატიჟებდა შინ.
კიდევ იმის მჯეროდა , რომ დაწყვეტილი გიტარის სიმები ოდესღაც ახლებით შეიცვლებოდა და საკრავზე ახალი ჰანგები აჟღერდებოდა, უფრო მძაფრი, უფრო სულში ჩამწვდომი, დამაფიქრებელი...
ჩვენ მივდიოდით, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ოჯახური სახლი მუდამ იმ ადგილას რჩებოდა სადაც ვტოვებდით. ეს ცხოვრების გზა იყო...გრძელი და ამასთანავე მტანჯველი ცხოვრების გზა.

????????????

შემოდგომისთვის შეიძლება ითქვას ზედმეტადაც ცივი ამინდებია. ფერადი ფოთლები ერთმანეთის მიყოლებით ცვივა ძირს ქართან სინქრონულად და მძიმედ ეფინება მიწას.ბუნებას კიდევ რაღაც ძლიერი სჭირდება, რაც ძირფესვიანად გამოიწვევს მის შეცვლას და აბობოქრებული სტიქიის დაშოშმინებას. სუსხიან ქართან ერთად, ფოთლების წრეზე ტრიალი კიდევ უფრო დრამატულს ხდის ბუნების სილამაზეს, რომელიც არაკანონიერად განსხვავებულია სხვა ყველაფერი ცოცხალისაგან.

სამყარო იღვიძებს , სრულიად ახალ აპკს იკრავს სხეულზე და დილის ნამისთვის ემზადება. სიცოცხლე გრძელდება იქ სადღაც ტყეში, დალეწილ საერთო ბინებში, დაბურულ ქუჩებში და ჩაბნელებულ დერეფნებში. მიუხედავად იმისა, რომ არ იგრძნობა, სიცოცხლე მაინც გრძელდება, სხვებისგან დაუნახავად. აღზევებული სიდიადე შავ კედლებსაც სცდება და ასე მონოტონურად მიიკვლევს გზას სრულფასოვნებამდე.

ჩაბნელებული დერეფნის შუაგულში , ასე დაახლოებით 18 წლის ბიჭია მოკუნტული და ამოწითლებული, დასისხლიანებული თვალებით ცდილობს გარშემო არსებულ სიბნელეში როგორმე გაარჩიოს ფიგურები. პირველად არ ხდება, არც ბოლოჯერ ,რომ უწევს სიჩუმესა და უკუნეთ სიბნელეში მარტომ გაატაროს ღამე. მათხოვარია, რომელიც ხალხის შეწევნით შოულობს საზრდოს და ყველაფერი სხვა ასპექტის მიუხედავად, ფიქრობს რომ ხანდახან არც ისეთი სასტიკია წუთისოფელი როგორც ოდესღაც წარმოედგინა.

მეტად ნატიფი სახის ნაკვთები აქვს. მოკუმული ტუჩები ერთმანეთს მჭიდროდაა მიჭერილი და იმდენად ეკვრის რომ გალურჯებია უკვე. თვალები ფართოდ გახელილი აქვს. რომ არა სიბნელე ყველა შეამჩნევდა მის გასაოცარ ლურჯ და დამატყვევებელ თვალებს, რომლებიც უფრო ანგელოზისებს გავს , ვიდრე ამქვეყნიური ადამიანისას. ხელები როგორც ყოველთვის დასისხლიანებული და დალურჯებული აქვს. იმის გამო, რომ მათხოვარია, უხდება ყოველდღე გადრჩენისთვის იბრძოლოს. დილით ყველაზე კარგ ადგილზე სანამ დაასწრებენ ცდილობს პირველი მივიდეს. კარგი ადგილი , კარგ ჭამასაც უზრუნველყოფს, მაგრამ არის ისეთი დღეებიც რომ მთელ დროს არარსებულ საჭმელზე ფიქრობს და მხოლოდ ესაა იმ მომენტში რისი გაკეთებაც შეუძლია.

სიბნელეში ფეხის ნაბიჯების ხმა ისმის და დერეფანი კიდევ უფრო საშიში ხდება . ბიჭს გული უსკდება მოახლოებული პიროვნების გამო და კიდევ უფრო ეკვრის საკუთრ თავს.მაღლა არც იყურება , შეიძლება ამის მიზეზი ისაა , რომ უნდა კედელს შეეზარდოს, , თავი ისე მოაჩვენოს თითქოს ისიც უსიცოცხლოა.

უცნობი ისე ჯდება მეორე კუთხეში ვერც ამჩნევს ბიჭს და რაღაცის გამო გადაბმულად ოხრავს. ატმოსფერო აღარ არის ისევ ისეთი დაძაბული, თითქოს შიშიც წამში სადღაც ქრება. მოულოდნელად დერეფანში ექოდ ისმის ტელეფონის გაბმული ზარის ხმა. დიდხნიანი რეკვის შემდეგ უცნობი მობეზრებით პასუხობს ზარს:
-ალო....არ მცალია....იქნებ თავი გამანებოთ? თავად ვერ მიხედავთ საქმეებს?.....მანქანა სახლში დავტოვე, ფეხით გამოვისეირნე...ნიკოლოზ იცოდე არაფერი თქვა დედასთან და მამასთან!" მუქარით იძახის ბიჭი სიტყვებს და შემდეგ როდესაც მისი ლამაზი ხმა აღარ ისმის დანანებით ოხრავს. ნუთუ მართლა ვერ ამჩნევს ამ სიბნელეში რომ დერეფანში მარტო არაა?

-ამის დედაც! ყველას მხოლოდ ჩემი ფული უნდა!-ამბობს დაძაბულად უცნობი ბიჭი და როგორც ჩანს ფეხზე დგება. მათხოვარი გაფართოებულ თვალებს აყოლებს უცნობს და უნდა რამე უთხრას, მაგრამ ვერაფერს ახერხებს სიმორცხვის გამო.

დერეფანში კვლავ სიჩუმე ისადგურებს და ამ სიჩუმეში აღარაფერი ისმის ნათლად ,გარდა ადამიანის ჩუმი სუნთქვებისა,რომლებიც მათეს ეკუთვნის. მშობლები სულ რაღაც 1 წლის წინ დაკარგა, ზუსტად 25 ნოემბერს, დღეს კი 21 ნოემბერია და თითქოს იმ საშინელ რიცხვთან მიახლოებისას გონია, რომ იგივე განმეორდება, თუმცა დაფიქრებისას ხვდება, მას დასაკარგი აღარც არავინ ყავს.

გაურბის ხალხს, უცხო და არასანდო პიროვნებებს.იშვიათად თუ გამოელაპარაკება ვინმეს და ესეც მათხოვრობის გამო. ალბათ იკითხავთ რატომ არ წავა და სამსახურს იშოვის..რატომ გდია ცივ დერეფანში და ვერაფერს აკეთებს...მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში, რომელშიც ის ცხოვრობს ასეთი ხალხი უბრალოდ ფეხებზე კიდიათ. რამდენჯერ უცდია სამსახურის შოვნა, თუნდაც ყველაზე ელემენტარულით დაწყებული, რთულით დამთავრებული, მაგრამ კითხვაზე , რომელიც განათლებასთან იყო დაკავშირებული პასუხი არასდროს ქონია. ან რა უნდა ქონოდა, მშობლების სიკვდილის შემდეგ ხომ 17 წლის ასაკიდან უკვე მათხოვარი იყო. მათი დატოვებული ვალების გამო, მეორე დღეს გაუბედურებულ ბიჭს ბანკიდან ხალხი მიადგა და მშრალზე დატოვეს, ერთი გროშიც კი არ დაურჩინეს სახლში.

მას შემდეგ მათემ ცხოვრება შეიძულა, ყოფა შეიძულა და საერთოდ ყველაფერი, რის გამოც ვინმეზე არასრულფასოვანი იყო. სამყაროში ყველას ამჩნევდა თავისი ლურჯი თვალებით, მაგრამ თავად სამყარო ვერ ხედავდა მას, თითქოს გამჭვირვალე იყო,შეუმჩნეველი.

დღეები დღეებს მისდევდა. შველა არსაიდან ჩანდა. ხშირად მთელი დღე მათე თავს ხალხის დაკვირვებით და მათი გადაღლილი სახეების ყურებით ირთობდა , მაგრამ მეორე წამს , როდესაც ახსენდებოდა მწარე რეალობა მოულოდნელად საშინელ ნოსტალგიასა და მონატრებას განიცდიდა ძველი ცხოვრების მიმართ ტკბილ ოჯახთან ერთად.

-ადექი ბიჭო, გაანძრიე! იმუშავე სამარცხვინოდ რომ გდიხარ! -უყვიროდნენ გამვლელები და ზოგიც მუჯლუგუნს კრავდა ზურგში, თითქოს კარტოფილის ტომარა ყოფილიყო. მათე არაფერს ამბობდა, ჩუმად იჯდა გახევებული და ხალხზე დაკვირვებას აგრძელებდა ხოლმე. თვალს ვინმეზე თუ გააშტერებდა ესეიგი ის პიროვნება ნამდვილად იწვევდა მასში ინტერესს.

იგივე რამ დაემართა ზუსტად შაბათ საღამოს. ჯერ კიდევ გაირჩეოდა დერეფანში უცნობი ხალხის სახეები, ამიტომ ჩვეულებისაებრ მათე ისევ ხალხს აკვირდებოდა თავისი ლურჯი, გაფართოებული თვალებით. მოულოდნელად იქამდე სანამ თვალებით შეხვდებოდა სხვისებს ჯერ ძალიან ნაცნობი ხმა მოესმა, თითქოს აქამდე სადღაც ქონდა გაგონილი.
"ნიკო არაფერი უთხრა დედას და მამას!" იგივეს გაიძახოდა უცნობი ტელეფონი რომ ქონდა ყურთან მიდებული და თან რატომღაც დაჟინებით თვალს არ აცილებდა მათეს, რომელსაც თავის დაბლა ჩახრა მოესწრო უკვე.

მათემ სხეულზე დაცემული ჩრდილი დაინახა და ეგონა , როდესაც თავს აწევდა იქ ის ბიჭი დახვდებოდა,მაგრამ ძლიერ შეცდა. მის წინ ძველი ნაცნობი ედგა, რომელიც დაწყებითი კლასიდან აბულინგებდა. მათეს სძულდა რევაზი. საერთოდ ყველაფერი ეზიზღებოდა მასში, რადგან ბიჭს ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება ქონდა, მიუხედავად იმისა რომ საზიზღარი ადამიანი იყო და ამას არ იმსახურებდა. მათე ხშირად სვამდა ამ კითხვას : " რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო?" .

-ისევ მათხოვრობ ?-იკითხა რევაზმა და ბიჭის კედელზე ჩაცურებულ სხეულს ფეხი დაარტყა. მათე ტკივილისაგან მოიკუნჭა და დალურჯებული ხელები მუცლის გარშემო მჭიდროდ შემოილაგა. გუშინდელის გამო ნაჭამი ისედაც არაფერი ქონდა. კარგად იცოდა რა მწარე იყო ამ დროს , როდესაც ცარიელ კუჭში რევაზი წიხლებს ურტყავდა.

-მეცოდები! საცოდავი ხარ!- ყვიროდა რევაზი და გულში გაუგებარი მიზეზის გამო დაგროვილ ბოღმას მთლიანად დებდა დარტყმებში, რათა დაცლილიყო ამ საშინელი გრძნობისგან. ხალხი ამ სცენას ისე უვლიდა მხარს, თითქოს მათთვის ორივე ბიჭი გამჭვირვალე ყოფილიყო. მათე საცოდავი თვალებით გამვლელებს დახმარებას სთხოვდა , მაგრამ როგორც ჩანს ისინი უფრო უნამუსოები იყვნენ, ვიდრე გაცეცხლებული რევაზი ამ წამს, რადგან ბიჭის ცემის უფლებას აძლევდნენ უმოქმედობით.

მოულოდნელად გაისმა ვიღაცის მათეს ფეხებთან დაცემის ხმა და როდესაც ბიჭმა აწ უკვე დალურჯებული თვალები გაახილა , დაინახა ის უცნობი, მობილურზე მოლაპარაკე ახალგაზრდა , რომელიც ასე დაჟინებით უყურებდა ცოტა ხნის წინ. უცნობი რევაზს ურტყავდა. მათე ვერ ხვდებოდა რის ან ვის გამო იცავდა იდუმალი გმირი...რადგან არ არსებობს რაიმე მიზანი, რომელსაც წინ მიზეზი არ უდევს და არ არსებობს არცერთი საქმე, რომელიც მოტივის გარეშე დაწყებულა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent