შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი VII


20-01-2021, 20:26
ავტორი ტესსა
ნანახია 438

ნიკა


მხოლოდ ის მახსოვს, რომ ის ალქაჯი წინა ღამით ჩემს საძინებელში გაჩნდა...არა უფრო ჩამოვარდა. და მერე უზარმაზარი ტკივილი, აი ისეთი...არც კი ვიცი რას შევადარო, თითქოს ტკივილის ზღვაში ვიძირებოდი და მასაც თან ვიყოლებდი იმ განსხვავებით რომ მე იქიდან ამოსვლა არ მსურდა, მას კი სურდა. მას ჩემი გადარჩენა სურდა...ეს ტკივილი არ იყო ხელების დასერვით გამოწვეული, ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება რაც კი ოდესმე განმეცადა - წყვდიადი. თითქოს ეშმაკი მმართავდა. სული მტკიოდა, სული...ამას მეგის გადახვეული ჭრილობებიც ვერაფერს უშველიდა, თუმცა იყო რაღაც მაგ გოგოში, რაღაც სხვანაირი რასაც სხვა გოგოებში აქამდე ვერ ვხედავდი, თითქოს ანათებდა...მის თვალებში ვარსკვლავები ცეკვავდნენ. მეგი ანგელოზი იყო. ანგელოზი რომელსაც ჩემს ჯოჯოხეთში არაფერი ესაქმებოდა...სწორედ ამიტომ მას როგორღაც ჩემს მიმართ ინტერესი უნდა დაეკარგა. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რაღაც საშინელი, რაც ჩემზე შთაბეჭდილებას მთლიანად წააშლევინებდა და საბოლოოდ დაარწმუნებდა იმაშიც, რომ მე გადარჩენას არანაირად არ ვიმსახურებდი. არ ვიცი რომელი საათი იქნებოდა დილის, ასე მთელი ღამის უძილოები ვიყავით, მეგის ჩემთან შემოათენდა. ვერ ვხვდებოდი ეს გოგო ამხელა რისკზე რატომ ან რანაირად მიდიოდა, მე ხომ მისთვის არავინ ვიყავი, თანაც გაცნობის წუთიდანვე გამოვავლინე ჩემი საშინელი პიროვნება ის კი ამან თითქოს პირიქით უფრო მოხიბლაო. არ მსურდა ამაზე ბევრი ფიქრი, არანაირად არ მსურდა, თუმცა რამდენიც არუნდა მეფიქრა საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდიოდი რომ ის უბრალოდ მეტისმეტად კეთილი იყო და მეტი არაფერი. თუმცა ასე ის მხოლოდ ხელს შემიშლიდა...მეგის სააბაზანოში შესვლის თანავე დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ მოვქცეულიყავი, რა მომემოქმედა. თითქოს წინანდელ ღამეს ახლაღა ვიაზრებდი და თავი საშინლად ვიგრძენი, ხოლო უფრო საშინლად როდესაც მისი მანქანის მოპარვა გადავწყვიტე, რომელიც იქვე ჩემს სახლთან იდგა და გასაღებიც თან ეკეთა. სულელი გოგო...მე ვიმედოვნებდი, რომ ეს საქციელი მას ისე დაამწუხრებდა ანდაც გააღიზიანებდა, რომ საბოლოოდ შემეშვებოდა. იმის შიშით რომ მეგი სააბაზანოდან ჩქარა არ გამოსულიყო და ჩემთვის არ შემოესწრო, კინაღამ კამერის აღება დამავიწყდა, მის გარეშე ხომ დავიღუპებოდი, ეს გოგო უმოქმედოდ არ გაჩერდებოდა...თითქოს რაღაცით ვგავდით კიდეც...ორივე ფერები ვიყავით, მაგრამ ის იყო თეთი, მე - შავი...მაინც რისი იმედი მქონდა? ალბათ კარგად არ ვიცნობდი. ვერ ვიაზრებდი ჩემს გამო რაზე იყო წამსვლელი და ალბათ ჩემს ადგილას ვერც სხვა გაიაზრებდა იმ მომენტში. მე მსგავს მზრუნველობას მიჩვეული არ ვიყავი, ვერც იმას წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ვინმე ჩემს გამო ასე ძალიან ინერვიულებდა, მითუმეტეს ერთი დღის გაცნობილი გოგო.
მანქანის გატაცება მაღაზიიდან კევის მოპარვას არ ჰგავს, რაც ალბათ ბავშვობაში ყველას ჩაუდენია. ქურდობა - ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, დანაშაულის გრძნობა კი ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი გრძნობა რომელიც საერთოდ არსებობს. ვგრძნობდი ეს გრძნობა ხელში როგორ მაწვებოდა და მახრჩობდა, მაგრამ ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ასე იყო საჭირო. bmw m5-ში მოკალათების შემდეგ სასწრაფოდ გადავიტანე ჩვენი წინა ღამის მძაფრსიუჟეტიანი ვიდეო ტელეფონში და არც ვუყურე საიტზე ისე ავტვირთე. ეს პირველი დავალება იყო, ნეტა მერე რა სისულელესღა მოიფიქრებდნენ? როგორც კი ვიდეო აიტვირთა, ძრავა ჩავრთე, საქარე მინას ოდნავ დავუწიე და ახლაღა მივხვდი რომ წარმოდგენა არ მქონდა სად ჯანდაბაში ვაპირებდი წასვლას. ტელეფონის ზარმა ძრავის ღმუილი გადაფარა. პირდაპირ დავიწყე სიარული და ტელეფონს დავხედე. ამ მხრივ მშვიდად ვიყავი, რადგან მეგიმ ჩემი ტელეფონის ნომერი არ იცოდა...ან იმედია არ იცოდა, სადაც სახლის მისამართი გაიგო? მაგრამ...აჰ! ეგ ახტაჯანა დებილი ბავშვი, ტელეფონიც კი მანქანაში დარჩენია. არა, რა ძალა ედგა? სერგი მირეკავდა. ეს დამპ.ალი ილეგარულ შემთხვევებს ყნოსვითაც კი პოულობს, ცოდვის მამაა, საერთოდ სიტყვა ცოდვა მისი მოგონილია. ჩამეცინა და არც დავფიქრებულვარ, ეგრევე ვუპასუხე.

-ძმაო სად ხარ? - არც დამაცადა, ტყვიასავით მომახალა.
-ჯანდაბაში, წამოხვალ?
გამეცინა. ნეტა რა მაცინებდა.
-სერიოზულად, ეე რა იყო.
-სერიოზულად ვამბობ, მაგარ შარში ვარ.
-მერე რა? ხომ გაგიგონია ''ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო...''მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ, ოღონდ ჯერ ის მითხარი რა ხდება.
-შენ რას მომაკითხავ, აქეთ არ გამოგიარო ბიჭო...
-აუ, ეე იკაცე ეხლა შენ თუ რა ქენი?
-რა ვიკაცე ბიჭო, ეხლა იცი სად ვზივარ? რომ არც დამესიზმრებოდა...ძაან საკაიფო მანქანა დავითრიე, წუხელ რო ერთი სულელი გოგო იყო ამეკიდა და იმას მოვპარე.
-ვა შენ რა მაგარი ხარ! მიდი მასე გააგრძელე და მალე იქნებ კრიმინალიც გახდე, მერე მე ვიმღერებ ხოლმე ''mama i'm in love with a criminal...''
-რა მაგარი დაფრთხვენილი გაქ შენ...სად ხარ მეთქი?
-სად ვიქნები, საინგილოზე ჩვენ სასაფლაოზე ვარ, მარტო ვეწევი, მოხვალ? მანახე ერთი რა გაბლატავებს მასე.
-შემინახე.
რა ჯანდაბა უნდა მარტო სასაფლაოზე - მეთქი, ვფიქრობდი რომ ისევ აინთო ტელეფონი. დალახვროს ეშმაკმა, ახლა ამის დრო იყო? სვლა შევანელე, მერე გავჩერდი
ესემესი მოსული იყო killthehead9-დან.

''გილოცავთ ნიკა, თქვენ წარმატებით გაართვით თავი პირველ ეტაპს! ეს ყველაზე მაგარი ვიდეო იყო, მთელი ამ საიტის ისტორიის განმავლობაში. ნამდვილად დაიმსახურეთ მეორე ეტაპი. მისი გადალახვის შემთხვევაში თქვენ ჩვენი სექტის საპატიო წევრი გახდებით და უფლება მოგეცემათ დანარჩენი ეტაპები თავად დაადგინოთ. მეორე ეტაპისთვის თქვენ უნდა რაიმე მძიმე სახის დანაშაული ჩაიდინოთ, როგორიც არის მაგალითად; ნარკოტიკების გასაღება, სხვის სახლში შეპარვა და გაქურდვა ან ადამიანის მკვლელობა. იმისათვის რომ სიკვდილში უფრო ღრმად შეძლოდ შესვლა, სინდისის ქენჯნა უნდა გაწუხებდეთ.ჩვენ ვემსახურებით დემონს. დემონი თუ გაბრაზდა, კარგი არაფერი მოხდება ჩვენს თავს. მოკლედ, ხომ იცით... დრო 12 საათი. წარმატებები. სიყვარულით - მთლიანი სექტის შემადგენლობა.''

რამ გაადებილათ ეს ბავშვები? ვინ იყო დემონი? ალბათ ვიღაც ნარკოდილერი, რომელიც ფულს ხალხის წამებაში ღებულობს. გამეცინა...თან ხმამაღლა. დარეკვის ღილაკს დავაჭირე ჯგუფში. ერთმა გოგომ მიპასუხა ეგრევე, სხვა არავინ ჩაერთო. სახე მთლიანად დასახიჩრებული ჰქონდა, ხელებიც და საერთოდ საღსალამათად დარჩენილ ადგილს ვერ უპოვიდი. მარცხენა წარბთან ეშმაკის ნიშნის გამომსახველი პატარა ვარსკვლავი ეხატა. ნამტირალავი ჩანდა, ასე შევატყე, მაგრამ რომ დამინახა გაეღიმა.

-გამარჯობა ნიკა, მე კატო ვარ. ეს ესემესი სწორედ ჩემი გამოგზავნილია.

აღვრთოვანება ვერ დავმალე. აღტაცებული სახით შევყურებდი ტელეფონის ეკრანს. უეცრად კატომ გიჟივით კისკისი ატეხა.

-აუუუ, მაგრად ვიღადავე, ხოო? ვიციიი, მეც...
-სერიოზულად? ამდენ გიჟებში ძლივს ერთ ჩემნაირს მივაგენი. ხოო, სასაცილოდაც არ მეყო...
-მეც მიხარია შენი გაცნობა.
-იტირე? - ვკითხე.
-რატომ რეკავ? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა, აშკარად არ სურდა პასუხის გაცემა.
-უი, კინაღამ დამავიწყდა, თორმეტი საათი საერთოდ არ მჭირდება!
-რა?
-შეხედე, ხედავ?
ტელეფონი მივაბრუნე და მანქანა დავათვალიერებინე.
-ღადაობ? - ისევ აკისკისდა.
-წუხელ ერთ გოგოსთან მეძინა, დილით პირველს გამეღვიძა და მანქანა ავწკაპნე. - ჩემ და უნებურად ვიცრუე. თითქოს ამ ჩემი საქციელით თავს ვაწონებდი. სინამდვილეში რეალურ მიზეზს არ ვაღიარებდი. ჩემს თავთანაც კი არ ვაღიარებდი, თუმცა მე ეს არ მამართლებდა. მაშინ ალბათ ვერც ვხვდებოდი...

-იცი რა? მომწონხარ, მართლა!
-ახლა ვიმსახურებ ლიდერობას?
-რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ დემონს უნდა ვკითხოთ.

ისე სერიოზულად ამბობდა, გული დამწყდა იმედბის გაცრუებისთვის მის შესახებ, მაგრამ მერე ისევ თავისი კისკისი ატეხა, რომელიც უკვე ცოტა არიყოს მაშინებდა კიდეც.

-მეც მომწონხარ, თან ძალიან.
ვუპასუხე და ჩავფიქრდი. ნეტავ ვინმე დემონი მართლა თუ არსებობდა?

-გინდა შეყვარებულები ვიყოთ?

მომახალა უცებ. როგორ გამეგო ესეც იღადავა, თუ მართლა ამბობდა? გადავწყვიტე რომ თუ იტყოდა გეხუმრეო, ან ისევ თავის სიცილს ატეხდა სრულიად უადგილოდ, მაშინ ალბათ ვეტყოდი რომ მეც ხუმრობითვე ვუპასუხე, თუ არა და ვერც ვერასდროს გავიგებდი სინამდვილეში როგორ იყო.

-მინდა!
ვუპასუზე.
-მაგარია...
-კი მაგარია...ახლა ეტყვი შენს შეყვარებულს რატომ იტირე?
წამით დაიბნა. ამ შეკითხვას არ ელოდა.
-მე..რა ვიცი აბა...ადამიანები ხომ ტირიან ხოლმე ზოგჯერ, არა? თანაც ორი თვის წინ საუკეთესო მეგობარმა თავი მოიკლა.
ამას ნამდვილად არ ველოდი.
-ამის დედაც, მეც ხომ იგივეს ვაპირებ, არა?
-ხო, ისიც ლიდერი იყო, შენსავით...
-სერიოზულად? მერე? შენ...რა, რაღატო?
-ხო მეც სწორედ ამიტომ დავრეგისტრირდი ამ იდიოტურ საიტზე. დაი.კიდე რა, ერთად მოვკვდებით და ეგ არის.
-ასე მარტივად?
-კი.
-და არ შეიძლება მესამე ეტაპი სიკვდილი იყოს?
-ვისურვებდი, მაგრამ არა...ჩვენ ვღადაობთ, მაგრამ ვინმე დემონი მართლა არსებობს. ეშმაკი ან რაიმე პარანორმალური ვინმე კიარაა, უბრალოდ ამ სექტის დამაარსებელია, ზუსტად ჯერ მეც არ ვიცი ალბათ საიტისაც. ხო...ეგრე იქნება. ჩვენ არცერთი ვიცნობთ მას. ხომ იცი მთავარი მაფიოზი არ ჩანს. თან ჯერ მეც ახალი ვარ. killthedead9 - ც ხ რ ა, გაიგე? ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ასეა დაწესებული!
-და ტელეფონი ვის რა ჩემ ფეხებად აინტერესებს, მე ახლავე შემიძლია ფანჯრიდან ვისროლო და რამეს სპეციალურად შევეჯახო. რა გგონია გამიჭირდება?
-არა ნიკა, ეგრე არ არის. გარკვეული წესები არსებობს. დემონი შტერი კი არ არის. აბა დაფიქრდი ცოტა? ადამიანი ამხელა რისკზე რომ მიდის, ანუ სულელი არ არის. მასე ხო აქ დარეგისტრირებას აზრი არ ექნებოდა? აი, 'ლურჯი ვეშაპი' მაინც არ გაგიგონია? რაღაც მისი მსგავსია ესეც, და უარესიც. იმასაც ამბობენ რომ ფსიქოლოგია მისი მოგონილია.
-ვისი?
-დემონის! - მემგონი კატო ზედმეტად იყო შეჭრილი როლებში, - ის ტვინში გიძვრება და იქ უკვე თვითონ იცის...
-კი, შენს ტვინში აშკარად შემნოუღწევია!
-ნუ ღადაობ!
-კაი კატო, წავედი უნდა ჩავბარდე.
-რაო?
-კაი ხო ძმაკაცს უნდა გავუარო სასაფლაოზე.
-გული გამისკდა...მესამეზე შეგხვდები ნიკა.
-მართლა მე ვაწესებ?
-არა სულელო.
-კაი კარგად.
-კარგად.

ამ ზარის შემდეგ სულ ცოტათი მაინც გავრკვეულიყავი ვითარებაში. კიდევ კარგი კატო გავიცანი...ცოდო იყო ეგ გოგო, ალბათ ჩემსავით.
ტელეფონი გავთიშე და გეზი სასაფლაოსკენ ავიღე. ვფიქრობდი ნეტავ რა ბედი ეწია მას? სააბაზანოდან უკვე გამოვიდოდა თუ დიდხანს ნებივრობა არ უყვარს. ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა თუ უკვე გამოვიდა და ოთახში არ დავხვდი? ალბათ მთელს სახლს გადაქექავდა...ნეტა ახლა რას აკეთებს? ვინ იცის ვინ არის ან იქნებ გავლენიანი ნათესავები ჰყავს? რომ მომაგნოს? მაგრამ ახლა მე ეს უფრო მანაღვლენს თუ თავად ის და მისი რეაქცია? ან ვის ადარდებს, საერთოდ რატომ ვფიქრობდი მასზე? ეს რა ჯანდაბა და თავის ტკივილი იყო? (გეგონება მეკლდა) თითქოს ჩემს ტვინში ავტომოპასუხი ავტომატურადვე გააქტიურებულიყო, რომელიც მეგის სახელს დამარცვლით და შეუჩერებლად ყვიროდა...მეგონა ვგიჟდებოდი. მთელი ის გზა სასაფლაომდე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. თუმცა, ყველა ეს შეგრძნება ისედაც მალე გაქრებოდა ჩემში, რადგანაც მე თავადაც გავქრებოდი...ამ ბნელ გვირაბს ძალიან, ძალიან მალე გავირბენდი ისე რომ არც დავფიქრებოდი, არც ვინანებდი...და აბა საერთოდ რა იყო სანანებელი? კიდევ ერთ გათენებულ დღეს თითო ჩემი ცუდი საქციელი და თითო დანაშაული მოჰყვებოდა...ასე რომ რაც მალე მიტ უკეთესი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent