შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (13 თავი)


11-01-2021, 00:16
ავტორი nina_m
ნანახია 1 279

ჩემი ამბავი რომ ვიცი ამ ყველაფრის გააზრებას დიდხანს ვერ შევძლებდი. პრინციპში ის ალექსანდრეა, უცნაური მიმზიდველი. მეამბოხე ანა სიამოვნებით მიუნგრევდა სიფათს მაგრამ მისით მონუსხული ანასტასია უბრალოდ ზის და ფიქრობს თუ როგორ შეუძლია ერთ შეხებას და კოცნას ასეთი ზეგავლენის მოხდენა. ჩემ ფიქრებში გართული დავუბრუნდი საძინებელს, ცოტა ხანს ქალდანზე ფიქრებს გავყევი, გაცნობიდან დღემდე არსებული ჩვენი მომენტები გავიხსენე და გამეღიმა როგორ მოვედით ბრძოლის ველიდან ამ ეტაპამდე. დაღლილობამ მაინც თავისი ქნა და საბოლოოდ გავითიშე.
დილით 9 საათზე გავიღვიძე და მაშინვე მოწესრიგება დავიწყე. შხაპი მივიღე, ოფისისთვის გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟით შემოვიფარგლე. დანარჩენები სამზარეულში დამხვდნენ ყავას მიირთმევდნენ და მეც მათ შევუერთდი. ალექსანდრე ჩვეული სერიოზულობით გამოირჩეოდა და კლასიკური სამოსი უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის მამაკაცურობას.
- იმედი მაქვს ოფისი მოგეწონებათ - მე და ლილეს გადმოგვხედა დამიანემ - ძალიან კარგი თანამშრომლები გვყავს, ჯერ არ იციან ამ პროექტზე რომ ჩვენთან ერთად იქნებით, მაგრამ იმედია მალე შეეჩვევით. ინგლისურთან თითქმის ყველა კარგადაა ამიტომ თურქულის არცოდნა დაბრკოლება არ იქნება თქვენთვის.
- მშვენიერი, ერთი სული მაქვს როდის მივალთ - მოუთმენლობისგან ტაში შემოკრა ლილემ.
საუზმე მალე დავასრულეთ და ყველა ერთად წავედით ოფისში დამიანეს მანქანით. გზაში დიდი დრო არ დაგვიკარგავს 15-20 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით.
- ოფისი ესააა? - იკითხა ლილემ, როცა უზარმაზარ შენობასთან გაჩერდა მანქანა
- კი ესაა - ჩაიცინა დამიანემ- სხვადასხვა განყოფილებებია, ჩვენ ძირითადად მესამე სართულზე ვარ პირველ ორ სართულზე კი ჩვენი სხვა განყოფილებებია, ნაწილი დიზაინს დავუთმეთ ნაწილი კი ფოტოსესიისთვის მოვაწყეთ. -
კომპანია მართლა დიდი იყო. შესვლისთანავე სასიამოვნო აურა ვიგრძენი, ყევლა ღიმილით გვესალმებოდა და თბილად მოიკითხავდნენ ქალდანებს. ლიფტით მესამე სართულზე ავედით და უზარმაზარ ოთახში შევაბიჯეთ. ირგვლივ სულ მაგიდები, კომპიუტერები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები იყო, დაახლოებით ოცი წყვილი თვალი მაინც გვიყურებდა ლიფტიდან გამოსულებს.
- Nasılsınız arkadaşlar? - ხმამაღლა იკითხა დამიანემ რომ ყველას გაეგო და მათაც ღიმილით მოიკითხეს უფროსი. თანამშრომლების სახელებს ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებდით მე და ლილე ამიტომ მსუბუქად გააცნო ჩვენი თავი და უთხრა რომ მათთან ვიმუშავებდით ახალ პროეტზე.
- წავიდეთ კაბინეტში და უფრო კარგად აგიხსნით - ოთახის ბოლოსკენ გაგვიძღვა დამიანე. - აქ ალექსანდრე კაბინეტია - მიგვითითა თეთრ კარზე - გვერდით ჩემი, კუთხაში კი ჩემი ასისტენტია დამლა, რამე თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ მასთან მიხვიდეთ. ლილე შენ დიზაინერებთან იმუშავებ ძირითადად და მათთან გამოგიყოფთ ადგილს, ანა შენ ოფიციალურ მხარესთან გექნება მოლაპარაკებები და შენს საქმეს გააგრძელებ, შეგვიძლია ცალკე კაბინეტი გამოგიყოთ ან დამლასთან ერთად იმუშაო.
- ჩემ კაბინეტში შეუძლია მუშაობა - წინადადებით გამოვიდა ალექსანდრე
- არ არის საჭირო, დამლასთან დავჯდები თუ პრობლემა არაა - ვიუარე და იმის წარმოდგენაზე რომ მუდმივად მისი ყურება მომიწევდა საკუთარი თავი შემეცოდა. ხო გინდა გაუძლო ასეთ კაცს
- საჭიროა, ისევ ჩემი ასისტენტი ხარ და უკეთესი იქნება თუ ამ პროექტზე ერთად ვიმუშავებთ - თავისას აგრძელებდა უფროსი ქალდანი
- მაშინ კაბინეტის მოწყობას შეუდგებიან დღესვე - თქვა დამიანემ და მის კაბინეტში შეგვიძღვა.
შუადღემდე გაცნობითი საუბრები გვქონდა, ოფისი დავათვალიერეთ და რამდენიმე ადამიანიც გავიცანით. ლილე სწრაფად ადაპტირდა და დიზაინრებთან მალევე გამონახა საერთო ენა, აღარც კი გვეკარებოდა. დამიანემ დამლა გაგვაცნო, რომელიც ლამაზი საყვარელი გოგო აღმოჩნდა და ერთი შეხედვით გახარებული ჩანდა ჩვენი სტუმრობით. ჩემი და ალექსანდრეს კაბინეტი ჯერ კიდევ მოწყობის ეტაპზე იყო ამიტომ დამიანესთან განვიხილავდით მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ვსაუბრბდით საღამოს შეხვედრაზე. დაახლოებით ოთხი ხდებოდა, რომ სახლში წასვლა გადავწყვიტეთ.
- მოკლედ სვეულება რვაზე იწყება, აუცილებელი არ არის რომ ადრე მივიდეთ მაგრამ ნურც დავიგვიანებთ. - გვითხრა დამიანემ სახლის გზაზე.
- ჩემ მანქანაზე რა ისმის? - კითხა ალექსანდრემ
- დავრეკე და წესით ერთ საათში მოიყვანენ
- მშვენიერი.
- მოკლედ დავისვენოთ და დავიწყოთ მზადება, ნუ ჩვენ რა თქვენ დაიწყეთ მზადება, ვატყობ საათებს მოანდომებთ. - ჩაიცინა უმცროსმა ქალდანმა და მე და ლილეს სარკიდან გამოგვხედა.
- ნუ ღელავ არც ისე დიდი დრო სჭირდება ჩვენს გამზადებას - გამოაჯავრა ლილემ
- არა საერთოდ - ირონია არ დააკლო ალექსანდრემ.
სახლში მისვლისას ვისადილეთ და ყველა ჩვენს საქმეს შევუდექით. ბიჭებმა ჯერ პროექტის საბუთების მოგვარება გადაწყვიტეს მე და ლილემ კი სოციალურ ქსელს შევუტიეთ და წამყავნი კომპანიების მფოლბელები დავათვალიერეთ
- ანუ ესენი დღეს იქნებიან? - მკითხა დაქალმა
- კი, შეიძლება
- მოდი ჩვენი მერთი ვნახოთ რა ბიჭია ერთი - წარბები აათამაშა ლილემ და პლანშეტში განაგრძო ყურება - ღმერთოო - აღმოხდა რამდენიმე წამის შემდეგ და თვალებ გაფართოებული დააკვირდა ეკრანს
- რა მოხდა? - პლანშეტი გამოვართვი და გახსნილ ფოტოს შევხედე, ეკრანიდან შავგვრემანი ახალგაზრდა მამაკაცი მიმზერდა. ხორბლისფერ კანს საშინლად უხდებოდა დაბალი წვერი და წამოზრდილი თმა, ყავისფერი თვალები ნამდვილად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას.
- ღმერთოო, მერთი მარტო მე მეგონა მახინჯი მსუქანი და გაბღენძლი არსება? - ბალიში აიფარა სახეზე და საწოლზე ზურგით დაებერტყა. - შოკია!! - წამოჯდა და ისე თქვა, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგებოდა.
- ხო ამას მეც არ ველოდი - ჩემთვისაც მოულოდნელი იყო
- შენი აზრით ასეთ სიმპათიურ კაცს რამე ბოროტული გეგმა ექნება? - ჩაფიქრდა ლილე
- რას გაიგებ - მხრები ავიჩეჩე და პლანშეტი დავუბრუნე - წავალ ყავას გავაკეთებ წასვლამდე, ჩამოხვალ?
- კი აბა რას ვიზამ - საწოლიდან გადმობობღდა ისე რომ პლანშეტს თვალს არ აშორებდა და უკან მომყვა.
- თუ დატკბი ყურებით წინ იყურე - სიცილით მივუბრუნდი კუს ნაბიჯებით მოსიარულე დაქალს
- ვისი ყურებით? - კიბის ბოლოში შეჩერდა დამიანე და გაიცინა
- ასეთ ყმაწვილს გვიმალავდით? - წამოიყვირა ლილემ და კიბეები ისე ჩაირბინა ლამის მე დამაგორა - კანფეეტ ნუ - გადაიკისკისა და სამზარეულოში პირველი შევიდა
- ვიზე ლაპარაკობს - გაკვირვებულმა გამომხედა დამიანემ
- მთავარ კონკურენტზე - გამეცინა ლილეს სახეზე როგორ უყურებდა სურათებს
- ვინ კონკურენტზე? - ახლა ალექსანდრე გამოვიდა მისაღებიდან და სამზარეულოში შემოგვყვა მე და დამიანეს
- გადაწყვიტა წამყვანი კომპანიების ხალხი დაეზვერა და ბოლოს მერთთანაც მივიდა - მხრები ავიჩეჩე და წყალი დავდგი ყავისთვის - არა ისე, მართლა ზედმეტად სიმპათიურია - მხირულად ვთქვი და თვალი ალექსანდრესკენ გავაპარე. მაშინვე შეეტყო როგორ არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი და სახე ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაასერიოზულა
- ასეთი თვალებით მაგას ათვალიერებ? - ახლა უმცროსი ქალდანი დასერიოზულდა და ლილეს პლანშეტი გამოართვა
- დამიბრუნე - მისკენ გაიწია ლილემ
- დიდი ვერაფერია არადა - უემოციოდ შეხედა ეკრანს დამიანემ და ალექსანდრესაც დაანახა, მერე კი პლანშეტი საერთოდ გათიშა
- აქედან ვერ გათიშავ - დემონსტრაციულად დაიკაკუნა ჩემმა დაქალმა საჩვენებელი თითი საფეთქელზე
- ნუ ცანცარებ - გამოსცრა დამიანეს კბილებში
- ვცანცარეებ? მეეე? -შეიცხადა ლილემ - უთხარი ანა ხო ნამდვილად სიმპათიურია - ახლა მე მომიბრუნდა
- კი, სიმპათიური ნამდვილად არის - არც მე უარვყავი
- არა რა ანას თუ არ უშვებთ იქ ჯაშუშად მე მაინც გამიშვით - ფისოს თვალებით გახედა ორ ახმახს
- ატეხილი ხარ ლილე - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი დამიანემ - რა აქვს ასეთი გასაგიჟებელი
- სიმპათიურია - წამოიძახა ლილემ
- ქარიზმა - მხარი ავუბი მეც
- მამაკაცურია - ისევ ლილე
- გამოხედვასაც ვერ დაუკარგავ
- სხეული ხო საერთოდ - თვალები მინაბა დაქალმა
- და ტუჩები - წარმოვთქვი და ტუჩი მოვიკვნიტე. იმდენად შევიჭერი როლებში ვერც კი შევამჩნიე როგორ გადავედი ალექსანდრეს დახასიათებაზე, რადგან მას თვალს არ ვაშრებდი. მერთის ტუჩები კი ნამდვილად არ მახსოვდა. სამაგიეროდ ქალდანების დაბერილ ძარღვებზე და გაცეცხლებულ მზერაზე მალე სიცილისგან გავიგუდებოდი მაგრამ საქმეს შუაში ხო არ მივატოვებდი - დღეს ნამდვილად კარგი საღამო გველის - თვალი ჩავუკარი ლილეს და ყავა ფინჯებში დავასხი
- თუ მორჩით მერთის განხილვას იქნებ საქმეს მიხედოთ - გაიჟღერა ალექსანდრეს ხმამ და ისეთი ბრაზით წარმოთქვა სხეულში დამიარა
- რთულია მისი განხილვა ასე მალე დავასრულოთ მაგრამ სხვა რა გზააა - მხრები უკმაყოფილოდ აწია ლილემ და ფინჯანს დაწვდა, თავისი პლანშეტი დაიბრუნა და საძინებელს დაუბრუნდა
- ეს თქვენი ყავა - ორი ფინჯანი დავუდე ბიჭებს და ჩემი ფინჯნით კიბეებისკენ დავიძარი
- მართლა სიმპათიურია? - ჩუმად კითხა დამიანემ ალექსანდრეს
- სიმპათიური არა ის - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ქალდანმა, მე კი მათ ასეთ რეაქციაზე ჩამეცინა.
როგორც კი ყავა დავლიეთ და ბიჭებზე ჭორაობას მოვრჩით მომზადება დავიწყეთ, მე თმა გავისწორე სიმარტივე მერჩივნა, ლილეს თმის დამაგრებაზე კი ნევროზი დამემართა. მაკიაჟზე უარი არცერთს არ გვითქვამს. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე მაგრამ ხასხასა წითელი ტუჩსაცხი არ დამვიწყებია. ტანზე წინა დღეს ნაყიდი კაბა მოვირგე და მაღლებიც ჩავიცვი. საკუთარ თავს კმაყოფილი ვუმზერდი სარკეში ლილემ რო შემოანათა, ამჯერად უკვე გამზადებულმა.
- აი ეს უკვე სხვა საკითხია - კმაყოფილმა ავათვალიერე დაქალი
- კაცი რო ვიყო ვერ გადამირჩებოდი - სერიოზული სახით შემომხედა და ბოლოს ორივეს გაგვეცინა
- წამოდი თორე აწუწუნდებიან - ჩანთა ავიღე და დაქალთან ერთად პირველი სართულისკენ წავედი
- ხო მალე მივიდეთ დავიპყროთ ერთი თურქეთის ელიტა ქართული სილამაზით - ცანცარს არ წყვეტდა და სიცილით შევედით მისაღებში, სადაც შავ კლასიკურ ფორმაში ჩაცმული ორი ქალდანი გველოდა. ვერ დაუკარგავ საუცხოოდ გამოიყურებოდა ორივე.
- ესენი მგონი მართლა აპირებენ იქ ხალხის გაგიჟებას - გადაულაპარაკა დამიანემ ალექსანდრეს, რომელიც თავის ცეცხლოვან მზერას არ მაშორებდა და უკვე მერამდენედ მათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, მე კი კმაყოფილი მივუახლოვდი და სახესთან დავუჩურჩულე
- გალოდინეთ?
- ღირდა - არ დააყოვნა პასუხმაც და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, მის არეულ თვალებზე კი კმაყოფილს ჩამეცინა.
- წავიდეთ? - იკითხა დამიანემ ისე რომ ჩემი დაქალისთვის თვალი არ მოუშორებია.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს მანქანა უკვე მოეყვანათ მაინც დამიანეს მანქანით ვამჯობინეთ წასვლა. გზაში უჩვეულო სიჩუმე იყო მხოლოდ მე და ლილე გადავხედავდით ხოლმე ერთმანეთს კმაყოფილი მზერით.

მანქანა ერთ-ერთ დიდ განათებულ რესტორანთან გაჩერდა, სანაპიროსთან ახლოს. ბიჭების მანერები აქაც შესამჩნევი იყო ალექსანდრემ კარი გააღო და ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე მის მტევანს ჩემი და კიბეებზე დაფენი ხალიჩას ავუყევით, უკან მოგვყვებოდნენ დამიანე და ლილეც. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ რატომღაც ყურადღების ეპიცენტრში შესვლისთანავე მოვხვდით. ყველა ელაგანტურად გამოიყურებოდა და ინტერესით აკვირდებოდნენ მათთვის უცხო პიროვნებებს.
- ნუ დაიბნევით, აქ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, თან მხოლოდ წარმომადგენლები იყვენენ დაპატიჟებული, ამიტომ უკვირთ ასე - გვერდით ამოგვიდგა დამიანე - წამოდი გავერიოთ - დაამატა ბოლოს და ლილესთან ერთად ხალხში შევიდა
- ასე ჩაცმა აუცილებელი იყო? - როგორც იქნებ ხმა ამოიღო ალექსანდრემ და ზომდან გადმომხედა
- ასე როგორ? - გავიკვირვე და მიმტანს შამპანურის ჭიქა გამოვართვი
- ასე გამომწვევად - თვალი კიდევ ერთხელ მომავლო მთელ სხეულზე
- ფიქრობ გამომწვევია? რამდენიმე წუთის წინ უკმაყოფილო არ ჩანდი - მშვენივრად ვიცოდი როგორი იყო მაგრამ ამის მოსმენა ელქსანდრესგან მინდოდა
- ნუ მეთამაშები ანა
- თამაში თავად დაიწყე ქალდანო - მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე
- მიწვევ - უკან დახევა ვერ მოვასწარი ისე შემიცურა წელზე ხელი და თავის სხეულს ამაკრო
- თავად დაიწყე - არც მე ჩამოვრჩი და ფრთხილად დავიხსენი მისგან თავი - მგონი დროა ხალხში გავერიო - თვალი ჩავუკარი და გრაციოზულობით შევიჭერი ხალხში, მოშორებით ლილე მოვძებნე დამიანეს გვერდით იდგა და თვალით ვანიშნე მოსულიყო.
- რა ხდება - მკიტხა როგორც კი მომიახლოვდა
- არაფერი, ტიპიური მომხიბვლელი ქალდანი - მხრები ავიჩეჩე
- თვქენი ტრფობა მომკლავს, რა გეგონა რო აგიჟებ
- ახლა არ დაიწყო - თვალები დავუბრიალე
- კაი ხო - ხელები აწია - მეზარება ეს გაცნობის პროცესი - ამოიფრუტუნა ლილემ და ერთ-ერთი მაგიდიდან ღვინის ჭიქა აიღო - სადმე ჩვენი მერთი დაინახე?
- არა, მგონი აქ არ არის - ახლაღა გამახსენდა მერთი და დარბაზს თვალი მოვავლე
- ნეტა მართლა ისეთი თუა რაც ფოტოებში იყო
- სხვანაირს ელი?
- არა მაგრამ მეშინია სადმე არ ჩამოვიღვენთო მისი დანახვისას - გაიცინა და ღვინო მოსვლა
- ნუ ცანცარებ ლილე - გამეცინა მეც
- კარგი ხო ჩუმად ვარ მაგრამ რა ვქნა მართლა სიმპათიური და - არ ნებდოებოდა

საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, დამიანემ რამდენიმე ადამიანი გაგვაცნო მეგობარი კომპანიებიდან მაგრამ მერთის კომპანიიდან არავინ ჩანდა.
იყო სიტყვით გამოსვლები და თანხის გადარცხვები ფონდში, სამომავლო გეგმებზე საუბარი და უბრალოდ მშვიდი მელოდიის მოსმენა ალკოჰოლის თანხლებით. ბიჭები ერთ-ერთ პარტნიორს ესაუბრებოდნენ მე და ლილემ რომ დრო ვიხელთეთ და ჰაერზე გამოვედით.
ვინაიდან რესტორანი სანაპიროსთან ახლოს იყო იქ ჩავედით.
- მოგწონს თურქეთი? - ვკითხე დაქალს
- ხომ იცი ყოველთვის მხიბლავს უცხო ქალაქები, სტამბოლო ლამაზია დიდი ხნით ვერა მაგრამ რამენიმე თვე ალბათ ვიცხოვრებდი. შენ?
- ხო, ნორმალურია რაღაცნაირი შინაურული ქალქია თითქოს, უცხოდ არ ვგრძნობ თავს. ხმაურია მაგრამ მაინც მყუდრო გარემოდ მეჩვენება.
- ასეა
- თავი ამტკივა არ უნდა დამელია შამპანიური - საფეთქელზე მივიჭირე ხელი
- სასმელი ნამდვილად არ უვარგოდათ - ჩაიცინა დაქალმა - დარჩები? წავალ დამიანეს ვკითხავ როდის წავალთ, დამალეწა ფეხები ამ ფეხსაცმელმა
- მიდი და მოვალ, იქნებ ჰაერმა მიშველოს და ტკივილი გამიჩეროს
- მიდი მაშინ - წვეულებას დაუბრუნდა ლილე, მეკი იქვე ხის სკამზე ჩამოვჯექი და ღმრად შევისუნთქე ჰაერი.

ფიქრებით ალექსანდრესთან და ჩვენი ბოლო ორი დღის ამბებთან ვიყავი. ჩემი კაცებთან ურთიერთობა ყოველთვის რთული საკითხი იყო. მგონი პირველად იყო, როცა ვიღაცამ ასე შეძლო მოახლოვება, თან ისე რომ ჩემგან გემრიელი სილა და ლანძღვა არ მიიღო. რთული ადამიანი არ ვარ ამ მხრივ უბრალოდ არასდროს ყოფილა ადამიანი ვინც ასე შეძლებდა ჩემს აფორიაქებს, ქალდანს შეეძლო. მის გარეგუნლ სრულყოფილებას, მისი ხასიათებიც ემატება და რაც არ უნდა ნერვებს მიშლიდეს ზოგჯერ მისი სიუჟმურე, მაინც ვაღიაროთ რომ ეს სერიოზულობაა რაც უფრო მეტად მხიბლავს.
თავი ზედმეტად ამტკივდა და ფიქრებსაც კი ვეღარ ვუყრიდი უკვე თავს, თითები საფეთქელს ისე მივაჭირე თითქოს შეძლებდა გაყუჩებას
- İyi misin? - მოულოდნელად გვერდიდან ხმა მომესმა და მეც მისკენ გავიხედე - მამაკაცი იდგა ლურჯ სმოკინგში გამოწყობილი, სახე არ უჩანდა რადგან პირდაპირ იყურებოდა ხედისკენ, მაგრამ ჩავთვალე რომ რაღაც მითხრა რადგან ჩვენ ორის გარდა არავინ იყო.
- რამე მკითხეთ? - ვუთხარი ინგლისურად - თურქულად არ ვსაუბრობ - დავამატე ბოლოს
- გკითხეთ კარგად თუ იყავი - ახლა მოტრიალდა შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდა ჩემკენ. აბა თუ გამოიცნობთ ვინ იყო. მართალია, ძვირფასი მერთი ახლა ჩემს წინ იდგა და მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა. ისე დაჟინებით ვუყურებდი ბოლოს შემრცხვა და თვალი მოვარიდე
- მადლობა, კარგად უბრალოდ თავი ამტკივდა - თვალი მოვაშორე და ჩემს ფეხსაცმელებს დავუწყე ყურება
- საშინელი საღამოა, არ მიკვირს - კიდევ გადმოდგა რამდენიმე დაბიჯი და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- არც ისე, უბრალოდ სასმლის ბრალი იქნება - უხერხულად შევიშმუშნე
- დაუკითხავად შემოგეჭერით, ხომ არ გაწუხებთ? - მკითხა და თავი ჩემსკენ მოაბრუნა, არა ლილე რომ გენახა ნამდვილად ჩამოიღვენთებოდი ზუსტად ისეთია და მგონი უკეთესიც.
- არ მაწუხებთ - ვეცადე თბილად გამეღიმა, მაგრამ ტკივილისგან რამდენად გამომივიდა საკითხავია
- აქამდე არ შევხვედრილვართ? - განაგრძობდა დიალოგს
- არ მგონია, ახლახანს ჩამოვედი თურქეთში
- მართალია, წინააღმდეგ შემთხვევაში დამამახსოვრდებოდით - ტუჩის კუთხე ჩატეხა - ხო მართლა, მე მერთი ვარ - ხელი გამომიწოდა
- ანასტასია - ხელი ჩამოვართვი
- სასიამოვნოა ანასტასია - გაიღიმა და მეც ფრთხილად დავაბრუნე ჩემი მარჯვენა საწყის პოზიციაში
- ჩემთვისაც
- აქ საქმეზე ხართ?
- კი ერთ-ერთ კომპანიაში ვაპირებ ცოტა ხნით მუშაობას - არ მიხსენებია ქალდანის კომპანიის სახელი
- გამოდის შეიძლება კიდე გადავიკვეთოთ
- შეიძლება - მხრები ავიჩეჩე
- საიდან ხართ?
- საქართველოდან
- საქართველოდან, - გაიმეორა - სილამაზით ნამდვილად მაკვირვებს თქვენი ერი
- ხშირად ვაკვირვებთ - არ ჩამოვრჩი
- თურქეთში დიდი ხნით რჩებით?
- ჯერ არ ვიცი ზუსტად, გააჩნია როგორ წავა საქმეები
- იქნებ ყავა ან ჩაიც დაგველია ერთად
- სამწუხაროდ ვერ შეგპირდებით
- ცუდია, თუმცა იმედს მაინც ვიტოვებ - დანებებას არ აპირებდა
- თქვენ რა მიმართულებით მუშაობთ? - ვცადე საქმეზე წამომწეყო საუბარი
- ჩემი კომპანია ძირითადად რეკლამის მიმართულებით მუშაობს თუმცა სხვადასხვა სფეროში ვაპირებთ გასვლას
- საინტერესოა - თავი მოვაჩვენე თითქოს არ ვიცოდი
- რა პროფესიის ხართ?
- ფსიქოლოგი
- საინტერესო პროფესიია
- ნამდვილად მაგრამ სარეკლამო კომპანია უკეთ ჟღერს - გავიცინე - ამ მიმართულებით ბევრი პროქეტია თურქეთში?
- საკმაოდ, არის მსხვილი პროექტებიც და შედარებით მცირეც, თუმცა საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი კონკურენციაა
- კარგია ასეთ გარემოში მუშაობა, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს
- ასეა, მოდუნება ნამდვილად არ ღირს ამ საქმეში.
- დიდი ხანია ამ სფეროში ხართ?
- ერთი წელია სარეკლამო სფეროში ვარ თურქეთში. მანამდე ამერიკაში მქონდა საქმიანობა
- რატომ დაბრუნდით?
- ოჯახური საქმე - მხრები აიჩეჩა
- გასაგებია - გავუღიმე, საუბრის შორს წაყვანა ვერ გავრისკე რადგან შემეშინდა რამეს მიხვდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი. - აჯობებს მე წავიდე - ფეხზე წამოვდექი და მანაც არ დააყოვნა
- მარტო თუ ხარ შემიძლია მიგაცილოთ
- მეგობრებთან ერთად ვარ
- გასაგებია, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია - ჯიბიდან პატარა შავი ქაღალდი ამოიღო - თუ ყავისთვის დროს გამოძნებნით გამიხარდება
- ვეცდები, გპირდებით -ბარათი გამოვართვი და პატარა ხელჩანთაში ჩავდე - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - ხელი გავუწოდე დასამშვიდობებლად
- ჩემთვისაც - ხელის ჩამორთმევის ნაცვლად მტევანზე მეამბორა და ქვემოდან ამომხედა - მაგრამ შემდეგში თვქენობით ფორმას რამე უნდა მოვუხერხოთ - ოდნავ გაიღიმა
- შეიძლება - გავიღიმე და დავტოვე.
როგორც კი ხალხში შევედი შვებით ამოვისუნთქე და ლილეს მოძებნა გადავწვიტე მაგრამ არსად ჩანდა
- სად გაქრი? - უცებ მკლავზე შეხება ვიგრძენი, ალექსანდრე იყო
- თავი მტკიოდა და გარეთ გავედი ჰაერზე, სად არიან ლილე და დამიანე?
- ვიღაცას ელაპარაკებიან იქით - თვალით მანიშნა და მეც იქით გავიხედე - ახლა როგორ ხარ?
- ისევ მტკივა მაგრამ ჰაერმა მიშველა. გარეთ რომ ვიყავი... - მოყოლას ვაპირებდი როცა შორიახლოს მერთს მოვკარი თვალი და გადავიფიქრე, რომ არაფერი გაეგო
- რა მოხდა?
- არაფერი მერე გეტყვით. არ წავიდეთ?
- წამოდი ვუთხრათ და წავიდეთ - ოდნავ გაიღიმა და წელზე ხელი მომხვია, იმდენად მიწვავდა მისი შეხება კანს, ვის ახსოვდა მერთი და თავის ტკივილი.
- გაგიარა თავის ტკივილმა? - მკითხა ლილემ როგორც კი მივუახლოვდით
- ცოტა კი
- წავიდეთ ? - კითხა დამიანეს ალექსანდრემ
- კი, მიდი გადით თუ გინდა და ახლავე გამოვალ ფონდის საქმეს ვიკითხავ
- კარგი გარეთ ვიქენბით მაშინ - ლილე და დამიანე დავტოვეთ და გასასვლელისკენ წავედით რომ იქვე მერთი შევნიშნე. ნაბიჯს საგრძნობლად მოვუკელი რომ როგორმე არ დავენახე, მაგრამ ამის გააზრება და მისი მზერა ერთი იყო. რამდენიმე ნაბიჯი ჩვენკენ გადმოდა, ეს არც ქალდანს გამორჩა
- ეს ის...
- კი მერთია - დასრულება არ დავაცადე ისე ვუპასუხე და გასასვლელისკენ სვლა გავაგრძელეთ, წელზე კი ვიგრძენი ხელი როგორ დაეჭიმა ქალდანს.
- ღამემშვიდობის ანასტასია - ოდნავ მოშორებით შეჩერდა მერთი და ღიმილით გამომხედა



№1 სტუმარი ina

velodebi shemdeg tavs ♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი Łįžį

Auuu...dzaan magaria davintrigdi ....
dzaan maintereseb rogor gagrdzeldeba....
Imedia isev male dadeb ....????

 


№3 სტუმარი ეკა

ისეთ ადგილზე გაწყვიტე რაღა დამაძინებს????ველოდები ახალს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი რა მაგარ ადგილას მიატოვე ცუდია კონკურენტი ხომ არ გამოუჩდ ჩვენ ქალდანს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოოო იძაბება სიტუაცია, გასვანდებიან ჩვენი სვანები თურქეთში.. Ძალიან მაგარია და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

 


№6 სტუმარი Natia

Rodis iqneba shemdegi velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent