შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მოთოვს


25-12-2020, 00:08
ავტორი lullaby
ნანახია 9 510

25 დეკემბერი
***
ავტობუსიდან ჩამოვდივარ და საათს ვამოწმებ. მაღაზიის გაღებამდე ათი წუთით ადრე მოვდივარ, მაგრამ ეს სულაც არ მამხნევებს, როცა დანიშნულების ადგილას ჩემ გარდა, კიდევ ადამიანების ზღვას ვხედავ.
- შანსი არაა... - ვბუტბუტებ გაოგნებული და მახსენდება ჩემი თბილი ბალიში, ფინჯანი, რომელსაც მხოლოდ ორი ყლუპი ყავა მოვაკელი და ბოლოს ნინიკოს გაბრწყინებული სახე, რომელიც საბოლოოდ მაიძულებს, რომ უკან არ გავბრუნდე. ისე გაგვანებივრეს ონლაინ გაყიდვებმა და კურიერულმა მომსახურებებმა, რომ გავზარმაცდით. საყიდლებზე სიარული და რიგის დაკავება გვეზარება. უარესი - სიტყვა "რიგის" მნიშვნელობაც კი დავიწყებული გვაქვს. გვირჩევნია ვიკინგური მეთოდებით მივაღწიოთ კონსულტანტამდე და მასაც პირდაპირ ხელიდან გამოვგლიჯოთ ნავაჭრი. მერე მადლობა ვათქმევინოთ, რომ არ მოვკალით და კმაყოფილები გამოვბრუნდეთ. ვუყურებ ამ ხალხს და ზუსტად ესაა, რაც მაშინებს.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ, როცა ნინიკო სანტას წერილს სწერდა და იმ განსაკუთრებული წელის ჩანთის მოტანას სთხოვდა, რომლის მართლაც განსაკუთრებულობის შესახებ არაფერი ვიცოდი, ბავშვს ვარწმუნებდი, რომ ჩანთას ახალი წლის ღამეს აუცილებლად მიიღებდა. ახლა კი, მაღაზიის წინ თავმოყრილ ქალებს რომ ვხედავ, ვშიშობ, ჩემს ძმისშვილს როგორ ავუხსნი, რომ სანტა ხანდახან გადამგდებია.
- თქვეენც? - ეკითხება გაოგნებული ღიმილით ქალი მეორე ქალს. - ღმერთო, რა კოშმარია! ჩემს შვილს რომ ეს ჩანთა არ მივუტანო... არა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.
- ძალიან დიდი უსამართლობაა მაღაზიის მხრიდან. ხედავენ, რომ ასეთი მოთხოვნადია ნივთი და ექსკლუზივის უფლებას არავის უყოფენ.
- იმედია ყველას შეხვდება!
- მე ზუსტად ვიცი, რომ აქედან ჩანთის გარეშე არ წავალ.
ღმერთებო! ვუყურებ ამ ქალებს და სიმწრის ოფლი მასხამს. ნინიკო, ჩემო პატარა ალქაჯო, იმედოვნე, რომ მამიდაშენს ეს ქუსლებზე შემდგარი სწერვა დედები ნაკუწებად არ აქცევენ.
გაყინულ ხელებს ვიორთქლებ და რამდენიმე ნაბიჯით ვუახლოვდები მაღაზიას. ქალები ალმაცერად მათვალიერებენ, როგორც კიდევ ერთ არასასურველ კლიენტს. ნუთუ დღეს ყველა ამ პატარა წელის ჩანთისთვისაა მოსული? ვხედავ, მოზრდილი კარის მიღმა ეშმაკურად მომღიმარ კონსულტანტებს. იციან, რაც დატრიალდება რამდენიმე წამში შიგნით და ალბათ დაგვცინიან ამ პატარა ჩანთებზე დახარბებულ დედებს, დეიდებს, მამიდებს... რა იციან ჩვენი ჭირვეული პატარა ქალაბატონების შესახებ?
" - დედების ჯგუფში ვიღაცამ დადო ორი წუთის წინ ფოტო. წამოდი მანდედან თუ გიყვარვარ." - მწერს ჩემი რძალი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ აქ იყოს, სიცხიანი წევს და ლიმონიან ჩაის სვამს.
" - ჯერ-ჯერობით მედგრად ვარ. ნახევარ საათში შემეხმიანე. თუ არ გიპასუხე, მოგიწევთ, ნინიკოს ახლა მაინც გაუთიშოთ სამუდამოდ იუთუბი." - ვპასუხობ.
თამო სიცილის სმაილებს მიგზავნის და წარმატებებს მისურვებს. ის-ისაა მობილურს ჯიბეში ვიდებ, რომ მაღაზიას აღებენ და გარეთ მომლოდინე ხალხი, ერთ წამში ქრება. ცოტა ხანში ვაცნობიერებ, რომ მეც შიგნით უნდა ვიყო და მაშინვე ადგილს ვწყდები.
მაღაზიაში საშინელი ხმაურია. ვხედავ, როგორ ქრებიან პატარა ვარდისფერი წელის ჩანთები დახლებიდან. ჩემ გარშემო ერთი მათგანიც აღარაა. ზოგ კლიენტს ხელში ორი-სამი ცალი უკავია და სახეზე ენით აღუწერელი კმაყოფილება ამჩნევია. მე ვდგავარ დაბნეული, თვალს ვავლებ დაცარიელებულ დახლებს და არ ვიცი, რა ვქნა. ვერაფრით ვხვდები, სამ წამში როგორ აორთქლდა ამდენი ჩანთა.
იმ წამს სალაროსკენ პატარა თაროზე, ბარბის შეფუთვის გვერდით ვარდისფერ ქამარს ვხედავ და სახე მინათდება. როგორც ჩანს, ამ ალიაქოთში ჩანთა ყუთის უკან შეცურდა და თვალს მოეფარა. რა თქმა უნდა, ბედმა, ან სანტამ ის ჩემთვის გადამალა ისე, რომ მხოლოდ მე შემემჩნია. გახარებული ჩქარი ნაბიჯით მივიწევ მისკენ და ის-ისაა ხელს ვიწვდენ, რომ ჩანთა თაროდან ქრება.
- რა... რა ხდება. - ვბრუნდები დაბნეული და ნერვებმოშლილი. ჩემ წინ ქერა ქალბატონი ასვეტებულა, წითელლაქიანი ფრჩხილებით მაგრად ჩაუბღუჯავს ჩანთა და სალაროს რიგს ისე იკავებს, ცდილობს არ შემიმჩნიოს. - ქალბატონო! - ის გვერდულად მავლებს თვალს. - ხომ დამინახეთ, რომ ჩანთას ვიღებდი?
- აქ ყველა ჩანთას იღებს, გოგონა. - ბუტბუტებს სერიოზულად. და არც კი მიყურებს. გაცეცხლებული ვარ.
- მეხუმრებით, არა? - სასოწარკვეთილი კიდევ ვავლებ თვალს მაღაზიას. იქნებ სადმე ისევ წავაწყდე ჩანთას, მაგრამ მათ მხოლოდ სხვების სასაჩუქრე პარკებში ვხედავ. ძალიან დიდი ძალისხმევის შემდეგ, ვაბიჯებ საკუთარ თავმოყვარეობას და ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც სამი ჩანთა აქვს ნაყიდი და ახლა ნაცნობს ეჭორავება, ვთხოვ, რომ ერთ-ერთი მათგანი მომყიდოს, რადგან ჩემს ძმის შვილს ვერაფრით დავტოვებ უსაჩუქროდ. თუმცა უარზეა. ვერანაირი ტკბილი სიტყვა ვერ ჭრის. ვერ ვიჯერებ, რომ ჩანთების მარაგი, რომელსაც მშობლები და შვილები ერთი თვე ელოდნენ, 10 წამში ამოიწურა.
სასოწარკვეთილი ვდგავარ და სხვა სათამაშოებს ვათვალიერებ. ვცდილობ, რამე ისეთი ვნახო, რაც ნინიკოს ამ საზიზღარ, ვიღაცა მეტიჩარა იუთუბერის გაპიარებულ ჩანთას დაავიწყებს, მაგრამ ვიცი, რომ სულ ტყუილად. ვნანობ, რომ თავის დროზე ინტერნეტით არ გამოვიწერე. სისულელე იყო, მისი ამ მაღაზიაში ყიდვის იმედი რომ მქონდა. ახალ წელს, ყველა სიკეთესთან ერთან, სტრესიც ნამდვილად მოაქვს. ძნელია, როცა საჩუქრებისთვის თანხა არ გყოფნის, მაგრამ უფრო ძნელია, როცა ფული გაქვს და საჩუქრებს ვერ არჩევ.
არ მინდა, მაგრამ ვამჩნევ ჩემკენ მომზირალ რამდენიმე სახეს, რომელსაც უიღბლო ვგონივარ და მაღაზიის შუაგულში მდგარს, ლოყები მეწვება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბიჭების სექციაში დახლეს შორის სიმპატიურ არსებას ვხედავ. ალბათ ისიც ხდება იმის მომსწრე, თუ როგორ ვრჩები ხელცარიელი. რა თქმა უნდა, ეს სულაც არაა ძნელი. მხოლოდ ერთი წამით ვაწყდები მის მზერას და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდე რასაც მეუბნება - "სამწუხაროა." კი ბატონო, არ გეკამათები.
ვბრუნდები და დახლს მივუყვები. ყველა სათამაშო, რაც კი მხვდება, თითქმის გამოყენებული და გადაყრილი აქვს ნინიკოს. ზოგიც მობეზრებული. ზოგიც მისთვის უინტერესოა. ბავშვის გულის მოგება არც ისე იოლია. უფროსი საჩუქარს გამოგართმევს და რომც არ მოეწონოს, გაგიღიმებს, მადლობას გეტყვის და თავს უხერხულად არ გაგრძნობინებს. ბავშვის კი საერთოდ სხვა შემთხვევაა.
უკვე სხვა მაღაზიაში წასვლას ვაპირებ, რომ სრულიად შემთხვევით იმ ქერა ქალბატონის ხელში ორ სასაჩუქრე პარკს ვხედავ, რომლებშიც ცალ-ცალკე მოთავსებულა ვარდისფერი წელის ჩანთა. ქალი გვერდს მივლის და მხარზეც კი მეჯახება. გაცეცხლებული ვაყოლებ თვალს კარისკენ მიმავალს, საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდებ და ნირწამხდარი მეც უკვე წასვლას ვაპირებ, რომ მოულოდნელად საშობაო წკრიალა ზარებივით ჩამესმის გოგოს ხმა.
- უკაცრავად, გოგონა! - ძახილზე ინსტიქტურად მისი მიმართულებით ვიხედები და ვხედავ მოლარეს, რომელსაც ხელში ვარდისფერი ჩანთა უკავია და მიღიმის. დიახ, ის მე მიღიმის. მაშინვე ადგილს ვწყდები, დახლის წინ ვისვეტები და სუნთქვაშეკრული ვუსმენ გოგონას ლაპარაკს. - ეს-ესაა დააბრუნეს. ჭირვეულ ბავშვს სანტასთვის სხვა საჩუქარი უთხოვია და მაშინვე თქვენ დაგიძახეთ.
- აი, აი, უღრმესი მადლობა. - გულზე ვიდებ ხელს. ისეთი ბედნიერი ვარ, არც კი ვიცი, როგორ დავარწმუნო ამაში მოლარე. - ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამეხმარეთ.
- სამადლობელი არაფერია, პირიქით, მოხარული ვარ. - იღიმის ის. სანამ ჩანთას ფუთავს, კმაყოფილი მე იქაურობას ვავლებ თვალს და მოულოდნელად, ერთი სალაროს დაშორებით ისევ იმ ბიჭს ვხედავ, რომელიც ხედავს ჩემს გამართლებას და მოლოცვის ღიმილით მაჯილდოვებს. მეც ცოტა დამორცხვებული ღიმილითვე ვპასუხობ და ვცდილობ აჟიტირებული სახე დავიმშვიდო. ბიჭი მაღაზიიდან გადის. მე კი მოლარეს ვუბრუნდები და ფულს ვიხდი.
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვტოვებ მაღაზიას და გეზს მშვიდად ვიღებ მოლისკენ სხვებისთვის საჩუქრების შესარჩევად.

***
საკუთარ თავს ბოლოსკენ ვიტოვებ. ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ უსაჩუქროდ არავინ მრჩება. ორივე ხელი საკმაოდ დატვირთული მაქვს ჭრელ-ჭრელი საახალწლო პარკებით და ცოტა არ იყოს, სიარულში ხელს მიშლის.
ჩემთვის დიდი ხანია ერთ საგაზაფხულო შარფს დავადგი თვალი, რომელიც არც ისე ცნობილ ქართველ დიზაინერს ეკუთვნის. იმდენჯერ გადავდე მისი ყიდვა, დიდად იმედიც აღარ მაქვს, რომ კვლავ დამხვდება დახლზე. ასე, რომ მაღაზიაში შესვლისას პირდაპირ იმ კუთხისკენ ვიხედები, საითაც მეგულება, მაგრამ არ მხვდება. ვხვდები, რომ ძებნის ძალა არ მაქვს, ასე, რომ პირდაპირ კონსულტანტთან მივდივარ.
- კი უნდა იყოს, იმ კუთხეში. უკანასკნელ ერთეულებში. - მპასუხობს ის.
- დამეხმარებით? - ჩემს დატვირთულ ხელებს ვუჩვენებ.
- კი, რა თქმა უნდა.
კონსულტანტს უკან მივყვები და რამდენიმე წამში ჩემს თეთრ გამჭვირვალე შარფს ვხედავ, რომელსაც რამდენიმე ოქროსფერი და ღია სალათისფერი ფოთოლი აქვს ნაზად ამოქარგული. თანხას ვიხდი და შარფს ნინიკოს საჩუქრის პარკში ვდებ. ახლა ცოტა ხნით ჩამოჯდომა და გემრიელი ყავის დალევა მთელ ენერგიას აღმიდგენდა.
მაღაზიიდან გამოვდივარ და ხმაურიანი მოლის დარბაზში განთავსებულ კაფისკენ მივიწევ. მივიწევ და რაც უფრო ვუახლოვდები, მით უკეთ ვხედავ, რომ ადგილები არაა. რამდენიმე წამით მხრებჩამოყრილი ვდგავარ და უკვე უკან გაბრუნებას ვაპირებ, რომ გვერდიდან ვიღაც მომმართავს.
- დამღლელი დილა იყო, ხომ?
ხმის მიმართულებით ვიხედები და მაგიდასთან მჯდომ იმ ბიჭს ვხედავ, საბავშვო მაღაზიიდან. მიკვირს, დღეს ასე შემთხვევით უკვე მეორედ რომ ვხვდებით ერთმანეთს.
- საკმაოდ, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ.
მის წინ ერთი ადგილია თავისუფალი, მესამე სკამზე კი მასაც სასაჩუქრე პარკები უდევს. გული მიგრძნობს, რომ ის სკამი ჩემთვისაა განკუთვნილი.
- ცხელი ყავა? - თავაზიანად მანიშნებს თავისუფალ ადგილზე და ფეხზე დგება. ისე მსიამოვნებს მისი ჟესტი, რომ ლოყებზე სიმხურვალესაც კი ვგრძნობ. მიჩვეულები არ ვართ ოცდამეერთე საუკუნის მანდილოსნები თავაზიან მოპყრობას. მამაკაცები ჯენტლმენობით დიდად აღარ გვანებივრებენ. ეს ხანა მეოცე საუკუნეს ჩაბარდა.
- თუ არ შეწუხდები. - ისევ თვალს ვავლებ მაგიდებს, მაგრამ თავისუფალ ადგილს ვერ ვხედავ. პარკებს მართმევს და მათაც სკამზე აწყობს. მე ვჯდები და უხერხულობის დასაძლევად თითებს ერთმანეთში ვხლართავ. ჩემ წინ ჩამომჯდარს მომლოდინედ ვუღიმი და ახლაღა ვამჩნევ, რომ ულამაზესი გამჭვირვალე მწვანე თვალები აქვს, დახუნძლული ყავისფერი წამწამებით.
- პირიქით. - მეუბნება და ხელს მიწვდენს. - თორნიკე.
- ელენე. - ხელს ვართმევ. - სასიამოვნოა. - ვამბობ. ის კი მიღიმის და მაგიდაზე ხელებდაწყობილი მშვიდად მიყურებს. რამდენიმე წამით საშინლად უხერხული სიჩუმე ისადგურებს.
- ანუ ყავა. - ახსენდება უცბად და ხელით მანიშნებს, რომ დაველოდო. თვითონ დგება და მოხდენილად მიაბიჯებს ბარისკენ. უკანა ჯიბიდან საფულეს იღებს და ბარმენს ესაუბრება. სანამ ყავას მოამზადებენ, მობილურზეც ასწრებს ორი სიტყვის თქმას.
საკუთარ თავს ძლივს ვუტყდები, რომ მოხიბლული ვარ. ვუყურებ ამ უცნობ ადამიანს და თავბრუ მეხვევა. ვერ ვხვდები, ასე ერთი ნახვით ეს ბიჭი რატომ ახერხებს ჩემი პულსის აჩქარებას. უცხოა, რადგან ჩემს ოცდახუთწლიან პრაქტიკაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. სანამ მოვა მობილურში ვარცხნილობასაც კი ვიწესრიგებ. წარბებსაც ვისწორებ და ტუჩზე შემორჩენილ ტუჩსაცხსაც ენით ვიშორებ. თორნიკე მალე ბრუნდება. ფინჯანს მაგიდაზე დებს და ჯდება.
- გემრიელად მიირთვი. შაქარი არ მიკითხავს შენთვის, დამავიწყდა. ერთი კოვზი ჩავაყრევინე... - თვალებს უწვრილებს და ჩემს პასუხს ელოდება.
- საკმარისია. - თითებს ვუსვამ ფინჯანს ზედაპირზე და ყავის სურნელით ვტკბები. - უცნაური შემთხვევაა არა? - ვეკითხები.
- შემთხვევითობების გჯერა? - ხვდება რასაც ვგულისხმობ.
- შენი აზრით, სხვა რა უნდა იყოს? - მხრებს ვიჩეჩავ.
- დღეს ხომ შობაა. - იღიმის და ისიც მხრებს იჩეჩავს. მეცინება. - რატომ იცინი?
- ცოტა დიდები ვართ სამაგისოდ.
- დიდი რეალისტი ხარ? - ყავას სვამს ისე, რომ თვალს არ მაშორებს.
- კი, ასეა. - ერთი სული მაქვს ჩემი ყავაც შეგრილდეს, რომ დავაგემოვნო.
- მაშინ, - პაუზას აკეთებს. - გამოდის, რომ შობას განსაკუთრებული შემთხვევითობები ხდება.
- მაინც შობას, ხომ? - ისევ მეცინება.
- ხო, იმიტომ, რომ დღეს შობაა და დღეს მეორედ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
- კარგი, თანახმა ვარ ასე იყოს.
რამდენიმე წამით ერთმანეთს ვუყურებთ. თითქოს რაღაცაზე ვთანხმდებით და ახლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ.
- წინააღმდეგიც რომ იყო, ფაქტი ასეთია. - წარბებს ზემოთ სწევს ის. - როგორ აღნიშნავ ახალ წელს?
ჰმ. როგორი პრინციპულია. თანაც, თემა ისე მოხდენილად შეცვალა, არც კი მწყენია.
- ოჯახთან ერთად. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, წელს სახლებში ვყოფილიყავით.
- დიდი ოჯახი გაქვს. - სასაჩუქრე პარკებზე მანიშნებს.
- შენც. - მეც მის პარკებს ვუყურებ.
- უმეტესობა თანამშრომლებისთვისაა. - შეკრულ მუშტზე დებს ნიკაპს და ისიც თვალს ავლებს თავის საჩუქრებს.
- როგორც ჩანს, თანამშრომლები ძალიან გაფასებენ.
- ორმხრივი გრძნობაა. - იღიმის.
წარმოდგენა არ მაქვს, რანაირად ხდება ისე, რომ სულ 15 წუთია ერთმანეთს ვიცნობთ და ჩვენი საუბარი პირველივე სიტყვიდან შენობით ფორმაში იმართება, ჰგავს დიდი ხნის ნაცნობების დიალოგს და ვუღიმით ერთმანეთს ისე, თითქოს ამას მიჩვეულები ვიყოთ. სიმართლეს ვაღიარებ - თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, და არც კი მინდა იმაზე ფიქრი, რომ ეს ბიჭი უცხოა.
- შენი ახალი წელი როგორი იქნება? - ვეკითხები.
- საქმიანი და კორპორატიული. - ოხრავს ის.
- ახლა გასაგებია, საჩუქრები თანამშრომლებისთვის. მონსტრი უფროსი? - ვუთანაგრძნობ, რადგან შარშანდელი ახალი წელი მეც სამსახურში გავატარე, კორპორატიულისგან განსხვავებით სალარო აპარატთან.
- იმედია მთლად მსგავსი წარმოდგენა არ აქვთ ჩემზე. - ცერა თითს ფიქრიანად ისვამს ტუჩზე.
- უი, მაპატიე. - მეცინება და თვალებს ვხრი. ყავა უგემრიელესია.
- არაუშავს. მთლად ჩემი იდეა არ ყოფილა თანამშრომლების საახალწლოდ ოჯახებიდან გახიზვნა. მეც მყავს უფროსი.
- რომელსაც ალბათ, სრულიად არ აქვს საახალწლო განწყობა.
- შესაძლოა მასზე არ ზრუნავენ ისე, როგორც საჭიროა.
- საახალწლო განწყობა თავად უნდა შეუქმნა საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
- ეგ საკმარისია? - ეჭვით მავლებს თვალს.
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია.
- და შენთვის რა არის მთავარი განწყობისთვის?
- თოვლი. - ღიმილი მეპარება.
- თოვლი. - იმეორებს თორნიკე და ისიც იღიმის. რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ისადგურებს.
- და უკვე რამდენიმე წელია ჩემი საახალწლო განწყობა მოწოდების სიმაღლეზე ვერაა. - მხრებს ვიჩეჩავ და მოლის პირველ სართულზე ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ადამიანებს ვავლებ თვალს.
- ხო, დედაბუნება თბილისს არ სწყალობს ამ მხრივ. თუმცა, ვინ იცის...
- იმედი უკვე აღარ მაქვს.
- აი, მანდ ცდები. იმედი სულ უნდა გქონდეს.
- ოპტიმისტ ადამიანს არ გავხარ. - თვალებს ვუწვრულებ.
- არც ვარ. უბრალოდ, ხანდახან, რაღაც ისეთების მჯერა, რასაც შემდეგ საახალწლო განწყობა მოაქვს.
- სასწაულების? - ცოტა გაკვირვებული ვარ.
- არა. ახალ წელს თოვლის მოსვლა სასწაული არაა, უფრო საჩუქარია.
- და ვინ მიკეთებს ამ საჩუქარს?
- შენ უკეთებ საკუთარ თავს.
- ძალიან უცნაური ვინმე ხარ. - ვეუბნები და თვალს ვერ ვწყვეტ მის მწვანე თვალებს, შენობის თბილ განათებაზე რომ ამაფორიაქევლად ბრწყინავენ.
- და კიდევ მონსტრი ალბათ.
ორივეს გვეცინება.
- ამ ახალ წელს განსაკუთრებულს არაფერს გეგმავ? - მეკითხება.
- განსაკუთრებულობის თემას ვერ გავცდით ხომ? - თავს ვაქნევ.
- რას იზამ, შობის ბრალია. - მხრებს იჩეჩავს.
- გეგმაში არაფერი მაქვს. ვნახოთ, იქამდე კიდევ ექვსი დღეა.
- ძნელია ხომ საკუთარ თავზე ფიქრი.
- უფრო შეუძლებელი. მე სპონტანურობა მირჩევნია. თუმცა, მანდაც ვიჭედები ხოლმე. ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე.
- არადა, სპონტანურობას ბევრი ფიქრი არ უხდება.
- ხო.
- მაგ დროს მიღებული გადაწყვეტილებები, სწორედაც, რომ განსაკუთრებულებია.
- და გიჟური.
- ცუდია, რომ გიჟურ ნაბიჯებს ხშირად არ ვდგამთ.
- ბევრი ფიქრი...
- და ცოტა შიშიც.
- შეიძლება. არა, მართალი ხარ. ალბათ ბევრს სწორედ იმიტომ ვფიქრობ, რომ გიჟური ნაბიჯები მაშინებს.
- რეალისტებს ახასიათებთ. - ეღიმება.
- ყველას გვაქვს ნაკლი. - წარბებს ზემოთ ვწევ.
- არ მითქვამს, რომ ეგ ნაკლია. - ზედატანის მკლავებს ოდნავ ზემოთ იწევს და ხელებს გულზე იკრეფს. - თუმცა, მართალი ხარ, ასე ჩანდა.
- ჰმ... - თვალებს ვუწვრილებ.
- კარგი, არ გაბრაზდე. - იცინის ბიჭი. - მე ხშირად ვაბრაზებ ადამიანებს. დღეს კი ეს სულაც არ იქნება განსაკუთრებული შემთხვევა.
- აგროვებ?
- რას?
- განსაკუთრებულ შემთხვევებს.
- ადამიანს, რომელიც ამას არ აკეთებს, ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლია.
- მგონი, ცოტა მეოცნებე ხარ.
- ყველას აქვს რაღაც ნაკლი. - მხრებს იჩეჩავს.
- არ მითქვამს, რომ ეგ ნაკლია. - ვამბობ ნიშნისმოგებით და ორივეს გვეცინება.
თორნიკე ყავას სვამს და მისი ფინჯანი ცარიელდება. თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე მობილური ურეკავს. ბოდიშს მიხდის და პასუხობს. თავს ვაჩვენებ, ვითომ არ ვუსმენ და ისევ ხალხის თვალიერებას ვაგრძელებ. მეორე მხრიდან ბიჭს წასვლას სთხოვენ და ისიც ეუბნება, რომ ერთ საათში იქ იქნება. თან მაჯაზე საათს ამოწმებს. ის-ისაა, საუბარს ამთავრებს, რომ ახლა ჩემი ტელეფონი რეკავს. ჩემს წინ მჯდომს ვუღიმი და ვპასუხობ.
- სად დაიკარგე? - მოუსვენრობა ამჩენვია ჩემს რძალს ხმაზე.
- მოლში შევყოვნდი ყავაზე. ხომ კარგად ხარ?
- ხო, არამიშავს. ნინიკომ შემჭამა. მამიდას კითხულობს, პაზლის აწყობას დამპირდაო.
- მალე წამოვალ. - მეცინება. - წამალი ხომ არ გინდა რამე?
- ცე ვიტამინი გამომიყოლე მარტო.
- კარგი, თამო, დროებით. - მობილურს ვთიშავ და ბიჭს ვუღიმი.
- გამოდის, ორივეს გველოდებიან. - ამბობს ის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ძალიან მწყდება გული, რომ ახლა ორივე ავდგებით და ჩვენს გზას დავადგებით. ეს მაგიდა, ყავა და ჩვენი უჩვეულო დიალოგი კი, მხოლოდ მოგონებად დამრჩება. - რა ვქნათ ჩვენ? - ისე ფიქრიანად მეკითხება, რომ გული გამალებით მიწყებს ძგერას.
- ავიღოთ ჩვენი საჩუქრები და...
- არა, არა, არა. - შეკრულ მუჭს შლის და მაგიდაზე დაბს. - მოდი, ასე ვქნათ, - ორი წამით ყოვნდება, შემდეგ კი, მაცქერდება და ამბობს. - თუ მეორე შობამდე თბილისში მოთოვს, შვიდში შვიდ საათზე აქ შევხვდეთ. თანახმა ხარ?
ვერ ვიჯერებ, რასაც ის ამბობს. მას უნდა, რომ ვიწამო ის, რისიც მას სწამს. უნდა, რომ ახალი წლის განსაკუთრებული საჩუქარი საკუთარ თავს გავუკეთო. და ამის შემდეგ, ორ კვირაში კიდევ ერთხელ ვნახო.
- ეს სიგიჟეა. - ვამბობ და მეღიმება.
- და შენ თანახმა ხარ. - თავდაჯერებულად სწევს წარბებს.
- რომ არ ითოვოს?
- შენ ხომ გინდა, რომ ითოვოს?
- მინდა. - ლოყები მეწვის მღელვარებისგან.
- და დაიჯერო, რომ შობას ხდება განსაკუთრებული ამბები... - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
- მაშინ, შობას კიდევ ერთხელ შევხვდებით. - ამბობს და ხელს მიწვდენს. შეთანხმების ნიშნად მეც ხელს ვაგებებ.
თორნიკე დგება, ქურთუკს იცვამს და სასაჩუქრე პარკებს იღებს.
- რჩები? - მეკითხება.
- ხო. აფთიაქში ვარ შესასვლელი.
- კარგი მაშინ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ელენე. - თავს მიკრავს ის.
- ჩემთვისაც, თორნიკე. - ფეხზე ვდგები და უკუსვლით წასულს ღიმილით ვაცილებ.
ბიჭი მალევე მაქცევს ზურგს და ესკალატორზე უჩინარდება. სკამზე ვჯდები და ვცდილობ გავიაზრო, როგორი განსაკუთრებული შეხვედრა მქონდა უცნობ ადამიანთან.


***
ავტობუსიდან ჩამოვდივარ და სახლისკენ ნელა მივუყვები გზას. შეუკავებელი ღიმილისგან უკვე სახის კუნთები მტკივა. რა ვქნა, თავიდან ვერ ვიგდებ მომხდარს. ყოველ დღე ხომ არ გეპატიჟება უცხო, სიმპატიური ბიჭი ყავაზე და ხომ არ ცდილობს, დაგაჯეროს, რომ გულით ნანატრი სურვილები აუცილებლად ახდება. მოლს ისეთი სიმსუბუქის შეგრძნებით ვტოვებ, რომ ჩემი სასაჩუქრე პარკების რაოდენობა და სიმძიმე არც კი მაწუხებს. ხელთათმანების გაკეთება მავიწყდება და ვცდილობ, როგორმე გავუძლო ყავისგან გამთბარი ხელების ხელახლა გაყინვას.
სანამ სადარბაზოში შევიდოდე, ცას ვავლებ თვალს. ვითომ ითოვებს? უკვე ორი ზამთარია გუნდა არ გამიკეთებია. ვითომ, წელს შევძლებ ქათქათა ღრუბლების ხელში მოქცევას? შევძლებ კიდევ ერთხელ მის ნახვას?
- ელენეე! - მესმის უცბად ჩემი სახელი. მესამე სართულის ღია ფანჯარაში ნინიკო გადმოყუდებულა. წელით მამამისს უკავია და ბავშვი ხელებს მიქნევს. პარკების გამო ვერ ვპასუხობ. სამაგიეროდ, ენას ვუყობ და პატარა პარაზიტი სიცილით კვდება.
ცივ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ეიფორიების კუთხეში მიჩქმალვას ვცდილობ. ვიცი, რომ დღევანდელ დღეზე მოჭარბებულად ფიქრი კარგს არაფერს მომიტანს. ლოდინის რეჟიმია ერთადერთი, რაც დამრჩენია.
სახლში შესულს ნინიკო მუხლებზე მეხვევა და პარკებს ხელებიდან მაყრევინებს.
- უფროსებს სულ ბევრი საქმე გაქვთ. - ბუტბუტებს ის და თან პარკებისკენ აპარებს თვალებს. - ეს რა არის? საჩუქრებია? - თავდასხმის მოლოდინში მუშტებს კრავს.
- არა, პატარა მაიმუნო. პროდუქტებია. - ხელში ვიტაცებ და მანამ ვაშორებ საჩუქრებს, სანამ მათ გადამოწმებას მოინდომებდეს. - ოჰოო, ნაძვის ხე აგიწყვიათ.
- მამიდას დაველოდოთ და მერე მოვრთოთო, ასე ინება ქალბატონმა. - მეუბნება დედა.
- კარგი, მაშ ჯერ გავთბები და მერე შევჭამ, თორემ ისე მგელივით მშია, ეშვებიც კი გამომეზარდა და ახლა, ამ პატარა, გემრიელ ნამცხვარ-გოგონას ჩავახრამუნებ. - ნინიკოსთან ერთად დივანზე ვწვები და მის თბილ ყელში ვრგავ ცხვირს. მოღუტუნებისგან კივილს იწყებს და ოთახიდან ყველა იფანტება.


***
საჩუქრები ჩემს ოთახში შემაქვს და საწოლზე ვაწყობ. ვიცვლი და გვიანი საუზმისთვის სამზარეულოში შევდივარ. თამო აწითლებული ცხვირით მაგიდის კუთხეში ზის და ცდილობს ნინიკო თავიდან მოიშოროს. თან უხსნის, გრიპს გადაგდებ და, თუ ახალ წელს ვირუსიანი იქნები, სანტა საჩუქარს აღარ მოგიტანსო. პატარა ჯადოქარს არ სჯერა და ტუჩებმოპრუწული შეჰყურებს დედამისს.
- მამიკოსთან წადი, ჩემო წიწილა, რა.
- დედიკო, შენთან მინდაა.
- წადი, მამიკო ამბობდა წეღან, ერთი სული მაქვს, ნინიკოს „მანიკურს“ როდის წავუსვამო.
- მართლა? - ეჭვით ეღიმება ბავშვს, მაგრამ პასუხს აღარ უცდის, მაშინვე გადის სამზარეულოდან.
- იცით, რა ხდებოდა მაღაზიაში? - კარაქს ვუსვამ ფუნთუშას. - კატასტროფა იყო. გაოგნებული ვიდექი. ათ წამში გაქრა ჩანთები.
- ვიღაცას ლაივი ჰქონდა ჩართული. - ეცინება თამოს და სიცხის საზომს ბერტყავს. - ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ამ სულელურ ჩანთაში ას ათი ლარი მივეცი.
- ვერ ხართ ცოლ-ქმარი. - თავს ვაქნევ. დედა ნიგოზს არჩევს და ისეთი სახით მისმენს, აშკარად მეთანხმება, მაგრამ არ ერევა. ამაზე კიდევ უფრო მეცინება.
- გეყოლება ასეთი პარტიზანი და მერე ნახავ. - სრუტუნებს ჩემი რძალი. თვითონაც კარგად იცის, რომ საერთოდ არაა ეგ არგუმენტი და იცინის. - იყო შენი შარფი?
- ხოო. ერთიღა. მაგრად გამიმართლა.
- თამო! - გვესმის ჩემი ძმის ხმა მეორე ოთახიდან.
- რა იყო?
- სად არის ნინიკოს ვარდისფერი „მანიკური“?
სამივეს სიცილი გვიტყდება და მთელი დღე მიგვყვება განწყობა. ერთი სული მაქვს, თამო დავიმარტოხელო და მოვუყვე დილის შემთხვევაზე. მაინტერესებს, რას მეტყვის. მისი ალღო არასდროს ტყუის. ადამიანების ამოცნობის საოცარი ნიჭი აქვს. ხოდა, ვერ ვხვდები ხოლმე, ჩემს იდიოტ ძმაში რა იპოვა. როგორც თვითონ ამბობს, ბედისწერა ჩაერია, თორემ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდაო. გიგა ასე არ ფიქრობს და ყველაფერს თავის შარმს აბრალებს. ასეა თუ ისე, გოგოს აზრი ძალიან მაინტერესებს.
მანამდე კი, ნაძვის ხის მორთვას ვიწყებ და ნინიკო მეხმარება. საახალწლო სიმღერების ფონზე ბჭყვრიალა სათამაშოებს ვინაწილებთ მე და პატარა ალქაჯი. შრიალა წიწვებს შარფებივით ვიხვევთ ყელზე, რომ ნაძვის ხეს სილამაზეში არ ჩამოვუვარდეთ. დედას მზესუმზირის გოზინაყი გაუკეთებია და ორივეს ხელით გვაჭმევს, რომ თითები არ დავიტკბილიანოთ. ვარსკვლავის დადგმის პატივი ნინიკოს ხვდება წილად და, როცა მოკაზმულ ფერად ნაძვის ხეს ვანთებთ, ბენიერებისგან ხტუნავს.
რანაირად შეიძლება მობეზრდეს ადამიანს ეს პროცესი და, რანაირად შეუძლია თქვას, ხალისი არ მაქვსო. ალბათ ნაძვის ხის მორთვა ერთადერთი რიტუალია, რომელიც უანგაროდ გჩუქნის ღიმილს და აღტაცებას, რომელსაც საქმის დასრულების შემდეგ განიცდი. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ახალი წლის განწყობას ასაკი არ აქვს. ამ დროს უფროსებიც ბავშვებს ემსგავსებიან. მათი რიტმით უცემთ გულები და მათსავით ირთობენ თავებს ოთახში ახალი, ფერადი ნივთის აწყობით. მახსოვს, მამა ჩემსა და გიგაზე წინ გარბოდა ხოლმე ფოიერვერკების საყიდლად და მათი გაშვებაც, ჩვენზე ნაკლებად არ უხაროდა.
მოგვიანებით ნინიკოს პაზლსაც ვაწყობთ და ვახშმის შემდეგ, როგორც იქნა, შევდივართ მე და თამო ჩემს ოთახში.
- რაღაც უნდა მოგიყვე, ვერ დაგიჭირე მარტო. - წარბებს ვუთამაშებ ჩემს რძალს. მასაც მაშინვე თვალები ინტერესისგან უფართოვდება. საწოლის კიდეზე ჯდება და ჩემს სასაჩუქრე პარკებსაც ათვალიერებს. ვანიშნებ, ხელი არ წაგიცდესთქო.
- რა მოხდა? - მეკითხება. - რას ელოდებოდი, ვერ გამომათრიე ჩუმად?
- მოიცადე, ჯერ ჩანთა გაჩვენო. - ბევრ პარკში ნაცნობი სათამაშოების მაღაზიის გაფორმებას ვცნობ, ვიღებ, შიგნით ვიხედები და ვგრძნობ, როგორ მივლის სხეულზე ცხელი ტალღა. - შანსი არაა... - ხელისგულს სახეზე ვიდებ და საწოლზე ვჯდები.
- რა მოხდა? - თამო პარკს მართმევს და შიგნიდან ცისფერ, პენალტის მოზრდილ ჩანთას იღებს. - ღადაობ? - ეცინება დაბნეულს.
- აირია.
- რა აირია?
- ჩვენი პარკები. ღმერთო, ნინიკოს ჩანთა თორნიკეს აქვს. - ნელ-ნელა ვიაზრებ, რაც ხდება და ვერ ვყალიბდები, გავბრაზდე, ვიცინო თუ უკვე გამოსავალზე დავიწყო ფიქრი.
- მოიცა, ელე, მოიცა. თორნიკე ვინ არის? - მაშინვე გვერდით დებს ჩანთას გოგო და თვალებს ჭყეტს. თითქოს საერთოდ ავიწყდება, რომ თავისი შვილის ასათლარიანი ჩანთა ახლა სხვასთანაა.
- მოყოლას მასზე ვაპირებდი. ვაიმე, როგორ მოხდა ეს? რანაირად ვერ მივაქციე ყურადღება? - ნერვები მეშლება საკუთარ თავზე და გაბრაზებული საახაწლო პარკს ხელს ვკრავ.
- გეყოფა და წესიერად მითხარი, რა მოხდა. - წინ იხრება თამო.
- მაღაზიაში შემხვდა ჯერ. სანამ ჩანთას ვიყიდიდი, ისიც იქ იყო. მერე მოლში ყავის დასალევად გავჩერდი კაფესთან. ადგილები არ იყო. თურმე, ისიც იქ მჯდარა. ხოდა, შემამჩნია და დამპატიჟა. - მეღიმება, როცა მახსენდება დეტალები. თამუნას ნელ-ნელა სახე ეხსნება და მგონი მართლა ავიწყდება ახლად გაჩენილი პრობლემა.
- მერე, მერე?
- სკამი გამომიწია დაჯდომისას, ყავის შესაკვეთად თვითონ წავიდა...
- აუ, რას მეუბნები... ყოჩაღ, ბიჭი!
- ვილაპარაკეთ. ცოტა უცნაური, მაგრამ ძალიან კარგი ვინმეა. - მეც კი ვგრძნობ, ჩემს შეცვლილ ხმის ტემბრს და ორივეს გვეცინება ამაზე. - პარკები გამომართვა და თავის საჩუქრებთან დადო. პირველი ის წავიდა. აგვერია უეჭველი. რა უნდა ვქნათ?
- მოიცადე, მოიცადე. მაგას მერე მივხედოთ. მომიყევი დაწვრილებით, რაზე ილაპარაკეთ... - ჩემს საწოლზე კომფორტულად იკეცავს ფეხებს თამო და სმენად იქცევა.
ვყვები ყველაფერს, ყველა სიტყვას და ყველა ჩემს მაშინდელ შეგრძნებას. გაოგნებულიც კი ვარ, რომ ყველფერი მახსოვს. ჩვენი დიალოგის ნებისმიერი მონაკვეთი. და, ალბათ სწორედ ეს ეხმარება ჩემს რძალს, რომ წარმოიდგინოს, რას ვგრძნობი მაშინ და მართლაც, რომ განსაკუთრებული იყო გარემო. არც იმას ვმალავ, როგორი მოხიბლული და გულდაწყვეტილი ვარ. მოხიბლული ამ უცნობი ადამიანით. გულდაწყვეტილი კი, იმის გამო, რომ ჩვენი მომდევნო შეხვედრა, მხოლოდ ამინდზეა დამოკიდებული. თამო ყურადღებით მისმენს. მისი მიმიკებით ვხვდები, რომ მოსმენილით თვითონაც გაკვირვებული, მაგრამ კმაყოფილია.
- იცი, რა? - ცალ თვალს ჭუტავს ის. - ძალიან ორიგინალური ვინმე კია. ეტყობა, ცოტა რომანტიკოსიცაა, თან თავაზიანი, მაგრამ...
- როგორ მეზიზღება ეს „მაგრამ.“ - ვოხრავ.
- ცოტა მიკვირს, ასეთი საუბრის შემდეგ, ასე რომ გადადო შეხვედრა. ხო, მესმის, რატომაც, მაგრამ...
- ხო, ზუსტად მაგაზე მწყდება გული, რომ თუ არ ითოვა, რაც საკმაოდ მოსალოდნელიცაა, გაქრება ჩვენი მეორე შეხვედრის იდეა.
- ვნახოთ, ვნახოთ. - წარბებს სწევს თამო. - გული კარგს მიგრძნობს და ყურები არ ჩამოყარო. შენმა თორნიკემ იმედი მოგცა და არ დაკარგო. - თვალს მიკავს ის.
მეცინება და ხელისგულებს ლოყებზე ვიკრობ. თამო კისკისებს. მერე მახსენდება ნინიკოს ჩანთა და რეალობაში ვბრუნდები. რამეს მოვიფიქრებთო, ამას მეუბნება მხოლოდ ჩემი რძალი და დასაძინებლად მიდის.
ყველას სძინავს, სამზარეულოში რომ გავდივარ, ჩაის ვიკეთებ და შუქჩამქრალ ოთახში, ანთებული ნაძვის ხის წინ ვჯდები. საოცარი საახალწლო სიმყუდროვეა, თან დართული სულ ახალი, ლამაზი და ამაღელვებელი ფიქრებით. ფერადი ნათურები კიდევ უფრო ათბობენ ჩემს მოგონებებს. უზომოდ მოხიბლული ვარ. თავიდან არ მშორდებიან თორნიკეს კრიალა თვალები, მისი ღიმილები და ლამაზი მიმიკები. ძალიან მინდა, რომ ჩვენი შეხვედრა მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა იყოს. მინდა, რომ შობის სასწაულების ვიწამო, მაგრამ წინ ისეთი სიმყარით დგას ჩემი რეალობის შეგრძნება, რომ ყველაფრის იმედს მიკლავს. იქნებ წელს მართლაც ითოვოს? ამდენი წლის შემდეგ, იქნებ წელს ჩემს შემთხვევას სასიამოვნოდ დაემთხვეს? იქნებ წელს სანტამ თოვლი მომიტანოს?
უაზროდ მეღიმება ჩემს ფიქრებზე. ჩაის რომ ვამთავრებ, საძინებელში ვბრუნდები და ვწვები. სიბნელეში ისევ იწყებენ გონებიდან გაცოცხლებული სურათები ბრუნვას. ისევ მოლის კაფეში ვზივარ, ისევ ვგრძნობ გემრიელი ყავის არომატს, მაგრამ მალევე ძილი აქრობს ყველაფერს.


26 დეკემბერი
***
თვალებს ვახელ თუ არა, მაშინვე ატირებულ ნინიკოს წარმოვიდგენ, რომელსაც უხსნიან, თუ რატომ ვერ მოუტანა სანტამ სასურველი წელის ჩანთა. მაგრამ ბავშვი არ მშვიდდება და მთელი უბანი განიცდის ჩვენს წუხილს. ვტრიალდები და სახეს ბალიშში ვყოფ. რა გავაკეთო? ერთადერთი, რაც თავში აზრად მომდის, ისაა, რომ ისევ წავიდე იმ მაღაზიაში და კონსულტანტებისგან მოვისმინო უარი. ხო, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, მაგრამ უმოქმედოდ ვერ ვიჯდები. იქნებ რამე ინფორმაცია მაინც მომცენ იქ, რაც გამომადგება? აბა, ახლა თორნიკეს სად ვიპოვი? მისი მხოლოდ სახელი ვიცი. ფეისბუქზეც კი, თივის ზვინში ნემსის ძებნის ტოლფასი იქნება მისი სახელით მოძებნა. არც მისი სამსახური ვიცი. ასე საქმე გამარტივდებოდა. ნინიკოსაც დავუბრუნებდი თავის საჩუქარს და მასაც კიდევ ერთხელ ვნახავდი.
ვოხრავ, ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. თამოს ჩემს გეგმას ვაცნობ. წინა სამსახურიდან დანაზოგი მაქვს, თუ სასწაული მოხდა და ჩანთა ვნახე, ვიყიდი. ჩემი ძმა ალბათ გაგიჟდება ეს ამბავი რომ გაიგოს. ჯერ-ჯერობით ვასაიდუმლოებთ. გოგო კი მეუბნება, რომ რაიმე სხვას ვუყიდი და ბავშვს რამენაირად გადავატანინებთ უჩანთობასო, მაგრამ, კარგად მახსოვს, როგორ დაპირდნენ ნინიკოს მშობლები, სანტა აუცილებლად მოგიტანს ახალ წელს ჩანთასო. ამიტომ, რა შანსებიც არსებობს, ყველა უნდა გამოვიყენო. თუ საჭირო გახდება, ღამეებს გავათენებ და ბიჭს ფეისბუქზე მაინც ვიპოვი.


***
მაღაზიიდან გაწბილებული გამოვდივარ. კონსულტანტები მცნობენ კიდეც და სიტუაციას რომ ვუხსნი, გაკვირვებულები წუხილს გამოთქვამენ. ამბობენ, მხოლოდ ონლაინ თუ გამოიწერთ, ჩვენ ახალი ნაკადი ორ კვირაში გვექნებაო. ორ კვირაში. ამ დროში ხომ ისედაც შესაძლოა, რომ დავიბრუნო? ხო, თუ მოთოვს და თუ თორნიკეს ისევ ვნახავ, ნანიკოც მიიღებს თავის საჩუქარს, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს როგორ გადავიტანთ?
წამოსული, მოლში მივდივარ და ნაცნობი მაღაზიის დანახვისას მახსენდება, რომ ჩემთვის ნაყიდი შარფიც ნინიკოს საჩუქართან ერთად იდო. კაფეს ვუახლოვდები. დღეს ბევრი თავისუფალი ადგილია. თვალს ვავლებ იქაურობას. მაგიდა, სადაც მე და თორნიკე ვისხედით, თავისუფალია. ბართან მივდივარ, ყავას ვუკვეთავ და ვჯდები. ეს ალბათ უფრო გუშინდელის იმიტაციაა, თორემ აქ რას უნდა ველოდო? აქ ჯდომა ვერაფეს შეცვლის. ყავით ვტკბები და უკვე მეათასეჯერ ვუბრუნდები გაზეპირებულ დიალოგებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, სისულელეა, მაინც გამირბის თვალები აქეთ-იქით. მაინც მგონია, რომ თორნიკე იფიქრებდა, აქ დავბრუნდებოდი ჩემი ნივთებისთვის და დაველოდებოდი. მან ხომ იცის, როგორი წვალებითა და გამართლებით შევძელი იმ ვარდისფერი წელის ჩანთის ხელში ჩაგდება? მაგრამ, არა. ტყუილია. ასეც რომ იყოს, განა რამდენ ხანს დაველოდები? ის მუშაობს. ჩემთვის ნამდვილად არ ეცლება.
მოლიდან დაახლოებით ერთ საათში გამოვდივარ. გზად დედას დაბარებულ პროდუქტებს ვყიდულობ და სახლში ვბრუნდები.


***
საღამოს ჩემს მეგობარს ვურეკავ ვიდეოზარით, რომელიც საახალწლოდ სოფელში წავიდა და საკმაოდ დიდხანს გვიგრძელდება საუბარი. თორნიკეზე რომ ვუყვები, მაკა მაშინვე ოცნების კოშკების აგებას იწყებს. ამბობს, ჰოლივუდურ საახალწლო ფილმს ჰგავს თქვენი ამბავი და იმედია დასასრულიც ასეთივე იქნება - თოვლიანი და ჯადოსნურიო. თვითონ და მისი მეორე ნახევარი ზაფხულში აპირბენ დაქორწინებას. მეუბნება, იქნებ შემდეგ საქმე ისე წავიდეს, რომ ქორწილი ერთად გადავიხადოთო. მასთან საუბარში გულს ვაყოლებ და ცოტა ხნით ისიც კი მავიწყდება, რომ ნინიკოს ჩანთა მოუგვარებელ პრობლემად მაქვს ქცეული. მასაც ვეკითხები რჩევას. ცდილობს გამოსავლის მოძებნაში დამეხმაროს, მაგრამ არაფერი გამოდის.
მაკასთან საუბრის შემდეგ, ფეისბუქზე შევდივარ და საძიებელში „თორნიკეს“ ვწერ. სანამ შედეგების თვალიერებას დავიწყებდე, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. უზომოდ ბევრი თორნიკეა საქართველოში. მეცინება კიდეც უიმედობისგან. ვათვალიერებ, ვათალიერებ, მაგრამ ვიცი, რომ სულ ტყუილად. რაც უფრო მეტი სხვა თორნიკე მხვდება, უფრო ვრწმუნდები, რომ მისი ასე მოძებნა შეუძლებელია. თანაც, სახელი „თორნიკეს“ კიდევ იმდენი ვარიანტი არსებობს... ღმერთო!
არ ვიცი, რამდენი საათი გრძელდება ჩემი სამძებრო სამუშაო, მაგრამ ფანჯრიდან გაღიავებულ ნაცრისფერ ღრუბლებს რომ ვხედავ, მაშინღა ვამოწმებ საათს. დილის შვიდი ხდება. ნერვებისგან ტუჩები მებრიცება. ალბათ კიდევ რამდენიმე ასეულ თორნიკეს ტუმბოზე ვდებ, საბანში ვეხვევი და თვალებს ვხუჭავ. შანსი არაა, ელენე. ტყუილად ცდილობ, მართლაც ფილმს დაამსგავსო ეს ამბავი.


27 დეკემბერი
***
- მამიდაა. - მესმის ჩურჩული. ძილიდან გამოვდივარ თუ არა, პირველს საშინელ თავის ტკივილს ვგრძნობ. - მამიდაა. - უფრო ხმადაბლა ჩურჩულებს ნანიკო. თვალებს ვახელ. საწოლის კიდეზე ჩამოუწყვია პატარა თითები და ზედ ნიკაპით ეყრდნობა. გაღვიძებულს რომ მხედავს, თავის ბრიალა, ყავისფერ თვალებს აფართოებს და კისკისებს.
- რა გინდა, შე პატარა წრუწუნა? - ხელებს სწრაფად ვხვევ, რომ არ გაიქცეს და საწოლში ვიწვენ.
- გამიშვი, გამიშვიი! - კივის მოღუტუნებაზე. - თათულიმ გამომგზავნა, ომლეტი უნდა თუ „გლაზოკებიო.“ - ხელისგულებით სახეზე მეკრობა და ჩემს საკოცნელად გამზადებული ტუჩების შეჩერებას ცდილობს.
- ჰმმ, აბა დავფიქრდეთ. ბებოს უთხარი, ელენეს საუზმედ თოვლი უნდათქო.
- რაა? რა თოვლი. თოვლს ვერ შეწვავ, დადნება ტაფაზე. - კისკისებს ნინიკო. - არ იცი, რომ სითბოზე დნება?
- უი, მართალი ხარ.
- თან არც არის თოვლი, ელენე. არ მოუთოვია. - ხელებს შლის და საბნიდან ძვრება.
- ხო, ისევ მართალი ხარ. - ვბუტბუტებ მარტო დარჩენილი და სახეს ხელებში ვრგავ. შემდეგ მობილურს ვუყურებ და შეუმოწმებელი თორნიკეების გახსენებაზე მეტირება. ხომ შეიძლებოდა, რომ ნინიკოს ჩანთა არ გაგყოლოდა? უბრალოდ შობას დაველოდებოდი და რომც არ ეთოვა, ალბათ არც გადავწყვეტდი შენს მოძებნას. ჩვენი შეხვედრა კი, უბრალოდ ძალიან ლამაზ, საახალწლო მოგონებად იქცეოდა. ცოტა ხნით გულდაწყვეტილი გავიხსენებდი, მაგრამ ალბათ ესეც მალე ჩაბარდებოდა წარსულს. ახლა კი...
- ამინდის პროგნოზს უსმინეთ? - ვეკითხები სამზარეულოს მაგიდასთან მსხდომებს. თამოს ეშმაკურად ეღიმება და ნინიკოს რძეში თაფლს უდებს. მეც ვჯდები და „გლაზოკებს“ დავყურებ, რომლებსაც კეტჩუპის წარბები და წამწამები აქვთ. - რა იდიოტი ხარ. - მეცინება გიგას შედევრზე.
- განწყობისთვის. - კიტრს ახრამუნებს. - და ხო, პროგნოზმა, მომდევნო ერთი კვირა მზიანი ამინდები იქნებაო.
- სერიოზულად? - მხრებჩამოყრილი ვუყურებ.
- ხო, რა იყო. ავდარი გაწყობს?
- თოვლი მაწყობს.
- მოიცადე დედიკო, კარალიოკის ჩირია გამოსაშრობი, რა დროს თოვლია. - ბუტბუტებს თათული და ფინჯნით ცხელ რძეს მიდგამს.
- რა ჩირი, დედა, რა ჩირი?! - ჩანგალს ვარჭობ ყვითელ თვალში კვერცხს და უხალისოდ ვიგდებ პირში.
- თაფლი ჩაგიდო?
- ჩამიდე.
- რა სჭირს ამას? - თამოს ეკითხება გიგა. გოგო მხრებს იჩეჩავს და გამამხნევებლად, მალულად მიკრავს თვალს.


***
მე, ნინიკო და თამო საღამოს ფილმს ვუყურებთ. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ დეკემბრის თვეში უკვე მესამედ ირთვება ჩვენს ტელევიზორში. ყველას გვიყვარს ფილმი და ყოველ ჯერზე ისე გვაცინებს, თითქოს პირველად ვუყურებდეთ. ახლა კი, მისი შემხედვარე, მხოლოდ იმას ვფიქრობ, იქნებ, წელს მაინც არ მოგვპაროს გრინჩმა თბილისში თოვლი. იქნებ, წელს მოხდეს მისი გაკეთილშობილება და მოკვდავებსაც დაგვაჯეროს, რომ სასწაულები ხდება. მაგრამ, საქმე ამ მწვანე არსებაშია? თორნიკემ თქვა, თოვლის მოსვლა ის საჩუქარი იქნება, რომელსაც შენ გაუკეთებ საკუთარ თავსო. ხოდა, ელენე. საქმე შენშია. შენს რწმენაში, რომელსაც სადღაც თავისთვის სძინავს ღრმა ძილით. ვგრძნობ, რომ მომიწევს, ცოტა მეოცნებედ ვიქცე. ვინატრო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ასრულდეს. ახალი წელია, ელენე. უფლება გაქვს, მის ატმოსფეროში თავით გადაეშვა, ცასაც უყურო თოვლის მოლოდინში და ისიც დაიჯერო, რომ შობას შენი და თორნიკეს ორჯერ შემთხვევით შეხვედრა, შესაძლოა, მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა იყო. და, თუ დაიჯერებ, რომ საკუთარი სურვილების ასრულება მხოლოდ შენს რწმენაზეა დამოკიდებული, იქნებ შვიდ იანვარს შვიდ საათზე გაგეღიმოს კიდეც.


28 დეკემბერი
***
ულამაზესია თავისუფლების მოედანზე გაწყობილი საახალწლო სოფელი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წლევანდელ ნაძვის ხეზე, თუმცა ბავშვები საბედნიეროდ სხვანაირად აღიქვამენ სილამაზეს. მაგრამ, ამის გარდა, ბევრი ფერადი, ბჭყვრიალა და ხმაურიანი ამბები ხდება და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნინიკოც და მისი თანატოლებიც სიხარულისგან დაღლილები დაბრუნდნენ სახლში. საახალწლო განათებები, ჭაღები, შობის ანგელოზები და ელფები თავბრუს ახვევენ მათ გარშემო დაკარგულ სტუმრებს. ერთადერთი, რაც აქაურობას აკლია - თოვლია.
სახემოხატული პატარა ალქაჯი მამამისის კისერზე შემომჯდარა. სცენაზე მოცეკვავე სანტას დამხმარეებს თვალებგაბრწყინებული უყურებს და სიმღერას ჰყვება. მე და თამო ფოტოების გადაღებასა და ცხელი ყავით ოდნავ გათბობას ვასწრებთ. შემდეგ სანტას კალთაში მოთავსებულ ნინიკოსაც ვუსმენთ, რომელიც თეთრწვერას წარბებაწეული უყურებს და ეუბნება, მართალია, ფურცელზე უკვე დაგიწერე, მაგრამ კიდევ გეტყვი, რომ ძალიან მინდა ვარდისფერი წელის ჩანთაო. მე და თამო ერთმანეთს ვუყურებთ, სანტა კი - გიგას და ბავშვს, ეუბნება, აუცილებათ შეგისრულებ სურვილსო. სწორედ აქ მჟღავნდება საიდუმლო და ჩემი ძმაც იგებს, რომ ჩანთა დავკარგე. საბედნიეროდ, იმ წუთას ჩემს ძველ თანამშრომელს ვხედავ და ამბის დაწვრილებით მოყოლას თამოს ვანდობ.
ვიშლებით. ისინი ადრე მიდიან სახლში. მე ცოტა ხნით კიდევ ვჩერდები დიდი ხნის უნახავ ნაცნობებთან. კაფეში შევდივართ, ცხელ შოკოლადს ვსვამთ და ძველ დროს ვიხსენებთ. განსაკუთრებით კი, შარშანდელ ახალ წელს, როცა რამდენიმე მათგანთან ერთად მარკეტში მორიგეობისას შევხვდი.
თერთმეტის ნახევარი ხდება, ავტობუსში რომ ავდივარ, ფანჯარასთან ვჯდები და ყურსასმენებს ვიკეთებ. მხიარული საღამო მქონდა, მაგრამ ახლა სახლში მივალ და ჩემი ძმის უჟმური სახე დამხვდება. თამომ ძლივს დაიყოლია, რომ ამ პატარა საბავშვო ჩანთაში, ამხელა თანხა გადაეხადა და მე რა ვქენი? დავკარგე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ბრალი არაა, რადგან უყურადღებოდ ვიყავი. იმ მომენტში მოხიბლული და გონებაგაფანტული ვიყავი. თორნიკეს ვემშვიდობებოდი, ახალი ფიქრებით მქონდა გონება გადატვირთული, ახალი შეგრძნებები იბადებოდნენ ჩემში და სასაჩუქრე პარკებისთვის არ მეცალა. ხო, ყოჩაღ ელენე, საკუთარი თავის დაცვა კარგად გამოგდის. შენს ბუზღუნა ძმას ამას რანაირად აუხსნი? ვოხრავ და შუქნიშანთან შექმნილ საცობს ვუყურებ. მანქანების ზედაპირებს, ზემოთ ჩამოკიდებული საახალწლო განათებები აელვარებენ. ავტობუსი კუს ნაბიჯებით მიიწევს. შუქნიშანზე კი ისევ წითელი ინთება და ვჩერდებით. რადიოში მერაია ქერი მღერის - „ყველაფერი, რაც შობისთვის მინდა - ეს შენ ხარ.“ ტექსტზე ღიმილს ვერ ვიკავებ, შემდეგ ინსტიქტურად ცას ვუყურებ და როცა ვრწმუნდები, რომ იქიდან არაფერი ცვივა, ისევ მანქანების რიგს გავყურებ. გავყურებ და ლამის გული მიჩერდება. ერთ-ერთ ავტომობილში, რომელიც ჩემგან საპირისპიროდ მოძრავ მანქანებს შორის დგას და ძალიან ნელა მიახლოვდება, საჭესთან თორნიკე ზის.
სუნთქვა მეკვრის. სკამზე ვსწორდები და მძღოლს ვაკვირდები. არა, არ მეშლება. ეს ნამდვილად თორნიკეა. ღმერთო! ავტობუსის საქარე მინიდან ქუჩას გავყურებ. მომდევნო გაჩერებამდე ძალიან დიდი გზაა. მერე ისევ ბიჭისკენ ვიხედები და ხელთათმანიან თითებს ფანჯარაზე ვაკრობ. თორნიკეს დაღლილი სახე აქვს. საჭე ისე უკავია, თითქოს არც ატარებდეს მანქანას. ცალი ხელით წინ დამაგრებულ მობილურს ეხება, შემდეგ ავტომობილების რიგს გაჰყურებს, მერე კი, ავტობუსისკენაც იხედება და მხედავს. მეცინება. მეცინება მის გაკვირვებულ სახეზე.
- თორნიკე. - ხელს ვუქნევ.
- ელენე. - ჩემს სახელს ამბობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მესმის. წარბებს ზემოთ სწევს და მასაც ეცინება. დაბურულ ფანჯარას უწევს. აქეთ-იქით ვიხედები. მოუსვენრობა მიპყრობს და რაღაც გამოსავალს ვეძებ. ისიც წინ იხედება. მაგრამ მისი მხარეც ძალიან გადატვირთულია. შუძლებელია, მანქანის გაჩერება. ვერც ავტობუსი გაჩერდება დიდხანს. რა გავაკეთო?
ჩვენი ტრანსპორტი ერთმანეთს უსწორდება და სადაცაა გასცდებიან კიდეც. თორნიკე გარეთ ჰყოფს თავს და ცას ათვალიერებს. მერე ისევ მე მიყურებს და თავისი მომხიბვლელი ღიმილით თოვლზე მიმანიშნებს. გული ამოვარდნას მაქვს. ისე მიხარია მისი ნახვა, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ ამ ემოციებში. ავტობუსი სიჩქარეს უმატებს და თორნიკეს მანქანას მალე ვიტოვებ უკან.
სკამს ვეყრდნობი და მაშინღა ვცდილობ სახის მწყობრში ჩაყენებას, მგზავრების მზერას რომ ვაწყდები. დაბნეული მობილურს ჩავყურებ და ცხვირს შარფში ვყოფ. ღმერთო, ეს რა ხდება? ეს რანაირად ხდება?


30 დეკემბერი
***
სავაჭრო ცენტრიდან დაბრუნებულ თამოს, ოთახში შევყავარ და ჩუმად მაჩვენებს ნანიკოს ახალ საახალწლო საჩუქარს. ძალიან ლამაზი, ღია ვარდისფერი ბარხატის კაბაა, ასევე ვარდისფერი ბისერებით, რამდენიმე პატარა გულით გაფორმებული. გუშინ წინ სახლში დაბრუნებულს, გიგა უკვე ინფორმირებული დამხვდა და გამიკვირდა, რომ არც უბუზღუნია. ჭკუას ისწავლითო, ცოლს და დას მოგვაძახა და ფილმის ყურება გააგრძელა. თამოს თორნიკეზე მისთვის არაფერი უთქვამს. მოიგონა, თითქოს მაღაზიაში დავკარგე. არ ვიცოდი, გენდომება თუ არა ნამდვილი ამბის მოყოლაო. სწორად იფიქრა. ნამდვილად არ მენდომებოდა ახლა, როცა მოლოდინის რეჟიმში ვარ.
- იმედი მაქვს, ეს კაბა შვიდამდე მაინც გააჩუმებს. - ეცინება თამოს. - ვეტყვი, სანტას მარხილი საჯარიმოზეა გადაყვანილითქო.
- თამო, შვიდი იანვრის იმედი გაქვს? - თავს ვაქნევ უხასიათოდ.
- რა თქმა უნდა, მაქვს.
- თუ არ ითოვა, ვერც შევხვდები. პირობა ხომ არ დაგავიწყდა?
- ელე, ამ კვირაში სამჯერ შეხვდით ერთმანეთს ასე შემთხვევით. შენს ადგილას, უკვე დავიჯერებდი, რომ მართლა მოთოვს. იქამდე, - თითზე ითვლის დღეებს. - კიდევ რვა დღეა.
- მაინცდამაინც საცობში? ხომ შეიძლებოდა ქუჩაში? კაფეში? საახალწლო სოფელში?
- ნუ წუწუნებ და თოვლის მოსვლის სურვილი გააძლიერე. შენი მჯერა. - ხელებს მხვევს თამო. - და კიდევ იმისიც, რომ გიგა ყავას გამიკეთებს.
მეცინება. სამზარეულოში გავდივარ და სანამ მეუღლეები კამათობენ, რომელს უფრო ეზარება ერთმანეთის განებივრება, მე წყალსაც ვადუღებ და ყავაც მიმაქვს მათთვის. შემდეგ ტელევიზორთან ვჯდები და უინტერესოდ ვუყურებ საინფორმაციოს. ცოტა ხანში, მბეზრდება და მობილურში ისევ თორნიკეების ფეისბუქებს ვათვალიერებ. მახსენდება მისი მომღიმარი სახე თავისი მანქანიდან და ტუჩებს ერთმანეთს ვაკრობ, რომ მეც არ გამეღიმოს. უბრალოდ, დაუჯერებელია ასეთ მოკლე დროში, უკვე მესამედ ჩვენი მოულოდნელი შეხვედრა. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ამ განსაკუთრებული შემთხვევების ვიწამო? რომ საბოლოოდ იმის იმედიც გამიჩნდეს, რომ შობამდე თოვლიც მოვა.
- შეხედე, ერთი, როგორ თოვს. - ამბობს ჩემს გვერდით ჩამომჯდარი თამო და თავით ტელევიზორზე მანიშნებს. სახეზე ღიმილი დასთამაშებს და ვიცი, რაც ჰქვია ამ ღიმილს.
- ხან, როგორი ბოროტი ხარ. - თავს ვაქნევ და გადათეთრებულ ეკრანს ვუყურებ.
ჟურნალისტი რეპორტაჟს ბაკურიანიდან აკეთებს. ტურისტულ ნაკადსა და კურორტზე ხალხის სიმრავლეზე საუბრობს. იქაურ ღონისძიებებსა და დიდთოვლობის გამო გაჩენილ პრობლემებზე. მის უკან მოთხილამურეები და მოგუნდავე ბავშვები ჩანან.
- ხო აზრზე ხარ, იქ იმხელა თოვლია, რომ გზებიც კი იკეტება. აქ კი... - ვოხრავ და ყავას ვსვამ.
- ბაკურიანია, - მხრებს იჩეჩავს გოგო. - მანდ თოვლი სულ არის. ტყუილად ბუზღუნებ. - ლოყაზე მჩქმეტს. - ისე, მოდი, წავიდეთ ჩვენც. - თავისი აზრი მოსწონს თამოს.
- ჰმმ... ასე უცბად დაკარგე იმედი, რომ თბილისში მოთოვს, ხო? - თვალებს ვუწვრილებ.
- ასეთს მიცნობ? თხილამურები მინდა. თბილისში სად შემომთავაზებ? - ეცინება.
- ვნახოთ. ჩაიაროს შვიდმა რიცხვმა და მერე გეტყვი.
- ვაიმე, როგორ მაინტერესებს ეგ შენი თორნიკე. - მეჩურჩულება თამო და ხითხითებს. მეც მეცინება და დათოვლილ ბაკურიანს ვუბრუნდები დიდ ეკრანზე. ჟურნალისტი აღარ ჩანს. კამერა დამსვენებლებს და ბაკურიანის ლამაზ ხედებს ათვალიერებს. საბაგიროს რიგებს, მოთხილამურეებს, მოციგურავეებს და აი, ისევ. კაფეტერიასთან მდგომ ახალგაზრდებს შორის ნაცნობ სახეს ვაფიქსირებ, რომელიც კადრის ცვლილების გამო მაშინვე ქრება. ერთი წამით ვშეშდები და ვცდილობ, სწრაფად გადავხარშო ჩემი აზრები.
- პულტი, თამო, პულტი. - ცალი ხელით აფოიაქებული ვეძებ პულტს.
- აჰა, რა დაგემართა, რა მოხდა? - მაწვდის გადამრთველს თამო და თან გაკვირვებული მიყურებს.
- მგონი ის იყო. ვაიმე ისევ? თამო, გავგიჟდები. - მეცინება. გადაცემას რამდენიმე წამით უკან ვახვევ. ნაცნობ კადრზე ვაპაუზებ და ობიექტს ვაკვირდები. - არაა! შანსი არაა! - პირზე ვიკრობ ხელს და ვცდილობ, ხმას არ ავუწიო.
- რა? - თამუნა ჩემსა და ტელევიზორს შორის ცვლის მზერას და ხელს მოუთმენლად მირტყამს, რომ გონს მოვიდე და ავუხსნა, რა ხდება. - ხმა ამოიღე, ნუ მომკალი!
- ისაა. - სიცილი მიტყდება და ყავის ფინჯანს ვუწვდი, რომ არ დამექცეს. - ნაცრისფერ ქურთუკში. თამო გავაფრენ, გეფიცები.
- კაიი?! - გაოგნებული უყურებს გოგო ტელევიზორს, - მართლა ისაა? - თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. - ვაიმე, ელენე, ძაან სიმპატიურია. დარწმუნებული ხარ, რომ ლაპლანდიასთან შეხება არ აქვს?
- თამო! - მეცინება.
- ახლა მესმის შენი. - მუცელზე მიღიტინებს გოგო. - მოიცადე, დარწმუნებული ხარ, რომ არც ახლა გინდა ბაკურიანში წასვლა? - კბილებს კრიჭავს ახალი იდეით აღფრთოვანებული.
- არა, რა თქმა უნდა. - ვამბობ და უცბად საშინლად მაგარი იდეა მომდის თავში. - ერთი წუთით, ერთი წუთით. - მობილურს ვიღებ და საძიებელში ბაკურიანს ვწერ.
- რას აკეთებ? - მხარზე მეკრობა გოგო და ჩემს ტელეფონს ჩაჰყურებს.
- „ჩექ ინებით“ უნდა ვცადო მოძებნა.
უამრავი ახლად დადებული ფოტო მხვდება. ტელევიზორში გაშეშებულ თორნიკესა და მასთან ერთად მდგომ ორ გოგოსა და ერთ მამაკაცს ვუყურებ. მათ ჩაცმულობას ვაკვირდები, რომ ფოტოებზე ადვილად ვიცნო ადამიანები, რომლებთან ერთადაც შეიძება იყოს თორნიკე მონიშნული.
- ძალიან ბევრია. - უკმაყოფილოდ წუწუნებს თამო. - იქ შეხედე? - ისევ ტელევიზორზე მანიშნებს. - მგონი სასტუმროსთან დგანან. იქნებ მანდ არიან გაჩერებულები? - მერე პულტს იღებს და სიუჟეტს აგრძელებს. რამდენიმე წამში, იგივე სასტუმროს ახლო ხედს აჩვენებენ. მეც საძიებელში მის სახელს ვუმატებ და ძალიან მალე, ერთ-ერთ ფოტოზე რამდენიმე გოგოსთან ერთად თორნიკეს ვცნობ. ელეგანტურად გამოიყურება და ხელში ღვინის ბოკალი უკავია. კიდევ ერთხელ მოხიბლული და მისი ღიმილით დამტკბარი, დივანზე ვცურდები.
- აუ, თამო... მიშველე. - სახეზე ვიფარებ ხელს. გოგოს ეცინება და რა დროს სიყვარულია, მისი ფეისბუქი ნახეო, სვიტერზე მექაჩება. უცბად ნანიკოს ტირილი ჩამესმის სადღაც შორიდან და სწრაფად ვფხიზლდები. საბედნიეროდ, ფოტოზე მონიშნულია. მის გვერდზე გადავდივარ და მაშინვე შეტყობინებას ვუგზავნი.
„ - თორნიკე, გამარჯობა. არ მკითხო, აქ როგორ აღმოვჩნდი, უბრალოდ ნახავ თუ არა მესიჯს, მაშინვე მომწერე.“
- ასე როდის ნახავს? მეგობრობის დამატება გაუგზავნე.
- გათიშული აქვს, ვერ ვუგზავნი.
- რომ დაურეკო?
აღელვებული ტუჩს ვიკვნეტ და გამალებით ვფიქრობ. თავი გაბრუებული მაქვს ემოციებისგან. ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა ხდება. მოლში შეხვედრა. კარგი, არც ისე შეუძლებელია. ქუჩაში? კარგი, არც ეს. სულ რომ არაფერი, ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. მაგრამ ტელევიზორში? საინფორმაციო გადაცემაში სხვა ქალაქიდან? ეს რა ხდება? და რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ნინიკომ ახალი წლის ღამეს არ იტიროს? დღეს ხომ უკვე 30 დეკემბერია? რანაირად შევძლებ მისი საჩუქრის დაბრუნებას?
- კარგი. - ვეუბნები თამუნას და ჩემს ოთახში შევდივარ. ღამის თერთმეტი საათი ხდება. გული ამოვარდნას მაქვს. ნერვიულობისგან ხელები მეყინება. ასე მგონია, თითებზე მათოვს. ვღელავ. რას ვეტყვი, რომ დავურეკავ? რას და სიმართლეს, ელენე. მას მხოლოდ ძმის შვილის ნივთის დასაბრუნებლად ეძებ. შვიდი იანვრის პირობა არ დაგვიწყებია. თუ ახლა ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დროსაც მოახერხებ მასთან დაკავშირებას. გაგზავნილ შეტყობინებას დავყურებ. ჯერ არც მისვლია. სარკეში ვიხედები და გაწეწილ თმას კოსად ვიკრავ. მობილურს ვიღებ და ვიდეოზარის ღილაკს ვაწვები. თუ სიურპრიზია, სიურპრიზი იყოს.
ზარი გადის და ჩემი გულიც უმატებს რიტმს. მოუსვენრობისგან ბორგვას რომ არ მოვყვე საწოლზე ვჯდები და იმ წუთას მობილურის ეკრანზე თორნიკე ჩნდება. ორი წამით მიყურებს. თავს ვერ ვიკავებ და ვუცინი.
- აქ რას აკეთებ? - მეკითხება გაოგნებული და ვხედავ, აივნის კარს რომ ხურავს და ოთახში შედის.
- უკვე ხვდები ალბათ, რასაც. - ვპასუხობ და ვგრძნობ, როგორ მეწვება ლოყები. ძალიან სიმპატიურად გამოიყურება. როგორც ჩანს, სადღაც მიდის.
- ხო... ხო... - ამბობს დაბნეული და შემდეგ ეღიმება. - ალბათ, იმ ბრძოლით მოპოვებული ჩანთის ამბავია, მე რომ წამოვიღე. - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - მაპატიე, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხდა.
- არაუშავს. აირია ერთნაირი პარკების გამო.
- სხვათა შორის, მეც გეძებდი ფეისბუქზე, მაგრამ ძალიან ბევრნი იყავით. შენ კი, ადვილად მომაგენი.
- ვერც კი წარმოიდგენ, საიდან მოგაგენი. - ვეუბნები და ვცდილობ, პირველის მსგავსად, ძალიან მშვიდი დიალოგი მქონდეს მასთან, მაგრამ განვლილმა ხუთმა დღემ ბიჭის მიმართ რაღაცები შეცვალა და ახლა თავის გაკონტროლებას ძლივს ვახერხებ.
- საიდან?
- საინფორმაციოს ვუსმენდი. ბაკურიანიდან სიუჟეტს აკეთებდნენ. კადრში აღმოჩნდი.
- ხუმრობ? - ეცინება გაოგნებულს.
- სასტუმრო ჩანდა და „ჩექ ინებით“ გიპოვე.
- კარგია. ძალიან კარგი. ჩანთის ამბავს მოვაგვარებთ. არ ინერვიულო.
- მართლა?
- რა თქმა უნდა. შენი მისამართი მომწერე. ხვალ მეგობარს ვეტყვი და მოგიტანს.
- ძალიან დიდი მადლობა, თორნიკე.
- რას ამბობ. - იღიმის და თან ერთი წამით მობილურს მიღმა იხედება. - ჩემი შეცდომა იყო და მიხარია, რომ გამოსწორებას ვახერხებ. შენი წყალობით, თუმცა... არა, იქნებ ასე უკეთესიცაა.
ლოყები მეწვება, იმდენად სასიამოვნოდ ჟღერს მისი ნათქვამი და არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. რამდენიმე წამით უხერხული სიჩუმე ვარდება და ერთმანეთს ველოდებით.
- ელენე...
- გისმენ, თორნიკე.
- განსაკუთრებულ შემთხვევებზე ისევ იმ აზრის ხარ?
- მგონი აღარ.
- მგონი?
- საცობში შეხვედრის და საინფორმაციოს კადრში შენი აღმოჩენის შემდეგ, ვფიქრობ, რაღაცები მკვეთრად შეიცვლება.
- რეალისტური დამთხვევა აღარ გგონია? - ეცინება.
- მგონი აღარ.
- და უკვე ფიქრობ, რომ შობას შევხვდებით?
- იმედი მაქვს.
- მაგრამ დარწმუნებული არ ხარ.
- აქ მზიანი ამინდებია, თორნიკე.
- აქაც, მაგრამ, მაინც თოვლია.
- ხომ იცი, რომ ეგ ის თოვლი არაა, მე რომ მჭირდება. - ვეუბნები და მაშინღა ვიაზრებ, რამდენად გულახდილი ვარ. ქვედა ტუჩს შიგნიდან ვბწკენ. რა იდიოტი ხარ, ელენე!
- შენ რომ გჭირდება... - იმეორებს ღიმილით თორნიკე. არაფერს ვამბობ. ადამიანი ჩემში რწმენის გაცოცხლებას ცდილობს. დიდი ამბავი, თუ ცოტა ზედმეტიც წამომცდება მასთან. მით უმეტეს, თუ ასეთ ღიმილს გამოვიწვევ. - მთავარი ისაა, რომ შვიდ იანვარზე ფიქრობ.
- და... და შენ? შენ ფიქრობ? - ვეკითხები შედარებით ჩუმად და ერთხანს მგონია კიდეც, რომ არ ესმის. მის ოთახში ვიღაც შედის და ბიჭი თავს უქნევს. დროა დავემშვიდობო.
- ჩემი იდეა იყო. როგორ შეიძება, არ ვფიქრობდე?
- კარგი. - თავს ვუქნევ და მეცინება. ვხედავ, კარიდან როგორ იჭყიტება თამო. - მგონი თანამშრომლები გელოდებიან...
- ხო, მონსტრი უფროსი... - წარბებს სწევს. - გამიხარდა, ჩემი მოძებნა რომ შეძელი და პატარაც არ დარჩა უსაჩუქროდ.
- არ დარჩებოდა, უბრალოდ, ეს ჩანთა მისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა.
- განსაკუთრებულობის თემას ვერ გავცდით, ხო? - ეცინება თორნიკეს და ვხვდები, ჩემს სიტყვებს რომ იმეორებს, ჩვენი პირველი შეხვედრიდან.
- არც შენ დაგვიწყებია ჩვენი დიალოგი.
- არც მე. - აღნიშნავს ის და ორივეს გვეცინება. - კარგი, ელენე. მაპატიე, მართლა მელოდებიან და უნდა წავიდე. მისამართი ჩათში დამიტოვე, კარგი?
- კარგი. დიდი მადლობა, თორნიკე.
- შვიდში შევხვდებით. - იღიმის ბიჭი და ეკრანიდან ქრება. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და საწოლზე უღონოდ ვწვები. თამო ოთახში შემორბის და ჩემს გვერით ჯდება.
- ვაიმე, როგორი მომხიბვლელიცაა, ისეთივე ხმა აქვს. - ამბობს აღფრთოვანებული და თვალებს აფართოებს.
- ხო. - ჭერს ვუყურებ და იქაც კი მის თვალებს ვხედავ.
- და თან, როგორი დარწმუნებულია, რომ შვიდში შეხვდებით?!
- ხო.
- ელენე. - გვერდში მჩქმეტს გოგო და მაშინვე ვვარდები ღრუბლებიდან. - ასეთი დარწმუნებული რატომაა, რომ შვიდში გნახავს? ზედმეტად სჯერა, რომ მანამდე თბილისში გათოვდება, თუ რაღაც სხვა გეგმა აქვს?
- სჯერა, ჩემგან განსხვავებით. სხვა რა გეგმა უნდა ჰქონდეს? - ვდგები და თორნიკეს ჩათში ჩემს მისამართს ვწერ.
- აბა რა ვიცი? აი, ახლა უკვე შენი მისამართიც აქვს და მშვენიერი გეგმა შეიძლება დაისახოს ამის შემდეგ.
- მგონი შენ თავი მართლა ფილმში გგონია. - ვეუბნები ჩემს რძალს. ვეხვევი და ლოყაზე გემრიელად ვკოცნი.
- ერთადერთი, რაც მგონია, ისაა, რომ ძალიან გაგიმართლა. - ეცინება.
- მე? მე კი არა, ნინიკოს გაუმართლა. ახალ წელს ორ საჩუქარს მიიღებს.


31 დეკემბერი
***
საახალწლო კერძების მზადებაში ვარ ჩართული, მაგრამ მაინც მეფიქრება გუშინდელ ვიდეოზარზე. ჩემს გაღიმებულ სახეს რამდენჯერმე იჭერს დედა და შემდეგზე აუცილებლად მკითხავს, რა მაცინებს. რამდენჯერმე ფანჯრიდანაც გამირბის მზერა ცისკენ. ის კი, თვალისმომჭრელი მზისგან ლამაზად გაყვითლებულა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს აღარ მადარდებს. წინ ერთი კვირაა. ამინდი აუცილებლად შეიცვლება. აუცილებლად გათოვდება.
ნინიკოს ელფის ქუდი ახურავს და ყელზე წვიმაშემოხვეული დარბის ოთახიდან ოთახში. თათულიმ უთხრა: - საათზე ორივე ისარი რომ 12ზე გაჩერდება, მაშინ გავისვრით ფოიერვერკებს და სანამ ჩვენ აივანზე ვიქნებით გასული, სანტა საჩუქარს ნაძვის ხესთან დაგიტოვებსო. მას მერე თითებზე ითვლის წუთებს და წუწუნებს, დრო რა ნელა გადისო. ჩემო პატარა ალქაჯო, არ თქვა, არ თქვა!
საღამოს შვიდი საათი ხდება, კარზე რომ აკაკუნებენ. ზურბლთან ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭი დგას და მის ხელში ნაცნობ საახალწლო პარკს ვხედავ. თორნიკეს მეგობარი ვარ, ხომ სწორად მოვედიო, მეკითხება. სახლში ვეპატიჟები, მაგრამ მელოდებიანო, თავაზიანად მიხსნის. ჩემი ოთახიდან პენალტი გამომაქვს და საჩუქრებს ვცვლით. ბიჭს მადლობებით ვავსებ, ტკბილეულს ვჩუქნი და ვემშვიდობები. მაშინვე თამუნას ოთახში შევრბივარ და ისეთი გახარებული ვუჩვენებ ჩანთას, თითქოს სანტას ჩემთვის მოეტანოს. მერე ჩემს შარფს ვიღებ და ყელზე ვიხვევ. გოგო შვებით ოხრავს, ნივთს იღებს და დაჰყურებს.
- გეფიცები, არავითარი იუთუბი ახალი წლიდან. კარგი ჭკუის სასწავლებელი გამოდგა ეს არეულობა. - ეცინება მას და ვარდისფერი წელის ჩანთის შეფუთვას იწყებს.
გამოსული ფეისბუქზე თორნიკეს ჩათს ვხსნი და ვწერ.
„ - ჩანთა და შარფი ჩემთანაა. კიდევ ერთხელ დიდი მალობა, თორნიკე. დამდეგს გილოცავ.“

***
თერთმეტი საათისთვის მაგიდის გაწყობას ვიწყებთ. ნინიკო აღფრთოვანებული დარბის და ყველას წამდაუწუმ გვახსენებს, რომ სადაცაა სანტა მოვა. გიგა აივანზე ფოიერვერკებს ამაგრებს, დედა გოზინაყს ჭრის, მე და თამო კი, ბავშვის გართობას ვცდილობთ. ცოტა ხანში, დიდი ხნის უნახავი დეიდაშვილები სიურპრიზად გვსტუმრობენ და სახლში ხმაურიც იმატებს და საახალწლო განწყობაც. სანამ დედა დისშვილების მოფერებით ტკბება, მანამ მაგიდაზე სამ თეფშს ვამატებ და ვსხდებით კიდეც. ცოტა ღვინის დალევას ვასწრებთ თორმეტ საათამდე. შემდეგ კი, აივანზე გასულები და ყურებზე ხელებაფარებულები ვუყურებთ, როგორ გარბიან ჩვენი მოაჯირებიდან ფერადი ნაპერწკლები და ცაზე ბედნიერებისგან აქეთ-იქით იფანტებიან. ნინიკო შიშისგან და სიხარულისგან ერთდროულად კივის და ხტუნავს. პლედშემოხვეულები, კიდევ დიდხანს ვუყურებთ აბჭყვრიალებულ ახმაურებ ცას, რომელზეც ყველამ ერთად მოინდომა ვარსკვლავური მტვერის გაფანტვა და მისი გაფერადება. ვუყურებთ და ჩვენს სახეებს ღიმილი არ შორდება. ამ ღიმილმა უნდა შექმნას საახალწლო განწყობა, ამ აჩქარებულმა გულმა და სიხარულისგან ახტუნავებულმა პატარა არსებამ, რომელსაც ჯერ ისევ სჯერა, რომ სანამ ჩვენ გარეთ ვართ, შიგნით, ნაძვის ხესთან ახლო-მახლოს სანტა დაიარება.
შემდეგ კი, საჩუქრების გახსნის დროც დგება. ვინ უყურებს, პრინცესას კაბას? წელის ჩანთის დანახვისას, ნინიკო სიხარულისგან ყირაზე გადადის. ხტუნვისგან და სიცილისგან იღლება, მაგრამ არ ჩერდება. ჰგონია, რომ ბედნიერების გამოხატვა ჯერ კიდევ არაა საკმარისი. ჩანთას წელზე იბამს და სარკესთან სასაცილოდ ტრიალებს. მის შემხედვარეს, გული გამალებით მიცემს და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ წამს ვფიქრობ, რომ თოვლი უბრალოდ ფუფუნებაა. საახალწლო განწყობა კი ამ ოთახში საკმარისზე მეტია. თოვლი ალბათ ფრთებს შემასხამდა, მაგრამ ეს ხომ წიგნი ან მართლაც ფილმი არაა. ამ საახალწლოდ, ვფიქრობ, ისიც საკმარისია, რასაც თორნიკე აკეთებს. ამასობაში კი, მისი შეტყობინებაც მომდის.
„ - მეც გილოცავ, ელენე. მომავალში იმ უამრავ შემთხვევას გისურვებ, რომლებსაც აუცილებლად განსაკუთრებულს დაარქმევ.“


6 იანვარი
***
მეკვლეობა, ბედობა. მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. ცოტა ალკოჰოლი, ბევრი მუსიკა და ცეკვა. მოელვარე ფერადი წვიმები, ციმციმა განათებები და ფოიერვერკები. ამ ყველაფერს დრო ისე სწრაფად გაჰყავს, თავიდან ვერც კი ვიაზრებ. ვამბობ - ჯერ ძალიან ადრე, ჯერ კიდევ მაქვს დრო. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ კი, შვიდამდე აუცილებლად ითოვებს. გრინჩი ვერ გაბედავს ჩემი განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრის მოპარვას. შვიდში დილიდანვე დავიწყებ თორნიკესთან შეხვედრისთვის მზადებას. გადათეთრებული ქუჩების გავლით მივალ ჩვენი შეხვედრის ადგილას და იმას ვიტყვი, რისი მოსმენაც მას უნდა.
მაგრამ დღეები ისე უცბად ცვლიან ერთმანეთს, რომ ახლა, როცა საწოლში მოკალათებული, კალენდარზე ექვს რიცხვს ვამჩნევ, გული მეწურება. მერე ისევ ვდგები, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი ცას ავყურებ და მისი მოქუშულობის მეტს ვერაფერს ვხედავ. ერთი ღამე. მხოლოდ ეს ერთი ღამეა ჩემი შანსი და მორჩება. აქამდე რომ იმედიანად ვიყავი განწყობილი, ახლა უიღბლობასაც ვგრძნობ და თამუნას სიტყვები მახსენდება. „ - ზედმეტად სჯერა, რომ თბილისში გათოვდება, თუ რამე სხვა გეგმა აქვს?“
გეგმა? მაშინ, ჩვენს განსაკუთრებულ შეხვედრებს, შობის სასწაულს არ მიაწერდა. ეს უბრალოდ შემდეგი შეხვედრა იქნებოდა, ყოველგვარი თოვლის მოლოდინისა და საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაკეთების გარეშე. ვაღიარებ, როცა ნინიკოს ჩანთას ველოდი, მაშინაც გამახსენდა გეგმის ამბავი და ვიფიქრე კიდეც, თუ თამოს ვარიანტს დავუშვებდი, თორნიკე ალბათ ჩემს შარფს დაიტოვებდა, რომ შეხვედრის მიზეზი ჰქონოდა. მაგრამ შარფი ჩემთანაა და ახლა მხოლოდ ამ ღამის იმედზე ვარ.

7 იანვარი
***
ჯერ ერთ თალს ვახელ, მაგრამ ფანჯრიდან მხოლოდ გამურული თეთრი ცა ჩანს. ადგომა არ მინდა. არ მინდა გზა და შენობები უსიცოცხლო ნაცრისფრად დავინახო. დღევანდელი დღის წარსულისთვის ჩაბარება არ მინდა. მობილურს ვიღებ. ამინდის პროგნოზში ნული გრადუსია, მაგრამ თოვლის აღმნიშვნელ ფიფქებს ვერ ვხედავ. დილის ათი საათი ხდება და სამზარეულოდანაც მესმის ხმაური. ვიცი, რომ არ უთოვია. სხვა შემთხვევაში, თამო ვერ მოითმენდა და გამაღვიძებდა.
ვდგები და აწურული ვუახლოვდები ფანჯარას. რა თქმა უნდა, გარეთ არაფერი შეცვლილა. საწოლში ვბრუნდები და საბანს თავზე ვიფარებ. რა გეგონა, უტვინო? გაკეთილშობილებული გრინჩი სულს შეუბერავდა და ბაკურიანიდან თოვლს გადმოგიფრქვევდა?
ნეტა თორნიკე რას ფიქრობს? მისთვის მიწერას არც ვაპირებდი, მაგრამ თვითონაც არ გამოჩენილა. თუმცა, რა რთული მისახვედრი ესაა. რომ არა ნანიკოს ჩანთა, ჩვენ ისედაც არ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ორი კვირა მხოლოდ თოვლის მოლოდინში გაივლიდა. მაგრამ, არც ეს ორი კვირა ყოფილა დიდად განსხვავებული. მჯეროდა კიდეც, რომ გათოვდებოდა, თუმცა სულ ტყუილად. ესეც შენი შობის განსაკუთრებული შეხვედრა, ელენე. ახლა ადექი, პირი დაიბანე და მოეხვიე შენს საყვარელ რეალობას.

***
სამზარეულოში უხალისოდ გავდივარ და ყველა მატყობს. საბედნიეროდ არ მაცივდებიან, თუ არ ჩავთვლით თამოს დაჟინებულ მზერას, რომ ცოტა ხანი ვაცადო და მარტოს მომიმწყვდევს სალაპარაკოდ. სანამ ვსაუზმობთ, საინფორმაციოდან ამინდის პროგნოზის ხმა მესმის. თბილისში თოვლი ზეგაა მოსალოდნელი. ჩემებს უხარიათ, გვეღირსებაო. დედას კარალიოკის ჩირი გაუშრა და რაღა ენაღვლება?! უკმაყოფილოს მეცინება. ძალიან მაგარი ამბავია. ნინიკო უკვე გეგმებს აწყობს მამამისთან ერთად, რომ ეზოში ყველაზე დიდ თოვლის კაცს გააკეთებენ და სურათებსაც გადაიღებენ. ცოტა ხანში ჩემთვისაც იცლის თამო და თითქმის მაძალებს, რომ შეხვედრაზე მაინც წავიდე. ვიცი, რომ აზრი არ აქვს და ვეუბნები, რომ ტყუილად ნუ მაძლევს იმედს.
- ორი კვირაც მეყოფა, სულელივით რომ შევყურებდი ცას. - გოზინაყს ვიგდებ პირში და უკმაყოფილოდ ვილოკავ თითებს.
- დამიჯერე, შენი რა მიდის? წადი, თითქოს საყიდლებზე ხარ. უბრალოდ მიდი შვიდ საათზე და იმაში მაინც დაწმუნდები, რომ არ მოვა.
- არ მოვა.
- დარწმუნებული ხარ?
- თავისი პირობა იყო, თამო. რატომ უნდა მოვიდეს?
- ხოდა, ამ კითხვამ რომ შემდეგ არ შეგაწუხოს, წადი. მერე შეიძლება ინანო. თქვა, რომ ნეტავ წავსულიყავი და მენახა, რომ მართალი ვიყავიო. - შუბლს მიკრავს ის. ვოხრავ და ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ფიქრისგან თავი ლამის გამისკდეს. - პირველივე დღიდან გული კარგს მიგრძნობს. ბიჭი შენია და შენ რატომ არ გიგრძნობს?
- ჩემი არავინ არაა. - მეცინება.
- და თუ არ წახვალ, იქნებ მართლაც არ იყოს და ძალიან სულელიც იქნები. - ამბობს ის და ნინიკოსთვის თმის დავარცხნას აგრძელებს. მე კი - ფილმის ყურებას. დრო გადის. წამდაუწუმ საათისკენ გამირბის თვალი და რაც უფრო მიიწევენ ისრები შვიდი საათისკენ, ჩემი გულიც უფრო უმატებს ძგერას. ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს და იქ მისული, დამატებით იმედგაცრუებას ვერ გადავიტან. ჩვენი შეხვედრის ადგილას მარტო ჯდომა, გამოუსწორებელ პესიმისტად მაქცევს.
ექვსი საათი ხდება, რომ ვგრძნობ, ჰაერი აღარ მყოფნის. განსაკუთრებით მაშინ მიჭირს სუნთქვა, თამუნას შუბლშეკრულ მზერას რომ ვხედავ. მოუსვენრობა ერთიანად მიპყრობს და დარჩენილი ერთი საათი განგაშის ზარს ემსგავსება.
- კარგი! - ვამბობ გულამოვარდნილი. სწრაფად ვდგები სავარძლიდან და ოთახში გავრბივარ. თამუნა სიცილით მაყოლებს თვალს. უცბად ვიცვამ და ვწესრიგდები. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და ვეუბნები, რომ სწორად ვიქცევი. ჯობია კითხვის ნიშნები არ დაგრჩეს, ელენე. არაუშავს, თუ არ მოვა. დარწმუნებული მაინც იქნები ამაში.

***
საცობები.
მოუსვენრობისგან ერთ ადგილზე ძლივს ვჩერდები. ტრანსპორტი კი მიიზლაზნება. ჩემი ბრალია. ჯიუტად ფეხები რომ არ გამეჭიმა და ადრე მოვსულიყავი გონს, ახლა ასეთი შეწუხებული არ ვიქნებოდი. მანქანების სიგნალს უარესად გამოვყავარ წყობიდან, მაგრამ რას ვიზამ? საათს ვერ ვაშორებ თვალს, თითქოს ასე დროს შევაყოვნებდე და რამეს შევცვლიდე.
ზუსტად შვიდი საათია, სამარშრუტო ტაქსიდან რომ ჩამოვდივარ და თითქმის სირბილით მივუყვები გზას მოლის კარისკენ. შესვლამდე ერთხელ ვავლებ თვალს მოქუფრულ ცას და მზერით ვსჯი, ასე რომ გამიცრუა იმედები.
გაყინულ სახეზე სასიამოვნოდ მედება სითბო. სუნთქვის მწყობრში ჩაყნებას ვცდილობ და ესკალატორზე ვდგები. სივიწროვის გამო, ვერ ვუსწრებ წინ მდგომს და მოუთმენლობისგან სწრაფად ვავლებ თვალს, ლამაზად მორთულ მაღაზიებს და ფოიეებს.
უკვე რვის ხუთი წუთია კაფეს რომ ვუახლოვდები და ნაბიჯსაც ვანელებ. აღარ ვჩქარობ, რადგან ჩვენი მაგიდა ცარიელია. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ნელა ვუშვებ ფილტვებიდან. იქაურობას ყურადღებით ვათვალიერებ და როცა ვხვდები, რომ ნაცნობი არავინაა, მაგიდასთან ვჯდები.
არაუშავს, არაუშავს, არაუშავს.
აქ ამისთვის მოვედი, რომ დავრწმუნებულიყავი მართალი იყო თამუნა, თუ არა. იმისთვის მოვედი, რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე და ბოლომდე გამეგო - შობის სასწაულები მხოლოდ ზღაპრებშია. ქურთუკს ვიხდი. სანამ აქ ვარ, იქნებ ყავა მაინც დამელია.
- დამშვიდობებას აპირებ? - ვებუტბუტები საკუთარ თავს. შემდეგ მობილურს ვიღებ და თორნიკესთან ჩათს ვხსნი.
„ - შვიდში შევხვდებით.“ - ისე ჟღერდა მისი ნათქვამი, თითქოს ეჭვიც არ უნდა შეგპარვოდა და ერთი კვირა ასეც ვიყავი. მჯეროდა, რომ მოთოვდა. მჯეროდა, რომ მოლში დათოვლილი მხრებით შემოვიდოდი. მაგრამ არაუშავს. მაინც ლამაზი იყო ეს ორი კვირა. არაუშავს, რადგან თორნიკეს გახსენებისას მაინც მეღიმება. ეს კი მთავარია. ხო, ალბათ ესაა მთავარი - ლამაზი მოგონება და სახალისო თავგადასავალი.
ჩანთას ვიღებ ბარათის მოსაძებნად. ახლა ყავას დავლევ და მშვიდად დავბრუნდები სახლში. მშვიდადვე მოვახსენებ ჩემს ტკბილ რძალს, რომ ხანდახან მისი ალღოც ცდება და ჩვეული რუტინით გავაგრძელებ ცხოვრებას.
- შაქარი ერთი კოვზი, ხო? - მესმის მოულოდნელად გვერდიდან ნაცნობი ხმა და ვხედავ, როგორ დგამს თორნიკე ჩემს წინ ყავის ფინჯანს. მეორეს - მეორე მხარეს. შემდეგ ქურთუკს იხდის და ჯდება. გაოგნება მალე მივლის და ალბათ მისი დანახვისას გამოწვეული ემოციები სახეზე მაწერია. სვიტერის სახელოებს ოდნავ ზემოთ იწევს, ხელებს მაგიდაზე აწყობს და მიღიმის.
- არ უთოვია. - ვეუბნები დაბნეული. მიხარია აქ რომაა. რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ მაინც დაბნეული ვარ.
- მაგრამ შენ ხომ მაინც მოხვედი? - თვალს მავლებს. მგონი თვითონაც გაკვირვებულია ჩემი აქ დანახვით.
- შენც. მაგრამ არ უთოვია.
- კარგი, არ უთოვია, მაგრამ დღეს შობაა და მიუხედავად იმისა, რომ ამინდმა გვიმტყუნა, ორივე მაინც აქ ვართ.
- არ უნდა ვიყოთ. - ღიმილს ვერ ვიკავებ.
- და აქ ვართ.
- სიგიჟეა.
- მახსოვს, პირველადაც ეს თქვი. - ნიშნისმოგებით მეუბნება.
- შენც თქვი, რომ თოვლი მოვიდოდა.
- მაბრალებ. - ხელოვნურად გაოცებული, ოდნავ ჩემკენ იხრება. - მე ვთქვი, რომ შვიდ იანვარს შევხვდებოდით, თუ შენ რაღაცებს დაიჯერები.
- კარგი, შეიძლება ასე იყო. - წარბებს ვწევ.
- ასე იყო. - მეუბნება და თითებს ათამაშებს მაგიდაზე. მონუსხული ვუყურებ მათ. - ელენე, - ამბობს თორნიკე და მზერა მის ღიმილზე გადამაქვს. - არ თვლი, რომ ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა? - ნათელი მწვანე თვალებით მაცქერდება. გული ამოვარდნას მაქვს. ისე განსხვავებულად უყურებს ყველაფერს, ისეთ ახსნას უძებნის ჩვენს შეხვედრას, რომელიც წესით არ უნდა შემდგარიყო, რომ სიხარულისგან შიგნით ფოიერვერკების წვიმას ვგრძნობ.
- ალბათ ასეა... ხო, ნამდვილად ასეა.
- და? - მიყურებს მოლოდინით. მეცინება.
- ხდება შობას განსაკუთრებული ამბები.
- როგორი კარგი მოსასმენია სასიამოვნო ცვლილებები. - იცინის თორნიკე, თავის ყავის ფინჯანს იღებს და სვამს. ლოყები მეწვება და იმედი მაქვს, რომ გარეგნულად არ მემჩნევა.
- მაინც ძნელი დასაჯერებელია. - თავს ვაქნევ და ცხელ ფინჯანს ვხვევ თითებს.
- რეალისტებს უჭირთ უცნაურობებთან შეგუება.
- მაგრამ, ლამაზ უცნაურობებს ადვილად ეგუებიან. - ვეუბნები და ერთმანეთს ვუღიმით.
ჩვენი საუბარი მანამ გრძელდება, სანამ ფინჯანში ყავა გვაქვს. ჩვენს ორ კვირაზე ვლაპარაკობთ, მის კორპორატიულ ახალ წელზე, ჩემს ახალ წელსა და ჩვენს შემთხვევითობებზე. ღელვისგან თითები აღარ მითრთის. აღარც გული მიცემს იმდენად, რომ მაწუხებდეს. მშვიდად ვყვები საუბარში, ერთმანეთს ვუსმენთ და შობისგან გამოძერწილ ჩვენს ამბებს განვიხილავთ. ამასობაში, თამუნაც მწერს და მოკლედ ვპასუხობ, რომ არ ცდებოდა. დარწმუნებული ვარ, სახლში სიხარულისგან ნინიკოს ემსგავსება. შემდეგ თორნიკე თავისუფლებაზე გასეირნებას მთავაზობს და მეც სიამოვნებით ვთანხმდები. ვიცვამთ და ნელა მივუყვებით გზას გასასვლელისკენ. უზარმაზარი მინის კედლებს მიღმა კი, უჩვეულოდ მჭრის თვალს რაღაც. ვერ ვიჯერებ! შეუძლებელია!
- ამას შენც ხედავ? - ვეკითხები თორნიკეს გაოგნებული და გაუცნობიერებლად მკლავზე ვკიდებ თითებს. გარეთ თოვს. ბიჭი ჩემს ხელს იჭერს და გარეთ გავდივართ. ბარდნის. დიდი, მსხვილი, ფაფუკი ფანტლებით გვათოვს. მოულოდნელობისგან და ბედნიერებისგან გული ამოვარდნას მაქვს და თვალები მიწყლიანდება. ცოტაც და ალბათ ემოციები ამატირებს.
- ჯერ კიდევ შობაა. - მეუბნება თორნიკე. ერთმანეთს ვუყურებთ და გულიანად გვეცინება.



პ.ს. ჩემო ვანილებო <3 ესეც დაპირებული საშობაო პატარა და საყვარელი ისტორია ^^ იმედი მაქვს, გაგაღიმებთ და საახალწლო განწყობას შეგიქმნით <3
გილოცავთ შობა-ახალწელს და ბევრ, ფერად განსაკუთრებულ ამბებს გისურვებთ <333
მიყვარხართ ძალიან <333



№1  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან მომეწონა, საშინლად თბილი ისტორია იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც ახალ წელს შეეფერება. მინდა ნაადრევად მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, შვიდი იანვრის შობა, ჯანმრთელობა ბედნიერება და სიყვარული არ მოგკლებოდეთ, ამ ისტორიამ ვფიქრობ დააგვირგვინა ეს წელი თქვენი ნაყოფიერი შემოქმედების მხრივ, მიხარია ძალიან, რომ დაიწყეთ და ბოლომდე მიჰყევით წერას. სტიმულს აძლევთ იმ თინეიჯერებს ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს 4Love-ზე. თქვენი უშუალობა და სითბო, რომელსაც მკითხველის მიმართ იჩენთ ძალიან მახარებს. წარმატებებს გისურვებთ, საკუთარ თავს კი ვუსურვებ მეტი და მეტი თქვენი ისტორია წამეკითხოს 2021-ში.

 


№2  offline მოდერი Nuki-rocks

სი გი ჟე!
ძალიან საყვარელი ისტორიაა, სასიამოვნო,თბილი და ტკბილი.ელენეს ჩათვლით მეც ველოდი თოვლს და ყოველ ჯერზე იმედი მიცრუვდებოდა,მაგრამ გულს მიჩქარებდა ყოველი იმედის სულ ერთი ციდა ნაპერწკალიც კი.
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის და გილოცავ დამდეგს.საუკეთესო წელს გისურვებ❤.

 


№3  offline წევრი Taattu

საინტერესო და ძალიან თბილი ისტორიაა
ისეთი ახალ წელს რომ უხდება და განწყობას გიქმნის
გამაღიმა გამახარა და გამაცინა heart_eyes relaxed
ახალი წელი მართლაც ჯადოსნურია relaxed
მადლობა ამ საყვარელი პატარა და ღნღულა ისტორიისთვიის
დამდეგს გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ
მოუთმენლად დაველოდები შენს შემდეგ შემოქმედებას

მეც სულ ველოდები თოვლს და მჯერა რომ აუცილებლად მოვა წელს

 


№4  offline წევრი შამხათი

რა სისაყვარლე და სიღუნღულე იყო, მარიამ, გავთბი, ჩავტკბი და რეალურად მომინდა, ასეთი ისტორიის გმირობა:)
შენზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, მგონი, ამ წლების მანძილზე ყველაფერი ნათქვამი მაქვს, მაგრამ მაინც..შენ ხარ ის ავტორი, რომლის კითხვაც არასოდეს მომწყინდება და მილიონჯერ შეიძლება დავუბრუნდე შენს ისტორიებს.
გილოცავ დამდეგს, ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებ.

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

პოზიტივი. სითბონდა სიყვარული. შობის ჯადოსნურობა და სიდიადე. ყველა ეს ბედნიერება გამახსენა ამ ისტორიამ. მადლობა მარიამ. ბედნიერი შობა ახალი წელი გქონოდესსს. საოცარი ვინმე ხარრ

 


№6 სტუმარი სტუმარი Khatuna

პატარა ისტორიაა, მაგრამ ძალიან თბილი.იუმორის ფონზე სიყვარული, სხვადასხვა ემოცია. ძალიან მომეწონა. შობას ხომ სასწაულები ხდება! ელენე, თორნიკე და თოვლი, რათქმაუნდა ვარდისფერ ჩანთიანი პატარა ალქაჯი. მაგარია!

 


№7  offline წევრი მარტა პერესი

ვიცოდი, რომ აუცილებლად მოთოვდაააა♡☆ ვიცოდიიი...
იმხელა პოზიტივი იყო,იიიმხელა სიყვარული იყო,იმხელა სიტკბოება იყოო..♡
აუცილებლად მოვუბრუნდები ამას ახალ-წელს..შობასაც..აუ ძველით ახალწელსაც♡
მიყვარს!♡ეს ისტორია,მიყვარს!♡♡☆

წინასწარ დამდეგს გილოცავ!ფერადი ფერები და მზის სხივები დაგბედებოდეს♡სიყვარული და ბედნიერება ყოფილიყოს შენი მეგზური 2021-ში♡☆

შობას სასწაულები ხდებაა!♡♡♡

 


№8  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ძალიან პოზიტიური, თბილი და ჯადოსნური ისტორია ❤❤❤

 


№9 სტუმარი მე

აი უსაყვარლესი იყო, მართლა! ასეთი განსაკუთრებული დამთხვევა ყველას უნდა შეხვდეს :დდ აი ძალიან ჯადოსნური იყო <33 განწყობა ამინაღლდა უფრო და მომეცა იმის იმედი, რომ ბედნიერება ყველას ერგება წილად. მიყვარხარ შენ და შენი ყველა ისტორია სათითაოდ <333

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

მართლაც ჯადოსნური ისტორია რომელიც ახალი წლის ჯადოსნობებს დაგაჯერებს.ბედნიერი ახალ წელს გისურვებ შენც და მსგავს თბილ ამბებს

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

Crazy dreamer
ძალიან მომეწონა, საშინლად თბილი ისტორია იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც ახალ წელს შეეფერება. მინდა ნაადრევად მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, შვიდი იანვრის შობა, ჯანმრთელობა ბედნიერება და სიყვარული არ მოგკლებოდეთ, ამ ისტორიამ ვფიქრობ დააგვირგვინა ეს წელი თქვენი ნაყოფიერი შემოქმედების მხრივ, მიხარია ძალიან, რომ დაიწყეთ და ბოლომდე მიჰყევით წერას. სტიმულს აძლევთ იმ თინეიჯერებს ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს 4Love-ზე. თქვენი უშუალობა და სითბო, რომელსაც მკითხველის მიმართ იჩენთ ძალიან მახარებს. წარმატებებს გისურვებთ, საკუთარ თავს კი ვუსურვებ მეტი და მეტი თქვენი ისტორია წამეკითხოს 2021-ში.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️ ბედნიერი ვარ თუ მართლა სტიმული ვარ ჩემი მკითხველისთვის. ყვრლა ისე მიყვარხართ, სხვანაირი დამოკიდებულება უბრალოდ ვერც მექნება. მიხარიხართ ძალიან ❤️ მადლობა დიდი და მეც გილოცავ დამდეგს ❤️

Nuki-rocks
სი გი ჟე!
ძალიან საყვარელი ისტორიაა, სასიამოვნო,თბილი და ტკბილი.ელენეს ჩათვლით მეც ველოდი თოვლს და ყოველ ჯერზე იმედი მიცრუვდებოდა,მაგრამ გულს მიჩქარებდა ყოველი იმედის სულ ერთი ციდა ნაპერწკალიც კი.
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის და გილოცავ დამდეგს.საუკეთესო წელს გისურვებ❤.

ძალიან ძალიან მიხარია შენი ემოციები. უღმესი მადლობა ელენეს გულშემატკივრობისთვის. მეც გილოცავ დამდეგს ჩემო კარგოო ❤️

Taattu
საინტერესო და ძალიან თბილი ისტორიაა
ისეთი ახალ წელს რომ უხდება და განწყობას გიქმნის
გამაღიმა გამახარა და გამაცინა heart_eyes relaxed
ახალი წელი მართლაც ჯადოსნურია relaxed
მადლობა ამ საყვარელი პატარა და ღნღულა ისტორიისთვიის
დამდეგს გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ
მოუთმენლად დაველოდები შენს შემდეგ შემოქმედებას

მეც სულ ველოდები თოვლს და მჯერა რომ აუცილებლად მოვა წელს

მადლობა ჩემო კარგოო... იმედია შენთანაც მოვა თოვლი და შენ გაგახარებს ელენეს მსგავსად ^^ ძალიან მიხარია საახალწლო განწყობა თუ მოგიტანა ❤️
ახალი ისტორიას სავარაუდოდ დააგვიანდება, მაგრამ ალბათ წერას მალევე დავიწყებ.
გილოცავ შენც დამდეგს და ყვრლაფერ საუკეთესოს გისურვებ ❤️

შამხათი
რა სისაყვარლე და სიღუნღულე იყო, მარიამ, გავთბი, ჩავტკბი და რეალურად მომინდა, ასეთი ისტორიის გმირობა:)
შენზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, მგონი, ამ წლების მანძილზე ყველაფერი ნათქვამი მაქვს, მაგრამ მაინც..შენ ხარ ის ავტორი, რომლის კითხვაც არასოდეს მომწყინდება და მილიონჯერ შეიძლება დავუბრუნდე შენს ისტორიებს.
გილოცავ დამდეგს, ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებ.

უძვირფასესო... ძალიან მინდა ელენეს მსგავსი ბედნიერი ახალი წლები გქონდეს ❤️ მიხარია ასე რომ მოგეწონა ეს პაწუკა ამბავი. შენც გილოცავ დამდეგს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ❤️

Qeti qimucadze
პოზიტივი. სითბონდა სიყვარული. შობის ჯადოსნურობა და სიდიადე. ყველა ეს ბედნიერება გამახსენა ამ ისტორიამ. მადლობა მარიამ. ბედნიერი შობა ახალი წელი გქონოდესსს. საოცარი ვინმე ხარრ

ქეთო უღრმესი მადლობა. როგორ მიხარია, რომ განწყობის შექმნა შევძელი ❤️ გილოცავ შენც და ძვირფას, ფერად დღეებს გისურვებ ❤️

სტუმარი Khatuna
პატარა ისტორიაა, მაგრამ ძალიან თბილი.იუმორის ფონზე სიყვარული, სხვადასხვა ემოცია. ძალიან მომეწონა. შობას ხომ სასწაულები ხდება! ელენე, თორნიკე და თოვლი, რათქმაუნდა ვარდისფერ ჩანთიანი პატარა ალქაჯი. მაგარია!

ძალიან ძალიან მიხარია. კიი, საახალწლოდ ვფიქრობ ამაზე დიდი ისტორია არც ღირდა. მოკლე და ფერადი გამოვიდა ვფიქრობ. ❤️

მარტა პერესი
ვიცოდი, რომ აუცილებლად მოთოვდაააა♡☆ ვიცოდიიი...
იმხელა პოზიტივი იყო,იიიმხელა სიყვარული იყო,იმხელა სიტკბოება იყოო..♡
აუცილებლად მოვუბრუნდები ამას ახალ-წელს..შობასაც..აუ ძველით ახალწელსაც♡
მიყვარს!♡ეს ისტორია,მიყვარს!♡♡☆

წინასწარ დამდეგს გილოცავ!ფერადი ფერები და მზის სხივები დაგბედებოდეს♡სიყვარული და ბედნიერება ყოფილიყოს შენი მეგზური 2021-ში♡☆

შობას სასწაულები ხდებაა!♡♡♡

ვაიმე ვაიმე როგორი ფერადი შეფასეებაა ❤️❤️ დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო. უზომოდ მიხარია. გილოცავ შენც დამდეგს და ბევრი სურვილის ასრულებას გისურვებ ❤️❤️

ხ_ა_თ_ო
ძალიან პოზიტიური, თბილი და ჯადოსნური ისტორია ❤❤❤

დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤️

მე
აი უსაყვარლესი იყო, მართლა! ასეთი განსაკუთრებული დამთხვევა ყველას უნდა შეხვდეს :დდ აი ძალიან ჯადოსნური იყო <33 განწყობა ამინაღლდა უფრო და მომეცა იმის იმედი, რომ ბედნიერება ყველას ერგება წილად. მიყვარხარ შენ და შენი ყველა ისტორია სათითაოდ <333

აი როგორ მიხარია განწობა რომ შეგიქმნა ^^ დაე 2021ში ყველას შეგვხვედროდეს განსაკუთრებული შემთხვევები :დდდ მიყვარხარ მეც ჩემო კარგოო ❤️

სტუმარი თამო
მართლაც ჯადოსნური ისტორია რომელიც ახალი წლის ჯადოსნობებს დაგაჯერებს.ბედნიერი ახალ წელს გისურვებ შენც და მსგავს თბილ ამბებს

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ❤️❤️
მეც გილოცავ ❤️

 


№12  offline წევრი ნანა73

ჩემო ტკბილო! kissing_closed_eyes
როგორ გამახარეეე!!!
ამ წამს, აი ზუსტად ამ რამოდენიმე წამის განმავლობაში ვგრძნობდი მთელი ბავშვობის უბედნიერესი დღესასწაულის დადგომის მოლოდინს.
თოვლის მოსვლით გამოწვეული აღტაცების და ბედნიერების შეგრძნებით გამოწვეულ მდგომარეობას.
ჩვენ, თბილისში მართლა თოვლის ნატრულები გავხდით ზამთარში, მაგრამ მახსოვს ხუთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს გათოვდა... ზუსტად თორმეტი საათისთვის თოვლი წამოვიდა.
დიდი, ფუმფულა ფანტელები ცვიოდა ციდან და თითქოს წასწაული იყო ამის დანახვა.
ჩემთვის იმ მომენტში განსაკუთრებული ემოცია მოიტანა...
(არ დამავიწყდება ის დღე, მაშინ დედა მყავდა და ერთად ვიყავით...)
არ დაუფარავს არემარე , მაგრამ სასწაული იყო ნამდვილად!

ახალი წელი მოდის, ყველა დანარჩენისგან განსხვავებული- მოლოდინით, მომზადებით, ნატვრით და სურვილებით.
არა-მარტო ჩემთვის, ყველასთვის ალბათ.
არ ჰგავს ყველა დანარჩენს აქამდე დამდგარს...
მე ველოდი საახალწლო საჩუქარს შენგან, ისევე როგორც ველოდები ერთი ორი მარგალიტისგან საიტიდან.
პირველი შენ აღმოჩნდი და როგორ გამაბედნიერე ამ საოცარი ზღაპარით ვერ წარმოიდგენ!
საახალწლო,,უთბილესი ამბავით, შემდეგ ჩემი მოგონებების წამოშლით...
უღრმესი მადლობა ამისთვის!❤️❤️❤️

გილოცავ ძვირფასო დამდეგ შობა-ახალ წალს!
ჯერ არ განცდილი ბედნიერების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს შენთვის!
ვინც გიყვარს ყველა იმ ადამიანისთვის!
უამრავი წარმატებების, ოცნებების შემსრულებელი!
ძალიან მიყვარხარ მარიამ!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუ იცი როგორი ისტორია იყოო?
აი რაღაც გასაოცარი
აი ისეთი მთელი გულით და სულით რომ გამახარე და განწყობა შემიქმენი
აი უბრალოდ შენი თავის რომ უნდა გჯეროდეს და სურვილს გიჩენს რომ ყველაფერი შეიძლება განსაკუთრებულად შეიცვალოს მთავარია გჯეროდეს♥️
და აუ არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ამ ისტორიაში ყველაფერი ისე წავიდა როგორც არ ველოდებოდი ... რომ მეგონა ახლა ასე მოხდებოდა თქო პირიქით სხვანაირად მოხდა მაგრამ მთავარია ბოლომდე მჯეროდა რომ შეხვდებოდნენ♥️
არ ვიცი რა უნდა გითხრა და რითი გადმოგცე ჩემი ემოციები რაც ამ ისტორიამ გამოიწვია პატარა იყო მაგრამ დიდი ამბით და დიდი გაგრძელებით რამაც ჩვენს გულში დარჩება♥️
აი როგორი განსაკუთრებული ადამიანუც ხარ ისეთ განსაკუთრებულ პერსონაჟებს ქმნი და მთელ გულს დებ♥️
მიხარია რომ ასეთი მაგარი მწერალი ყავს საიტს♥️
წარმატებები და გელოდები♥️

 


ღიმილი არ მომშორებია სახიდან ისე წავიკითხე <3 უსაყვარლესი ისტორია იყო <3

 


№15  offline წევრი ნინილენდი

იცი რა კარგია იყო?იმდენად საახალწლო და იმდენად ჯადოსნური და თან ძალიან საოჯახო,გოზინაყის სურნელიც კი ვიგრძენი :))

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნანა73
ჩემო ტკბილო! kissing_closed_eyes
როგორ გამახარეეე!!!
ამ წამს, აი ზუსტად ამ რამოდენიმე წამის განმავლობაში ვგრძნობდი მთელი ბავშვობის უბედნიერესი დღესასწაულის დადგომის მოლოდინს.
თოვლის მოსვლით გამოწვეული აღტაცების და ბედნიერების შეგრძნებით გამოწვეულ მდგომარეობას.
ჩვენ, თბილისში მართლა თოვლის ნატრულები გავხდით ზამთარში, მაგრამ მახსოვს ხუთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს გათოვდა... ზუსტად თორმეტი საათისთვის თოვლი წამოვიდა.
დიდი, ფუმფულა ფანტელები ცვიოდა ციდან და თითქოს წასწაული იყო ამის დანახვა.
ჩემთვის იმ მომენტში განსაკუთრებული ემოცია მოიტანა...
(არ დამავიწყდება ის დღე, მაშინ დედა მყავდა და ერთად ვიყავით...)
არ დაუფარავს არემარე , მაგრამ სასწაული იყო ნამდვილად!

ახალი წელი მოდის, ყველა დანარჩენისგან განსხვავებული- მოლოდინით, მომზადებით, ნატვრით და სურვილებით.
არა-მარტო ჩემთვის, ყველასთვის ალბათ.
არ ჰგავს ყველა დანარჩენს აქამდე დამდგარს...
მე ველოდი საახალწლო საჩუქარს შენგან, ისევე როგორც ველოდები ერთი ორი მარგალიტისგან საიტიდან.
პირველი შენ აღმოჩნდი და როგორ გამაბედნიერე ამ საოცარი ზღაპარით ვერ წარმოიდგენ!
საახალწლო,,უთბილესი ამბავით, შემდეგ ჩემი მოგონებების წამოშლით...
უღრმესი მადლობა ამისთვის!❤️❤️❤️

გილოცავ ძვირფასო დამდეგ შობა-ახალ წალს!
ჯერ არ განცდილი ბედნიერების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს შენთვის!
ვინც გიყვარს ყველა იმ ადამიანისთვის!
უამრავი წარმატებების, ოცნებების შემსრულებელი!
ძალიან მიყვარხარ მარიამ!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან ძალიან მიხარია შენი გახარება რომ შევძელი. მიხარია ტკბილი მოგონებები რომ აგიშალე. არც ჩემს ქალაქში გვანებივრებს თოვლი უკვე რამდენიმე წელია, თორემ ბავშვობაში აქაც თოვდა მუხლებამდე. აი სადღაც სამი წლის უკან ჩვენთანაც მოხდა ასე, ზუსტად მაშინ, ფოიერვერკების გასასროლად რომ გავედით თოვა დაიწყო. მართლა სასწაული იყო და მესმის შენი ემოციების ❤️
უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის ჩემო ძვირფასო და მეც ძალიან ძალიან ბედნიერ მომდევნო წლებს გისურვებ ❤️

ტკბილიწიწაკა
აუ იცი როგორი ისტორია იყოო?
აი რაღაც გასაოცარი
აი ისეთი მთელი გულით და სულით რომ გამახარე და განწყობა შემიქმენი
აი უბრალოდ შენი თავის რომ უნდა გჯეროდეს და სურვილს გიჩენს რომ ყველაფერი შეიძლება განსაკუთრებულად შეიცვალოს მთავარია გჯეროდეს♥️
და აუ არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ამ ისტორიაში ყველაფერი ისე წავიდა როგორც არ ველოდებოდი ... რომ მეგონა ახლა ასე მოხდებოდა თქო პირიქით სხვანაირად მოხდა მაგრამ მთავარია ბოლომდე მჯეროდა რომ შეხვდებოდნენ♥️
არ ვიცი რა უნდა გითხრა და რითი გადმოგცე ჩემი ემოციები რაც ამ ისტორიამ გამოიწვია პატარა იყო მაგრამ დიდი ამბით და დიდი გაგრძელებით რამაც ჩვენს გულში დარჩება♥️
აი როგორი განსაკუთრებული ადამიანუც ხარ ისეთ განსაკუთრებულ პერსონაჟებს ქმნი და მთელ გულს დებ♥️
მიხარია რომ ასეთი მაგარი მწერალი ყავს საიტს♥️
წარმატებები და გელოდები♥️

ვაიმე ვაიმე როგორ მაბედნიერებს შენი სიტყვები ვერ წარმოიდგენ ^^ მიხარია, რომ სიუჟეტებით სიურპრიზები გამომივიდა და რა თქმა უნდა, ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ახალი წელია, შობაა და სხვაგვარად ვერ იქნებოდა. ^^
უღრმესი მადლობა... ვიკრიჭები სიხარულისგან ❤️

ნინილენდი
იცი რა კარგია იყო?იმდენად საახალწლო და იმდენად ჯადოსნური და თან ძალიან საოჯახო,გოზინაყის სურნელიც კი ვიგრძენი :))

მიხარია ძალიან შენი ღიმილი ^^ უღრმესი მადლობა ^^

ნინილენდი
იცი რა კარგია იყო?იმდენად საახალწლო და იმდენად ჯადოსნური და თან ძალიან საოჯახო,გოზინაყის სურნელიც კი ვიგრძენი :))

ძალიან ძალიან მიხარია ^^ დიდი მადლობა ❤️

 


№17 სტუმარი Life is beautiful

მაროოო.. როგორ გამახარე შენნხარ ახლა ჩემუ შობის სასწაული,♥️დდდ
ეს როგორც ყოვრლთვის უპირობოდ გადასარევი იყოოო♥️... მომნატრებიხარ ამ მცირე დროში და გთხოვ გაგვანებივრე ცოტა და გაგვიდე შენი სიგიჟეები♥️



აბა გილოცავ დამდეგ 2021 მრავალს დაესწარი ♥️მიყვარხარ... "თავისუფალო ჩიტო" :))))

 


№18  offline წევრი ფუმფულა❤️

ვაუმე ეს რა მოცუცქნული სიტკბოობა იყო❤️ შენზედა შენისტორიებზე ვგიჟდები აი ყველაზე განსაკუთრებული მიხტიაქვთ❤️
პ.ს მეროდამემართოს ესეთირაღაც რატოარშრილება?????

 


№19  offline წევრი TamoTi

ძალიან მარგი იყოო♥️ისე გამეხარდა რომ წავიდა შესახვედრად♥️♥️

 


№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

Life is beautiful
მაროოო.. როგორ გამახარე შენნხარ ახლა ჩემუ შობის სასწაული,♥️დდდ
ეს როგორც ყოვრლთვის უპირობოდ გადასარევი იყოოო♥️... მომნატრებიხარ ამ მცირე დროში და გთხოვ გაგვანებივრე ცოტა და გაგვიდე შენი სიგიჟეები♥️



აბა გილოცავ დამდეგ 2021 მრავალს დაესწარი ♥️მიყვარხარ... "თავისუფალო ჩიტო" :))))

სიგიჟეები შენ მომდევნო ისტორიაში ნახე :დდ როდის იქნება, კაცმა არ იცის, მაგრამ... :დდდ ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ჩემო გოგო ❤️ მეც გილოცავ და ლამაზ წელს გისურვებ ❤️

ფუმფულა❤️
ვაუმე ეს რა მოცუცქნული სიტკბოობა იყო❤️ შენზედა შენისტორიებზე ვგიჟდები აი ყველაზე განსაკუთრებული მიხტიაქვთ❤️
პ.ს მეროდამემართოს ესეთირაღაც რატოარშრილება?????

ძალიან ძალიან მიხარია, რომ საახალწლო მუხტი მოგიტანა ჩემო კარგო ❤️
ეჰ, ესეთი თავგადასავალი ყველას მოგვიხდებოდა :დ ^^

Tamuna Gogaladze
ძალიან მარგი იყოო♥️ისე გამეხარდა რომ წავიდა შესახვედრად♥️♥️

სხვანაირად არც იქებოდა ^^
მადლობა ჩემო კარგო ❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვიწყებ შობა-ახალი წლის ისტორიების ძიებასა და კითხვას და პირველი შენი მოთხრობა შემხვდა, მარიამ.
ასეთი ლამაზი ამბები მართლაც ხდება და არაერთი მსმენია. მითუმეტეს, თუ შობის ღამეც თან ერთვის, კიდევ უკეთესი.
ბედნიერი შობა-ახალი წელი შენ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№22 სტუმარი სტუმარი ნათია

გული გამითბა❤

 


№23  offline ახალბედა მწერალი lullaby

ქეთი იმერლიშვილი
ვიწყებ შობა-ახალი წლის ისტორიების ძიებასა და კითხვას და პირველი შენი მოთხრობა შემხვდა, მარიამ.
ასეთი ლამაზი ამბები მართლაც ხდება და არაერთი მსმენია. მითუმეტეს, თუ შობის ღამეც თან ერთვის, კიდევ უკეთესი.
ბედნიერი შობა-ახალი წელი შენ! ❤️

ქეთი, როგორ მიხარია შენი აქ დანახვა <3
მადლობა, რომ დრო დამითმე და ძალიან მიხარია, თუ მსგავსი ამბები მოსმენილი გაქვს ^^ ცოტაოდენი ჯადოსნურობა, თუნდაც სხვების, ადამიანებს აბედნიერებთ ^^
მადლობა, და მეც გილოცავ დამდეგს <33

სტუმარი ნათია
გული გამითბა❤

ძალიან მიხარია ჩემო კარგო <3

 


№24  offline მოდერი 13.

ვუყურებ, ვუყურებ და ამდენი ხანი ველოდები გაგრძელებას და თურმე მთელი ყოფილა...

ძალიან თბილი და მსუყე ისტორიაა. მართლაც რომ საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. მადლობა შენ!
ბედნიერ დამდეგს გილოცავ!

P.S. ისტორიას ვინც ნაწილებად დებს, ისიც კი "სრულადო" აწერს
joy
--------------------
ნინი.

 


№25  offline წევრი ენნე

აიიიი როგორც იქნა უნდა დავიწყო “ჩემი თხოვნის” კითხვა, ვიცი რომ საოცრად ტკბილი წუთები მელის წინ❤️❤️❤️
მარიამ შენ ხარ უსაყვარლესი და უტკბილესი გოგო, შენი ისტორიებივით❤️❤️❤️
ჩემს აზრს, ამ ისტორიაზე,წაკითხვის მერე გაგიზიარებ❤️❤️

 


№26  offline წევრი ენნე

აუუუუუ, შენ ხარ მწერალი, რომლის ნებისმიერი სიახლის დადება გამაბედნიერებს❤️❤️❤️
გამართული, არაბანალური და საოცრად ბედნიერი ისტორია იყო❄️????❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი lullaby

13.
ვუყურებ, ვუყურებ და ამდენი ხანი ველოდები გაგრძელებას და თურმე მთელი ყოფილა...

ძალიან თბილი და მსუყე ისტორიაა. მართლაც რომ საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. მადლობა შენ!
ბედნიერ დამდეგს გილოცავ!

P.S. ისტორიას ვინც ნაწილებად დებს, ისიც კი "სრულადო" აწერს
joy

ძალიან მიხარია განწყობა შეგიქმენი საახალწლოდ.. ^^ ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ❤️
მაპატიე, რომ დაგაბნიე :დდ უბრალოდ საშინლად ვერ ვიტან სიტყვად "სრულადს" :დდდ კი მივაწერე დადებისას, მაგრამ ისევ წავშალე. :დდ

ენნე
აუუუუუ, შენ ხარ მწერალი, რომლის ნებისმიერი სიახლის დადება გამაბედნიერებს❤️❤️❤️
გამართული, არაბანალური და საოცრად ბედნიერი ისტორია იყო❄️????❤️

ძალიან ძალიან მიხარია, რომ ისიამოვნე ჩემო კარგო ❤️ მადლობა კომპლიმენტებისთვის ❤️ დამდეგს გილოცავ ❤️❄️

 


№28  offline წევრი მე♥უცნაურე

ბედნიერ 2021-ს გისურვებ ❤️
საყვარლობა იყო, ძალიან ❤️
მსუბუქი და ლამაზი.

 


№29  offline ახალბედა მწერალი lullaby

მე♥უცნაურე
ბედნიერ 2021-ს გისურვებ ❤️
საყვარლობა იყო, ძალიან ❤️
მსუბუქი და ლამაზი.

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ❤️
ბედნიერი წელი შენც ^^

 


№30 სტუმარი მე

ეს ორი დღე შენს პროფილზე შემოვედი და რამდენიმე ისტორიას გადავავლე თავიდან თვალი. ახლა კი, ვხვდები მაკლიხარ, აი რაღაცნაირად მაწევს გულზე. შენი ისტორიები სულ რომ ვიკითხო არ მომბეზრდება. ისე იცი სიუჟეტის განვითარება, ისეთი სავსეა შენი ყველა მოთხრობა... აი, ხო 25-ში დადე ეს მოთხრობა, დიდი ხანი არ გასულა და დამაკლდი. ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობ ამას, არ ვიცი რამ წამომიარა ასე უცებ :დდ მაგრამ დამიჯერე სიმართლეს გიწერ. მაკლია შენი ინტრიგით და თავგადასავლებით სავსე მოთხრობები. გელოდები, იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით... ნუ, როცა მუზა გეწვევა. წარმატებები <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent