შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი VI


4-01-2021, 07:51
ავტორი ტესსა
ნანახია 411

მეგი



***

I ეტაპი...

ღმერთო რა საშინელებაა...

გაწევრიანება_არ მინდა.
ამჟამინდელი სექტის წევრები_ლევანი, სანდრო, ნიკა...
როგორც ჩამონათვალმა მიჩვენა, ჩემდა საბედნიეროდ და ამავდროულად საუბედუროდ სექტაში მართლაც იყო ვინმე ნიკა მეგრელიშვილი და მხოლოდ ერთი. ამის დახმარებით მისი მისამართის პოვნა არ გამჭირვებია. სომხეთის ქუჩა ხომ ჩემგან ძალიან ახლოს იყო. ვითავისებდი რა სიგიჟესაც ჩავდიოდი, მაგრამ რაღაც განსხვავებული ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა. დავიჟინე რომ ამ ყველაფერში ჩემი დიდი როლი უნდა ყოფილიყო.ჯერ ისევ გაბრუებული ვიყავი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რისგან...რამოდენიმე ჭიქა ალკოჰოლისდა მიუხედავად, ყველაფერი მაინც ზუსტად, დეტალურად მახსოვდა თუმცა დაჯერება მიჭირდა. ახლა ნიკა სახლში წავიდოდა და ხელებს ბოლომდე დაისერავდა? თანაც ვიდეოში? ადამიანები ასეთ რამეებს რატომ უნდა ჩადიოდნენ? ავადმყოფია განა? იმას დიდი ფიქრი აღარ უნდოდა რომ მოქმედებაზე უნდა გადავსულიყავი...პირველ სართულზე ისევ ჩავიპარე. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. სიბნელეში კასპერივით დავხეტიალობდი, სანამ მანქანის გასაღები როგორციქნა არ ვიპოვე. არც კი დავფიქრებულვარ მანქანაში ისე მოვკალათდი. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. იმ ლადოს მანქანის გაკვეთილებს, რომლებიც დღემდე ჭირივით მეზიზღებოდა, ახლა მადლობას ვწირავდი. ლადოს უნდოდა მალე ჩამებარებინა და ამეღო მართვის მოწმობა. მპირდებოდა რომ ამის შემდეგ აუცილებლად მიყიდიდა პატარა საყვარელ წითელ ''ნისანს'' და მეც მხოლოდ ამის გამო ვთანხმდებოდი ხოლმე გაკვეთილებზე. სინამდვილეში, რაც დედის მშობლები ავტოკატასტროფაში დამეღუპნენ, მანქანით მგზავრობებზე პანიკური შეტევები მემართებოდა...იმ უბედურ შემთხვევას მეც შევესწარი. მახსოვს თოვლიან გზაზე ჩვენსკენ მომავალი სატვირთო და ბებიაჩემის განწირული კივილი. მაშინ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი და ნამდვილად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თუმცა რაღაც საშინელებას ჩემი პატარა მოუსვენარი გული მაინც გრძნობდა. ის მაშინაც ზუსტად ასე მიფრთხიალებდა როგორც ახლა. არც კი მახსოვდა ბოლოს მარტო სადმე როდის წავედი მანქანით, ან წავედი თუ არა საერთოდ, მაგრამ ახლა ფიქრის დრო საერთოდ არ მქონდა. ქუჩებს ნელა გავუყევი. ვგრძნობდი დაძაბულობისგან როგორ მტკივდებოდა ჯერ მხრები, მერე კი ყველაფერი ერთნაირად. წარმოვიდგენდი ჩემსკენ მომავალ სატვირთოს და ზუსტად ისეთს, როგორიც მაშინ. საშინელი შიში ვიგრძენი. ვგრძნობდი რომ ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი, თუმცა მერე ჩემდაუნებურად თვალწინ ნიკას ტკივილნარევი თვალები და ლამაზი სახე დამიდგა, რომელიც სიმწრისგან იკრუნჩხებოდა. ხილვა იმდენად რეალური იყო, ისიც კი მეგონა რომ ეს ახლა, ამ წამს ხდებოდა და სიჩქარეს მოვუმატე. თან ლოცვდა დავიწყე...ღმერთო, ნეტავ დროზე მომესწრო...
საკმაოდ ძველ სახლთან აღმოვჩნდი. ტელეფონზე დავიხედე. მისამართი აშკარად არ შემშლია. ტელეფონი იქვე მივაგდე და ეგრევე გადავედი მანქანიდან, კარებს მივუახლოვდი და იმდენი ვაბრახუნე, შემეშინდა არ ჩამომეღო. ნეტავ ვინმე თუ ჰყავს?_ვფიქრობდი. _მაგრამ ვინმე რომ ჰყავდეს ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა? მაგრამ მან ხომ დედა ახსენა არა? უფრო სწორად, ქალი რომელმაც... იქნებ სწორედ მის გამო მიიღო? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ამით ხომ შედეგები არ იცვლება?
-ნიკა...ნიკა!
ვყვიროდი კარებში მდგარი, სიცივისგან გათანგული და ნერვიულობისგან ხმაც კიარ ამომდიოდა. კარს არავინ მიღებდა. ნუთუ შევცდი? ავკანკალდი, სიცივისგან და შიშისგან ერთდროულად ვთრთოდი. გულზე ხელი დავიკრიფე და უაზროდ მისი ძველი სახლის კარის წინ დგომა განვაგრძე. ნუთუ სხვა გზა არ უნდა არსებობდეს? სახლს ავხედე და შევათვალიერე, საკმაოდ ძველი და ძალზედ პატარა იყო. გარშემო შემოვუარე და მეორე სართულზე ფანჯარას მოვკარი თვალი, თუმცა იქიდან შუქი არ აღწევდა. დავფიქრდი. უცებ იქ აძრომის შესაძლებლობა გონებაში გადავხარშე. დაახლოებით ხუთ წამში უკვე ფეხსაცმელების გახდა დავიწყე, რადგან მაღალი ქუსლებით იქამდე ვერ ავძვრებოდი. ღმერთო ამგვარი შეურაცხადობა ოდესმე ჩამიდენია? წამით გამეცინა კიდეც ჩემს თავზე, როდესაც გარშემო მიმოვიხედე და რეალობა გავითავისე. ახლა რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი საშინელი ხუმრობა ყოფილიყო მე იდიოტის როლში აღმოვჩნდებოდი, თანაც გასამართლებელი საბუთიც კი არ მექნებოდა. გამებედა? თუ დავფიქრდებოდი მართლაც შეშლილივით ვიქცეოდი, ამიტომ ცოტა ხნით ჩემს შინაგან ხმას გაჩუმება ვუბრძანე და პირველ სართულზე მდგარი პატარა აივნის გამოყენებით რომელმაც აშკარად გადამარჩინა, ფეხსაცმელებით ხელში მაღლა აძრომა ვცადე. როცა აივანზე აღმოვჩნდი მეგონა გული გამიჩერდებოდა, თუმცა აღარ დავაყოვნე და ახლა შევეცადე მასზე დავმდგარიყავი. ამას თუ ვიზამდი შევძლები მოაჯირზე ხელები მიმეწვდინა. იქიდან ფანჯარაში პირველად ჩემი ფეხსაცმელები შევყარე და იმხელა ბრაგვანი მოადინა რომ ადგილზე გავიყინე და სანამ საცალფეხო მოაჯირზე მდგარმა წონასწორობა არ დავკარგე და კინაღამ თავით ბუჩქებში გადავეშვი და ყველაფერი ჩავაფლავე, ასე გაუნძრევლად ვიდექი და სხეულში სირცხვილის მწარე რაკეტასავით სწრაფი ელვა გაუჩერებლად მივლიდა.
-ისევ ეს სულელი კატები!
ვაიმე! ეს ხომ მისი ხმა იყო? არის, არის! მალე ორივე ხელით ფანჯრის რაფაზე ვეკიდე. ტანი მთელი ძალით ზემოთ ავზიდე და ცოტა ხანში თავპირის ლეწვით პირდაპირ ნიკას ოთახში მოვზვავდი. ჯერ მისი შემზარავი ყვირილი გავიგონე, ისეთი რომ ძალაუნებურად მეც შევკივლე. მერე სწრაფადვე გავიგონე ჩამრთველის ხმაც და წამში ყველაფერი განათდა. რეალურად ეს მომენტი უძალიანესად სასაცილო იყო, თუმცა ნიკას ამისთვის სულ არ სცხელოდა.
-ამის დედაც! ჯანდაბა, შე ახტაჯანავ, აქ რა ჩემი ფეხები გუნდა? საერთოდ როგორ მომაგენი? შენი არ მესმის რა ადამიანი ხარ? ჯერ ტუალეტში მივარდებოდი, მას შემდეგ რაც სილა გამაწანი, მერე სახლამდე გაცილებაზე დამთანხმდი, მაგრამ ბოლოს მაინც შუა გზაზე მიმატოვე! ახლა კი დილის ხუთ საათზე ჩემს სახლში ქურდივით იპარები! ვინ ხარ?
-წყალი, წყალი...წყალი არ გაქვს?
ვეღარ ვსუნთქავდი, ისევ ძირს დანარცხებულს პატარა ბოთლით წყალი მომაწოდა და თან გინებას მოჰყვა. სული რომ მოვითქვი ფეხზე წამოდგომა ვცადე.
-უკვე შეასრულე?
ვკითხე და წავბარბაცდი. ჩემს ფეხსაცმელებს დავუწყე თვალიერება.
-რა?
გაკვირვეული სახე მიიღო. წელს ზემოთ შიშველი იყო. ხელებზე დავხედე. მადლობა ღმერთს უვნებელი იყო. მომისწვრია. უეცრად ნიკას სახე საშინლად გაუმკაცრდა და მივხვდი რომ ყველაფერს მიხვდა.
-აი თურმე რა...შენ გგონია გადამაფიქრებინებ? შეხედე, დანას ხედავ? აი კამერაც...
მიმახედა ოთახის კუთხეში მდგარ ძველ ჩართულ კამერაზე, რომელიც ფაქტობრივად მთელს ოთახს აფიქსირებდა. ფსიქოპატივით გაიცინა. ტანში დამცრა. ფეხსაცმელები ვიღაც ახსოვდა, ეს რა შარში გავყავი თავი? ის ნამდვილი ავადმყოფი იყო, ამას წყალი არ გაუვიდოდა. თითქოს რაღაც ავსული მართავდა. საშინელი ზიზღნარევი იმედგაცრუება დამეუფლა. ნუთუ ჩემი ეს ყოველივე მცდელობა ამაო აღმოჩნდა? შევყურებდი და არ ვიცოდი, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მომემოქმედა.
-თუ თავიდანვე ჩემგან რამე გინდოდა უნდა გეთქვა პატარავ და არა გაგერტყა. ერთი რჩევა დაიმახსოვრე ჩემგან, ასე ბიჭებს კი ვერ მიიზიდავ, პირიქით დააფრთხობ და ვერც მაგარი გოგო გამოჩნდები!
ისევ მოახერხა ჩემი წყობილებიდან გამოყვანა. ვერ ვხვდებოდი რატომ დამაინტერესა საერთოდ იმ ადამიანმა რომელიც რეალურად გულს მირევდა და მაღიზიანებდა. აბა მის ლამაზ სხეულს და სასიამოვნო გარეგნობას რა აზრი ჰქონდა საერთოდ თუ ეშმაკი იქნებოდა ანგელოზის სახით? ეს ყველაფერი საერთოდაც იმის ბრალი იყო, რომ ზედმეტად კეთილი ვიყავი და სიკვდილისთვის, ცუდად ყოფნობისთვის ან სულიერი თუ ფიზიკური ტკივილისთვის საერთოდ ყველა მეცოდებოდა! აი ასე!...(ვიმშვიდებდი თავს...) და მე მას არ მივცემდი იმის უფლებას რომ ისე ეფიქრა, ვითომც და სხვა გოგონებივით მეც მოხიბლული ვიყავი მისით ან მისგან რამე მსურდა. აი მაშინ როდესაც ჩემი კოცნა სცადა იმ მომენტიდანვე უნდა მივმხვდარიყავი რომ ამ არამზადა იდიოტთან მეგის არაფერი ესაქმებოდა!მეგის საერთოდ ბიჭთან არ ესაქმებოდა არაფერი და მითუმეტეს ამ დროს! ვინ იყო ის, რატომ აღმოჩნდა გამონაკლისი? მაგრამ მაინც, მხოლოდ ამ ფაქტის გამო ნიკას უფლება არ ჰქონდა ამ ყველაფრისთვის სახელი დაერქმია, ანდაც სხვებივით აცანცარებული, მეტიჩარა თინეიჯერი ვგონებოდი...
-როგორ ბედავ და ასე როგორ მელაპარაკები, ვინ გგონია შენი თავი?
ვუყვირე და გააფთრებული ხელებში ვწვდი დანის გამოსაგლეჯად. დანის პირს მთელი ძალით უჭერდა ხელს, მე კიდევ დაჟინებით ვცდილობდი მის გამოგლეჯას.
-უბედური ხარ...ერთადერთი რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ეს სიბრალულია!
ტონს არ ვუწევდი, ის კი უფრო და უფრო უჭერდა დანის პირს და იატაკიც ნელ-ნელა იღებებოდა წითლად.რა ჯიუტიც მე ვიყავი, სწორედ ისეთი იყო ისიც. მაგრამ შემდეგ...ჩემი გაოცება ისევ შეძლო და ისევ მომცა საშუალება რამე მომემოქმედა და დასკვნების სხვანარად გამოტანის უფლებაც, როდესაც უეცრად თითქოს გატყდა და უბრალოდ ტირილი დაიწყო. ბოლოს და ბოლოს ვეღარ გავიგე ამ ბიჭის მიმართ რა უნდა მეგრძნო, ან უნდა მეჩხუბა, უნდა დავხმარებოდი თუ საერთოდ თავი მიმენებებინა. მერე მეც მუდარაზე გადავედი. ჩვენი დიალოგები წამის მეასედში იცვლებოდა.
-ნიკა, თუ ღმერთი გწამს გაუშვი ამ დანას, გთხოვ...
-ღმერთი? რომელი ღმერთი?
ნელა მოიხარა მუხლებში და მეც გამიყოლა. სისხლიან იატაკზე დავენარცხეთ ორივე.
-დედაშენის ხათრით მაინც გთხოვ...
უფრო ატირდა. სუსტ წერტილს შევეხე?
-ჩემი ხათრით...არავინ? არავინ გიყვარს?
-სიყვარული რა არის მეგი?
წაიჩურჩულა და მხარზე თავი ჩამომადო.
-სიყვარული ღმერთია ნიკა! სიყვარული ჰაერია...მას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, გესმის? მისი ახსნა არ შეგიძლია, მას შეიგრძნობ! იმისათვის რომ ის შენში შემოუშვა უნდა გრძნობდე. არა ტკივილს, არამედ სიკეთეს, სიმშვიდეს...უნდა დამშვიდდე. აი ასე, მომეცი ეგ დანა, კარგი ბიჭი ხარ_ძალაგამოცლილს ფრთხილად გამოვართვი დანა,_იცი? შენ სინამდვილეში ძალიან კარგი ბიჭი ხარ. სხვაგვარად სახლამდე არ გამაცილებდი, არც პიჯაკს მომახურებდი. ასე მხოლოდ ჩემს წაკითხულ წიგნებში არსებული გმირები იქცევიან...მართლა, შენ არარაობა არ ხარ, კარგი ბიჭი ხარ_ჭრილობიდან სისხლი გაუჩერებლად ჩქეფდა. ავაყენე და ლოგინზე დავსვი. მთლიანად კანკალებდა. ვკითხე პირველადი დახმარების ყუთი სად ჰქონდა.თან ვფიქრობდი ეგ სიტყვები უბრალოდ სიტუაციამ მათქმევინა, თუ გულისიღრმეში მართლა მასე ვფიქრობდი, თუმცა პასუხი არ მქონდა. ჭრილობას დამუშავება რომ დავუწყე მთელი ის დრო უცნაურად მიყურებდა. ვღელავდი, რადგან ამასაც პირველად ვაკეთებდი. ორ წუთში ერთხელ ვეკითხებოდი რამეს ხომ არ ვტკენდი, თუმცა მას ხომ ეს საერთოდ არ ანაღვლებდა. მერე კამერა გათიშა, სანამ მე იატაკი მოვასუფთავე. ის იჯდა. ხმას არ იღებდა. ნელ-ნელა მზეც იღვიძებდა და გარიჟრაჟის ხმები ფანჯრის რაფასთან ლამაზად გალობდა. ჩვენ კი ვისხედით უხმოდ. ეს რა ჩაიდინა? ვფიქრობდი და მიზეზი არ მესმოდა. ეს რა ღამე იყო...
-გასვრილი ხარ...
მისმა ჩურჩულმა უხერხული სიჩუმე დაარღვია.
ახლაღა დავიხედე ჩემს ისედაც წითელ კაბაზე. ის გადარჩენილიყო, მხოლოდ რამდენიმე წვეთი მოცხებოდა, თუმცა ხელები და მუხლები მთლიანად წითელი მქონდა.
-შეიძლება შხაპი მივიღო?
ვკითხე.
-კი.
მისმა წყნარმა ტონმა დამაფიქრა. თუმცა ისიც ხომ ადამიანი იყო არა? ასეთი რამის შემდეგ თავის ირონიულობას და ცინიკოსობას ცოტახნით მაინც თუ სადღაც დაკარგავდა გასაკვირი არ იქნებოდა, ხოდა მეც ვიფიქრე რომ ზედმეტად ყველაფერზე ვიციკლებოდი უკვე, ტვინი აღარ გადავიჭედე და ვკითხე სად იყო აბაზანა. ოთახიდან გასული მალევე შევბრუნდი.
-მოიცა, შენ რას გააკეთებ?
-რა უნდა გავაკეთო მეგი, დავიძინებ.
-კარგი.
და ამის მერე რა მოხდებოდა ნეტავ? ამაზე რატომ ვერ ვიფიქრე? ახლა ვიბანავებდი და მერე სახლში წავიდოდი? ასე უბრალოდ? და რომ წავსულიყავი რას იზამდა?
-შეიძლება ტელეფონით ვისარგებლო?
-სახლის ტელეფონით შეგიძლია,_მიპასუხა.
-ნამდვილად იძინებ?
-ხო.
ოთახიდან ისევ გავედი და სახლის ტელეფონით ლადოს დავურეკე. ვუთხარი რომ იმ დღეს ნინისთან გავატარებდი. დილის შვიდი საათი ხდებოდა, როგორც ჩანს ჯერ ლადო ლოგინიდან ამდგარიც არიყო, არა თუ ეზოში გასული. ნეტავ მერე რაღას მოვიგონებდი? თუმცა მერეზე მერე უნდა მეფიქრა. ახლა სასწრაფოდ უნდა ჩამომერეცხა ეს საშინელება. ისევ ვერ ვხვდებოდი ნორმალურად, თუ რა ხდებოდა, რეალობის აღქმა თითქოს საერთოს გამქრალიყო. ფრთხილად გავიხადე დედაჩემის წითელი კაბა. ნეტავ სულ არ ჩამეცვა და ამ საშინელი დღისთვის არ გამეფუჭებინა...სწრაფადვე მოვიცილე ჭუჭყი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შიგნიდანაც ჩამოსარეცხი მქონდა რაღაც...ისტერიულად ვისხამდი წყალს ყველგან და ვფიქრობდი რა მექნა როდესაც საბოლოოდ მოვრჩებოდი ამას. რა თქმა უნდა არ დავუშვებდი რომ ის ვიდეო, სადაც მეც ვჩანდი გამოექვეყნებინა. ეს რომ ლადოს გაეგო, ალბათ მომკლავდა...დავფიქრდი იმის გასახსენებლად თუ სად წაიღო კამერა როცა ვიდეო გათიშა. იქნებ როცა ჩაეძინება წამერთვა და ვიდეო ჩუმად წამეშალა? მაგრამ ალბათ ამის მერე სულ შემიზიღებდა...თუმცა მერე რა? მას ხომ ისედაც ვეზიზღებოდი, ჩემი დამოკიდებულებაც მაგაზე ნაკლები არ იყო, ხოდა შურსაც ვიძიებდი და ჭკვასაც ისწავლიდა ეგ სულელი...მაგრამ იქნებ უკვე გვიანი იყო? ამაზე როგორ ვერ ვიფიქრე? ჩქარა გამოვრთე წყალი და მალევე გავიმშრალე. ისევ ჩემი კაბა ჩავიცვი და აბაზანის ჩუსტებით ოთახში გავვარდი თუმცა...ოთახი ცარიელი დამხვდა! აღარც ნიკა იყო და აღარც კამერა! ეგ ტირანი! აი თურმე რატომ იყო საგრძნობლად მშვიდი...როგორ ვერ მივხვდი? ამდენი რამის მერე მაინც დავუშვი რომ მასში რაიმე ადამიანური გრძნობა არსებობდა? ისევ მოახერხა ჩემი შოკში ჩაგდება და ამავდროულად გაცხარება. მთელს სახლში გიჟივით წინდაუკან დავრბოდი თავბედს ვიწყევლიდი და მის სახელს ვყვიროდი თუმცა ამაოდ. მერე როგორციქნა ჩემს ფეხსაცმელებს მივაგენი ნიკას ძებნაში და ეგრევე ჩავიცვი. ნეტა სად წავიდა ან როდემდე გაიქცეოდა? სულელი ტირანი! ეს როგორ გამიბედა? არ შევარჩენდი აქ კიდევ მოვიდოდი, არ ვაპატიებდი ჩემს გაცურებას, ყველაფერს ვიზავდი და იმ ვიდეოს მაინც წავაშლევინებდი. რას მიქვია თავს იკლავდა? გადავწყვიტე მანამდე სახლში დავბრუნებულიყავი და ვლოცულობდი რომ სანამ ლადო მანქანის გაქრობას შეამჩნევდა სახლში იქამდე მიმესწრო. თან ისეთი გამწარებული ვიყავი ნაპერწკლებს ვყრიდი. სულელი...რატომ უნდა სიკვდილი? მე მაგას ვანახებ სიკვდილს...გასასვლელი კარი გამოვაღე, გარეთ გავედი და...



პ.ს ჩემო მეგობრებო,პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2021 წელს, წარმატების და იმედის მომტანი წელი ყოფილიყოს ჩვენთვის ყველასთვის. ძველი წელი წარსულში ჩაგვეტოვოს და ახალი შემართებით და რწმენით, ჩვენი სიძლიერით აუცილებლად გადავიტანთ ყველაფერს... ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანების გამო, შევეცდები იგივე არ გავიმეორო და ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც იტოვებთ დროს ჩემი გიჟუნიების ისტორიის წასაკითხად. ყველანი მიყვარხართ ძალიან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent