შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტამორფოზა (I ნაწილი, სრულად)


24-12-2020, 21:11
ავტორი ენქეი
ნანახია 1 684

არავის და მათ შორის, არც თავად მაქსიმე ონიანს წარმოედგინა რომ ოდესმე მისი ცხოვრება საერთოდ შეიცვლებოდა და ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი ასეთ სკანდალში გაეხვეოდა. გაზეთები აჭრელებული იყო ახლად გავრცელებული ინფორმაციით: გიორგი ონიანმა 7 წლის შემდეგ ცოლად, იდუმალი ქალბატონი მოიყვანა. ეს ამბავი ყველაზე მეტად მაქსიმეს აღელვებდა, გავლენიანი მამის, გავლენიანი და უსიმპათიურესი ვაჟი იყო და უნივერსიტეტშიც ფავორიტი პერსონა გახლდათ. გარეგნობით არც მისი უმცროსი ძმა ლუკა ჩამოუვარდებოდა თუმცა ლუკა ჯერჯერობით, სკოლის გოგონების გულთამპყრობელი იყო.სასტუმრო ოთახში ბოლთას სცემდა მაქსიმე, ბრაზისგან სადაცაა აფეთქდებოდა,ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ მამამისმა ოჯახისგან ფარულად ვიღაც შვილებიან ქალზე იქორწინა.
-არა მამა, მართლა ვერ ვიჯერებ. ასეთი რამ საერთოდ როგორ გააკეთე? თანაც ეს ყველაფერი მთელმა ოჯახმა გაზეთებიდან გავიგეთ. -მთელი სხეული დაჭიმვოდა და ბრაზს უკვე ვეღარ აკონტროლებდა.
-მაქსიმე, შეგიძლია დამშვიდდე შვილო? მერწმუნე როცა მათ გაიცნობ შენც ძალიან მოგეწონება ისინი და მალე შეეგუები.
-შენ რა მართლა გგონია რომ, ახალ დედიკოს და ორ დაიკოს მომიყვან და მეც ბედნიერი ვიქნები? გამოფხიზლდი ის ხალხი მხოლოდ შენს ფულზე ნადირობს.
-მაქსიმე გეყოფა! შენ არ იცნობ იმ ხალხს და შეურაცყოფას ნუ აყენებ. -ისევ მშვიდად განაგრძო საუბარი კაცმა.
-მართლა? იქნებ ვახშამზე დაპატიჟო. ყველამ გავიცნოთ.
-ძმაო რაგჭირს, დამშვიდდი. -ხელზე ჩამოეკიდა ანკა.
-7წელია დედათქვენი წავიდა, მიგვატოვა. ოჯახს მიხედვა ჭირდება, ბუნებრივია რომ მეც საყვარელი ქალი ვიპოვე და მასზე დავქორწინდი.
-დედაჩემს ამსიტუაციასთან კაშირი არაქვს. შენ ახალი ოჯახი გინდოდა და მიიღე კიდეც.არა, იქნებ ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად? მგონი უკეთესი ვარიანტია. -ჟურნალების მაგიდას ფეხი დაარტყა და წამში ნამსხვრევებად აქცია.
-ის ქალი უკვე ჩემი კანონიერი ცოლია და ეჭვიც არ შეგეპაროს რომ ის და მისი შვილები ამ სახლში იცხოვრებენ.
-დამცინი? არამართლა ერთობი უკვე, ისინი ამ სახლში ერთი წუთითაც ვერ გაჩერდებიან. - გაგიჟებული უყვიროდა მამამისს მაქსიმე
-საკმარისია, მე თემა დავხურე. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი, რაც გინდა ის გააკეთე. ელენა და მისი შვილები ამ სახლში იცხოვრებენ!
-ამას ვერ გააკეთებ გესმისს? ამას ვერ გაგვიკეთებ უკვე დავიღალე, პატარა ბავშვივით იქცევი მამა -ძლივს აკავებდნენ ტყუპები ძმას რომ მეტი არაფერი გაეკეთებინა -ეს ასე არ დარჩება გესმის? ამაზე პირადად ვიზრუნებ! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ჰოლში მიმავალ კაცს და რამდენიმე წუთში ისიც დენდარტყმულივით გავარდა სახლიდან.

***
-მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეს მასწავლიდი, რომ სულ სიმართლე მეთქვა და არასოდეს არავინ მომეტყუებინა, თავად ქალი სიწმინდე რომელიც ყოველდღე ამას მიმეორებდა წავიდა და ვიღაც მილიარდელ კაცს ცოლად გაჰყვა, ეს როგორ წარმოგიდგენია დედა? -ბოლო ხმაზე ყვიროდა მარიამი - მთელს ცხოვრებას რატომ მინგრევ? ჯერ იყო და იმ ავადმყოფი მამისგან ძლივს წამოგიყვანე და ახლა ერთი წლის შემდეგ ისევ იმავე შარში ჰყოფ თავს?
-მარიამ, იქნებ ორიწუთით მომისმინო. -მუდარის ტონით უთხრა ელენამ.
-არა! საკმარისია რაც ვისმინე შენი ტყუილები, მეგონა უკეთესი მომავალი გინდოდა ჩვენთვის.
-მარიამ, იქნებ დედას ბედნიერებაზეც იფიქრო, ვერ ხედავ როგორი ბედნიერია? -საუბარში ჩაერია ქეთო.
-შენ რა გენაღვლება, 19წლის ხარ სადაც გინდა იქ წახვალ და იქ იცხოვრებ. აბა მე მკითხე.
-სადაც მე და შენ ვიქნებით, ქეთოც იქ იქნება მარიამ. გიორგის ვუყვარვარ მე და უყარს ჩემი ოჯახი, თქვენც შეგიყვარდებათ ისიც და მისი შვილებიც.
-მისი შვილები? რამდენი ყავს ორი? -თვალები ჭყიტა მარიამმა.
-სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი გოგო.
-მითუმეტეს, რაგინდა შუაზე მგლიჯონ? ან პირიქით მე გავგლეჯ სამივეს.
-გეყოფა უკვე, არავინ არავის არ გაგლეჯს.
-შენ რაიცი? გგონია ის ბავშვები სიხარულით მიგიღებენ და დედიკოს დაგიძახებენ? ან მე და ქეთო იმ კაცს მამად მივიღებთ? საკმარისი გამოცდილება მაქვს და მამისყოლა მართლა აღარ მინდა. ერთდროს მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით მაგრამ ახლა... -მცირე პაუზა გააკეთა და მის წინ მდგომ სილუეტებს გადახედა -ახლა ვხვდები რომ მარტო მე დავრჩი.
-შვილო, მე არ...
-იმ სახლში არ ვიცხოვრებ გესმის? არა,არა და არა. არ წამოვალ.
-შენ ჯერ სრულწლოვანი არ ხარ და რათქმაუნდა სადაც დედაშენი იქნება იქ წახვალ და იცხოვრებ.
-არა დედა, ნუ მაიძულებ ძველი მარიამი დავაბრუნო! -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, წამით დააკვირდა მათ შეშინებულ სახეებს და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.
-შენი აზრით ამის გაკეთება მართლა შეუძლია? -გვერდით დაუდგა ქეთო დედას.
-დარწმუნებული არვარ, მაგრამ თუ მოინდომებს შეძლებს. -ცრემლმორეულმა ამოთქვა და სავარძელზე მიესვენა...

***
გიჟივით მიჰქორდა მაქსიმე თბილისის ქუჩებში, არც შუქნიშანი აფერხებდა, არც სიჩქარის მაჩვენებელი, არც საცობი. უბრალოდ მიჰქროდა თავისი მოტოციკლით და ქვეყანაზე არაფერი ადარდებდა. ერთ რამეში კი ნამდვილად დარწმუნებულები უნდა იყოთ, დილით გიორგი ონიანს ჯარიმების გრძელი სია მიუვა, რომელიც ერთ ღამეში მისმა უფროსმა ვაჟმა დააგროვა.ნახევარ საათში მივიდა იპოდრომზე სადაც ისედაც ხშირად დადიოდა ადრენალინის მოზღვავებისას, იქიდან კი უკან სილიკონიან ნა*ასთან ერთად ბრუნდებოდა. რბოლაშიც ხშირად იღებდა მონაწილეობას და მას ვერასდროს ვერავინ ვერ უგებდა, ფულს კი რასაც აქედან შოულობდა არასდროს იღებდა და მოწინააღმდეგე მხარეს უტოვებდა. დღეს სულ სხვა შემთხვევა ჰქონდა, იმდენად უნდოდა ვინმე ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვედროდა და მის წინააღმდეგ ეასპარეზა ამისთვის ალბათ მილიონსაც კი გადაიხდიდა. ყველა ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა ონიანის გამოჩენას, ოვაციები არც ახლა დააკლეს და დიდი სიხარულით მიესალმნენ ფავორიტ პერსონას.
-მაქსიმე დაგვიბრუნდა -სიხარულით იძახოდნენ გოგოები და მოტოციკლს უკან მიჰყვებოდნენ. სწრაფად გადმოვიდა ბიჭი მოტოციკლიდან,მეგობრებს მიესალმა, შემაღლებულ ადგილას დადგა და ყურადღება ითხოვა.
-მეგობრებო, დღეს ღლაბუცის ხასიათზე არ ვარ. მოდი მოვრჩეთ თამაშს, ისეთი ვინმე მჭირდება ვინც დამამაცხებს, ვისთან ასპარეზობაც გამიჭირდება და ყურადღებას მასზე გადამატანინებს. ვინმე ძლიერი და შეუპოვარი მჭირდება, ასეთი ვინმე თუ ხართ ახლავე გამოჩნდით და გართობა დავიწყოთ, თუ არა და... -სიტყვა შუაზე გაუწყდა იპოდომზე შემოვარდნილი მოტოციკლის დანახვისას რომელმაც დამუხრუჭებისას ასფალტზე საბურავების კვალი, ხოლო ჰაერში შავი კვამლი დატოვა.
-მგონი მეჩვენება. შანსი არარის, არ დაბრუნდებოდა. -ირგვლივ მითქმა-მოთქმა დაიწყეს, ორი წლის განმავლობააში გიჟურად შეყვარებული წყვილის, ტრაგიკული ისტორიის მთავარი გმირი, ახლა ისევ მათ წინ იდგა, ამას ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა. არავის უნდოდა დაჯერება, უფრო სწორედ ვერ იჯერებდნენ, სანამ გოგონა ჩაფხუტს არ მოიხსნიდა და მისი მუქი მოელვარე თმა ტალღებად არ ჩამოეყრებოდა ზურგზე, მისი ცისფერი თვალები ლამპიონების შუქსა და სანთლების ალზე, მოელვარე ცეცხლს გავდა რომელიც სინამდვილეში მარიამს შიგნიდან სწვავდა. მის გამოჩენას ხალხი იმხელა ოვაციით შეხვდა, არასდროს რომ არავის არ შეხვედრიან, მათშორის არც მაქსიმე ონიანს. რათქმაუნდა მაქსიმე დაინტერესდებოდა ვინ იყო იდუმალი გოგონა რომელსაც იპოდრომზე ამდენი თაყვანისმცემელი ყავდა.
-ეს ვინარის? -კედელზე მიყუდებულ გოგონას მუახლოვდა მაქსიმე.
-უიი მაქს შენ ხაარ, შემაშინე. -დაიმორცხვა გოგო -ქარიშხალია, არ გაგიგია?
-სახელი არ აქვს? ქარიშხალი არა მიწისძვრა. -თავით ხელმეორედ ანიშნა გოგონაზე.
-აქაური ლეგენდაა.მარიამი ქვია, იმ ფოტოს ხედავ? -დაღუპულთა კედელზე მიანიშნა გოგომ. -იმ ბიჭის შეყვარებული იყო.
-ბიჭი ვინაა?
-ნიკო ალასანია იყო, ერთი წლის წინ დაიღუპა. მას შემდეგ მარიამი აქ აღარავის უნახავს.
-ახლა აქ რა ჯანდაბას აკეთებს. მე ცეცხლი მჭიდება და სანაცვლოდ მიწასთან გასწორებული დედამიწა მივიღე, მაგარია-თვალები მობეზრებულად აატრიალა და მოტოციკლს მიუბრუნდა.
-ჰეი შენ -აშკარად ახალი გოგონას ხმა იყო.
-გისმენ. -არც მოტრიალებულა ისე უპასუხა და ჩაფხუტი დაიხურა.
-როგორც გავიგე ღირსეულ მეტოქეს ეძებ, იქნებ ბედი ჩემთან სცადო.
-აზარტული ყოფილხარ ლამაზო .- ღიმილით მოტრიალდა ბიჭი.
-გინდა თუ არა. ამდენი დრო არ მაქვს.
-ლეგენდარული მარიამი ყოფილხარ, მოდი ვნახოთ რბოლაში რამდენად კარგი ხარ და ამართლებ თუ არა შენს ლეგენდარულ სახელს.
-ნუ მიწვევ. არც ისეთი კარგი ხარ როგორც გგონია.- მოკლედ მოუჭრა მარიამმა და მოტოციკლზე მოკალათდა, წამით ისევ ჩაფიქრდა, ტელეფონზე გამოტოვებულ ზარებს დახედა და ძველი ცხოვრება გაიხსენა, ცხოვრება სადაც თითქოს მისი მომავლის სანთელი ჩაქრა და სიბნელეში მარტო დარჩა. -საკმარისია მარიამ, დაბრუნების დროა -თავის თავს შეუძახა და სტარტზე დადგა. -მარჯვენა მოსახვევით წავიდეთ. -შეუთვალა მაქსიმეს და ნიშანს დაელოდა.
-ვინც წინ იქნება გზას ის აარჩევს. მგონი სამართლიანია -ჩაფხუტის შიგნიდან გაუღიმა მაქსიმემ და მოტოციკლი მარიამთან ერთად დაძრა. მთელი სისწრაფით მიქროდა ორივე.მოტოციკლს უკანა ბორბალზე მიაქროლებდა მაქსიმე და მარიამს გზას არ უთმობდა, უკან მოიტოვეს ხალხის დიდძალი მასა, გარდაცვლილთა კედელზე მოელვარე სანთლები, დამტვრეული მოტოციკლები, სავარჯიშო ადგილები და მთავარ გადამწყვეტ გზას დაადგნენ. ახლა უმთავრესი იყო მარიამს გაესწრო რომ მარჯვენა გზაზე გასულიყო და მაქსიმეც იქ გაეყოლებინა მაგრამ გადასახვევის დანახვისას, თვალწინ მომენტებად გაუელვა მისი და ნიკოს ყოველმა წამმა რომელიც აქ ქონდათ გატარებული და თვალები ცრემლით ავესო, მარცხენა მოსახვევი ზუსტად იმ გზაზე გადის სადაც ნიკომ ცხოვრება დაასრულა და ზუსტად იცოდა რომ იმ გზის ხელმეორედ გასავლელად ჯერ მზად არ იყო. სამწუხაროდ მაქსიმე წინ გაიჭრა და ზუსტადაც რომ ის მცდარი მოსახვევი აირჩია რომელიც მარიამს ასეთ დიდ ტკივილს აყენებდა.
-არ შემიძლია! -გულში გაიფიქრა და მოტოციკლი გააჩერა. -ამას არ უნდა აკეთებდე მარიამ, შენ ნიკოს დაპირდი რომ ასე არ დაასრულებდი. -მოტოციკლიდან გადმოვიდა და წიხლების რტყმას მოჰყვა. - ჯერ მამაშენი, შემდეგ ნიკო, ახლა კი მთელ ოჯახს კარგავ, სასტიკად ირონიულია. -საკუთარ თავს დაუწყო ლაპარაკი და ხმამაღლა გადაიხარხარა. გზის შუაგულში დაჯდა მარიამი და უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს. ამასობაში მაქსიმემ ფინიშის ხაზი გადაკვეთა და სიხარულით შეხვდა მისით აღფრთოვანებულ გოგონებს.
-მარიამი სად არის? -ხალხის მასას გამოეყო თემო.
-ალბათ წაგების გამო სადმე გზაზე ზის და ტირის. მარცხენა მოსახვევში არგამომყვა.
-რა ჯანდაბაა, ხომ გთხოვა მანდეთ არ წახვიდეო -პერანგზე წვდა თემო მაქსიმეს.
-იმ გზაზე რამოხდა ასეთი რომ ყველა გადაირიეთ. -ხელი აუკრა თემოს.
-შე ნაბი*ვარო -მკერდზე ძლიერად უბიძგა და ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ მოტოციკლებზე მიანარცხა. თვითონ მოტოციკლზე დაჯდა და იმავე გზას გაუყვა მარიამის საპოვნელად. ზუსტად იცოდა სადაც დახვდებოდა, ის ვერ შეძლებდა ასე მარტივად იმ გზის გავლას სადაც პირველი სიყვარული დაკარგა, მოტოციკლი გააჩერა და მის პირდაპირ ჩაიმუხლა. -მარიამ, კარგად ხარ?
-მე, მე არც კი ვიცი რას ვაკეთებ.ეს ყველაფერი ძალიან რთულია თემო, ერთი წლის განმავლობაში ამ ადგილის ახლომახლოც კი არ ჩამივლია, ახლა კი დედაჩემის საიდუმლო გათხოვების შესახებ გავიგე და ბრაზის გადატანა ამ ყველაფერზე მინდოდა, ესეც კი ვერ შევძელი გესმის?
-ყველაფერი კარგადაა მარიამ, დედა არმიატოვო იცოდე. ის ამას არასოდეს გაპატიებდა. -გულზე მიიხუტა გოგონა და ხელები მაგრად მოხვია.
-სიკვილის წინ იცი რა მთხოვა? ჩემსავით არ დაასრულოვო.- ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო-წადი და შენი ცხოვრებით იცხოვრე, ჩემზეც ნუ ინერვიულებ და ნუ მომეჯაჭვები მე სულ შენთან ვიქნებიო. შენი მფარველი ანგელოზი ვიქნები მუდამ და ყოველთვისო. მერე კი თვალები დახუჭა და მისი უსულო სხეული გამომგლიჯეს ხელიდან. მე კი ამ ერთადერთ თხოვნასაც ვერ ვუსრულებ გესმის? იმიტომ რომ ეს მჭირდება, ეს ბარიერი უნდა გადავლახო, უნდა შევძლო თორემ თავს ისე ვგრძნობ თითქოს ფრთა მოჭრილი ჩიტი ვიყო გალიაში-გულამოსკვნილი ტიროდა მარიამი, 17 წლის გოგო თავის გარდაცვლილ სიყვარულზე მოგონებებს ღრმად ინახავდა და ცდილობდა სადღაც გულის პატარა კუთხეში მიეჩქმალა მაგრამ ეს არ გამოსდიოდა, იმაზე ორჯერ მეტად უყვარდა ნიკო ვიდრე სიცოცხლეში და ვერ წარმოედგინა ოდესმე როგორ უნდა დაევიწყებინა იგი.
-ვიცი მარიამ, ეს საშინლად რთულია, მე მესმის შენი. -თანაგრძნობით უთხრა თემომ და ჰორიზონტს გახედა.
-თემო.
-გისმენ მარიამ.
-შენც გენატრება? - აქ უკვე ვეღარ შეძლო ცრემლების შეკავება ფილფანმა, მარიამს თავი დაადო და უხმოდ ატირდა. მართალია თემოს მარიამისთვის პასუხი არ გაუცია მაგრამ მისი ცრემლები ნებისმიერ სიტყვაზე ბევრს ამბობდნენ მისთვის. სრულიად მოულოდნელად ხალხი მივიდა მათთან, ნიკოს სურათებით და სანთლებით ხელში, ნიკოს ტყავის ქურთუკიც წამოიღეს, ის რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ეცვა. მათ გვერდით ჩამოსხდნენ და მათსავით მზერა უბრალოდ ჰორიზონტს მიაპყრეს.
-ნიკოს უნდოდა რომ ბედნიერი ყოფილიყავი -წამით დუმილი რომელიღაცამ დაარღვია შემდეგ კი თითქოს მთელი დედამიწა გაჩერდა,საოცარი მდუმარება ჩამოწვა. მარიამს ამ ხალხის იმედიანი თვალები და სიყვარული აცოცხლებდა, ნიკო ხომ თითოეულ მათგანში გარკვეულ წილად ცოცხლობდა...
***
ის ბნელი, წყვდიადით მოცული ღამე არც მაქსიმესთვის აღმოჩნდა ადვილად გადასატანი, მთელი ღამე აივანზე იჯდა, სიგარეტის კვამლში გახვეული და მზის ამოსვლას ელოდა. ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭი იყო როდესაც დედამ მიატოვა, სხვა კაცთან ცხოვრება და სამი შვილის დატოვება არჩია მიუხედავად იმისა რომ გიორგი ონიანი ყოველთვის იდეალური ქმარი და მამა იყო. მას შემდეგ ხშირად ამბობდნენ რომ მაქსიმე ძალიან პრობლემური მოზარდი იყო და სულ შარში ეხვეოდა მაგრამ ბოროტი არასდროს ყოფილა, ნაწილობრივ უხაროდა მამის ბედნიერება მაგრამ თან არ ახარებდა ის ფაქტი რომ ოჯახში მატება იქნებოდა. ბოლოს მარტო დარჩენის ეშინოდა, ეშინოდა რომ ახალი ოჯახის ყოლის შემდეგ ის და მისი და-ძმა როგორც დედამ მიატოვა, მამასაც ისე არ მიეტოვებინა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა რომ მამამისის ქორწინება არ უხაროდა.

***
შუადღისთვის დაბრუნდა მარიამი სახლში, მთელი ღამის განმავლობაში ოჯახს მხოლოდ ერთი მესიჯი მიწერა, „ბარგი ჩაალაგეთ, წამოვალ.“ და ტელეფონი გათიშა. სახლში მისვლისას ყველაფერი ჩალაგებული დახვდა, მხოლოდ მის მისვლას უცდიდნენ.
-ვაიმე მარიამ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე -სიხარულით გადაეხვია ქალი.
-მისმინეთ, რადგან მოვდივარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი პირობები არ მექნება.
-ვერგავიგე?
-მოკლედ, არ შემაწუხებთ და ტვინს არ შემიჭამთ იმის დარიგებით რომ სხვის სახლში ვართ და იქნებ დამცირება ავიტანო, ნებისმიერს გადავუვლი საჭირო თუ გახდება, გასაგებია?
-წინასწარ ასე ნუ იქცევი, იქნებ საერთოდ არაფერი ცუდი არ მოხდეს. -დაამშვიდა ქალმა.
-არვიცი, რაც არ უნდა ხდებოდეს ზუსტად ვიცი რომ კარგი არაფერი იქნება. -ხელები გაასავსავა და ოთახიდან ჩემოდანი გამოაგორა. კარზე კაკუნის გაგონებისას სამივე წამში მიხვდა თუ ვინ მოაკითხა, კარი ელენამ გააღო, ზღურბლზე 45 წლამდე ასაკის, სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი იდგა.
-გიორგი, შემოდი. -თბილი ხმით უთხრა ქალმა და კაცს გაეცალა ოთახში რომ შესულიყო. - ბავშვებო გაიცანით ეს გიორგია, ესენი კი ჩემი შვილები ქეთო და მარიამი არიან -ხელით გოგონებზე მიანიშნა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა გოგონებო. -ხელი გაუწოდა კაცმა, ქეთომ ხელი წამის მეათასედში ჩამოართვა და თბილი ღიმილითაც დააჯილდოვა,მარიამი კი რისი მარიამი იქნებოდა რომ არ ეჯიუტა და დედა არ გაებრაზებინა.
-გამარჯობა -ხელი დაუქნია კაცს და ჩანთა აიღო -ქვემოთ დაგელოდებით -ნაძალადევი ღიმილით მიუგო და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა.
-დაველაპარაკები -შერცხვენილმა ამოთქვა ელენამ.
-საჭირო არ არის, მე მესმის მისი. დიდად აღფრთოვანებით არც ჩემი შვილები შეხვდნენ ამ ამბავს მაგრამ დროთა განმავლობაში, შეეგუებიან. -დაამშვიდა კაცმა და ჩემოდნებს წაეტანა.
-ღმერთმა ქნას -ამოიოხრა ქალმა და დანარჩენებთან ერთად დერეფანში გავიდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სახლს სადაც ყველაზე უბედური წლის გადატანა შეძლო, ღრმად ჩაისუნთქა და გარეთ გავიდა.
-ღმერთო, ოღონდ ეს ჯოჯოხეთური ერთი წელი გადამატანინე -აბურტყუნდა ქალბატონი და ჩემოდანი საბარგულში მოათავსა.
-უბრალოდ, ითვალთმაქცე მაინც ვითომ ბედნიერი ხარ და დედას გული გაუხარე -დატუქსა ქეთომ.
-ხო მაგრამ, მე ხომ ბედნიერი არ ვარ. -მხრები აიჩეჩა და უკანა სავარძელზე დასკუპდა.
-საშინლად აუტანელი ხარ. -მხარზე უჩქმიტა ქეთომ და მის გვერდით ადგილი დაიკავა.
-ყველაფერი თუ წამოიღეთ მაშინ წავიდეთ . -თბილი ხმით თქვა კაცმა.
-კიკი, შეგვიძლია წავიდეთ. -დაეთანხმა ელენა.
-აი ჩემი ჯოჯოხეთიც დაიწყო. -დანანებით თქვა და თავი საზურგეს მიაყრდნო, მთელი გზის განმავლობაში ხმა არცერთს ამოუღია, საშინელი უხერხულობა სუფევდა.ვერც კი წარმოედგინა მარიამს მანქანაში ასეთი საშინელი განწყობა თუ იყო სახლში როგორი იქნებოდა. 40წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა სამსართულიანი სახლის წინ გაჩერდა, ეზო ყვავილებით და ულამაზესი მცენარეებით იყო შემკული, გზა სახლამდე ქვებით იყო მოკირწყლული, ეტყობოდა რომ სახლში მათ მისვლას ელოდნენ, შესასვლელ კართან ორი მომსახურე პერსონალი იდგა და ღიმილით ელოდა სტუმრებს.ზლაზვნით გადმოვიდა მარიამი მანქანიდან,სულაც არ უნდოდა ამ სახლში დარჩენა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. სახლში შესვლისთანავე თვალში მოხვდა კიბესთან მდგარი ორი ახლაგზარდა, მაშინვე მიხვდა რომ ისინი სწორედ ის ტყუპები იყვნენ ვისზეც დედისგან სმენია. მესამე შვილი არ ჩანდა, გული უგრძნობდა რომ ის ყველაზე საშინელი კოშმრიდან იქნებოდა რომელიც სიცოცხლეს გაუმწარებდა.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება -ღიმილით უთხრა შუახნის სანდომიანმა ქალბატონმა და ოთახი უხმოდ დატოვა.
-მოკლედ, მოდი სასტუმრო ოთახში შევიდეთ და დავილაპარაკოთ. -იქაურობას თვალი მოავლო კაცმა და ხელით ოთახისკენ ანიშნა.
-მე მიხარია მამას ბედნიერება, არ ვამბობ რომ მათ დაიკოები უნდა დაუძახოთ, ამქალს კიდევ დედიკო მაგრამ მშვიდად ყოფნა მაინც შეგვიძლია. -გვერდით ამოუდგა ლუკას ანკა.
-მართალი ხარ, პრობლემებს მაქსიმეც საკმარისად შექმნის. -თქვა და სასტუმრო ოთახში დასთან ერთად შევიდა.
-ბავშვებო, მაქსიმე სად არის?
-არვიცი მამა, დილით ადრიანად გავიდა.
-მინდოდა ისიც ყოფილიყო მაგრამ რა გაეწყობა. -დანანებით თქვა და განაგრძო -მაქსიმეს დრო ჭირდება რომ ახალ ვითარებას შეეგუოს, მე კი არ მინდა ანალოგიური სიტუაცია თქვენც გქონდეთ, ამიტომ ერთმანეთს გაგაცნობთ. ეს ჩემი მეუღლე ელენაა, უმშვენიერესი ქალბატონი და ორი უმშვენიერესი გოგონას დედა.
-პირფერობაც ამას ქვია -ეგონა გულში გაიფიქრა მაგრამ სინამდვილეში ხმამაღლა ჩაიბურტყუნა.
-რამე თქვი მარიამ?
-მე... არა არაფერი. განაგრძეთ. -იუარა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-ეს უფროსი გოგონა ქეთოა, ხოლო ეს უმცროსი მარიამი. ესენი კი ჩემი ტყუპები ლუკა და ანკა არიან, მაქსიმესაც გაგაცნობთ როდესაც სახლში დაბრუნდება, რაც მთავარია...
-კარგი რა მამიკო, მაქსიმეს ისედაც ყველა იცნობს, სირცხვილი არაა ამას რომ ამბობ? -მოულოდნელად ზღურბლზე ონიანების უფროსი ვაჟი გამოჩნდა, კედელს მიეყრდნო და სასმლის ბოთლი მოიყუდა -ხომართლა, ესენი დედიკო და დაიკოები არიან არაა? აბა კარგად დამენახეთ ხომ უნდა ვიცოდე... -სიტყვა შუაზე გაუწყდა მარიამის დანახვისას.- შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ - ბოთლი კუთხეში დადო და ბარბაცით გადაკვეთა მანძილი მათ შორის.
-ოღონდ შენ არა -თავი დანანებით გააქნია მარიამმა
-რას ვიფიქრებდი სახლში თუ გამეჩითებოდი ტო, მასე თუ დაგევასე გეთქვა გუშინვე. -სიცილით მიუგო და ცხვირზე თითი დაკრა.
-მე შენ გიჩვენებ -ფეხზე წამოხტა მარიამი მაგრამ ქეთომ დროულად შეძლო მისი შეკავება.
-მაქსიმე, საკმარისია. -როგორც ყოველთვის მშვიდად მიუგო გიორგიმ და შვილს ხელი მოკიდა- ნასვამი ხარ, ჯობს წახვიდე და გამოფხიზლდე.
-კარგი რა, ახალმოსახლეობას არ ავუღნიშნავთ? დალევა მინდა. მინდა მივულოცო ახალი სახლი, ოჯახი.
-შენთუ გგონია ვინმეს შენი სახლი და ოჯახი ჭირდება ძალიან ცდები.
-მაგ სიტყვებს გაგახსენებ, თბილად რომ გაეხვევი ძვირადღირებულ თეთრეულში და მამაჩემის მოცემული ფულით 7000$ -იან ჩექმას რომ იყიდი.
-იმდენად საცოდავი ხარ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
-საცოდაობა შენ მოგვიანებით ნახე.
-მაქს ძმაო, წამოდი ოთახში აგიყვან -მხარში ამოუდგა ლუკა ძმას.
-ძაღლო -მიაძახა მარიამმა, ამის თქმა და მაქსიმეს გაგიჟება ერთი იყო, ლუკას და მამამისს რომ არ დაეჭირათ ალბათ შუაზე გაგლეჯდა.
-ახლა წავალ, მაგრამ იცოდე რომ ეს ასე არ დამთავრდება. მე ყოველთვის ვიმარჯვებ ქარიშხალო. -ყურთან უჩურჩულა და ძმას ბარბაცით გაჰყვა კიბეებზე.
-შენ და მაქსიმე ერთმანეთს იცნობთ?
-გუშინ უბრალოდ ერთმანეთს შევხვდით, სულ ესაა.
-რადგან ყველაფერი ასე ცუდად გამოვიდა, იქნებ ოთახებამდე მიგაცილოთ. ვახშმისას კი ცოტა დასვენებულებმა განვაგრძოთ საუბარი.
-დიახ, ასე უკეთესია- დაეთანხმა მარიამი და კიბეებზე მიმავალ კაცს უკან მიჰყვა.
-თქვენი ჩემოდნები განაწილებულია ოთახებში, მარიამ ეს შენი ოთახია- დერეფნის მარჯვნივ კარზე მიანიშნა.- ეს კი შენი ქეთო, დაისვენეთ, ჩემოდნები ამოალაგეთ და საღამოს სავახშმოდ ჩამოდით. იმედიმაქვს ყველაფერი მოგეწონებათ.
გაღიზიანებული შევარდა მარიამი ოთახში, კარი დაკეტა და ზედ აეკრო, ვერც წარმოეგინა როგორ შეიძლებოდა ბიჭი რომელმაც გუშინ გული ამდენად ატკინა დღეს მისი მამინაცვლის ვაჟი ყოფილიყო. ჭამის მადა საერთოდ არ ქონდა, ოთახი დაათვალიერა,ჩემოდანი ამოალაგა, საყვარელი წიგნი აიღო და იატაკზე მოკალათდა. რამდენიმე გვერდიც არ ქონდა წაკითხული კარზე კაკუნი და მიუჩვეველი ბიჭის ხმა რომ გაისმა.
-შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი- მხრები აიჩეჩა და კარს მიაჩერდა.
-შენი შეწუხება არ მინდოდა, უბრალოდ რაღაცას გეტყვი და წავალ.
-კარგი, გისმენ.
- მაქსიმე ცუდი ბიჭი არ არის.
-ვერგავიგე?
-მარიამ, გავიგე მან რაც გიწოდა და ვიცი სადაც შეხვდით ერთმანეთს, მანდ მეც ხშირად დავდივარ. მაქსიმე ზედმეტად აზარტულია, სხვანაირი ბიჭია ხვდები?
-ვერა, სიმართლე გითხრა ვერაფერი გავიგე.
-მისმინე, ჩვენს ოჯახში 5წუთია რააც შემოხვედით, მე და ანკას თქვენთან პრობლემა არ გვაქვს იმიტომ რომ მამას უყვარხართ, მაგრამ მაქსიმე ყოველთვის მესაკუთრე იყო და თავისი ოჯახის სხვისთვის გაყოფას არასდროს დაუშვებს.
-თქვენ რა ტორტის პატარა ნაჭრები ხომ არ ხართ. -თვალები გაუფართოვდა მარიამს.
-უბრალოდ დაიმახსოვრე რაც გითხარი, ცოტახანს გაწვალებს და მერე მობეზრდება. ნუ აყვები და მის სიტყვებს გულთან ნუ მიიტან თორემ უარესი იქნება. ახლა კი სავახშმოდ წამოდი, გველოდებიან.
-უთხარი რომ არმშია, დასვენება მირჩევნია გადაღლილი ვარ.
-როგორც გინდა -მხრები აიჩეჩა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
იმ ღამეს მარიამი არავის შეუწუხებია, მაქსიმეს იმედები რომ არ გაემართლებინა საკუთარი ტანსაცმელი იატაკზე მიმოაბნია და ზედ მოკალათდა.
-ეგღა მაკლია იმ ხისთავიანის სალაპარაკო გავხდე და ძვირადღირებულ თეთრეულში დავიძინო -თავისთვის აბურტყუნდა და აქეთ-იქით ტრიალი დაიწყო -დროა მიეჩვიო მარიამ, ერთი წელი იატაკზე ძილი მოგიწევს. -მოტივაციის ასამაღლებლად შეუძახა საკუთარ თავს და თვალები მილულა.
მეორე დილას როგორც ყოველთვის ადრიანად გაიღვიძა, 7ის ნახევარიც არ იქნებოდა, ოთახიდან ფეშიშველი გავიდა და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. საშინლად შიოდა, გუშინ დილის მერე არაფერი ქონდა ნაჭამი და ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს კუჭი გახმობას იწყებდა, მაცივრის კარი გამოაღო და კინაღამ შიგნით შეძვრა ამდენი გემრიელობის დანახვისას.
-გემრიელად მიირთვი მარიამ, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის პროდუქტისგან არის დამზადებული, ძვრიანი და ხარისხიანი პროდუქტით უფრო მეტად ძვირიანი საჭმელი გამოდის. არ მეთანხმები? -შიშისგან ადგილზე შეხტა მაქსიმეს ხმის გაგონებისას,ეგონა ასეთ დროს ყველას ეძინებოდა და მშვიდად საუზმობას შეძლებდა.
-უბრალოდ წყალი მინდოდა -მაცივარში წყლის დანახვისას უცებ იცრუა და გრაფინი აიღო.
-დარწმუნებული ხარ? თუ გშია ჭამე, შენ და შენი ოჯახი აქ ხომ მაინც ამისთვის მოხვედით.
-საკმარისია გესმის?ჩემს ოჯახზე ერთი სიტყვაც აღარ თქვა. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მარიამმა
-თორემ რა მოხდება? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-მოდი მდგომარეობის გამწვავება არ გვინდა კარგი? უბრალოდ გკითხავ რამე დაგიშავე?
-შენ? მე? -სასაცილოდ არ ეყო ონიანს მისი სიტყვები.
-მაშინ რა გინდა ჩემგან?
-უბრალოდ გამარჯვება მიყვარს, მე კი ყოველ ჯერზე ვამტკიცებ რომ შენზე მეტი შემიძლია.
-მაინც როგორ?
-მაგალითად იმით რომ იმ მოსახვევის გავლის არ მეშინია რომლის დანახვაზეც შენ ფეხები გიკანკალებს, იქ რა მოხდა ავარიაში მოყევი? მეორედ ცდა არ გიყვარს გატყობ. უცნაური მექანიზმი გაქვს...
-მოკეტე, მოკეტე გესმიის?! -დაუყვირა და მთელი გრაფინი წყალი ზედ დააცალა. - ასეთი მექანიზმი როგორ მოგწონს ნაგავო. -ჭურჭელი მაგიდაზე დადო და სამზარეულოდან უკან მოუხედავად გავარდა.
-სულ ეს ხარ პატარავ? მეგონა მეტი შეგეძლო. -თავი დანანებით გააქნია და გეზი პირდაპირ ოთახისკენ აიღო.
8საათზე ყველა სასაუზმოდ შეკრებილიყო და მაგიდას შემოსხდომოდნენ, სუფრასთან მჯდომი მარიამი ტუჩებს ილოკავდა იმდენად სურდა რაიმე დაეგემოვნებინა და შიმშილი გაექრო მაგრამ მაქსიმეს გამოხტომის მერე მკაცრად გადაწყვიტა რომ ამ სახლში არც საწოლში დაიძინებს, არც მათ ფულს დახარჯავს და არც მათსაჭმელს დააგემოვნებს. ჯერჯერობით ცოტა ფული ქონდა და ეს საკვებად ეყოფოდა თუმცა ახლო მომავალში რას გააკეთებდა კაცმა არ იცოდა.
-მარიამ შვილო, რატომ არ ჭამ?
-უკვე ვისაუზმე ვარჯიშის შემდეგ, ასერომ დავნაყრდი.
-რაღაც მე არ მახსოვს რომ გეჭამა. -საუბარში ჩაერია მაქსიმე რომელსაც შავი ჯინსის შარვალი, შავი მაისური და თეთრი კედები მოერგო და მაისურის სწორებით მიუახლოვდა მაგიდას.
-იქნებ იმიტომ რომ სამზარეულოში გვიან შემოხვედი. -თვალები დაუბრიალა ვაჟბატონს.
-კარგი, ახალც ნუ იჩხუბებთ. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ელენამ. -დღეს სკოლაში წახვალ?
-კი რათქმაუნდა, საკონტროლო მაქვს და არ მინდა გავაცდინო.
-მგონი ვერ მოასწრებ, რომელი საათია შეხედე. ნახევარი საათი მაინც გჭირდება იქამდე მისასვლელად. -საათზე მიანიშნა ქეთომ.
-ღმერთო, 9ის 20 წუთია. ჯობს წავიდე.
-კი მაგრამ რითი აპირებ წასვლას?
-ავტობუსით, სხვა რით. -მხრები აიჩეჩა და ჩანთას ხელი დაავლო.
-ავტობუსით? სერიოზულად? -ხმამაღლა გადაიარხარა მაქსიმემ.
-მოდი ასე მოვიქცეთ, მაქსიმე გოგო შენ წაიყვანე.
-მე? ხოარგაგიჟდი, სასწავლებელში მე არ მაგვიანდება?
-შენს გზაზეა, უნივერსიტეტამდე სანამ მიხვალ.
-არა, მართლა არ მინდა ფეხით წავალ. -იუარა მარიამმა და ქეთოს თვალებით ანიშნა რამე მიშველეო.
-მამა ანდრია და დემნა მელოდებიან, საქმე გვაქვს.
-შენ არ თქვი უნივერსიტეტში მეჩქარებაო? მარიამი გაიყოლე და მერე სადაც გინდა წადი. -ტონი გაიმკაცრა კაცმა.
-ჯანდაბა,წამოდი .-თავით კარისკენ ანიშნა და გარეთ ელვასავით გავარდა.
-მისმინე, აქვე გზაზე დამტოვე ჩემით წავალ.
-არა მარიამ, მანქანაში ჩაჯდები და წაგიყვან.
-რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე სკოლამდე მიგიყვან. -მანქანაში მის გვერდით დაიკავა ადგილი და კარი ჩაკეტა.
-რას აკეთებ, კარი გააღე. -კარს წაეტანა მაგრამ ამაოდ.
-უბრალოდ არ მინდა კარი გაგეღოს .-სიცილით უთხრა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
-არანორმალურო, ასე სწრაფად ნუ მიდიხარ. გინდა ყველაფერი უბედურ შემთხვევას დაამსგავსო?
-გოგო მე ვარ არანორმალური თუ შენ. მგონი ორივეს გვეჩქარება.
-მე სკოლაში მეჩქარება, ზეცაში კი არა.
-კარგი რა, ბოლოსდაბოლოს მდიდარი მამიკო ერთ ტესტირებას მოგიყომარებს.
-მამაშენი ჩემი მამიკო არარის.
-კარგიერთი, აბა ვინარის ძმაკაცი?
-დედაჩემი შენი დაქალია?
-დედაშენს ჩემთან მიმართებაში ნუ ახსენებ, მთელს თქვენ ოჯახზე გული მერევა.
-ჩემს ოჯახს შეეშვითქო უკვე ბევრჯერ გითხარი.
-მხოლოდ სიტყვით გეხებით რა გინდა, ხელით შეხებითაც მხოლოდ შენ თუ შეგეხები დედაშენი და შენი და არ მაინტერესებს -ცინიზმით უპასუხა და ისიც წამში მიხვდა რას გულისხმობდა.
-რა ნაბი*ვარიხარ, საზიზღრობაა ის რასაც შენფიქრობ- კართან მიიყუჟა და თავი მინას მიადო.
-იქნებ შენს ცემას ან მოკვლას ვგულისხმობდი. მგონი შენ უფრო ბინძური აზრები გაწუხებს ვიდრე მე.
-მანქანა გააჩერე, ფეხით წავალ.
-ორწამს მაცადე, ტელეფონი მირეკავს. ხო დემნა, არა ბიჭო სკოლასთან დამელოდეთ ანდრეას ხო მივწერე.
-მანქანა გააჩერე მაქსიმე -დაუყვირა მარიამმა და ტელეფონი ხელიდან გააგდებინა.
-რახდება ტო ნა*ა მოყავს?
-არა ტო, თავისი ახალი დაიკოა -განუმარტა ანდრეამ და სიგარეტს მოუკიდა.
-შენ რა მოუშორებელი ჭირი ხარ ტო, მოვედით აი გადადი მანქანიდან. -გიჟივით გააჩერა მანქანა და კარი გააღო.
-საშინელი ადამიანიხარ. -ჩანთა ზურგზე მოიკიდა და მანქანის კარი ისე დააბრახუნა შუშა კინაღამ ჩამოილეწა.
-ეე ველურო, ავტობუსის კარი ხომ არ გგონია -მიაძახა ეზოში მიმავალს.
-მაგარი ლამაზი და გყოლია ტო -თვალი გააყოლა დემნამ.
-ჩემი და არ არის. -დაუტია მაქსიმემ და მეგობრებთან ერთად გზა განაგრძო.

***
-მარიაამ -დერეფანში დაეწია თათა გოგონას.
-ღმერთო თაათ, მიხარია შენი ნახვა. -ღიმილით შეეგება და მეგობარს გადაეხვია
-ეს სრული შოკია.
-რას გულისხმობ?
-დედაშენის გათხოვების შესახებ ყველამ იცის, ყველა შენზე საუბრობს . ამიტომ ამას ყურადღება არ მიაქციო გთხოვ.
-ვისაც რა უნდა ის თქვას, ჯერ მე ვერ მოვსულვარ გონს. ცალკე დედაჩემი და ცალკე ის ველური სვანი.
-ვიინ?
-მაქსიმე. დედაჩემის ქმრის უფროსი ვაჟია.
-ცუდად გექცევა? თემოს უთხარი და მიხედავს.
-არა, ამ საქმეს თემო ვერ უშველის. მაგაზე დიდი პრობლემებიც მაქვს.
-ვერგავიგე, რა პრობლემები?
-სასწრაფოდ ფული უნდა ვიშოვო.
-დედაშენი მილიარდელ კაცს გაჰყვა ცოლად და შენ ფული არ გაქვს?
-იმ კაცს ფულს არ გამოვართმევ, მათ სახლში საჭმელსაც კი არ ვჭამ. ახლა უნდა გავიდე და ვაკანსიები ვნახო, სკოლის შემდეგ ვერ მოვახერხებ მომძებნიან.
-ღმერთო, ძალიან ცუდ სიტუაციაში ხარ მარიამ. 10 ლარი მაქვს წამოღებული, რაღაც დანაზოგი სახლშიც მაქვს თუ დაგჭირდება არ მოგერიდოს.
- ჯერ 50 ლარამდე მაქვს, ვეცდები ეკონომიურად დავხარჯო.
-გოგოებო, სწრაფად გაკვეთილზე -მეორესართულის კიბეებიდან კაკუნით ჩამოვიდა ლეილა.
-კარგით მას ახლავე -ფრუტუნით თქვა ორივემ, ქალს გვერდი აუარეს და სირბილით ავიდნენ მესამე სართულზე, როგორც კი თვალს მიეფარა ქალი, ჩუმად ჩავიდა კიბეებზე და სკოლის ჭიშკარში გაუჩინარდა...


***
2საათიან ლექციაზე ნახევრად მძინარე იჯდა მაქსიმე, ზოგადად უნივერსიტეტში ვერავინ ვერაფერს ვერ უბედავდა, მისი ოჯახი ასეთ სკანდალში პირელად გაეხვია და შედეგმაც არ დააყოვნა, მთელი ლექციის განმავლობაში თვალს არ აშორებდნენ და რაღაცეებს ბურტყუნებდნენ მისი ოჯახის შესახებ. რათქმაუნდა ყვეალფერი არ ესმოდა მაგრამ რამოდენიმე სიტყვიდან სწრაფად გამოიტანა დასკვნა რომ ისინი მამამისის ქორწინების ამბავს განიხილავდნენ.
-ამის დედაც შეგიძლიათ გაჩუმდეთ? -დაიღრიალა და მერხი ამოაყირავა.
-ბოდიში, რა ბრძანეთ? -ჩაეძია ლექტორი
-თქვენზე არ მითქვამს ბატონო ავთანდილ, ვისზეც ვთქვი მგონი კარგად გაიგო.
-რისი გრცხვენია ონიანო, რა მნიშვნელობა აქვს მე ვილაპარაკებ თუ არა, ეს ამბავი მაინც ყველამ იცის. -მხრები აიჩეჩა გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა.
-ლექსო მანდ თუ მოვედი გაჩენის დღეს გაწყევლინებ იცოდე.
-კარგი რა, არასტაბილური ოჯახი გაქვთ, მერე რა.
-ჩემი ოჯახი შენსას მილიონჯერ ჯობია.
-რაც არუნდა იყოს დედაჩემს ბო*ობის გამო არ მივუტოვებივარ და მამაჩემი ვიღაც კა*პაზე არ დაქორწინებულა. -წინადადების დამთავრება და სახეში მუშტის მიღება ერთი იყო, სკამიდან გადმოაგდო ბიჭი მაქსიმემ,ზემოდან მოექცა და სახეში რტყმა დაუწყო.
-შე ნაბი*ვარო, შენს მე*ავ დედას მიხედე. -ყელში წვდა და ბიჭებს რომ არ გაეშველებინათ ალბათ მოკლავდა კიდეც.
-მაქს გაუშვი, ძმაო გაუშვი ამად არ ღირს- მხრებში ჩააფრინდა ანდრეა.
-შენი დედაც ნაბი*ვარო, შემდეგ შეხვედრაზე მოგკლავ იცოდე. -ყველანაირად ცდილობდა თავი გაენთავისუფლებინა მაგრამ ვერ მოახერხა.
-ცოტახნით გარეთ გავიყვანთ .- ლექტორს მიმართა დემნამ.
-ჯობს სახლში წაიყვანოთ, ნუ დააბრუნებთ. -მობეზრებულად აატრიალა თვალები კაცმა და ხელით გასასვლელისკენ ანიშნა. ამის თქმა არც ჭირდებოდათ, მაქსიმე საერთოდ არ ფიქრობდა ლექციაზე დაბრუნებას, ანდრეა სხეულიდან მოიშორა და გიჟივით გავარდა შენობიდან.
-კარგად ხარ?
-ცხვირი გამიტეხა მაგ დედა მო*******.
-მაქსს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხოიცი ლექსო სი*ია.
-რამდენს ბედავს ხედავ? მოვკლავ, ცემით ამოვხდი სულს.
-გეყოფა ნერვებს ნუღარ იშლი. მოდი საღამოს სადმეწავიდეთ, გულს გადააყოლებ.
-სადმე? მგონი უკეთესი იდეა მაქვს.
-რა იდეა?
-საღამოს უკეთესად გავერთობი, იმ სულელ გოგოს გავაგიჟებ.
-ძმაო მოეშვი რა, რას გიშავებს. -მეგობრის დამშვიდება სცადა დემნამ.
-დავპირდი რომ გავამწარებდი, ხოდა ასეც მოვიქცევი. ოჯახი თავზე დამაქცია. ჩემი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელა და გგონიათ მაგას შევარჩენ?
-მაქსიმე მისი რა ბრალია მამაშენს და დედამისს ერთმანეთი თუ შეუყარდათ?
-სიყვარულს ნუ ახსენებ, ამ ყველაფერზე უკვე გული მერევა. ახლა წამოდით სკოლაში შევიაროთ.
-სკოლაში? მანდ რაგვინდა.
-მარიამთან მიდიხარ არა?
-ხო აბა, სხვა ვისთან. მაგრად გავერთობით.
-მაქს გეყოფა.
-მოდიხართ თუ არა? -კითხვით მიუბრუნდა ორივეს, წამით შეყოვნდა შემდეგ კი გეზი პირდაპირ სკოლისკენ აიღო.
-წამოდი გავყვეთ, რამე სისულელის გაკეთებას თუ დააპირებს შევაჩერებთ მაინც -გადაულაპარაკა დემნას და მეგობარს სასწრაფოდ უკან მიყვნენ.
სკოლაში უპრობლემოდ შევიდნენ, როგორც ჩანდა ჯერ ისევ გაკვეთილის პროცესი იყო და მაქსიმეს ეს უფრო აწყობდა, სწრაფად აირბინა კიბეები მესამე სართულამდე და დირექტორის კაბინეტში შევიდა.
-გამარჯობათ. -ღიმილით მიესალმა შუახნის ქალს.
-რით დაგეხმაროთ?
-იციით, მარიამ სიხარულიძეს ვეძებთ, მეთერთმეტე კლასშია. კლასი ვერ ვიპოვნეთ და იქნებ უთხრათ რომ ეზოში ჩამოვიდეს.
-თქვენ ვინ ხართ?
-მე, მე არავინ. ეს მისი ბიძაშვილია- ანდრეა ხელით დაითრია და ქალის პირდაპირ დააყენა.
-დიახ, დიდი ხნით არ ვარ და იქნებ უთხრათ რომ 5წუთით გამოვიდეს.
-კარგით ახლავე გადავცემ. -ღიმილით თქვა ქალმა, ცხრილში ჩაიხედა გაარკვია ვისი გაკვეთილი ქონდათ და მასწავლებელთან დარეკა. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ ქალმა განმარტა რომ მარიამი ინგლისურის კაბინეტში არ იმყოფებოდა.
-მოიცადეთ ანუ გაკვეთილს არ ესწრება?
-უფრო კონკრეტულად დღეს სიხარულიძე სკოლაში არ გამოცხადებულა. -უპასუხა ქალმა
-კარგით, დიდი მადლობა. -თქვა და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა.
-დღეს სკოლაში ხომ მოიყვანე?
-შე*ემა შენი თვალით არ ნახე სკოლაში როგორ შევიდა?
-გადავამოწმე მაინც. ალბათ სკოლაში რამე თქვეს და წამოვიდა.
-ან ქუჩა ქუჩა დადის, ვინიცის რას აკეთებს. -მხრები აიჩეჩა და ქუჩას მეგობრებთან ერთად გაუყვა.

***
მარიამი სახლში საღამოს დაბრუნდა, დაახლოებით 6 საათი იქნებოდა. უდარდელად გაიარა ჰოლი და კიბეებზე ავიდა. ის იყო ოთახში უნდა შესულიყო კართან რომ დაეწია მაქსიმეს გამაღიზიანებელი ხმა.
-სად დადიხარ ქალბატონო?
-ოჰოო, ბატონი მაქსიმე გვეწვია -მისკენ მიტრიალდა და მისი გატეხილი ცხვირის დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა. -ასე ვინ გაგაალამაზა, ვინ გააბრაზე?
-მოდი ზედმეტ საუბარს მორჩი და კითხვაზე მიპასუხე, სად ბრძანდებოდი?
-უფროსი ძამიკოს როლს რატომღაც ვერ ირგებ, ალბათ ძმობა სულში არგაქვს.
-შენ კი ქუჩა-ქუჩა სიარული გყვარებია.
-ვერგავიგე?
-დღეს სად იყავი მარიამ?
-სკოლაში, სად უნდა ვყოფილიყავი? -მხრები აიჩეჩა და ოთახში შევიდა.
-აი, მე კი მგონია რომ სადმე უკეთეს ადგილას იყავი. გართობა და თემები არა?
-რას გულისხმობ?
-მაგალითად სტრიპტის კლუბი, ბორდელი.
-შენ რა თავიდან ტვინი სულ გამობერტყილი გაქვს?
-დედაშენმა რომ გაიგოს მერე გავიგებთ ტვინი გამობერტყილი ვის აქვს.
-შენ რა გაუბერე? მოშორდი აქედან. -თვალები აუწყლიანდა მარიამს.
-მართლა ხოარ დაგასმენ ტო, პროსტა ჩემს ოჯახს ჩირქი არ მოსცხო. ისედაც საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაყენეთ. რა სიბინძურესაც არ უნდა აკეთებდე ან ფარულად აკეთე ან მოეშვი. -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და თვალებში ჩააცქერდა.
-ავადმყოფი ხარ? მასეთი იდეები საიდან მოგდის საერთოდ მაგ ცარიელ თავში.
-გოგო -სახეზე ხელი უხეშად მოკიდა -მომისმინე, შენი მოფერების ნერვები არმაქვს, გაგაფრთხილე და შენი სიტრიპაჩის დონე აკონტროლე.
-ახლა შენ მომისმინე- ხელი კრა და კედელზე უხეშად მიანარცხა. -შენ, შენი ოჯახიც და თქვენი სახელი და რეპუტაციაც სულ ფეხებზე გესმის? თუ ამის დამახსოვრება არ შეგიძლია დაიწერე და სადმე აიკარი რომ მალმალე გაიხსენო, ახლა კი გაეთრიე ამ ოთახიდან.
-მაქს, მარიამ? რამე პრობლემაა? - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სკოლიდან ახლად დაბრუნებული ანკა.
-არანაირი პატარავ, უბრალოდ ვსაუბრობდით -თავზე აკოცა და დერეფანში დასთან ერთად გაუჩინარდა.
-მარიამ შვილო ვახშმის დროა, არ მოდიხარ? -დერეფანში მიმავალი ქალი მარიამის დანახვისას შეყოვნდა.
-არა დედა, არმშია. მეგობრები კაფეში ვიყავით და იქ ვჭამეთ.
-ასე არ შეიძლება, მეორედღეა სუფრასთან არ მჯდარხარ.
-არმინდა დედა, ნუ მაიძულებ. -გაიღიზიანებულმა მიუგო და კარი ცხვირწინ მოუხურა...

***
-მარიამი რატომ არ ჩამოდის? თავს ცუდად გრძნობს? -დაინტერესდა გიორგი.
-უბრალოდ არ შიოდა.
-ასე როგორ შეიძლება, გუშინაც არაფერი უჭამია.
-მამა, რა მიზეზითაც მაქსიმე არ ზის ამ სუფრასთან, იმ მიზეზით არ ზის მარიამი. -განმარტა ლუკამ
-ვერგავიგე?
-მარიამს ვეზიზღებით ჩვენ, მაქსიმეს კი ესენი. გაუგებარი არაფერია. -ლუკას სათქმელი დაასრულა ანკამ.
-დროთა განმავლობაში ორივე შეეჩვევა ერთმანეთს. უბრალოდ ჯიუტები არიან. -მშვიდი ხმით თქვა კაცმა და ვახშმობა განაგრძო.
ამასობაში კი საბრალო მარიამს, სამეცადინო მაგიდაზე დაეწყო, პური, ძეხვი,ერთი ბოთლი წყალი და გემრიელაად შეექცეოდა. იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა, ობოლ ბავშვს გავდა. მთელი დღე ვაკანსიების ძიებაში გაატარა და „ნიკორა“-ს ფილიალში შესაბამისი ანაზზღაურების სამსახური ნახა. ვახშმობამდე სივი გადაგზავნა და ახლა მხოლოდ მათგან პასუხს ელოდა.
მთელი არსებით სძულდა სახლი სადაც სულ ორი დღე იყო რაც ცხოვრობდა და ის მუტრუკი მაქსიმეც რომელიც ყველანაირად ცდილობდა მის დაცინვას და მასხრად აგდებას. სულ რაღაც ერთი თვის წინ რომ არ გამხდარიყო 17-ის იმედოვნებდა რომ მალე დააღწევდა აქაურობას თავს მაგრამ სულ ტყუილად. საკვები კარადის უჯრაში დამალა და ხვალინდელი გამოცდისთვის მომზადებას შეუდგა...
დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გაეღვიძა ონიანს, აივანზე გავიდა და სიგარეტის კვამლში გახვეულმა ჰორიზონტის ყურება დაიწყო. უკვე მესამე დღე იყო მისი დილა კოშმარულად იწყებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ამ სახლიდან როგორმე თავი დაეღწია. სავარჯიშოდ გამოეწყო და სახლის სარდაფში არსებულ ოთახში ჩავიდა, რომელიც სავარჯიშო დარბაზად იყო გადაკეთებული. სარბენ ბილიკზე დაახლოებით ერთი სათი დაჰყო, საათს დახედა და უკვე თითქმის რვა იყო. კიბეები სწრაფად აირბინა და მარჯვენა დერეფანში შეუხვია საიდანაც გიჟვით გამოვარდა მარიამი და მთელი სხეულით ზედ აეკრო.
-რა ჯანდაბაა- დაიღრინა მაქსიმემ და მასზე აკრულ პაწაწუნა სხეულს დახედა.
-ღმერთო, ოღონდ ისევ შენ არა. -თვალები მაგრად დახუჭა და ბიჭს სხეულიდან მოშორდა.
-ამ დილაადრიან სად გარბიხარ შეგიძლია ამიხსნა?
-ეს შენ არ გეხება, გაიწიე. -თვალები არ გაუხელია ისე განაგრძო საუბარი.
-რას აკეთებ? -გაკვირვებული მიაჩერდა მაქსიმე.
-რამეს ვაკეთებ? უბრალოდ ვდგავარ.
-შენს თვალებს ვგულისხმობ.
-ახლა შენ გაიწევი და ოთახში შეხვალ, მე კი თვალებს გავახელ და წინ სიცარიელე დამხვდება, აქედან გამომდინარე კი ყველაფერს სიზმარს დავაბრალებ და მთელს დღეს შენი უაზრო სილუეტის ყურებით არ ჩავიშხამებ.
-მართლა შეშლილიხარ, ეს ხომ იცი?
-გაიწიე, გაიწიე. მაგვიანდება.
-სად გაგვიანდება, კლიენტები გელოდებიან?
-მოშორდი აქედან, უკვე გული მერევა შენზე. -თვალები დააჭყიტა და ხელით მკერდზე ძლიერად უბიძგა.
-მეგონა კლიენტებს მხოლოდ ღამით იღებდი.
-საშინელი ადამიანი ხარ, მეზიზღები.
-ვითომ, მე ვგიჟდებოდე შენზე -ცივად ჩაიცინა და გზა განაგრძო.
-არანორმალური, საძაგელი, თავში ავარდნილი მილიარდელი. -მის ლანძაღვას მოჰყვა და სახლიდან უჩუმრისპირად გავიდა.

***
მარიამი პირდაპირ სკოლაში წავიდა, გაცდენა აღარ უნდოდა მითუმეტეს გამოცდა ქონდა, შემდეგ კი პირველი საათისთვის გასაუბრება უნდა გაევლო და ხვალიდან მუშაობა უნდა დაეწყო. ეს ნამდვილად ჯოჯოხეთური წელი იქნებოდა მისთვის, პირველად არ იწყებდა მუშაობას მაგრამ ახლა განსაკუთრებით რთული იქნებოდა.
აი მაქსიმესთვის კი ყველაფერი უფრო მარტივად იყო, არც ფული აკლდა და არც მუშაობა უწევდა. მისი ერთადერთი სადარდებელი ოჯახის 3 ახალი წევრი და მარიამის წყობიდან გამოყვანა იყო. უზომოდ დიდ სიამოვნებას იღებდა როდესაც მარიამის შეშინებულ და გაბრაზებულ თვალებს ხედავდა. თუმცა დღემდე ვერ გაეგო სამი ახალი ოჯახის წევრიდან მარიამი ყველაზე მეტად რატომ სძულდა.
ქეთო საერთოდ სხვა კატეგორია იყო, კონფლიქტებს ერიდებოდა და უნივერსიტეტშიც ამ აურზაურის მიუხედავად ყურადღებას არავის აქცევდა. თუმცა უჩვეულო სილამაზით გამოირჩეოდა ქალბატონი მისი პატარა დასავით. ერთმანეთის გვერდითაც რომ დაგეყენებინათ ვერასდროს წარმოიდგენდით რომ დები იყვნენ. ქეთო ქერა, მწვანეთვალება ლამაზმანი იყო. მარიამს კი მუქი ფერის თმა და ცისფერი თვალები ქონდა. ქეთოსთან შედრებით მაღალი იყო თუმცა სილამაზით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდნენ.
ანკას და ლუკას რაც შეეხებათ ისინი შედარებით მარტივად ეგუებოდნენ ახალ ოჯახს, მათ მოწონდათ მარიამიც, ქეთოც და ელენაც, ყველანაირად ცდილობდნენ მამას გვერდში დადგომოდნენ და პრობლემები არ შეექმნათ. არცერთი გახლდათ მშვიდი თუმცა მაქსიმეს ვერცერთი ჯობნიდა, მაქსიმე 15წლიდან ისეთ პრობლემებში იყო მათ რომ არც დაესიზმრებოდათ. ამის გამო ხშირად ატარებდა ღამეებს საკანში და არა მხოლოდ ის მასთან ერთად ანდრეა და დემნაც. მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო.
ანდრეა მარტო ცხოვრობს მის არასრულწლოვან დასთან , ნინე ლიპარტელიანთან ერთად რომელიც მხოლოდ 17 წლისაა მაგრამ იმდენად ლამაზი და მომხიბლავი სხეულის მატარებელია მასზე ნებისმიერი ბიჭი გაგიჟდება. სწორედ ამ ბიჭების კატეგორიაში მოხვდა ლუკაა ონიანიც რომელიც დაწყებითი კლასიდან გიჟდება მასზე და სულ პრობლემები აქვს ბიჭებთან ვინც მას თვალს მაინც გააყოლებს. ყველამ იცის რომ ნებისმიერი პრობლემა ბიჭებთან სწორედ ნინეს გამო აქვს მაგრამ ამას თავად ლუკა,მაქსიმე, დემნა და ანდრეა ძალიან მარტივად აგვარებენ.

***
მარიამმა გამოცდა პირველმა დაამთავრა და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვრდა, სკოლაში მანდატურები იყვნენ და იქიდან გამოპარვა ძალიან რთული იქნებოდა, მითუმეტეს მას ხომ მსგავსი რამ არასოდეს გაუკეთებია. სირბილით შევიდა საპირფარეშოში და ზარის დარეკვას დაელოდა რომ ამდენ ბავშვში ვერ შეემჩნიათ და უპრობლემოდ გამოპარულიყო. თათასთან შეთანხმებული იყო რომ რაიმე აურზაური აეტეხა რომ მანდატურების ყურადღება მოედუნებინა. შედეგმაც არ დააყოვნა, თათა მათ კლასელ გოგოს თმაში წვდა და სკოლის ეზოში გამოათრია, ათასნაირი სიტყვით ლანძღავდა და სახეში რაც შეეძლო სათუთად ურტყამდა. გოგომაც რამდენჯერმე დაარტყა და მადატურებიც რათქმაუნდა მათ მისცვივდნენ. 10დან 20 წამამდე ქონდა მარიამს დრო გასაქცევად, სირბილით გადაკვეთა გზა ჭიშკრამდე, ერთხელ კიდევ მოიხედა უკან და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
მარიამის სკოლიდან გაპარვის ამბავი მალევე გასკდა და მაშინვე ელენას დაურეკეს, ქალი ანერვიულებული დადიოდა სახლში და ვერ ხვდებოდა სად შეიძლებოდა წასულიყო მისი შვილი. მაქსიმე სახლში მალევე დაბრუნდა, სასტუმრო ოთახიდან მოთქმის ხმა რომ მოესმა მაშინვე იქით გაემართა.
-სად შეიძლებოდა წასულიყო, ნუთუ ამას ვიმსახურებდი მისგან, ასე პროტესტის გამოხატვას ცდილობს თუ რას აკეთებს. -ანერვიულებული ელენა ბოლთას სცემდა და უკვე მეასედ ურეკავდა მარიამს მობილურზე რომელიც თავიდან უთიშავდა შემდეგ კი საერთოდ ტელეფონი გამორთო.
-ნუ ნერვიულობ, მარიამი უკვე ზრდასრული გოგოა, დარწმუნებული ვარ ამის მიზეზი ექნებოდა. -ამშვიდებდა გიორგი
-ზრდასრული კი როგორ არა -ჩაიფრუტუნა მაქსიმემ და წასასვლელად შებრუნდა როცა ზურგს უკან მამის ხმა მოესმა.
-მაქსიმე, დღეს მარიამი ხომ არ გინახავს?
-მე რა მისი ძიძა ვარ? სად უნდა მენახა?
-დილითაც ადრე წავიდა, ახლა კი სკოლიდან გაიპარა. იქნებ სადმე თვალი მოკარი.
-მოდი რაღაცას აგიხსნი მამა. მე სკოლის მოსწავლე არ ვარ. უფროსწორად მეორე წელია აღარ ვარ. მაგ გოგოს რაც შეეხება, როგორც უკვე თქვით ზრდასრულია და არ დაიკარგება. -სწრაფად განუმარტა და კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა.
-საღამოს დაბრუნდება და ვკითხოთ სად იყო, ნუ ნერვიულობ ჭკვიანი გოგოა, სად წავიდოდა.
-არვიცი, უკვე გამაგიჟებს. არ მინდა ისევ იგივე განაგრძოს რასაც აქამდე აკეთებდა. -თავი დანანებით გააქნია და ქმარს მთელი სხეულით ზედ აეკრო.

***
მართლაც რომ გვიან დაბრუნდა მარიამი სახლში, მაქსიმე უკვე გასვლას აპირებდა როცა შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიღო და ზღურბლზე მისი სილუეტი გამოჩნდა.
-დრამების დედოფალიც მოვიდა -ცინიზმით უთხრა ონიანმა და სასტუმრო ოთახში მყოფებს გასძახა -თქვენი პრინცესა მოვიდა, ცოცხალი და საღსალამათია. -წამიც არ დასჭირდა დედამისს ოთახიდან რომ გამოსულიყო და გაცეცხლებულმა ყვირილი მორთო.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ გოგო? რეებს აკეთებ შენი საქციელი ნორმალური და მოსაწონი გგონია? -ბოლო ხმაზე ყვიროდა ქალი.
-დედა შემეშვი რა. -მისთვის გვერდის ავლა სცადა მაგრამ სულ ტყულად, ქალმა მკლავზე ხელი მაგრად მოუჭირა და საწყის ადგილს დაუბრუნა.
-ასე მარტივად ვერ გამოძვრები ქალბატონო, შენდა სამწუხაროდ მოგიწევს პასუხის გაცემა სად და რატომ იყავი.
-ეს შენ არ გეხება! შენ არ გკითხავ როდის, სად და რატომ ვიარო.
-რათქმაუნდა მკითხავ, მე დედაშენივარ!
-მაშინ გახსოვდა დედაჩემი რომ იყავი ამ ყველაფერს რომ აკეთებდი? მთელი სკოლა იმაზე ლაპარაკობს დედაჩემი როგორი ქალია და რაგააკეთა, მე კი სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ ვინმეს რამე ვუპასუხო. მთელი ცხოვრება დამინგრიე, ჩემი ბიოლოგიური მამისგან მოყენებული ჭრილობები ჯერ ისევ მაწუხებს და შენ ახალი მამიკოს მოყვანა მომინდომე, მე ისიც კი არ ვიცოდი რომ ვინმე გყავდა. მოგწონდა ან გიყვარდა, მთელი ცხოვრება გამიმწარე, ერთ დღესაც საინფორმაციოში თუ გამოაცხადებენ რომ სადმე ახალგაზრდა გოგონას გვამი იპოვეს იცოდე ეს მე ვიქნები! -მისგან თავი გაინთავისუფლა, კიბეები აიარა და ოთახის კარი ხმაურით დაკეტა...
ელენამ გაკიდება სცადა მაგრამ გიორგიმ შეაჩერა, ანკა ისეთი გაოცებული თვალებით იყურებოდა აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა, ვერც ის გაეგო სკოლიდან გაპარვის გამო ასეთი ამბავი რატომ დააღწია ქალმა, ნუთუ მისი საერთოდ არ ესმოდა.
მიუხედავად იმისა რომ მაქსიმე თავიდან საინტერესო სანახაობას ელოდა საერთო ჯამში იმედები გაუცრუვდა, შეეცოდა მარიამი, ისრომ მამამისი ადრე ცუდად ექცეოდა ხსნიდა მის ასეთ დამოკიდებულებას დედამისის გათხოვებაზე, გონს მალე მოეგო და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. 10წუთიც არ იყო გასული მაქსიმეს წასვლიდან, კარი გაგიჟებულმა ლუკამ რომ შემოაღო და ვრცელი ჰოლი გინებით გადაკვეთა. სამაგიეროდ არც ის დარჩა უყურადღებოდ, სასტუმრო ოთახიდან მამამისმა დაუძახა და ისიც სწრაფი ნაბიჯით მისკენ გაემართა.
-მეგონა კაბინეტში იყავი, ისედაც შენთან მოვდიოდი.- დასისხლიანებულ სახეს ხელსახოცით იწმენდდა და მამას გაღიმებული სახით მისჩერებოდა.
-ლუკა შვილო რა დაგემართა? -შეშფოთებულს აღმოხდა და შვილს მიუახლოვდა.
-არაფერი ისეთი, უბრალოდ სკოლიდანაც დაგირეკავენ და ბერდიას მშობლებიც აუცილებლად მოგიკითხავენ და იცოდე.
-ისევ ბერდიას ეჩხუბე?
-მამა არ დაიწყო, ღირსი იყო.
-ახლა რაღა მოხდა? შეგიძლია ამიხსნა?
-ბერდია სი*ია, მეკიდე მასეთებს დედას *******. სულ ესაა.
-ბერდიას მშობლებსაც ეს ვუპასუხო? საერთოდ რა ჭირს იმ ბიჭს?
-ბოლოს მგონი ძვლის გადატეხვის ხმა გავიგე ოღონდ საიდან მოდიოდა ვერ გეტყვი, მისი სახის დალეწვით ვიყავი დაკავებული. -ცინიზმით მიუგო და ქალის მოწოდებული ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-ლუკა გეყოფა, ეს ბიჭი უკვე მერამდენედ უნდა დაასახიჩრო? საკმარისია.
-ხომ იცი რომ ტყუილად იშლი ნერვებს, ჩემთან ვერავინ ვერ მიქარავს გასაგებია?
-ლუკა მოდი აქ, დავილაპარაკოთ.
-ღამე მშვიდობის . -ხელი დაუქნია სასტუმრო ოთხში მყოფ მამას და ელენას და კიბეებზე ავიდა.

***
-ლუკა, კარგად ხარ? -თვალცრემლიანი ანკა უხმოდ შევიდა ლუკას ოთახში და მის პირდაპირ ჩაიმუხლა.
-კარგად ვარ ჩემო პრინცესა, რა განერვიულებს. -ღიმილით მიუგო ლუკამ.
-ეს უვკვე მერამდენედ მოხდა. ნუთუ არ დაიღალე იმ ბიჭის ცემით?
-მისმინე ანკა, იცი ჩემი დამოკიდებულება ნინეს მიმართ, ისიც კარგად იცი რომ მასთან მიახლოებას არავის ვაპატიებ, მითუმეტეს ბერდიასნაირ სი*ს ამიტომ ამაზე საუბარი აღარ გააგრძელო. ცოტას იჩხუბებენ მისი მშობლები და დამშვიდდებიან.
-მე ამით თავს ვერ დავიმშვიდებდი. -ღია კარში შეიჭყიტა მარიამი.
-რატომ?
-მამაშენს დაურეკეს, დიდად სასიხარულო ამბავი არ აცნობეს.
-ასეთი რა უთხრეს?
-კარგად ვერ გავიგე მააგრამ მამაშენი ეუბნებოდა რომ საქმეს ჩივილის გარეშე მოაგვარებდა. მგონი გიჩივლებენ.
-იმ სი*ის გამო?
-შეიძლება სი*ია მაგრამ ის ვიღაცის შვილია, ასერომ... -მხრები აიჩეჩა და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.

***
ამ დროს მაქსიმე ერთ-ერთ ღამის კლუბში იჯდა და თავის მეგობრებთან ერთად სვამდა, დემნა და ანდრეა ცდილობდნენ ნაკლები დაელიათ, იცოდნენ რომ მაქსიმე გათიშვამდე დალევას აპირებდა და არ უნდოდათ უფრო უარეს სკანდალში გახვეულიყო. სასმელს არც მათი საერთო ნაცნობი დათო იკლებდა, მაქსიმესთან ერთად სვამდა და ახალ ოჯახზე ეკითხებოდა.
-ახალი ოჯახის წევრები რას შვრებიან? როგორ ეგუები?
-ვეგუები? ფაქტიურად ვერცერთს ვერ ვამჩნევ, მაგრამ ის პატარა რაღაც ეშმაკია. ყველანაირად ახერხებს ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას.
-პატარა?
-ხო ანკას და ლუკას ტოლია, ყოველდღე შარშია, სულ ბევრს ტლიკინებს. ხანდახან სურვილი მიჩნდება რომ მივახრჩო.
-მაქსიმე გეყოფა, არ ჩანს ცუდი გოგო. რატომ ჩაიციკლე მასეზე ასე ძალიან?
-აბა სხვა ვისზე?
-რავიცი, დაც ხომ ყავს. ქეთა თუ ქეთო რავიცი, მასზე რატომ არ ხარ ასე?
-ის არაფერს აშავებს, ლანდივით დადის სახლში.
-და ეს რას აშავებს? -ჩაეძია დემნა.
-ეე თქვენ რა ტვინი მო**ანით ტო, აშავებს და მორჩა რა განხილვა მომიწყვეთ. -მობეზრებულად აატრიალა თვალები მაქსიმემ და მობილურს დახედა რომელიც გაუჩერებლად რეკავდა. -ხო ანკა, რამოხდა?
-შეგიძლია სახლში მოხვიდე?
-რატომ? რამე მოხდა?
-ლუკას ჩხუბი მოუვიდა, უჩივიან. -სლუკუნით ამოთქვა და საუბარი განაგრძო. -გთხოვ მოდი რა.
-ვის ეჩხუბა? რას ქვია უჩივიან?
-ბერდია სცემა, ხელი აქვს მოტეხილი და სახე დალეწილი. მშობლებმა მამას დაურეკეს ვუჩივლებთო.
-მისმინე ჩემო პატარა, ვერავინ ვერავის ვერ უჩივლებს გესმის? მოვაგვარებ. ლუკას მიხედე . -თქვა და ტელეფონი გათიშა.
-მოხდა რამე?
-ის დედა მო****** ბერდია უცეემია ლუკას, ჩივილს აპირებენო.
-რას ამბობ ტო, ლუკას უჩივიან?
-ხო, მშობლებმა მასე არ დავტოვებთო. უნდა წავიდე.
-მარტო სად მიდიხარ, ჩვენც მოვდივართ. -ტელეფონს ხელი დაავლო ანდრეამ და შენობა მათთან ერთად დატოვა.

***
სახლი ხალხით სავსე იყო, სასტუმრო ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა გიორგი და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ლუკას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა შექმნილი სიტუაცია და უკვე იმაზე ფიქრობდა თუ ჩასვამდნენ, გამოსვლის შემდეგ კანკიას ძვლებს როგორ დაუმტვრევდა.
ნინე დანაშაულის გრძნობით იყო სავსე, ყველაფერი ხომ როგორც ყოველთვის მის გამო მოხდა, ადრე უფრო მარტივი იყო, ახლა კი ყველაფერი სასამართლომდე მიდიოდა.
ანკა და ქეთო რაიმე გამამხნევებელს ელოდნენ გიორგისგან, როცა კარი მაქსიმემ შემოგლიჯა და სავარძელში მჯდარ ძმას მიუახლოვდა, მას მალევე უკან მოყვნენ ანდრეა და დემნა რომლებიც არანაკლებ იყვნენ სიტუაციით შეწუხებულნი.
-როგორხარ ტო? -სახეზე დაათვალიერა მაქსიმემ ლუკა.
-ცუდად რატო უნდა ვიყო რავიცი. -მხრები აიჩეჩა და სიცილი რომ შეეკავებინა პირზე ხელი აიფარა.
-შენ რა არანორმალურიხარ? რა გაცინებს? შეიძლება ციხეში ჩაგსვან. -ამოიკრუსუნა ნინემ
-კარგი რა ნინუცი, რა განერვიულებს? ბოლოს და ბოლოს თავს მაინც აღარავინ მოგაბეზრებს.
-ბიჭო ღადაობის დროა ახლა? მართლა რო ჩაგსვან რას აპირებ მერე?
-კარგი რა მაქს, ჩამსვავენ და ჩამსვან მაგის დედაც. -მწარედ შეიკურთხა და ფეხზე წამოდგა.
-იცი რომ ციხეში მდიდარი მამიკოს ბიჭებს არ სწყალობენ? -სასტუმრო ოთახის ზღურბლზე იდგა მარიამი და იქიდან ისმენდა მათ საუბარს.
-შენღა გვაკლდი, წადი რა საქმე არ გაქვს? ახლა შენს ხასიათზე არ ვარ. -დაუღრინა მაქსიმემ.
-აი მე კი არ გეხუმრებით, ჯობს ყველა კანონიერ და მის საწინააღმდეგო გზას მიმართოთ იმისთვის რომ ლუკა იქ არ მოხვდეს.
-კარგი ადვოკატები გვყავს, ლუკას ციხეში არ გაუშვებენ.
-პირველი ვინ დაარტყა? მან დაგარტყა ლუკა?
-არა, მე დავარტყი. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და შეწუხებული ანკა სხეულზე მიიკრა.
-ხოდა მეც ამას ვამბობ, მარტივად ვერ გამოძვრები.
-ახლა შენი აზრით გვეხმარები? უარესად გვგრუზავ და არ მაიძულო რამე ცუდი გავაკეთო. -იერიშზე გადავიდა მაქსიმე.
-მაშინ წარმატებები.
-ვაიძულებ სარჩელი გამოიტანონ, არვიცი იარაღს მივადებ შუბლზე, მოკვლით დავემუქრები, ლუკას ციხეში არ გავუშვებ. -ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ გაემართა.
-შენს ოჯახს უარეს მდგომარეობაში ნუ ჩააყენებ, ამას უკვე მიხედეს! -ცხვირწინ ტელეფონი აუფრიალა სადაც სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა. „მოგვარებულია, არ უჩივლებენ“.
-რას ცდილობ?
-მე შენს ძმას დავეხმარე, მადლობა საკმარისი იქნებოდა.
-ამით შენ რას მოიგებ? ფული გინდა?
-შენი ფული არაფერში მჭირდება, უბრალოდ 17წლის ბიჭის ცხოვრება გადავარჩინე, არავის უთხრა რომ ეს მე მოვაგვარე. ეს არის და ეს. -არაფრისმთქმელი თვალებით გახედა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-არ გიჩივლებენ დამშვიდდი. -ძმას მიუბრუნდა მაქსიმე.
-მოიცა რა?
-მოგვარებულია, უბრალოდ ეცადე უახლოესი ერთი კვირა არავინ სცემო. ან დაგვირეკე ხოლმე, მარტო გახურება რაპონტია ტო.
-გააჩნია საქმე როგორ მოითხოვს. -ნინეს გახედა ლუკამ, ვერ იტანდა ნინეს გარშემო ვერც ნაცნობ და ვერც უცნობ ბიჭებს, აი ბერდია კი უკვე დიდიხანია მის გარშემო ტრიალებს და ყველანაირად ცდილობს ლუკა წყობილებიდან გამოიყვანოს და როგორც ჩანს გამოუვიდა კიდეც.
-ახლა რა გააკეთე მაქსიმე? -ბიჭს მიუბრუნდა გიორგი.
-არაფერი მამა, ბერდიას პირადი ანგარიშსწორება ურჩევნია.
-იცოდე თუ რამე დააშვე ჯობს ახლავე ვიცოდე.
-მე არაფერი გამიკეთებია, ბერდია რა სი*იც იყო ისევ ის დარჩა, გონია რომ ჩხუბში გვაჯობებს. -მხრები აიჩეჩა და სავარძელზე მოწყვეტით დაეცა.
-ჩვენ წავალთ, თურამე მოხდება შეგვეხმიანეთ.- თქვა ანდრეამ და კუთხეში გახევებულ ნინეს გახედა. -ნინე არ მოდიხარ?
-მე? აა ხო. ორიწუთით ლუკასთან მინდა საუბარი და წავიდეთ.
-ბაღში გავიდეთ. -წინ გაუძღვა ლუკა გოგონას, ვრცელი ჰოლი გადაკვეთეს და ბაღში გავიდნენ, ნინე სათქმელს თავს ვერ უყრიდა, იმდენი რამ უნდოდა ეთქვა. ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ადგილზე ცქმუუტავდა. -ნიი ნუ ნერვიულობ, რამის თქმა თუ გინდა პირდაპირ მითხარი. -თბილი ხმით მიუგო და ხელზე ხელი მჭიდროდ მოკიდა.
-მისმინე, მართლა არ მინდოდა ასეთ შარში გახვეულიყავი. მე არც კი ვიცი როგორ ვთქვა, ამის აღიარებისაც კი მრცხვენია, იმდენად ეგოისტურად ვიყავი განწყობილი ლამის ციხეში გაგიშვი.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
-ბოლო პერიოდში იმდენად დიდ ყურადღებას აღარ მაქცევდი, მეგონა აღარ გიყვარდი ან აღარ მოგწონდი და შენი ყურადღების მისაქცევად ბერდიას დავუწყე გაპრანჭვა.
-შენ საერთოდ ხვდები რა სისულელეს ამბობ? რამდენი წელია სიყვარულს გეფიცები და ბოლოს უარი რომ მითხარი არმინდოდა ზედმეტი ყურადღებით შემეწუხებინე, ამიტომაც არ ვიჩენდი ყურადღებას თორემ დავიწყებით არ დამვიწყებიხარ. ყოველთვის შენ უკან ვიყავი, სადაც არ უნდა წასულიყავი მე ყოველთვის ვიცოდი.
-ანუ ისიც იცოდი რომ ბერდიას სახლში არ ვყოფილვარ?
-არა, წარმოდგენა არ მქონდა გუშინ ღამით სად იყავი.
-აბა რატომ დამიცავი.
-მიუხედავად იმისა რომ თავიდან მომიშორე, კარგად იცი რომ ვერავის მიიკარებ ახლოს, ამას ჩემიდან გამომდინარე არ გეუბნები. შენ არ ხარ მასეთი გოგო.
-ამდენად გჯერა ჩემი?
-გენდობი! აღარ მინდა მსგავსი სისულელეებით თავი გადაიტვირთო, ვითომ არ მიყვარხარ, სხვა მომწონს და ასეთები. იმას მაინც ვერ ამჩნევ როგორ გიყურებ? ათასი გოგოც რომ იყოს ჩემს წინ მაინც შენ გეძებ და შენ რეებზე მელაპარაკები. ამის შემდეგაც თუ არ გჯერა ჩემი სალაპარაკო აღარაფერი მქონია. ჯობს წახვიდე. -ხელი გაუშვა, წამით კიდევ შეავლო თვალი და წასასვლელად შებრუნდა.
-მეც თუ მიყვარხარ?
-რაა?
-მაინც წავიდე?
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას რომ მეც მიყვარხარ. -წამით შეყოვნდა შემდეგ კი მათ შორის მანძილი დაფარა და ბიჭს ტუჩებზე დაეკონა, ისეთი ლამაზი სანახავი იყო ის თუ ამდენი წლის შემდეგ როგორ გამოუტყდნენ ერთმანეთს ცრემლებს ძლივს შეიკავებდით. იმდენდ ბედნიერი იყო ლუკა მისი ასსეთი სიახლოვით, მის ტუჩებს მოშორდა თუ არა მთელი ძალით მოხვია ხელები და სხეულზე მიიკრა
-მართლა არ მჯერა შენ თავს ვფიცავარ.
-ამდენხანს რატომ გაწვალე წარმოდგენა არ მაქვს. -ჩუმად ჩაიფხუკუნა ნინემ.
-ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. -შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო და სახლში მასთან ერთად შევიდა.
***
მომდევნო ერთიკვირა საინტერესო არაფერი მომხდარა,მაქსიმემ ვიღაც კა*პასთან დაიწყო შეხვედრა და ღამეებს მასთან ერთად ატარებდა, ასერომ მარიამიც დასვენებული იყო და სამსახურში ჩუმ-ჩუმად გაპარვასაც ახერხებდა. ღამეების თენებისგან უკვე მთელი სხეული დამძიმებული ქონდაა, ორგანიზმი უძილო და გამოფიტული მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, 2ჯერ ტყუილის თქმაც კი მოუწია ვითომ თათასთან რჩებოდა რომ დედამისს არ გამოეჭირა.
ლუკას და ნინეს რაც შეეხებათ უბრალოდ შეხმატკბილებული წყვილი იყვნენ, მთელმა სკოლამ გაიგო რომ ნინე ლიპარტელიანი, ლუკა ონიანის გოგო იყო და ზედმეტად არც კი უნდა შეეხედათ.
ონიანების ამბავსაც ნელნელა ივიწყებდნენ, ამიტომ გიორგის და ელენას უკვე თავისუფლად შეეძლოთ გარეთ სიარული. როგორც იტყვიან დრო ყველაფრის მკურნალია.
***
კონსულტანტობა დიდად არ ახარებდა მარიამს, არც ღამეების თენება მაგრამ ასე ხელფასი მეტი იყო, ამიტომაც ახლაც ღამის 11საათზე, მაშინ როცა ყველას თიკასთან ეგონა სამეცადინოდ, საჭმლის ხაზში იდგა და კლიენტებს ემსახურებოდა.
-შენ შედი და სამი სიგარეტი გამოიტანე რა, არვარ ახლა გამყიდველებთან ღრეჯვის ხასიათზე.- მხრები აიჩეჩა მაქსიმემ და დემნას მაღაზიაში შესვლა სთხოვა.
-იმ გოგოსთან ამდენი დრო არ უნდა გაგეტარებინა, ხომ ხედავ დაგანერვოზა.
-არაუშავს, ჩემს ნერვოზს მარიამს გადავუნერგავ. მანამდე სიგარეტი მინდა თორემ თავი გახეთქვას მაქვს.
-იმ გოგოს საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულებინებ -თავი გააქნია ანდრეამ და მაღაზიისკენ მიმავალ დემნას თვალი მანქანიდან გააყოლა.
-მხოლოდ სიგარეტი გნებავთ? -იკითხა ახალგაზრდა გოგონამ რომელიც დემნას თვალიერებაში ზედმეტად იყო გართული.
-ენერგეტიკულებსაც ავიღებ. -სასმლის სექციისკენ აიღო გეზი და რამდენიმე ბოთლს წაეტანა როცა გვერდიდან ნაცნობი ხმა მოესმა და მხოლოდ ინტერესის გამო გაიხედა. -მარიამ? -კონსულტანტის ფორმაში გამოწყობილი გოგონას დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.
-ღმერთო არა -დამალვა სცადა გოგონამ მაგრამ ამაოდ, დემნას უკვე შემჩნეული ჰყავდა და წამში გადაკვეთა მათ შორის არსებული მანძილი.
-აქ რას აკეთებ?
-იგივე შემიძლია გკითხო.
-მოიცადე შენ რა აქ მუშაობ?
-როგორც ხედავ კი. აქ ვმუშაობ. -წამით შეყოვნდა შემდეგ კი დაამატა -რაიყო ეს სასირცხვილოა? ასეთი გაოცებული სახე რატომ გაქვს?
-სასირცხვილო არარის. უბრალოდ ანუ რასაც მაქსიმე ამბობს ტყუილია.
-მაქსიმე რასამბობს?
-არვიცი, გონია რომ ცოტა ცუდ ადგილებში დადიხარ. ნუ ეს რათქმაუნდა ვარაუდია. -სწრაფად დაიწყო მაქსიმეს მართლება
-მაქსიმე მართალს ამბბობს, მე ცუდ ადგილებში დავდივარ.
-ვერგავიგე?
-შენი აზრით ეს კარგი ადგილია? 1კვირაა არ მძინებია. ვერ ხედავ?
-აქ რატომ მუშაობ მარიამ? გიორგის საკმაოდ ბევრი ფული აქვს.
-მე არ მინდა შენი და მაქსიმესნაირები ლუკმებს მითვლიდნენ და მაყვედრიდნენ. ხო მართლა აქ მარტო ხარ?
-არა, მე მაქსიმე და ანდრეა ვართ.
-წადი გთხოვ, არ მინდა მაქსიმემ გაიგოს რომ აქ ვმუშაობ.
-ამას მალავ?
-კი ყველასგან, მითუმეტეს მაქსიმესგან.
-ხო მაგრამ, შენ...
-დემნა გევეწები არავის არაფერი უთხრა. მე საკუთარი ფული მჭირდება თორემ ჩათვალე მშიერს სული ამომხდება.
-მარიამ ასე არ შეიძლება, შენებს ფული გამოართვი.
-იმ სახლში ჩემიანი არავინაა, ასერომ ახლაც არაფერი თქვა, უბრალოდ წადი გთხოვ.
-კი მაგრამ...
-გთხოვ დემნა, უბრალოდ წადი.
-კარგი, კარგი მარიამ. როგორც გინდა. -თავი დანანებით გააქნია და განერვიულებულს აწყლიანებულ თვალებზე კიდევ ერთხელ დააკვირდა. შემდეგ სალაროსთან მივიდა მისთვის წვენი და საჭმელი იყიდა და კონსულტანტს დაუტოვა, ესეც არ იკმარა ნახევარზე მისული უკან მობრუნდა, იცოდა რომ ბევრს არ აიღებდა ამიტომ 100ლარიანი ჯიბიდან ამოიღო და გოგონას სთხოვა მარიამისთვის გადაეცა. შემდეგ მაღაზიიდან გავიდა, მანქანაში დაბრუნდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
-რაგჭირს ტო რა დაგრუზული სახით გამოხვედი, მოხდა რამე?
-ვიღაც გოგო იყო, ნერვებზე ამთხარა. მეტი არაფერი.
-მერე ვერ მოუყომარე?
-საწოლს გთხოვდა დემუშ?
-გაა*ვით რა. სახლში უნდა წავიდე მე.
-ჩვენ რა ტრასის ბო*ებივით ხო არ ჩამოგვყრი. მიგვიყვანე სახლამდე ძმურად რა.
-ხო მიგიყვანთ აბა რასვიზაამ. -მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო. სახლში პირველად მაქსიმე მიიყვანა, 12ის 10წუთი იქნებოდა მანქანა რომ დაძრა და ვაკისკენ იგივე გზით დაუხვია.
-რასშვები ტო, მანდ ვცხოვრობ მე? -გაიკვირვა ანდრეამ.
-შენი თვალით უნდა ნახო ის რაც აქ ხდება.
-შენ რა მაქსიმე მანქანიდან ჩამოაგდე მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის ვაკეში ექსკურსია ჩაგეტარებინა?
-მოკეტე, მასე აღარ იტყვი როდესაც ყველაფერს შენი თვალით ნახავ...

***
მხიარულად შეაბიჯა სახლში მაქსიმემ,მისი გამოთვლებით მარიამი სახლში უნდა დახვედროდა და მისთვის ნერვების მოშლასაც მოახერხებდა. კიბეები ხმაურით აიარა და მისი ოთახის კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა.
-არანორმალურო შენ რა გძინავს?- როგორც მისი ოთახის კარი უნდა გაეღო, დერეფანში ანკა გამოვიდა.
-მარიამი სახლში არარის.
-აბა სადაა?
-თაკოსთანაა თუ თათასთან. ამაღამ იქ რჩება.
-ხო, დარწმუნებული ვარ იქ არის. -სიცილი ვერ შეიკავა მაქსიმემ. -ლუკა ოთახშია?
-არა, ლუკა ნინესთან ერთადაა გასული.
-ხო, ახალი წყვილი სულ დამავიწყდა. ძლივს ეშველათ მაგათ ერთად ყოფნა.
-ხო ალბათ ჩემი ვინმესთან ყოფნა არ გამიხარდება მასე, როგორც ლუკას და ნინეს ამბავი მიხარია.
-ჩემო პატარა, მგონი მხოლოდ შენ დარჩი უსიყვარულოდ.
-რატომღაც ვერც შენს სიყვარულს ვხედავ. -წაუსისინა ანკამ.
-მე და სიყვარული სხვადასხვა ცნება ვართ ხომ იცი.
-იქნებ ასე აღარც იყოს მომავალში.
-მაგას ვინ ჩივის, ისგოგო მოვა ხვალ?
-მარიამი? კი ალბათ მოვა, არვიცი. ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. როტომ მეკითხები?
-მერწმუნე ბევრს არაფერს კარგავ. -ღიმილიანი სახით მიუგო, კითხვა უპასუხოდ დატოვა და სახლიდან სირბილით გავიდა.

***
-იქნებ ამიხსნა ამ მაღაზიაში რა ჯანდაბას ვაკეთებთ? -მობეზრებულად ფრუტუნებდა ანდრეა რომელიც თაროების უკან იმალებოდა დემნასთან ერთად.
-მოკეტე და შეხედე. -ხელი მათ პირდაპირ მდგარი მარიამისკენ გაიშვირა.
-აბა აბა, დავჭყიტეთ თვალები. რამე საჭმელს ეძებ? იქ არის ლობიანი, ხაჭაპური. ასევე მზა საჭმელები და...
-გოგოს შეხედე თორე ლობიანს და ხაჭაპურს გაჩვენებ მეშენ -თავში წამოარტყა დემნამ და მანაც უმალ შეხედა გოგონას. ნაცნობი სილუეტის დანახვისას თვალები გაუფართოვდა, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ გოგო რომელზეც მაქსიმე ათას საშინელებას ლაპარაკობდა, ღამ-ღამობით მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა.
-ეს... ეს ის მარიამი არ არის? მაქსიმეს და თუ ანუ ხო.
-ხო,ეგ არის.
-მოიცა აქ რატომ მუშაობს?
-იმიტომ რო მაქსიმემ მის წინააღმდეგ ვერაფერი მოიფიქროს. მეხვეწებოდა მაღაზიიდან მალე გავსულიყავი რომ მაქსიმეს არ გაეგო მისი აქ მუშაობის შესახებ.
-ჯანდაბა, ის რა ღამეებს ათენებს?
-ერთი კვირაა არ სძინებია,ღამით ორმაგ ანაზღაურებას უხდიან. იმდენად შემეცოდა, უბრალოდ ვერაფერი ვუთხარი.
-მაქსიმეს არ ვუთხრათ?
-არა, ცოტაც და მუხლებზე დამიდგებოდა, მეხვეწებოდა არ უთხრა არავისო. რამენაირად მაქსიმე უნდა გამოვაფხიზლოთ ამ გოგოს მოეშვას.
-წამო ხო, რამე მოვიფიქროთ. აუ მაგრად შემეცოდა ტო, მაქსიმეს გონია ეს გოგო ღამეებს გართობაში ატარებს და ამდროს წელებზე ფეხს იდგამს საჭმლის ფულისთვის.
-მეც მაგას ვამბობ, მაქსიმესთან არაფერი წამოგცდეს.
-არაფერი წამომცდება, დებილი ხო არ ვარ.
-ხორავიცი, მანამდე მივხედოთ ამ საქმეს. -მხარზე ხელი დაკრა მეგობარს და მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა.

***
იმ ღამეს ლუკა და ნინე სახლში არ დაბრუნებულან, ამდენი წლის სიშორეს ინაზღაურებდნენ და მთელი ღამე თბილისის ქუჩებში დასეირნობდნენ.

ანკა მთელი ღამე საწოლში წრიალებდა, წარმოდგენა არ ქონდა რა აწუხებდა მაგრამ ეს მის ქვეცნობიერს ნერვიულობას აიძულებდა და ძილის საშუალებას არ აძლევდა.
მაქსიმე როგორც ყოველთვის გამთენიისას დაბრუნდა სახლში და მალევე ჩაეძინა. მისგან განსვავებით მარიამს არცერთი წუთით არ სძინებია, საჭმლის ხაზიდან სალაროში გადაინაცვლა და მხოლოდ წამით თუ მილულავდა თვალებს.
ანდრეას და დემნას უგონო მთვრალებს მანქანაში ჩაეძნათ, იმდენი დალიეს მანქანიდან გადასვლის თავიც არ ქონდათ და იქვე ეზოში მოიწყვეს საძინებელი.
აი ქეთოს კი ეგონა რომ სადარდებელი არაფერი ქონდა და უდარდელდ ფშვინავდა, ზოგადად პრობლემური გოგო არასდროს ყოფილა, ახალ ოჯახსაც მარტივად შეეგუა და ცხოვრება ისე განაგრძო თითქოს მის ცხოვრებაში ახალი და საინტერესო არაფერი მომხდარა...

***
დილით უკვე ყველა სასტუმრო ოთახში იყო და ყავას მიირთმედა მარიამი რომ დაბრუნდა. საშინლად უძილო და ჭუჭყიანი იყო. კიბეებიდან გასძახა დედას რომ დაბრუნდა და მაშინვე შხაპის მისაღებად წავიდა. აბაზანაში ნახევარი საათი დაჰყო, გამოვიდა თუ არა პირსახოცი თმაზე დაიმაგრა, მოკლე შორტი და თხელი მაისური მოირგო, იატაკზე პლედი გაშალა, ზედ მოკალათდა და თვალები დახუჭა.
მარიამი ერთი საათის ჩაძინებულიც არ იყო, ბატონი მაქსიმე ოთახიდან ხმაურით რომ გამოვიდა და წელს ზემოთ შიშველმა სამზარეულოს გზას გახედა.
-ვითომ შენ ისევ არ მოსულხარ? -მარიამის ოთახს მიაყურადა სადაც სრული სიმშივდე სუფევდა, ლოდინით დაიღალა კარზე ერთხელ დააკაკუნა ზედმეტ უტაქტობაში რომ არ ჩასთვლოდა და კარი ხმაურით გააღო. იატაკზე ერთიანად მოკუნტულ მარიამს ხელი თავქვეშ ამოედო, ფეხები ნიკაპთან მიეტანა და უდარდელად ფშვინავდა. -სიხარულიძეების პრინცესა წუხანდელმა ღამემ დაღალა, თუმცა როცა მე მღვიძავს შენ რატომ უნდა გეძინოს. -მხრები აიჩეჩა და ირგვლივ მიმოიხედა, კომოდიდან პატარა სათამაშო აიღო და პირდაპირ თავში ესროლა, როგორც კი მარიამს მცირედი რეაქცია შეამჩნია რამდენიმე სიტყვა მიაძახა -იმდენი არ უნდა აიღო საკუთარ თავზე რომ შემდეგ საწოლამდე მისვლის თავიც არ გქონდეს -ეს უთხრა, ოთახიდან გმოვიდა და კარი ისევ ხმაურით დაკეტა. კიბეები ჩაირბინა და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. თავი უსკდებოდა, საშინელ ნაბახუსევზე იყო. მინერალური აიღო და დაახლოებით 10წუთით მოიცადა მის ოთახში მყოფი გოგონა სახლიდან რომ აორთქლებულიყო. ეგონა ვერავინ შეამჩნია როგორ მოიყვანა სახლში ქერათმიანი გოგონა მაგრამ სულ ტყუილად. დილიდან საშინელი აურზაური იყო სახლში და ეს ყველაფერი ამჟამად მაქსიმეს უკავშირდებოდა.
-სასტუმრო ოთახში მამაშენი გელოდება.
-შენ რა მამაჩემიც გაიცანი? ხომ გითხარი წადითქო. -წამით ქეთოს სილუეტი კარგად ვერ აღიქვა და ქერა თმიდან გამომდინარე ჩათვალა რომ მის ოთახში მყოფი გოგონა არ წასულა და მაქსიმეს მამასთან ერთად უკვე მათ მომავალს გეგმავდა.
-მგონი არც ისე კარგი დამლევი ხარ. უკვე თვალებიდანაც ვეღარ იყურები. -ცინიზმით მიუგო და მის პირდაპირ დადგა.
-აუ შენ ხარ ტო? მერე რა გულს მიხეთქავ მითხარი რო მამაშენის შვილობილი ვარ.
-ქეთო! -კიბეებიდან გადმოსძახა მარიამმა.
-როგორრ?
-რაიყო? დაყრუვდი? -მასხრად აიგდო მარიამმა და კიბეებზე ზლაზვნით ჩამოვიდა. -დილიდან რა ბუზანკალმა გიკბინა ძილსაც რო არ მაცდი?
-ისეთი კლიენტები არ უნდა მიიღო ვისაც ვერ გაუძლებ!
-რა ნაბი*ვარი ხარ - სილა გააწნა მარიამმა და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია -ზედმეტი მოგდის და არ მაიძულო თავი ქვით გაგიჩეჩქვო.
-აი შენ კი, აღარ გაბედო და მეორედ ხელი არ დამადო თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. -კედელზე უხეშად მიაყუდა და მკვლელი მზერით დახედა.
-გეყოფა, ხელი გაუშვი -მკლავზე წაეტანა ქეთო მაგრამ ამაოდ, კარგად იცოდა რომ ვერ მოერეოდათუმცა დის დახმარებას მაინც ცდილობდა.
-მაქსიმე, გოგოს ხელი გაუშვი! -ამ ხმაურის გაგონებისას ჰოლში გამოვიდა უფროსი ონიანი.
-როგორც მეტყვით, მამიკო. -ხელები დანებების ნიშნად აწია, ერთხელ კიდევ შეათვალიერა გოგონა და კიბისკენ ნაბიჯი გადადგა.

-საით გაგიწევია ვაჟბატონო? - გასძახა გიორგიმ შვილს.
-ჩემს ოთახში. ძილს ვაპირებ.
-გეყოფა ძილი, შენთან სალაპარაკო მაქვს.
-ოღონდ ახლა არა მამა გთხოვ.
-არა, ზუსტადაც აქ და ახლავე ვისაუბრებთ! -ტონს აუწია კაცმა და ცოლს გადახედა რომელიც შვილებს თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა. -ჩემს კაბინეტში!
-გამოვიცვლი და მოვალ.
-არა მაქსიმე, ახლავე! -ტონი გაიმკაცრა და მაშინვე მიხვდა მაქსიმე რომ მამამისი აღარ ხუმრობდა, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, კაცს უკან მიჰყვა, კაბინეტში მის შემდეგ შევიდა და კარი დაკეტა.
-უცებ მითხარი რისი თქმა გინდა.
-ახლავე დაჯექი და მომისმინე! -როგორც კი შვილი მის ნებას დაემორჩილა საუბარი განაგრძო. - არვიცი მაგ თავში რა გიტრიალებს, ან საერთოდ რაზე ფიქრობ მაგრამ შენი საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცდება.
-რომელი საქციელი? -ჩაეძია მაქსიმე.
-კიდევ მეკითხები? სახლში უწესო ქალების მოთრევაღა გაკლდა და ესეც დაიწყე.
-უწესო? ჩემი შეყვარებულია ცუდი გოგო არარის.
-მართლა? რა ქვია? რატომ არ გაგვაცანი? ან კიდევ დილით პირსახოცის ამარა რატომ გარბოდა სახლიდან?
-რაქვია და ის... რაქვია იმას ლიკა... არა მოიცა ლოლიტა, აი ხო ლოლიტა ქვია.
-მართლა? მაგ სახელს მოფერებით ეძახი? რატომღაც დილით გოგონამ თქვა რომ ნიტა ქვია.
-აა ხო, ნიტა ლოლიტა რა განსხვავებაა.
-მაქსიმე გეყოფა! ამხელა კაცს მასხრად მიგდებ? სკანდალი ასე ძალიან გინდა? ძლივს მოვახერხეთ ნორმალურ რეჟიმში ცხოვრება.
-შენ ამას ნორმალურ ცხოვრებას ეძახი? ამ სახლში გაღვიძებისასაც კი გული მერევა. ის ახალი ხალხი და ის გოგო მარიამი მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის, მინდა რომ მივარჩო და შენ...
-იმ გოგოს რატომ გადაეკიდე? -ცერად გახედა კაცმა, არავინ იცოდა ახლა ამ გამოხედვის უკან რა იმალებოდა და რას ფიქრობდა უფროსი ონიანი. მკაცრი და მოქუფრული სახე წამით ღიმილმა შეცვალა და სიგარეტს მხიარულად მოუკიდა.
-ასე ნუ მიყურებ, არ გადავეკიდე. უბრალოდ მაღიზიანებს, ნერვებზე თამაშობს.
-მაგ გოგოს შეეშვი მაქსიმე, ის არაფერს აშავებს და შენც კარგად იცი. უბრალოდ მასთან შენი ვერ გაგაქვს და ამაზე საშინლად ღიზიანდები.
-ასე არ არის, სულ ჩემს გაღიზიანებას ცდილობს.
-მაქსიმე, გოგოს ხელი აღარ დაადო. აღარ შეეხო თორემ მერე სხვანაირად ვისაუბრებთ.
-მემუქრები მამა?
-არა შვილო, უბრალოდ მოსალოდნელ საფრთხეზე გაფრთხილებ. -თბილი ხმით უთხრა კაცმა და თავით ანიშნა შეგიძლია წახვიდეო.
-მაქს მშვიდობაა? -კიბეეზე დახვდნენ ტყუპები ძმას
-კიკი, მშვიდობაა. უნდა წავიდე. -სიტყვები ერთმანეთს მიაყარა, ოთახიდან მაისური გამოიტანა, ფეხსაცმელი ხელში აიღო და სახლიდან ელვის სისწრაფით გავარდა.
-მარიამ შვილო იმედი მაქვს კარგად ხარ. -თბილი ხმით თქვა კაცმა.
-თქვენი ცხოველი შვილლი მე ვერ შემაშინებს.
-მაქსიმე გავაფრთხილე, აღარ მოგეკარება.
-მომეკარება და მისი ნახვა ტრავმატოლოგიურში მოგიწევთ.
-მარიამ ეს რა ლაპარაკია -დატუქსა ქალმა. -სად მიდიხარ? მარიამმოდი აქ. -სულ ტყუილად ყვიროდა ელენა, მარიამი მობრუნებას აღარ აპირებდა. სანამ ოთახში შეიკეტებოდა ტყუპები სირბილით მიყვნენ მარიამს უკან და ოთახში დაუკითხავად შეაბიჯეს.
-მარიამ ჩვენ... -სიტყვა შუაზე გაუწყდა ანკას იატაკზე გაშლილი საწოლის დანახვისას. -შენ რა იატაკზე გძინავს? -შეშფოთებულს აღმოხდა და იქაურობა უკეთესად შეათვალიერა.
-ეს არაფერია, უბრალოდ ჩამეძინა. -პლედი აიღო და საწოლზე უხეშად მიაგდო.
-მარიამ არ თქვა რომ ჩემი ძმის სიტყვების გამო მართლა იატაკზე გძინავს.
-ცუდი არ არის, კომფორტულია. -ღიმილით სცადა მათი შეშფოთების გადაფარვა.
-გაგიჟდი? იატაკზე სულ გაიყინები. თავში ტვინი არ გაქვს? –„გაბრაზდა“ ლუკა -ამხელა საწოლს ვერ ხედავ? -გადასაფარებელი გადაწია ლუკამ და საწოლზე მიუთითა.- ვიცი დიდად ახლო ურთიერთობა არ გვაქვს მაგრამ რომ გავიგო დღეისმერე ისევ იატაკზე გძინავს ძალიან ვიჩხუბებთ! -თავი დანანებით გააქნია და ოთახიდანნ ნელი ნაბიჯით გავიდა.

-მარიამ, მაქსიმეს ეს არ უგულისხმია იმ სიტყვებისას. -თბილი ხმით დაიწყო საუბარი ანკამ.
-შენს ძმას ვეზიზღები, ნუთუ ვერ ხედავ? ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა რომ ვძულვარ. აღარ შემიძლია რომ ვუფიქრდები კიდევ ერთი წელი აქ უნდა ვიცხოვრო მინდება.
-არა,არა გთხოვ ეგ აღარ თქვა. -შეშფოთებული მიუახლოვდა ანკა და საწოლზე მასთან ერთად ჩამოჯდა. -მაქსიმეს არ სძულხარ, უბრალოდ ვერ ეგუება რომ არაფერს არ უთმობ და ვერ გჯობნის.
-ასე გგონია? მან ხომ ყველაფერში მაჯობა. ათას საშინელებას ფიქრობს ჩემზე. მე ასეთი არვარ, ცუდი არ ვარ გესმისს? -ამდენი ხნის დაგროვილი ემოცია ერთიანად ამოანთხია მარიამმა, ანკას სხეულზე მიეკრო და ცხარე ცრემლით უხმოდ ატირდა. ანკამაც მზრუნველი დაიკოს როლი მოირგო ერთი ხელი ზუგზე მოხვია, მეორეს კი თმაზე ნაზად უსვამდა და შიგადაშიგ რამოდენიმე სანუგეშებელ სიტყვასაც ეუბნებოდა...



***
ანდრეას სახლში როგორც ყოველთვის ხმაური იყო, გაგიჟებული მაქსიმე ფეხშიშველი შევარდა სახლში და მხოლოდ მოგვიანებითღა მოიფიქრა ფეხსაცმლის ჩაცმა. სასტუმრო ოთახში ისხდნენ, დათო,დემნა და ანდრეა და მაქსიმეს რიგით მემილიონე გამოსვლას უსმენდნენ.
-როგორ მინდა რაიმე ისეთი დაემართოს მთელი ცხოვრება რომ დაიტანჯოს. ამის დედაც ხელი როგორ დამარტყა. -თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ონიანი. -მამაჩემმა მთხოვა შეეშვიო, ხელსაც ვერ ვადებ. ბიჭი მაინც იყოს ვცემდი, ცემით ამოვხდიდი სულს.
-ჩვენ მოვუყომარებთ ტო, რა პრობლემაა. არა ბიჭებო? -დემნას და ანდრეას გახედა დათომ
-იჯექი რა სადაც ზიხარ თუ ძმახარ. -თვალები დაუბრიალა მისი საქციელებით შეწუხებულმა დემნამ
-ვიჯდებოდი მაგრამ საქმე მაქვს, შეგეხმიანებით საღამოს- ბიჭებს დაემშვიდობა დათო და სახლი უკანმოუხედავად დატოვა
-კაი ტო, რაუთხარი მასეთი რო სახეში დაგარტყა?
-მერა ვუთხარი? თავის საქმიანობაზე ვებაზრებოდი თავისი დის წინ და ატყდა. დილით გაგუდულს ეძინა, ეტყობა წუხელ ისეთი რამე მოხდა ვერ აიტანა და მკვდარივით იყო დილით.
-მაქსიმე გეყოფა, ჩემი აზრით სულაც არ არის მასეთი გოგო და უბრალოდ მოეშვი.
-ეგეთი არ არის?
-არა.
-აბა როგორია? ანგელოზი პატარა გოგო? მთელი ღამეები სადხაც დაეხეტება, შეიძლება ტრასაზეც დგას. მერავიცი.
-ჯანდაბა მოკეტე მაქსიმე -დაუღრინა დემნამ.
-რა ჯანდაბა დაგემართა შენ რა მას იცავ?
-ანდრეა ან შენ უთხარი ან მე ვეტყვი.
-რა უნდა მითხრათ შ***ოარგაქვთ?
-გოგომ მთხოვა ართქვაო დემნა.
-თქვენ ხო არ გამო****დით? მაგას თხოვნებს როდიდან უსრულებთ?
-ნუ იტყვი ისეთ რამეს რასაც მერე ინანებ მაქს.
-მაშინ გისმენთ, ამოღერღეთ რისი თქმა გინდათ.
-მარიამმა უნდა მაპატიოს. -შეწუხებულმა ამოთქვა და მაქსიმეს გახედა. -მარიამი რომელსაც ასე ლანძღავ ღამ-ღამობით სუპერმარკეტში მუშაობს.
-ვერგავიგე? -სიცილი აუტყდა ონიანს.
-ჩემი აზრით კარგად გაიგე. მარიამი ვაკეში სუპერმარკეტში მუშაობს. მხოლოდ იმიტომ რომ არ უნდა ჩვენნაირები ლუკმებს უთვლიდნენ და თავზე ჭერს აყვედრიდნენ.
-გამო****დი? სად მუშაობს კაიფობ?
-წადი და შენი თვალით ნახე, საერთოდ არ გეცოდება?
-როდის ნახე, ან სად?
-გუშინ მაღაზიაში სიგარეტზე რო შევედი, იქ იყო. ერთი კვირის უძილო ფეხზე ძლივს იდგა.
-და არმითხარი?
-მთხოვა არმეთქვა, არუნდოდა ისევ შენი სალაპარაკო გამხდარიყო.
-მე საიდან უნდა მცოდნოდა? გოგო სკოლაში მივიყვანე და არ მოსულაო, მერე სკოლიდან გაიპარა. დილაობით სახლიდანაც იპარებოდა, ღამით არ მოდიოდა. რა უნდა მეფიქრა?
-მერავიცი მაქსიმე, მაგგოგოზე ისე ჩაიციკლე თითქოს შენი მოსისხლე მტერი იყოს. აღარ მინდა რამე ვთქვა, ასერომ მოეშვი მაგგოგოს სანამ მართლა მოკვდა.
-ამის დედაც... - თითქოს წამით სახე მოექუფრა მაგრამ შემდეგ ლუდის ბოთლი მოიყუდა და განაგრძო- ნამუსი ქონია, ჩვენს კისერზე არ დაჯდება.
- ამ საქციელებით გოგოს ცხოვრებას უნგრევ და ეგ იცოდე. -დატუქსა დემნამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა...
-ახლა რა გავაკეთო? ბოდიში მოვუხადო?
-უბრალოდ სიცოცხლეს ნუღარ გაუმწაარებ. შეეშვი...

***
საღამოს მარიამი წასასვლელად მოემზადა, ტელეფონი აიღო და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა. ნახევარ საათში ავტობუსიდან ჩამოვიდა და ვიწრო მოკირწყლულ გზას ფეხით გაუყვა.
-ჰეი მარიამ- ზურგს უკან უცნობი ბოხი ბარიტონი გაისმა.
-დიახ? -გაკვირვებული მიტრიალდა და ასეთივე თვალებით აათვალიერა მის წინ მდგომი ბიჭი.

-ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე დათო ვარ -ხელი გაუწოდა ბიჭმა
-ჰმმ... უკაცრავად მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ- კიდევ ერთხელ აათვალიერა დათო და გამოწვდილ ხელზე დახედა
-მე მაქსიმეს მეგობარი ვარ, მთხოვა მარიამი ჩემთან მოიყვანეო.
-მაქსიმეს დაკრულზე როდიდან ვცეკვავ?

-მართალი იყო, მაგარი თავხედი და ნერვების მომშლელი გოგო ხარ.
-მაქსიმეს გადაეცი რომ საერთოდ არ მაინტერესებს, თუ უნდა ჯანდაბაში წასულა. მე არსად მოვდივარ. -თქვა და სიარული განაგრძო
-ამდენად მნიშვნელოვანი კლიენტები გელოდებიან? რამდენი გინდა 100? 200?
-რა თქვი? -გაღიზიანებული მოუბრუნდა, მათ შორის მანძილი გადაკვეთა და სახეში მთელი ძალით დაარტყა.
-შე ბო*ო -თმაში ჩააფრინდა დათო და ხელი უხეშად უბიძგა, წამში აღმოჩნდა მარიამი ნაგვის ბუნკერის გვერდით დაყრილ ტომრებზე. -გეგონა მართლა საუბარი მინდოდა? ახლა მომსახურება უფასოდ მოგიწევს. ხელი ისევ თმაში შეუცურადა და მწარედ მოქაჩა, მეორე ხელით კი მარიამის შარვლის ღილების გახსნას ცდილობდა.

-ხელი გამიშვი შე ნაბი**არო. -ასრუტუნდა მარიამი, ხელებს მკერზე უხეშად ურტყამდა მაგრამ ამაოდ, ბიჭი საკმაოდ კუნთიანი და ძლიერი იყო. ბოლოს რომ მიხვდა აზრი არ ქონდა ხელები მიწაზე ჩამოყარა და აქეთ-იქით მათი ცეცება დაიწყო, იმედის სხივი ისევ გამოკრთა მის თვალებში როცა ხელით შუშის ბოთლს შეეხო. წამიც არ დაჭირვებია ხელი მჭიდროდ რომ ჩაეჭიდა და ბიჭისთვის შამპანიურის ბოთლი თავზე დაეფშვნა. ერთხელ კიდევ აატრიალა თვალები ბიჭმა და უგონოდ დაეცა მარიამს სხეულზე. -ღმერთო მადლობა -ბიჭი სხეულიდან მოიშორა და სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა. ღილები შეიკრა და იქაურობას სირბილით გაეცალა, ეგონა მარტივად გამოძვრა მაგრამ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოხვედრილი მარიამი ერთ ადგილას გაშეშდა და კამერების წინ თავდახრილი მათგან თავის დაღწევას ლამობდა. მალევე შენიშნეს ჟურნალისტებმა ნაგვის ბუნკერთან მწოლიარე ადამიანი და წამში გამოიტანეს დასკვნები. -აქ უკვე ყველაფერი დამთავრდა!- გაიფიქრა გონებაში და წამით ყურიც კი დაუგდო ჟურნალისტების ბრბოს რომლებიც ათასობით უაზრო კითვას სვამდნენ.
-თქვენ რა ბიჭის მოკვლა გინდოდათ?
-რაიმე დაგიშავათ?
-ფსიქიკურად დაავადებული ხომ არ ბრძანდებით?
-დისკომფროტს გიქმნით ის ფაქტი რომ თქვენ გიორგი ონიანის გერი ხართ?
შემდეგ უბრალოდ ყველაფერი მიჩუნდა, გულწასული მარიამი უგონოდ დაეცა ასფალტზე და სხვა სამყაროში გადაეშვა. შორიდან ესმოდა ტირილის, ყვირილის და სხვათა ხმები.ეგონა რამდენიმე წამით გაითიშა მაგრამ გონს მოსული უკვე საავადმყოფოს პალატაში იწვა. თავს დედამისი და დანარჩენებ დადგომოდნენ, გონს მოსვლისთანავე თვალში მოხვდა დედამისის გაცეცხლებული სახე რომელიც აშკარად მის გააღვიძებას უცდიდა.
-ოჰ, ქალბატონმა გაიღვიძა. -წყრომით წამოიწყო საუბარი ქალმა.
-დედა გთხოვ ოღონდ ახლა არა.
-ახლა არა? ეგ არის თათასთან ვრჩებიო? თათა ვაკეში როდიდან ცხოვრობს ამიხსენი. -ყვირილი დაუწყო ქალმა.
-მხოლოდ ეს გადარდებს?
-მხოლოდ ეს? როგორ შეიძლება მხოლოდ ეს მადარდებდეს, ბიჭს თავზე შამპანიურის ბოთლი დაალეწე. კიდევ კარგი არადერი დაემართა, არვიცი როგორ მაგრამ მხოლოდ გონება დაკარგა სვა არაფერი ჭირს. ბედი შენი რომ არ მოკვდა.
-მომკვდარიყო მერედა რა? -იერიშზე გადავიდა მარიამი.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ გოგო? მისი მშობლები ძლივს დავამშვიდეთ. ყოველთვის პრობლემური ბავშვი იყავი მაგრამ უკვე ზედმეტი მოგდის.
-დედა მართალია მარიამ, ეს უკვე ზედმეტია -მხარი აუბა ქეთომ.
-ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე თუ რას ვგრძნობ მე? როგორ ვარ? რაიმე ხომ არ მაწუხებს?შენ რანაირი ქალიხარ, შენ რა დედახარ? გეკითხები. 15წელი კაცთან გამატარებინე რომელმაც ჩემი მოკვლაც კი სცადა, ამას ხედავ? -მაისური აიწია შრამი უკეთესად რომ დაენახა. -დღემდე ჩემს ნებაზე ვერ ჩამიცვამს, მისი გამოჩენის მრცხვენია, რომ მკითხონ საიდან გაქვსო? რავთქვა? მამაჩემს დედაჩემის მოკვლა უნდოდა და ხელში მე შევრჩითქო? ეს ვუთხრა? -საწოლიდან წამოდგა და ყველაფერი ძირს გადმოყარა. -სანამ ჩხუბს დამიწყებდი იქნებ გეკითხა რა მოხდა? იქ რა მინდოდა? იმ ბიჭს თავზე ბოთლი რატომ დავალეწე? მე იქ სუპერმარკტში ვმუშაობ გესმის? ყოველი თეთრისთის ვშრომობ რომ თქვენი სალაპარაკო არ გავხდე, რამდენიხანია რბილი საწოლი მენატრება, მესამე კვირაა იატაკზე მძინავს, წესიერი საჭმელი მენატრება მაგრამ ვერ ვჭამ იმიტომ რომ მაქსიმეს ჩემს წინააღმდეგ სალაპარაკო არ ქონდეს, ჩემს ოთახში, მაგიდის უჯრაში 3 დღის ობიანი პური მიდევს ეს იცი? გგონია უკეთესი ცხოვრება მაჩუქე? გგონია გამახარე? შენ იქ ძალით წამიყვანე, მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდი რომ ნიკო შენს მიტოვებას არასდროს მაპატიებდა, მაგრამ ვწუხვარ ნიკოს გამო, ვწუხვარ რომ პირობა ვერ შევუსრულე და შენც ყველანაირად მიშლი ბედნიერებაში ხელს, ვწუხვარ იმის გამო რომ დედაჩემი ხარ და ვწუხვარ რომ ჩემს ძარღვებში შენი სისხლი ჩქეფს.
იმის გამოც ვწუხვარ რომ წლებია და მჭირდება და არ მყავს. კი მყავს მაგრამ სულ ტყუილად, ჩემი არასდოს გესმოდა, ყოველთვის მამტყუნებდი, ყოველთვის დამნაშავედ გამოგყავდი, მაშინაც კი არ დამიდექი გვერდში როცა ნიკოს გარდაცვალების გამო სკოლაში სიარული არ მინდოდა, გასაგებად ამიხსენი რომ ჩემი ბრალი იყო, მიმახვედრე რომ სულელი ბავშვი ვიყავი და იმისიც კი არ გჯეროდა რომ ნიკო თავდავიწყებით მიყვარდა, კრიმინალს ეძახდით, ლანძღავდით, ამბობდით მარიამსაც აფუჭებსო როცა ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ასე რატომ ფიქრობდით იცი? იმიტომ რომ არასდროს გყვარებიათ, 15წლის გოგოს დამცინოდით 17 წლის ბიჭი ასე როგორ შეგიყვარდაო და თქვენ თავად სიყვარული არასდროს განგიცდიათ.
ახლა რავქნა? მეც გავიცინო თქვენს ვითომ სიყვარულზე ერთმანეთთან რომ გაკავშირებთ? სიყვარულზე რომელიც არ არსებობს, გული მერევა თქვენზე, მრცხვენია რომ ჩემი ოჯახი გქვიათ. ქუჩაში უფრო მეტს სიყვარულს ვიღებ ვიდრე მშობლიურ სახლში, გრცხვენოდეთ. -მხარი გაკრა ორივეს და დერეფანში სირბილით გავიდა.

-ყველაფერი ისევ ჩემი ბრალია .-თვალცრემლიანი ჩაესვენა ქალი სავარძელში. -ვერ გავზარდე ისე როგორც საჭირო იყო, ვერ მივხედე, ვერ დავიცავი მამამისისგან და ეს ყველაფერი დღემდე ორივეს ყელში გვიჭერს.
-დამშვიდდი ელენა, ახლა ყველა უსაფრთხოდ ხართ. -მხრებზე ხელი მოხვია გიორგიმ.
-ნუ გეწყინებათ, საშინელი დედა ხართ. -ცრემლმორეულმა გახედა ანკამ
-ანკა გეყოფა -დაუტია კაცმა
-არა მამა, რატომ ეყოფა იმიტომ რომ შენ გასიამოვნოთ? მაშინ მე ვიტყვი მის სათქმელს, გოგოს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეთ, თქვენგან კარგი არაფერი ახსოვს, ამდენი რამ გადაუტანია დაა თქვენ გინდოდათ ერთ დღეში ყველაფერი მოგეგვარებინათ? გეკითხათ რა მოხდა მასსა და დათოს შორის. ყველამ იცის რომ დათო გამოუსწორებელი სი*ია და აუცილებლად გავიგებ რა მოხდა მათ შორის და თუ დათომ მარიამს აწყენინა, მისი დღე უბრალო გულისწასვლაზე მტკივნეულად ჩაივლის. -თავი დანანებით გააქნია ლუკამ, ანკას ხელი ჩაკიდა და კარს უკან გაუჩინარდა.

***
-ჰეი მანიაკო. -ზურგს უკან გაისმა მაქსიმეს გაავებული ხმა.
-ოღონდ ისევ შენ არა -მისთვის არც შეუხედავს ისე მიაძახა და გზა განაგრძო.
-მოიცადე ქალბატონო -ხელზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა -ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს.
-რაგინდა რა? უკვე ყელში ამოხვედი.
-ნუ ყვირი! დამნაშავე ხარ და აქეთ იერიშზე გადმოდიხარ?
-მე ვარ დამნაშავე? ნუთუ სინდისი საერთოდ არ გაწუხებს, ასეთი უსინდისო ადამიანი როგორ ხარ?
-სინდისი მე უნდა მაწუხებდეს? ჯერ თქვენი გამოჩენის სირცხვილი ვერ ჩამოგვირეცხავს და შენ ჩემი მეგობრის მოკვლა გინდოდა, რომელ სინდისზე მელაპარაკები.
-შენ, ის ბიჭი შენ რომ არ გამოგეშვა ჩემთან არაფერი მოხდებოდა. ასეთი რამ საერთოდ როგორ გააკეთე? და ხომ გყავს? ასეთი რამე ვინმეს ანკასთვის რომ გაეკეთებინა რას იზამდი? ასეთი რამ შენი დისთვის რომ გაეკეთებინათ ეს გაგახარებდა? ჩემთვის ყველაფრის წართმევა გინდოდა, ბარემ მომკალი და დავამთავროთ. -ხმა უწყდებოდა მარიამს, ვერც კი ხვდებოდა ასეთი რამის შემდეგ ისევ მას როგორ ადანაშაულებდა რამეში.
-შენ რა სულ გაგიჟდი? საერთოდ რაზე ლაპარაკობ? -დაიბნა მაქსიმე
-თავს ნუ ისულელებ ვითომ არ იცოდე, ვითომ ის ბიჭი ჩემს გასაუპატიურებლად შენ არ გამოუშვი, ათასი ზღაპარი მოუყევი ვითომ მე*ავი ვარ, კლიენტებს ფულის სანაცვლოდ ვიღებ. საკუთარ სხეულში 200ლარი შემომთავაზა იცი? ასეთი არაადამიანი როგორ ხარ. -სუნთქვა ეკვროდა მისი გაოცებული სახის დანახვისას, თითქოს მარიამი ყველაფერს იგონებდა და მისი პირუტყვი მეგობარი მსგავსს არასდროს არაფერს გაკეთებდა.
-შენ საერთოდ რეებს ლაპარაკობ გოგო, დათო მსგავსს არასდროს არაფერს გააკეთებდა. -დაუყვირა მაქსიმემ და სახეზე ხელი უხეშად მოკიდა -სიმართლე თქვი, ნუ იტყუები .-მთელი სხეული დაჭიმვოდა და სიბრაზისგან სახეზე ყველა ძარღვი ეტყობოდა.
-მაქსიმე გაუშვი. -ერთად წვდნენ ანდრეა და დემნა, მაქსიმე მისი სხეულიდან რომ მოეშორებინათ.
-მსგავსი აღარაფერი აღარ თქვა გესმის? გინდა რომ ჩემს მეგობრებთან გადამამტერო. -ისევ გაგიჟებული ყვიროდა მაქსიმე.
-მთელს ოჯჯახთან გადამამტერე და შენს სი* ძმაკაცთან თუარ გადაგამტერე მეტი საქმე არ მაქვს ხო? წადი და შენს ძმაკაცს კითხე რა მოხდა სინამდვილეში, ყველაფერი მოგიყვეს, მოგიყვეს როგორ მაყენებდა შეურაცყოფას და მასხრად როგორ მიგდებდა ისე როგორც ქუჩის ქალს.
-სიმართლეს არ ამბობ მარიამ, იტყუები!
-წადი და ყველაფერი გაარკვიე. მერე გული ნუ გაგისკდება მისი ნაამბობის მოსმენისას. -ზიზღით გახედა და საავადმყოფოს ეზოდან დენდარტყმულივით გავარდა.
-მაქსიმე სად მიდიხარ?
-დათო უნდა ვნახო, არმჯერა მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო.
-ჩვენც წამოვალთ.
-თქვენ არვიცი, მე მივდივარ მის სანახავად. - ბიჭებს გამოეყო ლუკა.
-ამ საქმეს მე მივხედავ ლუკა, აქ დარჩი.
-შენგან ბრძანებებს როდიდან ვიღებ? -გაკვირვებულმა იკითხა და მანქანაში ადგილი დაიკავა.
-როგორ ეტყობა რომ ჩემი ძმაა -თავი გააქნია და დანარჩენებთან ერთად დატოვა შენობა.

***
-აბა დათო მოყევი როგორ ხარ. -მშვიდად წამოიწყო საუბარი მაქსიმემ.
-ცოტა თავი მტკივა ტო, სხვა მხრივ გადავრჩი.არაფერი მჭირს. -სავარძელზე დაესვენა და სიგარეტს ღიმილით მოუკიდა.
-ანუ არაფერი გაწუხებს?
-არა, ყველაფერი კარგად მაქვს, ნუ ნერვიულობ მაქს. მაგ გოგოს მე მივხედავ, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება.
-მიხედვაში რას გულისხმობ? -თვალები მოჭუტა ლუკამ, უკვე პერანგის სახელოებს იკააპიწებდა, იცოდა დათო რაიმე ისეთს იტყოდა მისთვის სიფათის დალეწვას მოინდომებდა.
-დღეს ცოტა გავერთე მაგრამ ვერ მოვახერხე, უფრო მარჯვე აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი.
-ვერგავიგე? -ჩაეძია ლუკა
-ფულის გარეშე არ დამთანხმდა.
-რას გულისხმობ დათო? რაზე არ დაგთანხმდა? -დაიძაბა მაქსიმე.
-შენ ხო მითხარი ეგ გოგო ნერვებს მიშლისო, ვიფიქრე ცოტაას დავაოკებთქო მაგრამ ვერ მოვახერხე.
-შენ რა გოგოს გაუპატიურება გინდოდა? -თვალებში ისეთი ცეცხლი აუკიაფდა თინეიჯერობის ასაკის მერე მსგავსი რამ რომ არ დამართნია.
-ეგ ცოტა ცუდი ნათქვამია, შენც ახლა ქალი**ილ გოგოზე არ ლაპარაკობდე. -ხმამაღლდა გადაიხარხარა და განაგრძო .-ცოტა გავერთე, მხოლოდ შარვლის ღილების გახსნა მოვასწარი, მერე... -სიტყვა შუაზე გაუწყდა მაგიდაზე რომ გადახტა ლუკა და სახეში მთელი ძალით დაარტყა
-შენ ნაბო*არო, შენ ვინ ხარ მაგ გოგოს საერთოდ რომ ელაპარაკები, მოგკლავ შენი დედაც -კიდევ რამდენჯერმე დაარტყა სახეში იქამდე სანამ მაქსიმე და დანარჩენები უკან არ გამოიყვანდნენ და მთელი სხეულით არ შეაკავებდნენ.
-ში**აქვს ტო? ეგ გოგო არ არცხვენდა თქვენს ოჯახს?
-ლუკა გაიყვანეთ და გადით! -ტონი გაიმკაცრა ონიანმა, ყველა წამში მიხვდა რომ მასთან ხუმრობა არ ღირდა, ის უკვე სერიოზულად გასცემდა ბრძანებას და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა ოთახს თუ დატოვებდნენ.
-რახდება ტო, რა დაგემართათ? -ფეხზე წამოვარდა დათო
-აი შენ კი ეგ სიგარეტი ჩააქრე და დაჯექი! -დაუღრინა და თვალი გააყოლა ბიჭებს როგორ გაჰყავდათ გააფთრებული ლუკა ოთახიდან.
-მაქსიმე რაშია საქმე?
-შენ იცი დღეს რამდენად მიქარე? ისეთ მდომარეობამდე მიმიყვანე შენი ძვლების მტვრად ქცევის სურვილი მაქვს!
-შენ არ თქვი ეგ გოგო მაწუხებსო? გრძელი ენა აქვს და ნერვებს მიშლისო?
-მერე მაგიტო გოგოზე უნდა იძალადო შე ყ**ო? -მაგიდას წიხლი დაარტყა და ოთახის კუთხეში მოისროლა. -გოგო საავადმყოფოს ეზოში დავამცირე და ბოლო ხმაზე ვუყვირე დათო მაგას არ იზამდა მეთქი, როგორ გაბედე და ბოთლი როგორ დაალეწე თავზეთქო. შენ კი თურმე მოსაკლავი ყოფილხარ. რატომ არ მოგკლა ახლაც კი მიკვირს. -თავი დანანებით გააქნია მაქსიმემ, ეტყობოდა რომ ამდენი წლის მეგობრისგან მასეთ საქციელს არ ელოდა. -ცხოვრებაში გოგოზე არც მე და არც ჩემს მეგობრებს ხელი არ აგვიწევია, როგორ გეტყობა რომ ჩვენიანი არ ხარ და არც არასდროს იყავი.
-ზედმეტი არ მოგივიდეს მაქს, ეგ გოგო მაგაზე მეტს იმსახურებდა, ნამდვილი ძუ**აა.
-მაგ გოგოზე ზედმეტი აღარაფერი თქვა გაიგე? -წამში დაფარა მათ შორის მანძილი და ყელში წვდა.- ეგ გოგო შენზე ასჯერ და ათასჯერ უკეთესია, მისი სახელის ხსენებაც კი აღარ გაბედო!
-რაიყო მაქსიმე, დიდიხანია მაგგოგოზე ნერვიულობ?
-იმ წამიდან როცა გავიგე რა სი*ი ადამიანი მყოლია გვერდით!
-უკვე გამი*რაკე რა, გაა*ვი აქედან, ეგ შენი მე*ავიც უკან მიიყოლე. ისე მაინც რო იცოდე მაგ შენს ბო*ს ყველა პოზაში ვი*მარ და ისე მოგიგდებ -ხელი უხეშად კრა და დივანზე მოწყვეტით დააგდო.
-მგონი გაგაფრთხილე, იცი რომ მეორედ გამეორება არ მიყვარს. -ფეხზე წამოვარდა და მთელი ძალით დაარტყა სახეში, წამში დაეცა დათო იატაკზე და სისხლის გუბეც დააყენა გარშემო, გატეხილი ცხვირიდან იმდენი სისხლი მოსდიოდა. როგორც კი ზემოდან მოექცა მაქსიმე და ერთხელ კიდევ დაარტყა დათომ დანა იმარჯვა და ხელზე დაარტყა, აქ უკვე გონება დაებინდა მაქსიმეს, საერთოდ ვეღარ ხვდებოდა რას აკეთებდა, ხელიდან დანა ამოიღო და სახეში რტყმა განაგრძო, მაშინაც კი არ გაჩერდა როცა დათომ საერთოდ გონება დაკარგა და სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალიც გაუქრა, არა მხოლოდ სახეში მთელს სხეულზე გამეტებით ურტყამდა და თითქმის ყველა ძვალი დაულეწა. ბოლოს როგორც იქნა გონს მოვიდა, დათოს უგონოდ მყოფი სხეულის დანახვისას წამით შეკრთა მაგრამ შემდეგ ყურადღება აღარ მიაქცია, ფეხზე წამოდგა და გარეთ მთლიანად სისხლში ამოსვრილი გავარდა.
-მაქ ძმაო კარგად ხარ? -სამივე ერთდროულად მივარდა მაქსიმეს.
-საახლში ლეში გდია, თუ ცოცხალია მიხედეთ თუარა და პოლიციაში დარეკეთ, მანამდე მარიამთან საუბარი უნდა მოვასწრო. -არცერთს აღარაფრის თქმა არ დააცადა, მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. მთელი გზა თვალწინ კადრებად მიდიოდა დათოს უგონოდ მყოფი სხეული,მარიამის სახე როდესაც ეგონა დათო მაქსიმემ მიუგზავნა,ბიჭების შეწუხებული სახეები და გაგიჟებული ლუკა რომელიც მარიამის დაცვას კბილებით ცდილობდა.
სულ რაღც 20 წუთში მივიდა სახლში, გიჟივით შევარდა შიგნით, ჯერ სასტუმრო ოთახისკენ აიღო გეზი, აინტერესებდა იქ ხომ არ იყო მაგრამ მარიამის მაგივრად ოთახში, ანკა , მამამისი და ელენა დახვდნენ.
-ღმერთო ჩემო მაქსიმე რა დაგემართა. -თვალები გაუფართოვდა ანკას ძმის დანახვისას.
-ჩემი სისხლი არარის, მარიამი სადაა უნდა დაველაპარაკო.
-ოთახშია, არ გამოსულა.
-მაქსიმე მოიცადე, გოგოს არ მიუახლოვდე გითხარი უკვე.
-მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი, უკან არავინ გამომყვეთ, მე და მარიამს საუბრის უფლება მოგვეცით! -ისევ გაიმკაცრა ტონი ონიანმა და კიბეებზე სირბილით ავიდა. კარის სახელურს წაეტანა მაგრამ აშკარად შიგნიდან იყო დაკეტილი, რამდენჯერაც არ უნდა ეთხოვა მაქსიმეს მარიამი კარს მაინც არ გაუღებდა ამიტომ თხოვნით თავი არ შეიწუხა და კარს წიხლი დაარტყა, საკეტმაც არ დააყოვნა იმ წუთში ჩამოილეწა და კარი ხმაურით გაიღო.
-ღმერთო ჩემო შენ რა გაგიჟდი? - პირდაღებული შესქცეროდა მარიამი ოთახში გიჟივით შემოსულ მაქსიმეს.
-მეე... შენთან საუბარი მინდოდა. -თვალი მის ნაიარევზე გაუშტერდა რომელიც ტოპი მაისურიდან საკმაოდ მკაფიოდ იკვეთებოდა.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. -მაშინვე ჟაკეტი მოიცვა მარიამმა, ჩემოდანში კიდევ რამდენიმე ნივთი ჩატენა და ელვა შეუკრა.
-რას აკეთებ?
-ვერ ხედავ? მივდივარ.
-მარიამ მოიცადე, შენთან საუბარი მინდა.
-მოდი ის დავივიწყოთ გაავებული ხარივით რომ შემოხვედი ოთახში თანაც სულ სისხლში ამოსვრილი, ხალიჩაც შენი ნაფეხურების გამო დაისვარა და კარის შეკეთების ფულიც შენ უნდა გადაიხადო.
-ამის დედაც მომისმინე კარგი? რა დროს კარი და ხალიჩაა.- უხეშად მიუგო მაქსიმემ -უბრალოდ არ გამაწყვეტინო. კარგი?
- მე არ მინდა შენი მოსმენა, უნდა წავიდე. თემო მელოდება.
-ვინ გელოდება არ ვიცი და არც მაინტერესებს. ახლა დაჯდები და მომისმენ! სულ რამდენიმე წუთს წაგართმევ.
-მხოლოდ რამდენიმე წუთი.
-კარგი. მოკლედ დავიწყებ... -სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და როგორც იქნა საუბარი დაიწყო. -მოკლედ, ამ სახლში რომ მოხვედი იმ დღიდან მოყოლებული რაღაც განსაკუთრებული ჟინი მქონდა შენი გამწარების, მხოლოდ იმიტომ მიხაროდა ახალი დღის დაწყება რომ შენს გაგიჟებას შევძლებდი, მართლა ვფიქრობდი რომ ღამ-ღამობით ცუდ ადგილებში დადიოდი და არც ისე კარგს საქმიანობას ეწეოდი.ვერ გიტანდი და ვერც იმ მომენტს ვიტანდი კამათში რომ მიგებდი დაა ჩემს გაღიზიანებას ახერხებდი, ვერც იმ მომენტს ვიტანდი მამაჩემი შენს გამო შენიშვნებს რომ მაძლევდა და შენ კმაყოფილი სახით მხვდებოდი დერეფანში მხოლოდ იმიტომ რომ სუფთად გამოხვედი.
-ამის თქმა გინდოდა? იმის ახსნა თუ როგორ ვერ მიტან და მიზეზი რა არის?
-არა მაცადე, რაღაცას ვცდილობ... ბოდიშის მოხდა მინდა იმის გამო რაც შეგემთხვა, ეს ყველაფერი მე არ დამიგეგმავს და მითუმეტეს არ მდომებია რომ მსგავსი რამ დაგმართნოდა,მართალია დათოსთან ვთქვი რომ ვერ გიტანდი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მინდოდა შენზე ძალა გამოეყენებინა და საშინელ მდგომარეობაში ჩაეგდე,მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო. რას ვიფიქრებდი ასეთი სი*ი პიროვნება თუ იყო და ამდენს გაბედავდა.ანდრეასთვის და დემნასთვის უნდა დამეჯერებინა, როცა მითხრეს რომ კარგი გოგო იყავი, დღეს მათთვის უნდა მომესმინა როცა მითხრეს რომ ჩემს გამო სუპერმარკეტში მუშაობდი და სინდისს უნდა შევეწუხებინე. ასე არ უნდა გამოვ**რებულიყავი რომ ვერ დამენახა, როგორ იტანჯებოდი ჩემი სისულელეების გამო. მისმინე მეტი მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა, ის რაც მე შენ დაგაბრალე და რაც გაგიკეთე უპატიებელია მესმის. მაგრამ არვიცი მეტი რა ვთქვა...
-თუ დაამთავრე მაშინ უნდა წავიდე, მაგრამ ერთს გეტყვი, ნამდვილად გამოსწორების გზაზე ხარ. -ჩემოდანი საწოლიდან ჩამოიღო და იატაკზე გააგორა.
-არა, მარიამ მოიცადე, შენ ვერ გამიგე.
-რა ვერ გაგიგე?
- არ მინდა რომ, ჩემს გამო წახვიდე. -ცხოვრებაში პირველად მაქსიმე თბილად დაელაპარაკა მარიამს.-მისმინე მე ალბათ დღესვე წამიყვანენ და არ ვიცი რამდენი ხნით ჩამსვამენ, ან ჩამსვამენ თუ არა. მაგრამ თუ არ ჩამსვეს გპირდები აღარ შეგაწუხებ ეს სახლი შენიცაა და...
-რას ნიშნავს ჩაგსვამენ?
-არვიცი დათო გადარჩა თუ არა. ასერომ დიდი ალბათობით ჩამსვამენ.
-ეს დათოს სისხლია? -მაისურზე მიუთითა მარიამმა.
-ხო მისია. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი,მინდა აქ ამ სახლში დარჩე და თუ მაინც აქ მთავრდება, მინდა ვიცოდე რომ მაპატიე მარიამ. -აცრემლიანებულ თვალებში ჩახედა გოგონას, ღმერთო როგორ ვერ იტანდა აქამდე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, თითქოს უკვე ედარდებოდა კიდეც მასზე. ადარდებდა ის აპატიბდა თუ არა და დარჩებოდა თუ არა ამ სახლში როგორც ამ ოჯახის სრულ უფლებიანი წევრი. -არაფერს ამბობ ანუ აზრი არ აქვს, იმედიმაქვს ოდესმე მაპატიებ.
-ხელიდან სისხლი მოგდის. -კითხვა უპასუხოდ დაუტოვა და ყურადღება მის მაჯაზე გადაიტანა.
-ეს არაფერია, უარესები გადამიტანია.
-ჭრილობას დაგიმუშავებ, ინფექცია არ შეგეჭრას.
-მარიამ ეს მნიშვნელოვანი არ არის.თავისით გამივლის.
-აი მე კი ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია, დაჯექი. -საწოლზე ძალით დასვა და კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი გამოიღო. -დათოსთვის ხელი არ უნდა დაგეკარებინა.
-რატომ?
-არ მინდა ჩემს გამო ციხეში იჯდე.
-ოდესმე ხომ გამოვალ. -უდარდელად ჩაილაპარაკა მაქსიმემ.
-იქნებ ადვოკატი გამოვიდე და როგორმე გიხსნა წლების შემდეგ. -პატარა ბავშვივით აბურტყუნდა მარიამი.
-შენი შემართება უკვე მომწონს, შეიძლება იქ დაგელოდო კიდეც.
-შენ ეს ვითარება სასაცილოდ არ გყოფნის, მე კი სინდისი მაწუხებს, იქნებ დათო არ მომკვდარა. იქნებ გადარჩა.
-არვიცი, მასეც შეიძლება, მაგრამ მე ყველა შემთხვევაში ჩამსვამენ. -სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო ონიანმა როცა პოლიციის სირენა გაისმა ეზოში, ორივე მიხვდა საქმე რაშიც იყო, მაშინვე წამოდგა მაქსიმე, ოთახიდან გავიდა და კიბეებზე დაეშვა. მაქსიმეს სახის დანახვისას სხვებიც მიხვდნენ რომ მაქსიმეს მოაკითხეს. უკან მარიამი თვალცრემლიანი იდგა და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ბიჭმა რომელსაც გუშინ სძულდა დღეს მეორე ბიჭი მის გამო მოკლა, ან არ მოკლა.
მაშინვე გაისმა ანკას განწირული კივილი სახლში, მხოლოდ მარიამი კი არა მთელი სახლი შეძრა ამ ხმამ. ლუკა დანანებით აქნევდა თავს და ძმას ამხნევებდა, ბიჭებიც არანაკლებ ამხნევებდნენ უკვე ადვოკატებს ურეკავდნენ მის დასახმარებლად, როცა დათო სასწრაფომ წაიყვანა ჯერ კიდევ სუნთქავდა მაგრამ იმდენად სუსტად რომ მისი გადარჩენაა თითქმის შეუძლებელი იყო.
იმ ღამეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა ონიანებბის ოჯახში. მაქსიმე ხელბორკილებბით წაიყვანეს და მაშინვე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, მიუხედავად იმისა რომ მაქსიმეს საქმეზე რამდენიმე ადვოკატი მუშაობდა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვნეს და იმ ღამის გატარება იქ მოუწია. ეს პირველი და ყველაზე რთული ღამე იყო ონიანების ოჯახისთვის...
1 კვირის შემდეგ სასამართლო პროცესიც გაიმართა, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტიილებით მოსმენა 2თვით გადადეს და მაქსიმე 13ივნისს 2 თვით ციხეში გადაიყვანეს.ადვოკატების დიდი ძალისხმევის შემდეგ ანკა, ლუკა და გიორგი ძლივს შეხვდნენ მას და გამამხნევებლად დაუწყეს საუბარი რადგან ადვოკატები გირაოს თემის წამოჭრას აპირებდნენ. მაქსიმეც ღიმილით ხვდებოდა ყველას, თითქოს არ ნერვიულობდა და არ აწუხებდა ციხეში გატარებული თითოეული წამი.
ბოლოს მარიამმაც მიაკითხა, იმდენად იყო შეწუხებული ამ ყველაფრით თვალსაც კი ვერ უსწორებდა მის წინ მჯდარ ბიჭს, ხმას ვერცერთი იღებდა ორივეს სუნთქვა ეკვროდა, ორივეს ეშინოდა იმ მომავლის რომელიც შეიძლებოდა მაქსიმეს სამუდამო პატიმრობით შემოფარგლულიყო, იმ დღეს მარიამმა იტირა მაქსიმეს წინ, თანაც უბრალოდ კი არა ცხარე ცრემლით იტირა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა.
-მე გპატიობ და თუ შეძლებ შენც მაპატიე.
-გპატიობ - მაქსიმესაც აღარ უცდია ცრემლების შეკავება,მარიამის ხელი ხელებში მოიქცია და უხმოდ ატირდა...







როგორც იქნა დაგიბრუნდით, ვეცდები მეორე ნაწილიც მალე დავდო heart_eyes
მეორე ნაწილი უფრო საინტერესო და სახალისო იქნება, მაქსიმეს და მარიამს ხომ უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი joy
დამდეგ შობა-ახალწელს გილოცავთ kissing_heart



იმედია მალე დადებ❤️

 


№2  offline მოდერი ენქეი

პოტენციური მწერალი
იმედია მალე დადებ❤️


ყველანაირად ვეცდები❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგობააააააა... მეორე ნაწილს ველოდები. წარმატებები.

 


№4  offline მოდერი ენქეი

სტუმარი მარიამი
რა კარგობააააააა... მეორე ნაწილს ველოდები. წარმატებები.



მადლობა❤️

 


№5  offline წევრი svien

wow ra kargiaaaa...male dade ra❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი lili

როგორ დავმალო რომ საუკეთესოხარ?
იმხელა ემოციაა თითოეულ წინადადებაში ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
ჩემთვის საუკეთესოხარ heart_eyes
მალე დადე
წარმატებები! kissing_heart

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიანნ მომეწონაა. როდის დადებ ახალ თავს?

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან, მომეწონა. არ მინდა დათო მოკვდეს და მაქსიმემ მკვლელის სტატუსით იცხოვროს, თუნდაც წლები მოუწიოს ციხეში გატარება. ვთვლი დათო იმსახურებდა მაგრამ სიკვდილისთვის არ მემეტება. თავიდანვე ვიგრძენი მარიამის და მაქსიმეს ისტორია სხვა კუთხით რო განვითარდებოდა და მოუთმენლად ველი ახალ თავს.

 


№9  offline მოდერი ენქეი

svien
wow ra kargiaaaa...male dade ra❤❤



ყველანაირად ვეცდები❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ტასო

საოცარი იყო ძალოიან მომეწონა. დღეს დადებ ახალ თავს?

 


№11  offline წევრი EllaTriss

ძალიან კარგია❤ გამეხარდა, რომ ახალი ისტორიით დაბრუნდი❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ქეთი

დაიდო მეორე ნაწილი?ძაან მომეწონა ერთი სული მაქ წავიკითხო გაგრძელება

 


№13  offline წევრი Keitni

Rodis daideba gagrdzeleba dzaan mainteresebs erti suli maqvs

 


№14  offline მოდერი ენქეი

ასე სწრაფად ვერ დავდებ
ჯერ ახლა დავიწყე წერა
მაგრამ ვეცდები მალე დავდო❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი Lena

ააიი ძააან ჩაამითრია ???? იმედია მალე იქნება მეორე ნაწილიი????

 


№16 სტუმარი ევა

როდის დაიდება ახალი თავი?

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

ახალი თავი არ იდება?

 


№18 სტუმარი სტუმარი lili

ხალხო ახალი თავი არა ნაწილი დაიდება სრულად და მასე დამთავრდება ისტორია რასაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება
ავტორის კოომენტარები წაიკითხეთხოლმე heart_eyes

 


№19 სტუმარი სტუმარი Lali

Gtxov gagrzelebasrodistvis gveqneba

 


№20 სტუმარი Lali.

Gagrzeleba agar iqneba tu daido da ver vpoulob FC

 


№21 სტუმარი ბბდყფბ

აღარ იდება? დავიტანჯეთ

 


№22  offline მოდერი ენქეი

მეგობრებო გადაუდებელი ოპერაციის გამო საავადმყოფოში ვარ და წერას ვერ ვახერხებ.
ვწუხვარ მაგრამ ჯერჯერობით ისტორიას ვერ გავაგრძელებ ❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინი

იმედია სერიოზული არაფერი გჭირს და მალე დაგვიბრუნდებიი....გამოჯანმრთელებას გისურვებ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent