შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან [სრულად]

17-01-2021, 22:19
ავტორი ელ პინი
ნანახია 4 551

იჯდა მარტო.
ჯერაც არ განელებოდა ის ბრაზი, რაც მაშინ იგრძნო, როცა სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია წაიკითხა.
ყველაფერი შეიცვალა და მისდა ჭირად, ღმერთმა ყოველგვარი უბედურების თავდასხმა მხოლოდ მისთვის მოინდომა. ან, იქნებ, აზვიადებდა? გვახასიათებს ადამიანებს ეს. გვიყვარს ხოლმე, რომ რაღაც უნივთობები გავასულიეროთ და ისე ვუპოვოთ მათ კითხვა "ვინ?" დანაშაულის ამოსათქმელად, თითქოს მართლა რაიმეს აშავებდნენ.
აი, ასე, სხეულდამახინჯებული, ძალაგამოცლილი, სულიერად დაპატარავებული, დალურჯებული ტუჩებითა და ჩაწითლებული თვალებით იჯდა და ტიროდა. ამას მოთქმა უფრო ერქვა, რადგან არ ერიდებოდა არც ხალხის ფაციფუცს ქუჩაში, არც უცხოდ მოშტერებულ მზერებს მეზობელი აივნებიდან.
ვის ახსოვს საერთოდ რიდი, როცა ტკივილისგან სუნთქვაც კი გავიწყდება გულზე მარწუხებმოჭერილს? მისტიროდა თავის ცხოვრებას; იმ ფუჭ წვალებას, რომელიც არც კი ღირდა ვინმესთვის მისაძღვნელად; იმ ამაოებას, რომელიც სხეულში დაუსადგურდა და თითქოს სამუდამო ნავსაყუდელი იპოვა.
ახლა ყოველგვარი მწუხარების თავშესაფარი გახდა მისი ესოდენ წერტილისხელა მომცრო სხეული, რომელშიც ყვირილი საყლაპავი მილიდან გამოთავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ შეუძლებელი იყო. მიაწყდებოდა იქ გულთან სიტყვა "მტკივა" დასაღრიალებლად და უცებ ჩუმდებოდა, რადგან ბგერებად იშლებოდა. მოიშველებდა სიტყვას - "დამეხმარეთ", მაგრამ ესეც ვერას გახდა, რამეთუ სივერაგემ მთელი სიცხოველით მოიცვა არსება. აზრი არ ჰქონდა, რაც არ უნდა ეყვირა. ამიტომაც მხოლოდ იჯდა; მოთქვამდა; გოდებდა; ტიროდა; გოლგოთის ჯვარს მხრებით ატარებდა; გარდა ამისა, სციოდა. ტკივილისგან სხეული ეყინებოდა. წინ პატარა სარკე ედო მაგიდაზე. ჩაიხედავდა წამიერად შიგ და ისე უცებ აარიდებდა მზერას, თითქოს მის ტკივილის არ უყურებდა და თავის დაღწევა უნდოდა. სვამდა და ეწეოდა - შეუჩერებლივ. ფილტვები გაშავებოდა ტანს შიგნით და გულ-მუცელი ჩამწვარი ჰქონდა, ყელიც კი ჩახაზვოდა სასმლის სიმწარისგან, თუმცა ტკივილს ისე დაემორჩილებინა, ეს ყველაფერი მეასეხარისხოვნად საგრძნობი იყო.
ეს გახლდათ ქალი, რომელმაც თავისი ცხოვრება შეალია საყვარელი მამაკაცის შორიდან ტრფობას.
შორიდან იმიტომ, რომ არ ჰქონდა სიახლოვის უფლება.
ერთხელ ადგა და მიატოვა, სხვაზე გაცვალა, თუმცა, მისი ნება არ ყოფილა. არც მოუნდომებია მისთვის აეხსნა რამე, ესეც უნდა ითქვას. შეაშინა მამის სიტყვებმა, სიჭინავას ცხოვრებას დავუნგრევო და ოჯახისთვის შესაფერისად გამოძერწილ ობგაიძეს გააყოლეს ცოლად.
მაღალი, წვრილფეხება, სუსტწელიანი, ლამაზსახიანი გოგოდან უცებ ჩამქრალთვალებიან გათხოვილის სტატუსის მქონე ქალად იქცა და დამახინჯდა არამარტო ფიზიკურად, არამედ - სულიერადაც. იმ ყოველგვარ ჭეშმარიტებას, რომლის ამოხსნაში თავისი ცხოვრების მრწამსს ხედავდა და ბედნიერების ძიებაში ატარებდა ყოველ წუთს, ბოლო მოეღო, რადგან ყველაფერმა აზრი დაკარგა.
მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა სიტყვებს. მას ყველაფერი ჰქონდა და არაფრისკენ მიდიოდა.
სამაგიეროდ, მამას ჰყავდა სასურველი სიძე და შვილის დანგრეულ ცხოვრებას არავინ დაეძებდა. დედა რომ ცოცხალი ჰყოლოდა, იქნებ, არც კი ყოფილიყო ასე. დედები ხომ იცავენ შვილებს? თუმცა, ზოგჯერ დედებმა არაფერი არ იციან და ვერაფერს ვერ გრძნობენ.
წავიდა ნაკაშიძე საცხოვრებლად ობგაიძესთან ერთად ახალ სახლში, სადაც პირველივე ნაბიჯის შედგმისას საზიზღარი შეგრძნება დაეუფლა კედლების სიცივისგან, ისეთი ნაცრისფერი და შავი ბატონობდა ირგვლივ. აგერ ხუთი წელი გადიოდა უკვე მათი თანაცხოვრებიდან და დღეს ოცდაათი წლის სოფია შუახნის ქალს ჰგავდა. ლამაზად ჩაცმაც კი აღარ უყვარდა. ძირითადად, შავი ემოსა. მამამისი დღემდე წამოაძახებდა რა ქვრივივით დაატარებ ამ შავ ძაძებსო და სინამდვილეში ობგაიძის სიკვდილს მთელი გულით ნატრობდა ქალი, რამდენადაც საზიზღრად არ უნდა ჟღერდეს.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ცოცხალი იქნებოდა მისი ქმარი მის გვერდით, თუ მკვდარი? სულერთი იყო.
თვითონ მაინც ცოცხლად გარდაცვალებას განიცდიდა.
ვერ იტანდა სიტყვა - ქმარს. არც უთქვამს არასდროს ჩემი ქმარიაო, არც ის უთქვამს - მეორე ნახევარიაო, უბრალოდ ამბობდა ირაკლი ობგაიძეაო.
ამ უკანასკნელს თავიდან ეგონა, რომ ყველასთვის სანატრელი ქალი ხელში ჩაიგდო, მაგრამ ბედმა ყველაფერი უკუღმა შემოუბრუნა.
ლამაზი გოგო დაბერდა მის გვერდით.
დიდი ხანია აღარავის ენახა ნაკაშიძის ის თვალები, რომელიც სიჭინავას დანახვისას ანათებდა. ჩაქრა და უსაშველო უფსკრული ჩანდა დღეს ამ თვალებში. ვისაც არ უნდა შეეხედა, ყველამ იცოდა რამხელა ტკივილი იმალებოდა მოღრუბლულ პირი-სახეში.
ცა რომ ოდნავ შეფერადდა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა ობგაიძე სოფიას. ალბათ, ისევ ბევრი საქმე ჰქონდა სამსახურშიო გაიფიქრა და ირონიული ღიმილი გამოესახა.
ორი კოლოფი წითელი მარლბორო ისე ჩაამთავრა, ვერც იგრძნო. ფილტვების სიმხურვალეს ტანს შიგნით გრძნობდა. თითქოს ცეცხლი მოეკიდებინა ვინმეს მისთვის.
ნერწყვს ყელში ვერ აგორებდა და სიტყვებდაგროვილი ჩუმი ღრიალით ლაპარაკობდა.
სიჭინავას ცოლი მოჰყავდა.
ან რატომ ეგონა სოფიას, რომ მთელი ცხოვრება მას დაელოდებოდა?
რატომ უშვებდა იმ აზრს რომ თავს ისე დაიტანჯავდა რატი, როგორც თავად იტანჯებოდა ქალი მთელი ეს წლები?
რამდენი ხანია პრესაში აღარ გამოჩენილა, რამდენი ხანია არც კი უნახავთ როგორია ლამაზი სოფია.
ქალაქს დაავიწყდა სილამაზის ზღვარი და ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. ისეთი დიდი მასა შეიქმნა, ნაკაშიძეს გული ერეოდა ამ ერთფეროვნებაზე. ადრე მას ბაძავდნენ. მის სტილს იღებდნენ. მის ქცევებს იზიარებდნენ. ის იყო მისაბაძი და თითქოს ის უმაღლესი მწვერვალი, რომლის დაპყრობაც ყველას სურდა.
და დღეს, როცა მან დარდში გამოათენა, მის საყვარელ კაცს ნიშნობა ჰქონდა.
მისი საყვარელი კაცის ცოლი ჩაიცმევდა თეთრ კაბას, წვრილ წელზე გამოყვანილს, არც უაზროდ გადატვირთულს, ისეთს, როგორიც სოფიას უნდოდა ჩაეცვა და ყოველთვის ლაპარაკობდა ადრე ჩემს ქორწილში ასეთ თეთრ კაბას ჩავიცმევო.
ნათიას რა უნდა გამოჰპარვოდა? როგორმე გულზე ხომ უნდა გაეხეთქა სოფია? ან რაში სჭირდებოდა მის საყვარელ თეთრ კაბას რომ იცმევდა სიჭინავასთან ქორწინებისას? თითქოს გამოწვევას ცდილობდა საცოლე და ფაქტი იყო, რაღაც ცუდად დამთავრდებოდა.
არაფრით არ შეეგუებოდა ამას ნაკაშიძე. თუნდაც ქმარს გაშორებოდა, თუნდაც მამამისს რამე დაეშავებინა მისთვის, ყველაფერი ფეხზე ეკ/იდა.
რაღა გააჩერებდა?
მთელი ცხოვრება სწამდა, რომ ან თვითონ უნდა ყოფილიყო რატის გვერდით, როცა ამის შესაძლებლობა იქნებოდა და რატი უნდა დალოდებოდა, ან მარტოობაში გასცხებოდა სული სიჭინავას და თავად ქალსაც მთელი ცხოვრება სულ შავი ეტარებინა ქმრის გვერდით მყოფს.
ვერც კი გაიაზრა - როდის მივიდა ნიშნობამდე მათი საქმე. გამწარებული იყო, რადგან აქამდე ერთი რაიმე დეტალიც კი არ სმენია მათ ურთიერთობაზე.
ერთი კი გაეცინა და ავსულივით გადაიხარხარა, როცა წაიკითხა სიჭინავას საცოლე ნათია ფანჯიკიძე იყო.
ქალი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა რატისთვის და არასდროს აპირებდა მის დათმობას. ვინ იცის რა ჭია შეუჩნდა რატისაც, ამას რომ აკეთებდა.
იქნებ, ორივეს სატანჯველად? ან იქნებ...
მერამდენე ჭიქა სასმელი ჩაცალა - ვინ უწყოდა.
აივანიც გიჟივით აიკვიატა და ფეხს არ იცვლიდა იქიდან.
ყველას აყურებინებდა როგორია ძლიერ ქალს ამოფარებული სუსტი ჩანასახი, რომელსაც განვითარების და სახის გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა დღემდე, რადგან არავისთვის უნდოდა დაენახებინა მისი სისუსტე.
თუმცა, ვერ გაუძლო. აღარ უნდოდა ეთამაშა და წამში დანებდა. ისე დააგდო საყვარელი კაცის წართმევის წარმოსახვამ და ყველა განუხორციელებელი ტკბილი წარმოდგენის ფანჯიკიძისთვის ხელისშეუშლელად გაზიარებამ, ვერ შეებრძოლა ტვინს და პასუხსაც კი არ უბრუნებდა აივნებიდან უაზროდ მოშტერებულ მოლაპარაკე ადამიანებს.
ჩუმად ყველამ იცოდა რა ხდებოდა.
თავისთვის ინახავდნენ. უნდოდათ გაევრცელებინათ ეს მდგომარეობა ნაკაშიძისა, მაგრამ თითქოს გული ჩასწყდათ ნამდვილი სიყვარულის იდეალების დამსხვრევით.
გაჩუმდნენ. და გაჩერდა დროც. გაიყინა ყოველგვარი მოძრაობა.
გარემო ხელს უწყობდა სოფიას ეფიქრა, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო.
აივნის კარის ხმა გაიგონა და სახე მოეღრიცა. უეჭველად ირაკლი მოვიდაო გაიფიქრა და მართალიც აღმოჩნდა.
გამოვიდა და დაჯდა მის წინ ობგაიძე. ჩასჭიდა ხელები და გული ნაწილებად დაეშალა.
- სოფია, ასეთს ვერ გიყურებ. - ეს ის სიტყვები იყო, რომელსაც ირაკლი ხშირად იმეორებდა ამ წლების მანძილზე, როცა იხსენებდა ცოლად შერთვამდე რა ლამაზი იყო ეს ქალი.
პატარა, სიცოცხლის წყურვილით აღსავსე გოგო ყველას უყვარდა და ყველა ეთაყვანებოდა.
- წადი. - მტკიცე იყო ქალის ხმა, შეუდრეკელი, ქვასავით მაგარი. გული გაციებოდა და რობოტივით მონოტონურად ლაპარაკობდა. - წადი, ირაკლი. მაცადე ჩემი დანგრეული ცხოვრების გლოვა. წადი მამაჩემთან და მოსთხოვე პასუხი. ხომ გიყვარვარ? წადი და აზღვევინე იმ კაცს, რომ დამამახინჯა. გინდოდა გვერდით ასეთი გყოლოდი? მე ხომ არასდროს მილაპარაკია შენთან ამაზე აქამდე, ყოველთვის თავს გარიდებდი და გაჩუმებდი, როცა გინდოდა გესაუბრა? რატომ არ გამშორდი აქამდე? რატომ აიტანე ჩემნაირი ქალი გვერდით? ან რა სიამოვნებას განიჭებს ჩემი ყურება? ხუთი წელია ცოლ-ქმარი ვართ. პირველად ვამბობ ამ სიტყვას შენზე. ხუთი წელია ცალ-ცალკე საძინებელში გვძინავს და კიდევ იმდენი რამ არის, ირაკლი. ახლა მაინც დამეხმარე. ახლა მაინც მოინდომე, რომ იყო კაცი და მანახე, რომ მართლა იმსახურებდი მთელი ეს დრო ჩემ გვერდით ყოფნას თუნდაც ისე, როგორც ვიყავით. რას ელოდები ჩემგან? გგონია, ახლა მე წამოდგომას შევძლებ ისევ შენთან დარჩენით? გული მერევა ყველაფერზე. გული მერევა მამაჩემზე, შენზე და ყველაზე, ვინც ჩვენს დაქორწინებას ხელი შეუწყო და ვისაც უხაროდა. შენთვის არ მიკოცნია დღემდე, არ მოგფერებივარ და მაინც აქ ხარ, მაინც გიყვარვარ, მაინც გინდა ჩემთან იყო. მითხარი, რა ადამიანი ხარ შენ? შენ რომ გყვარებოდი, ჩემს ცოლად მოყვანაზე უარს იტყოდი. შენგან ბევრი არასდროს მომითხოვია, დამეფიცება. მხოლოდ წასვლა მინდოდა, გაქცევა და იქ, იმასთან ერთად ყოფნა, ვის გამოც ახლა ამ დღეში ვარ. ხომ ვართ მეგობრები, ირაკლი? ხომ მაქვს უფლება გული გადაგიშალო? მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ შენ გაფასებ. გაფასებ ძალიან ბევრი რამის გამო. შენ იმდენს გაუძელი... ირაკლი, სიკვდილი მინდა. - ბღაოდა ნაკაშიძე. ცრემლები ღვარღვარად ჩამოსდიოდა სახეზე და გამწარებული ფრჩხილებს კანში არჭობდა ქმარს. სახელად ქმარს.
ობგაიძე გახევებული იჯდა. არაფერი შეეძლო და ვერაფერს იზამდა. პატიოსნად გაძლო ეს ხუთი წელი. არც კი უკადრებია რაიმე ქალისთვის, ცოლისთვის, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. მხოლოდ მინიმუმს ითხოვდა. არც ის იცოდა, ახლა რა უნდა ექნა. სინამდვილეში ყოველთვის უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ არ ეთმობოდა.
ნაკაშიძის მამამ თავადაც გააფრთხილა ჩემს შვილს თუ გაშორდები, განანებ, იმასაც ვანანებ და ცოცხლად დაგმარხავო.
როგორ უნდა აეხსნა ეს სოფიასთვის? რა უნდა ეთქვა?
იმას ასრულებდა, რასაც ეტყოდნენ. თავს დამნაშავედ გრძნობდა. ახლა ზუსტად იცოდა, რომ ხუთი წლის წინ იმ საკურთხეველთან არ უნდა მდგარიყო და ის "კი" არ უნდა ეთქვა.
იქნებ, ახლა ასე არ დატანჯულიყო მისი საყვარელი ქალი. იქნებ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. და იქნებ, თვითონაც მარტო უკეთ ეგრძნო თავი, ვიდრე ცოცხლადმკვდარი ცოლის გვერდით, რომელიც მეგობარსაც კი არ ჰგავდა - იმდენად შორს იყვნენ ერთმანეთისგან.
- სოფია, ჩემო სოფია, მთელი ცხოვრებაა ერთად ვცხოვრობთ და ერთმანეთისგან არაფერს ვითხოვთ. განა, რა ჰქვია ასეთ ცხოვრებას? განა, მე მინდოდა შენგან რამე უზარმაზარი? რასაც ვაკეთებდი, მხოლოდ იმიტომ რომ შეგყვარებოდი. მთელი გულით ვცდილობდი ამას. უკან არ დამიხევია. იმდენჯერ გიყურე დამსხვრეულს, გულნატკენს. შენ გგონია, რომ მე არ ვიცი რა დღეში იყავი მთელი ეს დრო? თვალები მეც მაქვს, სოფია. მამაშენს ვერ გავექეცით. ვერც მე და ვერც შენ. ვერც ჩვენ ვითომ ერთად ყოფნას ვუშველე. ვერაფერი გავაკეთე. გპირდები, რომ გამოვასწორებ. გპირდები, რომ ბედნიერი იქნები. მე გაგიშვებ. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა შეიძლება არც კი ჰქონდეს ამ სიტყვებს აზრი და შეიძლება მამაშენმა ტვინიც მიმასხმევინოს, რადგან ადრე დამპირდა და არ გითხარი, კაცურ სიტყვას გაძლევ ბედნიერი იქნები და იპოვი შენს გზას. გეფიცები, სოფია. შენს გულს გეფიცები. - ხელის გულებზე აკოცა ქალს, რიდით, კრძალვით და ისე მორცხვად, სულ გააკანკალა. ასე გრძნობით პირველად აკოცა თავის ქალს და პირველად შეეხო მის კანს ამდენად ახლოს. - შენ ყველაფერი გექნება და არაფრისკენ აღარ წახვალ, ჩემი მომავლის დათმობაც რომ დამჭირდეს სანაცვლოდ, სოფია. - ეს თქვა და მარტო დატოვა ქალი თავის ტკივილთან. კვლავ მისცა განმარტოების საშუალება. თვითონ თავისი სიტყვის შესასრულებლად წავიდა.

-_-_-_-_-_-
სოფია ისევ იჯდა. აღარ ტიროდა. გონებაში ფიქრებს ალაგებდა. იცოდა, სიჭინავამდე უნდა მისულიყო. მერე გზები თავისით გაიხსნებოდა. ამდენი წლის შემდეგ უნდა ელაპარაკა და ეთქვა რატისთვის ყველაფერი. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ნათქვამია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.
თუნდაც ხელი არ ჩაეჭიდებინა რატის, თუნდაც ისევ მარტო დარჩენილიყო, მას თავისი სვლა უნდა გაეკეთებინა. მერე იმას მაინც აღარ იდარდება, ნეტავ ეგრე მექნა, იქნებ, სხვანაირად ვყოფილიყავიო.
მერე ადგა, არ მიულაგებია არაფერი, არც ტანზე გამოუცვლია, არც პირი დაუბანია.
თვალები შეშუპებული და ჩაშავებული ჰქონდა, მაგრამ ახლა მაგას არ დარდობდა.
დრო იყო, რაღაც შეეცვალა.
სახლის კარი გააღო, ღრმად ჩაისუნთქა, ერთი უკან მოიხედა, მის მიერ შეცვლილ ფერად ინტერიერს თვალი მოავლო, მკრთალად ჩაიღიმა და ზღრუბლს იქით ნაბიჯი გადადგა.
იმედი ქუხდა.
იმედი სუნთქავდა.
იმედს იმხელა ძალა ჰქონდა, რომ უკეთეს მომავალს თავისივე უხილავი ხელით ხატავდა.
იმედი გასულიერდა და რაღაც უზღვავი ენერგიით აივსო, რომ ბოლომდე გაჰყოლოდა ქალს და მისთვის ხელი შეეშველებინა, როცა საყვარელი კაცის წინ იდგებოდა.
იმედი თვითონ იყო სოფია.

***
ფანჯიკიძე სარკის წინ იდგა. მთელი ღამე არ უძინია. იმდენად კმაყოფილი იყო, რა დააძინებდა?
სიჭინავა იმდენად არ უყვარდა, რამდენადაც ნაკაშიძის გამწარებაზე ფიქრობდა. ოცნებობდა როდის ეტყოდა სიტყვებს - მაინც მე ჩავიგდე ხელში შენი კაციო.
რატი სულელი იყო. მეტისმეტად სულელი. ან თავს ისულელებდა. თვითონაც არ იცოდა როგორ მივიდა აქამდე, ან რატომ მოჰყავდა ეს ქალი ცოლად. ალბათ, უნდოდა ისე დაენგრია ცხოვრება საკუთარი თავისთვის, როგორც სოფიას დაენგრა ხუთი წლის წინ.
მერე უყურებდნენ ერთმანეთის ტანჯვას შორიდან. ღმერთის სასწაულს ელოდნენ, მგონი, თუ იმიერში შეხვედრას - ვინ იცის.
ან რატომ ეჯერათ, რომ აქ თუ არა, იქ მაინც იქნებოდნენ ერთად? ვინ გადაწყვიტა ეს? ვინ გადაწყვიტა, რომ იქ სიცოცხლეა საერთოდ?
ნათიას ისეთი კაბა ეცვა, როგორიც სოფიას უნდა სცმოდა. ერთი დეტალიც კი არ ჰქონდა განსხვავებული.
შურისძიების წყურვილით აღვსილიყო ქალი. ბრმას ჰგავდა. იქ ეძებდა გზას, სადაც მისი ადგილი არ იყო და ერთი ნაბიჯიც კი არ უნდა გადაედგა. მას არ ჰქონდა უფლება სოფიას ღმერთს შეხებოდა, მაგრამ რატისთან მაშინ გამოჩნდა, როცა აზროვნების უნარი დაკარგული ჰქონდა კაცს.
თავ-გზა აურია. ხუთი წელი წვალობდა მისთვის თავი შეეყვარებინა. ვერა და ვერ გააკეთა ეს, მაგრამ იმას მაინც მიაღწია, რომ შეტენვოდა სიჭინავას. ტვინი გამოურეცხა. მხოლოდ იმ ინფორმაციით გაუვსო, რაც მას სჭირდებოდა. აჩვენებდა როგორი სასოწარკვეთილი იყო მარტო რატი და რომ მის გარეშე ვერ იარსებებდა. ამასობაში, კაცს სხვა გზა არ დარჩა და იძულებული გახდა ცოლად შეერთო ქალი.
აზრი კი ნამდვილად არ ჰქონია - რას აკეთებდა.
მისთვის სამყარო გაჩერდა სოფიას გათხოვების დღიდან.
ყველაზე მეტად უსიტყვობამ გააგიჟა.
უცებ ყველას და ყველაფრის გარეშე დარჩა.
ერთადერთ მხსნელად კი ნათია მოელანდა.
ზოგჯერ არასწორ არჩევანს ვაკეთებთ ადამიანები და ამას ვერ ვხვდებით.
როცა ვიაზრებთ, გვიანია და შეცდომაც დაშვებული გვაქვს.
ფანჯიკიძეს იმედი ჰქონდა, რომ რატი ვერასდროს შეძლებდა ამ რეალობის გაანაზილებას და ყოველთვის მას დაინახავდა ერთადერთ იმედად.
არადა, ნამდვილი იმედი ახლა გზაში იყო და მის საყვარელ კაცთან მოდიოდა.

-_-_-_-_-_-
რატი ლოგინზე იჯდა. შავი შარვალ-კოსტუმი და თეთრი პერანგი ეცვა.
გულთან, პატარა ჯიბეში ყვავილი და ერთი ფარატინა ფურცელი ედო, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა. ზედ სოფიას სახელი და ქალის საყვარელი ადგილი ეწერა. ეს ჯერ კიდევ ბევრი წლის წინანდელი იყო.
მაშინ პირველ კურსზე სწავლობდა სოფია. ერთ დღეს რატი ეზოში დაინახა. ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც თვითონ მოეწონა პირველად მთელ მის გარემოცვაში. ფურცელზე თავისი სახელი და "სიყვარულის ბაღი" დაწერა. პირდაპირ ხელებში მიაჩეჩა რატის და "გამარჯობის" გარეშე უთხრა ექვს საათზე გელოდებიო.
სითამამემ გამოიწვია რატიც. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, თავქარიანი ბიჭისგან რომანტიკოს ბიჭად გარდაიქმნა სიჭინავა, რომელიც ყოველთვის იქ იყო, სადაც სოფია.
ვიდრე გოგოს მამა გაიგებდა და ვიდრე მუქარას დაიწყებდა, ყველაფერი რიგზე იყო.
სოფია - ნებისმიერისთვის საოცნებო საცოლე, გოგო, რომელზეც ყველა გიჟდებოდა, წუთებში გახდა დამოკიდებული რატიზე და თავისი ყველაფერი მას დაუკავშირა.
თავიდან არ უსმენდა მამის გაფრთხილებებს და მარტივად რომ ვთქვათ, იკი/დებდა, ისეთი შეყვარებული იყო. მერე ერთ დღეს ვარდისფერი სათვალე ჩამოაშორეს და პირველად ნახა მამამისი ასეთი გაცოფებული.
კაცს თავისი სახე აღარ ჰქონდა. ვიღაცას დაუნახავს როგორ კოცნიდა სოფია რატის შუა ქუჩაში წვიმის დროს და ეს ამბავი მის ყურამდე რომ მივიდა, კონტროლი სრულად დაკარგა.
იმ დღეს პირველად გაარტყა თავის გოგოს. არც კი უნანია. ასეთი იყო ეს კაცი. საშიში და თავზარდამცემი.
თქვა "სიჭინავას ცოცხლად დაგიწვავო" და გოგოს გული ამოაცალა. მოუკლა. ნაწილებად დაშალა. ერთ ცეროდენა გოგოს მომავალი დაუნგრია.
დღითიდღე დაშორდა რატის. როცა ნახულობდა, მაშინაც შიშით. არ უნდოდა მას რამე დაშავებოდა.
გაურბოდა ბიჭს და გარბოდა თავისი თავიდანაც. ყველაფერი ერთმა კაცმა შეიწირა.
რატის ახსოვდა. არასდროს არაფერი ავიწყდებოდა. მთელი სიზუსტით ტვინში ჰქონდა ყველაფერი. სჯეროდა, რომ ერთ დღეს იმ კაცს სანანებელს გაუხდიდა ამ ქცევას. მანამდე ძალები უნდა მოეკრიბა. დაებრუნებინა რეალური სახე. ეპოვა თავის თავში სიძლიერე. ამას კი ფიქრობდა, მაგრამ რა მოხდებოდა - კაცმა არ იცოდა.
ახლა არაფერი შეეძლო. ახლა მხოლოდ ფანჯიკიძეს ემორჩილებოდა, მის აზრებს იზიარებდა და გონება იმის იქით არ უშვებდა.
ნათია ხავსი იყო. მაგრამ ძაფები უკვე წყდებოდა.
რატი არ გრძნობდა თავს ბედნიერად. სულერთი იყო მისთვის ეს დღე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. არასასურველ ქალზე ქორწინდებოდა. რატომღაც თვლიდა, რომ ეს სწორი იყო ახლა. იჯდა მზერაგაშეშებული და ფიქრები არ შორდებოდა.
იცოდა, სოფია უკვე წაიკითხავდა ამ სიახლეს. ტვინში ფიქრობდა, წესით, გაავებული უკვე აქ უნდა იყოს და მირტყამდეს სახეშიო.
ერთი ფიქრი ისიც გაივლო, თითქოს განგებ აკეთებდა ამას, რომ ნაკაშიძე ახლოს ენახა.
უკანასკნელად რომ შეხვდა, იმის მერე ახლოს არ უნახავს. შორიდან უთვალთვალებდა ზოგჯერ.

***
კაბინეტის წინ იდგა. ღრმად სუნთქავდა. წინასწარ იცოდა, რაც უნდა ეთქვა იმ კაცისთვის, რომელმაც ცხოვრება გაუმწარა.
არც დაუკაკუნებია, ისე გააღო კარი და შიგ შევიდა.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი, სოფია. - საზიზღარი ღიმილი ჰქონდა სახეზე გამოსახული შუახნის მამაკაცს. კომფორტულად მოთავსებულიყო სავარძელში. ისეთი უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა, ღმერთსაც კი შეშურდებოდა.
- მოვედი, მამა. მოვედი, რომ ეგ ღიმილი სახიდან ჩამოგხსნა და ისეთ დღეში ჩაგაგდო, ხორცი შენივე კბილებით აიგლიჯო სხეულიდან. ისე გატკინო, როგორც მე მტკივა წლებია და შენ შორიდან ამას უემოციოდ უცქერ. შენი შვილი არ ვარ, მამა? მითხარი, ვახტანგ ნაკაშიძე, შენი შვილი არ ვარ მე, ამ ტანჯვისთვის რომ გამიმეტე? - ხმას აუწია ქალმა. თვალები ცრემლებით გაევსო.
- შენ არ იცი რამდენ ხანს ველოდი ამ დღეს, სოფია. შენ რა გგონია, ეს ყველაფერი მე არ ვიცოდი და უჩემოდ ვითარდებოდა მოვლენები?
- გული მერევა შენზე. შენ რა ადამიანი ხარ საერთოდ? მხოლოდ შენს კომპანიაზე, მოგებაზე და წარმატებაზე ფიქრობ. ბოლოს მარტო დარჩები. აღარავინ გეყოლება გვერდით. დედაჩემი შეიწირე, ახლა მე. შენ ირგვლივ ყველაფერი ჩანასახშივე კვდება. ვერ იტან ბედნიერებას, არ შეგიძლია ვინმე გიყვარდეს. მხოლოდ შურისძიებით და ბოღმით ცხოვრობ. ეს გინდოდა ხომ? შენ დააწყვე ეს გეგმები, არა? შენი ხრიკებია, არა? ყველას ტვინს ჭამ. მუდმივად ბოროტებით იკვებები. მიკვირს, დედაჩემმა იმდენ ხანსაც როგორ გაძლო შენ გვერდით, ან მე რა ცოდვა მაქვს ისეთი, შენ რომ მამაჩემი გქვია?
- სოფია, შვილო, ჩემო ლამაზო და დაუბერებელო... - ცინიზმით სახე აევსო კაცს. ხაზს უსვამდა იმას, რომ ქალმა დარდით თავი ძალით ჩამოიხმო და თვითონ ყოველგვარ ვალდებულებას იხსნიდა. - შენ გამოუტანე შენ თავს განაჩენი. ხომ გაფრთხილებდი და არ დამიჯერე. დედაშენი როდის გეუბნებოდა ცოლად იმას უნდა გაყვე, ვისაც მამაშენი შეგირჩევს და წინააღმდეგობა არ გაუწიოო.
- და შენ ამით ამაყობ, არა? ფურთხის ღირსი ხარ. მოშხამე საწყალი ქალი. მისი სახელის ხსენების უფლებაც კი არ გაქვს. ისე აშინებდი მას, როგორც მე. შენ ყველას ცხოვრება მოგვიწამლე. თუ მართლა არსებობს ღმერთი, პირველ რიგში შენ უნდა დაგსაჯოს და გამარჯვების საშუალსბა არ უნდა მოგცეს. მეზიზღები, ვახტანგ ნაკაშიძე.
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, რადგან ეს კანონია, სოფია. ჩემზე უზენაესი არ არსებობს. მე დავეხმარე ნათიას აქამდე მოსვლაში. ვასწავლე როგორ გამოეტენა ტვინი სიჭინავასთვის ისე, რომ თვითონ ეთხოვა ცოლობა იმ საცოდავს ამ ღმერთივით ქალისთვის. ამ დღეს ველოდი, აქ რომ მოსულიყავი და შენს თვალებში ჩამხედა. უსამართლობას ვხედავ, ზღვა ტკივილს, მაგრამ სინდისი არ მაწუხებს. ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. შენ გვერდით საოცნებო ქმარი გყავს. ახლა შორიდან უყურე როგორ დატკბება შენი ძველი სიყვარული უშენოდ. - კმაყოფილი ლაპარაკობდა ვახტანგი, წარბიც არ შეუხრია. ზუსტად იცოდა, რასაც ამბობდა. - ახლა ხვდები, რომ უშენოდაც შეუძლია მას ცხოვრება?
- შენ გზები აგვირიე. ყველაფერი ისე დაატრიალე, როგორც გაწყობდა. ირაკლი საშენოდ გამოიყენე. კომპანიის რეიტინგი აამაღლე, შენი სახელი ბევრად უფრო ცნობილი გახადე. ისე მოგვირგე, როგორც გინდოდა. ყველასგან სარგებელს ელი. მიყვარს რატი. მასაც ვუყვარვარ. უჩემოდ კარგად ვერასდროს იქნება. ის ნათიაც ზუსტად შენნაირია, გულისამრევი. რაში სჭირდება გვერდით ისეთი კაცი, რომლის გულიც და გონებაც სხვას ეკუთვნის? დედაც ამის გამო არ გძულდა? ვერ შეიყვარე. უფრო სწორად, მან არ შეგიყვარა. ისიც ისეთივე მსხვერპლი გახდა, როგორიც მე - შენ გამო. საცოდავი კაცი ხარ და მეცოდები. მთელი გულით მეცოდები იმ ტანჯვისთვის, რაც წინ გელის და სიმარტოვეში სული ამოგხდება. მე შენგან მივდივარ. შენი არაფერი მჭირდება. ჩემი ცხოვრება უნდა დავიბრუნო. ჩემი სიყვარული უნდა დავიბრუნო. თურმე ამდენი წელიც არ უნდა ვყოფილიყავი ჩუმად. უნდა შეგბრძოლებოდი. ისე დამაპატარავე, ყველაფრის ძალა გამომაცალე. ცხოვრების აზრს ვერ ვხედავდი. დღემდე მეგონა, რომ ბედნიერების უფლება არ მქონდა. არადა, მეც შემიძლია, სანამ ცოცხალი ვარ, მანამდე მაინც ვიცხოვრო სიყვარულით. რატის არ დავთმობ არაფრის დიდებით. თუნდაც, მომკლა.
- ამას ვერ იზამ, სოფია. შენ ქმარი გყავს, ოჯახი გაქვს. ირაკლის გვერდით სჭირდები. - ხმა გაამკაცრა უფროსმა ნაკაშიძემ.
- ვის ვჭირდები, მამა? ვის რად უნდა გვერდით ჩემნაირი მკვდარი? რისთვის ვჭირდები ირაკლის? როდემდე უნდა იტანჯოს ჩემი ასეთი სახის ყურებით? რატომ არ აქვს მას ბედნიერების უფლება? რატომ არავის გვაქვს? ვინ მიპასუხებს ამ კითხვებზე, მამა? - სასოწარკვეთას მისცემოდა ქალი. ხმაგაბზარული ლაპარაკობდა და ცრემლებსაც ვეღარ აკავებდა, თუმცა ძლიერი იყო და უკან დახევას არ აპირებდა.
- ირაკლის სჭირდები. ამდენი წელია ცოლ-ქმარი ხართ და ვერ დაშორდებით. შეუძლებელია. მე ყველაფერი დავგეგმე. ირაკლისთან ერთად ჩემს ბიზნეს იდეებს ვახორციელებ. თქვენც ბედნიერად ცხოვრობთ. რატომ არ გაკმაყოფილებს ეს, სოფია?
- შენთვის რა არის ბედნიერება, ვახტანგ ნაკაშიძე? შენ რა იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა საერთოდ? რა გაგეგება შენ მაგისი? ქვეშქვეშა კაცი ხარ. ირაკლის ვშორდები, თვითონაც თანახმაა. შენ ვეღარ ჩაერევი. ისედაც ბევრის უფლება მოგეცით მეც და მანაც. შენ ახლა უუფლებო ხარ. არც ერთი არ გაპატიებთ ჩვენი ცხოვრების განადგურებას.
- ჩემი შვილი აღარ იქნები, სოფია.
- არც აქამდე ვყოფილვარ. შენთვის გამოსაყენებელი არსება ვიყავი. უფრო ზუსტად, ჩემი ქმარი გჭირდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება. შენ აღარ ხარ მამაჩემი, ვახტანგ ნაკაშიძე. ამ კარიდან რომ გავალ, პირობას გაძლევ, ვეღარასდროს მნახავ და მე ბედნიერი ვიქნები. დედაჩემის სულს გეფიცები. მიმიფურთხებია შენთვის, შენი ქმრობისთვის, შენი მამობისთვის და საერთოდ შენი არსებობისთვის. - სიტყვები დაასრულა და მამის პასუხს ყური აღარ დაუგდო, ისე გამოვარდა კაბინეტიდან სოფია.
კიბეებზე სწრაფად ჩარბოდა. მისი და რატის საერთო მეგობარს, ლევანს დაურეკა და გაიგო, რომ წუთი-წუთზე ეკლესიაში მივიდოდა წყვილი.
მაშინვე იქით გასწია. მანქანას სწრაფად ატარებდა.
ეჩქარებოდა თავისი სიყვარულისკენ.
არ ეშინოდა.
შიში რა უნდა ყოფილიყო იმ ტკივილთან, რაც ამ წლების განმავლობაში გამოიარა.

-_-_-_-_-_-
წყვილი საკურთხეველთან იდგა. პატარა ეკლესია იყო. არც ისე ბევრი ხალხი შეგროვილიყო შიგნით. მეჯვარეები აქეთ-იქედან ამოსდგომოდნენ მეფე-დედოფალს.
ნათიას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
რატისთვის, როგორც აქამდე ითქვა, ყველაფერი სულერთი იყო და მოვალეობის მოხდის მიზნით იმას აკეთებდა, რასაც ეტყოდნენ.
სხვა ყველა ბედნიერი იყო. უხაროდათ წყვილის გაბედნიერება. სინამდვილეში არავინ იცოდა რომელიმეს გულში რა ხდებოდა.

***
- სოფია, მოვდივარ. დამასწარი მისვლა და ყველაფრის თქმა. მოგისწრებთ და გაგიშვებთ, გპირდები. მერე, რაც არ უნდა მოხდეს, არ იდარდო.
ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა ირაკლიმ ტელეფონზე ქალს, რადგან არ პასუხობდა.
საჭეს გიჟივით მართავდა ორივე.
ობგაიძეს უკვე ყველაფერი მოესწრო.
თავის პირობას კაცურად ასრულებდა.

***
ეკლესიის კართან იდგა. რამდენიმე წამით უყურებდა წინ გაშლილ სურათს.
მერე, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მთელი ხმით დაიყვირა რატიო.
სიჭინავა მობრუნდა. გაშეშდა. ელოდა და თან არ ელოდა.
იცოდა, ნაკაშიძე მხოლოდ მაშინ კარგავდა თავის რეალურ სახეს, როცა რაღაც სასტიკად სტკიოდა და არავის და არაფერს ემორჩილებოდა.
გაეღიმა. ნათიას ერთი გახედა. უცებ გონს მოეგო და ჩქარი ნაბიჯებით ქალისკენ წამოვიდა.
მასთან ახლოს რომ მივიდა, სუნთქვა შეეკრა. რამდენი ხანი იყო, ეს სურნელი აღარ ეგრძნო. ლამის გული გაგლეჯვოდა.
- უნდა ვილაპარაკოთ, რატი. - თქვა სოფიამ და კაცის უკან მომავალ პატარძალს გახედა. - მანდ დარჩი, ფანჯიკიძე. ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა, თორემ ყველა შენს ქცევას გავაცხადებ და შენს უტიფარ სახეს ჩამოგხსნი. - ისე უნდოდა რამე დაეშავებინა მისთვის, მაგრამ დრო არ იცდიდა.
რატის ხელი ჩასჭიდა, გარეთ გამოიყვანა.
ყველა თავზარდაცემული იყურებოდა. ვერავის გაეგო - რა ხდებოდა. ატყდა ჩოჩქოლი პატარძალი მიატოვესო.
მართალიც იყო.
დიდი ხნის წინ უნდა მოეტაცებინა ის პატარძალი სიჭინავას, რომ ახლანდელის მიტოვება აუცილებელი არ გამხდარიყო.
ამას ახლა მიხვდა ყველა.
თავად ნათია გახევებული იდგა და ყველა ნაბიჯის საზღაურს იღებდა.
ადგილიდან ვერ იძვროდა. მეჯვარეს ეჭირა მისი ტანი. ქალს მაკიაჟი სახიდან ჩამოერეცხა და დარჩა ყველა ის სიმახინჯე, რომლის გაბატონებასაც ცდილობდა რატიზე მთელი ეს დრო.
ეზოში იდგა სოფია საყვარელ მამაკაცთან ერთად.
- რატი, მაპატიე, რომ ვერ შევძელი ბედნიერები ვყოფილიყავი და მაშინ უსიტყვოდ წავედი შენგან.
- სოფი, მგონია, რომ მეჩვენები.
- მამაჩემმა მაიძულა ირაკლის ცოლად გავყოლოდი. დამემუქრა, რომ მოგკლავდა და შემეშინდა. ვიცი, დამნაშავე ვარ. შენც ცხოვრება დაგინგრიე, ჩემს თავსაც და ირაკლისაც, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო და მთელი ეს ხუთი წელი უმიზეზოდ მომიძღვნა. მაშინ შენთან რომ მოვსულიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა. არ მინდოდა, შენც შეგშინებოდა. ვერ მოგცემდი იმის უფლებას, რომ მამაჩემისთვის თავი შეგეკლა. შენ არ იცი, რად დამიჯდა უშენობა. გამოვიგლოვე ჩემი თავი და ჩემი მომავალი, რომელიც ვერაფრით დღემდე შენ ვერ დაგიკავშირე. და, როცა გავიგე დაქორწინებას აპირებდი, ჩემი თავი დავკარგე. ყველაფერს მივხვდი. შენ არ უნდა დაგკარგო.
მიყვარხარ. შენ ხარ ჩემი ტრაგედია და კომედიაც. ჩემი ყველაფერი შენ გიკავშირდება. გთხოვ, მაპატიე ეს ჩემი გატეხილი გული და ის ყველა უშენო დღე, რომელიც ცალ-ცალკე ტანჯვაში გავატარეთ ნაცვლად ერთად ყოფნით ტკბობისა. მაპატიე რომ მშობლებს ჩვენ ვერ ვირჩევთ, თორემ მამაჩემი არასდროს იქნებოდა ჩემი არჩევანი. მტერსაც კი არ ვუსურვებდი მისნაირი მამის ყოლას. არ მინდა, რომ დედასავით ახალგაზრდა მოვკვდე და ჩემი სიცოცხლეც იმ კაცმა შეიწიროს. ვერ ვიფიქრებ, რომ შენ უჩემოფა შეგიძლია და ახლა უკან მიბრუნდები იმ ქალთან. ამის საშუალებას ვერ მოგცემ, რადგან მიყვარხარ. აქამდე იმის მაინც არ მეშინოდა, რომ შენ რამე დაგიშავდებოდა. თუ ჩვენ ერთად ყოფნა გვიწერია, მაგ შიშითაც ვიცხოვრებ და გაგიფრთხილდები, ოღონდ შენ გვერდით მყავდე. ჩემი ხელისგული შენს ხელისგულთან ერთად და ჩვენი ერთობლივი გულისცემა, გეფიცები, ამ სამყაროში ჩვენი სიცოცხლის არსებობას ახსნის და გპირდები რომ მე შენ გაჩუქებ იმ ბედნიერებას, რომელსაც ორივე ვიმსახურებთ. არ მეშინია მამაჩემის. არც არავისი საერთოდ. რომ დამჭირდეს, იმ კაცს ცოცხლად გავატყავებ, ოღონდ შენთან ვიყო. ჩემთვის დაიბადე. მიყვარხარ, რატი. - ვერავინ შეძლებდა იმ ფიზიკური გამომეტყველების ახსნას, რაც ახლა სახეზე ეხატა სოფიას. ერთდროულად განადგურებული და იმედის ნაპერწკალით გაღვივებული გულით იდგა იგი საყვარელი კაცის წინაშე.
- სოფი, მენატრებოდი. ყველაფერს ჯანდაბამდე გზა ჰქონია, თუკი შენ ჩემთან არ იქნები. მიყვარხარ. უსაზღვროდ.
მაპატიე, რომ ჩემს თავს მაშინ შენი უსიტყვობა ვაპატიე და ისე მარტო შეგატოვე ტკივილები, დღეს ათი წლით დაბერებულ ჩემს საყვარელ ქალს ვუყურებ. - მონატრებულ ტუჩებზე კოცნიდა მთელი გრძნობით და მონატრებით რატი სოფიას. ისაკუთრებდა ქალს. ისე ხვევდა ხელებს, რომ ძვლების ხმა ისმოდა. ეშინოდა, რომ ისევ ვინმე წაართმევდა მის თავს.

-_-_-_-_-_-
ირაკლი მოდიოდა და თან მოჰქონდა დარდი.
თუმცა ბედნიერი იყო იმით, რომ საყვარელ ქალს ახლა მაინც ნახავდა ღიმილით გაახალგაზრდავებულს. ან რა უნდა ყოფილიყო მისთვის ამაზე დიდი ჭეშმარიტება?
სიმამრის ზარებს არ პასუხობდა.
ყველამ იცოდა, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ და ყველა იქითკენ მოიწევდა.

-_-_-_-_-_-
ეზოში შემოვიდა ობგაიძე. შორიდანვე დაინახა ერთმანეთს მიკრული წყვილი.
უსიტყვოდ, ჩუმად მივიდა სოფიასთან.
მის თვალებში ბევრი რამ იკითხებოდა ახლა: პატიება ამ წლებისთვის; სინანული ზღვა ტანჯვისთვის; წუხილი სიკვდილის შიშისთვის; მწუხარება ვერდათმობილი, გაუბედურებული სიყვარულისთვის.
ხელში ორი ბილეთი მისცა.
- საფრანგეთი გელოდებათ, სოფია. - ჩაწყვეტილი ხმით თქვა. - გაასწარით, სანამ ვახტანგი მოვა. იცის, სადაც ვართ.

***
ყველაფერი აირია.
ქორწილის ხალხი ლაპარაკს არ წყვეტდა.
მიტოვებული პატარძალი თავის მომავალს მისტიროდა. ერთადერთი, რაც ხუთი წლის წინანდელი სოფიასგან განასხვავებდა ის იყო, რომ, მას შურისძიება უნდოდა. სიყვარულით არც სოფიას უყვარდა ირაკლი და არც ნათიას - რატი.
ობგაიძე სიმამრს ელოდა. შეიძლება ითქვას, ყოფილ სიმამრს.
- ირაკლი. - ვახტანგის ხმამაც არ დააყოვნა.
ზურგით მდგარი კაცი შემობრუნდა და თვალებში მიაჩერდა წინ მდგომს.
- გავუშვი, ვახტანგ. ის იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს. ბედნიერი ქალი იქნება. - კმაყოფილმა თქვა. არ ეშინოდა სიკვდილის. იარაღი ხელში ჰქონდა უფროს ნაკაშიძეს.
- ის შენთან უნდა ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ შენი ლაჩრობით ეს ვერ შეძელი. - სიტყვა თქვა და მაშინვე გაისროლა.
ერთი შებარბაცდა ობგაიძე და ძირს დაეცა.
მაშინ პირველად თქვეს, მკვდარს სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდაო.
ღირსეულად გაუშვა საყვარელი ქალი.
შეასრულა მისი დანაპირები.
ტყუილად არ დაუფიცებია სოფიას გული.
სიტყვის კაცი იყო ირაკლი ობგაიძე.
იცოდა, რაც ელოდა და უკან არ დაიხია. წამით არ აგრძნობინა არც ერთს შიში.
გაუშვა.
ძლიერი უნდა იყო ადამიანი, სხვის ბედნიერებას საკუთარი სიცოცხლე რომ შესწირო.

ვისაც კითხვის ნიშნები დაგრჩებათ, თქვენვე უპასუხეთ. მომინდია. სადაც აუცილებელია, იქ უნდა გაწყდეს, ხომ იცით და ეს თავისით ჩანს ხოლმე წერისას.

№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

როგორც ყოველთვის, სამწუხარო რეალობების შეუდარებელი მხატვარი ხარ, ყოველთვის სულის ყველაზე ღრმა, დაფარულ წერტილამდე მიდიხარ მკითხველში.
შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ.
ელპინ!

№2  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი ჰაიკო
როგორც ყოველთვის, სამწუხარო რეალობების შეუდარებელი მხატვარი ხარ, ყოველთვის სულის ყველაზე ღრმა, დაფარულ წერტილამდე მიდიხარ მკითხველში.
შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ.
ელპინ!

ჰაიკო, ისეთი მნიშვნელოვანი იყო პირველი შეფასება მკითხველისგან და ისე ველოდი, აი, არ ვიცი...
მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. უზომოდ მიხარია!

№3  offline მოდერი მა კო ma ko

ყველა განცდა ისე კარგად მოიტანე ჩვენამდე ისე ლამაზად... ბრაო შეუდარებელი ხარ!♡♡
--------------------
მ.ზ

№4  offline ადმინი ელ პინი

მა კო ma ko
ყველა განცდა ისე კარგად მოიტანე ჩვენამდე ისე ლამაზად... ბრაო შეუდარებელი ხარ!♡♡

მადლობა, მაკო. ოქრო გოგო ხარ!

№5  offline მოდერი მა კო ma ko

ყველაზე მეტად ის რაც მომწონს ხოლმე შენ ნაწერებში დასასრულია, იცი სად უნდა შეწყდეს ისტორია და აძლევ უფებას მიკითხველს ისტორიის დასასრული თვითონ წარმოიდგინოს♡♡♥︎
--------------------
მ.ზ

№6  offline წევრი სიბილა

რანაირად ახერხებ,ამხელა ტკივილების ასე ცხადად დანახებას,სადაც საჭიროა იქ მძიმეა,სადაც საჭიროა-წერტილი.ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია-ზიზღს,თავგანწირვას,შურისძიების ამაოებას და ამქვეყნად ყველაზე ამოუხსნელ და სიკვდილისწინაც მხოლოდ ერთადერთ სანატრელ ზღაპარს-სიყვარულს.წერე სანამ გეწერება და ყოველთვის ასე ბოლო წერტილამდე ამოსუნთქვით წასაკითხი და ამავდროულად ამოუხსნელი იყავი,შენ-ელპინ!

№7  offline ადმინი ელ პინი

მა კო ma ko
ყველაზე მეტად ის რაც მომწონს ხოლმე შენ ნაწერებში დასასრულია, იცი სად უნდა შეწყდეს ისტორია და აძლევ უფებას მიკითხველს ისტორიის დასასრული თვითონ წარმოიდგინოს♡♡♥︎

მეც ძალიან მომწონს ეგ. არ მინდა, მხოლოდ ჩემი თვალსაწიერით შემოიფარგლებოდეს მკითხველი და ისე უყურებდეს, როგორც მე მინდა. მადლობა რომ აღნიშნე!

სიბილა
რანაირად ახერხებ,ამხელა ტკივილების ასე ცხადად დანახებას,სადაც საჭიროა იქ მძიმეა,სადაც საჭიროა-წერტილი.ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია-ზიზღს,თავგანწირვას,შურისძიების ამაოებას და ამქვეყნად ყველაზე ამოუხსნელ და სიკვდილისწინაც მხოლოდ ერთადერთ სანატრელ ზღაპარს-სიყვარულს.წერე სანამ გეწერება და ყოველთვის ასე ბოლო წერტილამდე ამოსუნთქვით წასაკითხი და ამავდროულად ამოუხსნელი იყავი,შენ-ელპინ!

რუსა, მიყვარხარ!
უზომოდ ძვირფასი ხარ და ისე მიხარია ასე რომ კითხულობ, სიტყვებით ვერ გადმოგცემ. ბევრი შენნაირი მკითხველი ჩვენს საიტს!

№8  offline მოდერი Nuki-rocks

ემოციებში ვარ და მიჭირს ჯერ გამორკვევა.ზოგჯერ შემიძლია ბევრი ვისაუბრო რაღაცაზე,მაგრამ ელ პინის ნაწერები სერიოზულად მაფიქრებს ხოლმე და იქ ვჩერდები.ელ პინი სხვანაირად ჩადის სიღრმეებში,აქ სიტყვებს დაკვირვება ჭირდება.
ახლა,ახლა... მართლა რა უცნაურია,არ ვიცი რᲐ გითხრა,შიგნიდან-ვგრძნობ...
აი,ქალის სიცოცხლეში სიკვდილი ვიგრძენი.მერე გამოცოცხლება.მერე ირაკლის სიმართლე დავინახე. დამნაშავედ იმ წამიდან ვეღარ ვხედავ, როცა სოფიას დაელაპარაკა.ბოლოს აღმაფრთოვანა.სიტყვის კაცია,თავი შეაკლა და გააკეთა გასაკეთებელი. ეგო გვერდით გადადო,უყვარდა და გააკეთა.
მამა?!ყველა კაცი ხომ მამობას არ იმსახურებს.არ იმსახურებს პაწაწინა ადამიანის სიყვარულს.. მაგრამ მგონია ეგეც შანსია ხოლმე გამოსწორების,თუმცა რამდენად გამოიყენებს კაცი ამ შანსს,ეს სხვაა.
სიმართლე ვთქვა,არ ვიცი რას ვწერ ახლა, რას ვამბობ და გადახედვაც დიდად არ მშველის გააზრებაში(ზედმეტად ემოციური ვარ.ხოდა,თუ არ განელდა,შანსი არაა რამე გავიაზრო სწორად დდ).
კარგი ისტორიაა,ზუსტად ისეთი,როგორიც უნდა იყოს და ზოგჯერ არაა საჭირო მილიონი სიტყვა თქვა,მხოლოდ ერთიც იტევს ხოლმე ბევრ რამეს.ამოტომ მე,როგორც მკითხველს,მგონია რომ სწორ დროს გაჩერდი და მგონია,სწორ ადგილზე დაბრუნდი.
პატივისცემით მე❤.წარმატებებს გისურვებ,ელ პინ.

№9  offline ადმინი ელ პინი

Nuki-rocks

ნუკი, ბოლო დროა ჩემთან სულ ჩანხარ. ყოველთვის ყველა მკითხველს ველოდები და ვიმახსოვრებ, არასდროს არაფერი მავიწყდება.
გავივსე და უფრო მეტიც. სულ გაფაციცებით ველოდები კომენტარებს, ისე მინდა მელაპარაკენ ჩემი მკითხველები და დამიახლოვდნენ, სურვილი გულს მიჭამს ხოლმე.
მიხარია, ასე გულდასმით რომ კითხულობ.
ძალიან მიყვარს ემოციური მკითხველი, საათობით შემიძლია ლაპარაკი, მეც ისეთი ემოციური ვარ. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
სულ აქ ყოფილიყავი - ჩემს თავს ვუსურვებ!

№10  offline მოდერი Nuki-rocks

ელ პინი

მე კი,ვისურვებდი ბევრ მუზას შეეწუხებინე,რომ სულ შეგვეძლოს შენი ნაშრომების კითხვა.
ალბათ,მეც ვერასდროს დავივიწყებ იმ ყურადღებას,რაც ჩემს მიმართ გამოიჩინე.

№11  offline ადმინი ელ პინი

ძალიან დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. საუკეთესოს გისურვებ ყველაფერს, ოქრო!

№12 სტუმარი ტაისა

ვაიმე, მიიიიიყვარხარ, ელ პინ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№13  offline ადმინი ელ პინი

ტაისა
ვაიმე, მიიიიიყვარხარ, ელ პინ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

მეეეეეც - შენ! სერიოზულად.

№14 სტუმარი სტუმარი ნინო

ელ ახლა მოვრჩი წაკითხვას..ძალიან მომეწონა მართლა..როგორი სიყვარული ცოდნია ობგაიძეს.იშვიათია ასეთი ადამიანები.გამიხარდა ერთად რომ დარჩნენ სოფი და რატი..ზუსტად იქ დასრულდა სადაც უნდა დასრულებულიყო.კარგი ხარ ელ და ხშირად გაგვანებივრეე..შენი მეგრელი ნინო

№15 სტუმარი სტუმარი gvantsa

ნამდვილი სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს , თვეების შემდეგ,წლების შემდეგ მაგრამ იმარჯვებს : )) ირაკლი შემეცოდა ძალიან ,ამ ისტორიის ყველაზე დიდი მსხვერპლი : ((

№16  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი ნინო
ელ ახლა მოვრჩი წაკითხვას..ძალიან მომეწონა მართლა..როგორი სიყვარული ცოდნია ობგაიძეს.იშვიათია ასეთი ადამიანები.გამიხარდა ერთად რომ დარჩნენ სოფი და რატი..ზუსტად იქ დასრულდა სადაც უნდა დასრულებულიყო.კარგი ხარ ელ და ხშირად გაგვანებივრეე..შენი მეგრელი ნინო

ნინო, ჩემო თბილო გოგო, როგორ ძალიან მიხარია შენი აქ ყოფნა. ოქროს გული გაქვს. მადლობა, ტკბილო!
ობგაიძე ჩემი იდეალია.

სტუმარი gvantsa
ნამდვილი სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს , თვეების შემდეგ,წლების შემდეგ მაგრამ იმარჯვებს : )) ირაკლი შემეცოდა ძალიან ,ამ ისტორიის ყველაზე დიდი მსხვერპლი : ((

ირაკლი ძალიან მაგარი ადამიანია, ყველაზე კეთილშობილი. მიხარია, რომ სიყვარულის გჯერა. მადლობა აქ ყოფნისთვის!

№17 სტუმარი სტუმარი მარუ

როგორ ველიდები ხოლმე შენს გამოჩენას არ იცი მაგრამ გული მწყდება არ მუოფნის პატარა ისტორიები

№18  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი მარუ
როგორ ველიდები ხოლმე შენს გამოჩენას არ იცი მაგრამ გული მწყდება არ მუოფნის პატარა ისტორიები

ვახ, რა კარგია, რომ მელოდები. იმ სულ პატარებიდან ჯერ აქამდე ამოვიწიე. ვნახოთ, რა იქნება. ვინ იცის? მადლობა, ჩემო კარგო!

№19  offline წევრი Artificiality

ვტირი! ხო დავასრულე ვეფხისტყაოსნის წერა და მოვედი, მოვედი და ვტირი! მიყვარს ირაკლი და მისი ღირსეული საქციელი! ვერ გეტყვი, როგორ ჩავიკითხე, ზუსტად ერთ პოზაში ვიჯექი, გაუნძრევლად ვკითხულობდი და დასრულებისას ამეტირა! ემოცებში ვარ, წარმოუდგენელი ადამიანი ხარ, აი ადამიანის პიროვნებას მის ნაწერში ამოიცნობ, შენ ნაწერებში კი ყველაზე საოცარ ადამიანად აღიქმები. ასე კარგად, ასე ზუსტად, ამდენად საოცრად, როგორ შეგიძლია?! იმდენი ემოცია ვიგრძენი, რომ მეგონა პიკს მივაღწევდი და ბოლოს გავსკდებოდი. ახლა ერთადერთი ოცნება მაქვს, რომ დამავიწყდეს ეს ისტორია და თავიდან წავიკითხო, იგივე ემოციები, რომ განვიცადო.

წარმოუდგენელი რეალობა აღწერე, ვერ წარმომიდგენია ცხოვრების საუკეთესო წლების არსასურველ ადამიანთან გატარება რამდენად მტკივნეულია. როდესაც იაზრებ, რომ ის წლები არაფერი იყო, ვერაფერი მოგცა და თითქოს გაქრა, არც არსებულა, მხოლოდ ტკივილს გიტოვებს არსებობის ნიშნად. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ არასასურველ მამაკაცთან ყოფნას, მირცევნია საერთოდ მარტოობაში გავლიო ჩემი ცხოვრება. მაგაზე საშინელება არაფერია, ყოველ დღე ორმაგად გზიზრდება და ამით საკუთარ თავსაც აზიანებ. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფრის კონტროლი ყოველთვის არ შეგვიძლია...

სოფის მამა არ მძულს, მიუხედავად ყველაფრისა. რადგან ის ასეთი გარემოპირობებმა გახადა, არავინ იცის მისი წარსული თუ რატომ ტრანსფორმირდა, თუ რატომ დაემსგავსა ფოლადის რაინდხ, რომელსაც მატერიალური სადავეების გარდა არაფერი აინტერესებს. ჩვენ არ ვირჩევთ კონკრეტულ ადამიანად ყოფნას, გარემოება გვქმნის ასეთად და მე ასეთი "ცუდი" ადამიანები უფრო მეცოდებიან, რადგან ისინი იძულებულები იყვნენ ასეთებად ქცეულიყვნენ...

სოფიზე და რატიზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ შემიყვარდნენ, ასე უმიზეზოდ...

ნათია კიდევ მართლა მძულს, ის უბრალოდ ბოღმით სავსეა და ამის არჩევანი თვითონ გააკეთა.

პ.ს კიდევ ბევრჯერ გეტყვი, რომ ძალიან კარგი ხარ, მიყვარს შენი გამოჩენა ყველგან, ასე შორიდანაც ვგრძნობ რამდენად კარგი პიროვნება ხარ. სიამოვნებით გაგიცნობდი...

აი ამ ისტორიის გაგრძელებას ალბათ სიზმარში ვნახავ(რადგან ის რაც ძლიერი ემოციებით მავსებს, აუცილებლად ვნახულობ ხოლმე სიზმარში.) და თუ ვნახავ აუცილებლად მოგიყვები.
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

№20  offline წევრი ირო

არ ვიცი ასეთ საოცრებებს როგორ ქმნი.ყელი ამეწვა,კარგია ღირსეული სიკვდილი,მაგრამ მაინც ბოროტების გამარჯვება საშინელი ასატანია.რთულია გიყვარდეს და უუფლებო იყო ამ სიყვარულის.იმედს ვიტოვებ რომ ირეალურ სამყაროში სიბოროტე დაუსჯელი არ დარჩება.

№21  offline ადმინი ელ პინი

Artificiality

სალო, გუშინ ადრე დავიძინე. ბოლო დღეებია ვერ ვარ და ჯგუფში ჩემს საუბრებსაც თავს ვარიდებდი.
ასე გულიანი შეფასება ისე მაბედნიერებს და ისე დადებითად ვიმუხტები, ვერ აგიხსნი.
ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს მკითხველებთან საუბარი.
აქამდე ჩემს პერსონაჟებს სახელები იშვიათად ერქვათ. თუ ერქვათ, განსხვავებული. გადავუხვიე ჩემს სტილს და ახალი კომფორტის ზონა ვიპოვე. მიხარია, რომ შენთვისაც და სხვებისთვისაც სასიამოვნო აღმოჩნდა ამის წაკითხვა.
ყველაფერი ძალიან კარგად დაინახე. ზოგადად, მე ვფიქრობ, თუ ვინმეს რამე ცუდი თვისება აქვს, ამის ხაზგასმა, ჩემი მხრიდან აღნიშვნა არასწორია, რადგან არავინ იცის გამომწვევი მიზეზი.
ყველას უკან ძალიან დიდი წარსული დგას, ამიტომ სხვაზე ვერ ვილაპარაკებ.
გულწრფელად მიხარია, რომ აქ ხარ. ძალიან დიდი მადლობა, თბილო!

ირო
არ ვიცი ასეთ საოცრებებს როგორ ქმნი.ყელი ამეწვა,კარგია ღირსეული სიკვდილი,მაგრამ მაინც ბოროტების გამარჯვება საშინელი ასატანია.რთულია გიყვარდეს და უუფლებო იყო ამ სიყვარულის.იმედს ვიტოვებ რომ ირეალურ სამყაროში სიბოროტე დაუსჯელი არ დარჩება.

მე მჯერა იმ სამყაროსი და იქაც ისე ცხოვრების, როგორც აქ. შეიძლება ხელშესახები არ ვიყო, მაგრამ მაინც.
ძალიან მინდა იქ უფრო სისუფთავე და სიმშვიდე იყოს, ძალიან ბევრი რამის იმედი მაქვს.
მეც არ ვიცი რას ვწერ, მაგრამ ძალიან მახარებს შენი შეგრძნებები. მადლობა, რომ ასე გულიანად და კარგად კითხულობ!

№22  offline წევრი Nane123

რამდენი ვიტირე ???????????? მართლაც განსაკუთრებული და გულშიჩამწვდომი ისტორია იყო ❤❤ რატი და სოფი იმსახურებდნენ ერთდყოფნას ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ.. მაგრამ ყველაზე ძალიან მაინც ირაკლი შემეცოდა რომელმაც საყვარელ ქალს შესწირა მთელი მისი ცხოვრება.. არ იმსახურებდა ირაკლი სიკვდილს.. მართალია გვიან მაგრამ მაინც მიხვდა თავის შეცდომას..

№23  offline ადმინი ელ პინი

Nane123

ნანე, რა ლამაზი სახელი გაქვს. ძალიან მომეწონა.
ირაკლი ჩემი სიყვარულია, ყვეეელაზე მაგარი ადამიანი.
მადლობა რომ წამიკითხე და შეფასებაც დამიტოვე!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent