შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (11 თავი)


8-01-2021, 22:08
ავტორი nina_m
ნანახია 1 496

მეგობრებო პირველ რიგში ბოდიშს გიხდით რომ თვეები არ ვჩანდი, პირადი პრობლემები მქონდა, რომელსაც თავი საბოლოოდ დავაღწიე და მინდა კვლავ დაგიბრუნდეთ. მესმის რომ ზოგიერთ თქვენგანს აღარც კი ემახსოვრება ეს ისტორია მაგრამ ვფიქრობ ეს ისტორია აუცილებლად იმსახურებდა გაგრძელებას, ამიტომ პირველ რიგში ახალი შემართებით განვაგრძოთ ალექსანდრეს და ანასტასიას ისტორიის თვალის დევნება.
მიხარია რომ დაგიბრუნდით

ალექსანდრე ქალდანი 11 თავი

ის დღე თითქმის ყველა გონზე მოსვლას ვცდილობდით, განსაკუთრებით მე. ძირითადად ვსაუბრობდით და ვყვებოდით ისტორიებს. საღამოს ალექსანდრეს დაპირებული გასეირნება და კოშკის ნახვა მელოდა მაგრამ გეგმები სრულიად შეიცვალა როცა საღამოს მარიამი შეუძლოდ გახდა. უკვე ბინდდებოდა როცა ტემპერატურამ აუწია და ჩვენც სახლშ დარჩენა გადავწყვიტეთ.
- მგონი ზედმეტად პანიკობთ ხალხო - გადმოგვხედა მარიამმა ყველას
- მარიამ სიცხე გაქვს შუა ზაფხულში - შევახსენე
- ხო მაგრამ 38 მაქვს და დამიწევს სადაცაა, ხომ ხედავ თბილად ვარ - მიმითითა ჩაის ფინჯანზე და თბილ პლედზე. - ასე რომ ყველამ თქვენ საქმეებს მიხედეთ, ვითამაშოთ ან რავიცი რამე გავაკეთოთ, გაისეირნეთ.
- წამალი რო დალიო? - იკითხა მათემ
- ორსულადაა და მიზანშეწონილი არაა, შევხედოთ როგორ იქნება და დავრეკოთ ექიმთან - მარიამის ნაცვლად უპასუხა ლილემ
- მოდი მაშინ ბუხართან მოვკალათდეთ ყველა და აქ გავატაროთ ეს საღამო. - თქვა მიამ
- კარგი მე პლედებს ჩამოვიტან - წამოვდექი და მეორე სართულისკენ წავედი
- დაგეხმარები - ზურგსუკან მომესმა ალექსანდრეს ხმა და უკან გამომყვა - შენი აზრით სერიოზულია რამე? - მკითხა როგორც კი მეორე სართულზე ავედით
- იმედი მაქვს არა, გრილი საღამოები იყო და გაცივდა ალბათ აივანზე ყოფნა არც ისე კაი იდეა აღმოჩნდა. საპანიკო მართლა არაა მაგრამ ორსულადაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმედია მალე დაუწევს
- იმედია, თუ არადა დავბრუნდეთ თბილისში და ნახოს ექიმმაც - უკან მომყვა როცა ოთახში შევედი
- მეც ვფიქრობ რომ ცოტა ადრე დავასრულოთ ჩვენი დასვენება, თვითონ გაჯიუტდება მაგრამ თუ არ დაუწევს წავიდეთ აუცილებლად - პლედები კარადიდან გამოვიღე და ნაწილი ალექსანდრეს მივაწოდე
- მომეცი დანარჩენიც - მიმითითა სამ პლედზე, რომელიც ხელში მეკავა
- მეც შემიძლია - გავიცინე და წინ წავედი, ქალდანი კი უკან მომყვა.
საღამო ყველამ ერთად ბუხართან გავატარეთ ჩაით და პლედებით, ვყვებოდით სახალისო ამბებს და ვცდილობდით გაგვემხიარულებინა მარიამი, რომელიც ძალიან ცდილობდა არ შეემჩნია ნერვიულობა მაგრამ , აშკარად ღელავდა და მასზე უფრო მეტად ღელავდა ბექა, რომელიც ხშირად უმოწმებდა ტუჩებით შუბლს, ასე ცდილობდა ტემპერატურის კონტროლს.
- ხომ არ ჯობია დაიძინო? დაისვენებ, ჩვენც აქ ვიქნებით - შესთავაზა მიამ მარიამს როცა საათზე დაიხედა და 2 ხდებოდა.
- ბავშებო მართლა აზვიადებთ უბრალოდ სიცხეა, თქვენ კიდე ისე იქცევით თითქოს ვკვდებოდე - გაიცინა
- საერთოდ არაა სასაცილო - დასერიოზულდა ბექა - შეიმოწმე ტემპერატურა და წავიდეთ თბილისში.
- სულ გაგიჟდი? რატომ უნდა წავიდეთ - იუარა მარიმმა
- იმიტომ რომ ასეა საჭირო - ხელი ლოყაზე ჩამოუსვა ცოლს
- მეც ვფიქრობ რომ არაფერი მოხდება თუ ადრე დავბრუნდებით - დავეთანხმე ბექას
- კი მაგრამ თუ წასვლაა თქვენ რაღატო მოდიხართ? - გადმოგვხედა ყველას
- ხო, თქვენ დარჩით და გააგრძელეთ ჩვენ წავალთ მართლა რა საჭიროა - მხარი აუბა ცოლს ბექამაც.
- არა, აქ ყველა ერთად მოვედით და ყველა ერთად წავალთ, რა მნიშველობა აქვს ორ დღეს- უპასუხა დამიანემ.
საბოლოოდ გადაწყდა რომ როგორც კი გათენდებოდა წავიდოდით, ღამე წასვლა ვერ გავრისკეთ გზების გამო, ამიტომ გამთენიას ჩავბარგდით და 7 ხდებოდა რომ წამოვედით. გზაში მარიამს ხველამ უმატა და თავის ტკივილიც ქონდა, ამიტომ გაჩერების გარეშე ჩავედით თბილისში და პირდაპირ მის ექიმთან მივედით.
- სანერვიულო არაფერია, მარიამი კარგადაა და ბავშვიც, როგორც ჩანს გაცივდა და ზაფხული ყოველთვის უსაფრთხო არ არის ვირუსების მხრივ. გამოვუწერე წამალი რაც უნდა მიიღოს, დაისვენოს და თბილად იყოს ნუ ინერვიულებთ. - დაგვამშვიდა ექიმმა როგორც კი გამოვიდა და მარიამიც უკან მოყვა
- ხომ გეუბნებოდით, სულ ტყუილად წამოხვედით - გადმოგვხედა ყველას მოწყენით და ქმარს მიეხუტა
- ასე არ ვიტყოდი, სამაგიეროდ დავმშვიდდით და აქაც მშვენივრად გავატარებთ დროს - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე მარიამს - ხომ ასეა? - გადავხედე სხვებს
- კი აბა რაა - ღიმილით თქვა მათემ და კლინიკა დავტოვეთ.
სახლში ალექსანდრემ მიგვიყვანა მე და ლილე, სანამ დავიშლებოდით გადავწყვიტეთ რომ დავისვენებდით და საღამოს ბექასთან და მარიამთან ავიდოდით.
- შენი აზრით ბარგის ამოლაგება მეზარება ხო - გადმომხედა მისვენებულმა ლილემ, როცა ბარგს შეხედა და მოწყვეტით დაეცა სავარძელზე
- კი, მეც მეზარება - გავუცინე და სავარძელში კომფორტულად ჩავეშვი.
ბოლოს მაინც ვერ მოვისვენეთ და საღამომდე ვსაქმიანობდით. თირქეთისთვის ბარგის ნაწილიც გავამზადეთ, საღამოსთვის კექსის მომზადება გადავწყვიტე და 8 საათისთვის უკვე მზად ვიყავით, მიამ და მათემ გამოგვიარეს და ერთად ავედით ბექსათანაც.
- სად ხართ ტო ამდენ ხანს - კარში შემოგვეგება ბექა და მისაღებში შეგვატარა
- აბა როგორ ხარ? - კექსი და პარკები ბექას მივაჩეჩეთ და მარაიმთან ჩამოვჯექი
- კარგად ვარ, სიცხე აღარ მაქვს უბრალოდ ცოტას მახველებს - გაიღიმა მარიამმა და უფრო კომფროტულად მოთავსდა დივანზე.
- კექსი და რაღაცები მოვიტანეთ და გამოვიტანთ - წამოვდექი რომ სამზარეულოში გავსულიყავი და უკან მომყვა მიაც.
- კიდევ კარგი რომ უკეთაა თორე ვნერვიულობდი მთელი დღე - ამოისუნთქა მიამ და პარკებიდან ხილის ამოლაგება დაიწყო.
- ხო მეც ვნერვიულობდი - კექსის დაჭრას ვაპირებდი ტელეფონმა რომ დამირეკა - ალექსანდრეა - გაკვირვებულმა გავხედე მიას და სწრაფად ვუპასუხე
- გისმენ ალექსანდრე
- როგორ ხარ? - ყურმილის უკან ალექსანდრს ხავერდოვანი ხმა მომესმა და სასიამოვნოდ დამიარა ტანში
- კარგად შენ? - გამეღიმა და მიას გავხედე, რომელიც გოგოებს შემოსვლისკენ მოუწოდებდა და დაცანცარებდა
- მეც კარგად, რას შვრები ახვედით?
- კი უკვე აქ ვართ, თქვენ არ ამოხვალთ?
- დამიანე მოდის უკვე, მე რაღაც პატარა საქმე მაქვს და ვიფიქრე რომ გამოხვიდოდი თუ გცალია - ბოლო სიტყვები პაუზით წარმოთქვა
- საქმე ამ დროს? - საათს დავხედე
- გვიანია?
- არა, სად მოვიდე? - ისე ვკითხე რომ აშკარად წასვლა გადავწყვიტე
- ოც წუთში მოვალ ბექას ბინასთან და ჩამოირბინე
- კარგი - ვუთხარი და გავუთიშე
- საქმე? - ეჭვის თვალით გადმომხედა ლილემ და მის გვერდით მდგომ მარიამს და მიას გადახედა
- ვერაფერს გამოგაპარებთ ხო - ამოვისუბთქე და დახლს დავეყრდენი
- ვერა რა თქმა უნდა - მიპასუხა მარიამმა - აბა რაო ქალდანმა
- არ ვიცი საქმეზე გამომყვებიო - მხრები ავიჩეჩე
- და ესეც მაშინვე დათანხმდა - ეშმაკურად ჩაიცინე ლილემ
- რა საქმეა? - შემდეგი კითხვა მიას ეკუთვნოდა
- არ ვიცი, ალბათ რამე შეხვედრა - მხრები ავიჩეჩე
- შეხვედრა ამ დროს? - აშკარად არ სჯეროდათ გოგოებს
- არ ვიცი და თქვენ ნუ აზვიადებთ - გაურკვევლობაში ვიყავი მეც

- საინტერესოა - თვალები მოჭუტა ლილემ - დეტალებს თუ არ მოგვიყვები ხომ იცი - საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია.
- ვიცი ვიცი - გავიცინე და სამზარეულოდან გავედი
- რაღაცაშია საქმე - მიას ხმა მომესმა, რომელმაც გოგოებს გადასჩურჩულა და უკან მომყვენენ.
- აბა რას შვრებით? - ბიჭები აივნიდან შემოლაგდნენ
- რავი მათე აბა, ქალბატონს საქმე გამოუჩნდა და მიდის - თვალი ჩემკენ გამოაპარა ლილემ (გველი :დ)
- არაფერი ისეთი, მალე მოვალ - ვცადე თავის დაძვრენა, ლილე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და პირდაპირ იქით გავემართე
- სად ხარ ამდენ ხანს - ღიმილით შევეგებე კარში მდგომ დამინეს და მისაღებში შევატარე
- ოო რავი მთელი დღე მეძინა და გონს ძლივს მოვედი
- ალექსანდრე არ მოვა? - კითხა ბექამ
- საქმეზე გავიდა და ამოვა ალბათ ცოტა გვიან
- ამ დროს რა საქმეებით მოძრაობთ - აქ აშკარად მეც მიგულისხმა მათემ
მარიამმა თემა შეცვალა და მეც ცოტახანში დავტოვე მათი სახლი. კიბეებზე რომ ჩავდიოდი ზუსტად მაშინ მომივიდა ქალდანის შეტყობინება რომ დაბლა მელოდა. სადარბაზოდან გასვლისთანავე მისი მანქანისკენ ავიღე გეზი და წინა სავარძელზე მოვთავსდი.
- აბა როგორ ხარ? - მკითხა როგორც კი კარი მოვხურე
- კარგად, შენ?
- მეც - გაიღიმა და მანქანა დაძრა
- შეხვედრისთვის მგონი არასათანადოდ მაცვია - დავხედე ჩემს ჯინსებს და ტოპს
- ნუ ღელავ შეხვედრა არაოფიციალურია - ისევ გაიღიამა. მგონი ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრს იღიმის, მაგრამ ძალიან მომწონს „ახალი“ ალექსანდრე.
გზაში ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს და 10 წუთში მანქანაც გაჩერდა ერთ-ერთ ბართან
- შეხვედრა აქ არის? - ცოტა გამიკვირდა, თუმცა შეხვედრა ხომ არაოფიციალურია
- კი, დიდხანს არ გავჩერდებით - თვალი ჩამიკრა და მანქანის ძრავი გამორთო
- კარგი მაშინ - მსუბუქად გავიღიმე და მანქანიდან გადმოვედი
ბარში შესვლისას პირველი მე შემატარა და მოშიშვლებულ წელზე ხელი მსუბუქად შემახო. სიამოვნებისგან თუ მოულოდნელობისგან არ ვიცი, მაგრამ სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.
- ალექსანდრე - ბარის კუთხეში მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი აუწია ქალდანს და ჩვენც იქით გავემართეთ - ასე უნდა დაკარგვა? - გაიღიმა როგორც კი მივუახლოვდით და ქალდანს გადაეხვია - ეს ლამაზმანი ვინ არის? - ეშმაკურად გაიღიმა ჩემ წინ მდგომმა და ხელზე ჯენლტმენურად მეამბორა.
- ეს ანასტასიაა - მიუთითა ჩემზე და ხელი წელზე მომხვია - ეს კი ვატოა ჩემი მეგობარი
- სასიამოვნოა - თბილად გავუღიმე სასიამოვნო გარეგნობის ბიჭს და ჩვენც მის მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი.
- აბა რას ვშვრებით თურქეთზე? - შეპარვით იკითხა ვატომ და მე გამომხედა
- ანა საქმის კურსშია, მას ვენდობი და ჩვენთან ერთად იმუშავებს თურქეთში ამიტომ თავისუფლად შეგიძლია ისაუბრო ყველა დეტალზე - გვერდიდან გამომხედა ქალდანმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა რომ ქალდანი მენდობა, ჯერ ვერ ვხვდებოდი რატომ ვიყავი მაინცდამაინც მე და არა დამიანე ან მათე ამ საქმის განხილვაზე მაგრამ იმედია, პრობლემა არაფერია.
- ძალიან კარგი, მოკლედ ორი დღის უკან ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ჩამოვიდა თურქეთიდან, ქეთა გახსოვს? - კითხა ალექსანდრეს
- ქეთა?
- ხო, ტატას მეგობარი ჩვენ ქორწილშიც იყო
- კი კი, მაღალი წითური გოგო
- ხო აი ზუსტად, ეგ პიარ კომპანიაში მუშაობდა ცოტა ხანს თურქეთში რომელიც იმ სარეკლამო კომპანიამ შეისყიდა, რომელიც შენ გიწევდა კონკურენციას ახალ ტენდერში. კადრების დახარისხება მოხდა და ქეთას პოზიცია შეუცვალეს როცა ეს საქმე წააგეს, ამიტო წამოვიდა სამსახურიდან და ახლა საქართველოშია. ცოტახანში ისიც მოვა და უკეთ ახსნის მაგრამ ცოტა საეჭვო საქმეს კიდებ ალექსანდრე ხელს.
- რას გულისხმობ? - დაეჭვდა ქალდანი
- მგონი ცოტა სარისკო კომპანიაა
- რა მხრივ? იურიდიულად ყველაფერი გამართულია, საგადასახადოსთანაც პრობლემა არ აქვს კომპანიას და ლეგალურია საქმიანობაც, კარგად შევისწავლეთ ყველაფერი, ისეთი რა უნდა იყოს?
- მერთი ამ კომპანიის ახალი მფლობელია, ამ ბიჭზე მეც ახლახანს გავიგე. საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში და როგორც მოვიძიე ერთი წლის წინ დაბრუნდა ამერიკიდან და მამამისის კომპანიას ჩაუდგა სათავეში. ხმები დადის რომ თქვენ ახალ პარტნიორს მერთის მამასთან ძველი უთანხომება ქონდა. ამიტომ უნდოდა ამ პარტნიორობის აღებაც.
- ჩვენ ძირეულად შევისწავლეთ ყველა კომპანიის საქმიანობა და წესით პრობლემა არც მანდ უნდა იყოს, ანუ ფიქრობ პირადი ინტერესის გამო რამეს მოიმოქმედებს? - ვიკითხე ამ ამბისგან გაოგნებულმა
- არ ვიცი გეგმა აქვს თუ არა მაგრამ აშკარაა რომ ეს საქმე მშვიდად არ ჩაივლის - ამ ამბავმა აშკარად დააბნია ალექსანდრეც
- საქმიანობა შევისწავლეთ მაგრამ მფლობელებზე და ძველ საქმეებზე არ გაგვიმახვილებია ყურადღება, იქნებ მართლა რამეს ისეთია - გავხედე ქალდანს
- აი ქეთაც მოვიდა - თვალით ჩვენსკენ მომავალ წითურზე მიგვანიშნა, სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა პირველივე შეხედვისას, ვატომ ჩვენი თავი გააცნო და მაგიდასთან ჩემი და ალექსანდრეს პირისპირ დაიკავა ადგილი.
- მოკლედ რაღაც ამბები მოვუყევი რაც ვიცოდი უმჯობესია ვითარება უკეთ შენ აუხსნა
- ვინმემ რომ გაიგოს ეს ამბავი გამოვიტანე დიდ ჯარიმას ავიკიდებ და შეიძლება სასამართლოშიც მიჩივლონ, მარტო იმიტომ გეუბნებით რომ ვატომ მითხრა თქვენ მოგიგიათ ეს ტენდერი. მათთან ხელშეკრულებით ბევრი რამ მეკრძალება წამოსვლის შემდგომ ამიტომ საკმაოდ ვრისკავ
- ნუ ღელავ ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ რომ საფრთხეში აღმოჩნდე, უბრალოდ გვჭირდება ვიცოდეთ რაშია საქმე - დამშვიდება სცადა ალექსანდრემ
- მოკლედ მერთი საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ბიჭია, მამამისი როცა გარდაიცვალა მაშინ დაბრუნდა თურქეთში, ამერიკაში თავის საქმე ქონდა მაგრამ როგორც ჩანს ოჯახური ბიზნესი ამჯობინა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარა და ერთ-ერთი ცნობილი სარეკლამო კომპანიაც გახდა Spread Vision-ი მისი დამსახურებით. სამი თვის უკან ჩვენი პიარ სააგენტო შეიძინა გაფართოების მიზნით და ბევრი ცვლილებებიც შემოიტანა. კომპანიაში ზედმეტი სიმკაცრე და არასამართლიანი ცვლილება იყო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, უცხო განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც არაფერი მესაქმებოდა და ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ წამოვსულიყავი და საქართველოში დავბრუნდი. იმ პერიოდში როცა ტენდერი მიმდინარეობდა კომპანიაში სრული ქაოსი იყო, ცდილობდა მოეგო და შემდეგ ეს კომპანიაც შეესყიდა მაგრამ თქვენ აჯობეთ როგორც ჩანს. თქვენზე მტრულად არის განწყობილითქო ვერ ვიტყვი, გაბრაზდა მაგრამ საქმე თქვენთან არ აქვს, თქვა რომ ახალი გეგმა სჭირდებოდა რომ ეს პროექტი ჩავარდნილიყო.
- შენი აზრით რას მოიმოქმედებს? - კითხა ქალდანმა
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უნდა რომ ეს პროექტი ჩავარდეს და გაკოტრებული კომპანია შეისყიდოს, შეიძლება რამე სამართლებრივი დავა წამოიწყოს ან რამე მიზეზი გამონახოს რითაც პროდუქციას დაბლოკავს ბაზარზე. საქმე იმაშია რომ აშკარად სერიოზულად აპირებს ბრძოლას.
- რას გვთავაზობ?
- ამ პროექტზე უარის თქმა არ ღირს თქვენი მხრიდან
- რა თქმა უნდა, ეს არც განიხილება
- იქნებ მოვახერხოთ მათთან დაახლოება - შევთავაზე იდეა
- როგორ? ჩვენი პირდაპირი კონკურენტია
- მე მაქვს ერთი იდეა - თქვა ქეთამ
- გისმენთ
- მოკლედ ჩემი ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია, იქნებ ვინმე გაგეგზავნათ - ეშმაკურად ამათვალიერა
- გინდა ჯაშუში შევგზავნოთ კომპანიაში? - ჩაიცინა ალექსანდრემ - არა ჩვენ ამ მეთოდით არ ვთამაშობთ.
- არადა იდეას ვერ დავუწუნებ შეიძლება გაამართლოს - ქეთას მხარეს იყო ვატოც
- ლამაზ და ჭკვიან გოგოს ნამდვილად შეუძლია ამ პოზიციის დაკავება და მერთთან დაახლოება
- ანასტასია შეგიძლია გაგზავნო - შემომხედა ვატომ
- გამორიცხულია - იუარა ქალდანმა
- რატომ არა? - იკითხა ქეთამ
- თუ ეს გაამართლებს მე შემიძლია დავიწყო მათთან მუშაობა - ვთქვი მოულოდნელად ისე რომ ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა რას ვამბობდი.
- ხო, შეხედე ლამაზია, პროფესიონალი და არ გაუჭრდება მერთთან დაახლოება - თვალი ჩამიკრა ქეთამ
- გამორიცხულია - კატეგორიულად ჟღერდა ალექსანდრეს ნათქვამი - ანა იმ კაცთან არ წავა, ასე ვერ გავრისკავთ
- გამომივა - მივუბრუნდი ქალდანს
- ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ეს სამართლიანი ბრძოლა არ არის, ასე ვერ მოვიქცევით.
- ალექსანდრე ის კომპანია ისეთი თამაშის წამოწყებას აპირებს, რომელმაც შეიძლება შენც გაგაქროს საერთოდ ბაზრიდან, შენი აზრით ეს ბრძოლა სამართლიანი იქნება? - უთხრა ვატომ
- არ ვიცი სამართლიანი იქნება თუ არა მაგრამ ამ იდეას მხარს არ ვუჭერ და დავხუროთ ეს საკითხი - თავის სიტყვაზე რჩებოდა ქალდანი
- კარგი, როგორც შენ გინდა მაგრამ გახსოვდეს სიფრთხილე გმართებს - მხრები აიჩეჩა ქეთამ და სასმელი შეუკვეთა.
კიდევ ცოტახანს დავრჩით და პროექტზე ვისაუბრეთ, არც ერთს აღარ გვიხსენებია ჩემი ჯაშუშობის საკითხი. ბოლოს მადლობა გადავუხადეთ ვატოს და ქეთას ინფორმაციისთვის და ბარი დავტოვეთ.
- სახლში თუ ბექასთან? - მკითხა როგორც კი მანქანა დაძრა
- გოგოები ისევ იქ იქნებიან და ბექასთან - ვუპასუხე ისე რომ ფიქრებით ისევ პროექტთან ვიყავი
- ხომ იცი რომ ასეთ საქმეზე ვერ გაგიშვებ - მიხვდა რომ ისევ იმ ამბებზე ვფიქრბდი
- ამით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები
- მაგრამ ეს არ იქნება სწორი მით უმეტეს არც ვიცით მართლა გეგმავს თუ არა რაიმეს, ვფიქრობ ცოტა ადრე ჩავიდეთ თურქეთში და მოვაგვაროთ რაღაც საქმეები, თუ წინააღმდეგი არ იქნები - დაამატა ბოლოს
- მე პრობლემა არ მექნება
- ძალიან კარგი მაშინ
ჩვენი დიალოგი ამით დასრულდა, მალე ბავშვებთანაც მივედით, ერთად რომ დაგვინახეს ცოტა გაუკვირდათ ბიჭებს, რასაც გოგოებზე ვერ ვიტყოდი. ჩვენ საქმეზე მოვუყევით და სიტუაცია მათაც გავაცანით.
- შეიძლება ვატო და ქეთა მართლები იყვნენ - მათი იდეა მოიწონა ლილემ
- ერთია როცა შენი კაცი გყავს მათ კომპანიაში მაგრამ მეორე საკითხია რომ ამით შეიძლება გავაუარესოთ მდგომარეობა. სიფრთხილე გვმართებს - დამიანე უფრო მეტად ალექსანდრეს უჭერდა მხარს.
- შენ იცნობ ამ ტიპს? - კითხა დამიანეს მათემ
- პირადად არ ვიცნობ, გაზეთებიდან და დაჯილდოებებიდან, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა მის თურქეთში დაბრუნებას. საკმაოდ ჭკვიანი პიროვნებაა რადგან სულ რამდენიმე თვე დასჭირდა რომ კომპანია მოწინავე პოზიციაზე დაეყენებინა.
- გამოდის მზად უნდა ვიყოთ - ამ ამბავმა ჩააფიქრა ლილეც
- ვფიქრობ ცოტა ადრე წავსულიყავით და შეგვეფასებინა სიტუაცია
- ალექსანდრე მართალია სამ დღეში საქველმოქმედო საღამოა ჩვენი კომპანიაც დაპატიჟეს და ვეჭვობ Spread Vision-იც არ გამოაკლდება - თქვა დამიანემ
- მაშინ ზეგ შეგვიძლია წავიდეთ და მოვემზადოთ სათანადოდ
- მგონი მართლა ჯობს წინასწარ მოემზადოთ - ბექაც იგივე აზრზე იყო
- მაშინ ხვალ ბილეთებს დაგიჯავშნით რომ ზეგ დილით გაფრინდეთ
- კარგი ესე ვქნათ მიამ დაჯავშნოს ბილეთები მე სასტუმროს საკითხს მოვაგვარებ - შევთავაზე ბიჭებს
- რათ გვინდა სასტუმრო ჩემ სახლში დარჩებით საკმარისი ადგილია ყველასთვის - გვითხრა დამიანემ
- ხო, ჯობს ყველა ერთად ვიყოთ რადგან მუდმივ მუშაობაში ვიქნებით - მისკენ იყო ალექსანდრეც
- კარგი მაშინ თქვენი გადასაწყვეტია - მხრები აიჩეჩა ლილემ - სასტუმროები ისედაც არ მხიბლავს - გაიცინა ბოლოს
- კარგი მოკლედ დავიშალოთ ის დროა, დილით ოფისში მივიდეთ და აქ რა საქმეებიც დაგვრჩა გადავაბაროთ მიას და მათეს
- ჩვენც რამდენიმე შეხვედრა გვექნება ეს დღეები - თქვა მათემ
- ხო, საქმე ჩვენკენაც ბევრია მაგრამ ჩემი დახმარება თუ დაგჭირდებათ დარეკეთ, დაგეხმარებით - შესთავაზა ბექამ
- ჯიგარი ხარ ბექუშ - მხარზე ხელი დაკრა მათემ
დიდხანს აღარ გავჩერებულვართ მალე დავიშალეთ და პირდაპირ სახლში წავედით.
- ცოტა უცნაური და ჩახლართული საქმეა მგონი - თქვა ლილემ როგორც კი სახლში შევედით
- ცოტა?
- ხო, დიდი ამბები გველის როგორც ჩანს
- ხვალ ჩავალაგოთ ბარგი თორე ძალიან მეძნება ახლა, დილით წამოხვალ ოფისში?
- გჭირდებით?
- არამგონია - მხრები ავიჩეჩე
- მაშინ ჩემ საქმეებს მოვამთავრებ შუადღემდე და მერე გამოგივლი
- კარგი, ხვალ საღამოს ჩავლაგდეთ რო მოვალთ ახლა გათიშვას ვარ
- მიდი მეც ვიძინებ - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა დაქალმა და საძინებელში შეცუნცულდა.
ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ცხელი აბაზანა ნამდვილად მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია ყველაზე მეტად სტრესის მოხსნაში ცხელი წყალი მეხმარება ამიტომ დიდხანს ვინებივრე და დასაძინებლად შემდეგ დავწექი.


ახალ თავს მალე დავდებ



№1  offline წევრი Megioki

ვაჰ, ნუთუ არ მეჩვენება? :დ კარგიაა, კარგიაა. წავედი მე, ჩავუჯდეჯერ წინას. დამავიწყდა წინა თავი როგორ დასრულდა :დდ

გამიხარდა რომ დაბრუნდი ♥️♥️

 


№2 სტუმარი ana-maria

გამიხარდა თქვენი დაბრუნება.გილოცავთ შობა-ახალ წელს.მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

თვალებს არ დავუჯერე,გამიხარდა.იმედია კარგად ხარ.წავიკითხავ თავიდან,

 


№4 სტუმარი ანო⭐️

მიხარია რომ გააგრძელე????

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

ველოდებოდი♥️ გამიხარდა რომ გააგრძელე, ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია დასასრულს. რომ არ ჩანდი ის პერიოდი გული მწყდებოდა, მეგონა შეწყვიტე წერა.. მიხარია^^ მომენატრნენ ალექსანდრე და ანასტასია^^ წარმატებები შენ♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

მთავარია დაბრუნდი და კარგადაც ხარ.მომეწონა რა თქმა უნდა,სერიოზული და საქმიანი ადამიანები.დიდი ამბები გველის მგონია.

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმეეეე, თქვენ არ იცით როგორ გამინათდა თვალები ამ ისტორიის დანახვისას. მეგონა აღარ გააგრძელებდით. ძალიან მიხარია. როგორც ყ.❤❤ველთვის კარგია

 


№8  offline წევრი nina_m

Megioki
ვაჰ, ნუთუ არ მეჩვენება? :დ კარგიაა, კარგიაა. წავედი მე, ჩავუჯდეჯერ წინას. დამავიწყდა წინა თავი როგორ დასრულდა :დდ

გამიხარდა რომ დაბრუნდი ♥️♥️



მადლობა რომ კითხულობ ^^

ana-maria
გამიხარდა თქვენი დაბრუნება.გილოცავთ შობა-ახალ წელს.მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს.

მეც გილოცავთ <3 მალე ავტვირთავ ^^

სტუმარი თამო
ველოდებოდი♥️ გამიხარდა რომ გააგრძელე, ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია დასასრულს. რომ არ ჩანდი ის პერიოდი გული მწყდებოდა, მეგონა შეწყვიტე წერა.. მიხარია^^ მომენატრნენ ალექსანდრე და ანასტასია^^ წარმატებები შენ♥️

გარკვეული პერიოდი მეც ვიფიქრე რომ დამენებებინა თავი მაგრამ ვერ გავძელი <3 ^^

სტუმარი nancho
მთავარია დაბრუნდი და კარგადაც ხარ.მომეწონა რა თქმა უნდა,სერიოზული და საქმიანი ადამიანები.დიდი ამბები გველის მგონია.

იმედია იმედებს გაგიმართლებთ <3 ^^^^

სტუმარი თიკო
ვაიმეეეე, თქვენ არ იცით როგორ გამინათდა თვალები ამ ისტორიის დანახვისას. მეგონა აღარ გააგრძელებდით. ძალიან მიხარია. როგორც ყ.❤❤ველთვის კარგია

მადლობა ^^ kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება,გილოცავთ შობა-ახალ წელს!!! წარმატებები

 


№10  offline წევრი nina_m

სტუმარი ნინი
ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება,გილოცავთ შობა-ახალ წელს!!! წარმატებები

მადლობა <3 მეც გილოცავთ heart_eyes heart_eyes

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგი ისტორიაა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი, წინ როგორც ჩანს მრავალმხრივი ემოცია გველის, ასე რომ გელოდებით

 


№12 სტუმარი სტუმარი თეო

აღარ დაგვეკარგო , ველოდებით ახალ თავს

 


№13  offline წევრი ვიპნი

რა ნაცნობი ნიკია თქო და მაგიტომ გადავწყვიტე წამეკითხა,მერე კი მივიწყებული მოთხრობა არ აღნოჩნდა :)მიხარია ,რომ პირადი პრობლემები მოაგვარეთ,წარმატებებს გისურვებთ :*

 


№14 სტუმარი სტტ

მართლა ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი <333 ველი შემდეგს მოუთმენლად <333

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კომენტარიძალიან გამიხარდა არ ველოდი უკვე ისე მომეწონა ეს ნაწარმოები საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე მაგარი წყვილები მეგობრები არიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№16  offline წევრი svien

ar mjeraaa.. . ra kargia rom dagvibrundi..mogvanatre tavi❤❤

 


№17 სტუმარი ეკა

კარგია რომ დაბრუნდი გელოდებოდით.თავიდან წავიკითხე,აღარ გვალოდინო.ძალიან კარგიაა????

 


№18 სტუმარი სტუმარი mariko

მიხარია რომ აგრძელებ, ძალიან კარგია❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი nina_m

ყველას მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის, ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ თქვენი დამოკიდებულება იყო, რაღაცები ჯერ კიდევ დასალაგებელია და მაქვსიმალურად ვცდილობ ამან გავლენა არ იქონიოს ისტორიაზე. მიყვარხართ ^^

svien
ar mjeraaa.. . ra kargia rom dagvibrundi..mogvanatre tavi❤❤

მადლობა, მეც მომენატრა ეს გარემო და თქვენ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent