შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე ( მეშვიდე თავი )


8-01-2021, 21:24
ავტორი Blume
ნანახია 443

ჩვეულებრივი დილა იყო,ზანტად იღვიძებდა ქალაქი. სულ მალე შვიდი საათი გახდებოდა. ფანჯარას მოშორდებოდა , ქვემოთ ჩავიდოდა და ჩვეულებრივ შეხვდებოდა მას.სამწუხაროდ,ყველაფერი ისე არ ხდებოდა ,როგორც ოსტინის რომანებში,ამიტომ გვანცაც ჯერ დაემანჭებოდა ,მერე საგანგებოდ მის გვერდით ჩამომჯდარს ომლეტს ააცლიდა თეფშიდან და სკოლის გზაზე ძალიან,ძალიან ბევრს დასცინებდა. დაივიწყდება რომ პირველი კოცნის ქურდი ეს ბიჭი იყო,დაივიწყდებდა გუშინდელ მუქარასაც და ყველაფერი იქნებოდა ისე ,როგორც არასდროს ოსტინთან.
საკუთარ თავზე გაეღიმა.
გონებაში ჯერ კიდევ საიმედოდ მალავდა თომას ნათქვამ "მძულხარს" . ამაზე ფიქრი არ უნდოდა ,მაგრამ ის ფაქტი,რომ ასე მაშინაც კი არ მიუმართავს ვაჟს,როცა ათას სისულელეს აბრალებდა , აბნევდა . მთელი ეს გაუგებრობა ერთობ დამღლელი რამ გახლდათ და საუბედუროდ,გვანცა არ იყო ელიზაბეტ ბენეტი . იცოდა რომ არც ღირსებებითა და არც გარეგნობით გამორჩეულთა რიგებში არ შედიოდა. ამბიციური იყო,ამპარტავანიც კი,ზოგჯერ ბოროტი,თუკი შესაძლებელია ბოროტი ხანგამოშვებით იყო.მაღალს და გამხდარს უშნო,სარივით ჩამოგრძელებული ხელ-ფეხი და კეხიანი ცხვირი ჰქონდა.საკუთარ თავში მხოლოდ და მხოლოდ თავთუხისფერი თმა მოსწონდა,ისიც მხოლოდ იმიტომ რომ დედას ჩამოჰგავდა ასე.
საკუთარი გამოსახულების ცქერამ რომ მოღალა , ქვემოთ ჩავიდა. ინატრა მისაღებში შესულს თომა არ დახვედროდა,მაგრამ იგი სწორედაც რომ იქ იჯდა. სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახის გამყოფი ბარის მაგიდასთან მიმჯდარიყო და ტოსტიან თეფშს მთქნარებით ატრიალებდა. მერე გემრილად მოკბიჩა და ნეტარებით დააპირა თვალების მოჭუტვა,მაგრამ თითქოს სკამიდან ვარდებაო , სწრაფად გასწორდა და გულზე ხელებმიბჯენილმა პირდაპირ მისკენ გამოიხედა.
- რას დაყუდებულხარ ?-უთხრა ღეჭვით - მაცივრის კარმა აგირეკლა და ლამის გული გამისკდა - ცოტა ხანს მიაშტერდა გოგონა.ფაქტობრივად,ისე იქცეოდა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.ამან გააღიზიანა და მალევე აარიდა თვალი.ორ ნაბიჯში გაჩნდა მაცივართან და ინტერესით მოათვალიერა.
-მოსალმებას არ კადრულობ ?-გამოსძახა ბიჭმა .გვანცა ლამის თავადვე შეეყინა მაცივარს,როცა იგი მის გვერდით დაიხარა,ჯერ სახეზე მიაშტერდა და მერე თავადაც მოათვალიერა იქაურობა - რა ხდება ასეთი ამ მაცივარში? - გვანცა დაიძაგრა და სწრაფად გასწორება სცადა,მაგრამ ზედა საყინულის კარს ისეთი ძალით აარტყა თავი , რომ ტკივილი და დარტყმისაგან გამოწვეული ხმა ყურებში აუგუგუნდა.შეჰკივლა და თავზე წაივლო ხელი.ტირილს არ აპირებდა,მაგრამ თომას ხმამაღალი სიცილი რომ მოესმა ,ახედვისას კი მუცელზე ხელებმოჭერილი და ახარხარებული დაინახა,თვალები აეწვა უნებურად.ბარბაცით წამოდგა და სამზარეულოდან გაცლა დააპირა,კისერზე რომ მოეხვია ვაჟის მკლავი.გეგელაურმა კეფაზე მოავლო ხელი და მექანიკურად შეაბრუნა მისკენ,თავზე შემოჭერილი მტევნები გადააწევინა და პროფესორვით დახედა შეწითლებულ ადგილს.
- მძიმე მდგომარეობაა - თქვა შეფიქრიანებულმა - მგონი თავზე ეიფელი გეზრდებათ ! - გაბრაზებულმა გვანცამ გაიბრძოლა,მორიგ ხარხარის ტალღას ელოდა,მაგრამ თომამ მხოლოდ გაიღიმა და სული შეუბერა მოწითლებულ ადგილას.უკეთ რომ მისგდომოდა,თითები შეუცურა თმებში და თავით მისკენ დასწია.აპილპილებული დაჰყვა გვანცაც,ტკივილი რომ დაუამდა ,ვაჟის ყელთან პატარა ჩაღრმავებას დააკვირდა.ლავიწთა შუა ნაწილში,მოცსფრო კაპილარებსა და ვარსკვლავთა მტვრევით ჭორფლებით დაწინწკლულ კანზე დახედა.შეხების სურვილმა აიტანა და ვინ იცის რას მოიმოქმედბედა ,უსიამოვნო სიცივე რომ არ ეგრძნო .
- ტვინი არ გაგიცივდება ,არ იღელვო- შესცინა გეგელაურმა და ყინულის კუბიკებიანი ჩანთა ბოლოკივით დაადო თავზე.კიდევ აპირებდა გაგრძელებას,მაგრამ გოგონას სახის დანახვისას გაჩუმდა.ცრემლი ჯერ კიდევ უბრწყინავდა თვალებზე,მაცივრის წინ ამდენხიანი დგომისა და სიცივისაგან ტუჩები გალურჯებოდა .
ბაგე გაისველა თომამ,გოგონას მზერამ ააღელვა . მიხვდა,არ შეიძლებოდა , ასე მოქცევის უფლება არ ჰქონდა,მაგრამ ახლა თითქოს სხვა მოქმედებდა მის ნაცვლად,ინსტიქტურად შემოეჭდო მკლავებზე .თბილი იყო გვანცა . გრძნობდა მისი სხეულის ქალწულებრივ სილბოს,მკერდისა და წელის მოხაზულობას.
ყინულებიანი ჩანთა ხმაურით დაეცა გოგონას ფეხებთან,თავი ასწია მან. უხმოდ ტიროდა გვანცა. არც გაწევა უცდია,არც შებრძოლებია.
- ნუ,იქცევი ასე-ამიოტირა,ბაგეები უფრო გალურჯებოდა - ძველებურად იყოს რაა - ბავშვური თხოვნის მსგავსად გაიჟღერა მისმა ხმამ - ისევ ისე ვიყოთ,მაიას შეურგდი- ისევ გარბოდა,ისევ ეშინოდა.
- "ადრეს" შენ გადაუსვი ხაზი,შენ მაიძულე ასე მოქცევა- არც კი იცოდა რატომ ეუბნებოდა ამას.არა,სრული სისულელე იყო მისი საქციელი. მოფიქრებული სცენა უნდა გაგრძელებინა,მეგობარი ყოფილიყო მისთვის ,როგორმე გამოესყიდა ის,რაც დაუშვა - ან რატომ გინდა ეს ? რას გაურბიხარ ?
- შენ !- იყვირა გოგონამ და ხელები მოაშორებინა - ძალით მკოცნი,მერე მემუქრები რომ ჩემი ნებით მოვინდომებ ამას და მეორე დღეს ისე იქცევი თითქოს არაფერი გაგიკეთებია - არც კი ადარდებდა რომ ეზოდან ნებისმიერ წამს შეიძლება შემოსულიყვნენ და ყველაფერი გაეგოთ . - ჩემ კითხავზე არ გიპასუხია - ხელები გაუკავა და მთელი სხეულით გადაეღობა წინ - რატომ გადარდებს მე რას გეტყვი? შენ ხომ უამრავჯერ გამიმეორე ,რომ გძულვარ,გეზიზღები.რატომ არ სთოხვ შენს პრინცს,რომელზედაც უიმედოდ შეყვარებული ხარ დაგეხმაროს?ჩემნაირი დესპოტისაგან გიხსნას - ცივად გაიღიმა თომამ. საკუთარი თავი ეზიზღებოდა , ახლა ყველაზე მეტად გრძნობდა დანაშაულს."პრინცი" ხომ თავად ჩაუგდო ხელში , მერედა როგორ , სანაძლეოთი სათამაშოსავით გასწირა გოგონა და მაინც,ყველაზე უარესი ის იყო,რომ ისევ არ შორდებოდა მას. აკოცა კიდეც , არ ეთმობოდა ? რა თქმა უნდა არა, "ნაძირალა ხარ, მასზე შეყვარებული ნაძირალა . უთხარი!ხომ გინდა რომ შეგიძულოს ? სხვა უყვარდეს ,ხოდა უთხარი,რაც გააკეთე .რისი გეშინია? მაგრამ არა, შენ არ გინდა რომ მას სძულდე. " თვალები დახუჭა ,აუტანლად რთული იყო ყურისგდება სინდისიათვის .ხელები შეუშვა , დაიხარა და ყინულის კუბიკებიანი ჩანთა აიღო. თითქოს ეს ერთადერთი პრობლემა იყო მათ ირგვლივ . გვანცა აღარ ტიროდა.უბრალოდ მიაყოლა თვალი მის მოძრაობას.
- მსგავსად აღარასოდეს მოიქცე ! - მთელი ძალების დაძაბვა დასჭირდა მისთვის თვალის გასასწორებლად. - მათ არაფერს ვეტყვი - თავით კარისკენ ანიშნა - სამაჯური დამიბრუნე და დაასრულე ეს უაზრო თამაში .
-თამაში - წყნარად გაიმეორა თომამ .ორი პატარა,საგანგებოდ გამოწყობილი ფიგურა და მათ თავზე დახრილი ქალი წარმოუდგა თვალწინ."არ იჩხუბოთ,თმები არ მოსწიწკნო,სახე არ დაუკაწრო.ცოტა ხანს მეგობრები ხართ !" არიგებდა ქალი - გახსოვს ყოველჯერზე სადმე სტუმრობისას,რას ვთამაშობდით ხოლმე ? არ გემახსოვრება - მათ შორის კიდევ ერთი საიდუმლო აღმართულიყო.ის,რაც გვანცას არასდროს უნდა გახსენებოდა - მეგობრობანას ! - ნელა აუარა გვერდი - უფრო ადრეც უნდა დაგვემთავეებინა.
არც კი შეხებია,მაგრამ იგრძნო როგორ აედევნა გვანცას სურნელი ჩავლისას.
კიბეებს აუყვა .
"თომა თმა არ მოსწიწკნო, გვანცა ჩაი არ გადაავლო. ცოტა ხანს მეგობრები ხართ " არიგებდა ქალი. "


**********


საუზმე უტყვი იყო,სკოლის გზაზე თომამ დაასწრო.რა ირონიული იყო ცხოვრება,ახლა ვაჟი არიდებდა თავს.არადა ასეთი დასასრულისთვის არ ემეტებოდა მათი მეგობრობა, მარტოდმარტო მიმავალს თითქოს გაწვრილებული,შემაწუხებელი ხმით ეჩირჩულებოდა ვიღაც.ეს ვიღაც საკუთარი მე იყო გულდაწყვეტილი იმით რომ მისი მოლოდინი გამართლდა,იმით რომ პირველი კოცნა მხოლოდ თამაში იყო,სამაგიერო და ნიშანი იმისა რომ არაფერს ნიშნავსდა თომასთვის."სულელო,წარმოიდგინე რომ გეთქვა! არა,არა ! შეგიძლია ეს წარმოიდგინო? ჯერ სიცილით აგიკლებდა,მერე კი ღმერთმა იცის .იქნებ აღარც კი შემეხედა,ან უარესი საკუთარ სათამაშოდ ექციე" .
პირველი გაკვეთილის დასრულებისთანავე დერეფანს შეაფარა თავი. შენობის ეს ნაწილი ყველაზე მეტად სძულდა,მაგრამ ეს ხმაური სასიამივნოც კი იყო ახლა. ღიმილით მომავალ დათას რომ მოჰკრა თვალი,მიხვდა.მისი გონება ყველაზე სულელურ გამოსავალს ამზადებდა,ყველაზე პათეტიკურ გზას ირჩევდა - შანს მისცემდა დათას. ბოლოსდაბოლოს მთელი ორი წელი ხომ თავს იტყუებდა,მაშინ ახლა რატომ უნდა ყოფილიყო ეს რთული.
-ჰეი-დათამ გაუღიმა,მერე კი ის სწრაფად და მსუქბუქად შეეხო ლოყაზე,რომ რეაგირებაც ვერ მოასწრო თავად.-დღეს გაკვეთილების შემდეგ ,გცალია?- უხერხულად მოიქექა თავი . გული მოეწურა გვანცას,ახლა პატარა გოგონას ჰგავდა საოცნებო სათამაშოს ხელში ჩაგდების შემდეგ რომ აღმოაჩინა,თურმე არ სურდა იგი. დათას გამოყენება მორიგი სისულელე იქნებოდა - მინდა რომ დაწყებული საუბარი გავაგრძელოთ.
დაწყებული საუბარი? განა არ იცოდა გვანცამ რას ეტყოდა .საკუთარი პასუხი გაახსენდა უცებ,ვიციო მაშინ მოუჭრა . არც კი აუღელვებია დათას სიტყვებს. მიხვდა პასუხი შეაგვიანდა.
-კი - ძალაუნებრუად დაუქნია თავი- მეც მინდოდა შენთან დალაპარაკება.ხო მართლა,დამავიწყდა მოემელოცა მეორე ადგილი.
- მადლობა-შესცინა ბიჭმა- მისმინე,შენი ნამუშევრის ამბავზე დაელაპარაკე თომას?
- არა-სწრაფადვე უპასუხა გვანცამ,კლასისკენ გააპარა თვალი.შეღებულ კარს მიღმა თომას მერხი ჩანდა.რა თქმა უნდა,მისკენ არ იყურებოდა .
- თუნდაც ის ყოფილიყო,რა აზრი აქვს ?
- თუნდაც? გითხარი რომ დაზუსეტებით ვიცი.გინდა შენს ნაცვალდ მე დაველაპარაკო?
- არა,არა.არ არის საჭირო!
- კარგი- დაეჭვებით ჩაილაოარაკა დათამ. ცივი სხივი გაუკრთა თვალებში,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. - საღამომდე თუ შევხვდებით უკეთესი იქნება,მაგ კონკურსთან დაკავშირებით ორი დღით წასვლა გვიწევს "გამარჯვებულებს"- ხელებით წარმოსახვითი ბრჭყალები მოხაზა.
- წასვლა?
- ხო,სკოლის სახელით ერთობლივად გავდივართ,ბათუმშია ფინალური ეტაპი . ესე იგი ხვალ თომაც მიდოდა,თანაც ორი დღით.
- კარგია,ოთხისთვის შევხვდეთ აქვე ეზოში.ბევრ დროს არ წაგართმევ .
- აბა ოთხამდე- სანამ კიდევ ერთხელ გადმოიწეოდა მისკენ შებრუნება დაასწრო გვანცამ და იგრძნო ის უჩვეულო,ცივი მზერა თან დაჰყვა.
კლასში შესულს წითელთავასკენ არ გაუხედავს. ვინ იცის,თავად რომ გაემარჯვა ნუთუ თომასთან ერთად მოუწევდა წასვლა? ასეთი რამ პირველად ხდებოდა,როგორც წესი ასეთი კონკურსები სკოლის ფარგლებს არ სცილდებოდა, ამიტომ ყოველ წელს თომასთან ერთად იყოფდა ხოლმე საუკეთესოთა შორის ადგილს. ნუთუ დათას სიტყვები სიმართლე იყო?გაახსენდა როგორ შეიპარნენ სახელოსნოში.
ვერასდროს წარმოიდგენდა თუ შუაღამისას ცარიელ ქუჩაში უმიზეზიდ სიცილი ასეთი სასამოვნო იყო.
-გვანცა !- მასწავლებლის ხმამ გამოაფზილა.ყველა მისკენ მობრუნებულიყო,თომაც კი გვერდულად გადმოჰყურებდა - დღევანდელ საკითხზე ხომ ვერ ისაუბრებ-მეთქი?
-ბოდიში,დიახ ,რა თქმა უნდა - აიწურა . ფეხზეწამომდგარმა რაც შეიძლება სწრაფად მოათავა მოყოლა . შვებით ამოისუნთქა,როცა შემაჩნია რომ ბავშვების ინტერესი მის მიმართ გამქრალიყო.
-ძალიან კარგი-უთხრა მასწავლეებელმა.- გაკვეთილის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით დარჩი - ქალს ყურადღება აღარ მიქუცევია,მაგრამ მის ტონალობაში სიცივე გაკრთა. "ნუთუ ჩემმა უყურადღებოვამ გააღიზიანა?" გაკვირვებულს აღარ შეუმჩნევია დროის გასვლა,აღარც თომასკენ გაუხედავს . მხოლოდ მაშინ მოახერხა , როცა მასწავლებელმა აშკარა უკმაყოფილებით საუკთარი ტესტის ფურცელი აუფრიალა .
- ბოლო კითხვას დახედე-ცუავდ უთხრა ქალმა და კარში გახიდულ თომას გაკვრივებულმა გადახედა,თავით ანიშნა კლასი დაეტოვებინა,მაგრამ ბიჭი არც კი შეირხა - სხვა ფერის კალმითაა შემოხაზული,ისიც ნაჩქარევად . ქვემოთ განმარტებასაც დააკვირდი,ეს შენი ხელწერა არ არის. შენგან ასეთ საქციელს არ ველოდი - ფურცელი უკანვე აიღო მასწავლებემლა,სწრაფადვე ჩააბრუნა ქაღალდებით სავსე ჩანთაში,მერე კი კვლავ უკმაყოფილო მზერით რომ დააჯილდოვა ორივე,მეორედ გადაწერის ფაქტს ასე უსიტყვოდ არ შვეგუებიო ისღა თქვა და დერეფანს გაუყვა. მისი ნაბიჯების ხმა რომ მიწყდა,გვანცა ოდნავ შეირხა . კართან მდგარი ვაჟისკენ არ გაუხედავს.უხერხულად,თითქოს ძალდატანებით შებრუნდა და მერხზე დადებული სახელმძღვანელო ზურგჩანთაში ჩააბრუნა.გაახსენდა როგორ ვერ მოასწრო ტესტის დასრულება,როგორ გადაცურდა ფურცელი და როგორ დასწვდა გეგელაური. ნეტავ როდის მოასწრო? ესღა გაიფიქრა . ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ეტირა. გასასვლელისკენ რომ დაიძრა,ეცადა ისე გაეარა ,რომ ოდნავადაც კი არ შეხებოდა ვაჟის სხეულს.
-რა იყო - თომას ირონიულმა ტონმა ადგილზევე გააშეშა - რა სახე გაქვს,ასე შეგელახა თავმოყვარეობა ?
ხელები მუშტებად შეკრა გოგონამ. კარის ზღურბლზე იდგნენ,ერთმანეთის მოპირდაპირედ . თომას თეთრი პერანგი ალაგ-ალაგ დაჭმუჭნილიყო . მის მაღალ ფიგურას შვენოდა კიდეც მუქი ლურჯი, გახეხილი ჯინსისა და უწესრიგოდ მორგებული პერანგის კომბინაცია.მოწითალო თმა სახეზე ჩამოშლოდა,სწორი და გამოკვეთილი ყბის მოხაზულობა და მაღალი კისერი სუნთქვისშეკვრამდე მიმხიბვლელს ხდიდა .
გვანცა ამჩნევდა თანდათან როფორ იცველობდა ვაჟი,მისი განიერი მხრები,სისხლივით წითელი ბაგეები და გრძელი,თლილი თითები, ახლა უკვე მამაკცურ მიმზიდველობას ასხივდებდა . ალბათ ამიტომ იყო პოპულარული . ვინ იცის , იქნებ ამან,უკვე გაზრდილმა თომამ აიძულა მიმხვდარიყო რომ მას , როგორც მეგობარს ვერასდროს შეხედავდა. პირველად მაშინ მიხვდა ამას,როცა ვაჟი მოულოდნელად აიბარგა მათი სახლიდან.წარსულიდან ყველაფერი ცხადად არ ახსოვდა,მაგრამ მხოლოდ მაშინ,იმ დღეების გააცნობიერა თუ რას ნიშნავდა მისთვის ეს მუდმივი კინკლაობა,მაშინ მიხვდა რის დაფარვასაც ცდილობდა ამით.
- ბოლოს ასეთი გამომეტყველება მაშინ გქონდა, ჩვენი მეზობლობის ამბავი რომ გავამხილე - გეგელაურის სიცილმა გამოფახიზლა.ასეთი სულელი როდის მერე გახდა? ამ სიტუაციაში თომას მიმზიდველობაზე როგორ ფიქრობდა .
- ასე მეორედ აღარ მოიქცე !
- რა ხდება შენს თავს?- სარკასტულად აპრიხა ტუჩები ვაჟმა ,მერე კი მისკენ დაიხარა და ბავშვივით გადაუსვა თავზე ხელი - არ აპირებ მითხრა ,რომ სპეციალურად გავაკეთე?რომ შენი დამცირება მინდოდა ! მიდი,მიდი . შეგიძლია შენი ეჭვები თამამად გამიმხილო -ხელი მოიშორა გვანცამ და უსიტყვოდ გაშორდა,ლამის გაიქცა ფოიესკენ . ამაზე ფიქრი აღარ შეეძლო,ვერც კი ხვდებოდა როდის მივიდნენ აქამდე. საათს დახედა , სამი ხდებოდა. დათასთან შეხვედრამდე დარჩენილ ერთ საათში სახლში წასვლაზე ფიქრსაც კი არ ჰქონდა აზრი,ამიტომ ფოიეში გასულმა იმის გამო რომ ისევ თომას არ გადაყროდა ,გეზი მოპირდაპირე დერეფნისაკენ აიღო,რითაც კაფეტერიამდე დარჩენილი გზა გაიორმაგა. საგამოფენო ოთახს რომ ჩაუარა მაშინღა გააცნობიერა,თურმე კაფეტერიის ნაცვლად სწორედ აქ უნდოდა მოხვედრა.ნუთუ მართლა თომამ გააკეთა? მაშ,რაღატომ დაეხმარა ? მიმოხიედა. მეორე ცვლა ნახევარ საათში დაიწყებოდა,ირგვლივ არავინ იყო. კედლები რომ მოათვალიერა შეამჩნია,ერთადერთი მოძველებული ვიდეოთვალი მიმეგარებინათ კუთხეში,თუმცა ისე რომ მხოლოდ დერეფანს გაჰყურებდა. დარაჯი , რა თქმა უნდა , კადრების ნახვის საშუალებას არ მისცემდა , ან ასეც რომ მოქცეულიყო უბრალოდ ვერაფერს დაიანხავდა. დარბაზი ტრადიციულად ჩაკეტილი იყო,მაგრამ მოძველებულ კარში დატანილი ხვრელიდან კალმით თავისუფლად შეიძლებოდა ურდულის გადაწევა.ასეც მოიქცა და რამდენიმე წუთში ათასგვარი ნახატითა და ქანდაკებით მორთულ ოთახში ამოჰყო თავი. გამარჯვებულთა ნამუშევრები შეეფუთათ,მისი ლარნაკის ნამსხვრევები წმინდად მოეგვავათ. კარგა ხანს უტრიალა იქაურობას,იმედისმომცემი ვერაფერი ნახა. მაგრამ ფაქტი იყო , ფანჯარა ისეთ სიმაღლეზე იყო,რომ თავისუფლად შეიძლებოდა გარეთ მყოფს უბრალოდ ხელისგაწვდენით გადმოეგდო იქვე მერხზე შემოდებული ლარნაკი. გონებაში მოხაზა როგორ მოხდებოდა ყოველივე . ვაჟა,რომელიც კონკურსში არ მონაწილეობდა და არც კი იცოდა რომელი ნამუშევარი იყო გვანცასი ოთახში შევიდოდა,ფანჯარას გაუღებდა თომას ,თან გააფრთხილებდა კიდეც თუკი ვინმე ჩამოივლიდა, გეგელაური კი ხელს კრავდა და ნამსხვრევებად აქცევდა ფაიფურს. ისევ ფოიეში გაბრუნდა და ამჯერად გარედან შეათვალიერა ფანჯარა.გაზონი გაუკრეჭავი იყო,მაგრამ კედელთან ჯერ კიდევ ოდნავ დატკეპნილი. გადაწოლილი ბალახის ყურებისას,რაღაც უცნაურს მოჰკრა თვალი. კედელთან ლურჯი ფერის კალამი ეგდო და მბზინავი ზედაპირი შუქს ირეკლავდა . სწორედ ეს ათინათი მოხდვა თვალში გვანცასაც.ეს მოლუჯო,ინიციალებინაი პალასტმასის ჩარჩო თომასი იყო. გულმკერდი ეტკინა. თომას ბავშვობიდან უცნაური ჩვევა ჰქონდა,კალმებს ჯიბეში ჩაიჩურთავდა ხოლმე და ვინ იცის,რამდენჯერ გალურჯებული,მელნით მოთხვრილი შარვლით ბრუნდებოდა სახლში. დაიხარა,თავსახური წააძრო კალამს და წვერი ოდნავ დაისვა ხელზე. ღია,ლამის იისფერში გარდამავალი იყო მელანი.გეგელაური ყოველთვის ასეთებს იყენებდა. ახლაღა გაახსენდა თავის ისტორიის ტესტში პასუხი სხვა ფერის მელნით მიეწერა თომას.რა თქმა უნდა,საყვარელი კალამი ხომ აქ დარჩენოდა! დათასთან შეხვედრაზე აღარც ფიქრობდა,უკან გამობრუნებულს ჩვეული ღიმილით რომ შემოეგება ბიჭი და კოკა-კოლა გამოუწოდა.
-აიღე,გაგრილდები- გვანცას პასუხს არც კი დაელოდა ისე შეაჩეჩა სასმელი და იქვე ბაღის სკამზე მოკალათდა ,სიცილით დაჰკრა ხელი სკამს ,მერე კი კუთხეში ჩამომჯდარი გვანცასკენ გაჩოჩდა და დემინატრაციულად გადაწვა საზურგეზე - აბა,ხომ მომწერ ხოლმე?
-დათა , მისმინე მე ...
- ვიცი,რომ არ მოგწონვარ-დაასწრო ვაჟმა -აღარ უფრო სწორედ - აწრიალებულ გოგონაზე გაეღიმა -იმ დღეს შენმა პასუხმა მიმახვედრა,მაგრამ უბრალოდ ვცადოთ კარგი ? აი ,თუნდაც გამოშვებამდე . ჩემი მეწყვილე იქნები ?
- დათა, უარესად გავამწვავებთ სიტუაციას.
- რატომ? ცდით რას დავაშავებთ ? ეგეც რომ არ იყოს,ბანკეტზე ჩემს მეწყვილედ რომ დაგინახავენ იქნებ ცოტა ხანს დავისვენო ,ხომ ხვდები - ახარხარდა ვაჟი. გვნაცასაც გაეცინა.დათას პასუხი სულ არ გავდა იმ ბიჭის სიტყვებს გრძნობებზე რომ უარით უპასუხეს.ან იქნებ თავად ეჩვენებოდა ასე ? -არაფერს დაგაძალებ გესმის ? - გამომეტყველება დაუსეროზულდა - ჰე აბა,ამდენი ფიქრი რად უნდა ამას ? თუ მეწყვილე შერჩეული გყვს უკვე?
-არა,არა.კარგი იყოს ასე -შესცინა გვანცამაც .
-მაშ,შევთანხმდით- დათა წამოდგა,გვანსაკენ გადაწევა რომ დააპირა შეამჩნია როგორ შეიშმუშნა გოგონა , ამიტომ მხარზე ხელის დაკვირთ გამოემშვიდობა.
-შენი ნომერი მაქვს ,მოგწერ ხოლმე - უკვე მოშორებულა მიაძახა - შეთანხმება არ დაგავიწყდეს!

გვანცას აღარ დაუნახავს თვალსმოფარებულმა ვაჟმა როგორ მოსროლა ბოთლი ნაგვის ურნისკენ,არც დათას შეკურთხება მისწვდომია მის სმენას. გაცეცხლებული ბიჭი გამალებით ფიქრობდა,"არ შეიძლებოდა კიდევ ჩემზე ჩამოკიდებულ იდიოტად დარჩენილიყო?" ზუსტად იცოდა ვისაც ეტრფოდა გვანცა,მაგრამ კარგად უწყოდა თომას რომ წარმოდგენაც არ ჰოქნდა ამაზე."ძალიან კარგი, დამთავრებამდე დარჩეს ასე.მთავარია კაპიტნობა დამითმოს " სანამ სახლამდე მივიდოდა,პატარა სამოქმედო გეგმაც მოხაზა.თუკი ამ ორს უარესად დაუპირისპირებდა ერთმანეთს , თომა სკოლის დამთვარებამდე კი არა,ალბათ ვერასდროს გაიგებდა სიმართლეს. " ეჰ,გეგელაურო,ისეთი იდიოტი ხარ ,ვერაფერს ამჩნევ" გაიფიქრა კმაყოფილმა და არხეინად შეაღო სახლის კარი.
-სად ხარ აქამდე ? - ნანას ფერადი ნაჭრებით ოცამდე პატარა რგოლად აეკრიფა თმა და დოინჯშემყრილი შემოჰყურებდა. შეამჩნია როგორ გადმოხედა დივანზე მოკალათებულმა თომამ , დაიძაბა. მივარდნის და ყველაფრის პირშიმიხლის სურვილმა მოუარა,მაგრამ სასწაულებრივად მოხერხა თავის შეკავება - გვანცა ! შეყვარებული ხომ არა ხარ ?-გონს ისევ დედამისს ხმამ მოიყვანა -გელაპარაკები და სად დაფრინავ -ქალმა ხელი აიქნია და კიბეებისკენ გაბრუნდა ,მაგრამ პირველივე საფეხურს მიუახლოვდა თუ არა უცბად დამტკბარი ხმით მოუბრუნდა. გვანცა თავიდანვე მიხვდა ,დედამისი და მის თმაში გარჭობილი ნაჭრების გროვა რაღაც უსიამოვნო სურპრიზს უმზადებდნენ -ძვირფასო ,- დატკბა ქალი - თომამ გითხრა ხომ ხვალ რომ მიდის ? მამაშენის უფროსი ხომ იცი ? უცხოელ ინვესტორებს ელოდებიან სამდღიანი კონფერენცისათვის - ნანა შედგა დამნაშავესავით გაუღიმა .
- მამიდასთან არ დავრჩები ,დედა ! - განწირულმა მოუჭრა გვანცამ - სამი დღე მეც თან უნდა ვახლდე , მეუღლეებით იკრიბებიან. არა - ხელების აწევით შეაჩერა პროტესტისათვის შემზადებული გოგონა - რადგან მამიდაშენის შეწუხება არ მინდა - გვანცას სახეს რომ დააკვირდა ,შეასწორა -არ გვინდა,მგონი მარტოც გაიტან თავს.თან პრაქტიკილად ორი დღე მოგიწევს,თომას ჩვენზე ადრე მოუწევს დაბრუნება. - გვანცამ დაასკვნა ცხორვება ყველაზე მწარედ და ყველაზე ხშირად ეხუმრებოდა. აბა რა , სრული ერთი დღე გეგელაურთან მარტო ყოფნა მისი მშობლების დაბრუნებამდე ძალიან დაამშვიდებდა . ამას ისევ წუწუნა,მუდამ უკმაყოფილო მირანდა ერჩივნა , მაგრამ ახლა რომ ეთქვა მამიდასთან დავრჩებიო ეს არა თუ ნანას,არამედ ზურაბსაც ისე გააკვირვებდა ,უმარავი კითხვისთვის მოუწევდა პასუხის გაცრმა . ბედს შეგუებული უსიტყვოდ დაეთანხმა .
- ოჰ, მომეწსრო გოგო - ტაში შემოკრა ნანამ და თითქმის ცეკვით აუყვა კიბეებს .
ის იყო თავადაც დააპირა ასვლა,რომ თომას სიტყვებმა შეაჩერა .
- გული გწყდება არა დათაც რომ ჩემთან ერთად მოდის ? არადა რა კარგი შანსი გქონდათ ორი დღე მარტო ყოფნისთვის ,აქ... - როცა ძალიან ბრაზდებიდა,აღარ ახსოვდა რას აკეთებდა.ახლაც მხოლოდ მაშინ მოეგო გონს ,როცა გეგელაურის გაოცებული სახე შეამჩნია.ჰო,ბიჭის ფეხებთან ის ლურჯი კალამი ეგდო,რამდენიმე საათის წინ რომ იპოვა და რამდენიმე წამის წინ სახეში ესროლა გაცეცხლებულმა .
- ჩემს ლარნაკს რომ ამტვრევდრი ,მაგაზე ფიქრობდი ? - გამოსცრა გამწარებულმა,კალმის სროლა საკმარისი არ იყო,ხელები ექავებოდა მრისხანებისგან. გონს მოსვლა არ აცალა , ისე მიეჭრა,მაგრამ დაასწრო გეგელაურმა . უსიტყვო ბრძოლა ცოტა ხანს გაგრძელდა და როცა გვანცა თავის გასათავისუფლებლად ინერციით გადაიწია უკან,წონასწორობა ვერცერთმა დაიცვა. დივანზე ყრუ ბათქით დაეცა ორივე. ამჯერად თომას სურნელს აღარ გაუბრუვებია გოგონა,შერჩენილი ძალებით ბორგავდა.
-შეწყიტე!-შეუღრუნა თომამ და ორივე ხელი თავს ზემოთ მოაქცევინა.ტკივილისაგან დაიგმინა გვანცამ. მკლავები აეწვა ,მასზე დაწოლილი ვაჟის სხეული სუნთქვისა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა,მაგრამ უეცრად გაცილებით უფრო ძლიერი ტკივილი იგრძნო,თავის ქალა აეწვა . თითქოს ათასმა ჭიანჭველამ გადაურბინა გონებაში.თვალთ დაუბნელდა , ეს სანახაობა რაღაცას აგონებდა.
თავს მიღმა აწეული ხელები,მასზე გადაწოლილი სხეული.რაღაც საოცრად მტკივნეული იღვიძებდა მის გონებაში.
-მტკივა-ესღა ამოიხავლა და იგრძნო როგორ დამდუღრულივით მოშორდა თომა.
უცნაური ლანდები წამებში გაქრა,მაგრამ დაეფიცებოდა თავი ასე ძლიერად არასდროს სტკივებია. ორივე ხელი მთელი ძალით მიიჭირა საფეთქლებზე ,ეგონა რომ ისევ გაითიშებოდა,ისევ უცნაური,ჯერ არ ნახული ლანდები დაეპატრონებოდნენ ,მაგრამ შეხებამ მოიყვანა გონს.
მიტკლისფერი ედო სახეზე ვაჟს,მის ფეხებთან ჩამუხლულს ხელები გვანცას მუხლებისათვის მოეხვია და რაღაცას იმეორებდა. სმენა რომ დაეწმინდა მიხვდა მის სახელს უმერებდა თომა .თვალის კუთხეებთან ჩალურჯებებიც კი გასჩენოდა ამ რამდენიმე წამში . მისი მუდამ მშვიდი ,თაფლისფერი გუგები ახლა ქაოსურად ევლებოდნენ მთელ სხეულზე. ხელები უსაშველოდ ცივი ჰქონდა , ფალანგები და ფერდაკარგული ბაგეები ერთიანად უთრთოდა.
-გემუდარები,მაპატიე .არ მინდოდა - მის ხმაში გაპარულმა სასოწარკვეთამ გააოცა გვანცა. მოულოდნელად ბიჭმა წელზე მოსდო ხელები და თვალისდახამხმებაში იატაკზე ჩამოსვა გაოგნებულო,მერე კი მის კალთაში ბავშვივით მოქცეულს მოეხვია.მთელი სხეულით ეკვორდა თომა,სახე მის თმებში ჩაერგო. ალბათ ნამდვილი სიმშვიდე სწორედ ასე იბადება,ქარიშხლის შემდეგ კი არა,შუაგულ შტორმში შენი ნაპირის პოვნისას. ჩვენ ყველას ჩვენი ადამიან-ნაპირი გვყავს , მხოლოდ "ი" და არა "ები" , რადგან ადამიანიც უნიკალური მრავლობითია მხოლობითში , ორი როგორც ერთი.
-გამიშვი,კარგად ვარ - ამოილაპარაკა გვანცამ.თომას ამშვიდებდა ?ეუცნაურა,არადა თავად ნამდვილვად არ უნდა მოქცეულიყო ასე.
- არ მინდოდა - ფეხზე წამომდგარი თომა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას ,მაგრამ გვანცამ არ დააცადა.
- მაინც რომელი არ გინდოდა ? შეჯიბრიდან ჩემი გამოთიშვა ,ცოტახნის წინანდელი სიტყვები თუ ლამის ხელი რომ მომტეხე ის ?
- მე გავტეხე - თითქოს მისი საუბარი არც მოუსმენიაო ისე უპასუხა გეგელაურმა.გული მოეწურა გვანცას,ასე პირდაპირ მოსმენა რთული აღმოჩნდა . - მაგრამ ოდესმე აუცილებლად გეტყვი რატომაც - მზერა მის შეწითლებულ მაჯებს აატარა ბიჭმა .
- არ მაინტერესებს - მოუჭრა გვანცამ და მხოლოდ ახლაღა იგრძნო . თომა თვალებში შემოჰყურებდა. ჯერ გაოცება დაეტყო სახეზე,მაგრამ მერე თითქოს სევდანარევი კმაყოფილებით შეჰღიმა და გვანცა მიხვდა. რაღაც ისეთს მიხვდა,თომა საგულდაგულოდ რომ უმალავდა.ალღოთი გრძნობდა რომ იმ ძაფის თავი იპოვა ,ამდენ ხანს რომ ეძებდა.
- გინდა რომ მძულდე ? - მის სიტყვებზე ბიჭის რეაქციამ საბოლოოდ დაარწმუნა საკუთარ სიმართლეში. - კითხვას აზრი არ აქვს,არა? - გვანცამ გვერდი აუარა ,მის პასუხს აღარ დალოდებია.


************


თომა , ნანა და ზურაბი ერთად გააცილა. მშობლებს რომ ემშვიდობებოდა გრძნობდა როგორ ეძებდა მის თვალებს თომა,მაგრამ ჯიუტად არ გაუხედავს მისკენ. მხოლოდ მაშინ მანქანა რომ თვალს მიეფარა, ამტვერებულ გზას გადახედა. სახლში შესულმა კი თომას ოთახისაკენ აიღო გეზი. იცოდა რომ არასწორად იქცეოდა,იცოდა რომ სინდისი შეაწუხებდა ამის გამო,დედამმის რომ გაეგო ალბათ აღარასოდეს აპატიებდა,მაგრამ გაუგებრობას ისე დაეღალა რომ სხვა გზა არ ჰქონდა. კარი უბრალოდ გამოეხურა თომას.ძალიან კარგიო გაიფიქრა და ოთახი გულდასმით მოათვალიერა. სამეცადინო მაგიდაზე წიგნები დაეხვავებინა ბიჭს,ბიოლოგიისა და ქიმიის სახელმძღვანელოები იდო ფანჯრის რაფაზეც . იქვე პატარა თაროზე მხატვრული ლიტერატურის გვერდით რამდენიმე მომცრო ზომის თასი მოეთავსებინა წითელთავას.ეს მისი , როგორც კაპიტნის , ჯილდოები იყო. ყოველთვის უკვირდა გვანცას როგორ ახერხებდა მეცადინეობასა და ფეხბურთს ერთად.თანაც ისე რომ ორივე კარგად გამოსდიოდა. "საოცარი ბიჭია,მონდომებული" გარშემომყოფთაგან მხოლოდ ეს ესმოდა თომაზე. მართლაც რომ ასე იყო,ხშირად ხედავდა ამოშავებული თვალებითა და გაბურძგნული თმით,ნახევრად მძინარე როგორ მოაბიჯებდა სკოლისკენ.მაგრამ მიუხედავად ამისა,პოპულარობას არასდროს კარგავდა იგი.მაიკოც კი მისი შეყვარებული გახლდათ,უფრო მეტიც სანამ გაუგებარი მიზეზით დაშორდებოდნენ , მუდამ თან დაჰყვებოდა ბიჭს .
სამეცადინო მაგიდის უჯრები გადაქექა,მიმოფანტული წიგნები ამოატრიალა , კარადაც კი შეათვალიერა,მაგრამ ვერაფერი ნახა.რა სისულელე იყო,იქნებ თომა უბრალოდ იქცეოდა ასე? იქნებ არავითარი საიდუმლო არ ჰქონდა ,მაგრამ მაშინ რატომ არსებობდა ამდენი კითხვის ნიშანი? კალამი რომ იპოვა ბოლომდე ჰქონდა იმედი რომ თომა უარყოფდა,იმასაც კი ნატრობდა რომ დათას მოეტყუებინა ან შეცდომით დაენახა რამე,მაგრამ რეალობა არასდროს ემორჩილებოდა მის სურვილებს .
საწოლის გვერდით მდგარი კომოდის ორივე უჯრა საგულადგულოდ გადაათვალიერა,მესამეს რომ დასწვდა გაშეშდა. მთელს ოთახში ერთადერთი რამ იყო,რაც ვაჟს ჩაკეტილი დატოვებინა.მერე კი გაახსენდა,ყოველთვის როცა თომს ოთახში მოულოდნელად შევიდოდა ბიჭი სწორედ ამ მხარეს გააპარებდა ხოლმე მზერას. არ აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდათ,უნდა გაეღო.
გასაღების უშედეგო ძებნის შემდეგ , დანის წვერით ეცადა ,თუმცა მხოლოდ იმას მიააღწია რომ ოდნავ გაკაწრა . რამდენიმე წამიანი წვალების შემდეგ,ტკაცუნით გადაატრიალა ურდული და თარო წინ გამოსრიალდა .სიხარული მაშინვე გაუქრა,როცა სხვების მსგავსად აქაც მაისურების გროვას წააწყდა.
"არა,ასე არ შეილძლება! მაშინ ჩაკეტილი რატომ ჰქონდა ? "
კოხტად მიწყობილი ტანსაცმელი ამოყარა.იგრძნო როგორ დაუმძიმდა სხეული,გაოცებისა და აღელვებისაგან ადგილზე შედგა.თითქოს ოთახის ნაცვლად,პატარა,უჰაერო სფეროში იჯდა და ფილტვები ეწვოდა , მხერებზე ჭიანჭველებად გადაურბინა უცნაურმა გრძნობამ.
მასიურში აშექალი,მისი ბავშვობის სათამაშო გამოეხვია თომას და აქ შეენახა საგულდაგულოდ.სიცილი აუვარდა ,ვერც კი დაიჯერა რომ ვაჟს მისი თოჯინა შეენახა ,მორღვეული ფეხიც კი უხეიროდ მიეკემსა ზედ. გაახსენდა რა დამაჯერებლად უმტკიცებდა ბიჭი რა თქმა უნდა გადავაგდეო.
ღმერთო,რა მემართება ? - ამოილაპარაკა და უაზროდ გაღიმებული გადაწვა იატაკზე,მოძველებული აშექალი ჰაერში აღმართა, ჟღალი,აბურდული კულულები წინ გადმოეყარა თოჯინას . თვალებგაბრწყინებულმა აათვალიერა გვანცამ,ისე თითქოს პირველად ხედავდა .

"შეინახა,უფრთხილდებოდა"

გვერდზე გადაბრუნდა ,გულში ჩაიკრა თოჯინა. არც კი იცოდა რა უნდა ექნა , როგორ გაეგო ეს ყველაფერი.ბიჭი,რომელიც მუდამ ემტერებოდა , მისი ბავშვობის სათამაშოს ელოლიავებოდა და ინახავდა თურმე . დაკემსილ ფეხსა და აბურდულ თმას კიდევ ერთხელ დახედა გოგონამ, ბროწეულისფრად ახვეული კულულები ვაჟის ურჩ,მუდამ არეულ თმას ჩამოჰგავდა.
სულაც არ აწუხებდა,რომ თომას ოთახში შეპარულმა მის ნივთებში ქექვისას იპოვა იგი . გაყინულ იატაკზე იწვა უხილავ სითბოსა და კომფორტში გამოეხვეული და თოჯინის აბურდულ თმებში თავჩრგული მთლიანად მინდობოდა უცხო , ჯერ კიდევ გამოუცდელ განცდას .

თომას სურნელი ასდიოდა აშექალს.

ცოტა ხანს აშექალს დააშტერდა, ფაქტი , ნამდვილად სასიამოვნო იყო,მაგრამ გვანცამ იცოდა მისი გონების ობიექტური მხარე თანდათან გაიმარჯვებდა,ეს აღფრთივანება გაქრებოდა და ისევ უამრავი კითხვა დაიკიავებდა მის ადგილს.
ასეც მოხდა,მაგრამ სადღაც,ღრმად მაინც ჰქონდა სულ პაწაწინა იმედი , რომ ბიჭი ყველაფრის ახსნას შეძლებდა . უჯრა მიალაგა , ისევე როგორც იყო . მერე საკუთარ ოთახში გამოკეტილი დიდხანს ფიქრობდა ამ ყველაფერზე. თავისი საქციელის რცხვენოდა,მაგრამ იცოდა თოჯინას არ დააბრუნებდა.


************


შეჯიბრის ორმა დღემ უინტერესოდ გაიარა.დათასთან დაპირისპირება ავტობუსში ჩაჯდომის პირველივე წამსვე მოუწია . ახლაც ,უკანა გზაზე გვერდიგვერდ ისხდნენ , უკმაყოფილო მასწავლებელი წინ მოთავსებულიყო. თომამ გაღიზიანებით გადახედა გვერდით მჯდომის განათებულ ტელეფონს.გვანცას წერდა დათა თანაც ისე რომ გეგელაურსაც კარგად დაენახა მიმოწერა. ჩვეულებრივ საუბრობდნენ,თომას გაეცინა ბიჭის მომენატრე უპსუხოდ რომ დატოვა გვანცამ.
- იცის რომ გზაში ვართ - მისი ღიმილით გაღიზიანებულმა გადაულაპარაკა დათამ და საზურგეზე გადაწვა - რაო, რა რეაქცია ჰქონდა რომ გაიგო შენი ნამოქმედარი?
-შენ არ გეხება - გეგელაურმა ისე მოუჭრა მისკენ არც გაუხედავს.
-შენ არ გეხება - გამაოჯავრა დათამ- კარგი ერთი მაშ მე რა მეხება ? იცი რომ ძალიან დიდი იდიოტი ხარ?
- ნუ გავიწყდება , რომ გუნდის კაპიტანი ისევ მე ვარ და ჯერ შენთვის არ გადმომიცია - კბილებში გამოცრა თომამ.
- ნუ მემუქრები , ვიცი რომ ეგ კაპიტნობა არც გადარდებს ,სამაგიეროდ ვინც გადარდებს ბოლომდე ჩემს ხელთაა.
-ხოდა ძალიან კარგი .
-ასეთი თავდაჯერებული როგორ ხარ ? იქნებ უარესად შევუყვარდე ?- დათამ ავად შესცინა - თუ აპირებ ატრირებულს მხსნელად მოევლინო?
- რაღაც არა მგონია გვანცას თუნდაც ცოტაოდენი სიმპათია ჰქონდეს შენ მიმართ შერჩენილი - გადმოხედა თომამ - როგორც ჩანს,ჩემი გეგმა ამართლებს.
- მე კი მგონია , რომ ცდები. შენი გეგმა ამართლებს,ახლა უფრო სძულხარ ,ვიდრე ადრე,მაგრამ ჩემთან მიმართებაში ისევ ის ყურებამდე შეყვარებული გოგოა ,რაც ორი წლის წინ იყო.
- ვატყობ ,ყბედობის ხასიათზე ხარ . მე თუ ვძულვარ ეგ ძალიან კარგი,მაგარამ ნამდვილად აღარაა შენზე ყურებამდე შეყვარებული გოგო.ხომ გითხარი,საკმარისია ახლოს გაგიცნოს ,რომ მიხვდება რაც ხარ-მეთქი.
- ეგ რას მიხვდება და რას არა ,მთავარია ჩვენი სანაძლეო არ დაივიწყო და კაპიტნობა გადმომილოცო - მხარზე "მეგობრულად"დაჰკრა ხელი დათამ - ისე რამდენჯერაც ჩემნაირი ტიპი მოეწონება ,იმდენჯერ მშველელად უნდა მოევლინო ? ან რაღატომ გინდა რომ სძულდე?
- დღეს მართლა ყბედობის ხასიათზე ხარ - ზურგი აქცია გეგელაურმა .
გვანცას უნდა შესძულებოდა,რადგან მათ შორის სანაძლეოზე უფრო დიდი საიდუმლო იყო.საიდუმლო,რომლის სიმძიმესაც მხოლოდ თომას სიძულვილით თუ გადაიტანდა გოგონა .
-მომავალ კაპიტანს ასე უნდა დაემშვიდობო?- მიაძახა დათამ ჩამოსვლისას.მისკენ არ მიუხედავს საკმარისდად დაღლილი იყო ყველაფრით.ამას ისიც ემატებიდა რომ ერთი დღე სრულიად მარტო მოუწევდა მასთან ერთად სახლში ყოფნა,თუმცა არაუშავს რამეს მოახერხებდა . რამის მოხერხება კი იმას ნიშნავდა , რომ ეს ერთი დღე მხოლოდ დასაძინებლად თუ შეივლიდა მათთან.

გაუკვირდა გვიან ღამით რომ მისაღებიდან გამომავალი შუქი დაინახა . წამით გაიფიქრა იქნებ მელოდებოდაო,მაგრამ ეს მეტად ბავშვური,სულელური აზრი იყო მისთვის. სახლის გასაღები თავადაც ჰქონდა ,ამიტომ არც კი უყოყმანია და ის იყო საკეტს მოარგო,რომ სახელური ჩამოწია და გაღებული კარი ლამის სახეში მოხვდა გაკვირვებულს . გვანცა იდგა მის წინ , ჩვეულებრივად ეცვა ,საღამურები ჯერ კიდევ არ მოერგო .
- შემოდი - თითქოს შორიდან მოესმაო გვნაცას ხმა.მერეღა მიხვდა რომ ძალიან დიდ ხანს იდგა ჩუმად და გოგონას მიშტერებოდა . საკუთარ თავს გონებაში შეუკურთხა და თავის ქნევით შეჰყვა. - როცა მოწესრიგდები , დედას დაურეკე , გელოდება .
მისი სხეულის მოხაზულობას მზერით დაჰყვა თომა. ორი დღე იყო არ ენახა და გოგონა უკვე ზურგშექცევით კიბეს მიუყვებოდა ."ახლა უფრო მეტად სძულხარ" გაახსენდა დათას სიტყვები და გულში რაღაც ჩასწყდა.ნეტავ რას ფიქრობდა მასზე ? მაინც რამდენად სძულდა ახლა ? თავი გააქნია თომამ და როცა გოგონას ოთახის კარის დაკეტვის ხმა მოესმა დივანზე მიესვენა . მართალი იყო , ნანა ელოდა . ცოტა ხანი ისაუბრეს,მაგრამ ქალის დედობრივმა მზრუნველობამ თითქოს დაღლილობა მოუხსნა თომას.სულ აკვირვებდა იგი ბიჭს,ყველაფერი იცოდა ,მაგრამ მაინც საკუთარი შვილივით უყვარდა იგი . ზაფხულის იმ საშინელ დღესაც კი შენი ბრალი არ არისო უმეორებდა ატირებული და თომამ ზუსტად იცოდა , რომ არასდროს ,აღარასდროს ატკენდა ნანას ასე.ყველაფერს დაივიწყებდა,ხვდებოდა რომ გვანცას მიმართ ყველა გრძნობის უფლება ზაფხულის იმ საშინელ ღამეს დაკარგა , მისი ქცევებით კი სულ უფრო შორდებოდა გვანცას . თავი მოიქექა,რატომღაც დათას სიტყვები უტრიალებდა გონებაში. ასე როგორ მოქიცა ? იქნებ გვანცას მართლაც უფრო შეჰყვარებოდა დათა,მაშინ რას იზამდა ? ან მომავლში როცა გვანცას ყველაფერი გაახსენდებოდა, როცა მის მეხსირებაში საგულდაგულოდ მიმალული ღამე ხორცშეისხამდა,მისით მოგვრილი ტკივილი ყოველივეს გადაფარავდა,სანაძლეო მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო ამ ამბავთან . ნელა წამოდგა და თავადაც აუყვა კიბეებს.

ზედმეტად დაღლილი იყო ყველაფრისთვის,მაგრამ სანამ ოთახში შევოდა შეამჩნია ზედა სართული აივანზე გვანცა იდგა.აივანსა და დერეფანს მინის გრძელი,იატაკამდე დაშვებული ფანჯარა ჰყოფდა, გაუცნობრიებელად სწორედ მას ჩაეჭიდა თომა . იციდა რომ გვანცასთვის რამენაირად უნდა აეხსნა მისი საქციელი , ასე არ შეიძლებოდა გამუდმებით გაურკვევლობაში ვერ იცხოვრებდა გოგონა. აივანზე მყოფი არ შემკრთალა ,ელოდა კიდეც ამ საუბარს. მართალია თოჯინა უკვე თავის ოთახში საიმედოდ მოეთავსებინა გვნაცას,მაგრამ თქმას არ აპირებდა.არ უნდოდა სიტუაცია უარესად ჩახლართულიყო,ესეც რომ არ იყოს გონების ობიექტურ მხარეს პაწაწინა იმედები სძლევდნენ.იმედები,რომელიბც გვანცასაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა.
-ცუდია რომ წააგეთ- საკუთარ თავზე გაბრაზდა გოგონა,მისი სიტყვები საუბრის წამოწყების უაზრო მცდელობას ჰგავდა.
- ამ დროს აქ იმაზე დარდისთვის გამოხვედი ,რომ წავაგეთ?- "იდოტო" შეუძახა საკუთარ თავს ვაჟმაც.არადა კამათის დაწყება სულ არ უნდოდა,მაგრამ მისი სიტყვები ირონიულად ჟღერდა.
- არა -მშვიდმა პასუხმა გააკვირვა ვაჟი,ელოდა რომ გვანცა ან საერთოდაც წავიდოდა ან ასეთივე პასუხს დაუბრუნებდა. - კითხევბს აზრი აქვს?
-აქვს - სუსტად გაუღიმა ,მთვარის შუქზე უცნაურად აელვარებული თმიდან ახლა თბილი ცისფერი რომ დაჰკრავდა , მის სახეზე გადაიტანა მზერა, უკვე მეათასედ მოხიბლულმა თავი გააქნია , გვანცას არ გამოჰოარვია გეგელაურის თვალებში გამკრთალი აღფრთოვანება და ის ჯიუტი,დაძაბული წინააღმდეგობა რომელითაც ბიჭი ებრძოდა მას. პატარა იმედები ღვივდებოდნენ .
- შემთხვევით რომ არ მომხდარა ცხადია არა? მოკლედ , იმ დღეს მორიგედ ვაჟა იყო,ჩემი მეგობარი ჰომ იცი.ჰოდა,ასეთ რამეს მას ვერ ვთხოვდი,ვერც მისი იქ ყოფნისას გავაკეთებდი.ამიტომ დაველოდე როდის გავიდოდა ოთახიდან,ერთადერთი საშუალება ამის გაკეთებისთვის ფანჯრიდან მქონდა.ჩემი ქანდაკება მინდოდა გამეტეხა,მაგრამ მოშორებით იდგა და მიწვდომის ცდისას შენი გავტეხე.
-მიზეზი მაინტერესებს თომა!
-ჰო,მიზეზი არ მითქვამს . ზუსტად აქ გითხარი რომ თუ შენ დათა მოგწონდა მე პრობლემა არ ვიქნებოდი , ვიცოდი რომ დათას აუცილებლად გაიყვანდნენ მეორე ადგილზე მაინც,დირექტორის ნათესავია და ისე არ დატოვებდნენ -გაეღიმა თომას,სიმართლეს ეუბნებოდა,მაგრამ ვერ წარმოიდგენდა თუკი ყველაფერის მოყოლა ასე მარტივად და მშრალად გამოვიდოდა- ხოლო მე პირველი მერგებოდა,საუბარი მოვისმინე მოკლედ. ხომ ხვდები,თუკი ჩემსას გავტეხდი შენ დათასთან ერთად გამგზავრების შანს მოგცემდი - იცრუა თომამ.შეგნებულად მოიქცა ასე , იცოდა რომ მიუხედავად მთელი ამ უაზრობისა,მიუხედვად იმისა რომ დათასთან სანაძლეოც კი დადო ,შეჰპირდა კიდეც გვანცასთან ყოფნის შემთხვევაში კაპიტნობას დაუთმობდა, გოგონა არ ემეტებოდა ამისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ის სურდა რომ დათას სახე დაენახა გვანცას ."ნუთუ?" მეორე მე ამრეზილად უღიმოდა"ნუთუ მხოლოდ გვანცას სასარგებლოდ იქცეოდა ასე თუ უბრალოდ აუტანელი იყო სხვის გვერდით მისი ყურება, ნუთუ სუნთქვის შეკვარმდე არ სტკიოდა ის ,რომ თავად არასდროს იქნებოდა მის გვერდით?"
-თომა - გვანცას ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია . მისი სახის დანახვისას დაიბნა,თითქოს რაღაცით კმაყოფილი ,გახარებულიც კი უცქერდა გოგონა - მეორედ ჩემს საქმეში ნუღარ ჩაერევი,მესმის რომ დახმარება გინდოა,მაგრამ - მიუხედავად მისი გამომეტყველებისა მაინც ნაწყენი ხმა ჰქონდა ,რაღაცაზე ღელავდა კიდეც- ვეცადოთ ურთიერთობა ასეთი რამეების გარეშე მოვაგვაროთ,კარგი?
-კარგი-თავი დაუქნია ვაჟმაც ,გაუხარდა კიდეც გვანცას უცნაური საქციელი.იგი ურთიერთობის დალაგებაზე ელაპარაკებოდა, ყველაფერი პირიქით ხდებოდა,მაგრამ უცნაურად სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება რომ ამდენი კამათის შემდეგ ახლა უბრალოდ მშვიდად საუბარი შეეძლოთ. იქნებ ასეც შეიძლებოდა,იქნებ აუცილებელი არ იყო თომა შესძულებოდა გოგონას .ნანა ხშირად უმეორებდა რომ როცა გვანცას გონება იმ საბედისწერო დღეს გაიხსნებედა მის გვერდით უნდა მდგარიყო,ქალი დარწმუნებული იყო რომ მისი შვილს სწორედ თომას გვერდში დგომა გადაატანინდებდა ამ ამბის სიმძიმეს,მაგრამ თავად ვაჟი ხომ სხვანაირად ფიქრობდა.
"თუკი მთელს სიძულვილს ჩემზე გადმოიტანს,ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს,მე ჩამთვლის მოგონებად და არა საკუთარი თავის ბენდიერ ვერსიას"

აივანზე იდგნენ . გვანცა აღარ ჩაჰკითხვია რატომ დუმდა ამდენ ხანს,მოჯირს ეყრდნობოდა და ჩვეულებისამებრ შორს, მთაზე გაწოლილ მაგისტრალს გაჰყურებდა. კლაკნილი , ნეონის შუქით განათებული გზა თეთრად ელავდა,მხოლოდ აქ იქ თუ მოჰკრავდა თვალს სწრაფად მიმავალ,შეგვიანებულ მანქანას .
- ცივა- ამოილაპარაკა თომამ.უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა,დაღლაც კი გადავიწყებოდა - შევიდეთ .
-კარგი,შევიდეთ- გოგონა აღარ დალოდებია , თავადვე სცადა კარის გადაწევა. ამ მასიური,იატაკამდე დაავებული მინის კედლის გასაწევა აივნის მხრიდან ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა თუკი გამოსვლისას შემთხვევით ძლიერად მისწევდით ,ხშირად იჭედებოდა კიდეც და ნანა და ზურაბი გამუდმებით აფრთხილებდნენ ,რომ თუკი აივანზე აღმოჩენა არ სურდათ , მაშინ ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ.
- ჯანდბა,გაღებისას არც კი დავკვირვებივარ - ამოილაპარაკა თომამ .
- ღმერთო,ეს როგორ დაგავიწყდა - უკმაყოფილოდ ამოუშვა გვნაცამ და მოღლილი იქვე ჩაიმუხლა - ხოდა იცი რა ,ადექი და ჩადი ქვემოთ,მაინც მეორე სართულია არაფერი მოგივა.
- კარგი ერთი - გვერდით მოთავსდა გეგელაურიც და მის აღშფოთებულ სახეზე გაეცინა - სახლში საიდან შევალ,რომც ჩავიდე? ფანჯრები დაკეტილია,კარი შემოსვლისას დავკეტე.
-გასაღები კი სახლშია- უიმეოდ გააგრძელა გვანცამ-არა,მაინც ასეთი იდოტი როგორ ხარ?- საპასუხოდ მოემზადა ვაჟი, მაგრამ გვანცას ხმამაღალმა,გულიანმა სიცილმა აღარ დააცადა სიტყვის თქმა. ცოტა ხანს უყურა თომამ მოცინარს და მერე თავადაც გაედაედო მისი განწყობა. სიცივეში ,ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე იჯდნენ ორივენი და უმიზეზოდ იცინიოდნენ საკუთარ თავზე,ამ სიტუაციაზე,იქნებ ყველაფერზე .გულმკერდი აეწვა სიცილისგან გვანცას , ეს გრძნობა ძალიან ნაცნობი იყო.გაახსენდა სახელოსნოდან გამოქცეულები,რამდენიმე საათი ეკალბარდებში მალვის შემდეგ როგორ უაზროდ იცინოდნენ ქუჩაში მომავალნი. რა უცნარი იყო , მხოლოდ თომას გვერდით შეეძლო ნებისმიერ რამეზე სიცილი.

ქუჩაში ანთებული ლამპიონების შუქი მკრთალად აღწევდა მეორე სართულამდე, ისევ ბუნდოვად ხედავდა წითელთავას სახეს. კედელს მიყრდნობდა ისიც,აღარ იცინოდა, მაგრამ კმაყოფილი,დასვენებული გამომეტყველება ჰქონდა,თითქოს წამისწინანდელი დაღლილი,მოწყენილი მამაკაცი სადღაც გამქრალიყო. მისმა ფიქრებმა შეაკრთო გვანცა, "მამაკაცი" მართლაც ბიჭი იზრდებოდა,დღითიდღე იცვლებოდა .
-ნანა გაგიჟდება - მოულოდნელად გადმოხედა თომამ და მის მზერას რომ წააწყდა სახე შეეცვალა.
-ჰო , ალბათ-მიუგდო გვანცამაც და ისეთი სისწრაფით გააბრუნა თავი,კისერი ასტკივდა. "რა ემართება?" ესღა გაუელვა თავში ვაჟს,მაგრამ არ ჩასძიებია.
- მისმინე - გვანცა არ უყურებდა,სადღაც სივრცეს ელაპარაკებოდა თითქოს და ისევ გაეღიმა გეგელაურს - რამე მაქვს სახეზე?
-ჰა?არა,არა- ამდენ მყისიერ მოძრაობას ვეღარ გაუძლებდა ,ესეც რომ არა მიხვდა საეჭვოდ იქცეოდა და მზერა აღარ მოურიდებია - უბრალოდ ისე...
-კარგი.რისი თქმა გინდოდა? - ჩეკითხა თომა.
- მითხარი რომ ასე ჩემი და დათას ურთიერთობისთვის მოიქეცი , მაგრამ - შეყოვნდა .მთვარის შუქზე კარგად არჩევდა წითელთავას სახის მოყვანილიბას, თვალები დასწვრილებოდა ,ყურადღებით უსმენდა იგი - მაგრამ მივხვდი რომ მისით დაინტერესებული არ ვარ. - სუნთქვას ამოაყოლა გვანცამ და პირისპირ მჯდომის თვალებში კმაყოფილი,ვერ შეკავებული სხივის დანახვამ , უცნაური ტალღა მოჰგვარა .
ციცქნა იმედები ღვივდებოდნენ და გვანცა მთელ სხეულში გრძნობდა მათ სითბონარევ ჩხვლეტას.
- ის ცუდი ადამიანი არ არის,მაგრამ ... ბავშვურად გამოვიდა არა ? - არეულმა წინადადებამ თავადვე შეაწუხა და უხერხულად შესცინა - მთელი ორი ,არ ვიცი , იქნებ ოთხი წელი მეგონა რომ მაინტერესებდა,მასთან დაახლოება მინდოდა,მაგრამ აი ,შანსი მომეცა და მივხვდი სულაც არ ყოფილა ასე . ჯანდაბა,ამას შენ რატომ გიყვები? - ნერვიული სიცილით გადაიყარა ჩამოყრილი თმა,ფეხები გულმკერდთან მოიკეცა და მიყუჩდა.აღარ იცოდა რა ეთქვა,თითქოს იმდენი ითქვა,რომ აზრი აღარ ჰქონდა გაგრძელებას."ახლა იცის, რომ დათა არ მაინტერესებს" .
- რას აპირებ ? - მიუხედავად იმისა,რომ ორად მოკეცილს თავი მხრებზე ჩამოედო და პირდაპირ იყურებოდა,მაინც იგრძნო თომას დაჟინებული მზერა .
- არ ვიცი,დათასთან სერიოზულად დალაპარაკებას ?
- ჰოო - გაწელა თომამ.უნდოდა იმაზე ეფიქრა,რომ მიზანს მიაღწია,რომ გოგონას დათასნაირი ნაბი;ჭვარი აღარ აინტერესებდა,მაგრამ მაინც მხოლოდ ის უტრიალებდა თავში რომ გვანცა ამაზე მას დაელაპარა,მას მოუყვა."რატომ?ნუთუ ჩემმა საქციელმა გადააწყვეტინა მოეყოლა" მაგრამ იცოდა რომ ეს ძალიან პირადული საკითხი იყო და წესით წამის წინ იდოტად მონათლულ ბიჭს უმიზეზოდ არ მოუყვებოდა გოგონა.
ეს ერთადერთ რამეს ნიშნავდა ,გვანცას ეძვირფასეობდა,სულ ცოტათი მნიშვნელოვან ადამიანს მაინც წარმოადგენდა მისთვის და იმდენად სასიამოვნო იყო ამის შეგრძნება , რომ ვეღრ ფიქრობდა გეგმებზე,არც იმაზე ფიქირი უნდოდა რომ საბოლოო მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და ამ გადმოსახედიდან ალბათ ვერც შეძლებდა გოგონასთვის თავი შეეძულებინა .
-ღმერთო,დილით სკოლაში როგორ უნდა წავიდეთ?- თემის შეცვლა ძალზე ხელოვნური გამოუვიდა გვანცას.გონებაში გაეჭყანა საკუთარ თავს.
- ერთდორულად ამდენ რამეზე რატომ ფიქრობ?- გაეცინა თომასაც .
- ბევრი გაცდენა რომ დაგვიგროვდა იცი?
- ხომ იცი,რომ უმეტესობა ასე იქცევა. ყველა ემზადება .
-შენ რას აპირებ? რის ექიმად უნდა მოგვევლინო მომავალში?
- ნუ იცი ხოლმე ნაირა ბებოს კითხვები - მობეზრებით გაიქნია ვაჟმაც თავი.
- წითელთავა ! - შეუყეფა გოგონამაც ,მაგრამ ვერც სიცილი შეიკავა - ნაირა ბებო ვინღაა?
- სკოლის ეზოში მზესუმზირას ყიდის ხოლმე . რომ კადრულობდე , გეცოდინებოდა - იქედნურად გადახედა გეგელაურმაც.
- ერთხელ რომ მოგსვლოდა თავში აზრად,აბა გვანცას მზესუმზირას ვუყიდიო იქნებ მცოდნოდა - ენა გამოუყო - მაგრამ მერე ვინღა სდევდა სკოლის ელიტას ყვავილებით - ამის თქმა არ უნდოდა.მიხვდა ზედმეტი წამოროშა და შეშინებულმა გააპარა თვალი ვაჟისკენ.
- ელიტაში თუ მაიას გულისხმობ,როგორც გავიგე უკვე სხვისგან დაუწყია ყვავილების მიღება .
- არა, აბა ჯადოებს გაგიკეთებდა მასთან დასარჩენად .
-ჯადოებს - სიცილით გაიმეორა თომამ - ნათიას დაბადების დღეზე ვიხილავთ ვისში გამცვალა .
-უჰ,აღარც მახსოვდა . ზეგ არის არა? - ნათია პარალელური კლასიდან იყო. თამამსა და საკმაოდ პოპულარულს უამრავი ნაცნობი ჰყავდა და აღარც გვანცას გაჰკვირვებია წინა კვირას დაბადების დღის წვეულებაზე მიპატიჟება.
-რა იყო,ახლა ფიქრობ მე რანაირად აღმოვჩნდი მისი სტუმრების სიაშიო არა?- გადმოხედა წითელთავამ .
- სამაგიეროდ ვიცით შენ რატომაც აღმოჩნდებოდი ,არა ?
- ჩემი თანდაყოლილი შარმის გამო ?
- მაშ,წინა წლებში არ გქონდა ეგ შარმი? რაღაც არ მახსოვს დაეპატიჟებინე -ჩაიფრუტუნა გოგომ - ნათია რომ ვერ გიტანს არ იცი ? უკვე აღარ გახსოვს არა?- თვალები აატრიალა , მერე კი გაკვირვებული მზერა რომ შეაგებეს განაგრძო - მეცხრე კლასში ხომ წერილი მოგწერა , სასიყვარულო - ფრუტუნით გაუსვა ხაზი - შენ კი არც წაგიკითხავს ისე დაგრჩა მერხის ქვეშ,მერე მთელი კლასი გაეცნო ნათიას აღიარებას .ნათია შენს ყოფილთან მეგობრობს და ეგ წვეულება მაიას შანსია შენთვის იმის საჩვენებლად,რომ ახალი სიყვარული ეწვია .
- სამი წლის წინანდელი ამბავი იმისთვის დაიმახსოვრე,რომ ოდესმე ჩემთვის დაგეცინა ?
- ჰა- დაიბნა გოგონა . ახლაღა გააცნობიერა , რომ მაშინაც კი იცოდა ყველაფერი გეგელაურის შესახებ.გაახსენდა რა ბოროტად გაუხარდა ის ამბავი,რომ ბიჭს არც კი წაუკითხავს წერილი - დედამიწა შენს გარშემო არ ტრიალებს . უბრალოდ დამამახსოვრდა - მხრები აიჩეჩა,ეცადა ბუნებრივად გამოსვლოდა.
- რა სიბოროტეა -თითქოს არც გაუგიაო ,ისე გნაგრძო ბიჭმაც - მეგონა ცოტაოდენ ქალურ სოლიდარობას მაინც გამოიჩენდი ამ ამბის მიმართ.
- რატომ ? არ მითხრა,რომ კეთილი და მორიდებული ვინმე გგონივარ . სულელური საქციელი იყო,სულელი იყო მაიაც კუდში რომ დაგსდევდა და ყველა დანარჩენი გოგოც .
-და შენ ? - ირონულად გაუღიმა - ორი წელი უსიტყვოდ ეტრფოდი ყველაზე აუტანელ ტიპს სკოლაში და ზუსტად ისევე სულელრად დასდევდი კუდში ,როგორც მე ეგ გოგოები. რამდენ პროექტს იმატებდი მასთან რომ მოხვედრილიყავი ? სკოლის ფეხბურთის გუნდის თამაშებს ესწრებოდი, ჩვენი გუნდის პიარიც რომ იკისრე გახსოვს ? წყალი რომ მიაწოდე თამაშის შემდეგ? თავი ფილმში გეგონა ? ექსკურსიაზე მის გვერდით ცდილობდი დაჯდომას, გაიგე რომ მწვანე ფერი მოსწონს და ათასი მწვანე რამ აყიდინე ნანას , კლასის ჯგუფხელი გახდი,თვითმმართველობის თვაჯდომარე .მხოლოდ იმიტომ რომ თვალში მოხვედროდი . უნდა გენახა რა იმედგაცრულებული სახე გქონა გამარჯობის გარეშე რომ ჩაგივლიდა,საახალწლო წვეულებაზე რომ მთვარლი გადაგეხვია ნამდვილი იდიოტივით იცინოდი . გავაგრძელო ? - წამისწინანდელი კარგი ატმოსფერო სრულიად გამქრალიყო.ახლა გვანცა მხოლოდ გაღიზიანებულ ,აღელვებილ თომას ხედავდა . სწრაფად სუნთქავდა იგი,დაჟინებით შემოჰყურებდა და იმის ნაცვლად რომ თავი დაეცვა გვანცას,ამ აშკარა დაცინვაზე რამე ეპასუხა , მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა .
- ასეთი სიზუსტით რატომ გახსოვს ეს ყველაფერი?
- ვის არ ახსოვს ? ყველას დასანახად იქცეოდი ასე.იქნებ მაშინ , რომ მოგეხვია,მეტი მოენდომებინა. რას იზამდა ყურებამდე შეყვარებული გვანცა ?- სარკასტულად გაიღიმა - რა თქმა უნდა,სიხარულით დათანხმდებოდი ყველაფერს თან იდიოტურ ღიმილს აიკრავდი სახეზე.
- საკმარისია - გაცეცხლებული გვანცა წინ გადაიხარა , უკვე ისე ბნელოდა რომ წინმდჯომის სახეს ვეღარ ხედავდა,მხოლოდ მისი სხეულის კონტურებს არჩევდა . მთელი ძალით ჩაეჭიდა მხრებში,ეცადა ეტკინა.
-რატომ ?- შეუყეფა ვაჟმაც და მის მხრებზე ჩავლებულ ხელებზე მოეჭიდა - ეს ხომ ფაქტია , ხომ გსიამოვნებდა მისი შეხება ? ხომ ყველაფერზე დათან...
-გაჩუმდი!- დაიკივლა გოგონამ და უკვე მთელი სხეულით გადმოხრილმა უმისამართოდ დაიწყო ხელების ქნევა - არც კი გაბედო ასე ლაპარაკი.არაფერი იცი! საერთოდ არაფერი გესმის !
- ცდები ! ზუსტადაც რომ ასეა და იმიტომ ღიზიანდები - ხელჩართული ბრძოლისას ამოთქვა თომამ.უკვე უჭირდა გვანცას ბასრი ფრჩხილების მოგერიება ,ამიტომ ხელებზე მოეჭიდა და სცადა შეეჩერებინა.
- ხელი გამიშვი ! მტკივა - ამოიკნავლა გოგონამ, მაგრამ ყურადღება არ მიუქეცვია ვაჟს.მჯდომარე მდგომარეობაში ძალიან რთული იყო წინააღმდეგობის გაეწვა და ფაქტობრივად გადახვევა მოუხდა . ნიკაპი მოფართხალე გოგოს მხარზე ჩამოსდო და ზურგს უკან აკრულ ხელებში ჩააფრინდა.
-გამიშვი!- კიდევ ერთხელ შეირხა გვანცა და ვერცერთმა შეიკავა თავი.

ბოლო ძალები მოიკრიბა თომამ და თავად გადიახარა უკან,რათა დავარდნისას მის მკერდზე მოექცია გვანცა და არა იატაკზე. გაოგნებული გვანცა დაჰყვა და წამის უსწრაფესად ,ხმამაღალი ბათქით დაეცა ორი სხეული აივნის ცივ,მტვრიან იატაკზე .
ამოიგმინა თომამ, იატაკის უსწორმასწორო ზედაპირმა და მის მკერდზე აკრული გოგონას სიმძიმემ სუნთქვა შეუკრა წამით.იგრძნო როგორ ათრთოლდა გვანცა,ჯერ კისერში მიაფქრვია თბილი სუნთქვა,მერე კი თავი წამოსწია და ზემოდან მიაშტერდა ვაჟს. ვერცერთი არჩევდა ერთმანეთის სახეს ,იატაკზე ლამპიონების ნათებაც კი არ აღწევდა .
გაყინული სხეული მოუდუნდა თომას, საბანივით გადაჰფარებოდა გვანცას სხეულის სილბო,სახეზე კი მისი ქერა,სქელი კულულები სცემდა და იცოდა მათ სურნელში გამოხვეულს გაუჭირდებოდა თავის კონტროლი. ასეც მოხდა, ზურგზე შემოხვეული ხელები წელისკენ ჩასწია და სარტყელივით შემოეჭდო გამოყვანილ,წვრილ მოხაზულობას. მთრთოლვარე სუნთაქვა ამოუშვა გვანცამ მისი შეხებისას და ეს ისე ხმამაღლა გამოუვიდა , ბიჭს არ გამოჰპარვია . წამით თითქოს გული გაუჩედა გოგონას,როცა ხელები წელიდან სახეზე შეეხნენ და ნაზად გადაუწიეს თმები . ტუჩები გაისველა . ახლა მხოლოდ იმას ელოდა როდის შეეხებოდა ნაცნობ ბაგეებს,არ ადარდება თუკი ისევ ისე უხეშად დაეწაფეობდა ,არ ადარდება რა იქნებოდა ამის შემდეგ . რაკი გეგელაური არ ინძრეოდა თავად დაიხარა ,ცხვირის წვერით შეეხო მას. ახლა ისე ახლოს იყო მასთან ,რომ ტუჩები აუკანკალდა. ოდნავ გაეხახუნა ბიჭის თხელ , ნატიფ ცხვირს , იგრძნო როგორ შეამცირა დარჩენილი მანძილი ამჯერად უკვე თომამ.

- ავდგეთ - მის ტუჩებთან წარმოთქვა .
- ჰო - დენდარტყმუილივით წამოვარდა გვანცაც და უაზროდ მოჰყვა შარვლის ფერთხვას.
-არ დაისვრებოდი - ჟღალის ხმაში ოდნავ იგრძნობოდა ღიმილი . შეუბღვირა გვანცამ, მერე კი აივნის კუთხეში , მაქსიმალურად შორს ჩამოჯდა .
- რა იყო , მე ხომ უბრალოდ ფაქტები გავიხსენე - საგანგებოდ მის გვერდით მოთავსდა და გვანცას უმეწო ბუზღუნზე გაეღიმა .
- გაბუტვას ვაპირებთ ? - ოდნავ მაინც ეტყობოდა დაძაბულობა მის ხმას . ვინ იცის,რა ფასად დაუჯდა წამისწინდელი საქციელი - კარგი,ზედმეტი მომივიდა .
- რატომ , სამაგიეროდ გავიგე რა აზრისაც ხარ ჩემზე .
- ასე არ არის - წყნარად უპასუხა .
- და როგორ არის მაშინ? - თომას არ უპასუხია .
სიჩუმე ჩამოვარდა , რაღაც არ ასვენებდა გვანცას ,რაღაცის მოყოლა სურდა ,მაგრამ ვერ ხვდებოდა და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ,როცა თითქოს მის დაუკითხავად ალაპარაკდა .
- წყალი ყველასთვის გვქონდა , უბრალოდ მხოლოდ მან ითხოვა , პროექტებს ჩემივე ინტერესისთვის ვიმატებდი, ჯგუფხელად და თვითმმართველობის ხელმძღვანელად ამირჩიეს,ჩემი სურვილი არ ყოფილა. ექსკურსიაზე როგორც ჯგუფხელი დამსვეს მის გვერსით,რადგან აყალმაყალს ტეხდა ხოლმე . მაშინ მთვრალი რომ მომეხვია , მხოლოდ იმიტომ გავიღიმე, რომ არ მინდოდა გამეღიზიანებინა . არ ვიცი შემჩნიე თუ არა ,მაგრამ სწორედ მაგ იდიოტური ღიმილის წყალობით მალევე გავთავისუფლდი. ჰო, მომწონდა,მაგრამ ისე არ მოვიქცეოდი,შენ რომ გგონია - დაიძაბა თომა . რატომ მოუყვა? ეს ახსნა - განმარტება მას რატომ უნდა მოესმინა ? ეცადა გაეხსენებინა ,მაგრამ არა. მას და გვანცას ასეთ თემებზე არასდროს უსაბრიათ,აქამდე არც არასდროს შეხებია . თითქოს სწორედ ახლა, როცა სკოლას დაასრულებდნენ,როცა საბოლოოდ გაიყოფოდა მათი გზები და თომას გეგმაც სისრულეში მოვიდოდა ყველაფერი უარესდებოდა ,მოგვარების ნაცვლად . ათასი უაზრო ეჭვი აუფუთფუთდა სხეულში, იქნებ იმაზე მეტი რამ შეიცვალა მათ ურთიერთობაში, ვიდრე ეგონა .აკი , რამდენჯერმე გოგონა თავად გაიწია მისკენ , სულ ცოტა ხნის წინაც,რომ არ შეეჩერებინა რას იზამდა ? ნუთუ საკუთარი ნებით აკოცებდა გვანცა . ამის გააზრებამ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით აავსო . ერთი მხრივ,ამაზე არ უნდა ეფიქრა . მეორე მხრივ,კი ენითგამოუთქმელ სიამოვნებას ანიჭებდა იმის გააზრება,რომ გოგონას არ სძულდა, პირიქით,იქნებ თომასაც შეეძლო საკუთარი თავისთვის პატარა ბედნიერების უფლება მიეცა ? ნანას სიტყვები გაახსენდა მის უდანაშაულობას რომ უმტკიცებდა. ნანა ხომ დედა იყო გვანცასი და თუკი ეს ადამიანი ეუბნებოდა ამას,მაშ რა უშლიდა ხელს ? თავისვე ფიქრებმა შეაკრთო,მოეჩვენა ნანობდა კიდეც რომ გვანცას არ დაჰყვა, რომ უკანასკნელი ძალის დაძაბვით შეიკავა თავი. ასე რომ არ მოქცეულიყო რა მოხდებოდა ?
- მაპატიე - სულ სხვა რამის თქმა უნდოდა. მიზეზის კითხვა სურდა გოგონასთვის - დავივიწყოთ ეს კარგი?- ნერვიულად გაუღიმა .
- კარგი - ოდნავ გაოცებით უთხრა გვანცამაც . უკვე ძილი ერეოდა ორივეს , იგრძნო როგორ მიჩიჩდა გეგელაური მისკენ და თბილი მხარით აკერო.
მშვიდი ღამე იწვა ქალაქის თავზე . შორს , მაგისტრალი დაცარიელებულიყო . გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ლამპიონებთან მოფარფატე პეპლების გაუთავებელი ზუზუნი და აივანზე მყოფი ,ორი სხეულის რიტმული ,მშვიდი სუნთქვა არღვევდა .


**************

მზიანმა დილამ გამოაღვიძა ორივე . სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს და უშედეგოდ შეუდგნენ გამოსავლის ძებნას. უკვე შუადღეს იყო მიტანებული უიმედოდ რომ ჩამოსხდნენ.
-შესაძლებელია აქედან ქვემოთ ჩასვლა,მაგრამ ფანჯრის გატეხვა მომიწევს სახლში შესასვლელად და ნანა გაგიჟდება .
- ნანა ალბათ ისედაც რამდენიმე საათში გაჩნდება აქ . ალბათ გვირეკავდა,რომ გაიგებს სკოლაშიც არ მივსულვართ გაგიჟდება - ის იყო თომა უნდა დათანხმდბოდა,რომ მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მოესმათ და დაინახეს როგორ შემოაღო თმააჩეჩილმა ქალმა კარი.ის იყო ერთიანად აპილპილებულმა ქალმა ყვირილი დააპირა,რომ აივანზე გადმომდგართ მოკრა თვალი და ერთიანად მოშვებული დაეშვა მუხლებზე .
- აქ ხართ ! - ამოიტირა ქალმა . მერე კი,აკანკალებული ხელებით თმა რომ შეიწსორა,გაჭირვებით წამოიმართა და ისევ ის ძველი მოფუსუფსე ნანა დაბრუნდა - რა ჯანდაბას აკეთებთ აივანზე ? სად გაქვთ ტელეფონი? რატომ არ ხართ სკოლაში ? ახლავე ჩამოდით ! - აკივლდა და ვინ იცის,როდემდე გაგრძელდებოდა ზემოთ მყოფებს რომ სასწრაფოდ არ აეხსნათ ყველაფერი.ის დღე სახლში გაატარეს . მთელი დრო გვანცა ელოდა , რომ თომა უჯრას შეამოწმებდა და პასუხს მოსთხოვდა მისი საქციელისთვის,მაგრამ არც კი იცოდა როგორ აუხსნიდა . თუმცა თომას იმდენი საქმე დაგროვებოდა არც გახსენებია უჯრა,ამასთან იმდენად იყო დარწმუნებული რომ რვეულიცა და თოჯინაც საიმედოდ იყო , ჩაკეტილი ხშირადაც არ ამოწმებდა .


**************

- ნათიას დაბადების დღეზე მე ვერ მივდივარ - გადაულაპარაკა დათამ დერეფანში მდგარ გოგონას. გვანცას ახლა ყველაზე ნაკლებად სურდა მასთან საუბარი , მაგრამ სამასწავლებლოს კართან აყუდებულს სხვა გზა არ ჰქონდა. ჯერ კიდევ ათასი დეტალი იყო გამოსაშვებთან დაკავშირებით მოსაგვარებელი ,ამასთან მთელი დღეა უშედეგოდ ცდილობდა ბიჭს დალაპარაკებოდა მათ ურთიერთობაზე,მაგრამ როგორც კი საუბარი ამ თემას შეეხებოდა ,დათა მაშინვე სხვა თემაზე იწყებდა ლაპარაკას.
-შეგიძლია ცოტა ხანს დამელოდო აქ? მალევე გამოვალ , სალაპარაკო გვაქვს - ლამის მუდარით ახედა მასზე ორი თავით მაღალს. კარგიო მშვიდად უპასუხა ვაჟმაც,მაგრამ სულ ოდნავ მოიღუშა. ნახევარი საათის შემდეგ სკოლოს ბაღში,ჩვეულ ადგილას ისხდნენ .
გვანცა იძულებული გახდა თავად წამოეწყო საუბარი,რადგან ბიჭი უკვე რამდენიმე წუთია დუმდა .
- ბანკეტზე შენი მეწყვილე ვიქნები, რადგან უკვე დაგპირდი,მაგრამ როგორც მეგობარი კარგი ? არ მინდა მერე ურთიერთობა უფრო გაგვირთულდეს , ამიტომ... ამიტომ მგონია რომ უმჯობესია ახლვე დავასრულოთ . ვცადოთო შენ მითხარი,მაგრამ მგონია რომ ტყუილად დავკარგავთ დროს. ჯანდაბა - ამოიხრა და უმწეოდ გაასავსავა ხელები - არც კი ვიცი სწორად როგორ გადმოვცე.
- გასაგებია - სუსტად გაუღიმა დათამ - მეგობრობას მთავაზობ .
- მგონია რომ ასე უფრო მართებული იქნება. ორივესთვის.
-კარგი . ბანკეტზე როგორც მეგობარი მაინც წამომყვები ხომ ?
- ასეა - თავი დაუქნია კმაყოფილმა
- მაშ, დროებით - თითქოს უცნაურად გადმოხედა დათამ - მეგობარო !
შეცბუნებულმა გვანცამ თავი დაუქნია , თვალი გააყოლა მიმავალს და ძალაგამოცლილი დაეშვა სკამზე . მაშ ასე, თომასთან მისასვლელი ყველა გზა გაითავისუფლა . გაეცინა , ვერც კი იჯერებდა რომ ამას აკეთებდა.საიდან ჰქონდა ასეთი გამბედაობა? ის ხომ ორი წლის განმავლობაში იტყუებდა თავს,საკუთარ გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა , ლამის ყოველ დღე უმეორებდა თავს,რომ თომა მხოლოდ მეგობარი იყო მისი. ნუთუ მხოლოდ იმიტომ ბედავდა ამდენს , რომ თავაც ვაჟიც კი უცნაურად ექცეოდა ბოლო დროს? მაგრამ არც მთლად ასე იყო.მართალია თომამ პირველად აკოცა,მაგრამ ადრეც კი ამჩნევდა უცნაურობებს ბიჭს. რამდენჯერ შეუმჩნევია როგორ მალულად უთვალთვალებდა იგი . თითქოს ბოლო წელმა და იმის გაცნობიერებამ , რომ სულ რამდენიმე თვეში ერთმანეთს ჩამოშორდებოდნენ ორივე შეცვალა, განსაკუთრებით კი გვანცა და გოგონამ ზუსტად იცოდა , რომ ყველაფერს გააკეთებდა პასუხების მისაღებად. კიდევ ერთხელ გაეცინა. სასიამოვნო და უცნაური იყო საკუთარი გრძნობებისთვის ბრძოლა .
-ასეთ სასიამოვნო რამეზე საუბრობდით გაუთავებლდ რომ იცინი? - ირონიულმა ტონმა უცებ გამოაფხიზლა და მისგან მარცხნივ მდგარი, წარბშეკრული თომას დანახვისას ხმამაღლა გაეცინა . ბიჭი სულ მის ახლოს ტრიალებდა .
- აქ რას აკეთებ ? - გამხიარულებულს ყურადღება არ მიუქცევია მისი ტონისათვის .
- გამოსაშვების ფართთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები,შენს მოსაძებნად გამომგზავნეს - გვერდით ჩამოუჯდა ბიჭი .
- აჰა - გაწელა გვანცამ , ფეხები ბუდისტი ბერვივით აიკეცა და მისკენ შებრუნდა - რატომ არ გინდა იმ კლუბის ტერიტორიაზე ჩატარდეს ? მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, ბავშვების უმეტესობას ასე სურს და ხომ იცი, მშობლებსაც ადვილად დაიყოლიებენ.
- ვინ ემხრობა კლუბს ? ერთი მხრივ ,ნათია,სალო და მისი "სასტავი" გამოსაშვებზე პირველი ღამის ქონაზე რომ ოცნებობენ და მეორე მხრივ, ენაგადმოგდებული ბიჭები, მათი პირველი ღამის მეწყვილეობაზე რომ იდორბლებიან არა ? საკმაოდ ბევრ ჰოლივუდურ ნაგავს უყურებენ აშკარად - ჩაიფრუტუნა ვაჟმა.
- ვაიმე - ხარხარი ამოუშვა გოგონამ - და მაგას რესტორანში გააკონტრილებ ? ნათიას დაბადების დღეც აქვს მაგისთვის, პლუს კლუბი უფრო იაფი ჯდება , დაცვაც გვეყოლება , რომელიც გააკონტრილებს ამბებს.
-კარგი ერთი . შენი აზრით დაცვა მაგდენს გააკონტროლებს ? მეც მგონია რომ იაფი ვარიანტის გამო დირექციაც კლუბზე შეჯერდება, მაგრამ აი ,ვნახავთ რამდენ პრობლემას მოიტანს ეგ გადაწყვეტილება .
- კარგი წავიდეთ - სიცილით თქვა გვანცამ და წამოდგა.
თომას მაღალი სილუეტიც აედევნა , წამით მოავლო თვალი წინ მიმავალის ლამაზ წელსა და ჩამოთლილ,თხელ ფეხებს , მერე კი გვერდით ამოუდგა ,რადგან სხვანაირად გარდაუვალი იყო რამეს არ დაჯახებოდა.


***************

ნათიას დაბადების დღისთვის საგულდაგულოდ გამოეწყი გვანცა . ზუსტად იცოდა რატომ მოანდომა ამდენი ხანი ტანსაცმლის არჩევას , მაკიაჟსა და ვარცხნილობას . ძვლებური, დაშვებულ მკლავიანი ,მაჯებთან დავიწრობული წითელი ტოპი და თეთრი ჯინსის ქვედაბოლო მოირგო , ატმისფერი მაკიაჟი გაიკეთა ,ქერა თმა მხოლოდ ბოლებში დაიხვია და სრულიად შეცვლილი წარსდგა ნანას წინაშე . ქალს გაოცებისაგან შეყვირება აღმოხდა.საქმე ის იყო, რომ გვანცა თითქმის არასდროს იცმევდა მოკლე ქვედაბოლოს. მარცხენა ფეხზე ,იდაყვის შიდა მხარეს რამდენიმე ნაიარევი აჩნდა , რაც ნანას თქმით ველოსიპედიდან გადმოვარდნისას მიიღო , ამიტომ ერიდებოდა ხოლმე მის გამოჩენას,მაგრამ უნდოდა დღეს განსხვავებული ყოფილიყო. თომას ამჯერად ღია , მოვარდისფრო პერანგი და შავი, კლასიკური შარვალი მოერგო. რამდენიმე წამით შედგა გვანცას დანახვისას. სუნთქვისშმეკვრელად ლამაზი იყო გოგონა,მერე კი თვალი ჩააყოლა მის სხეულს და ფეხზე ნაიარევის დანახვისას მზერა აემღვა . თითქოს ამას ელოდაო , სიჩუმე ნანამ დაარღვია.
- თომა , რა სიმპატიური ხარ ჩემო ბიჭო- ქალი ლამის თვალებიით შეემუდარა და ვაჟიც მიხვდა. ოდნავ დაუმშვიდდა თოთქოს სახე . შეეცადა გაეღიმა ნანას კომპლიმენტზე. - ორივემ მიხედეთ ერთმანეთს,რომ მიხვალთ დამირეკეთ, ბევრი არ დალიოთ, მე მოგაკითხავთ წამოსაყვანად .კარგი?- მიაყარა აღფრთოვანებულმა .
კარგიო ორივემ დაუქნია თავი და უკვე ჭიშკართან მდგარ ვაჟას მანქანისკენ გასწია.
- გვანცა , რა კარგად გამოიყურები- თბილად გაუღიმა ვაჟამ და უკან მჯდომ გოგონაზე ანიშნა - იცნობთ ალბათ ხო ერთმანეთს? ეს ანაა,ჩვენი პარალელი.
თანხმობის ნიშნად გაუღიმეს ერთმანეთს გოგონებმა . თომამ კი ვაჟას გვერდით დაიკავა ადგილი.ეშმაკურად გადახედა მეგობარმა და ხომ კარგად ხარო სიცილით გადაუჩრჩულა,მაგრამ გეგელაურის სახეს რომ მოჰკრა თვალი დანებების ნიშნად ასწია ხელი და უსტყვოდ დაქოქა მანქანა.
მშობლებმა ნება დართეს ნათიას სახლშივე მოეწყო წვეულება. მთელი გულით მოერთო ყოველი კუთხე . პატარა,იასამნისფერი ბუშტებით სავსე აუზი ამავე ფრად ბზინვარებდა, ჭერზე მოლივლივე ლავანდისფერი ჰელიუმის ბუშტების ვერცხლისფერი ლენტები ლამის ეხებოდა ოთახში თავმოყრილთ. ეს ვერცხლისფერი ლენტები და ოთახის იასამნისფერი მორთულობა ზღაპრულად მშვენიერ განათებას ქმნიდა .

მანქანიდან გადმოსვლისთანავე შეამჩნიეს რომ სტუმრებსაც ამავე ფერის სამოსი ეცვათ.

- დრესკოდი - აღმოხდა ლამის ოთხივეს და გაოცებულებმა მოათვალიერეს ირგვლივმყოფები.

- ნათია დროს არ კარგავს - გადაიხარხარა თომამ .

-ჯანდაბა,ასეა- სიცილით დაეთანხმა ვაჟაც.

მასპინძელი განსაკუთრებული ხალისით არ შეხვედრია სტუმრებს, ორი სიტყვით მოიბოდიშა დრესკოდზე ვერ შეგატყობინეთო და გასცილდა.სამაგიეროდ,თომას არ გამოჰპარვია მისი ძლივს შეფარული კმაყოფილება და იქვე თითქოს საგანგებოდ მდგომი მაია, ლილისფერ კაბაში გამოწყობილი თავის მეწყვილესთან ერთად.

- რაო, ამოქმედდა მაიას ჯადო?- გვანცას ხმა რომ მოესმა , ოდნავ გაოცებულმა გახედა.არ ეგონა გოგონა თუ მას უყურებდა,არადა სწორედაც რომ მისი მზერა დაეჭირა და ირონიული ღიმილითაც კი შემოჰყურებდა. გააოცა მისმა ყურადღებამ,ბოლო დროს განსხვავებულ დამოკიდებულებას გრძნობდა მისგან.თითქოს უხროდა ხოლმე გვანცას მისი გამოჩენა, ხანდახან ისეთი მზერით გამდმოხედავდა,რაღაც უცნაურ , ჯერ კიდევ უცხო სიხარულით ავსებდა ვაჟს.

- არა,მაიას ჯადო არა - მექანიკურად უპასუხა,მაგრამ სიმართლე. მაიას არაფერი ჰქონდა საერთო იმ ჯადოსნურ ატმოსფერსოთან ორივე მოსაუბრე რომ გამოხვეულიყო ახლა.

- რას ვაპირებთ აბა? - უკვე შემთვრალი ვაჟა შუაში ჩაუდგა ორივეს და სანახევროდ დაცლილი ჭიქა სასაცილოდ ასწია ჰაერში - სადაცაა ტორტს ჩამოიტანენ, სადღეგრძელოებიც ითქვა უკვე , რა შეყვარებულებივით მიბუზულხართ აქ ?! -გაღიზიანებულმა გეგელაურმა ბღვერით უპასუხა და მართლაც შეამჩნია , რომ ყველა აუზთან მოგრივილიყო . მაია და მისი მეწყვილეც კი აღარ იყვნენ იქ - რა გჭირს ბიჭო,ჯადო გაქვს თუ დალიე შენც რამე ? - თომას მორიგი მჟავე გამომეტყველება რომ დაიმსახურა ამ სიტყვებზე,ვაჟას წამოასლოკინა და სიცილით , "გალანტურად" აიფარა პირზე ხელი ,წარბები კი გაკვირვებით აწკიპა ,იმის ნიშნად ,რომ საკუთარი თავისგან ამას თავადაც არ მოელოდა. - ოჰ,მანდილოსანთან ბოდიში - მერე თავისივე საქციელით გამხიარულებული ბანცალით დაუყვა აუზისკენ მიმავალ გზას.

- როგორ გამოტყვრა - აიმრიზა თომა , მაგრამ მადლობელიც კი იყო მეგობრის უხერხული სიტუაციიდან დახსნისთვის.

- წავიდეთ - სიცილით მიუბრუნდა გვანცა და გეგელაურიც უსიტყვოდ დაჰყვა.


მთელი საღამაოს განმავლობაში გრძნობდა მაიას მზერას გვანცა. ნუთუ ხვდებოდა რამეს ? ნუთუ ასეთი თვალსაჩინო იყო მისი დამოკიდებულება თომას მიმართ? უხერხულად შეიშმუშნა გოგონა . ეცადა სხვა რამეზე კონცენტრირებულიყო და ღიმილით გააყოლა თვალი პუნშის მაგიდასთან მდგარ ბიჭებს. გვარიანად გამომთვრალი ვაჟა პუნშიან ჭიქას უტრიალებდა გეგელაურს და უქებდა.ლამის ახარხარდა როცა დაინახა,რა მჟავე სახით გამოართვა თომამ და მოსვა. თვითონ გოგონა კუთხეში მდგარ დივანზე მოთავსებულიყო და ლამაზად მორთული მაგიდების ჩათვლით,საცეკვაო დარბაზად გადაკეთებულ მისაღებსაც მშვენივრად ხედავდა,ამიტომ მეგობრების ყურებით გართულმა მალევე შეამჩნია,როგორ მიუხალოვდა მათ მაია,თავის თანხმლებთან ერთად.გამხიარულებული ვაჟა ახლა მაიას შეყვარებულს მიუბრუნდა და წარბშეკრულმა გვნაცას არ გამორჩენია,როგორ უთხრა რაღაც მაიამ თომას . ბიჭმა ცივად გაუღიმა და გვანცას გასაოცრად,გოგონას შეთავაზებული პუნშზე ორმაგად მძიმე სასმლის ჭიქა თვალმოუხუჭავად დალია,მერე კი ლამის ყბა ჩამოუვარდა კუთხეში მიყუჟულს,როცა დაინახა,როგორ დაჰყვა გეგელაური მაიას და წამში მოცეკვავე წყვილებს შორის აღმოჩნდა.
თითქოს ლილისფრად მოლივლივე ოთახი გახუნდა,აღარაფერი იყო უწინდებურად ლამაზი , მუსიკაც კი გამაღიზიანებლად ჟღერდა ახლა და წამოდგა . მობანცალე ვაჟამც კი გაკვირვებით გამოდოხედა სწორედ იმ სასმელს რომ დასწვდა,ცოტა ხნის წინ თომამ რომ გასინჯა. სითხემ ყელი ჩასწვა ,მაგრამ იმავე წამს წვა სითბომ ჩაანაცვლა და იგრძნო როგორ მოედო ალმური სახეზე
-ოჰ,რამდენი შეგძლებია - თანამენიახის პოვნით გახარებულმა ვაჟმა კმაყოფილად ჩაიხითხითა,კიდევ ერთხელ დაასლოკინა , როცა გოგონამ იმავე სასმლით სავსე მეორე ჭიქა გამოცალა.
- გამარჯობა,მე ჯაბა - სიცილით გაუწოდა ხელი მაიას თანმხლებმაც.
- გვანცა - გაუღიმა საპასუხოდ და ის იყო მესამეც დააპირა,წამებში მის გვერდით გაჩენილი გეგელაური რომ დასწვდა,უსტყვოდ აართვა , მერე კი ჩაცლილ ჭიქას გაუღიმა და უბოდიშოდ ამოილაპარაკა ძალიან მომწყურდაო.
- უკვე გაიცანით ერთმანეთი?- ყალბი ღიმილით ამოუდგა მაია გვერდში ჯაბას.
- არა მარტო - სასმელით გათამამებულმა გვანცა მხარზე ჩამოაწვა მის გვერდით გახევებულ წითელთავას და მისკენ შებრუნებულმა ,ისე რომ მაისაკენ არც გაუხედავს , სარკასტული ღიმილით დააყოლა - ცეკვაც კი შევპირდი,არა ჯაბა?
-ჰოო?- გაწელა ბიჭმა და რომ იგრძნო ,როგორ დაიძაბა მაიას ხელი მის მკლავზე , ძლივს შესამჩნევად ჩაეღიმა -წავიდეთ - მუსიკის დაწყებისთანავე მსუბუქად მოიშორა მაიას ხელი და გვანცას დასწვდა. არ გამოპარვია მის ქმედებაზე როგორ დაიძაბა იქვე მდგომი ჟღალი .
- კარგად ამყევი - მხრებზე შემოაწყო ხელები . ალკოჰოლის გარეშე ამას ვერასდროს გაბედავდა
- ის ჟღალი ასე ძალიან რატომ მოგწონთ ყველას?
- ყველას? კიდევ ვის მოსწონს?
- არც კი უარყოფ !
- რატომაც არა? საკმაოდ მთვრალი ვარ ტყუილისათვის - მიუხედავად იმისა,რომ ალკოჰოლით გაბრუებულს ყველაფერი ერთ ფერად მასად ესახებოდა,მაინც გრძნობდა დაჟინებულ მზერას . ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა გეგელაურთან ცეკვა , ვინ იცის რას წამოროშავდა მასთან.
მაიას არ გამოჰარვია თომას რეაქცია. ადგილზე აწრიალდა ვაჟი,მერე კი მაიას გასაოცრად თავადვე გაუძღვა მოცეკვავეებისაკენ . გოგონა მხოლოდ მაშინ გამოერკვა, რამდენიმე წამის შემდეგ ლაპარაკში გართულ წყვილს ლამის რომ ჩაჰყვირა თომამ, პარტნიორები ხომ არ გაგვეცვალაო და თითქმის ძალით გამოჰგლიჯა ღიმილშერჩენილი გვანცა ხელიდან.
- სიამოვნებით - მხრების აჩეჩვით უპასუხა ჯაბამ და მაიას დასწვდა .
- რამე რომ არ ჩამაშხამო არ შეგიძლია ? - დიდი ძალისხმევით მიიღო უკმაყოფილო გამომეტყველება გოგონამ და ვითომ იძულებით შემოაწყო ხელები მხრებზე - მშვენივრად ვცეკვავდით.
თომამ პასუხი დააპირა,მაგრამ მუსიკა დამთავრდა და ის იყო გვანცამ დასაჯდომად გასწია,რომ წელზე წაეტანა გოგონას . სასმელს თავადაც სასიამოვნოდ გაებრუებინა და სულაც არ სურდა ეს განწყობა ამჯერად სხვასთან აცეკვებული გვანცას ხილვით გაეფუჭებინა.
- გამიშვი,დავიღალე - გაჭირევბით ამოილაპარაკა წელზე შემოჭერილი ხელებისგან სუნთქვაშეკრულმა.
- რამდენიმე წამის წინ არაფერი გეტყობიდა დაღლის- ჩაიცინა ვაჟმა და უფრო მიეკრო, მაგრამ ახალი მუსიკა სულაც არ იყო ნაზი და რომანტიკული. თომაც თითქოს მის სწრაფ ტემპს აჰყვაო,სიცილით დაატრიალა გოგონა , წამით ზურგიდან აეკრო,უსწრაფესდ გადაიწვინა მკლავზე,სიცილით გასწორდა და ორივე უაზროდ ბრუნვას, ხტომასა და ხარხარს მოჰყვნენ. სმენადაბინდულ გოგონას მხოლოდ მაშინ, მუსიკის ტემპი ოდნავ რომ შეიცვალა,თავად კი სუნთქვაჩქარებულმა თომასთან ერთად ზანტად დაიწყო რწევა , სიმღერის ტექსტი ჩაესმა .
Forget those amigos წაიმღერა ქალის ხმამ, მერე კი მუსიკის ტემპი კიდევ ერთხელ შეიცვალა და თომას მხარზე თავჩამოდებულს მოესმა, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით როგორ განაგნრძო შემსრულებელმა.
I wanna ruin our friendship
we should be lovers insteაd
(მინდა დავანგრიო ჩვენი მეგობრობა, მეგობრების ნაცვლად , შეყვარებულები უნდა ვიყოთ)
Jany, darling you are my best friend
I 've been doing bad things That you do not know about
stealing your stuff now and then
(ჯენი,ძვირფასო შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ მაგრამ არის ბევრი ცუდი რამ,რასაც შენს ზურგს უკან ვაკეთებდი და არაფერი იცი, ვიპარავდი შენს ნივთებს, ახლაც და ადრეც)
უეცრად ახედა თომას. მიხვდა ამ წამს მისი გონებაც სიმღერის ტექსტს აჰყოლოდა.

-რანაირი ტექსტია - უხერხულად გაიცინა ვაჟმა ,მაგრამ გვანცას სახის დანახვისას ღიმილი შეაშრა.უცნაურად შემოჰყურებდა ,ზუსტად ისე როგორც მაშინ ჩაბნელებულ სახელოსნოში , მერე კი მისკენ დაიწია და უნებურად თვალი მოავლო გარშემომყოფებს თომამ . სიმღერა,რომელიც მათ ამბავს ყვებოდა თითქოს , უკვე დასრულებულიყო ,ახლა გადასველბულ ოთახში სულ სხვა მუსიკაზე ირხეოდნენ წყვილები. კიდევ უფრო მიუახლოვდა გვანცა და პირველად საკუთარი ნებით დასწვდა სანახევროდ მისკენ დახრილ ბაგეებს.გეგელაურს გაუცნობიერებლად დაეხარა თავი მისკენ , მზერა შეჰყინვოდა სასმელისაგან აწითლებულ , მბზინვარე ბაგეებზე. "მწარე სიმართლის" მსუსხავი გემო ჰქონდა ამბორს ( "მწარე სიმართლედ" ითარგმენბა ცნობილი კოქტეილის სახელწოდება - Bitter Truth Cucumber,რომლისთვისაც დამახასიათებელია ალკოჰოლის მაღალი შემცველობა და მომწარო გემო .)
გახევებულს მსუბუქად წაეტანა ქვედა ტუჩზე გოგონა,ფეხისწვერებზე შემდგა და ამჯერად სათუთად მიაკრო ტუჩები . მალევე მოსცილდა და არეული მზერით ამოხედა ქვემოდან . ერთმანეთში ახლართულ ახალგაზრდებს შორის იდგნენ, ყველა ცეკვავდა გარშემო მათ გარდა. ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო გეგელაური,თრობამ თავად სწრაფად გაუარა,მაგრამ დაკვირვებით უცქერდა გვანცას სახეს და ხვდებოდა საღად ვერ აზროვნებდა იგი,მაგრამ თითქოს სასოწარკვეთილს რაღაც სხვა რამის პოვნა სურდა, იქნებ მხოლოდ კოქტეილის გამო არ უციმციმებდა თვალები გოგონას.
- გვანცა,თომა ! - ორივემ ნაცნობი ხმისკენ მიიხედა და დაინახეს როგორ გამოეყო ბრბოს ანა შეშინებული სახით - ვაჟაა ცუდად,იქნებ დაგვეხმაროთ- ანას წამით გაკვირვება აუკიაფდა თვალებში,როცა ერთმანეთზე მიყრდნობილი,უძრავად მდგარი წყვილი დალანდა.
- რა დაემართა? - ისევ გვანცამ ამოიღო ხმა ბოლოს და მასზე ჩაჭიდებული ხელები მსუბუქად მოშორა.ამან კიდევ უფრო გააკვირვა ანა, გეგელაურს ახედა,რომელიც ჯერ კიდევ გაშეშებული,სულელურად შემოჰყურებდა .
- სასმელი, ბევრი მოუვიდა. გარეთაა ახლა.
- წავიდეთ - ბოლოს და ბოლოს ამოიღო ხმა ვაჟმაც და სამივენი აუზისკენ გაემართნენ.
- ოჰ, როგორც იქნა ,გვირტებიც მოვიდნენ - მათი მისვლისთანავე შეზლონგზე მიწოლილი ვაჟა წამოიწია , ახლა უკვე უღონო სლოკინი ამოუშვა , მერე კი შეიშენბული იმაზე ჩაფიქრდა ,ოდესმე თუ გაუვლიდა ეს ჩვევა . - წარმოგიდგენიათ , ასე რომ დავრჩე? შეშფოთებულ ვაჟას არც კი გაუგია , როგორც ჩასვეს მეგობრებმა ტაქსში , მხოლოდ ჩაჯდომისას რაღაც მრჩებაო ჩაიბურტყუნა,მაგრამ ვერაფრით გაიხსენა , რომ ეს რაღაც იქვე ,სადგომზე მიყენებული მისი მანქანა იყო .
ანამ დარჩენა გადაწყვიტა, თავდ კი ნათიას გამოემშვიდობნენ. გვანცას გონება დაწმენდვოდა და ცხადად იგრძნო,როგორ შემოჰყურებდა მაია. ყველაფერი დაინახაო გაიფიქრა შეწუხებულმა,მაგრამ მაინც ამაზე მეტად თავად თომას საქციელი აწუხებდა ახლა.თვალს არიდებდა ვაჟი, ნანას დაურეკეო ისე უთხრა არც შეუხედავს მისთვის.
- აბა , როგორ გაერთეთ?- გადმოხედა საჭესთან მოკალათებულმა ქალმა დადიმებულთ - რა იყო თომა რა სახე გაქვს? ბიჭი თითქოს გამოერკვაო , გვერდით მჯდომს გახედა ირიბად და არაფერიო ჩაიბურტყუნა .
- იქნებ შენ მიმიყვე გვანცა ?- მინიდან დედის თვალები იგრძნო და აიწურა გოგონაც. ცოტათი ეუცნაურბოდა,სირცხვილს არ რომ გრძნობდა თავისი საქციელის გამო, მაგრამ მანქანში ჩამოწოლილმა ატმოსფერომ მასზეც კი იმოქმედა.
- რა ვიცი , გავერთეთ, ვიცრკვეთ,ცოტა დავლიეთ...
- ხო ეგ ვიყნოსე - გაეცინა ქალს - მაინც რა დალიეთ ასეთი სუნი რომ გაქვთ?
- "მწარე სიმართლე" - გვანცას ნაცვლად უპასუხა გეგელაურმა.
- ოჰოო- წარბები აწკიპა ნანამ - ფეხზე ამიტიმ ვერ დგახარ გვანცა?
გოგონამ ნერვიული,უილაჯო სიცილით უპასუხა,მაგრამ მერე მიხვდა.ასე შეიძლებოდა თომა უბრალოდ სიმთვრალისათვის მიეწერა მისი საქციელი,მაგრამ გვანცას უნდოდა ამაზე ეფიქრა ბიჭს, მიმხვდარიყო რომ ალკოჰოლმა მხოლოდ ის გააკეთებინა,რაც დიდი ხანია სურდა. - მაგრამ არც ისეთი ძლიერი ყოფილა - ამოილაპარაკა სწრაფად - ფაქტობრივად არც უმოქმედია,თან ცოტა დავლიე . უბრალოდ დავიღალე და ამიტომ - ეცადა ხმაზეც კი აღარ დასტყობოდა თრობა. თომასკენ გააპარა მზერა . ჯიქურ შემოჰყურებდა ვაჟი , ყბები დაეჭიმა და ეტყობოდა გამალებით ფიქრობდა რაღაცს.
- ჰო, გამძლეობა აშკარად მამაშენისგან დაგყვა - გაეცინა დედამისს და არ გამოჰპოარვია , უკან მსხდომთა დაძაბული მზერა.

შემდგომ დღეებში ერთადერთი ცვლილება საშინლად ატკივებული თავი იყო . მზერას არიდებდა ვაჟი, მაგრამ ხანდახან როცა გვანცა სასტუმრო ოთახში იჯდა და რამეს კითხულობდა, ან საგამოცდო საკითხებზე დახრილი გამუდმებით მეცადინეობდა, ამჩნევდა როგორ უცქერდა ფარულად თომა . ბიჭს გამუდმებით დაფიქრებული მზერა ჰქონდა და ხანდახან ისეთი ეჭვის თვალით გააყოებდა თავს,ნანაც კი გაოცებით გადახედავდა ხოლმე. მასთან შეხებას უფრთხოდა თითქოს გეგელაური, კლასში ტესტის ფურცელს ,როცა კი მას უნდა დაერიგებინა ლამის შორიდან ესროდა გვანცას. ვაჟა ღიმილიით შეაცქერდებოდა ხოლმე მეგობარს,მაგრამ გვანაცს კითხვებზე მხრებს იჩეჩავდა და არ ვიცი, მგონი ისე იქცევა , როგორც ყოველთვისო პასუხობდა. მალევე ახალი ამბავი გავრცელდა სკოლაში, თომა გეგელაურმა დათას გუნდის კაპიტნობა გადაულოცაო . ბევრმა იცოდა გეგალურს სულაც არ სურდა გუნდში დარჩენა,მაგრამ მაინც უკვირდათ ,რაღა მაინცდამაინც ახლა გამხდარიყო გუნდი პრობლემა . გვანცამ ისიც შეამჩნია,რომ ამ ამბის შემდეგ დათა აღარც კი კითხულობდა ხოლმე და გოგონა ეჭვობდა ალბათ ისეა გართული ამ სიახლით, გამოსაშვებზე ჩემი მეწყვილეობაც კი გადაავიწყდაო. სიმართლე რომ ეთქვა , სურდა კიდეც დათას მართლაც გადავიწყებოდა იგი ან საერთოდ უარი ეთქვა. სწავლის საქმე კარგად მიდოდა , წამით გული წყდებოდა ხოლმე ,როცა გარაჟში უპატრნოდ მიყრილ საჭრეთელსა და ათასი სახის იარაღს შეავლებდა თვალს. თომას არაჩვეულებირვად გამოსდიოდა ძერწვა ,ქვის დამუშავებაც კი შეეძლო,მაგრამ მომგებიან საქმედ არ მიაჩნდა და ექიმად გახდიმა დაესახა მიზნად.
აშექალზე არაფერი უთქვამს და გვანცა ფიქრობდა კიდეც , ან არ უნახავს ,ან მნიშვბელობას არ ანიჭებსო,თავად კი იმდენჯერ ამოიღებდა ხოლმე საგულადგულოდ შენახულ თოჯინას, რომ მიკერებული ფეხი ჯერ მოერღვა სათამაშოს, ბოლოს კი საბოლოოდ მოსძვრა.მორღვეული ნაკერიდან გადმოყრილი ნახერხი გაჭირევბით შეაგროვა ,მაგრამ კერვა არასდროს გამოსდიოდა ,ასეც რომ ყოფილიყო,შეუძლებელი იყო ნანას არ შეემჩნია და მერე დაწვრილებით არ გამოერკვია , რისთვის ეძებდა მის ძვირფას ნემსსა და ძაფს .
და მაინც , ყველაფერი იმაზე უარესად მოხდა,ვიდრე წარმოედგინა. დილით გაჭირვებით მოახერხა საჭირო ნივთების უჩუმრად აღება და საკმაოდ უშნოდ ,წვალებით სანახევროდ მიაკერა ფეხი.იმედი ჰქონდა,რომ შუადღუსთვის მორჩებოდა,მაგრამ სკოლიდან დაბრუნებულმა ვერაფრით მოასწრო დასრულება და იმასეა ნატრობდა ქალს საღამომდე არაფერი შეემჩნია, მაგრამ ნანამ სწორედაც რომ ვახშამზე გაკვირვებით გამოუცხადა რაში სჭირდებოდა ნემსი და ძაფი. ჩანგალი ხელში შეაცივდა გვანცას და ალუღლუღებულმა ისღა უპასუხა , ღილის დაკერება მინდოდა ჟაკეტზეო.
-შენ ? - გაიკვირვა ქალმა- მე რატომ არ მითხარი? გუშინ ადგილზე იყო ყველა ღილი ,როგორც მახსოვს. პანიკით მოცულმა გადახედა თომას,მაგრამ იგი ისე ჩაჰყურებდა თეფშს,თითქოს თევზისა და სალათის ფურცლის კომპიზიცია ყველაზე საინტერესო რამ ყოფილიყო ამქვეყნად.
- დღეს მოწყდა - სწრაფად ამოილაპარაკა და მაგიდიდან წამოდგა - ჩემით მინდოდა დასრულება.ბოდიში,განაგრძეთ თქვენ - ნანამ უკმაყოფილოდ აწკიპა წარბები ,ზურაბმაც კი გაოცებით გადახედა, მაგრამ გეგელაური ისევ არ შერხეულა და ცუდად ენიშნა გოგონას.
თავის ოთახში , აშექალთან დახრილიყო , კარზე რომ დააკაკუნეს. სასწრაფიდ საწოლის ქვეშ შეჩურთა ყველაფერი და საგანგებოდ მომზადებული ჟაკეტი მოიმარჯვა. თომას შემოსვლამ მომზადებული სიტყვები გადაავიწყა ,ყველაზე ნაკლებად ელოდა მას. ბიჭმა მკრთალად გაუღიმა და ზურგს უკან მიიხურა კარი . მერე კი მის მუხლებზე გადაფენილ ჟაკეტს დახედა და სიცილი აუტყდა.
- ღილი ისე ძლიერად მოგიგლეჯია,რომ ნაქსოვიც გარღვეულა - გოგინა დაიძაგრა და საბრძოლველად მოემზადა,მაგრამ გეგელაურის ქმედებამ შეაჩერა. თომა ჩაიმუხლა და საწოლის კუთხიდან აშექალი გამოაძვრინა.
- იცოდი - ლამის იყვირა გვანცამ .
- ვიცოდი - თავი დაუქნია მან - ხომ ხედავ ქურდობა ცუდად გამოგდის, ნემსი სად გადამალე?
- არ მიქურდია -შეუყეფა და მის გვერდით ჩაიმუხლა საჩქაროდ გადამალული ნემსის მოსაძებნად - და საერთოდაც,შენ არ იყავი რომ მიმტკიცებდი,გადავაგდეო?- ნიშნისმოგებით გადახედა.
- არ ვიცი , იქნებ მე ვიყავი, იქნებ არა - წაუმღერა წითელთავამ და მისდა გასაოცრად,გაბრაზების ნაცვლად ,გაეღიმა გვანცას. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ბიჭი სრულიად მშვიდად შეხვდა მის საშინელ საქციელს ,ამასთან დაბადების დღის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა ნორმალურად ლაპარაკობდნენ. თომამ მუხლებს შორის მოიქცია თოჯინა და მოხერხებულად მიაკერა ფეხი.
- ესეც ასე , ინებეთ თქვენი საკუთრება - ის იყო გასვლას აპირებდა , რომ მკლავში წაეტანა გვანცა. ოდნავ შეირხა ვაჟის სხეული,თითქოს არ ელოდა შეხებას.
- დარჩა კიდევ რამე?- ქუსლებზე შემოტრიალდა და თითქმის ისე შეხედა,როგორც მაშინ , წვეულებაზე . ოდნავ გაოცებული, მომლოდინე მზერით.
- მგონი ბოდიში უნდა მოგიხადო ჩემი საქციელისთვის.
- აუცილებლად - თავი დარწმუნებით დააქნია და კიდევ ერთხელ გაეღინა გოგონას.იგრძნო როგორ ენატრებოდა მისი ჩვეული,ირონიული შენიშვნებიც კი.
- ბოდიში და... რატომ შეინახე ?
- აბა,შენს ტირილს ვინ მოსიმენდა , მართლა რომ გადამეგდო ?
- ასეც მითხარი,მაგრამ არ მიტირია.
- იმიტომ რომ არც დაგიჯერებია - ხმაშეცვლიმა უპასუხა თომამ და რატომღაც თვალის გასწორება გაუჭირდა გვანცას .
- კერვა კარგად გამოგდის-უადგილოდ ჩააკვეხა და ოთახში ისე მომიხედა,თითქოს არც ენახა აქამდე.
- წვეულებაზე რატომ მაკოცე? - ყურადღება არც მიუქცევია მისი სიტყვებისთვის თომას ისე მიახალა.
მთელი ამ კვირების განმავლობაში ფიქრობდა როგორ უნდა ეკითხა ეს გოგონასთვის. როცა შეღებული უჯრა პირველად შეამჩნია, ლამის თავზარი დაეცა. აქ აშექალთან ერთად, რვეულს ინახავდა გვანსათვის.რვეულს,რომელიც მხოლოდ მას შემდეგ უნდა წაეკითხა,როცა წლების წინ მომხდარა გაიხსენებდა . ამ რვეულში თომა ყველაფერს უყვებოდა მას, პატიებას სთხოვდა . იგი ცხობრების ჩვეულებრივ გაგრძელებაში უნდა დახმარებიდა გოგონას, როცა გეგელაური გაქრებოდა მისი თვალსაწიერიდან, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით გვანცას მხოლოდ თოჯინა ეპოვნა და როცა ხელუხლებლი დახვდა რვეული, გაოცებისგან ლამის იტირა. რა სისულელე იყო ასეთი რამის სახლში შენახვა, მაგრამ მეორე მხრივ, გოგონა ის ვერ ეპოვა და იქნებ... იქნებ ეს შანს ნიშნავდა ვაჟისთვის. მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა გასარკვევი, რატომ აკოცა გვანცამ,რატომ აღინშნა არაერთხელ რომ სიმთვარლის გავლენით არ მოქცეულა ასე.
- ალბათ იმავე მიზეზით რატომაც შენ , მაშინ - ჩუმად ამილაპარაკა.
- ეგ რას ნიშნავს ?
- არ ვიცი რატომ ,ან - წამით შეყოვნდა გოგონა . იქნებ სიმართლის თქმა ჯობდა ? - ჩვენ ხომ მეგობრები არ ვართ,არც და-ძმა... მე უბრალოდ... მინდოდა ასე!
- გინდოდა - მექანიკურად გაიმეორა თომამ და გვანცა აილანძა - რატომ გინდოდა?
- ეგ რა კითხვაა - უარესად დაიბნა - გითხარი არ ვიცი- მეთქი !
- არ იცი , ალბათ ჯერ ... - ბიჭმა მხოლოდ ახლაღა დახედა, აქამდე ლაპარაკისას ,ისიც ოთახის მორთულობებს ათვალიერებდა უაზროდ - ალბათ ჯერ,ჩემგან ელი მიზეზს არა ? - თომას მოეჩვენა პირი გაუშრა,საშინლად მოსწყურდა - კარგი , გეტყვი ჩემს მიზეზებს , მაგრამ ახლა არა, ახლა ვერა - შეასწორა . ოდნავ უკანკალებდა ხმა . თავი დაუქნია გვანცამ. -მაშინ - მოსუვენრად მიმოხიედა ირგვლივ - წავალ .
სხვა დროს ალბათ სიცილი აუტყდებოდა ამ სიტუაციაზე,მაგრამ ბიჭი რომ კარში გაიჭრა , მოღლილი და არეული ჩამოჯდა იატაკზე. თომას არ უთქვამს , როდის ეტყოდა ,მაგრამ აშკარა იყო . მიხვდა რასაც გრძნობდა მის მიმართ გვანცა.
მაგრამ ასე მალე არ დადმგარა დღე,რომელსაც ასე ელოდა. გეგელაურის ქცევები ერთმანეთზე უფრო გაუგებარინ ხდებოდა,თუკი იმ დღეების განმავლობაში სანახევროდ არც ელაპარკებოდა,არც სკოლაში სარგებლობდა თავისი პოპულარობით, ახლა უცნარუად შეცვლილიყო. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა სხვადახვა გოგონასთან მოარშიყეს , დაუსრულებელ პაემნებსა და წვეულებებზე მოარულს და საშინლად ღიზიანდებიდა გვანცა. შედეგად, მათი ურთიერთობა არათუ მეგობრობას ვერ გასცდა,არამედ უარესად დაიძაბა. დღე არ გავიდოდა, გადაკვირთ არ ეხსენებინა მისი რომლეიმე ახალი გატაცება გვანცას .
- ოჰო , თომა პოპულარული ბიჭი ყოფილა - წარბების აწკეპით წამოიძახებდა ზურაბიც და მერე თავისი ახალგაზრდობის ამბებს მოჰყვებოდა . ნანა ჩუმად იყო, მხოლოდ ჩაფიქრებული,მაგრამ კმაყოფილი მზერით გადახედავდა ხოლმე თომას, გვანცა კი ჭკუიდან შეშლილიყო ლამის. - და შენ?- მორიგი ასეთი დიალოგისას,რომელშიც თავად არასდროს მონაწილეობდა და მხოლოდ გაღიზიანებული ღეჭვით ატყობინებდა თავის შეხედულებებს ოჯახის წევრებს ,ჩაეკითხა მამამისი .
- რა მე ? - ქათმის ხორცი გაღიზიანებით მოგლიჯა გვანცამ და შუბლშეკრულმა შეხედა .
- შეიბრალე ეგ ქათამი,შვილო - საკუთარი ქალიშვილის ქცევით შეშფოთებულმა ზურაბმა ძლივსშეკავებული სიცილით ჩაილაპარაკა და ტუჩები აიბზუა მისი შვილი მტაცებლის სისწარფით ამჯერად პურს ,რომ ეძგერა - რა შენ და არ გყავს შენ თაყვანისმცეემლები? - თომამ ჩანგალი დადო და ვითომ ძალიან დაინტერესებულმა გადახედა პირგამოტენილ გვანცას , რომელმაც ხმაურით მოიყუდა წყალი, გეგელაურისათვის შეკურთხების სურვილი გადაყლაპა და სულმოთქმულმა ნიშნისმოგებით მიუგო
- დიახაც, რომ მყავს - წითელთავას აწკეპილი წარბები დააიგნორა - ეგ კი არა, გამოსაშვების მეწყვილეც მყავს . - კმაყოფილმა შეხედა ამჯერად უკვე მართლა გაკვირვებულს.
- თომა იცნობს ? - მთელი საუბრის განმავლობაში პირველად ჩაერთო დიალოგში დედამისი.ქალი შემპარავი ღიმილით შეჰყურებდა ვაჟს და უცებ გვანცამ ვერ გაიგო რატომ.
-იცნობს , დათა გამომყვება გამოსაშვებზე !
- კი , ვიცნობ - თავი დააქნია თომამაც,ისე რომ მზერა მისთვის არ მოუშორებია - მაგრამ ეგ არის, ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურობა დასჩემდა. მგონი გვანცას სახელი ავიწყდება ხოლმე .
– ხო აბა რა - მჟავედ გადახედა გვანცამაც. სადილის შემდეგ ის იყო თავის ოთახში აპირებდა შესვლას, მკლავში რომ დასწვდა თომა.
- ჩემთან ერთი სურვილი, რომ გაქვს გახსოვს?
- რა სურვილი?
- აი, ლარნაკზე რომ დაგეხმარე , ხომ შემპირდი ერთ სურვილს.
- რა თავხედი ხარ,ხომ არ შეგახსენო,რომ ეგ ლარნაკი თავად გამიტეხე?
-შემთხვევით მოხდა , ხომ იცი. სურვილი უნდა შემისრულო ,სიტყვა სიტყვაა.
- რა გინდა ?
- შენი თაყვანისმცემელი უნდა გააწბილო და უარი უთხრა ! - მიახალა ბიჭმა.
- და გამოსაშვებზე მარტო დავეყუდო არა ? მეტი საქმე არ მაქვს !
- სურვილი უნდა შეასრულო !
- გაგიჟდი? დავპირდი და შენ არავინ გეკითხება.
- სიტყვა სიტყვაა - ხელი უშვა ვაჟმა - აბა ,შენ იცი . რას იზამ მომიყევი .
გაბრაზებულმა გვანცამ , რომ ოთახის კარი მიიხურა, თომამ იგრძნო, ვიღაც უყურებდა. კიბის თავზე ნანა იდგა და ეშმაკურად უღიმოდა ვაჟს.
- ძალიან მომწონს ჩემ რჩევებს რომ ითვალისწინებ - გაუღიმა ქალმა - ხომ ხედავ, ორივე კარგად ხართ ასე . რაღაცის თქმა დააპირა ვაჟმა ,მაგრამ ხელი აუქნია ნანამ .

******************

სწრაფად გადიოდა დრო, გიორგის მდგომარეობა კი არ უმჯობესდებოდა ,რასაც ძალიან განიცდიდა თომა . ნანაც ამჩნევდა ბიჭის გუნების ცვლილებას, მართალია იშვიათად ,რადგან თომა მთელი ძალით ცდილობდა არაფერი გამოემჟღავნებინა,მაგრამ ეს ძალიან აწუხებდა და ამიტომ ქალიც თავგამოდებით ემზადებოდა სააგაზაფხულო არდადეგებზე თუნდაც ერთი დღის სასიამოვნოდ გატარებისათვის. ახლა სწორედ ჩვეული ადგილისკენ მიიწევდნენ.
სანახევროდ დაშვებილი ფანჯრიდან ფიჭვის სუნი იფრქვეოდა ავტომობილის სალონში . უკანა სავარძლებზე ისხდნენ ,ერთმანეთისაგან მაქსიმალურად შორს .გვანცას ოდნავ გადაეხარა თავი.მანქანის რწევა ძილს ჰგვრიდა , კისერში კი ქარისაგან აშლილი კულულები უღიტინებდა . გზაშიც კი და თომასასთან ასე ახლოს მაინც ახერხებდა მოსვნებას.ამ წამს არაფერზე უნდოდა ფიქრი. ვაჟმა მის ყელთან აცეკვებულ თმას დააკვირდა ,მერე საჭესთან მჯდარ ნანას გახედა .ქალს,რომელიც დედაზე მეტი იყო მისთვის .ყველაფერი იცოდა მან და ერთხელაც არ უსაყვედურია მისთვის. ჩაფიქრებულმა ლამის წამოიყვირა ,როცა ჩაძინებული გოგონა მისკენ გადმოცურდა და მხარზე მიეჯახა.ამან გვანცა გამოაფხიზლა ,ოდნავ გაბრუებულმა ახედა და სიტუაცია რომ შეაფასა დენდარტყმულივით მოსცილდა . ნანას არაფერი გამოჰპარვია,მაგრამ როცა საკუთრი შვილის მზერას მოკრა თვალი სასწრაფოდ ფანჯრისკენ მიიხედა და ხედის ქებას შეუდგა. კუბოკრულ პლედზე რომ ჩამოსხდნენ გვანცამ იქაურობა მოათვალიერა.აქ ყველაფერი ბავშვობას აგონებდა.მათ უკან ფიჭვნარი აღმართულიყო,წინ კი გლუვ,მწვანე მდელოზე მათ მსგავსად მოთავსებულიყვნენ ოჯახები.ზოგი ადრე მოსულიყო და ახლა ჭრელ-ჭრელ პლედებზე მიწოლილები რაღაცაზე მხიარულად ლაპარაკობდნენ,ზოგიც წამომჯდარი იქვე მიმოფანტულ პატარებს გაჰყურებდა ,ზოგან ახლა ხსნიდნენ კალათებსა და ოხშივარადენილ თერმოსებს.ლამაზი იყო იქაურობა,ღიმილიანი ადამიანებით სავსე.მდელო სადაც ისხდნენ გორაკის მობრტყელებულ თავს წარმოადგენდა .გორაკი ტყის მხარეს მაღლდებოდა, მაგრამ ყველა სხვა მხრიდან ერთობ უცნაურ,მართლაც რომ პიკნიკისათვის განკუთვნილ ადგილს წარმოადგენდა.მოსწორებული ადგილი გაღმა მთავრდებოდა და ოდნავ დამრეცად ეშვევბოდა ვაკეზე.წყვილები,რომლებსაც აქამდე ამოსვლა უჭირდათ სწორედ იქ მოთავსებულიყვნენ. ისე მოეწყვნენ ,რომ არცერთს ხმა არ ამოუღია.ძირითადად ნანა და ზურაბი საუბრობდნენ.ის იყო გვანცამ უგულოდ მოსწიწკნა ღვეზელი,რომ თომა წამოდგა.
-ცხენებისაკენ გაგიწევიათ?-მიუხედავად იმისა რომ გოგონა ადგილიდან არ დაძრულა მაინც მრავლობითში დასმულმა კითხვამ შეაშფოთა.ცხენების ქირაობა მათი ბავშვობის კიდევ ერთი საყვარელი ჩვეულება იყო.ამისთვის ქვემოთ უნდა ჩასულიყვნენ,საკმაოდ შორს მშობლებისაგან . ბიჭმა თავის ქნევით დაუდასტურა პასუხი ნანას,მერე კი მას გადმოხედა და სრულიად მოულოდნელად ხელი გაუწოდა წამოსადგომად.თვალებგაფართოებულმა ახედა,ეს კონტაქტის პირველი მცდელობა იყო დილის შემდეგ.წითელთავა მოიღუშა და გამოწვდილ ხელზე ანიშნა,რომელზეც მალევე მოებღაუჭა გვანცა.სწრაფადვე წამოდგა და ასევე სწარაფად მოშორდა მას.
- ფრთხილად იყავით , ალი მოგვიკითხეთ -მიაძახეს ერთდროულად.
-აუცილებლადო-დაჰპირდა ბიჭიც და უხმოდ დაუყვა გზას.
ალი მზენაკიდები,სამოცდაათ წელს მიტანებული იყო.სახე დაღარვოდა,ერთთავად მოშვებულ,კაკაოსფერ შარვალსა და დაკემსილ პერნაგში გამოწყობილს ათასგვარი თოკი,ლაგამი თუ ნალის დასაჭედებელი ხარახურა თან აეკრა.პატარები როცა იყვნენ თავის ხმელ,თითებნაკლულ ხელებს მათი ცხენების აღვირს ჩაავლებდა და დაუსერულებლად დაატარებდა აქეთ-იქეთ.თითები რა უყავი ალი ბიძია,უამისოდ როგორ იცხოვრებო რომ შეკითხებოდნენ ნაღვლიანად გაეღიმებოდა ხოლმე.ალიმ არ იცოდა საიდან მოდიოდა,ჩვილობისასო ,უყვებოდა მოსამსახურე მამაშენმა მოგიყვანა ჩვენთანო.გატეხილი ქართულით ლაპარაკობდა და რაც გაგვაგებინა ის იყო,გაზარდეთ და მუშად გამოგადგებათო.ჩვილიც კი კარგა მოზრდილი ყოფილა და დიასახლისსაც დაუტოვებია.სახელიც მას შეურჩევია თურმე,რაღაც რომანის გმირის სეხნია ვყოფილვარ და აკი ამიხდა კიდეცო ხუმრობდა ხოლმე ალი.ბავშვობაში როცა არც თივის ზიდვა უჭირდა,საქონელსაც მარდად უვლიდა და საერთოდაც ღონისა და სიდიდის წყალობით ისვევე იოლად გადიოდა ,როგორც ძლიერმა მუშამ შეიძლება მოახერხოს ,ღმერთს ემადლიერებოდა ,მაგრამ მერე ერთი სიფრიფანა,მკვეხარა გოგო გამოჩნდა და ისე აურდაურია ჩვენი ალი,ისე კოხტად აუგდო აბუჩად დევივით სხეული,რომ საკუთარი სიდიდე შეზიზღებია ბიჭს.მოუდრეკელი და ამაყი იმ გოგოს წინაშე მოდრეკილა,მაგრამ აბა რა უნდა ექნა მას რომ შემოეხედა.გათამამებული იყო ,სიმდიდრე და ლამაზი ჭაბუკები ხიბლავდა ქალწულს. სილამაზისა და უჭკუობის წყალობით გამოჰკრა კიდეც ხელი ასეთს და მაშინ როცა მთელ ქვეყანაში შიმშილი დააბოტებდა ,მათი ქორწილის სუფრაზე ათასგვარი ტკბილეული აბზნიდა თურმე.მაშინ პირველად უქურდია ალის,დაუნახავს როგორ აჰყურებდნენ მოსამსახურეთა ბავშვები დაბრაწულ ფუნთუშებსა და ჩურჩხელებს.აბა რაღა შეაჩერებდა მათი თვალების შემყურეს,მაგიდის ბოლოდან აუწაპნია ყოველივე და ზუსტად ამ დროს წამოდგომია თავად დედოფალი თავზე.ეს ყველაფერი მაშინ მომხდარა ყველა რომ საგუდაგულოდ გალეშილიყო და არცარავის შეუწუხებია თავი დ პატარძლის მოძებნით.
- აბა ეს რა საქციელია-ქედმაღლურად უთქვამს ნამტირალევს ,მაგრამ თავადვე დახმარებია უბეთა ამოვსებაში.ამ დროს ,თითქოს ის სურვილი აუხდა თავადაც რომ არ იცისო,შავი ვოლგებისა და უცნაური ხალხის წრე შემოერტყათ გარს.საქმრო აღარასად დაუნახავთ ,ისე გასცლიან იქაურობას.
- შორს წაიყვანეო-მიუძახებია გოგოს მამას და ობოლ ალისაც ძლიერად დაუქნევია თავი.მერე სხვისი მანქანით რომ მიაქროლებდა უმისამართოდ ,იმაზე ფიქრობდა რომ ტკბილეული პატარებს არ შეხვდებოდათ.ის ვოლგიანი ხალხი კარგს არაფერს გააკეთებდა იქ. ის ღამე მანქანაში გაუთევიათ და მის გვერდით სუნთქვაც კი ესირცხვილებოდა თურმე,მას კი ამ ღატაკი,ბინძური ბიჭისთვის მოპარული ჩურჩხელა გამოუწოდებია და თუ არ შეჭამ მეც არ გავეკარებიო უთქვამს.შხამი რომ ყოფილიყო,შარბათად მივიღებდიო უყვებოდა უკვე მხრებში მოხილი კაცი.მაშინაც ხელის კანკალით გამოურთმევია,სიკეთით გათამამებულს გაუბედავს და უკითხავს ნამტირალები რადა ხარო.
ახსოვდა გვანცას სატრფოს პასუხს კარგა ხანს არ ეუბნებოდა ალი მათ,მხოლოდ რომ წამოიზარდნენ ხმაჩამწყდარმა უთხრა : საქმროს ყველაფერი გაუმხელია ქორწილშივეო,იცოდა რომ მოაკითხავდნენ ,ამიტომ აღარც ადარდებდა რამეო.მერე კი იქვე,მარანის ბინძურ კუთხეში ძალით ჩაუყვანია და ისეთი რამ უკადრებია,რასაც ადამიანი არ იზამს შვილებოო.იმ მკვეხარა და გათამამებულმა გოგომ ტკბილეულის მოპარვაში რომ ეხმარებოდა,უკვე იცოდა რომ ქმართან ერთად მასაც სასიკვდილო განაჩენი ელოდა,მაგრამ უნდოდა კიდეც ეს.ერთადერთი რაც ვერ წარმოედგინა ის იყო ,რომ ალი,ეს უპოვარი გოლიათი მისთვის იწვოდა და მის ქორწილს გლოვობდაო.გოგონას მამიდას სახლის კარი გაუღია მათთვის,ორი კვირა დავყავით იქო.მთელი ის დრო ბეტონის იატაკზე მეძინა და სანახევროდ უმი შვრიის გარდა არაფერი მიჭამია,რადგან მსახური ვიყავ და სხვა არც მეკუთვნოდაო. იმ საბედისწერო დღეს უცნაური რამ უთქვამს გოგონას.ჩვენ შორის ღმერთმა გაიარაო.ვერ მიმხვდარა ალი.აბა ,საიდან უნდა მცოდნოდა თუ რომელიღაც ტომის სიტყვებით მეტყოდა მიყვარხარო ამბობდა მერე .
- იმ დღეებში გოგონაც კარგ ხასიათზე ყოფილა,უფრო უშუალოდაც კი ექცეოდა,ის იყო მხოლოდ თავბრუსხვევა და უმადობა დასჩემდა ,რაც იმით დასრულდა რომ შეშფოთებულმა მამიდამისმა ორივეს გადაავლო მზერა,ეს რამ გაკადრებინათო შეიცხადა და ორსულობის ამბავიც მაშინვე მოედო ყველას.აბა ალის რა სიტყვა ეთქმოდა,ან კი ვინ დაიჯერებდა რომ ერთხელაც კი არ შეხებოდა გოგონას.უცებ დაუვიწყებიათ ალის სიმამაცეც,მის მიერ გაწეული სამსახურიც.ის კაცი შვილს რომ აბარებდა თავისი ფეხით ჩამოსულა,გოგოსთვის გაურტყმას და არც კი დაუჯერებია რომ მისი სანაქებო სიძე ასე მოიქცეოდა ქორწილში.საყვარლის დაცვის მცდელობად მიუჩნევია ეს და გაცეცხლებულს მეორედაც რომ დაუპირებია,ალი მივარდნია.
ეგ იყო და ეგ,იმ დღეს ბოლოჯერ ვიხილე ნინოო.ბავშვებისთვის არ მოუყოლია რომ კაცს თითები მოეჭრა მისთვის,ნინო კი გადაემალა.მოგვიანებით გამზრდელთაგან ისღა შეიტყო რომ ქალი საქმროს ძმებს წაეყვანათ,გაციმბირებულ ძმას მალევე გამოაპარებდნენ.
-მოკითხვა შემოგითვალეს-ფიქრებიდან ისევ თომასა და ალის საუბარმა გამოარკვია.
-ეს ფაშატი გვირილასო - გაუღიმა გვანცას.ბავშვობიდანვე ასე ეძახდა,მაგრამ რატომ არასდროს უთქვამს. ცხენებზე ამხედრდნენ,ცოტა ხანს უხმოდ მიდოდნენ.უნებურად უკან მოტოვებულ კაცს გახედა გვნცამ.იგი ისევ ისე,მოხრილი იდგა .ახალ კლიენტებს უღიმოდა ამჯერად.
-ნინოს ამბის დასასრული არ მოუყოლია არა ?-თომას ხმამ შეკართო,მხოლოდ თავის გაქნევით ანიშნა უარი - ქმარი მალევე ჩამოსვლია , ბიჭი შეძენიათ.დედას ძალიან უყვარდაო თურმე.მამას კი ,ფაქტობრივად,იმ დღეს საკუთარი მკვლელის დაბადება უზეიმებია .შვილმა მოკლა იმდენად საზიზღარი იყო.
- ნინო სად არის ახლა?როგორ გადაიტანდა ვაჟის ციხეში მოხვედრას.
- იმ ბიჭს ციხეში ცხვირიც კი არ შეუყვია - გაიცინა თომამ და ოდნავ მოჰქაჩა აღვირი - ჯადოსნური ჯოხი აიქნიეს და მკვლელობის ადგილზე ალი გაჩნდა,ციხეშიც ალი ჩაჯდა.
- ნინოს არასდოს მოუკითხავს ? - ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ,მაგრამ ალის არ მიუღია.მამამისისგან დასახიჩრებულს ვერ გაუბედავს ასეთი ენახა ქალს.ახლა ის და მისი შვილი შორს ცხოვრობენ,აქედან ძალიან შორს.პატარა ტყავის ჩანთა თუ შეგიმჩნევია ალის წელზე?
-კიო ისევ უხმოდ ანიშნა პასუხი .
- ერთი ხანობა ფრანგული სუნამოთი დანამული,ცისფერ ქაღალდში გამოხვეული წერილები მისდიოდა თურმე ციხეში.მერე შეუთვლია არ მომწერო,არ ვკითხულობო.იმ ჩანთით კითხვისაგან გაცვეთილ "წაუკითხავ" წერილებს ატარებს ალი.
- როგორ მოაყოლე ეს ?-როცა ამ ნაწილზე მიდგებოდა საქმე კაცი ყოველთვის დუმილს არჩევდა ხოლმე.
- ამბავი ამბავის სანაცვლოდ - გაიღიმა .გული ყელში მოაწვა გვანცას,ამ რამდენიმე საათში ღიმილიც მონატრებოდა მისი.
- ასეთი რა მოუყევი- ჩაილაპარაკა სწრაფად და შეამჩნია როგორ უცნაურად გადმოხედა ბიჭმა.დაეფიცებოდა ,თომა თბილად შემოჰყურებდა.
- ჩემი მიზეზები -მისმა სიტყვებმა ლამის ადგილზე გაშეშა და შემკრთალმა გახედა. - გულწრფელი პასუხები მჭირდება შენგან - ცხენი შეაყენა და მიეფერა-კარგი - დაამატა მცირე პაუზის შემდეგ -თუკი გეტყოდი რომ... - ყოყმანობდა.გვანცა გრძნობდა როგორ აკვირდებოდა სახეზე ,ახლა უკვე სეროზული,დაძაბული მზერა ჰქონდა ბიჭს - ალის შენზე მოვუყევი ,ჩემს ნინოზე ველაპარაკე რას იზამდი?
- ჩემზე -გაიმეორა .თითქოს სიტყვები დააგემოვნაო-უსიტყვოდ მიაჩერდა თომა - გამოდის...ეგ არის შენი მიზეზი?- აღვირს ჩაეჭიდა გვანცა .შეამჩნია როგორ შეეცვალა გამომეტყველება წითელთავას.ახლა დაბნეულსაც კი ჰგავდა .კარგად თამაშობსო გაიფიქრა გოგონამ.
- არ გჯერა ?
- არა!გულწრფელი პასუხი ხომ გინდოდა? რამდენიმე კვირაა უაზროდ მეთამაშები,დამცინი.ახლა მეუბნები,რომ ალის ჩემზე,როგორც ნინოზე მოუყევი და გინდა დაგიჯერო? - მწარედ გაჰკრა გულში ის რამდენიმე წამიც ,როცა ბიჭის სიტყვები დაიჯერა - სულ ეს იყო შენი მიზეზები?
- სულ ეს იყო - ჩაეცინა ვაჟს და ცხენი შეაბრუნა.უხმოდ მიყვებოდნენ ფართო ბილიკს .
ჩაივაკეს თუ არა,ალიც გამოჩნდა.გვანცას მოეჩვენა რომ მათ დაბრუნებას ელოდა კაცი,როცა მიაუხლოვდნენ იმედიანად შეათვალიერა თომა,მაგრამ მან ამჯერადაც გაარიდა მზერა."ნუთუ მართლი მითხრა?" .მის წელზე ჩამოკიდებულ აბგას დააკვირდა,გული მოეწურა.თვალის კუთხიდან შეამჩნია რომ გეგელაური ჩამოქვეითდა,ოდნავ დაუკრა თავი ალის და ისე წავიდა არც კი დალოდებია.
- გვრილ,აღარ ჩამოდიხარ ცხენიდან?-გაუღიმა კაცმა .
- ჩემზე მართლა გელაპარაკათ თომა ? - ჯერ კიდევ ბიჭისკენ იყურებოდა ისე ჰკითხა.
- განა ჩემს სიტყვებს ენდობი შვილო და მისას კი არა ?-ალის ნათქვამმა შემოაბრუნა.კეთილ,წყლიან თვალებში მიაჩერდა კაცს -თუკი ასეა აბა რა მნიშვნელობა აქვს პასუხს?
- მაგრამ...
- ირწმუნებდი გვირილის უკანასკნელ ფურცელზე ამოკითხულ უყვარხარს ? თუ არა,მაშ თქვენს შორის ღმერთს არ გაუვლია. - მშვიდად უთხრა ალიმ - სიყვარულს შეუძლია გვირილის ამბავიც დაგაჯეროს,შვილო.
- ალი ბიძია,აი ეგ პატარა ყვავილი მომიწყვიტე რა - და როცა პატარა,გვირლის მსგავსი ოღონდ მთლიანად ყვითლად შეფერილი მცენარე მიაწოდა,სიცილით მიაძახა-ცოტა ხანს კიდევ დამჭირდება ცხენი !

პასუხს არ დალოდებია ,მსუბუქად დაჰკრა ფაშატს და ყურებამდე გაღიმებული ალი უკან მოიტოვა . სწრაფად ევლო ბიჭს,ქვემოდან შეამჩნია რომ გორაკის თავზე,სამანქანო გზას მიუყვებოდა უკვე.მერე ამ გზაზე შემდგარმა იმასაც მოჰკრა თვალი როგორ წამოიშალნენ მოპიკნიკეები,ნანა და ზურაბიც წამოდგნენ. ქალი პირდაღებული აჰყურებდა,ფოტოაპარატანი ხელი ჰაერში გაშეშებოდა.
ვაჟი არ მობრუნებულა მხოლოდ ,არც კი ესმოდა თითქოს.კიდევ ერთხელ მსუბუქად დაჰკრა ცხენს და გზა მოუჭრა ,მაგრამ გეგელაურს რომ დროზე არ ემოქმედა ვინ იცის რით დამთავრებდოდა ყველაფერი.
-რა ჯანდაბაა-შეჰყვირა თომამ და ყალყზე შემდგარ ფაშატს აღვირზე მოჰქაჩა დასამშვიდებლად.ეს მოახერა თუ არა,მერეღა იგრძნო ნაცნობი სურნელი,მხედარს აჰხედა გაოგნებულმა და თითქოს დაფრთხაო უკან დაიწია -გაგიჟდი ?-შეუღრინა გონსმოსულმა.
-რაღაც ყვავილი გავპუტე- სულელივით გაიკრიჭა გვანცა.
-რა ქენი?-ისე შეხედა თითქოს ორი თავი გამოზრდოდა.
-"ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ" ხომ იცი?
-მერე ? - გაეცინა ვაჟსაც.
-არ უყვარხარო !
-დავუბრუნდით უკვე ძველ ჩვევებს?-უხალისოდ უთხრა თომამ.
-ჯანადაბას ეგ ყვავილი,თან გვრილაც არ იყო - წითურის შეცვლილი სახის დანახვისას მკერდთან ათასი მჩხვლეტავი ყვავილი აუფეთქდა თითქოს,მერე ეს ყვავილები მთელ სხეულს მოედო.მთელი მისი არსება პატარა კვირტად იქცა, დამზრალ სხეულში გაზაფხულის მზე ჩაეღვარა და მიხვდა თომას მზერის სითბოში გამოხვეულიყო.
წარბები შეეკრა ვაჟს,ჩვეულებისამებრ მოღუშული ამოჰყურებდა,მაგრამ ახლაღა შეამჩნია რომ რაღაც უცნაურ სიხარულს ნიღბავდა ამით .
-აქ ისე მეტკინა -გვანცა თვითონაც მოიღუშა წამით და გულმკერზდე მიუთითა . ჯერ ეჭვით ახედა გეგელაურმა,მაგრამ მალევე გაოცებითა და სიხარულით გაეღიმა - შენი მჯერა - ვინ იცის,კიდევ რა დასცდებიდა,რომ არა მოხალოებული ნანას ოვაციებით სავსე შეძახილები.
-შეხედეთ,რა კარგი გამოვიდა- ცალი ხელით პატარა პოლაროიდს,მეორეთი კი რაღაც პრიალა ქაღალდს აფრიალებდა.
თომა არც კი შებრუნებულა,ქვემოდან ამოჰყურებდა ღიმილკრული. ჩამოქვეითდა გვანცა და მიუხედავად იმისა,რომ უძრავად მდგარს არც კი შეჰხებია,იგრძნო როგორ მოითენთა მისი სიახლოვით.
პატარა , კვადრატული ფოტო წამისწინანდელ სცენას იმეორებდა.
გვანცა ცხენზე იჯდა,სასაცილოდ ასწითლებოდა სახე ,თმა ასწეწვოდა , ვაჟი კი ქვემოდან აჰყურებდა ცხენის აღვირს ჩაჭიდებული . მხოლოდ მარჯვენა პროფილი უჩანდა ფოტოზე, მაგრამ მაინც ეტყობოდა სახეზე გადაკრული სიამოვნება.

პატარა,ყვითელი ყვავილი კი სწორედ იმ დროს დაეფიქსირებინა კამერას ჰაერში რომ მოისროლა გვანცამ .



№1  offline წევრი Blume

გამარჯობა ,
სამწუხაროდ ისევ ძალიან დავიგვიანე ,რისთვისაც ბოდიშს გიხდით,თუმა ვეცადე ცოტათი მაინც ამენაზღაურებინა ხანგრძლივი შუალედი .
შედეგად კი, ვარიეტეს მეშვიდე თავი ვორდის 35 გვერდი და 11 810 სიტყვა გამოვიდა.
იმედია ისიამოვნებთ heart_eyes

 


№2 სტუმარი ანო⭐️

ძალიან ძალიან მომწონს⭐️საოცრებააა!!!

 


№3 სტუმარი ნანე

ყოველდღე შევდიოდი და ვნახულობდი, ახალი თავი ხომ არ დადე. ყოველდღე ვფიქრობდი, სად დაიკარგა მეთქი და მარტო ჩემი თავი კი არ მეცოდებოდა, შუა გზაზე რომ მიგვატოვე პირდაღებული, შენც მეცოდებოდი, ასეთი ნიჭიერი ადამიანი როგორ შეიძლება ასე გაქრეს და ყველამ არ გაიგოს, რა მაგრად წერს მეთქი. მოკლედ, უნიჭიერესი ხარ, ემოციებს ისე გადმოსცემ, მგონია ერთი ამოსუნთქვით წერ და ჩვენ მერე დღეები ვფიქრობთ შენს მიერ ძალიან ფაქიზად და შეუმცდარად მოტანილ ამბავზე. ჩემ ისტორიას რომ მოგანდობდი დასაწერად უსიტყვოდ, ისეთი შემოქმედი ხარ❤️.

და კიდევ, არის ნაწარმოებები, რომელიც გასართობად იკითხება, არის ნაწარმოებები, რომელიც დროის გასაყვანად კარგია, არის ნაწარმოებები, რომელიც დაგაფიქრებს და კიდევ მრავალი ასეთი ,, არის” არის. შენი ნაწარმოებები როგორ იკითხება იცი: 1. ვააა ეს ვიღაცაა რა მაგრად წერს. 2. აბა ერთი კარგად დავფიქრდე. 3. საოცრად გადმოაცემს თუნდაც უმნიშვნელო დეტალს და არც კანკალებს ჩვენი განაჩენის მოლოდინში. ❤️❤️❤️❤️

მოკლედ, მადლობა არ მინდა. ასე აღარ დაიკარგო და დააგვიანო რაა, ცოდოები ვართ. შენ სულ უნდა წერო და ჩვენ სულ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რაღაცა ძალიან ღირებულს შექმნი, ძალიან მაგარ ემოციას გადმოგვცემ და შენთან ერთად ჩვენც ბოლომდე დავიხარჯებით. სასაწაული ხარ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ყველა მწერალი თითო დასამახსოვრებელ გმირს ქმნის. აი ისეთს, მერე ყველას რომ იმას ადარებ და არ გავიწყდება. თომა ასეთია, უბრალოდ თომააა და უბრალოდ არ დაგავიწყდება არასოდეს.

 


№4 სტუმარი ღამის სტუმარი

კარგი იყო ძალიან კიდე ბევრს გვალოდინებ?

 


№5  offline წევრი Blume

ანო⭐️
ძალიან ძალიან მომწონს⭐️საოცრებააა!!!

ანო,დიდი მადლობა heart_eyes

ნანე
ყოველდღე შევდიოდი და ვნახულობდი, ახალი თავი ხომ არ დადე. ყოველდღე ვფიქრობდი, სად დაიკარგა მეთქი და მარტო ჩემი თავი კი არ მეცოდებოდა, შუა გზაზე რომ მიგვატოვე პირდაღებული, შენც მეცოდებოდი, ასეთი ნიჭიერი ადამიანი როგორ შეიძლება ასე გაქრეს და ყველამ არ გაიგოს, რა მაგრად წერს მეთქი. მოკლედ, უნიჭიერესი ხარ, ემოციებს ისე გადმოსცემ, მგონია ერთი ამოსუნთქვით წერ და ჩვენ მერე დღეები ვფიქრობთ შენს მიერ ძალიან ფაქიზად და შეუმცდარად მოტანილ ამბავზე. ჩემ ისტორიას რომ მოგანდობდი დასაწერად უსიტყვოდ, ისეთი შემოქმედი ხარ❤️.

და კიდევ, არის ნაწარმოებები, რომელიც გასართობად იკითხება, არის ნაწარმოებები, რომელიც დროის გასაყვანად კარგია, არის ნაწარმოებები, რომელიც დაგაფიქრებს და კიდევ მრავალი ასეთი ,, არის” არის. შენი ნაწარმოებები როგორ იკითხება იცი: 1. ვააა ეს ვიღაცაა რა მაგრად წერს. 2. აბა ერთი კარგად დავფიქრდე. 3. საოცრად გადმოაცემს თუნდაც უმნიშვნელო დეტალს და არც კანკალებს ჩვენი განაჩენის მოლოდინში. ❤️❤️❤️❤️

მოკლედ, მადლობა არ მინდა. ასე აღარ დაიკარგო და დააგვიანო რაა, ცოდოები ვართ. შენ სულ უნდა წერო და ჩვენ სულ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რაღაცა ძალიან ღირებულს შექმნი, ძალიან მაგარ ემოციას გადმოგვცემ და შენთან ერთად ჩვენც ბოლომდე დავიხარჯებით. სასაწაული ხარ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ყველა მწერალი თითო დასამახსოვრებელ გმირს ქმნის. აი ისეთს, მერე ყველას რომ იმას ადარებ და არ გავიწყდება. თომა ასეთია, უბრალოდ თომააა და უბრალოდ არ დაგავიწყდება არასოდეს.


ძალიან ბევრჯერ გადავიკითხე შენი კომენტარი ყურებამდე გაღიმებულმა ❤️ ეგოისტურად ვიმეორებ გონებაში ახლა შენს სიტყვებს და ვერ გეტყვი როგორ მახარებს ის,რომ ჩემი მცდელობა დეტალების,ემოციების გადმოცემისა ასე მოვიდა შენამდე და ყველაზე მეტად ის მიხარია თომა, რომ ასე კარგად შეგიმჩნევია უკვე.
არადა,უფრო დიდ ნაწილს გვანცას ვუთმობ ხოლმე,არადა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს თომაზე მოსაყოლი და მაინც,შეამჩნიე,არ გავიწყდება და რა ვქნა, არ შემიძლია მადლობა არ გითხრა ამისთვის.
ძალიან დავიგვიანე და დავიკარგე სამწუხაროდ,მაგრამ დღე არ ყოფილა პატარა ნაწილი მაინც არ მიმემატებინოს ამ თავისთვის. პრინციპში ამას არც აქვს მნიშვნელობა და ამხელა შუალედის გამართლებაც არ იქნება კარგი საქციელი ჩემი მხრიდან , მაგრამ პატარ-პატარა,თუმცა ძალიან ბევრი პრობლემაა ირგვლივ,რაც სწრაფად წერის საშუალებას არ მაძლევს.
ახლა ერთადერთი ,რაც შემიძლია ვთქვა ისაა,რომ თებერვლიდან უფრო სწრაფად აიტვირთება თავები.შესაძლოა უფრო ადრეც მოვახერხო,მაგრამ ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით რომ ეს მომავალ კვირაში იქნება. disappointed
ამასთან, ისტორია დასასრულისკენ მიიწევს დაა მინდა მეტი დრო დავუთმო სიუჟეტს,მაგრამ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ და უფრო სწრაფად ავტვირთო.

ცოტათი უფრო კომფორტული რომ გახდეს ლოდინის პროცესი, საიტის ფეისბუქ გვერდზე ფრაგენტებს ვპოსტავ ხოლმე. ცხადია,მთლიან თავთან შედარებით,ეს არაფერია, მაგრამ დროდადრო შეგახსენებთ ხოლმე პატარა ეპზოდებს , საიტზე ატვირთვის წინ კი აუცილებლად დავპოსტავ ამის შესახებ.

ღამის სტუმარი
კარგი იყო ძალიან კიდე ბევრს გვალოდინებ?


სამწუხაროდ,მომდევნო თავი თებერვლის დასაწყისამდე არ იქნება,რადგან გამოცდების კვირა მეწყება , თუმცა თებერვლიდან ყოველ კვირაში დაიდება თავები . ❤️

 


№6 სტუმარი ნანე

ჰაჰ, მე მგონი, კარგად არც გაქვს გააზრებული საკუთარი ნიჭი და უნარი, ან საოცრად თავმდაბალი ხარ. ადამიანი ნაპირი-ეს უბრალოდ საოცარია, ეს უბრალოდ არ იხსნება, ისევე, როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაზე და რა დონის შემოქმედი უნდა იყო, რომ მკითხველს აიძულო, არასოდეს დაავიწყდეს შენს მიერ შექმილი შედევრი. რა დროს პრობლემებია, რა დროს გამოცდებია, როდესაც ასე მაგრად წერ?❤️❤️❤️❤️თომა შედევრია შენი უძლიერესი ფანტაზიისა და საოცარი ღირებულებით სავსე ნიჭისა და მერწმუნე, რამდენი გმირიც არ უნდა შექმნა, რამდენი დასამახსოვრებელი პერსონაჟიც არ უნდა გამოძერწო, თომა თომა იქნება ყოველთვის.❤️❤️❤️

და კიდევ, მეეჭვება ეს შენი პირველი ნაწარმოები იყოს. ასე გამართულად წერა ერთეულების ხვედრია, დაწერილი თუ არა, შენს გონებაში მაინც გექნება უთვალავჯერ მოხაზული მრავალი სიუჟეტი, დარწმუნებული ვარ.

ადამიანი ნაპირი... ნეტა იმას, ვინც იპოვის...

ბევრი ავტორი ნაწერის ბოლოს, ან თავიდანვე უთითებს, რომ ძალიან ეშინია ხალხი როგორ მიიღებს და დაძაბული კანკალებს განაჩენის მოლოდინში. ამ დროს ყოველთვის მეღიმება, თქვენ, ავტორები ნაწარმოებებს ქმნით პირველ რიგში თქვენთვის და მერე მასისთვის, თქვენ ხართ ლიდერები და ჩვენ მოგყვებით, თქვენი კეთილი ნებაა, როგორ გადაწყვეტთ ამა თუ იმ სიუჟეტის განვითარებას და ჩვენ თუ გვინდა გამოგყვებით, თუ გვინდა არა... მე გამოგყვები ბოლომდე და იმედს გამიცრუებ კი არა, გაღიმებულს დამტოვებ. როგორ შეიძლება, შენ, რომელიც ასე მაგრად წერ, იმედი გამიცრუო?❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი mariko

რაღაცნაირი განსხვავებული და განსაკუთრებული ისტორიაა, სულ სხვა ემონციები მოდის ხოლმე. მინდოდა ერთად წამეკითხა ორი თავი მაინც , მაგრამ ვერ მობითმინე, არადა მერე მავიწყდება ხოლმე რაღაცები????????შემდეგი თავის მალე დადებას გისურვებ შენ და ჩემს თავს ???? შემიყვარდა ეს ისტორია, იმდენად რეალურად და თბილად არის გრძნობები გადმოცემული, არასდროს დამავიწყდება❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი Blume

ნანე
ჰაჰ, მე მგონი, კარგად არც გაქვს გააზრებული საკუთარი ნიჭი და უნარი, ან საოცრად თავმდაბალი ხარ. ადამიანი ნაპირი-ეს უბრალოდ საოცარია, ეს უბრალოდ არ იხსნება, ისევე, როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაზე და რა დონის შემოქმედი უნდა იყო, რომ მკითხველს აიძულო, არასოდეს დაავიწყდეს შენს მიერ შექმილი შედევრი. რა დროს პრობლემებია, რა დროს გამოცდებია, როდესაც ასე მაგრად წერ?❤️❤️❤️❤️თომა შედევრია შენი უძლიერესი ფანტაზიისა და საოცარი ღირებულებით სავსე ნიჭისა და მერწმუნე, რამდენი გმირიც არ უნდა შექმნა, რამდენი დასამახსოვრებელი პერსონაჟიც არ უნდა გამოძერწო, თომა თომა იქნება ყოველთვის.❤️❤️❤️

და კიდევ, მეეჭვება ეს შენი პირველი ნაწარმოები იყოს. ასე გამართულად წერა ერთეულების ხვედრია, დაწერილი თუ არა, შენს გონებაში მაინც გექნება უთვალავჯერ მოხაზული მრავალი სიუჟეტი, დარწმუნებული ვარ.

ადამიანი ნაპირი... ნეტა იმას, ვინც იპოვის...

ბევრი ავტორი ნაწერის ბოლოს, ან თავიდანვე უთითებს, რომ ძალიან ეშინია ხალხი როგორ მიიღებს და დაძაბული კანკალებს განაჩენის მოლოდინში. ამ დროს ყოველთვის მეღიმება, თქვენ, ავტორები ნაწარმოებებს ქმნით პირველ რიგში თქვენთვის და მერე მასისთვის, თქვენ ხართ ლიდერები და ჩვენ მოგყვებით, თქვენი კეთილი ნებაა, როგორ გადაწყვეტთ ამა თუ იმ სიუჟეტის განვითარებას და ჩვენ თუ გვინდა გამოგყვებით, თუ გვინდა არა... მე გამოგყვები ბოლომდე და იმედს გამიცრუებ კი არა, გაღიმებულს დამტოვებ. როგორ შეიძლება, შენ, რომელიც ასე მაგრად წერ, იმედი გამიცრუო?❤️❤️❤️❤️


რა უნდა გითხრა ? სხვა რომ არაფერი,ასეთი მკითხველების პოვნისთვის ვემადლიერები ამ საიტსაც და ჩემს ისტორიასაც და მჯერა რომ ამ დამოკიდებულებისთვის ნამდვილად ღირდა და ღირს წერა.
ჰო , მთელი ეს ამბავი ადამიანი ნაპირის ძებნაზე , ნაპოვნის დაკარგვასა და თავიდან აღმოჩენაზეა , ან უფრო მინდა ასე იყოს.
ვარიეტემდე იყო ბევრი გამოუქვეყნებელი ისტორია, ბევრი ნოველა თუ ჩანახატი,
თომას და გვანცას ამბავიც ათჯერ მაინც შეიცვალა წერის პროცესში .

ჩემს პასუხს რომ ვუყურებ ,ძალიან მშრალი და უემოციო მგონია , რადგან მეათედსაც ვერ გამოვხატავ და ვერც გადმოვცემ იმ განცდას ,შემოქმედად მოხსენიების დროს რომ უჩნდება ადამიანს . საერთოდ ძალიან მელამაზება და მიყვარს ეს სიტყვა .

ორმაგად ვეცდები რომ ასეთი ხანგრძლივი შუალედი აღარ იყოს ❤️

სტუმარი mariko
რაღაცნაირი განსხვავებული და განსაკუთრებული ისტორიაა, სულ სხვა ემონციები მოდის ხოლმე. მინდოდა ერთად წამეკითხა ორი თავი მაინც , მაგრამ ვერ მობითმინე, არადა მერე მავიწყდება ხოლმე რაღაცები????????შემდეგი თავის მალე დადებას გისურვებ შენ და ჩემს თავს ???? შემიყვარდა ეს ისტორია, იმდენად რეალურად და თბილად არის გრძნობები გადმოცემული, არასდროს დამავიწყდება❤️❤️❤️❤️❤️


დიდი მადლობა და მესმის რამდენად არაკომფორტულია მკითხველისათვის , ამბავსაც უკარგავს ხიბლს და მერწმუნეთ , მეც ძალიან განვიცდიდი ასე გადაკარგვას. disappointed
შემდეგ თავს რაც შეეხება , ვფიქრობ ეს ისტორიაში ყველაზე მთვარი თუ არა , ე.წ "კვანძის გახსნის" ეპიზოდი იქნება და უშუალოდ სიუჟეტი მინდა უკეთ დავამუშავო , ამასთან უფრო გამართულიც მინდა იყოს ( შეამჩნევდით ორთოგრაფიულ შეცდომებს ნაწერში ,მინდა ეს ცოტათი მაინც გამოვასწორო . )
ერთადერთი რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა ისაა,რომ მერვე მოცულობითი და იმედი მაქვს,ემოციურად გაციებით უფრო დატვირთული თავი იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent