შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (12 თავი)


10-01-2021, 00:10
ავტორი nina_m
ნანახია 1 410

დილით პირდაპირ ოფისში წავედი, დარჩენილი საქმეები მოვაგვარეთ ფრენის დრო დავაზუსტეთ და შუადღისკენ უკვე სახლში ვიყავით. მე და ლილემ პირდაპირ ბარგის ჩალაგება დავიწყეთ რომ ყველაფერი მოგვესწრო.
- ნანას დაურეკე? - მკითხა დაქალმა და მეორე ჩანთა გაამზადა როცა ტანსაცმლის რაოდენობას შეხედა
- კი დავურეკე და გავაფრთხილე, აღფრთოვანებული არ არის მაგრამ ხო იცი როგორია, ცდილობს არ შეიმჩნიოს
- ბავშები ავლენ ხოლმე და ნახავენ როგორმე გადავაგორებთ ამ პროექტს
- ხო იმედია თურქეთში ყველაფერი კარგად წავა - გუშნდელ ამბებზე ფიქრი არ მშორდებოდა თავიდან
- ახლა ნახე შენ სიახლეები შენ ტურფასთან ერთად რო მოგიწევს ცხოვრება - გველურად ჩაისისინა
- ჩემ ტურფას მოგცემ მე შენ - ბალიში გავუქანი და დავეჭყანე
- მაინც მგონია რომ თურქეთში დიდი ამბები გველის
- დიდი ამბები გველის მაგრამ შენ მაგ სისინს მოეშვი და ნუ აზვიადებ
- ქალდანის დანახვისას შენ იფერფლები და კიდე მე ვაზვიადებ? - არ წყვეტდა სიცილს
- დაგფერფლავ სამუდამოდ - შევუღრინე დაქალს
- კარგი ხო ჩუმად ვარ - ბოლოს დანებების ნიშნად ხელები აწია და ბარგის ჩალაგება გააგრძელა.
მაქსიმალურად ვცდილობდით ბევრი ბარგი არ გვქონოდა მაგრამ ორ-ორი დიდი ჩემოდანი მაინც გამოვიდა საბოლოოდ, დილით ფრენა 6-ზე იყო ამიტომ 4 საათისთვის უკვე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავით, გამოძნებას ვერცერთი მოვახერხებდით ასეთ მცირე დროში ამიტომ დარჩენილი საათები თავის მოწესრიგებას და სახლის მილაგებას მოვანდომეთ.
მისაღებში ნივთებს ვახარისხებდით, როცა ლილეს ტელეფონმა დარეკა
- გისმენ დამიანე - მანაც მაშინვე ხმამაღალზე დააყენა და გააგრძელა თავისი სახატავი ნივთების დალაგება
- რას შვრებით? ხო არ გეძინა? - გაისმა მეორე მხრიდან
- არა, ორივეს გვღვიძავს თქვენ რას შვრებით?
- არაფერს, ვერ ვიძინებთ და ვიფიქრე დავურეკავთქო ეს ზის და პლანშეტს ჩაკირკიტებს - „ეს“ აშკარად ალექსანდრე იყო - სამისთვის გამოგივლით
- ჩვენ მოვრჩით თითქმის ყველაფერს და გამოდით ბარემ თუ მაინც არაფერს აკეთებთ - შესთავაზა ლილემ ისე, რომ ჩემს დაბრიალებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია
- აუ შენ გაიხარე - გაეცინა უმცროს ქალდანს - ამის სიფათის ყურება აღარ შემიძლია ზის მუდოსავით
- მიიღებ დამიანე - ალექსანდრეს ხმამ არ დააყოვნა და არც ჩემში გაღვივებულმა შეგრძნებებმა
- მიდი გელოდებით ანას საფირმო ყავის გარეშე ხომ არ წავალთ - დაემშიდობა და ტელეფონი გაუთიშა
- მეტიჩარა ხარ - მივახალე დაქალს
- ნუ იბღვირები ქალო, მე ხო ყველაფერი შენთვის მინდა - დრამატული მაროს პაროდია გააკეთა და არარსებული ცრემლები მოიწმინდა
- მართლა არაფერი გეშველება - გამეცინა დაქალის გამოხტომაზე
- ვიცი ჩიტო - აკისკისდა და თავის ნივთები ყუთში ლამაზად ჩააწყო რომ ჩამოსვლამდე მტვერს არ შეეწუხებინა

ოცი წუთი არ იყო გასული დამიანეს ზარიდან, რომ კარზე კაკუნიც გაისმა და ლილე მაშინვე იქით გაქანდა.
- შეგაწუხეთ ხო - მოჩვენებითი აფერისტობით გადმომხედა დამიანემ
- არც ისე - გავუცინე და მის უკან მდგომ ალექსანდრეს შევხედე
- აღარ შემეძლო ამის სახის ყურება - ღრმად ამოისუნთადა სავარძელში ჩაეშვა
- რამე მოხდა? - ვიკითხე შეპარვით, როცა ალექსანდრეს მოჟამულ სახეს შევხედე. მართალია ყოველთვის სერიოზული სახით მოძრაობს მაგრამ ახლა აშკარად შეწუხებული უფრო იყო.
- რა ვიცი რა მოხდა სულ ასე არ დადის?
- დამიანე - დაუღრინა ალექსანდრემ - აივანზე შეიძლება? - შედარებით მშიდად მომიბრუნდა და მეც თავი დავუქნიე
- ამის ხასიათს ეშველებოდეს მეტი არაფერი მინდა - დაიჩურჩულა დამიანემ როგორც კი აივანზე გასული დაიგულა
- წავალ ყავას გავაკეთებ - ლილე და დამიანე მისაღებში დავტოვე და ყავის მოსამზადებლად გავედი. სანამ ყავა მომზადდებოდა ტკბილეული და ხილი დავაწყე თეფშზე და ბავშვებს გავუტანე, შემდეგ კი ყავით დავუბრუნდი მისაღებს. ალექსანდრე ჯერ კიდევ აივანზე იყო ამიტომ, ერთი ფინჯანი ყავა ავიღე და აივანზე მასთან გავედი
- ყავა მოგიტანე - ჩუმად ამოვთქვი და კარი მოვიხურე
- მადლობა - ფრთხილად მოტრიალდა მანამდე ზურგით მდგომი სილუეტი და ფრთხილად გამომართვა ფინჯანი
- რამე მოხდა?
- არაფერი - უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია მაგრამ მის ჩამქრალ თვალებში კარგად ამოიკითხავდი რომ რაღაცაზე ზედმეტად ღელავდა
- კარგი თუ არ გინდა ნუ მეტყვი - გვერდით, ოდნავ მოშორებით, ამოვუდექი და ქუჩას გავხედე - მომენატრება აქაურობა
- სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ
- მერე რა, რაღაცას თუ მივეჩვიე ზედმეტად მივეჯაჭვები ხოლმე და მიჭირს მერე განშორება, ეს დიდი მინუსი ნამდვილად მაქვს
- იქნებ არცაა მინუსი - ფრთხილად გადმომხედა ზემოდა
- ასე ფიქრობ? - თვალები დავაწვრილე და ისე ავხედე
- ბევრს არ შეუძლია ასე ემოციურად იყოს რამესთან ან ვინმესთან დაკავშირებული
- შენ?
- მე? - ღრმად ამოისუნთქა - მე არ ვიცი - ქუჩას მოავლო თვალი
- როგორ თუ არ იცი
- ჯერ არაფერი ყოფილა ისეთი რასაც მივეჯაჭვებოდი
- ანუ ემოციური არ ხარ?
- ვაარ?
- ვფიქრობ ყველა ადამიანია რაღაც დოზით, დრო მოვა და ეს ემოციაც გამოვა სააშკარაოზე
- ვერ გამოვრიცხავ - შეწინააღმდეგება არც უცდია
- დღეს სხვანაირი ხარ
- როგორი?
- განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევი და მგონია რომ ბევრს ფიქრობ რაღაცაზე
- საქმეზე
- ხომ იცი რომ ყველაფერი მოგვარდება
- შევძლებთ მაგრამ არ მინდა ვინმეს ზიანი მიადგეს ამით
- ვეცდებით არავინ დაზარალდეს, ამიტომ მივდივართ ასე ადრე და ჯობს ცუდზე არ ვიფიქროთ, თუ საქმე ისე არ წავა როგორც ვგეგმავთ ჩემი შემოთავაზება ძალაშია -ვეცადე გამემხნევებინა
- ანა შენ მერთთან არ გაგიშვებ
- მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს
- ამას ჯობს საერთოდ უარი ვთქვათ ამ პროექტზე - აშკარად არ გაჭრა გამხნევების გეგმამ
- ასე ნუ ამბობ
- გთხოვ ეს საკითხი არ განვიხილოთ - ღრმად ამოისუნთქა და ყავა მოსვლა - თურქეთშიც გაგვანებივრებ ამ ყავით? - ოდნავი ღიმილი შეინიშნებოდა მის სახეზე და ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ ჩემი გული გაეთბო.
- ვეცდები - მეც გამეღიმა
- კარგი გოგო ხარ - თავისი მწველი მზერა მომავლო - შევიდეთ? - ხელით კარისკენ მიმანიშნა და ჩვენც მისაღებში დავბრუნდით, სადაც დამიანე და ლილე რაღაცას გაცხარებით განიხილავდენენ.
- რა ხდება? - ვიკითხე როცა მათთან დავსხედით
- შენ დაქალს ჭკვიანური აზრები აწუხებს ამ ბოლო დროს - წარბი აწია დამიანემ
- არა და მშვენიერი აზრია - ხელები გადააჯვარედინა ლილემ
- იქნებ ჩვენც გაგვიზიაროთ - დაინტერესდა ალექსანდრე
- ლილეს აზრით წვეულებაზე მერთს გაეცნობიან ან ეს ან ანა, ისე რომ არ ეტყვიან სად მუშაობენ და შეეცდებიან რამე ათქმევინონ, ვერ დაუკარგავ ჭკვიანია - ირონიამ არ დააყოვნა უმცროსი ქალდანის ხმაში
- ასეთი იდეები საიდან მოგდით? - ჯერ ლილეს მერე მე გადმომხედა ალექსანდრემ
- ანასტასიას იქ გაგზავნა თქვენ არ მოგწონთ და ინფორმაციის გაგებას როგორ აპირებთ ძაან მაინტერესებს - გაიბუსხა ლილე
- მერთის გაცნობით არაფერს დავაშავებთ - დაქალის მხარე დავიჭირე მეც
- არ ხართ მგონი ჯანსაღად - ამოიგმინა დამიანემ
- მოდი ჩავიდეთ და იქ მოვიფიქროთ რას ვიზამთ - თქვა ალექსანდრემ და ეცდა მისთვის არასასიამოვნო თემა აღარ გაეგრძელებინა.
ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და სამი ხდებოდა რომ სახლი დავტოვეთ
- ამდენი რა მოგაქვთ? - სადარბაზოში გალაგებულ ჩემოდნებს შეხედა დამიანემ
- მგონი სამუდამოდ აპირებენ დარჩენას - ჩაეღიმა ალექსანდრეს
- ნუ ბჟოტიალობ შენ - მხარი გაკრა დამიანეს ლილემ - ორი დღით ხომ არ მივდივართ, ყველაფერი საჭიროა - თქვა და ჩემოდანს ხელი დაავლო
- მომეცი აქ - ხელიდან გამოართვა დამიანებ და ორივე ჩემოდანს თავად მოკიდა ხელი, ჩემი ბარგი კი ალექსანდრემ წაიღო ისე რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი.
აეროპორტში მისასვლელი გზა სიჩუმეში დავფარეთ, მხოლოდ დამიანე თუ იტყოდა ერთი ორ სიტყვას. აშკარად ყველა დაღლილი ვიყავით და გვეძინებოდა. აეროპორტში რეგისტრაციის რიგი საშინალდ გაიწელა და ძლივს მოახლოვდა ჩასხდომის პერიოდი. თვითმფრინავში ძილს აზრი არ ქონდა, არადა აშკარად ვეღარ ვაზროვნებდი ისე მეძინებოდა. დიდი დრო არ დაგვჭირდა, მალე ჩავფრინდით სტამბოლში და მეც შვებით ამოვისუნთქე, თურქეთი მომწონს მაგრამ არ იმდენად რომ თავი კომფორტულად მაგრძნობინოს, ეს მხოლოდ თბილისს, საქართველოს შეუძლია. დაახლოებით ორი საათი მაინც მივდიოდით დამიანეს სახლამდე. ლამაზი სახლი იყო ქალაქის ცენტრთან ახლოს, საკმაოდ კარგ უბანშიც.
- მოკლედ მეორე სართულზე ორი საძნებელია შეგიძლიათ იქ დაიკავოთ ადგილი შენ და ლილემ - მითხრა როგორც კი მისაღებში შევედით, დიდი ლამაზი ნათელი მისაღები იყო, შესვლისთანავე დაინახავდით ლამაზ კიბეს, რომელიც მეორე სართულისკენ ადიოდა. - მე და ალექსანდრე პირველზე ვიქნებით.
- თქვენ როგორც გირჩევნიათ - მხრები ავიჩეჩე და უკეთ დავაკვირდი ლამაზ, ვრცელ ოთახს.
მალე დავბინავდით და დავლაგდით, შუადღის სამი საათი ხდებოდა უკვე რომ ყველა საქმე დავასრულეთ და შიმშილის გრძნობამ არ დააყოვნა
- მგონი ჯობს პიცა გამოვიძახოთ - თქვა დამიანემ, როცა ცარიელი მაცივარი შეათვალიერა - საღამოს გავიდეთ საყიდლებზე
- აუ ხო თორე ძალიან მშია - დაიწუწუნა ლილემ
- ოფისში დილით გავიდეთ? - იკითხა ალექსანდრემ და სამზარეულოში თმის მშრალებით შემოაბიჯა. ღმერთო ოღონდ ახლა გული არ გამიჩერდეს. ნაცრისფერი სპორტული შარვალი ჩაეცვა, ტანს ზემოთ შიშველს ჯერ კიდევ შერჩენოდა წლის თავხედი წვეთები. ნერწყვი გადავყლაპე და ვეცადე ლილეს მუჯლუგუნი და ხრიტინი დამეიგნორებინა, რომელიც ამაოდ ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას. - ასე არ ჯობს? - იკითხა და დახლს დაეყრდნო ჩემს პირისპინ, ღამისფერი თვალები კი ჩვეული სიღრმით მომანათა.
- ხო, ალბათ კი - ამოვიბურტყუნე და წლის ჭიქას დავწვდი.
- დილით გავიდეთ რომ საღამოსთვის მომზადება მოვასწროთ - სიტუაცია განმუხტა დამიანემ - წავალ პიცას გამოვიძახებ - მობილური აიღო და მისაღებში გავიდა
- მე ავალ ლეპტოპს ჩამოვიტან ბექას დავურეკოთ - მეორე სართულზე გაუჩინარდა ლილეც, მე კი შემატოვეს ამ ღვთაებრიობას. ღმერთოო რაებს ვბოდავ, ვერ ხარ ანა შენ კიდე ეს გინდოდა?
- კარგად ხარ? - მომიახლოვდა ქალდანი
- კი ნორმალურად - ჭიქიდან კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი
- სახეზე ფერი არ გადევს - ჩვენს შორის მანძილი უფრო შეამცირა და ცერა თითი ლოყაზე გადამატარა, ცოტაც და სიამოვნებისგან ჩამოვდნებოდი
- დავიღალე უბრალოდ - ქვემოდან ავხედე და ვეცადე ჩემ მზერას არ გავეყიდე
- მაშინ უნდა დაისვენო - ჩუმი არაამქვეყნიური ხმით ძალიან ახლოს ამოიჩურჩულა და თლილი თითები ნაზად ჩამომატარა მხრიდან მთელ მკლავზე, აი სხეულმა და დავლილმა ჟრუანტელმა ნამდვილად გამყიდა. - მომწონს - კმაყოფილმა ჩაიცინა ქვედა ტუჩი ენით დაისველა და სამზარეულო დატოვა.
მე კი ვიდექი ასე გამოშტერებული და ვიაზრებდი მომხდარს. ნერვები მეშლებოდა ჩემს ამ მდგომარეობაზე მაგრამ იმის გახსნებაზე თუ როგორი სიფრთხილით მეხებოდა ტანში ისევ სასიამოვნო შეგრძნება მივლიდა და ამას ვერსად გავურბოდი.
გონს ისევ ლილეს ხმამ მომიყავანა და მისაღებში გავედი სადაც ალექსანდრე უკვე მაისურით იჯდა და ბექას ესაუბრებოდა სკაიპში.

***
მეგობრების ლაპარაკის და პიცის ჭამის შემდგომ ცოტა დავისვენეთ და ყველამ გამოძინება ვარჩიეთ, საღამოს რვისკენ კი სავაჭრო ცენტრში გავედით, რადგან პროდუქტების გარდა მე და ლილეს საღამოსთვის კაბებიც გვჭირდებოდა. დიდხანს სიარულის თავი არც ერთს არ გვქონდა ბიჭები გავაფრთხილეთ რომ ნახევარ საათში შევხვდებოდით და მაღაზიებისკენ წავედით
- გთხოვ ლილე მალე ავარჩიოთ და წავიდეთ
- მეც არ მაქვს დიდად სიარულის თავი, მეძინება საშინლად
- კაი აი აქ ვნახოთ - მივუთითე ერთ-ერთ მაღაზიაზე და პირდაპირ იქ შევედით.
საკმაოდ დიდი არჩევანი იყო და ჩვენი ტანჯვაც აქ დაიწყო
- ხომ შეიძლება სახლში ვიჯდე და ტანსაცმელი თავისით მოდიოდეს ჩემთან - ამოიგმინა ლილემ და შეწუხებული სახით გადმომხედა
- ჩემი ოცნებების სიაში ჩავამატებ - მოღუშული სახით გადავხედე დაქალს
გეგმა რომ ნახევარ საათში ვნახავდით ბიჭებს პირველივე მაღაზიაში ჩავარდა, ოცი წუთი მხოლოდ კაბების დათვარიელებაში გავიდა საბოლოოდ კი ისე გამოვედით, რომ არცერთს არ მოგვიზომავს კაბა.
- ისეთი არაფერი წამოგვიღია ხო?
- მე ოფისის და სახლის ტანსაცმელი მხოლოდ, შენ?
- მე უფრო მეტად გასასვლელი და ერთი ორი კლასიკური მაგრამ მეეჭვება გამოდგეს რომელიმე - ღრმად ამოისინთქა და მაღაზიებს გახედა ლილემ - დამიანე რეკავს - ტელეფონზე მანიშნა როგორც კი ზარის ხმა გაიგო - ხო დამიანე... ჯერ ვერ... მესამეზე ვართ...კარგი - ტელეფონი გათიშა - ამოვლენ მორჩნენ ყველაფერს
- წამოდი მაშინ რამდენიმე ვარიანტი მაინც ავარჩიოთ - ხელით ვუბიძგე და ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით
არჩევანი აქაც დიდი იყო მაგრამ მართლა ძაან დამღლელი იყო ყველაფერი ამიტომ სამი ძლივს შერჩეული კაბა ავიღე და გასახდელში შევედი, ლილე კი გარეთ დავტოვე, რომელიც წყევლა-კრულვით ცდილობდა რაიმეს არჩევას.
პირველი ზედმეტად ამოღებული აღმოჩნდა ამიტომ ისე გავიხადე რომ ლილესთვის არც კი მიჩვენებია. მეორე ჩემი სტილი ნამდვილად არ იყო ამიტომ არჩევანი თეთრი ატლასის მოკლე კაბაზე შევაჩერე, მხრებს მთლიანად მიშიშვლებდა და დისკომფორტსაც არ მიქმნიდა. ლილემ მსგავსი სტილის კრემისფერ ატლასზე შეაჩერა არჩევანი და მაღაზია სწრაფად დავტოვეთ. იმავე სართულზე მომლოდინე ბიჭებს მოვავლეთ თვალი და მათთან მივედით.
- ნახევარი საათი ხო - წარბის აწევით შემოგვხედა დამიანემ და ჩაიცინა
- ძაან გადავაცილეთ? - შეპარვით ვიკითხე
- არა, სულ რაღაც ორმოცი წუთი - არ დააყოვნა ალექსანდრეს ირონიამ. ამის პუნქტუალურობა მომკლავს, მიკვირს ერთი ამბავი რომ არ აგვიტეხა. ირონიას კიდევ აიტანდა კაცი
- კარგი რა მოხდა მერე დიდი ამბავი ორმოცი წუთი - ვითომც არაფერი მომხდარა ისეთი ტონით თქვა ლილემ და ესკალატორზე დაეშვა. ჩვენც უკან მივყევით.
სახლში მისვლისას ვახშის მომზადება გადავწვიტე, ამიტომ პარკები სწრაფად ავიტანე ოთახში, ტანზე სწრაფად გავიხადე შორტი და ტოპი მოვირგე, ზემოდან დიდი ზომის პერანგი შემოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი.
- ანა დახმარება გინდა? - სამზარეულოში შემოყო თავი დამიანემ
- მგონი ჯერ არა - მხრები ავიჩეჩე - ან კი ღვინო მინდა ხორცისთვის, ვახშამს მოვამზადებ
- ახლავე - ერთ-ერთი ზედა თაროდან ღვინის ბოთლი გამოიღო - შხაპს მივიღებ და გამოვალ მალე, დაგეხმარები
- მოვახერხებ მარტოც, დაისვენე - თბილად გავუღიმე და საქმეს შევუდექი. პირველ რიგში ხორცის მომზადება დავიწყე, სანამ ის მომზადდებოდა სალათიც დავიწყე და შუა პროცესში ლილეც შემომეშველა. ალექსანდრე არსად ჩანდა ალბათ ისვენებდა ან საქმეში იყო ჩაფლული. საჭმელი მაგიდასთან მივიტანეთ და ბიჭებს დაველოდეთ.
- ღმერთო რა სურნელია - ღრმად შეისუნთქა დამიანემ როგორც კი ოთახიდან გამოვიდა - ალექსანდრე არ გამოსულა?
- არა არ ჩანს - მხრები ავიჩეჩე და ზეთისხილის თეფში დავდე მაგიდაზე
- მიდი დაუძახეთ რა, მე ღვინოს მოვიტან დავლიოთ ცოტა - თქვა და სამზარეულოში გავიდა, მე კი ლილეს გავხედე
- რას მიყურებ მე დავუძახო? - ისე თქვა თითქოს რამე დავაშავე
- გველი ხარ - ამოვისისინე და ალექსანდრეს საძინებლისკენ წავედი.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და პასუხი არ იყო, შემდეგ ისევ დავაკაკუნე და ხმა რომ არ გამცა ფრთხილად შევაღე საძინებლის კარი. ეძინა, როგორც ჩანს დაიღალა ხასიათზეც ვერ იყო, ბევრს ფიქრობს ახალ პროექტზე, ფრთხილად მივუახლოვდი და ხელში შერჩენილი პლანშეტი ფრთხილად გამოვართვი რომ არ გამეღვიძებინა. საოცრად მშვენიერი იქნებოდა მისი ყურება მთელი ღამე - ანა რაებს ბოდავ საერთოდ - ჩავიჩურჩულე და ჩემს მეორე მეს გავუბრაზდი. მასთან ახლოს დავიხარე და თითოეულ ნაკვთს დავაკვირდი, სახე საოცრად დამშვიდებული ქონდა. ალექსანდრე ის ადამიანია ყოველი დაკვირვებისას ახალ დეტალს რომ აღმოაჩენ და ხელახლა აღგაფრთოვანებს, მოგინდება სულ უყურო და შეისწავლო, მაგრამ შეძლებ კი ბოლომდე მის შესწავლას? ცოტა საეჭვოა. საწოლის ბოლოში დაკეცილი თხელი პლედი ფრთხილად ავიღე და დავაფარე, მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია მაინც არ იყო გაუსაძლისი სიცხე. კიდევ ერთხელ დავხედე მძინარე ქალდანს და ოთახი დავტოვე.
- ალექსანდრე სადაა? - მკითხა დამიანემ როგორც კი მაგიდას მივუჯექი
- ჩაეძინა და ვიფიქრე არ გავაღვიძებდი - მშვიდად ვუთხარი და სალათი გადავიღე
- ზედმეტად ბევრს ნერვიულობს ახალ საქმეზე - აღნიშნა ლილემ
- ღვინოს დალევ? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე უმცროს ქალდანს და დავაკვირდი როგორ იღვრებოდა წითელი სითხე სიფრიფანა მინაში. - ალექსანდე ის ტიპია, ვისაც კონტროლი და ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა უყვარს, მისთვის უცხოა გაუთვალისწინებელი შემთხვევები რადაგან ყოველთვის საოცრად ახერხებდა ყველაფრის კონტროლს, დღე და ღამე რობოტივით მუშაობს, ამით ცხოვრობს სულ ამაზე ფიქრობს
- აშკარაა რომ თავის საქმეზე ზედმეტადაა შეყვარებული - თქვა ლილემ
- ნამდვილად, რაც მახსოვს სულ ასეა. ყოველთვის ერჩივნა ემუშავა და წინასწარ გაეკეთებინა ხვალიდელი სამუშაო ვიდრე ფეხბურთის საყურებლად წამოსულიყო ან ბარში დაელია. დაფრინავს ქვეყნიდან ქვეყანაში და ცდილობს საკუთარი ცხოვრება მხოლოდ საქმეს მიუძღვნას
- ხო მაგრამ საქმის გარდა არსებობს სხვა სამყაროც
- ასეა ლილე მაგრამ ის ალექსანდრეა - თვქა ჩაფირებულმა ქალდანმა და ღვინო მოსვა - სხვათა შორის ბოლო პერიოდია რაც შესამჩნევად შეიცვალა, ადრე ვერასდროს ნახავდი ალექსანდრეს, რომელიც ისვენებს. სვანეთშიც კი წამოვიდა ჩვენთან ერთად. მისი მხრიდან ცოტა უჩვეულოა მაგრამ სჭირდება განტვირთვა, ზედმეტად არის გადაღლილი, თავად ვერ ამჩნევს მაგრამ ასეა, შეუძლებელია მთელი ცხოვრება ასეთი რიტმით იცხოვრო.
- ცუდი არ იქნებოდა მისთვის დასვენება მაგრამ მეეჭვება მოახერხოს, ამ პროექტის დროს მითუმეტეს - ალექსანდრეზე დავფიქრდი და წითელი სითხე ფრთხილად მოვსვი
- ხო მეეჭვება ამ პროექტზე საერთოდ ვინმემ დავისვენოთ - დამეთანხმა დამიანეც

ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ, ცოტა წითელი ღვინო დავლიეთ და დასაძნებლად წავედით. საწოლში ბევრი ვიწრიალე, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვიყავი დაძინება ვერ შევძელი ამიტომ პირველ სართულზე დავბრუნდი ამჯერად საღამურებით და სამზარეულოს მივაშურე. თავიდან ვიფიქრე ჩაის დავლევდი მაგრამ არჩევანი ისევ ღვინოზე შევაჩერე, რომელსაც სასიამოვნოდ სიმხურვალე შემოეტანა ჩემს სხეულში, ჭიქა წითელი სითხით შევავსე და მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი. მშვიდი ღამე იყო, მისაღების დიდი ფანჯრებიდან კი ლამაზად მოჩანდა განათებული სტამბოლის ხედი. მიუხედავად იმისა რომ გვიანი იყო ამ ქალაქში სიცოცხლე ამ დროსაც ჩქეფდა. ეს ქალაქი არასდროს მხიბლავდა, ზოგადად არცერთ ქალაქზე არ ვიყავი შეყვარებული, ისეთი შეყვარებული რომ მთელი ცხოვრება იქ გამეტარებინა, მაგრამ იმაზე მშვენიერი და მყუდრო აღმოჩდა სტამბოლი ვიდრე ველოდი. სტამბოლზე და ხვალინდელ საღამოზე ვფიქრობდი ნაბიჯების ხმა რომ მომესმა, ვიფიქრე დამიანე იქნებოდა ამიტომ დავუბრუნდი ჩემს ფიქრებს და კიდევ ერთი ყლუპი ღვინო მოვსვი, რომელიც მალე ჩაიცლებოდა.
- დასალევად გვიანი ხომ არაა? - ზურგსუკან, ამჯერად ჩემთან ძალიან ახლოს მომესმა ალექსანდრეს ჩუმი ხრინწიანი ხმა და ადგილს მივეყინე. მოულადნელობისგან ხმა ვერ ამოვიღე და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდგომ მოვედი გონს
- ერთი ჭიქი ღვინისთვის არასდროს არის გვიანი - ნახევრად მივბრუნდი და თვალი შევავლე ახალგაღვიძებულ ქალდანს. ნამდვილად იდეალურია! - გავიფიქრე და ჩამეღიმა
- ვერ იძინებ? - დივანს შემოუარა და გვერდით მომიჯდა
- ვცდე და არ გამოვიდა - ჩვეულ ფორმას დავუბრუნდი და ისევ განათებულ ქალაქს გავხედე
- ლამაზია ხო?
- ნამდვილად
- მადლობა პლედისთვის - თავი ჩემსკენ მოაბრუნა
- საიდან იცი? - გამიკვირდა რადგან აშკარად ღრმად ეძინა როცა მის ოთახში შევედი
- სურნელმა გაგთქვა - ღამისფერ თვალებს არ მაშორებდა
- სურნელმა? - გავიკვირვე
- შენმა საოცარმა სურნელმა - ახლა უფრო ჩურჩულით თქვა და თმა ყურსუკან გადამიწია
მისმა ქმედებამ დამაბნია და თავი ინსტიქტურად დავხარე, მერე კი კიდევ ერთხელ მოვსვი ნაცნობი სითხე და საბოლოოდ გამოვცალე ჭიქა.
- მგონი აჯობებს დავიძინო - ვცადე სწრაფად გავცლოდი იქაურობას სანამ მის თვალწინ დავიფერფლებოდი, მაგრამ ბედი ხო გინდა, იმდენად სწრაფად წამოვდექი რომ თავბრუ დამეხვა და რომ არა ქალდანის სწრაფი რეაქცია ნამდვილად ტვინს დავასხამდი მინის მაგიდაზე. ორივე ხელი თეძოებზე მომკიდა და ისე რომ შეკივლებაც ვერ მოვასწარი, მის კალთაში აღმოვჩნდი.
- აშკარად გვიანი იყო დალევისთვის - ჩემს სახესთან ძალიან ახლოს დაიჩურჩულა და მარჯვენა ხელიდან ცარიელი ჭიქა გამომართვა, მეორე ხელი კი კვლავ ჩემ თეძოზე ედო - ან ძალიან ადრე გაქცევისთვის - დაამატა ბოლოს და თმა ზურგს უკან გადამიყარა
- არ გავრბივარ - ამოვილუღლურე და ვცადე ავმდგარიყავი მაგრამ წელზე მოხვეულმა ტორებმა ამის ნება არ მომცეს
- და შენ ისევ გარბიხარ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ენით ქვედა ტუჩი დაისველა. ყოველივე ამას კი ძალიან ახლოდან შევყურებდი და ვცდილობდი გული არ გამჩერებოდა. - ამჯერად ამით დავკმაყოფილდები - ჩვეული ტემბრით წარმოთქვა და სველი, ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო. აი აქ მოხდა ყველაფერი, ვულკანი, ფლორა-ფაუნა ყველაფერი ერთიანად აფეთქდა ჩემში, სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა და ისეთი შეგრძნება მქონდა ეს კოცნა უსასრულოდ გაგრძელდებოდა თუმცა ასე არ მოხდა - ძილინებისა ანა - თავად გადამსვა დივანზე და ღიმილით გაუჩინარდა სიბნელეში მის ცხელ ტუჩებს კი ჯერ კიდევ ვგრძნობი.


დაპირებული ახალი თავი <3



№1 სტუმარი ეკა

უᲰჰჰ როგორი მაგარი იყო????????

 


№2 სტუმარი სტტ

ძალიან კარგია! ველი შემდეგს<333

 


№3 სტუმარი კაკ კუკ

ნამდვილად კაი თვაი იყო❤️❤️ იმედია სასმელი რამეს იზამს და ნაბიჯს გადაადევინებს ანას???? ველოდები შემდეგ თქვს თუ ხვალ დადებ ძალიან კარგი იქნებ❤️ ძალიან მომწონს შენი ეს ისტორია❤️❤️ წარმატებწბი❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Łįžį

Dzalian magaria ????????????imedia shemdegi tavs male dadeb????????warmatebebi.....dzalian momwons es istoria????????❤????

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ისეთი საოცარია რომ არ გინდა დაამთავრო, სულმოთქმელად ველოდები ახალ თავს

 


№6 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან ლამაზი და მხურვალე თავი იყო ,დამიანეს და ლილეს წყვილიც მინდა : ))

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ნელ-ნელა ყვავილივით იშლება ამბები,

 


№8 სტუმარი ina

ეს რაიყო ♥️♥️♥️ შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№9 სტუმარი Łįžį

Dzaan momewona es tavi....da vinmes sheudzlia asetive sayvareli da kargi istoria kidev mirchios....?

 


№10  offline წევრი nina_m

ina
ეს რაიყო ♥️♥️♥️ შემდეგ თავს როდის დადებ?

დღეს დაიდება ^^

სტუმარი gvantsa
ძალიან ლამაზი და მხურვალე თავი იყო ,დამიანეს და ლილეს წყვილიც მინდა : ))

ეს წყვილიც გამოჩნდება ^^

კაკ კუკ
ნამდვილად კაი თვაი იყო❤️❤️ იმედია სასმელი რამეს იზამს და ნაბიჯს გადაადევინებს ანას???? ველოდები შემდეგ თქვს თუ ხვალ დადებ ძალიან კარგი იქნებ❤️ ძალიან მომწონს შენი ეს ისტორია❤️❤️ წარმატებწბი❤️❤️❤️

მადლობა <3 ვეცდები მალე დავდო ახალი თავები kissing_heart

 


№11 სტუმარი ina

Łįžį
Dzaan momewona es tavi....da vinmes sheudzlia asetive sayvareli da kargi istoria kidev mirchios....?

tuar wagikitxia amave avtoris vnebebis qarcecxls girchev

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent