შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი II, III


21-12-2020, 00:23
ავტორი ტესსა
ნანახია 567

თავი II

მეგი


***

პირსახოცი შემოვიკარი და დღევანდელი დღისთვის ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.დღეს დიდი დღე იყო. ამ დღეს მთელი ორი კვირა ველოდი. პრეზენტაცია უნდა ჩამეტარებინა ინგლისურში. ეს ჩემი თავის წარმოჩენის დღე უნდა ყოფილიყო...ეს უნდა ყოფილიყო დღე როდესაც მათ არ უნდა დაეცინათ ჩემთვის, ანდაც უარესი, ბოღმით არ აღვსილიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ საუკეთესო მოსწავლე ვარ...ეგ კი არა, ჩემს ცხოვრებაში დაბალი ნიშანი არასდროს მიმიღია და ამით ძალიანაც ვვამაყობდი! აჰ, არა...ვიცრუე, ერთხელ მივიღე მათემატიკაში, მაგრამ ჩემი ბრალი არ ყოფილა. მასწავლებელი საშინლად ვერ მიტანდა, რადგან ერთხელ ვუთხარი; თქვენს ზედას დამპალი კვერცხის სუნი ასდის მეთქი. ვიცი რომ საშინლად ვიუხეშე, უბრალოდ ნამდვილი საზიზღრობა იყო, მე კიდევ პირდაპირი ვარ და ვერც საზიზღრობებს ვიტან. ამის გამო სემესტრული ცხრა გამომაყოლა, მაგრამ წინა წლის და სემესტრის ათიანებმა მიშველეს და იმ წელს კომპიუტერი მაინც ავიღე.
მეც მაგარი ვარ რა, წინა დღეს უნდა ამერჩია ტანსაცმელი, სულ ასე ვიცი...ძლივს შევარჩიე კლასიკური, ღია ცისფერი შარვალი და იგივე ფერის პიჯაკი. შიგნიდან თეთრი უბრალო ზედა ჩავიცვი, თმები გავიშრე, როგორც ყოველთვის კუდათ შევიკარი და სასაუზმოდ კიბეები ჩავირბინე.

-დილამშვიდობისა, მა.
მივესალმე მამას და სამზარეულოში უგემრიელესი სურნელი შევიყნოსე. მამაჩემი შეფ-მზარეულია, ყოველთვის უგემრიელესი საჭმლით მამარაგებს. დედა არასდროს მინახავს რეალურ ცხოვრებაში, რადგან ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. ხო, ერთი ვარ, დედისერთა...უფროსწორად, მამის უფრო. მხოლოდ მე და მამა, მეტი არავინ. მამა ამბობს რომ დედას გაჭრილი ვაშლივით ვგავარ, მასზე ბევრს მიყვება. ზოგჯერ ვიცინით, ზოგჯერ ვტირით. ის ჩემს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ რომ ვთქვა ამის გამო ძალიან დიდ დანაკლისს განვიცდი მეთქი, ვიცრუებ რადგან დედის სითბო არასდროს მიგრძვნია, ოდესმე რომ მაინც მეგრძნო...სულ ოდნავ მაინც რომ მეგრძნო, სულ ცოტა ხანი...ალბათ, მაშინ უფრო მტკივნეული იქნებოდა ამის ატანა...მამა ყოველთვის ამბობდა რომ დედა ანგელოზია, რომელიც ყოველ ღამე როცა ჩამეძინება ჩემს სასთუმალთან იპარება და მლოცავს. იქნებ მართალიცაა, ვინ იცის. ყოველ დილა, როცა ვიღვიძებ ჩუმად ვესალმები. მჯერა რომ ესმის ჩემი, ეს ვიცი. ხანდახან წარმოვიდგენ კიდეც, როგორ ეცინება ჩემს სისულელეებზე, როცა სკოლიდან მოსული განვლილ დღეზე ვუყვები. ალბათ ერთ მშვებიერ დღეს მეც მასავით ანგელოზი გავხდები და იმ დღეს უჩემოდ ამოვა მზე...აი მანამდე, დღევანდელი დღე მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა და ყველაზე მაღალი შედეგები დამედო, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამაშემი ჩემით იამაყებდა.

-ვაა, მეგის გაუმარჯოს, აბა ერთი შემოგხედო, დღეს რა ლამაზი ხარ? უნდა ვიეჭვიანო?
-დღეს სამშაბათია მამა!
-მერე?
-მამააა...
-ვაიმე, როგორ დამავიწყდა...მეგი, მალე ისაუზმე, მალე...ესეც შენი ომლეტი და პიცა.
-აი ეს მესმის! ახლა ნამდვილად მზად ვარ დღევანდელი დღისთვის, მადლობა მამიკო.
-არაფერს, ჩემო პრინცესავ, შეგერგოს. მიდი აბა ჰე, შეუბერე...

როგორც ყოველთვის მამამ მანქანით სკოლამდე მიმაცილა, გადასვლისას სახარჯო ფული მომცა და შუბლზე მაკოცა. ეს იყო ყოველი დილის ცერემონია, რომელიც უკვე ზეპირად ვიცოდი.

-მეგი, სკოლიდან პირდაპირ სახლში მოდიხარ, უცხოებს არ ელაპარაკები, ვიტამინს დროულად იღებ...
-კაი... _ უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები.
-გაკვეთილებზე არ იგვიანებ, ხილს აუცილებლად...
-ხილს აუცილებლად ვჭამ, რომელიც ჩემს ჩანთაშია, _ ჩანთიდან კონტეინერი ამოვიღე და დავანახე, _ ხელების დაბანა არ მავიწყდება. ვიცი, ვიცი მამა და მეც მიყვარხარ.
ვუთხარი და პასუხის გაცემა აღარ დავაცადე, მანქანიდან გადმოვედი. არ ვიცი როგორ ახერხებს და ასეთი საუკეთესო ადამიანი და მამა როგორაა ერთდროულად. რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც პოზიტიურ აზრზე რჩება, რა ცუდადაც არ უნდა წავიდეს საქმე, მას მაინც ყოველთვის სულ აქვს იმედები. არასდროს მაჩვენებს როცა მოწყენილია. თავისუფლად შემიძლია მივანიჭო ლადოს მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამის პირველი ადგილი და ეს ძალიან მაგარია...
ინგლისური პირველი მქონდა. ფეხების კანკალით ავუყევი სართულის კიბეებს, თან ჩემს თავს ვუმეორებდი; მეგი შენ ეს შეგიძლია, შენ ეს შეგიძლია... ჩემი უთავბოლო ნერვიულობის გამო ხუთი წუთით დამიგვიანია, მაგრამ მასწავლებელმა მაინც თბილად მიმიღო, მერე კი საპრეზენტაციო ოთახში გაგვიყვანა სუყველა. ადგილების დაკავებისა და დამსწრეების მოწვევის შემდეგ, ის-ის იყო, უნდა ეკითხა რომელი დაიწყებთო, რომ ხელი ავიწიე:
-ნათია მასწავლებელო...
-დიახ მეგი, ძვირფასო.
-შეიძლება მე დამდოთ პატივი დღევანდელი გაკვეთილის გახსნისა?
-რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება რომ საუკეთესო თემა აარჩიე. ორ წუთს გაძლევ ჩამოსაყალიბებლად.
რაც ამ დღეზე შევიტყე, მას მერე წესიერად აღარ მეძინა, სულ იმაზე ვფიქრობდი როგორ წარმომეჩინა რაც შეიძლება მკაფიოდ ჩემი აზრი. როცა ვღელავ ძალიან ბევრს და ხშირ შემთხვევაში სისულელეებს ვლაპარაკობ. მამას თქმით ეს ჩვევა დედაჩემისგან მერგო. არ მსურდა ახლაც ასე დამმართნოდა. ნათია მასწავლებელმა ორი კვირის წინ გვითხრა რომ ეს პრეზენტაცია დიდ როლს მოახდენდა ჩვენს წლიურ ნიშანზე, ასევე განათლების სამინისტროდან გვესწრებოდნენ სტუმრები, არ მინდოდა შევრცხვენილიყავი. თემა უნდა მორგებულიყო ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებს, როგორიცაა სიყვარული, რწმენა ან სხვა...უნდა გამოგვეხატა ჩენი სრული აზრი ამასთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვენი სულის წარმოჩენის საშუალება, თუ რამდენად მკაფიოდ აღვიქვამთ ამ ყოველივეს. მე კი იმდენად გადართული ვიყავი, რომ სიზმარშიც კი ეს პრეზენტაცია მელანდებოდა. როდესაც კომპიუტერისკენ, ჩემი ფაილის ჩასართავად და პროექტორში საჩვენებლად გავემართე შეძახილების ხმა გავიგონე ''არა რა, ისევ ეს?'', კლასში ჩოჩქოლი ატყდა, მე კი ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და გონება დავძაბე. მალე მთლიანი კედელი განათდა და დიდი ინგლისური ასოებით დაეწერა ''BE FAITHFUL TO LIFE''. მუხლები მიკანკალებდა, პირი მეფიტებოდა. თვალები ერთი წამით დავხუჭე, გონებაში დედას ვუხმე, მერე წარმოვიდგინე რომ ისიც აქ იყო, სადღაც მსმენელთა შორის, ჩემს გვერდით იყო...ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ჩემს მიერ შექმნილი სლაიდების გახსნის შემდეგ მშვიდად საუბარი დავიწყე:
-First of all, i want to say hello all of you, and welcome to my project. today, i decided to talking about HOW TO BE FAITFHUL TO LIFE. i think, that life is the gretest gift, which the lord has given to us. we hust have to apprectiate it, see it, feel it...just say every morning; thanks god, the sun rose once again for me.
(უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მოგესალმოთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პროექტზე. დღეს მე გადავწყვიტე მესაუბრა იმაზე თუ, როგორ ვიყოთ სიცოცხლის ერთგულნი...მე ვფიქრობ რომ სიცოცხლე უდიდესი საჩუქარია, რომელიც უფალმა გვიბოძა. ჩვენ უბრალოდ ეს უნდა დავაფასოთ, დავინახოთ შევიგრძნოთ და ყოველ დილა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ მზე ჩვენთვის კიდევ ერთხელ ამოვიდა...)*
...კიდევ რამდენიმე წუთი ვისაუბრე, იმაზე რომ ზოგი თვლის რომ - ეს პლანეტა თავისთვის არაა განკუთვნილი. ზოგიც უბრალოდ იხდის თავის მოვალეობას და მერე ისე ქრება, თითქოს არც არასდროს უარსებია. ზოგს საერთოდ არ გააჩნია მოვალეობა და სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ აქ ამ სამყაროში მისი ადგილი არაა. ზოგიც მისი არსებობის აზრს გვიან ხვდება, ძალიან გვიან...უაზრო არაფერი არსებობს, ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება, ყველაფერში დევს აზრი და თუნდაც მცირედი...არ გაგიგონიათ, რომ უმიზეზოდ ფოთოლიც კი არ ვარდება ხიდან? ეს უბრალოდ ასეა აწყობილი საათივით და იმის მტკიცება რომ ტყუილად ვცხოვრობთ უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა. ყველაფერი კარგი სიცოცხლეშია და ერთადერთი რითიც მადლობის გადახდა შეგვიძლია ამ საჩუქრისთვის უფლისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სწორად ცხოვრება და ამ შანსის გამოყენებაა, არა კაც კვლით, არა მრუშობით, არა ძალადობითა თუ ტყუილით, არამედ სიყვარულით, სიკეთითა და სითბოთი...სადაც სიყვარულია, იქ ღმერთიცაა, ხოდა ჩვენთან არს ღმერთი!

-მეგი ქათამაძე, შენ დღეს კიდევ ერთხელ დამიმტკიცე და დაუმტკიცე მთელს კლასს, რომ ჩემი შენს მიმართ მომართული სიამაყის შეგრძნება უსაფუძვლო არ არის...იდეალური ხარ ბრავო, არაფერი მეთქმის!

გავიგონე მასწავლებლის სიტყვები როდესაც, როგორც იქნა აპლოდისმენტები მიწყნარდა. ვერ ავღწერ სიხარულს რაც იმ მომენტში ვიგრძენი, ეს მართლაც ყველანაირ შეგრძნებას სჯობდა. რაღაც დადებითი ემოციით დავიმუხტე, რამაც მთელი ჩემი სხეული ერთიანად შეავსო და ნერვიულობაც წამში სადღაც გაქრა. მე ვგრძნობდი სიამაყის შეგრძნებას, მე ჩემი თავით ვვამაყობდი...

***


-მეგ, სკოლის მერე რას შვრები?
მკითხა დასვენებაზე ლიზამ. ლიზა ჩემი საუკეთესო მეგობარია.
-რავი, სახლში მივდივარ.
ვუპასუხე, ფიზიკის წიგნი გადავშალე და ხილის კონტეინერს გახსნა დავუწყე.
-ეეე, კარგი რააა, ჩემთვის დრო არასოდეს გაქვს...
-ხოდა, ჩემთან წამოდი, ხვალ რუსულში შემაჯამებელი გვაქვს და ერთად მოვემზადებით.
-რა თქმა უნდა, სხვას რას ველოდი? რავი კაი, ვკითხავ აბა დეიდაჩემს.
-კაი.
-ისე, მომეწონა პრეზენტაცია...
გამიღიმა ლიზამ და ჩანთაში რაღაცას დაუწყო ქექვა. ის დღეც ჩვეულებრივი იყო. სკოლის მერე მე და ლიზა ჩემთან ერთად წავედით. კარებში შესულებს ლადო ნამცხვრებით ხელში შემოგვეგება, ვიცოდი რომ დღე კარგად ჩაივლიდა და წინასწარ მოვემზადეო. ყოველ ჯერზე შეიძლება გაოცებდეს ის ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე კარგად იცნობ? ლიზამ ტკბილეულობა დაიტაცა და მამას მადლობა გადაუხადა. იმ საღამოს გულიანად ჩავუსხედით სამეცადინოს, ბოლოს კი ლიზა სახლამდე მივაცილეთ. სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი, მუსიკებს ბოლომდე ავუწიე და ცხელი აბაზანის ქაფში მოვკალათდი.


***

ძალიან ადრე გამეღვიძა. სუფთა ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე. ჩვენი სახლი ავლაბარში, რაზიკაშვილის ქუჩაზე დგას. სახლი პატარაა, თუმცა უზარმაზარი ეზო აქვს აუზით. მე ძალიან მიყვარს ყვავილები, ისინი დედამიწის მახარობლები არიან. მათ რომ ვუყურებ, სულში სიმშვიდე ისადგურებს, სურნელს რომ შევიგრძნობ კარგ ხასიათზე ვდგები, ამის გამო მე და ლადომ გადავწვიტეთ ეზოს უფრო დიდი ადგილი დაეკავებინა, თორემ აბა დიდი სახლი ჩვენ ორს რათ გვინდოდა. ყოველთვის ასე იყო, მე და ლადო, ლადო და მე...ერთად იდეალურად ვცხოვრობდით, არ ვიყავით ერთმანეთისათვის შემაწუხებლები, ალბათ საუკეთესო მამა-შვილიც კი ვიყავით, რადგან უთანხმოება არასდროს მოგვსვლია. ეს დილა თითქოს სხვა დანარჩენი დილებისგან რაღაცით გამორჩეული მეჩვენა. შემცივდა, სამზარეულოში შევედი და მაცივარში ქექვა დავიწყე. ანანასის წვენს ჭიქაში რომ ვისხავდი, ლადოც შემოვიდა.
-რა ადრე ამდგარხარ...
გაუკვირდა და ერთი გემრიელად დაამთქნარა.
-რავი გამეღვიძა.
მხრები ავიჩეჩე და წვენი მოვსვი.
-ხომ კარგად ხარ? აბა შემომხედე.
-გადასარევად.
-მეგი.
-გისმენ.
-დიდი ხანია შენთან რაღაც მნიშვნელოვანზე მსურს საუბარი.
დავიძაბე, თუმცა არ შევიმჩნიე. წვენი კინაღამ გადამცდა.
-გისმენ, მამა.
ნეტავ დაბნეულობა თუ შემატყო...
-მოდი დავსხდეთ.
-რა ხდება?
-ნუ ჩქარობ, მოდი.
-აბა?
-მოკლედ, შვილო...ეს თემა მე და შენ არასდროს განგვიხილავს, მაგრამ უკვე დიდი გოგო ხარ. ვიცოდი რომ ეს დღეც დადგებოდა ოდესმე...შენ ხომ კარგად იცი, ჩვიდმეტი წელია მარტოობას ვუმკლავდები. ჩვიდმეტი წელია დედაშენის ნაირი ქალი მეორე არ შემხვედრია...
ქალი? აი თურმე რა ხდებოდა...რა სულელი ვარ, ამას ჩემით როგორ ვერ მივხვდი? საბრალო მამა, როგორ შემეცოდა...
-მეგ, მინდა გითხრა, რომ ამჟამად ჩემს ცხოვრებაში არსებობს ერთი ქალბატონი, მაგრამ არვიცი...შენ...ეს ყველაფერი, როგორ უნდა აგიხსნა, ხომ ხვდები...
-ღმერთო, მამიკო ბოდიშს გიხდი.
-ბოდიშს? რისთვის?
გადავეხვიე.
-იმისთვის რომ ეს აქამდე უნდა შემემჩნია.
-ანუ არ მიბრაზდები?
გაოცებულმა შემომხედა.
-რას ამბობ?
ისე ღელავდა, როგორც მე ჩემი პრეზენტაციისას, სიტყვებს ერთმანეთში ურებდა, ვიცოდი რომ ეს მისთვის ძალზე ძნელი სიტუაცია იყო.
-მამა, შენ ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ამ პლანეტაზე და ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას.
-ხო მაგრამ...
-რაღა მაგრამ?
მე ხომ არც ერთი წამით მიუარია, ან ცუდი რეაქცია მქონია, რაღაში იყო პრობლემა?
-ეგ ქალი, არც კი ვიცი როგორ უნდა გითხრა...
-ყველაფერი რიგზეა, შეგიძლია მითხრა.
-ქალი რომელიც ჩემთანაა, ლიზას დეიდაა!
-რაა?
არ ვიცი რა მომივიდა, თითქოს გული დამწყდა. უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა ვერ ვიგებდი. ისეთი ეგოისტი ვერ ვიქნებოდი რომ მწყენოდა, თუმცა სიხარულზე მეტად გულში წყენას ვგრძნობდი. მე და ლიზა დაბადებიდან ერთად ვიყავით. დედამ მიატოვა და სხვა კაცს გაყვა, მამამისსაც არ აინტერესებს. სამი წლიდან ზრდის მერი დეიდა და ვინ იცის რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი...მე ხომ მამას არაფერს ვუმალავდი, მან კი დამიმალა. ასე თქვა დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე საუბარიო...თანაც, ახლა ლიზასთვის თვალებში როგორღა ჩამეხედა? იქნებ არაფრის აზრზე არ იყო? გამოვიდოდა რომ ან ეს საიდუმლო მე უნდა გამემხილა და ან საუკეთესო მეგობარი მომეტყურბინა, მე კიდევ არც ერთი მინდოდა. მეორეს მხრივ, ლიზა ხომ ისედაც ჩემი და იყო და რა მაგარი იქნებოდა თუ მართლა დავნათესავდებოდით და უფრო მაგარი თუ ერთად ვიცხოვრებდით. ვაიმე, სულ ავირიე...რა უნდა მეთქვა?

-მამა, არ ვიცი, ავირიე...რამდენი ხანია?
-თითქმის ერთი წელი.
-როდის აპირებდი თქმას?
-მეშინოდა რომ ცუდი რეაქცია გექნებოდა, მეგი.
-კარგი და იმან იცის?
-ლიზიმ?
თავი დავუქნიე.
-მე და მერიმ მოვილაპარაკეთ რომ ერთროულად გაიგებდით. სავარაუდოდ, მანაც ახლა შეიტყო. უნდა გიხაროდეს, შვილო.
-არ ვიცი, დრო მჭირდება...
ვუთხარი და ოთახში ავედი გასამზადებლად. იმ დღეს ლიზა სკოლაში არ მოსულა და არც ჩემს ზარებს პასუხობდა. საღამოს ნინიმ დამირეკა, ერთად დავდივართ მათემატიკაზე. თავისთან დამპატიჟა. არ მიყვარს ასეთი რაღაცეები, მაგრამ ლიზა ნინის ნათესავია. ვიფიქრე იქ შევძლებდი მის ნახვას და დალაპარაკებას, ამიტომ დავთანხმდი და ლადოსთან ნებართვის ასაღებად წავედი.




თავი III


ნიკა


***

ამის დედაც! აქ რა ჯანდაბამ მომიყვანა? ყველა თავის სტიქიაში იყო. ბოთლ ლუდს ხელი დავავლე და ცალკე სავარძელში მოვკალათდი. ჰაჰ, მოვკალათდი? ბოლოს ეს სიტყვა როდის ვთქვი? ბოლოს ასე როდის ვისიამოვნე? ბოლოს რამე ჩემი თავისთვის როდის გავაკეთე? ვფიქრობდი, ნეტავ სხვისთვის ვკვდები, თუ ჩემთვის? ეგოისტი ვარ თუ მაზოხისტი? იქნებ სამყარო კი არა, თვითონ მე ვარ გამოუსადეგარი დამპალი? ღმერთის და ასეთი რაღაცეების რომ მჯეროდეს, ვიფიქრებდი რომ ჩემნაირი სატანა აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ნეტავ მე სადღა ჯანდაბაში წავიდოდი? ოხ, ახლა სანამ ის საზიზღარი ცხრა ეტაპი არ გავიდოდა ამგვარ იდიოტობებზე უნდა მეფიქრა? ან საერთოდ, ვის რა ჩემ ფეხებად უნდოდა ეგ ეტაპები. თუ მომინდება, ახლავე ავიღებ დანას და...

-უკაცრავად, ლიზა ხომ არ გინახავთ?
ვირაც გოგო საბრალო თვალებით შემომყურებდა. საერთოდ რატომ მოვიდა ჩემთან? მშვენივრად ვაწყობდი გეგმებს. ბოლოს ასეთი ზრდილობიანი გოგო ვნახე...არა, არ მახსენდება, არასდროს მინახავს. ერთი საწყალი ვინმე იყო, გამეცინა.
-ლიზა, მარი, ანი...მე რა ვიცი, ხუთასნი არიან!
-ბატონო?
-არ ვიცი ლიზა ვინ არის მეთქი.
-ლიზა ჩემი...
-აუ ჩემი, გკითხე ვინაა თქო? რაში მაინტერესებს, წადი რა, გაიარე...
ლუდი მოვსვი. მე მეგონა, ბოთლს რომ ჩამოვწევდი ვეღარავის დავინახავდი. შევცდი.
-ვინ გაწყენინა ასე ძალიან? შემიძლია დაგეხმარო, მე მეგი ვარ.
ეს გოგოები...წამოვდექი და მივუახლოვდი, კოცნა ვცადე, თუმცა საპასუხოდ სილა მივიღე. სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებდი გოგონა გამქრალიყო. მემგონი ასეთი გაკვირვებული მაშინაც არ ვყოფილვარ დედაჩემს რომ ვიღაც არაკაცთან შევუსწარი. სახტად დავრჩი.ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.
-ძმაო, მოწევ?
მკითხა სერგიმ.
-ხო.
-რა გჭირს?
-წეღან აქ რო გოგო იყო ვინ არის?
-ნიკა, აბა მიმოიხედე აქ რამდენი გოგოა...
-კაი ხო, დაიკიდე.

***


მაგრად დავთვერი. ნინიმ ფოტოს გადაღება მთხოვა, ახლავე - მეთქი და ჯიბეში ხელი ჩავიყავი. ტელეფონი იქ არ იყო. ეგღა მეკლდა. ძებნა დავუწყე. ვერ მივაგენი. ერთი მაგისიც - მეთქი, რად მინდოდა საერთოდ ტელეფონი? თვალებს ძლივს ვახელდი, სამად ვხედავდი. ნინიმ საპირფარეშოში არ გინახავს, იქნებ სადმე ამოგივარდაო. კარგად აღარც მახსოვს, იქამდე მისულმა მგონი ვარწყიე და მერე უნიტაზზე დამეძინა, თუ პირიქით. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა.რომ გამოვფხიზლდი პირი დავიბანე და სახელურს ხელს ვკიდებდი გამოსასვლელად რომ ისევ იგივე ხმა გავიგე:
-ლიზა, ვიცი რომ მანდ ხარ გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ!
მშვენიერია. ეგ მეგი იმ ლიზას ეძებდა, მე კიდე ტელეფონს რომელიც საერთოდ არაფერში მჭირდებოდა, კარზე კაკუნი არ წყდებოდა. ვინ იყო ეს გოგო? მაგარია, იქნებ შემომვარდნოდი კიდეც? - გავიფიქრე...მდიდარ გათამამებულ მამიკოს პრინცესას მაგონებდა. ალბათ, ბიჭებს ყოველ დღე სცემს. ახტაჯანა! დავაპირე კარის გაღება და პასუხის მოთხოვა, თუმცა გადავიფიქრე და უბრალოდ ჩავახველე.
-დაო, მეც ახლა გავიგე, დამიჯერე. ხომ იცი მამა კარგი კაცია.
რას ბოდავს?
მერე უეცრად ესემესის ზარის ხმა გაისმა კარს უკან. ვიღაცამ გახსნა და ჯანდაბა, ჩემნაირი ზარი იყო. მერე ავტომოპასუხის ხმა გავიგონე. იგივე ხმა იყო, რომელიც საიტზე წესებს მიხსნიდა, ბოხი, საშიში. ტანში დამცრა.
-მოგესალმებით KILLTHEHEAD9-ში, ეს პირველი ეტაპია. მზად ხართ დავალებისთვის?
აი თურმე სად ყოფილა ჩემი ტელეფონი...ეგ თავქარიანი ქურდბაცაცა! სახელური ჩამოვწიე, მაგრამ არ გაიღო. რა ხდება? კარებზე მუშტების რტყმა დავიწყე.
-მეგი, მეგი...
ჯანდაბა!
-თანახმა ვარ.
უპასუხა ავტომოპასუხს. რას აკეთებდა ეგ გოგო?
-მეგი არა, გამორთე ტელეფონი!
ვღრიალებდი ბოლო ხმაზე.
-ბრწყინვალეა! პირველი ეტაპი ადვილია. თქვენ უნდა შეიცნოთ სიკვდილის სიამოვნება. ამისათვის უნდა დაიტანჯოთ და ეს ტანჯვა არ უნდა ჰგავდეს უბრალოდ ტკივილს!
-მეგი, გათიშე ეგ დედააფეთქებული ტელეფონი!
კარს კიდევ ერთხელ მივარტყი ძლიერად მუშტი. როგორც იქნა გაიღო. მეგის ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, მთლიანად კანკალებდა. არ ვიცი იმ წყეულ ტუალეტში რამდენი ხანი გავატარე, ყველა წასულიყო. მხოლოდ ნინის და სერგის ეძინათ ერთად დივანზე, და კიდევ ერთ ტიპს იქვე იატაკზე.
-მეგი...
-რა? ეს რაღაა?
-წადი!
-რა?
-შენი საქმე არაა მეგი, წადი!
თვალებში შემომყურებდა, ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა. არც მისი გარტყმული ხელი არ მტკიოდა ისე, როგორც ამ თვალების ყურება. ამ საბრალოს ჩემს ტრაგედიაში ვერ ჩავრევდი, დაიღუპებოდა. ნუთუ საერთოდ გამაჩნდა გრძნობები?
-დედის სულს გეფიცები, სანამ არ მეტყვი რა ხდება, აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
მისმა ამ სიჯიუტემ გამაცოფა! მომინდა მეგინებინა და იქიდან თმის თრევით გამეგდო, თუმცა გამიკვირდა ასე ძალიან რატომ დავაინტერესე. გამიკვირდა მისი ხმის ტონი, მისი დაჟინებული მზერა, მისი აკანკალებული ხელები...გამიკვირდა რომ ახლა ჩემს წინ იდგა და პასუხებს ისე მთხოვდა, თითქოს ამაზე მთელი მისი ცხოვრება ყოფილიყო დამოკიდებული. გამიკვირდა, რომ ჩემი არსებობა პირველად შენიშნეს, თუმცა ეს არ მომწონდა. მე მალე ისედაც აღარ ვიარსებებდი. მთავარი ეს იყო, სხვა არაფერი.



№1 სტუმარი სტუმარი თამთა

დროებში ირევი ხანდახან და ყურადღება მიაქციე მაგას.
სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, დედის სული ვიღაც იდიოტის გამო რატომ დაიფიცა და მომხდარის შემდეგ ასე უცბად რატო გადაწყვიტა, რომ დიდი ხნის მეგობარივით მოესმინა ნიკასთვის. ანუ ტიპს არც იცნობს და ავდებულებს ყველაფერი მომიყევიო.
ნუ, ვნახოთ რა იქნება მომავალში...

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი თამთა
დროებში ირევი ხანდახან და ყურადღება მიაქციე მაგას.
სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, დედის სული ვიღაც იდიოტის გამო რატომ დაიფიცა და მომხდარის შემდეგ ასე უცბად რატო გადაწყვიტა, რომ დიდი ხნის მეგობარივით მოესმინა ნიკასთვის. ანუ ტიპს არც იცნობს და ავდებულებს ყველაფერი მომიყევიო.
ნუ, ვნახოთ რა იქნება მომავალში...

შენიშვნას გავითვალისწინებ...რაც შეეხება მეგის, ეგ ნიკას თვალიდან დანახული ამბავი იყო, დაველოდოთ მეგის და გავიგებთ ის როგორ უყურებს ამ ყველაფერს სინამდვილეში და რა იყო მისი საქციელის მიზეზი რეალურად. მადლობააა <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent