შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი I

19-12-2020, 01:54
ავტორი ტესსა
ნანახია 9 166

ნიკა

***
დღესაც დამათენდა. ბოლო ღერ სიგარეტს მოვუკიდე და აივანზე გავედი. ერთ პოზაში ჯდომისგან წელი გამშეშებოდა, თუმცა სულერთი იყო, მაინც ვერაფერს ვგრძნობდი.ოთახში შებრუნებულს სარკიდან ნამდვილი ნარკომანის თვალები მიმზერდნენ.ფსიქოპათივით გამეცინა... სკოლაში წასვლა დღესაც არ მინდოდა. ერთადერთი რის გამოც მივდიოდი მოსაწევი იყო, რომელიც სასწრაფოდ უნდა მეშოვა. ნორმალურად ძილიც აღარ შემეძლო, თუმცა არც მსურდა. შავი მაისური გადავიცვი და დაბლა ჩავედი. ყველაფერს შმორის სუნი ასდიოდა და რა თქმა უნდა ეს დილაც ჩვეულებრივად ნაგავი იყო. საუზმეზე ლალიმ კვერცხი, ყველი და რძე დამახვედრა. პირი არ დავაკარე, მაგისი ბინძური ფულით ნაშოვნი საჭმელი აბა რა ჩემ ფეხებად მინდოდა? ლალი დედაჩემია. ექვსი წლის წინ დაქვრივდა და ახლა თავს მეძავობით ირჩენს. მამაჩემი არც მახსოვს, რადგან კაცი რომელიც ექვსი წლის წინ მოკვდა, მამაჩემი კი არა, ლალის მესამე ქმარი იყო. მაგარი ლაჩარი კაცი იყო. ყოველ ღამე თავისნაირ არარაობებს ამოყრიდა ხოლმე სახლში და ლალის ისე ექცეოდა, თითქოს მისი ცოლი კი არა, ერთი ქუჩიდან მოთრეული კახპა ყოფილიყო, რომელთანაც ერთი ღამე ერთობი, დილით მისი სახელიც აღარ გახსოვს და მერე ისევ ქუჩაში აგდებ. ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც ითმენდა ამ ყველაფერს, ეს დამპალი სახლი იყო, სადაც ახლა ვცხოვრობთ.
ჭამეო,_მითხრა.
ცოდვის სუნი ასდის,_მეთქი და კარი მოვიჯახუნე. მძულს ეგ ქალი...სკოლაში სერგის დავუწყე ძებნა.

-მარი, სერგი არ გინახავს?
-შენც დილამშვიდობისა პატარავ!

მარი? მარი ჩემი ყოფილია, რომელთანაც უნდა დაიწყო ურთიერთობა, რომ მიხვდე რამდენად სისულელეა ეს ყველაფერი. ვაღიარებ რომ ძალიან სექსუალური, მაგრამ ხანდახან გულისამრევიც კია. აბა ვის რაში ადარდებს შენი გამარჯობა ასეთ დროს?

-მარი, პიკზე ვარ! ახლავე თუ არ მივიღე, შეიძლება უკვე ყეფა დავიწყო, გაიგე? შენი ძმაა თუ ვინცაა, სად არის?
-დეიდაშვილია, მაგარო. გინდა გაგიჩითო?
-რა?
-ჩვენ რო ვიცით.
-აუ, მიდი რა...ბიჭების საპირფარეშოში გაწყობს?
-სანაცვლოდ რას მივიღებ?
-შე პატარა ბო.ზო!
-მოსულა?
-მოსულა.

პირველი გაკვეთილი გავაცდინე, მეორეც, მესამეზე რომ შევედი უკვე მაგრად ვიყავი. მარიც იქვე იჯდა და პატარა ძუკნას ღმილით მიღიმოდა.

-მეგრელიშვილო დაფასთან!
ამის დედაც! ამ ჩასვრილ კაცს ვერასდროს ვიტანდი. მაინცდამაინც ახლა, ასეთ მდგომარეობაში მოუნდა ჩემი გამოძახება? რა უნდა მექნა, ჯიბეებში ხელებჩაწყოფილი ბარბაცით და ღრეჭვით წავედი დაფისკენ.
-შეგიძლია მონელება დაგვიხასიათო? ჯერ ის მითხარი, რა ემართება საკვებს სანამ მონელებამდე მიაღწევს?
-რა თქმა უნდა! მოკლედ, შევდივართ საპირფარეშოში, ვიწევთ შარვალს...
-ნიკა!
-მერე მაგას ვაყოლებთ საცვალს, ვჯდებით უნიტაზზე და...
მთელმა კლასმა სიცილი მორთო. მისტერ ჩასვრილმა მასწავლებელმა მიღრიალა:
-სასწრაფოდ დატოვე კლასი!
-რა მოხდა? მოსაწმენდად ქაღალდის მოტანა დაგჭირდა? საჭირო არაა ჯიგარო, აქ უნდა მქონდეს...
-შე ნარკომანო ნაბი.ჭვარო, მოწყდი აქედან!
კლასიდან კინწისკვრით გამომიპინტრიშა. კარებში მანდატურს შევეჩეხე. გვერდი
უდარდელად ავუარე და კიბეებს ჩავუყევი.
-მოიცა!
შემომძახა. ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე.
-მოდი აქ!
განმეორდა იგივე ხმა.
-აჰა, მოვედი მერე?
თვალებში ჩამხედა. კბილები დავაკრიჭე.
-რა მიიღე?
-მოიცა დავფიქრდე...უი ჰო, რაც შენ, წინაზე...
ერთი გემრიელი მუშტი მითავაზა. მე გიჟივით სიცილი ავტეხე, ეს კი უარესად აღიზიანებდა. უნიფორმა მაგის გასიებულ ღიპზე ვერ ეტეოდა, თავზე არცერთი ღერი თმა არ ჰქონდა, კბილები მოწევისგან საზიზღრად ჩაყვითლებოდა. ამას ჩემი უკვირდა? მაგისი ცოლი რომ ვყოფილიყავი, თავს მოვიკლავდი...

***

სადღაც ჯანდაბაში გამოვფხიზლდი, საღამოს რვა საათი იყო. სახლამდე რომ მივაღწიე კარი ღია დამხვდა. გამიკვირდა, რადგან მაგ დროს ლალი სახლში არასდროს არ იყო. უნდა დამეკიდა, ხო...ისიც უნდა დამეკიდა რომ დედაჩემი ქუჩის ქალი იყო, მე კი ამის გამო ისიც მძულდა, ჩემი თავიც და საერთოდ ყველაფერიც...შემეშინდა, მართლა შემეშინდა კარი ღია რომ დავინახე. ფრთხილად შევედი და რაღაც საშნელი სანახაობისთვის მოვემზადე.ჩემი მოლოდინები ამჯერადაც გამართლდა. დავინახე ვიღაც ოქროსკბილებიანი ჯმუხი, მელოტი ტიპი შარვალს როგორ იკრავდა. იქვე იატაკზე ნახევრად შიშველი ლალი ეგდო, რომელმაც ჩემს დანახვაზე ისტერიული ტირილი მორთო. თავზარი დამეცა! უეცრად, ჩემში არსებულმა მონსტრმა გაიღვიძა. მაგ არაკაცის, მერე კი ჩემი თავის მოკ.ვლა მომინდა, ძალიან მომინდა. თავზე კონტროლი დავკარგე და ღრიალი ავტეხე. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. დედაჩემი ფეხებში ჩამივარდა. მის მაგივრად მე მრცხვენოდა. მთელი ჩემი სხეულით ვგრძნობდი ზიზღს.

-ნიკა, გთხოვ მაპატიე დე, გეხვეწები...
-გაპატიო? რა გაპატიო? ის რომ ბო.ზი ხარ, თუ ის რომ საერთოდ გამაჩინე?

ჩანთიდან იარაღი დავაძრე, რომელსაც სულ თან ვატარებდი.
-და შენ? მოდი, გამისწორდი თუ კაცი ხარ! გესროლო? ჰა, მოგკლა?

აურზაურზე მეზობლები მოქუჩდნენ. რა თქმა უნდა არცერთმა მოისურვა ამ ყველაფერში ჩართვა და საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება, ერჩივნათ სხვისი უბედურებისთვის ემზირათ და მერე სიცოცხლის ბოლომდე ამაზე ეჭორავათ. ჩემი თავი ისე დავკარგე, ვერც ჩევამჩნიე ის არაკაცი როდის გაიპარა. ჩემი შეეშინდა იმ ლაჩარს. არარაობის შეეშინდა?
-თუ თავი მოვიკლა?
იარაღი თავთან მივიშვირე.
-მაინც ხომ არ გაბედნიერებს ჩემი არსებობა, ჰა დ-ე-დ-ა? მრცხვენია შენნაირი დედა რომ მყავს და ასეთი სირცხვილის ტარებას სიკვდილი მირჩევნია. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, გესმით? გაიგეთ? ყველამ გაიგონეთ?
ლალი კიოდა და თავში ხელს იტაცებდა. სასხლეტს თითი გამოვკარი. დაუფიქრებლად გამოვკარი, მაგრამ არ მოვკვდი, ან ვერ მოვკვდი. სიკვდილიც კი არ შემეძლო. არაფერი არ შემეძლო. აბა რა შემიძლია, საერთოდ რისთვის ვცოცხლობ? ჩემი არსებობა საბრალოა! მე არავინ ვარ! ერთი ლაჩარი ნარკომანი, რომელსაც არავინ ჰყავს. რატომ მეცოცხლა? რისთვის მეცოცხლა? მე აუცილებლად უნდა მოვმკვდარიყავი და მოვკვდებოდი კიდეც, თან ძალიან მალე!
ოთახში ჩავიკეტე და ფიქრი დავიწყე. დოზას ხომ არ გადავაცილო? მერე რა? საბრალო სიცოცხლე საბრალო სიკვდილით უნდა დამთავრდეს, ან საერთოდ არ დაიწყოს. რამეს საერთოდ აზრი აქვს, თუ მაინც უნდა დასრულდეს? ამ წყეულ სამყაროში, თუ შენი ადგილი საერთოდ არსადაა, მაშინ რატომღა მოდიხარ? რატომ ცოცხლობ თუ უნდა მოკვდე? რატომ? მაინც არავინ იდარდებს ჩემი სიკვდილის გამო, არა?
ლეპტოპი ავიღე და ჩავწერე:

SEARCH: how to kill the head?

SEE RESULT...

WWW.KILLTHEHEAD9.COM

ხელის კანკალით მივიტანე კურსორი საიტთან, დავაჭირე და დაველოდე. ქვეყანა ავირჩიე. ცოტახანში ხმა გაისმა:
-სიკვდილი გინდა? მაშინ შემოგვიერთდი!
მიკროფონს დავაკლიკე და ვიკითხე:
-რა უნდა გავაკეთო?
-მარტივია, წესებს უნდა მიყვე.
-და რომელ წესებს?
-აქ 9 ეტაპია. ცხრავეს გავლის შემდეგ, შენ მზად იქნები სიკვდილისთვის. გინდა ჩვენი სექტის წევრი გახდე?
-მინდა...

ვთქვი გაუაზრებლად და ანკეტის შევსება დავიწყე.როგორც ჩანს ასეთი კიდევ მრავალი არსებობდა. მალე აღმოვჩნდი სექტაშიც,სადაც ჩემი ჩათვლით სულ 13 მოზარდი იყო დარეგისტრირებული და ყველას ერთი რამ გვსურდა _ სიკვდილი!

''რა საჭიროა ეს ეტაპები, უბრალოდ ვენებს ვერ გადაიჭრით და ასე ვერ დაასრულებთ?''

სწრაფად ავკრიფე ჩათში.

''მთელი სიამოვნება ხომ ამ წესებშია ????''
მიპასუხა ვიღაცამ.
''რისი სიამოვნება?''
ვერ მივხვდი...
''სიკვდილის!''

სიკვდილის სიამოვნება? მე ვიცი სიამოვნება ჭამის, ძილის, სექსის, მაგრამ სიკვილის? იქნებ ბევრ რამეს ვტოვებ? იმედია იქ მოსაწევი ექნებათ...რა სიამოვნება უნდა იყოს სიკვდილში? თუმცა რატომ არა? მე ვცხოვრობ სამყაროში, სადაც არ არსებობს არაფერი კარგი. ყველა ის ემოცია რაც უნდა გაბედნიერებდეს, უკუპროპორციულადაა მომართული ჩემსკენ. მე არ უნდა ვცოცხლობდე, აქ ჩემი ადგილი ნამდვილად არაა...

***

კიდევ ერთი ღერი ჩავაქრე და აბაზანაში შევედი. მუსიკები ჩავრთე. იქვე კუთხეში მივჯექი. მეშინოდა. გათენების მეშინოდა, სიცოცხლისაც მეშინოდა. ვერც იმ ღამეს დავიძინე. მეორე დღეს ოთახიდან არ გავსულვარ. ერთი სული მქონდა ცხრავე ეტაპი რაც შეიძლებოდა მალე გასულიყო. საერთოდ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს? ჯერ ვერაფერს ვხვდებოდი. ჭაობში ვიხრჩობოდი, ისე რომ იქიდან ამოსვლა არც მსურდა. პირიქით, თითქოს უფრო მეტად მსურდა ჩავფალიყავი, უარესი მინდოდა ჩემს თავს მომხდარიყო, ბედნიერების და სიცოცხლის ღირსი არ ვიყავი. მე, ისევე როგორც იმ საუზმეს, ცოდვის სუნი ამდიოდა! ვიფიტებოდი. კუჭი მიხმებოდა. ჩანთაში ქექვა დავიწყე, გამხმარ ფუნთუშას მივაგენი, ეგრევე ყბაში გავიგდე და ხმამაღლა სიცილი დავიწყე. მე რომ მართლა სიკვდილი მინდოდეს, ჭამას დავიწყებდი,_მეთქი? თუმცა, უკვე ისე მქონდა ეს სურვილი გამჯდარი სულში, რომ უკან დახევას აზრი არ ჰქონდა...ჯანდაბა, არც მინდოდა უკან დახევა...ამ სამყაროში მე არაფერი მესაქმებოდა!
მარიმ დამირეკა. შეხვედრა მთხოვა. ჩვენს ადგილას მივედი, ღამის პირველი საათი ხდებოდა. მთელი კლასი იქ დამხვდა. ცხოვრებაში პირველად გაუხარდათ ჩემი დანახვა. მარიმ კოცნა დამიწყო. არ გავაჩერე.
-ჰეეე ძმაო, აქვე ნინის ფართი აქვს, მამამ მიატოვა, დედა იტალიაში გაემგზავრა და ზეიმობს, უნდა მარტოობით დატკბეს.
-ვინ ნინის? _ ვკითხე სერგის.
-ჩემ ნინის, შე.ჩემა. მაგარი იქნება, თან არავინ გამოგვყრის, წამო რა...
-სერგი მაგრად მეძინება...
ვიცრუე.
-კაი რა, წამო, გავერთობით.
-და თუ გართობა არ მინდა?
-მაშინ წამოდი და მოიწყინე!
-არ მომეშვები ხო?
-შენი აზრით?
-ჯანდაბა! მაინც არაფერი დამაკლდება. კარგი ჰო, აბა წავედით.
ყიჟინა დასცხეს. მარი კუდში ამეკიდა.
-მარი იცი რა?
-რა პატარავ?
-არანაირი პატარავ! შეგახსენებ, რომ მე და შენ ექვსი თვის წინ დავშორდით, შენ მერე ათი შენნაირი მყავდა. ეს ურთიერთობები...არაა საჩემო და საერთოდ არაფერია საჩემო, ამიტომ ჩემგან თავი შორს დაიჭირე, რაც შეიძლება შორს...
-შე გამოთაყვანებულო, დილით ეგრე არ ჭიკჭიკებდი ბიჭების ტუალეტში...
-მარიამ მაშინ დაბოლილი ვიყავი.
-მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, მარი!
-იცი რა? შენი დედაც!
ჩამეცინა. რა ირონიულია,_მეთქი გავიფიქრე და იმ არარაობებს გავყევი. ისედაც არ ვაპირებდი იმ საგიჟეთში დიდხანს გაჩერებას. სასმელი, გოგოები მოსაწევი...გოგოები, მოსაწევი, სასმელი...მერე? კარგით, რა! უაზრობაა, არაფერს აქვს აზრი, არც იმ გამხმარი ქადის ჭამას და საერთოდ არც სუნთქვას...არაფერს!

№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვაღიარებ, ჩემი სტილი არაა. თემატიკა, სუი.ციდისკენ მიდრეკილი, ნარკომანი, ირონიული პერსონაჟები ძალიან მაღიზიანებენ, მაგრამ წავიკითხავ. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვი სიუჟეტზე. რა მოხდება ვნახოთ.
წარმატებები გოგონი ❤️
შენიშვნებს მოგწერ :დდ

№2 სტუმარი სტუმარი ბელუ შეროზია

პირველი თავიდან დიდი დასკვნები ვერასდროს გამომაქვს ხოლმე, მაგრამ გეტყვი რომ დასაწყისი ჩემთვის საინტერესოა. იმედია წინ ჩამთრევი თავები გველოდევა...????

№3  offline წევრი ტესსა

სტუმარი ბელუ შეროზია
პირველი თავიდან დიდი დასკვნები ვერასდროს გამომაქვს ხოლმე, მაგრამ გეტყვი რომ დასაწყისი ჩემთვის საინტერესოა. იმედია წინ ჩამთრევი თავები გველოდევა...????

დიახ, ნამდვილად წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება...მადლობა კომენტარისთვის <3333

lullaby
ვაღიარებ, ჩემი სტილი არაა. თემატიკა, სუი.ციდისკენ მიდრეკილი, ნარკომანი, ირონიული პერსონაჟები ძალიან მაღიზიანებენ, მაგრამ წავიკითხავ. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვი სიუჟეტზე. რა მოხდება ვნახოთ.
წარმატებები გოგონი ❤️
შენიშვნებს მოგწერ :დდ

რათქმაუნდა, შენი შენიშვნებიც კი მახარებს მე...დიდი მადლობა <3

№4 სტუმარი სტუმარი თამთა

მთავარია როგორ განვითარდება. ისე ცუდი არაა.
თავებს თუ ცოტას გაზრდი მომავალში კარგი იქნება. ^^
წარმატებები <33

ის მეორე პერსონაჟი მაინტერესებს, ნიკას ნაცვლად რომ დაიწერება თხრობის ზემოთ :დ
ცოტა დიდი თავი კაი იქნებოდა
გელოდებიი

№5  offline წევრი ტესსა

სტუმარი თამთა
მთავარია როგორ განვითარდება. ისე ცუდი არაა.
თავებს თუ ცოტას გაზრდი მომავალში კარგი იქნება. ^^
წარმატებები <33

ის მეორე პერსონაჟი მაინტერესებს, ნიკას ნაცვლად რომ დაიწერება თხრობის ზემოთ :დ
ცოტა დიდი თავი კაი იქნებოდა
გელოდებიი

ძალიან დიდი მადლობა <33 შემდეგი თავიც, თავისი პერსონაჟიანად მალე იქნებაა...

№6 სტუმარი სტუმარი ნინა

How to kill the head ? რანაირად ?????
"როგორ მოვკლათ თავი" გამოდის და არა,"როგორ მოვიკლათ თავი",რისი დაწერაც სავარაუდოდ გინდოდა.
სხვა შენიშვნა არაფერი მაქვს,მაგრამ ,თუ ღმერთი გწამს,ეს ტრანსლეითის ინგლისური მოაშორე.

How to kill myself?-(ანუ როგორ მოვიკლა თავი და არა როგორ მოვკლათ თავი????)

№7  offline წევრი ტესსა

სტუმარი ნინა

უკაცრავად, კონკრეტულად სად ხედავთ გუგლი თრანსლეითის ინგლისურს???
რაც შეეხება საიტის სახელს, მე ასე უფრო მომწონს და თითქოს ასე უფრო ჯდება ყურში...უბრალოდ ასე მგონია, თანაც სახელი ხომ უბრალოდ სახელია რომელიც დიდს არაფერს ნიშნავს მე არ ვანიჭებ მნიშვნელობას და არ დავიწყებდი მის გრამატიკულად შესწორებას, რადგან ზოგადად წერის დროს პირველი იდეა რაც მომდის სახელებთან დაკავშირებით იმას ვწერ ხოლმე.

№8 სტუმარი სტუმარი ნინა

ტესსა

საიტის სახელი რა შუაშია,მე რას გეუბნებით და თქვენ რას მპასუხობთ.
ნიკა რა ფორმითაც გუგლავს ,არის საერთოდ არასწორი ინგლისურად.გუგლტრანლეითის ინგლისური იმიტომაა რომ ელემენტარული წინადადებაა და ელემენტარული შეცდომაა.
ნიკას დაგგლი წინადადება ითარგმენბა როგორც "როგორ მ ო ვ კ ლ ა თ თავი" და "არა,როგორ მ ო ვ ი კ ლ ა თ თავი."
სასაცილოა ეს შეცდომა უბრალოდ,ელემენტარული საკითხი და დიდი შეცდომაა .

№9  offline წევრი ტესსა

ქალბატონო ვიცი ინგლისური...უბრალოდ მინდოდა და დავწერე, ძალიან მარტივია...თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ უბრალოდ გაატაროთ აქ პრობლემას ვერ ვხედავ...და გუგლი თრანსლეითი რა შუაშია? ისეთ სისულელეზე მედავებით უბრალოდ...ნიკა პერსონაჟია და როგორც მოუნდა ისე დაგუგლა...როცა ავტორი ყვება და გრამატიკულ ან სხვა სახის შეცდომას უშვებს მოყოლის დროს ეგ სხვა თემაა, მაგრამ პერსონაჟს შეუძლია ყველაფერი თქვას, ყველანაირი სიტყვა და შეიძლება ეგ თავისივე გამოგონილიც იყოს და ამაზე ვერ მოედავებით ავტორს, ეგ სიტყვებიც ნიკას დასერშილია...და საერთოდ ყველა ნიკას თავი...ეს სამყაროა რომელშიც ცხოვრობს, მისი თვალებით დანახული, მისი გრძნობები, მისი ცოდნა...ხოდა ჩათვალეთ რომ ეგ ინგლისურიც და ეგ სიტყვებიც ისაა რაც ნიკამ იცოდა...აქ სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ ????????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent