შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატერინას წიწილები 2 (სრულად)


12-01-2021, 00:21
ავტორი ჰებე
ნანახია 1 519

კატერინას წიწილები 2

ძირს დაცემული ძლივძლივობით წამოვიზლანზე და ჩემი ზურგჩანთა მხარზე მოვიგდე გამწარებულმა. დამტვრევას გადარჩენილი ტელეფონი ჩანთის ჯიბეში ჩავდე. ვენაცვალე სამსუნგის გამჩენს! - ჯერ კიდევ გამწარებული.
-უკაცრავაად! ჰეი! შენ გეძახი! შავთმიანო ბიჭო! მოიხედე აქეთ რაიქნებაა!- შუა ქუჩაში ყვირილის გარდა სხვა რაღა დამრჩენოდა. ნატკენი, დაკაწრული მუხლი გადაადგილების შესაძლებლობას მართმევდა და ჩემი ხმის იოგებიც ნელ-ნელა წყდებოდენ.
-ძლივს! შენ, სათვალიანო, მოდი აქეთ!- ვუყვირივარ იგივე ბიჭს და როგორც კი მის ჩემსკენ წამოსულ სხეულს ვხდავ, გაკვირვებული სახითურთ, სიხარულის ყიჟინას ვცემ და პატარა ბავშვივით ტაშს ვუკრავ. რომ არა დაზიანებული ფეხი, ვიხტუნავებდი კიდეც.
- მე მეძახდით?
- არა პაპაჩემს საიქიოში!- ვუბღვერ და ხელს ვუწვდი.- მოდი აქ დაგეყრდნო, რომ გაიარე და ჩამიქროლე და კინაღამ გამიტანე და ფეხი მატკინეე! სადაა გენაცვალე უბოდიშოდ და დაუხმარებლად წასვლა?!- ვუბრიალებ აქაქანებული თვალებს და მეც არ ვიცი როგორ, მის ხელს დაყრდნობილი თავადვე მივათრევ გაჩერებისკენ კოჭლობით.
- უკაცრავად, მაგრამ მეჩქარება!- დაბნეული ამბობს ბიჭი თუმცა ვხვდები, ცდილობს მკაცრად გამოუვიდეს ნათქვამი.
- მეც მეჩქარება ხოლმე ჩემო კარგო მაგრამ ხალხს კამეჩივით კი არ ვთელავ, როგამოქანდი ელდანაცემი თხასავით სად მიქანდებოდი რომ მიქანდებოდი?- არ ვწყვეტდი ტლიკინს მე.
- გოგონა! სხვათაშორის თქვენი ბრალია, ტელეფონში რომ იყავი გადაშვებული თავით, სად გქონდა თვალები?
- რას გაგიტლეკია ბიჭო ენა, დაყენდი ერთ ადგილზე! იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადო დგახარ და აქეთ მაბრალებ ამ მუხლის ტკივილს?
- უკაცრავად გოგონი შენი სახელი?
- კატერინა!
-კატო მოდი ახლა აქ ჩამოჯექი, ტაქს გამოგიძახებ და ფულს დაგიტოვებ, მე უნდა გავიქცე მეჩქარება, კარგი?- ძლივსშეკავებული ბრაზით დამხედა და სახეზე ის ღიმილი აიკრა, პატარა ბავშვებს რაიმეს რომ ჰპირდებიან ხოლმე.
- ჯერერთი, კატერინა! და მეორეც, რატომაც არა?- პრანჭვას დამეზარა, მუხლს ჩაცილებული კაბა პრინცესასავით ავიწიე და გაჩერების სკამზე დედოფალივით ყელმოღერებული ჩამოვჯექი.
შავთმიანმა ტელეფონზე ნერვიულად აკრიფა ნომერი და  ლოყასა და მხარს შორის მოიქცია. ტაქსის გამოძახების ფონზე  შარვლის უკანა ჯიბიდან საფულე ამოიღო, გახსნა და ოცლარიანი ხელში შემაჩეჩა.
- გეტყობა ძალიან გეჩქარება- ხმამაღლა ვუთხარი მე.
- კი, კი და წავედი!- ხელი შორიდანვე დამიქნია და  დამშვიდება არ მაცალა, ისე გაქრა ადგილიდან. ოცლარიანი ხელში ავიღე და თვალებმოჭუტული მზის შუქზე დავაკვირდი.
- არა, კაცო, ნაღდია რას ვერჩი- ამოვიბუტბუტე და ჩემს წინ გაჩერებულ მანქანას ეჭვის თვალით გავხედე. ტაქსი ყოფილა. ავდექი, კოჭლობით მივედი მანქანამდე და უკანა კარი გამოვაღე. ძლივძლივობით ჩამჯდარმა ტაქსის მძღოლს  სანაყინისკენ მივუთითე. სანამ მან დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანა გამორთული ტელეფონი ჩავრთე თუმცა  ორმოცდახუთ მესიჯს ყურადღება არ მივაქციე, ან სად მქონდა დრო? მძღოლს დალოდება  ვთხოვე, გადავედი, მაღაზიაში შევედი და ბიჭის მოცემული ოცლარიანი გავუწოდე მოლარეს სამი დიდი ყუთი ნაყინის სანაცვლოდ. პარკით მივადექი ტაქსს, ჩავჯექი და მძღოლს  სახლისკენ წასვლა ვთხოვე. ერთი სული მქონდა როდის ჩავჯდებოდი ჩემს საყვარელ სავარძელში და მულტფილმების ყურების ფონზე ნაყინის როდის დავაგემოვნებდი. ამის წარმოდგენაზე ნერწყვი მომადგა. და სახლამდე დროის ათვლაც დავიწყე. მალევე მივადექით დანიშნულების ადგილს და ჩემი თავით გაკვირვებულმა, რომ მანქანიდან ხისტად გადმოვხტი ტაქსი გავისტუმრე. ვერ მოვითმინე, პარკიდან ყუთი ამოვიღე, უკან დამაგრებული თავისი კოვზი მოვხსენი და თავსაფარი მოვხადე. შოკოლადისა და ვანილის ნაყინის ხილვამ თვალები გამიბრწყინა, სადარბაზოში ჭამით შევედი და ლიფტისკენ გაუხავად, კიბეებზე კოჭლობით ავედი. მეორე სართულამდე აღწეულმა, და მართლაც რომ აღწეულმა ძლივძლივობით მოვარგე გასაღები კარს და ბინაში  შევედი. პირში კოვზჩადებულმა ფეხით მივხურე კარი და მისაღებში შესულმა შუქი ავანთე თუ არა კივილით ვეჭვობ დედაქალაქი შევძარი. მისაღების პატარა დივანზე სერიოზული სახით საბაჰი და მარიამო წამომჯდარიყვნენ.
- არგეღირსოთ კაცის ალერსი!- ვიწყევლები გოგონების მისამართით კინაღამ გულგახეთქილი და ძირს დავარდნილ კოვზს ვიღებ. არ მიკვირს ნაყინის ყუთები რომ არ დამეყარა ამხტარს, მე ხომ მათთან მჭიდრო სულიერი კავშირი მაქვს, როგორ დავაგდებდი და როგორ ვატკენდი ორი არანორმალურის გამო?
- სად გეგდო ქალო ტელეფონი- წამოხტა თოლიას ნათესავი- რამდენი გირეკეთ შეამოწმე მაინც?- შეუკავებლად ყვიროდა საბაჰი.
-ნუ დამაყრუე გენაცვალე, ნერვები ისედაც არ მაქვს წესრიგში- ვეუბნევი და ჩემს სავარძელში მოკალათებული, ნაყინის ჭამის ფონზე მულტფილმებს არა, მაგრამ ორ გაბრაზებულ სახეს ვუყურებ.
- შენ როცა ქალაქში დასეირნობდი კაწია, ამ დროს შეირყა ქვეყანა, წარმოდგენა გაქვს მაინც რა გამოტოვე?- მრისხანებითა და გაურკვეველი აღტაცებით ავსებული მარიამოს თვალები წამით მაჰიპნოზებს, მაგრამ თავს ვაქნევ, ვფხიზლდები და პასუხად უარს ვუბრუნებ გამწარებულს.
- ქალო, სალო ალექსამ გაიტაცა და სალოს მშობლებს დაადგა ქუთაისში, მარიამი ბექას ხვდება, წერეთელმა შეყვარებული გაიჩინა, სადაქალოს მიერ ნაგინებმა გიორგიმ დააყენა საშველი და ლიზას ხელი სთხოვა და აიხნიეს თავისმა სატრფომ სიყვარული აუხსნა, და შენ სად ჭუვრში ზიხარ!- ლამისაა კივილზე გადავიდეს მარიამო, მაგრამ ყურსაც არ ვიბერტყავ, მის გაცოფებულ ხმას მშვიდად ვუსმენ და ნაყინს მივირთმევ.
- მეგონა რამე გასაკვირს მეტყოდით.- ვპასუხობ აუღელვებლად ხოლო მისი შოკოლადისფერი კანი ლამისაა შინდისფერში გადავიდეს ბრაზისგან.
- კატერინა!
- არ გინდა გაერკვე სიტუაციაში ჰო?
- არა, რადგან თავადაც უამრავი პრობლემა მაქვს.
- მაგალითად?- ხელებს აჯვარედინებს საბაჰი. საკმაოდ წყნარი მეჩვენა.
- მაგალითად ბებიაჩემმა თბილისიდან დედამისის მშობლიურ სახლში, ქალაქ გორის ერთ ერთ მიყრუებულ სოფელში გადასვლა მოიწადინა და რემონტს მე უნდა ვუხელმძღვანელო, ასევე უნდა გავუშენო შინაური ზოოპარკი იმავე სახლში, ჩემი ერთი თაყვანისცემელი, რომელიც ამავედროულად ჩემი ყოფილია თავიდან უნდა მოვიშორო, შემოდგომის გამოფენისთვის შვიდი ნახატი მაქვს შესაქმნელი, უნდა მოვასწრო ზღვაზე დასასვენებლად წასვლა და ეს ყველაფერი ამ ზაფხულს უნდა გავაკეთო. ხვდებით რახდება?- გამოვდივარ წყობიდან.
- აზრობ რა სისულელეებზე იშლები?
- ხმა!- ვუბრიალებ საბაჰს თვალებს.
- გოგონები ბათუმში გველოდებიან- შემაპარა მარიამომ- აქ შენი გულისთვის ჩამოვედით.
- თან გვინდა სვანეთიც მოვიაროთ.
-გეხვეწები!
- ხალხნო დედათქვენს ვგავარ? სად გდიოთ?- ვკითხულობ აღშფოთებული.
- შენთან კაცი ვერმოიწყენს და გვჭირდები- ჩურჩულებს საბაჰი და მელასებრ თვალებს მაპყრობს.
- მომისმინეთ, ზაფხულია ახლა სწორედ ადრენალინის დროა, უჩემოდ წადით ბათუმში, მოიწყვეთ დაუვიწყარი თავგადასავალი თუ გინდათ იქაურობა დაიმხეთ, ოღონდ მე შემეშვით!
- შენს გარეშე ადრენალინს რა აზრი აქვს?
- ან გორში წავიდეთ ან ბათუმში.
- რა?
- ან გორში გაგვიყოლე ან ბათუმში დავაწვეთო- ყვირის მარიამო. მე, მათ გამო თავატკიებულსა და მეტად აღშფოთებულს გააზრებული მაქვს, ბათუმში ჩემი ყველა საზაფხულო გეგმა ჩამეშლება, და რადგან ბოლოსთვის ვიტოვებ ბათუმით ტკბობის სიამოვნებას, ერთგვარი გადარჩენის ინსტიქტის გამო სწრაფადვე ვპასუხობ მათ- გორს!
ჯანდაბა! ჩემი ბიძაშვილი, საბაჰი და მარიამო ერთად?
ჩემი ფსიქიკის დარღვევისა და გაფილტვრისთვის ფულად ანაზღაურებას მოვითხოვ ზაფხულის ბოლოს!
გადაწყვეტილია!

***

     სანამ მზე ამოვიდოდეს, ჩემდა გასაკვირად მეღვიძება. ოთახი, რომელიც მოულოდნელი სტუმრების გამო საძინებლად გადავაკეთე ჩემი ბუნდოვანი მზერის ობიექტი ხდება. ვხვდები, ძილი აღარ მიწერია, ამიტომ გემრიელად ვამთქნარებ, პლედს ვიძრობ და დივნიდან ვდგები. ღამის ვარდისფერ შორტსა და მაისურს, ჩემი მუხლამდე შავი, სქელი წინდები "აკვდება", თავს ვატრიალებ და გაწეწილ თმაში ხელის თითების ტრიალით საძინებელში გავდივარ. საბაჰი და მარიამო სრული ამ სიტყვის მნშივნელობით საწოლზე ყრიან. ჩანთაში ჩასალაგებელ, დივანზე დაყრილ ტანსაცმელს წარბაწევით ვუყურებ ხელებგადაჯვარედინებული. თითქოს ვეკითხები, რატომ არ ჩალაგდა სანამ მე მეძინა? გულმოსული არეულად ვტენი სარაფნებს დიდ ჩემოდანში.
მოულოდნელად აწკრიალებული ტელეფონის გამო კინაღამ გული შემიღონდა. ეკრანს შეუხედავად ვუპასუხე რათა ხმამაღალი ზარისგან მძინარენი არ დამეფრთხო, პატარა სანათი ჩავაქრე და ოთახიდან გამოვიძურწე.
- ალო?
- ალო და პატრონის ტ**ნა!- ყურზე საკმაოდ მჭიდროდ მიდებული ტელეფონიდან გადმოსული დაქალის განწირული ხმა წამიერად სმენას მიხშობს. ტელეფონი შორს გავწიე და ღრმად ჩავისუნთქე.
- სალო?- ჩავეკითხე ფრთხილად.
- სალო და ჭირიიი!- კვლავ ღრიალებს და ტელეფონიდან რაღაცის მძიმედ მიჯახუნების მესმის. მგონი მანქანის კარი უნდა იყოს.
- მშვიდობაა?- გამოვდივარ მოთმინებიდან მე.
- ასეთი მშვიდობისგან შორს ყოფნას გისურვებ!- ყვირის ისევ, და მიკვირს როგორ არ ჩაუწყდა ხმა- ჯერ ჩავიდე ბათუმში ვუტირებ ყოფას.
- გოგო ნუ დამლიე!- მოუთმენლობა მიტევს და სამზარეულოში გასული ყავისთვის მადუღარას ვდგამ გაზზე.
- რა და შენმა სანაქებო ალექსამ ხო გამიტაცაა! მოუნდა ვაჟბატონს ცოლი, და იმ უტვინომ ვერ მოიფიქრა და პირდაპირ დედაჩემს და მამაჩემს მიართვა ჩემი თავი ცოლად ვირთავო!- ყვირის სალო და მე უკვე მაგიდიდან დადებული ტელეფონიდან ვისმენ ყველაფერს თან ყავას ვხარშავ- ჰოდა ჯერ იქ ხო ავუწიე ამბები, ამას ჰგონია ფეხების ერთი გაშლა და ჰოპ უკუნისამდე ცოლ-ქმარნი ვართ, თან რომელი საუკუნეა ეს შეცემული! ხოდა ბათუმში საქმეები მააქვსო და მიამ პირდაპირ ლაივში ჩამირთო როგორ ეზასავება ეს შენი სანაქებო ალექსა ვიღაც ბოზს!- ამთავრებს მოყოლად და ტელეფონიდან მისი ღრმა სუნთქვა მესმის. წამიერად გაშეშებული მოყოლილის გააზრებას ვცდილობ მაგრამ ბოლომდე ვერ ვხარშავ ახალ ამბავს.
- გაწყდი?- სალოს ყვირილი მაფხიზლებს.
- ჰოო... კიარადა არა, აქ ვარ.- თავს ვაქნევ და გაზს ვრთავ. ვტრიალდები და კარში გაშეშებული მარიამო მხვდება, როგორც სჩანს სენსაცია მანაც გაიგო.
- რას აპირებ?- ჩავეკითხე ტელეფონს.
- პატრონს მოვ**ნავ, რას ვაპირებ! დავამხობ ბათუმს! ზღვაში ჩავახრჩობ! იმ ს ტუჩებს მივუკერებ **ეზე!
- სულ გარეკა- ჩამჩურჩულა მარიამომ და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
- ქალო არაფერი მოუწიო თავს!
- ნუ შე**ცი კატერინა! შენ ეხლა რამე მშვიდი ადგილი მითხარი სადაც დავწყნარდები სანამ მთელ სამამრეთს გადავეკიდე!
ქაქანებს გოგო. და მე უცებ გონება მინათდება.
-  დიდი ბებიის სოფელში მივდივართ გოგოები და შენც ჩამოდი.
- სად?
- გორში.
- გორში?
- ჰო.- ტელეფონიდან ცოტა ხნით შრიალის ხმა ისმის მერე კი მპასუხობს.
- კარგი! ლოკაცია გამომიგზავნე საღამოს მანდ ვარ!- და ტელეფონი გათიშა.
- შეკრებას აპირებ?- ჩამეკითხა მარიამო და ჭიქაში ყავა გადმოასხა მერე კი წინ დამიდგა.
- სწორად მიხვდი- თვალი ჩავუკარი და ნომერი ავკრიფე. სამეგობროს ცხრა წევრი და გასარემონტებელი სახლი- ძალიან კარგი... ჩავიღიმე და ნამძინარევი მარიამის ხმაც მომესმა ტელეფონში.
- რაა?- დაამთქნარა.
- იცი რომ ახლა სალო ბათუმში გაგიჟებული მოჰქრის?
- რა მოხდა?- უცებ გამოცოცხლდა გოგონა.
- ალექსამ უღალატა.- დანანებით ვუთხარი.
- რაიო?- შეჰკივლა.
- ეხლა დამირეკა, გასული იყო გაღმა ისე ყვიროდა, მანდ ჩამოვა და ააყაყანებს ბათუმს.
-ღმეერთო, გვაღირსე მშვიდობა, საიდან გაიგო?
-მიამ დაურეკა.
- აიი, თურმე სად გაიპარა ეს გოგო! მე, ლიზას და წერეთელს გაქანებული გვეძინა და რა ამბები ხდება თურმე.
- მიას დაურეკე და სალოს დახვდით სადმე არმინდა რამე მოიწიოს- ნერვიულობა შემეპარა ხმაში.
- კაწიაა, არიცნობ სალოს? ხიფათს იქით აშინებს.-თქვა და ტელეფონი გამითიშა. გაოცებულმა დავხედე ეკრანს.
- ოოპაა, ეხლა იწყება არდავიწყება! გოგოები ბოლოს მოუღებენ მაგ ალექსას.
- ბიჭი მეცოდება- ჩავიქირქილე და ყავა მოვსვი.
- რა ხდება?- ოთახში თმაგაწეწილი საბაჰი თვალების სრესით შემოდის. გოგონას ამ სიცხეში გრძელი ფართხუნა შარვალი ჩაუცვამს. თვალები ავატრიალე.
- მოსახდენი მოხდა!- ამოვთქვი, ყავის ბოლო ყლუპი დავლიე და სამზარეულო დავტოვე, რათა დარჩენილი ბარგი ჩამელაგებინა და დანარჩენი მეგობრები გორში მიმეწვია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მინიმუმ თვის და მაქსიმუმ ზაფხულის ბოლოს ჩემი ფსიქიატრი ჩემივე მდგომარეობით გაგიჟდებოდა და ფსიქიატრიული გარანტირებული გვექნებოდა ორივეს.

**
მე, საბაჰი და მარიამო მოუთმენლად ველოდით ზარს ბათუმიდან, რომელიც იგვიანებდა. დილის თორმეტი საათი ხდებოდა და სალო ამ დრომდე ბათუმში უკვე უნდა ჩასულიყო, ალექსასთან საქმე მოეგვარებინა და გოგონებთან ერთად უნდა წამოსულიყო, თუმცა კარგი ამბის მოლოდინში უკვე სული მელეოდა.
- ჩვენ გორში მალევე ჩავალთ, მაგრამ მათზე ვნერვიულობ იქნებ რამე მოუვიდათ?- ოთახიდან ოთახში ნერვიულად მოსიარულე მარიამო გონებას მიფანტავდა.
- ყველაფერი რიგზე იქნება, ნუ ნერვიულობ!
- იქნებ ავარია მოხდა?
- რა სისულელეა- სიმწრისგან ჩაიცინა ჩემს გვერდით დივანზე მოკალათებულმა საბაჰმა.
- იქნებ სალომ ალექსა მოკლა და ახლა პოლიციაშია?
- გეყოფა მარიამო!
- იქნებ სალომ ალექსა გააბრაზა და თვითონ ალექსამ მოკლა სალო?
- გეყოფა!- დავიყვირე მოთმინება ამოწურულმა. საბაჰი იმხელაზე შეხტა გადახარხარება მომინდა, მოლაქლაქე მარიამო კი გაჩუმდა.
- ნუ შფოთავ, კარგზე იფიქრე და ყველაფერი კარგად იქნება!- დავამატე მერე წყნარად.
- კი მაგრამ იქნებ...
-ჩუ! - აღარ დავასრულებინე წინადადება, აზუზუნებულ ტელეფონს მაშინვე ვუპასუხე და მიკოროფონზე ჩავრთე.
- მია?
- გამარჯობა კაწ, როგორ ხარ?-მის ხმაში ცოტაოდენი ღელვა მაშინვე შევნიშნე.
-მია, რა ხდება?
- კატერინა... ყველაფერი კარგადაა, სალო, მარიამი და ლიზა ოთხი საათის წინ გამოვიდნენ.
-რა ოთხი კაცო, აქამდე რატომ არ დარეკეთ? ანდა შენ? შენ არ მოდიხარ? წერო და აიხნიე?
- მე...- გოგონა შეყოყმანდა, მოულოდნელად ტელეფონში უცნობი ბიჭის ხმა გაისმა.
- მია, დაბრუნდი საწოლში რა....- იყო ბარიტონი.
-მია?- ჩამეცინა სიმწრისგან. საბაჰი და მარიამო თვალებგაფართოებულები უყურებდნენ ეკრანს.
- არაა, კატერინა ეს ის არაა რაც გგონია.
- და რა უნდა მეგონოს?- გამოვცერი კბილებში.
- ღმერთო, ჯანდაბა!... მია?- კვლავ ბიჭის ხმა იყო.
- მოვალ მიშო მაცალე! -გაუწყრა ბიჭს.
- გასაგებია! ანუ მთელი შენი სადაქალო ვიღაც ბიჭში გაცვალე? ყოჩაღ მია! ყოჩაღ!
-კატერინა ნუ ბავშვობ! ყველაფერი...-წინადადება არ დავასრულებინე ზარი გავთიშე.
-ეს რა იყო?- ყურებს ვერ უჯერებდა მარიამო.
- რა გიკვირს, მიაც ადამიანია აეშლებოდა ჰორმონები- ჩაიცინა საბაჰმა.
- არადა წუხელის შევუთანხმდი უკლებლივ ყველა წამოვიდოდა-ამოვიჯუჯღუნე.
-გეყოფა გოგო! რას ჭირვეულობ, ვსო აიღეთ ბარგები და ჩავედით დაბლა. წავიდეთ, დროა უკვე!- ბრძანება გასცა საბაჰმა.
სულ წუწუნით ჩავიარე კიბეები. მეგობრების მთლიანი შეკრება ვერ გამოვიდოდა და ვწუხდი. საბაჰის თეთრ მაქნანაში ჩავჯექით და დავიძარით. გზაში ყურადღება გადავიტანე და ერთი გავიფიქრე, ამ გაკრიალებულ მანქანას რა ბედი ეწეოდა სოფელში და ბოროტულად ჩამეღიმა.

***

- ჰო, იკა გზაში ვართ, შენ რას შვრები?- მანქანა გზაზე მაღალი სიჩქარით მიჰქროდა. საბაჰი პროფესიონალივით მართავდა მანქანას, მის გვერდით მჯდარი მარიამო ყურსასმენებში მუსიკებს უსმენდა, მე კი ჩემს ბიძაშვილს ველაპარაკებოდი, რომელიც სოფელში უნდა დაგვხვედროდა.
- როგორც მითხარი გოგოებს ველოდები, მუშები ხვალ დილიდან დაიწყებენ ოთახების გარემონტებას.
- ძალიან კარგი, ცხოველებზე რა გაარკვიე?
- ბებიაჩვენს რაღაც ეტაკა ასიანი. ხბო მოუნდა, ამიტომ იძულებული გავხდი დედამისიანად მეყიდა- ამოიოხრა ბიჭმა- ორ კატას ბებო ჩამოიყვანს, თხუთმეტი ქათამი აქვე იშოვება და ეგაა რა.
- აგაშენა ღმერთმა, არიცი რა საქმე მომაშორე.
- რისთვის გყავარ აბა?... მგონი მოვიდნენ.- დაამატა მალევე.
- ვინ?
- შენი დაქალები. შავი ჯიპია.
-ჰოო ეგენი არიან, შემოუშვი, უფრთხილდი და მისაღებში დასხი, ჩვენც მალე მოვალთ, არ მინდა ჩემი საძინებელი აურიონ!
- კარგი კატერინა, მალე მოდით, უკვე მეშინია.
-რა?
- ერთი გოგო საჭესთან რომ იჯდა ეგრევე გადმოფრინდა და ოთახში შევარდა.
- გრძელი თმები აქვს?
-ჰო.
-სალოა ეგ, გაანებე თავი განერვიულებული იქნება.
- კარგი.- ზარი გავთიშე და ქალაქს მიახლოვებულებმა საბაჰს სოფლის გზისაკენ გადავახვევინე. კიდევ თხუთმეტწუთიანი მგზავრობის მერე კი ბებიაჩემის მშობლიური სოფელი გამოჩნდა. სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ ახლოს იდგა. სოფელს დასავლეთით დიდი მინდვრები გასდევდა, ჩრდილოეთით კი გორები იწყებოდა.  ჩვენს სახლს გარშემო ქვის დიდი გალავანი ერტყა, მარჯვენა მხარეს კი შესახვევი, ახალი გზა იწყებოდა. დიდ ჭიშკართან მიახლოებულებმა საბაჰს ვანიშნე დაესიგნალებინა. ხმაურზე მარიამო შეხტა, გამოეღვიძა. მანქანიდან ღიმილით გადავედი და პირდაპირ ჭიშკრის პატარა შესასვლელი კარი შევხსენი. ღიმილი სახეზე შემახმა როდესაც მოულოდნელ სანახაობას წავაწყდი. ბალახით დაფარული სახლამდე მისასვლელი გზა, მცოცავი მცენარეებით დაფარული გალავანი, ეზოში გაშვებული ქათმები, ხბო და ძროხა, იქვე დიდი ჯიპი იდგა და ჯიპის წინ თუთის ხის ქვეშ სკამზე წელზემოთ შიშველი იკა სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. კარის ხმაზე ჩემსკენ გამოიხედა და ღრმად ამოისუნთქა.
- კატერინა! სად ჯანდაბაში ხარ აქამდე?!
- რა ხდება?
- აკი დაქალებიო? სახლში გარეული ცხოველები შემომაშვებინე?
-  მე უნდა გკითხო, აქაურობა ჯუნგლებს რატომ ჰგავს?- ავუწიე ხმას.
- გოგო, მეც ამ დილით ჩამოვედი და მადლობა თქვი რომ სახლის კარი საერთოდ ღია დაგხვდა.
- ირაკლი!
- არ გითქვამს რომ კიდევ ვინმე იქნებოდა!- კბილებში გამოსცრა და ჩემს ზურგს უკან გაიხედა. თავი შევატრიალე, მარიამო კართან ატუზულიყო და უხერხულად უღიმოდა ბიჭს.
- ჯანდაბაა! კატერინა! ჭირი! სად მოგყვებოდი!- ეზოში ჯუჯღუნით შემოვიდა საბაჰი.
- უკაცრავად ქალბატონო, კომფორტის ზონა აქ არ იარსებებს ჯერჯერობით!- დაგესლა იკამ.
-კმარა!
-ჯერ არ ჩამოსულხართ და უკვე დამღალეთ!- ამოიჯუჯღუნა, ზურგი შეგვაქცია და დიდი, სამსართულიანი სახლისკენ გაემართა.
- აქ რა ხდება?- შემეკითხა საბაჰი.
-ვერაა ნერვებზე, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ვუპასუხე და ბარგი გამოვართვი.
გოგონებს სახლისკენ გავუძეხი.
   სახლში შებიჯებისთანავე მივხვდი, სრულ აურზაურში მყოფს კატასტროფილი ზაფხული მელოდა. მტვრიანი მისაღები, სამზარეულო და სამზარეულოს ფანჯრიდან გამოჩენილი უკანა ბაღი, რომელიც წელამდე ბალახით იყო დაფარული, არასასიამოვნიდ მიღიმოდნენ-მოდი დაგვალაგეო. მაგამ არა! ისევე როგორც იკასაც, ჩემს არაორდინალურ სამეგობროსაც კარგა ხნის მუშაობა მოუწევდა. მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტი მამშვიდებდა.
   მისაღებში არავინ დამხვდა. სამზარეულოში, მაცივარში შემძვრალ ირაკლის გავხედე.
-გოგოები სად არიან?
-შენს ოთახში- მიპასუხა შემოუხედებლად. მეც მარიამოს და საბაჰს ვანიშნე მაღლა ამომყოლოდნენ. გარეთ გავედი და კიბეებზე ჩანთით ხელში მყოფმა მეორე სართულამდე ავირბინე. დიდი და გრძელი აივანი, რომელიც შემოსასვლელ ეზოს გადმოჰყურებდა, ოთხ კარს აერთიანებდა. ბოლო კარი ჩემს ოთახში შესასვლელს წარმოადგენდა და სწორედ იქიდან გამოდიოდა ხმაური:
-კატერინა სადაა აქამდე?!
-მოვა რანახე! გაგეხედა სიგნალის ხმა ხო გაიგე!
-რით ვერ მოვიდა! მშია! ქვემოთ კი მისი ველური ბიძაშვილი ბრდღვინავს!
-იკას რას ერჩიან?- ჩავიჩურჩულე სალოს კივილით გამხიარებულმა და მხრების ჩეჩვით გამოყოლილ მარიამოს შევხედე.
-აბა მე რავიცი?- გაიოცა გოგონამ.
ღრმად ამოვისუნთქე და ოთახთან მისულმა ორფთიან კარს ხელი ვკარი.
- ჰოლა! -შევძახე მყისვე.
საწოლზე მდგარ სალომეს პირთან მიტანილი შოკოლადი გაუშეშდა.
-კატერინა!- საწოლს გადმოაფრინდა მარიამი, და რაც ვიგრძენი ეს იყო ტკივილი გულ-მკერდის არეში.
-ამომასუნთქე-ამოვიხავლე და როგორც კი გოგონამ ოდნავ შემიშვა ხელი მეც მოვხვიე მკლავები მონატრებულს.
-სად დაგვეკარგე ა?- ჩამეკითხა როდესაც მომშორდა. -ვაა მარიამო, საბაჰ!
- აკი ადრე ჩამოვალთო?- კვლავ საწოლზე მდგარმა სალომ იმის მაგივრად რომ ჩამხუტებოდა, კამათი დამიწყო.
- დანარჩენები სად არიან?-ვკითხე მხოლოდ ორი მათგანის დანახვით გაოცებულმა.
-წერომ კაი სვანი ააგდო, ამიტომ აქ არ წამოვიდა, აიხნიე თავის სატრფოსთან ერთად არდადეგებზეა, რატომ გავახსენდებოდით... აი მია კი რთული შემთხვევაა...- ვითომ ჩაფიქრდა გოგონა და შოკოლადით მოთხვრილ პირზე თითი მიიტანა.
-ვიცით მიამ დილით რომ გვიპასუხა ვიღაც ბიჭის ხმაც ისმოდა საწოლში დაბრუნდიო-დაახეთქა საბაჰმა და საწოლზე გაწვა.
-ჰოოდა ნუ მოკლედ ზაფხულამდე თავის გულისწორებს თუ შეელივნენ ჩამოვლენ აქაც-დაასრულა სალომ.
- და ლიზა?- ამომეწურა მოთმინება.
-საპირფარეშოში ჩავიდა ხუთი წუთს წინ-მიპასუხა მარიამმა და ის ის იყო მარიამოს ჩანთა გამოართვა განწირული კივილის ხმა მოისმა.
-კატერინაა!
შიშისგან შემხტარი ხუთეული აივანზე გავარდით. კივილი სახლის გვერდიდან მოდიოდა.
-ლიზაა!
-რა ჯანდაბა ხდება?- გამოვიდა გარეთ იკა.
-ეხლა არ მითხრა რომ ტუალეტის კარი არ გააკეთე თორემ არ ვიცი რას გიზამ!- ყვირილით ჩავრბოდი კიბეებზე და გაფითრებულ იკას მკვლელის მზერით ვუყურებდი.
-რა ვიცოდი...
-ხმა!
   სახლის მარჯვენა მხარეს სირბილით მივედი და უკანა ეზოში ვარდების რიგებს შორის განმარტოებით მდგარ ტუალეტს მივუახლოვი. გოგონები უკან მომყვნენ.
- ლიზა?!
-კატერინა მიშველე! არ იღება კარები.
-მერე რა გაღრიალებს ქალო!- არ დააკლო სალომემ.
-თაგვია!-კვლავ იწივლა გოგონამ.
-ლიზა გვერდით გადექი იკა კარებს შემოამტვრევს.- ვუთხარი როდესაც კარს ძვრა ვერ ვუყავი და დაბნეულ ბიჭს თვალები დავუბრიალე.
- თაგვი როგორ შევიდა?- იკითხა მარიამომ.
-აძვრა, აძვრა!- იღრიალა იკამ, გოგონას ზემოთ არსებულ პატარა ცარიელ ხვრელზე ანიშნა და აწითლებული და შორიდან გამოქანებული ტუალეტის კარს გვერდიდან შეასკდა.
   ლაწანის ხმამ წამით ყურები ამატკია. გარეთ გამოვარდნილი გაფითრებული ლიზა საბაჰმა დაიჭირა, ხოლო მე საპირფარეშოში შევიხედე. კედელს კარიანად აყრდნობილიყო ჩემი ბიძაშვილი და თვალებდახუჭულს ღრმა სუნთქვა დაეწყო.
-ის სისხლია?- ხმა აუკანკალდა მარიამს.
-სალო, გაიყვანე!- ვუთხარი სალოს მაშინვე როდესაც თეთრ კარზე ჩამოცურებული წითელი შევნიშნე და გოგონამ მარიამს ხელი ჩაავლო მაშინვე.
-წამოდი აქ რა დაგედგომება!
- იკა?- შევეკითხე ბიჭს და საღ, მარჯვენა მხარზე ხელი მოვუთათუნე.
- გეფიცები ჭირები ხართ- სიმწრით გამოსცრა ბიჭმა კბილებში და დაზიანებულ მკლავზე ხელის დაჭერით გარეთ გამოვიდა.
- ჭირები რა სიტყვაა? ან ჩვენ რა შუაში ვართ, შენ მოგივიდა ზედმეტი!- დაიწრიპინა შუბლშეკრულმა მარიამომ და მაშინვე გაჩუმდა როდესაც იკას დაბრიალებულ თვალებს წააწყდა.
- მე აქ შემსვლელი აღარ ვარ!- თქვა აცრემლებულმა ლიზამ.
- საერთოდ აქ რატომ შეხვედი?- შუბლი შევკარი მომხდარით აღშფოთებულმა.
-შენმა სანაქებო ბიძაშვილმა ამის გარდა ტუალეტი არ არისო.
ჩაფხუკუნებაზე იკას გავხედე, რომელიც წინ მიდიოდა.
- მოგატყუა ლიზა!- დაასკვნა საბაჰმა.
- და ტყუილიც ძვირად დაუჯდა!- ვთქვი და ახარხარებულ ირაკლის მუჯლუგუნი ვკარი.
- მტკივა!- ამოიოხრა ბიჭმა.
- ღირსი ხარ!- არ დააკლო ყვირილი მარიამომ.
- შენ ვაფშე რა გინდა?
-უსამართლობის წინააღმდეგ მოვდივარ!

**
   შეთანხმება, რომ სამზარეულოს ძირფესვიანად დალაგების შემდეგ დავიძინებდით და დანარჩენ საქმეებს ხვალ შევუდგებოდით ძალაში წუხელისვე შევიდა. დღეს მუშებს ველოდებოდი, რათა მესამე სართულის სამი დიდი ოთახი და ერთი სააბაზანო გაერემონტებინათ. იკა, რომლის მიერ მოზიდულიც გახლდათ ყოველი საჭირო მასალა, ახლა ჩემს წინ ამ მზიან დღეს ნატკენი მხარით ბალახს ცელავდა.
- აუუ კატერინა, ცოდოა- გვერდით ამომიდგა მარიამო და აივნის მოაჯირს დაეყრდნო, ოფლით დაცვარულ იკასკენ მანიშნა.
- არაა ცოდო, საამისო არაფერი მოსვლია დაწყნარდი- დავამშვიდე გოგონა.- მარიამი სადაა ხომ არიცი?
- იკას მივეხმარები და ძროხას ვაჭმევო- აიჩეჩა მხრები. მე თავი დავუქნიე და პირველ სართულზე სკუპ-სკუპით ჩავირბინე. სამზარეულოს გვერდით საპირფარეშოში თავი მოვიწესრიგე და საზოგადოებისთვის საუზმის მომზადება დავიწყე.
- იკა კარგი ადამიანია შენს შვილს რომ არ დაგაშორა- მოულოდნელად ზურგიდან ლაპარაკი შემომესმა. სამზარეულოს ღია ფანჯარასთან მივედი.
- მალე სახლს აგიშენებთ და აღარ მოგიწევს ჩრდილიდან ჩრდილში სიარული.- მარიამი ძროხას ელაპარაკებოდა, რომლის გვერდით ხბო ატუზულიყო.
- ახლა მოდი და წყალი დალიე რა- ვედრებად დაიღვარა გოგონა. გადახარხარება მომინდა.
მარიამმა წყლით სავსე სათლი ხუთიოდე ნაბიჯში დაუდგა ძროხას და მალევე უკან დაიწია.
-მოდი რა, დალიე. თორემ მერე დაიხრჩობი წყურვილისგან  და შენს შვილს რძეს ვინ აჭმევს, მე?! სად მაქვს მე რძე!
მეტის მოთმენა არ შემეძლო, ფანჯარას მოვშორდი და ხმამაღლა ავკაკანდი.
-ოოხ, გაუღვიძია კრუხს!- თვალების სრესით შემოვიდა სალო.
სულის მოსათქმელად ცივი წყალი მოვიყუდე და პურის დაჭრა გავაგრძელე.
-სოფლის კვალობაზე როგორ გეძინა?-დავგესლე გოგონა
-მოვითხოვ ცალკე საძინებელს! ლიზა მთელი ღამე ხვრინავდა!
-გასარემონტებელია თორემ კიბატონო-კოცნა გავუგზავნე მაგიდის ბოლოში მჯდომს, რომელსაც კეხურა ჩაეკბიჩა და მადიანად შეექცეოდა. პურის დაჭრილი ნაჭერი კვერცხში ჩავაწე, შემდეგ კი ცხელ ტაფაზე ავაშიშხინე.
-ვინ ხვრინავდა?- ქარბორბალასავით შემოიჭრა ლიზა, მოულოდნელად ლოყაზე კოცნა დამიტოვა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო სალოს? სველი ლოყა ზიზღით მოვიწმინდე სალფეტკით.
-შენ, ძვირფასო!
-გაგდებულს მეძინა გოგონი!
-ნეტავ რა იცი მძინარემ როგორ გძინავს?
-ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ არ ვხვრინავ! -ჩაისთვის ჭიქები გადმოიღო ლიზამ.
- აბა მომელანდა?
-შეიძლება ბაყაყების ყიყინში აგერია...
-არ მორჩებით?!- ვიწივლე თვალებგაფართოებულმა, როდესაც მივხვდი მათ უაზრო კამათს დასასრული არ ჰქონდა.
-მან დაიწყო- მხრები აიჩეჩა ანგელოზის სახით მომზირალმა ლიზამ და კარადიდან შაქარის ყუთი გადმოიღო.
-საბაჰი სადაა?- ვიკითხე და კვერცხიანი პურის ბოლო ნაჭრები ვუბოძე ცხელ ტაფას.
- მე რავიცი, მაგას და მარიამოს ერთად ეძინათ.
-სალო, გუშინ ვერ მოვახერხეთ ლაპარაკი და, ალექსასთან რა ხდება?-თვალები მოვჭუტე. გოგონამ სიმწრით ჩაიცინა.
-რა უნდა მომხდარიყო, მივედი, პირდაპირ სასტუმროს ნომერში შევაჭერი და  ვნებიანი ღამე ჩავუშხამე.
- არ არსებობს!
-რსებობს, რსებობს! მაგის გამო მე მეტ ნერვს არ მოვიშლი, მთავარია იმ *უკნას კბილის პასტა ჩავთხარე პირში, ხოლო ჩემი ნახვით გაოცებულ ვაჟბატონს კი ფეხებშუა ერთი მაგარი ვლეწე.-გადაიხარხარა-ნეტა გენახა როგორ გაწითლდა. წითელი ვაშლები მონაგონია.
- არაფერი გეშველება...
    მოულოდნელად ძროხის განწირულმა ბღავილმა მოიცვა იქაურობა. მაშინვე ფანჯარას ვეცი. თვალში ვაშლის ხეზე  ამხტარი მარიამი და მის ქვეშ ქშინავი ძროხა მომხვდა.
-რა ხდება?- გავძახე გოგონას.
- გეფიცები არაფერი მიქნია, მარტო ხბოს მოფერება მინდოდა!- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში.
-მარიამო! იკას დაუძახე მალე!- ვაფეთე სამზარეულოში ახლახანს შემოსულ გოგონას და უკანა კარიდან- რომელიც უკანა ბაღს უერთდებოდა- გავვარდი. სირბილით მივუახლოვდი კონფლიქტის ეპიცენტრებს.
- ოე! რქებიანო, მოიხედე აქეთ!- დაძახებაში ბადალი არ მყავდა.
მაგრამ ნურას უკაცრავად, ქალბატონს ყურიც არ შეუბერტყია. მარიამი შეეცადა მაღალ ტოტზე ასულიყო, თუმცა მეეჭვებოდა ვაშლის ამ ხის ტოტები მას გაუძლებდა და ვიდრემდის საფრთხეზე გავაფრთხილებდი, გოგონა ზემოთ აბობღდა, ტოტი რომელზეც ერთი ფეხი დაეყრდნო მისდა მოულოდნელად ჩატყდა, ხელის სხვა ტოტზე ჩამოკიდებით სხეულის ბალანსი კი დაიცვა, მაგრამ თვალებზე უდიერად დაკოსილი სათვალე ჩამოუვარდა და ხის გარშემო წინ და უკან მოსეირნე ძროხას ჩლიქებქვეშ გაეგო.
-ააააა! კატერინა ქენი რამე!
-რომელი დიპლომატი მე მნახე ეს დავაშოშმინო!- არ დავაკელი.
უკან მივიხედე. გოგოები კართან მიცდიდნენ. დაქალობაც ასეთი უნდა. მე უნდა შევვარდნილიყავი ამ ძროხის ქვეშ და თვითონ მერე ჩემი დალურჯებული სხეული უნდა ეგლოვათ?! ან ეს იკაც რომ არ ჩანდა აქამდის. მარიამომ რომან-ბაასი გაუბა თუ ეს მეტად საჭირბოროტო ამბავი შეატყობინა? ნერვიულობისგან ხელები და შუბლი ცივი ოფლით დამეცვარა.
-რა ხდება?- გამოვიდა იმ წამსვე იკა და შორიდან დაიღრიალა.
-შენმა გოგომ გაჭედა!
-ვინ?
-ძროხაამ!- ხიდან ჩამოჰკიოდა მარიამი.
-მატილდა, მოდი აქ, რა სკანდალები აგიტყდა ჰა?- ხმაში შეპარული ღიმილით მიუახლოვდა ირაკლი ძროხას და სრულიად ჩვეულებრივად საყელოში სტაცა ხელი.
-მატილდა?
-რაიო?- ერთდროულად შევყვირეთ მე და მარიამმა.
-ჰაა ჩადიხარ თუ გავუშვა?
-დამაცადე!
გოგონა ხიდან მსწრაფლად ჩამოხტა.
-შეეშვი მაგ სათვალეს უკვე გასულია გაღმა! -დავუღრიალე როდესაც ფეხების მიწაზე უაზრო ფათურმა ნერვები მომიშალა. ჰო ლოდინი არ მიყვარს. ანდა საერთოდ, არ მიყვარს როდესაც ნერვების მოშლისკენ რამე მიბიძგებს-საკუთარ თავს ვკარგავ! ანუ საკუთარი თავის დაკარგვა არ მიყვარს! ჯანდაბა!
წყნარად ვარ! ვსო!
ახლოს მოსულ მარიამს ხელი ჩავავლე მაჯაში და სახლისკენ წავათრიე.
ძროხის დაკავებით გულმოცემული, გასაშრობი სარეცხივით გამოფენილი გოგონები სახლში შევყარე.
- არ გინდათ ერთი დღე ხათაბალების გარეშე გაატაროთ?-დავსვი კითხვა ღრინვით.  ცუდი სუნი მეცა.
-რა ჯანდაბაა?!
სამზარეულოსკენ გავარდნილს იქაურობა შავი კვამლით მოცული დამხვდა.
-გამწოვი არ ჩართეთ?! ყიყლიყო დაიწვა! -ვიღრიალე უკან წიწილებივით ადევნებული გოგოების მისამართით და გამწოვის ღილაკს გააფთრებულმა მივაჭირე ხელი და ფანჯარა ბოლომდე გავაღე რათა შავი კვამლი და არასასიამოვნო სუნი მალევე გამქრალიყო.
-გვეგონა გამორთე- ამოიკნავლა მარიამომ.
-საქმე იმაშია რომ არაფერიც არ გეგონათ!-შევუღრინე და გადამწვარი ტაფა სანაგვე ურნაში გადავუშვი.
-კარგი! კარგი კატერინა! დაწყნარდი, მოდი შენ გადი, მაღლა ადი, ყველაფერს ჩვენ მივხედავთ-აქოთქოთდა ლიზა.
- ყიყლიყოს ბევრი მარილი არ უყოთ!-ვთქვი და კარები გამოვიჯახუნე.
-იი ყიყლიყის ბივრი მირილი ირ იიყოთ!- კარს უკან დაწვრილებული ხმა მომესმა და კარებს ხელი ძლიერად დავარტყი.
-სალომე!- ხმა შეწყდა. გამწარებულმა მძიმე ნაბიჯებით ავათავე კიბეების საფეხურები და ის ის იყო ჩემი ოთახის კარი უნდა შემეგლიჯა მარიამოს და საბაჰის ოთახიდან ქვითინის ხმა მომესმა. მივაყურადე. აშკარად ვიღაც ტიროდა. მერე გამასხენდა საბაჰი მთელი ამ დროის განმავლობაში არ გამოჩენილიყო. კარი ფრთხილად შევაღე. ჩემგან ზურგშექცევით საწოლზე ფეხმორთხმით მჯდარ საბაჰს თავი ხელებში ჩაერგო და ტიროდა. წამისწინანდელი მრისხანება გამიქრა და გოგონას მდგომარეობით დამძიმებულმა შევაბიჯე ოთახში.
-საბაჰო?
საბაჰმა სრუტუნით შეიმშრალა ცრემლები.
-კატ, აქ რა გინდა.-სუსტად გაიღიმა.
-შენ რა გინდა აქ? რა მოხდა? კარგად ხარ?
-ჩემმა ქმარს საერთოდ არ ვუყვარვარ!- ამოიბღავლა და მის გვერდით მჯდომს სველი სახე გულ მკერდში ჩამირგო.
კიდევ კარგი ამოღებული მაისური არ მეცვა! ჩემს შიშველ მკერდზე პირველი მამრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა დამხობილიყო.
წესიერი წარმომადგენელი ოღონდ!
მოკლედ, გავშეშდი. მერე საბაჰის აცახცახებულ მხრებს ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე.
-რა მოხდა მერე, ყველას კი არ უყვარს მუდამ- ჰო, დამშვიდებაში ბადალი არ მყავს! გოგონას უარესად აუტყდა ქვითინი. ჩემი მაისური ალბათ გასაწური გამიხდებოდა.
-კარგი, დაწყნარდი, მოდი ჯერ ყველაფერში გავერკვეთ და მერე...
-რა გავერკვეთ ადამიანმა სამჯერ გამითიშა ზარი! ორი საათის განმავლობაში არც დაურეკავს! არც არაფერი მოუწერია! მღალატობს? -ამომხედა სასოწარკვეთილმა. იმ მომენტში დავფიქრდი რა მოხდებოდა თუკი ჩემი ქმარი სამი უპასუხო ზარის შემდეგ, ორი სასთის განმავლობაში რომ  არაფერს მომწერდა. -გავბრაზდებოდი! რა თქმა უნდა! და არა მგლოვიარესავით ვიქვითინებდი! ბრაზით ავივსე და მომინდა საბაჰი კარგად შემენჯღრია.
-ეხლა მისმინე! -მხრებით დავიჭირე გოგონა და მზერა გავუსწორე- თავს ვერ დავდებ რომ ჩემს თვალებში აალში გახვეული ურჩხული დაინახა, მაგრამ რომ შეკრთა ფაქტი იყო- მოეშვები უაზრო მოთქმას და დაწყნარდები! რა სისულელეებზე ტირი?!- გამოვცერი კბილებში.
-არ  მპასუხობს...-ხმა გაეპარა და ცრემლიანი სახე შეიმშრალა.
-მაინცა მაინც გღალატობს მერე?! იქნებ რამე სჭირს?
- რა?
გოგონას ხელი შევუშვი, მივხვდი აზრი არ ჰქონდა. მისი ხასიათის მოულოდნელმა ცვლილებამ დამაფრთხო.
-ორსულად ხარ?- გამიფართოვდა თვალები. საბაჰმა ჯერ შემომხედა, მერე გადაიხარხარა.
-არა...-გაეღიმა სიმწრით.
-ვითომ რატომ?
-აბებს ვსვამ.
-უხ რა!- თვალები ავატრიალე.- აბა რა გჭირს? ჰაერმა გამოგაშტერა?
-აუ რავიცი, ჩემი ვახო მინდა მე!-სახე დამანჭა და პირდაპირ ბალიშებში ჩაეფლო.
მივხვდი არც მისი დამშვიდების ნერვები მქონდა და არც საკუთარი თავის, ავდექი და ჩემს ოთახში შევედი. მაისური, რომელიც ნახევრად სველი იყო, მაშინვე გავიძრე და სველი კანი მანჭვით შევიმშრალე. გადაწყვეტილი მქონდა ქვემოთ არ ჩავსულიყავი, ნერვული აშლილობის დასაოკებლად დამამშვიდებელი მივიღე და წიგნის წაკითხვა მოვიწადინე, სანამ სასაუზმოდ დამიძახებდნენ.
საწოლში ჩავწექი და ის ის იყო წიგნი გადავშალე, ხმა შემომესმა. ვინაიდან დამამშვიდებელი მქონდა დალეული, უკვე მრავალჯერ გამეორებულ ფაქტს მშვიდად შევხვდი, თუმცა დაბლიდან მომავალი რაღაცის ზიგზაგი ხელს მიშლიდა კითხვაში. ფანჯრიდან გადავიხედე. სახლის მარჯვენა და გალავნის მეორე მხარეს პატარა ტრაქტორი დამდგარიყო, ხოლო მისი მმართველი კი ზურგჩანთაში რაღაცას უჩხიკინებდა. ფანჯარა გამოვაღე და რაფას დავეყრდენი მკლავებით. მიუხედავად იმისა რომ კაცი ზურგშექცევით იდგა, მასში მარტივად ამოვიცანი კოტე ბაბუა. ბებიაჩემის სიყრმის სატრფო და ცხონებული ბაბუაჩემის ყანების მაოხრებელი. კაცის დანახვისთანავე სახეზე ღიმილი მომედო.
-კოტე ბაბუა!- გავძახე მაშინვე.
კაცი ჯერ დაიბნა, მერე აქეთ-იქით გაიხედა, ბოლოს მოიაზრა და უკანაც შემობრუნდა.
-ოჰ, პატარა კატერინას ვახლავარ- შემომცინა ქვემოდან.-როდის ჩამოხვედი შვილო?
- გუშინ კოტე ბაბუა. როგორ ხარ?- მიუხედავად იმისა რომ ტრაქტორის ხმა მაიძულებდა ხმამაღლა მელაპარაკა, ხმის იოგების ტკივილს შეძლებისდაგვარად ვაიგნორებდი.
-ვაარ შვილო, ჯაფაშიი, შრომაშიი, ისევ ჩემი ოფლით ნაშოვნ პურსა ვჭაამ. შენა?
- კარგად ვარ ბაბუ.
- ირაკლიც აქაა?-მიყვიროდა ქვემოდან კაცი.
-კიი-ჩავძახოდი მე. გვერდით ხედვის გამო კისერიც ამტკივდა.
- წეღან შვილო დავინახე თქვენს ჭიშკართან ვიღაც გოგოები იდგნენ დაა...
- მეგობარები არიან ჩემი კოტე ბაბუ-ტრაქტორი კვლავ გუგუნებდა. თეთრწვერამ ვერ მოიფიქრა რომ გამოერთო და ჩემი ნერვებისთვის ზეწოლა არ დაემატებინა. მაგრამ რად გინდა.
-ხოდა შვილო გადმოდით მერე შენ და შენი მეგობრები, ჩემმა ცხენმა კვიცი მოიგო, მოდი დაათვალიერე როგორი გოგოები მყვანან.-კაცი უკვე ხრიალებდა.
-მოვალთ მოვალთ- უკვე იმდენად მინდოდა თავისი ტრაქტორი მოეშორებინა, მაშინვე დავთანხმდი სიმწრის ღიმილის თანხლებით და გონებაში ჩემს თავს გვარიანად შევუკურთხე.
-აბა წავედი მეე, მივხედო ბაღსა.
-დროებით კოტე ბაბუ.- ბოლოჯერ გავუღიმე და როგორც კი ტრაქტორი თვალს მიეფარა მაშინვე შემოვბრუნდი, ხელში ჩაბღაუჯებული წიგნი მთელი ძალით ვისროლე ოთახის კუთხისკენ.
-ჭირი! რამ გამოგაღებინა ფანჯარა!- ვუსაყვედურე თავს. მერე საწოლზე დავემხე და ყველა ფიქრი გავთიშე. ასე არ გამოვიდოდა. ჩემი ცხრა მთას იქით გადაკარგული მოთმინება უნდა მეპოვნა. მაგრამ ღმერთმა უწყოდა რომელ კავკასიონზე იყო მიჯაჭვული ამირანივით და გათავისუფლების ნაცვლად ჩემგან როგორ ისვენებდა. დავიკივლე.

საუზმემ ყველასთან ერთად მშვიდად და გემრიელად ჩაიარა. ჯერ ათი საათიც არ გამხდარიყო, ეზოდან ხმა მოისმა. იკა წამოდგა, მუშები მოვიდნენ, გავხედავო. სალო, რომელიც კარაქიანი პურით დასეირნობდა ოთახში, უცებ შედგა. მისაღებში მყოფმა, ფანჯარასთან გადაინაცვლა და ფარდა სწრაფად, მცირედ გასწია, ისე რომ მხოლოდ ის იყურებოდა გარეთ. კარაქიანი პური ძირს დაუვარდა.
-ჯანდაბა!- ამოიჩურჩულა გოგომ.
-რა მოხდა?-ჩაეკითხა საბაჰი, რომელიც ბარის მაგიდასთან იჯდა და რომელმაც  ჩაი დიდის ამბით მოხვრიპა. ღრმად ჩავისუნთქე.
- ესენი მუშები არიან თუ ზევსის შვილები?- დასვა კითხვა თვალებგაფართოებულმა სალომემ.
-რაიო?
-ის მუშები, იკა რომ ელაპარაკება. ფუ შენი!- მოულოდნელად ფანჯარას მოშრდა და გვერდით გადგა.
-რაიყო!- შევძახე მე.
-დამინახა!- ნერვიულად ჩაიცინა გოგონამ.
-ვინ დაგინახა?!-იყო მარიამო.
-მუშამ? ესაა მუშა? ეს უნდა მუშაობდეს მუშად?-აშკარად აღელვებული  გარეთ გვანიშნებდა ხელებით. აფორიაქებულს სველი ჭიქის წმენდით დაკავებული მარიამი მიუახლოვდა, რომელმაც ფარდა გასწია და ამოიოხრა. მასაც რომ გავარდნოდა ხელში დაკავებული, იმ თვალით უნახავ მუშებს აქედან გავყრიდი ჩემი მატერიალური ზიანისთვის!
-რაიყო ხალხნო! კაცი არ გინახავთ?- შესძახა ლიზამ.
- დამიჯერე ესეთები შენც არ გეყოლება ნანახი.
-ოოოო! ნუ ბოდავთ ეხლა რაღაცებს!-წამოვხტი ფეხზე და ჩემი თეფში ნიჟარაში ჩავაგდე. მერე ფანჯარას მივუახლოვდი.
-მეზობლები არიან, ანდრონიკე და გუგუა.- ვინაობა გავუმხილე გოგონებს-საბაჰ, სალო მეზობელთან გამომყვებით?
-სად ცხოვრობენ? -ყურად არ იღო ჩემი კითხვა მარიამმა.
-ჩვენს პირდაპირ! ჰაა გამომყვებით?
-მე აქედან ფეხის გამდგმელი არა ვარ კატერინა! -თითი დამიქნია სალომემ.
-არც მე! -მხარი აუბა მარიამმა.
ვედრებაჩაქსოვილი მზერით მარიამოს გავხედე. გოგონა აიწურა და თავი უარის ნიშნად გამიქნია.
-მე წამოვალ- მხრები აიჩეჩა საბაჰმა.
-არც მე მეზარება.
- ვინ თქვა რომ მე მეზარება?- აიფოფრა მარიამო.
-აბა რატომ არ მოდიხარ?- დავსვი კითხვა. გოგონა გაჩუმდა ღიმილის დასამალად კარისკენ წავედი.
-ჰაა, მალე, ჩავიდა მზე- გავძახე ლიზას და საბაჰს.
-ვისთან მივდივართ?- გვერდით ამომიდგა ლიზა, როდესაც ჩემი სახლის ჭიშკრის კარი გამოვიხურე.
-კოტე ბაბუასთან.
-კოტე ბაბუა ვინ არის?-იყო საბაჰი.
-ხომ გითხარი აქ ცხოვრობს ეგეც, აი იმ სახლში- ვანიშნე ორმოცდაათიოდე მეტრით დაშორებულ ორსართულიან სახლზე, რომელსაც გვერდით მინაშენი და დიდი ბაღი ჰქონდა-. ცხენებიც ჰყავს და შვილივით უვლის.- გამეღიმა თეთრ ულვაშა კოტეს გახსენებაზე, რომელიც ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებების ნაწილი იყო.
-ცხენი ჰყავს?- თვალები გაუბრწყინდა საბაჰს.-აუ სეირნობა მინდა! ხომ შემსვავს?
-მთავარია სხვა რამეზე არ შეგსვას, ცხენი კიდევ ჰოო- არ შეძლო ლიზამ რაიმე მწარე კომენტარი არ გაეკეთებინა და არ ჩაეცინა. საბაჰმა წარბი პროვოკაციულად აუწია.
-წყნარად!- დავაბრიალე თვალები როცა ჭიშკრის პატარა გასასვლელი გავაღე და გოგონებს სახლისკენ გავუძეხი.
-კოტე ბაბუუ!- დაყვირება არ დამცალდა, მაშინვე ძაღლის საზარელი ყეფის ხმა გაისმა და ვიგრძენი როგორ შეხტნენ ჩემს უკან მდგომნი.
-მოდი შვილო! ჩაიგდე შენ ენა!- უსაყვედურა ძაღლს, რომელიც მაშინვე გაჩუმდა.
-შენ შემოგევლე!- ჩამეხუტა კაცი და დაქალებს ღიმილით გახედა.
- ბაბუ გაიცანი, ეს ლიზაა, ეს საბაჰი.
-რა ჰი?- დაიბნა კაცი
-საბაჰი ბაბუ-ჩამეცინა მე.
-რა სახელს აღარ მოიგონებთ ხოლმე რაა.-ჩაიბუზღუნა კაცმა.
-კოტე ბაბუ, კიდევ მარტო ცხოვრობთ?
-მომიტა შვილო ცოლი და არ ვიცხოვრებ-ჩაიცინა ულვაშებში და ჭიშკრის გვერდით არსებულ დიდ კაკლის ხესთან მიგვიყვანა. მალევე გაისმა ფრუტუნის ხმა და ცხენი გამოჩნდა.
-ღმერთო, რა ლამაზია.-შესძახა საბაჰმა. -შეიძლება მივეფერო?
-რა თქმა უნდა.
საბაჰი მოყავისფერო ცხენს მიუახლოვდა, შუბლთან მიუალერსა.
-თქვენ არ გინდათ შვილებო?- გადმოგვხედა კაცმა მე და ლიზას.
-არა მადლობა- გაუღიმა ლიზამ. თვალებით მევედრებოდა წავიდეთო.
-რა მადლობა?- ჩამეცინა ჩუმად. ლიზამ თვალები აატრიალა.
-კოტე ბაბუ, შემთხვევით წიწილებს ხომ არ ზრდით? - გამახსენდა რომ ბებიაჩემს ფერმისთვის ქათმებიც სჭირდებოდა.
-ჰო, გინდა?
-მე არა, ბებოს.
-აქ ამოდის?-თვალები გაუბრწყინდა კაცს-ამასწინათ რომ ველაპარაკე საავადმყოფოში იწვა.
გავიხსენე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს კაჟივით მაგარ ბებიას არანაირი საავადმყოფოს გაგონებაც არ სურდა.
უხერხულად ჩავიცინე.
-ჰოო რავი.
-შეიძლება გავასეირნო?- ჰკითხა საბაჰმა კოტეს.
-თუ ჯირითი იცი კიბატონი.
საბაჰმა თანხმობის ნიშად თავი დაუკრა. მოხუცმა უფლება მისცა ცხენი ხიდან აეხსნა და გარეთ გაეყვანა.
-წამოდი შენ წიწილებს გაჩვენებ.
- მე რომ საბაჰთან ვიყო?- აიწურა ლიზა.
-წამოდი!- მკლავში ხელი ჩავავლე.
მოულოდნელად ჭიხვინისა და გოგონას კივილის ხმა გაისმა. მე და კოტე ბაბუამ ერთი შევხედეთ ერთმანეთს და მაშინვე ჭიშკარში გავვარდით.
-სად მიგყავს ჩემი ცხენიი!- სასოწარკვეთილად გაჰყვირა კოტე ბაბუამ და ძირს ჩაიკეცა. საბაჰი ცხენს დაღმართზე მიაქროლებდა.
-ამან გარეკა?!
-ვიცი?!- შევეკითხე ლიზას-წადი დაედევნე.
-მე?
-კაცია ცუდად ადამიანო.
-არ ვარ ცუდად! -წამოხტა უცებ ფეხზე მოხუცი, სახლში შევარდა და ორი წუთიც არ იყო გასული სხვა, უნაგირასხმული ცხენი გამოიყვანა, მკვირცხლად მოახტა და გააჭენა.
-საად მიგყავს ჩემი ცხენი შე უპატრონო!-შეჰყვირა ძლიერად.
მოხუცი საბაჰს გაეკიდა, რომელიც ჯერ კიდევ მოსჩანდა ჰორიზონტზე.

***

   ფანჯარასთან მდგარი სალომე ჩუმად უთვალთვალებდა გარეთ მდგარ მუშებს, რომლებიც ირაკლისგან მითითებებს იღებდნენ. კომბინოზონში და მაისურებში გამოწყობილ ახმახებს სიმპათიურობას ვერ დაუკარგავდით.
-ნეტავ იმ შავთმიანს რა ჰქვია?
-გეკითხა კატერინასთვის.-შუბლი შეკრა მარიამმა.
-ისე გავარდა მაცალა?
-აუ სათვალის გარეშე ნორმალურად ვერ ვხედავ ვერაფერს!- ამოიწუნა მარიამმა და სამზარეულოს ბარზე გადაშლილ გაზეთები გვერდით გასწია.
-სულ გატყდა?
-ძროხამ გადაუარა!
-სადაა აქამდე კატერინა, ღმერთო!-შემოვიდა ოთახში მარიამო გამწარებული.
-რა იყო?
-იკა ნერვებს მიშლის!
-რა უნდა?- გაეცინა სალოს.
-მოდი რა უნდა განახოვო და...
-და?
-ოო არაფერი.
-რაოო მარიამო, ირაკლიმ გაკოცაო?
-რა გაცინებს! არა რა უნდა ეკოცნა.-აიწურა სახეაწითლებული გოგონა.
-რაო კატერინამ, რამდენი ოთახი უნდა გაარემონტონო?- დასვა კითხვა სალომ და თან ფანჯარაში იყურებოდა. ერთი ბიჭით მოხიბლული მის სახეს თვალს ვერ აშორებდა.
-მესამეზე რაც კი ოთახებიაო. მაგრამ ჯერ ცხოველებისთვის სადგომი უნდა გააკეთონ.
-ძაან კარგი-ჩაიჩურჩულა გოგონამ და მისკენ მომზირალ ბიჭზე მზერა გაუშეშდა. ბიჭმა მომხიბვლელად გაუღიმა და და თვალი ჩაუკრა. სალომ ნერწყვი ძლივს გადააგორა, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა. უტეხად გაუსწორა ლურჯკომბინოზონიანს მზერა. მერე იკა ბიჭებს გაუძღვა და სახლის მეორე მხარეს გაიყვანა.
-შეყვარებული ვარ!- განაცხადა სალომემ.
- ორი დღის წინათაც ამას იძახდი და ყველამ ვნახეთ როგორი შეყვარებულიც იყავი.
-რისი თქმა გინდა? იმის რომ ალექსანდრეს ღალატი ჩემი ბრალია?
-არა იმის რომ მეკაცთანესავით იწყებ მოქცევას!- თვალი ჩაუკრა მარიამომ.
-რას გულისხმობთ?!- წელზე ხელები დაილაგა გოგონამ, ხმაში მრისხანება შეეპარა.
-არა სალო, არ იფიქრო რომ ბიჭების მოწონება მეკაცთანეობაა, ყველა მოწონებულთან სექსის დაკავებაა ბა-დასკვნა დაუდო მარიამმა და გაზეთები ხელახლა გაშალა.
- და რა იქნება ეს ბიჭი რომ მართლა შემიყვარდეს?-ჩაფიქრდა.
-მეჯვარე ვარ ქორწილში!- უპასუხა მარიამმა გაზეთიდან თვალამოუღებლად.
სალომ კვლავ ფანჯარაში გაიხედა. დაინახა როგორ შემოვიდნენ ეზოში  კატერინა ყუთით ხელში, ლიზა და ტალახში ამოსვრილი საბაჰი.
-ეეხლა რაღა მოხდა.
გოგონამ შემოსულებს ოთახის კარი გაუღო.
-საბაჰ! აქ არ შემოხვიდე! მისაღებს დასვრი და მკვდარი ხარ! ჯერ შემხმარი ტალახი დაიბერტყე მერე ადი ზევით და წყალი გადაივლე! -აქოთქოთდა კატერინა და მისაღებში შემავალ საბაჰს გზა გადაუღობა. მერე როცა გოგონამ ჯუჯღუნით გადგა უკან ნაბიჯი, ლიზა სახლში შეუშვა და ყუთიანად თავადაც შეჰყვა.
ყუთიდან წივწივი მოისმოდა.
-წიწილები არიან? -თვალები გაუცისკროვანდა მარიამოს.
-ხოო, კოტე ბაბუამ მომცა.-კატერინამ წიწილებით სავსე ყუთი ძირს დადო, დაიჩოქა და თავი ახადა. ყუთში პატარა, თხუთმეტიოდე, სულ ყვითელი  წიწილა გულისგამაწვრილებლად წივწივებდა.
-ვაიმე! რა სიყვარულები არიან!- რომ შესძლებოდა მარიამოს თვალებში გულები გამოესახებოდა.
-ხო არა? დავინახე თუ არა მივხვდი მე მე ვიყავი და ისინი ისინი!- აჩუყდა კატერინა.
-საბაჰს რა სჭირს?
-ცხენი გააჭენა და იმ ცხენმა ტალახებში აპროწიალა.-უპასუხა ლიზამ.
-მერე კოტე ბაბუს მოჰყავდა ცხენზე შესმული საბაჰი და იმ ცხენის აღვირი ხელში ეჭირა-ახარხარდა კატერინა.
-ჩემი ბრალი არაფერია! რომ უნდა ჩამოვსულიყავი აღვირი ამექნია და გაჭენდა თვითონ!- კარსუკან საბაჰის ხმამაღალი ჯუჯღჯუნი მოსიმოდა.
-შენ წადი იბანავე!-დაუცაცხანა კატერინამ.
-ყვითლები!- ყუთთან დახრილი მარიამო და მარიამი პატარა წიწილებს ეფერებოდნენ.
-ესენი უნდა გავზარდოთ სანამ ბებია ჩამოვა.
-როდის ჩამოვა?
-არ ვიცი, არ დაუკონკრეტებია.
-ახლა ეს წიწილები სად უნდა წავიყვანოთ?
-სანამ სადგომს ააშენებენ ბიჭები აქ იყვნენ, უკანა კართან, რა მოხდება. ბოლობოლო პატალები არიან.
-კატერინაა- ყვირილი მოსმა ზემოდან.
-ჰოო,-ასძახა საბაჰს გოგონამ.
-სათლით წყალია და რა ვუყო?
-ჭუჭყიანი იქნება, გადააქციე.-უპასუხა აივანზე მდგარს და კარი კვლავ დახურა.
-აუ მე წავალ დავისვენებ რა, ფეხები მტკივა-აწუწუნდა ლიზა და კარში გავიდა. კარი დაიხურა თუ არა გოგონას გულისწამღები კივილის ხმა გაისმა. კატერინა გარეთ გავარდა.
ლიზა სულ სველი იყო, აივანზე ცარიელი სათლით მდგადგარი საბაჰი სიცილის შეკავებას ამაოდ ცდილობდა.
-კატერინას სველი წიწილა გაიჩითა-ჩაიფხუკუნა სალომემ.

საღამო ჟამს, როდესაც სასიამოვნოდ აგრილდა ჯერ კიდევ შესამწიფებელ თუთის ხის ქვეშ გოგონებს სკამები გაგვეშალა.
-ანუ ლურჯი კომბინოზონი რომ აცვია ეგ ანდრონიკეა და შავ კომბინოზონიანი გუგა?
-ვაიმე კი!- თვალები ავატრიალე სალოს შეკითხვებით დაღლილმა.
- გუგა კარგი ბიჭი ჩანს- ჩაიჩურჩულა სასხვათაშორისოდ მარიამმა. ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა. ძმები დაქალებისთვის, არ იყო ცუდი პერსპექტივა. საბაჰი და ლიზა მოგვიახლოვდა, რომელთაც თმა ტილოთი შეეხვიათ.
-რას შვრებით? მარიამო სადაა?
-ჩვენ ვჭორაობთ, მარიამო ცივ ყავას აკეთებს.-უპასუხა მარიამმა.
ტელეფონი აწკრიალდა.
-მიაა! რას შვრები გოგონი? ასე უნდა დაკარგვა?- ჩასძახა სალომ ტეელფონში და  სპიკერზე დააყენა.
-აუ რავიცი უაზრობაა აქ უთქვენოდ, ახლა მე წერეთელი და აინხიე ვართ გამოსულები, ვსეირნობთ.
-შენი მიშო სადაა?- ჩაეკითხა საბაჰი და მზესუმზირა ხელზე დაიყარა.
-თბილისში დაბრუნდა, ჰოდა უმაგისოდ ვარ უაზროდ.
-ისე ვინაა? სადაურია? სად გაიცანი?- ტელეფონიდან ტალღების ხმა ისმოდა.
-თბილისელია, აქ გავიცანი და ასე მგონია ჩემი ადამიანი ვიპოვე-უცებ მიას ხმა საოცრად დაუთბა. გამეღიმა.
- სიყვარულის სტუმრობას გილოცავ-ჩავძახე ტელეფონში.
-კაწ, არ გამიბრაზდე რა, მინდოდა მანდ ჩამოსვლა მაგრამ...
-არ გიბრაზდები, ისე შეიგიძლიათ ახლა ჩამოხვიდეთ სამივე.-ვთქვი ვითომ სხვათაშორის.-საწოლი საკმარისი მაქვს.-ჩავიცინე ბოლოს.

***

სამზარეულოში მყოფი მარიამო, რომელიც ცივი ყავის მზადების პროცესში იყო, მოულოდნელობამ დააფრთხო. უკანა კარიდან ჩუმად შემოპარული იკა კედელს მხრით აეყუდა და ღიმილმორეული უყურებდა თუ როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში მოღიღინე გოგონა. მარიამო შემობრუნდა.
-ღმერთო! მეგონა მარტო ვიყავი- შეხტა.
- რას აკეთებ?- არ შეიმჩნია იკამ მისი დაბნეულობა, გრძელ წვერზე ხელი ჩამოისვა და დამფრთხალს ნელა მიუახლოვდა.
-ყავას...- ხმა გაეპარა გოგონას, როდესაც ირაკლიმ საგრძნობლად შეამცირა მათ შორის არსებული მანძილი და იძულებული გახდა დახლის პირს მიყრდნობოდა.
-შეგიძლია მეც და ბიჭებსაც გაგვიკეთო?- გაუღიმა მომხიბვლელად და მისი სახისკენ დაიხარა.
-კი- ამოიჩურჩულა გოგონამ.
-მადლობა!- იკა ფრთხილად დაიხარა მისი ლოყისკენ. გოგონას ძლიერად აძგერებული გულის ხმაზე გაეღიმა და შეფერადებულ ღაწვზე ნაზად ეამბორა. მარიამოს თვალები თავისდაუნებურად მიელულა. როდესაც თვალები გაახილა სამზარეულოში მარტო იყო, ხოლო იმ ადამიანის სურნელი, რომელიც ორი დღე იყო საოცრად იზიდავდა, ჯერ კიდევ გამეფებულიყო სამზარეულოში და ყავის სასიამოვნო არომატს ერწყმოდა.

***
   შორიდანვე შევამჩნიე მარიამოს არეული სახე. გოგონამ ლანგარით ცივი ყავა ჩამოგვირიგა და თავადაც ჩვენს გვერდით მოთავსდა. ის ის იყო უნდა მეკითხა თუ რა სჭირდა, ჩემი სახელი გავიგონე მეტად არასასიამოვნო ხმით.
-კატერინა!
გაღებულ ჭიშკრის კარში ნოდო იდგა.  ნოდარი იყო ადამიანი, რომელიც რაც თავი მახსოვდა თავის ჩემდამი სიყვარულში მარწმუნებდა და სხვა მიზეზების გამო საშინლად არ მომწონდა. პირველი, არ იყო ჩემი ტიპის ადამიანი. არც მისი ხარბი მზერა მომწონდა ჩემს სახეზე. ტიპს ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის ჩამომდორბლიდა ტუჩებით, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი უდრეკი, შეუპოვარი ხასიათის წყალობით ხელის "შემთხვევით" გადახვის იქით არ წასულა. ისედაც ეს გადახვევა რა უჯდებოდა კარგად იცოდა.
ყალბად გავუღიმე და შესახვედრად გავეშურე.
-სალამი ნოდო.
-როგორ ხარ კატო?- კატო? რა კატო? ეს რამე ახალია? ხელისგული იმდენად ამექავა, მეორე ხელით დავიჭირე ყბაში რომ არ მელეწა.
-კატო?- გამოვცერი კბილებში.
- ხო რა იყო, გიხდება!- დამიკრიჭა კბილები.
ზურგს უკან დაქალების ინტერესით აღსავსე მზერას ვგრძნობდი.
-შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ?-ჩემს უკან გახედვის მერე შემომთავაზა. უყოყმანოდ დავთანხმდი.
-რამე მოხდა ნოდარ?-ხაზი გავუსვი მის სახელს.
-არაფერი, მომენატრე-გაინაზა- რატომ არ მითხარი რომ ჩამოდი?-ხელები შარვლის წინა ჯიბეებში ჩაიწყო. კატასტროფულად არასწორი და გამაღიზიანებელი სიტყვის გამო ყბა დამეძაბა. მაგრამ მალევე მოვწვი, მოთმინება უნდა მომეპოვებინა.
-რა საჭირო იყო?
-განა არ იყო?- ჩაიჩურჩულა და მომიახლოვდა. ჭიშკარსა და მას შორის მოვექეცი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოსნათასი ქყვილი თვალი გვიმზერდა მეზობელი სახლების ფანჯრებიდან.
-მგონი რომ არა!- გამოვცერი კბილებში და ბიჭს ხელით უკან დაწევა მივანიშნე. მაგრამ ყურიც არ შეუბერტყია.
-შეიძლება გაკოცო?- ისეთი მავედრებელი ხმა ჰქონდა, სანამ გავიაზრებდი რა თქვა, უკვე ჩემს ტუჩებთან ტუჩებტაპრუწული დახრილიყო და ის ის იყო უნდა ეკოცნა ჩემს ზურგსუკან კარი გაიღო და უკან გადაყირავებულმა ნოდოს თხელი სხეულიც თან გავიყოლე. ჩემს ატკიებულ ზურგს ვჩიოდი? მინდოდა იმ ადამიანისთვის ქედი მომეხარა რომელმაც კარი გააღო და არასასიამოვნო მომენტს გადამარჩინა. ჩემს ზემოთ მოქცეული ნოდარი წამებში გადავაგორე გვერდით და ფეხზე წამოვდგი. ხელში წარბაწეული, ხელებგადაჯვარედინებული სალო შემრჩა.
-აქ რა ხდება?
-მიყვარხარ!- სრული სერიოზულობით გამოვცერი კბილებში სალოს მისამართით, მაგრამ როგორც ჩანს ჩურჩულით ნათქვამი ძირს მწოლიარემ ნოდომაც გაიგო.
-მეც!- მოილუღლუღა ბიჭმა.
-შენზე არ ვთქვი იდიოტო!- მივახალე და მიუხედავად იმისა რომ არ უკოცნია ტუჩებზე ხელის ზურგი ნერვიულად გავისვი.
-კატო...-ფეხზე წამოდგა ნოდარი.
-კატო?- თვალები გაუფართოვდა სალომეს.
-ნუ მეძახი კატოს!- თვალები დავუბრიალე ბიჭს და კარისკენ ვანიშნე.-შეგიძლია წახვიდე.
-ხო მაგრამ...
-რა მაგრამ?- შეეკითხა ყელმოღერებული სალომე.
-მეე... არაფერი-გაიღიმა ნოდარიმ- ხვალ გნახავ-მითხრა და ლოყაზე საკოცნელად გამოიწია, მაშინვე სალოს ამოვეფარე ზურგსუკან.
-ნახვამდის ნოდიკო!-გამოსცრა გოგომ კბილებში და გარეთ გასულ ბიჭს ჭიშკრის პატარა კარი ხმაურით მიუჯახუნა.
-ღმერთმანი! ეს ვინაა?!-გაეცინა სალომეს. მე თუთის ქვეშ მომლოდინე გოგონებისკენ დავიძარი.
-ვინაა და მაღაზიის მეპატრონის შვილია, თხუთმეტი წლიდან მებაზრება მიყვარხარო და ვერ შევაგნებინე რომ შეუძლებელია მასთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს!- ემოციებს აყოლილი ხელებს აქეთ იქით გამწარებული ვიქნევდი.
-გინდა მაგას ვებაზრო ხვალ რომ შეგხვდება?-სერიოზული სახით ჩამოჯდა სალო სკამზე.
- თუ რამეს შეაგნებინებ, არ დაგიჭერ!
-იკამ არ იცის?-იკითხა მარიამომ.
-ნწ!-თავი გავაქნიე მაშინვე-რომ გაიგოს დაჟეჟავს, მე კიდევ ჯერ მაქვს ადამიანობა შერჩენილი, ცოდოა ეს ბიჭი!
-ხო მართლა იკა სადაა?- იკითხა მარიამმა.
-ყავას სვამენ უკან ბიჭებთან ერთად-უპასუხა მარიამომ მაშინვე, მაგრამ მალევე გაიაზრა როგორ სწრაფად თქვა და გაფართოებული თვალები მოგვავლო ყველას.
-უი კაწ, ანდრონიკე სადაურია?- გაახსენდა სალოს.
- სვანი, ბიძაშვილთანაა ჩამოსული. ბიძაშვილი ის ბიჭია, მეორე, გუგუა ჰქვია.-დავუკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.
-კარგი ტიპები ჩანან.
-ხოო, ძაალიან კარგები არიან. მთელი ოჯახი. ნუნუ ბებო ძაან საყვარელი ქალია.-წარბები ავუთამაშე სალოს და მარიამს.
- შეყვარებულები ჰყავთ?- იკითხა მარიამმა.
-უჰ, არა- გამეცინა მე-არავის იკარებენ.
-შენ რატომ ხარ ჩუმად?-შეეკითხა საბაჰი ლიზას.
-რაღაც გავაფუჭე.
-რა?-სკამზე გავსწორდი.
-მაღლა, მგონი ბებიაშენის ოთახში ვიყავი და მაგიდაზე თეთრი ვაზა რომ იდო...-გოგოს დასრულებული არ ჰქონდა ლაპარაკი ზეზე წამოვფრინდი და კიბეებისკენ გავიქეცი. საფეხურებზე გადახტომით ქარბობალასავით ავიჭერი აივანზე და იქიდნ ბებიაჩემის ოთახში შევვარდი.
თვალში პირველი რაც მომხვდა, კარის გვერდით მდგარ კამოდთან, ძირს მიმოფანტული ვაზის ნატეხები იყო. ბებიაჩემის საყვარელი ნივთი ნამსხვრევებად ქცეულიყო. გული მომეწურა, არა იმის გამო, რომ გავბრაზდი ლიზაზე, არამედ იმის გამო  რომ გულწრფელად შემეცოდა-ბებიაჩემს რომ გაეგო რა ჩაიდინა, მოკლავდა. მართლა!
გარეთ გავედი და აივნისს მოაჯირს მკლავებით დავეყრდენი. ხის ქვეშ მჯდომი ლიზა მე მიყურებდა.
-რა ხათაბალები ხართ ხალხნო!- ჩავიჩურჩულე. ქვემოთ ჩავედი. უკვე ვგრძნობდი როგორ მტკივდებოდა თავი. სახლის მარცხენა მხრიდან იკა და ბიჭები გამოვიდნენ.
-ვაა, კატერინა!-გუგუამ დამინახა თუ არა მაშინვე მომესალმა. თავიდან ბოლომდე მტვერში იყო ამოგანგლური და არ ჩავხუტებივარ.
-როგორ ხართ?
-რავიცი დავბრივართ წინ და უკან ქალაქიდან სოფელში-მხრები აიჩეჩა ანდრონიკემ-არ გადმოხვალ?  ნუნუს მოენატრე.
უცებ თავში გამიელვა ერთმა აზრმა.
-კი, წამოვალ. გადადით თქვენ ჯერ, და მერე ჩემს გოგოებსაც წამოვიყვან.
-ჰო, გაუხარდება ნუნუს.
როგორც კი ბიჭები შიჭკარს მიეფარნენ, ხოლო იკა სააბაზანოში შევიდა ცნობისმოყვარე ჩემს დაქალებთან გავამხილე ჩემი იდეა.
-ახლა გუგუასთან და ანდრონიკესთან უნდა წავიდე, სალოს და მარიამს თუ უნდა მათი უკეთ გაცნობა, მომყვებით თქვენ ორნი და საბაჰივით არ მარცხვენთ!
გოგონებს სახე გაუბრწყინდათ.
-ჯიგარი ხარ რა!- ზურგზე ხელი დამკრა სალომ. ტკივილი კი იმდენად ძლიერი იყო, წამით სუნთქვა შემეკრა.
-ნორმალური ხარ? -ამოვიხავლე.-გოგოებო თქვენ არ წამოხვალთ?- მივმართე დანარჩენებს.
-არა, ზედმეტები ვიქნებით- თვალი ჩამიკრა მარიამომ.
მარიამი უსიტყვოდ წამოხტა ფეხზე. გოგონებს წინ გავუძეხი. კარი გავაღე და ჩემი სახლის წინ ათიოდე მეტრში არსებულ ჭიშკარს მივუახლოვდი. გავაღე და თვალში ეგრევე ბიჭის შიშველი ზურგი შემხვდა.
-ვა, გოგოებო.-გაიღიმა ანდრონიკემ. თავი სალოსკენ შევაბრუნე, საოცრად განაბულიყო.
-ისა, ნუნუ ბებო სადაა?-შევეკითხე ბიჭს, რომელსაც თვალები აციმციმებოდა.
-სახლშია, მიდი შედით.
სალოს და მარიამს ხელკავი გამოვდე, ლამაზი ვარდებით მორთული ბაღის ბილიკს გავუყევით და სახლის კარზე დავაკაკუნე. წუთიც არ იყო გასული, რომ კარი დაბალმა, დაკოჟრილხელებიანმა ბებომ გაგვიღო.
-კატერინა!- სახე გაუნათდა ბებოს. გამეცინა. ჩავეხუტე და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე.
-ნუნუ, ასე უნდა დამხვდომოდი?- გავუბრაზდი ქალს.
-შენ შემოგევლე ბები, რამხელა გაზრდილხარ!-ღიმილი არ შორდებოდა ქალს. მის თვალებში ცრემლი გაკრთა და ჩემს თავზე გავბრაზდი.
-გაიცანი ესენი ჩემი დაქალები არიან, სალო და მარიამი.
-თქვენ შემოგევლეთ, რა ლამაზი გოგონები ხართ.
მოხუცი ხაჭაპურებით გაგვიმასპინძლდა. სალოს იმდენად მოეწონა, ნუნუმ თან გამოგვატანა.  წასვლის წინ ჭიშკართან მისულებმა შევამჩნიეთ სალო არ გვახლდა.
-სად წავიდა?
გოგონა თურმე არ გამოგვყოლოდა, ბაღის მეორე მხარეს იდგა.
-რას აკეთებ? არ მოდიხარ?- შევეკითხე.
-კატერინა მიშველე!- ხმა აუკანკალდა გოგონას. ლანგარზე დალაგებული ხაჭაპურები მარიამს მივეცი.-თხაა აქ! აუ როგორ იყურება!- ცოტაღა აკლდა პატარა ბავშვივით არ ატირებულიყო და მუხლები არ მოკვეთოდა. სასიმინდესთან მჯდარი ანდრონიკე, რომელიც ჯოხს თლიდა ფეხზე წამოდგა.
-ჩემი სიკვდილი!- მუხლებზე ხელი დაირტყა ნუნუმ და მის მზერას თვალი გავაყოლე. სალოს მხარეს ბაღის კუთხეში მოზრდილი ერკემალი ფეხებს მიწას უბათქუნებდა.
-შედი ქალო სახლში! -დავუღრიალე მე.
მაგრამ იმის მაგივრად რომ თავის გვერდით არსებული კარი გაეღო და სახლში შესულიყო, პირდაპირი რეისით ჩვენსკენ გამოექანა. სალოს უკან ადევნებულ ერკემალის დანახვაზე ისღა მოვისაზრე ჭიშკრის პატარა კარი გამეღო, ნუნუ ბებო და მარიამი გამეყარა და როდესაც სალომაც ჩამიქროლა კარი გამოვაჯახუნე. მალევე გაისმა ხმაური.
-ეს უტვინო კარს დაეჯახა დედა!- ამოივიშვიშა ნუნუმ.
-რა იყო ხალხო?- კარს იქით სიცილნარევი ხმა მოისმა და მალევე წელზემოთ შიშველი ანდრონიკეც გამოჩნდა.
-მოაწყვიტე ეგ ეშმაკის კუდი!- აფორიაქებულმა და დამფრთხალმა სალომ სულ დაივიწყა თავისი კდემამოსილება, რომელსაც ანდრონიკეს წინაშე აჩენდა და ბიჭს უღრიალა. გაოცებულმა ანდრონიკემ ჯერ ჩაიცინა, მერე თავი გააქნია.
-არ შეგჭამს!- თვალი ჩაუკრა გოგოს. სალო უარესად აწითლდა. დარწმუნებულივარ ბიჭისთვის იმ ლამაზი თავის ამოგლეჯვა მოუნდა.
     მოკლედ სახლში მშვიდობით დავბრუნდით. იმ ღამით ჩემს გვერდით მწოლიარე სალოს შუქი არ ჩაუქრია. მთელი ღამე დიდის ნეტარებით მიირთმევდა ნუნუს თხის რძისგან დამზადებულ ხაჭაპურებს.

მომდევნო დილაც მოულოდნელობით დაიწყო. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დიდი კატერინა, ბებიაჩემი რეკავდა.
-ჰოო ბებო.
-ჩემო სიხარულო, ჩემი ოთახი დამილაგე დღეს ჩამოვდივარ-მახარა. დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლში. ჩაძინებულმა სალომ ამოიზმუვლა.
-მართლა?- სიმწრისგან გამეღიმა მე და მისი ანტიკვარული ვაზა წარმომიდგა თვალწინ, რომლის ნატეხები გადასაყრელად დამენანა და წუხელის სარდაფის კუთხეში პარკში გახვეული დავტოვე.
-ჰოო, ჩამოვდივარ, მანდ რა ხდება?
-ბიჭებმა საქონლებისთვის სადგომი ააშენეს. ახლა მგონი მაღლა უნდა დაიწყონ რემონტი.
-ძალიან კარგი! შვილო წავედი და დაგირეკავ მერე, ერთი სამი საათისთვის გამოვალ.-ბებიაჩემი თავის მოსახელეს კატერინათი არასოდეს მომმართავდა.
-კარგი ბე.
მოსალოდნელი უბედურების წარმოდგენის გამო სახე დამემანჭა.
საათს დავხედე. რვა ხდებოდა. საწოლიდან ავდექი, საღამურებზე თხელი ხალათი მოვიცვი. მკვდარივით ჩაძინებულ სალოს ერთი გავხედე და გარეთ გავედი.
      აივანის გავლით სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და პირდაპირ ლიზას და მარიამის ოთახი შევაღე. გოგონებს განგრეულებს ეძინათ. ლიზას მკლავზე შევეხე, რათა გამეღვიძებინა მაგრამ მაშინვე წამოხტა და ჩემთან ერთად ძირს მოადინა ზღართანი.
-შვილო! რა ჭირი გეცა ამნაირი!- ამოვთქვი ძლივძლივობით და ჩემს გვერდით მწოლარეს ძლიერად ვუჩმიტე. ფეხზე წამოვდექი. ცუდად მოყოლილი მკლავი ხელით დავიზილე.
-გული გამისკდა-ამოიბუზღუნდა და პირდაპირ საწოლზე აბობღდა დამანჭული სახით.
-ბებიაჩემი ჩამოდის.
-რა?!- გადაიხადა დაფარებული ზეწარი.-აქედან უნდა წავიდე!
-ნორმალური ხარ? არსადაც არ წახვალ! როცა ვაზას იკითხავს ვეტყვით რომ გასაპრიალებლად გავაგზავნე-ავიჩეჩე მხრები.
-და მერე?
-მერე იქნება რამე. ამას რა სჭირს? -მკითხე და მის გვერდით მწოლიარე მარიამზე ვანიშნე.
-აუ რავიცი, არ განძრეულა მთელი ღამე.
საწოლს შემოვუარე. საეჭვოდ მენიშნა გაშეშებული სხეული. გოგონას სახეზე გადაფარებული ზეწარი გადავუწიე და სახეზე ფრთხილად შევეხე.
-მარიამ...-ვანჯღრევ გოგოს.
პასუხი არ არის.
-მარიამ!-ხელებს სახეზე ვიფათუნებ.
პასუხი არ არის.
ვხვდები როგორ მეპარება პანიკა. მუხლებზე მჯდარი ლიზა უკვე ტელეფონს იღებს.
-მარიამ!- ვუღრიალე გოგონას და სახეში ლაზათიანად ვტკიცე.
ყვირილით გამოფხიზლდა.
ღიმილი შემეპარა, მერე ეს ღიმილი ხარხარში გადამივიდა და ბოლოს ისტერიულად ვიცინოდი.
-კარგადაა ეს?- იკითხა ახლადგამოფხიზლებულმა.
-რა ნახე გოგო, ბათუმში ისე ფხიზლად გეძინა შენი შიშით საწოლში ვერ ვტრიალდებოდი და ეხლა რამოხდა.
-ჩამოდით მალე!- ამოვიხავლე და გარეთ გავედი. სუფთა, დილის ჰაერის ჩასუნთქვამ გამომაფხიზლა. დაბლა ჩავედი და სადგომში გადაყვანილ წიწილებს მივაკითხე. პატარებს თავიანთი საჭმელი ვაჭამე, მერე კი სამზარეულოში გადავინაცვლე. დღეისთვის მე მოვამზადე საუზმე. სანამ გოგონები ადგებოდნენ მისაღებიც მოვაწესრიგე და შემოსულ იკას მივესალმე. იკას თან საბაჰი და ლიზა შემოყვნენ.
-კატერინა! წასვლა მიწევს! -ზურგჩანთა აეკიდა საბაჰს და მის გვერდით მდგომ ლიზასაც.
-რა ხდება?
-ვახოს პრობლემები აქვს სამსახურში, ჩემი დახმარება უნდა.
-და შენ?- მივმართე აწურულ ლიზას.
-ბებიაშენის მეშინია.
-მეღადავები?
-აუ კატერინა რაღაცნაირი როჟაა, რო მიყურებს მაჟრიალებს.
-რა დააშავე  ასეთი რომ გეშინია?-შეეკითხა გამხიარულებული იკა.
-ადრე არაფერი მარა ეხლა ვაზა გავტეხე.
იკამ გადაიხარხარა.
-რა გინდოდა მაგის ოთახში?
-მაინტერესებდაა-ამოიწუწუნა გოგონამ. მის სიალალეზე გამეღიმა.
-კარგი წადი, როგორ დაგიჭირო, ან სად გდიო. მაგრამ ორივეს გაფრთხილებთ! ზაფხულის ბოლოს ზღვაზე ჩემთან ერთად მოდიხართ!
-კარგი! -ლიზა ჩამეხუტა, საბაჰსაც დავემშვიდობე და გავაცილე. დანანებით შევხედე გზაზე მიმავალ თეთრ მანქანას, რომლის დასვრაც და საბაჰის ნერვების მოშლაც ვერ მოვახერხე.
ის იყო, ჭიშკარი უნდა დამეხურა, პირდაპირ მდგარი სახლის კარი გაიღო და გუგუა და ანდრონიკე გამოვიდნენ. ბიჭებს ღიმილითტ მივესალმე.
-აქეთ მოდიხართ?
-ხო, მაღლა ოთახები უნდა დავიწყოთ.
უკან დაბრუნებულს სუფრა გაშლილი და მაგიდასთან მჯდარი საზოგადოება ვიხილე. ბიჭები სუფრაზე მოვიწვიე.
-ამათ აქ რაუნდა-ჩამჩურჩულა ყურში სალომ, როდესაც მის გვერდით დავჯექი.
-ჩემი სტუმრები არიან!- გამოვცერი კბილებში- რამე პრეტენზია გაქვს?
-ხალათით და თმაგაწეწილი უნდა დავხვედროდი?- აუელვარდა თვალები. ჩამეცინა.
გუგუას მზერას გავაყოლე თვალი. მის პირდაპირ მჯდომ მარიამს უყურებდა, და არც ეს უკანასკნელი აკლებდა თვალების ჟუჟუნს. მერე ანდრონიკესკენ გავაპარე მზერა, დავინახე როგორ აპარებდა თვალებს ჩემი დაბღვერილი დაქალისკენ, რომელიც ბიჭს ყურადღებას არ აქცევდა და ბოლოს იკა და მარიამო. როცა ვიხილე რომ არც ეს ორი აკლებდნენ ერთმანეთს შორის გაბმას ტრფობისა ძაფებისა საკუთარ თავს შევეკითხე: მაინც და მაინც მე უნდა ვიჯდე ასე მარტოდ და ეულად მეთქი? სიმწრისგან ჩამეცინა. და მაშინვე ექვსი წყვილი თვალი ჩემსკენ მობრუნდა. ჭიშკარის ხმა გაისმა.
-გავალ გავხედავ ვინაა-უხერხულობის დასაფარად ჩამოვარდნილ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. სწრაფად გავედი გარეთ და როგორც კი ჭიშკარში თავშემოყოფილი ნოდარი ვიხილე ცალი თვალი ამექავა. ფეხისთრევით მივუახლოვდი გაკრეჭილს.
-როგორ ხარ კატო?- ამეწურა წინ.
-კიდევ ერთხელ დამიძახებ კატოს და მოგკლავ!- წარბი არ შემიხრია ისე მივუგე ხელებგადაჯვარედინებულმა.
-კაი, რაიყო-გაიცინა ნერვიულად.-ვიფიქრე გავისეირნებდით
-სად, ყანებში?
-რატომაც არა?- თვალები ოდნავ მინაბა ბიჭმა, კარის ჩარჩოს ზურგით მიეყრდნო და ტუჩები თავისი წარმოდგენით ვნებიანად გაილოკა. სიცილის შესაკავებლად ნესტოები დავბერე. გაამართლა.
-რა გინდა ნოდო?- ხმა გავინაზე და მომხიბვლელად გავუღიმე. ამ ბიჭის ხუშტურებს ბოლო უნდა მოღებოდა!
-შენი აზრით?- ააცმაცუნა მხრები.
-გინდა ერთი ადგილი ძალიან, ძალიან, ძალიან-ვნებამორეული ხმით ყურთან ჩავჩურჩულე-გატკინო?
ბიჭს ღიმილი სახეზე შეახმა.
-კატო?
-ეგ შენი კატო *აკში გაითხარე ძვირფასო.-გავუღიმე ნაზად.
-კატერინა!- ზურგს უკან მომესმა ჩემი სახელი.
სალო იყო.
ნოდარს სახიდან ფერები გადაუვიდა.
-მოდი მე წავალ ხო?
-ხო!- ღიმილი წამით არ მომშორებია.
ბიჭი ჭიშკარს სწრაფად მოშორდა.
-რა ხდებოდა?
-თაყვანისმცემელს რატომ მიფრთხობ სალომე კუპატაძევ?
-ჩემი დაქალის ასეთ თაყვანისმცემელთან დატოვება არ მომწონს!- გადამხვია მხარზე ხელი. მერე ორივეს ერთდროულად გაგვეცინა.
-გოგოებმა დარეკეს. მოდიან- აათამაშა წარბები.

შუადღის მიწურულს მე და მარიამოს ბებიაჩემის ოთახი ძირის ძირობამდე დალაგებული გვქონდა. გოგოებსაც ველოდებოდი, ვგეგმავდით, ისინი აქ ჩამოვიდოდნენ, ზაფხულის ბოლოს კი ყველა ერთად ბათუმში წავიდოდით. მაგრამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი აურია.
ჭიშკარში შემოსული ბებიაჩემი და ჩემი დაქალები რომ დავინახე, ბიჭებისთვის მითითებების მიცემას თავი ვანებე და მესამე სართულიდან კისრისტეხვით დავეშვი. ბოლო რამდენიმე საფეხური მქონდა დარჩენილი კიბეებისა, მოულოდნელად რა ჭირი მეტაკა, ფეხი რომ დამიცდა და დავგორდი, არავინ იცის. მარჯვენა ფეხის აუტანელი ტკივილისგან ხმის ჩახლეჩამდე ვიკივლე. ბოლოს კი ის მახსოვს, მიას მანქანაში აიხნიე და წერო მამშვიდებდნენ და გორში მივყავდი იკასთან ერთად, მე კი ჩემს პატარა, ყვითელ წიწილებს მივსტიროდი.

    მოტეხილი ფეხის გამო (რომელიც ექიმებმა თაბაშირში მიკრეს) ჩაშხამებული ზაფხული ყელში მიჭერდა. იკაც უკან, სოფელში გავაბრუნე, მე კი გოგონებთან ერთად ტირილით წავედი თბილისში.
და აი მაშინ როდესაც მე ბათუმში არ ჩასვლას, საწოლში მწოლიარე გარშემო შემოკრებილ ლიზასთან, საბაჰთან, წერეთელთან, მიასთან და ახინიესთან ერთად მივტიროდი, ნუ იტყვით ბებიაჩემის მშობლიურ სოფელში რა ამბები მომხდარა.
  
    მეორე დღის საღამოს ბებიაჩემმა მომიკითხა, თან გაოცებული იყო, შვილო ჩვენი თუთის ხეს რა სჭირს, კვნესის ხმა ისმოდა, ქვები რომ დავუშინე მაშინ გაჩუმდაო.
წერეთელს მაშინვე სალოსთან დავარეკინე.
-შენ ქალო ნორმალური ხარ?- ჩავყვირე ტელეფონში როგორც კი ყურმილი აიღო.
-რა მოხდა კატერინა?
-ბებიაჩემი რეკავს თუთის ხიდან კვნესის ხმა ისმოდაო.
-რაო?- აშკარად ხმა ეცვალა.
ჩემს წინ ფეხმორთხმით მჯდომარე წერეთელი და აიხნიე გაყუჩებულები გვისმენდენ.
-ახლავე თქვი რა ხდება! შენ უნდა მითხრა რა ხდება! -გავმწარდი.
-მოსახდენი ხდება! შენი მეზობლის ბიძაშვილი შევაცდინე- გადაიხარხარა გოგომ.
- შე საზიზღარო! ერთი კვირაც არ გასულა რაც მანდედან წამოვედი და დაერიე ბიჭებს არა?- აღშფოთებული ვიყავი მე.
-არა, მხოლოდ ანდრონიკეს!- მტკიცე იყო მისი ხმა.
-და თუთასგან რა გინდოდათ?
-აბა გამოიცანი?-მის ხმაში ადვილად შევამჩნიე შეფარული ეშმაკობა.
-არა! არა! არა!- ოღონდ ის არ მომხდარიყო, რაც გავიფიქრე, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
-ბებიაშენს სხვაგან ვერსად დავემალეთ, მარა აქაც მოგვაგნო, ქვები დაგვიშინა ქალო, ანდრონიკეს კეფაში მოხვდა, ძლივას გავაჩუმე რომ არ ეღრიალა.
  ვუსმენდი ატიტინებულ გოგონას და აიხნიეს და კარში შემოსული მიას სახით ვხვდებოდი როგორი აწითლებული ვიყავი.
წერეთელი გარეთ გავარდა, სიცილს ვერ იკავებდა.
საიდანღაც მორჩენილი თავშეკავება გამოვიჩიჩქნე ჩემს გონის წიაღს, და ტელეფონზე თითის ფრთხილი დაჭერით ზარი გაუფრთხილებლად გავუთიშე.
-იკას ნომერი ამიკრიფე. ვთხოვე აიხნიეს. მე თითები მიკანკალებდა.
გაბმული ზუმერის შემდეგ, როდესაც ირაკლიმ ზარს უპასუხა, მეც არ ვიცი როგორ, ცალ ფეხზე წამოვხტი და ხელში ჩაბღაუჯებულ ტელეფონს მოურიდებლად ჩავყვირე.
-გისმენ?
-მომისმინე შენ კარგად ეხლა! არ მაინტერესებს! არცერთი ბავშვობის მოგონება არ მაინტერესებს! ახლავე დადგები და მაგ თუთის ყველა ტოტს მოჭრი! ახლავე! თორემ გეფიცები დავივიწყებ რომ საერთოდ გიცნობ!
-რა გაღრიალებს გოგო, ნორმალური ხარ შენ?!-აუწია ხმას ირაკლიმ.
-არა ვარ ნორმალური არა! თქვენ გადამრიეთ! მოჭერი ეგ ხე! თორემ მარიამოს არ გაგირიგებ! -მაზოლზე დავაჭირე წიხლი და ტელეფონი დემონსტრაციულად გავთიშე.
-კატერინა, შენს ფსიქოლოგს რა ჰქვია?- მიამ ტელეფონი ხელში მოიმარჯვა.
-ეხლა აქედან აცხა! -პატარა ბალიში გოგონას მთელი ძალით გავუქანე.
-ხეზე სექსიო ხალხნო!- მეორე ოთახიდან აკაკანებული წერეთლის ხმა ისმოდა, რომელიც ვერა და ვერ მოსულიერდა.
  როდესაც ძილის წინ იკასგან ტოტებმოჭრილი საწყალი ხის ფოტოები მივიღე, გულზე რაღაცნაირად მომეშვა. ბიძაშვილის ესემესმა კი ღიმილი მომგვარა.
"მარიამოთი ნუ მემუქრები გეთაყვა!"

***

-მარტო ხარ? ნუნუ ბებო არაა აქ?- საძინებელ ოთახში ანდრონიკეს შეჰყვა სალომე.
-ნუ გეშინია არავინ არაა.-მომხიბვლელად გაუღიმა ბიჭმა და ყელზე ტუჩები მიაკრო.
- რა ლამაზი ხარ- ჩასჩურჩულა გოგონას და კაბის ბრეტელი მხრიდან გადაუწია.
-კიდევ?-აკრუტუნდა გოგონა.
-ძალიან სასურველი- ჩასჩურჩულა ბიჭმა.
-კიდევ?
-ვნებიანი, ძალიან ვნებიანი გოგო ხარ!- ბაგეებზე მთელი გრძნობით ეამბორა და სავარძელში ჩამჯდარმა მუხლებზე დაისვა.
-ეს არაა უბრალოდ ვნება სალომე-მოულოდნელად შუბლი შეკრა და გოგოს სახე ნიკაპზე ხელის მოკიდებით მაღლა აუწია-ასე მგონია შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გამიფერადებს. როცა პირველად დაგინახე, შენმა თავისუფლებამ მომხიბლა, შენმა სიცილმა, შენმა კივილმა და შენმა წყევლამ.
-როდის დაგწყევლე?
-მე არა, წუხელ ძილში ვიღაც ლექსოს წყევლიდი, არ გეღირსოს ქალიო.-ჩაიცინა ბიჭმა.
-ნუ მიაქცევ მაგას ყურადღებას შენ!- დაუბრიალა თვალები გოგონამ და ბიჭს მოკლე თმაში თითები შეუცურა. ანდრონიკეს ხელები მარწუხებივით შემოეჭდო მის წელს და წყვილი ვნების ქარიშხალში გაეხვა.
-არ მიმატოვო!- თავისთვის რაღაც უცხო გრძნობით ამოილაპარაკა გოგონამ.

**

-ლიზა, ახალი ამბავი გაიგე?- ვურეკავ ერთ მშვენიერ დღეს დაქალს.
-რა ამბავი?- აშკარად ეძინა, ამთქნარებს.
-შენმა ძვირფასმა გახარია ბიძიამ ორას-ორასი ლარი დაურიგა არასრულწლოვანებს.
-აუუუუ, რაუბედურებააა!
-რა არის უბედურება?
-არ ვარ არასრულწოვანი!
-სამაგიეროდ შენი ძმაა, ჩემი ძმაც-შეთქმულივით დავუწიე ხმას.
ტელეფონში რაღაცის შრაშუნი გაისმა.
-რისი თქმა გინდა?
-გენაცვალე, რაც მე ამ ზაფხულს გადავიტანე ანაზღაურება მინდა, ყველაფრის, მაგრამ ვინაიდან ჩემი მთელი სადაქალო ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემებით შეწუხდით ცოტა ხნით ყველას გიკიდებთ, ჩემს პატარა ძამიკოს ორას ლარს ავახევ და იმ მათხოჯებს გადაეცი ორი კვირის მანძილზე არც დამირეკონ! არც მომწერონ! არც სახლში მომაკითხონ და საერთოდ ჩემი არსებობა დაივიწყონ! სხვათაშორის შენც გეხება! -მივახალე ნერვებაშლილმა- გინდ ქორწილი იყოს! გინდ დაკრძალვა! გინდ ატომური ბომბი ვარდებოდეს და გინდაც კრუხმა წიწილები დაჩეკოს! და-მი-ვი-წყეთ! -დავამთავრე და ჩემი მონოლოგით გაჩუმებულ ლიზას დიდის ამბით გავუთიშე მობილური.
   მეორე დღეს კი ჩემს თექვსმეტი წლის ძმას ხელიდან მართლა გამოვაგლიჯე ორასი ლარი, ჩემს ოთახში ტკბილეულებთან ერთად ჩავიკეტე, ტელეფონი გამოვრთე და ფილმების ყურება დავიწყე.
   მაგრამ მე ხომ ბოლომდე არაფერი მერგება?
საღამოს ჩემი ძმა კარზე მიბრახუნებს:
-კატერინა! ბებობ დარეკა, ჩემი ანტიკვარი ვაზა სარდაფში გატეხილი რატომ ვიპოვეო?
პირთან მიტანილი სნიკერსი ჰაერში გამიშეშდა.
მომინდა ლიზა აქ მყოლოდა და ვაზის გატეხვისთვის მეთრია თმებით.
- ბებოს რავუთხრა?- დააბრახუნა ჩემმა ძმამ ისევ.
-უპასუხე გავგიჟდები თუ სარდაფებში ძრომიალს არ მოეშვება!- გავძახე და კომპიუტერის ხმას ბოლომდე ავუწიე.

დასასრული.



№1  offline წევრი ლაქლაქა

ვააააიიიიმეეეეეე????????????????ეს იყო ისტორია “პირი მეხევა სიცილისგან”

თან პირველი ვაარ???!მეკეტება პირველობაზეეე
#კატერინავგიჟდებიშენსწიწილებზე????
ძააან გულში ხარრ????
მესამეს ველოდებიიი

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

ვაიმეეე, რამდენი ვიცინე, ღმეერთოოო :დდდდდ
ჩემმა ისტორიამ სხვათაშორის ამატირა ციტათი, მერე ცხენზე ვიცინე ბევრი და სიცილით მოვკვდი სალომეს ამბებზე, შენი ფეხის მოტეხვა ხომ აი რა ვიცი. ჩემი თავი გამახსენდა ხერხემლიჸ რომ ჩავედი კიბეებზე:დდდ ძაან მაგარი იყო, მესამესაც ველოდები ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ჰებე

ლაქლაქა
ვააააიიიიმეეეეეე????????????????ეს იყო ისტორია “პირი მეხევა სიცილისგან”

თან პირველი ვაარ???!მეკეტება პირველობაზეეე
#კატერინავგიჟდებიშენსწიწილებზე????
ძააან გულში ხარრ????
მესამეს ველოდებიიი

მეე პირი გამეხაა ღიმილისგან
:დდდ
გიჟდება შენზეც კატერინა
<3

sabah alkhyr
ვაიმეეე, რამდენი ვიცინე, ღმეერთოოო :დდდდდ
ჩემმა ისტორიამ სხვათაშორის ამატირა ციტათი, მერე ცხენზე ვიცინე ბევრი და სიცილით მოვკვდი სალომეს ამბებზე, შენი ფეხის მოტეხვა ხომ აი რა ვიცი. ჩემი თავი გამახსენდა ხერხემლიჸ რომ ჩავედი კიბეებზე:დდდ ძაან მაგარი იყო, მესამესაც ველოდები ❤️❤️❤️

თავის გაწირვა მომიწია მაინც
:დდდდ
მესამეს ელოდეთ საუკუნის ბოლოს!

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

piri ve davmuce. dges zalian cud gancyobaze myofi. iset xasiatze davdeqi saxli amovatriale imdeni valage. didi madloba a cutebistvis. zalian mouxdeba katerinas siyvarulis istoriacc.au ra magrebi ariannnn

 


№5  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ჰებე
ლაქლაქა
ვააააიიიიმეეეეეე????????????????ეს იყო ისტორია “პირი მეხევა სიცილისგან”

თან პირველი ვაარ???!მეკეტება პირველობაზეეე
#კატერინავგიჟდებიშენსწიწილებზე????
ძააან გულში ხარრ????
მესამეს ველოდებიიი

მეე პირი გამეხაა ღიმილისგან
:დდდ
გიჟდება შენზეც კატერინა
<3

sabah alkhyr
ვაიმეეე, რამდენი ვიცინე, ღმეერთოოო :დდდდდ
ჩემმა ისტორიამ სხვათაშორის ამატირა ციტათი, მერე ცხენზე ვიცინე ბევრი და სიცილით მოვკვდი სალომეს ამბებზე, შენი ფეხის მოტეხვა ხომ აი რა ვიცი. ჩემი თავი გამახსენდა ხერხემლიჸ რომ ჩავედი კიბეებზე:დდდ ძაან მაგარი იყო, მესამესაც ველოდები ❤️❤️❤️

თავის გაწირვა მომიწია მაინც
:დდდდ
მესამეს ელოდეთ საუკუნის ბოლოს!

კიდევ მააქვს რაღაცები მოსაყოლი, დაგაწერინებ მესამესაც :დდდ

 


№6  offline წევრი ჰებე

Qeti qimucadze
piri ve davmuce. dges zalian cud gancyobaze myofi. iset xasiatze davdeqi saxli amovatriale imdeni valage. didi madloba a cutebistvis. zalian mouxdeba katerinas siyvarulis istoriacc.au ra magrebi ariannnn

მაადლობა
<3
გაგრძელება იქნება :დდდ
კატერინას სიყვარულიც
:დდდ

 


№7  offline წევრი დელირიუმი

გაგრძელებას ველი :დდდდ
ძალიან პოზიტიური ისტორიაა❤❤❤

 


#კაწკაესრაკლასნიწიწილებიგყავს?!

კაროჩეეე,წელს პოზიტნივი ისტორიების სათავეში არიან ესენი????ვუაიმეჰ ეს რა ტკბილობააა..სალომეზე მეფანატებააა????

 


№9  offline წევრი ჰებე

ბუზღუნიზმი სულსა შინა
#კაწკაესრაკლასნიწიწილებიგყავს?!

კაროჩეეე,წელს პოზიტნივი ისტორიების სათავეში არიან ესენი????ვუაიმეჰ ეს რა ტკბილობააა..სალომეზე მეფანატებააა????

მევარ კლასნი
მარაიქნება
:დდდდ

 


№10  offline წევრი სალიომეეე

კაწწწწ ხოხედავ იმისგამო დავრეგისტრილდიი რო კომენტარი დამეწერა მიყვარხარ შენი წიწილებითურთ იასნიაა ანდრონიკეეეცც მაგრამმ აღიარე რაცეცხლი ვარრრ

 


№11  offline წევრი ჰებე

სალიომეეე
კაწწწწ ხოხედავ იმისგამო დავრეგისტრილდიი რო კომენტარი დამეწერა მიყვარხარ შენი წიწილებითურთ იასნიაა ანდრონიკეეეცც მაგრამმ აღიარე რაცეცხლი ვარრრ

კომენტარი პირადშიც შეიძლებოდა დაგეწერა მაგრამ ყველას თუ არ დაანახე ვინაა სალომე "კუპატაძე"
რაა მამული
:დდდდდდ
გენაცვალოს შენი დედიკო
<3

 


№12  offline წევრი სალიომეეე

ჰებე
სალიომეეე
კაწწწწ ხოხედავ იმისგამო დავრეგისტრილდიი რო კომენტარი დამეწერა მიყვარხარ შენი წიწილებითურთ იასნიაა ანდრონიკეეეცც მაგრამმ აღიარე რაცეცხლი ვარრრ

კომენტარი პირადშიც შეიძლებოდა დაგეწერა მაგრამ ყველას თუ არ დაანახე ვინაა სალომე "კუპატაძე"
რაა მამული
:დდდდდდ
გენაცვალოს შენი დედიკო
<3

აქ ხალხს ვუყვარვარრრრ და ნუგშურთ მეც მიყვარხართ ყველანიი მოკითხვა ჩემგანნნ <3 კაწია ხალხს დავანახე რო ნამდვილად არსებობს სალომეე

 


№13  offline წევრი ჰებე

სალიომეეე
ჰებე
სალიომეეე
კაწწწწ ხოხედავ იმისგამო დავრეგისტრილდიი რო კომენტარი დამეწერა მიყვარხარ შენი წიწილებითურთ იასნიაა ანდრონიკეეეცც მაგრამმ აღიარე რაცეცხლი ვარრრ

კომენტარი პირადშიც შეიძლებოდა დაგეწერა მაგრამ ყველას თუ არ დაანახე ვინაა სალომე "კუპატაძე"
რაა მამული
:დდდდდდ
გენაცვალოს შენი დედიკო
<3

აქ ხალხს ვუყვარვარრრრ და ნუგშურთ მეც მიყვარხართ ყველანიი მოკითხვა ჩემგანნნ <3 კაწია ხალხს დავანახე რო ნამდვილად არსებობს სალომეე

აფერისტი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent