შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჩუმი მილიონერი-დასასრული


24-12-2020, 11:59
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 2 390

კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეხსნა ჭუმბურიძემ და ფერდაკარგული ჩაეშვა შავ დივანში.
-ყველაფერი ცუდადაა,ყველაფერი ცუდად.-პრემიერს შეხედა მიტკლისფერგადაკრულმა.-ვინ გადაიკიდე იცი მაინც?!თან ვის გამო? იმ ტილიანი პარლამენტარის?!
-ახლა რა დედის...
-რა და,შენ რომ თვალი დაადგი,ის გოგო უკვე ჩერქეზიშვილის ცოლია,ბატონო პრემიერო და მინდა გითხრა,შენმა მცდელობებმა,დემიენის თავიდან მოშორების საკითხში,ისე მოიკოჭლა, ფაქტობრივად,უუნარო გახდა. ფეხზე წამოდგება ჯერ მარტო იმის გულისთვის რომ "აბაროტი"აგიღოს და მერე იმის გულისთვის,რომ მის ცოლს თვალი დაადგი.ჩათვალე,ისე გაცოცხლებს,სიკვდილს მოგანატრებს.- ჭუმბურიძემ სახეზე მოისვა ხელები.- დაგვერხა,მაგრად თან...
-ტვინი არ გაუხვრიტე მაგას?!თქვენ შეკვეთა არასწორად გესმით?!გითხარი დააჭედე ტყვია შუბლში!-პრემიერის ღრიალის ხმა მდივნის ყურამდეც კი მივიდა.ქალი იქვე შეხტა.-ჩამომაშორე ეგ წურბელა!
-ტრა*კის გადარჩენაზე იფიქრე, გადარჩა და დაგენ*ძრა!- ნიშნისმოგებით აუწია წარბი.-შენი ჩხეიძე კი მგონი დააორსულეს.- პრემიერის გაფართოებულ თვალებზე ბედნიერების ღიმილმა გადაჰკრა.
მისი გამწარება ესიამოვნა.სიგიჟემდე ესიამოვნა.
-რა?!
-რა გიკვირს?!რა ხანია ხვდებიან და თან დღეს დაეწყო მუცლის ტკივილები. დიაგნოზი ნორმალურად ვერც გავიგეთ,მაგრამ მისი კივილის ხმა აზანზარებდა ყველაფერს.მეგონა კანს აცლოდნენ,ისეთ დღეში იყო..
-ჯანდაბა...-მაგიდას დაეყრდნო წინ გადახრილი.-დემიენი გაგუდეთ! სისხლი გამოუღეთ,მაგ ნა**ჭვარს! მაგის გული ხელით უნდა გავჭყლიტო! გვამი მომითრიეთ,მე უნდა დავანაწევრო,ავკუწო...- დაუფარავი ზიზღი,სისასტიკე და ბოროტება ჟღერდა პრემიერის ხმაში.-და თუ ორსულადაა ქალბატონი, საოპერაციო მოამზადეთ, ჩერქეზიშვილის შვილებს არ დაყრის!- ეჭვიანობის გრძნობა შემოაწვა.ისე გააღიზიანა ჭუმბურიძის ხმამ კაბინეტში არსებული ყველა მსხვრევადი ნივთი გაანადგურა.
-ფეხებზე მკი*დია შენი ბრძანებები! შეგიძლია ბოღმისგან გასკდე,რომ შენი საყვარელი ადამიანი ბავშვს უჩენს იმ კაცს,რომელიც გეზიზღება.-განზრახ წააქეზა.მთელი ცხოვრება ოცნებობდა მის წყობიდან გამოყვანაზე და ახლა უარს არაფრით იტყოდა საქმის ბოლომდე მიყვანაზე.სეირს კი შორიდან უყურებდა,ერთ დროს პაიკად წოდებული ჭუმბურა...
კარი გაიხურა თუ არა,პრემიერმა საქმის ბოლომდე მიყვანა განიზრახა. ადგა და ჯერ ჭუმბურიძის მკვლელობა შეუკვეთა,მერე დემიენთან სტუმრის გაშვება გადაწყვიტა და გოგონა უკვე მისი იქნებოდა.მთავარია დემიენი მოიშოროს,მთავარია ის არ იყოს ცოცხალი და მისია ნიკეა.
ჭუმბურიძე კი მისთვის ის ჭიაა,რომელიც სწრაფადვე უნდა მოიშოროს თავიდან.იმაზე მეტი იცის,ვიდრე უნდა იცოდეს და ამასთანავე,მოღალატეს არასდროს უშვებს მშრალად. არც ეს იქნება გამონაკლისი.
ახლა მთავარია გოგო,რომელიც იმდენად აიკვიატა, მზადაა ცოლს გაშორდეს და მისი ადგილი ჩხეიძეს დააკავებინოს.
------------
ჩერქეზიშვილს მხოლოდ მკლავზე ჰქონდა ხორცი გაჭრილი.დიდად არ წუხდა ამის გამო,აი...ნიკეას ბედი აღელვებდა ყველაზე მეტად.კითხვებს სვამდა,პასუხები არ იყო..ჰოდა,აღარც გაუჩერდა ექიმებს,ფეხზე წამომდგარი წავიდა საოპერაციო ბლოკისკენ და უკან ადევნებულ,აკივლებულ ექთნებს ყურადღებასაც არ აქცევდა.
კარი კი შეხსნა,მაგრამ ვინ დააცადა შესვლა?! შვიდი კაცი ერთად დაეტაკა და უკან გამოქაჩეს.
ჩერქეზიშვილი ლამის ჭკუიდან გადავიდა,რომ ვერ გაიგო რა სჭირდა ნიკეს..რა სტკიოდა და რა აწუხებდა. რატომ კიოდა ასეთი სასოწარკვეთით..
დაცვამ უკან შეათრია პალატაში და დამამშვიდებელი გაუკეთეს გაკავებულს.ჩერქეზიშვილმა წინააღმდეგობა ვეღარ გასწია,გაითიშა ვენაში შეყვანილმა წამალმა.
დერეფანში იდგნენ დანარჩენები.ზურა ერთი წამითაც ვერ ისვენებდა და არც საყვარელი ქალის ნუგეში შეეძლო. სამაგიეროდ,ლეოს ჩაეხუტებინა თამარა,რომელიც ძლივს იკავებდა ცრემლებს.მოაწვებოდა და ისე ებრძოდა,თითქოს ჯიბრი ჰქონდა მათი...
-ხალხო,ბევრნი ვართ..-ვიტომ წამოიწყო.-ასე ვერაფერს გავხდებით, აჯობებს თუ დაისვენებთ.აგერ,სოფიც წუხდება.-მამის მკლავებში ჩაძინებულ სოფიაზე მიუთითა.
-წადით,მე ვრჩები.-ზურა კედელს მიეყრდნო.ჯიბეში ჩაიწყო ხელები.ფიქრმა წაიღო,გაიტაცა...
ექიმს ის და პაატა ესაუბრნენ, საოპერაციო თანხა ზურამ გადაიხადა. გადახდამდე დიდი ბრძოლა გაიარა,ჯერ პაატამ მე ვიხდიო,მერე გეგა ჩაერთო და ვიტოც.მერე ისე ითხოვა,ამის მეტს არც ვიცი,როდის გავუკეთებ მეო,სევდიანად ამოთქვა, რაღაც დიდი მწუხარებით...
-თამარა,თქვენ იქნებ..
-არა,არა!სანამ არ გავიგებ რომ ოროვე კარგადაა,ფეხს არ გავადგამ.-ლეომ თავზე აკოცა და მკლავზე დაუსვა ხელი.
-ახლა ყველამ თუ იჭირვეულეთ,რა გამოვა?!-გეგამ სოფის გაუსწორა თავისივე მოხვეული ქურთუკი.-დემიენი კარგადაა,ნიკეს ამბავს გავიგებთ მალე.-თამარამ ტუჩი მოიკვნიტა,წინ გადახრილმა თავი ხელებში ჩარგო.
თათული შეეგება საოპერაციოდან გამოსულ ექიმს და გახარებული რომ ჩაეხუტა,ყველა გაოცებული უყურებდა.
-ხალხო,კარგადაა!ბრმა ნაწლავის გარეშეც ხომ გეყვარებათ?!-ზოგადად იკითხა და თორნიკეს გვერდით მჯდომ სანდრას გადახედა,ერთ ადგილას რომ გაქვავებულიყო...
-მისი ნახვა მინდა.-სანდრამ შეხედა.
-ჯერ ვერ ნახავ,გადაიყვანონ პალატაში და მერე კი..-თათულიმ გაუღიმა მეგობრულად.
-ეს გოგო,ცოტა მაღიზიანებს.-ამაშუკელს უჩურჩულა.
-არ გაბედო მიხლა,თორემ ნიკეს აწყენინებ.შენ ხომ ეგ არ გინდა?!
-ღმერთო ჩემო,სულ არ მიცნობ?!
-გიცნობ და ზოგჯერ ნერვებს ჰყვები.- თითებზე მოეფერა თორნიკე და თბილად ჩაჰხედა თვალებში.
-ჯანდაბა,რა უნდა ვქნა?!ესე გიეჭვიანია შენ?!
-არა,არ მიეჭვიანია.მე თავდაჯერებული ბიჭი ვარ.
-ანუ?!რა გინდა რომ თქვა?!
-ჯანდაბას,გამოვტყდები..სულ სულ ცოტას ვვეჭვიანობდი იმათზე,ვისაც უღიმოდი.მე არასდროს და ამიტომ ვამბობ..
-ძალიან მიყვარხარ.-უჩურჩულა სითბოთი აღსავსე მზერით და ფეხზე წამოდგა.-მე მინდა შესვლა ჯერ, რომ არ ვნახო,გავგიჟდები.-ხმამაღლა განაცხადა.მერე ცოტა მოერიდა, ზედმეტად თამამი განაცხადი იყო. მითუმეტეს,მშობლები და ნიკეს ძმაც აქააა.
-ვინ გადაგიდგებით წინ?!-თამარას გაეღიმა და თავით ანიშნა თავისკენ. მხრებში გამართული მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა ქალს.-როგორი სიმპათიურია.ძალიან უხდებით ერთმანეთს.-თმა გადაუწია უკან და თვალი ჩაუკრა.
-მეც გეთანხმები.-კეკლუცურად შეათამაშა კულული და თორნიკეს შეხედა ამაყი სახით.
პირველი მართლა სანდრამ ნახა,ჯერ კიდევ ეძინა ჩხეიძეს.მერე თვალები გაახილა რამდენიმე წამით,დემიენი იკითხა და იმით დამშვიდებული,რომ უთხრეს კარგადააო,ისევ ჩაიძინა.ვერ გაქაჩა მეტი.თუმცა ბოლომდე დამშვიდებაც არ ჰღირსებია, მძინარესაც კი ჩაესმოდა ყურებში სროლის ამაზრზენი ხმა.ხმა,რომელმაც ისე შეაშინა,ისეთი გამწარებულიც კი წამოხტებოდა ფეხზე,თამარას რომ არ დაეჭირა.უბრალოდ ამდენ წინააღმდეგობას ვერ აჯობა.ვერ აჯობა თავის უძლურებას..
ჩერქეზიშვილმა გაიღვიძა.გაიღვიძა და ნიკეასთან გადაინაცვლა.არაფერი აღელვებდა,არც თავის ჯანმრთელობა, ოღონდ ახლა ზღვისფერებში ჩაეხედა და გაეღიმა ნიკეას.ისე მომაჯადოვებლად,როგორც სჩვევია.
დაჟინებულმა მზერამ იმოქმედა და გაჭირვებით გაახილა თვალები ჩხეიძემ.
-დემიენ..-ტუჩები ძლივს დააშოდა ერთმანეთს და მძიმედ ამოისუნთქა. ტკივილმა სახე დაუმანჭა.
-შემომხედე,შემომხედე..-ნიკაპზე მოსდო უვნებელი ხელი და წამოწეულმა შუბლზე აკოცა.
-კარგად ხარ?-ჩხეიძემ თვალი მოავლო ტანზე და შეხვეული მკლავის გარდა, ვერაფერი დაინახა..
-მე არაფერი მიჭირს,შენ იწვალე ძალიან.-თითებზე აკოცა.წამლის სუნი უფრო მეტია პალატაში,ვიდრე იმ ქალის,რომელიც სიგიჟემდე უყვარს..
-არაუშავს,არაუშავს.-წაიბუტბუტა თვალებმინაბულმა.ისეთი მოთენთილია,თვალების გახელის ძალა არ აქვს.-მთავარია ცოცხალი ხარ.
-მე ხომ დაგპირდი,სულ შენთან ვიქნები-თქო?-სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა,მაგრამ ისე უყურებდა,შუბლზე რამდენიმე ხაზი გამოუჩნდა,თვალებით კი დიად გრძნობებში გამოუტყდა.
-ჰო,სიტყვის კაცი ხარ.-დახუჭულ თვალებს შეებრძოლა ნიკე.
-კი,ვარ.-ხელზე დაადო თავი.-დაიძინე, მე აქ ვარ და არსად მივდივარ.
-მგონია ტანკით დამეტაკნენ და გამსრისეს.გთხოვ,შენ მაინც მომიწექი, თორემ ამის ატანა მიჭირს.
-არა,შენი მოძრაობა არ შეიძლება. ნაკერები შეიძლება გაგეხსნას.
-დღეს ისე შემეშინდა შენი დაკარგვის, უნდა ვიგრძნო სიახლოვე,თორემ მგონია სიზმარია.-ყელი აეწვა მოწოლილი ნერვიულობისგან.
-მე ისედაც ახლოს ვარ.არსად წავალ. მე მოგივლი,მოგხედავ...-თმაზე გადაატარა თითები.ჩხეიძე გაითიშა. ისევ მიეძინა.ჩერქეზიშვილს წვრილი თითებით ჩაეჭიდა მტევანზე და ისე..
მთავარია ჩერქეზიშვილი დაინახა ჯანმრთელი და საღი,ახლა კი მშვიდად შეუძლია ძილის გაგრძელება.თან მაშინ,როდესაც მამაკაცის თითებსაა ჩაბღაუჭებული და მის სიახლოვეს სხვანაირად გრძნობს.

------

ჩერქეზიშვილი ეზოში გამოვიდა და ცოტა მანძილი ფეხით გაიარა.იქვე მდგარ ლევანს და გეგას აუწია უვნებელი ხელი.მერე მიუახლოვდა.
-აბა,ჯიგრებო,რამ შეგაწუხათ?!-ცალი ხელით დაეჯაჯგურა ჯიბეს,რომ როგორმე სიგარეტის კოლოფი ამოეღო.
-აჰა,დაზარალებულო.-კვანტალიანმა მისცა ახალი,გახსნილი კოლოფი და ერთი ღერიც ამოუღო.
-ძმურში,გაუკიდე რა..
-ნიკე როგორაა?!-მოუკიდა სიგარეტს და ჯიბეში ჩააბრუნა ხელი გეგამ.
-სულ ეძინება,მაგრად წვალობს..- გააბოლა დემიენმა.-მოკლედ,რა ამბავია?!
-შენი საქმე არაა,მიხედე შენს მეუღლეს და დაისვენე.რესტორანს,კლუბს და ოფისს მე მივხედავ.ნუ..დანარჩენებს არ ვიცი რამდენად ავიტან.რაა ბიჭო, ყველა კომპანია შემოგნატრის, დამღალეს უკვე..3 საათში 18-მდე კაცმა დამირეკა,არ გავგიჟდე..

-პრემიერმა დაგეგმა იმას სიფათი რომ გავუთქვიფე ხო?!-დააიგნორა მეგობრის დანარჩენი სიტყვები.- სხვა დროს მაინც ესროლა მაგ ნაგავს, ლამის ხელებში ჩამაკვდა ნიკე.-ღრმად ამოისუნთქა,ძალიან ძალიან მძიმედ..ეს კი იმის მანიშნებელია რომ ზღვარი სერიოზულად გადაიკვეთა.- ბეწვზე მოვასწარით,მართლა ბეწვზე...
-დემიენ!ყველა იკეტებით სახლში, სულ არ მაინტერესებს შენი დაუოკებელი შურისძიების წყურვილი.დაეგდე სახლში!მე მივხედავ მაგას-მეთქი!აქ მე კაცი ვარ თუ პროპკა,რაებს მიბედავ?!
-მართალს ამბობს გეგა,უბრალოდ შინ დარჩი ოჯახთან ერთად.-ლევანი ჩაერთო დიალოგში.-შეგიძლია ტელევიზორს უყურო სახლში...
-შენ რომ მოდიოდი,მე უკვე მივდიოდი.- დემიენმა თვალი ჩაუკრა და სივრცეში გადაეკარგა მზერა.-თამარა ახალ ბინაში მიიყვანე,2 დღეა აქაურობას ვერ მოვწყვიტე.ცუდად არ გახდეს, მეშინია..

-დემიენ!-ანას ხმა გაიგო თუ არა, მიტრიალდა და მისკენ გამოქცეული გოგონა ცალი ხელთ აიტაცა.
-რაო,ქაჯანა?!-ლოყაზე აკოცა და ცალ ხელში რომ ემძიმა,დასვა.
-მოგაკითხეთ,ნიკესთან დედამ წვნიანი გამომატანა და რეზოს მოაქვს.თქვენ როგორ ხართ?!-ლევანს და გეგას გაუღიმა.
-კარგად,გადასარევად.-გოგონას თმები აუჩეჩეს ღიმილით.
-ეჰე,რეზო რატომ მოათრევს საჭმელს?
-აბა,შენი ცოლი გავახარო იმით,რომ საკუთარი ხელით ვართმევ საჭმელს?
არა.-თმები გვერდით გადაიყარა და ძმამ რომ მკერდზე მიიხუტა,წელზე შემოჰხვია თავად წვრილი მკლავები.
-არ გაახარო,ადი ნერვები მოუშალე.- გაუღიმა პატარა ქალბატონს,შუბლზე ხმაურიანად აკოცა და რეზო მოიკითხა. გააფრთხილა წამითაც არ მოშორდე ანასო.
-ვიტო სად დაიკარგა?
-რესტორანშია,მე დღეს ვერ ვახერხებდი მისვლას.-დემიენს უთხრა.-გადაამოწმებს რიგზეა თუ არა ყველაფერი და აგარაკზეც ავა,სახლის რემონტი როგორ მიდის, შეათვალიერებს.
-ძმა ხარ,მადლობა.
-ძმა კი არა,მაგ სახვევს როდის მოგხსნიან?!
-მე რა ვიცი,შევხედავ და გადავწყვეტ. აი,როგორ უნდა გავუსისხლიანო ნაგავი სიფათი,ჯერ ხომ არ იციან.ეგ კიდევ მსუბუქი რამეა,რაც ელოდებათ და პლიუს,იმდენად უვიცი *ირები არიან, თავშიც ვერ დამიმიზნეს..
-დაგიმიზნეს,უბრალოდ გოგოსთან ერთად რომ გამოხვედი დაიბნენ და შენც ბოლო წამს იცვალე პოზა.-ლევანს წამოსცდა.
პირველი ფიქრი ის იყო,ნიკეს რომ მოხვედროდა ტყვია...
-ეჰეე,ჯონდი!გადაუშალა გული.-გეგამ ლევანს მკაცრად გადახედა.
-მოკლედ,ყურადღებით იყავი და დაცვის გარეშე არსად იარო.-ლევანმაც გაუკიდა სიგარეტის ღერს.
-კი,ნიკეს გადავრევ და ეგ იქნება.თქვენ მე მართლა საჯარო პირი ხომ არ გგონივართ,ჰა?!რატომ უნდა დამიცვან, გიჟი ხო არ ხარ.
-ნუ ჭირვეულობ,გვარი-შვილობას არავინ გართმევს მაგით რა.- კვანტალიანმა ბეჭში ხელი გასცხო.- გამიბლატავდა აქ,ძალით სუპერგმირი.

-კვანტალიანი,ჩემი ჯერ კიდევ დაზიანებული ხელით თავს წაგაცლი, თუ კიდევ ჩამცხებ!-ჩერქეზიშვილმა შეუღრინა.-დაიშალეთ,ფისი ქენით და ნანები!
-ეჰეე,ბარემ ისიც მითხარი,დედიკომ დაგბანოსო.
-უკვე დიდი ხარ მაგისთვის.-დემიენმა სერიოზული გამომეტყველებით დაუბრუნა პასუხი.
-და იქნებ არ მეძინება?!ფისი ქენი და ნანა,რა თქმაა.-ლევანი გაღიზიანდა.
-აჩმახებ ახლა,ამიშვით ზემოთ,სანამ ნიკე და ანა დაკლავენ ერთმანეთს.
-ადი ბატონო!-ხელი შენობისკენ გაიშვირა.-დაგაკავა ვინმემ?!
-კი,შენ.-სიგარეტის ღერი ნაგვის ყუთში ჩაუძახა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ორივეს.
------
-როდემდე უნდა ეძინოს?-უმცროსი ჩერქეზიშვილი ნიკეს წაადგა თავზე, თან თამარას უყურებდა დაქაჩული თვალებით.
-რა ვიცი,ძირითადად ეძინება.- სკამზე დაეხეთქა და ტელეფონი აათამაშა ხელში.-მადლობა გადაეცი ჩვენგან ვენერას ასეთი მზრუნველობისთვის.
-გადავცემ.-გაუღიმა ქალს.-ჯერ სად ხართ,ყოველ დღე ახალ-ახალს გაუკეთებს.
-ნუ წუხდება ასე რა.-თამარას მოერიდა.- თავად გავაკეთებ.
-არ წუხდება.მზრუნველია ბუნებით და სიამოვნებს მთელი ეს პროცესი.
-ჩუმად გოგო!სძინავს ნიკეს.-დემიენმა შეხსნა პალატის კარი.-არ გააღვიძო.
-მეც ეგ მინდა,გაიღვიძოს.
-ანა,გაიტყიპები!
-შენგან ხელს გავაწერ და შენი და აღარ ვიქნები.-წარბები აუწკინტა ნიშნისმოგებით.
-გააწერე,მიდი აბა.როგორ გაგიშვებენ ამევრიქაში ჩემი მონდომების გარეშე, მაგასაც ვნახავთ!
-ნუ ეძახი ეგრე!ამერიკა,ამერიკააა!- ლამის დაუკივლა.
-აუ..-ამოიბუტბუტა ხმაურისგან შეწუხებულმა ჩხეიძემ და შეიშმუშნა.- წყალი მინდა.
ანამ მიურბენინა უცებ და ფრთხილად დაალევინა.
-შენი ბრალია,შენ გააღვიძე.-თვალები დააწვრილა უმცროსმა.
-ხმაურიანი შენ თვითონ ხარ!-დემიენმაც დაუბრუნა.-არ გადამაკიდინო შენი თავი ამ ფანჯრიდან!
-ეეი,მამიკოს ვეტყვი რომ ეწევი!-დაეჯღანა.
-რამდენს ტლიკინებს ეს,ჰა?!მაგ ენას შემოგახვევ პირის გარშემო, ლენტივით. ვინ მოგიყვანს შენ ცოლად? რა გაგასაღებს...-თავი გააქნია.

-ძალიანაც მოიყვანენ რა.შეეხვეწებიან კიდეც.-თამარამ გადაუსვა თმებზე ხელი.-ჯერ მარტო როგორი ლამაზია, მერე როგორი ჭკვიანი.
-ამის ხასიათს გადაფარავს მერე ეგ სილამაზე?!
-გასაღება რატომ თქვი?რა მჭირს გასასაღებელი!-ჭიქა კომოდზე დადო და თეძოებზე შემოიწყო ხელები,თან ცალი ფეხის რიტმულად ბაკუნს მოჰყვა.
-მონების ბაზარზე გაგყიდდი, ადრინდელი დრო რომ იყოს.-დემიენმა სიცილი ძლივს შეიკავა ანას გაწითლებულ სახეზე
-ტრეფიკინგის მსხვერპლად გაქცევ იცოდე!-სუნთქვაგახშირებულმა წარმოთქვა მუქარა,რომელიც შეუსრულებელი დარჩება.რომ გაანალიზა ნათქვამი,ინანა.. მძიმე დანაშაულია და რა მამუქრებს მაგაზეო.
-დედა,მოდი რა...-ტკივილისგან სახე დაემანჭა ჩხეიძეს.
-მოიცა,დავუძახებ ექიმს.-ანა კარისკენ გაიქცა შეშინებული.
-აქ დარჩი!-დემიენმა შეაჩერა,თვითონ გავიდა და იქაურობა შეაღონა.ნიკეს ისევ ტკივილგამაყუჩებელი დაალევინეს.
-კიდევ უნდა დაგეძინოს?!
-არ ვიცი,ჯერ არ მეძინება.-ანას უპასუხა.-რას მიკონტროლებ ძილის გრაფიკს?!გაწუხებ?
-კი,ვიფიქრე გავართობ-თქო და ლეპტოპი მოვიტანე,ფილმს ვუყურებდით მეგონა.
-მერე მოდი,ამოხტი საწოლზე.-ხელი დაატყაპუნა თავის გვერდით და თვალებგაბრწყინებული გოგონას დანახვისას გაეღიმა.
-ჯანდაბას!-ხელი აიქნია ისე,თითქოს სულ არ უნდოდა.
-ჩვენ შორიდან გიყუროთ?!-თამარამ წარბი ასწია.
-არა,დედა.შენ სახლში წადი და გამოიძინე!
-შენ ნუ მიბრძანებ რა გავაკეთო!დედა მე ვარ,შენ კი არა!რომც იყო,არ გკითხავდი.
-თამარა,ჩვენ შაში მოვცხოთ,პატარა დაფა კია,მაგრამ გაგვართობს.მერე რეზო დაგტოვებს სახლში და კვლავ უკან მოხვალთ.
-შენ კიდევ წაგება გინდა?არ გყოფნის ტყვიისგან გადახლეჩილი კანი და სამი ქულის სხვაობით დამარცხებულად ყოფნა?!
-აი,ბულინგი ვისგან ისწავლა ნიკემ!- პატარა დაფა გაშალა.
-ჩუმად იყავით რა!ნახევარი ფილმი გავა და ვერ გავიგებ რა ხდება!-ნიკემ ამოიდუდღუნა.
-ოჰ,ბოდიში!სულ არ გეტყობა დედისორობა!მაინც ეგოისტი ბავშვი ხარ.-დემიენმა წარბი აუწია.
-დედისერთობა არსებობს, დედისორობა არა!-ანა შეეპასუხა.
-შენ ფეხზე გაიხადო გირჩევნია,ზეწარს აწევხარ ზემოდან და ვერ ვიფარებ ნორმაურად.-ჩხეიძემ თვალებდაწვრილებულ ანას ზედაც არ შეხედა.-მზერას ვგრძნობ,გაიხადე და შემოხტი.
-ნერვებს მიშლის შენი ცოლი.ასეთი ხასიათების რატომ მოიყვანე საერთოდ?
-მეც არ მინდოდა ცოლად გაყოლა.
-ნიკე,ძალიან წაიგრძელე ენა და ისე არ ქნა,ჯვარი ავიყარო!
-აყრას განახებ მერე მე შენ.
----------
-ძლივს წავიდნენ რა!-დემიენი დაუჯდა წინ.
-ჰო,დავიღალე.
-ახლა რამე გტკივა?
-არა,ჯერ არა.ბრმა ნაწლავი და ჯანდაბა,მაგარ დროს დამემთხვა.
-დილიდან თუ გაწუხებდა მუცელი, არ უნდა გეთქვა?
-დიდად არ მტკიოდა თავიდან.ცუდი შეგრძნება მქონდა და მერე ვეღარ შევიკავე თავი.
-არაუშავს,კარგად გაგვახსენდება.
-ნამდვილად.
-არადა,გეგმაში სხვა რამ მქონდა, თუმცა ვნებიანი კვირის ნაცვლად,
გაჭირვებული გვაქვს.
-ვინ გესროლა?-ცოტაოდენი დუმილის მერე ჰკითხა ნიკეამ.
-რა ვიცი,აბა.-მხრები აიჩეჩა.-პაატამ მე მივხედავ მაგ საქმესო და ეძებოს ახლა.
-რატომ მატყუებ?ხომ იცი,არ მიყვარს..
-აბა,რა გითხრა?არ ინერვიულო,მე გადავრჩი და არაფერი გემუქრებათ.
-შენ ნორმალური ხარ?შენზე ვდარდობ და ვალდებული ხარ,ცოცხალი იყო იქამდე,სანამ მე ვარ!ჯერ მე უნდა მოვკვდე..
-კი,აბა!გაარომატიკულა ბაასი გოგომ! ეგოისტი ხარ.
-ეგოისტი შენ ხარ!იმ პოლიტიკოსებს მოეშვით შენ და გეგა!სანამ მართლა ვინმეს არ გამოსჭრიან ყელს,არ დაისვენებთ?!ოდესმე ვიღაცამ უნდა ააფრიალოს თეთრი ნაჭერი...მე არ მინდა გვამი,გესმის?!არ მინდა..
-შენ რა იცი?
-სულელი გგონივარ?-ჩაეცინა.-გგონია ვერ მივხვდებოდი გეგას ამბავს რომ არ აპატიებდი?მოეშვი,მართლა მოეშვი, თორემ მაგ სიამაყის გამო იქნება მსხვერპლი.მე არც ცოდვისთვის მემეტები და არც საომრად.მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ და ცხოვრებაში ისე არ შემშინებია,როგორც მაშინ,როცა გასროლის ხმა გავიგე.
-პრემიერს იცნობ?!-წინ გადაიხარა, სახეზე დააკვირდა.
-არა,მე ეგეთ გოიმებს არ ვიცნობ.
-ნუ ყოფ ამ ადამიანებს მასე!-გაეცინა ჩერქეზიშვილს.
-სულით სიმცირე ხომ იცი...ეგაა რა. არ ვიცნობ,მართლა.რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა?
-ისე,მაინტერესებდა.-ჩხეიძის თითები იგრძნო ნიკაპზე.
-თვალებში შემომხედე.სიმართლე მინდა.
-თვალები ჩაგიშავდა,ძილი გინდა, პატარავ.
-ცუდი ამბების დამალვით ვერ დამიცავ.
თვალებს ვხუჭავ ყველაფერზე,მაგრამ შიშში ვერ ვიცხოვრებ.
-მაშინ გეტყვი,რომ გაჩერებით გავჩერდები თუ არა,ჩემი გადასაწყვეტია.ჩემი ბავშვობის მეგობარი ლამის თვალწინ მომიკლეს, ოჯახის ამოჟლეტვით დაემუქრნენ და მეც გადმომწვდნენ.თავად რას იზამდი?
-სიცოცხლეს მოვუ**ნავდი.
-ოპაა,გაუზრდელდი?!
-სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე.
-არაუშავს,დიდი გოგო ხარ,ხანდახან შეგიძლია დედის ხახა იგინო.
-იშვიათად ვიგინები.ეგრე უფრო ეფექტურია.არავინ ელის და ოპაა!
-აუ,ერთხელ საჭესთან მაგის გულისთვის დაგსვამ.უნდა ვისმინო შენი კრეატიული გინება.-ნიკეს გაეცინა.
-აუ,მეტკინა..-ამოიწუწუნა.-არ გამაცინო, მართლა მაგრად მტკივა მაგ დროს.
-არ გაიცინო,არ გამაგიჟო ახლა.იწექი გაქვავებული,არ გაინძრე!
-ხელები მაღლა ხომ არ ავწიო..
-ტ*უსიკი დაბლაო,ეგ მერე გვინდა.ჯერ შენთვის არ შეიძლება.
-აი,რა დონის გარყვნილი ადამიანი ხარ!
-წესიერად გოგო შენ!თორემ მოგირჩება და მერე აგინაზღაურებ.
-მუქარები შენთვის დაიტოვე.ვერ მაშინებ მაგით.-ჩერქეზიშვილი ფეხზე წამოიჭრა,ყბაზე ჩაავლო თითები, თვალებში ჩაჰხედა და გაბუტულ ტუჩებზე ვნებიანად დააკვდა.თავისს ენას ჩხეიძის აპოვნინა.ქალის სიამოვნების კრუტუნზე თავშეკავების უნარი ლამის ჯანდაბაში მოისროლა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩარჩენილი აქვს გონებაში ჩხეიძის ჭრილობა.
-ახლა დაიძინე,ერო*ტიულ სიზმარში შევხვდეთ.-კოცნისგან უარესად დასიებულ ტუჩებზე ნაზად გაუხახუნა თავისი.
-მე ეგეთ სიზმრებს არ ვნახულობ.- დემიენის სუნთქვა მოედო სახეზე და გონება აერია.
-პატიოსანი გოგო ხარ და რამე?!- ლამის დასცინა.
-არა,გაიმეტა ვინმემ ჩემთვის ეგ სიკეთე?!
-სხვა სიკეთე გყავარ.-ცალი ხელი გაშალა.
-კი,მაგრამ ახლა რთული ვითარებაა. ჩემთვის არ შეიძლება ცოტა ხანს...- ლოყები წამოუხურდა,მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია ჩერქეზიშვილს.
-ამიტომ გისურვებ სიზმარში მაინც გულაობას.-დემიენს გაეცინა.-ოღონდ პარტნიორი იქაც მე ვარ.
-იდიოტი ხარ.-თვალები აატრიალა.
--------
-პატარა ბიჭი ხარ და შარს ეძებ? რა სროლობანა და ავტომატებით სირბილი მოგინდათ?ცოლ-შვილი გინდა?!გინდა ოჯახი?მაშინ ეს ომობანა შეწყვიტე,თორემ იმ პრემიერს ყელს გამოვჭრი!-ხელები დააწყო პაატამ მაგიდაზე.
-მამა,რა განერვიულებს?!ყველაფერი კარგადაა.
-არაფერია კარგად.შვილი მომიკლეს კინაღამ.
-კინაღამ არ ითვლება.-გაუცინა.
-პატარა ბავშვი ვარ?!მამასხარავებ? ჩემი პირველი შვილი შენ ხარ და რამე რომ მოგსვლოდა,იმას წამებით ამოვხდიდი სულს.არ მეხუმრება,იცი?! სულ არ მეხუმრება,როცა ამხელა თანამდებობის პირებს შენი მოკვლა და შენი ცოლის ხელში ჩაგდება უნდათ! სანამ ცოცხალი ხარ,თითს ვერ ახლებენ,მაგრამ მოგკლავენ თუ არა, ვერავინ დაიცავს ნიკეას.-ტონს უწევდა ნელ-ნელა.-რა უნდა გავაკეთო? ამოვჟლიტო?
-ჩემს ცოლს ვერავინ შეეხება.-კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა.- სახიდან დავიწყებ კანის გაცლას, თვალებს ამოვუღებ!
-შენი სადიზმის გამოხატვა არ გინდა, ძალიან გთხოვ!ნუ უყურებ საშინელებათა ჟანრს,გიმახინჯებს ფანტაზიის უნარს.-უფროსმა ჩერქეზიშვილმა ხელი აუწია წინ.- დაიცავი შენი ცოლი და შეწყვიტე ბრძოლა.მე მივხედავ,მე გავაჩერებ. პრემიერი გადადგება და პირდაპირ ციხეში მიდის.
-რა?!-გაეცინა.-ჩემს ცოლს შეხედეს სხვა თვალით,ცოტაც რომ დამეგვიანა მიყვანა,კვდებოდა.ბედი მაგათი,ამცდა ტყვია თავიდან ან გულიდან,რა ვიცი და არ გავითიშე.
-მესმის შენი,მაგრამ აზრს არავინ გეკითხება.მივხდავ და მორჩა. გესმის?
-მამა...
-წადი,დღეს წერენ ნიკეას. წაიყვანე სახლში,იზრუნე მასზე. ახლა ყველაფერი გაუჭირდება.იარაღით მორბენალი მეუღლე კი არა, მოსიყვარულე,თბილი,მზრუნველი ადამიანი სჭირდება.ნუ ანერვიულებ.
-კარგი.
-რატომ არ გესმის ჩემი?!
-კარგი-თქო,ხომ ვთქვი.
-ამით თავიდან მიშორებ.
-გასასვლელი კი ვარ,მაგრამ არ გიშორებ.
-ნუ მაიმუნობ.მართლა გელაპარაკები.
-არ ვმაიმუნობ,მართლა მართლა.
-დამპირდი რომ არ ჩაერევი.
-მამა...
-დამპირდი.
-ვერ გპირდები და ნუ მთხოვ რა..
-დამპირდი!გთხოვ,დამპირდი.
-ეს პირობა რომ დავდო,ხომ იცი,ვერ შევასრულებ.თავს ვიკავებ ეს დღები, ნიკეს გამო,მაგრამ უნდა გავაცალო სახე,ვერ მოვისვენებ სხვანაირად. ახლა რომ დაგპირდე,მოგატყუებ და ეგ არ შემიძლია.
-გული გამისკდება იცოდე.მართლა გამისკდება კიდევ ერთხელ რომ გამოვიარო ის,რაც გამომატარე.ანა პატარაა ჯერ,მე და ვენერა ასაკში ვართ უკვე...არ გეცოდება შენი და?!ვინ იზრუნებს მასზე...
-ანათი მანუპულირებ?!
-ყველაფრით ვიმანიპულირებ.
-ახლა რომ ეს გავატარო,თვალი დავხუჭო...ნიკეზე ოცნებას გააგრძელებს ის ნაბი...-გაახსენდა მამამისის წინ რომ იდგა და არ დაასრულა ბილწი სიტყვა.-იფიქრებს, როცა მოუნდება მესვრის,გეგას დაჭრის, დააშანტაჟებს,მერე დამემუქრება და მე აქ კაცი კი არა, ქათამი გამოვჩნდები.მე რომ ცოცხალი ვარ,სხვებმა ჩემს მეუღლეზე ისე არ უნდა იფიქრონ,როგორც ის...ფუ,მამა, რაებს მახსნევინებ?!ძლივს ვიკავებ თავს ახლა.. ოცნებაც კი ზედმეტია ნიკეაზე.
-სიყვარულს ვერ დაუშლი.
-სიყვარულზე არაა საუბარი,გამოთქმას ვუკრძალავ,აი ასე..ნიკეა ის გოგო არაა, მე მომკლან და სხვა მიუშვას ახლოს. ამაში ისე ვარ დარწმუნებული,როგორც 2×2 ოთხია.მათაც იციან ეს და ბედავენ გამოხატვას!აი ესაა პრობლემა.ესაა თორემ შემეცოდებოდა სხვა ვარიანტში.
-დემიენ,უბრალოდ მინდა ცოცხალი იყო,კარგად იყო.შვილიშვილებიც მენდობმება,როცა გადაწყვეტთ გაჩენას,მაგრამ...ამისთვის საჭიროა გაჩერდე,მოისვენო.
-აუ,დავაგვიანებ,უნდა გავიქცე.
-დამპირიდი ჯერ.თუ დამპირდები, სიტყვას არ გადახვალ..
-არა,მამა.მართლა ვაგვიანებ.
-რა აუტანელი ბავშვია,ღმერთო!
-აბა,წავედი.-უცებ გაეცალა,რომ პაატას თქმა ვეღარ მოესწრო.ვერ შეპირდებოდა იმას,რისი შესრულებაც არ უნდა.რასაც მართლა ვერ შეასრულებს...
ნიკეა თავად მიიყვანა სახლში, თამარაც იქ დატოვა,ანაც იქვე დარბოდა,აცანცარებულ ჯერის ეთამაშებოდა.
სისხლთან ერთად უჩქეფს გაბრაზება. ოღონდ ბრაზს ვერ იტევს კანში და თუ არ ამოხეთქა დროულად,შეიძლება გულიც კი იმსხვერპლოს.
არავისთვის არაფერი უკითხავს, არავისთვის უთქვამს რამე..ადგა და პრემიერი ისე გააქრო ფრონტიდან, ვერც ის დაინახეს,მიწამ როდის ჩაყლაპა ან ჰაერს როდის შეერწყა...
უბრალოდ გაქრა,გაქრა და მიუხედავად ამდენი მცდელობისა,ამდენი გათენებული ღამისა,დაუღალავი ძებნისა,მაინც ვერ მიაგნეს.ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს.
ჭუმბურიძის ჩათვლით,საქმეში გარეული პირები ისე აყირავა,ქვეყანა თვითონვე დატოვეს.
-მითხარი რომ არ მოგიკლავს, მითხარი.. -ნიკეა კედელს აეკრა. ზღვისფერებიდან ცრემლები სცვივა, ჩამოშლილი თმები თეძოებამდე გაზრდოდა უკვე..
-რა გატირებს?!-კოჭებამდე ფარავს თეთრი პერანგი ჩხეიძის ტანს. დეკოლტიდან კი მოსჩანს როგორ უჩქარდება მკერდის მოძრაობა, გახშირებული გულისცემის გამო.
-ვერ პოულობენ,ვერა..რა უქენი?!- კედელს მიარტყა თავი რამდენჯერმე ნერვიულობისგან.
-რას აკეთებ!ტვინის შერყევას მიიღებ ეგრე!-სწრაფად მიუახლოვდა,ხელი დაადო კეფაზე.
-მოკალი?!მკვლელი გახდი?- ნერვიულად ამოიბუტბუტა კითხვა.
-ადამიანის მოკვლა არ შემიძლია, როგორც არ უნდა გამამწაროს,რაც არ უნდა გამიკეთოს,ეგ არ შემეძლია. ბოლო მომენტში მეცოდება ხოლმე და დაბინდული გონება მეწმინდება. არადა,დასაკლავი იყო ისე, ცხოველებსაც რომ არ კლავენ.
-გაუშვი,გეხვეწები!თავი დაანებე..- მამაკაცის სუნთქვა მოელამუნა სახეზე და რომ აკოცა ლოყაზე,ათრთოლდა.- გეხვეწები,რამე ისე არ გააკეთო, არ დაიდო ცოდვა.არ შეიძლება ცოცხალი მოკლა,სულ რომ ნაგავი იყოს,არ შეიძლება,გთხოვ..სადისტი ხომ არ ხარ..შენც ადამიანი ხარ..
-ღმერთო,როგორ მიყვარხარ,როგორ მენატრები,ნი..-ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი.-ვგიჟდები შენზე,შენს კანზე, სურნელზე.
-დემიენ..-ტუჩი დაებრიცა ატირებულ ჩხეიძეს.
-ცოცხალია,ცოცხალია..-შუბლით დაეყრდნო თავზე.
-ღმერთო...რა ჩაიდინე,ჩემო საყვარელო..-სახეზე დააწყო ხელები.- შემომხედე,მითხარი..
-ვერავის ავნებს,ვეღარავის.
-დემიენ,მისი ოჯახი იმსახურებს იცოდეს.-ტუჩებზე დაეტაკა ჩერქეზიშვილი.ხელში ატაცებული მაგიდაზე შემოასკუპა...-დემიენ..- თავბრუდახვეულმა ჩხეიძემ ამოიჩურჩულა და პერანგის ბოლოში ჩავლებული ჩერქეზიშვილის თითებს ჩაეჭიდა.-არ გამხადო,ეს არა...- იმ იარის გამოჩენის შერცხვა.ისე შერცხვა, თითქოს უცხო ადამიანი ყოფილიყოს. უკვე რამდენიმე თვე გასულიყო და ჩერქეზიშვილს ახლოს არ იკარებდა შრამის გამო.
გრძელი კისერი დაუკოცნა,ჯერ ხომ ვერ გაეგო რა ხდებოდა,მაგრამ მოქმედებები არ შეუწყვეტია.ყურის ბიბილოსაც გადასწვდა მხურვალე ბაგეებით.თმებში შეცურებული თითებით კისერი მოაღერებინა და მილულულ თვალებზე დააკვირდა.
პერანგის ბოლო ბარძაყებამდე აუწია, წვივებიდან მუხლებამდე ავიდა,მერე ბარძაყებზე გადაატარა თითები და საცვლის ზოლამდეც მიაღწია.
შეეასია ჟრუანტელის ტალღები.კანზე ტაო აახმაურა.
გაათავისუფლა ამ პატარა ნაჭრისგან. სხეულში მთელი ვნებით და სიუხეშით შეეჭრა.ჩხეიძის წამოკივლებამ გადაფარა სიჩუმე...მკლავები მთელი ძალით შემოეხვია საყვარელი მამაკაცისთვის და მზად მყოფ სხეულს უხვედრებდა კმაყოფილების ზენიტში მყოფი.
უკონტროლოდ სცდებოდა კივილნარევი კვნესა და საყვარელი მამაკაცის ალერსს ერთიანად ისრუტავდა.მთელი თავისი არსებით ეგებებოდა დიდებულებას და ყოველი შეხებისგან,მოძრაობისგან,სიგიჟისგან სიამოვნებას იღებდა.
დემიენმა აიყვანა მწვერვალამდე, მასთან ერთად მიეცა განცხრომას.
მაგიდაზე გადაწვენილს აუწია პერანგი და იარაზე დააკვირდა.
-ჩამოსწიე...-ხელებით ქვემოთ დაქაჩა ნიკემ,შეეწინააღმდეგა დემიენი.- მახინჯია,ნუ უყურებ..-გული ერევა თავის თავზე.სძულს სხეული.
-რა ლამაზია,ჯანდაბა!-გადახრილმა აკოცა ჩხეიძეს დარჩენილ შრამზე.- გაგიჟება შეიძლება,მართლა როგორი ლამაზია...-მხურვალე ტუჩებით ეამბორება.
-ჩამოსწიე,ჩამოსწიე!-ხელით დაეჯაჯგურა კვლავ და მამაკაცის მოცილება სცადა.-მეზიზღება ეს რაღაც. -ატირდა.
-გადაირიე?!იცი მაინც როგორი მშვენიერია?!დააკვირდი სარკეში?!- ჩხეიძეს თვალი გაუშტერდა გაოცებისგან,ესეთი აღფრთოვანებით რომ შეეგება დემიენი სიახლეს...
-ჯანდაბა,ძალიან მომწონს..-მუცელზე დაადო თავი და კვლავ აკოცა.
ცრემლები შეიმშრალა ჩხეიძემ. აკანკალებული სხეული რომ დაუმშვიდდა,ჩერქეზიშვილმა უკანასკნელი სამოსი შემოაძარცვა და სარკის წინ დააყენა სრულიად შიშველი.
ჩხეიძე დანიშნული დიეტის გამო გახდა.სხეულზე ერთი შრამი თვალშისაცემად დარჩა და არც ისე შემზარავად გამოიყურებოდა, როგორც ეგონა.პირიქით,მოეწონა კიდეც..
დემიენს გაჰხედა,ემიციის შესამოწმებლად.
-მართლა მოგწონს?
-უზომოდ.ერთი ის მაწუხებს რომ გტკიოდა,თორემ გიხდება,მართლა.- მკლავები გადააჯვარედინა და კედელს მიეყრდნო.
-არც ისეთი ცუდია.-სარკეში ჩაიხედა.- ესეთი სიგამხდრე არ მომწონს.
-მოიმატებ,მაგრამ მე ასეთიც მიზიდავ.- ჩერქეზიშვილმა გულწრფელად უთხრა.- ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ, როგორიც არ უნდა იყო.
-მადლობა.-გრძელი თმები გადაუყარა გვერდზე და შიშველ მხარზე აკოცა.
მუცელზე აითამაშა თითიები,იარაზე რამდენჯერმე გადაატარა და ჩხეიძის სურნელი ჩაისუნთქა.
-მას ხომ გაუშვებ?-მიეყრდნო ზურგით მამაკაცის მკერდს.
-არა,ნი.მან ზღვარი გადაკვეთა. გამხეცებულია და იცი ასეთ დროს რა ხდება?!თუ შეგებრალა და აუშვი, დაგგლეჯს,თუ გადაურჩი...თუ გადაურჩი, პრობლემებს შეგიქმნის.ის სასჯელს იხდის,პრეზიდენტმა ჩაავლო და ახლა ის გადაწყვეტს რა,როგორ...
-აზრს ვერ შეგაცვლევინებ,ხომ?!
-მეც არ ვარ ისეთი იდეალური, როგორიც ვგონივარ ყველას. იდეალური ცნება არ არსებობს საერთოდ,მაგრამ ახლა მართალი ვიყავი.მართალი ვიყავი ყველა გადაწყვეტილებაში,რაც კი მიმიღია. ესე ვთვლი.მართალი ვარ.
-არ ვიცი რა მოხდა,როგორ გამოგიყვანა ასე წყობიდან,მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ თავზე.
-სხვას გადავაბარე მასზე პასუხისმგებლობა.ცოტა შევალამაზე ვიზუალურად,ბრაზი ამოვიღე და თავისი დანაშაულისთვის აგო პასუხი. მე გავუშვი,არ გამიჩერებია... დრო იხელთეს და ვინც გაამწარა,კი აზღვევინა.
-აბა მხეციო,ისაო ესაო?
-არაფერი გამიკეთებია მის გადასარჩენად.
-რაა?!
-ჰო,ბოროტი და უგულო ვიყავი იმ წამს. საქმე იმაშია,რომ არც ვნანობ.ალბათ, ამის გამოც დამიბრუნდება ბუმერანგივით,მაგრამ საქმე შურისძიებაში არაა.
-აბა,რაშია?
-ძალიან რომ მიყვარხარ,იმაში.- ტუჩები დაუკოცნა ერთ ამოსუნთქვაში და საწოლზე გადაწოლიმა,ხარბი მზერა მოავლო სასურველ ქალს.
ქალს,რომელიც უყვარს.
ქალს,რომელიც არავის ჰგავს.
ქალს,რომელიც თავისი თავია ბოლომდე.
ქალს,რომელსაც უყვარს.
ზემოდან მოქცეულს დაუკოცნა: მხრები, ლავიწები,მკვრივი მკერდი...
თითოეულ ნაწილს ალერსით ამკობდა. ამკობდა და დაბრუნებული სითბოსგან გონებაწართმეული ვერ სწყდებოდა...
ვნებისფერი ალები დაფარფატებდნენ ირგვლივ,გარეთ კი წვიმა ნამავდა თბილისს.
-მეც მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.- გადახრილმა დაუკოცნა დემიენს ტუჩები და ტემპს უმატა.გარეთ წვიმის წვეთებიც მღელვარედ დაეშვნენ ციდან.
შინ დამხუთველი ჰავა იყო,გარეთ კი ციოდა.
დემიენმა ერთი მოძრაობით მოაქცია ქალის თხელი,სიფრიფანა სხეული თავის ქვეშ.თავშეუკავებლად ჰკოცნა, დაკბინა,ხელისგულების მხურვალება მოსდო ტანზე..
მკერდი მკერდთან,მუცელი მუცელთან, მენჯი მენჯთან,ქალის ფეხები შემოჰხვეოდა,უკვე ოთხივე კიდურით ეკვროდა და ზურგზე ჩაჰფრენოდა ფრჩხილებით.კვნესა კივილში გადაზრდოდა და სიამოვნების ზენიტს მიახლოებული, უხეში ბიძგებისგან გადარეული თავს ვერ იკავებდა...
-ამის დედაც!-კივილით მოქაჩა თმები...
-მიწვევ,ახლა მართლა მიწვევ.- ტუჩებზე ვნებით დასწვდა.
-----------
-ნი,გაიღვიძე..-სუნთქვაშეკრული ელის როდის შეანათებს ზღვისფერებს.ამ ზღვისფერებს სიმშვიდე მოაქვთ მუდამ.- შემომხედე,გთხოვ.
-ჰოუ..-ამოიზუზუნა და ფრთხილად დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს. დემიენი მიაშტერდა.ასეთი მიჯაჭვული ჯერ არაფერზე ყოფილა,როგორც ჩხეიძეზე და მის ზღვისფერებზე. ქვეყნად ყველაზე მშვენიერ თვალებზე, რომლებშიც მზერა სიგიჟემდე უყვარს.
ლოყაზე მიეფერა მამაკაცს.
-ასე მთელი სანათესაო ივლის ჩვენთან, ჩემთან მიმყავხარ,სოფელში.
-რაა?!
-ძველი სახლია,არც ისეთი კომფორტია, როგორიც ზოგადად მიყვარს,მაგრამ ბებიას სახლი იყო, იმას ისეთი უყვარდა,მეც ისეთი მიყვარს და მინდა იქ წაგიყვანო.
-ბებია?!
-გარდაიცვალა,მხოლოდ მისი სახლიღა დამრჩა.-თვალები ცრემლით აევსო ჩხეიძეს და გულში ჩაიკრა ჩერქეზიშვილი.
ნაღვლიანად რომ თქვა,ჩხეიძეს ყელში მოაწვა ემოციები.
-ხის მყუდრო სახლია?!-აკანკალებული ხმით წარმოთქვა.
-ჰო.-მამაკაცის მკლავებიც მოეხვია წელზე.
-დილით მზე იჭყიტება ოთახში..
-კი.
-ბაღია გარეთ?
-კი.
-ყვავილები ცოცხლდებიან ხომ?!
-მინდვრის კი.ბებიას,რაც ჰქონდა ქოთნის,ყველა დაჭკნა,ვერ გადავარჩინე.-ჩხეიძეს ჩამოუგორდა ერთი წვეთი.არადა,როგორ ეცადა ეს ციცქნა ნაწილი ჩაეტოვებინა თავის თავშივე.თუმცა იმდენად ემძიმა,ვერ დაიტია...-თავიანთი პატრონის გარეშე სიცოცხლე არ ისურვეს.ძაღლზე ხომ ამბობენ ერთგულიაო,მაგრამ ყვავილებსაც როგორი ერთგულება სცოდნიათ?!
-შენნაირ მზრუნველ ადამიანშიც კი არ გაცვალეს შენი ტკბილი ბებია.-თავზე აკოცა დემიენს.მამაკაცის ახმაურებული გულისცემა იგრძნო კანზე.
-მე თუ ბაბუა ვიქნები,ჩემს შვილიშვილებთან ძალიან დიდხანს ვიქნები.
-დემიენ..-სახეზე გაშლილი ხელი დაადო.-მოდი ჩემთან.-ზემოდან გადაწოლილ,თბილ სხეულს ეხუტება მთელი ძალით.
იქნებ ტკივილი წაიღოს?!ან იქნებ შეამსუბუქოს მაინც?!სულ სულ ცოტა, სულ ცოტა...
აღიღინდა ჩხეიძე... გაუთვიცნობიერებლად წამოიწყო და ისეთი სიტკბოებით ჩაეღვარა დემიენს ყურებში,თვალები დახუჭა.
ნიკეა სიმღერას ერიდებოდა, ერიდებოდა ხალხში.არასდროს უვლია მასწავლებელთან,არასდროს უმუშავია ნიჭის განვითარებაზე...უბრალოდ თავისთვის ღიღინებდა ხოლმე,როცა ძალიან ძალიან ცუდად იყო,ან როცა არ უნდოდა რამის მოსმენა,გულში წამოიწყებდა და ყურადღებაც გადაჰქონდა,გულიდან ნადებიც შორდებოდა....
დემიენს ჩაეძინა.ის უძინარი ღამები ერთიანად მოაწვა,მოითენთა და აზრზეც ვერ მოვიდა,როდის ან როგორ წაართვა ძილმა თავი.
-----------
პატარა ეზო დახვდათ.გარეთ ისეთი მოჟამული ამინდი იყო,ბუნებასაც აცვლევინა ფერი.
ხელი-ხელ ჩაკიდებულები შევიდნენ ეზოში.ჩხეიძე მორცხვად იყო, მიუხედავად იმისა,რომ კარს დემიენის ბებია ვერ გააღებდა.
ყველაფერს მტვერი დასდებოდა. დემიენმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა და არც არავინ გააკარა დასალაგებლად. ვერავის ანდო.
დალაგება თავად მოუწიათ,ბოლოს დაქანცულები რომ მიესვენნენ დივანზე,დემიენმა ნიკეას თითებით დაიწყო თამაში.
შეშა ბუხარში ტკაცუნობდა.ოთახში კი სასიამოვნო სითბო იდგა.
თითებზე აკოცა,რომ დაჰხედა,კანი ცოტა გამოუშრო წყალმა და გაიფიქრა, არაფერს გავაკეთებინებ აწი ამ თითებითო.
-რატომ ხარ ჩუმად?!
-სიმღერის ნიჭი გაქვს.-გაუღიმა ჩხეიძეს.
-კი,მაგრად!ხომ გახსოვს,ტატო თუ ტიტე ლამის დავაყრუე.-აწითლებული ლოყების დამალვა მოუნდა,მაგრამ ვერსად მიჰქონდა.
-მაშინ არ მიცნობდი,დაიძაბე.დღეს რომ ღიღინებდი..
-რას ამბობ?არ მაქვს მე ეგ ნიჭი.- კოპები შეკრა.
-გაქვს,გაქვს.-მაგრად ჩაიხუტა.- უტკბილესი ხმა გაქვს.
-დემიენ,ასე ძალიან რომ მიხუტებ, სუნთქვა მეკვრის.
-პირადად მე,მეძინება.-სულ სხვა პასუხი გასცა.
-დაიძინე.-მკერდზე თავი დაადო და ჩერქეზიშვილის გულისცემას დაუდარაჯდა.
მელოდიურია ჩხეიძესთვის,ყველაზე მელოდიური და სასიამოვნო ხმა.
მთელი ცხოვრება დაუღალავად დაატრიალებდა.მოსმენა კი არასდროს მობეზრდებოდა.
შესანიშნავი 5 დღე გაატარეს ნისლისფრად შეღებილ გარემოში. ხის სახლში,სადაც სხვანაირი სურნელი ტრიალებდა.შინმა პატივით მიიღო მონატრებული მფლობელი და მისი მეუღლე.
-იცი,მაინც წასვლა როგორ არ მინდა?!- დემიენს მიუტრიალდა მოწყენილი.- როგორი კარგია აქ,როგორი სიმშვიდეა.
-აწი ხშირად ჩამოვიდეთ ხოლმე.-თითებზე აკოცა.-ბებიას ეს თითები რომ დაენახა,მაგრად მეჩხუბებოდა და მართალიც იქნებოდა.
-რატომ?
-მეტყოდა,ამ გოგოს ისეთი ხელები აქვს, გაფრთხილება სჭირდება და შენ სულ არ უფრთხილდებიო.მე ხომ შენთან ერთად დავალაგე ეს სახლი..

-ოიი,რაებს მეუბნები...
-დაენანებოდა შენი თითები სახლის საქმეების გასაკეთებლად.-ცხვირზე აკოცა.-პატარა რომ ვიყავი,ბაბუა ხელით საქმის გაკეთებას არ აცდიდა ხოლმე.როცა სახლში იყო,არაფერს აკარებდა.მერე რომ გარდაიცვალა ბაბუა,ბებია მიდგა ჭურჭელს და რეცხა, საკუთარი ხელებით დახეხა ყველაფერი...რომ მივედი,ჩავეხუტე.. იცი როგორ აქვითინდა?! ჭაღარა თმებზე ვეფერებოდი.ცრემლებს ვიბრუნებდი,მრცხვენოდა ტირილის.
-მერე?
-მერე თხელი მკლავები მომხვია და ჩაიბუტბუტა,ერთი თუ ზემოდან მიყურებს,დაიტანჯოს რომ ვერაფერს აკეთებს ჩემს შესაჩერებლადო.ეს თითებიც რაღად მინდა ნალოლიავებიო...

-შენს ბაბუას როგორ ჰყვარებია..-ფიქრი გააჟღერა ჩხეიძემ.
-კი.-მანქანაში ჩააწყო ჩანთები და სახლის კარი გამოკეტა.
სახლი დაცარიელდა,დადარდიანდა..
სახლები მარტო არ უნდა რჩებოდნენ...
მანქანა თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგა,ჩხეიძე კი დასევდიანდა.
-რაზე ჩაფიქრდი,ბუბაზე?!
-ჰა?ვინ ბუბა?
-ბუბიკო,შენი ბავშვობის თაყვანისმცემელი.
-აა,არა.
-ახლა არ მითხრა,პირველი კოცნის ავტორზეო...
-არ გეტყვი.
-16 წლის იყავი?
-ნუ...16 წლისაც ვიყავი,17 და 18. ლოგიკურად ესეა,დღებიდან დავიწყე.
-რას მაიმუნობ?!კოცნაზე გეკითხები.
-არა,15 წლის ვიყავი.-ამოიოხრა.-აამ, მანამდე ბაღში მაკოცეს.
-დეტალები არ გვინდა.
-არც გიყვები.ეჭვიანობისგან არ გაგიჟდე ოღონდაც.-გაეცინა.
-არ ვვეჭვიანობ,ეგღა მაკლია რა.ვიღაც წვინტლიან ღლაპებზე თან.
-რა აგრესიაა,რა არის?!მე შენი ყველა პარტნიორი მძულს,მაგრამ შეურაცხყოფას ხომ არ ვაყენებ,არა?!
-შენ გძულს!
-შენ ლანძღავ.
-შენ გაკოცეს.
-შენთან იწვნენ!ორი და სამი კი არა,ბევრი... ისიც არ ვიცი,რომელიმე სახელი თუ დარჩა ისე,რომელთანაც არ გიგულავია.
-მგონი დამერხაა.
-მაგრად თან!რა ამაზრზენია,როგორ შეგეძლო შეხება?
-მაშინ არ გიცნობდი,არც მიყვარდი. ამიტომ აზარტის ამბავი იყო.
-მაღიზიანებ,ხმა არ გამცე ხუთი წუთი.
-არ გაგცემ,მაგრამ ჩვენი შვილისთვის, თუ გოგო იქნება,გაგვიჭირდება სახელის არჩევა..
-დაიცადე,რა გოგო? ან რა სახელი?!
-აბა თუ მიხვდები.
-ფუ,სახელები ჩამოწერე შენი საყვარლების,რომ თუ შვილის ყოლას გადავწყვეტ,ეგ არ დავარქვა.- თმა გვერდით გადაიყარა ნიკეამ.
-როგორი ეჭვიანი ყოფილხარ.
-ვითომ?!-ნერვებმოშლილმა დაჰხედა მობილურის ეკრანს და მოსულ შეტყობინებებს გასცა პასუხი.
-ჩაძვერი ბარემ და ეგაა.
-მაპატიე,გისმენ.
-ბუბა?!
-რას შეჭამე ეს ბუბა.ვუყვარდი და რა ექნა?არ უკოცნია,არა.მხოლოდ ლოყაზე.-იფეთქა.-არც სახელები მახსოვს და არც გვარები,სიას ნამდვილად არ ვადგენდი ვინ უკეთესად მაკოცებდა!მომვარდნენ და მაკოცეს.მორჩა კინო.ტაში დაუკარით, ფისი და ნანა ქენი.
-მორჩა,გაჭედაააა...
-კი!შენნაირი უნამუსო კი არ ვარ! თანამშრომელიც არ განგისხვავებია.
-ჰა?
-თეაკო იწვა შენთან.
-აა,ხო.მართალი ხარ,არ უნდა გამეკეთებინა ეგეთი რამე თანამშრომელთან.
-კი,ვარ.-ახმაურდა ჩხეიძის ტელეფონი. ისევ წერდნენ.
-ვინც ეს სოციალური ქსელი მოიგონა, ხომ უნდა გაიფინო წიხლქვეშ.
-რა მოიგონე ახლა?
-ცოლთა კომფლიქტსაც არ მაცდის ეგ წყეული!წაშალე მაგის კარგის ფაქ!
-რახან შენ მეტყვი რა!-ცხვირი აიბზუა და თმები მაღლა აიწია თმის სარჭით.
-ჰე,დამაყარე.შენთან კამათი მენატრება.
-არ გაწყენინებ მაგაზე!ახლავე..
-------------
ვენერას და პაატას სახლში დიდი სუფრა გაშლილიყო,ახალი რძალი უნდა გაეცნოთ ნათესავებს.აქამდე ნიკეს ცუდად ყოფნას იმიზეზებდნენ, მაგრამ ნიკეა მომჯობინდა,ამიტომ პრობლემაც აღარ იყო.
-არ მომწონს ნათესავების გაცნობის იდეა და არც მინდა.-დემიენს ჩაეჭიდა.- ჩემს ნათესავებსაც არ ვიცნობ კარგად. ამიტომ არც მიყვარს ისინი.
-ნათესავი რა შესაყვარებელია კაცო, წამოდი.-სახლისკენ გაუძღვა.- ჩემთან იყავი სულ,თუ არადა,ანა გაგიშრობს სისხლს.
-ნეტავ ანა მყავდეს გვერდით.- შეწუხებულმა ნაძალადევად გაიღიმა, როცა ზარი დარეკა დემიენმა.
ისე მხიარულად შეხვდნენ,იფიქრა ნიკეამ რამე საჩუქარი ხომ არ მოიტანა ყველასთვის და ახლა წაუსკლეროზა, არ ახსოვს.
-პატარა არ გინდათ ჯერ თუ ორსულად ვერ რჩები?!-ერთი შუა ხნის ქალი ამოსდგომოდა ნიკეს და ჭკუიდან შლიდა.
-არ ვჩქარობთ.-მოთმინებით უპასუხა.
-იცი რას გეტყვი?!მერე დაგიგვიანდება და ახლა გააჩინო სჯობს.მეორეც თუ გაჩნდა,მთლად უკეთესი.მარტო აღარ იქნება.
-არ მინდა ჯერ.-თვალებით დემიენს დაიწყო ძებნა,მერე ანას.
-რას ნიშნავს,არ გინდა?!გვარის გამგრძელებელი როგორ არ გინდა?
-ბავშვი ხომ ჩემი გასაზრდელია?! როცა დავაპირებ,მაშინ გაჩნდება.-ნერვები მოეშალა ზედმეტი ცხვირის ჩაყოფისგან.
-დედი,საწყენად კი არ მითქვამს.მერე ასაკში ჭირს ორსულობა.ბავშვიც შეიძლება პრობლემური დაიბადოს.
-მესმის,მაგრამ არა.-მოკლედ მოუჭრა.
ეს კი მოიშორა ძლივს თავიდან, მაგრამ მეორე მიქანდა და არც აცია,არც აცხელა,ქონებაზე ჰკითხა.
-ხომ მოასწარით ყველაფრის გადაფორმება?!ანაც იზრდება და როცა გათხოვდება,ქონებაზე დავა წავა.
-დემიენი აგვარებს მასეთს საკითხებს.- გაღიზიანდა ზედმეტად.-და-ძმას კი გასაყოფი არაფერი აქვს.
-მერე არ ინანო,ოჯახი როცა იქმნება..
-ან ხარ ადამიანი,ან არა.ყველას თავისი ოჯახი აქვს და თუ ანა გადაწყვეტს,მასსაც ექნება.-გამწარდა.- მაგრამ დემიენი არასდროს წაგლეჯს ქონებას,არც ანაა ის ადამიანი,ერთ წინკლიან მიწაზე ფეხები აბაკუნოს.მაპატიეთ, მეძახიან იქით.-ანა რომ დაინახა, მისკენ გაქანდა.
-აქედან გამიყვანე.თორემ დავიფრენ ამათ,ცოტა მიკილია,მართლა.-ვენერამ და პაატამ ყურადღება გადაატანინეს სტუმრებს.ნიკეაც ნაკლები პრობლემურობით გავიდა მისაღებიდან.
-კარგი,წამოდი.-თავის ოთახში შეაპარა, დემიენიც იქ იჯდა,კარტს თამაშობდა და-ძმა.
-ეეე,მე იქ დამტოვე და შენ აქ ერთობი?!
-კი.იმ ორი დის ნერვი არ მქონდა. კიდევ კარგი შორეული შიზიკი ნათესავები არიან,თორემ გვარს დამიმძიმებდნენ.
-წნევა ამიწიეს.არადა,დაბალი მაქვს ხოლმე სულ,ხომ იცი.- საწოლზე აძვრა ანას გვერდით.
-ფეხები ჩემკენ ხო?ესე გიყვარვარ?!- ფეხებზე თავი დაადო.
-კი,მაგის მეტს არც იმსახურებ.ესეც ბევრია შენთვის,იქ რომ მარტო დამტოვე.
-ეჰეე,ანა გამოვუშვი რომ ამოეყვანე. დანახვა უნდა ჩემს სიკეთეს.
-ნუ ჩხუბობთ,ყვირილში გადაიზრდება და გაგათრევენ ყურით.-კარტი ხელახლა აჩეხა.-ითამაშებ ხო?
-კი.-ნიკემ თავი დაუქნია.
----------
-წარმოგიდგენია რაები მკითხეს?!
-კი,ნიკე.-სანდრამ თავზე ხელი დაიდო.- ცუდი ტონია შენთან.რამდენიმე თვეა ერთად ხართ და ბავშვი რა საჩქაროა, ეს ერთი და მერე მეორე,რა ქონებაა ამისთანა გასაყოფი,მთელი სანათესაო რომ წუხს?!ან რა მაგათი საქმეა?! შენ წაგაქეზეს,რომ შენ დემიენი წააქეზო და ანა მშრალზე დატოვოთ...
-ანა პატარაა,დემიენს ხომ იცნობ,რა წაგლეჯვაზეა ლარპარაკი,ზედმეტს გაგატანს...ანა მისი ერთადერთი დაა, ასეც რომ არ იყოს,მაინც იზრუნებდა ანაზე.მეც არ მესმის,დას ან ძმას რატომ უნდა წაართვა რამე... ხალხს ჰგონია მიწაში მიაქვს ქონება?!
-კარგად გაგიძლია კიდევ მაგათთვის.
-ჰო,ოღონდ დემიენთან არ მომიყოლია.
-არცაა მოსაყოლი.
-ჩემი მეგობარი შუ მოვიდაა.-ხელი აუწია თორნიკეს სიცილით.

-დიახ,დიახ.ესეთი ოვაციებით მხოლოდ მე მხვდებიან.
-სად იყავი?!-დადიანს ლოყაზე აკოცა და დაეხეთქა მის გვერდით ამაშუკელი.
-ქალებში.
-არ შეიმჩნიო,ესე ხუმრობს ხოლმე.- სანდრამ ხელი აიქნია.
-მანქანა გავაკეთებინე.აურია ამ ბოლო დროს.შენ რა გაღიმებს,ეკლერ?
-გამახსენდა სტუდენტობა.- თბილად ამოილაპარაკა.-თქვენთან ერთად შესაშური წლები გავატარე.
-მე და ნიკემ იცი როგორ გავიცანით ერთმანეთი?!-ამაშუკელმა სანდრას გადახედა.
-არა.
-სემინარზე ვგეგმავდი შესვლას.ხოდა, გარეთ შევათვალიერე სიტუაცია,ვინც შედიოდა,რომელს უფრო ჭკვიანის ვიზუალი ჰქონდა,თუ რამე გამოვიყენებ- თქო.
-შე ნაგავო!-ნიკემ სქელყდიანი დღიური ესროლა.
-ხოდა,ნიკეს ეჭირა ორი რვეული,წიგნი. - გვერდით გაიწია,მაგრამ მხარში მაინც მოხვდა.-ხოდა, გამომეტყველებაც სერიოზული ჰქონდა.მეთქი-გაები ჩიტუნა მახეშიი.კარგი გამოსაყენებელი გოგოაა. კონსპექტები ბლომად ექნება.
-თორნიკე!-ღრმად ჩაისუნთა ჰაერი.- რამე ბლაგვი საგანი წამოვა სიფათში და მიგიტაფავდება ეგ სიმპათიური სახე.
-კარგი ხო!შენ ნაკლებად გოიმი ჩანდი და მაგიტო დაგიმეგობრდი.-სანდრა გვერდზე შეტრიალდა და ისე იცინოდა, ლამის ჩაიკეცა.
ამაშუკელი ნიკეას სიტყვებს სათავისოდ იყენებდა.
-მე შემეცოდე,ისეთი დაბეჩავებული იდე სკამზე.არაფერი შენ არ იცოდი..- სახეზე მოაწვა სისხლი.-ამის მერე სიკეთე ქენი,დაუნახავო.
-მიყვარს რომ ბრაზდები.-ხელები გაშალა გოგოს ჩასახუტებლად, მაგრამ ნიკემ ხელი ასწია.
-შეიძლება დაგშალო ძვლებში,არ მომეკარო.პირდაპირ საცოდაობის სურნელი დაგტრიალებს.
-კარგი ხო,მიყვარხარ,მოდი აქ.-ხელზე დაქაჩა და ჩაიხუტა.
-მე ისე რა.-დადიანი უკვე მუცელზე იჭერდა ხელს და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს.
-სანდრა,შენს დაქალს გადავაგდებ აქედან.
-ფრთხილად იყავი,შენ არ გადავარდე.
იგი წავა და სხვა მოვაო,ხომ გაგიგია?! მეგობარი კიდევ რჩება და რჩება.
-შენ ქმარი როგორ გიძლებს?
-როცა ვბრაზდები,მერიდება.
-რა რომანტიკულია.
-რას აფუჭებთ?!-დემიენი მიუახლოვდა ორივეს.
-ამ გოგონას ვაწვალებ და მალე ხელს დამარტყამს,ვატყობ.-თმები აუჩეჩა ნიკეას.
-ნაგავი ხარ.-მკლავებიდან დაუძვრა.- დაგაგვიანდა რვა წუთით.ოფისში არ ყოფილხარ.
-ხო,ქალაქგარეთ ვიყავი.ცოტა შემაგვიანდა.რა ხდებოდა ოფისში, მშვიდობაა?!
-კი,არაფერი ისეთი.შენ გიგროვდება საქმე,რომ არ ბრძანდებოდი ორი დღე.
-მოგვარებადია ეგ.თქვენ რას აკეთებდით?
-ვიხსენებდი,ნიკეა რისთვის გავიცანი.
-აბა,გისმენ.-დემიენმა გამომეტყველება დაისერიოზულა.
-გამომადგება სწავლაში-თქო.-ჩხეიძემ თავი გადააქნია.
-იქით არ გამოგიყენო და ჩვარივით არ მიგაგდო.
-ამას ამბობს დედა ტერეზა,რომელიც ონლაინ რეჟიმში სხვებს ტესტების მაღალ ქულაზე დაწერაში ეხმარებოდა.- სანდრამ წარბი აუწია.
-შეეტენებოდათ საგანი მაგათ,მაგიტომაც.შენც იქ ბრძანდებოდი, "ქოლში!"ძალით კეთილობას რომ მტენი.
-დიახ,ვიყავი.-კისერი მოიღერა.-შენ გამაკეთილე ერთი მომენტი და მაგიტომ.
-მე შენ აგყევი "ვაზელინა" სტუდენტთან ომში და ყველა პასუხს არასწორად ვცემდი,მაგის გამო.-ამაშუკელი ახარხარდა.
-რატო?
-ის სწორად ამბობდა,მე საპირისპიროში ვეკამათებოდი.- ნიკეამ სახეზე ხელები აიფარა.- მაგის გამო სამი ქულიდან 2.5-ს მიწერდა ის ნაგავი ქალი.
-მეც ეგრე,არაუშავს.-დადიანმა დაამშვიდა.
-რა არაუშავს,ლამის საგანი შევიტენეთ სტიპენდიანტებმა.-ნიკეამ სიამაყით გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას.
-ცოტა თავმაღალი გოგო ხარ.-დემიენმა ხელი გადაჰხვია.
-არ გაგიკვირდეთ,თავმდაბალის ანტონიმად თვლის თავმაღლობას.- ნიკემ გაამართლა.
-შენი ლექსიკონი გაუზიარე და გამონათქვამების კრებული, ძირითადად უზრდელური სიტყვებია, მაგრამ დასაფასებელი.-ალექსანდრამ დააბეზღა მეგობარი.
-უკაცრავად?!შენ გაქვს ჩაწერილი.
-საღამოს გადმოგიგზავნი,დემიენ.- დადიანმა თვალი ჩაუკრა.
-გამოუშვი.-გაეცინა დადიანის გახარებულ სახეზე.
-მეც ჩამიგდე,უნდა გავერთო.- ამაშუკელმა ეშმაკურად ჩაიღიმა.
-კარგი,ოღონდ მერე მეგობრულ ზარს ვაწყობთ და აზრებს ვცვლით.
-ჰე,ჰე..ჩემი საავტორო უფლებები დაი*კიდეთ?!
-არავის აინტერესებს.-დადიანმა თმები უკან გადაიყარა.
-ხოდა,ვიჩივლებ სასამართლოში.
--------
-გადარიცხე,კი.-თავის იურისტს თანხმობა განუცხადა დემიენმა.
-სჯობს ნახევარი თანხა გადაურიცხო და მეორე ნახევარი ბანკში შეინახო.
-არ მინდა.გადარიცხე ის თანხა,რასაც გეუბნები.
-ქველმოქმედებაში იმაზე მეტი იხარჯება..
-იმ ხალხს სჭირდება,მე სამყოფი მაქვს და ჩემს თანამშრომლებს არ ვაშიმშილებ ამით.
-კარგი,მაგრამ ეს იმაზე მეტია,ვიდრე რიცხავ ხოლმე.
-მერე რა,რა ვუყო ამდენ ფულს?!-ჩაეცინა.-არაფერში მჭირდება ზომაზე მეტი.ჰო,ზამბახიძის შვილისთვისაც გადარიცხე თანხა.უკვე დასჭირდება.
-როგორც იტყვი.სხვა რა გზა მაქვს.- დემიენს გაეღიმა.-უფროსი შენ ხარ.
-უი,ბოდიში.-დაუკაკუნებლად შეხსნილი კარის გამო ჩხეიძემ მოიბოდიშა.
-როგორ ხარ,ნიკე?-მოიკითხა სანდომიანი პირი-სახის მამაკაცმა.
-უი,ბატონო ლაშა,გამარჯობა.როგორ გიკითხოთ?!
-გადასარევად.მე დავასრულე უკვე საქმის განხილვა,წავალ.
-რაზეც შევთანხმდით,ხომ გახსოვს?!
-კი,აბა.-ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გავიდა.
-საქმიანო მამაკაცო,პერანგზე ეს ჰალსტუხი რა საზიზღრად გაქვს,თუ იცი?!
-მერე შემიწორე ან მომხსენი.-შეუხსნა ჩხეიძემ და ზედა ორი ღილიც მიაყოლა.
-ახლა ხომ უკეთესია?
-ნამდვილად.-ცხვირის წვერზე აკოცა ქალს.-კლუბში გინდა წასვლა? თათულის მოუნდა და ანა აიყოლია. სანდრასაც ვუთხრათ.
-ანა პატარაა ჯერ მგონი მაგისთვის.მეც კი ცუდად მხდის ის ხმაური.გულზე მირახუნებს ეგრევე.
-თვითონ უნდა,მე რომ დავუშალო, მაინც წავა და მირჩევნია ვუყურო.
-ჰო,სჯობს იცოდე როგორაა.-მამაკაცის კისერში ჩაეფლო სახით.
-ანუ არ წაგიყვანო?!მე მიწევს წასვლა.
-წამოვალ.-მოკლედ მოუჭრა და ყელში აკოცა.-ეგრევე რამეს დავლევ,ტვინი რომ არ ამიდუღდეს.
გიორგი შეხვდათ ოფისიდან გასულებს.ნიკეამ მეგობრულად მოიკითხა, ყოველგვარი წყენის გარეშე.უკვე შეცვლილიყო ბიჭი.კიდევ გამაღლდა,დაეხვეწა ნაკვთები,მაგრამ სიმპათიურიაო, მაინც ვერ იტყოდით.იზიდავდა გოგონებს,მაგრამ ...
უკვე სწავლობს უნივერსიტეტში და ცალკე ცხოვრობს, დედამისთან ერთად.დემიენთან დაიწყო ოფისში მუშაობა,სამუშაო გრაფიკიც ხელშეწყობით აქვს.ზოგჯერ დემიენს კი ეცოდებოდა ბიჭი,მაგრამ ბრძოლის უნარი უნდა გამოემუშავებინა.ჰოდა,აცადა მარტოს განვითარება.თუმცა უყურადღებოდ ერთი დღე არ დაუტოვებია.
-------
საღამოს დემიენმა წაიყვანა კლუბში, ჩხეიძემაც ეგრევე გადაჰკრა სასმელი, აი მესამე ჭიქაზე უკვე ისე საშინლადაც აღარ ჩაესმოდა მუსიკა ყურებში და სხვებთან ერთად იცინოდა.მერე აცეკვდა კიდეც და სანდრას დაეკიდა ყელზე,არავის იკარებდა სხვას. დადიანიც ნიშნისმოგებით უყურებდა ყველა იქ მყოფს და მზერით აგრძნობინებდა ყველაზე მეტად მაინც მე ვუყვარვარო.
უკვე ქუჩაში აკისკისებული ჩხეიძეს ვერ აჩერებდა დემიენი.ესეც გათამამებული შეხტა მანქანის კაპოტზე და იქიდან მიუძღვნა სასიყვარულო სიმღერა. თეძოებს გამომწვევად არხევდა,დემიენს კი თან აცინებდა,თან კი იწვევდა მოქმედებებით.ოღონდ მთვრალი ჩხეიძე ამდენს ვერ იაზრებდა.
თმებიც გასაოცრად დანარნარებდა ღამისფერ ჰორიზონტზე.
15 წუთიანი რეპერტუარების მთელი სიის ამოწურვის შემდეგ,რაც კი რამ გაახსენდა და თუ არ გაახსენდა, სპონტანურად მოიგონა,უკვე სიცილი აეტეხა თავის თავზე და მანქანიდან გადაქანებული,დემიენმა დაიჭირა, თორემ პირდაპირ ასფალტზე შერცხვებოდა შუა ღამის ოთხ საათზე.
-მიკვირს გული რომ არ მერევა,ისე ავყირავდი..-თავი უკან გადააგდო სიცილით ნიკეამ.
-შენ ამდენს აღარ დაგალევინებ, საეჭვო ხდება შენი სიჯანსაღის საკითხი,საყვარელო.-შუბლზე მიაკრო მხურვალე ტუჩები და მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა.
-სიგიჟემდე მიყვარხარ,უზომოდ, უსაზღვროდ და მეშინია არ გავგიჟდე.- ნიკეას თვალები აემღვრა.
-მგძნობიარე მხარე ჩაერთო,პი*ზდეც...- გაეცინა დემიენს.
-შენ უზრდელური სიტყვა თქვი.- ჩაიხითხითა ჩხეიძემ და ტუჩებზე ხელი აიფარა.
-ბოდიში.-ყელში ჩაურგო ქალს თავი. ცხვირის წვერით გაეხახუნა და გლუვ კანზე მიაკრა ტუჩები.-რა მთვრალი ხარ.
-ნასვამი ვარ.-ამოიბუტბუტა.
-როგორც ყველა გალეწილი მთვრალი?- ჩხეიძემ გადაიკისკისა.
-ჰო,ჰო..-ოთხივე კიდურით შემოეხვია.- მართლა ძალიან მიყვარხარ,სულელო.
-ხშირად დაგალევინებ.ჯერ მიმღერე მანქანის კაპოტზე შემხტარმა,ახლა მესიყვარულები.ერთი ჭიქაც ხომ არ დავამატოთ,პირდაპირ გზაზე გვექნება სე*ქსი.
-მაგის გარეშეც შემიძლია ეგ,თუმცა, რადგან დამცინი,მშრალზე ხომ არ დაგტოვო,ვფიქრობ.
-აბა,აბა!პანიკების გარეშე!-კაბა აუწია ზემოთ.
-სირცხვილია,იდიოტო!მანქანის სადგომია.-აკივლდა ნიკე.
-წამოდი,მე შენ გაჩვენებ,იდიოტს.- საჯდომზე ერთი გემრიელად მოჩქმიტა და წინ ჩაჯდა საღ გონებაზე მყოფი. უკმაყოფილო სახით გაწოლილმა ჩხეიძემ ზურგი აქცია და თვალდბდაჭყეტილმა უკანა სავარძლის ზურგზე დაიწყო თითებით თამაში.
-დემიენ..
-ჰოუ.
-ის კლუბიც მართლა შენია?
-ეგრე გამოდის.
-არ ვიცოდი.-გულწრფელად ამოიჩურჩულა.
-ეუ,ბევრი რამეა,რაც სამართავად შემომეტენა და მაგის დამახსოვრებას, ისევ ფიზიკის ან ქიმიის ფორმულების დაზეპირება სჯობს.
-ამიტომაც ხარ გაბლატავებული!
-დიახ.ოღონდ ჩუმი ფულიანი ვარ..- გაეცინა წამომჯდარი ჩხეიძის სახეზე.
-არა,შენ ჩუმი მილიონერი ხარ, ჩემი ჩუმი მილიონერი.-თავი ჩამოადო წინა სკამს.-ყველაზე კეთილი მილიონერი მთელ მსოფლიოში.-უცნაურ ტონალობაში წარმოთქვა.
-მიხდება ეგ სახელი,ოღონდ არ გამთქვა,კარგი?-შეთქმულივით გადახედა სარკიდან.
-არ გაგთქვამ,სამარე ვარ.-ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო.-დედა მომენატრა,როდის ჩამოვა?
-აცადე დასვენება,ეგვიპტე აინტერესებდა ყოველთვის და შვიდი დღე მოითმინე რამენაირად.-მკაცრად გაიჟღერა დემიენის ხმამ მანქანაში. ზოგჯერ პატარა გოგოსავით მოსთხოვდა ხოლმე დედიკოსთან წამიყვანეო ნიკე.ვერ ძლებდა მაინც, რაც არ უნდა ყოფილიყო,ვერ ელეოდა ქალს,რომელმაც ჯერ სიცოცხლე აჩუქა და მერე ყველაფერი.ჰოდა,დემიენს მარტო უწევდა გამკლავებოდა ჩხეიძის პრეტენზიებთან.
-ახლა მშია.-გადაწყვეტილება შეიცვალა მომენტალურადვე.-არა, სე*ქსი მინდა.-სურვილების ხმამაღალი განხილვა დაიწყო ნიკეამ.
-5 წუთი მოითმინე,სულ 5 წუთი და სახლში შესული არ იქნები,რომ აგისრულებ მაგ სურვილს.
-ვითმენ.-თითები აათამაშა ისევ.
--------------
-რა დავარქვა?-ჩხეიძე ნაზ ბეწვზე ატარებს თითებს.იხვის ჭუჭულიც მობუზული იმოკლებს კისერს. თვალებს ხუჭავს.
-არ ვიცი,ხომ გინდოდა...მოგიყვანე, ახლა სახელი აურჩიე.
-ნახე როგორ ეძინება,ჩემი პატარა..- გულთან ახლოს მიიხუტა ციცქნა არსება,რომელიც მართლა ისეთი საყვარელი იყო,დემიენიც ვერ წყვეტდა ფერებას.
ყვითელი კი არა,მოოქროსფრო ბეწვი ამშვენებს და საუცხოოდ ლამაზი, საყვარელი არსება გახლავთ.
-უკვე ძალიან მიყვარს,ჩემო ციცქნა, ჩემი კვატი...
-ჭუჭულია გოგო ეს,იხვის ჭუ ჭუ ლი.
-დემიენ,ნუ მასწავლი!როგორი ლამაზია..-ლოგინში ჩაიწვინა და ისე ჩამალა საბანში,მარტო თავი უჩანს.ნისკარტი კი ზედვე აქვს ჩამოდებული.
-ნუ აჩვევ ლოგინში ძილს,მაგას თავისი ბაქტერიები ჰყავს.მერე კი გაუჭირდება ცალკე ძილი.
-ახლა ჰიგიენა არ მაინტერესებს. მარტო ვერ დავტოვებ,ნახე,როგორი მოწყენილია.მარტო შეეშინდება.
-მაგარი ტიპია.-თავზე მოეფერა ერთი ციდა არსებას.
-ჩემი პაწაწინა...-ნიკე ისე გაერთო ფერებით,ვერც კი შენიშნა როგორ მოეალერსა ჩერქეზიშვილი გაბერილ მუცელზე.
-ბავშვისთვის არ შეიძლება,ხომ იცი. სუფთა გაერმო გჭირდებათ.-მხარზე აკოცა და სიამაყით აივსო.
დემიენ ჩერქეზიშვილი მამა ხდება.
ქორწინებიდან 5 წლის განმავლობაში ბავშვის ხსენება არ უნდოდა ჩხეიძეს. სულ ერიდებოდა ამ თემის განხილვას, თვლიდა საკმარისად კარგი დედა ვერასოდეს გავხდები და ბავშვს ფსიქიკას დავუმახინჯებო.მერე გაიგო ორსულაბაზე და ატირდა.ამაზე დიდი ბედნიერების განცდა,არც ჰქონია.
ხდება თავისი და ჩერქეზიშვილის შვილის დედა.
სიგიჟეა,ნამდვილი სიგიჟე.

-სახელი უნდა მოვუფიქრო ამას.-ნიკეა მიეხუტა მამაკაცს.მის კისერში ჩარგო სახე და სურნელი შეისუნთქა ხარბად.
-ჩვენი შვილისთვის ვერ მოგვიფიქრებია და მაგისთვის მოვიფიქრებთ?!
-კი.ბავშვის სქესი არ ვიცით ჯერ ეგერთიც.
-არც ამის.
-ჩვენ რასაც ვიტყვით,ის სქესია. ძალიან არ გაიგონ რა.ვაიმე,რა საყვარელია,ნახე რა..ჩემი ოქროს ბურთულა.ცოტა სუნიანია..-ცხვირი შეჭმუხნა ნიკემ.
-აბა მე რა გითხარი,შენ კიდევ სახე მიადე.-მუცლიდან პატარა ჩერქეზიშვილი ახმაურდა.ფეხების რტყმა დაიწყო ენერგიულად.
დემიენს სახე გაებადრა და ხელით მიეფერა მუცელზე.ტუჩებიც მიაკრო.
ბავშვის ფართხალმა გული აუჩქარა, სუნთქვა შეუკრა...
-რა დავარქვათ და დაქი..
-რატომ დაქი?!ენეი...მორჩა. -ისევ ყელში ჩაუმალა სახე.მონდომებით ჩაისუნთქა მამაკაცის არომატი.საერთოდ,ბოლო პერიოდში იმაზე მეტად აწუხებდა,ვიდრე ადრე.სულ ენატრებოდა და ჩახუტება უნდებოდა.ჩერქეზიშვილი კი მის გვერდით იყო და სურვილებს უსრულებდა.

--------
იხვის ჭუჭულს მთელი ემოციებით დასდევს ფოფიკო და ანა აკონტროლებს,ფერებისგან რომ არ მოგუდოს.ენეი კი დეზებს ატყაპუნებდა ძირს და კურტუმოს აცანცარებდა. მოლურჯო თვალებს კი ისე აცეცებდა, აშკარა იყო,გაქცევის ხერხებს ფიქრობდა.
-ფოფ,ესე მოეფერე,ნახე..ნაზად,ნელა.- ანა მიეშველა გაკრეჭილ ბავშვს, სიხარულისგან რომ ცას ეწია ენეის ხელში ატაცებით.პატარა ნისკარტი აქეთ-იქით გააქნია.
-დედიკო,ლეკვი აღარ მინდა.ესეთი მინდა.
-კარგი,ზოოპარკშიც გავიაროთ და საბოლოოდ გადაწყვიტე,თუ რომელი გინდა.
სახლში ჯერი შემოვარადა კუდის ქიცინით და სოფია აკივლდა,მაღლა ასწია ოქროსფერბეწვიანი შეშინებული ჭუჭული.
დემიენმა აიტაცა სოფია ხელში,რომელსაც უკვე გულზე მიეკრა პაწაწინა ენეი.
-მაიმუნი ძაღლი!ჯერი,ჩემი მეგობარი შეაშინე.-ჩერქეზიშვილმა კულულები უკან გადაუყარა გაბუტულ ბავშვს. ჯერისაც თავი დაეხარა,თავი დამნაშავედ იგრძნო.
-მოდი,ჯერი,მოდი..-ნიკეამ დაიძახა და თავდახრილი მიუახლოვდა ისიც. ჩხეიძე მოეფერა აწკმუტუნებულს.
-აღარ შეაშინო მეორეჯერ ხო,ჩემო ჭკუამხიარულო.-თავზე ჩამოეყრდნო შუბლით.-ვინ არის ჭკვიანი?!ვინ არის კარგი ბიჭი,ჯერი?!-კუდი ააქიცინა ძაღლმა.თვალებში უკვე სიხარული ჩაუდგა.
-შენთან მინდა დარჩენა,ეტყვი დედას?!- ყურში უჩურჩულა დემიენს ბავშვმა.-ძალიან მინდა აქ დარჩენა.
-ღამე არ იტირებ?წინაზე მითხარი არ ვიტირებო და აგეტირა.
-რა მექნა,მამიკოსთან მინდოდა ძალიან.-მხრები საყვარლად აიწურა.- ბევრი დღე ვერ ვნახე საქმის გამო,მე კი მენატრებოდა.
-მაშინ დამპირდი,რომ არ დამიწყებ დედიკო მინდა,მამიკო მინდას ტირილით.
-არ დავიწყებ.-აკისკისდა პატარა სოფი.
-თათუუ,სოფის ხომ დამიტოვებ?
-შენი იყოს.-ხელები ასწია მაღლა და ნიკეს მუცელზე მოუსვა ხელი.-რაო, ნათესავები დარწმუნდნენ რომ ნაყოფიერები ხართ?!
-რა ვიცი,არ გვითქვამს ყველასთვის. ძალიან ცოტამ იცის.-მერე დაფიქრდა.- დაიცადე რა,მაგათ დასარწმუნებლად გამეჩინა,კაცო?!
-წინაზე გადაგჭორეს,ხომ გახსოვს.- ჩხეიძეს გაეცინა.
-ვენერამ დამიცვა.-ენა გამოუყო მხიარულად.
-მაგრად უყვარხარ.-თათუმ კულულებად დახვეულ თმებზე დაუწყო თამაში.ჩხეიძე შეივსო,მოპუტკუნდა, მეტად ლამაზი მუცელი გამოებზიკა წინ.
ლოყები აწითლებული ჰქონდა ხოლმე, თვალები სულ უბრწყინავს და უციმციმებს.გრძელ წამწამებს ისე მომაჯადოვებლად ახამხამებს,ხშირად აშტერდებიან.
ჩერქეზიშვილთან ურთიერთობამ უფრო დაამშვიდა,გააწონასწორა. ურთიერთობებში დაათბო და სითბოს გამოხატვა ასწავლა.
-დედი,ეს დალიე ახლა.-თამარამ მიაწოდა გამოწურული წვენი.გვერდით ჩამოუჯდა და ნიკემაც თავი მხარზე დაადო.
-მადლობა,მიყვარხარ.
ჯერი გარეთ გაიყვანეს,დარბოდა აქეთ-იქით და ენერგიას ხარჯავდა. სოფიმაც დასვა ძირს პატარა და ისე გაბაჯბაჯდა, ძალიან სასაცილოდ და საყვარლად, ყველამ მასზე გადაიტანა მზერა თბილი ღიმილით.
-გამიშვი,დემიენ,გამიშვი.-კალთიდან ჩამოუხტა და გაეკიდა ციცქნას.
-ამ ბავშვის ენრეგია მომცა.-აწუწუნდა ანა და თვითონაც გაეკიდა.
-მეც მაგას ვნატრობ.-თათულიმ ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.-გავიდეთ?
-ხო,უკვე დაგვიანდა.-გეგაც წამოდგა და სოფის გააკითხა,იქნებ წამოსვლაზე დავითანხმოო,მაგრამ ბავშვმა უარი სტკიცა.
ყველა წავიდა,წასვლამდე ანამ უჩურჩულა,მოვიფიქრე სამსახიობო მიდაო.დემიენმა შუბლზე აკოცა,აბა შენ იციო და გაუშვა.
-რას აპირებ?ნასიამოვნები არ ჩანხარ ანას გადაწყვეტილებით.-ჩხეიძე წამოდგა ფეხზე.
-თავისი ცხოვრებაა,არჩევანიც თავისია. მე ის დამრჩენია, დავეხმარო..- სოფი დაინახეს კარში გაჩერებული,დემიენმა ეჭვით შეხედა, ვაი თუ ატირდეს დედიკო მინდაო.
-დედიკო,მამიკო,დედიკო,მამიკო.- მელოდირად წაიღიღინა ბავშვმა, გაბზეკილი საჩვენებელი თითი ააქნია და დემიენის ხარხარი რომ გაიგო,თავადაც გაეცინა.
-პატარა ჭინკა,ნახე რა...-სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გოგონასკენ, სოფი მთელი ძალით გაიქცა კიბეებისკენ,რომ თავი სადმე შეეფარებინა.
-მოვდივაარ!-დემიენმაც გაიძუნძულა გოგონას დასაჭერად და ძლივს ჩაავლო.მხარზე შემოიგდო.აფართხალებული ბავშვი.
-დედიკოს და მამიკოს განახებ, ღუტუნიზაცია ინ ექშეენ.
-არაააა!-ბავშვის სიცილის ხმამ ჩხეიძის ყურამდე მიაღწია და თავი ღიმილით გააქნია.
მუცელზე დაიდო ხელი,ნაზად მოისვა და სითბოთი აევსო გული.
წინ ბედნიერი ახალი წელი ელოდა...
ახალი წლის შემდეგ,სულ რამდენიმე დღეში პატარას დაიჭერდა ხელში.






გამარჯობა.ჯერ ვიტყვი რომ ვწუხვარ,ამდენ ხანს რომ გალოდინებდით და გაწვალებᲓით.იცოდეთ,მეც თქვენთან ერთად ვწვალობდი მაგ დროს.ერთი სული მქონდა და ახლაც მაქვს,თუ როდის წაიკითხავთ და გამიმხელთ თქვენს შთაბეჭდილებებს.
ახლა ვიტყვი მადლობას,რომ ხართ ჩემს გვერდით,რომ მიზიარებთ თქვენს მოლოდინებს,ფიქრებს და ა.შ. რამხელა რამეა ჩემთვის,ნეტავ იცოდეთ ....
ბოლო თავია და ვცრემლაობ.სულ ესე ვარ ხოლმე,როცა რაღაცის წერას ვასრულებ. ახლა კი,იმედი მაქვს მალე დავბრუნდები. პრინციპში, ორი მოთხრობა მაქვს დასარედაქტირებელი და აქეთ ასატვირთი, დრო დამჭირდება მაგისთვის,30 რიცხვის ჩათვლით მასწავლიან და ჯერ გამიჭირდება.
ჰოდა,ამასობაში იქნებ ახალი იდეაც დამებადოს....
უღრმესი მადლობა,გაცემული სითბოსთვის და ისეთი ტკბილ-ტკბილი კომენტარებისთვის.საოცარ დღის განწყობას მიქმნიდით.მოკლედ,იცოდეთ! ძალიან ძალიან გაფასებთ.



№1  offline წევრი Lillyan

იეიიი!!პირველი ვარ!!!მოდი ჯერ იხვის ჭუჭულით დავიწყოთ.მაინც ენეი დაარქვი,ნუ სხვა გზა არ გქონდა აბაა დდდდდ კარგი ხო,ნიკე მიყვარს,მაგრამ ჩემ დემიენს ვერ ჯობს.აი უბრალოდ არ კიარა,ვერ ჯობს დდდდ მიყვარს ეს მოთხრობა და შენც მიყვარხაარ.კაი დანარჩენი მერე განვიხილოთ და ახალ იდეებზე მესაუბრე მაგის კარგის ფაააქ!!! დდდდდდ <333333

 


№2  offline მოდერი Nuki-rocks

Lillyan
იეიიი!!პირველი ვარ!!!მოდი ჯერ იხვის ჭუჭულით დავიწყოთ.მაინც ენეი დაარქვი,ნუ სხვა გზა არ გქონდა აბაა დდდდდ კარგი ხო,ნიკე მიყვარს,მაგრამ ჩემ დემიენს ვერ ჯობს.აი უბრალოდ არ კიარა,ვერ ჯობს დდდდ მიყვარს ეს მოთხრობა და შენც მიყვარხაარ.კაი დანარჩენი მერე განვიხილოთ და ახალ იდეებზე მესაუბრე მაგის კარგის ფაააქ!!! დდდდდდ <333333

კი,კი,კი!პირველი ხარ ❤❤❤.ხო გეუბნები,ვიცი რა რომ ნიკეას მიმართაც გაქვს გრძნობები,უბრალოდ ჩემთან აღიარება არ გინდა დ.მეც,მეც,მეც,ლიი❤❤❤.ცალკე განვიხილოთ აბა.
ძალიან ძალიან გამახარე❤❤❤❤. უდიდესი მადლობა რომ მიტანდი ჩემი იდეური შემოტევებით დდდ.

 


№3  offline წევრი svien

kargi dasasruli iyo sayvarelo❤velodebi axal romans????

 


№4  offline წევრი Lillyan

Nuki-rocks
Lillyan
იეიიი!!პირველი ვარ!!!მოდი ჯერ იხვის ჭუჭულით დავიწყოთ.მაინც ენეი დაარქვი,ნუ სხვა გზა არ გქონდა აბაა დდდდდ კარგი ხო,ნიკე მიყვარს,მაგრამ ჩემ დემიენს ვერ ჯობს.აი უბრალოდ არ კიარა,ვერ ჯობს დდდდ მიყვარს ეს მოთხრობა და შენც მიყვარხაარ.კაი დანარჩენი მერე განვიხილოთ და ახალ იდეებზე მესაუბრე მაგის კარგის ფაააქ!!! დდდდდდ <333333

კი,კი,კი!პირველი ხარ ❤❤❤.ხო გეუბნები,ვიცი რა რომ ნიკეას მიმართაც გაქვს გრძნობები,უბრალოდ ჩემთან აღიარება არ გინდა დ.მეც,მეც,მეც,ლიი❤❤❤.ცალკე განვიხილოთ აბა.
ძალიან ძალიან გამახარე❤❤❤❤. უდიდესი მადლობა რომ მიტანდი ჩემი იდეური შემოტევებით დდდ.


ადვილი საქმე არაა შენი ატანა მაგრამმმ...(აქ თვითკმაყოფილი სახე მაქვს და გიღიმი)

 


№5  offline წევრი დარინა

აი პატარა ბავშვივით გამოგეტირე არ მინდოდა რომ დასრულებულიყოო რადგან იმდენად შევეჩვიე მოლოდინის რეჟიმს საერთოდ არ მადარდება როდის დადებდი შემდეგ თავს მთავარია დადებდი და მე ბედნიერად წავიკითხავდიი და ემოციებისგან გამბერავდაა, ახლა კი დასასრული რომ წავიკითხეე არ მინდოდა რომ დასრულებულიყოოო, დემიენის ნაირი მამაკაცი პერსონაჟი არ გყოლია დაჩიც ხომ განსაკუთრებულია თავისი სიყვარულით მასაც არანაკლებ აწვალებს ელენა მაგრამ დრმიენი მაინც ყველასგან განსხვავებულია, მიუხედავად იმისა თავიდან ჩხეიძე როგორ არ იკარებდა ახლოს რამდენი რამ გამოიარა ნიკეას გამოო ყველაფერი გააკეთა რომ შეყვარებოდა და მასთან ერთად ყოფილიყოო, ფაქტიურად უკარება ჩხეიძეე ისეთ მოსუყვარულე ქალად აქცია რომ დემიენოს იქეთ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდაა, მიყვარს მე ამ ორის ურთიერთობა აი საერთოდ ყველაფერია ვნება სიყვარული სიგიჟე ყველაფერი აბსოლუტურად რაც სიყვარულს ახასიათებს, დემიენის და თამარას ურთიერთობა მიყვარს, დემიენი რომელიც საკუთარი მშობელივით ექცევა თანარას ჩანრჩა წინა თავში რომ უთხრა ნიკეს ჩემებს თუ ყველაფერი აქვთ შენსას რატომ არ უნდა ქონდესოო, ყველა საიცარი პერსონაჟი გყავდაა და მიხარია რომ ჩვენამდე მოიტანე ამდენი ემოციაა და ბედნიერება მე პირადად გავიბერე ემოციებისგან და ბედნიერებისგან, მიხარია რომ აღმოგაჩინეე კიდრვ მიხარია აქ რომ მოხვედიი და მოგვეციი შენი კითხვის საშუალებააა, წარმატებები საყვარელოო და მე გელოდები ახალი ისტორიით ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი Nuki-rocks

svien
kargi dasasruli iyo sayvarelo❤velodebi axal romans????

ვეცდები მალდე დავწერო,უღრმესი მადლობა❤❤❤❤.

Lillyan
Nuki-rocks
Lillyan
იეიიი!!პირველი ვარ!!!მოდი ჯერ იხვის ჭუჭულით დავიწყოთ.მაინც ენეი დაარქვი,ნუ სხვა გზა არ გქონდა აბაა დდდდდ კარგი ხო,ნიკე მიყვარს,მაგრამ ჩემ დემიენს ვერ ჯობს.აი უბრალოდ არ კიარა,ვერ ჯობს დდდდ მიყვარს ეს მოთხრობა და შენც მიყვარხაარ.კაი დანარჩენი მერე განვიხილოთ და ახალ იდეებზე მესაუბრე მაგის კარგის ფაააქ!!! დდდდდდ <333333

კი,კი,კი!პირველი ხარ ❤❤❤.ხო გეუბნები,ვიცი რა რომ ნიკეას მიმართაც გაქვს გრძნობები,უბრალოდ ჩემთან აღიარება არ გინდა დ.მეც,მეც,მეც,ლიი❤❤❤.ცალკე განვიხილოთ აბა.
ძალიან ძალიან გამახარე❤❤❤❤. უდიდესი მადლობა რომ მიტანდი ჩემი იდეური შემოტევებით დდდ.


ადვილი საქმე არაა შენი ატანა მაგრამმმ...(აქ თვითკმაყოფილი სახე მაქვს და გიღიმი)

ქალბატონო,ლიიიიიი!
მოგხედავ ცალკე დ,ჩ.ჩ. დდ❤❤❤

დარინა
აი პატარა ბავშვივით გამოგეტირე არ მინდოდა რომ დასრულებულიყოო რადგან იმდენად შევეჩვიე მოლოდინის რეჟიმს საერთოდ არ მადარდება როდის დადებდი შემდეგ თავს მთავარია დადებდი და მე ბედნიერად წავიკითხავდიი და ემოციებისგან გამბერავდაა, ახლა კი დასასრული რომ წავიკითხეე არ მინდოდა რომ დასრულებულიყოოო, დემიენის ნაირი მამაკაცი პერსონაჟი არ გყოლია დაჩიც ხომ განსაკუთრებულია თავისი სიყვარულით მასაც არანაკლებ აწვალებს ელენა მაგრამ დრმიენი მაინც ყველასგან განსხვავებულია, მიუხედავად იმისა თავიდან ჩხეიძე როგორ არ იკარებდა ახლოს რამდენი რამ გამოიარა ნიკეას გამოო ყველაფერი გააკეთა რომ შეყვარებოდა და მასთან ერთად ყოფილიყოო, ფაქტიურად უკარება ჩხეიძეე ისეთ მოსუყვარულე ქალად აქცია რომ დემიენოს იქეთ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდაა, მიყვარს მე ამ ორის ურთიერთობა აი საერთოდ ყველაფერია ვნება სიყვარული სიგიჟე ყველაფერი აბსოლუტურად რაც სიყვარულს ახასიათებს, დემიენის და თამარას ურთიერთობა მიყვარს, დემიენი რომელიც საკუთარი მშობელივით ექცევა თანარას ჩანრჩა წინა თავში რომ უთხრა ნიკეს ჩემებს თუ ყველაფერი აქვთ შენსას რატომ არ უნდა ქონდესოო, ყველა საიცარი პერსონაჟი გყავდაა და მიხარია რომ ჩვენამდე მოიტანე ამდენი ემოციაა და ბედნიერება მე პირადად გავიბერე ემოციებისგან და ბედნიერებისგან, მიხარია რომ აღმოგაჩინეე კიდრვ მიხარია აქ რომ მოხვედიი და მოგვეციი შენი კითხვის საშუალებააა, წარმატებები საყვარელოო და მე გელოდები ახალი ისტორიით ❤️❤️❤️❤️❤️❤️

დარინა,როგორ მიყვარს შენი კომენტარები,ნეტავ თუ იცი?!გელოდები ხოლმე მეც სულ.სასიამოვნო მოსასმენი რა,წასაკითხია ის რომ რაღაც შევქმენი და თქვენ ეს რაღაც შეიᲧვარეთ.ახლა მეორეჯერ ვტირი,შენი და თქვენი ბრალია!
რა გავაკეთო ახლა არ ვიცი,ან რა გითხრა...როგორ მოვიტანო შენამდე ახლა რაც ვიგრძენი...
არც ჩემთვისაა მარტივი,ამხელა გზა გავიარე,ამდენი ხანი ვიცხოვრე ამ პერსონაჟებით და დასრულება მეც არ მინდიდა.მაგრამ ყველაფერი ვთქვი და ჩემთვის ძალიან მაგარი შეგრძნებაა,თუკი ეს თქვენამდე მოვიდა.
უღრმესი მადლობა შენ და ასევე წარმატებებს გისურვებ.❤❤❤❤

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მომწონს ეს ისტორიაა. დემიენის მსგავსი იდეალური პერსონაჟები ზალიან ცოტაა ამ სივცეში. როგორც ჩანს წარსულში მოხდა რაგაცეები, რასაც პაატას ნათქვამიც ადასტურებს. მაგრამ ახლა ის საოცრად მაგარი მამაკაცია. ამ სიტყვის მტელი დატვირტვით. ისეთი ემოციური იყო ავტორო. ზუსტად გადმოცემული გრძნობებითა და სიუჯეტის ლამაზი განვიტარებიტ. იმედიაალე დაგვიბუნდები. მადლობა შენ ამ წუთებისთვის

 


№8  offline მოდერი Nuki-rocks

Qeti qimucadze
ძალიან მომწონს ეს ისტორიაა. დემიენის მსგავსი იდეალური პერსონაჟები ზალიან ცოტაა ამ სივცეში. როგორც ჩანს წარსულში მოხდა რაგაცეები, რასაც პაატას ნათქვამიც ადასტურებს. მაგრამ ახლა ის საოცრად მაგარი მამაკაცია. ამ სიტყვის მტელი დატვირტვით. ისეთი ემოციური იყო ავტორო. ზუსტად გადმოცემული გრძნობებითა და სიუჯეტის ლამაზი განვიტარებიტ. იმედიაალე დაგვიბუნდები. მადლობა შენ ამ წუთებისთვის

ქეთ,დიდი დიდი მადლობა.მახარებს ფაქტი,რომ ასე Ისიამოვნეთ.კიდევ ის,რომ მელოდებით❤❤❤❤❤❤❤❤.

 


№9 სტუმარი Life is beautiful

არ შეგეშინდეს კარგ კომენტარს გიტოვებ:))
ახლა მიმდა ყური აგიწიო ასე რო მანერვიულე მაგისთვის.. მეგონა რომ ნიკეს ბავშვი მოაშორეს ბრმანაწლავის მაგივრად და ამხელა ქალი მაქვითინა..
მერე კიდე ეჭვისთვალით ვუყურებფი ამ ამბავს მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა.. ისე ძაან იმ მინისტრის ტყავის გაძრობა დაგეწერე. ისე გაბრაზებული ვიყავი :)))
და ბოლოს მაინც ძალიან ძალიან კარგად დაასრულე ამისთვის პირადად მე მადლობას გიხდი♥️....

ამ ჲსტორიიდან ერთადერთი რითაც უკმაყოფილო ვარ ახლა ამ წუთას რო გადავხედე სათაურია ამ თავის რადგან დასასრული აწერია... ისე კარგად წერი.. ისე ველოდი.. ისე მამშვიდებდა ის ლოდინიც კი უფრო კარგი იყო... მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და კარგია რომ ასე მსუყე სავსე ისე ეს ისტორია მთლიანობაშიც და თითეოული თავითაც... ერთი სიტყვით... ველოდები ახალ ისტორია.. დდდ♥️არ დავმალავ და გეტყვი მიყვარხარ♥️... აბა ჰე შენ იცი...

პ.ს.... ისე როგორ დავაკომენტარებდი ეს რომ არ მეთქვა...


გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.. ულევი ბედნიერება სიხარული სიყვარული და რაც მთავარიაა ისეთი სირთულე შეგხვედროდეს რომელსაც მუხლზე გადაიმტვრევ... ♥️ გილოცავ 2021♥️

 


№10  offline მოდერი Nuki-rocks

Life is beautiful
არ შეგეშინდეს კარგ კომენტარს გიტოვებ:))
ახლა მიმდა ყური აგიწიო ასე რო მანერვიულე მაგისთვის.. მეგონა რომ ნიკეს ბავშვი მოაშორეს ბრმანაწლავის მაგივრად და ამხელა ქალი მაქვითინა..
მერე კიდე ეჭვისთვალით ვუყურებფი ამ ამბავს მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა.. ისე ძაან იმ მინისტრის ტყავის გაძრობა დაგეწერე. ისე გაბრაზებული ვიყავი :)))
და ბოლოს მაინც ძალიან ძალიან კარგად დაასრულე ამისთვის პირადად მე მადლობას გიხდი♥️....

ამ ჲსტორიიდან ერთადერთი რითაც უკმაყოფილო ვარ ახლა ამ წუთას რო გადავხედე სათაურია ამ თავის რადგან დასასრული აწერია... ისე კარგად წერი.. ისე ველოდი.. ისე მამშვიდებდა ის ლოდინიც კი უფრო კარგი იყო... მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და კარგია რომ ასე მსუყე სავსე ისე ეს ისტორია მთლიანობაშიც და თითეოული თავითაც... ერთი სიტყვით... ველოდები ახალ ისტორია.. დდდ♥️არ დავმალავ და გეტყვი მიყვარხარ♥️... აბა ჰე შენ იცი...

პ.ს.... ისე როგორ დავაკომენტარებდი ეს რომ არ მეთქვა...


გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.. ულევი ბედნიერება სიხარული სიყვარული და რაც მთავარიაა ისეთი სირთულე შეგხვედროდეს რომელსაც მუხლზე გადაიმტვრევ... ♥️ გილოცავ 2021♥️

ხომ გამაფრთხილე,მაგრამ მაინც ისე დაიწყე მეორე ხაზი,მეთქი-არ მეჩხუბოოოს დ.აუ,ბოდიში...არ მინდოდა გეტირა,უბრალოდ მიზეზები თუ რა რატომ, უნდა მეჩვენებინა თქვენთვის.პრემიერი რომ გაიფინეს,მე ეგეც მეყო და გული მომეფხანა დდ,კიდევ ეგ რომ დამეწერა, მაგარი სადისტი გამოვჩნდებოდი დდდ.
შენი კომენტარები მიხარია ხოლმე მაგრად.სულ ვიცი,რაღაც საყვარლობას მეტყვი ...
აუუუ,როგორი რაღაცნაირია შენი კომენტარი...მინდა ბევრი რამე გითხრა საპასუხოდ..
ერთი სული მაქვს დაგიბრუნდეთ და ისევ წაგაკითხოთ ჩემი ისტორიები.მერე თქვენს კომენტარებს გადავხედო და სათითაოდ გაგცეთ პასუხი..ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროცესია.
უდიდესი,უკიდეგანო მადლობა შენ,რომ ჩემთან ხარ ხოლმე და კიდევ,სულ რომ მიგებ და მელოდები❤❤❤❤. შენ გისურვებ ძალიან საინტერესო წელს, წარმატებულ,მხიარულს,ბედნიერს...ბევრ სიცილს, გულიან სიცილს❤❤❤.
გილოცავ დამდეგ 2021!❤❤❤

 


№11 სტუმარი Lana

ძალიან კარგი იყო სასიამოვნოთ წავიკითხე❤❤წარმატებები ჩემო კარგო????????

 


№12  offline მოდერი Nuki-rocks

Lana
ძალიან კარგი იყო სასიამოვნოთ წავიკითხე❤❤წარმატებები ჩემო კარგო????????

მადლობა,მადლობაა,ასევე წარმატებები, ლანა.❤❤❤❤❤

 


№13  offline მოდერი painter1

ვფიქრობ, ვფიქრობ და არ ვიცი რა დავწერო. გაღიმებული, კმაყფილი სახით ვკითხულობდი ყველა წინადადებას და შენ კიდევ ვერ ხვდები როგორ მომწონს. მომწონს ის რომ დეტალებში არ დაწერე პრემიერის წამება და არ დაგვამძიმე. ნუ პირადად მე ასე ვარ თორე ზოგს შეიძლება მოსწონს კიდეც ეს სცენები. ძალიან ლამაზი ისტორია გამოვიდა ძალიან ლამაზი დასასრულით. ბრმანაწლავის გარდა ყველაფერი წარმოვიდგინენ და ცოტა გავოცდი კიდეც :დდდ დემიენის სიყვარული მომწონს ყველაზე მეტად, ისეთი როგორიც არის. თვითონ მისი ხასიათებით, სერიოზულ და დაძაბულ მომენტშიც რომ ახერხებს ადამიანის გაცინებას და ხასიათზე მოყვანას. თავის ჭკუაზე გადაიყვანა ეს გოგოც. კარგად დაგვანახე ქართველი ნათესავების ხასიათებიც, როგორ გაუძლეს ნეტა ხუთი წელი. :დდდ კი გვეცინება, მაგრამ ნამდვილად სამწუხაროა ის ფაქტი რომ ეს ყველფერი დღესაც ხდება.
მიყვარს ბედნიერი დასასრული და მადლობა შენ ასეთი სასიამოვნო ისტორიისთვის. lucky me რომ ჩვიდმეტი თავი უკვე დადებული გქონდა კითხვა რომ დავიწყე და დიდხანს არ მომიწია ლოდინი. ნუ ჩემი გრაფოქის გადამკიდე დღეები ისე გადის ვერც ვამჩნევ და არც დაგვიანებას შევუწუხებივარ დიდად, პირიქით ისეთ დროს დებდი დაჯდომა და ყურადღებით წაკითხვა რომ შემეძლო. :დდ
ერთი სიტყვით ძალიან ძალიან ლამაზი გამოვიდა.❤️
გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, მუზის აქტიურად დარჩენას და ახალ-ახალი იდეების მოწოლას გისურვებ. ❤️❤️ და რა თქმა უნდა ბევრ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას❤️❤️❤️

 


№14  offline მოდერი Nuki-rocks

painter1
ვფიქრობ, ვფიქრობ და არ ვიცი რა დავწერო. გაღიმებული, კმაყფილი სახით ვკითხულობდი ყველა წინადადებას და შენ კიდევ ვერ ხვდები როგორ მომწონს. მომწონს ის რომ დეტალებში არ დაწერე პრემიერის წამება და არ დაგვამძიმე. ნუ პირადად მე ასე ვარ თორე ზოგს შეიძლება მოსწონს კიდეც ეს სცენები. ძალიან ლამაზი ისტორია გამოვიდა ძალიან ლამაზი დასასრულით. ბრმანაწლავის გარდა ყველაფერი წარმოვიდგინენ და ცოტა გავოცდი კიდეც :დდდ დემიენის სიყვარული მომწონს ყველაზე მეტად, ისეთი როგორიც არის. თვითონ მისი ხასიათებით, სერიოზულ და დაძაბულ მომენტშიც რომ ახერხებს ადამიანის გაცინებას და ხასიათზე მოყვანას. თავის ჭკუაზე გადაიყვანა ეს გოგოც. კარგად დაგვანახე ქართველი ნათესავების ხასიათებიც, როგორ გაუძლეს ნეტა ხუთი წელი. :დდდ კი გვეცინება, მაგრამ ნამდვილად სამწუხაროა ის ფაქტი რომ ეს ყველფერი დღესაც ხდება.
მიყვარს ბედნიერი დასასრული და მადლობა შენ ასეთი სასიამოვნო ისტორიისთვის. lucky me რომ ჩვიდმეტი თავი უკვე დადებული გქონდა კითხვა რომ დავიწყე და დიდხანს არ მომიწია ლოდინი. ნუ ჩემი გრაფოქის გადამკიდე დღეები ისე გადის ვერც ვამჩნევ და არც დაგვიანებას შევუწუხებივარ დიდად, პირიქით ისეთ დროს დებდი დაჯდომა და ყურადღებით წაკითხვა რომ შემეძლო. :დდ
ერთი სიტყვით ძალიან ძალიან ლამაზი გამოვიდა.❤️
გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, მუზის აქტიურად დარჩენას და ახალ-ახალი იდეების მოწოლას გისურვებ. ❤️❤️ და რა თქმა უნდა ბევრ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას❤️❤️❤️

პრემიერის წამების აღწერა გამასადისტებდა დდდ.ეჭვი მაქვს მაგის,თან წინა საახალწლო დღებია და გავიხარე თქვენთან ერთად.ბრმა ნაწლავმა დამაწერინა სროლის სცენა და მეც ცოტა განცვიფრებული ვკითხულობდი რედაქტირებისას.
გულწრფელად ვამბობ,ძალიან ძალიან მიხარია რომ პერსონაჟები მოგეწონა. მეც მართლა მახალისებდა მაგათი გამოსვლები,მაგრამ აუტანელია რეალობაში.მართლა ძალიან აუტანელია.
აუ,რა მაგარია რომ სიამოვნება მოგანიჭათ.
უღრმესი მადლობა შენ,რომ წაიკითხე.
მეც გილოცავ დამდეგს.გისურვებ წარმატებულ წელს,ბედნიერს, საინტერესოს,ხალისიანს❤❤❤. შენც შენს საქმეში ბევრ მუზებს გისურვებ ❤.

 


№15  offline წევრი DramaLama

სიტყვები არ მყოფნის.. ეს მოთრობა იყო ის რაც ამ ბოლო პერიოდში მაღიმებდა.. მიყვარს ყველა პერსონაჟი, მათი განვითარება დასაწყისიდან დღემდე ❤ გვანახე როგორია ნამდვილი სიყვარული, მეგობრობა, ადამიანობა, აი არვიცი როგორ ავღწერო ის ემოცია, რასაც ამ მოთხრობის კითხვისას განვიცდიდი ❤ მადლობა ამ ყველაფრისთვის ❤❤❤

 


№16  offline მოდერი Nuki-rocks

DramaLama
სიტყვები არ მყოფნის.. ეს მოთრობა იყო ის რაც ამ ბოლო პერიოდში მაღიმებდა.. მიყვარს ყველა პერსონაჟი, მათი განვითარება დასაწყისიდან დღემდე ❤ გვანახე როგორია ნამდვილი სიყვარული, მეგობრობა, ადამიანობა, აი არვიცი როგორ ავღწერო ის ემოცია, რასაც ამ მოთხრობის კითხვისას განვიცდიდი ❤ მადლობა ამ ყველაფრისთვის ❤❤❤

ეიიი,გიცანი❤❤❤❤.Აუ,აუ.. დიდი დიდი მადლობა.გიხდება ღიმილი,მაგიტომაც გეღიმებოდა!
მიყვარს ეს კომენტარი!
ძალიან ძალიან მიყვარს.❤❤❤❤

 


№17  offline წევრი A.N.A

მომეწონა როგორც განაგრძე ის დაძაბული მომენტები.
სიმართლე გითხრა დასრულება არ მინდოდა ისე შევეჩვიე პერსონაჟებს.
ამათი სიყვარული მაოცებს და ნიკეაც კი მიყვარს მაგრამ დემიენი სრულყოფილება იყო.
იმედი მაქვს მალე დაბრუნდები. ❣️

 


№18  offline მოდერი Nuki-rocks

A.N.A
მომეწონა როგორც განაგრძე ის დაძაბული მომენტები.
სიმართლე გითხრა დასრულება არ მინდოდა ისე შევეჩვიე პერსონაჟებს.
ამათი სიყვარული მაოცებს და ნიკეაც კი მიყვარს მაგრამ დემიენი სრულყოფილება იყო.
იმედი მაქვს მალე დაბრუნდები. ❣️

არ მინდოდა მეც,მართლა.. ბოლო პერიოდია განცდებში ვარ მაგის გამო...
დასასრულს სულ ემოცურად ვწერ.
ვეცდები მალე დავბრუნდე,უღრმესი მადლობა A.N.A❤❤❤.

 


№19 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სულ ველოდი ველოდი ????????????????ძალიან მომეწონა ძალიან მიყვარდა ეს წყვილი არ მინდოდა დასრულებულიყო ჯერ მაგრამ რას ვიზამთ კარგი დასასრული აქვს ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№20  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ნესტანი
სულ ველოდი ველოდი ????????????????ძალიან მომეწონა ძალიან მიყვარდა ეს წყვილი არ მინდოდა დასრულებულიყო ჯერ მაგრამ რას ვიზამთ კარგი დასასრული აქვს ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

ნესტან,ძალიან დიდი მადლობა❤❤❤. მეც არ მინდოდა ჯერ დასრულებულიყო......

 


№21  offline წევრი Megioki

დასასრულიო? ეს როდის შევნიშნე რომ დასასრული იყო არ გაინტერესებს? :დდ სათაურის დანახვამ იმხელა ეიფორიაში ჩამაგდო, გვერდით რა ეწერა აღარ მიმიქცევია ყურადღება. თან მაგ დღეს, იმ 3 ისტორიის ახალი თავებიც დაიდო რასაც ვკითხულობდი. :დდ ბედნიერად გავხსენი, ვკითხულობ, ვილანძღები ეს რა გაუკეთეს დემიენს-მეთქი და ამ დროს რაღაც ზებუნებრივმა ძალებმა გადააწყვეტინა ჩემს ტელეფონს, საიტის აპლიკაციიდან გამოსვლა. აქ ხომ ცალკე ვიჯუჯღუნე, აღარ დავკონკრეტდები, გადავახტეთ ამას. აი, თავიდან რომ შევედი უკვე თვალში ცუდათ მომხვდა დასასრული. რამდენჯერ არ ვიცი მაგრამ ბევრჯერ რომ დავაკვირდი და წავიკითხე ხომ არ მელანდება-მეთქი ეგ ზუსტად ვიცი. :დდ მომენატრებიან დემიენი და ნიკე ❤️❤️

წინა თავი ისე ინტრიგნულად დაამთავრე, დედას გეფიცები, მთელი ღამე მესიზმრებოდა სხვადასხვა ვარიანტები, თუ ვის შეეძლო ჩემი ბიჭის ასე გაწირვა :დდდ

ნიკე, როგორი შეცვლილი და გაზრდილია ❤️❤️ დემიენმა საოცრებები ჩაიდინა :დდდ

გული დამწყდა, მომენტრებიან ძალიან. იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი საოცრებით. ❤️❤️ მოკლედ, აბა შენ იცი. წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️ და მალე დაბრუნებას ახალი ისტორიით :დდ ❤️❤️

 


№22  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
დასასრულიო? ეს როდის შევნიშნე რომ დასასრული იყო არ გაინტერესებს? :დდ სათაურის დანახვამ იმხელა ეიფორიაში ჩამაგდო, გვერდით რა ეწერა აღარ მიმიქცევია ყურადღება. თან მაგ დღეს, იმ 3 ისტორიის ახალი თავებიც დაიდო რასაც ვკითხულობდი. :დდ ბედნიერად გავხსენი, ვკითხულობ, ვილანძღები ეს რა გაუკეთეს დემიენს-მეთქი და ამ დროს რაღაც ზებუნებრივმა ძალებმა გადააწყვეტინა ჩემს ტელეფონს, საიტის აპლიკაციიდან გამოსვლა. აქ ხომ ცალკე ვიჯუჯღუნე, აღარ დავკონკრეტდები, გადავახტეთ ამას. აი, თავიდან რომ შევედი უკვე თვალში ცუდათ მომხვდა დასასრული. რამდენჯერ არ ვიცი მაგრამ ბევრჯერ რომ დავაკვირდი და წავიკითხე ხომ არ მელანდება-მეთქი ეგ ზუსტად ვიცი. :დდ მომენატრებიან დემიენი და ნიკე ❤️❤️

წინა თავი ისე ინტრიგნულად დაამთავრე, დედას გეფიცები, მთელი ღამე მესიზმრებოდა სხვადასხვა ვარიანტები, თუ ვის შეეძლო ჩემი ბიჭის ასე გაწირვა :დდდ

ნიკე, როგორი შეცვლილი და გაზრდილია ❤️❤️ დემიენმა საოცრებები ჩაიდინა :დდდ

გული დამწყდა, მომენტრებიან ძალიან. იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი საოცრებით. ❤️❤️ მოკლედ, აბა შენ იცი. წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️ და მალე დაბრუნებას ახალი ისტორიით :დდ ❤️❤️

ეუ,რა დღეში ყოფილხარ...როგორ გიწვალია მართლა.
აი,დასასრულიო მეც რომ ვაწერდი,ხელები ამიცახცახდა და მანამდე მეტირებოდა ბოლო თავს რომ ვამუშავებდი.არადა,გონებაში იმდენი რამ დაეწყო,მეთქი-ასე 2 თავი იწელება...
მე მეგონა და თურმე სულ ტყუილად... ჩავატიე აქ.
მერე,იმ სიზმრებიდან რომელი გამართლდა?თუ არცერთი?
მეც მაგრად მომენატრებიან და,ალბათ, ბევრჯერ გადავავლებ თვალს დდ... მერე გრამატიკულ გაპარულ შეცდომებზე ავიშლი ნერვებს და ასე...
ასევე წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ,რაღაც წესით უნდა გამომივიდეს ახლა.❤❤❤

Nuki-rocks
Megioki
დასასრულიო? ეს როდის შევნიშნე რომ დასასრული იყო არ გაინტერესებს? :დდ სათაურის დანახვამ იმხელა ეიფორიაში ჩამაგდო, გვერდით რა ეწერა აღარ მიმიქცევია ყურადღება. თან მაგ დღეს, იმ 3 ისტორიის ახალი თავებიც დაიდო რასაც ვკითხულობდი. :დდ ბედნიერად გავხსენი, ვკითხულობ, ვილანძღები ეს რა გაუკეთეს დემიენს-მეთქი და ამ დროს რაღაც ზებუნებრივმა ძალებმა გადააწყვეტინა ჩემს ტელეფონს, საიტის აპლიკაციიდან გამოსვლა. აქ ხომ ცალკე ვიჯუჯღუნე, აღარ დავკონკრეტდები, გადავახტეთ ამას. აი, თავიდან რომ შევედი უკვე თვალში ცუდათ მომხვდა დასასრული. რამდენჯერ არ ვიცი მაგრამ ბევრჯერ რომ დავაკვირდი და წავიკითხე ხომ არ მელანდება-მეთქი ეგ ზუსტად ვიცი. :დდ მომენატრებიან დემიენი და ნიკე ❤️❤️

წინა თავი ისე ინტრიგნულად დაამთავრე, დედას გეფიცები, მთელი ღამე მესიზმრებოდა სხვადასხვა ვარიანტები, თუ ვის შეეძლო ჩემი ბიჭის ასე გაწირვა :დდდ

ნიკე, როგორი შეცვლილი და გაზრდილია ❤️❤️ დემიენმა საოცრებები ჩაიდინა :დდდ

გული დამწყდა, მომენტრებიან ძალიან. იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი საოცრებით. ❤️❤️ მოკლედ, აბა შენ იცი. წარმატებებს გისურვებ ❤️❤️❤️ და მალე დაბრუნებას ახალი ისტორიით :დდ ❤️❤️

ეუ,რა დღეში ყოფილხარ...როგორ გიწვალია მართლა.
აი,დასასრულიო მეც რომ ვაწერდი,ხელები ამიცახცახდა და მანამდე მეტირებოდა ბოლო თავს რომ ვამუშავებდი.არადა,გონებაში იმდენი რამ დაეწყო,მეთქი-ასე 2 თავი იწელება...
მე მეგონა და თურმე სულ ტყუილად... ჩავატიე აქ.
მერე,იმ სიზმრებიდან რომელი გამართლდა?თუ არცერთი?
მეც მაგრად მომენატრებიან და,ალბათ, ბევრჯერ გადავავლებ თვალს დდ... მერე გრამატიკულ გაპარულ შეცდომებზე ავიშლი ნერვებს და ასე...
ასევე წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ,რაღაც წესით უნდა გამომივიდეს ახლა.❤❤❤

მადლობის გადახდა გამომრჩა...
უღრმესი მადლობა შენ❤❤.

 


№23  offline წევრი Megioki

პირველი გამართლდა. თუმცა, გამოგიტყდები და ის ბიჭიც კი დამესიზმრა. მოიცა, რა ქვია? ვერ ვიხსენებ. აი, ნიკეს, რომ სიყვარულს უმტკიცებდა. ვიფიქრე ნუთუ ის დაბრუნდა-მეთქი, მერე არა ეგ არ იქნებოდა პრემიერი იყო ალბათთქო. "ჩემი ჩუმი მილიონერი"-ის გარჩევა მქონდა საკუთარ სიზმრებში :დდდ იქაც არ მასვენებ :დდდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა :დდ ოღონდ რამე ახალი დადო შენ და მესიზმროს და იყოს რა :დდდ ❤️❤️

მოუთმენლად ველი შენს სიახლეებს ❤️

 


№24  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
პირველი გამართლდა. თუმცა, გამოგიტყდები და ის ბიჭიც კი დამესიზმრა. მოიცა, რა ქვია? ვერ ვიხსენებ. აი, ნიკეს, რომ სიყვარულს უმტკიცებდა. ვიფიქრე ნუთუ ის დაბრუნდა-მეთქი, მერე არა ეგ არ იქნებოდა პრემიერი იყო ალბათთქო. "ჩემი ჩუმი მილიონერი"-ის გარჩევა მქონდა საკუთარ სიზმრებში :დდდ იქაც არ მასვენებ :დდდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა :დდ ოღონდ რამე ახალი დადო შენ და მესიზმროს და იყოს რა :დდდ ❤️❤️

მოუთმენლად ველი შენს სიახლეებს ❤️

აა,ზამბახიძე!მაგრად უყვარდა ნიკე დდ. კურსელი რომ იყო,ხომ იმაზე ამბობ. ხოდა ეგაა.
შენს სიზმრებშიც რომ ვძვრები,ესაა საქმე?!
მეც მომეჩქარება თქვენთან❤❤❤.

 


№25  offline წევრი Megioki

ჰო, ჰოო. ეგ არის. რავიცი, რომ გეკითხა კი უყვარდა. ფაქტი სახეზეა. :დდ ესეიგი შენი პერსონაჟები ხო ძვრებიან ჩემ სიზმრებში და არ მასვენებენ, მიფორიაქებენ აქ სულს და გულს, ახლა შენ მიძვრები :D :D ❤️

 


№26  offline მოდერი Nuki-rocks

Megioki
ჰო, ჰოო. ეგ არის. რავიცი, რომ გეკითხა კი უყვარდა. ფაქტი სახეზეა. :დდ ესეიგი შენი პერსონაჟები ხო ძვრებიან ჩემ სიზმრებში და არ მასვენებენ, მიფორიაქებენ აქ სულს და გულს, ახლა შენ მიძვრები :D :D ❤️

მე კარგი სტუმარი ვარ.როგორც მოსვლით გახარებ,ისე წასვლით დდდ

 


№27 სტუმარი ეკა

ძალიან კარგი იყო.საუკეთესო????????????

 


№28  offline მოდერი Nuki-rocks

ეკა
ძალიან კარგი იყო.საუკეთესო????????????

ეკა,დიდი დიდი მადლობა,ჩემო კარგო❤.

 


№29 სტუმარი სტუმარი ანანო

გამარჯობა, ნუკი.
არ ვიცი რამდენად გახსოვარ, მაგრამ მე ვერ დაგივიწყე.
როგორც კი დაიდო შენი ისტორიის ბოლო ნაწილი, მაშინვე გავხსენი, მაგრამ ვერ წავკითხე, შემეშინდა...
ზოგადად, ასეთი რაღაცები არ მემართება, მაგრამ მეც მაქვს სისუსტე. ეს კი დემიენი იყო.... ახლა ამას აქ არ უნდა ვწერდე, მაგრამ შენმა ისტორიამ მაჩვენა, რომ რაღაცის მეც უნდა მჯეროდეს. იმედია ამ ჩემს ნაწერს მიიღებ,ეს კომპიუტერით კი არ შევიგრძნობ შენს გმირებს, არამედ წიგნით ხელში წარმოვიდგენ მათ.
მიყვარხარ, ასე უცნობს, ბოლო დროს მელანქოლიურს, შენს დიდი თაყვანისმცემელს.
სიყვარულით, ანანო. relieved

 


№30  offline მოდერი Nuki-rocks

სტუმარი ანანო
გამარჯობა, ნუკი.
არ ვიცი რამდენად გახსოვარ, მაგრამ მე ვერ დაგივიწყე.
როგორც კი დაიდო შენი ისტორიის ბოლო ნაწილი, მაშინვე გავხსენი, მაგრამ ვერ წავკითხე, შემეშინდა...
ზოგადად, ასეთი რაღაცები არ მემართება, მაგრამ მეც მაქვს სისუსტე. ეს კი დემიენი იყო.... ახლა ამას აქ არ უნდა ვწერდე, მაგრამ შენმა ისტორიამ მაჩვენა, რომ რაღაცის მეც უნდა მჯეროდეს. იმედია ამ ჩემს ნაწერს მიიღებ,ეს კომპიუტერით კი არ შევიგრძნობ შენს გმირებს, არამედ წიგნით ხელში წარმოვიდგენ მათ.
მიყვარხარ, ასე უცნობს, ბოლო დროს მელანქოლიურს, შენს დიდი თაყვანისმცემელს.
სიყვარულით, ანანო. relieved

მახსოვხარ,ანანო.მეც ვერ დავივიწყე შენი თხოვნა,მალე დამედო...სულ მიტრიალებდა ტვინში რომ მელოდით და ვერ ვისვენებდი.
მთავარია რომ წაიკითხე,თუ როდის,არ აქვს დიდი მნიშვნელობა.მართლა არ აქვს,მაგრამ ეგოისტურად მიხარია რომ ესეთი ემოციურია შენთვის Ეს მოთხრობა.
მე,სრულიად უცნობი ადამიანი გეუბნები, რომ უნდა გჯეროდეს,ოღონდ უნდა მოინდომო კიდეც და მართლა იქნება რაღაც კარგი.მანამდე კი დეტალებში ეძიე ბედნიერება...მერე მიხვდები,რომ ეს პროცესია და თან კარგი პროცესი.
იცი,რამხელა კომპლიმენტია ჩემთვის წიგნად რომ წარმოიდგინე?!უდიდესი... ვერც კი წარმოიდგენ,ისეთი...
უღრმესი მადლობა ამ ძვირფასი სიტყვებისთვის და გილოცავ დამდეგს. ბედნიერი და წარმატებული წელი შენ.❤❤❤
პატივისცემით,ნუკი-როქსი. ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent