შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე ქალდანი (14 თავი)


16-01-2021, 12:55
ავტორი nina_m
ნანახია 2 181

- ეს ის...
- კი მერთია - დასრულება არ დავაცადე ისე ვუპასუხე და გასასვლელისკენ სვლა გავაგრძელეთ, წელზე კი ვიგრძენი ხელი როგორ დაეჭიმა ქალდანს.
- ღამემშვიდობის ანასტასია - ოდნავ მოშორებით შეჩერდა მერთი და ღიმილით გამომხედა
ხმა არ ამომიღია უბრალოდ თავი დავუქნიე და ვეცადე სწრაფად გამოვსულიყავი ალექსანდრესთან ერთად.
- ღამემშვიდობის ანასტასია? სერიოზულად? - მაშინვე მომიბრუნდა, როგორც კი ქუჩაში გავედით
- მოგიყვები - ვეცადე დამეწყნარებინა რადგან აშკარად ხმამაღალი იყო მისი ტონი, თვალებში კი ცეცხლი უელავდა
- საინტერესოა როდის მოასწარო მისი გაცნობა - ხელით მანქანის მოყვანისკენ ანიშნა ერთ-ერთ ბიჭს
- წეღან ვაპირებდი თქმას მაგრამ დავინახე რომ ახლოს იყო და ამიტომ არ მიხსენებია მისი სახელი
- მაკვირვებ - ჩვეული ირონია
- ნუ ქმნი ალექსანდრე პრობლემას, შემთხვევით მოხდა და აგიხსნით როცა ლილე და დამიანეც მოვლენ - ამჯერად მე ავუწიე ტონს
- ხოა ეხლა ღირსი შევალამაზო - კბილებში გამოსცრა და შესასვლელისკენ გაიხედა
- მართლა ზედმეტად აზვიადებ
- არაფერს ვაზვიადებ
- და რაშია პრობლემა? - თვალებში ჩავაშტერდი
- პრობლემა ისაა რომ თავნება ხარ და მაინც ის გააკეთე რაც გინდოდა, ჩვენ შევთანხმდით რომ არ იქნებოდა არანაირი გაცნობა და ფარული გეგმები
- იმით დავიწყოთ რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, ეს შენ თქვი რო არ მოხდებოდა მსგავსი რამ, რაც შეეხება ჩემს თავნებობას გირჩევ სიტყვებთან ფრთხილად იყო რადგან ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო და სხვა არაფერი, ამიტომ ნუ გააფუჭებ ყველაფერს - საბოლოოდ მაინც გამოვედი მდგომარეობიდან
- ჩემი სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ დაივიწყო ნებისმიერი გამოხტომა, რაც მაგ ლამაზ თავში მოგივა, ეს ჩემი პროექტია ჩემს კომპანიაში და უფლება მაქვს მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც სწორად მიმაჩნია - შედარებით დაბალი ტონით მაგრამ უფრო მეტი სერიოზულობით წარმოთქვა ქალდანმა
- ხო? მეკი ქალი ვარ, თანაც თავისუფალი ქალი, ვისაც შეუძლია ნებისმიერს გამოელაპარაკოს ვისთანაც ამის სურვილი ექნება და ჩვენი საუბარი სულაც არ ეხებოდა შენს კომპანიას და შენს პროექტს ქალდანო - ბოლო სიტყვები რაც შემეძლო გამოვკვეთე.
- თავისუფალი ქალი ხო? - ძარღვები დაებერა, და ისეთი სახე მიიღო მეგონა წამიწამზე აფეთქდებოდა
- დიახ, თავისუფალი ქალი - განვაგრძობდი ჩემსას
- ანასტასია, საბოლოოდ არ გამომიყვანო მდგომარეობიდან - თვალები დამიბრიალა და თითი დამიქნია გაფრთხილების ნიშნად
- არავინ გაიძულებს მდგომარეობიდან გამოსვლას, თავად ვერ აკონტროლებ საკუთარ ქმედებებს და დასკვნები გამოგაქვს ისე რომ არც მისმენ.
რაღაცის თქმას აპირებდა და ეს რაღაც აშკარად კარგი მოსასმენი არ იქნებოდა საუბარში ლილე რომ არ ჩარეულიყო.
- რა ხდება? რატო ხოცავთ ერთმანეთს შუა ქუჩაში - მოგვიახლოვდა ლილე და უკან მოყვა დამიანეც
- მშვიდობაა? - იკითხა უმცროსმა ქალდანმაც
- ამას კითხეთ - ხელი ჩემკენ გამოიშვირა ალექსანდრემ და ირონიულად ჩაიცინა
- მშვიდობა იქნებოდა ვიღაც რომ ზედმეტად არ ამწვავებდეს სიტუაციას
- არა, მართლა ჭკუიდან გადავალ გეფიცები - ხელი ჩამოისვა სახეზე და განრისხებულმა გადმომხედა
- მგონი ჯობს სახლში ვილაპარაკოთ - თვალით მანქანაზე მიგვანიშნა დამიანემ და ყველამ სწრაფად დაიკავა თავის ადგილი.
გზაში ხმა არ ამოგვიღია არც ერთს, ლილე კი ცდილობდა რამე გამოეტყუებინა ჩემგან მაგრამ ალექსანდრეს კიდევ ერთ აფეთქებას და კამათას ვერ გავუძლებდი, ამიტომ ვამჯობინე სახლამდე მომეცადა.
- აბა იტყვით რა მოხდა? - როგორც კი სახლში შევედით მე და ალექსანდრეს მოგვიბრუნდა დამიანე
- ანასტასია მოგვიყვება მისი და მერთის სასიამოვნო საუბარზე - დივანზე ჩამოჯდა ქალდანი და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე. სიამოვნებით ჩავარტყამდი ახლა რამეს
- მერთი გაიცანი? - თან გაუკვირდა და თან სახე გაებადრა ლილეს
- მერთია ჯონი დეპი კი არა - ჩაისისინა დამიანემ - გვიან მოვიდა მგონი მეც არ დამინახავს, როდის გაიცანი? - ახლა მე მომიბრუნდა
სავარძელში ჩავჯექი და ყველაფერი ზედმიწევნით დეტალურად მოვახსენე სამივეს, ჩანთიდან სავიზიტო ბარათიც კი ამოვიღე და მაგიდაზე დავდე.
- ასე იყო ყველაფერი, და კი ეს შემთხვევითობა იყო - შევხედე ალექსანდრეს - ამიტომ ამის გამო თავს არც დამნაშავედ ვგრძნობ და დიდად იმასაც ვერ ვხვდები რა არის ამაში ასეთი საპანიკო
- მართლა ისეთი სიმპათიურია? - თავის სტიქიებში იყო ლილე
- ახლა მაგის დროა? - თვალები დავუბრიალე დაქალს.
- საინტერესო დიალოგი გქონიათ, მიკვირს რომ ყავაზე არ დათანხმდი, შენ ხო თავისუფალი ქალი ხარ - იგესლებოდა ალექსანდრე
- იქნებ მორჩე
- პროექტზე რამე ახსენა? - შედარებით მშვიდად იყო უმცროსი ქალდანი
- არაფერი ისეთი და ვერც გავრისკე რომ არაფერს მიმხვდარიყო, არც ჩვენი კომპანიის სახელი მიხსენებია.
- პირადი საუბრები უფრო საინტერესოა რა თქმა უნდა
- რა გინდა ალექსანდრე? გერჩივნა მეხსენებინა ან პროექტზე დავლაპარაკებოდი და ეჭვი გასჩენოდა? - ნერვებს მიშლის
- არა, ჯობდა საერთოდ ამდგარიყავი და შემოსულიყავი.
- მგონი ჩხუბი არ ღირს - სიტუაციის განმუხტვა სცადა დამიანემ - კარგია რომ არაფერი გითქვამს კომპანიაზე, ჩხუბს კიდე აზრი არ აქვს უფრო სერიოზული საქმეა ახლა ეს პროექტი. - გადახედა ალექსანდრეს
- ოთახში ვიქნები - ალექსანდრეს რეპლიკების თავიდან მოსმენა არ მინდოდა ამიტომ ჩანთა ავიღე და საძინებელში ავედი.
შხაპი მივიღე და სპორტული შორტი და დიდი ზომის მაისური ჩავიცვი. თავის ტკივილი ისევ მაწუხებდა ამიტომ სველი თმა ჩამოვიშალე და სამზარეულოში ჩავედი ყავისთვის. ალექსანდრე არსად ჩანდა, დამიანე და ლილე მისაღებში რაღაც ბანერის დიზაინს განიხილავდნენ.
- ყავას დალევთ? - ვკითხე ბავშვებს
- აუ კი რა - მიპასუხა დამიანემ და ლეპტოპში განაგრძო ყურება
- დაგეხმარები - უკან მომყვა ლილე - როგორ ხარ? - მკითხა როგორც კი სამზარეულოში შევედით
- თავი ისევ მტკივა და იმედია ყავა მიშველის
- ცუდ ხასიათზე ნუ დადგები ალექსანდრეს გამო, უბრალოდ გაბრაზდა მგონი დიდად არ მოსწონს ეგ მერთი
- ის რომ გაბრაზდა არ აძლევს უფელბას ასე ილაპარაკოს ან საერთოდ რატო გახადა ასეთი პრობლემა მართლა ვერ ვიგებ.
- მართლა სიმპათიურია? - თვალები აათამაშა ეშმაკურად
- ლილეე - გამეცინა დაქალის ცნობისმოყვარეობაზე
- მომიყევი რა როგორია - საწყალი თვალებით გადმომხედა
- რაც ფოტოებშია ისაა ზუსტად, საკმაოდ სიმპათიური და კარგი მანერებიც აქვს, ხელზეც კი მეამბორა, როცა დავემშვიდობე
- ოოოოუ შიით - პირზე ხელი აიფარა და თვალებგაფართოებულმა შემომხედა
- ნუ შექმნი ახლა ამისგან ცალკე ზღაპარს, ჩვეულებრივი დიალოგი გვქონდა, ისეთი როგორიც სხვა ნებისმიერთან მექნებოდა.
- თქვი რომ მოგეწონა
- მომწეონა? ნუ ბოდავ - გამეცინა და ჩაიდანი გამოვრთე რომ ყავა გამემზადებინა
- კარგი რა მართლა ეგეთი თუა თვალები სად გაქვს, როგორ არ მოგეწონა
- გარეგნობას ვერაფერს დავუწუნებ, საკმაოდ კარგი მოსაუბრეა მაგრამ რაღაცანირია ცოტა პრანჭია და ცდილობს მანერებით მოგაწონოს თავი. არ ვამბობ რომ ეს ცუდია მაგრამ ჩემი სტილი ნამდვილად არაა
- ხო რა თქმა უნდა შენ ძირითადად ცხოველები გიზიდავენ
- მორჩი ახლა - ცხოველში აშკარად ალექსანდრე იგულისმხებოდა
- არაფერში ბედი არ მაქვს რა რაღა მაშინ შემოვედი შიგნით, დავრჩენილიყავი - უკმაყოფილოდ დამანჭა სახე
- ნუ აზვიადებ ლილე
- კარგი ხო, უჟმური ხარ რა ასეთ კაცს შეხვდი და რეაქცია არ გაქვს, მართლა ცხოველებით ხარ შეპყრობილი, ეს ავადმყოფობაა - თავის და დამიანეს ფინჯენბი აიღო და მისაღებში გავიდა
- არაფერი ეშველება - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი.
ცოტა ხანს მიას ველაპარაკე და მოვუყევი მომხდარზე, ისიც თავის ამბებს ყვებოდა, თქვა რომ მარიამი და ეგ ნანასთან აპირებდნენ ასვლას და გამიხარდა რომ სულ მარტო არ იქნებოდა. ტელეფონი მიჯდებოდა ამიტომ მალე დავემშვიდობე და გავუთიშე. ძალიან ვიყავი გაღიზიანებული, ამიტომ ვიფიქრე სამზარეულოზე გადავიტანდი მთელ ყურადღებას. საკმაოდ გვიანი იყო მაგრამ მაინც გადავწყვიტე სენდვიჩები გამეკეთებინა, ლილე და დამიანეც მუშაობდნენ ისევ.
- ჩვენს გასუქებას აპირებ? - მკითხა დამიანემ, როცა სენდვიჩების თეფშით შევდი მისაღებში
- თუ არ გინდა შენ წილსაც მე შევჭამ - გამეცინა
- რას ამბობ - შეიცხადა - ამაზე უარს როგორ ვიტყვი - თქვა და მაშინვე დაწვდა ერთ სენდვიჩს
- ჩემთვისაც არის? - საძინებლიდან ალექსანდრე გამოვიდა და სავარძელში ჩაეშვა
- არის - ვუპასუხე და წვენის მოსატანად გავედი, მიუხედავად იმისა რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი არ ვაპირებდი ბავშვურ ბუტიაობას.
- ცოტახანს ვილაპარაკოთ? - ჭიქებს ვიღებდი ალექსანდრე რომ შემოვიდა.
- ვილაპარაკოთ - მისკენ მოვტრიალდი და ჭიქები მაგიდაზე დავაწყე
- ძალიან მოულოდნელი იყო მერთის ეს დამშვიდობება ასე მაგიტო გავბრაზდი
- ახლა ბოდიშის მოხდას ცდილობ?
- ბოდიშის? უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა რატომ გავბრაზდი
- ისედაც ვიცი რატომ გაბრაზდი
- ხოო?
- კი
- და რატომ?
- იმიტიმ რომ არ შეგიძლია ადამიანების მოსმენა და დასკვნები ნაადრევად გამოგაქვს, იმიტიმ რომ ყოველთვის საკუთარი თავი გგონია მართალი და მიჩვეული ხარ რომ გარშემო ყველაფერს აკონტროლებ
- ან იქნებ იმიტომ რომ ვიღაც ს****ნ ლაპარაკობ მაშინ როცა შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდეს
- თავად თქვი რომ ეს დაზუსტებით არავინ ვიცით - შევახსენე საკუთარი სიტყვები
- და ამიტომ აუცილებელი იყო მასთან ასეთი თბილი შეხვედრა და საუბარი?
- და დაშავდა ამით რამე?
- კი დაშავდა - თვალებში ისევ ნაპერწკალმა გაუელვა - არ აქვს უფლება გესაუბრებოდეს - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდაგ ჩემკენ - შენთან ახლოს იჯდეს - ლაპარაკიდან ჩურჩულზე გადავიდა და ჩვენს შორის მანძილი უფრო შეამცირა - გეხებოდეს - ახლა მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი - ან საერთოდ ფიქრობდეს შენზე - თმა მხრებს უკან გადამიყარა - არავის აქვს ამის უფლება. -ოდნავ დაიხარა და ცხვირი თმაზე გამიხახუნა მერე კი ღრმად ჩაისუნთქა - არავის - კიდევ ერთხელ გაიმორა
- და რატომ? - სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი და მისი სურნელისგან გაბრუებულმა თვალები დავხუჭე
- გაიგებ - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა, შუბლზე კოცნა დამიტოვა და სამზარეულოდან გავიდა.
ოდესმე თუ გულის შეტევა დამემართება ან წნევა დამარტყამს, ამის მიზეზი ეს კაცი იქნება. ნორმალურია ახლა ეს? ჯერ სცენებს მიდგამს, მერე მაშტერებს თავისი შარმით და საბოლოოდ გაურკვევლობაში მტოვებს. არა ანასტასია ალექსანდრეს მორჯულებას აპირებდი და აქეთ ახდენს შენზე დიდი ზეგავლენას, აშკარად ვერ ხარ ფორმაში - საკუთარი თავი შევაგულიანე და წვენით დავბრუნდი მისაღებში, სადაც ალექსანდრე გემრიელად შეექცეოდა ჩემს გაკეთებულ სენდვიჩს.
პირველადი ბანერის დიზაინზე მსჯელობდნენ ლილე და დამიანე, ამიტომ მე და ალექსანდრეც ჩავებით მათ დიალოგში, მხოლოდ რამდენჯერმე თუ შეხვდებდოდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და უცნაური შეგრძნება დამივლიდა მთელ სხეულში.
საბოლოოდ საკმაოდ გვიან დავიშალეთ, ესეც იმიტომ რომ ხვალ შეხვედრები გვქონდა დილიდან.

***
შემდეგი ერთი კვირა ძალიან დატვირთული იყო, მე და ალექსანდრეს სულ შეხვედრების დაორგანიზება გვიწევდა. ამას მოყვა იურისტებთან შეხვედრრები და ხელშეკრულების გაფორმება, დამიანე პარტნიორებს ხვდებოდა ძველ პროექტებთან დაკავშირებით, ლილე კი დიზაინზე მუშაობდა სხვებთან ერთად.
მერთთან დაკავშირებული საქმეები არავის ახსოვდა, მე და ალექსანდრეც ჩვეულებრივ დიალოგს ვახერხებდით კამათების და ცეცხლოვანი მომენტების გარეშე. ახალ პროექტზე მუშაობა საკმაოდ მშვიდ გარემოში დავიწყეთ პროებლმების და გართულებების გარეშე დაიგეგმა ფოტოსესიები და ბანერის პრეზენტაცია, ჩაინიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრაც. ისიც კი დაგვავიწყდა რომ რამე პრობელმა შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველა ჩვენს სამქეში ვიყავით ჩართული და ნაკლებად ვფიქრობდით შესაძლო პრობლემებზე.
- ანკარაში მიწევს წასვლა ორი დღით - გვითხრა ერთ საღამოს დამიანემ - ჩვენი ძველი პარტნიორის შეხვედრაა და უნდა დავესწრო, ორ თვეში კონტრაქტს ვასრულებთ და უნდა ვეცადო ახალი გაგვიფორმოს.
- რომელი კომპანიაა?
- სპორტული აღჭურვილობის
- ერთი რეკლამა ხომ კიდევ გასაკეთებელია - კითხა ალექსანდრემ
- კი მაგრამ ეგ რეკლამა მალე ჩაეშვება და ახალი კონტრაქტი გვჭირდება
- როდის მიდიხარ? - ვკითხე მე
- ხვალ საღამოს წავალ, სავარაუდოდ სამსახურის მერე
- ჩვენ ფოტოსესიაზე რა უნდა ვქნათ რომ არ იქნები? - კითხა ლილემ - ზეგ გვაქვს ჩანიშნული
- ვფიქრობ თქვენც კარგად გაუმკლავდებით, თუ რამე დაგჭირდებათ მუდმივად კონტაქტზე ვიქნები, მაგრამ არ მგონია რამე ისეთი იყოს.
- უშენოდ როგორ შევარჩევთ კატალოგისთვის ფოტოებს
- ლილე დიზაინერი შენ ხარ და გამოცდილი ჯგუფიც გვყავს, დარწმუნებული ვარ ყველაფერს კარგად გააკეთებთ
- ჩვენ ორი შეხვედრა გვაქვს და ცოტა გვიან მე და ანაც მოვალთ - ლილეს დამშვიდება სცადა ალექსანდრემ
- კარგით ხო - აშკარად უკმაყოფილო იყო დამიანეს წასვლით
- ვივახშმოთ და დავისვენოთ ბევრი სამუშაო იქნება ხვალ - შემოგვთავაზა დამიანემ და სამზარეულოში გავედით.
ვახშმის მომზადებაში ყველამ მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ალექსანდრემაც, რომელმაც სალათის მომზადება ითავა და საკმაოდ გემრიელიც გამოუვიდა.
- მე დავიძინებ და დილით გნახავთ - დაგვემშვიდობა დამიანე როგორც კი ვახშამი დავასრულეთ და ყველაფერი დავალაგეთ
- მეც დავწვები - ისევ უხასიათოდ იყო ლილე
- როგორც ჩანს ჩვენ შემოვრჩით - შემომხედა ალექსანდრემ - დაძინებას თუ არ აპირებ გავიაროთ ხვალინდელი შეხვედრის გეგმა
- ყავას მოვამზადებ
- საფირმოს? - გაიღიმა
- საფირმოს - მეც გამეღიმა და სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად. როგორც ჩანს კარამელმა მოხიბლა ქალდანი.
ყავა მოვამზადე და ერთ-ერთი შეხვედრის დეტალები გავიარეთ. ხვალინდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნებოდა ამიტომ მუშაობა გვიანობამდე გადავწყვიტეთ.
- კვირის ბოლოს შეიძლება მერთთან ქონდეს შეხვედრა დამიანეს - თქვა ქალდანმა როცა სამუშაოს მოვრჩით
- რამე ახალი პროექტია? - გამიკვირდა, რადგან მათთან კომუნიკაცია არ ქონდათ როგორც ვიცი
- ერთ-ერთ სასტუმროზე უნდათ მუშაობა შეიძლება მათი პიარი და ჩვენი რეკლამა იყოს. დღეს მოუვიდათ წერილი დამკვეთისგან
- დამიანე აპირებს ამ პროექტის აღებას?
- ჯერ ზუსტად არ ვიცით, აქამდე პრობლემა არ შექმნილა ამ პროექტზე და შეიძლება გავრისკოთ კიდეც, საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა, უბრალოდ დიდად მოხიბლული არ ვარ მერთთან მუშაობით.
- და რას ერჩით მას?
- არაფერს არ ვერჩი, არ მომწონს უბრალოდ
- და ამის მიზეზი რა არის, ცუდი ადამიანი არ ჩანს
- რა მოხდა, ხომ არ მოგხიბლა? - გამომცდელად შემომხედა
- არა, ჩემი მოხიბვლა არც ისე მარტივია - არც მე ჩამოვრჩი
- ასე ფიქრობ? - ჩემთან უფრო ახლოს მოიწია
- არ ვფიქრობ, ასეა. ყველა მეორე მამაკაცს არ შეუძლია ჩემზე ზეგავლენის მოხდენა
- ანუ არ მოგეწონა
- არ მომეწონა
- საერთოდ?
- გარეგნული მახასიათებელი ზოგჯერ საკმარისი არ არის
- აბა რა გჭირდება
- არ ვიცი - დავიბენი - ალბათ ხასიათი და მიზიდულობა
- მეგონა მისით აღფრთოვანდი
- მაშინ შეცდი, ცუდი ნამდვილად არ არის საკმაოდ მიმზიდველია მაგრამ პირველივე შთაბეჭდილება არ აღმოჩნდა საკმარისი რომ მოვენუსხე. - თვალს არ ვაშრებდი ქალდანს - თუმცა იქნებ მეორე შეხვედრამ ყველაფერ შეცვალოს - გამეღიმა ეშმაკურად
- მეორე შეხვედრა აღარ იქნება
- თუ ერთად ვიმუშავებთ მეტიც იქნება, ეს ხომ იცი
- ის შენ არ მოგიახლოვდება
- ამას შენ გადაწყვეტ?
- გადავწყვეტ
- და რატომ?
- იმიტომ რომ მე ასე მინდა
- და იქნებ მე მინდა რომ მომიახლოვდეს - ახლა მე მივუახლოვდი მას - დამელაპარაკოს - ხელი ლოყაზე ჩამოვუსვი - ყავაზე დამპატიჟოს - ვიგრძენი მაში ცეცხლი როგორ იწყებდა გაღვივებას
- ანასტასია - ამოიგმინა, მე კი ხელი თმაში შევუცურე
- იქნებ მინდა რომ შემეხოს - ეს ნამდვილად ბოლო წვეთი იყო, ღამისფერ თვალებში ცეცხლი აგიზგიზდა და ისე აღმოვჩნდი მის კალთაში თავადაც ვერ მოვასწარი გააზრება
- ვერავინ, ვერასდროს ვერ შეძლებს შეგეხოს - ხელი წელზე მჭიდროდ მომხვია და ახლოს მიმიზიდა - ვერავინ ჩემს გარდა - ტუჩებთან ამოიჩურჩულა, ერთხანს თვალებში ჩამხედა, მერე მზერა ქვემოთ გააპარა და ტუჩებზე დამეწაფა, მაშინვე ვიგრძენი ალექსანდრეს ღრმა ამოსუნთქვა, ამან მეც უფრო გამახელა და კოცნაში ავყევი, ერთი ხელი თმაში შემიცურა მეორე კი თეძოზე მომკიდა და უფრო ახლოს მიმიზიდა. მალე ალბათ სიამოვნებისგან გავაფრენდი. თმიდან ხელი სახეზე ნელა ჩამოიტანა და მხოლოდ მაშინ მოშორდნენ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს, ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა და ვნებიანად ამოიჩურჩულა - ჭკუიდან გადაგყავარ...



№1 სტუმარი სტტ

ეღირსაათ, ძლივს! კარგი იყო, ველი შემდეგს <33

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ოჰ ალექსანდრეს გადარევს მგონი ჩვენი ანნა, ასე მოუხდება მაგას : )) მგონია რომ დამიანეს 2დღიანი წასვლა ლილეს და მის ურთიერთობაში დადებითად იმოქმედებს,ორივე იგრძნობს მონატრებას და ერთმანეთის დანაკლისს , : ))

ისეთი გემრიელი თავი იყო და მაინც არ მეყო : D

 


№3 სტუმარი Ana -maria

მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები.იმედია მალევე დადებით ახლა თავს.

 


№4 სტუმარი ატბ

მე რო მერთი მომწონს არაუშავს? :დ
ანუ ანასტასიასთვის კიარა, მაგას აე ვგულისხმობ :დ
ზოგადად ვიძახი :დ

 


№5 სტუმარი ina

მალმალე დადე რა გთხოვ ♥️♥️ თან პატარა თავი იყო ჩემთვის

 


№6  offline წევრი ნაამა

როგორ ველოდი ამათ კოცნას ჰალილუიააა❤️მეღირსა????ველოდები ახლას აუ დიდხანს არ მალოდინო რა❤️

 


№7 სტუმარი ეკა

ისეთი ცეცხლოვანი თავი იჰო უუფფ.ველოდები ახალს

 


№8  offline წევრი nina_m

ატბ
მე რო მერთი მომწონს არაუშავს? :დ
ანუ ანასტასიასთვის კიარა, მაგას აე ვგულისხმობ :დ
ზოგადად ვიძახი :დ

რაღა დაგიმალო და მეც მომწონს :დდ

ina
მალმალე დადე რა გთხოვ ♥️♥️ თან პატარა თავი იყო ჩემთვის

რამდენიმე დღისწინ უნდა მომხდარიყო ამ თავის დადება და ხარვეზი ქონდა, ვეცდები ახალი მალე დავდო ^^

ნაამა
როგორ ველოდი ამათ კოცნას ჰალილუიააა❤️მეღირსა????ველოდები ახლას აუ დიდხანს არ მალოდინო რა❤️

ვეცდები რომ მალე დავდო kissing_heart

სტუმარი gvantsa
ოჰ ალექსანდრეს გადარევს მგონი ჩვენი ანნა, ასე მოუხდება მაგას : )) მგონია რომ დამიანეს 2დღიანი წასვლა ლილეს და მის ურთიერთობაში დადებითად იმოქმედებს,ორივე იგრძნობს მონატრებას და ერთმანეთის დანაკლისს , : ))

ისეთი გემრიელი თავი იყო და მაინც არ მეყო : D

ლილესაც ხომ უნდა ვუშველოთ რამე :დ *

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო მომეწონა ძალიან რა საყვარელი წყვილია ანა და ალექსანდრე,გაეშმაკდა ანა გოგო ველიდები ახალი თავი მადლობა წარტებები ????

 


№10  offline წევრი Nobodyelse

მომწონს, მაგრამ იმდენად იშვიათად დებ, ნერვები აღარ მყოფნის smiley
პს ამათ ეშველათ როგორც იქნა!!

 


№11 სტუმარი სტუმარი tako_

ძალიან მომწონს ეს ისტორიაც და პერსონაჟებიც,მაგრამ ჯერ ამდენ ხანს შეწყვიტე და ეხლა კიდე ამდენს გვალოდინებ და პლიუს პატარა თავებს დებ,ძალიან დავიტანჯე :) რომ დაამთავრებ მერე გავაგრძელებ კითხვას. წარმატებები.

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიკა

აიი როდის დადებთ.გული დამელია

 


№13  offline წევრი ნაამა

ზოგადად ამის თქმა არ მიყავრს,ბათ მალე დადე შევწუხდი უკვე.ზაფულიდან მოყოლებული ნახევარი წელია 14 თავს ვკითხულობ დავიღალე.გეხვეწები რა დადე მალე.

 


№14  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგიაააა, საინტერესო ვოიაჟი აქვთ თურქეთში, ვნახოთ მერთი რას მოიმოქმედებს ვფიქრობ უსაქმოდ არ იქნება და წყალს აამღვრევს, საინტერესოა ძალიან

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამი

ისევ შეწყვიტე წერა? თუ ვერ გავიგე რას აკეთებ. საშინლად უპასუხისმგებლობაა

 


№16  offline წევრი Marikagogolqdze

იმდენი ხანი იდება ეს თავები რომ ნელა ნელა ყველას ავიწყდება რას კითხულობდა.ასე ყველას დაკარგავთ და აღარავინ დაგელოდებით...5 და 6 თვეშიბერთხელ იდება.ეს ჩვენი მკითხველის უპატივცემულობაა

 


№17 სტუმარი თეკო_თეკო

მთელი წელი უნდა გელოდოთ? რა პირადი პრობლემაც არ უნდა გქონდეს ეს მკითხველის მიმართ უპასუხისმგებლობაა. ამ ისტორიამ ჩემი სახით 1 მკითხველი უკვე დაკარგა და დიდხანს არც სხვები დაგელოდებიან :) წარმატებები

 


№18 სტუმარი ანუ

როდის გვაღირსებ ახალ თავს?

 


№19  offline წევრი Marikagogolqdze

Auu ikneb dadot ra

 


№20  offline წევრი Nano Goduadze

ზაფხულის მერე ამმ ისტორიის კითხვა მეათასედ დავიწყე, კარგი ისტორიაა, თუმცა ის რომ, თვეობით წელავ თავიდან თავის დადებას ყველაფერს აფუჭებს )) იმედია ზაფხულამდე დაასრულებ ამ ისტორიას)

თეკო_თეკო
მთელი წელი უნდა გელოდოთ? რა პირადი პრობლემაც არ უნდა გქონდეს ეს მკითხველის მიმართ უპასუხისმგებლობაა. ამ ისტორიამ ჩემი სახით 1 მკითხველი უკვე დაკარგა და დიდხანს არც სხვები დაგელოდებიან :) წარმატებები

ჩემი სახითაც დაკარგა ერთი მკითხველი...

 


№21 სტუმარი სტუმარი ხატია

რატო დებთ ასე დაგვიანებით დავიღალე ლოდინით,ალბათ ნახევარი წელი რო გავა შემდეგ დადებთ ახალ თავს????????????????????????????

 


№22  offline წევრი Marikagogolqdze

Ase tu hagrdzelda agar cavikitxav. Ra gaxda axali tavia dadeba

 


№23  offline წევრი Nobodyelse

ყოველი სამი თავის შემდეგ პაუზა რატომ? disappointed_relieved
ვიმედოვნებ, მშვიდობა გაქვს.

 


№24  offline წევრი Marikagogolqdze

უსინდისობაა ასე წერა და მკითხველის დაღალატება

 


№25 სტუმარი Natia

Agar apirebt gagrdelebas?velodebu

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან ვღიზიანდები კომენტარებზეც რომ არ პასუხობ :))) თითქოს არ შემოდიოდე და არ ნახულობდე. და ეგრე რომც იყოს, ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რო ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობ მკითხველთან მიმართებაში, რომელიც ალბათ უკვე აღარც გყავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent