შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი IV, V,


23-12-2020, 22:30
ავტორი ტესსა
ნანახია 494

თავი IV


მეგი




***
არ იყო საჩემო ასეთი საღამოები. ასე გვიან მამას სახლიდან გაშვება პირველად ვთხოვე და ჩემდა გასაკვირად გაუხარდა კიდეც. მისი აზრით კომუნიკაციას ადამიანებში ვერასოდეს შევძლებდი და დღევანდელ თინეიჯერებს საერთოდ არ ვგავდი...სინამდვილეში შესაძლოა ასეც იყო, მე ხომ ყველაფერს ჩემებურად, სულ სხვა თვალით ვუყურებდი...ლიზა ყოველთვის თვლიდა რომ ერთი დიდი ვარდისფერი სათვალე მიკეთია ამის გამო კი ყველაფერი მარტივდება, ასე არ არის...უბრალოდ ჩემი პატარა საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ რეალურად ვცდილობ ყველაფერში კარგი მხარე დავინახო და ეს ყველას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს. არ განსაჯო სხვა, რატომ? მაინც და მაინც რატომ უყურებ ადამიანში მის ცუდ თვისებებს და ითვლი მათ, როდესაც ამდენი კარგი არსებობს? იდეალური ხომ არავინაა, არც შენ...და რაც შეეხება ვარდისფერ სათვალეს, მე ვისწავლე პრობლემებთან გამკლავება მარტომ და ეს ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, როცა ერთ დილას იღვიძებ და ხვდები რომ შენ ეს შეგიძლია, ამის გადალახვა შეგიძლია და რომ ვერ გაგტეხეს, ვერ დაგამარცხეს და შენ ყველაფრისდამიუხედავად მაინც ფეხზე დგახარ...არაფერია გადაულახავი! ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რომლის გადატანის ძალაც არ შეგვწევს. რაც უფრო დიდია განსაცდელი, ნელ-ნელა ჩვენც აღმოვაჩენთ რომ მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ. განა ასე არარის? ბევრს ჰგონია რომ თავს ვიკატუნებ, ზოგიც უგრძნობს და უემოციოს მეძახის, სინამდვილეში კი არავინ მიცნობს...არც ეს მადარდებს. ამაშინ იქნება რამე კარგი თან აუცილებლად იქნება...შეიძლება არ ვიცი რა, მაგრამ გავიგო მალე, ვინ იცის...
მაინც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს საქციელში და სახლიდან გასვლისას კიდევ ერთხელ გადავურეკე ლიზას, ვიფიქრე რომ მიპასუხოს წასვლა აღარ დამჭირდება მეთქი. არ მიპასუხა, რა თქმა უნდა...ჩვეულებრივ ასეთ საღამოებზე რას იცვამენ? თუ ჩემი ჩაცმულობა სხვისთვის სულერთია? სარკეში ჩავიხედე, სქელი ლურჯი ჯემპრი და ჯინსის შარვალი მეცვა, თავი ბენდენით მქონდა წაკრული. გამეცინა ''მეგი წვეულებაზე წასვლას ასე აპირებ?'' ვკითხე ჩემ თავს. ჰო აბა რა, მე და წვეულებები...თანაც რის წვეულება? ვინ იცის ნინის უხაროდა მარტო დარჩენა და ამას აღნიშნავდა თუ უბედურების ზეიმი ჰქონდა...ლადოს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა გამოყოფილი, სადაც დედას ნივთებს ინახავდა. ჩემს გარდირობში რომ ვერაფერი შესაფერისი ვიპოვე, იმ ოთახისკენ გავწიე მაგრამ დაკეტილი დამხვდა. ლადოს გასაღები ვთხოვე. ალბათ მესამედ შევდიოდი აქ რაც ამ სახლში გადმოვედით. ოთახში შესულს უცნაური შეგრძნება დამეუფლა. დედა...თითქოს მისი აურა ვიგრძენი. თითქოს მისი თმის სურნელიც კი შევისუნთქე...არა ეს მართლა მისი სურნელი იყო, რაღაც უცხო, რაღაც დედობრივი. გამოხსნილ გარდერობს ძალიან დიდხანს შევყურებდი. ჩემს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა, ერთმანეთზე ლამაზი, ფერად-ფერადი კაბები მიმზერდნენ და მემუდარებოდნენ ჩამიცვიო. რომელი ამერჩია? ოთხი კაბა გადმოვიღე. ერთი ზედმეტად გრძელი იყო ჩემთვის, ერთი საზაფხულო იყო, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და გული დამწყდა რომ ჯერ ამ კაბის ჩაცმის დრო არ იყო. კაბა ზედმეტად სადა იყო, თითქოს ზუსტად საჩემო და წარმოვიდგინე დედა ამ კაბაში...დასანანი იყო რომ მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო. ვინ იცის იქნებ სადმე ამ ნივთებში ალბომიც კი მეპოვნა სხვა დროს...ახლა რამე უნდა ამომერჩია და ლიზა მეპოვნა სასწრაფოდ. ბოლოს ერთ მოკლე წითელ კაბას მოვავლე თვალი. ერთი შეხედვით მომნუსხა და სასწრაფოდ გასინჯვა მომინდა. როგორც კი ჩავიცვი ისეთი ლამაზი იყო გახდა აღარ მომინდა. თმები კოსად ავიკეცე და ფეხსაცმელები ჩავიცვი. გასვლისას ლადომ დამიძახა:
-მეგ...
კარებთან გავჩერდი, მივბრუნდი და დავენახე.
-ისე აპირებდი წასვლას რომ არ მენახებოდი?
შემომჩივლა და სანამ ჩემზე წყენას მოასწრებდა შუქი აანთო და თითქოს გაშრა ადგილზე. ერთხანს უხმოდ მიყურა, სახე მთლად წაეშალა და ზუსტად ეს არ მინდოდა, ზუსტად ამისი მეშინოდა და მაგიტომ მივიპარებოდი ასე.
-მამა...
-მეგი, შენ...
დააპირა ეთქვა რომ დედას ძალიან ვგავარ.
-ვიცი...
-თუ მოგწონს, შეგიძლია მისი სხვა ტანსაცმელიც გამოიყენო, ეგენი ხო ისედაც შენებია.
-კარგი მა.
მივუახლოვდი და ჩავეხუტე.
-არ ინერვიულო, მალე დავბრუნდები.
-როგორ შეიძლება კაცმა შენნაირ წყნარ არსებაზე ინერვიულოს?

***



ნინის სახლი ჩემი ქუჩის თავში იდგა, მანქანა არც დამჭირვებია. ყინავდა. არ ვიცი, ალბათ ღამის ორი საათი ხდებოდა ნინის ზარი რომ მივეცი. კარი რომ გამიღო უკვე კარგად იყო გალეშილი და ნარწყევის სუნი ასდიოდა. როგორღაც ახლა ამის შესახებ არაფერი არუნდა მეთქვა, ვინაიდან და რადგანაც ჩემს გაძლიერებულ ყნოსვის უნარს, ყოველთვის ცუდი შედეგები მოსდევდა.
-მეგიიიიი.
კარში იკეცებოდა, სახლიდან საშინელი ხმაური და მუსიკების ხმა გამოდიოდა.
-ნინ, ლიზა აქაა?
-კი, მოდი.
გამიხარდა. სახლში შევედი.'' რას ვაკეთებ?''-ვეკითხებოდი ჩემს თავს. სახლში ზედმეტად ჩახუთულობა იყო და ეგრევე დამცხა, არადა გაყინული ვიყავი. ძალიან ბევრნი იყვნენ, მე კი თითქმის არავის ვიცნობდი. ლიზა არსად ჩანდა, ტელეფონს ისევ დავხედე. არც ერთი ზარი ან შემოსული შეტყობინება? ეს ლიზას საერთოდ არ ჰგავდა, რა ხდებოდა? მივიყუჟე იმის მოლოდინში რომ მალე ლიზა ლუდის ჭიქით ხელში ცეკვა-ცეკვით გამოივლიდა. უცებ იქვე მეორე კუთხეში სავარძელში ერთ სიმპათიურ ახალგაზრდას მოვკარი თვალი, გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი. არ ვიცი რატომ. ალბათ უფრო იმიტომ რომ ისიც ჩემსავით მარტო და ეული იყო, თითქოს აქ ყოფნა საერთოდ არ სურდა. ჩაფიქრებული იჯდა, არც მოუხედავს. ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა რომ მხოლოდ აქ კი არა საერთოდ არსად არ სურდა ყოფნა. არ ვიცოდი რა მეთქვა და ლიზა მოვიმიზეზე. თან ვიფიქრე იქნებ მან იცოდეს სად არის მეთქი. შენც არ მომიკვდე, ანგელოზის სახიანი ეშაკი აღმოჩნდა. როცა პირველად ამოიღო ხმა და მივხვდი ვინც იყო და რაც იყო მაგ წუთიდანვე მომინდა სილის გაწნა. ჯერ ასე არავის აღუძრავს ჩემში ასეთი ინტერესი. და როცა როგორც იქნა ვინმე უცხოსთან კომუნიკაცია ვცადე მან რა გააკეთა? ჩემი კოცნა სცადა? ნეტავ ყველა ბიჭი მისნაირი დეგენერატი და უნამუსო თუ იყო? მე ხომ უბრალოდ კითხვა დავუსვი? მე ხომ უბრალოდ ვკითხე რა სჭირდა? მე ხომ უბრალოდ პირველად გავეცანი ვინმეს და თანაც ვინმე ბიჭს...მერე ლადოს გაუკვირდება რომ კომუნიკაციას ვერავისთან ვამყარებ...შემებრალა. ეგონა მეც სხვა გოგონებივით ერთი მომხიბვლელი მზერით ლოგინში შემიტყუებდა? ამაზრზენი...რა თქმა უნდა, რაც მინდოდა გავაკეთე და ერთი გემრიელი სილა ვუთავაზე. ახლა რომ ვფიქრობ ამაზე მეთვითონაც მიკვირს ეს როგორ გავბედე, თუმცა იმ მომენტში ისე ვიყავი მასზე გაბრაზებული, გაბრაზებული ვიღაც უცნობზე, თითქოს იყო რაღაც მასში, არვიცი რა...იდუმალი იყო, თითქოს რაღაც საიდუმლოს ინახავდა, მე კი მისი ამოხსნა იმ წამიდან მომინდა როცა მისი თვალები ჩემსას შეხვდა პირველად. ერთდროულად თან მიზიდავდა და თან უზომოდ გაცეცხლებული ვიყავი, ისეთი როგორც არასდროს. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. გამოვერიდე, მაგრამ ხშირ-ხშირად მაინც ვაპარებდი ხოლმე თვალს. ერთი არ შემოუხედავს. ზუსტად ვიცი რომ იცოდა რომ ვუყურებდი, თუმცა თავი არ შეუწუხებია არც ერთხელ...ეს რა გაუგონარი თავხედობაა? თავი ვინ ჰგონია? ''ან შენ რაღამ აგაცანცარა გოგო?'' - ვეუბნებოდი ჩემს თავს...ისევ გავხედე. იჯდა თავისთვის და წრუპავდა იმ ლუდს. ის იყო ჩუმი, წყნარი. მისი სიჩუმე ყველაზე მეტად ხმაურობდა, ეგ კი არა ოთახში არსებულ მუსიკების ხმასაც კი ფარავდა. სული ეწვოდა, იგუდებოდა. მე ამას ვგრძნობდი. არა, ახლა უკვე შემებრალა უცნობი... ლიზას პოვნის იმედს არაფრით ვკარგავდი. ძალიან მანერვიულებდა უკვე ეს ყველაფერი. ისევ გავიხედე ოთახის კუთხისკენ, მაგრამ უცნობი ვეღარ შევამჩნიე. რა მოხდა? რა გამომეპარა? ასე უეცრად სად გაქრა? ნუთუ წავიდა? თითქოს გულიც კი დამწყდა. ჰაერზე გავედი. სინამდვილეში იმ იმედით რომ მას ვნახავდი. არ ვიცი ასე ძალიან რატომ ჩავაცივდი. თავს იმითღა ვიმართლებდი რომ თავის საზიზღარ საქციელზე პასუხს აუცილებლად მოვთხოვდი, მაგრამ მე ხომ ეს უკვე გავაკეთე როცა სილა გავაწანი არა? აბა მისგან რაღა მინდოდა? ვიღაც უცნობ თავხეთ ბიჭთან მე რა მესაქმებოდა? კიბეებზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე. ვცდილობდი ის უცნობი თავიდან სრულიად ამომეგდო. წამით დამაინტერესა, ნეტავ ახლა როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. ნეტავ ლიზას რას ვეტყოდი პირველს...მისი დაკარგვის ხომ ასე მეშინოდა. მისი გაქრობის ამბავი სხვას არაფერს მიქადდა ცუდის გარდა, რადგან ასეთი საქციელი ჩემს მეგობარს საერთოდ არ სჩვეოდა. ეს ნიშნავდა რომ მამას და მერიკოს ამბავი ცუდად მიიღო. და თუ ასეა რა მოხდებოდა მათი ქორწილის შემდეგ? აქამდე უბრალოდ მამასთან ერთად წყნარად ვცხოვრობდი და არაფერი გასაოცარი არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა კი ერთ დღეში იმდენი კარგი და ცუდი რაღაც მომაწყდა რომ ემოციები ერთმანეთში მერეოდა და უკვე აღარც კი ვიცოდი რა უნდა მეგრძნო. პირველად დამტოვა მარტო ამდენი ხნით საუკეთესო მეგობარმა. ნეტავ რამე ცუდი ხომ არ მოხდა? ან თუ აქ, წვეულებაზე იყო მე რატომ ვერ ვიპოვე? ვეცადე ცუდზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა სახლში რომ შემოვბრუნდი, ბავშვები იშლებოდნენ უკვე. კარგი იყო, რადგან ეს ხალხმრავლობა არ მსიამოვნებდა. ლიქიორის ჭიქას ხელი დავავლე და რამდენიმე ჭიქა დაუფიქრებლად გადავკარი, არადა ვიცოდი ალკოჰოლი ასეთ დროს როგორი საშინელი იდეა იყო.

-მეგიიიი, მოდი ვიცეკვოთ.
მოვიდა ჩემთან ნინი. არ მესმის ამდენი ხნის მერეც ფეხზე რანაირად იდგა. მუსიკას აუწია და ელვის სისწრაფით ჩამაფრინდა. თავბრუს ხვევა ვიგრძენი.
-ნინი, არა, მადლობა მაგრამ არ ვცეკვავ.
-რანაირი ხარ აუ, მოდი რა...
-ნინ, მემგონი აჯობებს უკვე მეც წავიდე და შენც გამოიძინო, თანაც ლიზა აქ არ არის, რატომ მომატყუე?
ზუსტად მაგ დროს ნინი ჩემკენ მთელი ძალით გადმოიხარა, ჭიქა ხელიდან გამაგდებინა. ერთი შევკივლე. ერთ წამს მეგონა გონი დაკარგა, მაგრამ მერე გიჟივით გადაიხარხარა და ეცადა წელში გასწორებულიყო. ბოდიშების მოხდით ძირს დავიხარე ნამსხვრევების ასაკრეფად, რომ სავარძლის ქვეშ იატაკზე ტელეფონი დავინახე, ნეტავ ვისია მეთქი და ხელი დავავლე. ნინი სიცილს განაგრძნობდა.
-გოგო შენ რა ღადაობ თუ დებილი ხარ? სერგია აქ და რა დამაძინებს?
-აბა მე რავიცი. ეს ტელეფონი ხომ არ იცი ვიღასია? და ლიზა? აუ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მადლობა რომ დამპატიჟე მე წავალ...
-არა არა, აქ არის, ახლახანს შევიდა ტუალეტში.

ვითომ? დავვეჭვდი კიდეც უკვე, თავიდანაც ასე იძახდა, საერთოდ იცოდა ვისზე ვეკითხებოდი? ისეთი გალეშილი იყო ნათესავის კიარა თავისი სახელიც აღარ ახსოვდა მგონი, იმ სერგის გარდა. ან იქ რა მინდოდა? ნამსხვრევები ნაგავში ჩავყარე და საპირფარეშოსკენ წავედი. რაც არი არი, აქაც შევამოწმებ და მერე წავალ-მეთქი. კარზე მივაკაკუნე და დავუძახე. იქ ვიღაც მართლა იყო, ანუ ნინი ამჯერად არ მატყუებდა. საპასუხოდ მხოლოდ ჩაახველა. ძალიან ავღელდი. ზუსტად ახლა უნდა დამდგარიყო ის გადამწყვეტი დიალოგი, რომელიც მთელი იმ დღის განმავლობაში წარმომედგინა. ჩემს ერთადერთ მეგობარსაც რომ ზურგი შეექცია ჩემთვის, მაშინ რაღა აზრი ექნებოდა სამყაროს ნათელ ფერებს და ლამაზ შეგრძნებებს თუ ამის დანახვა და განცდა მარტოს მომიწევდა? მარტოობა! ეს ხომ ადამიანის ყველაზე საზიზღარი შიშია. მარტოობის შიშს შეუძლია ისე დაგასუსტოს და მოგსპოს, რომ გონზე ვერც მოასწრო მოსვლა. თუმცა რეალურად, ადამიანები მარტო მოვდივართ ამ ქვეყანაზე და იმ ქვეყნადაც მარტო მივდივართ. არის რაღაც გარკვეული ეტაპები შენს ცხოვრებაში, რაც აუცილებლად მარტომ უნდა გაიარო, უნდა შეხვდე ამ მოვალეობას და ვერსად გაიქცევი, რადგან გასაქცევი არც არსადაა. არ ვნებდებოდი არაფრით, ეს ჩემს ბუნებას სრულიად ეწინააღმდეგებოდა. განვაგრძობდი ლიზასთან საუბრის მცდელობებს რომ უცებ ხელში ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი.მეგონა მამა მირეკავდა. ტელეფონს რომ დავხედე გამახსენდა რომ ცოტა ხნის წინ ვიღაც უცნობის ტელეფონს წავაწყდი და შემთხვევით თან წამოვიღე. გაუაზრებლად წავიკითხე უცნობ ტელეფონზე შემოსული შეტყობინება და თავზარი დამეცა. მეგონა რაღაც არასწორად წავიკითხე და ეს რამოდენიმე ჭიქა სასმელს დავაბრალე.ახლიდან გადავიკითხე შეტრობინება. არ შევმცდარვარ.ის იყო გამოგზავნილი საიტიდან: http://www.killthehead9.com/
ეს რას ნიშნავს?
უეცრად შევხტი და ვერც მოვასწარი რამის გააზრება, რადგან საპირფარეშოდან ღრიალი გავიგონე. ეს იმ იდუმალი თავხედი ბიჭის ხმა იყო, რომლის სახელიც კიარ ვიცოდი და რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩემი კოცნა სცადა.
-მეგი, გათიშე ტელეფონი!
ყვიროდა ის.
რა ხდება? რას ნიშნავს K I L L T H E H E A D? ეს ხომ...ეს...ნუთუ მან გადაწყვიტა? გაფიქრებაზეც გამაჟრიალა. არა, სისულელე იყო მაგაზე ფიქრიც კი. სიცოცხლე ხომ ასეთი საამურია? მაგრამ...
კარებზე ბრახუნი დაიწყო. ეს რომ უბრალო ონლაინ თამაში ყოფილიყო ასე ძალიან რატომ გაგიჟდებოდა? შეტყობინება გავხსენი. თითქოს რაღაც ინსტიქტები მამოძრავებდა, თითქოს იმას რასაც ახლა ვაკეთებდი, აუცილებლად უნდა მექნა. ავტომოპასუხი ჩაირთო. დაუფიქრებლად ვუპასუხე. რობოტივით ვმოძრაობდი. ნუთუ ეს ასე მუშაობს? ამიტომ კვდებიან ახალგაზრდები? ეს ხომ სისულელეა?
მერე კიდევ გავიგონე ერთი ბრახუნის ხმა და უცნობი გარეთ გამოვარდა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა. არა, ეს ყოვლად დაუშებელია! - გონებაში მაინც ვეწინააღმდეგებოდი, იმას რაც წამების წინ თვალებმა დაინახა, გონება კი მაინც ვერაფრით აღიქვამდა. ხშირად ვთვლიდი რომ ისიც ჩემსავით ჯიუტი იყო.
-მეგი.
რა მეგი, რა მეგი?
-რა? ეს რაღაა?
უბრალოდ არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა.
-წადი!
ასეთი უგულო როგორაა?
-რა?
-შენი საქმე არაა მეგი, წადი!
თავი ვინ ჰგონია? თუმცა მერე ერთი წამით დავფიქრდი და ეს მართლაც არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ რატომღაც დავიჟინე რომ ყველაფერი გამეგო. ვინ იცის, იქნებ ეს მართლაც უბრალოდ ერთი ონლაინ თამაში იყო და ყველაფერი მე გავაბუქე...ასეთ შემთხვევაში სახლში მშვიდად წავიდოდი.
-დედის სულს გეფიცები, სანამ არ მეტყვი რა ხდება, აქედან ფეხს არ მოვიცვლი!


ერთხანს თვალებში მიყურა, მერე ჩემგან თავის დაღწევა სცადა, ასე უბრალოდ...მკლავებში ჩავაფრინდი, არ დავნებდი. მიხვდა ვეღარაფერს გააწყობდა.

-გინდა სახლამდე მიგაცილო?
მკითხა მშვიდად.
-მინდა,_მეც მშვიდად მივუგე მაგრამ მისი ეს ხასიათის უეცარი ცვლილება უარესად მაფრთხობდა, ისედაც სიგიჯემდე შეშინებულს,_და მერე მეტყვი რა ხდება?
-გეტყვი.
-მპირდები?
-მეგი გეტყვი,_გაიღიმა. მისი ეს სახე მეც ამერეკლა და ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სახის კუნთები. თითქოს მასზე გაბრაზება სადღაც უკვალოდ ისე გაქრა, როგორც გაჩნდა...ასე წამიერად. გარეთ გავედით. ვინ იცის რომელი საათი იყო. ამ დროს გარეთ პირველად ვიყავი, თანაც ბიჭთან ერთად და თანაც უცნობ ბიჭთან...ღმერთო, ეს რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემმა სიჯიუტემ ეს სადამდე მიმიყვანა.
-მე ხომ შენი სახელიც კი არ ვიცი.
მივუგე კანკალით.
-გცივა?
-არა.
-მეგი კანკალებ,_გაიცინა_მოგახურებ.


მის პიჯაკს უცნაური სუნი ასდიოდა. თითქმის თამბაქოსი, აი ისეთი როგორიც მამას პიჯაკებს, თუმცა თან თითქოს რაღაც სხვა იყო. კიდე საზამთროს და ოდეკოლონის.

-და სახელი?
ჩავაცივდი.
-მე არავინ ვარ მეგი, მე არარაობა ვარ!
მითხრა და გაიღიმა. შევშფოთდი.
-როგორ თუ არავინ? სახელი ჩემს კუსაც კი ქვია!
-სად ცხოვრობ?
-აქვე, ძალიან ახლოს, მაგრამ თემა გადაგაქვს...
-ქალმა, რომელმაც გამაჩინა ნიკა დამარქვა,_რას ნიშნავს ქალმა, რომელმაც გამაჩინა?_მე კი ჩემს თავს არარაობას ვუწოდებ, რადგან მე არ უნდა ვვარსებობდე, ჩემი არსებობა საბრალოა, ეს ერთი დიდი შეცდომაა, გესმის? თუმცა შენ რას გაიგებ? გიყურებ და მამიკოს მილიონებს ვხედავ, ალბათ ყველაფერი გაქვს რასაც ინატრებ. ერთი გათამამებული ჯიუტი გოგო ხარ, რომელსაც ჰგონია დედამიწა თავის გარშემო ბრუნავს! გოგონი მიმოიხედე, გარშემო არაფერია რაც გაგაბედნიერებს, ის ჰაერიც კი რომელსაც სუნთქავ მომაკვდინებელია...
რა სჭირდა ამ ბიჭს? ძალიან იმოქმედა ჩემზე მისმა სიტყვებმა. ალბათ იმიტომაც რომ ის თავის დედას უბრალოდ ქალს უწოდებდა, რომელმაც გააჩინა და მეუბნებოდა რომ მე ყველაფერი მაქვს, სინამდვილეში ხომ რაც ყველაზე მთავარია, დედის სითბო მაკლია...ის კი ისე აგდებულად იხსენიებდა დედამისს...
-მაღლა აიხედე, ვარსკვლავებს ხედავ?
ვკითხე.
-ვხედავ.
-აი მე მაგ ვარსკვლავების არსებობაც კი მაბედნიერებს!
მივუგე და თვალებში ჩავხედე. ორივემ შევანელეთ, მერე კი შევწყვიტეთ სვლა. დუმილი ჩამოვარდა. მერე კი თითქოს გამოფხიზმდაო.
-რა სისულელეა...
ფსიქოფატივით გაიცინა.
-სისულელე არ არსებობს იცი? შენით თუ არ გაიფერადე ცხოვრება, სხვა შენს მაგივრად ამას სულ არ იზავს.
-და თუ არ მინდა გაფერადება?
-ახლა ორივემ ვიცით რომ ტყუილს ამბობ. თვალებმა ჩაგიშვა ნიკა, შენი თვალები სხვა რამეს ამბობენ. შენს თვალებში მე შიშს ვხედავ. შიშს სიკვდილის, შიშს სიცოცხლისაც და შიშს მარტოობისაც.
ხელზე შევეხე. გაყინული ჰქონდა. ეგრევე გამომტაცა.

-ვერაფერსაც ვერ ხედავ! ერთი მატყუარა, ამპარტავანი ვინმე ხარ. ახლა ბნელა და მე საერთოდ არაფრის მეშინია!
-შენს თვალებში ამის ამოსაკითხად სიბნელე ვერ შემიშლის ხელს ნიკა...შენ არ გინდა ის, რასაც აპირებ. შენ სიცოცხლე გინდა, უბრალოდ გეშინია!
-შენ არ იცი მე რა მინდა, შენ საერთოდ არაფერი იცი.
-ხოდა მაშინ მითხარი...
-არ შემიძლია.
-რატომ?
-უბრალოდ არ შემიძლია.
-შეგიძლია!
-ეს დედააფეთქებული, თავს გამანებებ? არ მჭირდები, მომეცი პიჯაკი მივდივარ და ჰო, ბოდიში რომ შენი კოცნა ვცადე. შენ ნამდვილად არ ხარ ამ პლანეტიდან!
გავცეცხლდი! აი ისევ...ასე არა? ცოტაც და სიბრაზისგან გავსკდებოდი. პიჯაკი გავიხადე და ზედ მივაგდე.
-იცი რას გეტყვი, ნიკა ხარ თუ ვინც ხარ, შენ ნამდვილი ლაჩარი ხარ! მაშინ როდესაც ყველა კუთხე-კუნჭულში სიცოცხლე ლამაზად გალობს, შენ დგახარ და კვდები. დანახვა უნდა ბედნიერებას დანახვა, თორემ შეიძლება ყველაფერში იყოს იგი...ამ ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცაში, ამ გრილ ნიავში, ყველაფერში...ხოდა, დგახარ და თველებს შენივე შიშველი ხელებით ითხრი რომ ბედნიერება ვერ დაინახო. აი რა არის ნამდვილი საცოდაობა! ნეტავ მეორე მხარესაც გამერტყა შენთვის!
ვკიოდი, ემოციის პიკზე ვიყავი, ვერც კი შევნიშნე რომ ზუსტად ჩემი სახლის წინ ვიდექით უკვე. ცოტახანში ავტირდებოდი, გავიქეცი.
-არც ეხლაა გვიანი...
მომაძახა უკნიდან. მის ხმაში იმდენი სინანული და ნაღველი იგრძნობოდა, თუმცა აღარ მადარდებდა. აბა მე ვინ მკითხავდა? რა მინდოდა საერთოდ რას გადავეკიდე იმ მანიაკს? სახში შევედი და კარებშივე ჩავიკეცე. ტირილი ვეღარ შევიკავე და მაშინვე ცრემლებად დავიღვარე. მერე თითქოს როგორღაც თავში წამომარტყესო, რა დროს ტირილი იყო? ყველაფერი უნდა გამერკვია, იყო ეს ჩემი საქმე თუ არა სიმართლე მაინც უნდა გამეგო და ვსო...ოთახში ავედი, კომპიუტერი ჩავრთე და ჩავწერე:

http://www.killthehead9.com/



თავს იკლავს, ნამდვილად სიკვდილი უნდა...








თავი V


ნიკა


***
ვიღაც გადარეული გოგო ამეკიდა, ჯერ სახლამდე გამომყვა ლამის, მერე კიდევ შუა ქუჩაში მიმატოვა. არ მესმის რა ბედნიერებას უნდა ვხედავდე ვარსკვლავებში. რა სისულელეა?
შეტყობინება გავხსენი. ეწერა:


''I ეტაპი:
გადაიღე ვიდეო, სადაც ხელებს მთლიანად ისერავ და ატვირთე ჩვენს ვებ-საიტზე. წესები მარტივია. ძიების რეზულტატში საიტის აკრეფის შემდგომ, თქვენ მოხვდებით ჩენს საიტზე. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ, მაშინ ავტომატურად აღმოჩნდებით ჩვენს პირად ბლოგზე, სადაც სიახლის დამატების რგოლში დაპოსტავთ თქვენს შესრულებულ დავალებას. დრო 24 საათი. არ შესრულების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად ირიცხებით სექტიდან. ჩვენი სექტდა დემონს ემორჩილება. დემონი თუ გაბრაზდა, კარგი არაფერი მოხდება თქვენს თავს. ის იმაზე უარესს დაგმართებს, რაც ახლა ასე ძალიან გწყურია. ის სიკვდილზე უარესს დაგმართებს!''

ღადაობენ ესენი?

22 საათი დამრჩა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent