შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათანიელ! ნათანიელ! (სრულად)


25-12-2020, 03:31
ავტორი ჰებე
ნანახია 2 117

პროლოგი

-ყველაზე ტკბილი სიზმარი ხარ, რაც კი ოდესმე დამსიზმრებია...- ჩაიჩურჩულა კაცმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა...

***

     უშენოდ ცხოვრება იქნება ბნელი და ცივი. და მე დავემსგავსები ქარიშხალში მოყოლილ კვალარეულ მგზავრს...
     
      უშნოდ ირხეოდნენ ქარისგან კანკალატანილი ხის ტოტები, თითქოს აბორიგინები ცეკვავდნენო. ჩემს წინ მდგომ, აცრემლებულ ბიჭს, რომლის მზერაში ვედრება გამოსჭვიოდა, იმ მომენტში უცხოსავით აღვიქვამდი. სმენას მანქანის კარის მოჯახუნების ხმა მოსწვდა.
- პოლიცია!- მჭახე იყო ყვირილი.
ღრმად ჩავისუნთქე, გავხედე ჰორიზონტს.
-ემ...- მისმა ხმამ გამომაფხიზლა. ცრემლით დანამული ღაწვები, თითებით შევიშრე და აისს მზერა მოვარიდე.
- გულს მირევ გეფიცები!
-გთხოვ მომისმინო!
-გენდობოდი!- მისკენ მივტრიალდი და ამღვრეული თვალებით გავუსწორე მზერა- როგორ შეგეძლო!
- ყველაფერი ასე არაა...- რა ამაზრზენია თავის მართლება მაშინ, როდესაც სიმართლენა წყვდიადში გამომკრთალ სხივზე ნათელია.
-ემა! ემა!
ჩქარი ნაბიჯებით დავშორდი ლუკას და საავადმყოფოს შენობაში შევაბიჯე. არ მინოდა მენახა მისკენ მიმავალი პოლიციელები როგორ აკავებდნენ.
ღმერთო როგორ მტკივა.
ერთმანეთს გადამტერებული ორი საყვარელი ადამიანი და ჩემი დამსხვრეული თავშეკავება მტკივა. ძმის ღალატი და ჩემი ქმრის მოსალოდნელი სიკვდილი მტკივა.
საავადყოფოს ცივ და თეთრ დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალმა, წამით გავიფიქრე, რა იქნებოდა,  ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო. ჩემი ძმის მაგივრად, ჩემს ქმარს აკავებდნენ, მკვლელობის განზრახ მცდელობის გამო. ნათანიელის მავივრად ლუკა რომ ყოფილიყო მთელი ხუთი თვე კომაში. წოლილიყო საავადმყოფოს ერთ ცივ ოთახში და ექიმები ამბობდნენ, მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, შესაძლებელია ახლა ტკივილს გრძნობდეს, აპარატიდან გამოერთებაა საჭიროვო... გავიფიქრე და მთელ სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა გამომაფხიზლა.
- ემოლას!- შორიდან ჩამესმა მამაჩემის ხმა. უკან არ მივტრიალებულვარ, რადგან ვიცოდი, რომ ეს არ იყო რეალობა.
- გაუძელი ძვირფასო, ძალა მოიკრიბე!- მამხნევებდა კაცი. და მეც თითქოს ენერგია მომემატაო კედელს, რომელსაც მივყრდნობოდი მოვშორდი და ჩემი ქმრის პალატისკენ ავიღე მიმართულება.
კიბეზე ასულმა  პირველი რაც შევნიშნე, ორი ექთანი იყო, რომელნიც პალატისკენ გარბოდნენ. დერეფანში ჩოჩქოლი ამტყდარიყო. გულაჩქარებულმა მანძილი გადავკვეთე და ნათანიელის პალატისკენ მიმავალ დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გავუყევი. კარი შეღებულიყო. ვხედავდი ჩემს ზურგსუკან მდგარ ექიმს, ექთნებს, რომელნიც თავს ქაოსივით ეხვეოდნენ პაციენტს და იმის გააზრებამ, რომ ყველა იმედი ჩაკვდა, კინაღამ სული ამომაცალა.
-ექიმო!- ხავილს ჰგავდა ჩემი ხმა. პალატის კარებს მოვშორდი სწრაფი ნაბიჯით მომავალი დამხმარეებისთვის ადგილი რომ გამეთავისუფლებინა. ციებანივით ამიტანა კანკალმა. კედელთან ჩავცურდი და ღია კარს იქით გადაშლილ სანახაობას გულსიფანცქალით ვაკვირდებოდი. უცებ ექთანმა კარი მოხურა, წარბები შევკარი. აკანკალებულ თითებს ვერ ვაჩერებდი. სუნთქვაშეკრული წამებს ვითვლიდი ექიმის გამოსვლამდე.
-ემას დაურეკეთ!- იყო ბრძანება კარის გაღებისთანავე.
-ექიმო!- მკვირცხლად წამოვხტი ფეხზე.
- ოჰ, ემოლას კარგია რომ აქ ხარ- კაცი ჩემსკენ წამოვიდა, პალატა ექთნებისგან  დაცარიელდა.
- ექიმო...
- გვეგონა გული გაუჩერდა, მაგრამ როგორც სჩანს ტკივილმა გამოფხიზლება აიძულა, გილოცავ ემ, შენი ქმარი იღვიძებს. ჩათვალე, ნამდვილი სასწაულია.- ვუყურებდი მის ბედნიერების ვარსკვლავებით აკიაფებულ თვალებს და ჩემს სხეულის უჯრედებში შემოპარული სიხარული, გულს მიჩქარებდა.
სიხარულის ცრემლებმა შვება იპოვეს.
პალატის კარი დახურა და დერეფანში გავედით. ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, როგორ ამოწმებდა ექთანი ნათანიელს.
- ახლა ველოდებით მის გაღვიძებას, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რა მდგომარეობაში იქნება მისი სმენა და მხედველობა. როგორც გაგაფრთხილე დიდი ალბათობაა ამნეზიისა, რადგან ტყვია თავშია მოხვედრილი. ასევე უნდა ვიმედოვნოთ მეტყველება არ დაკარგოს...
  მე ექიმის დავუქნიე თავი და მადლიერების ნიშნად ხელები შევატყუპე.
- ახლა აქ დამელოდე გაღვიძებას დაველოდები და შევამოწმებ ზუსტად რა მდგომარეობაა-  ექიმმა გამიღიმა და წავიდა.
კედელთან ჩავცურდი და სიხარულის ქვითინი ხელებით ჩავახშე.
-ღმერთო! მადლობა! მადლობა! მადლობა!- ვბურტყუნებდი და ემოციათა ცუნამებს ვეგებებოდი. ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ წყლიდან ამოყვინთვას ჰგავდა მისი გაღვიძება. გააზრება იმისა რომ ნათანიელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო წარმოუდგენელ ბედნიერებას მანიჭებდა. იმ წამს მეორე ხარისხოვანი იყო, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა იგი გაღვიძების შემდეგ. მთავარი იყო, გაიღვიძა და. რომ კიდევ ერთხელ შემეძლებოდა მისი ხილვა.
     ფეხზე ავდექი და ფანჯარასთან მივედი, რომელიც მე და ნათანიელის პალატას გვყოფდა. მინები დაებურათ. მერე ფოიეში, სავარძლის კიდეზე ჩამოვჯექი. ღია ფანჯარისკენ მივატრიალე თავი. მზეს თავისი სიდიადე სრულად გამოეჩინა. გამეღიმა.
- ჩემში გამოაზაფხულე. ოქტომბერი მოგვეპარა, იგრძენი ალბათ. თორემ მე რა?! გევედრე...
მინდოდა ეს ვერდატეული სიხარული ვინმესთვის გამეზიარებინა, მაგრამ ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ადამიანიც შემომეცალა. ამის გახსენებაზე დავი ოხვრით ჩავქინდრე.
      მომესმა რა ნაბიჯების ხმა, გაციებული ჩაი მაგიდაზე დავდე.. თავზე ნათანიელის ექიმი წამომდგომოდა. გაყოლა მანიშნა. მისი დანაღვლიანებული, სერიოზული სახის შემყურეს, ტანში ცივად გამცრა. უხმოდ ავდექი და გავყევი.  პალატის კართან მისულს შემომიტრიალდა.
- ემ, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა...- დავიზაფრე.
თვალები მოვჭუტე და კითხვით სავსე მზერა მივაპყარი.
- ამნეზია...
წამით სიტყვის სრული არსის გააზრება ვცადე.
- არა, გთხოვ- მდუმარედ ამოვიქვითინე და მაღლა ავიხედე.
- მას მხოლოდ საკუთარი სახელი, გვარი და ასაკი ახსოვს.
- ღმერთო...- ცრემლების შესაკავებლად თვალებზე ხელები ავიფარე.
- მეხსიერების დაბრუნება როდის მოხდება ზუსტად არავინ ვიცით. ეს შეიძლება იყოს ერთი წუთი საათი, დღე, თვეები ან წლები. არ მინდა შეგაშფოთო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მთელი დარჩენილ სიცოცხლეს ამნეზიით ატარებენ...
- არა, რა...- ვბურტყუნებდი მე და დანამულ თვალებს მაჯით ვიწმინდავდი.
- ახლა ორივეს ერთმანეთის გვერდში დგომა გჭირდებათ...- მითხრა და პალატის კარი გამიღო. თავით მანიშნა, უნდა შევსულიყავი.
     პალატას ამღვრეული მზერა მოვატარე. ჩემს პირდაპირ, საწოლზე ზურგშექცევით წამომჯდარ მხარბეჭიანს შვებით შევხედე. აკანკალებული ხელების დასამალავად ისინი გადავაჯვარედინე და საუცხოოდ დაზაფრულმა შევაბიჯე პალატაში. ერთი სული მქონდა მის ცოცხალ ტყვიისფერებში ჩამეხედა. საწოლს შემოვუარე და თავჩაქინდრულის წინ, ფანჯარასთან დავდექი. ხელები გამათბობლის კიდეს დავაყრდენი.
წვერმოშვებულმა ნათანიელმა ქვემოდან ამომხედა. მისი მზერა იმდენად უცხო, არაფრისმთქმელი იყო... სუნთქვა შემეკრა მის შემყურეს. მონატრებამ თავი შემახსენდა და სიკვდილამდე მომინდა მას ჩავხუტებოდი. თითებს ჩაყოლი ტკივილი ლითონზე ხელების ძლიერი მოჭერით ჩავახშე.
-შენ ვინღა ხარ?!- შევკრთი. მისი ტონი და კითხვა იმდენად უხეში და კატეგორიული იყო, შემაშფოთა.
დიდი ნებისყოფის შედეგად თავი მოვთოკე, არ ავტირებულიყავი.
-არ გახსოვარ?- ვკითხე გატეხილი, მუდარაშერეული ხმით.
- არა!- მობეზრებულმა აატრიალა თავი.
ტკივილისგან თვალები დავხუჭე და თავი ჩავხარე, რათა მას ჩემი ცრემლები არ დაენახა.
წამიერი დუმილი ისევ მისმა უხეშმა ბარიტონმა დაარღვია.
- იქნებ ამოიღო ხმა!
თეთრ, გრძელმკავიან მაისურში გამოწყობილი, იდაყვებით ეყრდნობოდა მუხლებს. ნათანიელი შემზარავად მიყურებდა.
- ემოლასი-ვუთხარი მოკლედ. გულის სიღრმეში მწამდა, მას ჩემი სახელის გახსენება დააბრუნებდა.
- ჩემთვის ვინ ხარ? თუ არაფერი, შეგიძლია უბრალოდ გახვიდე. შენი სცენების თავი არ მაქვს!- აიქნია ხელი და სახე ოხვრით ჩარგო.
   მისი თითოეული წარმოთქმული სიტყვა გულში ლახვრად მესობოდა. სუნთქვაშეკრული და აკანკალებული ვუმზერდი სრულიად სხვა ადამიანს, სრულიად სხვა ჩემს ქმარს.
- მე შენი ცოლი ვარ!- ამოვიხავლე.
ის თითქოს წამით შეტოკდაო. ცოტახნით სუნთქვაშეკრულები მდუმარედ ვუყურებდით ედრთმანეთს. მერე თვალები მოჭუტა და ეჭვიანი მზერა შემავლო.
-და დავიჯერო მთელი ხუთი თვე მელოდებოდი?- საშინლად ირონიული იყო იგი.
- არ გინდა ნათანიელ...- ამდენი სულიერი დარტყმისგან, ფეხზე ძლივს ვიდექი. იმ წამს მინდოდა დამეძინა, დამეძინა და არასოდეს გამეღვიძა. თავი ჩავხარე და სრუტუნით მოვიწმინდე ცრემლები. მერე ხელები გადავაჯვარედინე და მას დავუწყე თვალიერება. ღმერთო, როგორი მონატრებული იყო...
მან თავი ხელებში ჩარგო. გრძელ, შავ თმაში თითები შეიცურა და ამოიგმინა.
- აქედან წამიყვანე! ახლავე!- ამომხედა გამძვინვარებულმა. კანკალატანილმა თავი უცბად დავუქნიე და პალატიდან გავვარდი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე ოთახიდან გამოსულმა და აჩქარებული გულის დამშვიდებას შევეცადე. სკამზე ჩამოვჯექი და მივხვდი, ამ ყოველივეს უნდა შევგუებოდი. ბევრი გულისმომკვლელი მომენტი  იქნებოდა ჩვენს შორის, ამიტომ იძულებული ვიყავი, ნათანიელის დაბრუნებისთვის, დაკარგული, ნაფლეთებად ქცეული ძალა მომეკრიბა. ცრემლები შევიმშრალე და ფეხზე წამომდგარმა ექიმის კაბინეტისკენ ავიღე გეზი.

***
    სახლი, სადაც ჩემი და ჩემი ქმრის საერთო მოგონებების მხოლოდ ორი თვეს იტევდა, იმდენად ცივი იყო, შემეშინდა. ჩვენი იქ შესვლის მერე აღარ ტრიალებდა თბილი აურა. ქმრის სიუცხოვე მის გარეშე გატარებულ მთელი ხუთი თვის აუტანლობას მიმძაფრებდა. საავადმყოფოდან სახლისკენ მგზავრობისას, მანქანაში უცნობებივით ვიჯექით და მძღოლისთვის არ იყო ჩვენს შორის შექმნილი დაძაბული მუხტი  შეუმჩნეველი. ორი უკიდურესობა მონატრება და უგულებელყოფა ერთმანეთისგან გვმიჯნავდა. ნათანიელმა ორსართულიანი მდიდრული სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისას წარბები შეკრა. დაცვა თავიანთ უფროს დაძაბული უმზერდა. ყველას ვანიშნე, ნათანიელისთვის არაფერი ეგრძნობინებინათ.  სახლში შესვლისას კაცმა ზურგჩანთა შემოსასვლელთან დააგდო და მართლაც განსხვავებულ ოთახს დაკვირვებული მზერა მოატარა.
- დიზაინი ჩემი არჩეულია. შენ მითხარი, რომ დივანი როგორიც მინდოდა ისეთი ყოფილიყო- თავის მართლებასავით გამომივიდა- მაგრამ მე ნაწყენმა მთელი ოთახის დიზაინი თავდაყირა დავაყენე.- სიმწრის ღიმილმა გამკრა აცრემლებულს.
- თავქარიანი ხარ?- ღიმილი გაკრთა მის მტკიცე ბარიტონშიც.
- შეიძლება ასეც ითქვას...- ჩავიჩურჩულე და მისაღებში, მწვანე დივანზე ჩამოვჯექი. გარემოს თვალიერებით გართული კაცი ჩემს წინ, მინის დაბალი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა ზუსტად ისე, როგორც ადრე იცოდა. სუნთქვა შემეკრა. ის იმდენად ახლოს იყო, ოდნავი ბიძგი და შემეძლო შევხებოდი. სურვილისგან აკანკალებული ხელები მუხლებშორის შევატყუპე.
- თრთი...-საოცრად დაკვირვებული იყო მისი მზერა.
- იმდენად უცხო ხარ ახლა...- ტირილის ნოტები შემერია ხმაში.
- ბოდიში მინდა მოგიხადო, საავადმყოფოში გეუხეშე. უბრალოდ იმის გააზრება, რომ არ მახსოვხარ, ძნელია...- მწუხარე თვალები გამისწორა.
- თითქმის ნახევარი წელი გელოდე... შემიძლია ჩაგეხუტო?- შევევედრე ყოფის აუტანლობისგან დატანჯული.
მან წუთით მიყურა ატირებულს. ბუნდოვანი მზერით მაინც დავინახე როგორ გაკრთა მის თვალებში ცრემლი და მალევე წელზე მარწუხები ვიგრძენი. წამში ძლიერად შემოვხვიე მკლავები მის სხეულს და ნათანიელის კისერში გულამოსკვნილი ქვითინი ამიტყდა.
- როგორ... როგორ მენატრებოდი... ნეტავ იცოდე...- გატეხილი იყო ჩემი ხმა. ჩემი ქმარი გაშეშებულიყო.

          - ემა, შენი ძმა შეხვედრას ითხოვს.- ტელეფონში ადვოკატის ხმა ჩაისმოდა.
- მე გაგაფრთხილე, და კიდევ გიმეორებ, ლუკასთან შეხვედრას არ ვაპირებ! ის რაც მან ჩაიდინა აუხსნელია!
- ლუკა ამბობს რომ ნათანიელის მოკვლისთვის საკმარისი მიზეზი ჰქონდა და მზადაა სასჯელიც მოიხადოს.
- მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმაა, არანაირად ვამართლებ, გადაეცი.
- ემოლას, ეს აუცილებელია!
- კარგი, შუადღისას მანდ ვიქნები!- მობეზრებულმა ტელეფონი დახლზე ხვნეშით დავდე. ორი ჭიქა ხსნადი, ცხელი ყავა ჩემსა და ნათანიელის ოთახში ავიტანე. იგი კარადის უჯრებს ათვალიერებდა.
- რამე უჩვეულო იპოვე?- გამეღიმა მე მის დაბნეულ სახეზე.
- უბრალოდ მაინტერესებდა...
- ნათანიელ აქაურობა შენიცაა, გთხოვ უცხოსავით ნუ იქცევი.- არ მომწონდა ოდესღაც თავისუფალი ნათანიელის დაზაფრული სახე.
- ამნეზია ჭკუიდან მშლის.
- მე ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად- გავასაჯაროვე ჩემი მიზანი და ფინჯანი ყავა გავუწოდე.
- კარგი, მაშინ მითხარი, ეს რა არის?- ფინჯანი მაგიდაზე დადო და კარადის ბოლო უჯრის კუთხიდან პატარა ყუთი გამოიღო. სუნთქვა შემეკრა. მან ყუთს თავი მოხადა და ჩვილის თეთრი ფეხსაცმელები ამოიღო.
მე ცრემლი წამსკდა. ჩუმად ვუყურებდი ფეხსაცმელს. ნათანიელი კი მე.
- ეს ჩვენი შვილის უნდა ყოფილიყო...- როგორც იქნა ამოვთქვი.
- ყოფილიყო?- კაცს გაურკვევლობა აღებეჭდა სახეზე.
- როცა გესროლეს, უფროსწორად როცა ჩემმა ძმამ გესროლა- ზიზღი გამიკრთა ხმაში- იმ დღეს უნდა მეთქვა ჩემს ორსულობაზე. მაგრამ ნერვიულობისგან...- სიტყვა ვერ დავსრულე, თავი ხელებში ჩავრგე და ხმით ავტირდი.
სასოწარკვეთილი ნათანიელი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- რამდენი თვის იყავი..
- ერთის- ამოვთქვი.

***

- მიკვირს, იმდენად უთავმოყვარეო ხარ, ჩემს ნახვას ჯიუტად ითხოვდი.
- ემ, ყველაფერი ისე არაა როგორც გგონია...
- რა მგონია ლუკა! რა! ჩემი ქმარი სასიკვდილოდ გაწირე, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ ჩემზე არ გიფიქრია? მითხარი, ერთხელ მაინც არ გაიფიქრე ჩემი და ნათანიელის გარეშე როგორ იქნებაო?- ხმა მიწყდებოდა ხმამაღალი ლაპარაკისგან. ალბათ შეშლილს ვგავდი.
- ემა...
- რა  ემა! რა! შენს გამო შვილი დავკარგე!
- ეს  ნათანიელის გამო მოხდა! არაა ის ადამიანი, ვინც გგონია.
- ახლა რაებს ბოდავ, სულ შეიშალე?!
- ემა! მაგ ნაბიჭვარმა დახოცა ჩვენი მშობლები!- დაიგრგვინა გამწარებულმა ლუკამ, მე კი მოულოდნელობისგან გავშეშდი. წუთით ნათქვამის გააზრება ვცადრ მაგრამ ჩემი ძმის გამძვინვარებულმა სახემ და მისმა სიტყვებმა სიცილი მომგვარა.
- ამაზრზენი ხარ!- მთელი მისდამი ზიზღი ჩავაქსოვე სიტყვებში.
- ემა...- ამოიხრა და თავი ხელებში ჩარგო.- ემა... ემა...
- ჩემს ქმარს ესროლე და გაიქეცი. კაცობაც არ გაგაჩნია რომ გამოჩენილიყავი და შენი დანაშაული გეღიარებინა. რომ არა გამოძიება დღემდე იმ სიმძიმით ვიცხოვრებდი, ჩემი ქმრის მტერი თავისუფლად დაიარება -მეთქი...- ვგესლავდი ლუკას.-ახლა როცა ყველაფერი დღესავით ნათელია ცდილობ ჩემს ქმარს სრულიად აბსურდულ რაღაცაში დასდო ბრალი?!
- მისმინე ემა! ეგ შენი ქმარი რომ ზე მსახიობია...
-გეყოფა! ლუკა გეყოფა! ფეხზე წამოვხტი და ჩვენს შორის მოთავსებულ მაგიდას ხელი ძლიერად დავარტყი- შენს უსაფუძვლო ბრალდებებს აღარ ავიტან. -დავუქნიე თითი გამწარებულმა- ნდობა, რომელიც შენს მიმართ გამაჩნდა დაშვებული შეცდომით გააქარწ....-  გამოვცერი კბილებში და სასოწარკვეთილი ჩემი ძმა ქუსლების კაკუნით ზურგსუკან მოვიტოვე.
ნათანიელი არ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო. არა, ოღონდ ის არა...

***
ნათანიელი ჩემს ცხოვრებაში შემოპარულ ნიავს ჰგავდა, რომელმაც ჯერ ჩემში დაივანა, შემდეგ ქარად გადაიქცა და ბოლოს თავისი ქარიშხალით მთლიანად მომიცვა. საქველმოქმედო ბიზნესთან დაკავშირებული მასთან ერთად რუტინად ქცეული ყოველდღიურობა, სულ მალე სიყვარულში გადაიზარდა. ყოველთვის ვამჩნევდი ჩემი ძმის მასთან უარყოფით დამოკიდებულებას, თუმცა ამის მიუხედავად, ნათანიელის გაცნობიდან ერთი წლის შემდე საყვარელ მამაკაცს ცოლობაზე თანხმობა განვუცხადე.
    სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
  პირველი დარტყმა ნათანიელის გამჟღავნებული უკანონო ბიზნესი იყო.
   მეორე დარტყმა მისი დაჭრა, მესამე, ჩვენი ჯერ არ დაბადებული შვილის სიკვდილი. მეოთხე ლოდინი. აუტანელი ლოდინი.

***

ნამიან პეიზაჟს თვალს ვერ ვაშორებდი. ფანჯარა, რომლელთანაც ახლოს ვიდექი  ჩემი თბილი სუნთქვით იორთქლებოდა. მარჯვნივ გავიხედე. დერეფანში ორფრთიან კართან მოდარაჯე ანდრონიკეს სახე გაექვავებინა და პირდაპირ იყურებოდა. მერე ალბათ ჩემი მზერა იგრძნო და გამომხედა, სიმწრით გამიღიმა. ხელებგადაჯვარედინებული მას მივუახლოვდი.
- ნათანიელი მალე გამოვა და აქ რომ დაგინახოთ ვერცერთი გადავურჩებით- გამოსცრა კაცმა კბილებში.
- თუ არ მოკეტავ ვერც მე გადამირჩები- დავუკვესე თვალები და ბეჭებში ამაყად გასწორებული მაღალქუსლებზე მდგარი, შევტრიალდი. მოლოდინისგან ბოთლას ვცემდი და მედიდურად, ნელი ნაბიჯით დავაბიჯებდი წინ და უკან. ყოველ ჯერზე ანდრონიკეს მკაცრი მზერით გავხედავდი. დარწმუნებული ვარ იგი გაოცებული იყო: ასეთი გაბრაზებულსა და ამავედროს შესაშურად წყნარს პირველად მხედავდა. როცა მას ჩავუარე, ჩაილაპარაკა.
- თქვენი სიწყნარე ქარიშხალს მაგონებს- მე კი ცინიკურად გავუღიმე. კვლავ ფანჯარასთან მივედი და ნათანიელის ლოდინში მალე ალბათ ქშენას დავიწყდებდი კარი რომ არ გაღებულიყო. ჯერ ერთი შავოსანი გამოვიდა, შემდეგ ჩემი ქმარი და ბოლოს კიდევ ერთი შავოსანი. ნათანიელი სახელურების სწორებით ანდრონიკესთან მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. კაცმა რაღაც უპასუხა, თუმცა მის სახეზე შეშფოთება ასახულიყო. ნათანიელი შეტოკდა, სახე უკან მოატრიალა და შევამჩნიე ჩემს დანახვაზე მზერა როგორ ეცვალა. მკაცრი გამოხედვა მტყორცნა და ჩემსკენ შემობრუნებული სწრაფი, მძიმე ნაბიჯით გამოემართა. უკან სამივე შავოსანი გამოჰყვა. მომიახლოვდა თუ არა იდაყვში ხელი ჩამავლო და გასასვლელისკენ თან გამიყოლა. ბნელი, ცარიელი ფოიე გადავკვეთეთ და კიბეები სწრაფად ავირბინეთ.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ ემოლას!- გამოსცრა კბილებში და ჯიპის წინა კარი საჩქაროდ გამოხსნა. პირდაპირი მნიშვნელობით მანქნაში შემაგდო. მისი უხეში ქმედებით აღშფოთებულმა ჩემს გვერდით, მძღოლის ადგილზე მოკალათებულს გაავებული მზერა ვრტყოცნე.
- აქ რა გინდა!- გამიმეორა მკაცრად. მის ტყვიისფერებში ქაოსი და ბრაზი მძვინვარებდა.
- ეს მე უნდა გკითხო ნათანიელ, აქ რა გინდა!
- ემა!
- ჰო გამოგყევი რადგან მაინტერესებდა რა ჯანდაბას აკეთებდი ყოველ შაბათობით აქ, და თურმე ნუ იტყვი ვიღაც ბოსების შეხვედრა ყოფილა!
- ნეტავ იცოდე ბეწვზე ხარ გადარჩენილი! მადლობა თქვი რომ არავინ დაგინახა ახლა აქედან შენს გვამს გაიტანდენენ! -ნათანიელს ღრიალამდე ცოტაღა აკლდა. დაძაბული სხეული გასცემდა, თუ როგორ გაბრაზებული იყო.
- ანუ არც მალავ ხო?!- შევუტიე.
- ამას სახლში განვიხილავთ.- უკანახედვის სარკეს თვალი მოარიდა და მანქანა დაძრა. მეორე ჯიპით დაცვა გამოგვყვა. უკან გავიხედე. დავინახე შენობიდან როგორ გამოდიოდა შავ შარვალ-კოსტუმებში გამოწყობილი ხალხი. თრთოლვამ ამიტანა.
- ვინ ხარ!- მისკენ მივატრიალე თავი.
- ემოლას, ღვედი გაიკეთე!
- ვინ ხარ ნათანიელ!- ხმა გამიტყდა, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი სიმტკიცე შემენარჩუნებინა.  ნათანიელმა დამაიგნორა. მდუმარედ მიაპობდა თბილისის ქუჩებს და გულამოვარდნილი ველოდი სახლში მისვლას. მანქანა მოწყვეტით დაამუხრუჭა გალავნის წინ და ჯიპიდან გადმოსული მალევე ჩემთან გაჩნდა. ღვედი შემისხნა, მაჯაში ხელი ფრთხილად მომკიდა და გადმოსვლაში დამეხმარა. სწრაფი ნაბიჯით შევაბიჯეთ ეზოში და დამხმარეს, რომელმაც კარი გაგვიღო გვერდი მდუმარედ ავუარეთ. კაცს ჩემი მარჯვენა უხეშად გამოვგლიჯე და წინ გავუსწარი. მისი კაბინეტისკენ მიმავალი კაკუნით მივაბიჯებდი და ვგრძნობდი უკან მოყოლილის მძიმე ნაბიჯებს. კარი შევაღე, დიდ შავი მინის მაგიდას მივეყრდენი და კარში შემოსულს გვერდულად მზერა მივაპყარი, ნიშნად იმისა, რომ მოსასმენად მზად ვიყავი.
- ემა პირველ რიგში იმას გეტყვი ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო!
- დიახაც ხარ! ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ ნათანიელ, როგორ შეგეძლო ასეთი რამ დაგემალა!- წამოვიწიე.
- ემა... ამას შენთვის ვაკეთებდი- კაცი ნელი ნავიჯით მიახლოვდებოდა. მაგიდაზე მიყრდნობილს გასაქცევი არსაით მქონდა.
- რას აკეთებდი! თურმე ჩემი ქმარი კონტრაბანდისტი და კრიმინალი ყოფილა და ამ დროს მგონია რომ იგი საქველმოქმედო კომპანიის მფლობელია!
- ასეცაა- წყობილებიდან გამოსულმა დაიღრიალა. მოულოდნელობისგან შევხტი.
- როგორაა ასე, შენი უკანონო, ბინძური საქმეებით ეხმარები ხალხს?
- ემოლას...
- მეგონა მხოლოდ კაზინოებითა და კლუბებით უწამლავდი ხალხს ცხოვრებას... ვინ იცის რამდენი კაცი გყავს მოკლული, მაგ სისხლიანი ხელებით აკეთებ სიკეთეს? მაგ სისხლიანი ხელებით მეხები ნათანიელ?
- ემა... ემა... - მის ჩემსკენ გამოწვდილ ხელებს შიშითა და სიძულვილით ბუნდოვნად დავყურებდი.
- ოღონდ ზიზღით ნუ მიყურებ ემა...- მთრთოლვარე იყო მისი ხმა. იმდენად დიდი ვედრება გამოსჭვიოდა, გული შემეკუმშა. ჩაგუბებულმა ცრემლებმა ჯებირები გაარღვიეს, როცა ჩამოშვებულ თითებზე შემეხო.
- ნუ მეკარები- ჩემი გატეხილი ხმა ვერ ვიცანი.
- არ შემიძულო, გევედრები, არ შემიძულო!- შუბლი შუბლზე მომაყრდნო და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.

***

- ექიმმა თქვა, რომ იშვიათია ადამიანს ყველაფერი დაავიწყდესო, თუმცა შენ ამდენი ხანი იყავი კომაში, ამიტომ გასაკვირი არაა. - მშვიდი ხმით ვუხსნიდი ნათანიელს, რომელიც დაისის სასიამოვნო პეიზაჟს ადევნებდა თვალს.
    ჩემი საყვარელი მამაკაცი, ახლა იმდენად დაუცველად გამოიყურებოდა, მისი ხილვა აუტანელ ტკივილს მაყენებდა.  თმა და წვერი ერთ სიმაღლეზე, დაბალზე დაეყენებინა და მის რუხ ტყვიისფერებში ძველებურად დაბუდებული მეტყველი სიმშვიდე იმედისმომცემლად კიაფობდა.
- ემა?- ზურგიდან მშვიდი ბარიტონი მომესმა. ნათანიელმა ჩემს უკან მდგომს ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
- გისმენ ანდრონიკე.- შევბრუნდი შავოსნისკენ.
- თუკი დრო გაქვს შეგიძლია გამომყვეთ?- ანდრონიკე არასდროს კარგავდა ჩემს მიმართ თავაზიანობას. ნათანიელის არ ყოფნის პერიოდშიც კი. იგი ერთადერთი ადამიანი იყო ჩემი ქმრის შემდეგ, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი.
- ეს ვინაა? -შემეკითხა ნათანიელი.
- ანდრონიკე, შენი მარჯვენა ხელი- ნათანიელს ღიმილით გავხედე და ფეხზე წამოვდექი. სიყვითლე შეპარული ფოთლებით დახუნძლული ხეთა რიგებს ანდრონიკესთან ერთად გავუყევი.
- ემა, ვერ მოვახერხე მეთქვა, თქვენი ძმის გამო ძალიან ვწუხვარ.
- მეც ვწუხვარ- ნაწყენი მზერა მივმართე კაცისკენ.
- ნათანიელთან ბიჭები დავტოვე, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს- სახე გაეყინა კაცს. მე თავი დავუქნიე და სახლში შესულმა ნათანიელის კაბინეტისკენ მიმავალს ავედევნე.
    მუქ ყავისფერში გადაწყვეტილი ოთახი, დიდი ხნის დავიწყებული მქონდა, თუმცა არაფერი შეცვლილიყო. შესაშური სისუფთავე სუფევდა. ანდრონიკემ ფანჯარასთან  მდგარ სავარძლისკენ მიმითითა. ჩამოვჯექი და ჯერ ჩემს წინ მოკალათებულს შევხედე, შემდეგ მაღალი ფანჯრიდან გავიხედე, რომელიც ნახევარ კედელს იკავებდა  და ქვემოთ, კვლავ  მაგიდასთან მჯომ ფიქრებში წასულ ნათანიელი შევათვალიერე.
- ემა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, ყველაფერი ძალიან ცუდადაა.
- რას გულისხმობ?- შევკარი წარბები.
- ნათანიელის მდგომარეობამ მის ბიზნესში პრობლემები წარმოშვა, და არამარტო.- ღრმად ჩავისუნთქე. კაცი მუხლებს იდაყვებით დაყრდნობოდა და თითებს თითებში ნერვიულად ხლართავდა. მეც მისკენ წინ გადავიხარე.
- როგორც იცით რაც იგი კომაში იყო მის ბიზნეს მე ვუძღვებოდი... კაზინოებს, კლუბებს, საქველმოქმედო ფონს და შავ ბიზნესს- შეყოვნდა კაცი.
- განაგრძე.
- სანამ ნათანიელი გამოჯანმრთელდება რომელიმე ჩვენგანი მის უკანონო  საქმიანობას სათავეში უნდა ჩაუდგეს...
- მერე რაიმე პრობლემაა? ხომ იცი გენდობი.
- ემა, მე ნათანიელთან ვმუშაობ, ამიტომ უფლება არ მაქვს მისი ადგილი ამ საქმეში თუნდაც დროებით დავიკავო- წარბები აზიდა ანდრონიკემ.
- ანუ იმისთქმა გინდა რომ ამ ყოველივეს მე უნდა გავუძღვე? მაშინ როდესაც ჩემი ქმარი ამ ყველაფერს მიმალავდა და სრულიად შემთხვევით გავიგე, ანდა ამ სამყაროსგან ყველანაირად შორს მამყოფებდა, ახლა როგორ შემიძლია იმ ნაბიჭვრებთან საქმე დავიჭირო?
- ემა მესმის რთულია...
- რა გესმის რა! -გავცხარდი და ფეხზე წამოვხტი.- მე ამის არაფერი გამეგება, ნათანიელი კი... ნათანიელს არაფერი ახსოვს! საერთოდ არაფერი. ისიც კი არიცის რას საქმიანობდა!
- თუ თქვენ მის ადგილს არ დაიკავებთ ბიზნესს საფრთხე შეექმნება, მაგრამ ჯანდაბას ბიზნესი, შეიძლება ნათანიელი სულ მცირე ციხეში ამოალპონ!
- ღმერთო!- მაგიდას მივეყრდენი დ თავი ხელებში ჩავრგე.
- ემა,  მისმინეთ- ანდრონიკე მომიახლოვდა და ხელები იდაყვებში მომკიდა და სახე გამითავისუფლა- რთულია, ვიცი ეს ყველაფერი ძალიან რთულია,  ჯერ ნათანიელი, მერე ლუკა, მერე ეს საქმეები მაგრამ იცოდეთ თქვენს გვერდით ვარ! შეგიძლიათ მხოლოდ ფორმალურად იყოთ ნათანიელის საქმის სათავეში, შემიძლია ყველაფერი ჩემს თავზე ავიღო- კაცი მელაპარაკებოდა მშვიდი, მტკიცე ხმით და გულში დაბუდებული ყველა გრძნობა ამოხეთქვას ლამობდა- მართალია როცა ნათანიელი გამოჯანმრთედება თქვენი გარევისთვის შეიძლება მომკლას კიდეც- ორივეს ჩაგვეცინა- მაგრამ მისთვის, თქვენთვის ახლა ასეა საჭირო!
- კარგია რომ არსებობ ანდრონიკე,- ჩავეხუტე კაცს და დავფიქრდი, რომ არა ის, როგორ შევხვდებოდი ახალ გამოწვევას.
 
  წინ გადაშლილი უამრავი საბუთი თავგზას მირევდა. დილით მომხდარის, კიდევ ერთი მტკივნეული ყოფის შემდეგ რთული იყო ახალ საქმეზე კონცენტრირება. ანდრონიკე, რომელიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომ ნათანიელის უკანონო საქმეებს პირადად მეც გავუძღვებოდი, მოთმინებით მიხსნიდა ყოველ დეტალს.
   მას შემდეგ რაც ნათანიელი საავადმყოფოდან გამოწერეს, ერთ საძინებელში არ ვჩერდებოდით, ამიტომ იძულებული ვიყავი ჩვენი საერთო ოთახი მისთვის დამეთმო, რადგან როგორც ექიმი ამბობდა, დავიწყებულის გახსენებას ნაცნობ გარემოცვაში უფრო ადვილად შეძლებდა. ყოველი ღამე რომელსაც მის გარეშე ვათენებდი ცრემლით იყო სავსე. დილით ჩვენს საძინებელში შესვლისას იგი კედელთან მჯდარი დამხვდა. შარვლისამარას თავი ცივი კედლისთვის მიედო და ღრმად, ხმაურიანად სუნთქავდა.
- ნათანიელ!- მასთან მირბენილმა მუხლებზე დავიჩოქე და მისი ფერგადასული სახე ხელებში მოვიქციე. წვერზე თითები მოვატარე და გამლღვარ ტყვიისფერ ირისებს მზერა მოვავლე, საიდანაც ფორიაქი გამოსჭვიოდა.
- ემოლას, მენატრები- გავშრი. კაცმა ფეხები გამიშალა, თავი კალთაში ჩამიდო და თვალები დახუჭა.
- მენატრები. გეფიცები ვცდილობ, მაგრამ ვერ გიხსენებ...- სუსტი იყო მისი ხმა. ტკივილისგან სუნთქვა შემეკრა.

- ემა! მისმენთ?- ანდრონიკემ სახის წინ თითები გამიტკაცუნა. გაშეშებული მზერა მისკენ მივმართე.
- გინდა შევისვენოთ?- შეწუხებული იყო იგი.
- კარგი იქნება, მე ცოტახნით ნათანიელთან გავალ. -კაცმა თავი დამიქნია და თაროდან ახალი საქაღალდე გადმოიღო.
   პირველ სართულზე ჩასულმა სამზარეულოს მივაშურე.  თუმცა ნათანიელი იქ არ დამხვდა. დაცვის ბიჭებთანაც გავიკითხე, იგი გარეთ საერთოდ არ გასულიყო, ამიტომ სწრაფად დავბრუნდი მაღლა და საძინებლის კარი შევაღე. ნათანიელს გულაღმა ეძინა. კვლავ შარვლისამარა იყო. კარი ფრთხილად დავხურე და საწოლს ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. ფეხსაცმელი გავიხადე და საწოლზე ფრთხილად წამოვწექი. გაშლილ მკლავზე კაცს თავი დავადე და სახე მის ყელში ჩავრგე. ღრმად ჩავისუნთქე მისი ესოდენ მონატრებული სურნელი და შევეცადე მოწოლილი ემოციები შემეკავებინა. ხელები გულზე დავიწყვე, რათა მისი სხეულისკენ არ გამქცეოდა. არ მინდოდა გამეღვიძებინა. თუმცა როდესაც კაცმა თითებით ლოყაზე მომიალერსა, მივხვდი არ ეძინა. ჩემს წყნარ სუნთქვას აყოლილი მისი გულისცემა სასიამოვნოდ მთენთავდა. მხარზე ხელი მომხვია და ჩამეხუტა.

- ჯობია ცხოვრების გარკვეული ფრაგმანები, ადგილის საშუალებით გაახსენო. ნათანიელთან ერთად სადაც ხშირად დადიოდი, იმ გარემოში რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ მით უკეთესი. შეეცადე მძიმე მოგონებებზე არ ესაუბრო, მაგრამ რასაც გკითხავს არაფერი დაუმალო.- ექიმი მშვიდად მიხსნიდა ტელეფონის მეორე მხრიდან-შეეცადე მასთან მეტი დრო გაატარო, ამით წარსულის გახსენებაში უფრო მეტად დაეხმარები. შეიძლება პატარ-პატარა მომენტები გაახსენდეს, ან ერთიანად ყველაფერი...
- გასაგებია.
-  ემა, გაფრთხილდი, შეიძლება რაიმეს გახსენებისას სტრესი განიცადოს.
- კარგი...
- ახლა უნდა წავიდე, პაციენტი მელოდება, კარგად!
- რახან ნათანიელი მხოლოდ იარაღებს აიმპორტირებდა, შემიძლია ამ საქმეს შეუფერხებლად გავუძღვე- დავასკვნა გავუმხილე მომლოდინე ანდრონიკეს და წინ გადაშლილი საბუთების დახარისხებას შევუდექი.
- ერთი რამაა- ჭეყოვნდა კაცი. - ინტერესიანი მზერა მისკენ მოგიწევთ ნახოთ თუ როგორ კლავენ, და მოგიწევთ მოკლათ.- წყნარად მომიგო ანდრონიკემ, ფეხზე წამოდგა - დრო არ ითმენს ემა, 5 დღეში, შაბათს შეხვედრაა- თქვა კაცმა და კაბინეტი დატოვა.

***
   სახლიდან სწრაფად გასულ ჩემს ქმარს მზერა გავაყოლე და გალავანს მაღალი სიჩქარით გაცილებულ სამიოდე ჯიპზე შუბლი შევკარი. საეჭვოდ მომეჩვენა ნათანიელის წუთისწინდელი აღელვება, როცა კაბინეტის კარი გამოაჯახუნა და გვერდით ჩამიქროლა. დაძაბულ დაცვას თვალი შევავლე და სახლში შევბრუნდი. კიბეებზე სწრაფად ავირბინე და ნათანიელის კაბინეტის კარი შევაღე. ეს ერთადერთი ადგილი იყო მთელს სახლში სადაც იშვიათად შემოვდიოდი. როგორც ყოველთვის წესრიგის კაბინეტი კვლავ ისევ ისე იყო, თუმცა თვალში საეჭვოდ მომხვდა ერთი რაღაც. დიდი მაგიდის წინ, რომლსაც უკან მაღალი თაროები ამშვენებდა პატარა კარადის კარი გაღებულიყო. თაროს მივუახლოვდი და ფეხისწვერებზე აწეულმა კარადაში კარგად შევიხედე. გავშრი. კარადაში სეიფი იყო. გაღებული სეიფი. ერთ დაროზე იარაღები იყო, მეორეზე საბუთების დასტა. ერთ-ერთ პისტოლეტს ხელი გაუბედავად მოვკიდე. დავაკვირდი. ხის ტარი და პრიალა ზედაპირი ჰქონდა. ნათანიელის კონტრაბანდისტობის გაგების შემდეგ, ვიცოდი მას სადმე იარაღი ექნებოდა, მაგრამ არ მეგონა, ასე ახლოს. სავარძელში ჩავეშვი და მაგიდაზე ფრთხილად დავდე ნივთი. გაშეშებულს ხელები კალთაში მელაგა და შესაშური ლოდინით ველოდი ნათანიელს. არ ვიცი  ზუსტად რა დრო გავიდა, მაგრამ ოთახში დიდი ფანჯრიდან შემოსული დაისის სიწითლემ მაგრძნობინა-დიდი ხანი.  როცა ეზოდან მანქანების ხმა მომესმა გული შემიფრთხიალდა. ვიფიქრე, იარაღი სწრაფად დამედო თავის ადგილზე და ოთახიდან გავსულიყავი, სანამ ნათანიელი მოვიდოდა, მაგრამ თავი შევიკავე. ძალა მოვიკრიბე და კაბინეტში შემოსულ ქმარს ცივი მზერა ვტყორცნე.
- ემა?- შემომხედა, მაგრამ როდესაც მაგიდაზე გადაიტანა მზერა, სადაც იარაღი იდო, ხოლო შემდეგ კარადის გაღებულ კარზე, თვალებში სიმკაცრე მოეფინა.
- რა ჯანდაბაა?!- გამოსცრა კბილებში და სწრაფად მოსულმა იარაღი საჩქაროდ შედო სეიფში, სეიფი დალუქა და კარადის კარი ხმაურით მიაჯახუნა.
- ღია დაგრჩა- ვუპასუხე წყნარად.
- ემა, გამოყენება არ იცი, რომ გაგვარდნოდა?- თავისკენ შემატრიალა და სავარძლის სახელურებს დაეყრდნო.
- მასწავლე.- ნათანიელმა ღრმად ჩაისუნთქა.
- ემოლას, ახლა ამის დრო არაა!- დააკვესა თვალები.
- წარმოიდგინე, ერთ დღესაც სახლში შემომივარდნენ, შენ კი აქ არ იყო...
- გაჩუმდი და გადი!- შემაწყვეტინა.
- აქ არ იყო და მე რავქნა?
- ემოლას!
-რა?!
- გადი!
- მაკავებ!
    კარიდან ჩაცინების ხმა მოგვესმა. ანდრონიკეს პირზე ხელი ჰქონდა აფარებული. ჩვენს მზერაზე ჩაახველა, უკაცრავადო და გავიდა.
- მეგონა აქ არაფერს ინახავდი.- წამოვდექი როდესაც ნათანიელმა სივრცე გამითავისუფლა.
- სიფრთხილეს თავი არ სტკივა.- ჩაიდუდუნა და თავად მოთავსდა სავარძელში. ქვემოდან ამომხედა, ხელი ჩამკიდა და ფეხებშორის დამაყენა.
- ანუ ფიქრობ რომ შეიძლება აქ მოვიდნენ?
- შენ ძმას არ უთხრა ოღონდ. - კითხვას თავი აარიდა.
- რა არ ვუთხრა?- წარბები შევკარი. მაგრამ შემდეგ გონება გამინათდა და ჩამეცინა.
- რომლით დავიწყოთ?
- სეიფში რაღაც წითელი შევამჩნიე.
   ნათანიელის სიყვარულით სავსე მზერა წარმოუდგენელ ძალას მაძლევდა.

***

    მთელი კვირა ოთახში ჩაკეტილი ნათანიელის სადარაჯოზე ვიყავი. არავინ მყავდა გვერდით ვინც გამამხნევებდა. არც მეგობრები, არც ჩემი ძმა. ლუკას გახსენება ყოველ ჯერზე ტკივილს მაყენებდა.  ციხიდან გამოგზავნილ ვიზიტის თხოვნას ყოველ ჯერზე ვაიგნორებდი.
   საძინებლის კარი შევაღე. ნათანიელი კვლავ აივანზე, სკამზე იჯდა. მივუახლოვდი. მერე მის ხელებში მოქცეული ჩვილის თეთრი ფეხსაცმელები შევამჩნიე. კაცი ფრთხილად ეფერებოდა მას.  თხელ მუცელზე ხელი მოვისვი და თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.
- ნათანიელ, არ გინდა გავისეირნოთ?

***
- ნათანიეელ?- სახელი ტელეფონში მხიარულად გავწელე და ჩემი ქმრის ბრგე სხეულს შორიდან ღიმილით შევავლე თვალი.
- ემ?
- სად ხარ?- შევეკითხე რესტორნის წინ მარტოდ მარტო მდგარს.
- საქმე მაქვს, მოხდა რამე?- თუმცა შორიდან ვუყურებდი, ვხედავდი მის შფოთვას. რესტორნიდან ანდრონიკე გამოვიდა.
- შენთვის მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი- სიტყვებს ერთმანეთს ძლივს ვამაბდი, როცა ანდრონიკებ შარვლიდან იარაღი ამოიღო და მას გაუწოდა. ხელში ჩაბღაუჯებული ჯერ კიდევ ემბრიონის ფოტო მეორე ხელში მოვითავსე. კისერზე რატომღაც ცივმა ოფლმა დამასხა.
- რამე მოხდა პატარავ?- სიტუაციისთვის შეუფერებლად ხალისიანი ჩანდა ჩემი ქმრის ხმა. ანდა ალბათ მე მეჩვენებოდა ყველაფერი მძაფრად. ხეთა ჯარში მდგომმა დავინახე მოულოდნელად ნათანიელის უკან, ათიოდე მეტრში როგორ გაჩერდა მერსედერსი, და იქიდან იარაღის ლულამ გამოყო თავი. სასტუმროს შესასვლელისკენ მიტრიალებულიყვნენ ნათანიელი და ანდრონიკე. ყელი გამიშრა, მაგრამ როგორღაც მთელი ძალით დაყვირება მოვასწარი.
- ნათანიელ უკან! - მაგრამ სანამ იგი შემოტრიალდებოდა, გასროლის ხმა გაისმა. წამში მუხლებზე დავარდნილი ნათანიელი და მისკენ დახრილი ანდრონიკე ვიხილე. მერსედერსი ადგილიდან აორთქლებულიყო. თითქოს დრომ გამაშეშაო, ადგილიდან ვერ ვიძროდი. ჩემი და ნათანიელის შვილის ფოტოები მობილურთან ერთად ძირს დავარდა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ შორიდან სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ქმრის სისხლში მოცურავე სხეულს და მისი დაკარგვის შიშით დაზაფრულმა მისკენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვასწარი, ტკივილმა შემაჩერა. ღაწვები ცრემლისგან დამენამა. ვიგრძენი რა წელსქვემოთ სითბო და სისველე, გული უარესად შემეკუმშა. ერთი გაფიქრება იყო, ყველაფერი  დამთავრდა - მეთქი და მთელი ჩემი არსება  წყვდიადმა მოიცვა.

***
    დარი იდგა. თუმცა ცივი ნიავი ჰქროდა და შემოდგომისთვის შესაფერი იდუმალება გამეფებულიყო ირგვლივ.
- გავიგე რომ ბარები, კლუბები და კაზინოები მაქვს, მაგრამ საქველმოქმედო ბიზნესისთვის აქედან აღებული ფული არა მგონია საკმარისი იყოს...- წარბები შეეკრა ნაათანიელს და ეჭვით მიყურებდა. ბარი მოვათვალიერე და მივხვდი ამ თემაზე საუბრისთვის მეტად შეუფერებელი ადგილი იყო. მერე ფანჯრიდან ჩვენს დაცვას გავხედე.
- მგონი ჯობია ამაზე სახლში ვილაპარაკოთ.- გადავუჩურჩულე ნათანიელს. კაცმა მხოლოდ თავი დამიქნია და მიმტანი მოიხმო, ანგარიში გაასწორა და ფეხზე წამოდგა. მეც მას მივბაძე. საშემოდგომო თხელი ქურთუკი მხრებზე მომასხა და კარში პირველი გამატარა.
- ჰეი შენ!- მიმართა ჩვენს მძღოლს- გასაღები მომეცი- ბრძანების კილო გარეოდა მის ხმას. ნათანიელს გაოცებულმა გავხედე. შავოსანმა ჯერ მე შემომხედა, მერე როდესაც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ნათანიელს გამოწვდილ ხელში ჯიპის გასაღები ჩაუდო. შორიახლოს მდგარმა ანდრონიკემ გამაფრთხილებელი მზერა მრტყორცნა. ნათანიელმა მანქანის კარი გამიღო, ჩავჯექი, შემდეგ მსწრაფლად შემოუარა ჯიპს და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-დიდი ხანი მანქანა არ გიმართავს ნათანიელ- გავაფრთხილე მე.
- ვიცი!- უხეში იყო მისი პასუხი. დავინახე დაცვა დანარჩენ ჯიპებში როგორ გადანაწილდა.  მეგონა სახლისკენ მივდიოდით, თუმცა ნათანიელმა გზას გადაუხვია და ჩემთვის აქამდე უცნობი მიმართულებით დაიწყო სვლა. იმ წუთშივე ჩემი მობილური აზუზუნდა.
- ყველაფერი რიგზეა ემა?- შეფარული ტონი ჰქონდა ანდრონიკეს ხმას. მე ჯერ ნათანიელის გაყინულ სახეს გავხედე, რომელიც გზაზე იყო კონცენტრირებული და არ ვიცოდი სად მივყავდი. სარკიდან დავინახე როგორ ცდილობდა დაცვა ჩვენი ჯიპის მაღალ სიჩქარეს არ ჩამორჩენოდა.
- დიახ ანდრონიკე, შეგიძლია არ იღელვო- ვუპასუხე აშკარად ათრთოლებული ხმით და ზარი გავთიშე.
- ნათანიელ სად მივდივართ?
  კაცმა არაფერი მიპასუხა. სწრაფი მანერვით სამანქანო გზიდან მარჯვნივ გადაუხვია და აშკარად ტყისკენ წავიდა. შორიდან მოჩანდა ხშირი ხეებით დაფარული ფერდობები, თუმცა მოულოდნელად კვლავ მარჯვნივ მოუხვია და სრულიად სხვა გზაზე გავიდა.
- ნათანიელ! რა ჯანდაბაა!
- დაცვას დავეკარგეთ- ცალყბად ჩაიცინა და მანქანა მოწყვეტით დაამუხრუჭა ერთი გზის პირად.
- რას აკეთებ!- გამძვინვარდი მე.
- მენდობი?- მისმა კითხვამ დამაბნია.
- ნათანიელ რა...
- ემა, მენდობი?- გამიმეორა კითხვა. არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა ქმრისთვის, რომელსაც ერთ დროს თვალდახუჭული ვენდობოდი.
- ჰო...- აშკარა ყოყმანი ჩანდა ჩემს ხმაში. ჩავახველე. ნათანიელის მზერაში წყენა გაკრთა. ჩაიცინა და საჭეს ჩამოალაგა ხელები, თავი ზედ დადო და პირით სუნთქვას მოჰყვა.
- ვიცი, რთულია ეს ყველაფერი, ვიცი არ მენდობი. არ ვიცი ჩემს მიმართ აქამდე რა დამოკიდებულება გქონდა, ან ეს უნდობლობა მხოლოდ ამნეზიის ბრალია თუ...
- ნათანიელ...
- ემა, იცი რა შევამჩნიე?- ამომხედა.- ყველა დაბნეულია. როცა რამეს ვუბრძანებ ყველა შენგან იღებს ნებართვას თითქოს პატარა ბავშვი ვიყო.
- ერთ დროს ისინი ჩემგან გიცავდნენ, ახლა მე მიცავენ შენგან- სიმწრის ღიმილი შემეპარა. კაცმა თავი დამიქნია. მერე ღრმად ჩაისუნთქა.
- მითხარი, საქველმოქმედო ფონდისთვის სად ჯანდაბიდან მომაქვს თანხა?!- მოულოდნელად მზერა ეცვალა და ცივი და სასტიკი გაუხდა.
- ხომ გითხარი ჯობდა...
- ავადმყოფი არ ვარ მხოლოდ ამნეზია მაქვს ეს დაწყევლილი და შეგიძლია უცხოსავით არ მომექცე?!- ისევ ისეთი ნათანიელი გახდა, როგორიც მისი ხუთთვიანი კომის მერე პირველად ვნახე: მძვინვარე და ცივი.
   იმ წუთშივე ჩვენს გვერდით შავმა ჯიპმა დაამუხრუჭა. მანქანიდან გადმომხტარმა ანდრონიკემ ჩემი კარი გამოგლიჯა.
- ემა კარგად ხართ?- შეშფოთებული იყო იგი.
ნათანიელს გავხედე, რომელიც ბრაზს ძლივს თოკავდა. კარი საჩქაროდ გახსნა, მანქანას შემოუარა და ანდრონიკეს საყელოში სწვდა, ძლიერად მიანარცხა ჯიპის მეორე კარზე.
- შენ ვინ ხარ რომ ჩემს ცოლი ყოფას აკონტროლებ როცა ის ჩემს გვერდითაა?!- ცეცხლს აფრქვევდა იგი. ღია კარიდან გადავედი და ანდრონიკეს საყელოზე ჩაბღაუჯებული მისი დაძარღვული ხელების მოშორებას შევეცადე.
- ნათანიელ გეყოფა! - თუმცა ჩემი ნათქვამი ყურად არ იღო. მალევე ჩვენს გარშემო დაცვის დანარჩენი წევრები გაჩნდნენ. ნათანიელი უარესად გააცოფა მათ  ხელში დანახულმა იარაღმა.
- ნათანიელ გაჩერდი!- კაცმა მოწყვეტით გაუშვა ხელი შავოსანს. უბრალო მაისურზე ხელები გაისვა და მძვინვარე მზერა მოავლო ჩვენს გარშემო შეკრებილებს.
- ნუ მაიძულებთ მეხსიერების დაბრუნების შემდეგ ყველას სათითაოდ განანოთ-გამოსცრა კბილებში და იარაღზე ანიშნა ყველას. შემდეგ მე მომიბრუნდა, ემა ჩაჯექიო, და მძღოლის ადგილას მოკალათდა. ერთხელ კიდევ გავხედე ანდრონიკეს, რომელმაც თბილად გამიღიმა და მანიშნა ყველაფერი კარგადააო, ნათანიელის გვერდით მოვთავსდი. მანქანაში დაძაბული მუხტი გამეფებულიყო.
- კრიმინალი ვარ?- შემეკითხა მშვიდად, თუმცა ხელებზე წუთისწინანდელი დაძაბულობა ცხადად აღბეჭვდოდა.
- რაღაც მაგდაგვარი.
- ამ საქმეებს ახლა ვინ უძღვება?
- ანდრონიკე- მოვატყუე მყისვე.
- არამგონია ის იყოს- ეჭვნარევად გამომხედა, მერე კი ჩაიცინა.
- ემა, ემა... არ დავუშვებ ჩემს ბინძურ საქმეებში გაერიო.
- კი მაგრამ შენ არაფერი გახსოვს, არავის იცნობ და მე ვალდებული ვარ...
- შენ არაფერი გავალდებულებს ჩემთან!- შემაწყვეტინა ლაპარაკი. სარკეში მზერა გავაპარე, ჩვენს უკან სამი ჯიპი ჩამწკრივებულიყო.- გასაგებია რომ არ მახსოვხარ! შევიგნე რომ შეიძლება ვეღარასოდეს გაგიხსენო, ვერაფერი გავიხსენო, მაგრამ მომეცი უფლება ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყო ემოლას!- სასოწარკვეთილი იყო იგი.


***
- სეანსების შეჯამების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მას მხოლოდ ბავშვობა ახსოვს. ახსოვს თითქმის ყველაფერი რაც კი შენამდე იყო, მაგრამ შენ... ემოლას...
- მესმის რაზეც საუბრობთ... ანუ მე არ ვახსენდები. მანცდამაინც მე...- თავი ჩავხარე რათა მოწოლილი ცრემლები დამემალა. ხმა გამტყდომოდა.
- ემა, ყველაფერი რიგზე იქნება, უბრალოდ დროს მიენდე.
- მე შემიძლია თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ ნათანიელს... ექიმო, ვხედავ ჩემი ქმარი ყველაფერს აკეთებს რომ გამიცნოს, მაგრამ ამავედროულად ხელიდან მეცლება, იცლება, იფიტება და მე რომ არაფერი შემიძლია მის დასახმარებლად,   მანადგურებს.
- ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ემა. ეს საქმე ნათანიელს უნდა მივანდოთ.

შაბათი დღე იდგა. სახლში მისულმა ძველი ნათანიელის მონატრების სიმძაფრე, მაშინ აღვიქვი, როცა კაცი თავის კაბინეტში, საკუთარ სავარძელში მჯდარი და საბუთებში ჩარგული დამხვდა. ძველებური საქმიანი, მკაცრი იერი მიეღო და ზუსტად ისე ოხრავდა დაღლილი, როგორც ადრე. კარის ჩარჩოს მიყრდნობილი, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი სცენას და წუთით მისი დავიწყებული ამნეზია, შვებას მგვრიდა. ჩემი მზერა იგრძნო. ქაღალდებიდან თავი ამოყო და გამიღიმა.
- როგორ ჩაიარა შეხვედრამ?- დაძაბული იყო ჩემი ხმა. წარბები შევკარი, მისკენ წავედი.
- ზუსტად ისე როგორადაც ველოდი- ცოტაოდენი ყოყმანი შევატყვე მის ხმას. მაგიდასთან დაშორებულს კალთაში ჩავუჯექი. ჩემი საქციელით გაოცებულს ხელები ჰაერში გაუშეშდა. მის კისერში თავი ჩავრგე დაა უფრო მჭიდროდ მივეკარი, კისეერში კოცნა დავუტოვე. კაცმა ჯერ ფრთიხლად მომხვია წელზე ხელი, შემდეგ კი ცალი კაბისქვეშ შემიცურა და ბარძაყზე მომიჭირა, მეორე ხელით კი ნიკაპი ამაწევინა. თვალებში ჩავხედე.
- ყოველ ჯერზე როცა გიყურებ, ვხვდები რაოდენ ახლო ხარ ჩემთვის და ხანდახან მიხარია რომ არაფერი მახსოვს- შენი შეყვარება ახლა ხელმეორედ შემიძლია- მითხრა ჩურჩულით, წარბები გახსნა და ბაგეებზე ძალიან ნაზად მეამბორა. მოწოლილი ვნებისგან და მონატრებისგან მინაბული თვალებიდან ცრემლები გამომეპარნენ. კაცი მოუთმენლად მოვიზიდე ჩემსკენ და კოცნა გავახელე. მომენტი რომელსაც აქამდე ვნატრობდი, მთელი არსებით შევიგრძენი. ცრემლნარევ კოცნაში ვახრჩობდი მთელ მის მონატრებას, ბრაზს და ტკივილებს. სწრაფად აძგერებული გულითა და აკანკალებული თითებით ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ახლოს მომეზიდა ჩემსკენ. მოულოდნელად კოცნა გავწყვიტე და მის კისერში ჩარგულს ქვითინი ამიტყდა. ნათანიელმა ძლიერად შემომხვია ბეჭებზე ხელი და თითქოს შემისისხლხორცაო მითხრა- გაგიხსენებ ემ! გაიგხსენებ!- მტკიცე იყო მისი ხმა.

***
თუ კი სულისთვის რაიმე მტკივნეული არსებობს, ვიტყვი რომ ყველაფერი გამომიცდია: მშობლების გარდაცვალება,  მეგობრების დაკარგვა, შვილის სიკვდილი, ძმის ღალატი და საყვარელი მამაკაცის აუტანელი მონატრება. ხანდახან მტაჯნჯველი ყოფისგან დაღლილს ხმამაღლა მომირთავს კივილი, ერთხელ ნათანიელის კომაში ყოფნის დროს, თვითმკვლელობაც ვცადე, მაგრამ სულ სხვა იყო ლუკას მიერ მოყენებული ჭრილობა. სასამართლო პროცესი, რომელსაც ვესწრებოდი, თითქოს ჩემს შინაგან ძალას მართმევდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ კაბინაში მოთავსებული ჩემი ძმა მზერას არ გვაშორებდა მე და ნათანიელს. ბრაზით, სიძულვილითა და სიყვარულით სავსე მის თვალებს, ვცდილობდი გავქცეოდი, მაგრამ არ შემეძლო. უსაზღვრო წყენა ჩაბუდებულიყო ჩემში და მოუთმენლად ველოდი ვერდიქტს.
- პატივცემულო მოსამართლევ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლუკა ჯანაშია აღიარებს დანაშაულს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ აღნიშნული ქმედება, რომელიც ნათანიელ ერისკაცის სასიკვდილოდ დაჭრას გულისხმობს, შესრულებულ იქნა ერთგვარად შურისძიების მიზნით- ფეხზე წამომდგარმა ადვოკატმა ლაპარაკი დაიწყო. შურისძიების გაგონებაზე ლუკას მიერ ნათანიელისადმი ბრალდება გამახსენდა და სხეულში უსიამოვნოდ გამცრა. ნათანიელს გავხედე, ჩვეული კუშტი გამომეტყველებით აკვირდებოდა პროცესს.
- თუმცა მოგეხსენებათ პატივცემულო ვინაიდან და რადგანაც დაზარალებულს ახლა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვფიქრობ აღნიშნული საკითხი განხილვას არ ექვემდებარება- ფეხზე წამოდგა პროკურორი-ვიგრძენი როგორ დაიძაბა ნათანიელი, ჩემს ძმას გავხედე, თვალები ბრაზით უელვარებდა.
- მაგ დაზარალებულმა ჩემი მშობლები დახოცა, პროკურორო!- დაიღრიალა მოულოდნელად ლუკამ და მაგიდას მთელი ძალით დასცხო ხელები. მისი ბრაზით სავსე ხმა პატარა დარბაზში მოგუდულ ექოდ გავრცელდა. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა.
- სიჩუმე!- დაიგრგვინა მოსამართლემ- ბრალდებულო სიმშვიდისკენ მოგიწოდებ!
ვუყურებდი როგორ ბრგვინავდა ლუკა და შიში უფრო და უფრო მეპარებოდა. ჩემს ძმას კარგად ვიცნობდი, იგი უმიზეზოდ არაფერს ჩაიდენდა, მაგრამ ნათანიელისთვის გადაბრალებული ჩვენი მშობლების მკვლელობა იმდენად აბსურდულად მიმაჩნდა, მისი ყოველი ქმედება საგონებელში მაგდებდა. იქნებ და მართალი იყო? ჩემს გონებაში დაშვებულმა ამ ფაქტმა მტკივნეულად მომიჭირა ყელში.
პროცესი ვერდიქტის გარეშე დასრულდა, მოსამართლე ნათანიელის გამოჯანმრთელებას დაელოდებოდა, მანამდე ლუკას ციხეში მოუწევდა ყოფნა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ის მაინც ჩემი ძმა იყო, სწორედ ამიტომ იყო მისი ყოფა ჩემთვისაც მტკივნეული.
დარბაზიდან გაყვანილ ლუკას დავეწიე.
- ამას რატომ აკეთებ? - შევჩივლე პოლიციელებს შორის მდგარს- ნათანიელი ამას არ გამიკეთებდა ლუკა!- მტკიცე იყო ჩემი ხმა.
- ემოლას- სითბო გაკრთა მის ბარიტონში- ნათანიელმა ეს მანამდე ჩაიდინა სანამ გაგიცნობდა, თორემ გგონია მის შენდამი სიყვარულს ვერ ვხედავდი?!- ჩუმად გამოსცრა კბილებში და ცრემლმორეული დამტოვა. დარბაზის კართან ხელებგადაჯვარედინებული, დაბნეული ნათანიელი იცდიდა.
 
- ხომ იცი ყველაზე აფსურდული რაღაცაა რაც შეუძლიათ დამაბრალონ?!- შემეკითხა ძარღვებდაბერილი როდესაც მანქანაში ჩავჯექით. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა აღარ ვიცოდი რა მეღონა.
-ემაა?- მანქანა დაძრა კაცმა.
- მე შენი მჯერა ნათანიელ, ყოველთვის გენდობოდი და ახლაც გენდობი!- გავუღიმე, მაგრამ როდესაც მის თვალებში აკიაფებულ სხივებს მზერა მოვაშორე, კვლავ ეჭვნარევმა ფიქრებმა წამიღეს- რომელს ვენდო, ლუკას თუ მეხსიერება დაკარგულ ქმარს?  ვერ გადადამეწყვიტა, მაგრამ თუ კი... (და ვიმედოვნებდი არა) ნათანიელი ჩემი მშობლების სიკვდილში გარეული იქნებოდა, არ დავინდობდი, ვესროდი ისევე შეუბრალებლად როგორც ეს ლუკამ გააკეთა ექვსი თვის წინ! დედ-მამის სისხლს არავის შევარჩენდი!

***

   ღამე, რომელსაც ჩემს მიერ თეთრად გათენება ეწერა, ნათანიელმა აამღვრია. ჩემს ოთახში შემოსულის ფრთხილ ნაბიჯებზე გულიანად სიცილი მომინდა, თუმცა თავი შევიკავე. კაცი ფრთხილად მომიწვა გვერდით.
- არ მძინავს- ჩავიცინე და მისკენ გადავბრუნდი. მისმა სიახლოვემ გული ძველებურად, საგრძნობლად ამიჩქარა. კაცმა მარჯვენა მომხვია და გულმკერდზე ამიკრა. ისევ ძველი გახუნებული ლურჯი მაისური ეცვა.
- დაგაკვირდი, ლაჟვარდის სურნელი გაქვს.- ჩუმი, ბოხი და გრძნობამორეული იყო მისი ხმა.
- ლაჟვარდი?- გავიოცე მე- საიდან მოიტანე.
- არ გჯერა?- მქრალი სიბნელის გამო დავინახე როგორ შეკრა წარბები- მერე უცებ წამოიწია და ხელზე თავდაყრდნობილი ზემოდან დამაჩერდა.
- ნათანიელ...
- იცი? ყოველ ჯერზე როცა სახელით მეძახი რა მემართება?
მე მხრები ავიჩეჩე.
- თითქოს მეუბნევი რომ მარტო არ ვარ, რომ არ დავკარგულვარ ჩემს მწირ მოგონებებში, რომ მე დიდი ისტორია მაქვს. შენს მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი უსაზღვრო გრძნობითაა გაჟღენთილი ემოლას... და მიხარია რომ არსებობ.- თქვა და დაიხარა. ნაზად ძალიან ნაზად მეამბორა ბაგეებზე და თავისი დიდი ხელების მარწუხებში მომაქცია. გულში ჩამიკრა და მეც ჩემი მისდამი სიყვარული ჩახუტებით გავუზიარე.

***
  დღეების გასვლასთან ერთად ჩემი შფოთვა უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ეჭვები მღრნიდნენ, მტანჯველი ფიქრები სუნთქვას მიკრავდნენ. სრულ გაუგებრობაში მყოფი საკუთარ თავს აღარ ვგავდი. ჩემი ძმის წრფელი თვალები და გატეხილი ხმა გონებიდან არ ამომდიოდა და ვხვდებოდი ნდობა, რომელიც ჩემი ქმრის მიმართ გამაჩნდა არ იყო საკმარისი, ლუკას მისდამი ბრალდება გაექარწ....ბინა. და ერთადერთი გამოსავალიღა დამრჩენოდა, დავლოდებოდი როდის გამოჯანმრთელდებოდა ნათანიელი. ლოდინში გამოცდილს, ახლაც უნდა ამეყვანა თავი ხელში და დროს მივნდობოდი. დროს, რომელიც არავინ იცოდა კიდევ რას წამართმევდა...

***
- რა გქვია?
- ნათანიელი.
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
- დაამტკიცე.
- ის რომ ნათანიელი მქვია თუ ის რომ ამის მჯერა?
- ის რომ შენი ვინაობის გჯერა.
- ამ ქალს უყურებთ?- ნათანიელმა სათვალიან ექიმს ჩემზე ანიშნა- მას სჯერა. ეს საკმარისია ჩემთვის. და თქვენთვის?
- მე შენი აზრი მაინტერესებს.
- არ დავკარგულვარ ექიმო, მე ისევ აქ ვარ, უბრალოდ შვებულება მოვიწყვე- თვალი ჩაუკრა ნათანიელმა კაცს.
- შენი ცოლი გახსოვს?
- არა- ბზარი შეეპარა კაცის ხმას.
- როგორ ენდობი?
- ჩათვალეთ ხელახლა შევიყვარე.
- სიყვარული ყოველთვის ნდობას როდი ნიშნავს,
- ყოველთვის არა...-ჩაეღიმა ნათანიელს.

მე არ შემეძლო ეჭვი შემმპარვოდა მასში. არავის შეეძლო...

***
-საღამოს შეხვედრაა- მითხრა ლუკას დაკავების ერთი თვის თავზე ნათანიელმა. კაცი თავის ძლიერ, განიერ მხრებზე პერანგს იცვამდა და სარკიდან სერიოზული გამომეტყველებით მიყურებდა.
- როგორ უგებ შენს კომპანიონებს? მათ ხომ არ იცნობ ნორმალურად.
- გავიცანი ემოლას, საკმარისზე მეტად გავიცანი- ნათანიელის ხმაში რაღაც დაფარული შევნიშნე.
- გინდა ჰალსტუხის შეკვრაში დაგეხმარო?
კაცმა ჰალსტუხი უთქმელად, შუბლშეკრულმა გამომიწოდა.
-გამოგყვე?- შევაპარე მას. შავოსნების გარშემო, როცა არავინ იცოდა მათგან ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე, ნათანიელის მარტოდ მარტო ყოფნა ამჯერად რატომღაც მაფრთხობდა.
- არაა საჭირო ძვირფასო- გამიღიმა თბილად.
-იცი? სერიოზულობა ძალიან გიხდება.- ვუთხარი და საყელო გავუსწორე. ნათანიელს მხოლოდ ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი.
- მერე?
-რა მერე? მომწონს- ჩავუღიმე კეკლუცურად და მხრებზე პერანგი გავუსწორე, მერე კი ლოყაზე ვაკოცე. კაცი ბაგეებზე მეამბორა.
     ნათანიელის გასვლის შემდეგ ჩვენი ოთახის ფანჯრიდან დავინახე როგორ მოუთათუნა მხარზე ხელი ანდრონიკეს და ამან უფრო ჩამაფიქრა, როდის ჩამოუყალიბდათ მათ ასეთი კარგი ურთიერთობა? ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დასანახად ვერ იტანდა. ერთი გაფიქრება იყო, იქნებ ანდრონიკეც გაახსენდა მეთქი? მაგრამ ის ხომ ჩემს შემდეგ გაიცნო? სულ ამრია ერთმა უმნიშვნელო ქმედებამ. და თურმე ეს ქმედება იყო, ყველაფერს ძირეულად რომ ცვლიდა.
    ანდრონიკემ მაღლა ამოიხედა. ჩამოფარებული ფარდის მიუხედავად, მივხვდი იცოდა რომ იქ ვიდექი და თვალი ჩამიკრა. უსიამოვნოდ გამაჟროლა. ნათანიელს უკან გაჰყვა და მასთან ერთად მოთავსდა მანქანაში.
    როგორც კი ორიოდე მანქანა ადგილს მოსწყდა ტელეფონზე იმავე წამს შეტყობინება მოვიდა. ვიდეო იყო.  დაფარული ნომერი ეჭვს ბადებდა. მაშინვე გავხსენი ფაილი და თვალში სიბნელე მომხვდა. ვიდეო ჩავრთე. ვიდეოში აღწერილმა კადრებმა კი  ადგილზე გამაშეშა. ტელეფონი ძირს დამივარდა , ჩავიკეცე და აკანკალებული ხელები თავზე შემოვილაგე. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი გაშეშებული, როცა ავდექი გარეთ უკვე ბნელოდა.  მახსოვს ის, რომ მაშინვე კაბინეტში გავვარდი და იქიდან წითელტარიანი იარაღი ავიღე. მერე კი ცრემლიანი თვალებით როგორღაც დაბლა ჩავედი.

     მაღალი სიჩქარით მოძრავი ჩემი მანქანა ლამპიონების შუქით განათებულ გზას ჰკვეთდა. გული საგულეში არ მეჯდა. ვიდეოში ნანახ შოკისმომგვრელ კადრებს თავიდან ვერ ვიგდებდი. ჩართული ვიდეო სულ მეორდებოდა. ყოველ წამს ვხედავდი სიბნელეში მდგარი კაცს ნათანიელს რომ ჰგავდა, მის წინ  დაჩოქილ ჩემს დედ-მამასაც ვხედავდი. ხმა არ ისმოდა.
    ფანჯარა ჩამოწეულ მანქანაში უპარდონოდ იჭრებოდა ქარი.
    ნათანიელის მსგავსმა კაცმა თავი გააქნია, დახარა და რაღაც ჩაიჩურჩულა. მშობლების უკან მდარმა ერთ ერთმა შავოსანმა დედას  ესროლა.
   შევხტი.
   შემდეგ ალბათ აყვირებულ მამაჩემსაც ესროლეს.
   სხეულში ჭიანჭველებმა დამიარეს.

   
        შეხვედრის ადგილი სიღნაღი იყო. ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე, რომელზეც ეჭვს ვერავინ მიიტანდა, ხუთიოდე შავი სხვადასხვა ავტომობილი ჩაემწკრივებინათ. პირდაპირ შესასვლელის წინ დავამუხრუჭე. იარაღი მანქანაშივე მოვითავსე შარვალში და გრძელი მაისურით დავფარე, სწრაფად გადმოვედი ავტომობილიდან.
   ერთი შეხედვით ქვის ჩვეულებრივი სახლი გეგონებოდათ ადგილი, რომლის კართან ორიოდე მცველი იცდიდა. გარშემო მიმოვიხედე. მანქანების საჭესთან ალბათ მძღოლები იყვნენ მოკალათებულები, სინათლის სიმწირის გამო მათი დანახვა და ვარაუდის დადასტურება ვერ შევძელი.  ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სვიტერის ამარამ ხელები მკავზე გავიხახუნე. მცველების ეჭვნარევ გამომეტყველებას  გულგრილად ავუარე გვერდი თუმცა მოულოდნელად წინ ერთერთი მათგანი გადამიდგა.
- გისმენთ!
- შეხვედრაზე ვარ.
- ვისთან ერთად?
- ნათანიელ ერისკაცთან. - მისი სახელის წარმოთქმა გამიჭირდა. მცველმა მაშინვე დამითმო გზა და შენობაში შევაბიჯე. გული არნახულად მიძგერდა. ცუდის მოლოდინი სხეულს მისუსხავდა და ვგრძნობდი, იმედიც როგორი მცირე იყო. იმედის, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. გავიხსენე ანდრონიკეს ნათქვამი და ჩემგან ხელმარცხნივ კარი გავაღე. ხვეული კიბე ჩაჰყვებოდა სივრცეს.  კიბეებზე კაკუნით ჩავედი.  ცივ და სინათლით გაჩახჩახებულ დერეფანში ამოვყავი თავი, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი კარი ჰქონდა. ჩემგან პირდაპირ შავი ორფრთიანი შესასვლელი იყო. გამბედაობა მოვიკრიბე და საკუთარ თავს შევახსენე რომ აქ ყოფნის სრული უფლება მქონდა. თავს უფლებას არ ვაძლევდი სასოწარკვეთაში ჩავვარდნილიყავი. მწამდა, ვიდეო, რომელიც ვნახე უბრალო მასკარადი იყო. ჰო იქნებ ის ადამინებიც არ ყოფილიყვნენ ჩემი მშობლები!
   გრძელი დერეფანი სწრაფად გავიარე და კარს მივუახლოვდი. იქიდან ხმამაღალი ლაპარაკის გამოდიოდა.  ანჯამასთან მიტანილი ხელი გამიშეშდა.
-  გითხარი ემოლასთან ახლოს არ უნდა მისულიყო, ჭორებიც კი!
- ეგ შენი პრობლემაა ნათანიელ! ცოლი შენია და შენვე უნდა გეკონტროლებინა ყველაფერი.
- ემოლას არაფერ შუაშია.
- არავინ ამბობს რომ დამნაშავეა- გაისმა სხვა, საშინლად ცივი ხმა.- უბრალოდ თავისუფლად შეუძლია მიწაში ჩაგმარხოს, ნუ გავიწყდება შენი აქციების და ბარ- კლუბების ნახევარი მის ხელშია.
- ჩემს ცოლზე ლაპარაკობ ივანე! ის ასეთ რამეს არასდროს იზამს.
- თუ! თუკი არ გაიგო რა ჩაიდინე!- უცხოს სიტყვების გამო იყო თუ სიცივის, უჩვეულო კანკალმა ამიტანა.
- ლუკა ჯანაშიამ უკვე...- ნათანიელს ლაპარაკი გააწყვეტინეს.
- ლუკა ჯანაშია! ჯანაშია! ჯანაშია! ამ გვარმა ყელში ამომიყვანა. დავითმა ფული არ დაგიბრუნა და დაპირება აასრულე! ცოლი თვალწინ მოაკვლევინე, ორივემ შვილების დასაცავად თავი გაწირა! კმარა!
- და როდის არ ვთქვი არ კმარა -მეთქი საიმონ?!-  ნათანიელის ბარიტონი შეუვალი და მტკიცე იყო.  მისმა ხმამ უნებურად ზიზღი გამოიწვია ჩემში.. ანჯამას ხელი შევუშვი.
- მისი გოგონა ცოლად შეირთე! გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სიმართლე გამჟღავნდა! ლუკამ გესროლა! შენ ცოლს ატყუებ ვითომ ავად ხარ!
ესაა შენი საქმის დასასრული? ესაა? მითხარი მკვდარი ადამიანების ვალს ასე იხდი?!

***
   რა იქნებოდა, არ შეგვეძლოს სიყვარული, ზიზღი და შიში?  ალბათ ასე ცხოვრება უფრო მშვიდი იქნებოდა. მშვიდი მაგრამ არაფრისმომცემი.
       განადგურებულმა ძლივს შევძელი ნაბიჯების გადადგმა. მცველების გაოცებულ მზერას გვერდი ავუარე. სწრაფად მივუახლოვდი მანქანას და მაღალი სიჩქარით გავეცალე იქაურობას. თვალის კუთხიდან დავინახე როგორ შევარდა ერთ-ერთი მათგანი შენობაში. სულს მიხუთავდა წუთის წინ მოსმენილი და საკუთარ თავს მისი გააზრების უფლებას არ ვაძლევდი. თბილისისკენ მიმავალ გზას დავდგომოდი, თუმცა არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, რა უნდა მეღონა. ჩემი გონება ჯერ კიდევ მომხდარის გადარხარშვის პროცესში იყო.  სრულიად შემთხვევით უკანა ხედვის სარკეში მზერა გავაპარე. შევკრთი. ისედაც დაზაფრული უფრო ძლიერმა ღელვამ შემიპყრო. მომდევდნენ. რათქმაუნდა სიღნაღის სახლში ჩემი ვიზიტი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ, თუმცა მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას ნამდვილად არ ველოდი. საჭეზე მოთავსებული ხელები უარესად ამიკანკალდა. და მივხვდი, ნათანიელის მეშინოდა. ჩემში ჩაბუდებული მისდამი ზიზღი, შიშს არ ფარავდა. შიშს- რომ შეიძლებოდა მეც მოვეკალი.
მოულოდნელად გონებაში რაღაცამ გამკრა. უკან ადევნებულ ნათანიელის მანქანას ერთხელ შევხედე, მერე ჩემს გვერდით სავარძელზე მოთავსებულ წითელტარიან იარაღს და მანქანა გზის ნაპირას მოწყვეტით დავამუხრუჭე.
მომინდა ნათანიელისთვის თვალებში ჩამეხედა. მინდოდა ეგრძნო ტკივილი, მინდოდა მომკვდარიყო- იმ მომენტში სხვა ფიქრები არ მეკარებოდნენ. ნათანიელი ხომ ჩემი მშობლების მკვლელი იყო!
მანქანიდან გადავედი თუ არა მისმა და მცველების ჯიპებმაც არ დააყოვნა მოსვლა. შავოსნები რასაც ქვია გადმოფრინდნენ. ნათანიელის დანახვაზე  ჩემში ჩაბუდებულ ზიზღსა და სიძულვილს მაქსიმალურად ვაკავებდი, ლავად რომ არ ამოხეთქილიყო.
- ემ?!- ერთდროულად მკაცრი და გაოცებული იყო იგი. მომიახლოვდა, ჩემს ხელში მოთავსებულ იარაღს დაასო მზერა და სახე უარესად აერია.
- რა ჯანდაბა ხდება?- აუელვარდა თვალები.  ვგრძნობდი რაოდენ უსიცოცხლო იყო ჩემი მისკენ მიმართული მზერა.
- ემოლას! რა გინდოდა იქ?- თვალებით თავის ზურგს უკან მანიშნა.- თითქოს წამით გაკრთა მის ხმაში სითბო, მაგრამ როგორც კი ჩემსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა იარაღი მისკენ მივმართე.
- არ გაბედო ნათანიელ! ერთი ნაბიჯითაც არ მომიახლოვდე თორემ გეფიცები გესვრი! ვისვრი!- ისტერიულად ავყვირდი. კაცის უკან დადარაჯებულმა მცველებმა წრის შეკვრა და ჩემთვის იარაღის დამიზნება მოასწრეს.
- ემოლას?!- მოულოდნელობით გაოცებული ჩანდა კაცი. რას ვიფიქრებდი ოდესმე ჩემი ქმრის მოკვლის სურვილით თუ ავივსებოდი.
- რა ემოლას? რა? ახლა მეც მომკლავ?  ამ შენს ბიჭებს ისევე მოაკვლევინებ ჩემს თავს როგორც ოდესღაც ჩემი მშობლები?- ყვირილით მივაყარე ყველაფერი. ადვილი შესამჩნევი იყო ჩემს ხმაში გარეული ბრაზი და ზიზღი. იარაღს შემოჭდობილი ხელები საშინლად მიკანკალებდა. ნათანიელს თვალები ჩაუქრა. თითქოს მოეშვა.
- უკან დაბრუნდით!-ჩაიჩურჩულა კაცმა ჩემზე თვალმოუშორებლად.
- მაგრამ ის გესვრით!-შეეწინააღმდეგა ერთერთი შავოსანი.
- გაეთრიეთ!- მოულოდნელად დაიღრიალა დაძაბულმა და შიშისგან უარესად შევხტი.
- ბატონო...
-ახლავე!-ბრძანა მან.
მცველებმა ერთხელ კიდევ შემავლეს ეჭვნარევი მზერა და ოთხივე მანქანაში მოთავსდა.
- ემოლას- დაარღვია აუტანლობა ნათანიელმა-არ ქნა- ჩემსკენ ხელები გამოშალა და ერთი ფრთხილი ნაბიჯი გადმოდგა.
-არ მომიახლოვდე!- დავუყვირე ისევ.- ხომ იცი რომ გესვრი! ხომ იცი?!- შეშლის ვგავდი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი.
- ემ, მოდი რა...- თავისკენ მიმითითა კაცმა.- მოდი ყველაფერს აგიხსნი ემ... ახლა არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.
- ნერვიულობა?- ჩავიცინე-აქამდე ყოველთვის მიცავდი, რატომ დაუშვი ეს ტკივილი მეგრძნო? ხომ იცოდი სიმართლე ოდესმე გამჟღავნდებოდა?!- უარესად მომაწვა ცრემლები.
- არ მინდოდა გაგეგო! არასდროს მდომებია!
- მაშინ რატომ დამიხოცე მშობლები? რატომ წამართვი?- გული ყელში მქონდა მობჯენილი.
- არ ვიცოდი ემ... არ ვიცოდი ვინ იყვნენ- ვედრება გამოსჭვიოდა მის ხმაში- მოდი, იარაღი მომეცი...- კიდევ ერთი ფრთხილი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- ხარ!- დავუყვირე და მისკენ მიმართულ იარაღის სასხლეტს თითი გამოვკარი.
მსუბუქი ტკაცანის ხმა გაისმა. გაშეშებულ ნათანიელს შევხედე, სრულიად ჯანსაღად გამოიყურებოდა. სასხლეტს კიდევ გამოვკარი თითი, კიდევ, კიდევ- იარაღში ტყვიები არ იდო. პანიკამ მომიცვა. მთელი სხეული გაურკვეველი  შიშისგან ამიკანკალდა.
- ემ...- მოისუნთქა კაცმა და სწრაფად მომიახლოვდა. იარაღი ძირს დამივარდა, ჩემი კივილისა და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მომხვია ზურგზე ხელები და თავისკენ მიმიზიდა. მუშტების რტყმით შევეცადე მისგან გავთავისუფლებულიყავი.
- მეზიზღები! მძულხარ! ნეტავ მომკვდარიყავი, ნეტავ მაშინ მომკვდარიყავი ლუკამ რომ გესროლა, ნეტავ კიდევ გტკენოდა კომაში მყოფს, ნეტავ ისე გტკენოდა როგორც მე მატკინე- ვხაოდი და ცრემლით დაბინდული თვალებიდან მაინც ვამჩნევდი კაცის ტკივილისგან მოღრეცილ სახეს. იმ წამს, იმ მომენტში მისმა ტანჯვამ საშინელი სიმშვიდე მომგვარა, თუმცა მოწოლილმა სტრესმა ერთიანად მომთენთა და რომ არა ნათანიელის ხელები ძირს დავვარდებოდი. კაცმა გულში ძლიერად ჩამიკრა.
- მეზიზღები- ბოლოჯერ ამოვთქვი და სანამ წყვდიადში ჩავიძირებოდი ნათანიელის ტკივილნარევი ამოოხვრა ვიგრძენი.

    თვალების გახელისას რაც პირველად დავინახე, ჭერი იყო. საძინებელში ვიყავი. მარჯვნივ გადავწიე თავი და არეული მზერა მამაკაცის ზურგს მივაპყარი. ნათანიელს განიერ მხარ ბეჭზე მჭდროდ შემოტმასნოდა თეთრი პერანგი. ჩამეღიმა, თავჩახრილისკენ ხელი გავიწვდინე რათა მხარზე შევხებოდი, მაგრამ უეცრად შევრჩერდი. წამიერად დავიწყებულმა მისმა დანაშაულმა გულზე ძლიერად მომიჭირა. სიმწრისგან ამოვიკვნესე. თვალები ცრემლით ამევსო. კაცი ჩემსკენ შემობრუნდა.
- ემ...- ჩაიჩურჩულა. საწოლზე სწრაფად წამოვჯექი,  თავბრუსხვევის მიუხედავად ფეხზე წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი, რომ წელზე უცაბედად შემოხვეულმა ნათანიელის მკლავმა იატაკს მომწყვიტა.
- გამიშვი! ხელი გამიშვი!- ფეხები ჰაერში გავაფართხალე. ყელში ტკივილისა და სიმწრისგან მოწოლილი ბურთი თავბრუს მახვევდა. კაცმა თავისკენ შემაბრუნა.
- შემეშვი!- მხრებზე უღონოდ ვკარი ხელი.
-ემ...გთხოვ!
- შემეშვი გესმის?! შემეშვი!- ავკივლდი მე. ცრემლებისგან დანამული ღაწვებისკენ ხელი წამოიღო.
- გამიშვი ნათანიელ!- თავი გვერდით შევაბრუნე, რათა არ შემხებოდა. ტუჩები ძლიერად მოვკუმე.
- ემოლას... არ გინდა...ოღონდ არ შემიძულო... ოღონდ არ შემიძულო...- ჩურჩულებდა კაცი. თვალები ძლიერად დახუჭა და საფეთქელზე შუბლი მომაყრდნო.. ჩემს წელს შემოხვეული მისი მკლავები დაბლა ჩამოვაწევინე. მისგან სამიოდე ნაბიჯი გადავდგი.
- განა საკმარისი მიზეზი არ მაქვს?!- ჩავიჩურჩულე.  კაცს თავი ჩაეხარა. სახეზე ტკივილი აღბეჭვდოდა. აუტანელი ყოფისგან გული მეკუმშებოდა.
- მიყვარხარ...- ამოთქვა უღონოდ და სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა.
- ეს არაფერს ცვლის ნათანიელ...- გავუღიმე სევდიანად- ყველაზე ნათელი დღეები წამართვი...- ცრემლიანი თვალები ხელის ზურგით მოვიწმინდე და კარისკენ შევბრუნდი.
- ემ...
კიბეები ტირილით ჩავირბინე. საძინებლიდან ძლიერმა ხმაურმა ქვემოთ ჩამოაღწია. უარესად ამიტყდა ქვითინი. სახლიდან გავვარდი და ეზო სირბილით გადავჭერი.
-  ემა?- ანდრონიკე მოულოდნელად წინ გადამეღობა.
- გადი! ახლა არა...- ამოვიქვითინე და კაცს გვერდი ავუარე.. გზაზე გასულმა მომავალ ტაქსს ხელი დავუქნიე და გაჩერებულ მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.
- მალე წადით... გთხოვთ- თავი ხელებში ჩავრგე და შევეცადე ემოციები მომეთოკა. არ გამომივიდა. ტკივილს მთელი ჩემი არსება მოეცვა.

***
    განადგურებული და დამცირებული ვიყავი. ტირილისგან დასიებული თვალები მეწვოდა. მუდამ გულისრევას ვგრძნობდი და მეგონა სადაცაა ბოლოჯერ ამოვისუნთქავ-მეთქი, თუმცა ტკივილი ჩემგან არ გადიოდა. იმედგაცრუებას ჩემში ღრმად გაედგა ფესვები.
    მაგიდაზე დადებულ თითებს ნერვიულად ვაწვალებდი. ვთრთოდი.  ლუკა მზერას არ მაცილებდა. ვიცოდი მიგებდა, მაგრამ მაინც მეშინოდა იმის, მის სიტყვებს უარესად არ ემოქმედა.  მაგიდის ქვეშიდან ხელები ამოიღო და ჩემს თითებს გაუხახუნა. თბილად, თანაგრძნობის ნიშნად გამიღიმა.
-შეხება!- დაიგრგვინა ბადრაგმა.
ბიჭმა ამოიოხრა და ხელები ისევ მაგიდის ქვეშ შეალაგა.
- რას არ მივცემდი, ახლა თვალებში ცრემლი რომ არ გედგას.- ნაღვლიანი იყო მისი ხმა.
- მაპატიე...- ამოვიჩურჩულე და ჩამოცურებული ცრემლი მაშნვე შევიმშრალე.
- შენ არაფერ შუაში ხარ ემა... არაფერში გადანაშაულებ!- მტკიცე და იმედისმომცემი იყო მისი ხმა.
- არ დაგიჯერე...- ხმა ჩამიწყდა. ღრმად ჩავისუნთქე. მზერას ვერ ვუსწორებდი.
- რა თქმა უნდა არ დამიჯერებდი, შენ არჩევანის წინაშე იყავი, საყვარელი ქმარი თუ მე...
- ის არ მიყვარს! აღარც ჩემი ქმარი არაა!- გამოვცერი კბილებში.
- აღარ?
- გავეყრები!
- და ეს რას შეცვლის?- ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- რას გულისხმობ?-თვალებში ჩავხედე.
- შენც კარგად იცი ემოლას,  რაც არ უნდა მომხდარიყო მის მიმართ გრძნობებს არაფერი ეშველება.
- ლუკა! მან მშობლები დაგვიხოცა- ხმა გამეპარა- ხვდები  რას ვამბობ? დაგვიხოცა! ამის მერე როგორ ამბობ რომ ის უნდა მიყვარდეს?-ცრემლები ამჯერად არ დამიმალავს.
- არ ვამბობ რომ უნდა გიყვარდეს, უბრალოდ მინდა რომ თავი არ დაიტანჯო...- ჩაფიქრდა- აქედან უნდა წახვიდე...- თქვა ცოტა ხნის შემდეგ და დამაკვირდა.
- რა?- სიმწრით ჩამეცინა.
-მე აქედან კარგა ხანი ვერ გამოვალ და შენ ეს იცი - მიხსნიდა ის- ნათანიელი კი... ემა, ის თავს არ დაგანებებს, უყვარხარ, მე შენს გვერდით ვერ ვიქნები რომ დაგიცვა.
- ლუკა იაზრებ რას ლაპარაკობ?!- სიბრაზის ნოტები შემეპარა ხმაში- როგორ ამბობ რომ ვუყვარვარ! ჯანდაბას ასეთი სიყვარული! -ხმა ვერ გავაკონტროლე.
- ემა!
- შენ რომ თავიდანვე გეთქვა...- მოულოდნელად დავფიქრდი- შენ რომ ყველაფერი თავიდანვე გეთქვა...
- ნათანიელს რომ ვესროლე, მიზეზის სიმართლე  მაშინ არ დაიჯერე და რა აზრი ჰქონდა?- სახე გაუქვავდა მას.
- შენს გამო შვილი დავკარგე...- დამცდა უეცრად. ტუჩზე ვიკვნიტე.
- არა ემა...- ხმა ჩაუწყდა ლუკას- ეს ჩემი ბრალი კი არა შენი ბრალია, შენ შეგიყვარდა ნათანიელი ასე თავდავიწყებით- გამიღიმა და წამოდგა.- სისულელე არ ჩაიდინო! ქალაქიდან წადი!- თქვა და შეხვედრის ოთახი დატოვა. მე კი სრულიად მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან. ის შეეგუა ნათანიელის სიცოცხლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავეცავი. ამის გამო უსაზღვრო მადლიერებით ავივსე. თუმცა ამავედროულად ერთმა საშინელმა შეგრძნებამ მომიცვა. "სისულელე არ ჩაიდინო"... ლუკას არასოდეს ვუჯერებდი, ალბათ ამიტომაც იყო, მისი დაწყებულის ბოლომდე მიყვანა რომ გადავწყვიტე. შურისძიების სურვილმა შემიპყრო! კაცი, რომელიც სისხლში ამოსვრილი ლამაზი მოგონებების ავტორი იყო, ჩემი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რომ გრძნობათა ჭიდილს ვერ გავუძლებდი...

***

   დაკარგული ვიყავი. არეული მქონდა აზრები თუმცა ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა. პირველ რიგში იმ ტკივილთან გამკლავება უნდა მესწავლა რასაც უნათანიელობა ერქვა. ვიაზრებდი რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, კაცი მთელი არსებით უნდა შემძულებოდა, მაგრამ მისდამი სიყვარულს რომ ვერაფერს ვუხერხებდი, მაფრთხობდა. არ მინდოდა  მისი მზერისგან აშლილიყო ჩემში ყოველი უჯრედი და მერე კვლავ უეცარ იმედგაცრუებას მოვეცვი.
     მშობლიური სახლი, რომელიც ერთ დროს თბილ კერას წარმოადგენდა ახლა სიცარიელეს და ამ სიცარიელით გამოწვეულ სიცივეს მოეცვა. აქ ბოლოს მაშინ ვიყავი, სანამ ნათანიელს ცოლად გავყვებოდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, აქაურობა რომ მივატოვე. ლუკას ოთახი შეცვლილიყო. ძველებურად აღარც პკლაკატები იყო გაკრული და აღარც არეული. სევდიანად გამეღიმა.
     მინდოდა, მაგრამ მშობლების ოთახს გვერდი ვერ ავუარე. კართან შევჩერდი, დაკაკუნება დავაპირე. მერე ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა და რომ არ ავქვითინებულიყავი, კარი შევაღე. ორ წელზე მეტი გასულიყო, მაგრამ ოთახს მაინც ჰქონდა ის მშობლიური სურნელი, მე რომ ასე ძლიერ მიყვარდა. ძველებურად სუფთა და თეთრი იყო საძინებელი. ფეხსაცმელი მოითმენლად გავიხადე, საწოლის შუაში გულდაღმა დავემხე და ავტირდი. სინანული, ბრაზი, იმედგაცრუება, ღალატი, შურისძიების წყურვილი და შემაკავებელი გრძნობა მარწუხებივით მიჭერდნენ ყელში და ამოსუნთქვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ.
-გაუძელი ძვირფასო, გაუძელი ემოლას...-მარცხენა მხრიდან მამაკაცის სუსტი, ხრიწიანი ხმა მომესმა. ყურში რაღაცამ გულისგამაწვრილებელი წივილი დაიწყო, სხეულში ერთიანად მომაწვა ყველაფერი და ბალიშებში თავჩარგული ავკივლდი. ვკიოდი, მანამ სანამ ბოლომდე არ დავიცალე, მერე მოვეშვი და თვალები თავისით დამეხუჭა. სიზმარში დედ-მამა ვნახე...

-ქალბატონო... ქალბატონო... - გოგონას ხმამ გამაღვიძა. ფხიზლად მეძინა, გავბრაზდი სიმშვიდიდან რომ გამომიყვანეს. თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიყავი, მერე ერთიანად გამახსენდა ყველაფერი და გულისრევა ვიგრძენი, თუმცა თავი შევიკავე. ოთახის კარზე დააკაკუნეს.
-ქალბატონო...
-შემოდი ლეა.
ჩემ სიმაღლე, გამხდარი გოგონა ღიმილით შემოვიდა.
-მიხარია თქვენი ნახვა.
-გმადლობ ლეა. -გაღიმების ძალაც არ შემწევდა, უღონოდ ვუპასუხე და წამოდგომა დავაპირე, თუმცა თავბრუდახვეული ისევ საწოლში დავბრუნდი.
-კარგად ხართ?
-შეგიძლია აბაზანა გამიმზადო? ცუდად ვარ...
-კარგით ეხლავე-გოგონა სწრაფად გავიდა.
ღრმად ჩავისუნთქე, თუმცა ვიგრძენი ჰაერი არ მყოფნიდა. სხეული მითრთოდა.
-ცუდად ვარ ლეა... ძალიან ცუდად...- ჩავიჩურჩულე და გადმოგორებული ცრემლი შევიმშრალე. კარში ძლივ-ძლივობით გავედი.
     თბილი წყლით სავსე აბაზანაში გაშეშებული ვიწექი.  ვეღარც ჩემს საყვარელ სურნელს ვგრძნობდი და ფიქრებსაც ვერ ვიჭერდი. არ ვიცი როგორ ამოვედი, როგორ შევიმშრალე და როგორ ჩავიცვი სამოსი. საჭმელზეც უარი ვთქვი, ყველაფერი გულს მირევდა. ჩემი ოთახის აივანზე, სკამზე დავჯექი და მაგიდას იდაყვდაყრდნობილმა ხვნეშით გადავხედე ცარიელ, გაპარტახებულ ეზოს.. ციოდა. ციოდა გარეთაც და ჩემს სხეულს შიგნით.

***
    საბედნიეროდ იმდენი გავიაზრე, მივხვდი მომხდარს ვერ შევცვლიდი. მომიწევდა ამ ტკივილის ზიდვა და მასთან გამკლავება. ღალატისთვის უფლება არ უნდა მიმეცა რომ გავეთელე და ალბათ ამიტომ იყო თეთრად გათენებული ღამის შემდეგ დილით უჩვეულოდ სხვანაირი ვიყავი. ჩემმა თავმა წამით შემაკრთო. თუმცა ამის დრო არ იყო. მე ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა-ნათანიელის განადგურება.
    ჩემი მშობლების მკვლელობის საქმე დახურული იყო. ვიცოდი ნათანიელის ხელი ერია ამ საქმეში, ამიტომ გამოძიების ხელახლა გახსნის მცდელობა ამაო იქნებოდა. არც მისი დაბრუნებული მეხსიერება გამომადგებოდა. ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, ეს ანდრონიკესთან დაკავშირება იყო. მინდოდა მკვლელობის დეტალები და მიზეზი გამერკვია, ჩემი ტელეფონიც დამტვრეული იყო და ვერანაირად მოხერხდა ვიდეოს მეხსიერებაში შენარჩუნება. ანდრონიკესთან კავშირს ნათანიელი რომ გაიგებდა, ცხადი იყო.  მაგრამ დაე გაეგო, რომ ღია ომი გამოვუცხადე.
     ნათანიელის სახსოვარი წითელტარიანი იარაღი ცრემლმორეულმა გვწმინდე. ტყვიისგან ცარიელი ჩემს საძინებელში, ბალიშის ქვეშ მოვათავსე და სახლი დავტოვე. კაცს კაფეში შევხვდი. არაფრით გამორჩეულ ადგილას. უჩვეულოდ აფორიაქებული მეჩვენა.
- არ ღირს ემა...- დაიწყო, მაგრამ ისეთი სახით გავხედე, გაჩუმდა.
-შენი საქმე არაა!
- მაკიაჟის მიუხედავად უძილობა მაინც გემჩნევათ...-განაგრძობდა ის.
- ჩემი მშობლების საქმეზე რა იცი? -გამიჭირდა ამ მითხვის დასმა. მაგიდის ქვეშ თითები ნერვიულად გადავაჭდე.
-რახან ეს ჩემამდე მოხდა მხოლოდ ის ვიცი რომ მამათქვენმა ნათანიელს ფული არ გადაუხადა...
    ყველაზე მეტად არ მინდოდა ფული ყოფილიყო მიზეზი. ჩემს თვალში ნათანიელის უფრო მეტად დაცემის გამო ცრემლი მომაწვა.
-სამწუხაროა...-ჩავიჩურჩულე, ანდონიკეს მხოლოდ გავუღიმე და ფეხზე ავდექი. ის ის იყო მაგიდისთვის უნდა ჩამეარა, მაჯაზე მოჭერილმა ხელმა გამაჩერა. კაცი ქვემოდან მიყურებდა.
-არცერთი იმსახურებთ იმას, რაც მოგელით.-მტკიცე იყო იგი.
-მე არა, ის იმსახურებს!- გამოვცერი კბილებში, მაჯა გამოვგლიჯე და კაფე სწრაფი ნაბიჯით დავტოვე.
    გადაწყვეტილი მქონდა, ნათანიელს გავეყრებოდი, მთელ ქონებას ჩამოვართმევდი და ბედის ანაბარას დავტოვებდი. მინდოდა გაეგო თუ რა მოუნტანა სიხარბემ...
   ჩემი ძმის მონახულება გადავიფიქრე. არ მინდოდა უარესად დამეძაბა იგი. პირდაპირ სახლში მისულს მისაღებში ფერდაკარგული ლეა დამხვდა.
-მშვიდობაა?
-ქალბატონო...-გოგონამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა-ზემოთ გელოდებიან...- ხმა გაეპარა.  მე სწრაფად ავედი მეორე სართულზე. პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავემართე და იქ დამხვედრმა ადგილზე მიმაყინა. ბრაზით ავივსე.  სულ რაღაც სამი დღე არ მყავდა ნანახი, უკვე მოესწრო მის საფეთქლებს გაჭაღარავება. მიუხედავად იმისა რომ ასე არ უნდა ყოფილიყო, არ მესიამოვნა ბედნიერების შეგრძება, როდესაც მისი ამოღამებული თვალები ვიხილე.
-ემოლას...-ჩაიჩურჩულა ფანჯარსთან მდგარმა, გამიღიმა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა. მზერით დამწვარმა ვერ მოვუთმინე შემოჭრა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ!-ვუყვირე.
-ვიცი რომ არასწორია...- ხელები ოდნავ წინ წამოწია და მომიახლოვდა.
-წადი ნათანიელ-მისი სახელის წარმოთქმა გამიჭირდა, თუმცა ჩემს ხმაში ზღვა რაოდენობით იგრძნობოდა ზიზღი.
-ემ...
-გაეთრიე! -ხელი გულ-მკერდზე ავკარი. მოულოდნელად კაცმა მაჯაში ხელი ჩამავლო და საწოლისკენ მიბიძგა. დამფრთხალმა ვერ გავიაზრე რა მოხდა. მძიმედ დავარდნისგან ზურგის წვა ვიგრძენი. ზემოდან დამაწვა და მისი სიახლოვისგა თუ სიმძიმისგან იყო სუნთქვა შემეკრა. ინსტიქტურად შევეცადე მისი ხელით გაკავებილი ჩემი მაჯები და სახე გამეთავისუფლებინა. რა თქმა უნდა ვერ შევძელი. უმოქმედობის გამო მოწოლილმა ცრემლებმა, რომელიც შევიკავე ცხვირი ამიწვა.
-შემეშვი! მკვლელო!- ამოვიხავლე. ნათანიელი მთელ სახეზე დაჟინებით მაკვირდებოდა. ვერ ამოვიკითხე მისი მზერიდან ვერაფერი.
- შენ წარმოდგენა არ გაქვს ჩემს გულში ახლა რა ტრიალებს-ხმა გაუტყდა-შენს ტანჯვას ვერ ვუყურებ... შენ კი არ იცი რა გინდა ემოლას...
- სიცოცხლეს გაგიმწარებ! - მივუგე უყოყმანოდ ჩემში ჩაბუდებული მისდამი ზიზღით. ბალიშის ქვეშ დამალული იარაღი გამახსენდა.
- თუკი შეძლებ!- ირონიული იყო იგი. გულთან წვა ვიგრძენი. ყბებზე ჩავლებული ხელი გამიშვა, ჩემს სახესთან დახრილი  მალევე მომშორდა და ორიოდე ნაბიჯით დაშორებული ჩემს ზურგს უკან დადგა. ცალი ხელით ფანჯრის ჩარჩოს მიეყრდნო. ერთხელ ჩავისუნთქე ჰაერი და ჩუმად გამოვაცურე ბალიშის ქვემოდან წითელტარიანი იარაღი.
- და რადგან შენ წამართვი ყველაზე ძვირფასი ადამიანები, შურისძიება უფრო სამართლიანი გამოვა,  თუ მეც ყველაზე ძვირფასს წაგართმევ- გამოვცერი კბილებში. შემობრუნებულს გაოცება აღბეჭვდოდა სახეზე. მისდა მოულოდნელად იარაღის ლულა შუბლზე მივიბჯინე.
- ემოლას!-დაიყვირა ნათანიელმა თუმცა ვერ მოასწრო, მის ჩემთან გაჩენამდე სასხლეტს თითი გამოვკარი. ოთახში მსუბუქი ტკაცანის ხმა გაისმა. კაცმა ჯერ თვალები დახუჭა,  შედგა. მერე მოიხარა და დაიჩოქა.
- ემოლას! ემ-ოლ-ას!-ღრენით გამოსცრა კბილებში, ჩემს კალთაში თავი ჩარგო. მე სიმწრისგან გავიცინე.
- მითხარი, როგორი შეგრძნებაა?
-რას მიკეთებ!-სასოწარკვეთა ჩაბუდებულიყო მის გამლღვალ ტყვიისფერებში.
- მითხარი როგორი შეგრძნებაა როცა რაიმეს დაკარგვის გეშინია?-დავუყვირე და ცარიელი იარაღი ოთახის კუთხისკენ ვისროლე.
კაცი ჩემს ბარძაყებს მტკივნეულად ჩაეჭიდა და ქვემოდან ამომხედა. წამიერად მომინდა რომ მისი ნატანჯი მზერა გამექრო, ამღვრეული თვალები დამეკოცნა, მაგრამ მალევე აზრზე მოვედი და გამახსენდა რომ მე მისი ტკივილით სიამოვნება უნდა მიმეღო! საკუთარი თავი მაოცებდა.
- რომ მცოდნოდა რომ ისინი შენი მშობლები...
- გაჩუმდი გეყოფა!- ხელი ვკარი და ფეხზე წამოვხტი. -ისინი აღარ ახსენო!-გამოვცერი კბილებში- სისხლისმსმელი ხარ! ცხოველი ხარ!- თითოეულ სიტყვას გარკვევით, დაუნანებლად ვისროდი ფეხზე წამომდგარი, მხრებჩამოყრილი ნათანიელის მისამართით, არ ვეხებოდი, მისგან შორს ვიდექი და ისე ვაყენებდი დარტყმებს.- ვინ იცის კიდევ რამდენს გაუმწარე სიცოცხლე! მკველი ხარ ნათანიელ! მკვლელი!- უკან უკან ვიხევდი და კარი გამოვაღე და დერეფანში გასულმა სწრაფად გამოვაჯახუნე. ნათანიელის ფერგადასული სახე მზერას მიეფარა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, იმდენად გაუაზრებელი იყო, სწრაფად აჩქარებული გულის დასაწყნარებლად კარს ზურგით მივეყრდენი. კბილებში მუშტი ჩავიდე რომ მოწოლილი ქვითინი შემეკავებინა. ჯებირებს გადმოღწეული ცრემლები ღაწვებს მიშანთავდნენ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ტკივილის მომგვრელი მომენტები არ უნდა არსებულიყო!  ვფიქრობდი და რეალობის მეშინოდა.

***
   
     მოთმინება, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში ვიკავებდი, მაშინ გასკდა, როდესაც გავუგე ნათანიელი განქორწინებაზე უარს ამბობდა. სიბრაზისგან ატკივებული საფეთქლები გონზე მოსვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. იმდენად მომინდა მისთვის ზიანის მიყენება, მაშინვე ჩემს ადვოკატს დავურეკე, მინდოდა ყველაფერი რაც კი ჩემს სახელზე იყო ნათანიელის ბიზნეს, კომპანიასა და საქმეებს გამოყოფოდა. ასე შემეძლო იგი გაკოტრებამდე მიმეყვანა. ლოდინი აღარ შემეძლო. სურვილი მჭამდა ყველაფერი მალე დამევიწყებინა, ნათანიელზე შური მეძია და ქალაქიდან წავსულიყავი, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული ეს რამდენად გამომივიდოდა.
    ძველ სახლში მისულს უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ჩემი მშობლების მკვლელი თავის კაბინეტში მოთავსებულიყო. მიღიმოდა ირონიულად.
- თუ კი გგონია რომ ფულის წართმევით რამეს დამაკლებ ძალიან ცდები ემოლას...-მის ხავერდოვან ბარიტონს ცოტაოდენი სარკაზმი შერეოდა. ნერწყვი გადავყლაპე.
- განა ფულის გამო არ დაიდე კიდევ ერთი ცოდვა? -მაგიდაზე ხელებუ დავაყრდენი და მის პირდაპირ მდგარი მისკენ გადავიხარე.
- შენ ყველაზე კარგად მიცნობ, როგორ გგონია ქაღალდების გამო ადამიანს სიცოცხლეს წავართმევ?- ჩაეცინა მას.
-არა, ყველაზე მეტად თურმე მე არ გიცნობდი, და სწორედ ამიტომ არ გამიკვირდება.
- შენი მშობლები ფულის გამო არ დამიხოცავს-სუსხშერეული ხმით წარმოთქვა, ფეხზე ადგა და სახე მომიახლოვდა.-არც მამაშენი ყოფილა ანგელოზი ემოლას, არც დედაშენი...
-მოკეტე!- გამოვცერი კბილებში გამძვინვარებულმა-ფაქტს ვერაფერი შეცვლის, მიზეზების ძებნა კი ყველაზე დიდი სისულელეა...
- მიზეზსაც გააჩნია ემოლას...-კაცი ნელა მომიახლოვდა.
-როდის გაგახსენდი?-გავბედე და ვკითხე.
-ყოველთვის მახსოვხარ, უბრალოდ შენი დაკარგვის მეშინია...- მისი სიახლოვით გაბრუებულს ყველაფერი დამავიწყდა. სუნთქვაშეკრული ვგრძნობდი მის სიახლოვეს და როდესაც ბაგე ბაგეზე გამიხახუნა, ის ის იყო უნდა ეკოცნა მთელი ძალით მოქნეული მარჯვენა სახეში გავაწანი. ერთ სილაში ჩავატიე მთელი ჩემი ბრაზი და ტკივილი. ცრემლმორეული გავეცალე იქაურობას.

***

-იმედია კარგად ხარ აქ...- ხმა ჩამწყდომოდა.
-ემა, შენ არ ინერვიულო კარგი?- ლაღად გამიღიმა ლუკამ. - საქმე ჩავწყვე, მალე გამოვალ, ყველაფერი რიგზე იქნება.
-ნეტავ იცოდე როგორ მჭირდები...
-არაფერზე არ იფიქრო ემა... უარესად აირევი... -მე მხოლოდ გავუღიმე. რა იცოდა რომ უკვე არეული ვიყავი?
ცრემლიანი ღამეები და გააზრებული ტკივილით სავსე დღეები მშლიდნენ ჭკუიდან. სიმარტოვე მაგიჟებდა.

***
იმ საღამოს ძალიან წვიმდა. ციოდა, საშინლად ციოდა. კარზე ბრახუნი ატყდა. შიშსგან შევხტი, ფოტოალბომი ხელიდან გამივარდა. ქვემოთ ჩასულს მისაღებში ანდრონიკე დამხვდა.
- ნათანიელი წასვლას აპირებდა- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა კაცმა.
- შეეშინდა?- ჩემმა ირონიამ დამაფრთხო.
- არა, ისევ შენ გიცავს.
- ანდრონიკე, ვერ ხვდები რა უაზრობას ამბობ?
- ეს უაზრობა არაა ემა...  მე შევთავაზე რომ თან წაეყვანე.
-რა?- ელდა მეცა.
- მან კი იცი რა მიპასუხა? მე ის პირველ რიგში მიყვარს, ვერ ვაიძულებ წავიყვანო და დავტანჯო, რომ დავრჩე და კიდევ უფრო დავტანჯოვო.
- წავიდა? - ხელები სიმწრისგან ამიკანკალდა.- არ უნდა წავიდეს!
- შენ გელოდება, თქვენს სახლში გელოდება. ვერ შეძლო-ამოიოხრა კაცმა და თავი ზმუილით ჩარგო ხელებში. - ის არ იმსახურებს ამას ემა! არცერთი იმსახურებთ!
ოთახიდან დაუყოვნებლივ გავარდი, პირაღმაზე ჩავირბინე და მანქანას მძიმე, სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი. აურა, რომელმაც მომიცვა სხეულში ნელი მტანჯველი ტკივილით მედებოდა ყოველ ნერვზე და ჩემს გასკდომას ლამობდა. მანქანის კაპოტზე ხელების რტყმითა და ხმამაღალი კივილით შევეცადე დავმშვიდებულიყავი, თუმცა ეს ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც ნათანიელის ჩემი სხეულიდან გამოდევნა და გაქრობა. ამის გააზრებისას ყელში მარწუხივით წამიჭირა სიმწრის ცრემლებით სავსე ბურთმა. შემაშინა იმის გაანალიზებამ რომ ამ კაცს ვერასოდეს ამოვშლიდი, იმდენად იყო ჩემში ფესვებგადგმული და ყოველ ჯერზე უარესად გამომფიტავდა მისი დანაშაული, ჩემი სინდისი და სიყვარული. უძლური ვიყავი მასთან, არ შემეძლო ნათანიელის განადგურება. გადავწყვიტე, რა ტკივილადაც არ უნდა დამჯდომოდა, თავად თუ არ გაქრებოდა მე გავაქრობდი!

*   *   *
 
ეპილოგი

   მანქანა მოწყვეტით დავამუხრუჭე. სავარძლიდან აღებულ იარაღის მჭიდიდან ტყვიეები გვერდითა სავარძელზე დავყარე და მხოლოდ ერთი ტყვია დავაბრუნე უკან და დავტენე. მანქანის კარი ხმაურით მივხურე გადმოსულმა. გამიკვირდა, ჭიშკარი ღია იყო, დაცვა ადგილზე არ იყო, თუმცა ამაზე ყურადღება აღარ გამიხმახვილებია.  თავგზაარეული მაინც ერთ რამეზე ვკონცენტრირდებოდი, როგორ დალევდა ნათანიელი ჩემს ხელებში სულს.  ასეთი შანსი ერთხელ უკვე მქონდა, თუმცა ამჯერად ვერ დავუშვებდი ჩემი მშობლების მკვლელს თავისუფლად ესუნთქა, ამავედროულად შევებოჭე მტანჯველი გრძნობით. შიგნიდან ისევ რაღაც მჭამდა. სინდისი არ მაძლევდა უფლებას ნათანიელი გამეშვა. სახლში შესულმა სწრაფად ავირბინე კიბეები და ნათანიელის კაბინეტი ხმაურით შევაღე. გულაჩქარებული ოთახში გამეფებულმა ქაოსმა შემაჩერა: კაბინეტს შესაცნობს კედელზე დამაგრებული გაფუჭებული სანათის სუსტად, წყვეტ-წყვეტად მბჟუტავი სინათლე ხდიდა. არეულობა და კვამლი საოცარ კონტრასტს ქმნიდა მის ძველ წესრიგთან. ჩამსხვრეულიყო დიდი ფანჯარა, რომლის წინ და ჩემს პირდაპირ სავარძელში მჯდარ ნათანიელს მარჯვენაში სიგარეტი მოეთავსებინა და სავარძლის საზურგეს მიყრდნობილი ნამთვრალევი მზერით მიყურებდა. მისი დანახვისას, ძველებურად მომაწვა გრძნობები. სრულიად დაცლილი ნათანიელის ხილვა არ მესიამოვნა.  ჩემს არსებაში მისი დაკარგვის შიში, მისდამი ზიზღი და სიყვარული ერთმანეთში ქაოსივით ირეოდა.
   მარჯვენა ხელში დაკავებულ იარაღის სასხლეტთან მოვაბილიზე თითი  და ყოველ წამს ველოდი თავდასხმას, თუმცა კაცი საკმაოდ მშვიდად მოკალათებულიყო.
- იარაღი შეამოწმე?- ირონიული იყო მისი ხმა.
ხელში მოწოლილი ცრემლების დიდი ბურთი გაჭირვებით გადავყლაპე.
- მხოლოდ ერთი ტყვია დევს, შენთვის განკუთვნილი!- გამოვცერი კბილებში და შევეცადე სხეულში მოწოლილი შიშნარევი კანკალი დამეოკებინა.
- თრთი- ჩემი ხმამაღალი გულისცემა და მისი ღრმა სუნთქვა თავისივე ბარიტონმა ქანაქარდა.
- იმდენად უცხო ხარ...- ცოტა ხნის მერე ჩავიჩურჩულე, ჩემი ხმა  ამოუცნობი ვედრებითა და ტკივილით სავსე იყო. გაწეწილი თმა მხრებზე უსიამოვნოდ მომდებოდა.
- ეს დიალოგი მახსოვს- ჩაიცინა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა. იარაღი წამში მისკენ ავღმართე.  თუმცა არ იყო სინათლის იდილია, დავინახე მის თვალებში გამკრთალი მოსალოდნელობა და წყენა. ნათანიელის თვალები ხომ ესოდენ მეტყველნი იყვნენ.
- რატომ გეშინია ჩემი ემა?- მამაკაცმა ნაბიჯი ფრთხილად გადმოდგა ჩემსკენ, მე უნებურად უკან დავიხიე- რატომ გგონია რომ შემიძლია რამე დაგიშავო?
- შენდამი ნდობა ისე გააქრე თითქოს არც არსებულა.- სიტყვებში გამკრთალი ზიზღით მისი ჩემდამი დანაშაული შევახსენე.
- და მაინც გიყვარვარ?- ნათანიელმა თვალებით გამიღიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით შეამცირა არსებული მანძილი. მე უკან გაწევის ძალა, უბრალოდ აღარ შემრჩენოდა. მისმა სიტყვებმა გამაკავეს. გული არნახულად ამიჩქარდა. მე აღარ მქონდა ნებისყოფა მისგან გავქცეულიყავი და იმ მომენტში მივხვდი, ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა. უახლოვდებოდა აუტანელი სიმძიმითა და მოლოდინის შიშით.
- შენ გიყვარვარ?- ვედრება გამოსჭვიოდა ჩემს ხმაში.
- ერთადერთი ხარ, ვისთვისაც სიცოცხლე მიღირს- უყოყმანოდ მომიგო, სიგარეტის ნამწვავი იატაკზე დააგდო, გადაუარა. აკანკალებულ მარჯვენათი აღმართული გადატენილი იარაღი ცერა თითით გავხსენი.
ნათანიელს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, მე კი ვიგრძენი, ცრემლები როგორ ჩამოცურდნენ ღაწვებზე ჩემი ცრემლები, ცრემლები რომელიც სინანულის  იყო გაჟღენთილი. მაყად მდგარს მოწოლილი ტკივილი გულისცემას მიორმაგებდა.
- ყველაზე ტკბილი სიზმარი ხარ, რაც კი ოდესმე დამსიზმრებია...- ჩაიჩურჩულა კაცმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. ცოტაც და მისი გულ მკერდი, იარაღის ლულას მიებჯინებოდა.
- არ მოხვიდე ნათანიელ! გაჩერდი! -ვუბრძანე, რადგან ორივემ ვიცოდით მის ასეთ სიახლოვეს ვეღარ გავუძლებდით... ვერც მე, ვერც ის.
- შენ ყველაზე ლამაზი ზღაპარი ხარ რაც კი სიცოცხლეს უამბია ჩემთვის- სიყვარულით გამიღიმა კაცმა და ლულას გულ მკერდი მიადო. რაღაცის მოლოდინში ხელი უარესად ამიკანკალდა.
- ნათანიელ...
- გისმენ ემ...
- ნათანიელ...- ხმა მითრთოდა. კაცი კვლავ ჩემსკენ გამოიწია.. მისი სხეულის ძალითა და ინერციით მკლავი უკან გავწიე და იგი იარაღთან ერთან მომიახლოვდა. მარცხენა ხელიც იარაღის ტარს მჭიდროდ მოვკიდე რათა მოულოდნელად არ წაერთმია, თუმცა არ ვიცოდი რას ვაპირებდი. გონება მკარნახობდა რომ სხეულში ჩარჩენილი მწველი გრძნობის გასაქრობად უნდა მესროლა. გული კი... გული გაჩერებას მევედრებოდა. სასხლეტთან საჩვენებელი თითი მითრთოდა და ნათანიელის სიახლოვისგან კანკალატანილს ღრმა ოხვრა აღმომხდა.
- ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი ხარ ჩემს ბნელ ღამეში.- ცხელი სუნთქვა მომაფრქვია სახეზე და ხელებით ჩემს თეძოებს ოდნავ შეეხო. მის მკერდს მიბჯენილი იარაღი მბჟუტავი სინათლის ფონზე შიშისმომგვრელად გამოიყურებოდა. მის მარწუხებში მოკუნტული ალბათ დაუცველად გამოვიყურებოდი, რომ არა იარაღი. კაცი დაიხარა და ცრემლებისგან დანამულ ღაწვზე ნაზი, მწველი ამბორი დამიტოვა, მისი ესოდენ მონატრებული სიახლოვისგან ჩუმი კვნესა აღმომხდა, თვალები მიმენაბა და თავი ჩავხარე. შეხების შეკავებულმა სურვილმა თითის წვერები ამიწვა.
- ისევ ლაჟვარდის სურნელი გაქვს- ჩაიჩურჩულა ისე, თითქოს რაღაცას მევედრებოდა. გრძნობებისგან დაზაფრულს თვალდახუჭულს თვალწინ რაღაცამ გამიელვა. სურვილისა და შურისძიებისგან თავგზაარეული ვგრძნობდი მის ხმამაღალ, ძლიერ გულისფეთქვას, რომელიც ჩემს თრთოლვაატანილ სუნთქვას ერთვოდა.
- დაასრულე ეს ტანჯვა ემ! მესროლე!- მძვინვარე იყო მისი ბარიტონი.
- ნათანიელ!- ამოტირებას ჰგავდა ჩემს მიერ წარმოთქმული მისი სახელი. იმ წამს მივხვდი რომ მე არ ვიყავი ძლიერი. გრძნობებს დამონებული, გრძნობებმა შემიწირა. ქუთუთოები ერთმანეთს უფრო მეტად დავაჭირე და შიშისგან თავს დაფიქრების უფლება აღარ მივეცი- სასხლეტს თითი გამოვკარი.
    გასროლის ხმა კაბინეტს ექოდ მოედო. შემდეგ კი ჩამტვრეული ფანჯრის წყალობით გარეთ, ზამთრის სუსხიან ღამეს შეეგება და უკუნეთ სიბნელეს შეერწყა.

    

დასასრული



№1  offline წევრი მარტა პერესი

♡ ♡ "გრძნობებს დამონებული,გრძნობებმა შემიწირა"..ჰებე♡
ყოჩაღ!♡☆

 


№2 სტუმარი სტუმარი ჰებე

მარტა პერესი
♡ ♡ "გრძნობებს დამონებული,გრძნობებმა შემიწირა"..ჰებე♡
ყოჩაღ!♡☆

მადლობა
<3 <3

 


№3  offline წევრი Alaskuna

ase rogor daasrule haaa? ratom amatireee

 


№4 სტუმარი სტუმარი სალი

სულ სხვა დასასრულს ველოდი რატომღაც ძალიან მომეწონა ეს ის მოთხრობა იყო რაც დღეს მართლა მჭირდებოდა მადლობა შენ ამაისთვის წარმატებები ????❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ჰებე

Alaskuna
ase rogor daasrule haaa? ratom amatireee

<3

სტუმარი სალი
სულ სხვა დასასრულს ველოდი რატომღაც ძალიან მომეწონა ეს ის მოთხრობა იყო რაც დღეს მართლა მჭირდებოდა მადლობა შენ ამაისთვის წარმატებები ????❤️❤️❤️❤️

მადლობა
<3

 


№6  offline წევრი დელირიუმი

ემოციებით სავსეა და მაინც ძალიან შემეცოდა ემა❤ ბევრი რამ გამოიარა და ვფიქრობ არ იმსახურებდა ასეთ გულისტკენას❤❤ კარგი იყო

დასასრულიც შესაფერისი❤

 


№7  offline წევრი თ. ა.

ბოლო წამამდე მეგონა, რომ რაღაც ისეთი მოხდებოდა გადაიფიქრებდა ემი, თუმცა ასე არ მოხდა და საერთოდაც ისეთი დასასრული იყო როგორიც ამ ისტორიას შეჰფერის.
ძალიან კარგად წერ.
წარმატებები!

 


№8  offline მოდერი ჰებე

თ. ა.
ბოლო წამამდე მეგონა, რომ რაღაც ისეთი მოხდებოდა გადაიფიქრებდა ემი, თუმცა ასე არ მოხდა და საერთოდაც ისეთი დასასრული იყო როგორიც ამ ისტორიას შეჰფერის.
ძალიან კარგად წერ.
წარმატებები!

მადლობა დიდი
<3

დელირიუმი
ემოციებით სავსეა და მაინც ძალიან შემეცოდა ემა❤ ბევრი რამ გამოიარა და ვფიქრობ არ იმსახურებდა ასეთ გულისტკენას❤❤ კარგი იყო

დასასრულიც შესაფერისი❤

მადლობა
<3333
დელირიუმი
ემოციებით სავსეა და მაინც ძალიან შემეცოდა ემა❤ ბევრი რამ გამოიარა და ვფიქრობ არ იმსახურებდა ასეთ გულისტკენას❤❤ კარგი იყო

დასასრულიც შესაფერისი❤

გმადლობ
<3

 


№9  offline წევრი Yavisfertvala

ბოლოში ვერ მივხვდი, ანუ მოკლა ნათანიელი თუ ვაიმეე გაურკვევლობაში ვარრ...

 


№10  offline მოდერი ჰებე

Yavisfertvala
ბოლოში ვერ მივხვდი, ანუ მოკლა ნათანიელი თუ ვაიმეე გაურკვევლობაში ვარრ...

ამოცანაც ეგაა
:დ
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent