შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უყვართ გველებს ზასაობა? სრულად


27-12-2020, 22:58
ავტორი ჰებე
ნანახია 914

"უყვართ გველებს ზასაობა?"
    ხასხასა, მწვანე ბალახში მოქნილად გავსრიალდი, ყნოსვის რეცეპტორებმა მიმახვედრა მარტო არ ვიყავი.
როგორც ყოველთვის...
თვალები ავატრიალე.
ტანი ზემოთ ავმართე და შორიდან დანახულ წყვილზე თვალები დავაწვრილე. გრძელ სკამზე ჩამომჯდარ ბიჭს გოგო კალთაში ჩაესვა და მის ყელში თავი ჩაერგო.
გულისრევამ შემომიტია. საშინელი ჟრუანტელის გამო სხეული მიწაზე ჩამოვწიე და დავიკლაკნე, რათა მოწოლილი ზიზღი ცოტა ხნით მაინც გამექრო.
ფუჰ! ზასაობა!
ადამიანის ადამიანის კანზე მტყლოშნაობა ყველაზე გულისამრევი რამაა რაც კი მინახავს! ამაზე გულის ამრევი არც ჩემი ძველი კანია, არც ძაღლების დორბლი და არც ჰოპოპოტამების აქტი!
   ბუნებით შურისმაძიებელს ახლაც შემომიტია სამაგიეროს გადახდის ძლიერმა სურვილმა. დავისისინე და პირდაპირ მჯდარი წყვილისკენ გავიწიე.  სხარტად მივსრიალდი მათთან.
- ეხლა ნახეთ! მოუნდათ კოცნები! არ არსებობს დღე არ გავიდეს თქვენმა საშინელმა სცენებმა რომ არ შემაწუხოს, ხან ვინ მოდიხართ ხან ვინ მაცალეთ მშვიდი ცხოვრება!
   დანგრეული შენობებითა და ხშირი ბუჩქებით მოცულ ადგილას სადაც ბალახით დაფარულ პატარა მინდორთან ქვაფენილზე რამდენიმე გრძელი სკამი ჩამოემწკრივებინათ ხშირად მოდიოდნენ როგორც ავღნიშნე სხვადასხვა ადამიანები და მყუდროებას მირღვევდნენ!
როგორც სჩანს სამიოდე მეტრი დიდი მანძილი აღმოჩნდა თავიანთი საქმით გართულებისთვის, რომ შევემჩნიე. ხმა ავიმაღლე და დავისისინე!
- მოიხედეთ თქვე პრეისტორიულებო!- დიახ, ადამიანების მოსმენა ხანდახან სასარგებლოა, ბევრ სიტყვას ვსწავლობ.
როდესაც გოგომ მინაბული თვალები ჭყიტა, მე შემომხედა, მერე კი ბიჭის კალთიდან კივილით წამოხტა, ვინატრე სმენა არ მქონოდა. საშინელი არსებები არიან ადამიანი გოგოები! ნამდვილი კატასტროფები! მერწმუნეთ! კივიან ყველგან და ყოველთვის, მე დამინახავენ კივიან, გააბრაზებენ კივიან, გუბეში ფეხს ჩადგამენ კივიან! კივიან! კივიან!
- ჩაწყდი!- დავისისინე. სკამზე ამხტარი გოგო და დაბნეული ბიჭი იმ მომენტში ისინი იყვნენ, რომელთაც დიდი სიამოვნებით დავკბენდი ჩემი ბასრი კბილებით. სამწუხაროდ შხამი არ გამაჩნდა რათა ეს ორი მომაბეზრებელი არსება რომელთან წუთიც არ დასჭირდათ ჩემს გასაღიზიანებლად, მომესპო, მაგრამ შხამი ადამიანების გამო ნერვიულობას გადამიყვა! დიახ, გველებსაც გვაქვს ნერვები, შხამის სახით ოღონდ.
მოკლედ, სად  ვიყავი?
ჰოო, გოგო თვალდახუჭული კვლავ კიოდა, ბიჭი ისევ გაშტერებული ათვალიერებდა გარემოს. ბრმა იყო მგონი! ამსიგრძე მურთაზი ვერ დამინახა? არადა ჩემი ნარინჯისფერი ტყავი დიდებულად ბრწყინავდა ჩამავალი მზის ფონზე. არა ნაღდად ვერ ხედავდა. სწორედ ამიტომ წინა სხეული ზევით ავწიე და ჩემი თავი დავანახე. ენა სისინით გამოვუყავი.
- გამარჯობა!
- ღმერთო!
ბიჭი წამიერად შეხტა, თითქოს დენმა დაუარაო. ზუსტად ისე როგორც მე მივლის ლამაზმანი გველების დანახვაზე ჟრუანტელი, მაგრამ არა მგონია ამ წვერებიან კეიპ თაუნის მაგიდის მთას მოვწონებოდი.  თვალებგაშტერებული მიყურებდა და ჩემი პროფესიონალური სმენის წყალობით მივხვდი არც სუნთქავდა. კიდევ კარგი გოგოს კივილი შეეწყვიტა.
- გიო... გიო ქენი რამე!- ტირილის ნოტები შეეპარა სკამზე შემხტარს. ბიჭს მხარზე ხელი მიარტყა. ეს გოგო რატომღაც ჩემი შორეული ნათესავის წიწილს მაგონებდა. მგონი სახითაც ჰგავდა. მაგრამ სად ადამიანი და სად გველი?!
-გიოო!- ამოიწიკვინა. ჰოო, ზუსტად ის მომაბეზრებელი წიწილი იყო. ისიც ასე წივის. ვიგრძენი როგორ დამეძაბა კუდი. მიწაზე ჩამოვიწიე და სხეული დავძაბე, მოვიკუნტე და მათი შეშინებისთვის მოვემზადე. არა, არც იმდენად ბოროტი ვიყავი საწ....ბი დამეკბინა.
- ლიზ - ბიჭმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ჩემზე თვალმოუშორებლად გოგოს ხელი ჩაჰკიდა.- ნუ გეშინია ჩამოდი.- დაუყვავა. მაგრამ მე ხომ ვიცოდი როგორი დამფრთხალი იყო? სიტუაცია მართობდა, თანაც საშინლად! მომინდა ადამიანებისავით ხმამაღალი სიცილი შემძლებოდა, როდესაც დავინახე ბიჭი სკამზე როგორ ახტა. რას არ მივცემდი ერთი გადახარხარებისთვის...ეჰ.
- რაო ჩიტუნებო დაფრთხით?- ხმამაღლა ჩავისისინე. მოულოდნელად კი თვალის კუთხიდან გრძელი მოწითალო რაღაც შევნიშნე.
ლამარა!
ჯანდაბა!
გართობას არ გაცდის ეს ქონის გუნდა! თანაარსება ძლივძლივობით მოიწევდა ჩემსკენ.
მივხვდი იმ მომენტში აღარც აღნიშნული მოზასავე წყვილის შეშინება მართობდა. ოღონდაც ამ საშინელ, არაორდინალურ გველს მოვშორებოდი. ლამარა დავარქვი, უახლოესი კორპუსის მესამე სართულზე მცხოვრები ადამიანი ქალივით მსუქანი, სისინა და ნერვის მჭამელი იყო. სხეული მოვადუნე და წყვილს ზურგი სწრაფად ვაქციე.
ჯანდაბაა!
ბალახი სისინით გავაპე, უახლოეს დანგრეულ შენობის კუთხესთან მივსრიალდი და შორიდან დაველოდე როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
სკამზე ასულმა წყვილმა ალბათ გასიებული გველი ვერ შენიშნეს, ჯერ ბიჭი ჩამოვიდა, შემდეგ გოგოს ხელი მოჰხვია წელზე და ძირს ჩამოსვა. ხელი ჩაჰკიდა, გარემოს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო და სწრაფად მიმავალ გოგოს თან გაჰყვა.
ადამიანი რომ ვყოფილიყავი ჩაშლილი გეგმების გამო სიბრაზისგან ალბათ გავწითლდებოდი.
სუნზე ადრე ხმა გავიგე. რაღაც მიახლოვდებოდა.
-მურთაააზიიი! რას ცუღლუტობდი შე პატარა ეშმაკო?- გავიგე წითელი ლამარას სისინი.
გავშრი.
აი სად დამერხა!


:დდდდ
პაწა არაორდინალურობა ჩემგან



№1 სტუმარი Life is beautiful

ახლა ვიტირებ სიცილისგან:)) ცოტა ისეთი რო არ იყოს ვიტყოდი ბავშვებს წაუკითხეთ ძილის წინთქო.. რამდენი მაცინა ამ მურთწზიმ... ♥️
ძააან მომეწონა♥️❤️არ დაგავიწყდეთ რომ მეორე ნაეილიც უნდა... მურთაზი და ლამარა, ❤️♥️

 


მუუურთაააზიიი დატყდი თორე ცუნამი “ლამარა” მოსისინებს????????

გავიგე რომ გველებთან ახლოს ზასაობა,მომაკვდინებელია ამ ლამაზთვალებების შხამისთვის????ვითვალისწინებ ნამდვილად????დამინახოს ბებიაჩემმა როგორ ვზრუნავ სულიერზე..ღმერთმანი????????

პ.ს შენი ეს პაწა არაორდინალურიბა უნდა გაგრძელდეს..იუმორის დედიკო ხარ

 


№3  offline მოდერი ჰებე

ბუზღუნიზმი სულსა შინა
მუუურთაააზიიი დატყდი თორე ცუნამი “ლამარა” მოსისინებს????????

გავიგე რომ გველებთან ახლოს ზასაობა,მომაკვდინებელია ამ ლამაზთვალებების შხამისთვის????ვითვალისწინებ ნამდვილად????დამინახოს ბებიაჩემმა როგორ ვზრუნავ სულიერზე..ღმერთმანი????????

პ.ს შენი ეს პაწა არაორდინალურიბა უნდა გაგრძელდეს..იუმორის დედიკო ხარ

მადლობაა
<33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent