შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"იესო დაბადებულაო.."


31-12-2020, 12:22
ავტორი ტერიკო74
ნანახია 722

-მიხა პაპა, მამამ თქვა, ჩვენსა გადმოვიდესო, - სიცივისგან აწითლებული ცხვირი მოიწმინდა ბალღმა.
-რათაო? - მიხამ შეშის ჩეხვა შეწყვიტა და წარბშეკრულმა შეხედა.
-მარტო ხომ არ იქნება, შობის ღამესო, - დამნაშავესავით ჩაკიდა თავი.
- მიდი, გაიქეც სახლში, - პასუხად დაუბუხუნა და ნაჯახი ძლიერად დაჰკრა პატარა კუნძს.
-რა პასუხი ვუთხრა? - არ მოეშვა.
-რა გითხარი, ბალღო?! - წელში გასწორდა და ორი ნაბიჯი მისკენ გადადგა.
-ე, რა ტყუილად დამატარებთ, - ბუზღუნით გასცდა გალავანს.
სანამ თვალს არ მიეფარა, იქამდე უყურა მიმავალს, მიხამ.
-შობის ღამეო, შობისო!-ჩაიბურტყუნა და კუნძს გამეტებით დაუშინა ნაჯახი.
-შენც როგორი ურჩი ხარ, ჩემსავით! - გაუბრაზდა ხის ნაჭერს და თავი ანება. გაოფლილი შუბლი მაჯით ჩამოიწმინდა. ზეცას ცერად ახედა.
-შენც სულ გადაირიე ამ საღამოს! ჯიბრზე მაყრი და მაყრი! - ხელი აუქნია ციდან დაშვებულ ფიფქებს.
-მიხა, ვის ელაპარაკები, კაცოუ? - გადმოსძახა გვერდით ეზომ.
-ეხლა ესა კიდევ! - ჩაიდუდღუნა და პასუხ გაუცემლად შევიდა შინ.
ღუმელში მინავლებულ ცეცხლს ფიჩხი მიაშველა და იქვე, ხის სამფეხა სკამზე ჩამოჯდა.
*
უთენია, სანოვაგით დაზურგული გაეშურა ქალაქს. შვილს გავახარებო, იფიქრა.
ღია კარში ცივ მზერას რომ წააწყდა, მაშინ ინანა თავის საქციელი. არ-კი შეიმჩნია. გაპარული ღიმილით შედგა ფეხი და უცხოსავით ჩამოჯდა მდიდრულ დივანზე.
-მიხა პაპა ჩამოვიდა, - მშრალად გასძახა ოთახში შეყუჟულ მეუღლეს.
გამოსვლა დააგვიანა.
ნეტავ, არც გამოსულიყო.
-რამ ჩამოგიყვანა ამ ამინდში?!
სიყვარულმაო როგორ უნდოდა ეთქვა. კედლებს თვალი მოატარა, უსიყვარულოდ იმზირებოდნენ.
სიცივემ აიტანა.
დასარჩენად არ მოვსულვარ, მარტო სახლ-კარი არ დაიტოვებაო. მიზეზად თქვა და აკანკალებული მუხლები ძლივს ჩაატანა კიბეს.
თოვლი სახეში სცემდა.
გადაყლაპულ ცრემლებს ყელში აგროვებდა.
-საით მიდიხარ, ძიაკაცო?
კანტი-კუნტად მიმავალ მანქანებს გახედა.
რა თბილად უღიმოდა.
-დაჯექი, წაგიყვან!
უარით გააქნია თავი მიხამ და ფეხის აჩქარება სცადა.
-ჯანიც აღარ მომდევს, - ჩაიბუტბუტა და ნაბიჯი შეანელა.
-ძიაკაცო!
ახლოდან დააკვირდა. მთლად ბალღიც არ ჩანდა.
მორიდებით გამოხსნა კარი.
სითბომ მაშინვე მოხვია მკლავი.
მთელი გზა ნაწყენი თვალები არ მოუშორებია არესთვის.
-დაბრუნებას ვერ მოასწრებ, - ერთი ეს უთხრა.
- დღეს ბიჭი შემეძინა, იესო!
ბედნიერი ღიმილი შეაფრქვია.
ნაცნობმა განცდამ გული შეუტოკა.
-იესო?!
-ჰო, იესო!
-ღმერთმა გაგიზარდოს!

***
-რად მობრუნდი მიხავ?
მეზობლის ეზომ სირცხვილის ალმური მოსდო.
*
ძაღლმა გაბმულად ატეხა ყეფა.
სარკმელს მომდგარ ღამეს გახედა.
-ძიაკაცო!
-ძიაკაცო!
მუხლში გაიმართა.
გულაჩქარებულმა გამოხსნა კარი.
ისევ ის ღიმილი.
თბილი.
ალალი.
ვეღარ გაუბედა ცრემლს ჩაყლაპვა.
***
-მიხა პაპა?!
-მიხა პაპა?!
-ისევ გამომგზავნა მამამ, ჩვენსა გადმოვიდესო!
-შემოდი ბალღო!
მორცხვად შედგა ფეხი..
***
იესო დაბადებულაო, ალილო..

(გილოცავთ <3 )



№1 სტუმარი Mariami

ვიტირე<3 <3<3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Mariami
ვიტირე<3 <3<3


მარიამ <3 <3 <3

 


№3 მოდერი Nuki-rocks

როგორი რაღაცნაირი იყო...მეც დავსევდიანდი და ბოლოს,რაღაცამ მეც გამათბო.
გილოცავთ დამდეგს.ბედნიერი შობა-ახალი წელი.❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Nuki-rocks
როგორი რაღაცნაირი იყო...მეც დავსევდიანდი და ბოლოს,რაღაცამ მეც გამათბო.
გილოცავთ დამდეგს.ბედნიერი შობა-ახალი წელი.❤


ნუკი <3 <3 <3

 


№5  offline წევრი EllaTriss

განსაკუთრებული, როგორც შენს ნაწერებს სჩვევია❤ მეც ამეტირა..

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

amatire ninaa. giuli chcyda. at sityvashi rogor atev amxela sigrmes arvici. ieso dabadebulaaa. vai chven adamianebs rom mxolod gvixariaa. saocari vinme. mravals daescari sayvarel adamoanebtannertad

 


№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

პატარა და მრავლისმთქმელი... ❤️
ნინა, მინიატურულ ჟანრში არაჩვეულებრივ რაღაცებს ქმნი! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

EllaTriss
განსაკუთრებული, როგორც შენს ნაწერებს სჩვევია❤ მეც ამეტირა..


ელლა <3 ჩემო კარგო <3

Qeti qimucadze
amatire ninaa. giuli chcyda. at sityvashi rogor atev amxela sigrmes arvici. ieso dabadebulaaa. vai chven adamianebs rom mxolod gvixariaa. saocari vinme. mravals daescari sayvarel adamoanebtannertad


ქეთი, ჩემო ტკბილო, როგორ მიხარიხარ, შენ არ იცი <3 ზუსტად, რომ ხვდები ჩემს სევდას <3
მრავალი ბედნიერი შობა-ახალი წელი მოგცეს უფალმა <3

ქეთი იმერლიშვილი
პატარა და მრავლისმთქმელი... ❤️
ნინა, მინიატურულ ჟანრში არაჩვეულებრივ რაღაცებს ქმნი! ❤️


ქეთო, ჩემო გულიანო <3 მადლობა, გაიხარე <3

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

ამეტირა ისეთი სევდა დასდევდა ისტორიას,მაგრამ ბოლოში მაინც იყო ღიმილი,სითბო და ალალი გული,ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ უფალმა.

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

ცხელმა ცრემლმა თვალები დამწვა,ისტორიამ გული მომიკლა.არადა ხდება ამ ცხოვრებაში ასეთი ფაქტები.ძალიან კარგია.

 


№11 სტუმარი ცირა

სიკვდილისაც კი არ მეშინია ისე, როგორც მარტოობის :(

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნინო
ამეტირა ისეთი სევდა დასდევდა ისტორიას,მაგრამ ბოლოში მაინც იყო ღიმილი,სითბო და ალალი გული,ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ უფალმა.


შენც ასევე ჩემო ლამაზო, ბედნიერ წელიწადს გისურვებ <3

სტუმარი nancho
ცხელმა ცრემლმა თვალები დამწვა,ისტორიამ გული მომიკლა.არადა ხდება ამ ცხოვრებაში ასეთი ფაქტები.ძალიან კარგია.


ნანჩო, მეც ცრემლებით ვწერე, უცებ მომაწვა {{
მადლობა <3

ცირა
სიკვდილისაც კი არ მეშინია ისე, როგორც მარტოობის :(


ცირა <3 იმრავლე და იხარე <3

წელს მეთვრამეტე ახალ წელს ვერ ვხვდები ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად. ეს მანგრევს ((

 


№13  offline წევრი utsnobi

განსხვავებულად თბილად წერ, პატარაა და დიდი ტკივილის, იმედგაცრუების და სითბოს მომცემია

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

utsnobi
განსხვავებულად თბილად წერ, პატარაა და დიდი ტკივილის, იმედგაცრუების და სითბოს მომცემია


დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent