შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერე რა რომ ზამთარია (სრულად)


1-01-2021, 12:40
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 11 513

საშინელი წელია!
რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში კარგი?!
დიდად რომ დაგაინტერესოთ არაფერი, გარდა იმისა რომ სამ თვიანი უმუშევრად ჯდომის შემდგომ როგორც იქნა მუშაობა დავიწყე.
სად?! იქ სადაც დაწინაურების და ჩემი ცოდნის ამაღლების შანსი ნოლს უტოლდება.ერთ ადგილს ტკეპნი, არაფერი განსაკუთრებული, მოჭრილი 900 ლარიანი ხელფასით და ამ ხელფასიდან
გამომდინარე სამჯერ მეტი შრომით.ნერვული სისტემა გენგრევა,ყოველდღიური რუტინა და ამ ყველაფერს დამატებული საყოველთაო პანდემია! ბევრს აღარ ვისაუბრებ ჩემს სამსახურზე ერთ-ერთი ახლად გახსნილი კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მომუშავე რიგითი თანამშრომელი ვარ.
მოზრდილ სათათბირო ოთახში მარგვალ მაგიდასთან მორჩილი ბავშვებივით ვისხედით და ველოდებოდით ბატონ ბესარიონს, რომელმაც თათბირი დილის საათებში ჩანიშნა;რადგან როგორც ჩემმა ყოვლის მცოდნე თანამშრომელმა გაარკვია,(ვისთანაც მეგობრობის ცხრა წლიანი პატივი მაქვს.) შუადღეს ცოლთან და ერთ "ბაგა-ბაღ" (რვა შვილი ჰყავს) ბავშვებთან ერთად ბაკურიანში საახალწლო შვებულების გასატარებლად აპირებდა წასვლას. ბესარიონი სულ რაღაც 45 წლის გახლავთ და რატომღაც 70 წლის ბერიკაცის შეხედულებებით გამოირჩევა, ამიტომ არც გაგვკვირვებია საფეთქლებთან შეჭაღარავბული,კეფაზე მელოტი თავის ქექვით რომ გადმოგვხედა და ისე გადაგვთვალა როგორც ექსკურსიაზე მიბარებულ პირველ კლასელ ბავშვებს პედაგოგმა.
-ბავშვებო!-დაიწყო მწეველისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმით და ცხვირზე მიტმასნილი პირბადე ჩამოიწია.-ნაყოფიერი წელი იყო კომპანიისთვის რის გამოც თქვენი დიდად მადლიერია
უფროსობა-ცალი წარბი ჭერის მიმართულებით აქაჩა, სადაც სავარაუდოდ "უფროსობა" უნდა მჯდარიყო-ამიტომ ოცდა ოთხი დეკემბრიდან სამ იანვრამდე უქმე დღეებს ვაცხადებთ და შეგიძლიათ ახალი წელი სურვილისამებრ სადაც გნებავთ იქ გაატაროთ!
-რა გულმოწყალეა-ჩემსკენ გადმოხრილმა იაკომ, ხმადაბლა ჩაისისინა და მკლავზე ისეთი ჩამჩქმიტა სული ამომხადა.თავი ვეღარ შევიკავე და ნაცემი ლეკვივით ამოვიწკმუტუნე, რითაც ყველას ყურადღება მივიქციე.
-რა ხდება სოფია, რამით უკამაყოფილო ხარ?-ისე გადმომხედა ბატონმა ბესარიონმა
-არა როგორ გეკადრებათ-ამოვიჩურჩულე ნირ წამხდარმა და იაკოს ისეთი თვალებით გადავხედე,მზერით მოკვლა რომ შემძლებოდა სულ მინიმუმ ადგილზე დავადუმებდი.
-მაშინ კითხვები თუ არ გაქვთ!წინასწარ გილოცავთ დამდეგს! შეგიძლიათ საქმეს დაუბრუნდეთ.
-არა რაა ხომ ვამბობდი ყოველთვის, ეს კაცი უფროსობისთვის არის დაბადებულითქო... ოთახიდან გასულს თვალი გააყოლა იაკომ და ისევ დაიგესლა
-ენას ამოგაცლი!-სიცილით დავემუქრე და "საქმესთან დასაბრუნებლად"ავიბარგე ჩემი კუთვნილი სკამიდან.

დღემ უღიმღამოდ ჩაიარა,დრო ისე მიზოზინებდა ჩემს ნერვებზე თამაშობდა პირდაპირი რეისით.ქალბატონი ცერცვაძე დროზე ადრე დატყდა სამსახურიდან საპატიო მიზეზით"მისი ბიჭი მივლინებოდან დაბრუნებოდა მშობლიურ დედაქალაქს და მიუხედავად იმისა რომ ქალაქში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ყველაფერი დაკეტილი გახლდათ (ჩვენ რატომ არ გადავდიოდით დისტანციურ მუშაობაზე ვერ გეტყვით)სახლში გეგმავდა რომანტიული საღამოს მოწყობას.როგორც თავად აღნიშნა:ბოსტანში დაბმას უპირებდა, წითელი ღვინით გამოთრობას და ღამით სულის ამოხდას.არ მითქვას ზედმეტად გარყვნილი ფანტაზიების მქონე რომ გახლდათ ქალბატონი იაკო?!

როგორც ყველაზე შრომისმოყვარე თანამშრომელმა ყველაზე გვიან დავტოვე ოფისი.გარეთ საშინლად ჟინჟღლავდა, წინა საახალწლო ნაირფერი მორთულობის მიუხედავად საერთოდ ვერ ვგრძნობდი აღმაფრენას. ერთადერთი რაც მინდოდა დროულად მოსულიყო გამოძახებული ტაქსი და სახლში მივსულიყავი.ჩემმა დეიდაშვილმა უნამისოდ გადამაგდო და ისე გამომიცხადა:ბოდიში სოფი,დღეს ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა გერმანიიდან და იქ ვართ ბიჭებიო დარწმუნებული ვარ სინდისსაც არ შეუწუხებია.ქურთუკის კაპიუშონი თავზე წამოვიფარე და ტაქსის მოლოდინში მიტოვებული ლეკვივით მოვიბუზე მრავალწლოვანი ნაძვის ხის ძირში, რომელიც სავარაუდოდ კორპუსის მცხოვრებთა ინიციატივით ისე იყო მორთული სრული უგემოვნობის პიკი გახლდათ. ყინვამ და უაზრო ლოდინმა რომ დამღალა ცოტა დამაკლდა და ტირილს დავიწყებდი მესაედ დავხედე ტელეფონის ეკრანს და მეასედ შევეცადე თავის ხელში აყვანას.
ჯანდაბა...ჯანდაბა..ჯანდაბააა!
ისეთი გამწარებული ვიყავი ცოტა მაკლდა ჭირვეული ბავშვივით ფეხების ბაკუნიც არ დამეწყო.რაც ეჭვი მაქვს მოცემულ სიტუაციაში დიდად დამხმარებოდა.მეხუთედ გამიუქმა გამოძახება ტაქსმა და ამაოდ ვცდილობდი მეექვსედაც გამომეძახა...ერთ საათში სახლში უნდა ვყოფილიყავი ნუ უკვე 25 წუთში...და რა ხდებოდა ამ დროს ჩემს სახლში?!"არაფერი განსაკუთრებული"
ბარბარობა გახლდათ და მთელი ჩვენი ჯიში და ჯილაგი სავარაუდოდ ამ დღეს ელოდა თავის ერთად მოსაყრელად.
მეექვსედ გამოვიძახე,აპლიკაციას დავხედე უახლოესი მანქანის ადგილ მდებარეობის
გასაგებად და ღრმად ამოვისუნთქე. 2 წუთი... ღმერთო, რა კარგია! 1 წუთი და აი ისიც...
გამარჯობა!ვინ აქცევს მანქანის ფასს და მდგომარეობას ყურადღებას,უკანა კარი გამოვგლიჯე და სანამ მძღოლი თავის მოტრიალებას მოასწრებდა გიჟივით შევხტი სალონში.
-ძალიან დიდი მადლობა....-უკვე ნახევარი ტანით შემობრუნებულს მივუგდე და ზუსტად იმ დროს ამღერებულ ტელეფონს დავხედე.ისევ დედაჩემია.
-რას შვები სოფია?!-კივის...
-უკვე ტაქსში ვარ დედა..მეეჭვება 20 წუთში სახლში მოსვლა მოვასწრო მაგრამ მეკვლე მე ვიქნები...ხომ იცი რა კარგი ფეხი მაქვს?ხვავის და ბარაქის მომტანი ვიქნები-შევეცადე დედაჩენის კივილი გადამეფარა და მიუხედავად იმისა რომ გაყინული,გაბრაზებული...არა განრისხებული...დაღლილი და ამ ყველაფერთან ერთად თავი საშინლად მისკდებოდა, მაინც პოზიტიურად შევხვედროდი მორიგ "ქადაგებას"თუ რატომ არის ჩემი სამსახური ყოვლად უვარგისი,ჩემი კარიერული წინსვლისთვის არაფრის მომცემი და მეტიც იწირავდა როგორც ჩემს ნერვებს და ძვირფას დროს ასევე ხელფასს...ჰო,გაგიკვირდათ?სამსახური,სამსახურისთვის...ეს ნიშნავს იმუშაო და გამომუშავებული ანაზღაურება ისევ სამსახურში მისასვლელად დახარჯო!როგორც იქნა დავაოკე განრისხებული დედა...ნუ, ტელეფონის გათიშვით და უკვე ადგილიდან დაძრული მანქანის მძღოლს ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ მივახალე:
-მიცკევიჩზე.
სარკიდან გამომხედა.ჩაეცინა...რა აცინებს?
-ლობიანები არ მაქვს.
-უკაცრავად?-ტელეფონიდან მზერა წინა სავარძელზე გადავიტანე.
-ვფიქრობ ბარბარობის შეხვედრა ჩემს მანქანაში მოგიწევთ...ლობიანებს არ ჭამენ ამ დღეს?. ღმერთო რა იდიოტია! საყვარლად იხუმრა თავის ჭკუით.პირბადეში ცხვირი საგულდაგულოდ დავმალე და ის იყო რაღაცის თქმას ვაპირებდი ტელეფონის ეკრანზე გახსნილი აპლიკაციის ფანჯრიდან შეტყობინება რომ მოვიდა და გაოგნებულმა სასწრაფოდ გავხსენი.
"სამწუხაროდ თქვენს შეკვეთაზე მანქანა ჯერ ვერ მოიძებნა"

-რააა?!
ისეთი სასოწარკვეთილი ხმით აღმომხდა საჭესთან მჯდომმა "იდეაში ტაქსის მძღოლმა" სარკიდან გამომხედა.ღმერთო, აბა ვის ჩავუხტი მანქანაში?! ამ ბარბარობა დღეს,ასეთ დროს იქნებ სად ეჩქარებოდა...ან რატომ ჩამისვა ესე უპრობლემოდ?იქნებ მაინაიკია...სექსუალური მოძალადე?საკუთარი ფიქრებისგან ისე დავიზაფრე სინდისის ხმას აჯობა შიშმა და სალონში სადაც სასიამოვნო სითბო და გრილი სუნამოს არომატი ტრიალებდა ბეღურასავით მოვიბუზე.
-ხომ კარგად ხართ?!-ისევ მამაკაცის ოდნავ ჩახლეჩილმა, მაგრამ ვაღიარებ სასიამოვნო ბარიტონმა მომიყვანა აზრზე.რა ჯანდაბით ვაპირებდი თავის მართლებას?იქნებ ჯობდა მანქანის გაჩერება მეთხოვა და უკან მოუხედავად გავქცეულიყავი იქიდან?!არა...რა ქაჯობაა?!-თავადვე ვუარყავი ქვეცნობიერის შეგონება.ან იქნებ ბოდიში მომეხადა ამ გაურკვევლობისთვის?ფაქტია მართლა გაურკვევლობის მსხვერპლი ვიყავი და კიდევ ჩემი დაუდევარი საქციელის.რა მინდოდა გამოვთრეულიყავი სამსახურიდან თავის დროზე..თითქოს შემდეგ ვერ დავასრულებდი იმ წყეულ საქმეს რამაც ესეთი უხერხულობა შეგვიქმნა...
მე სანამ საკუთარ ქვეცნობიერთან ხელჩართულ ბრძოლაში გახლდით მანქანას უკვე გადაეხვია მიცკევიჩის ქუჩაზე და სვლაც საგრძნობლად შეენელებინა..საათის ისრები ზუსტად ცხრა საათს აჩვენებდა...დამაგვიანდა მეც და დააგვიანდა "ჩემს მძღოლსაც" რომელიც დიდი ალბათობით,დადგენილი წესების დარღვევისთვის გვარიან ჯარიმას გაიყოლებდა სახლისკენ მიმავალ გზაზე.
-ახლა საით?-ისევ მამაკაცის ხმა და ტირილი მომინდა.
-აქ გამიჩერეთ!-უკვე საკუთარი სადარბაზოს წინ ამოვიკნავლე და ახალი ამბავი...მანქანის ფანჯრიდან დავინახე როგორ გამოფარფატდა სადარბაზოდან გრანდიოზულად გაპრანჭული დედაჩემი.
-იცით...ძალიან მცხვენია...-ჩანთიდან საფულე ამოვაძვრინე და უკვე ჩემსკენ მობრუნებულ მამაკაცს პირველად შევხედე თვალებში.(აბა პირბადის გამო სხვა ვერაფერს დავინახავდი)
-რისი? სახლში მისვლა რომ დამაგვიანე თუ მანქანაში უკითხავად რომ ჩამიჯექი?-გაეცინა.-ფული არ არის საჭირო,დამდეგს გილოცავ!
რა უნდა მეთქვაა?! მეყვირა?მეჩხუბა?მეტირაა?ფაქტია მართლაც დამნაშავე ვიყავი და მისი ნათქვამი ფრაზა მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ იყო ირონიული ან თუნდაც ბრალდების ტონით ნათქვამი,მაინც საშინლად მეწყინა.მანქანის კარი გავაღე და სალონიდან გადამხტარმა ის იყო სადარბაზოსკენ წასვლა დავაპირე ქალბატონი ნინო რომ გამოენთო ჩემსკენ და მკლავში ისე უცებ მტაცა ხელი გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-სად ხარ დედა აქამდე?!-ამოისისინა და დავინახე შეფარვით როგორ გახედა მანქან

-ყველა შენ გელოდებით,მეტიც არ მინდა მარტო იყო მობრძანებული და ტყუილად ელოდნენ ჩვენი სტუმრები შენი შეყვარებულის გაცნობას!
რაოოო?! ტვინში განგაშის წითელი ღილაკივით აციმციმდა ჩემი გამოგონილი შეყვარებულის
სახელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნათესავების შემოტევებისგან თავის დასაცავად წამოვაყრანტალე და მაინც და მაინც ზედ ბარბარობა დღეს მოუნდათ მისი გაცნობა?.რა ჯანდაბაა?! არადა მშვიდად ყოფნაზე ვოცნებობდი,სახლში მისული დედაჩემის გამომცხვარი ლობიანოს დაგემოვნებას და თავს გადახდენილი უაზრო თავგადასავლის უსინდისოდ დავიწყებას.მაგრამ ეს წყეული შეყვარებული,როგორ დამავიწყდა?საიდან უნდა მომეყვანა ჩემი მომავალი საქმროს კანდიდატობისთვის შესაფერისი კაცი.ღმერთო ჩემო სოფია...რა უტვინო ხარ?! ეს უკვე ჩემი ქვეცნობიერის ირონიული შემოტევა იყო სავარძელზე ფეხ მორთხმული გამომწვევად რომ სისინებდა:მიდი აბა,თუ მაგარი ქალი ხარ გაეცი პასუხი!-ო

-დედა...-ამოვიკნავლე გალახული ბავშვივით და ალბათ ბოლო ხმაზე აღნავლებული დავიწყებდი თავის მართლებას ჩემი არარსებული შეყვარებულის გმო, რომ არა დედაჩემის ინტერესით სავსე თვალები ჩემს უკან რომ გადაცოცდნენ და სწორედ იმ წამს ვიგრძენი ძლიერი ხელის მოხვევე მხრებზე.
-გამარჯობა ქალბატონო...
-ნინო..-დედააა გცხვენოდეს!...დაიშაქრა დედაჩემი და ჩემს ზურგს უკან ასვეტილ ნაცნობ უცნობს რომლის სახელს ვინ ჩივის მისი გარეგნობაც კი არ მქონდა წესიერად ნანახი ისე მედიდურად გაუწოდა ხელი თითქოს დიდგვაროვანთა შტოს წარმომადგენელი გახლდათ.
-სასიამოვნოა ქალბატონო ნინო...-დედაჩემის ხელმა წელში მოხრილი ტაქსის მძღოლის ტუჩებთან გადაინაცვლა რომელიც ნაზად ეამბორა და მეც მისი მკლავისგან განთავისუფლებული ზურგს უკან შევტრიალდი.პირველი რეაქცია.."ძველბიჭური" მის შემხედვარეს მინდოდა გაბმით დამესტვინა.დაახლოებით მეტრი და ოთხმოცდაათი სანტიმეტრის სპორტული აღნაგობის მამრი დამდგომოდა თავზე.მანქანაში ვერ შევამჩნიე ესეთი სიმაღლის თუ იყო.შავი სპორტული პიჯაკით მუქი ჯინსით და თეთრი პერანგით.სასწაულად მოვლილი გრძელი თითები და ერთ დონეზე დაყენებული თმა და წვერი.იღიმოდა ან ჩემზე ხალისობდა,არ ვიცი.არც ის ვიცოდი რა
ჯანდაბისთვის გადმოვიდა მანქანიდან და საერთოდაც რატომ ასაღებდა თავს დედაჩემთან თითქოს საგანგებოდ ჩემთან ერთად მოვიდა ჩემსავე სახლში და ალბათ იმასაც იტყოდა რომ ჩემი არარსებული შეყვარებული გახლდათ.
-გეგი თქვენი ქალიშვილის მომავალი მეორე ნახევარი.
რაოოო?!ესეც მეორე შოკი და არა ნამდვილად ვიტირებდიი.აბა ჩხუბს რა აზრი ჰქონდა?!არ არსებობს ჯანდაბაშიც წასულა ჩემი ნათესავების დამცინავი მზერა, რომელიც აუცილებლად
იქნებოდა დამცინავი რადგან 28 წლის ასაკში ჯერ ისევ გაუთხოვარი ვიჯექი სახლში,მამაჩემის კისერზე და ისე ნერვიულობდნენ ჩემს შინაბერობაზე თითქოს ამით ცხოვრება დასრულდა.დიდი ამბავი თუ ჯერ ისევ ძიების პტოცესში გახლდით და ნამდვილად არ გამოჩნდა ისეთი მამრი რომელიც ჩემს ყურადღებას და მეტიც ჩემს სათნო და ზედმეტად სათუთ გულს მიისაკუთრებდა.არადა იდეაში საერთოდ არ მადარდებდა ეგ ფაქტი და მინიმუმ 4,5 წელი საერთოდ არ ვსაჭიროებდი კაცს რომელიც ხელის გულზე მატარებდა და მამაჩემის კისრიდან მის კისერზე გადავინაცვლებდი.სულ სხვა გეგმები მქონდა და ამ გეგმების განსახორციელებლად კანიდან ვძვრებოდი ეგრედ წოდებული კაცი კი ნამდვილად შემიშლიდა ხელს,თან ძალიან ჰოდა ამ დაუპატიჟებლად შემოტენილ ვითომ ჩმს
მომავალ ქმარს აუცილებლად მოვსვამდუ ერთ ადგილზე და საიდანაც მობრძანდა(ჩემივე დამსახურებით)იქ წაბრძანდებოდა.
-დედა მომისმინე -უკვე სადარბაზოსთან მისულმა წამოვიყვირე და წელზე მოხვეული ტაქსის მძღოლის თითები,რომელიც ისე მტკივნეულად წამეჭირა თეძოზე ხელის უხეში აკვრით მოვიშორე.ვინ მისმენდა?დედაჩემი ქაქანებდა თუ როგორ ჩამობრძანდა ჩემი მამიდა თავის ორ გაბღენძილ შვილთან ერთად სოფლიდან,სადაც დედამისისეულ სახლში დაბინავდნენ უცხოეთიდან სტუმრად ჩამოსულნი და სავარაუდოდ იქ დარჩებოდნენ წასვლამდე.ჰოდა ძალიანაც კარგს იზამდნენ რადგან ერთ დროს გზას აცდენილი მამიდა და მისი ორი ქალიშვილი დიდად არ მეხატებოდნენ გულზე და ეს სულაც არ იყო ჩემი ბრალი.ჯერ კიდევ გუშინდელი დღესავით მახსოვს ცხრა ქმარ გამოცვლილ მზიას,რომელსაც აღარც კი ახსოვდა რომელი შვილი რომელი ქმრისგან ეყოლა როგორი გულმოსული,უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მამაჩემი რადგან ბოლო ქმარსაც გაშორებულმა მოჰკიდა თავის შვილებს ხელი და ევროპაში გაგულავდა,სადაც თითქმის 6 თვეში ააგდო ახალი ქმრის კანდიდატად წოდებული თავისზე 40 წლით უფროსი ალეხანდრო და მერე შესარიგებლად გულ უხვადაც კი უგზავნიდა ნაწყენ ძმას ორიგინალ ადიდასებს,როლექსის საათებს და ათას ისეთ გამოუსადეგარ

ხარა ხურას რაც დღემდე კარადის უჯრაში უყრია ბატონ თემურს.არც ის იყო ვინმესთვის დაფარული რამდენად ვერ უგებდნენ დედაჩემი ნინო და თავისი დედამთილი ქალბატონი სოფია, რომელსაც თავის ცისფერ სისხლიან არისტოკრატად მოჰქონდა და გულზე დაბნეული საგვარეულო ბროშით და გრძელი,პიანისტისთვის დამახასიათებელ თითებზე წამოცმული უამრავი "რკინა კავეულობით"რასაც თავად გომბიო რძლისთვის მიუწვდომელ სიმსიდრეს ეძახდა.ნუ მისი გარდაცვალების შემდეგ გომბიო რძალს დარჩა ყველაფერი მაგრამ სანამ ცოცხალი იყო ამას ხომ ვერ წარმოიდგენდა?
მიუხედავად იმისა რომ რძალს ჭირის დღესავით ვერ იტანდა,ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე სანამ შეეძლო კიდეც ახერხებდა და თავის ჭკუაზე მზრდიდა მერე ზედმეტად დარია ხელი სახსრების დაავადებამ და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული მაინც ახერხებდა ნინოს ჭკუიდან გადაყენებას.ისე მოკვდა ერთი თბილი სიტყვა არ უთქვამს ქალისთვის...არც ნინოს დაუტირია გულმხურვალედ.სოფიას ნათესავების თანდასწრებით ფარისევლური ცრემლის ერთი ბურთულა გაიმეტა და საკუთარ თავს წყევლიდა ესეთი სისუსტის გამო.ზუსტად ეს არეულ დარეული სანათესაო ელოდა ჩემი და ჩემი მომავალი ქმრის გაცნობას რა ბედნიერებაა არაა?!
-რა ჯანდაბას აკეთებ?!-შევუღრინე ჩემზე ალბათ ორი თავით მაღალ ვინმე გეგის და ისევ შევეცადე მისი ხელის მოშორებას რომელიც ლიფტის კართან შემომეხვია და ქალბატონი ნინოს ფეხდაფეხ ლამის ძალით შემტენა კაბინაში.
-გეხმარები...
-ვინ გთხოვა დახმარება?!-ისე ვსისინებდი მადლობა ღმერთს ნინოს არაფერი ესმოდა რომელსაც ზუსტად იმ დროს დაურეკა საკუთარმა დამ და დიდი ბოდიშების მოხდით ამცნო თუ რატომ ვერ მობრძანდა ლობიანის საჭმელად დღეს...ღმერთო რა ამაზრზენაი.
სახლში შესვლისთანავე გული ლამის გამისკდა.ჯერ მარტო იმიტომ რომ სასტუმრო ოთახში გაშლილ სამეფო სუფრას, მართლაც რომ მთელი ჩვენი საგვარეულოს წარმომადგენლები მისხდომოდნენ.მამიდა და მამიდაშვილები,მამაჩემის ბიძა,ბიძაშვილები რამდენიმე მისი ძმაკაცი ცოლებითურთ და ჩემი გაბერილი და და მისი ქმარი,სამზარეულოში მოფუსფუსე ბებიაჩემი თავს ისე დაფოფინებდა სტუმრებს და შერბოდა და გამორბოდა ცხელი კერძის მოსატანად თავი სავარაუდოდ 25 წლის გოგო ეგონა.
ნუთუ ყველა ასე ელოდა ჩემს გათხოვებას?წარმოდგენა არც მინდა რა მოხდებოდა აქ ვითომ ჩემი საქმროს გამოჩენის შემდეგ რომელიც ბოლოს შემოვიდა და გვერდით ისე დამიდგა წამით მართლა საქმრო მეგონა,ეს არ იკმარა და თავისი დამპალი საშინლად ლამაზი თითები ჩემს თითებში ისე ახლართა პირზე მომდგარი სალანძღავი სიტყვები უკან გავაბრუნე.ერთი პირობა თავში გამიელვა აივანზე ზომ არ გავიპარო და პატრულში დავრეკო რეგულაციების დარღვევის გამოთქო.მერე იმაზე ფიქრი დავიწყე ეს ამდენი ხალხი როგორ აპირებდა სახლში წასვლას,დავიჯერო ყველა ჩვენთან რჩებოდა?არა მამაჩემის ერთ დროს შესანიშნავი თანამდებობების გამო კი გვქონდა უზარმაზარი ბინა,მთელს სართულს იკავებდა ლამის მაგრამ რავიცი...მაინც ზედმეტნი იყვნენ.შემდეგ კი დაიწყო თუ დაიწყო...ვიღას ვახსოვდი მე?ისე ამაცალეს გვერდიდან "საქმრო" ისიც მალევე მოერგო სიტუაციას,ბებიაჩემის შეთავაზებულ კერძებს ღიმილით ასხავდა ხოტბას,მამაჩემის სადღეგრძელოებს ავრცობდა და მივხვდი როგორ ნერვებს მიშლიდნენ ჩემი ოჯახის წევრები,სალომემაც არ დააყოვნა სკამიდან წამოვარდნილმა მალევე შემიტყუა საძინებელში და გაბერილ მუცელზე ხელებ მოხვეულმა კაკებეს აგენტივით დამიწყო დაკითხვა:
-ვინაა გოგო ეს ტერმინატორი?!საქმროო?სოფია შე გათახსირებულო ქალო საყვარელი გყავდა თან
ესეთი ზე კაცი და შენს საკუთარ დას უმალავდიი?!-თქვენც შეატყვეთ ხო ჩემი ორი წლით უფროსი და მთლად რომ ვერ არის დალაგებული?!

ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა(სიმართლე ითქვას არასდროს არაფერს ვუმალავდი,იმდენად ახლო და მეგობრული დედმამიშვილობა გვქონდა მთელი ცხოვრება ერთმანეთის მესაიდუმლოები ვიყავით ალბათ მაგიტომაც არ ვმალავდით ჩვენს წარმატებულ თუ წარუმატებელ დამოკიდებულებას მამრობითი სქესისი მიმართ.მისი და ვაჩეს სიყვარულის მთელი ისტორია ლამის დეტალებში ვიცოდი და დაქორწუნებამდე რომ არ ყოფილა ჩემი გიჟი და კდემამოსილი არც ეგ იყო ჩემთვის დაფარული.მერე მობეზრდათ წინ და უკან ძრომიალი და ერთად გადასვლის შემდეგ მალევე მოაწერეს ხელი,ისიც ისევ და ისევ ოჯახის და ნათესავების თავიდან მოსაშორებლად თორემ ქაღალდის ნაგლეჯი დიდად რომ არაფერს ნიშნავდა მათთვის ისედაც ვიცოდით სამივემ.)კარგა ხანს ხარხარებდა რის საშუალებასაც მუცელი აძლევდა მერე დიდხანს დამცინოდა და ბოლოს კუთვნილ სკამს დაბრუნებულმა აგენტივით დაუწყო დაკვირვება ჩემს "საქმროს" ჩემსავე მოღალატე სიძეს მალევე რომ გამოეძებნა მასთან საერთო ენა და ბევრს თუ ილაპარაკებდნენ შესაძლოა შორეულო ნათესაური კავშირებიც დაედგინათ და მერე რაღა მოიშორებდა თავიდან ამ იდიოტს.
-ყოჩაღ ბებია რა კარგი ბიჭი შეგირჩევია!-ისე შემაქო ბებიაჩემმა გეგონება მე რამე დასაწუნი
მქონდა,კოჭლი ვიყავი,ბრმა ან ცალი თვალით ელამი,სიტყვა პასუხი მეშლებოდა და განათლებაც არ მქონდა..რატომ არავინ აქცევდა ყურადღებას ჩემს თუნდაც გრძელ ფეხებს მშვენიერ პირი სახეს და ერთი ქალის ფას მკერდს და ტრაკს?!როდემდეეეე?! ჯანდაბა სადამდე შეიძლებოდა ამის ატანა?! ბოლოს ყელში რომ ამომივიდა ეს ყველაფერი შიმშილისგან გამწარებული ჩემი საქმროს გვერდით დავეხეთქე ჩემთვის საგანგებოდ "ჩამატებულ"სკამზე და ნინოს ნაქები ლობიანი დავითრიე ის იყო ერთი ლუკმა გადავყლაპე ჩემსკენ გადმოხრილმა საქმრომ ყურში რომ ჩამჩურჩულა:
-როგორი გაჭირვებული ყოფილხარ!
მეორე ლუკმა ყელში გამეჩხირა და ისეთი ხველა ამიტყდა ზურგზე დატყაპუნებული გეგის ხუთი თითის დამსახურებით თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
-აღარ მიბრძანდები სახლში?თუ დღეს აქ აპირებ დარჩენას?-ღიმილით გადავიხარე მეც მისკენ და ალბათ უცხო თვალისთვის ზედმეტად ინტიმურად ვუჩურჩულე თან იმდენად გავთამამდი ზედ ყურსი
ძირთან კანზეც კი შევახე ტუჩები.ვიგრძენი როგორ დაეჭიმა კისერი და კანის მიღმა დამალული ლურჯი კაპილარები გამოჩნდა.ყოჩაღ სოფი...შესანიდნავად ატეხე ეს ავადმყოფი!
-სიამოვნებით დავრჩებოდი...შენთან დამაწვენენ?დარწმუნებული ვარ უარს არავინ მეტყვის...
-მოკეტე!-მთელი სახით გავუღიმე და ჩანგალი ისე ჩავბღუჯე ამ თავხედს სიამოვნებით ვატაკებდი კისერში მაგრამ დამიჭერდნენ...ჰოო დამიჭერდნენ აბა რას იზამდნენ.
დიდხანს არ დარჩენილა მალევე წამოდგა სუფრიდან და ბოდიშის მოხდით მე უნდა დაგტოვოთო.აუფ…მამაჩემი გადაბჟირდა ესე როგორ გაგიშვათ ნასვამი ხარ საჭესთან როგორ უნდა დაჯდეოო?მამას ბებიაჩემი აჰყვა ლოყაზე ხელის შემორტყმით:- ვაიმე შვილო დაგაჯარიმებენ გვიანია აწიოო.
არა რაა..ესენი მგონი მართლა ჩემთან უპირებდნენ ამ უცხო კაცს დატოვებას...
-საშვი აქვს ნუ ნერვიულობ ბებია!-არ ვიცი საიდან წამოვაყრანტალე და სკამიდან ფეთიანივით წამოვხტი "გაგაცილებთქო" იმის შიშით მართლაც ჩემთან არ დაეტოვათ და თან უნდა დავრემუნებულიყავი რომ საბოლოოდ მოშორდებოდა ჩემს ტერიტორიას და უკან აღარ დაბრუნდებოდა დღეისთვის საკმარისზე მეტი სირცხვილი და მრისხანება ვჭამე და მეტს ვეღარ ავიტანდი ფიზიკურად.ირონიული ღიმილით დამაჩერდა ზემოდან,მამას ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა.ბებიაჩემს და დედას ხელზე ემთხვია ჯელტმენი და შეუქო ნახელავი შემდეგ ჩემს სიძეს უთხრა დაგირეკავო.რაა ესენი ურთიერთობის გაგრძელებას აპირებდნენ?! მერე მკლავში მწვდა და ისე გამაქცია სადარბაზოსკენ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.
-მანქანამდე გამაცილებ?!-ღიმილით დამხედა ზემოდან ლიფტის მოლოდინში და ისე გამიღიმა ხელები ამექავა გვარიანად რომ არ მელეწა

-უკვე მეტისმეტია...-მისი ხელი უხეშად მოვიცილე და უან დახევას ვაპირებდი უკვე ამოსული ლიფტის კარში რომ შევიდა და მეც ისე შემიყოლა ვერც კი გავიაზრე,კარი უხმაუროდ დაიხურა და კაბინა დაიძრა თუ აზრზე მოვედი მაგრამ გონება ისევ გამეთიშა რადგან მისი თითები ყბებში მწვდა და თავისკენ მიწეულს ისე დამეტაკა ტუჩებზე თვალები ლამის გადმომცვივდა ბუდიდან.რბილი და სავსე ტუჩები ჰქონდა...ღვინის და სიგარეტის არომატში გაჟღენთილი.ოსტატურად მოძრაობდნენ და ისე მკოცნიდა გული ლამის გამიჩერდა, მისი ენის ჩემს ენაზე შეხებისგან სრულიად მომიდუნდა მთელი სხეული და უკან გადაქანებული კაბინის კედელმა დამიჭირა,მთელი სხეულით რომ მომაწვა და ყბაზე მოშორებულმა მისმა თითებმა თმებში გადაინაცვლეს,თვალებიც თავისით დამეხუჭა.სუნთქვა დამიმძიმდა და ალბათ ურცხვადაც ამოვიკვნესებდი ერთიანად რომ მომშორდა,მისი ადგილი ჩემს სხეულზე სიცივემ ჩაანაცვლა და თვალები გავახილე თუ არა ლიფტში მარტო ვიდექი,კედელზე მიყრდნობილს მთელი სხეული მითრთოდა და ხარბად ვსუნთქავდი ჰაერს სადაც ჯერ ისევ მისი სუნამოს არომატი ტრიალედბა.
წავიდა!
სახლში აბრუნებულს სტუმრების ნერვები აღარ მქონდა,არც ბებიაჩემის და დედაჩემის კითხვების მოსმენა მინდოდა საშინლად მეძინებოდა და იმაში დარწმუნებული რომ ჩემს სუფრასთან არ ყოფნას ვერავინ შეამჩნევდა პირდაპირ საძინებელში შევძვერი, კარი გადავკეტე და სააბაზანოში შესულმა განტვირთვის მიზნით თავი ცხელი წყლის ჭავლს შევაფარე.ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ როცა კანი დამინაოჭდა ვიკადრე წყლის გადაკეტვა,თმა და სხეული გავიმშრალე...პიჟამა ჩავიცვი და საბანში შემძვრალმა ტელეფონს დავხედე სადაც ერთადერთმა მოციმციმე მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ მიიქცია ჩემი ყურადღება.ნომერს "ჩემი ტაქსისი მძღოლი"ეწერა ტექსტმა კი კიდევ ერთხელ ჩამაგდო შოკში:
-სოფი შენ ისევ არ იცი კოცნა…

*****

არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა გეგის შეტყობინება.დამცინა თუ ფაქტი აღნიშნა, მაგრამ თავისი საქმე რომ იდეალურად გააკეთა ფაქტია.მთელი ღამე ისე საშინლად მეძინა,თუ არ ჩავთვლით პირველ რეაქციას: საწოლზე რომ ავხტი ,თავი მთელი ინერციით საწოლის თავს მივარტყი, ჩემი უბედური ტელეფონი კი იატაკს დაასკდა ხმაურით და რომ არა ეკრანზე დაკრული დამცავი მინა სავარაუდოდ ბოლო გაფართხალება იქნებოდა მისი.ჩემი გათიშული გონება გამოფხიზლდა და მთელი ღამე ძილ ღვიძილში გავატარე...თავში ძველი ფირივით ტრიალებდა ჩემი განვლილი 28 წელი ვისთვის მქონდა ნაკოცნი და თუ ჩავთვლით საპირისპიტო სქესისი მიმართ ჩემს არც ისეთ მდიდარ გამოცდილებას,მით უმეტეს კოცნის ფაქტს სულ რამდენიმე იყო და ამ რამდენიმეში ვიღაც თავხედი ტასქის მძღოლი დანამდვილებით ვიცი რომ არ შედიოდა.აბა რა ჯანდაბისთვის გამომიგზავნა?ვინ იყო?რატომ არ მეცნობოდა?ვისთვის შეიძლება მეკოცნა მთვრალს ან ფხიზელს და ესე ჩავფლავებულიყავი?!ღმერთო ჩემო არავისთვის...სიის შედგენასაც კი არ ჰქონდა აზრი სულ ორი თუ სამი წარუმატებელი კოცნის ავტორები გახლდნენ და ამ სამიდან ერთი ჩემი მარად მწვანე თავყვანისმცემელი რეზი თაყაიშვილი გახლდათ...ნუ,კოცნა კი არ გამოსდიოდა იდეალური მაგრამ სამაგიეროდ ხელები უსწრებდა წინ და ისე უსირცხვილოდ წამეფათურა ორკვირიანი მიდი მოდის თავზე მკერდი ლამის დამილურჯა.სამაგიეროდ თავად ლოყა დაულურჯდა და დროებით დაისვენა...მარადმწვანეს რატომ ვეძახი?! სკოლიდან მოყოლებული დღემდე ჰქონდა ხოლმე ერთი ორ წლიანი ჩავადნის შემდეგ იდეალური გამონათებები და ჩემს ძვირფას დროს და ნერვებს ისე იწირავდა, მისი დაბადება ჩემს სურვილებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ალბათ უბედური დედამისის საშოშიც არ დაიდებდა ბინას.ეჰ სოფია რა იდიოტი ხარ...

საწოლიდან ვაი შავი დღით ავაგროვე ჩემი დაშლილი სხეულის ნაწილები და მიუხედავად იმისა რომ თავი მაინც ჯიუტად იწევდა ბალიშისკენ მაინც გავუძალიანდი..სააბაზანოსკენ წავლასლასდი და სარკეში ჩახედვის შემდეგ ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით რომ მთელს ღამეში ალბათ სულ ხუთი წუთი მეძინა, გამყარდა.სახე წაშლილი,გაფითრებული..თვალები ვამპირივით ჩაწითლებული,თმა ყვავის ბუდესავით და ჯანდაბა,ქვედა ტუჩი გახეთქილი და შესიებული მქონდა.როდის გამისკდა ალბათ ძილში ვუკბინე საკუთარ ტუჩს...დავიჯერო ესეც იმ ცხოველის დამსახურება იყოო?კი ზუსტად..ორივე ვარიანტში მისი დამსახურდბა გახლდათ: ერთი იმიტომ რომ ხამივით დამეტაკა და მეორე, იმიტომ რომ ამ უაზრო და აბდაუბდა შეტყობინების შედეგად ისევ მასზე გაბრაზებულმა ალბათ ისე ვიკბინე ვერც გავიაზრე...მოკლედ დასკვნა:
გეგი იდიოტია!..თან თავხედიც და გაუზრდელიც….მორჩა!
საძინებლიდან გამოსული პირდაპი სამზარეულოსკენ გავემართე, სადაც პატარა კრება გაემართათ ბებიაჩემს და დედაჩემს.ალბათ განიხილავდნენ გუშინ გამობრწყინებული "სიძის"კანდიდატურას...ჩემი მაკიაჟით საგულდაგულოდ დაფარული უიღბლო ღამე არც ერთს შეუნიშნავს, სკამზე მოთავსებულს დილის საუზმე დამიდგეს წინ და ორივე ისეთი ყურებ დაცქვეტილი მომჩერებოდა დარწმუნებული ვარ არც მათ ეძინათ ღამით და კითხვების სიას ამზადებდნენ.
-დეეე...
აი, ხომ ვამბობდი?!ისეთმა გადავხედე ნინოს დადუმდა, მაგრამ ბებიაჩემს ისეთი თავდაცვის ტეხნიკა ჰქონდა შემუშავებული ვერანაირად ვერ ვერეოდი.
-სად მუშაობს ის ბიჭი ბებია?!-ლაითი კითხვებით დაიწყო.
-ტაქსის მძღოლია-მოვცელე,ისე დაემანჭა სახე მისი ოჯახში შემოშვების სურვილი წამით გაიყინა,მაგრამ მე უკვე 28 წლის შინაბერა გახლდით და ჯანდაბას ...აიტანდნენ ერთ ტაქსისტს რომელსაც დარწმუნებული ვარ სახლში ორი დიპლომი ედო და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების დამსახურებით ,დროებით უმუშევრად დარჩენილი ტაქსის მძღოლობით ირჩენდა თავს.ნინოს სახე ისეთი შეფერადებული გახლდათ ყოყმანი ეტყობოდა.მისი მაგისტრატურა დამთავრებული ნებიერა შვილი არ ემეტებოდა უკვე მოწონებული კაცისთვის.სამსახურის გამო რომ დაიწუნეს.ღმერთო შენ გვიშველე!!!
მეც გუშინდელი დღისთვის სამაგიეროს გადასახდელი შესანიშნავი გზა მოვძებნე და რაღა გამაჩუმებდა?!
-სოფლიდან ჩამოვიდა,ქირით ცხოვრობს გლდანში და ტაქსაობს მერე რა მოხდა ყველა მინისტრი ხომ არ იქნებაა?!-მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ყავა მოვსვი.
-არაფერი ბებია-ამოიკნავლა რუსომ,აბა სიამაყეს როგორ გადააბიჯებდა?!
-ბებიამ და ბიძამ გაზარდეს დედამისი პოლონეთში გათხოვდა და ხანდახან ისიც უგზავნის ფულს... გავაგრძელე.ნინო უარესად გაფითრდა,რუსომ მიზეზად ქურაზე შემოდგმული ქვაბი
დაასახელა და ალბათ წაშლილი სახის მწყობრში ჩასადგომად თვალს გაერიდა.
-რაიყო ხალხო დიდი ამბავი,ადამიანი მისი ფინანსური მდგომარეობით ხომ არ განისაზღვრება?საოცრად კეთილი და კულტურულია...
-აბა რაა დედიკო..აბა რაა...
-ჯერ ხელის თხოვნას არ აპირებს და ცოტა რომ გაიმართება და ფეხზე მყარად დადგება მერე ვნახოთ...
-ჰო დედა...-ამ ამბით ცოტა დამშვიდებულმა ამოისუნთქა,ყავა მოსვა და დიდრონო წყლიანი თვალებით ამომხედა სკამიდან წამომდგარს.
-სამსახურში მაგვიანდება, იაკო გამომივლის სადაცაა...
-კარგი დედა..მიდი და დამირეკე.-ისეთი გაოგნებული იყო ჩემი თით დაუკარებელი საუზმეც კი გამორჩა და მეც საოცრად ნასიამოვნებმა ისე გამოვიხურე კარები, დარწმუნებული ვიყავი

სავარაუდოდ ნაბახუსევი თემურის ადგომის შემდეგ დაიწყებოდა უფრო დიდი თათბირი და იქ გადაწყდებოდა ჩემი და ტაქსის მძღოლის უიმედოდ დარჩენილი სიყვარულის ბედი.
ძალიანაც კარგი....
*****
სადარბაზოსთან ხუთ წუთიანი კანკალის მერე როგორც იქნა იაკომაც იკადრა თავისი ინფინიტის პირდაპირ ფეხებდათ დამუხრუჭება და ჩაწეული შუშიდან 60 წლის პედაგოგივით ცხვირზე დაკოსილი სათვალით გადმომხედა.
-ბაღვაში ჩაეგდე! ვერ ჩანდა ხასიათზე
-აბა, დაიწყე!-კარები მივიხურე თუ არა ღვედსაც უიმედოდ დავეჯაჯგურე.
-რა დავიწყო?-ცალი თვალით გადმომხედა.არა მართლა ვერ იყო ხასიათზე.
-რა მოხდა?
-აუ რავიცი რაა...საშინელ ხასიათზე გავიღვიძე...მთელი ღამე იდიოტი ლადოს უაზრო თავის მართლებას ვისმენდი თუ რატომ ვერ მოახერხა ჩემთან გამოსვლა...დაშორება უნდა და ისე მივლის წრეზე...
-საიდან დაასკვენი?-მათი დაშორება შერიგების ამბები იმდენად ხშირი იყო ამ სამი წლის განმავლობაში აღარც კი მიკვირდა. ერთი თვე რომ თბილად ჭუკჭუკებდნენ, ორი თვე გაბუტულები დადიოდნენ.მერე ისევ რიგდებოდნენ და ასე...ერთი შეხედვითაც ეტყობოდა ჩემს გენიოს დაქალს დიდად რომ არ იყო სიყვარულისგან გადარეული და მათი ერთ ადგილზე გაყინული რომანიც ვერც წინ მიდიოდა და არც უერთმანეთოდ შეეძლოთ.ხანდახან ისიც კი მეგონა რომ იმდენად იყვნენ ერთმანეთს მიჩვეული ვერც ელეოდნენ და ჰარმონიული ურთიერთობაც არ უყალიბდენოდათ.სრულიად სხვადასხვა შეხედულების გახლდნენ..იაკო ბობოქარი,სიცოცხლით სავსე და იმდენად მხიარული გახლდათ ზედმეტად დინჯი,საათვალიანი კაბინეტის ბიჭი ლადიკო(პირადობაში ესე ეწერა და თავიდან იმდენს ვხალისობდით საკუთარი თავის მცხვენოდა) მის ფონზე ზედმეტად იჩაგრებოდა და ვერც თავის ჩარჩოებში აქცევდა ქალბატონს.
-უნდა დავშორდე!-დაასკვნა და სიგარეტს ღიპიანი ბიძასავით მოუკიდა.-ჰო რაა,მაგრად მომბეზრდა..
-მერამდენედ?
-საბოლოოდ...ისეთია რაა-თითები ცხვირი წინ გამიტკაცუნა და ისევ საჭეს
მიუბრუნდა.-უმარილო...ზედმეტად ინწელიგენწი...შეიძლება დღეს თქვენთან სექსით დავკავდე ანგელოსოო...
ხმა დაიბოხა და სავსე ტუჩები ისე დაბრიცა ავხარხარდი.
-რა გაცინებს შე გაჭირვებულო?-ვალში არ დამრჩა.-მე სექსი მაინც მაქვს...შენ...
-და პროცესის დროს ჩანიშნულ დიპლომატიუ სხდომებს განიხილავთ...
-ეგეთი "ბეყეც" არაა...კაი ლადო იქით იყოს და შენ ის მითხარი როგორ ჩაიარა დიდგვაროვანთა შტოს შეკრებამ?ჭამეს ლობიანებიი?
-მერე მოგიყვები...
უკვე სამსახურის კარებთან ვიყავით მისულები და მოყოლას აზრი არ ჰქონდა, თან არანაკლებ ინტერესით შებყრობილ სალომესაც აინტერესებდა ჩემი გამოგონილი სიყვარულის ისტორია და ორივეთვის ცალ ცალკე მოყოლა მაგრად დამეზარა.ამიტომ შუადღეს შესვენებაზე, სამსახურის წინ მდებარე პატარა საკონდიტროში ,სადაც სულ ორი მაგიდა იდგა და გემრიელ ფორთოხლის კექსსაც აცხობდნენ ორივე ერთდროულად დავიბარე და იქ გადავწყვიტე მათი დაცინვის ატანა.
******

შეა დღემდე დრო ისე უაზროდ გაიწელა საქმეც არაფერი გვქონდა და ეს უარესად მღლიდა.თავი საშინლად მტკიოდა,ცარიალი კუჭი ჭირვეულობას იწყებდა და ხანდახან ისე მომერეოდახოლმე ძილი ერთი ორჯერ წამთვლიმა.იაკოს ხელის კვრამ დამაბრუნა რეალობაში, თავზე დოინჯ შემორტყმული დამდგომოდა და დამცინავად მიღიმოდა.
-ისეთი ანგელოზივით გეძინა ღიმილი არ მოგშორებია სახიდან რას ხედავდი სიზმარში ბარტყო?!
-მორჩი რაა...
-ვერ მოვრჩები,საშინლად მშია და თან მთელი დღეა ინტერესით ვკვდები,ასე რომ ასწიე მაგ სავარძლიდან შენი ცისფერ სისხლიანი და გამოადგი ფეხი!
შეკვეთა ახალი მიცემული გვქონდა სალომემ რომ შემოანგრია საკონდიტროს კარები და ქშენით დაეშვა სკამზე.
-აბა,იმედი მაქვს რამე სენსაციური ინფრომაცია გაქვს თორემ შენი დის შვილი არ გაპატიებს ჩემს წვალებას...თან რამე ტკბილი მინდა,გემრიელი და თან ორი ულუფა..სამიც შეიძლება...ფორთოხლის წვენი დიდი ჭიქით და დაჯექი რას მომჩერებიხარ და დროულად დაიწყე დაფქვა..ვინ იყო ის ჩაშენებული კაცი!-ჩემს თეფშს დასწვდა და მანამდე შეკვეთილი სასუსნავების ჭამა დაიწყო.
-ვინ კაცი გოგო?-სალომეს არ ჩამორჩენია იაკო?ისე წამოიყვირა მე შემრცხვა და თან სალომეს გაბერილ მუცელზე უთათუნებდა ხელს.-ნათლიას გოგო,როგორ გრძნობს თავს?
-შენნაირი გიჟი ნათლიაღა აკლია ამ ბავშვს.-ხელი მოაშორებინა სალომემ და თან ჭამა არ შეუწყვეტია.მეც დავიწყე მოყოლა და პარალელურად მეცინებოდა, მთელი თხრობის განმავლობაში ენერგიულად ამუშავებული ჩემი გაბერილი დის ყბებზე, შიგადაშიგ კომენტარებს რომ აკეთებდა და წარბებს ისე საყვარლად ჭმუხნიდა სახეზე ეწერა ნაჭამი ტკბილეულისგან განცდილი ნეტარება.
-ანუ ადრეც იკოცნავეთ შენ და იმან...რას ეძახის სალომეე?-ხელები ცხვირწინ ამიქნია იაკომ, მთელი ამბიდან მხოლოდ კოცნის სცენა რომ დაამახსოვრდა...
-ჩაშენებული კაცი-აჰყვა სალომეც.
-რა ვიკოცნავე,პირველად ვნახე ცხოვრებაში
-და პირველჯერზევე მიგადუმა...
-იმედი მაქვს გვარიანად უთავაზე იმ გაბღენძილ ლოქოს.-თვალები აატრიალა სალომემ.-აღარ მინდა ეს კექსი მომეცი შენი წვენი.
-ვერ მოვასწარი...
-რას მოასწრებდა დამდნარა ქალბატონი მოგამტვრია კდემამოსილო ქალო რქებიი!
-მორჩით ჩემზე ღადაობას...-ნერვები მომეშალა.
-შენ გვაიძულებ დაო-თავი ნიშნის მოგებით დამიქნია სალომემ
-28 წლის ქალს ხეირიანი კოცნა რომ არ გეცოდინება საღადაო ხარ გაჭირვებულთან ერთად...
-ბოდიშიი?!-მხარზე ვუჩქმიტე ენა წაგრძელებულ იაკოს.
-არა რაა...შენს ბავშვს ვნათლავ გინდა შენ ეს თუ არა..აბა ამას რომ ველოდო ჯერ კოცნას ეხლა სწავლობს და რომ ვუყურებ ამან ესეთი ტემპით თუ გააგრძელა სულაც არ მხიბლავს ჭაღარა შეპარული,ნაოჭიანი ნათლია ვიყო.
-თქვენთვის არაფერი არ უნდა მომეყოლა რაა...
-ბატონოო?!-ერთ ხმაში გააპროტესტა ორივემ.-აბა ვისთვის უნდა მოგეყოლა შე უმადურო ქალო?
-დღეიდან არ გავიგო ამ თემაზე საუბარი-ორივეს თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და ორივემ ისე ასწია დანებების ნიშნად ხელები გამეცინა.
-ისე რატომ მოგწერა ეგ-მაინც ვერ ჩერდებოდა იაკო.
-აბა ხმას არ ამოვიღებთო?
-მაინტერესებს გოგო და მომკალი თუ გინდა.
-იმიტომ რომ იდიოტია..არ ეტყობა მის საქციელს?

-გადავხედე ამისი თაყვანისმცემლების "ურიცხვ" სიას-აჰყვა სალომეც -და დავასკვენი რომ მართლაც იდიოტია აბა ეს ღირსშესანიშნავი მომენტი დაავიწყდებოდა ჩემს კდემა დას?!
-სალომეე!!-მის სიცილზე ნერვებ მოშლილი სკამიდან ტყვია ნაკრავივით წამოვხტი.
-კარგი ჰოო...კარგი.დაჯექი ნუ ფხუკიანობ!
-დამთავრდა შესვენების დრო,წავალ ჩემს საქმეს მივუბრუნდები იქნებ ცოტა გადამიაროს სიბრაზემ...
-თუ აშლილმა გორმონებმა დაოო...-კარისკენ დაძრულს დამაწია აკაკანებულმა სალომემ.
-ორსულად არ იყო და განახებდი მე შენ...-დავემუქრე თითქის რამის გამკეთებელი ვიყავი და პირველი გამოვვარდი საკონდიტროდან.
საერთოდ არ მიშველა ლაპარაკმა,პირიქით; უარესად დამძაბა და თავის ტკივილი მოგვრილ ძილთან ერთად არსად წასულა.ვერ გავიგე ჩემი აბდაუბდა თავის...თუ მტკიოდა, რაღა ჯანდაბისთვის მეძინებოდა...ან ერთს დაენებებინა თავი ან მეორეს ხომ შეიძლებოდა?მაგრამ არააა...
ისეთი შეგრძნება მქონდა მთელი დარჩენილი დღე თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა და ესეც ჩემს უაზროდ ყოფნას დავაბრალე.ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და ცხრაჯერ გავბოდიალდი ტერასაზე სუფთა ჰაერისთვის...როგორ მინდოდა სადმე გადავხვეწილიყავი ცოტა ხნით და მოვშორებოდი ჩემს ცანცარა დაქალს და დას...ჩემი "გაჭირვებით"შეწუხებულ ოჯახს...მამას- "ჩემი ვაჟკაციი გენაცვალოს მამა"დედას პროტესტს-"შეეშვი ამ ბავშვს შენი შეძახილებისგან დარჩა გასათხოვარი და სულაც არ გამიკვირდება ცოლს თუ მოიყვანს"ბებიას- "ჭამე დასუსტდი გენაცვალოს ბებომ"შეეშვი მაგ დასაწვავ სამსახურს.ჩემი დის...შენ არაფერი გეშველება.დაქალის:თვალი გაახილე ქალო რამდენი მამაკაცის ირევა შენს გვერდით.ბესარიონის იმუშავეთ ნუ ზარმაცობთ...ჩემი თანამშრომელი ანრის მესამე ცოლია ტოქსიკოზს...მეორე თანამშრომელი მარიამის გამუდმებულ ტირილს ფული არ მყოფნის და ბოლოს ჩემი დეიდაშვილის(რომელიც თითქმის ძმა იყო ჩემთვის და ბედნიერებაა რომ ერთ დღეს, ერთსა და იმავე სამშობიაროში დავიბადეთ. ბაღი ,სკოლა და უნივერსიტეტიც საერთო გვქონდა, გარდა შეხედულებებისა და მისი მუდამ შესაფერისი გასაბმელი ინდივიდისების.(საშინლად ბაბნიკი გახლდათ)
ის იყო მორიგი გაბოდიალების შემდეგ სამსახურისკენ მივდიოდი, შლაგბაუმთან მანქანამ რომ მომისიგნალა და ჩემს თავთან ხელჩართულ ბრძოლაში მყოფი გონს მოვედი. მთელი ტანით შევტრიალდი და ერთ ადგილზე გახევებული მივაჩერდი მანქანიდან გადმოსულ მძღოლს.
რაა?! აბა გამოიცანით ვინ ბრძანდებოდა?მის დანახვაზე ისედაც საშინელ ხადიათზე მყოფი ერთიანად ავფეთქდი.აქ რა ჯანდაბას აკეთებდა?!ჯერ სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი და ამ გვარიან გაძვერასთვის "სიფათში" ერთი გემრიელად მელეწა,მაგრამ თავი ხელში ავიყვანე რადგან სრულიად არ შემეფერებოდა არადეკვატური საქციელის ჩადენა, მით უმეტეს ამ არამკითხე უცნობ
-ნაცნობთან თავის დამცირება.თუმცა თავში არეული უამრავი კითხვა მაინც არ მასვენებდა, თითქოს ვალდებული იყო ჩემთვის ჩაებარებინა ანგარიში სად,როდის და როგორ იქნებოდა.ნუთუ მე მითვალთვალებდა?რა სისულელეა სოფია...მაგრამ ამდენი დამთხვევაა?ეს ხომ შეუძლებელი იყო?თუმცა არა გამორიცხული. მერე რაა თუ ზედიზედ ორჯერ ერთი და იგივე ადგილზე გადაიკვეთა ჩვენი გზები?იქნებ მართლაც სრუიად შემთხვევით მოხვდა აქეთ?ან საქმე ჰქონდა,ან რავიცი აქ მუშაობდა სადმე, თორემ ტაქსის მძღოლი რომ არ იყო ეგ ისედაც ვიცოდი.მეორედ ვხედავდი და უკვე ზედმეტად მღლიდა მისი მომღიმარი სიფათის დანახვა, რომლის ახევის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა როდესაც მედიდურად გამოუცდახა ჩემს ოჯახს ზედ ბარბარობის ღამეს...
"გამარჯობა,მე თქვენი მომავალი სიძე ვარ!"
-ღმერთო ჩემო...რა პატარაა თბილისი!-ხელები ისე თეატრალურად გაშალა უარესად მომიშალა ნერვები.-როგორ ხარ სოფი?
ისე ურცხვად მომიახლოვდა,ჩემს სახესთან დაიხარა და ისე უშუალოდ მაკოცა ზედ ყბის ძვალზე თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ და მე და მას სულ მცირე "ჯარის მეგობრობა

გვაკავშირებდა"მისი რბილი ტუჩების შეხებისგან გამოწვეული უცნაური თბილი შეგრძნება დავაიგნორე და ჰაერი ხმაურით ჩავისუნთქე თავის ხელში ადაყვანად, რომელსაც ჩემდა ჭირად მისი სასიამოვნო ზედმეტად ნაცნობი, თან უცნობი გრილი სურნელი ჩაჰყვა და ჩემი ყნოსვის რეცეპტორები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოცელა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-კბილებში რაც შემეძლო მეტი რისხვით გამოვცერი და უკან დავიხიე,თან ზურგისკენ მივიხედე იმაში დასარწმუნებლად რომ ჩემი ცნობის მოყვარე თანამშრომლები გასაშრობად გაფენილი სარეცხივით არ იყვნენ გარეთ გამოკიდებულნი.
-მე?აქ?-საჩვენებელი თითი გაკვირვებული სახით მიიდო მკერდზე და მერე ასფალტისკენ მიანიშნა...-ვმუშაობ სოფია
-შენი სამსახური შემთხვევით ჩემი თვალთვალი ხომ არ არის...-ვიცი...ჰოო ვიცი რომ ზედმეტი მომდიოდა მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი ისე უნებურად მიბყრობდა აგრესია თავს ვერ
ვაღწევდი მის მარწუხებს.
-რამხელა წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე პატარავ...-გაიცინა და სიგარეტის კოლოფს დამცავი პარკი მოხსნა.-არა შენ არ გითვალთვალებ,არც ტაქსის მძღოლი ვარ...მინისტრის მოადგილე დამყავს-ისევ გაიცინა და "პიერ კარდენის" პიჯაკის ბორტები შეისწორა.აშკარად მაგრად ღადაობდა ჩემს გამომეტყველებაზე...მძღოლი,ესეთი პიჯაკით?...დავიჯერო თავის ტასაცმელს აძლევს მინისტრის მოადგილეე??...ჯანდაბა შენს თავს გეგი...გამაჩუმა.სწორედ იმ დროს გამოანათა გრძელ ფეხება ქერა ქალმაც შუშებიანი სადარბაზოდან და პირდაპირ ჩემსკენ და მინისტრის მოადგილის მძღოლის მიმართულებით დაიძრა.
-პრივეტ გეგი-დამტვრეული ქართულით შესძახა და მანქანის წინა მგზავრის სავარძელზე მოხდენილად დასკუპდა.ეს ვიღა იყო?მინისტრის მოადგილის ვარდივით ცოლი?თუ საყვარელი...ან იქნებ ბატონი მძღოლის საყვარელი...რა გჭირს ქალო,უკვე ეჭვიანობ?-დამცინა ქვეცნობიერმა და მეც კეთილი ვინებე და საკუთარი თავი წამებში დავარწმუნე რომ სულ არ იყო ჩემი საქმე ვისი ვინ ბრძანდებოდა "სლავი ფისო"
-წავედი აბა,თავს გაუფრთხილდი სოფი და სახლში წასვლა თუ გაგიჭირდეს არ მოგერიდოს,დარეკვა..ხომ იცი არ მეზარება საყვარელო-ნარცისი,ვიგინდარა იდიოტიი!თვალიც კი ჩამიკრა და მანქანაში ჩაჯდა თუ არა გვერდით შუშაც ჩამოსწია,დავინახე როგორ მოსწყვიტა ადგილიდან შავი s კლასი და სულ მალე იქაურობას გაეცალა.
ჯანდაბამდე გზა გქონია!
შევუღრინე ცარიელ სივრცეს და რეაქტიული სიჩქარით შევტრიალდი სამსახურის მიმართულებით.

******
-რა გჭირს ბაღვაში რა ხასიათზე ხარ!-ფეხებთან გამიჩერა თუ არა მანქანა ცოტნემ თითქმის ნახევარი ტანით გადმოძვრა ჩაწეული შუშიდან.
-ერთი საათია გელოდები იდიოტო!-ჩავეხეთქე თუ არა სავარძელში ნახევარი ტანით მისკენ შევტრიალდი.საშინლად მეზიზღება ლოდინი, არადა ამ ბოლო დროს ეგ უკანასკნელი აშკარად ხშირად მიწევს.ვაჭარბებ ერთი საათი ნამდვილად არ იყო რაც ველოდებოდი,სავარაუდოდ 20 წუთი გამოდიოდა და ამ ოც წუთშიც შვიდჯერ დავურეკე და გამოვლანძღე.
-ვინ გაბედა შენი გაბრაზება ძვირფასო შემთხვევით შენმა საქმრომ ხომ არა-ძრავი ჩართო და სიცილით გადმომხედა.
-ოფ,ჩაუყენებიხარ ბებიაშენს და დეიდაშენს საქმის კურსში.
-ღადაობ?! დილით ადრიანად გამაღვიძეს აინტერესებდათ მართლა ტაქსის მძღოლია შეგიყვარდა თუ მოატყუე და მათი გულების გახეთქვა გინდა...-გადაბჟირდა-ვინ ტაქსის მძღოლი აიყვანე გოგო
-მე რა ავიყვანე, დეიდაშენის ბრალია ყველაფერი.

-აუ, რა გამიმაზია ესეიგი გუშინ დიდი ამბები გქონდათ დიდგვაროვნებს...როგორ გეკადრება დაბალი ფენის წარმომადგენელი სოფიაა?!
ვერ ჩერდებოდა და მეც მეცინებოდა.შემდეგ წვენის საწრუპიანი ჭიქა მომაწოდა,მეც გახარებულმა
გამოვართვი და ყვითელ სითხეს მოვურიე.
-სად იყავი აქამდე,მეგონა გუშინდელივით გადამაგდებდი.
-ძმაკაცი შემხვდა,აი ის გუშინ ვისთანაც უნდა ავსულიყავით ვერ მოახერხა გაჩითვა,ვიღაც ახლობელს დასჭირვებია და ბოდიშები მოიხადა ზატო დღეს ავდივართ...აქვე ცხოვრობს რაა...
-ერთი რომელი ძმაკაცია ტვინი რომ წაიღეთ შენ და საბამ ეს დღეები დავიჯერო არ ვიცნობ?-მის
ყველა ძმაკაცს ვიცნობდი თან შესანიშნავად, ვინაიდან ცოტნე დღენიადაგ ჩემთან და სალოსთან ეგდო შესაბამისად ისინიც ჩვენთან იყრიდნენ თავს ან ცოტნესთან და მე და სალომე ვიყავით იქ.ხანდახან ისეც იყო მე მირეკავდნენ და დილით სიგარეტის საყიდლად გასულ ცოტნეს,რომელიც ორი დღე სახლში არ მიდიოდა და ერთი ან ორი დღისთვის გაცნობილ ლამაზმანთან ერთიბოდა ჩემთან ეძებდნენ.
ისე გადმომხედა,წამით დასერიოზულდა მერე გვერდულად ჩაეღიმა და მხრები აიჩეჩა.
-თაბაგარი...
-ვინ თაბაგარი?-ჩამეცინა და ჩემთვის მოტანილი წვენი მოსვი, თან გონება ელვის სიწრაფით იხსენებდა ცოტნეს ძმაკაცების გვარს რომელთა სიაშიც თაბაგარი არ შედიოდა, შემდეგ თითქოს გონება ერთიანად გამინათდა,წვენი გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა შეშინებულმა ცოტნემ ერთიანად დაამუხრუჭა მანქანა.ზურგზე ხელი გვარიანად დამიტყაპუნა და ჩვენს უკან მომავალი მანქანებიდან გაბმული სიგნალის გამო თავადაც დაასიგნალა, ოდნავ წინ წაიწია და ზედ ბორდიულთან გაჩერდა.
-რა...ვინ თაბაგარი...კარგი რა, რა თაბაგარი?შენ ხომ თქვი რომ...
უაზროდ ავბლუყუნდი და ალბათ წვენის ჭიქაც გამივარდებოდა ცოტნეს რომ არ გამოერთმია.
-შენ ხომ აღარ მეგობრობ მასთან ...
-დიდი დრო გავიდა სოფი...
-კარგი რაა...-სიმწრით გამეცინა და მეც ვერ გავიაზრე რატომ ამემღვრა ტვალები,ცხვირის წვერში ისე მომიჭირა ტირილის სურვილმა.-ათი წელი გავიდა ალბათ...ისიც არ ვიცი რა დაგემართათ ან რატომ წავიდა...ხო წავიდა.ეხლა ჩამოვიდა?რატომ ჩამოვიდა...
-აი, ზუსტად ვიცოდი რომ ესეთი რეაქცია გექნებოდა და...კარგი სოფი-ჩემსკენ გადმოიხარა და თმაზე მოფერება დამიპირა, მაგრამ ხელი ავუკარი და ორივე ხელი სახეზე ავიფარე.ჯანდაბა, ათ წელზე მეტი გავიდა და დიახ სულაც არ უნდა მქონოდა ესეთი რეაქცია მაგრამ მქონდა.ათ წელზე მეტი გავიდა და...
ჯანდაბა, რას ველოდებოდი საერთოდ...არც არაფერს, ესე არც უნდა მწყენოდა და არც უნდა მტკენოდა, განა რა მოხდა?წყეული თაბაგარი დაბრუნდა.გეგი თაბაგარი, დაბრუნდა და ჩემი იდიოტი დეიდაშვილი ისევ მეგობრობდა მასთან, ან იქნებ სულ მეგობრობდა, სულ ჰქონდა კონტაქტი და მე მიმალავდა?ფაქტია არაფერი ვიცოდი და ალბათ კიდევ დიდ ხანს არც მეცოდინებოდა.
"ზუსტად 17 წლის ვიყავი თაბაგარი რომ გავიცანი.ცოტნეს ორი წლით უფროსი ძმაკაცი, ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ვინაიდან მამაჩემის სამსახურის გადამკიდე ოჯახს წინ და უკან გვიწევდა სიარული, ბოლო წლები გერმანიაში გავატარეთ. მამა საელჩოში,ელჩის მოადგილედ მუშაობდა და ჩვენც იქ დავდიოდით სკოლაში სანამ არ მოგვბეზრდა ეს უაზრო წოწიალი და თბილისში ბებიასთან არ დავრჩით.ისეთი ბიჭი იყო რატომღაც ყველა გოგო მასზე რომ გიჟდებოდა,ან უნდა გაგიჟებულიყო... ზედმეტად თავში ავარდნილი 20 წლის ლაწირაკი გარეგნობა და ფინანსური მდგომარეობა დიდ როლს რომ თამაშობდა მის ასეთად ჩამოყალიბებაში და ისიც თავს არ ზოგავდა მიეღო ცხოვრებისგან მაქსიმუმი.იქნებ მაშინ უნდა ვყოფილიყავი ზედმეტად თავდაჭერილი..ან,

უბრალოდ მისთვის მეც ის მინიმუმი მიმეცა რასაც ის იმეტებდა ჩემთვის? მეგობრობა..ან თუნდაც უბრალო ნაცნობობა?ჰო, წლების განმავლობაში იმაზე ფიქრი და ნერვიულობა რა დავაშავე, ან რა არ უნდა დამეშავებინა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ან არ მოვქცეულიყავი, უბრალოდ თვითგ გვემა იყო და ალბათ მაგიტომაც მივჩქმალე მისი ჩემს ცხოვრებაში არსებობის ის დრო გონების ყველაზე შორეულ კუნჭულში.რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ მიაგნებდა და ვერც გასაღებს მოძებნიდნენ.მეხსიერებიდან წავშალე და ისე დავივიწყე როგორც უცნობი ადამიანი ერთი ნახვის შემდეგ.არადა გამიჭირდა...ჰო, თან ძალიან გამიჭირდა,რა ძალიან ირონიულია ჩემი ყველაფერი პირველი ვიღაც იდიოტ თაბაგარს უკავშირდებოდა.ჩემს ცხოვრებაში არარსებული მამაკაცებიც ზუსტად მისი დამსაფურება გახლდათ.მცხვენოდა იმ განცდილი იმედგაცრუების,უაზრო საქციელის,დაუფიქრებელი ნაბიჯების და უიმედო სიყვარულის.
მიყვარდა...
და რაა... აღარ მიყვარდა წლების შემდეგ?ეშველა რამეე? დამავიწყდა,მიყუჩდა და ის ტკივილიც განელდა თავის დროზე სიცოცხლე რომ გამიმწარა?...მაშინ აეროპორტში ჩახუტების,ან თუნდაც თბილი სიტყვის გარეშე რომ გაიარა რეგისტრაცია...იმ მზერის გამო თავის მეგობრებში რომ არ გამომარჩია და იმ მშრალი სიტყვების გამო...
-ნახვამდის სოფი... არ მომიძებნია,
არ მომიკითხია...
არ დავინტერესებულვარ...
უბრალოდ მისი არსებობა ჩემი მეხსიერებიდან გავაქრე....
-არ მაიძულო არჩევანი გავაკეთო ძალიან გთხოვ სოფი.-ხმა გასტეხვოდა ცოტნეს და ისეთი
საცოდავი სახით და ამღვრეული თვალებით მიყურებდა ვერც კი გავიაზრე როდის მივეცი ჩემს ცრემლებს გასაქანი.

-მაპატიე რაა...
-მე ვერ შეგირჩევ ძმაკაცებს. ვერც გირჩევ ვისთან იმეგობრო და ვისთან არა.-საკუთარი ხმა ვერ ვიცანი სახე შუშისკენ მივატრიალე და ამოვიჩურჩულე:.-სახლში წამიყვანე.
*******

-რააა?!-იყვირა ხაზის მეორე ბოლოში სალომემ და წარმოდგენაც კი არ მინდოდა რა საეხე შეიძლება ჰქონოდა რადგან ჩემი და თაბაგარის ისტორია ყველაზე უკეთ და დეტალებში მხოლოდ მან იცოდა.იცოდა რას განვიცდიდი,როგორ ვიყავი და რა შეცვალა ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაში.ისიც იცოდა; დღევადნელი ჩემი ასეთად ყოფნა ზუსტად იმ ვაჟბატონის დამსახურება რომ იყო და ალბათ ძალიანაც უჭირდა, როცა ჩემთან მამრობითი სქესისი მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე ხუმრობდა ,მაგრამ მაინც ცდილობდა ფარულად თუ არაფარულად ნორმალური ურთიერთობებისკენ ებიძგა.მაგრამ ისიც იცოდა ამ ყველაფერს აზრი რომ არ ჰქობდა და ხელის ჩაქნევას და დანებებასაც ჯიუტად არ აპირებდა.-მოვდივარ და სახლში დამხვდი!
-სად მოდიხარ, ხო არ გაგიჟებულხარ!-სავარძლიდან წამოვხტი და დედაჩემის ინტერესით სავსე მზერასაც გადავაწყდი.
-ვინ მოდის?-თავს მთლიანი ტანიც მოაყოლა ნინომ და ოთახში შემოვიდა.
-სალომე...
-რატომ დედა, ხომ მშვოდობა აქვს?
-კი დედა უბრალოდ ჩემთან მოდის,მოვენატრე ეტყობა-გავიკრიჭე ვითომ არაფერიას სახით და მომლოდინე,აქოშინებულ სალომეს მივუბრუნდი.

-დაეტიე სახლში, მე გამოვალ!-კბილებში გამოვცერი და გაკვირვებულ დედაჩემს გავძახე რომელიც ოთახიდან ისე გავიდა როგორც შემოვიდა.-სალოსთან მივდივარ და იქ ვრჩებიი...
-ნეტა მაცოდინა რას ხლართავთ თქვენ ორნი?-გამომძახა სამზარეულოდან და ისე გავედი სახლიდან
აღარაფერი უთქვამს.
ქალბატონი სავარძელზე გართხმული დამხვდა,როგორც ყოველთვის რაღაცას ჭამდა და თან ნერვიულად ატრიალებდა ტელეფონს, ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდი .დამინახა თუ არა ღრმად ამოისუნთქა და ქვემოდან ამომხედა.
-დაჯექი და დაიწყე!
-რა დავიწყო, რაც ვიცოდი გითხარი-თვალები ავატრიალე და მითითებულ ადგილზე ქურთუკლიანად დავეშვი, მერე გავიხადე და მეორე სავარძელზე მივაგდე.-მარტო ხარ?
-ჰო,ბატონი ვაჩე ცოტნესთან წაბრძანდა, ქეიფობენ თურმე..ერთი დაადგეთ პოლიცია იმდენს იზამს ეგ კაცი,სახლში მომითრევს ვირუსს და მერე ხო ვეღარც გადამირჩება.
-მოხდილი გაქვს კოვიდი ქალბატონო და დამშვიდდი,ჩაისუნთქე და მითხარი რაზე გამორბოდი!
-იმედი მაქვს ნახვას არ აპირებ-თითი ცხვირწინ გამიბზიკა და მორიგ შოკოლადს პარკი
შემოაცალა.-ჭამე, რას მომჩერებიხარ მშიერი თვალებით.-ვაზა სავარძლებს შორის მდგარ მაგიდაზე დადო და ჩემსკენ გამოაცურა.
-რა ნახვას სალომე,გადაირიე?...რადროს გეგია რამდენი წელი გავიდა
-ოფ,ისე ამბობ გეგონება დაგავიწყდა.
-და არ დამავიწყდა?-წარბები ავზიდე და პასუხს ისე დაველოდე, თითქოს რომ ეთქვა დაგავიწყდა ან არ დაგავიწყდაო, მის სიტყვაზე იყო დამოკიდებული.
-მე რას მეკითხები ქალო, შენს გულს უნდა ჰკითხო...
-წლები გავიდა იქნებ ცოლი ჰყავს და რვა შვილი.
-ეგ ბესარიონზე უნდა თქვა, რომელიც არ გიყვარს და შენი უფროსია...
-არ მიყვარს-წამოვიყვირე და სავარძლიდან წამოვხტი.
-დაეგდე, დამეხვა თავბრუ..არა ბიჭო და დაგავიწყდა.პირველი მაგას აკოცე და ათასი უბედურება
ჰქენი...-ხმას აუწია.
-ეგ უბედურებაა ეხლა გაბერილი რომ დადიხარ, არადა მახსოვს სექსს უბედირებას კი არა საოცარ ნეტარებას ეძახდი.
-ვის ადარებ ქალო შენს გამოთაყვანებულ თაბაგარს..ჩემს ანგელოზივით ქმარს?-ისე თეატრალურად შეიცხადა ხმამაღლა გამეცინა რა მაცინებდა
მე მართლა უბედურების მსხვერპლს?
-შენც გაიბერებოდი თავის დროზე უნამუსო რომ არ ყოფილიყო ეგ თაბაგარი...
-რა სიტყვებია სალომე?ბავშვს ესმის-ისევ მეცინებოდა.
-აი მერე იცინე რომ მოინდომებს შენს ნახვას და შენც დაბარებულივით გაქანდები ნაცემი კნუტის თვალებით.-ხმაურით გამოტუმბა დამრგვალებული ტუჩებიდან ჰაერი და მუცელზე ხელები მოისვა
-დეე დეიდაშენი უტვინო თაგვია მერე ტელეფინი მოიმარჯვა და ისიც მაგიდაზე დააგდო.
-არ ვნახავ გეფიცები...-ჩვენს შორის ჩამოწოლილი რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ჩემმა გატეხილმა ხმამ დაარღვია.
-დავიჯეროო?!-თვალები დააწვრილა და ისე მომაშტერდა მეგონა ჩემი თავის ქალის გახვრეტა ჰქონდა მიზნად დასახული და შემდეგ ახდილი სკალპის დამსახურებით, ტვინში ჩახედვა, თითების უხეშად ფათური და რამდენადაც ჩემს მაზოხისტ დას ბოლომდე ვერ ვენდობოდი, შესაძლოა ტვინის მარჯვენა ან მარცხენა სფერო ამოეცლია და შეეწვა და ეჭამა რას გაუგებ ორსულებს? ათასი უბედურება უნდებათ საჭმელად.ჩემს ნაფიქრზე ჯერ გამაჟრჟოლა, მერე მის აბსურდულობაში დარწმუნებულს გამეცინა და ბოლოს ისეთი ხარხარი ამიტყდა, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.

მერე უცებ გავჩუმდი და ახლა ისტერიკიანივით ტირილი დავიწყე. სალომე კი იჯდა უძრავად, მშვიდად მიყურებდა და თითებს ისევ დაატარებდა თავის მუცელზე.
-მორჩიი?!-თვალები აატრიალა და ისევ ვაზას მიუბრუნდა
-რაა?!
-რა რაა..მორჩი ღნავილს?
-კარგი რაა...-ხმაურით მოვიწმინდე ცხვირი და სალომეს დამანჭულ სახეზე გამეცინა.
-ფუ,ხანდახან მეზიზღები.-ამოიკნავლა და თვალები დაახამხამა.-ეხლა გული ამერევა...-წამოიკნავლა ისევ მაგრამ წამოხტომის და საპირფარეშოში გავარდნის ნაცვლად, ისევ შოკოლადი გახსნა და პირისკენ გაიქანა.
-ვერ ხარ შენ...
-არც შენ მყავხარ დალაგებული.
-რა გინდა სალომე?
-არაფერი...მითხარი რომ არ ნახავ თაბაგარს.
-არ ვნახავ-ამოვიოხრე და სავარძლიდან წამომდგარი სამზარეულოსკენ წავედი,ყავას მაინც დავლევთქო.ქალბატონი "ლოტოს კოჭი" გაბერილი კი არის მაგრამ დაბალი ნამდვილად არ არის, ანუ არასტანდარტული ლოტოს კოჭი.ფეხდაფეხ მომყვა
-არ ვნახავთქო არაა...
-და თუ უკვე ნახე!-დამყვირა უცებ და ისე შევხტი, ლამის ჯეზვე გამივარდა ხელიდან.გაფითრებული შემოვტრიალდი ზურგს უკან ასვეტილისკენ და საერთოდ არ შემეძლო გაცინება მაგრამ ძალით გავიცინე.
-რა სისულელეა...-ამოვიხრიალე ხორხ გადაჭრილი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სისხლი მოჟონავდა არათანაბრად გადაგლეჯილი ჭრილობიდან,გულ მკერდის არესთან სიმხურვალეც ვიგრძენი და ხერხემლის არეში საშინელმა ყინულის პატარა ჭიანჭველებმა დაიწყეს ფუთფუთი.წარმოსახვითი სისხლის მოტკბო ,გულისამრევმა სუნმა მუცელი ამომიტრიალა და პირი ნერწყვით გამევსო.
-აი, შენი თაბაგარი!-ტელეფონი ჩემსკენ შემოატრიალა და ზედ ცხვირზე ამაკრა.-გეცნობა?!
ხელში ჩაბთღუჯული ჯეზვე გამივარდა და გამაყრუებელი ხმაურით დაენარცხა სამზარეულოს იატაკს...თავისუფალი ხელები კი ტუჩებზე ვიტაცე მოხეთქილი კივილის ჩასახშობად.ტელეფონის ეკრანიდან გუშინდელი თავგადასავლის მთავარი გმირი "ტაქსის მძღოლი"მიღიმოდა.

☆▪▪▪♡♡♡▪▪▪☆




იმის აღმოჩენა რომ ჩემი ორ დღიანი თავის ტკივილის და მთელი ათ წლიანი გულის ტკივილის ერთადერთი ადრესატი თაბაგარი გახლდათ, დღის წარმოუდგენლად საშინელი დასასრული აღმოჩნდა. შოკიდან ჯერ ისევ ვერ ვახერხებდი გამოსვლას და კითხვა:
-როგორ ვერ ვიცანი?
თავში ათას აზრიან თუ უაზრო ფიქრებთან ერთად ირეოდა, მოსვენებას მიკარგავდა და სიცილ-ტირილის ზღვარზე მილიონჯერ აღმოჩენილი ძლივს ვახერხებდი თავის

ხელში აყვანას. იმის მერე რაც ჩემმა ძვირფასმა დაიკომ უსინდისოდ ამაფარა ცხვირზე მისი სურათი და შემდეგ ნერვებს აყოლილს თითქმის გვიანობამდე მამშვიდებდა, ვერც კი მოვახერხე ნორმალურად საუბარი. თან მეშინოდა ჩემი სიგიჟის შემხედვარეს არაფერი დამართნოდა, რადგან ვატყობდი ჩემზე უარესად არც ის განიცდიდა და რა დონის ეგოისტი უნდა ვყოფილიყავი ჩემი ფეხმძიმე, საშინლად ემოციური დის ნერვიულობის ხარჯზე,რომ გადაევლო ამ ღამეს.დიდი რუდინებით
ვიმშვიდებდი თავს და სალომესაც ვამშვიდებდი,რომელმაც ჯერ იტირა და რაც ჭამა ყველაფერი უნიტაზში ჩარეცხა, მერე იცინა და მაცივარი თავიდან გამოაცარიელა. ბოლოს გულ აჩვილებული გვერდით მომისკუპდა და ჩემს მუხლებზე მოათავსა თავი. მიხსნიდა რომ ვერც თავად იცნო თაბაგარი და მის შესახებ ვაჩემ მოუყვა, რომელსაც ჩვენზე კარგი მეხსიერება აღმოაჩნდა და ცოტა ხანსაც იფერებდა ცოლის ქებას, ბოლოს კი გატყდა და აღიარა:ცოტნესთან რომ ვიყავით რამდენჯერმე ვიდეო თვალით ვესაუბრეთ გეგის და იქიდან ვიცოდიოო...არც ის დაუმალავს ჩამოსვლას
რომ აპირებდა ბატონი გეგი და თქვენ წარმოიდგინეთ მის დასახვედრად მოწყობილ ღრეობაზეც კი აპირებდა წასვლას, მაგრამ სიდედრის სიტყვამ ისევ ცოლის ნათესავებისკენ გადაწონა და აბა ბაღვაშებს ხომ არ ვაწყენინებდიოო?!
სასტუმრო ოთახში გამართული დედმამიშვილური კრება გვიან დასრულდა, სწორედ იმ დროს გვარიანად შეზარხოშებულმა ბატონმა სიძემ რომ შემოაბიჯა სახლში და საძინებელში გასულს დიდხანს მესმოდა ჩემი დის ჯუჯღუნი:
"-დღეს ცალკე დაიძინებ...
-რა დალიე ამისთანა საშინელი სუნი გაქვს...
-ვერ გიტან ვაჩე, წინ და უკან რომ ქანაობ... -ღმერთო დაეგდე დამეხვა თავბრუ და არ ისუნთქო!"
ვატყობდი მორიგი ღამის თევა იწყებოდა და საკუთარ უნებისყოფო თავზე და უკონტროლო ემოციებზე იმდენად მეშლებოდა ნერვები, ალბათ რომ შემძლებოდა გარდა იმისა რომ კარგად გავლანძღავდი საკუთარ თავს, წინ დავისვამდი და ერთი ორ საათიან ლექციასაც სიამოვნებით წავუკითხავდი თუ რამდენად არ შემეფერება წლების მერე გამოვლენილი სისუსტე, მაშინ როდესაც დანამდვილებით ვიცოდი რომ ნაბიჭვარ თაბაგარს ერთი ღამეც კი არ გაუთენებია საკუთარი სანიმუშო ქცევის გამო. ერთხელაც არ უგვრძვნია თავი დამნაშავედ და სინდისსაც არ შეუწუხებია რაც ამ უკანასკნელს არასდროს ჰქონდა. სინდისი ისეთი რამაა ან გაქვს ან არა ძალით ვერსად იშოვი, ვერც ებაიზე გამოიწერ და არც სუპეტმარკეტებში იყიდება. გეგი თაბაგარი და სინდისიი?! უკვე სასაცილოა ისიც სასაცილოა ამდენი წლის მერე მე
ისევ რომ მეშლებოდა ნერვები, ისევ რომ მაღელვებდა მისი ჩამობრძანება რა მიზანს რომ ემსახურდბოდა არ ვიცოდი. დავიჯერო ქვეყნის სიყვარულმა დარია ხელი?ნოსტალგიამ დააბრუნა უკან თუ ოჯახმა რომელიც წლებია ქვეყანაში აღარ ცხოვრობდნენ.
და მაინც რა გრძნობა იყო ეს რაც არ მაძინებდა? წყენა? მონატრება სიყვარული?
ბრაზი, მრისხანება თუ რა არ ვიცი ნამდვილად ვერ ვუძებნიდი სახელს ერთადერთი

რაც მინდოდა კარგი გამოძინება იყო და უდიდესი სურვილი შემძლებოდა დროებით მაინც მქონოდა იმის საშუალება ჩემი უკვე ობ მოკიდებული, აშმორებული ფიქრები... წარსულის გაცრეცილი კადრები და სურნელი, რომელსაც ყველა გამვლელში ვეძებდი ისე დამესამარებინა მინიმუმ 50 წელი მაინც ვეღარ ღირსებოდა დღის სინათლეს... განა ვიმსახურებდი ისევ მე ვყოფილიყავი მიტოვბულის რანგში... ათასი პასუხგაუცემელი კითხვით

დამძიმებული? განა ვიმსახურებდი მყვარებოდა მხოლოდ მე და წლების შემდეგაც კი ამ ვითომ დავიწყებული გრძნობის "მონად" დავრჩენილიყავი. განა რა ჯანდაბაა ეს სიყვარული... ყოველთვის მშურდა იმ ხალხის შეყვარებაც და გადაყვარებაც იდეალურად რომ გამოსდიოდათ, მართალია ქვეცნობიერად ყოველთვის ვაპროტესტებდი და მიკვირდა: როგორ შეიძლება დღეს გიყვარდეს და ხვალ გადაიყვარო? მაგრამ ალბათ სიყვარულზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა გვქონდა... ან მე არ მესმოდა ცნება სიყვარული! ან მათ
-გიყვარს?! -თავში მანტრასავით მიტრიალებდა სალომეს კითხვა და დამუნჯებული ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებული ვფიქრობდი სიყვარულზე.
და რა არის სიყვარული? სიყვარული მეტია, ვიდრე სიტყვა!
ზრუნვა უსიყვარულოდ, უშედეგოა! პასუხისმგებლლობა უსიყვარულოდ, თვალთმაქცობაა! სამართლიანობა უსიყვარულოდ, გულქვაობაა! მეგობრობა უსიყვარულოდ, მლიქვნელობაა!
წესრიგი უსიყვარულოდ, მეწვრილმანობაა! პატივი უსიყვარულოდ, ქედმაღლობაა! ქონება უსიყვარულოდ, სიხარბეა!
სიყავრული იზრდება რწმენით,თვით რწმენა კი იგივე სიყვარულია... დასაბამი და დასასრული ჩვენი შეგნებული ცხოვრების. თუ გვიყვარს... გვენატრება, თუ გვენატრება ესეიგი გვიყვარს... სიყვარული მხოლოდ ჰაერში უმიზნოდ გასროლილი სიტყვები არ არის ერთ წუთს რომ გიჟივით ვიყვიროთ, მეორე წუთს კი მისი უკან დაბრუნება განვიზრახოთ.. სიყვარული თავად ღმერთია.. ჩემი ღმერთი კი?...
ჩემი ღმერთი შვებულებაში გავიდა!
******

ვაი შავი დღით გადაგორებული ღამის შემდეგ საწოლიდან ისევ ჩემი დის ჯუჯღუნმა წამომაგდო. ისევ ვაჩეს ეკამათებოდა,თუ რა საშინლად გამოიყურებოდა ბატონი ქმარი ნაბახუსევზე. მიკვირდა როგორ უძლებდა ჩემი საცოდავი სიძე მის ჭირვეულობას... ისედაც ხომ არ გახლდათ ქალბატონი მთლად სათნო და მოსიყვარულე ხასიათის ,მაგრამ ფეხმძიმობა საერთოდ კატასტროფულად აუტანელი ჰქონდა(მხოლოდ ქმართან)

-ოჰ, გაიღვიძა პრინცესამ... -საძინებლის კართან შემეგება მისი ჯუჯღუნი და "ყიყლიყოებით" სავსე თეფში მაგიდის შუაგულში ისე გაბრაზებულმა ჩაახეთქა ამ ქმედებითვე გვაგრძნობინა დღეს მიფრთხილდითო.
-ხედავ რისი ატანა მიწევს?-ამოიკნავლა ვაჩემ და თავი მაგიდაზე დაწყობილ ხელებზე ისე დაუშვა თითქოს 50 კილოგრამიანი სიმძიმე დაეხეთქა იატაკს .
-შენი გვარის გამგრძელებელს უმადლოდე ერთ დღეს გაგუდული რომ არ ხარ საწოლში... ჩემს დასთან ნუ წუწუნებ.- ჩანგლიანი ხელი ცხვირწინ აუქნია სალომემ და საკუთარ თეფშზე იმდენი ყიყლიყო გადაიღო გამეცინა.
-აბა გოგოაო...
-რა მნიშვნელობა აქვს გოგოა თუ ბიჭი... შვილი, შვილია... შენ კი გინდოდა პირველი ბიჭი გყოლოდა მაგრამ...

-ნამდვილ კაცებს პირველი შვილი აუცილებლად გოგო გამოსდი- თავი დაიმშვიდა სიძემ და მინერალურის ბოთლს წაეტანა.
-რატომ ვითომ? -ცალი წარბი ასწია სალომემ.- ბიჭს ბევრი მუშაობა სჭირდება... შენ კი ან მთვრალი ხარ ან სახლიდან გასული... მიკვირს საერთოდ როგორ მოვახერხეთ ბავშვის ჩასახვა.
-რა დაუკმაყოფილებელი ქალის პრეტენზიები გაქვს ძვირფასო?-ახარხარდა ვაჩე და სახე უარესად დადმანჭა. -ხო შეგიძლია ამ ნაბახუსევზე მაინც მორჩე "რუზრუზს"
-ერთ დღეს მოგკლავ და შენი თავისგან რამე გემრიელს მოვამზადებ... უმადურო!
-შეუღრინა სალომემ და მე ამომხედა. -დაჯეიქ, რას გაშტერებულხარ.
-აცადე ფიქრობს ადამიანი -დამიცვა სიძემ- შენც ამდენი რომ გეფიქრა ხომ აღარ იქნებოდი ესეთი პრეტენზიული.
-თუ არ გინდოდა ჩემი ცოლად მოყვანა ვინ გაიძულა ნაგავო! -მეორე სერია დაიწყო სალომემ
-ვაიმე ღმერთო ოღონდ დღეს გადავრჩე და გეფიცები აღარ დავლევ... -ამოიოხრა ვაჩემ და ჭერს ახედა.
-მანდ არ ზის შენი ღმერთი... შე ფარისეველო. იდიოტ ცოტნესთან და მის ლენჩ ძმაკაც თაბაგართან რომ დალევს ადამიანი თან ამდენს მინიმუმ ინტოქსიკაციით უნდა მოკვდეს...
-მე უნდა წავიდე... -გამეცინა ისევ.
-გააქციე შენი და აბა რა გელაპარაკო
-შენ ნუ მასწავლი როდის გავაგდო და როდის მოვიყვანო სახლში ჩემი ღვიძლი და- მიაჩუმა უცებ და მე ამომხედა. -სად მიდიხარ ამ უთენია დღეს შაბათია არ მუშაობ.
-სახლში წავალ ნინოს ნერვები არ მაქვს... თან ცოტნემ მომწერა სადარბაზოსთან მელოდება უკვე.
-მაკვირვებს მაგ აფერისტის მონდომება. -წარბები ეჭვით აზიდა სალომემ და ჭამა განაგრძო. -ეტყობა რაღაც ჭირდება და ნიადაგს ამზადებს.
-ნუ ხარ ეჭვიანი!- უსაყვედურა ქმარმა. -შენს დეიდაშვილსაც არ ენდობი?

-შენ გაჩუმდი!
მათი კინკლაობა სიცილით დავაიგნორე ხელი დასამშვიდობებლად ავუქნიე და დაგირეკავთქო მივაძახე შემდეგ კი სადარბაზოში გასულმა ლიფტი გამოვიძახე. სალომეს თქმის არ იყოს ამ ბოლო დროს ზედმეტად აქტიური გახდა ბატონი ცოტნიკო, ადრე რომ დამერეკა შვიდჯერ უნდა მეთხოვა მოსვლა და პლუს თხოვნა თუ არ გაჭრიდა პირობების მთელი სია ჰქონდა შედგენილი სამაგიეროდ რას მიღებდა ჩემგან. ესეთი ქრთამისტი გახლდათ და გამორჩენის გარეშე ზამთარში თოვლს არ მოგცემდა...(თუ ჩავთვლით თოვლი არასდროს მოდიოდა ისეთი სხვისთვისაც რომ გაგეყო ანუ, არაფერს აკეთებდა) სადარბაზოდან გამოვედი თუ არა პირდაპირ კიბესთან დამხვდა ჩემი დეიდაშვილი, რომელიც ვაჩეზე არანაკლებ ცუდად გამოიყურებოდა. საშინელ ნაბახუსევს და უძილობას მთელი სახე აეწითლებინა. თვალები ამღვრეული ჰქონდა და ისე მობუზულიყო ერთიანად გაწუწულ იხვის ჭუკს ჰგავდა. დილიდან ცუდი ამინდი იყო, სქელი ნისლი გადაფარებოდა მთლიან ქალაქს წვრილად ჟინჟღლავდა და წვიმის წვეთებს შიგადაშიგ ფიფქებიც ერეოდა.ქურთუკის ჯიბეებში ჩავმალე გაყინული თითები და მისი მანქანის მოსაძებნად იქაურობა მოვათვალიერე. ეზოში სულ რამდენიმე მანქანა იდგა მათ შორის უზარმაზარი შავი ჯიპი, რომლითაც სავარაუდოდ ცოტნე მობრძანდა და არ მეცნო რადგან არც ერთ მის ძმაკაცს არ ჰყავდა ესეთი მანქანა.
-რას ჰგავხარ, მოიკალით გუშინ თავი?
-აუ არ თქვა... მთელი ღამე გავათენეთ და იმდენი დავლიეთ... თავი შემაცოდა ბატონმა. -წამო...
ჯიპისკენ მიმითითა და პირველი დაიძრა, მაგრამ ორი ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა და მთლიანი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ.
-სოფი...
მიახლოებით მივხვდი რასაც მეტყოდა და მთელი სხეულით დავიძაბე. -გეგისთან ერთად ვარ.

-მიხარია ურთიერთობა რომ განაახლეთ- ირონიულად გავიცინე და ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია. -შენი მძღოლობაც იკისრა?
-ეგ რა შუაშია?- შუბლი ისე შეჭმუხნა უთქმელად მივხვდი საშინლად რომ უსკდებოდა თავი და ლაპარაკის ენერგიაც დაკარგული ჰქონდა. მაგრამ სულ არ მადარდებდა მისი თავის ტკივილი იმ მანქანაში ცოცხალი თავით არ ვაპირებდი ჩაჯდომას და რა სასწაული უნდა მომხდარიყო ისეთი მე და გეგი კიდევ ერთხელ რომ მოვხვედრილივიყავით ერთ სივრცეში. არაფერი... არ მჯერა სასწაულების. არც ამ იდიოტის დაცინვის შანსს გავუშვებდი ხელიდან. -მინისტრის მოადგილის მძღოლი ყოფილა და იქიდან შენს მძღოლად გადმოსვლა ,საშინელი დაქანებაა მის კარიერულ წინსვლაში.
-ვინ გითხრა. -გაეცინა ცოტნეს.
-ჩემს სამსახურთან "დვიჟენიობს" ხოლმე და მის ცოლს დაარბენინებს წინ და უკან...

-სოფია…- ისევ გაეცინა და ორივე ხელი თავზე მოიკიდა. -იქ ცხოვრობს, რა მძღოლი საიდან მოიტანე.
-ღმერთო როგორ გამიკვირდაა..- ვერ ვიკავებდი ცინიზმს. -სად იშოვა ამ ჯიბე გაფხეკილმა იქ ბინის საყიდელი ფულები.
-კარგი რა სოფ.. არ გიხდება. რატომ ცდილობ იმ სწერვა "ნაროდს" დაემსგავსო ვისაც ასი წელი არ ჰგავხარ.
-არაჩვეულებრივი ვარ ხო... იდეალური და ჩემნაირი მეორე არ დადის დედაქალაქში... მაგიტომ მიყვარხარ ცოტნიკო!- მივუახლოვდი და ლოყაზე ხელი ირონიულად მოვუთათუნე. -მე ტაქსით წავალ, საღამოს შეგიძლია მესტუმრო დეიდაშენს გაახარებ.
-სოფი. -მკლავში მწვდა და უკან მიმატრიალა. -გთხოვ...სალაპარაკო აქვს.
-მისმიმე... -ხელი გავინთავიაუფლე და უკან დავიხიე. -იმ იდიოტს გადაეცი ვის შუამავლიბასაც კისრულობ... შეუძლია იქ წაბრძანდეს საიდანაც მობრძანდა. მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. -გთხოვ სოფი
-რაზე შეიძლება ვილაპარაკო ცოტნე?- უკვე ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი, ისე ვიყავი ნერვებს აყოლილი მთელი სხეული მითრთოდა და მუხლებში ისე მქონდა ძალა წართმეული მეგონა ნაბიჯს თუ გადავდგავდი აუცილებლად დავეცემოდი. თვალებიც მეწვოდა და კუჭის თავთან ისე მიჭერდა, მეგონა სპაზმისგან დავიხრჩობოდი. ყოველთვის ესე ვიცოდი, როდესაც ვნერვიულობდი მუცელი სასტიკად მტკიოდა და გარდა იმისა რომ საშინელი მტირალა ვიყავი ღებინების შეგრძნებაც თავისას აკეთებდა.
-არ შემიძლია... ათ წელზე მეტი გავიდა, არ დაინტერესებულა... არც კი უცდია რამის ახსნა არ მოინდომა... და ეხლა რაა??? ჩამოვიდა და მეც სირაქლემას პოზიციაში უნდა გადავინაცვლო?! ღმერთო ჩემო ცოტნე, ამას შენ მეუბნები?! ადამიანი რომელმაც შესანიშნავად იცის რა გამოვიარე, იცის რას ვგრძნობდი, იცის როგორ მეტკინა და ეხლა ამ ყველაფრის მერე ის ადამიანი ცდილობს მაიძულოს ისე მოქცევა თითქოს ეს წლები არ ყოფილა... თურმე ჩემთან ლაპარაკი უნდა და შენც ჯიუტად მავალდებულებ ვუსმინო, არადა საერთოდ არ ვარ ვალდებული გაგითვალისწინო შენ და ვუსმინო მას. მის იაფფასიან თავის მართლებას, როცა შესანიშნავად ვიცი რა შეიძლება მითხრას.
-არ ხარ ვალდებული, მაგრამ უნდა გამითვალისწინო რადგან გთხოვ სოფია...
-ღრმად ამოისუნთქა ცოტნემ და ნერვიულობისგან ათრთოლებული თითები თავზე გადაისვა.-შენ არაფერი იცი...
-და რატომ არ ვიცი? ამიხსნა ვინმემ რამეე... -უკვე ვკიოდი და ფეხებზე მეკიდა შუა ქუჩაში მდგარი გამვლელების ყურადღებას რომ ვიქცევდი.
-დაჯექი მანქანაში!
-არსად არ დავჯდები... ვერ მაიძულებ იმ მანქანაში დაჯდომას ხელით ჯიპისკენ მივუთითე რომლის საჭესთანაც გეგი იჯდა. ორივე ხელი საჭეზე დაედო და წინ დახრილი, შუბლით


დაყრდნობოდა საკუთარ ხელებს. -ვერ მაიძულებ იქ დავჯდე და მისი აბსურდული თავის მართლება ვისმინო, ვერ მაიძულებ წარსულს ხაზი გადავუსვა და ისე მოვიქცე ვითომ ეს წლები არ ყოფილა...
-შენ ხომ არ იცი რა მოხდა პატარავ? -ჩემსკენ გამოიწია ხელებ გაშლილმა ცოტნემ და შეეცადა თავის მკლავებში მოექცია ჩემი სხეული, მაგრამ უკან გავხტი და წონასწორობის დასაცავად იქვე მდგარი მანქანის ძარას დავეყრდენი. -სოფ.. ძალიან გთხოვ...
-არა! ამას ნუ მთხოვ...
-ყველაფერი ჩემი ბრალია ამის დედაც!!- უცებ იღრიალა და ორივე ხელი ფართოდ გაშალა. წინ დახრილს თვალები ამღვრეოდა, შუბლსა და კისერზე ლურჯად გამოსჯდომოდა კაპილარები და იმდენად საშინელი შესახედავი იყო გული შემიქანდა. -ჰოოო ჩემი ბრალია ეს დედამოტყნული... გესმის?! ბოლო ხმაზე ღრიალებდა და თვალებში მიყურებდა მერე სახეზე აიფარა ხელები და ქშენით ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც არ ჰყოფნიდა. -მე წაგართვი მთელი ათი წელი... მე მოგპარე ეს წლები სოფი... მე და არა მან გესმის? აქ ვინმე თუ არის გასალანძღი ეს მე ვარ... შენი დეიდაშვილი...
-რა? -ხმა უარესად გამიტყდა და ცრემლებმაც არ დააყოვნა. -რას ამბობ
ცოტნე?-ასეთ ცოტნეს პირველად ვხედავდი ადამიანს საერთოდ აღარ ჰგავდა, მის უძილობისგან შეშუპებულ სახეზე კი დიდი დოზით ტკივილი ასახულიყო. ემოციები ცისარტყელას ფერებივით ეცვლებოდა წყლიან თვალებში, რომელიც ხელის ზურგით უხეშად გაიწმინდა და ჩაეცინა:
-ჰოო... რაიყო გაგიკვირდაა... გაგიკვირდა რომ შენი საყვარელი დეიდაშვილი, შენი ძმა, არ შეიძლება ამ დონის ნაგავი იყოს? გაგიკვირდა პატარავ? -ხმაში ცრემლების ნოტები გაუკრთა... და ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ატირებულ ცოტნეს, ადამიანს რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. -მე მოგპარე საუკეთესო წლები სოფია... მაპატიე...უბრალოდ მოვა დრო და ამ თემაზე ვისაუბრებთ, ოღონდ დღეს არა... ეხლა და აქ არა... გთხოვ დაჯექი მანქანაში და ნუ მაიძულებ ძალით ჩაგსვა. ნუ მაიძულებ იმაზე მეტად დამნაშავედ ვიგრძნო თავი ვიდრე ვარ. ნუ გამანადგურებ... აი,-სახესთან ამიქნია ხელი, აი, ამ გამორეცხილი თვალების მეშინოდა ეს წლები, აი ამ ემოციების მეშინოდა სახეზე რომ გეცვლება და იმ იმედგაცრუების მეშინოდა შენს გულში რომ ტრიალებს. გგონია აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრებაა? გგონია შენი მზერით, შენი ლანძღვით რისი სურვილიც გაგიჟებს. შენი დადანაშაულებით მაგრძნობინებ თავს არარაობად? ვერა სოფი... ვეღარ ჩემო სიცოცხლე.. ამას წლებია ვგრძნობ. ეს დანაშაული წლებია მჭამს.
-შენი დანაშაული მისას ვერ გადაფარავს ცოტნე. -ეს უკვე მეტისმეტი იყო... ღმერთო როგორ დავიღალე ამ სამ დღეში... -ჩემთან მოსასვლელი გზა შენ არ მოგიჭრია მისთვის.
-მოვჭერი ვაი რომ მე მოვჭერი.

-აღარ მინდა ამ სისულელის მოსმენა. დავიღალე ცოტნე... ეხლა რაღა აზრი აქვს?
-იქნებ უყვარხარ... -სიმწრით გაეღიმა ბიჭს.
-ამ ზღაპრის ვის ჯერა? -ცრემლები მოვიწმინდე სახეს რომ მისერავდნენ და მათი განვლილი გზა სიცივისგან მეყინებოდა .როგორ მინდოდა ცოტა ხნით გაქრობა... სადმე გადახვეწა. როგორ მინდოდა ფიქრის უნარი წამრთმეოდა და ეს თავში და გულში დატრიალებული ქაოსი დასრულებულიყო. ტვინი ვეღარ ხარშავდა ამდენ უკვე გამოუსადეგარ ინფორმაციას... ვეღარ უძლებდა ჩემი გონება წარსულიდან გადმონაშთის გაანალიზებას. ვეღარ ვახერხებდი დასკვნის გამოტანას ვინ დამნაშავე იყო და ვინ უდანაშაულო. ყველას... ჩემს ირგვლივ ყველას პატარა დანაშაული მაინც მიუძღვოდა ამ ყველაფერში და ყველაზე დიდი... ბოროტმოქმედი მე გახლდით რადგან თავის დროზე ვერ გავაანალიზე, ვერ დავამუხრუჭე.. ვერ გავაქრე და ვერ შევძელი უბრალოდ მეთქვა
არა!
ერთი არა, რომელიც ყველაფერს სხვანაირად წარმართავდა. ერთადერთი არა, რომელიც თაბაგარს იქვე მოუჭრიდა ჩემამდე მოსასვლელ გზას. ერთი არა, რომელიც აღარ გამომაჩენდა სუსტს და ეს ყველაფერი ისე დასრულდებოდა არც კი დაიწყებოდა. იქ არ უნდა დაიწყო საძირკვლის ჩასხმა სადაც არამყარი ნიადაგია. ამ საძირკველზე არ უნდა ააგო ოცნების კოშკები

და შემდეგ მშვიდად არ უნდა იდგე და უყურო როგორ გემხობა თავზე კედლის ნატეხები რომლის ქვეშაც შენი გრძნობები, შენი მომავალი და თავად შენ შეიძლება მოჰყვე. გეგი თავიდანვე არასწორ ადგილზე მოხვედრილი ჩემთვის მიუღებელი ადამიანი იყო... თავიდანვე არამდგრადი საძირკველით დაიწყო და ამ ნანგრევებში მოყოლილი ჩემი ათი წელი მენანებოდა... უმიზნოდ შეწირული წლები რომელიც რუტინულად ერთმანეთს ჰგავს... არაფრის მომცემი წლები, რომელიც იმდენად მეორდება ერთმანეთში შენც იძულებული ხარ ამ ერთნაირობას შეეგუო, გაითავისო, შეისისხლხორცო და შენ დამახინჯებულ წარსულად აქციო... ხო რა იყო ჩვენს შორის? მე მიყვარდა... მას არა...
მე მინდოდა... ის ერთობოდა. მან მიმატოვა, მე ველოდებოდი.
მე ვფიქრობდი: -მას კი ეკიდა. ეკიდაა!
სად და რა მიზნით დამიკიდა მის ქცევაში ჩანდა... და ეხლა დაბრუნდა. წარსულში ჩემს რუტინულ ერთფეროვნებაში აპირებდა ხელების ფათურს ჩემივე ნების საწინააღმდეგოდ და რა სურდა?თავიდან დაეწყო ეს ყველაფერი?თავიდან შემყვარებოდა, თავიდან მტკენოდა, თავიდან მომნატრებოდა.. მეტირა, მეცინა და რავიცი რა ჯანდაბა უნდოდა. დავიჯერო იმდენად არ ვადარდებდი რომ ცდილობდა სინდისი სუფთა დაეტოვებინა და უბრალო ერთი ბოდიშით გასულიყო მეორე ნაპირზე?მერე მშვიდად რომ აეჩეჩა მხრები და ეთქა: მე რა შუაში ვარ სოფია? შენ ისეთივე სუსტად დარჩი როგორიც იყავი!

ან იქნებ საერთოდ არც კი აპირებდა პატიების თხოვნას რადგან დიდად საინტერესოა ოდესმე თუ აწუხებდა ამ ადანიამს დანაშაულის გრძნობა?
მაგრამ ცოტნეე?
რა თამაშს თამაშობდა ჩემი დეიდაშვილი... ნუთუ ამდენად მიმეტებდა? ნუთუ ამდენად სჯეროდა თავისი მატყუარა ძმაკაცის? არ ვიცი... არ ვიცი და აღარც მინდოდა რომ მცოდნონდა გეგი უბრალოდ დასრულდა. ან მინდოდა რომ დასრულებულიყო... ის კი რაც სრულდება უბრალიდ უნდა დასვა წერტილი და ერთი ფურცლით უკან მოიტოვო. რასაც ვერ ვახერხებდი ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი წარსულს და იქნებ მართლაც ამ საუბარს დაესრულებინა? იქნებ მივსულიყავი, მომესმინს, თვალებში ჩამეხედა და შემდეგ შემძლებოდა წარსულის ლაბირინთში მისი დაკარგვა. ისე დაკარგვა ვეღარასდროს რომ ვეღარ გამოეღწია იქიდან.
მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო... მე ამხელა პროტესტის მერე უკან დახევას არ ვაპირებდი. დაე ვგონებოდი მათ ვირივით ჯიუტი!
დღეს და აქ ჩემი უკან დახევა ჩემსავე სისუსტეზე იმეტყველებდა ამიტომ არ მოვუსმენდი. ეხლა შევტრიალდენოდი ტაქსს გავაჩერებდი და ამ ორს ჯანდაბაში გავუშვებდი სულ ცოტახნით მაინც.
▪▪▪▪▪▪▪

-წამოდი! -მაჯაში მწვდა ცოტნე.
-არა! მე სახლში მივდივარ! -ჩემს ხმაში მეტალის სიმტკიცე გავურიე და ცოტნეც იძულებული გახდა უკან დაეხია. უკვე შეტრიალებას და ტაქსის გასაჩერებლად გზისკენ გადასვლას ვაპირებდი, მანქანის კარი რომ გაიღო და შემდეგ ხმაურით მიიხურა. დინჯი ნაბიჯებით მოიწევდა ჩვენსკენ... ვუყურებდი. რანაირი იყო ეს წყეული... საერთოდ არაფერი დარჩენილიყო 20 წლის თაბაგარისგან რომელსაც ვიცნობდი. მისი სხეული ათი წლის უკანდელისგან განსხვავებით ბევრად მაღალი, ბევრად ძლიერი და მოხდენილი გახლდათ .ნაკვთები დახვეწილი და მამაკაცური. თმის ვარცხნილობაც კი სხვანაირი ჰქონდა უფრო მუქი თმა, ღია ჩალისფერი ხვეულები წარსულს ჩაბარებოდა ეხლა დაბალზე დაყენებული მუქი თმა და წვერი ამშვენბდა. თვალები რომელსაც ათას კაცში გამოვარჩევდი . მეგონა რომ გამოვარჩევდი ჩამუქებული, გამოცვლილი... წარსულის ჭინკები სადღაც გამქრალიყო და მისი მზერა დინჯი, სერიოზული და ოდნავ სევდა შეპარულიყო. აღნაგობასთან შესაფერისად დინჯი და მოზომილი ნაბიჯებით დადიოდა ხმა... ჩახლეჩვოდა (ალბათ სიგარეტის აქტიურად მოხმარების დამსახურებით) ეხლანდელი გეგი თაბაგარი წარსულის არც ერთ ანარეკლს არ მალავდა. ეხლანდელ თაბაგარში საერთოდ აღარ ცოცხლობდა მექალთანე, ცანცარა გეგი და ეს

ცვლილება იმდენად წარმოუდგენელი გახლდათ ჩემთვის... იმდენად მესხვანაირებოდა ალბათ რომ არ ეთქვა

ვერასდროს ვიცნობდი. სურნელი... სუნამოს სურნელიც კი ბევრად სხვა და დახვეწილი გახლდათ.
-ცოტნე შეგიძლია ტაქსით წახვიდე? -მხარზე ხელი დაარტყა თან მზერა ჩემთვის არ მოუშორებია. -სოფის მე წავიყვან, საღამოს კი დაგირეკავ.
-კარგი... -ეს მოღალატე!
-მიდი... -ხელი უბიძგა და ისიც მორჩილად დაიძრა ადგილიდან. წამით გახედა თაბაგარმა და შემდეგ მთლიანად ჩემსკენ გადმოერთო. -წამოდი, სალაპარაკო გვაქვს!
-შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ. მეც მივდივარ- შევტრიალდი, მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა.
-ნუ მაიძულებ ძალით ჩაგსვა მანქანაში. -კბილებში გამოსცრა და თავისკენ დამქაჩა.
-ნუ მაიძულებ მაგ უთავმოყვარეო სახეში გლეწო! -ხმას ავუწიე და ხელის განთავისუფლებას შევეცადე, მაგრამ უშედეგოთ.
-სცენებს ნუ დგამ ქუჩაში... სირცხვილია. -გამოსცრა და ხელი გამიშვა. -თუ ცოტათი მაინც მოგეშვება მიდი... -ხელები გაშალა და თვალი -თვალში გამიყარა. -დამარტყი!
-სიამოვნებით! -ტუჩები ზიზღისგან დამებრიცა და მეორედ თხოვნაც არ დასჭირვებია ისეთი ძალით გავუქნიე მარჯვენა. გაშლილი ხელის გული სახეში ხმაურით რომ მიასკდა და ოდნავ გვერდით შეატრიალებინა. ხელი მეტკინა, მაგრამ როგორ შევიმჩნევდი .მომეშვა? საერთოდ არა... შემეცოდა
- მოგეშვა? -ჩემი კითხვა გააჟღერა ხმამაღლა და ქვედა ტუჩზე ინსტიქტურად გადაიტარა ენის წვერი. -ეხლა წავედით!
-არა...
-ჯანდაბა, წამოდი სოფია! -ეს რა მემუქრებოდა? ისეთი ხმა ჰქონდა ნამდვილად მემუქრებოდა, რამაც უარესად გამაცოფა ხელები ამექავა ისე მინდოდა მეორედაც მეთავაზა მაგრამ თავი შევიკავე. მაჯაზე კი მისი თითები მარწუხებივით ჩამეჭიდა და მანქანისკენ წამიყვანა. -ფეხი გამოადგი, დავილაპარაკებთ და მიგიყვან სახლში. შენი ჯიუტობა ვიცი უბრალოდ თავმოყვარეობის თემაა... ამიტომ არ იდარდო ჩემს თვალში ნამდვილად არ გამოჩნდები უთავმოყვარეოდ.
როგორ დამამშვიდა. კარები გამიღო და მეც საბოლოოდ დავნებდი. უღონოდ დავეშვი სავარძელზე და აღარც კი გავტოკებულვარ მანამ სანამ მანქანა არ დაიძრა ადგილიდან.ზუსტად ათ წუთიანი სიარულის შემდეგ კი ერთ ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია და შეჩერდა. ესე უსიტყვოდ ვიმგზავრეთ ფანჯრიდან გავყურებდი ზამთრის რითმზე გადართულ ქალაქს და სალონში ისე დაძაბულიყო აურა მეგონა სადაცაა იფეთქებდა.
-გადმოხვა? -რამდენიმე წამიანი მოშტერების შემდეგ მკითხა და მეც იძულებული გავხდი მისკენ მივტრიალებულიყავი.
-არა...
-როგორ ჯიუტობ სოფი.. -თვალები აატრიალა და ღრმად ამოისუნთქა. -აქ ვისხდეთ?
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ გეგი.. -საოცრად დაღლილმა ამოვიჩურჩულე და საკუთარ თითებს დავაშტერდი. -რა გაქვს ათი წლის მერე ჩემთვის სათქმელი?

-შენ ფიქრობ რომ არაფერი მაქვს?-სევდიანად გაეღიმა და მისმა მარჯვენამ ჩემი სახისკენ გამოიწია. არ გავტოკებულვარ, ლარივით დაჭიმული ვიჯექი. მისმა ორმა თითმა სახეზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადამიწია ყურს უკან, თითის ბალიშების კანზე შეხებამ კი ჭიანჭველებივით დამიარა კან ქვეშ და ეს ემოციები ბრაზისგან კი არა მისი შეხებისგან იყო მოგვრილი.-მომენატრე... თან ძალიან. სიგიჟემდე...
-ათი წელი დაგჭირდა?-მოულოდნელიბისგან ჯერ გავოგნდი, მერე კი ჩამეცინა და ხმა გამებზარა. -შენამდე მოსასვლელად? კი... -თითებს არ მაშორებდა სახიდან რაც უკვე დისკომფორტს მიქმნიდა. ამიტომ თავის უკან გაწევით ვაიძულე ხელის მოშორება.
-შენ იქ დაასრულე გეგი... უსიტყვოდ, ახსნის გარეშე... უბრალოდ წახვედი და...
-და დაგივიწყე... -ამოისუნთქა და წელში გასწორებული სავარძელს მიეყრდნო. -რომ დამესრულებინე აქ არ ვიქნებიდი. შენთან და არ გამიჭირდებოდა წარსულში ჩადენილის

ახსნა... იცი როგორ მიჭირს... საშინლად. მიჭირს ,რადგან გამოსავალი ყოველთვის იყო მაგრამ არაფერი გავაკეთე. მიჭირს რადგან ვბრაზობდი შენზე, ხანდახან ვერ გიტანდი... მეზიზღებოდი მაგრამ მეორე წუთს ვფიქრობდი როგორ მაკლდი, მჭირდებოდი და მენატრებოდი.
-მორჩი! -ხმას ავუწიე. -მორჩი თავის მართლებას.. არა შეცოდებას. მორჩი გესმის? არაფერი არ გამართლებს... საერთოდ არაფერი.
-ვიცი! -ჩემს ხმამაღლა საუბარს თავადაც იმავე ტონით უპასუხა და ისევ შემოტრიალდა ჩემსკენ. -ვიცი... არ უნდა დამეჯერებინა, უნდა ჩამოვსულიყავი და თუნდაც ქმარი და სამი შვილი გყოლოდა მიმეღო ის რაც ჩემი იყო. შენ ჩემი იყავი გესმის? და დღემდე ჩემი ხარ...მხოლოდ ჩემი... -მოკეტე! -ტორპედოზე ისე გამეტებით დავარტყი ხელი მევე შევკრთი. -მოკეტე გეგი, რა ქმარი და სამი შვილი?
-ხოო... მითხრეს რომ გათხოვდი!
-რაა?! -მოულოდნელობისგან უკვე მერამდენედ გამოვშტერდი. -რა სისულელეა
-ხო არაა? -ხმას აუწია და ყბები ბრაზისგან დაეჭიმა. -მეზიზღებოდი რადგან ვიღაც სირში გამცვალე... მეზიზღებოდი რადგან არც კი დამელოდე. ჩამოვიდოდი სოფია... ორი თვე და ჩამოვდიოდი მაგრამ... მითხრეს რომ გათხოვდი.
-რა სისულელეა…- დებილივით ვიმეორებდი... თან ცრემლებს ვიწმენდდი ხელისგულებით.
-რა აბსურდია? გეკითხა... ჩემთვის რომ გეკითხა არ შეგეძლო?
-არ შემეძლო პატარავ -ამოისუნთქა და სახეზე ორივე ხელი აიფარა. -არ შემეხლო სოფია.. იმიტომ რომ დავაშავე...
-რატომ გეგი? -ღმერთო როგორ მჭირდებოდა მისი პასუხი. როგორ მინდოდა სახიდან ხელები მოეშორებინა, ჩემთვის თვალებში შემოეხედა და ისე გაეცა პასუხი რომელიც აგვიანებდა. -რატომ? -ხმა ჩამიწყდა და ამოვიჩურჩულე. ათრთოლებული თითები მისი სახისკენ გავწიე და მაჯებზე ჩავაფრინდი, არ გაჯიუტებულა... ჩემს

სურვილს დაჰყვა და აი მისი მზერაც. ამღვრეული, დანაშაულით სავსე და ცრემლისგან გადადღაბნილი. -პასუხი მჭირდება... რატომ?
-მაპატიე....
-გაპატიო? - სასოწარკვეთილს გამეცინა. -პასუხი არ გაქვს და გინდა რომ გაპატიო?
-მაქვს... მაქვს, სოფია. -ჩაეცინა და თვალი-თვალში გამიყარა. -მაქვს..გინდა სიმართლე? და რომ გატკენს?
-ამაზე მეტად? შენი გაცნობა უკვე მტკივნეული იყო გეგი...
-და არაფერი ღირებული და დასამახსოვრებელი? ნუთუ ამდენად ვიყავი შენთან მიმართებაში?
-არა მახსოვს,ბევრი რამ მახსოვს. მნიშვნელოვანი და ღირებული მაგრამ ეს
სასიამოვნო წარსულის კადრებიც მტკენს რადგან რომ გამოვფხიზლდი შენ აღარ იყავი. ჩემთან და ჩემთვის აღარ იყავი ესე არა ადამიანურად როგორ უნდა
მომქცეოდი ვერ ვხვდები. პასუხი მითხარი რატომ და სახლში წამიყვანე არაფერი
იცვლება. წარსულს ვერ დავაბრუნებთ.. ვერც რამეს შევცვლით.. ვერც ტკივილს დავავიწყებთ ერთმანეთს. მეეჭვება შენ რამე გტკენოდა.. ჩვენ ორს შორის ყველაზე სუსტი მე ვიყავი... მე მიყვარდი შენ არა ხედავ რა მარტივია.
-მეც მიყვარდი-ლამის იღრიალა.-სიგიჟემდე მიყვარდი სოფია.
-მაგრამ წახვწდი რა დონის უნამუსო ხარ როცა ამტკიცებ რომ გიყვარდი და ესე
გამიმეტე.
-ორი თვით პატარავ... მხოლოდ ორი თვით წავედი.. მაიძულეს. დაბრუნების შანსი კი შენ მომისპე.
-მე არა, შენმა უნდობლობამ!- ნერვები მომიშალა მისმა ბრალდებამ და მკერდზე მთელი ძალით მივარტყი ხელები. -შენ არ უნდა დაგეშვა ეგ სისულელე.. თუ გიყვარდი!
-ვიცი...
-ვერ გიტან. -ისევ ვკარი ხელები რომელიც უკან გამოწევის დროს დამიჭირა და თავისკენ მთელი ძალით მიზიდული ისე აღმოვჩნდი მის სხეულზე მიხუტებული ვერ გავიაზრე. ისევ ის ნანატრი სურნელი ეხლა საშინლად რომ მტკენდა ჩემი
საყვარელი სურნელი სიგიჟემდე რომ მენატრებოდა, ეხლა კი ცხვირს მიწვავდა ისე ახლოს იყო. მილიმეტრით დაშორებული რაც

ტანისამოს სინდისის ამბავი იყო. სახით მის ყელში ჩარგული ხარბად ვისუნთქავდი მსი სურნელს. ისევ ავირიე ისევ ამეწვა ყველა ორგანო. ისევ გამიჩნდა საკუთარი
კანის გაძრობის სურვილი. მისი მკლავები მარწუხებივით მეხვეოდა სხეულზე. სახით ჩემს თმაში ჩარგული მოგუდულად სუნთქავდა, მისი აჩქარებული გულისცემა კი ზედ ჩემს მკერდთან ისმოდა.. ისე ფართხალებდა გეგონება კუთვნილი ადგილიდან გადმოხტომას ცდილობსო.

-როგორ მენატრები ვერც კი წარმოიდგენ როგორ მტკივა და რას ნიშნავს სიგიჟის
ზღვარზე ყოფნა სოფია... როგორ მტკივა უშენობით გატარებული წლები მაპატიე
უჩემობა და უნებისყოფობაც მაპატიე.
-წლების უკან რომ გეთქვა ეს ყველაფერი იქნებ რამე შეცვლილიყო გეგი...
-ვერ გითხარი... ვერ გეტყოდი. -მისმა ხელებმა ჩემს თმებზე გადაინაცვლეს და თმა გადამიწიეს უკან მერე სახეზე შემომეჭდნენ და თავი ამაწევინეს. თვალებში მიყურებდა, მის სუნთქვას ზედ ჩემს ტუჩებზე ვგრძნობდი და სისხლი მეყინებოდა. იმდენად ახლოს იყო.. იმდენად ახლოს და თან საშინლად შორს. ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მიიწევდნენ ქვემოთ, ლავიწებისკენ. მისი ცერები კი ფრთხილად დაცოცავდნენ ჩემს ყვრიმალებზე. ეს თვალებით კონტაქტი იმდენად აუტანლად ინტიმური იყო სისხლი გამეყინა.
-დამიჭირეს სოფია ჰო, ციხეში ვიყავი.
-რა?! -მორიგი შოკი და ალბათ გულიც წამივიდოდა. გულმა წამით რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.. სუნთქვა შემეკრა და ენერგიისგან ერთიანად დავიცალე. შემდეგ კი თითქოს ახალი სუნთქვა შთაბერესო. ისევ ის ნაცნობი არომატი, რბილი ტუჩების შეხება და კოცნა სისხლი რომ გამიყინა.
-მიყვარხარ ჯანდაბა,სიგიჟემდე მიყვარხარ. -ჩურჩულებდა არეული და ისე
ვნებიანად მკოცნიდა ერთიანად დავდნი. ვერ გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი მის კალთაში, მის სხეულზე ტკიპასავით აკრული და ვერც ის გავიაზრე როდის შემოვხვიე მკლავები კისერზე. ფაქტია,იმდენად მჭიდროდ ვიხუტებდით ერთმანეთს სხეულზე თითქოს წარსულის საერთოდ გაქრობას ან თუნდაც სულ ოდნავ შეცვლას მაინც მოვახერხებდით.
-სახლში წამიყვანე... -ისე ამოვივურჩულე მისი მკლავებისგან თავის დახსნა არ მიცდია. რას ვაკეთებდი? ვპატიობდი უმისობის 10 წელს? არა შანსს ვაძლევდი
მასაც და საკუთარ თავს? არა... არა და არა...
წყენა, ტკივილი და იმედგაცრუება ესე ადვილად არ გადამივლიდა იმდენად ჩემი იყო იმდენად მივეჩვიე, იმდენად მყარად დაილექა ჩემს მეხსიერებაში მისი
გაქრობის სულ მცირე შანსიც კი არ არსებობდა დედამიწაზე. არც გეგი მინდოდა ნუ
მაშინ მეგონა რომ არ მინდოდა. არც ყველაფრის თავიდან დაწყება.. დასაწყისშივე ვახსენე რომ ჩემს გვერდით მამაკაცი იმაზე მეტად შემიშლიდა ხელს საკუთარი თავის რეალიზებაში ვიდრე წარმომედგინა.
-ოღონდ არ გამექცე რა …-იმხელა მუდარა გაჟღენთილიყო მის თხოვნაში ვერასდროს წარმოვიდგენდი. -შენ არ გამექცე სოფია შენც ჩემსავით ნუ
აღმოჩნდები მშიშარა...
-ძალიან დავიღალე იციი? -ამოვიოხრე და უკან გავიწიე, გამიშვა.. შემეშვა და მისგან გაწევის საშუალება თავისუფლად მომცა.
-მოდი ნუღარ ვილაპარაკებთ დროებით წასრულზე ნურც მომავალზე დასახავ რაიმე
გეგმებს. შენ და მე წლებია აღარ ვარსებობთ ხვდები ალბათ ჰო?
-კარგი სოფ, შენ როგორც გინდა.

მივიღე ის პასუხი რაც მჭირდებოდა, მაგრამ შეიძლებოდა კი მისი ნდობა? არ ვიცი.. არაფერი ვიცი... გარდა იმისა რომ სასწრაფოდ თუ არ გავეცლებოდი სივრცეს სადაც მე და მას ერთი ჰაერის სუნთქვა გვიწევდა შეიძლება შევშლილიყავი.
-არის ვინმე? -სავარძლებს შორის სათავსოში მიგდებული სიგარეტის კოლოფი ამოაცოცა და ერთ ღერს მოუკიდა.

-განა ესეთი მარტივია? -არეული თმა უკან გადავიწიე და წარმოდგენაც კი არ მინდოდა როგორი სახე მექნებოდა.
-არასდროს ყოფილხარ მარტივი ქალი და შენთან ცოტა სხვანაირად ხდება ყველაფერი- ჩაეცინა. ისევ ძველი სიცილი, წვერის მიღმა ჩაჩხვლეტილი პატარა ფოსო. სიგარეტის კვამლი ჩამოწეული მინის მიღმა გააგზავნა და ტუჩის კუთხეში მოქცეული ანთებული ღერის გამო თვალები დააწვრილა. შემდეგ ძრავი ჩართო და მანქანა ფრთხილად დაძრა ადგილიდან.
-რატომ დაბრუნდი? -დავსვი კითხვა რომელიც მთელი ეს დრო მაწუხებდა.
-მომენატრა თბილისი... -ზედმეტად არასტანდარტული პასუხი გამცა და გვერდულად გადმომხედა. -შენ არავინ გყავს...
-სამაგიეროდ შენ გყავს. -ენა მაინც ვერ გავაჩერე, წამში ამომიტივტივდა გონებაში გრძელფეხება "სლავი ფისო"
-ჩემი რძალია...-გაეცინა. დაკონკრეტება არ დასჭირვებია წამში გაიაზრა ვისკენაც ვუთითებდი. -მოდი შევთანხმდეთ რომ არ დავიწყებთ ერთმანეთისთვის თავის არიდებას.
-რას მთავაზობ... -გამეცინა. -იმედია მეგობრობას არა.
-არადა შესანიშნავად გამოგდიოდა...
-მანამ სანამ დებილივით მკლავებში არ ჩაგივარდი!- კბილებში გამოვცერი და მკვლელი მზერით გავხედე.
-ვაღიარებ, მინდოდა რომ ჩამვარდნოდი. -შუქნიშანზე გააჩერა და გადმომხედა.
-ჰო, შენთვის ხომ წარმოუდგენელი იყო ქალს უარი ეთქვა... ღმერთო რა დებილი ვიყავი... -წამოვიყვირე საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილმა
-მოდი დავასრულოთ რა... შენ კითხვები გქონდა... მე პასუხები გავეცი. შევცდი ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე დიდი დანაშაული მე მიმიძღვის. ვაღიარე და გული საშინლად მწყდება. შენ არ გინდა ყველაფრის თავიდან დაწყება.. იქნებ დრო გჭირდება არ ვიცი სოფია... მართლა არ ვიცი... ვიცი, სულ ვიცოდი რომ. ესე ერთი აღიარებით არ შეიცვლებოდა არაფერი წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებდით და ვერც ჩადენილს გამოვასწორებდი. მე შენთან მინდა... მაგრამ არა დღეს და ხვალ... დროს გაძლევ ხედავ.
-რამხელა სულგრძელობაა...
-ირონიას ნუ იშველიებ ... აი, საერთოდ არ გიხდება.
-რა გინდა გეგი?- ამოვიოხრე და თვალები წამით დავხუჭე. -ჩვენ აღარასდროს იქნება...

-მაშინ იყავი ისეთი როგორიც რეალურად ხარ... ნუ დამალავ წყენას, მითხარი რასაც ფიქრობ. გამლანძღე ხო არ ვიცი რაც გინდა გააკეთე უბრალოდ აღარ გაჩუმდე ხო...
-კარგი. გპირდები თავს არ აგარიდებ... უბრალოდ დრო მჭირდება ამ ყველაფრის გადასახარშად.
-დრო ბევრი გაქვს... -გაეცინა და მანქანა ჩემს ეზოში დააყენა. -აი, მოვედით.
-კარგი... ნახვამდის.
-ბებიაშენი მომიკითხე. -გაეცინა და ხელები საჭეზე დააწყო. -მიდი პატარავ... დროებით.
პასუხი აღარ გამიცია სწრაფად გადავედი მანქანიდან და სადარბაზოსკენ ჩქარი ნაბიჯით დავიძარი. არ დამდგარა და არ გავუცილებივარ მზერით ლიფტის კარებამდე, სწრაფად დაძრა მანქანა და იქაურობას გაეცალა.
******

ორი დღე ისე გავიდა არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? ისედაც მიჭირდა აზრზე მოსვლა და საქმეზე კონცეტრირება.
შაბათი-კვირა ისე გადავაგორე სახლიდან არ გავსულვარ, ორშაბათს სამსახურში წავედი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ბოლო დღე რომ იყო ამ წელში ჩემი ამ უსაზიზღრეს სამსახურში მოსასვლელი. იქიდან პირდაპირ სახლში ვაპირებდი წასვლას კარებთან კუდ ამოძუებული ცოტნე რომ ამეტუზა და ნაცემი კატის თვალებით ამომხედა ქვემოდან. ისეთი სევდიანი იყო, ესეთს პირველად ვხედავდი. ერთიანად შეცვლილი წელში მოხრილი, გეგონება მთელი ათი წლით დაბერდა. სახე გადაფითრებული ჰქონდა, ტუჩები დამსკდარი არეული თმა და მოუვლელი წვერი. პერანგი ისე საშინლად ედგა დარწმუნებული ვარ გადაბმით ლოთობის შედეგს ვხედავდი. ეგონა

მივვარდებოდი და პასუხს მოვთხოვდი ყველაფერზე მე კი მშვიდად მივესალემ და მის მანქანაში მოხეხებულად მოვეწყე.
-ჩემთან წავიდეთ რა...
როგორც ყოველთვის არეული სახლი და ცარიელი მაცივარი. გაწბილებულმა ყავა დავისხი და მისი სახის დანახვაზე ხმამაღლა ამოვიოხრე.
-რა ჯანდაბა გჭირს? დაიწყე აბა...
-არ იციი? -გაეცინა ირონიულად და ცერად გადმომხედა.
-რატომ დაიჭირეს გეგი?
-გამოიცანი.
-ნერვებს მიშლი... ან მომიყევი, ან ნუ მიყურებ ისეთი თვალებით თითქოს ელოდები როდის გეცემი და გამოგაცლი ხორხს. ხოო... -ხმას ავუწიე და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავახეთქე. -ამ ყველაფრის მერე ხარ, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლით.

-ნუ ხარ ეგეთი დედამოტყნული ხასიათის! არ გამომაცლი ხორხს, მაგრამ არც ახსნის საშუალებას მაძლევ.
-რა გინდა რომ მითხრა?
-ის თუ რატომ ვუთხარი გეგის შენზე გათხოვდათქო... მერე მთელი ეს წლები გიყურებდი და ვხვდებოდი მაგრად რომ მივქარე, მაგრამ მაშინ მეგონა სიკეთეს გიკეთებდი. მეგონა ესე სჯობდა.. მე რომ მცოდნოდა... წამით რომ დამეშვა, რა მოჰყვებოდა ჩემს ნაბიჯს, გეფიცები... შენს თავს გეფიცები სოფია, ტრაკს დავაყენებდი . არ მემეტებოდი... მეშინოდა, არ იყავით შესაფერისები. არ იყო შენი ღირსი. ორივე მიყვარდით... ჩემი სისხლი და ხორცი ხარ... ისიც მიყვარდა; ჩემი ძმა იყო მაგრამ იმ ფაქტს რომ შენი ღირსი არ იყო, არაფერი ცვლის. მეგონა გატკენდა, მეგონა მალევე დაიშლებოდით.. მეგონა გადახარშავდი ამ ყველაფერს... მეგონა გატაცება იყო მეგონა... ჰო ბევრი რამ მეგონა, მაგრამ ისე არ აღმოჩნდა მე რომ მეგონა. მე რომ მინდოდა, შენთვის მინდოდა...
-დაგიჯერა ცოტნე... -სიმწრით გამეცინა. -გეგიმ დაგიჯერა.
-არ დამიჯერა პატარავ... არ დამიჯერა შენი გათხოვების ამბავი. გაბრაზდა, ეწყინა, არა.. განრისხდა მაგრამ არ დაიჯერა. ჩამოდიოდა კიი ჩამოდიოდა, მაგრამ ვერ
ჩამოვიდა.
-რა მოხდა?
-რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს რა მოხდა? -
სახე ნერვიულად მოისრისა და თვალი ამარიდა. -მე ვერ გეტყვი მე არ მაქვს
უფლება ეს თავად მან უნდა გითხრას.
-აი ხედავ? -გამეცინა. -ისევ ცდილობ რაღაც დამალო ისევ შეცდომას უშვებ ცოტნე.
-ხმას ავუწიე და ბრაზისგან ათრთოლებული ხელები სახეზე ავიფარე. ისევ ეს წყეული საიდუმლო, ისევ სიცრუე ისევ თვალებში ნაცრის შეყრა
-ადამიანი შემომაკვდა! -მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა თაბაგარის ხმა და ერთ ადგილზე შევხტი. სახიდან ხელები მოვიშორე და ამღვრეული, სანახევროდ დაბინდული მზერით გაჭირვებით გავარჩიე სამზარეულოს ზღურბლზე მდგარი თაბაგარი, ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტის პარკებით ხელში.
-რაც მითხარი წამოგიღე... -ვითომც არაფერიო, ისე გადახედა ცოტნეს. ადგილიდან დაიძრა და ზედმეტად მშვიდი სახით მოუახლოვდა მაგიდას, პარკები უხმაუროდ დააწყო და მშვიდად გადმომხედა. -გამარჯობა სოფია.
პასუხად თავი დავუქნიე და მაგიდას გავეცალე.
-ბიჭები ამოვლენ, ბარბარე და თეაკოც იქნებიან კიდევ ერთი მათი მეგობარი მარიკელა. შენ ხვალიდან აღარ მუშაობ ხო? -მშვიდად ეწეოდა სიგარეტს ცოტნე. ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე გააგრძელა. -ახალი წლისთვის ბაკურიანში წასვლას რომ ვგეგმავდით, ჩვენ ბაჩო და ვიკა, იაკო და ვაჩე და სალოც წამოვლენ დავისვენოთ რაა...
-ჩემს გარეშე ქენით ეგ ამბავი.- ამოვიკნავლე და ჩემს ჭირად მოპირდაპირედ მოკალათებულ გეგის თვალი ავარიდე.


-ნუ ნერვიულობ, მე არ მოვდივარ-გვერდულად ჩაიცინა და მიუხედავად მისი ირონიული სიცილისა თვალები საერთოდ არ უცინოდნენ. იმხელა სევდის ნაპერწკლები კიაფობდნენ გულში რაღაც საშინლად ჩამწყდა. ცხვირში მოჭერილმა სპაზმმა თვალებში სისველედ გადაინაცვლეს და ალბათ მალე ჯებირებსაც გადმოლახავდნენ. არ შემეძლო... მინდოდა მაგრამ არ შემეხლო მის საზოგადოებაში მშვიდად ყოფნა. ყველა ქცევა, ყველა გამოხედვა, ღიმილი ან უბრალიდ ჩაცინება მაფორიაქებდა და ისეთი მიშტერებები მჭირდა ალბათ სიამოვნებით დავითხრიდი თვალებს. დიდხანს არ გაჩერებულა, არც დაულევია, მალევე წავიდა მე კი ცოტნესთან დარჩენა
მომიწია სახლში ტაქსით ბოდიალი მეზარებოდა თან იქნებ ცოტათი
გავხალისებულიყავი. გადაწყდა საახალწლოდ ბაკურიანში მივდიოდით ცოტნეს ახლობელი იაფად აქირავებდა სახლს, ჩემი წუწუნი არაფრად ჩაუგდიათ ისე გადამიწყვიტეს მათთან ერთად წასვლა შემდეგ კი მე მანამდე დავწექი სანამ. ისინი დაიშლებოდნენ. გადაღლილს მალევე ჩამეძინა. აზრზე არ ვარ რომელი საათი იქნებოდა სახეზე ფრთხილმა შეხებამ. რომ გამომაფხიზლა, თვალები გაჭირვებით გავახილე და რამდენიმე წამიანი მიშტერების შემდეგ სიბნელეში თაბაგარის სახეც გავარჩიე.
-ახალ წელს გილოცავ პატარა- ყურთან მისი ცხელი ამონასუნთქი მომედო და ყბის ძვალზე ტუჩების შეხება ვიგრძენი. თვალები უნებურად დამეხუჭა
-ზედმეტად ადრეა თვალის- გახელა მეზარებოდა, ღუნღულა საბანში გახვეულს არც მომავალი ახალი წელი მინდოდა და არც რამე მასზე უფრო ღირებული დღესასწაული.
-ვიცი, წინასწარ გილოცავ. -წვერიანი ლოყით ლოყაზე ფრთხილად მეკვროდა და ჩურჩულებდა.
-რა გჭირს? -ვიკადე თვალის გახელა და ჩემი საწოლის თავთან მუხლებზე დამდგარს თითები ფრთხილად შევახე, თმა ნესტიანი ჰქონდა. ეტყობა გარეთ წვიმდა.
-არაფერი... ხვალ მივდივარ, ვფიქრობ ახალ წელს ვერ მოგილოცავ... შეგიძლია მეგობრულად ჩამეხუტო?
-რა იდიოტი ხარ. -ისეთი ხმა ჰქონდა გამეცინა, არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა მაგრამ ეს რომ არ მექნა გული გამისკდებოდა. ჩემს სახესთან დახრილს ცხვირის წვერზე ხმაურით ვაკოცე. -საშინლად მიყვარდი როცა ვმეგობრობდით და ალბათ მაგიტომ ეჭვიანობენ დანარჩენები შენზე.
-ჰოო?! გამორიცხული არაფერია. -გაეღიმა და შუბლიდან თმები ორი თითის დახმარებით გადამიწია. -მაგრამ ჩემზე შეყვარებული უფრო მიყვარდი ვიდრე მეგობარი. სოფი შენ იმდენს ნიშნავ ჩემთვის, ალბათ მთელი დედამიწა რომ ვერ დაიტევს. ეს გახსოვდეს პატარავ.. არასდროს დაივიწყო კარგიი?
ჯერ ყვრიმალები დამიკოცნა შემდეგ შუბლი და თვალები, ბოლოს კი წამით შეყოყმანდა მაგრამ საკუთარ თავს აჯობა, ლამის ტუჩებზე მეხებოდა, მისი კანის სითბოს ვგრძნობდი მაგრამ ერთიანად მომშორდა და წელში გასწორდა.

წავიდა!
მეორე დღეს კი გავიგე თაბაგარი უკან,გერმანიაში გაფრინდაო.
******
გადწყვეტილების მიღებიდან ზუსტად ორი დღის თავზე ზემოთ ჩამოთვლილი სამეგობრო, შინაურ გარეულიან ცოლიან ქმრიანად ერთიანად ავბარგდით და ბაკურიანისკენ გავეშურეთ. არა მანამდე ბაღვაშებთან ტრიოს სრული შემადგენლობა ერთ ხმაში აპროტესტებდა რატომ ვხვდებოდით ახალ წელს სხვაგან და არა სახლში?პასუხმა რომ არ დააკმაყოფილათ... არა სხვა ალტერნატივა ვერ გამოუძებნეს მერე დაიწყეს: რატომ მიდიოდა ფეხმძიმე ქალი ამ ყინვა ყიამეთში ბაკურიანში? ისეთი ტონით დასვეს კითხვა გეგონება საკუთარ ქმარს არ ანდობდნენ ფეხმძიმე სალომეს და თბილისიდან 40 წუთის სავალზე კი არა სადღაც ღაზას სექტორში მიდიოდნენ. გამომშვიდობება ისეთი ცრემლიანი იყო თავი ახალწვეული მეგონა და მინიმუმ წელიწად ნახევრის რუსის ჯარში გატარებას ვაპირებდი (როგორც ჩვენი წინაპრები) ბიჭებს დილიდან მოესწროთ სუპერმარკეტების დალაშქვრა და გამიხარდა, რადგან მე არ მომიწია ჯერ მარკეტში შესასვლელ რიგში დგომა და შემდეგ სალაროსთან ფეხის ერთმანეთსითვის მონაცვლება. ჩემი ბარგიანად ცოტნეს პირველივე ზარზე ფეხზე წამოვხტი და ყოველგვარი ხვევნა კოცნების გარეშე გამოვიხურე თავადების სამფლობელოს, რკინის,მასიური კარი. ეზოში ჩასულმა თვალი ჩვენი ბინის აივნისკენ გავაპარე დიდი იმედი მქონდა შავ "ხილაბანდ" წაკრული რუსკა არ დამხვდებოდა მოაჯირზე გადმოფენილი და სახალხოდ არ დამარიგებდა ჭკუას როგორც ავარდნილ შვილიშვილს... წესიერად მოვქცეულიყავი, ბევრი არ დამელია ემანდ ტურისტების სიმაღლის მიხედვით დათვლის სურვილი რომ არ გამჩენოდა და ბოლოს... სალომეს მიხედე ბებია... (ჰო როგორ არა, მე ხომ მინიმუმ 40 წლიანი სტაჟის მქონე ბებია ქალი ვიყავი და უეცრად თუ გადაწყვეტდა ჩემი დის შვილი დროზე ადრე დედამისის საშვილოსნოს უარყოფას და გარეთ გამობრძანებას, სანამ შიშისგან გული წამივიდოდა ღრმად სუნთქვასა და გაჭინთვების სიძლიერეში დავხმარებოდი) აი,ესეთი უცნაური მაგრამ ჩემთვის უძვირფასესი დიდგვაროვანთა შტოს "ჩორტევო ზნაეტ" თაობა მყავდა ოჯახის წევრებად და მე მათზე უთავმოყვარეოდ ვგიჟდებოდი.
ეზოში ჩასულს სულ ორად ორი მანქანა დამხვდა, მაღალი გამავლობის მქონე ჯიპი სხვადასხვა მარკის და ფერის. ერთით ბატონი სიძე, ჩემი და და უკანა სავარძელზე გადანაწილებული ჩვენი სამეგობრო მომრძანდებოდნენ... აი მეორეს კი ცოტნე მართავდა და იაკო და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ყურებ დაცქვეტილი ჩემს გამოჩენას ელოდებოდნენ.
მანქანის პატრონი ალბათ უკვე გერმანიაში "გრიალებდა" სამადლოდ რომ დაუტოვა თავის ძმაკაცს და თავის ჭკუით ერთი სიკეთე ჰქმნა. რამ გამაღიზიანა აზრზე არ ვარ... ისე უცებ გავბრაზდი თაბაგარზე რა შუაში იყო ვერ მივხვდი, მაგრამ როცა ადამიანს გაბრაზება გინდა მიზეზებს დიდად არ აქცევ ყურადღებას და ხო... სწორედ თაბაგარი აღმოჩნდა დღეს ჩემი სიბრაზის მიზეზი.. უფრო სწორად მისი შავი ახალთახალი "პრადო". ცოტნესთან მისი აღიარების შემდეგ ალბათ სამჯერ მაინც მოვახერხე წარსულში ჩადენილი ცოდვის გავლა და სამჯერვე იმდენჯერ და ისე მომიხადა ბოდიში. ეს ფაქტი აღარც კი მაღელვებდა თავიდან შესაძლოა ძალიან გავბრაზებულიყავი, ერთი ორი წლის შემდეგაც კი განმეცადა ის წყენა და იმედ გაცრუება რასაც საყვარელი ადამიანისგან, ნათესავისგან შენს სულთან ყველაზე ახლოს მყოფი მეგობრიდან განიცდიდი მაგრამ ათი წელი იყო გავლილი. წყენა და ტკივილი არ გამნელებია მაგრამ ცოტნეს მაინც ვერ გადავხაზავდი. ვერ ჩამოვშორდებოდი და ვკრავდი ხელს რადგან მთელი ცხოვრება იმდენი და ისეთი საერთო გვქონდა, იმხელა სიყვარული და სიახლოვე ერთი დედის და მამის შვილებსაც რომ შესაძლოა არ ჰქონოდათ. ჩემზე უკეთ არავინ იცნობდა მას, ჩემზე კარგად არავინ იცოდა რას განიცდიდა ბიჭი... ცოტნემ სიყვარულის და დანაშაულის შეგრძნებაც კი უსაზღვრო იცოდა.. არ იმჩნევდა, არ მაგრძნობინებდა... არაფერს ამბობდა მაგრამ ყველა მის შემოხედვაში. მის ზღვისფერ თვალებში მის სახეზე ვხედავდი იმ უსაზღვრო დანაშაულის გრძნობას, იმ სევდას და პატიების თხოვნას ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის იშვიათი რომ იყო და ალბათ მაგიტომ აღარ ვუბრუნდებოდი ერთი და იგივე თემას. ალბათ მაგიტომ არ გამომიხატია მძაფრად ჩემი წყენა... წყენა რომელიც აუცილებლად იყო... წყენა რომელიც მთელი ცხოვრება გამყვებოდა მაგრამ ასი პროცენტით ვიცოდი რომ ვერასდროს მოვახერხებდი ჩემგან სულ ოდნავი დისტანციით მაინც დამეშორებინა ცოტნე. ალბათ მაგიტომ ვეკამათე სალომესაც რომელიც

ვერ იგებდა რატომ ვპატიობდი ცოტნეს ყველაფერს... როგორ შემეძლო მასთან ვყოფილიყავი ძველებურად. მეცინა, მეტირა და ისე მოვქცეულიყავი თითქოს არაფერი მომხდარა, არაფერი ხდებოდა... სალომეც კი ვერ გაიგებდა რადგან ისიც კი არ იცნობდა ისე კარგად ცოტნეს როგორც მე... ცოტნე რომელიც ჩემთვის გადაშლილი წიგნივით იყო და მხოლოდ მე შემეძლო ამ სტრიქონებში ამომეკითხა მისი რეალური გრძნობები. ამ წიგნში დამენახა მისი სახე და ამ წიგნით შემეძლო მენახა მისი სულიერი მდგომარეობა... ცოტნე ჩემ გარეშე და მე მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.. თითქოს სამყაროში რაღაც დაირღვეოდა. თითქოს ამ გრძნობების კასკადისგან შექმნილ მანქანას რომელიღაც ერთი ნაწილი დააკლდებოდა და ადრე თუ გვიან გაჩერდებოდა. რაც ნამდვილად არ მინდოდა.
-ვაჩეს მანქანაში არ არის ადგილი ასე რომ ნუ ატრაკებ და დაჯექი! -მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, კარის სახელურს ჩაჭიდებული გამალებით რომ ვფიქრობდი როგორ ჩავკვეხებილიყავი ვაჩეს მანქანაში.
დანიშნულების ადგილამდე მშვიდად ვიმგზავრეთ. უკანა სავარძელზე მოთავსებული ფანჯრიდან ასხლეტილ პეიზაჟებს ვადევნებდი თვალს და თან ვცდილობდი მანქანის სალონში შერჩენილი მისი პატრონის სურნელი გულმოდგინედ დამეიგნორებინა. რაც არაფრის დიდებით გამომდიოდა ყნოსვის რეცეპტორებს ისე მიღიზიანებდა საშიენლ აგრესიას ვგრძნობდი და მხოლოდ ამ წყეული სურნელისთვის შემეძლო მისი მოკვლა გამდნარი შოკოლადივით რომ მეღვენთებოდა მთელს სხეულში და ათას უსახელო ემოციებს მიღვიძებდა. წარსულს და აწმყოს ხელჩართული ბრძოლა გაემართათ და საერთოდ ფეხებზე ეკიდათ ჩემი სურვილები. გონება ნაწყვეტ ნაწყვეტ ატრიალებდა უკვე მივიწყებულ კადრებს და ტირილამდე მივყავდი.
*******
უნივერსიტეტში გამოცდები ახალი ჩაბარებული მქონდა, ყველა საგანი მოვიშორე და შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი საზაფხულო რუტინა: მამას სამსახურში გადარბენა ჰქონდა კვირის ბოლოს სტამბოლში უწევდა გაფრენა. ისეთი საგიჟეთი ტრიალებდა სახლში, თავს და ბოლოს ვეღარ ვაბამდი, თემო სახლში სრულიად გამოფიტული ბრუნდებოდა და შხაპის დროს ზეზეულად ეძინა. ზუსტად ხუთი დღე იყო გასული თაბაგარი თვალით არ მყავდა ნანახი ტელეფონზე საუბარი და მიწერ მოწერა რისთვისაც ხშირად ვერც ერთი ვიცლიდით ისეთ უკმარისობის გრძნობას მიტოვებდა ჩვეულებრივად მაგიჟებდა. მამას გაფრენის წინა საღამოს რამდენიმე საათით მოვიცალე და მის ნახვას ვაპირებდა გეგიმ რომ მითხრა ქალაქიდან ვარ ბიჭებთან ერთად გასულიო. ეს პიკი იყო ტელეფონი გავუთიშე და მის ზარებს ვაიგნორებდა დილით კი ადრიანად გავემართეთ აეროპორტისკენ და წინა ღამის გამოუძინებელი დასიებული თვალებით და ამხედრებული ნერვებით გავაცილეთ მამა სტამბოლში. მისი წასვლის შემდეგ კი მე და დედა მამას კუთვნილი მანქანით სოფლისკენ გავემართა სადაც უკვე რამდენიმე დღის ჩასული დამხმარე ქალი, ჩემი და და ევროპიდან სტუმრად ჩამოსული მამიდა დაგვხვდებოდა შვილებთან ერთად. აეროპორტიდანვე რომ გამოაცხადა ქალბატონმა მზიამ პირდაპირ სოფელში მირჩევნია წასვლა და დასვენება საბუთებისთვის კი ერთ დღეს მოვიცლი და ჩამოვალო. ისე გამიხარდა ჩემზე ბედნიერი მეორე არ დადიოდა დუნიაზე, განა რაა? მაგრამ მე და ჩემი მამიდაშვილები დიდად ვერასდროს ვუგებდით ერთმანეთს და ევროპებში გაზრდილი თინეიჯერებს მე და ჩემი სამეგობრო დიდად რომ ვერაფერით გავაკვირვებდით ვიცოდით (მათი ნათქვამიდან გამომდინარე, რაშიც დიდი დოზით ამპარტავნება გაჟღრნთილიყო. ძალიანაც კარგი... სულაც არ მინდოდა ეს ქარაფშუტა ლაწირაკები ჩემი მეგობრების წრეში გამერია)
სახლი სადაც იშვიათად ვსტუმრობდით (სოფიკოს გარდაცვალების შემდეგ რა თქმა უნდა) ისევ ისეთი გახლდათ თემურის დამსახურებით, ორი სართულის ვეებერთელა შენობა ხეხილით სავსე ბაღის სიღრმეში რომ ჩაფულუიყო და გარს ორი მეტრის სიმაღლის ბეტონის გალავანი შემორტყმოდა. აქ ზედმეტად ხელშესახებად იგრძნობოდა ზაფხულის სურნელი. მაღალ ბალახს სქელი ხალიჩა დაეგოთ... ხილით დახუნძლული ტოტები კი თითქმის მიწამდე დაშვებოდა და მეპატრონეს ელოდა როდის გაანთავისუფლებდა ამ სიმძიმისგან. ძველებური ავეჯით გაწყობილი

ოთახები მუზეუმს უფრო მოგაგონებდათ ვიდრე საცხოვრებელ სახლს. ჩვენს გამოჩენას ოვაციებით შეხვდენ... მზიაზე ევროპას მოეხდინა დიდი გავლენა და გრძელ ფეხებზე შემდგარი ფერ ხორციანი ქალი ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ბევრ მისი ასაკის ქალს შეშურდებოდა. ნაცნობ უცნობი მამიდაშვილებიც მშვენიერი ქალები დამდგარიყვნენ და მიუხედავად იმისა რომ გულით მინდოდა მათთან თბილი დამოკიდებულება მქონოდა მაინც არ გამომდიოდა. საღამოს თავ მოყრილი ნათესავების ჭამა სმამ და მიკითხვა მოკითხვებმა რომლის ნახევარზე მეტი ჩემი დის მისამართით დასმული კითხვებით იქაფებდა ენას და კითხვების უმრავლესობა
"-როდის თხოვდები" -ის წარმოადგენდა ისე მაღიზიანებდა ისედაც გამოცდებისგან გადაღლილს აქ ჩამოსვლა სანანებელი გამიხდა. ვისი რა საქმე იყო როდის გათხოვდებოდა 20 წლის სალომე? იქნებ სჯობდა საერთოდ არ ჩამოვსულიყავით სოფელში და ბავშვებთან ერთად ზღვისკენ გაგველაშქრა. ის დღე გადავაგორე და საწოლში ჩაწოლილს ძილი რომ არ მომეკარა უარესად გავბრაზდი. ახალთახალ თეთრეულს სარეცხის დამარბილებლის გრილი სურნელი ასდიოდა. ლეიბიც ზედმეტად რბილი და კომფორტული იყო მაგრამ არასად იყო გეგის სურნელი... რომელიც ბოლო დროს იმდენად ჩემი გახდა ამ სურნელის გარეშე ვერ ვახერხებდი ნორმალურად ძილს. ის კი ჩემი მხრიდან თავხედურად ტელეფონის გათიშვიდან ხუთი დღის მერეც არ ჩანდა. დიდხანს ვატრიალებდი თითებში ტელეფონს და ვცდილობდი თავს მოვრეოდი მაგრამ მაინც ვერ შევძლი. თითების კანკალით ავკრიფე ერთ სიტყვიანი ტექსტი და გავაგზავნე თუ არა თვალები მჭიდროდ დავხუჭე და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შევწყვიტე.
"-მენატრები."
დრო ისე გაიწელა გონებაში ვითვლიდი წუთებს. ერთი... ორი... ხუთი... რვა... თერთმეტი კედელზე დაკიდებული ძველისძველი საათიც თითქოს ჩემთან ერთად ითვლიდა წუთებს და ხმამაღალი ტიკ-ტაკით მამხნევებდა.
"-გარეთ გამოდი."
მერე იყო ნაცნობი სურნელი, თბილი ტუჩები, ძლიერი ხელების შეხება და წუთები რომლის დასრულების სურვილი არც ერთს გვქონდა. მის კალთაში ბეღურასავით მობუზული მკერდზე ვეკვროდი და თვალებ მინაბული, მისი თბილი ხელების მოძრაობას აჩქარებული გულისცემით ვხვდებოდი. მიუხედავად ზაფხულისა ღამით საშინლად გრილოდა და მეც როგორც მსოფლიოში ყველაზე პირველი მცივანა ზაფხულშიც კი სქელ საბანში გახვეული ვიძინებდი. თბილ პიჟამაზე სქელი ნაქსოვი ჟაკეტი მოვიცვი და ფეხზე ფაჩუჩებ ამოცმული გეგის შიგადაშიგ კოცნას თავადაც კოცნით ვპასუხობდი.
-ეს რა გაცვია სიცილს ვერ იკავებდა. მის კალთაში მოთავსებულს მეორე სავარძელზე გამეშალა ფეხები და სასაცილო ფაჩუჩებს აქეთ იქით ვაქანავებდი
-საყვარლებიაა... -ტუჩები დავბრიცე და გამეცინა.
-არ ვიცოდი თუ გქონდა.
-მზიას ისევ 10 წლის ვგონივარ და ესენი ჩამომიტანა საჩუქრად და ეს პიჟამაც -დათუნებიან პიჟამას შარვალსა და ზედაზე ვანიშნე.
-თავი პედოფილი მგონია... ათი წლის ბავშვთან ვწევარ. თან ეს ნაჭერი შენს მკერდს ფარავს. -ორი თითით გასწია საყელო და სიცილით ჩამხედა. -რომ გაგხადო შეგცივდება ვითომ?
-ჩემს სახლთან ხარ... -ამოვიჩურჩულე მაგრამ ზედის ქვეშ შემძვრალი ხელი მაინც ვერ დავაიგნორე რომელიც შიშველ მკერდამდე უპრობლემოდ მივიდა და თითებში მომწყვდეულს ფრთხილად მომიჭირა. მისი შეხებაც კი არ იყო საჭირო ისე მივლიდა ხოლმე ემოციების ზღვა მუცელში და მთელი სხეული უპრეტენზიოდ ემონებოდა მოზღვავებულ სურვილებს. -ჯანდაბა-ყრუდ ამოიგმინა და ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა. -როდის ბრუნდები სახლში.
-ჯერ არ ვიცი...
-მომენატრე.. საშინლად და არ იფიქრო შენი გამოხტომა გაგიტარე. მაგაზე პასუხს სახლში დაბრუნებულს მოგთხოვ.

- კარგი...
-ისე სტუმარს არ მიიღებენ შენები? -ტუჩი სიცილით მოიქცია კბილებს შორის და ლოყებზე თითები მომიჭირა. დაბერილ ტუჩებზე კი მოწყვეტით მაკოცა და შემდეგ ცხვირის წვერზე მომეფერა.
-არც გაბედო...
-მაშინ წამოდი სახლში და ხვალ დაგაბრუნებ.
-გეგი...
-კარგი რაა თითქმის ორი კვირაა არც კი მიკოცნია შენთვის. გთხოვ სოფი...
-არ შემიძლია. -მაცდურად ჟღერდა მისი შეთავაზება მაგრამ ესე ადვილად მის სურვილებზე გავლას არ ვაპირებდი. არადა ვკვდებოდი ისე მენატრებოდა მისი ალერსი.
-შენი სურნელი არ აქვს ჩემს საწოლს... -ჩემს თმაში სახე ჩარგულმა ამოიჩურჩულა და მეც გიჟივით დამიარა მხურვალე ლავად შერაცხულმა ემოციებმა
-ჩემი პატარა. -მთელი სხეული გამითბა და შემოხვეული მკლავები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და სახით კისერში ჩავუძვერი. –მიყვარს ეს სურნელი... -ჩურჩულებდა არეული თაბაგარი და მთლიან სახეს მიკოცნიდა
დიდხანს ვლაპარაკობდით, მაინც ვერ შეველიე მის სითბოს უკანა სავარძელზე მიწოლილი მის სხეულს ტკიპასავით ვეკვროდი და ჩემს თმებში ახლართული გეგის თითების მოძრაობის ფონზე მშვიდად მეძინა. შიგადაშიგ მისი ფრთხილ კოცნებს ვგრძნობდი ყელსა და კისერზე. გამთენიისას სოფლის ხმაურზე გამოვფხიზლდი გეგისაც გაეხილა უძილო ღამის დამსახურებით ჩაწითლებული თვალები და ისე მაკვირდებოდა კანი მეწვოდა. მის სხეულს მოშორებულს ისევ მჭიდროდ შემომეხვია და ყელზე ხმაურით მაკოცა.
-მიდიხარ? -სახე მოისრისა და არეული თმები შემისწორა.
-არ მინდა დამინახონ... -ამოვიჩურჩულე მისი სიახლოვისგან არეულმა
-კარგი. -მანქანიდან გადასულს უკან გადმომყვა და ხარბად ჩაისუნთქა სოფლის გრილი ჰაერი. -მალე ჩამოდი რა...
-ვეცდები... -გამეცინა და ხელი მსუბუქად ვუბიძგე -მიდი, წადი...
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ. -თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და შებრუნებას აპირებდა უცებ რომ გადაიფიქრა და წინ ასვეტილს კისერზე მომხვია თითები, თავისკენ დამქაჩა და ხარბად მომწვდა ბაგეებზე. ვნებიანად და მომთხოვნად მკოცნიდა მანამ სანამ უჰაერობამ არ შეგვაწუხა ორივე შემდეგ კი მომშორდა და შუბლზე მომაწება ტუჩები.
-სახლში დაბრუნდი სოფი. მენატრები...
-კარგი... -არეული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი მაგრამ ვერ ვახერხებდი. -მიყვარხარ...-ამივიჩურჩულე ხმა გატეხილმა და ვერც კი მივხვდი რატომ მომაწვა კისერში ტირილის გორგალი
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად -ფრთხილად მომეფერა და ლამის ავტირდი, უკან რომ დაიხია გეგიმ და მანქანისკენ დაიძრა. სუნთქვა ისე შემეკრა, თითქოს რამდენიმე დღით კი არა მთელი ცხოვრებით მიწევდა მასთან დაშორება. თითქოს ჯერ არ დაწყებული ბედნიერი წამები ისე სრულდებოდა გაუსაძლისი ტკივილის მეტს არაფერს მიტოვებდა. გული საშინლად შემეკუმშა, კუჭის თავთან ნაგრძნობმა წვამ კი მაქსიმუმს მიაღწია და ცრემლებმაც მიღალატეს... -სოფია... სოოფ რა გჭირს. -ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა სახიდან გეგის და ერთიანად მიტკლის ფერი დაედო. ჩემთან ორ ნაბიჯში გაჩენილმა მთელი ძალით მომხვია მკლავები და გულში ისე ჩამიკრა თითქოს მის სხეულში ჩაძვრომას მაიძულებდა -პატარავ...
-ბოდიში...
-სოფ... რა ბოთე ხარ -შუბლზე მკოცნიდა და თმაზე მეფერებოდა. -ყველაზე უკეთ გამოგდის ჩემი გულის გახეთქვა. თუ არ გინდა აქ შეგიძლია წამოხვიდე...
-თემო და ნინო გაგიჟდებიან... -ამოვისლუკუნე და იმის გააზრებამ რომ წასვლა მინდოდა და ვერ მივდიოდი გული უარესად ამიჩუყა.
-მაშინ მე დავრჩები... წამოდი, რას იზამენ, გამაგდებენ?

-კარგი მშვიდად ვარ...
-აბა გამიღიმე. -ტუჩებ დაბრეცილს ცხვირის წვერზე მაკოცა და გაეცინა.
შემდეგ კი უბრალოდ ადგა და წავიდა. ვუყურებდი სანამ მისი მანქანა თვალს არ მიეფარა, ხელახლა გაპარული ცრემლები მოვიწმინდე და ეზოს ჭიშკრისკენ შეტრიალებულმა ფრთხილად შევაღე შავი კარები.
******
წარსულის გახსენებამ ვერ მივხვდი როდის მიმიყვანა ტირილის ზღვარზე, ვერც იმას მივხვდი როდის მიღალატეს ცრემლებმა, ფანჯრისკენ მიტრიალებული სახე შეუმჩნევლად მოვიწმინდე და დაბნეული მზერა სალონს მოვავლე, იმედი მქონდა ჩემს ცრემლებს ვერავინ დაინახავდა, მაგრამ შევცდი ვინ თუ არა ცოტნე... მხოლოდ ცოტნე თუ მიხვდებოდა რატომ გამიფუჭდა ხასიათი, სარკიდან შიგადაშიგ მაკვირდებოდა ნაღვლიანი მზერით მე კი მინდოდა უბრალოდ გავმქრალიყავი, მინდოდა აღარასდროს გამხსენებოდა წარსულის კადრები. ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზეც და ქვეცნობიერზეც... რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?!
ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული გეგი თაბაგარმა რომ დამტოვა... თან ისე რომ არაფერი აუხსნია.
******
არ მითქვამს რომ ჩემი თოვლისადმი დამოკიდებულების შესახებ?მიუხედავად იმისა რომ განთქმული მცივანა ვარ... ვგიჟდები თოვლზე. ბაკურიანი ჩუმი, სპეტაკ საბურველში გახვეული დაგვხვდა. სახლი სადაც დაბინავებას ვაპირებდით პატარა და მყუდრო აღმოჩნდა, ციცქნა ეზოში მეპატრონეს საქანელაც კი გაეკეთებინა რომელიც თოვლს დაეფარა, კარებიდან ეზოს ჭიშკრამდე გულმოდგინედ გაეკვალა გზა და სახლიც მოწესრიგებული და უკვე ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლისგან საკმარისად გამთბარი დაგვახვედრა. ცოტნეს გადასცა გასაღები და დამდეგი შობა ახალი წელი წინასწარ მოგვილოცა საყვარელი ფუმფულა ქალი იყო, რომელიც მოშორებით ცხოვრობდა და როგორც გაირკვა რამდენიმე ასეთ სახლს ფლობდა ,რომელსაც ტურისტებზე ცეცხლის ფასად აქირავებდა. მაგრამ აქაც გვიშველა ბატონმა ცოტნემ და ქირა იმაზე დაბალი გადაგვახდევინა მეპატრონემ რასაც ველოდით. იმ დღით დიდი არაფერი დაგვიგეგმავს, ოთახებში გადავნაწილდით მსუბუქად წავიხემსეთ და წინა საახალწლო ლოთობისთვის წინასწარი მოთელვა საღამოსთვის გადავდეთ. სახლში რა გამაჩერებდა ამიტომ მალევე ავიყოლიე ჩემი თავქარიანი დაქალი და კუთვნილი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქათ მეჩხრად განათებულ ქუჩაში გავბოდიალდით. წინა წლებისგან განსხვავებით ისეთი სიმშვიდე სუფევდა სიამოვნებისგან ტანში მცრიდა.
ვატყობ ყველაზე უცნაური დასვენება გამოგვივიდოდა, ერთადერთი რაც მახარებდა ამ თეთრ საბურველში გახვეულ გარემოში ის იყო რომ ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი ერთად ვიყრიდით თავს. თორემ სხვა დანარჩენი უკვე მოსაბეზრებლად მეჩვენებოდა. არანაირი თხილამურები, არანაირი ბარ -რესტორნები ერთმანეთთან ისეთ დისტანციაზე მოძრაობდა ხალხი გეგონება რომელიმეს ტიფი სჭირდა, ან შავი ჭირი... მაგრამ ამასაც თავისი განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი საღამოს მაინც მოვიყრიდით თავს თოვლისგან დაფარულ პარკში და მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეგვეძლო ერთმანეთის თოვლში ჩამარხვა და ბოლო ხმაზე ჟრიამული იქნებოდა. მივაბიჯებდით ხრაშუნა თოვლზე და ბაღის ბავშვივით აჟიტირებულ იაკოზე მეცინებოდა. ერთი ორჯე ფეხიც რომ დაუცდა და გვარიანად შეიკურთხა. საღამოს სუსხის მიუხედავად აქა იქ მაინც დაბოდიალებდნენ ჩვენი ქვეყნით და მით უმეტეს ზამთრის კურორტებით მოხიბლული გამბედავი ტურისტები. მაინც იყო აღფრთოვანების შეძახილები და დარწმუნებული ვიყავი ეს საზოგადოებრივი დისტანცია დიდად ვერ შეაფერხებდა სლავი ქალების სილამაზით აღგზნებულ აღვირ ახსნილ ბიჭებს, ყბა დაღებულნი რომ ასდევნებოდნენ გრძელფეხება ქერებს... -ქალო,ის შენი რეზიკო არ არის?! -მხარზე ისე მიჩქმიტავშიშობ ხორცი ამომაგლიჯა წყლიდან ამოგდებული თევზივით თვალებ დაჭყეტილმა იაკომ და ერთ-ერთი ჭიშკრისკენ მიმატრიალა, რომელიც ღია იყო და ეზოში შეყენებულ მანქანას რამდენიმე მამრი დასეოდა, ახდილი საბარგულიდან სურსათ სანოვაგეს ალაგებდნენ და

თან ხმამაღალი შეძახილებით დასცინოდნენ ერთმანეთს. ყველაზე მეტად მისი აქ ნახვის იდეა არ მხიბლავდა ამიტომ იაკოს სწრაფად ვწვდი მხარში და იქიდან გათრევას ვუპირებდი, ერთ ადგილზე გაძეგლებულმა სულელივით რომ გაიცინა და მხოლოდ მას თუ შეეძლო ჩემი გაგიჟება, იმ წუთს ჩვენსკენ გამოხედილ ზემოთ ხსენებულ რეზიკოს ხელი დაუქნია.
-მოგკლავ... -ამოვისისინე გაბოროტებულმა და ჩვენსკენ დაძრულ ყურებამდე გაბადრულ მამრს ძალდატანებით გავუღიმე. “ღმერთო ერთი მეტეორი გაიმეტე" სახიდან ღიმილი არ მომშორებია ისე წავუკივლე გაიძვერა დაქალს ყურთან და უკან დახევა ვერ მოვახერხე ისე აღმოვჩდი ორ მეტრიანი ჯეელის მკლავებში.
-სოფიკოო-(ღმერთო რა კოო?!) -როგორ გამახარე.
ჰო,სულ მის გასახარებლად არ ამოვბოდიალდი აქ? ლოყაზე ხმაურით დამდორბლა და მერე ისე რომ ჩემთვის მხრიდან ხელი არ გაუშვია იაკოსკენ გადაერთო :-როგორ ხარ გადარეულო?
ვერ გეტყვით რას ვერჩოდი ამ ბიჭს? სიმართლე თუ გინდათ მშვენიერი აღნაგობა ჰქონდა. წყალბურთელი გახლდათ და მისი ბრინჯივით დაყრილი კუნთები მომსკდარი, სეზონისთვის შეუფერებელი სვიტერიდან გამომწვევად ხტუნაობდნენ. მაღალი იყო, სიმპათიური ცხვირ-პირით და სანამ პირს გააღებდა შეიძლებოდა მასზე დაფიქრება... ნუ ,გააღების შემდეგაც არაფერი უშავდა მაგრამ სასწაულად მაღიზიანებდა, რამდენჯერ ვცადე მასთან ურთიერთობის აწყობა... შანსი მივეცი მასაც და საკუთარ თავსაც მაგრამ ამაოდ გული არ მიიწევდა მისკენ და სახელი რეზი იმდენად მაღიზიანებდა რა შუაში იყო სახელი ვერ ვხვდებოდი. დიდხანს არ გავჩერებულვართ... ორი სიტყვა გავცვალეთ და ადგილიდან სულ ჯიკავით დავძარი გაკრეჭილი იაკო
ეს გაიძვერა!
წამოსვლისას ზურგს უკნიდან დამეწია რეზის სიტყვები.
-შეგეხმიანები!
ჯანდაბა... ჯერ რომ ორი წელი არ იყო გასული?! ისევ თავიდან ვიწყებდით ათასჯერ გავლილი წრის გავლას?
-მოგკლავ ... -სახლამდე ვერ ვჩუმდებოდი და რაც კი ენაზე მომადგებოდა ყველაფერს ვეუბნებიდი იას. ის კი მხრებს უდარდელად იჩეჩდა და უარესად მიშლიდა ნევებს.
-არადა კარგი ბიჭია... რას ერჩი ვერ გავიგე?! -ისე შეიცხადა იაკომ თითქოს მისი ახლო მეგობარი რეზიკო იყო და არა მეე... მე კი ქალი ვიყავი რომელიც უმიზეზოდ იწუნებდა ამ მთასავით კაცს. იმ მომენტში ჯერ საკუთარ თავზე გავბრაზდი: ენაზე კბილის დაჭერა რომ ვერ ვისწავლე და მერე იაკოს მოკვლის ათასგვარი გეგმის დასახვა დავიწყე,რადგან ვერ ვიტანდი ეს ცანცარა ქალბატონი ყოველთვის მაჭანკლის როლს რომ ირგებდა და ხანუმასავით ხან ერთ კაცს მირჩევდა ჩემი,მისი თქმით "აღვირ ახსნილი ჰორმონების დასაოკებლად" და ხან მეორეს. თავიდან გეგიზეც არაფერი იცოდა მაგრამ სალომეს რას გაუგებ? თავ მოხსნილი ხურჯინივითაა და მის პირში არაფერი ჩერდება. ერთხელაც დამჯდარა და დეტალებში მოუყოლია ჩემი და თაბაგარის არ შემდგარი სიყვარულის ისტორია... მადლობა ღმერთს ინტიმური თემებიც არ დაუფქვავს ერთმანეთის მიყოლებით, თუმცა რას დაფქვავდა რაც ბოლომდე არც თვითონ იცოდა და არც იმაში იყო დარწმუნებული დიდად გვქონდა თუ არა მე და გეგის იმაზე ახლო ურთიერთობა ვიდრე თავად იცოდა. ეჭვები ჰქონდა მაგრამ ამ ეჭვებს ვერც აღრმავებდა და არც მე ვეუბნებოდი ბოლომდე ან კის ან არას... ხანდახან კი ჩამირტყამდა ხოლმე გულმოსული ალბათ
გამოტეხვის მიზნით მაგრამ სიცილში და იუმორში ვუტარებდი.
-ერთხელაც ენას ამოგაცლი თუ არ ისწავლი კბილებს შორის როგორ უნდა მოაქციო! -შევუღრინე უკვე სახლში შესულს და დათოვლილი ქურთუკი გავიხადე, სიცივისგან შემოსულებს ბუხრიდან დატრიალებული სითბო სტუმართ მოყვარე მასპინძელივით შემოგვეგება და გაყინული ლოყები წამში ამიწვა.
-კარგი რა... ვერ ხედავ შენს შეხედვაზე ბიჭი რა დღეში ვარდებაა? თან მშვენიერი ყმაწვილია რას უწუნებ ამნაირს

-იაკოო -ლამის დავუღრიალე და ხმას წამში დავუწიე რადგან სასტუმრო ოთახში შემოსული ცოტნე გაკვირვებული თვალებით გვიმზერდა ორივეს.
-რა გაჩხუბებთ?
-შენი უტვინო დეიდაშვილის ბრალია -მხრები უდარდელად აიჩეჩა იაკომ და სავარძელზე მოწყვეტით დაეხეთქა. ცოტნემ მე გამომხედა კითხვის ნიშნებით სავსე მზერით ,პასუხი კი ისევ იაკომ გასცა
-რეზიკოს შევხვდით, ბიჭი ყურებამდეა შეყვარრბული ამ ეგოისტ ქალზე ეს კი ...
-ვინ რეზიკოს? -სიტყვა შუაში გააწყვეტინა ცოტნემ და მე გადმომხედა. -იმ იდიოტზეა ლაპარაკი სკოლის მერე რომ დაგსდევს?
-სწორად გამოიცანი... -თვალები მობეზრებულმა ავატრიალე, ზუსტად მახსოვს ჯერ კიდევ წლების უკან ზემოთ ხსენებულ მთასავით რეზიკოსთან რამდენჯერ მოუწია რაზბორკის მოწყობა ცოტნეს თავის დამქაშებთან ერთად მაგრამ შეიცვალა რამეე?იდიოტურად აკვიატებული ვყავდი და თავს არაფრის დიდებით არ მანებებდა. წინა თავის შეხსენებიდან ჯერ წელიც არ იყო გასული და ამჯერად ნამეტანი ნაადრევად მოუვიდა გამობრწყინება თუმცა მას რას ვერჩი... ალბათ ჩემმა უეცარმა გზაზე გადაყრამ აიძულა ცხოვრებისეული რუტინის ოდნავ შეცვლა.
-მაგას ვნახავ და ჩემებურად დაველაპარაკები გამოსცრა ცოტნემ და ალბათ დიდხანს არ გაჩერდებოდა ზუსტად იმ დროს რომ არ შემოლაგებულიყვნენ ოთახში ქმრის მკლავზე ჩამოკიდებული ჩემი და და პარკებით დატვირთული ბაჩო ,თავის ლამაზმანთან ერთად. ჩვენს დაძაბულ სახეებს სანამ შეამჩნევდნენ მოასწრო სალომემ წუწუნი.
-ნაძვის ხე როდის უნდა მოვრთოთ?ღმერთო ესეთი რამ პირველად მემართება საერთოდ არ მაქვს ახალი წლის განწყობა და ეს წყეული პირბადეე.. უკვე ნერვები მეშლება ყველგან ნინძასავით სახე დაფარული ხალხის ხილვისგან
-ამოისუნთქე ტყვია მფრქვევივით აკაკანებულ სალომეს სიცილით გადახედა იაკომ და სანამ მისკენ შეტრიალებული ქალბატონი ახლა მასზე დაცლიდა მთელ არსენალს მოასწრო და სიტყვა ჩააკვეხა ბაჩომ.
-აბა გამოიცანით რა გავიგეე -მთლიანი სახე გაებადრა და აჟიტირებული ბავშვივით ცოტა დააკლდა ტაშსაც შემოჰკრავდა. -ჩვენი იმერელი გლეხი დღეს დილით დაბრუნდა სტამბოლიდან, ერთი დღე იყურყუტა აეროპორტში ჩვენს გასახარად და მისდა საუბედუროდ გერმანიამ საზღვრები ჩაკეტა და ამ წინა საახალწლოდ ფრენებიც გააუქმა...
-ვა რა მაგარია ტო -წამში გაბედნიერდა ყველა თითქოს ვიღაც თაბაგარი კი არა გერმანიის კანცლერი აპირებდა ბაკურიანში ამოსვლას? რაოო? ამაზე არაფერი უთქვამთ და მე საიდან გამომქონდა ესეთი დასკვნები? მაგრამ რა თქმა სჭირდებოდა ქვეყანაში თუ დაბრუნდა აბა ისე როგორ იქნებოდა ახალ წელს თავის უცვლელ სამეგობროში რომ არ შეხვედროდა. აზრზე არ ვარ რა სახე მქონდა ყველა მე რომ მომაშტერდა მერე გამოვერკვიე.
-ეგრე ძაანაც ნუ იმჩნევ ბედნიერი რომ ხარ -ირონიულად გამკრა იდაყვი სალომემ და ტუჩების მოძრაობით მხოლოდ ჩემს გასაგებად ამოიჩურჩულა.
-ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში
-იქნებ არც ამოდის აქ... -დამამშვიდა ჩემმა ერთადერთმა დამ მაგრამ სიმშვიდე წამებში ჩამომემსხვრა ჭერში დაკიდებული ბროლის ჭაღივით, შემთხვევით კატისთვის ნასროლ ჩუსტს რომ გაარტყამ და მერე თვალებ დაჭყეტილი უყურებ იატაკზე ჩამოზღართებული როგორ გაიბნა პატარა კრისტალებად.
-ამ საღამოს, ან დილით ამოვა ნათიასთან ერთად.
არ გამორჩენიათ ძველი მეგობრის ხსენება რომელსაც ნახევარი საძმაკაცო თავის დროზე გარდამავალი დროშასავით დაათრევდა და ერთი გამონაკლისი მაშინ ჩემით დაკავებული გეგი იყო რომელთანაც ვერ მოახერხა განტვირთვა.(პრინციპში მაინც მოახერხა რადგან ჩემამდე ჰქონდა თაბაგართან შეხვედრების ბედნიერება) სამაგიეროდ არც წლების შემდეგ ღალატობდა ჩვეულ სტილს. უეცრად მოგვრილმა უსიამოვნო შეგრძნებამ ხასიათი ისე წამიხდინა გეგონება რეზიკოს გამოჩენამ დამაკლო რამე.

-მაგ ნათუშკებს ამ საახალწლოდ პახმელიაზე გამოსასვლელი ბლუდასავით ჩამოატარებთ? -ჩემი ფიქრები გაახმოვანა სალომემ და სურვილი გამიჩნდა ამ გაბერილს მთელი ძალით ჩავხუტებოდი. ხანდახან როგორ მიყვარდა ესე უსიტყვოდ რომ ესმოდა ჩემი.
-დანიშნულია და ეგეთრბი აღარ მოჟნა-გაიკრიჭა ბაჩო და თავის გოგოს გადახედა -კარგი რაა... წარსული გრეხების გახსენება ამათი ჰობია
აღარც ჭამა მინდოდა, აღარც თოვლი,აღარც ახალი წელი და საახალწლო სიმღერების თანხლებით აწყობილი ნაძვის ხე, ცოტათი მაინც რომ მოახერხა ჩემი გამხიარულება. დიდი ძალისხმევის შედეგად და ბიჭების დახმარებით ულამაზესი რომ გამოვიდა.ორ
საათიანი წვალების შემდეგ დამაგვირგვინებელი იყო ათასფრად აელვარებული ნათურები რომელსაც ყიჟინით და აპლოდისმენტებით შევხვდით. ამ ყველაფერმა და მორთვის პარალელურად ბაჩოს მიერ ჩამოტარებულმა წითელი ღვინით სავსე ფუჟერებმა თავისი გააკეთა და ოდნავ შემთვრალს თითქოს ერთიანად მომეხსნა მოსალოდნელი არასასიამოვნო ფაქტების გამო წინასწარ მოგვრილი დაძაბულობა. ვენებში მოლივლივე ღვინომ თითქოს კინწის კვრით გააძევა ჩემი ორგანიზმიდან და ისე ლაღად და თავისუფლად ვიღიმოდი და ვსუნთქავდი ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი სანამ თაბაგარი ჩვენს წრეში იტრიალებდა მე გავლოთდებოდიი... აბა ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა ნათია კილასონიასთან მოფლირტავე გეგის სიფათს. საიდან სად? რანაირად მოახრხეს ერთმანეთთან დაკავშირება კვარტალში ერთხელ გამობრწყინებულმა ნათიამ და თაბაგარმა? იქნებ მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ჰქონდათ კონტაქტი? თუმცა რა ჩემი საქმე იყო?მთავარია მე არ ჩამშხამებოდა სამსახურიდან სამადლოდ მოგდებული დასვენება და თავში ქვაც ეხალა თაბაგარკილასონიას ერთ დროულად ან ცალ ცალკე. საღამოს თოვამ უმატა და უკვე დამჯდარ და გაყინულ საფარს ახალი საბურველი გადააფარა. სახლში მყუდროებამ პიკს მიაღწია... ბუხრის წინ დაბალ მაგიდასთან მოკალათებულები, (ვისაც სავარძელი არ გვეყო იატაკზე გაშლილ ფარდაგზე ფერად ფერადი ბალიშები შემოგვეწყო და ფეხ მორთხმით ვისხედით). სასიამოვნო მოსაუბრე და ზედმეტად სუფთა და საყვარელი გოგო აღმოჩნდა ბაჩოს შეყვარებული, მანამდე ასე ახლოს გაცნობის ბედნიერება არასდროს მქონია და ეხლა ვუყურებდი და მიკვირდა რა საერთო ჰქონდათ ბუნებით თავქარიან და ცოტაზე მეტად ჭკუა მხიარულ ბაჩანას და ზედმეტად მშვიდ ვიკას ერთამენთთან... ბოლოს ჩემი მთვრალი მზერით დაკვირვების შედაგად აღმოვაჩინე რომ ეს ვულკანი და წყალი ერთამენთს აბალანსებდნენ და მთლიანობაში ჰქმნიდნენ ორ ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებულ წყვილს. ცოტნიკო მარტო გახლდათ როგორც ყოველთვის ტელეფონს ჩასჩერებოდა და მისი ამ ბოლო დროინდელი მოდუნება თვალში საცემი გამხდარიყო რადგან პირველი შემთხვევა გახლდათ ჩემს სანუკვარ დეიდაშვილს რომ ვერ მოეხერხებინა თავის ბადეში გაება ვინმე გრძელფეხება რომელიც ჩვენთან ერთად იჯდებოდა და დაახლოებით ერთი ორ კვირიანი მიდი მოდის შემდეგ მარტივ მამრავლებად დაიშლებოდნენ. ჩემს გაბერილ დაიკოს თავი სანუკვარი ქმრის მხარზე ჩამოედო და ვაჩეს თითებს თავისი თითებით მოხვეოდა ორივე კი გაბერილ მუცელზე მოთავსებულიყო. ვგიჟდებოდი ამ საყვარელ წყვილზე...
-მოდი ცოტნე შენ მე ჩამეხუტე რაა -უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა იაკომ ამოიბლუყუნა და ცოტნეს არ დალოდებია ისე მიეხუტა მის ფეხებთან მოკეცილი მუხლებზე.
ვუყურებდი ამ სცენებს სახე გაბადრული და ჩემს ირმებიან ნაქსოვ სვიტერს და მუხლამდე წინდებს ისე ვაკვირდებოდი ხანდახან თითქოს სადმე ძაფი ჰქონდა გამოშვერილი. სითბომ და მყუდროებამ ისე დამრია ხელი ლამის მთქნარებისგან პირი ყურებამდე გამრღვეოდა. შემდეგ კი ამ სასიამოვნო სიმშვიდეში როგორც ყოველთვის მაინც შემოიჭრა ქარბორბალა... აბა რაა სად მქონდა მე იმის ბედი ერთი დღე მაინც გამეტარებინა მშვიდად. ჯერ ტელეფონზე მოსული რეზიკოს შეტყობინება: -მომენატრე სოფიკო...
და შემდეგ ეზოს წინ გაჩერებული ჯიპი,რომელმაც დაასიგნალა და შეგებებული მასპინძლების თანხლებით ოთახში თოვლის, გრილი სუნამოს, სიგარეტის და ამ ყველაფერში არეული პატენტი შანელის სურნელი შემოიფრქვა.
ტყავის ელასტიკები, მუხლებამდე

უგები, ხელოვნური ქერა თმა და წითელი ტუჩსაცხი... აი, ეს იყო ნათია.
-გინდა სადმე გავიტყუო და ნაწილებად დავჭრაა? შემდეგ ჩემოდანში ჩავტენოთ და მტკვარში გადავაგდოთ.-ამოიბლუყუნა იაკომ მთვარალსაც კი რომ შეეძლო ჩემი ხასიათის ცვალებადობის ამოცნობა.
-დაგვიჭერენ... -მის მანიაკურ გადახრებზე გამეცინა და თან ისე ხმამაღლა ყველამ მე შემომხედა, მე კი მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ყელში ხელმეორედ მომაწვა სიბრაზე როდესაც ნაგავმა თაბაგარმა ჯერ თავისი ქურთუკი გაიხადა შემდეგ კი ნათუშკების გამოართვა ვებერთელა ბეწვით დამშვენებული უგემოვნობის სრული კასკადი და საკიდზე დაკიდა.
-როგორ გაგვახარე ტო... -მხრებზე ხელს ურტყამდა აჟიტირებული ბაჩო. ისკი დებილი ბავშვივით იღიმოდა და დიდი თავპატიჟი აღარც დასჭირვებიათ ეს ორი იდეალურად შესაფერისი წყვილი ისე ჩაეკვეხა ჩვენს სიმყუდროვეში და აურა დაამძიმა. ადგომა და იქიდან გაქცევა არ გამოდიოდა არადა გული მერეოდა ამ ორზე, ნათიას თმით თრევა მინდოდა ჯერ მარტო იმიტომ რომ ამ დონის უნამუსო იყო და იქ მიდიოდა სადაც მისი გამოჩენა არავის ახარებდა და სულ მცირე ოთხი ძმაკაციდან სამს მაინც ჰყავდა ნახმარი. ნერვები მეშლებოდა თაბაგარზე, ამდენად იდიოტი რომ ჩანდა და კიდევ იმიტომ მეშლებოდა ნერვები მშვიდად, აუღელვებლად რომ იჯდა ჰყვებოდა თავის ამბებს,საუბრობდა ბიჭებთან და შიგადაშიგ ისე მიყურებდა სისხლი მეყინებოდა.
-ვის წერ?!-მორიგი ესემესის მოსვლას ინტერესით შეხვდა იაკო და ისე გადმოიხარა ჩემსკენ ლამის კალთაში ჩამიწვა.ტელეფონი გამომტაცა ხელიდან და დაჭყეტილი თვალებით ამომხედა:-სერიოზულად?!
-ნერვებს მიშლი...-ტელეფონის წართმევას შევეცადე მაგრამ ვერ მოვახერხე,უნამუსოდ გამიცინა და ხმამაღლა ამოიკითხა მოსული შეტყობინება რაც გამომგზავნის მხრიდან ყველაზე აბსურდული და ცრუ გაფართხალება გახლდათ.
"ხვალ თუ მოიცლი იქნებ შევხვდეთ"
გადაბჟირდაა....
- და აი... ხალხო გაიცანით სოფის თაყვანისმცემელი თავად რეზიკო, ფილმიდან თოჯინები იცინიან!-ზედმეტად ორატორული ნიჭის მქონე იაკო გაჩერებას არ აპირებდა. იცინოდა და კვდებოდა სიცილით. არა ნამდვილად არ ვაპატიებდი ამას
-მღერის? -წარბი ამიწია ჩემმა დეგენერატმა დეიდაშვილმა რამდენიმე საათის წინ მის საცემად რომ ირაზმებოდა და ეხლა კი ყველაზე სულელურ სიტუაციაში ჩავარდნილს იაკოსთან ერთად უსინდისოდ დამცინოდა
-რას მღერის? -უცებ ვერ მივხვდი.
-თოლიას -აქამდე ჩუმად მყოფმა გეგიმ ისე გადმომხედა წარბი არ გაუხსნია, მაგრამ მივხვდი ერთი სული ჰქონდა მასაც ბოლო ხმაზე ეხარხარა. ვაი ეს უბედური, "ჩემი"რეზიკო მის ცხრა მთავრობის ბოზს მაინც სჯობდა (ისევ მიტევდა ნათიას გაწიწკნის სურვილი... რასაც გეგის ურეაქციო სახე და ქალის თითებში ახლართული მისი გრძელი თითების დანახვა უფრო მიმძაფრებდა) ეს წყეული თითები იყო,ყოველთვის რომ მიყვარდა.
-შეენც -ყველასგან მაგრამ მისგან ნამდვილად აღარ ველოდებოდი ღადაობას და ისე მეწყინა თავად ვერ მივხვდი რა ჯანდაბა დამემართა. თვალებიც კი ამემღვრა და იმედი მქონდა რომ სასმლის გამო,რომელიც ხელს უწყობდა ჩემს ამჩატებას პირს არ მოვაღებდი და ავბღავლდებოდი. ხანდახან როგორ არ მესმოდა ეს ხუმრობები... ნამდვილ სვანს ვემსგავსებოდი. თითქოს მიხვდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სიგარეტს მოუკიდა და მხრები ისე აიჩეჩა "ნეტა მაცოდინა რა გეწყინა"-ს ნიშნავდა.
-კარგი რა ბაღვაში, რა გოიმი ხარ.-ზურგიდან მომეხვია ბაჩო და თავზე ხმაურით მაკოცა. -მთავარია ტესტი ათიანზე ჩააბაროს და ჩვენ უდროოდ შემოფრენილი თოლიასავით რეზიკოსაც მივიღებთ...
-და გვარიანადაც ვუმსაპინძლებთ...დედას შევ*ეცი -მაინც გატყდა ცოტნე და თავისი სიბრაზე არ დაუფარავს.
გვიანობამდე ვისხედით და ვიხსენებდით თავს გადახდენილ სასაცილო ისტორიებს, გარეთ ისევ თოვდა ბუხარში კი ხმელი შეშა ტკაცუნობდა რაც დამამშვიდებელ ეფექტს ახდენდა ჩემზე.
-გახსოვს სარაჯიშვილის გამო რომ დაგვიჭირეს?-უცებ იკითხა ბაჩომ და ბიჭებს გადახედა მე კი ტანში უსაიმოვნოდ გამცრა რასაც ჩემკენ მომზირალი თაბაგარის თვალებიც დაემთხვა. ლევან სარაჯიშვილი ჩემი კიდევ ერთი თავზე ხელ აღებული თაყვანისმცემელი იყო რის გამოც ბიჭებს ხშირად ჰქონდათ მასთან კომფლიქტი და ერთ ერთი ესეთი შეხლა შემოხლის შემდეგ სამეულს 72 საათით განყოფილებაში ყურყუტიც მოუწიათ.
******

-სად ჯანდაბაში ხარ?- სამი დღე ხდებოდა რაც ჩემი დეგენერატი დეიდაშვილი და მისი საძმაკაცო ჰორიზონტზე არ ჩანდნენ.მათ შორის არც ბატონი გეგი ,თითქმის ამ სამი დღის განმავლობაში ცხრაჯე დავურეკე მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა.კურსელების უაზრო თავშეყრაზე ვიყავით და იქიდან ნაადრევად წამოსული უკვე გაჩერებაზე ვიდექი,შეტყობინებამ რომ მამცნო ბატონი გეგის ნომერი ხელმისაწვდომიაო. ბევრი აღარც მიფიქრია,სწრაფად ავკრიფე მისი ნომერი და მიპასუხა თუ არა ბრაზით ჩავკივლე.
-რაიყო ომი დაიწყოო?!-მშვიდი ხმა ჰქონდა,იღიმოდა.
-სამი დღეა გირეკავ გეგი!სად დადიხარ?
-შენ სად ხარ?-ჩემი კითხვა დააიგნორა და კითხვითვე მიპასუხა.
-შენს სახლთან და მითხარი რომ დროულად მოხვალ...-გაჩერებიდან მის სახლამდე ფეხით სულ ხუთი წუთის გზა იყო
-რაო პატარავ, მოგენატრეე?-გაეცინა ...იდიოტი.
-ტუალეტში მინდა იდიოტო!
სამი სართულის კიბეები მშვიდად ავიარე და შავ კარებთან, კედელზე ზურგით მივეყრდენი.ღმერთო,სასტიკად მტკიოდა ფეხები.იმედი მქონდა დროულად მოაღწევდა სახლში. არ დაუგვიანია,მელევე მოვიდა და ჩემი თავით ფეხამდე შეთვალიერების შემდეგ გაეღიმა.თვალები უციმციმებდა ჩემი საშინლად მოკლე,სრიალა ნაჭრის კაბის დანახვაზე,იაკოს გარდერობში რომ გამოვჩხრიკე და მისივე დაძალებით ჩავიცვი.ეს წყეული ნაჭრის ნაგლეჯი მკერდთან იმდენად მოღეღილი იყო მეგონა ულიფოდ მყოფი ძუძუს თავები მიჩანდა.ქუსლიანი ფეხსაცმელზე შემდგარს წვივები ისე მტკიოდა თითქოს მძიმე გირები მეკიდა თმები კი პრუჟინებივით მეყარა სახეზე რომელიც ბუნებრივადაც ესეთი იყო და თუ არ დავისწორებდი მართლაც პრუჟინებს ჰგავდნენ.ისე მაკვირდებოდა მობეზრებულად ვუნაცვლებდი ფეხიდან ფეხს, ხოლო როცა კარები გააღო და როგორც იქნა ოთახში აღმოვჩნდი შვებით ამოვისუნთქე.ფეხიდან, ფეხსაცმელები წავიძრე და უკან ასვეტილ ვაჟბატონს დავეტაკე:
-სად დაეთრევი?-წინ დახრილი გეგი იატაკზე დაგდებულ ჩემს ჩანთას დასწვდა და კარი უხმაუროდ მიხურა, ჩანთა კი საკიდზე დაკიდა.ვითომაც აქ არაფერიო აქეთ დამაყარა კითხვების კორიანტელი.
-რა ფორმაში მოძრაობ?
-რას უწუნებ ჩემს ჩაცმულობას?!-ისე შევიცხადე თითქოს მე ძალიან მომწონდა ,მაგრამ მაგას გავატანინებდი თავისას?
-ჩაცმულობას თუ გახდილობას?-წარბები სიცილით აზიდა და ახლა ზურგიდან დამაკვირდა.-მთლიანი საჯდომი გიჩანს სოფია და მკერდზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი...
სად იყავი?-ფეხსაცმელი თავადაც გაიხადა და გასაღები ტანსაცმლის საკიდთან,კარადაზე მიაგდო.
-ჯანდაბაში...წყალს სანამ არ გადავივლებ არ დამელაპარაკო,ცოტნე თუ დაგირეკავს შენთან ვიყავი...მეზარება კამათი და საერთოდაც უკვე დიდი ვარ რა ჯანდაბაა ეს კონტროლი?.-სააბაზანოსკენ დავიძარი და ისე თითქოს დაქალის სახლში ვყოფილიყავი პირდაპირ მის თვალწინ მოვისროლე კაბად წოდებული ნაჭერი.
-რა სუნი გაქვს...-იატაკზე დაგდებული კაბა აიღო უკან მოყოლილმა გეგიმ,სავარძელზე მოისროლა და სააბაზანოს კარი შემომიღო უკვე დუშიდან წამოსული წყლის ჭავლის ქვეშ მდგარს.
-მერე ვილაპარაკოთთქო ხო გითხარიი?-აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარი კაცისკენ შემოვტრიალდი და თაროზე დაწყობილ შხაპის გელებს ჩამოვუარე.-რანაირი სუნი აქვს.-სახე დამემანჭა და სითხე გაშლილ ხელისგულზე გადმოვისხი.
-რას უწუნებ?-გაეცინა-ყავას გავაკეთებ,დროულად გამოდი!-მომაძახა და სულ მალე აბაზანის კარის ხმაც გავიგე.აბაზანიდან გამოსულს სამზარეულოში დამხვდა.
ღია სამზარეულოს დახლზე ორი ფინჯანი ყავა ცივდებოდა,ხმის გამაძლიერებლებიდან Mando diao -ს ჩემი საყვარელი კომპოზიცია: "არ მითხრა" იღვრებოდა მთელს ოთახში.იატაკამდე დაშვებული ფანჯრის წინ იდგა და ეზოს გადაჰყურებდა,ჩემი მიახლოვება არ გაუგია ან არ შეიმჩნია.ხოლო მის წელზე მოხვეულ ჩემს თითებს თავისები ჩაავლო.ვგიჟდებოდი მისი სუნამოს სურნელზე, და უამრავ ტატუზე მათ შორის ყველაზე საყვარელიც კი მქონდა.
-ვგიჟდები შენს ტატუებზე-ყურთან ვაკოცე წვრილ ინიციალებზე...გაეღიმა
-ჩემი სუნი გაქვს.-შარვლის საქამრესთან შემოჭდობილ ორივე ხელით თავისკენ დამქაჩა და წინ დამიყენა.- ეს ზედა ყველაზე მეტად გიხდება,გაჩუქო?
-შენ კი ჩემი ხელები გიხდება-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოივიქციე ღიმილის დასაფარად და ბოლომდე გახსნილი პერანგიდან გამოჩენილ მოხატულ თეძოებზე თითი ფრთხილად შევახე.ზედ ჩემი თითები ეხატა,ტატუ მასტერს საოცარი სიზუსტით რომ ჰქონდა შესრულებული დაერთი შეხედვით იმდენად რეალური ჩანდა, შთაბეჭდილება გრჩებოდა თითქოს ზურგს უკან მდგომი ქალი ძლიერად ჰხვევდა თითებს სხეულის პატრონს.მერე ხმამაღლა გამეცინა და მის კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს პასუხი გავეცი.-იმის წარმოდგენაც კი მაგიჟებს ძუკნა ნათუშკები როგორ ჰკოცნიდა ჩემს ხელებს როცა მინ*ეტს გიკეთებდა
-გიჟი ხარ?-ხმამაღლა გაეცინა მასაც და ნიკაპზე ცერით დამაწვა, ქვედა ტუჩი კბილებიდან გამინთავისუფლა და ოდნავ შეცვლილი მზერით ფრთხილად შემახო ცერის ბალიში სველ კანზე.-ყავა გაცივდება.

ალბათ ერთი სრულ წელს ითვლიდა მის თეძოებზე მოხატული ტატუ,რომელიც მართლაც ჩემი ხელები იყო და რის გაკეთებამაც მისი მოთმინების მაქსიმუმი ,ერთი ბოთლი ვისკი და ბეევრი კოცნები შეიწირა.გვარიანად მთვრალებმა რომ გადავწყვიტეთ ეს სიგიჟე და სანამ გადავიფიქრებდით უკვე გეგის ნაცნობი ტატუ მასტერის კართან ვიდექით ატუზულები.იდე იმდენად მახარებდა არც კი ვიცი რატომ დავთანხმდი ამ სიგიჟეს და საერთოდაც თავად მას რატომ უნდოდა ამის გაკეთება.მაგრამ დასრულებილი იმდენად ლამაზი და ორიგინალური იყო სუნთქვა შეკრული დიდხანს ვუყურებდი თვალ მოუშორებლად.
-სად იყავი ეს სამი დღე?- მაგიდასთან მისული მაღალ სკამზე შემოვსკუპდი,ცხელ ფინჯანს თითები შემოვხვიე და პასუხის მოლოდიში ინტერესით მივაჩერდი.
-რაღაც პრობლემა მქონდა...-უდარდელად აიქნია ხელი კაცმა და თავისი ყავა მოსვა.-შენ სად დადიხარ?
-სად არ...-გამეცინა-გუშინ გამოცდები გვქონდა,მერე კურსელის დაბადებისდღე ...უაზრო ალაფურშეტი იყო,იქიდან კლუბში წავედით.გირეკავდი მაგრამ არ მიპასუხე. პრობლემები გაქვს?
-ხომ გითხარი არ მეცალათქო...-თავი აარიდა კითხვას და ისევ დამაკვირდა.
-არაფერს მიყვები....-ნაწყენი სახე მივიღე და ტუჩები დავბრიცე,რაზეც ხმამაღლა გაეცინა ბიჭს.
-სახლში გაგიყვანოო?
-მაგდებ?-წარბები შევჭმუხნე
-ეგ რა შუაშია?-სიგარეტს დასწვდა და მოუკიდა.-მაშინ დარჩი.
-რა ხდება არ მეტყვი?-ჩემს დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა და ყავა მოსვა.
-კარგი რაა...
-ვერ გიტან.-ცხვირი ავიბზუე და წარბები შევჭმუხნე.ის კი ადგილს მოსწყდა, ორ ნაბიჯში ჩემს ზურგს უკან აღმოჩენილმა მბრუნავი სკამი თავისკენ შეატრიალა და ჩემს ფეხებს შორის მოქცეულმა ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია.
-ტყუილია...-თვალებში შემომცინა და შუბლით შუბლზე დამეყრდნო.-ჩემზე გიჟდები სოფ...
-ვინ მოგატყუა?
-მისი სიახლოვისგან ხმა ჩავარდნილმა,ხარბად ჩავისუნთქა მისი სურნელი და ცხვირის წვერით ყელზე გადავინაცვლე.ფრთხილად ვეხებოდი და ხარბად ვსუნთქავდი,ვერ ვხედავდა მაგრამ ვგრძნობდა როგორ იდგა სუნთქვა შეკრული თაბაგარი,თითქოს ენერგია ერთიანად გამოსცლოდა მისი მისუსტებული გულის ცემის რითმი კი ხან გიჟურად რომ იწყებდა ფეთქვას ხან კი ერთიანად დუმდებოდა,ჩემს მკერდთან ვგრძნობდი თმებში დაცოცავდნენ მისი თითები და თვალები უნებურად მეხუჭებოდა .ჯერ ყბის ძვალზე ვგრძნობდი თაბაგარის ტუჩები,შემდეგ ნახევარ სახეზე გაიკვლიეს ბილიკი და შუბლთან დასრულდნენ.ძლიერად შემომხვია მკლავები და ჩამიხუტა მე კი იმდენად მშვიდად,იმდენად მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობდა თავს თითქოს წლების შემდეგ სახლში დავბრუნდი.
-ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად?

-არა..-ყრუდ ამოვილაპატაკე
-საშინლად მექცევი-მიუხედავად ტანისამოსის ბარიერისა,მისი ნახევრად შიშველი გულ მკერდის შეხებისგან კანი მეწვოდა.სახით ჩემს კისერში ჩამძვრალი თითებს ძლიერად მიჭერდა ფეხებზე და ისე მჭიდროდ მეკვროდა ფაქტიურად პარალიზებულს მხდიდა.
-შეიცვალე-სახე არ აუწევია ისე ამოიბუზღრუნა
-ვერ ვსუნთქავ გაიწიე!-შევეცადე სუროსავით მოხვეული მისი სხეული ოდნავ გამეწია-და საერთოდაც რა საშინელი პირდაპირი ხარ
-რამდენს ბუზღუნებ-გაეცინა და იკადრა თვალების გახელა.
-სახლში გამიყვან!-საჯდომზე ხელი მივარტყი, და ვერც კი გავიაზრე მოშორების მაგივრად როგორ აღმოვჩნდი ჰაერში და სავარძელზე რბილად დაცემულს ზემოდან მთელი სიმძიმით დამემხო. მუხლებში მოხრილი ფეხები ხელის კვრით გამაწევინა და ზედა ტანით მთლიანად დამაწვა სხეულზე,იდაყვში მოხრილი მკლავები კისერთან აქეთ იქით დააწყო და ლოყაზე წვერიან ლოყით მომეკრა,ცხვირი კი ყურთან მომიტანა
-გეგიი
-ცოტახანს ჩამეხუტე და ავდგები-ამოიბუზღრუნა და თვალები ისევ დახუჭა.
- ჯანდაბა.-მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მკლავები შემოვხვიე
-აქ კარგად ვარ...
-სამაგიეროდ მე ცუდად ვარ-ჩემს ყელში გაეცინა და ამონასუნთქმა კანზე ისე მომიღიტინა.სუნთქვა წამით შემეკრა ,წელზე მოხვეული თაბაგარის თითები რომელიც თხელი ნაჭრის ზემოდან უბრალოდ ეწყო კანს მიწვავდა,მის გულის ცემის რიტმს საკუთარი მკერდით ვგრძნობდა,მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა...მასთან ძილის,ჩახუტების და ასე უკომპლექსოდ ყოფნის ტრადიციას ვერ ვცლიდი.გეგის სიახლოვე ბედნიერი დღის საკმარის ნორმას წარმოადგენდა.ასე ახლოს,ასე მშვიდად და ასე თავისუფლად ვერავისთან...საერთოდ ვერავისთან ვგრძნობდი თავს და მისი ნაკლებობა იმდენად მაგიჟებდა ჩვეულებრივად არადეკვატურს მხდიდა.ხანდახან ისე უაზროდ ვეჭვიანობდა მის სიახლოვეს გამოჩენილ ქალებზე საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა,თითქოს მიჭირდა მისი მყუდროების სხვა,ნებისმიერისთვის მშვიდად გაყოფა.
-ესე ჩახუტების უფლება არავის მისცე!-ჭირვეული ბავშვივით ამოიბუზღრუნა ჩემს ყურთან და ყბის ძვალზე ნაზად მომავლო კბილები.-და ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად...
მერე თავი ასწია და თვალებში ჩამაშტერდა.თითქოს უსიტყვოდ მიხვდა...
-შენს თავს გეფიცები, კარგი რაა...რა ნათია.ვაბშე არაფერია სოფ...
*******
ეს წარსულის ფრაგმენტები ისე მაწვებოდა გულზე ცივი ლოდივით საშინელი სიმძიმის და უჰაერობის შეგრძნება მგუდავდა.როგორ არ მიდნდოდა ამ ყველაფრის გახსენება,როგორ ვერ ვიტანდი წარსულს,მაგრამ რა მოხდა?თავისი გამოჩენით უკვე კარგად მივიწყებული წარსული, თავდაყირა დამიყენა და დაბარებულივით ყოველ შეხვედრაზე თითო ფრაგმენტს ისე მიფრიალებდა ცხვირ წინ თითქოს გამეორებას მაიძულებდა; რათა არასდროს დამვიწყნოდა.
-მეძინება-ო ისე ამოიბუზღუნა ნათუშკებიმ თითქოს გეგის ხელში აყვანილი უნდა მიეყვანა თავის საძინებლამდე და იავნანაც ემღერა.ეს ორი რომ წამოდგა სავარძლუდან და ერთად დაიძრნენ მეორე სართულისკენ, მერე გავიაზრე ერთ საძინებელში რომ აპირებდნენ დაძინებას და ისე მეტკინა რაღაც...ისე მომინდა ტირილი, თავი ვეღარ შევიკავე და გიჟივით ავვარდი ჩემს ოთახში.დერეფანში მივაბიჯებდი და თან საკუთარ თავს ვწყევლიდი ესეთი უნებიაყოფობის გამო ვიღაცას რომ შევასკდი,ვიღაცას რაა ...თითქოს გაძეგლებულ თაბაგარს ორივე ხელი რომ მომხვია და ცხვირის წამტვრევისგან მიხსნა.
-სერიოზულად?-ზემოდან დამაჩერდა ირონიულად მომღიმარი და როცა ჩემს კითხვის ნიშნებს გადააწყდა თვალებში კეთილი ინება და ამიხსნა.-რეზიკოო?!
-კარგი ერთი...ნათუშკებეე?-ვალში არ დავრჩი და მისი ხელები მოვიშორე.-ერთ წრეზე ვტრიალებთ ხომ ხედევ...ჩემთან ისევ რეზიკო...შენთან ისევ ნათუშკები.
-კარგი რაა სოფი...შენს თავს გეფიცები...რა ნათია?
წყეული დეჟავიუ,მისი გატეხილი ხმა და ჩემი ცრემლები.ხელი უხეშად ვკარი და არ მახსოვს როგორ შევვარდი ჩემს ოთახში.

*******
"- არასდროს მომცე უფლება შენს გარეშე სუნთქვა ვისწავლო"

საწოლზე გადასაფარებლის ზემოდან მიწოლილს ჩამძინებოდა,თვალი რომ გავახილე გარეთ უკვე ჩამობნელენულიყო.წვიმდა და წვიმის მსხვილი წვეთები კაკუნით აწყდებოდნენ ფანჯრის შუშებს.გარე განათების ბოძებთან ცეკვა ცეკვით ეშვებოდნენ ძირს და პატარა გუბურებს აყენებდნენ.ნინო სახლში არ ჩანდა,ეტყობა კლინიკაში წასულიყო და მეორე დილამდე არ დაბრუნდებოდა .მკერდთან მიხუტებულ ტელეფონს დავხედა საათის ციფერბლატი 20:40 აჩვენებდა მის ესემესზე კი პასუხი ისევ არ ვაგზავნიდი.საწოლიდან გაჭირვებით წამოვდექი,ძვლები ისე მტკიოდა თითქოს სატვირთო მანქანის ბორბლებ ქვეშ ჩავვარდი.არეული თმა კეფაზე შევიკარი და საძინებელი დავტოვე.სახლში გამეფებული სიჩუმე ნერვებს მიშლიდა...ცალი თვალი უაზროდ გამირბოდა უჩვეულოდ დადუმებული ტელეფონისკენ, ხასიათი კი უარესად მიფუჭდებოდა.
-"არ გცალია პატარავ?"
არც კი გამიხსნია,ზემოდან წავიკითხე და ტელეფონი ისე მოვისროლე სავარძელზე თითქოს რამეში მიუძღვოდა ბრალი.ვერც კი ვხვდებოდი რატომ ჩამწყდა სხეულში რაღაც,გული მომეწურა და კუჭის თავთან მოგვრილმა წვამ ნაღვლის გემო დამიტოვა ყელში.ესეთი დამოკიდებული ცხოვრებაში არავისზე ვყოფილვარ..მიკვირდა საკუთარი თავისაც და იმ ქცევისაც როგორც გეგისთან ვიქცეოდი.ხანდახან თავი უთავმოყვარეო ძუკნა მეგონა მაგრამ მეორეს მხრივ ის თავისუფლება,ის სიმშვოდე და ჩამოხსნილო ყველანაირი კომპლექსები იმდენად მყუდროებას მიქმნიდა მენანებოდა დასატოვებლად.გეგი იმდენად გახლდათ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი თითქოს ამ ნაწილთან ერთად დავიბადე და ვერავინ და ვერაფერი მაიძულებდა ამ ყოველდღიურობის შეცვლას,დავიწყებას ან თუნდაც სხვა რამით ჩქნაცვლებას.
17 წლის ვიყავი პირველად და გააზრებულად რომ გავიცნი ცოტნეს დაბადებისდღე იყო და იმდენ გაბღენძილ და ათას ნიღაბს ამოფარებულ საზოგადოებაში ისე ანათებდა როგორც "თეთრი ყვავი". მე და ცოტნეს საერთო სამეგობრო წრე გვყავდა და სულაც არ მადარდებდა დედაჩემის უკმაყოფილოდ შეჭმუხნილი შუბლი ამდენ ბიჭთან ასეთი მეგობრული დამოკიდებულების გამო...ეგ კი არა მეტად უცნაური დობა ჰქონდათ ნინოს და ტამარს ერთმანეთს თითქმის იშვიათად,ღირსშესანიშნავ დეებზე სტუმრობდნენ და ეს სტუმრობაც დღის ბოლოს უაზრო კამათით სრულდებოდა რასაც მოჰყვებოდა გაუთავებელი გარჩევები დებს შორის და გაბუტვა რომელიც ხანდახან თვეობით გრძელდებოდა.რასაც ვერასდროს ვეგუებოდით ჩვენ, დეიდაშვილები. .ვერ ვიტყვი რომ არ ველოდი ჩემი და გეგის ურთიერთობის ასე გაგრძელებას,თითქოს თავიდანვე მისი ერთი შეხედვით,ერთი გაცინებით და სიტყვებით "გამარჯობა სოფია" ზუსტად ვიცოდი გაცნობა და უნებურად "დამეგობრება" წლებს გაუძლებდა.ხანდახან გეგისთან ერთად ვიხსენებდი ჩემს ყველაფერ პირველს რომელიც თითქმის ყველა რაკურსით გეგის უკავშირდებოდა...პირველ სიხარული,პირველ იმედგაცრუება,პირველი დათრობა,სიგარეტიც კი პირველად გეგიმ მომაწევინა.პირველი კოცნა,რომელიც მთვრალმა ისე მოვპარე თაბაგარს მთელი ორი კვირა თვალებში შეხდდვის მცხვენოდა.საუბრები ყველაზე და ყველანაირ თემაზე...გეგიმ იცოდა ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ,პირველად მის მხარზე ვიტირე იმედგაცრუებულმა და პირველად მას მოვუყევი(ნუ მეტისთვის არც არავისთვის მითქვამს) ჩემი პირველი წარუმატებელი ვნების ამბავი რომელიც ბოლომდე არ მისულა რადგან გვარიანად გავასილაქე რეზის.მასთან სულ სხვანაირი ვიყავი,ზედმეტად თამამი,უკომპლექსო და მშვიდი.მეიმედებოდა...
არც თავის მხრივ თაბაგარი რჩებოდა ვალში,გოგოს გამო პირველად გალახა ადამიანი,პირველი იარა მის სხეულზე გოგოს გამო გაჩნდა,მაშინ როდესაც ჩემმა თავზე ხელეღებულმა თაყვანისმცემელმა შუა საქმის გარჩევის დროს დანა დაარტყა.სხეულიც პირველად ჩემს გამო მოიხატა და ზუსტად ჩემივე რჩევით ტატუთი დაფარა ის ნაიარევი რის გამოც ერთი კვირა საავადმყოფოში ვათენ ვაღამებდი .უინივერსიტეტის პარალელურად მალევე დავიწყე მუშაობა და პირველივე ხელფასით რაც გავაკეთე ცოტნესთვის და გეგისთვის შერჩეული საათი შევიძინე, სახლში ავადექი.კარები საკუთარი გასაღებით გავაღე და საძინებელში შესული ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს თვალზე მომდგარი ცრემლის შესაკავებლად.მუცელზე მწოლიარე დედიშობილა თაბაგარს მშვიდად ეძინა, მის სხეულს კი სუროსავით შემოხვეოდა ჩემი და ცოტნეს ბავშვობის მეგობარი ნათკა
ვიჩხუბეთ,ორი კვირა ხმას არ ვცემდი გეგის..მიზეზად კი ჩემს საუკეთესო მეგობართან,ჩემს უკითხავად გაბმული რომანი მომყავდა.ვინ მეკითხებოდა?არავინ...განა რა უფლება მქონდა მისთვის ვინმესთან ყოფნა ამეკრძალა?არანაირი...ვიცოდი ,გააზრებული მქონდა მაგრამ თავს ვერაფრით ვერეოდი...სხვა ნებისმიერი ოღონდ არა ნათკა....
მიზეზი კი ნათკას გეგისადმი დაუოკებელი ლტოლვა გახლდათ, რომელსაც დაუფარავად მანდობდა.
პირველად მითხრა საერთოდ აღარ შემეხმიანოვო და სახლის გასაღებიც წამართვა...
მაგრამ მას შემდეგ თითქმის ორი კვირა იყო გასული და ნათკაც ისეთივე ცხოვრების ნაწილი გახდა ყურადღების ღირსად რომ აღარც კი ვთვლიდი.ჩემი და ნათკას მეგობრობა დასრულდა მაგრამ გეგისთან მეგობრობის დასრულებას ცოცხალი თავით არ დავუშვებდი.


იმ დღეს,ალკოჰოლი გვარიანად გამჯდომოდა მთლიან სხეულში და მიუხედავად იმისა რომ ფეხზე ნორნალურად დგომა მიჭირდა მაინც არ ვწყვეტდი ცეკვას.მთელს სხეულზე მოთარეშე ვიღაცის ხელებს ყურადღებას არ ვაქცევდი და თვალებ დახუჭული ხმაურიანი მუსიკის ჰანგებს მთელი ორგანიზმით ვგრძნობდი.მკლავზე ჩავლებული ხელით უხეშად რომ დამქაჩეს მერე ვიკადრე თვალების გახელა და ზემოდან დაჩერებული გეგის ანთებულ თვალებს გადავაწყდი. ბრაზისგან სახე რომ ალეწვოდა და კისერსა და შუბლზე ავის მომასწავლებლად გამოსჯდომოდა ლურჯი კაპილარი.რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ არ მესმოდა კისერზე შემოვხვიე თუ არა მკლავები კაცმაც მჭიდროდ მიმიზიდა და მთელი სიძლიერით აიმიკრა სხეულზე.სახე ჩემს თმაში ჩარგო და თეძოებზე მტკივნეულად წაჭერილ თითებში ჩაატია მთელი სიბრაზე.
-ერთხელაც მოგკლავ!-ყურთან გამოსცრა და ყბის ძვალზე ისე ჩამავლო კბილები მთელი სხეული დამეჭიმა.
-სად იყავი?
-ჯანდაბაში...
-გეგი...
-გაჩუმდი და იცეკვე.
-იდიოტი ხარ.-პასუხად კი ისევ ჩამავლო კბილები და შემდეგ ნაკბენზე ნაზად მაკოცა.-ნაგავივით მოიქეცი
-აქ ვარ, რანაირად მოვიქეცი ნაგავივით.
-ჩემს ესემეს არც კი უპასუხე…
-ამას ვინ მეუბნება?-თავი უკან გაწია და თვალებში ჩამხედა-სამი დღეა მაიგნორებ სოფია
-უჩემოდ სუნთქვას მაინც ვერ შეძლებ თაბაგარო-ეს უფრო გამოწვევას ჰგავდა...
-სახლში წამიყვან?-მუსიკა გაჩერებულიყო და სანამ მომდევნო ჩაირთვებოდა მის თითებში ჩემი ავხლართე და ხალხის ბრბოში გზა გავიკვლიეთ.თავი საშინლად მტკიოდა.დახუთული დარბაზიდან გამოსულს სუფთა ჰაერზე ერთიანად გამოვფხიზლდი და წინააღმდეგობის გარეშე მივყვებოდი გეგის ნაბიჯებს.მანქანაში რომ ჩამსვა და კარი ხელის კვრით მიხურა.ძრავს სანამ ჩართავდა სავარძლის საზურგეზე კეფით მიყრდნობილს გადმომხედა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელის აწევით გავაჩუმე.
-არ მინდა ლექციები...უკვე დიდი ვარ
-არც ვაპირებდი.
-ჯანდაბა,მოგწერე და არ გეცალა...დამიკიდე თაბაგარო!-ხმას ავუწიე უეცრად და მისკენ შევტრიალდი მთელი ტანით.
-მთელი დღე შენთან ვერ ვიქნები
-სამაგიეროდ ნათკასთან ხარ
ვიფეთქე და ხელი მთელი ძალით მივარტყი მკერდზე.
-ნაგავო,მისი სუნამოს სუნი გაქვს...ყოველთვის მეზიზღებოდა.ბანძი გოგო...
-რას ჭედავ, გააზრებული გაქვს?-დასარტყმელად გაქცენული მორიგი მუშტი დამიჭირა და თავისკენ უხეშად დამქაჩა ,იმდენად ახლოს იყო ლამის სახით მეხებოდა სახეზე.-ჯერ ერთი რა უფლებით მიწყვიტავ ვისთან ვიყო და ვისთან არა?მეერ მეორე, გითხარი არანაირი ნათკა და მისნაირი არაფრის მომცემი ქალებითქო და მესამე...არ მეცალა ეს დედამიტყნული და როცა მოვიცალე,თურმე თქვენ გამებუტეთ ქალბატონო სოფია-ირონიულად გამოსცრა და თან თავისკენ მქაჩავდა მთელი ძალით
-ხელი გამიშვი!-გეგის დასმულ სწორ კითხავზე ხმა გამიტყდა და ცრემლის დასაფარად თვალები დავხარე.-მეტკინა, გამიშვი
-რა გინდა ჩემგან სოფია?
-კუდში ნუ დამდევ...
-რა?
-ვერ გაიგე?
-გადადი მანქანიდან-ხელი ცივად გამიშვა და კარისკენ მიბიძგა.
-რა?
-გადეთრიე!! ანუ მე დაგდევ?ჯანდაბა, დაგდევ რადგან ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ ვიდრე მაგ შენს პატარა თავში წარმოგიდგენია...დავიღალე სოფია.რა თამაშს თამაშობ?ხან ჩემთან გინდა...ხან გარბიხარ და კაცმა არ იცის რა გინდა.რა გინდა ვაბშე გააზრებული გაქვს?
-წადი შენიც-ვალში არ დავრჩი და მის ღრიალს ხმამაღალი ტონით ვუპასუხე.კარი თითქმის გავანგრიე და გადამომხტარმა მიხურვაც ვერ მოვასწარი ისე მოსწყდა ადგილს გეგის ჯიპი.
-შე ნაბი*ჭვარო !-მივაძახე ბრაზისგან ერთაიანად გაწითლებულმა და გზა გადვჭერი ტაქსის გასაჩერებლად.ისეთი გაცოფებული ვიყავი,სიარულის დროს მუხლები მიკანკალებდა.ხელები სახეზე ავიფარე და ისე დავიკივლე თითქოს რამეს მიშველიდა.ცრემლები მახრჩობდა,დილიდან უაზრო ხასიათზე ვიყავი, მაგრამ დღის ესეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი ის იყო მოვახერხე ქუსლებზე შემხტარმა გზის გადაჭრა ტაქსის გასაჩერებლად უკან სვლით მომავალმა ნაცნობმა ჯიპმა პირდაპირ ფეხებთან რომ დამიმუხრუჭა და ჩაწეული ფანჯრიდან გეგის სახე გამოჩნდა
-დაჯექი!
-არ გინდა შემეშვა?
-დაჯექი ამის დედაც!-ჯერ ბოლომდე ვერ მოეხერხებინა დამშვიდება თაბაგარს და ალბათ ვერც დამშვიდდებოდა ესე ადვილად.ღრიალზე წინააღმდეგობა აღარც გამიწევია თითქმის შუა ღამე იყო და ქუჩაში ასეთ ფორმაში დგომა დიდად არ მხიბლავდა.უსიტყვოდ გამოვაღე უკანა კარი და სავარძელში მოკალათებულს ისევ არ მაცადა კარის ნორმალურად დახურვა,ადგილიდან გიჟივით მოსწყვიტა და მაქსიმალური სიჩქარით გაიჭრა წინ.მთელი გზა ხმის ამოღებას არც ერთი ვფიქრობდით.სალონში ჩამოწოლილ ავის მომასწავლებელ სიჩუმეს გარედან შემომავალი ხმები არღვევდა,რასაც შიგადაშიგ გადაჭარბებული სიჩქარის გამო აღმუვლებული მოტორის ხმაც ერეოდა.ჰაერი ისე დამუხტულიყო თითქოს ნაპერწკალს ელოდა ტკაცანით რომ აალებული.შუუშაზე შუბლით მიყრდნობილი ჩუმად ვაპარებდი თვალს საჭესთან მჯდარი თაბაგარისკენ, რომელსაც ერთი შეშეხედვითაც კი ეტყობოდა მის მდგომარეობას განრისხებულიც რომ აღარ ეთქმოდა.საჭეს მარჯვენა ხელით მართავდა,მარცხენა ხელის იდაყვით კი ოდნავ გვერდით გადახრილი კარს დაყრდნობოდა და თითებით ნერვიულად აწვალებდა ქვედა ტუჩს.
ეს ყველაფერი საშინლად მოქმედებდა ჩემზე და ისევ თავის ტკივილი მეწყებოდა და ყელში მობჯენილი ბრაზის გორგალი სუნთქვაში მიშლიდა ხელს.შუშა ბოლომდე ჩამოვწიე და სახე გარედან მობერილ გრილ ქარს მიუშვირა...რომელმაც თმები ამიწეწა და სახეზე შემომახვია.სადარბაზოსთან მანქანა მოწყვეტით დაამუხრუჭა და სარკეში გამოხედა , უსიტყვოდა გამოვაღე კარი და გადასული არც კი დავმშვიდობებივარ ისე დვიძარი სადარბაზოსკენ.ის იყო ლიფტის ღილაკს მივაჭირე თითი და ერთ ადგილზე მოვყევია ცმუკვას გვერდით რომ ამომიდგა,გაღებულ კარში პირველი შევიდა და დავდექი თუ არა მის წინ სასურველი სართული მიუთითა.ამ სიჩუმეს ვეღარ ვუძლებდი არც საუბრის დაწყება მსურდა და მით უმეტეს არც კამათის ძალები შემრჩენოდა,მეც არ ვიცოდი რატომ ვკამაყობდით საერთოდ?უნებურად ამღვრეული თვალები ავარიდე გეგის და ზურგი ვაქციე.ის წამები რაც სახლის კარამდე ასვლას დასჭირდა სასწაულად გაიწელა,ათრთოლებული თითებით გაჭირვებით მოვარგე საკეტში გასაღები და გადავატრიალე.ბინაში შესულმა,შესასვლელშივე ამოვყავი გაბუჟებული ფეხები ფეხსაცმლიდან და სასტუმტო ოთახისკენ დავიძარი.პატარა ხელჩანთა დივანზე მივაგდე და სამზარეულოსკენ წასული გულში ვლოცულობდი ცოტა ხანს კიდე ეკონტროლებინა თავი გეგის და არ დაეწყო ის კამათი რომელიც გარდაუვალი იყო.არც დედა და სალომე ჩანდნენ სახლში.რა გასაკვირია?ნინო მორიგე იყო სალომე კი თავის ძვირფას საქმროსთან იქნებოდა მიკედლებული უპატრონო ლეკვივით
-დაიწყე!-ზურგიდან ბრძანების კილოთი ნათქვამმა მაცივრის კართან გამყინა,თითები ნერვიულად მოვუჭირე წყლით ნახევრამდე სავსე ჭიქას და თვალები წამით დავხუჭე.გეგიმ კი მანქანის გასაღები ტელეფონსა და სიგარეტის კოლოფთან ერთად ხმაურით დაყარა სამზარეულოს დახლზე და ზურგიდან მზერით გამბურღა
-თავი მტკივა...-წყალი გაჭირვებით დავლიე და მისკენ შემოტრიალებულმა თვალები მობეზრებით ავატრიალე
-მოსალოდნელ კამათზე თავის არიდების ყველაზე ბანძი ხერხია...
-გეგი...
-ხმაა!!-რკინის სიმტკიცე და საშინელი სუსხი გავრცელდა მთელს სამზარეულოში.-მითქვამს ხანდახან უთავმოყვარეო ძუკნა რომ ხდებიი??
-ეს ჩემი ცხოვრებაა...
-რომელიც გინდა შენ თუ არა რაღაც ჯანდაბით მეც მიკავშირდება.რის მიღწევას ცდილობ სოფია?
-სალაპარაკოც კი არაფერია.-მხრები ავიჩეჩე და რაც შემეძლო მშვიდად შევეცადე გვერდის აქცევას.
-გინდა მითხრა რომ ძუკნა ხარ?
მხარში ძლიერად ჩამაფრინდა და უკან გაქანებული მთელი სხეულით კედელს ამაკრა.გავიბრძოლე, მაგრამ ძლიერად მოწოლილი გეგის სხეული ერთ ადგილზე მაფიქსირებდა.
-თვალებში შემომხდდე და მითხარი რას ცდილობ?-ნიკაპში ჩამავლო თითები და თავი ამაწევინა.-ნერვებს საშინლად მიშლი...შენი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება და ნუ მეტყვი რომ 18 წლის გოგოს ძიძა გჭორდება..
-არავის უთხოვია-თვალი თვალში გავუყარე და შეცვლილი ხმის დამორჩილებას შევეცადე.-შენ არც მამაჩემი ხარ და არც ჩემი ძმა...
-და ვინ ვარ?-ტუჩები დაბრიცა თაბაგარმა და გვერდით გადახრილი თავით დამაკვირდა.-
-გეგი, დავასრულოთ...წადი სახლში,მადლობა რომ იქ არ დამტოვე და კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ შეითავსე ჩემი ძიძის მოვალეობა.მაგრამ შეიგნე,მე თავისუფალი ადამიანი ვარ და....ბოდიში თუ შენ ვერ შეგითანხმებ ჩემს მეგობრებთან სად წავიდე და როდის
-და?-თვალები დააწვრილა და ხმას აუწია.-და რაა?თავისუფალი ადამიანი ხარ და თანახმა ხარ სადღაც საღორეში ვიღაც სირებს ტრაკზე ხელები აფათურებინო? სად იყვნენ შენი ჯგუფელები,მეგობრები?რატომღაც იქ ვერავინ ვნახე..დავიჯერო ყველა ერთნაირი სი*რია?
-რაიყო შენ ეხლა ეჭვიანობ,თუ რა ჯანდაბაა არ გეკადრება ამ ასაკში მოხუცი კაცივით აზროვნება..ჯანდაბა,რომელი საუკუნეა და შენ უნდა შეგითანხმო ჩემი ყოველი დღეე-გამეცინა მისი მზერის შემხედვარემ კი ვინანე,მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა.სათქმელი უკვე ნათქვამი იყო და ან უნდა დავნებებულიყო და საკუთარი სიტყვები უკან წამეღო ან არა და ჯიქურ მივწოლოდი კედელივით აღმართულ თაბაგარს
-რა სისულელეს ამბობ?...
-კი...ეჭვიანობ.კვდები ეჭვიანობისგან-საკუთარ სიტყვები ზიზღით გავჟღინთე და გამშრალი ტუჩები ენის წვერით გავილოკე.-გიჟდები ჩემზე,ამის აღიარება კი არ შეგიძლია და ეგ გაგიჟებს.
-ამის დედაც-ჩაეცინა გეგის და წინ დახრილი შუბლით შუბლზე დაემყრდნო.-გიყვარვარ...
-რა?
-ჰოო..ამის დედას შევეცი-გველნაკბენივით მომშორდა,უკან დაიხია და გაეცინა.-გიყვარვარ სოფია ბაღვაში...
-ავადმყოფი ხარ...
-მე არა,შენ ხარ ავადმყოფი.გიყვარვარ და რა ჯანდაბის მიღწევას ცდილობ ჩემი გამოწვევით?გგონია თუ გამამწარებ ან ვიღაც სირებს საჯაროდ გაუბამ ფლირტს ამით რამეს მიაღწევ?მერამდენედ-თვალები აენთო და ხმას აუწია.-მერამდენედ უნდა გამოგათრიო გალეწილი მთვრალი ვიღაც დედამიტყნულების სასტავიდან, რომელსაც ერთი სული აქვთ თავისი გაისწორონ და შენ ვაბშე ვის ადარდებ?!
-და ეს შენ რამით გეხებაა?-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და თავით ფეხამდე შევათვალიერე.რომელმაც მოზრდილი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა კისერში და ამღვრეული თვალები ამარიდა,სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ერთი ღერის ამოღებას შეეცადა მაგრამ არ გამოუვიდა,უარესად ნერვებ მოშლილმა ოთახის კუთხისკენ მოისროლა და ორივე ხელი თავზე გადაისვა.
-აი,ესეთს ვერ გიტან...-თავი გააქნია და სიმწრით ჩაეღიმა.-შენი მოხრჩობა მინდა რადგან გიყურებ და ჩემი სოფიასი აღარაფერი გაქვს,თითქოს იცვლები...ეხლა ჩემს წინ ის მეამიტი,საყვარელი გოგო კი არ დგას..არამედ ქალი...ყველაფერზე წამსვლელი,გულის ამრევად ვულგარული ქალი რომელიც რაღაც სასწაულს იმსახურებს.სიამოვნებით მოგიყვანდი აზრზე მაგრამ არ შემიძლია.-რამდენიმე წამი უსიტყვოდ მიყურებდა,შემდეგ ორ ნაბიჯში დაფარა ჩემამდე მოსასვლელი მანძილი და კედელზე აკრულს ყბებზე მტკივნეუკად ჩამავლო თითები.სახე იმდენად ახლოს მომიტანა ლამის ტუჩებზე მეხებოდა,მისი ასეთი სიახლოვისგან სუნთქვა შემეკრა,ღრმა დეკოლტიდან ლამის ამოვარდნას მყოფი მკერდი ამეწვა და მთელი სხეული ისე ამიდუღდა თვალებამდე ააღწია. სიმწრისგან ცრემლად გაიდღაბნა და მის შესაკავებლად თვალები დავხუჭე.-არ შემიძლია!
-შენ არავინ ხარ...
-იმაზე მეტი ვარ,ვიდრე შენს ლამაზ თავში არსებული ტვინი ხარშავს.რას ელოდები...ჩემთან გინდა?-ხმას შეთქმულივით დაუწია და დაუთბა...რომელიც გამდნარი შოკოლადივით ჩამეღვარა სხეულში.-გინდაა?!
-შენ,კვდები ისე გინდა ხო?-ჩავეკითხე ირონიით და ყრუდ ამოვიოხრე როდესაც გეგის კბილები ქვედა ტუჩზე ჩამაფრინდა და მტკივნეულად მომიჭირა.თავის შეკავება აღარც მიცდია ისე გადმოკვეთეს ჯებირები მარილიანმა ბურთებმა და სახეზე თავქუდ მოგლეჯილი დაეშვნენ.საკუთარი სისხლის გემოს ვგრძნობდი,ოდნავ წვასაც რომელსაც ჩემს ტუჩებზე ჩაფრენილი გეგის ტუჩები მიყუჩებდნენ...უმოძრაოდ იყო,არ მკოცნიდა მანამ სანამ ჰაერის ჩასასუნთქად პირი არ გავაღე....შემდეგ კი სრულიად გავითიშე.ჰაერს ვნებიანი კოცნაც რომ მოჰყვა,გაუაზრებლად ავყევი და ერთიანად ადუღებული საშინელი სიმხურვალის პარალელურად კაცის თითებს ვგრძნობდი,ჯერ ყელზე შემდეგ ლავიწებთან და ბოლოს მკერდზე...თხელი მატერიის ზემოდან რომ მეხებოდნენ ბოლოს კი სრულიად გათამამებულნი ურცხვად ჩასრიალდნენ მხრებზე გადავარდნილი ბრეტელების დამსახურებით მოშიშვლებულ კანზე.მტკივნეუკად მეხებოდნენ ხან კი ზედმეტად ნაზად და ჰაეროვნად...ცერებს ვგრძნობდი დასკდომამდე მისულ კერტებზე, სიამოვნების იმპულსები მთელს სხეულში რომ იშლებოდნენ და დაბლა მუცლის არეში თავ მოყრილნი
ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში იდებდნენ ბინას.ბიკინის მიღმა ნაგრძნობმა თითებმა კი სიგიჟის მაქსიმუმამდე მიმიყვანეს.წინ გადქანებული ისევ მჭიდროდ მიმიმწყვრდია თაბაგარმა და ჩემს შესიებულ ტუჩებს შეეშვა.სუნთქვა შეკრული სახით ჩემს კისერში ჩაეფლა და ხელის გულები ჩემი ათრთოლებული სხეულის აქეთ იქიდან კედელს მიეყრდნო.
-მიყვარხარ...-ხმაში ტირილის ნოტები გამიკრთა და ვერც კი გავიაზრე ისე ამოვიბლუყუნე
-არ გინდა სოფ-ხმა გატეხილმა ამოიჩურჩულა და კანზე ცხვირის წვერით მომეფერა.ხარბად ჩაისუნთქა კანის სურნელი მე კი კუჭის თავთან რაღაც ამეწვა.-მიყვარს შენი სურნელი...
-შენს სურნელთან ერთად...-წელზე მოვხვიე მკლავები და წინ გადახრილი შუბლით ლავიწებთან დავეყრდენი
-ვიცი ინანებ...მე კი ამ სინანულისთვის არ მემეტები პატარავ,მორჩი ჩემთან თამაშს რადგან საშინლად მტკენ...არღარ დამირეკო...
-რა-უკან გაწევის საშუალება არ მივეცი ისე ამივარდა ტირილი.
-ჰო,ესე ჯობია...ცოტა ხნით აღარ დამირეკო-ჩემი მკლავებიდან თავი დაიხსნა და უკან დაიხია.-გთხოვ პატარავ...ჩემგან თავი შორს დაიჭირე.
-გეგი...-სახეზე ხელები შეშლილივით ჩამოვისვი და მისკენ გავიწიე მაგრამ გეგიმ უკან დაიხია და ხელები დანებების ნიშნად ასწია.-დავამთავრე სოფია...შენი გეგი დავამთავრე.
-გთხოვ...
-ჯანდაბა,ვერ გიყურებ ისე როგორც ადრე...ჯობს არაფერი ვთქვა რადგან ხშირად, ნათქვამ სიტყვებს დახვედრილი უარყოფა უფრო სასტიკად კლავს ვიდრე დაუმსახურებელი ტყვია.აღარ დამირეკო შენს გეგის გაფიცებ...
ხმას ვეღარ ვიღებდი,ერთ ადგილზე ვიდექი გაყინული და ვიცოდი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ მოვახერხებდი რადგან კიდურები არ დამემოჩილებოდნენ.
*******

საზოგადოებრივ დისტანციას დიდად არ შეუფერხებია ჩვენი აღვირ ახსნილი ბიჭები,ყბა დაღებული ასდევნებოდნენ გრძელფეხება სლავებს...
აი, თვალსაჩინო მაგალითად კი ზუსტად ამ წუთს ქერა მანდილოსანთან საუბარში გართული თაბაგარის მოყვანა შემეძლო.გახსნილი მუხლებამდე ქურთუკით რომ იდგა,თავზე მსხვილი ფიფქებისგან თავის დასაცავად კაპიუშონი ჩამოეფაატა და იდეალურ სხეულზე ისე იხდენდა მუქ ჯინსს და ხელით ნაქსოვ შინდისფერ სვიტერს, მხოლოდ ამის გამო მინდოდა მისი "ჩაძაღლება" წინა დღით ჯერ მისი გამობრწყინებისგან ნერვებ მოშლილს,სასმელიც რომ გვარიანად მომეკიდა და წარსულში ბოდიალი დამაწყებინა ზედ დაერთო ცალკე რეზიკოს მომაბეზრებელი ესემეს ფართი და დილით ისეთ საშინელ ხასიათზე ავდექი დანა პირს არ მიხსნიდა.ეხლა კი კიდევ ერთ ნერვების მოსაშლელ ფაქტს ვხედავდი ჩემი ლამაზი თვალებით და ტირილი მინდოდა...არა ეს ბოლო პერიოდი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, ან მეტირებოდა ან გაბრაზებული ვიყავი.ორი უკიდურესობა
-კაცს გახევენ ფიონა-ზურგს უკნოდან,ფერდში ისე მიბიძგა ლოთივით ცხვირპირ აწითლებულმა იაკომ სურვილი გამიჩნდა ის დაკრეჭილი იდეალური კბილები ერთი გარტყმით ჩამომეყრევინებინა.
-სისულელეს ნუ ამბობ!-გამოვცერი და მითითებული ადგილისკენ გავიხედე.ნაგავი!რაღაცას ღიმილით უყვებოდა ქალს,ბოლოს თავი უკან გადასწია და ლაღად გაიცინა.სიბრაზისგან ვენებში სისხლი გამეყინა,თვალები ისე ამემღვრა ეჭვიანობისგან ცოტა მაკლდა და ტირილს დავიწყებდი.ქალის სახეზე გადანაცვლებული გეგის თითები ხო საერთოდ პიკი იყო ვერც კი გავიაზრე ადგილს როგორ მოვწყდი.მე რომ ესე ვბრაზობდი სად ჯანდაბაში ეგდო ნათკა?ნუთუ იმას არ ადარდებდა კაცს რომ ახევდნენ?!არა რაა... ყველა გიჟი ჩემი დასაცავი რატომ იყო
-სად მიდიხარ გიჟო?!-უკნიდან მომაყვირა ახარხარებულმა იაკომ,თუმცა ვის აინტერესებდა?
-საყვარელოო...-თავი შემზიზღდა ჩემს გაწელილ სიტყვებზე.ორივეს ყურადღება მივიქციე,ქალმა ინტერესით სავსე თვალებით გადმომხედა...გეგიმ კი გაკვირვებისგან თვალები დააწვრილა და ზემოდან ისე დამხედა ალბათ სიამოვნებით მიმახრჩობდა.გავაბრაზე!მთელს სხეულში სიამოვნების იმპულსებმა დამიარა,სასწაულმა ადრენალინმა ერთიანად მოიცვა ჩემი ორგანიზმი და უკან დახევა აღარ მიცდია,მეტიც მკლავზე ჩამოვეკიდე და ქვემოდან ისე შევცინე ყბის ძვლები დაეჭიმა თაბაგარს,შუბლზე გამომჯდარი ლურჯი კაპილარი ისე აუთამაშდა მისი მრისხანება პიკს აღწევდა.
-ისევ გამოიპარე გარეთ?-მაოცებდა ჩემი თეატრალური ნიჭი,შეშფოთებული სახე მივიღე და ქალს გადავხედე.-შენ რა საერთოდ არ ფიქრობ სხვებზე?იცის ამ ლამაზმანმა კოვიდ ინფიცირებული რომ ხარ?
-რას ბოდავ?-კბილებში გამოსცრა გეგიმ.ქალს კი სახე წამებში მოერყა სავარაუდოდ გაჭირვებით მაგრამ მაინც ესმოდა ქართული,თუ არ ესმოდა კოვიდს მაინც გაიგებდა..უკან უკან დაიხია, სანამ ადგილს მოსწყდებოდა გვარიანადაც კი შეუკურთხა პირ დაღებულ თაბაგარს! და ისე მოკურცხლა სტვენის და ტაშის დაკვრის საოცარმა სურვილმა ამიტანა.ხანდახან როგორ მაკლია?მაგრამ ეხლა უნდა მომესწრო და გეგის რისხვისგან თავი დამეღწია, გაოგნებული კაცი სანამ აზრზე მოვიდოდა ერთიანად მოვშორდი და უკან დახეულმა ხმამაღალი ხარხარით გავაყრუე მთელი ბაკურიანი
-რა თამაშს თამაშობ?-ერთი ნაბიჯით გამოიწია ჩემსკენ საშინლად ბრაზობდა.
-მეე?!-ისეთი პათოსით შევიცხადე ლამის გეგის შერცხვა.და აქეთ მომიხადა ბოდიში რამეთუ მისი საკბილო კუდუსუნში წიხლების რტყმით გავაქციე.
-სოფია...-კბილებში გამოსცრა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ,მე კი ისევ უკან დავიხიე.-შე მშიშარა!
ჩემს ქმედებაზე მთლიანი სახე გაუნათდა და ხმამაღლა დამცინა.მე კი კუდ ამოძუებული მოვწყდი ადგილს და თავი სამშვიდობოს დავიგულე თუ არა ბეჭებში თოვლის გუნდაც მომხვდა.
-მეზიზღებიიი!-მთელი ტანით შემოვტრიალდი და ხელები მეტი ეფექტისთვის ფართოდ გავშალე წინ ოდნავ დავიხარე და გამოთქმით წამოვიყვირე.-როგორ ვერ გიტან თავმომწონე იდიოტო!
პასუხი?
კიდევ ერთი გუნდა ამ ჯერად სახეში.მე სანამ სახიდან თოვლს ვიშორებდი და ახარხარებული თაბაგარის მოკვლის გეგმებს ვსახავდი ვერც კი დავინახე როგორ მომეპარა უკნიდან ჩემი "ბედნიერების" მიზეზი წელზე ხელი მომხვია და ისე მაკოცა ლოყაზე გეგონება უნდა დავმდნარიყავი ბედნიერებისგან
-ვაა რეზიკოო?-დამასწო ცხელ ცხელი ამბების ეპიცენტრში მყოფმა იაკომ და მხარზე ჯარის ძმაკაცივით დასცხო ხელი.-რასშვები თუ იცი?!
-იაკო ძვირფასო...-გაიბადრა რეზი და ცალი ხელი მასაც მოჰხვია მე კი დაძაბულმა უკან დავიხიე,რადგან ამ სცენას სამი წყვილი დაბოღმილი თვალი ატარებდა რენდგენში და არც შევმცდარვარ ჩემს ფიქრებში როდესაც სახეზე ცეცხლ წაკიდებული ცოტნე ადგილს

მოსწყდა და ისე გიჟივით გამოენთქო ჩვენსკენ შიშისგან ათასმა ფერმა გადამირბინა სახეზე.
-ეს შენ ხარ ბატონო რევაზ?-შორიდანვე ირონიულად შესძახა და მოსული არ იყო თვალები რომ დამიბრიალა:-სოფია დროზე მანქანაში!
-ცოტნე...
-სოფია მანქანაში!!-იღრიალა და მოულოდნელობიაგან ისე შევხტი ვერც კი გავიაზრე უკან დაქაჩულ იაკოს ხელს როგორ დავყევი რომელმაც შორიახლოს მდგარი თაბაგარის მანქანისკენ წამათრია.
სავარძელში აწურულს არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ დაძაბული სახეებით მდგარნი მაგრამ ყველაზე მეტად განრისცებული ცოტნე რომ იყო მაგას გარკვებით ვხედავდი.შემდეგ გვარიანად შეიკურთხა და ბაჩომ.უკან გასწია თუმცა ამაოდ.
-აბა ცოტა აზრზე მოდი!-გაცოფებულმა ცოტნემ, ხელი ძლიერად უბიძგა თვალებ ანთებულ რეზის და უკან გადაქანებულს მუჭად შეკრულ მარჯვენასაც მიაყოლებლა, გეგის რომ არ მოესწრო და შუაში არ ჩამდგარიყო.
-შენ რაღა მოგივიდა ბიჭო?-მამლაყინწასავით წამოქოჩრილ მეგობარს თვალები დაუბრიალა და ის იყო აზრზე მოსული რეზისკენ შეტრიალდა თუ არა ძლიერად მოქნეულმა მუშტმა თვალებიდან ნაპერწკლები გააყრევინა.-სულ გამოსირდით?!-უკან გადაქანებულმა სახეზე აიფარა ორივე ხელი და ისე იღრიალა არ მახსოვს როგორ გადმოვხტი მანქანიდან.სანამ წელში მოხრილ თაბაგარამდე მივაღწევდი აშვებული ნადირივით უკვე დატაკებოდა ცოტნე და თოვლზე დაგდებულ რეზის ზემოდან მოქცეული გამეტებით ურტყამდა.
-რას აკეთებ? რას აკეტებ? ჯანდაბა...-გეგისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია ცოტნეს ვწვდი მხარში და უკან დავითრიე.ძვრა ვერ ვუქენი,სამაგიეროდ ცხვირ-პირ დასისხლიანებულმა რეზიმ მოახერხა და ზემოდან მოქცეული, ზურგით გადააგდო თოვლზე.მისკენ გადაიწია და გაშლილი ხელით ისე მიაწვა სახეზე გატოკების საშუალება არ მისცა.ამაოდ ვკიოდი და ვთხოვდი დაესრულ ბინათ ერთმანეთის ცხვირ-პირის მტვრევა მაგრამ ჩემი კაცის შვილს არ ესმოდა.სასო წარკვეთილმა თაბაგარს გავხედე,აზრზე რომ მოსულიყო და დატრიალებულ სცენას ისეთი სახით უყურებდა წამით მეგონა ფეხებზეც კი ეკიდა ვინ,ვის დაასისხლიანებდა.
-გააკეთე რამე!
-მიუშვი,ორი ცხოველის ჩხუბში სი*რი თუ ჩაერევა.
-გეგი!
-ფეხებზე სოფია...რომელს მივცე პადეშკა შენ რომ არ გეწყინოს?-ირონია გაურია ხმაში და ზურგი ისე შემაქცია და გამოვშტერდიი!!!
არ ვიცი ვინ იმარჯვა,ვისუფრო მეტი მოხვდა ვის ნაკლები მაგრამ ფაქტია სიტუაცია დარრგულირდა.ბაჩომ გვერდით გაიყვანა ჩემი გმირი დეიდაშვილი მე კი არცერთსი დანახვა არ მინდოდა...მომბეზრა,კისწრში მქონდა ამოსული და ვერც ვიტანდი ესეთ ცხოველივით მოქცევას.ერთადერთი რაც მინდოდა მათგან გაქცევა და ამ ყველაფრის დროებით დავიწყება იყო...ამიტომ ბევრი არც მიფიქრია ზურგი უსიტყვოდ ვაქციე დღის გმირებს და გოგოებთან ერთად დასალევად წასვლა გადავწყვიტე.
დავლიეე?!
დალევა აღარც ერქვა...ვიტირე,ვიცონე და ისტეტიკის გამომხატველი რაც კი რამე ფოტმა არსებობდა მგონი ყველაფერი დამემართა.მერე ფეხ არეული დიდხანს მივდიოდით თოვლში,სახლში შესულს კი იმაზე მეტად მინდოდა ავსულიყავი და მძინარე თაბაგარი მენახა,იმდენად მინდოდა უბრალოდ დამენახა,მისი სურნელი მეგრძმო.ძვლები მტკიოდა,თითის ბალიშები შეხების სურვილისგან მეწვოდა და ამ ყველაფერს ალკოჰოლიც ამძაფრებდა.ღმერთო ტირილამდე,კივილამდე და სუნთქვის შეკვრამდე მინდოდა უბრალოდ მწნახა.იქნებ ზუსტად ეს იყო მიზეზი და ჩემი სიმთვრალე მმატებდა გამბედაობას ხელის კანკალით რომ შევაღე მისი საძინებლის კარები და ვნატრობდი იქ არ დამხვედროდა ის სცენა რაც წლების უკან...მის საწოლში წყელი ხელოვნუტი ქერა ნათია.ჩაბნელებულ.ოთახში ოდნავ ღრიჭოდ რაჩემილი ფარდიდან ეხოს განათების შუქი შემოდიოდა და გარკვევით ვხედავდი საწოლს სადაც მხოლოდ ერთი სხეული იწვა.მთლიანი ოთახი ჩემი საყვარელი სურნელით გაჟღენთილიყო და მისი მშვიფი სუნთქვა ისე გარკვევით მესმოდა მთელი სხეული ამიდუღდა. ფეხ აკრეფით მივუახლოვდი და რამდენიმე წამის განმავლობაში დავჩერებოდი ზემოდან.

-გეგიი...-საწოლზე მუცლით მწოლიარე თაბაგართან დავიხარე და შეთქმულივით დაბალი ხმით დავუძახე.არ გატოკებულა,ხელები ბალიშისთვის შემოეხვია და მშვიდად ეძინა.
-გეგი...
პასუხი არაა
-გეგიიი!!!
-რააა?!-ჩემს ღრიალზე ღრიალით მიპასუხა და საწოლიდან ისე ფეთიანივით წამოხტა, ლამის გული გამისკდა.-რაა? რააა? რააა? რა ჯანდაბა გინდა სოფია?
-ისევ მებუტებიი?-ტუჩები დავბრიცე და ძილიდან გამოფხიზლებულ თაბაგარს ნაცემი ლეკვის თვალებით შევხედე.
-გოგო,ჯანმრთელად ხარ? რომელი სააათია?
-რატომ მიბრაზდები?!-ჩემსას ვა წვებოდი.
-სოფია-სახე მოისრისა და წინ გადმოხრილი სახეზე დამაკვირდა.-რა დალიე სოფია?
-რა დავლიე?-თავი უკან გავწიე და ქვემოდან ავხედე.
-მერავიცი რა დალიე?
-რატომ მიბრაზდები?-ჯიუტად ვაგრძელებდი,რა მათქმევინებდა ყველაზე ბანძი არყით რომ გამოვთვერით გოგოები და ეხლა ისე სასწაულად მასლოკინებდა.
-გოგო რა სუნი გაქვს, რა დალიე?
-"რასტვარიწელი"-ცხვირი ხმაურით მოვიწმინდე,რაღა აზრი ჰქონდა თავის შეკავებას გამფაქტეს.
-წადი დაიძინე!-აშკარა იყო ისევ ბრაზობდა და თავიდან მიშორებდა. თვალი ამარიდა და სასწარაფოდ გადაიცვა მოკლე მკლავიანი მაისური.რადგან დააფიქსირა რა კაცის უნახავივით მივჩერებოდი მის შიშველ ტორსს მაგრამ მისი სიშიშვლე კი არ იყო ჩემი გაშტწრების მიზეზი არამედ თეძოებზე დახატული ჩემი თითები.ისევ რომ.თავის ადგილზე იყო და არ მოეშორებინა.პოტი გამიშრა და ნერწყვი ლამის გადამცდა.მართალია გვიან მაგრამ მაინც მოვედი აზრზდ და ისევ უაზროდ ავბლუყუნდი:
-გეგი,რატომ მიბრაზდებიი?
-შენ იმ თოლიასთან სიყვარულობანას თამაშმა სულ გაგაფრენინა ხოო...
-ჩემს რეზიკოს თოლიას ნუ ეძახით!-თითი გაფრთხილების ნიშნად სახესთან გავუბზიკე და გვარიანად დავასლოკინე.
-ჯანმრთელობა.-შეეცადა არ გასცინებოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.
-მეორედ რეზიკოს ესე აღარ შეურაცმყოთ...
-საბანი დააფარე, არ გაგიცივდეს.
-არც გაცივდება,ჩემნაირი გოგო ჰყავს-ცხვირი ნიშნის მოგებით გავბზიკე და წონასწორობის დასაცავად კარგი ძმაკაცივით საწოლის თავთან მდგარ ტუმბოზე ჩამოვდე !
- დედამ არ გაგიგოს გაგიჟდება ხომ არ გავიწყდება ვისი საცოლეც ხარ-სიცილის შეკავება არც უცდია.
-არც ის მავიწყდება ძალით რომ შემომეტენე...რა ნასიამოვნები კნუტივით ჩაწექი ბებიაჩემის გაკეთებულ ბაჟეში და მამაჩემის საძმაკაცოს სადღეგრძელოებს სიამოვნებით იტაცებდი...მოკლედ ბატბარობას მე დაგაპურე.
-მაყვედრის...-თვალები აატრიალა და სიგარეტს მოუკიდა აშკარად მშვენივრად ვართობდი და მეც დებილი ვიყავი რაა.-შენ თუ შეგიძლია საქმროს ერთი ულუფა დააყვედრო...
-არ გაყვედრი...უბრალოდ ხაზს ვუსვამ რა ოჯახში აპირებ შემოკვეხებას...შენისთანა ყავა წრუპიების გაზრდილი კი არ ვარ.
-სადედამთილომ არ გაგიგოს თორემ რძლობის სტატუსის მიღებამდე დაგიწუნებს...
-დაახვიე რაა...იოცნებე შენი ცოლი რომ გავხდე...-გავბრაზდი ამ თავდაჯერებული იდიოტის მოსმენისგან და საჩვენებელი თითი ჩემსკენ დახრილს ისე გავუბზიკე ცხვირის მიმართულებით ლამის მარჯვენა თავალში ვატაკე.ისე ახლოს იყო და მითვალიერებდა სახეს რაღაც მომენტში დერმატოლოგი მეგონა და ველოდი როდის მეტყოდა აკნე გაქვს და პრიშიკები გაყრიაო.
-არ ვოცნებობდი და ჩემი საცოლე ხარ...რომ ვიოცნებო მინიმუმ აქვე გაშიშვლდები...
-ღმერთო როგორ გიჭირს ქალებში...-მაზოლზე ფეხი დავაჭირე და თან შეფარვით გავახსენე,გრძელფეხება სლავთან წამოწყებუი მისი წარუმატებელი მცდელობა...პრინციპში მე რომ ჩავუშალე ფლირტი და ბოლოს მას დავაბრალე.
-სიამოვნებით გაჩვენებდი ჩემი წარუმატებელი სექსის გაგრძელებას თან პრაქტიკაში მაგრამ ისე საშინლად ყარხარ იაფფასიანი არყის სუნით გეთქვა ფული თუ არ გქონდათ და რამე ნორმალურს დაგალევინებდით.-გაბრაზდა.
-ეგღა მაკლია შენ იცინოდე ჩემს მდგომარეობაზე.-ჯანდაბა,გამახსენდა რა სასურველი იყო ეს ნაგავი ჩემთვის და ამას დამატებული მისი შიშველი სხეულიც ტომ ნანახი მქონდა და მეტიც იმაზე შორს ვიყავი წასული ვიდრე წარმოიდგებდით მთვრალი გონება უკვე საგანგაშოდ უბერავდა ჩრდილო დასავლეთიდან და ნამდვილად დრო იყო იქაურობას ამაყად გავცლოდი სანამ სულ დავკარგავდი თავმოყვარეობას და იმაზე მეტს ვიტლიკინებდი ვიდრე შემეფერებოდა.
"აბა ფოფოო!მაგრად დადექი დაო და ოთახიდან აორთქლდი!"ცინიკურად შემოჰკრა ხელი ხელს ჩემმა ქვეცნობიერმა და მეც ტუმბოდან ავწიე თუ არა ჩემი ღირს შესანიშნავი ყველანაირად ვეცადე ფეხი არ ამრეოდა. დიდი ბოდიშით...ისე კარგად მაქანავებდა თავი აკვანში ჩაკრული უდღეური ბავშვი მეგონა და ჩემი წარუმატებელი სამი ნაბიჯით გახალისებული თაბაგარის ქირქირი იავნანად ჩამესმოდა.
-ჩემთან ხომ არ დაწვებოდით ძვირფასო!-ნაგავიიიიიიი.თითქმის კარამდე ვაჟკაცურად მისული უკან რაღა ჯანდაბამ მომაბრუნა მეტიც

აბაზანისკენ სიცილით წასულს ისე ავედევნე კუდის ქიცინიღა მაკლდა და ერთგული ლეკვი ვიქნებოდი.
-ითხოვ რომ გლეწო ხო?-გიჟივით გამეცინა და მომღიმარს თითები პირდაპირ ცხვითან ავუთამაშე.
-გახვალ თუ აქ აპირებ დარჩენაას?-კარგად ერთობოდა.-არა,პრობლემა კი არ მაქვს მაგრამ...შენ არ იგრძნო თავი უხერხულად
გამომწვევად გამიცინა და თავს ზემოთ ისე უცებ გადაიძრო ზედა, მისი შიშველი სხეულის დანახვისგან კიდევ ერთი ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა.
-ჯანმრთელობა...-ზურგზე ვითომ შეშფოთებული სახით ხელისგული დამიტყაპუნა და უარესი გააკეთა.იმდენად ახლოს იდგა ლამის ცხვირის წვერით მის მკერდს ვეხებოდი,ეს სურნელი....ჯანდაბა სოფია, შარს რატომ ეძებ ყოველთვის?
სასო წარკვეთილი ჩავეკითხე საკუთარ თავს და უკან დავიხიე,მაგრამ ხელსაბან ნიჟარამ ამის საშუალება არ მომცა.
-თუ გაიწევი გავალ...-ამოვიბლუყუნე და უკან დაიხია თუ არა გასხლტომას შევეცადე.მოესწრო შარვლის პირველი ღილის შეხსნა და ოდნავ ქვემოთ დაწეული, ისე პროვოკაციულად ედგა თეძოზე თვალი ავარიდე.რატომ იწვა შარვლით საწოლში?მეტი რა კოთხვა უნდა დაგებადის მთვრალ გონწბაშიი?!არაფერი ჩემგან სხვას რას ელოდით?
-შეგიძლია დარჩე,კი არ გაგდებ...
-ოცნებებს შეეშვი გეგი...
-არ ვოცნებობ...-თვალები სიცილით აატრიალა და ის იყო აბაზანიდან გავარდნას ვაპირებდი ზუსტად კარის ზღურბლთან რომ დამეწია,მარჯვენა მკლავი მუცელზე შემომხვია და იატაკიდან ბუმბულივით აფრიალებულს სანამ აზრზე მოსვლას და წამოკივლებას მოვასწრებდი,თავზე ცხელი წყლის ჭავლი მესხმებოდა.ის ის იყო წყლისგან დანისლული თვალებით გავარჩიე როგორ დამისველდა ტანისამოსი და შიშველ მკერდზე გამომწვებად მიმეტმასნა ჩემი ზედა მთელი სხეულით მომაწვა და კედელზე მიმწყვრდეულს ზემოდან დამხედა ტუჩებზე ათამაშებული ღიმილით.
-რას აკეთებ?შეიშალე?.-მკერდზე ხელებით მივაწექი მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი.-გეგი
-ერთად ვიღებთ შხაპს...
-გეგი...
-ცოტა ხნით გაჩუმდი!
-გამატარე!-ისევ მივაწექი.
-მორჩი ფართხალს!
-გამატარე,დაყრუვდი?
-ასე ხომ?ეხლა მე და შენ ცოტას გავერთობით...-თვალი ჩამიკრა და სხეულზე მოტმასნილ ზედაზე დამწვდა.-ნუ ფართხალებ,აწიე ხელები!
-შემეშვი!-ნერვებს აყოლილს ცხელი წყლის მიუხედავად ისე მაკანკალებდა,კბილს კბილზე მაცემინებდა.ერთიანად გამოვფხიზლდი და გონებაში წითლად ამენთო განგაშის ნათურა-გეგი გთხოვ...
-არაფერი არ ხდება...უბრალოდ ზედას ვიხდით.კარგი რაა...ჩემი გცხვენია?-ისეთი ტონით მითხრა თითქოს ყოველ დილით მის საწოლში შიშველი ვიღვიძებდი.- მოეშვი...
-არ შემიძლია...-ხმა გამიტყდა, ცოტაც და ხმამაღლა ავტირდებოდი.
-შეგიძლია,ხელები ასწიე-არ ეშვებოდა ჩემს სველ ზედას რომელიც თავს ზემოთ მაინც გადამაძრო და იატაკზე უდიერად მიაგდო.შიშველ მკერდზე მიყურებდა და არც კი ცდილობდა შეხებას.უკვე ატირებულს თმაზე ფრთხილად გადამატარა თითები და ტუჩები შუბლზე მომაწება.
-ჩემო სიცოცხლე...-ამოიჩურჩულა ხმა ჩახლეჩილმა და ხელები ჩემს თავთან კედელს მიაყრდნო.სუნთქვა შემეკრა და ერათიანად ათრთოლებული წინ გადავიხარე,შუბლით ნიკაპზე დავეყრდენი და გაუაზრებლად შემოვხვიე წელზე მკლავები.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე უძრავად,რამდენ ხანს მესხმოდა თავზე წყალი და რამდენ ხანს ვსუნთქავდი მის სურნელს.ჩემს საყვარელ სურნელს.
-დაბრუნდი რა...-ხმა საერთოდ შესცვლოდა.თავი ავწიე და ზემოდან დაჩერებულს თვალებში დავაკვირდი.სეთი გულწრფელი მომეჩვენა სუნთქვა თავიდან გამიჭირდა.
-სოფი...
არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.ვიდექი გაყინული და საკუთარ თავში არეულ ფიქრებს ვემორჩილებოდი,გრძნობებს და ემოციებს ოკიანის ტალღებივით დაუნანებლად რომ მივლიდა მთელს სხეულზე.თითები ფრთხილად დევახე წვერიან ლოყაზე და ამწვარი ცხვირის წვერის გამო ცრემლებმა კიდევ ერთხელ მიღალატა.
ჯანდაბა,რა მტირალა ვარ.
-შენ ხომ შემპირდი რომ არასდროს მომცემდი უფლებას შენს გარეშე მესუნთქა?
-მე არ დაგპირებივარ!
-მაგრამ მე გთხოვე...
-ათი წელი გავიდა გეგი
-და გგონია ვსუნთქავდი?-ყბის ძვლები დაეჭიმა და თვალები ისე ჩაუწითლდა ვამპირს მოგაგონებდათ.-უბრალოდ დაბრუნდი!
-ტყუილად გგონია რომ ჩემებს მოეწონე..ტაქსის მძღილი სიძის კანდიდატურამ დიდად ვერ აღაფრთოვანათ-უეცრად გამეცინა მხარზე შუბლით მივეყრდენი.
-ვიტყვი რომ მოსახდენი უკვე მოხდა და უკან არ წაგიყვანენ.-თავადაც გაეცინა.-დღეს ჩემთან იძინებ.
-არ შეგრიგებივარ...
-დიდი ამბავი,უბრალოდ გავდივართ და ვიძინებთ.ზომ არ გინდა ნათია დაბრუნდეს ჰოდა შენ წვები ჩემთან
-ნუ მაშანტაჟებ!-ბუზღუნით ვიმშრალებდი თავს.-ჩემს ზედას გათხოვებ
-წავალ და ცემს ტანსაცმელს ჩავიცვამ.
-ჰო,იმ.ჭკვაზე ვარ ოთაციდან გაგიშვა და შენც დაბრუნდები-გაეცინა და ტანზე შემოხვეული პირსაცოცის ზემოდან თავისი მაისური


ჩამომაცვა თავზე და მეც სხვა რა გზა დანრჩენოდა მორჩილი ბავშვივით გავუყარე მკლავები.
-აბა,ბაბუ პირდაპირი რეისით საწოლში-ცალი წარბი ამიწია და საწოლისკენ შეტრიალებულს საჯდომზე მომცხო ხელი.კი მოვიღუშე და ერთი გაფიქრება კამათიც კი გადავწყვიტე მაგრამ სასმელს და ცხელ წყალს კისერი ისე მოეწყვიტა ჩემთვის არც ის მადარდებდა თაბაგარი ხელწბს რომ მიფათურებდა,არც ის მის საწოლში რომ ვაპირებდი დაძინებას და არც იიიის ჩემს გვერდით რომ იწვებოდა მთელი ღამით.არაა ეგ მადარდებდა თან საშინლად,ჩემი წოლის ამბავი რომ ვიცი დილით აუცილებლად ჩემს მის სახეზე დაფარებული მკერდით გავიღვიძებდი,ან ფეხებს დავაწყობდი ზემოდან და უკეთეს შემთხვევაში ამ შამფურივით ტრიალში შეიძლება იატაკზეც კი მოედინა ზღართანი ჩემს სტუმართმოყვარე საწოლის თანაზიარს.
-წესი ნომერი პირველი:-საწოლშე შემდგარი მისკენ ტემონსტრაციულად შევტრიალდი და მომღიმარს ბრაზიანი მევალესავით დავუბღვირე.-ეს საბანი ჩემია,წესი ჯომერი ორი:არ ვარღვევთ ერთმანეთის პირად სივრცეს,არ ვართმევთ ბალიშებს და ნომერი სამიიი...არ ვუფათურებთ ხელებს,არ ვეხუტებით და არ ვცდილობთ დექსუალურად შევიწროვებას.
-ანუ ეგ მესამე წესი საკუთარ თავს დაუდგინე?-ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა თაბაგარმა.-მოკლედ ეხლავე ჩამოვყალიბდეთ რა...ეს საწოლი ჩემია,ბალიშიც და საბანიც...მადლობა მოიხადე დროებით რომ გიკედლებ.
-ანუ რადგან დროებით მიკედლებ მე უუფლებო ვარ?-თვალები დამიმრგვალდა.
-ნუ,მთლად მაგაში არ არის საქმე მგრამ...სადღაც მაგაშიც არის...
-ნუ საუბრობ სხვისი ბანძი ტერმინებით...
-ოუფ...თქვა თავადის ქალმა..
-კი თავადის ქალი ვარ,ზედმეტად ზრდილობიანი,განათლებული და ლამაზიც...-ბოლოს ისე გავინაზე გეგონება პატარა გოგონა ვიყავი პეოლებიანი კაბით და ყველას ყურადღების მიქცევას ვითხოვდი.
-აღვფრთოვანდი…
-თუმცა არ იმჩნევ...თითქოს ტყუილია-უეცრად მეწყინა და კისერში სპაზმებად მოჭერილ ცრემლებს ვეღარ გავუძელი და გასაქანი მივეცი.
-მეე?!-ისე შეიცხადა ნამდვილად იმსახურებდა ერთ ოსკარს.-არ გცხვენიაა?!
-უნდა შემრცხვეს?-ამოვიტირე მთელი გულით.-რატომ უნდა შემრცხვეს?არ ვიცოდი სიმართლის თქმა თუ სირცხვილი იყო...
-ღმერთო...შენ სულ მთვრალი უნდა იყო...-გაეცინა და ჩემსკენ ისე გამოიწია მეგონა ჩამეხუტებოდა მაგრამ უკაცრავად?-საბანი ასწია და თვალით მანიშნა დავწოლილიყავი.-დღეისთვის საკმარისია.
-ვერ გიტან...-ცხვირი ისეთი ხმაურით მოვიწმინდე ფხიზელ გონებაზე შემრცხვებოდა.
- ერთი საათის უკან შემთხვევით მე ხომ არ გეხუტებოდი?-ირონიოს დაფარვა არც უცდია.
-მციოდა იდიოტო...თან თუ გავიცსენებთ შენ გამომიწვიე
-შენ სულ გცივა...მოდი უნდა გაკოცო.-გამიცინა და ისე გაშალა ხელები ეგონა მკლავებში ჩავუვარდებოდი თუ რა?იდიოტი.
-ხო, მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად...კარგად კოცნიდი ვიღაც გრძელფეხებას...
-გული დაგწყდა?-ისევ იცინოდა და მინდოდა მომეკლა.-რაც ჩამოვედი "რეზიკოს" არ ცილდები გვერდიდან...მე არ მაქვს უფლება ვინმეს შევხედო?
-როდის ვკოცნი?-უცებ ვიკივლე ნერვებ მოშლილმა ეს რა მეჯიბრებოდა?
-კოცნის იქით მაინც არ წავსულვართ...რადგან როგორც ყოველთვის შენ ჩაერიე.
-ეხლა მეჩვენება თუ გული გწყდება?-წარბები შევკარი და დაფარებული საბანი გადავიხადე.-უნდა დავლიო,მინდა რომ დაგლოცო..იქნებ გამიმართლოს და მომავალ წელს გაქრე ჩემი თვალთახედვიდან.
-შენ გადმობარგდი ჩემს ოთახში...
-ბოდიშიი?! მე მივდიოდი მაგრამ არ გამიშვი...აბა რა გინდოდა?!ის ნათუშკები შემოსახლებულიყო?თვალ ყურს გადევნებ...
-როგორ მიფრთხილდები-ისევ გაეცინა და საბანი ისევ ფამაფარა-ჩემს გვერდით უნდა დაიძინო შენ კი გათიშული მთვრალი ხარ ...ვერ ვიტან სასმლის სუნით გაჟღენთილი ქალები რომ მეხუტებიან....
-საერთოდ არ ჩაგეხუტები და იატაკზე დაიძინებ-გულდაწყვეტილმა ამოვიტირე.-ესეიგი გეხუტებიან ხოო
-მე რატომ?-შეიცხადა.-ჩემს ოთახში ხარ პატარავ...და კიი...სამწუხაროდ მეხუტებიან
-შენ ვერ მიტან...-თითი ცხვირთან გავუბზიკე და ნიშნის მოგებით გავუცინე.-იატაკზე იძინებ!
-ვატყობ მომიეწვს შენი დალევის და ძილის გრაფიკის გაკონტროლება.მოდი,დაიძინე ხოო
-არ მეძინება...-გავჯიუტდი და მისი ხელი დავაიგნორე.რომელიც საწოლში დაწოლისკენ მიმითითებდა
-დაწექი სოფია!-ისეთი ტონით მითხრა როგორც სამი წლის ბავშვს კეთილმა ბიძიამ.
-ამ ახალ წელს რას მჩუქნი?-სიტყვა ბანზე ავუგდე და თვალები ავატრიალე.
-ცეცხლოვან ღამეს-ხმამათლა გაიცინა.-გინდა?
-არა მადლობა...ძალები ნათუშკებისთვის შემოინახე.ერთი სული აქვს თავის რვა ზომა ძუძუებს თავზე როდის დაგაწყობს.
-მე შენი მკერდი მომწონს...
ისე უშუალოდ მომახალა გავშეშდი.ნერწყვი გადამცდა და ლამის დავიხრჩე ისეთი ხველა ამივარდა.
-რა სასაცილო ხარ როცა წითლდები...
-მოდი დავლიოთ-თემა ისევ შევცვალე.
-გალოთდები პატარავ...-სავარძრლში ჩაეშვა და თვალი გამისწორა.-კარგი...მოდი დავლიოთ თან ვითამაშოთ...
-ეს გახდაზე თამაში ძალიან ბავშვური ხო არ არის?
-ეგ არც მიფიქრია-უეცრად ახარხარდა.-მაგრამ კარგი იდეაა...
ისე შრმრცხვა გავწითლდი,საკუთარ თავს ვწყევლიდი ეს რამ წამომაროშონათქო.
-მოდი, ფორას მოგცემ და ჯერ მე გავიცდი-არ წყვეტდა სიცილს.
-მორჩი ბოლოს და ბოლოს....-საწოლიდან წამოვხტი და სასწრაფოდ თუ არ გავიდოდი ოთახიდან უკვე ნერვები დაწყვეტაზე მქონდა.მისი სიახლოვეც ნორმალურად აზროვნების უნარს მაკარგვინებდა და მიუხედავად იმისა რომ ამ ემოციებს თრობას ვაბრალებდი მაინც ვერ ვიყენებდი პულსაციას ნორმალურ მდგომარეობაში.
-მოდი ჩემთან!- მისმა სიტყვება ადგილზე გამყინა.
-სოფ...მოდი ჩემთან.-ხმა შესცვლოდა და დაბინდული მზერით ისე მათვალიერებდა შეხების გარეშე მეწვოდა მთელი სხეული.-კარგი,მე მოვარ...
სავარძლიდან წამოდგა და ჩემსკენ დაიძრა,ნელი შემპარავი ნაბიჯებით ამცირებდა მანძილს და სუნთქვაც მეკვროდა.არ ვიცი როგორ მოახერხა ჩემნა ფხიზელმა ქვეცნობიერმა წამებში მოეხდინა რეაგირება და ადგილს მოწყვეტილი ისე გავვარდი ოახიდან თაბაგატის ხარხარი გამომყვა ფონად.
-მშიშარა ხარ სოფია....
-დაეგდე და მარტო დაიძინე-ნიშნის მოგებით შევუღრინე და ჩემი ოთახისკენ შიშველი ფეხების ტყაპუნით გავვარდი.

********
საშინელ ნაბახუსევზე გავიღვიძე და ერთადერთი რაც მინდოდა სრული სიწყნარე, გამაყუჩებელი და ძილის შებრუნება იყო.თუმცა ესე როდის მიმართლებდა ცხოვრებაში ეხლა რომ გამმართლებოდა?ჯერ საბანი წავიფარე სახეზე და ამოვიზმუვლე,მერე ბალიშით ვცადე პირველი სართულიდან ამომავალი ხმაურის დაიგნორება, ბუმბულის ბალიშით(თან ბატის)ხაზი გაუსვა სახლის მეპატრონემ როდესაც ჩამოვედით...სულ ახალი თეთრეული და ბატის ბუმბულის ბალიშებიაოო...ნაკლებს როგორ ვიკადრებდით დიდგვაროვნები?!შემდეგ ტელეფონი აზმუვლდა და სავარაუდოდ თავზე ხელ აღებულ შვილებზე დარდით გაჭაღარავებული ნინო რეკავდა.არ შევმცდარვარ...მე ხომ იშვიათად,ან საერთოდ არ ვცდები?!სისხლით კავშირი რამდენს ნიშნავს?გეგონება სუნით გრძნობს ქალბატონი ნინაჩკა, როდის ნაბუხუსევზეა მისი შვილი და როდის აპირებს გამოთრობას.თუ არ ვუპასუხებდი თავს მაინც არ დამანებებდა და რაც მალე მოვიშორებდი მით უკეთესი.ვუპასუხე:
-სოფიაა...
რა აკივლებს ამ ქალს ვერასდროს ვიგებ.
-სად ხარ აქამდე ასჯერ დაგირეკე...
სიცრუე.
-რა ხდება დედიკო?!-შეძლებისდაგვარად დავიშაქრე და სახე უარესად დამემანჭა, რადგან ყბები ისე მტკიოდა მეგონა ტაისონთან ვისპარინგე და გვარიანად მომდო.
-რას აკეთებთ დეე?!
აი, მსოფლიოში ყველაზე უაზრო კითხვა..დილის რვა,ცხრა...უიიი თერთმეტ საათზე რას აკეთებს ლოთად წოდებული შვილი?!
-გოზინაყს დეე....-ისევ გავიკრიჭე უბედურად.
-მართლააა?!-ისე შეიცხადა თითქოს მართლა ხელიდან წასული ვიყავი და კარგი ჰოო,მართალია კვერცხის შეწვის იქით მართლა არაფერი ვიცოდი მაგრამ კარგი რა დედააა....
-კი და იცი რა გემრიელი გამოდის?!-მივაწექი პირველ ჩვენებას.
-ერთი მანახა შენი გაკეთებული გოზინაყი და მერე თუ გინდა ნუ გათხოვდები.
დედაა...როგორ ვისწავლო მხოლოდ იმიტომ გოზინაყის გაკეთება რომ აღარ გავთხოვდეე?!მღლიააან.
-შენ თუ ჩემი გათხოვება არ გინდა პირდაპირ თქვი ნინაჩკა რა შორიდან მივლი?!-შევიცხადე ვითომ ძალიან განაწყენებულმა და საწოლში გავსწორდი
-კარგი რა დედი არ გცხვენიაა?-ძალით გაიკრიჭა ქალბატონი ნინო და რაღაცის სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ მოულოდნელობისგან ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან და იმხელა წამოვიკივლე სავარაუდოდ მშობელ დედას ჩემი ამ ქვეყნად მოვლენის სანააცვლოდ გვარიანი პატივი ვეცი და ყურის ბარაბანი გავუხეთქე.საწოლის მარჯვენა მხრიდან რაღაც გადმოტრიალდა,არა ვიღაც და სულ მალე ძლიერი ხელიც მომეხვია საბნის ქვეშ წელზე.
-რა მოხდა დედიკო?!-შეჰკივლა ჩემს კივილზე ნინომ და წარმოვიდგინე ათასგვარი საშინელება წარმოიდგინა.როგორ გადმოვარდა ტაფა ქურიდან,დამეცა ფეხზე ან ადუღებული თაფლი პორდაპირ სანაქებო მკერდზე გადავისხი,ან უარესი ნიგვზის დაჭრის დროს თითიც წავიჭერი და დავრჩი ეს ლამაზი გოგო ოთხ თითა.მერე ჩემმა მზერამ როგორც იქნა გარკვევით გაარჩია ვიგინდარა თაბაგარის ბავშვივით მშვიდი სახე,დაბერილი ტუჩები და არეული თვალები, რომლითაც ქვემოდან შემომყურებდა და წარბები ისე უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა სავარაუდოდ ბრაზობდა რომ გავაღვიძე.არა გაღვიძებაც ხომ არის და გაღვიძებაც?საბანზე დავარდნილ ტელეფონს დავავლე ხელი და მეორე ხელი მკერდზდ მივიჭირე.
-სოფია, რა ხდება გამაგებინე....
-არაფერი დედა გადავრჩით....-ძლივს ამოვიბლუყუნე და ისევ თაბაგარს დავხედე.-ტელეფონი დამივარდა.
-შენ გაგისკდეს გულიი...როდის უნდა დაჭკვიანდეე!-მომაკივლა ნინომ და ტელეფონი გათიშა,მე კი ადგილზე გველნაკბენივით შევხტი და პირდაპირ თაბაგარს დავაცხერი სვავივით.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
-რა გაკივლებს დილიდან?-ამოიბუზღუნა და ისე გაიზმორა თითქოს საკუთარ საწოლში იწვა.
-გეგი აქ რა გინდა?
-უღრმესი მადლობა სოფია,მეტს რას უნდა მოველოდე შენგან?
-რას როშავ?
-ხო მადლობის მაგიერია,მთვრალი მარტო არ დაგტოვე,ცუდად არ გახდესთქო...თან გციოდა და გაყინვასაც გადარჩი.
-ისე ლაპარაკობ ეჭვი მაქვს მადლობას ელოდები.
-კარგი არაუშავს..სიკეთე იმიტომ არ გამიკეთებია მადლობას რომ ველოდებოდე.
-ნერვებს მიშლი!-ამოვიღრინე და საწოლიდან ასადგომად მოვემზადე.
-ძილში რა საყვარელი ხარ?-ისიც აცურდა უკან და საწოლის საზურგეს მიეყრდნო,ხელები კი მკერდთან გადაიჯვარედინა და ჭერს ისე მიაშტერდა თითქოს რაღაცას ეძებსო.-მშვიდი,კომფორტული ნახევარი ღამე ჩემთან კი არა ჩემზე გეძინა და ხელებსაც ისე მიფათურებდი ფაქტიურად ნამუსი ამხადე.
-მოკეტე!
-კიდევ კარგი ვაჟიშვილი არ ვიყავი თორემ ვინ მიმიღებდა ოჯახში?-აგრძელებდა ღლიცინს და მისი ხმა ისე ჩამესმოდა გეგონება თავში უხილავი ხელი დიდ ჩაქუჩს მირტყამდა.
-შენს ხმაზეც კი ტოქსიკოზი მეწყება.-ამოვიღრინე და საფეთქლები დავიზილე.
-ხოო?!-ცერად გადმომხედა და ცალ ყბად ჩაეცინა.-ვფიქრობ ერთ ღამეში მოხდებოდა ეგ ამბავიი...
-ეგეთი მაგარიც არ ხარ რა

-რა გახსოვს როგორი ვარ-ნიშანი მომიგო და გაეცინა.-ცხოვრებაში ერთი კაცის იქით არ გაგიხედია და ის ერთიც მე ვიყავი...
-ხოდა მიტყდება ეგეთი ჩამორჩენა.
-აი ხედავ?უკვე წინ წავიწიეთ..დროა პრაქტიკულ სვარჯიშოებზე გადავიდეთ.
-არავინ გაძლევს?-ისეთი დამცინავი ხმით ვუთხარი წესით უნდა ეგრძნო ძაან რომ შემეცოდა.
ისეთ ხმაზე ახარხარდა სჯობდა ისევ წინანდელივით უაზროდ ეზუზუნა.
-ვგიჟდები "კინკლაობა"მაგრად რომ გამოგდის
-რა გამომდის?
-წვინტლი არა...აი, ის მეორე.რა მძიმე ბავშვობა გქონია რაარის...-ისევ ხარხარებდა.ავადმყოფია ეს უბედურითქო კი ვიფიქრე მაგრამ მეც გამეცინა.
-დაახვიე ჩემი ოთახიდან და ნუ რუზრუზებ...თავი მტკივა.
-აბა რომ ჩამოიმხე თავზე ლოთი ზაურასავით სამ ლარიანი გომი რა გეგონა?!
გამახსენა წინა ღამის სანაქებო საქციელი.
-გამოგიყვანდი ნაბახუსევზე მაგრამ არც ისეთი კეთილი ვარ-უეცრად წამოჯდა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ადგა საწოლიდან.ჩემდა გასაკვირად ტანისამოსით იწვა რაც ნაკლებ სავარაუდოს ხდიდა მის ნაბოდვარს, თითქოს მთელი ღამე ჩემს საწოლში გაატარა.
-ნუ მიყურებ მშიერი თვავალებით-ჩემსკენ შემობრუნებულმა თვალი ჩამიკრა და ხელით საწოლის თავთან მანიშნა.-ტკივილ გამაყუჩებელი და მინერალური წყალი მანდ დევს,დილით შემოვედი.
-მადლობა-ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე და მითითებული ადგილისკენ შევტრიალდი.ის კი ისე გავიდა აღარაფერი უთქვამს.წამალი დავლიე და დაველოდე როდის გამიყუჩდებოდა ტკივილი,შემდეგ კი კეთილი ვინებე და დაბლა ჩავედი.იქაურობის ცნობა გამიჭირდა,სამზარეულოში სრული მეორედ მოსვლა იდგა,გოგონები ისე ფუსფუსებდნენ თავი ფუტკრების სკაში მეგონა,ბიჭებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ,თაბაგარი კი არსად ჩანდა...დიდარ არც კი მიმიქცევია ყურადღება მისი ცინიკოსობის დილის ნორმა უკვე მიღებული მქონდა.სამზრეულოდან გამოსული სასიამოვნო სურნელი თავბრუს მახვევდა და კუჭი ისე მეწვოდა ცოტაც და აჯანყებას მომიწყობდა, ერთი ორჯერ კი წაიბუზღუნა ჩემმა დამ :
-შენ რა პრივილეგიით სარგებლობ თითს რომ არ ატოკებ,საჭმელად პირველი დაჯდებიო- მაგრამ ყური რომ არ ვათხოვე შემეშვა.ჯერ სოციალურ გვერდზე ვსქროლავდი უაზროდ იმდენი მისალოცი პოსტი და კომენტარი იყო მობეზრებულმა ავატრიალე თვალები და ტელეფონ მალევე მივაგდე სავარძელზე.მთელმა დღემ ისე ჩაიარა სასარგებლო არაფერი გამიკეთებია,არც ნერვები მომიშლია ვინმესთვის(თუ არ ჩავთვლით სალომეს ეგ თავიდანვე ნერვებ მოშლილი დაიბადა) არც თაბაგარი ჩანდა სადმე,საღამოს კი უკვე აგიზგიზებული ბუხრის წინ გაშლილ საახალწლო სუფრასთან ვისხედით დაბანილ დავარცხნილები და ახალი წლის შემობრძანებას ველოდებოდით.სუფრაზე მთელი წლის ნაშრომი ხვავი და ბარაქა გაეშალათ.სასმელი იყო სულო და გულო ისღა აკლდა როგორც სტაჟიანი ლოთი მხარ თეძოზე წამოვწოლოდი.ნახვის ხის ქვეშ საგულდაგულოდ დალაგებული საჩუქრები,საახალწლო სიმღერები და ჰაერში დატრიალებული მწვადის სურნელი...აი მაინც რა არის ეს ახალი წელი?მთელი წელი წვალობ,შრომობ მერე ერთი დღისთვის რომ გამოხარჯო მთელი ნაშრომი.შემდეგ იმ საჭმელს ერთი კვირა ჭამ,მოიშლი კუჭს...დაიმართებ ზაპოის...გაიღიზიანებ ნაღველს და ბოლოს იმდენ კილოგრამებს აკრეფ მთელი წელი რომ უნდები ფორმაში ჩასადგომად მომავალ წელს ისევ რომ გასუქდე.
-როცა ფული მაქვს სულ ახალი წელი არ არის?-თავში უაზროდ მიტრიალებდა ცოტნეს საყვარელი გამოთქმა და მეღიმებოდა ინტერნატის ბავშვივით.თორმეტ საათამდე ნელ ნელა დავიწყეთ გახურება და გვარიანი მოთელვის შემდეგ,უკვე კარგად მაძღრებმა და შეჭუკჭუკებულებმა ხმამაღალი ღრიალით დავითვალეთ ათიდან ერთამდე,ეზოში გასულები მიუხედავად ხვავრიელი თოვლისა მაინც ყურებამდე გაკრეჭილები ვუყურებდით ჰაერში გასროლილ მსხვილ კუპიურებს(ფეიერვერკს) უკან შემოსულები კი სანამ ქეიფს გავაგრძლებდით ნაძვის ხის ძირში დალაგებულ საჩუქრებს დავესიეთ.
-ხალხოო...სმენა იყოს და გაგონება-ბაჩო უკვე ტანკში იჯდა.-დაეყარენით ადგილებზე!ნუ გაატრაკეთ,სად გაიქცევა ეგ საჩუქრები?
დაგვტუქსა,გეგონება მისი გაზრდილები ვიყავით და ჩვენს მორჩილად დავუბრუნდით სუფრას.
-აი ამ ჭიქით სანამ ჯერ ცოტა აზრზე ვარ და სწორი კურსით მივდივარ,ჩვენს ლამაზ ქალბატონებს გაუმარჯოთ.
-ფეხზე ადექი,ფეხზე!
-მაცადე, რას მასწავლი !
-იზვინი ბრატ-ხელები დანებების ნიშნად ასწია ვაჩემ და გაეცინა.
-ჩვენს გოგოებს გაუმარჯოთ რა...ზუსტად ეს სილამაზე,სითბო და სიყვარულია ჩვენი ახალი წლის დადგომას რომ ალამაზებს.მომავლის იმედი,მათთან ერთად რომ გვაქვს და ტკბილი სიბერე.მაგრად მიხარია თქვენ რომ არსებობთ ტო!
ცოტა აურია მაგრამ მქუხარე აპლოდისმენტი მაინც დაიმსახურა.
-რა მაგარია ერთად რომ ვართ ეე...-ღვინო დაცალა და ბოლოს დააყოლა.
-მერე რაა რომ ზანთარია?
ჩვენ ერთად ვართ მთავარია.
საოცარი ნოსტალგიით ამოილაპარაკა და რატომღაც ჩემს გვერდით მდგარ ცარიელ სკამს გამოხედა.
თაბაგარის ადგილი თავისუფალი იყო...
შემდეგ კი ნება დაგვრთო კუთვნილი საჩუქრები გაგვეხსნა.ისეთი აჟიტირებულები შევესიეთ,თან სიცილით ვიგუდებოდით. ყველას გვაინტერესებდა ერთმანეთის საჩუქრები და ისეთი ოვაციებით ვხვდებოდით თურმე რა მცირე რამ სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის?ვუყურებდი გაღიმებული და ბედნიერებისგან კანში ვეღარ ვეტეოდი,სურვილი მქონდა ყველას სათითაოდ ჩავხუტებოდი და ხმამაღლა მეყვირა რამხელა ბედნიერება იყო მათი ჩემს ცხოვრებაში ყოფნა.როგორ მიყვარდნენ და რამდენად მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის...
-დროზე გახსენიი...-ადგილზე ცმუკავდა ჩემი გაბერილი და და ხელში შერჩენილ ჩემს საჩუქარს ისეთი მშიერი თვალებით უყურებდა დარწმუნებული ვარ რომ მიგეშვათ პარკიანად შეჭამდა
-აუ, რა არიის?-თავი წამოყო მანამდე ცოტა ხნით მიყუჩებულმა იაკომ და არც კი მაცადა წესიერად ყუთისთვის პარკის შემოცლა.მეც განგებ ვაჭიანურებდი და უარესად ვაწყვეტდი ნისკარტ მოცვეთილ თუთიყუშებს ნერვებს.ბოლოს როგორც იქნა დავაყენე საშველი და მოზრდილ ყუთს თავი ავხადე.
სასწაულიიიიი....
ყუთში არაფერიც არ იდო ერთი ფურცლის ნაგლეჯის გარდა,მათი დამრგვალებული თვალების შემხედვარეს მეცინებოდა,არადა უკვე ვხვდებოდი ვისი საჩუქარიც იყო და ისიც ვიცოდი ამ ფურცელს რომ გავშლიდი შიგნით ნორმალური არაფერი ეწერებოდა.ასი პტოცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ გეგი თაბაგარი ნამდვილად არ დამიწერდა რომანსს,ან თუნდაც უბრალოდ სასიყვარულო წერილს...უკვე მეცინებოდა.განგებ ზოზინით გავშალე ფურცელი და გაკრული ხელით ნაწერ რამდენიმე სიტყვას თვალი გადავავლე თუ არა ბოლო ხმაზე ახარხარებული ლამის სავარძლიანად გადავყირავდი.
"რა გინდა რომ გაჩუქო ამ ახალ წელს?"
იდიოტიიიიიი.....
-სად წაეთრა?-სული მოვითქვი თუ არა ჩემზე მოშტერებულ ცოტნეს გადავხედე.
-თბილისში.
-ადექი,მივდივართ.
ბევრი არც კი მიფიქტია ისე გადავკარი ბოლო ჭიქა და ფეხზე წამომდგარი რაზბორკაზე მიმავალი ჯეელივით გავიჯგიმე.
-სერიოზულად?!-სიცილით თვალები დააწვრილა ცოტნემ.თითქოს ამას ელოდაო და თან ვერც იჯერებდა...არადა ეხლა გამახსენდა მთელი ამ დროსი განმავლობაში თითქოს ამ წუთს რომ ელოდა და ერთი წვეთიც კი არ დაულევია.
-ჩამიყვანე და დაბრუნდი...
მთელი ბაკურიანი ნელი სვლით გავიარეთ და გამოვცდით თუ არა თოვლის ნასახიც არსად იყო ამიტომ ქალაქამდე ჩამოსვლაში იმაზე მედი დრო არ დაგვიხარჯია რაც რეალურად სჭირდებოდა.მთელი გზა აზრებს ვალაგებდი რა უნდა მეთქვა,ან თვითონ რას მეტყოდა?რას ნიშნავდა მისი ეს წერილი ან მელოდა კი საერთოდ?მერე საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი:- აი, ახალი დარდი თუ არც მელოდება გამოვბრუნდები და ისე წამოვალ ზედ არც კი შევხედავთქო.სასმელი ვენებიდან გამოსვლის მაგივრად ჯიუტად ტრიალებდა და იმაზე მეტად მაბრუებდა ვიდრე შემეფერებოდა.კუჭის თავთან ისე მეწვოდა კი არ ვიმჩნევდი მაგრამ მაინც ვნერვიულობდი...თან გიჟივით მეცინებოდა ჩემს საქვიელზე,მაგრამ ერთხელ მეც ხომ უნდა გამეფრინაა?ჰოდა ვაფრენდი...
სულ წინ და უკან ქანაობით ავაღწიე სასურველ სართულამდე და კართან ატუზულმა ზარი ეგრევე დავრეკე ,დაფიქრების საშუალება რომ არ მქონოდა რადგან შეიძლება ჩემს ფხიზელ ქვეცნობიერს ერთი კარგად გაველანძღე, გვარიანად გაესილაქებინა მთვრალი მესთვის და უკან სულ ძუნძულით წამოვსულიყავი.დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, მაგრამ მეგონა საუკუნე გავიდა. თავის შესაკავებლად კარის ჩარჩოს მხრით მივეყრდენი თუ არა საკეტიც გაჩხაკუნდა და აი ისიც..მთელი თავის დიდებულებით.ღმერთო,რა უნამუსოდ სიმპათიური იყო.გაკვირვებულმა შემომხედა და ისე უცებ მომიხურა ცხვირწინ კარები თვალები ლამის ბუდეებიდან გადმომცვივდა.კარმა გაიჯახუნა და ისევ გაიღო, თან ბოლომდე მოფრიალდა და ზღურბლზე ჩამდგარმა ისევ თავით ფეხამდე შემათვალიერა: მერე მთლიანი სახე გაებადრა,ჯერ გაიღიმა..მერე გაიცინა და ბოლოს ისე ახარხარდა მეც გამეცინა.
-ღმერთო, რა გიჟი ხარ...
-ცეცხლოვან ღამეზე რა აზრის ხარ?-ტუჩები სიცილით დამებრიცა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე.
-ვგიჟდები შენზე...
-გეგი, ვინ მოვიდააა?-ბინის სიღმიდან ხმაური ისმიდა, მერე კი ქალის ზედმეტად გადაპრანჭულმა ხმამაც გაიჟღერა.
-კურიერია მამიდა,ჩემი ცოლი მოიტანა...-სახეზე ხელები აიფარა, სიცილის ვერ წყვეტდა.
-მამიდაა?!
-ებიი...
-ღადაობ?!-ნახევარი ტანით შიგნით შევძვერი და გავოგნდიი...ბაღვაშების შემდეგ ვინმეს თუ შეეძლო ესეთი პომპეზური საახალწლო გაფორმება არ მეგონა...იარაღი იქვე დავყარე და დავნებდი.
-გინდა ლექსი წავუკითხოო?!
-ჩემთან სულ მთვრალი რატომ მოდიხარ?-ისევ გაეცინა
-შენ გამალოთე...-მხრები ავიჩეჩე და მის მხარს ჩამოვეკიდე.-ძვირფასო მამიდაა,როგორ ბრძანდებით...
დავიწყე თუ არა გამოთქმით, ხმაც ჩამიწყდა.თაბაგარს ჩემი სახე ხელის გულებში ჰქონდა მოქცეული და ისე მკოცნიდა თითქოს მთელი ცხოვრების დანაკლისს ეხლა ინაზღაურებსო.
-ახალ წელს გილოცავ სოფია...
-იცი რა მინდა რომ მაჩუქოო?-სუნთქვას ვერ ვირეგულირებდი, გული ყელთან მქონდა მობჯენილი და მის შუბლს მიყრდნობილი მჭიდროდ ვხვევდი კისერზე მკლავებს.-შენი თავი...
-წამოდი...
-სად?
-ჩვენს სახლში!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი


გილოცავთ შობა ახალ წელს... (რედაქირებული არ არის და შეცდომებს დიდად არ მიაქციოთ ყურადღება smile )



№1  offline მოდერი Nuki-rocks

ძალიან კარგი და სასიამოვნო ისტორიაა. გრძნობების ნაზავით და მთელი ამბებით. თან იცინი,თან გული გიჩუყდება,თან სევდიანდები,თან ბრაზდები,თან გიხარია მოკლედ,ბევრი თანაა და მაგარი ისტორიაც გამოვიდა.
ასევე გილოცავთ შობა-ახალ წელს კეთილი სურვილებით ❤.

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

ფეფო,
ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ დასაწყისშიც იგრძნობა ის მუხტი,
რაც გამოგარჩევს ყველასგან.
ვგიჟდები შენს ისტორიებზე!
და ახალი წლის ძალიან მაგარი დასაწყისი ამ ისტორიის დამსახურებაა:))
არ ვაჭარბებ.
მადლობა განწყობის შექმნისთვის!
ძააააააააააან გამახარე bowtie

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ფეფო, ყოველთვის მინდოდა მეთქვა რატომ მომწონს შენი ნაწარმოებები, პირველი, ნუ უდავოდ ნიჭი რომ გაქვს და შემდგარი მწერალი ხარ, არახალია და შენც იცი. მეორე, ძალიან თავდაჯერებული და ძლიერი ხარ შენს სფეროში, ისეთი უხვი ლექსიკა და თამამი აზროვნება მოჰყვება შენს შემოქმედებას, იშვიათად რომ შეგხვდება დღეს, მესამე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ ხარ წამყვანი ყოველთვის და არასდროს მიჰყვები ჩვენს ნება-სურვილებს, არამედ ლიდერი ხარ უპირობოდ. კიდევ მრავალი შემეძლო ჩამომეთვალა, მაგრამ ერთს გეტყვი, ამ საიტზე რომ შემოვდივარ ყოველთვის გეძებ, რამე ახალი ხომ არ დაუწერია მეთქი. სიამოვნებით კი არ ვკითხულობ შენს ნაწარმოებებს, დაძაბული ვკითხულობ, სუნთქვაშეკრული, აუ რა მაგარია მეთქი. ფეფო ბრავო!

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

სული გამითბა, შენ რომ გეკადრება და ჩვენ რომ ველოდებით, ისეთია. შენებურად ერთი ამოსუნთქვით დაწერილი და არა გაჭირვებით დავარცხნილ-გაპრანჭული.

 


№5  offline წევრი White_darkness

გამიხარდი. გულის ფანცქალით ვკითხულობდი.
სულ ვარიდებ ხოლმე კომენტარის დაწერას თავს, მაგრამ უნდა დავწერო, სხვანაირად არ გამოვა.
საოცრება ხართ შენ და შენი ისტორიები, რაღაც გამორჩეულად მიყვარს.
ყველა ისტორია წაკითხული და "გადაღეჭილიც" კი მაქვს. თითოეული პერსონაჟი ისეთი გყავს, გონებაში და სულში რომ შეგიძვრება და ღრმად დაილექება შენს ქვეცნობიერში.
გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის, ყოველთვის დიდი აღტაცებით გელი ხოლმე.
ამ ისტორიას რაც შეეხება, ეტყობოდა რომ "შენი" იყო, შენებური თბილი, საოცარი, სევდიანი, ამაღელვებელი,გიჟური, ნოსტალგიური, თავისებური დაუვიწყარი მუხტით და შეგრძნებებით. მართლაც, რომ გული და სული გამითბა...
ბედნიერებით და ულევი სიხარულით სავსე წელს გისურვებ.
ყოველთვის იცოდე, რომ ჩემი სახით , ერთ-ერთი გამორჩეული და უერთგულესი მკითხველი გყავს heart_eyes
წარმატებები relaxed

 


№6  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

Nuki-rocks
ძალიან კარგი და სასიამოვნო ისტორიაა. გრძნობების ნაზავით და მთელი ამბებით. თან იცინი,თან გული გიჩუყდება,თან სევდიანდები,თან ბრაზდები,თან გიხარია მოკლედ,ბევრი თანაა და მაგარი ისტორიაც გამოვიდა.
ასევე გილოცავთ შობა-ახალ წელს კეთილი სურვილებით ❤.

ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის❤ რაც შეეხება ისტორიას,დატვირთული გრაფიკის გამო საერთოდ ვეღარ ვიცლი რაც ძალიან სამწუხაროა.მინდოდა რაღაც მხიარული,ახალი წლისთვის შესაფერისი პატარა ისტორია გამოსულიყო და მიხარია თუ მოვახერხე და სულ ცოტათი მაინც გაგახალისეთ.მადლობა

Margo Tokyo
ფეფო,
ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ დასაწყისშიც იგრძნობა ის მუხტი,
რაც გამოგარჩევს ყველასგან.
ვგიჟდები შენს ისტორიებზე!
და ახალი წლის ძალიან მაგარი დასაწყისი ამ ისტორიის დამსახურებაა:))
არ ვაჭარბებ.
მადლობა განწყობის შექმნისთვის!
ძააააააააააან გამახარე bowtie

იმედი მაქვს ბოლომდე რომ წაიკითხე არ გინანია...მადლობა შენ ❤

სტუმარი ნანა
ფეფო, ყოველთვის მინდოდა მეთქვა რატომ მომწონს შენი ნაწარმოებები, პირველი, ნუ უდავოდ ნიჭი რომ გაქვს და შემდგარი მწერალი ხარ, არახალია და შენც იცი. მეორე, ძალიან თავდაჯერებული და ძლიერი ხარ შენს სფეროში, ისეთი უხვი ლექსიკა და თამამი აზროვნება მოჰყვება შენს შემოქმედებას, იშვიათად რომ შეგხვდება დღეს, მესამე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ ხარ წამყვანი ყოველთვის და არასდროს მიჰყვები ჩვენს ნება-სურვილებს, არამედ ლიდერი ხარ უპირობოდ. კიდევ მრავალი შემეძლო ჩამომეთვალა, მაგრამ ერთს გეტყვი, ამ საიტზე რომ შემოვდივარ ყოველთვის გეძებ, რამე ახალი ხომ არ დაუწერია მეთქი. სიამოვნებით კი არ ვკითხულობ შენს ნაწარმოებებს, დაძაბული ვკითხულობ, სუნთქვაშეკრული, აუ რა მაგარია მეთქი. ფეფო ბრავო!

მიხარია თან ძალიან ❤❤❤მადლობაა,ვცდილობ ხშირად გაგანებივროთ მაგრამ არ გამომდის.ვნახოთ, წელს იქნებ შედარებით მეტი თავისუფალი დრო გამოვნახო.მიხარიხართ სასწაულად და მენატრებახოლმე აქაური სითბო რასაც კომენტარებში მიზიარებთ.❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მაია

სანამ კითხვას დავიწყებ გეტყვი ,რომ საშინლად გამიხარდა თქვენი ნიკის დანახვა ,თითქმის ყოველ კვირა გამოწმებდით რამე სიახლე ხომ არ გქონდათ დადებული,მოკლედ სიამოვნება წინ მაქვს მადლობა თქვენ ლამაზი ისტორიების შექმნისთვის.

 


№8  offline წევრი ნანა73

ისე მიხარია, ამდენი ხნის, ამდენი ლოდინის შემდეგ ისევ რომ ვხედავ შენს ისტორიას (მართალია დასარედაქტირებელს, მაგრამ არაუშავს) ჩემო საყვარელო გოგო, პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის! heart_eyes
კარგი საახალწლო ამბავი მოგვიყევი.
რას წარმოვიდგენდი ეს კდემამოსილი თავადის ასული ბავშობაში ასეთი გადარეული თუ იქნებოდა?
შენებური იყო გიჟური, სახალისო, მძაფრი შეგრძნებებით და რა თქმა უნდა ნამდვილი სიყვარულის გამარჯვებით.

დედუცი, როგორ შეიძლება ვინმეში აგერიო? bowtie
შენ ჩემი გოგო ხარ ფეფიკო!!! kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი დელირიუმი

საყვარელი წყვილია❤???? ისტორია საუკეთესო და რაც მთავარია კარგ ხასიათზე გაყენებს ❤❤❤

 


№10  offline წევრი თეოფილე

საუკეთესოა, როგორც ყველა სხვა შენი ისტორია ❤️

 


№11  offline წევრი A.N.A

პირველ რიგში ახალ წელს გილოცავთ.❣️
პირველი ოსტორიაა თქვენი რომელიც წავიკითხე და მიკვირს აქამდე თავს რატომ ვარიდებდი.
ჯგუფში ვნახულობდი ნაწყვეტებს და ძალიან დამაინტერესა. ველოდი სრულად რომ აგეტვირთათ.
მიყვარს გეგის და სოფის წყვილი. ისტოროაც მომეწონა სასწაული პერსონაჟებით რომ იყო გაჯერებული.

არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენად კარგი იყო.თუნდაც სოფის და ცოტნეს ურთიერთობა რომელიც მრავლად იყო მაინც დამაკლდა იმდენად მათბობდა ეს ყველაფერი.

მომწონს როგორც წერთ და მომწონს და მიყვარს ეს ისტორიაც, რომელსაც ვიცი კიდევ მოვუბრუნდები.კარგი დასასრული ჰქონდა, გავთბი.იმედი მაქვს მალე დაბრუნდები. წარმატებები. ❣️

 


№12 სტუმარი ეკა

ძალიან ძალიან კარგი იყო❤

 


№13 სტუმარი ინა

ფეფო საუკეთესო ისტორია იყო ♥️♥️♥️ მადლობა რო გამილამაზე ეს ერთი დღე ???????? მრავალს დაესწარი ⭐️????

 


№14 სტუმარი ank

საუკეთესო საჩუქარია საახალწლოდ❤️❤️❤️❤️ საუკეთესო გოგო ხარ❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ნათია

სასწაული გოგო ხაე შენნნ სასწაული ისტორიებით

 


№16 სტუმარი სტუმარი inga

იცი რა მიყვარს შენს ისტორიებში ფეფო??? დიდი დოზით იუმორი. რო დაგინახე გავგიჟდი ისე გამიხარდა.???? ისიც კი ვიფიქრე იქნებ სხვაგან დებს თავის ისტორიებსთქო. აღარ მოგვანატრო თავი ოკ ? ????
გილოცავ ახალ წელს და გისურვებ ულევ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას შენს ოჯახთან ერთად ????????????????

 


№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვიხალისე, თენქიუ :დ ❤️
გილოცავ ახალ წელს, მუზები და მკითხველი დაგბედებოდეს ❤️

პ.ს. ვერ გპატიობ დაურედაქტირებლობას :დდ

 


№18  offline მოდერი abezara98

მართლა ძალიან სახალისო გამოვიდა joy განსაკუთრებით სამლარიანი გომის და გეგის სლავების დაფრთხობის ნაწილები იყო სახალისო smile ბედობას გილოცავ! ბედნიერება დაგბედებოდეს! heart_eyes heart_eyes

 


№19 სტუმარი სტუმარი Khatuna

ახალ წელს გილოცავთ, თქვენი ისტორიებით განებივრების წელი ყოფილიყოს. ეს ისტორია იყო განსხვავებული, სიყვარულით და იუმორით სავსე.სადღაც სევდანარევი, მაგრამ კარგი.მიჩნეული კი ვართ თქვენგან ემოციურ ისტორიებს, მაგრამ ეს მაინც სხვანაირია, სასაცილო საახალწლო. ველით შემდეგ ისტორიას.
P. S. ტიტე და ანასტასია შუა გზაზე დაგვრჩა. ეშვება რამე?

 


№20  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

სტუმარი მაია
სანამ კითხვას დავიწყებ გეტყვი ,რომ საშინლად გამიხარდა თქვენი ნიკის დანახვა ,თითქმის ყოველ კვირა გამოწმებდით რამე სიახლე ხომ არ გქონდათ დადებული,მოკლედ სიამოვნება წინ მაქვს მადლობა თქვენ ლამაზი ისტორიების შექმნისთვის.


მადლობა თქვენ,რომ კითხულობთ.❤ სამწუხაროდ ხშირად ვეღარ ვწერ და კი ეტყობა ჩემი მოუცლელობა ამ ისტორიასაც ვერ მოვახერხე დარედაქტირება და საშინელი წასაკითხია ალბათ.

ნანა73
ისე მიხარია, ამდენი ხნის, ამდენი ლოდინის შემდეგ ისევ რომ ვხედავ შენს ისტორიას (მართალია დასარედაქტირებელს, მაგრამ არაუშავს) ჩემო საყვარელო გოგო, პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის! heart_eyes
კარგი საახალწლო ამბავი მოგვიყევი.
რას წარმოვიდგენდი ეს კდემამოსილი თავადის ასული ბავშობაში ასეთი გადარეული თუ იქნებოდა?
შენებური იყო გიჟური, სახალისო, მძაფრი შეგრძნებებით და რა თქმა უნდა ნამდვილი სიყვარულის გამარჯვებით.

დედუცი, როგორ შეიძლება ვინმეში აგერიო? bowtie
შენ ჩემი გოგო ხარ ფეფიკო!!! kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ჩემი დედუციიიი ❤❤❤❤ ჰო გამიკვირდა ცოტა და გელოდებოდი ჩემო საყვარელო. სასწაულად მიხარიხარ ნან და იცი ეს შენ.

დელირიუმი
საყვარელი წყვილია❤???? ისტორია საუკეთესო და რაც მთავარია კარგ ხასიათზე გაყენებს ❤❤❤

მინდა რომ სულ კარგ ხასიათზე იყოთ❤ ღიმილი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ბევრ ღიმილს გისურვებთ ხალხო❤❤❤❤

A.N.A
პირველ რიგში ახალ წელს გილოცავთ.❣️
პირველი ოსტორიაა თქვენი რომელიც წავიკითხე და მიკვირს აქამდე თავს რატომ ვარიდებდი.
ჯგუფში ვნახულობდი ნაწყვეტებს და ძალიან დამაინტერესა. ველოდი სრულად რომ აგეტვირთათ.
მიყვარს გეგის და სოფის წყვილი. ისტოროაც მომეწონა სასწაული პერსონაჟებით რომ იყო გაჯერებული.

არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენად კარგი იყო.თუნდაც სოფის და ცოტნეს ურთიერთობა რომელიც მრავლად იყო მაინც დამაკლდა იმდენად მათბობდა ეს ყველაფერი.

მომწონს როგორც წერთ და მომწონს და მიყვარს ეს ისტორიაც, რომელსაც ვიცი კიდევ მოვუბრუნდები.კარგი დასასრული ჰქონდა, გავთბი.იმედი მაქვს მალე დაბრუნდები. წარმატებები. ❣️

ჰოო ????მე ზოგადად ინტრიგანი ვარ და მიყვარს პატარა ნაწყვეტენით თქვენს დაინტერესებას რომ ვახერხებ...ისიც მიყვარს ეომ მელოდებით და ბოლოს აი,ესეთი თბილი დამოკიდებულებაც მიყვარს.❤❤❤❤ უბრალოდ ძალიან მიხარიხართ....მეტს ვერაფერს გეტყვით.

ეკა
ძალიან ძალიან კარგი იყო❤

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ❤

ank
საუკეთესო საჩუქარია საახალწლოდ❤️❤️❤️❤️ საუკეთესო გოგო ხარ❤️❤️❤️

გისურვებთ ამაზე უკეთესი საჩუქრები მოეტანოს ამ წელს...მრავალს დაესწარით ❤❤❤❤

სტუმარი ნათია
სასწაული გოგო ხაე შენნნ სასწაული ისტორიებით

მადლობაააა ❤❤❤❤❤

 


№21  offline წევრი ირო

ახალ წელს და ბედობას გილოცავ.დაგვბედებოდეს შენი უმაგრესი ისტორიების კითხვა.როგორ მიხარია საიტზე რომ შემოვალ და....."ფ ე ფ ო" შემოგანათებს,მიყვარს შენი იუმორით გაჯერებული ისტორიები,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.რომ იცი რომ აუცილებლად გაგაღიმებს.25-ს რომ გადაცდება გოგო ან ბიჭი ყველა ოჯახში რომ იწყება დროა გათხოვდეს და დაქორწინდეს.

 


№22 სტუმარი სტუმარი მარიამი

ფეფო, როგორ გამეხარდი❤️ ვგიჟდები თქვენ ისტორიებზე და დღეს ერთი გემრიელი, თბილი საოცარი ისტორია დავიბედე, იმის იმედით რო ისევ მალე გიხილავ. ბედნიერ წელს გისურვებ, მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც თქვენი მკითხველი იღებს ❤️❤️

 


№23  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

lullaby
ვიხალისე, თენქიუ :დ ❤️
გილოცავ ახალ წელს, მუზები და მკითხველი დაგბედებოდეს ❤️

პ.ს. ვერ გპატიობ დაურედაქტირებლობას :დდ

ვაიმეეეე...ჩემო ვანილოო❤❤❤რომ იცოდე რა ექსტრემალურ სიტუაციაბეში დავწერე...(ვერ აგიხსნი საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე ????)მერე როგორ საგიჟეთში ვიყავი და ატვირთვითაც სხვა დამეხმარაა დამიჯერე მაპატიებდი ამ დაურედაქტირებელის დადებას❤❤❤❤ გუშინდელი დღე ხან სად ვიყავი და ხან სად პარალელურად შემოვდიოდი და ნელ ნელა ვასწორებდი რაღაც სასწაული საშინელება რომ არ ყოფილიყო.
მიხარიხარ შენ..ძალიან და საუკეთესო სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს შენთვის❤❤❤ასევე ყველა თქვენთაგანისთვის

abezara98
მართლა ძალიან სახალისო გამოვიდა joy განსაკუთრებით სამლარიანი გომის და გეგის სლავების დაფრთხობის ნაწილები იყო სახალისო smile ბედობას გილოცავ! ბედნიერება დაგბედებოდეს! heart_eyes heart_eyes

შენც ასევე ჩემო კარგოო❤❤❤❤ საწმუხაროდ ყველა კომენტარს ვერ ვუპასუხე ზემოთ ფეისბუქ კომენტარია(მე კი ჩემი ფეისის პაროლი დამავიწყდაა????????????????)ჰოდა რისი თქმა მინდა...კი არ ვალოთებთ ახალგაზრდა მწერლები მთავარ გმირებს...ეს ბუნებრიბი მდგომარეობაა...ნუ ყოველ შემთხვევაში როდესაც გყავს ისეთი სამეგობრო(როგორიც მაგალითად მე და ამ ისტორიაში სოფის) სამ ლარიან გომსაც ვსვამთ, 150 ლარიან ჰენესსაც და ბელუგას არაყსაც მოვხსნითხოლმე ხანდახან თავს ???????? გააჩნია სიტუაციას,ფინანსებს და წრეს სადაც ყოფნა სასწაულად გვიხარია.(28 წლის ხო საერთოდ წყალ წაღებული ლოთი ვიყავი) გისურვებთ თქვენც საუკეთესო მეგობრებში გატარებულ საუკეთესო დღეებს და ბედნიერად გასახსენებელ თავგადასავლებს.
მიყვარხართ ❤❤❤❤❤(რაც ახალ წელს ხდება,ახალ წელშივე რჩება მაქსიმუმ 7 რიცხვამდე ლოთობა მოსულა)საკმარისზე მეტი რუტინულად მოსაბეზრებელი დღეებია წელიწადის ნებისმიერ დროს,თვის ერთი ორ კვირაში და კვირის მინიმუმ სამ ოთხ დღეში(როცა ვმუშაობთ)
❤❤❤❤❤
ბედნიერება დაგბედებოდეთ

სტუმარი Khatuna
ახალ წელს გილოცავთ, თქვენი ისტორიებით განებივრების წელი ყოფილიყოს. ეს ისტორია იყო განსხვავებული, სიყვარულით და იუმორით სავსე.სადღაც სევდანარევი, მაგრამ კარგი.მიჩნეული კი ვართ თქვენგან ემოციურ ისტორიებს, მაგრამ ეს მაინც სხვანაირია, სასაცილო საახალწლო. ველით შემდეგ ისტორიას.
P. S. ტიტე და ანასტასია შუა გზაზე დაგვრჩა. ეშვება რამე?

❤❤❤❤❤❤
მრავალს დაესწარიათ!

ირო
ახალ წელს და ბედობას გილოცავ.დაგვბედებოდეს შენი უმაგრესი ისტორიების კითხვა.როგორ მიხარია საიტზე რომ შემოვალ და....."ფ ე ფ ო" შემოგანათებს,მიყვარს შენი იუმორით გაჯერებული ისტორიები,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.რომ იცი რომ აუცილებლად გაგაღიმებს.25-ს რომ გადაცდება გოგო ან ბიჭი ყველა ოჯახში რომ იწყება დროა გათხოვდეს და დაქორწინდეს.

მრავალს დაესწარით❤❤❤❤❤ სიმშვიდის,სილაღის და ბედნიერების ღიმილის მომტანი წელი გქონოდეთ.
დაგვბედებოდეს ერთმანეთი წინაღმდეგი არ ვარ...მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი და მიხარიხართ.მიხარია თქვენი თბილი დამოკიდებულება და ხანდახან როცა ვერ ვიცლი იმდენად მენატრება ეს სიტუაცია(უსაქმურად დაჯდომა რომ შემეძლოს,სიამოვნებით მივატოვებდი ჩემს სამსახურს :) )

სტუმარი მარიამი
ფეფო, როგორ გამეხარდი❤️ ვგიჟდები თქვენ ისტორიებზე და დღეს ერთი გემრიელი, თბილი საოცარი ისტორია დავიბედე, იმის იმედით რო ისევ მალე გიხილავ. ბედნიერ წელს გისურვებ, მადლობა იმ სიამოვნებისთვის რასაც თქვენი მკითხველი იღებს ❤️❤️

მრავალს დაესწარით❤❤
წელს იმდენმა მისურვა მუზების სრული კასკადი ???? და ბევრი სახალისო ისტორიის დაწერა.ერთი რომ არ ამისრულდეს ხომ გავგიჟდებიი.
მე მჯერა საახალწლო სურვილები აუცილებლად რომ ხდება...ჰოდა დაველოდოთ❤❤❤❤

თქვენი სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს.

 


№24 სტუმარი Life is beautiful

პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს და დღეს უკვე ბედობას მრავალს დაესწარი♥️

რაც შეეხება ამ უტკბილეს ისტორიას ისეთი ტკბილი იყო რომ დავდნი სიამოვნებისგან♥️

ყველაზე მეტად კი სალომე მომეწონა.. არ ვიცი ალბათ ორსულ ქალებთან განსაკუთრებული დამოკიდებულობის გამო♥️
სხვა ყველაფერი ძალიან კარგი და მშვენიერი იყო ❤️

კიდევ ერთხელ გილოცავ❤️

 


№25 სტუმარი ციაგა

არ გავდა შენს არც ერთ (მე ყველა წაკითხული მაქვს რაც ამ საიტზე ატვირთულა) ისტორიას. თუმცა ესეც კარგი იყო. იმედი მაქვს წერის მანერას არ შეიცვლი და ამ დედაბერს (55 წლის) იმედს არ გამიცრუებ.

 


№26 სტუმარი სტუმარი Kuku

ფეფო,
არაჩვეულებრივი იყო, სახალისო, ემოციური, სიყვარულით აღსავსე.
პროფესიით რა ხარ? გთხოვ მიპასუხე

 


№27 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მაგარია ფეფო.როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიის კითხვით შენ ხომ არ იცი.საოცარია თაბაგარი და სოფია.ბენდიერი ახალი წელი

 


№28 სტუმარი სტუმარი ლანა

ვაიმე როგორ გამახარე შენი გამოჩენით შენ ხომ არ იცი, კარგია ძალიან მომეწონა, გილოცავ შობა ახალ წელს ბედნიერი წელი გქონებოდეს, ბევრი ბევრი გეწეროს და ჩვენი გული გაგეხარებინოს.

 


№29  offline წევრი მარიამო26

ფეფო როგორ მომენატრეე❤️პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ❤️რაც შეეხება ისტორიას განსხვავებული და ძალიან კარგი იყო❤️ძალიან მომენატრე შენ და შენი ისტორიები.
იმედია აღარ დაიკარგები და მალე დაგვიბრუნდები❤️❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი მარიამო

როგორ გამიხარდა შენი დანახვა აქ ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent