შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი VIII


21-01-2021, 19:52
ავტორი ტესსა
ნანახია 312

მეგი


გარეთ გავედი და...


რა მინდოდა? რა მინდოდა? რა მინდოდა?
სხვის პირადულში მე რა მესაქმებოდა? ყველაფერი ჩემი სისულელით დამემართა ყველაფერი...იმ არამზადამ მამაჩემის მანქანა გაიტაცა და თავისი კამერით სადღაც გაქრა. ღმერთო...ტელეფონიც ხომ მანქანაში მქონდა არა? რა უნდა გამეკეთებინა? რა მექნა? სასწრაფოდ სახლის ტელეფონზე ლადოს ნომერი ავკრიფე ისევ...ზარი რომ გადიოდა მთელი სხეული თითქოს გამიქვავდა და ერთ ადგილს მივეტკეპნე, მოძრაობა უბრალოდ არ შემეძლო პარალიზებული ვიყავი. თავიდან ვერ მივხვდი ეს რა უცნაურობა მჭირდა. ამ დროს ორი წუთი ორ საუკუნედ გაგრძელდა და მეც გავიაზრე რომ ეს იყო შიში. ყველა ნეგატიური გრძნობა თითქოს შიგნიდან გჭამს - არა? როდესაც შიშს განიცდი შენ უბრალოდ გინდა რომ გაქრე და ყველაფერს აზრი ეკარგება. მნიშვნელობა აღარ აქვს შენ რა ჩაიდინე, რადგან მას უკვე ვეღარ გამოასწორებ. რაც დაგრჩა კი მხოლოდ მომავალია. მომავალი რომელიც საშინლად გაშინებს, რადგან არ იცი რას გიქადის ის, არ იცი რა მოჰყვება შენს ჩადენილ საქციელებს...თუმცა ამას ვერაფერს შველი, უძლური ხარ. შენ არ შეგიძლია რამე მოიმოქმედო, უბრალოდ უნდა მოიცადო...ნეტავ რისთვის უნდა მომეცადა? მამაჩემის გაბრაზებულმა, შეშინებულმა და ''ასეთი რამ როგორ ჩაიდინე'' - ხმამ მიპასუხა. მეგონა გული გამიჩერდა.

-მეგი...
-მამა, მაპატიე გთხოვ...
-შვილო სად ხარ? ტელეფონი აგიფეთქე მგონი, ისე ვინერვიულე ლამის მოვკვდი...
-მამა გპირდები ყველაფერს აგიხსნი, მანამდე ის უნდა ვიპოვო.
-ვინ ის? რაში გაყავი თავი? ნინისთან მისასვლელად მანქანა დაგჭირდა? მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ნინისთან მივედი, ისევ გათიშულია. იქ არ იყავი და არც მანქანა დამხვდა. მეგონა რაიმე საშინელება შეგემთხვა, გთხოვ მითხარი რომ კარგად ხარ...
-მამა პოლიციას დაურეკე და სასწრაფოდ აქ მოდი...


წავიჩურჩულე და ცრემლები აღმომხდა. ლადოს მისამართი ვუთხარი. ვინ იცის ამჯერად რა სისულელის ჩასადენად წავიდა ნიკა. ნეტავ ვიდეო უკვე აეტვირთა? მამა ალბათ მანქანის გამო მომკლავდა და ჩემი ჩადენილი საქციელის გამოც მაგრამ ამ ყველაფერს ვინ ჩიოდა? მთავარი იყო ნიკა გადარჩენილიყო. მივხვდი რომ გრძნობები ისევ ერთმანეთში მერეოდა. შიში ისე მეფობდა ჩემში რომ სხვა დანარჩენი გრძნობა გადაეფარა, თუმცა ვერც ვხვდებოდი ნიკაზე გაბრაზებული უფრო ვიყავი და მძულდა თუ მეცოდებოდა და მისი გადარჩენა მსურდა...ან კიდევ ვინ იცის აქამდე, ჩემამდე კიდევ რამდენი სისულელე აქვს ჩადენილი, ანდაც ჩაიდენს...ამის გაფიქრებაზე გამაჟრიალა და ძალაუნებურად წარმოვიდგინე ოთახის შუაგულში ჩამოკიდებული, ან სააბაზანოში სისხლში ამოსვრილი. გაფიქრებაც კი საშინელება იყო, წინანდელ ღამეზე უფრო საშინელება. ძალ-ღონის მოკრეფაც აღარ შემეძლო უკვე, ვეღარც ჩემს გონებას ვაკონტროლებდი. ყველა ვარიანტში წასული იყო ჩემი საქმე. აბა რა მეგონა გამთენიისას მამაჩემის მანქანით სახლიდან რომ გავრბოდი?
იქვე ნიკას ოთახის კუთხეში ვიყავი ჩამჯდარი და უაზროდ მივშტერებოდი კედელს რაციის ხმა რომ მომესმა. გავიქეცი და კარებში ლადოს შევეჩეხე. არ ვიცოდი რა მომემოქმედა, ახლა მისი ჩახუტების მეტი არაფერი მსურდა. ვეხუტებოდი და მოვთქვამდი. ასეთი შეშინებული არასდროს მინახავს. და მაინც, როგორი მკვლელი გრძნობაა შიში და რას აღარ გაგაკეთებინებს ადამიანს. ნიკას იმის გამო რომ ცხოვრების ეშინოდა სიკვდილი გადააწყვეტინა, მე კი ყველაფრის უნარი წამართვა ერთდროულად. თითქოს სიზმარში ვიყავი. ბუნდოვნად მახსოვს უცხო პირების სახე, რომლებიც ყველაფრის მოყოლას მთხოვდნენ. ''მეგი სად არის მანქანა?'' მეკითხებოდა ლადო, მე ხმას ვერ ვიღებდი, არადა ვიცოდი ყველაფერი მოსაყოლი მქონდა. ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა დამეწყო, რა უნდა მეთქვა? პოლიციის ოფიცერო და მამა, იცით, სახლიდან იმისთვის გავიქეცი რომ ვიღაც ბიჭს თავი არ მოეკლა, რომელიც თინეიჯერების არალეგარულ ფართიზე შემთხვევით გავიცანი და რომელმაც ჩემი კოცნა სცადა მეთქი? ასე ხომ ყველაფერს უარესად ავრევდი და მეც და ნიკაც სერიოზულ შარში გავეხვეოდით? არ მესმის ისევ მაგ იდიოტის გადარჩენაზე რატომ ვფიქრობდი? ჩემს თავზე მეტად ამ უკანასკნელ სიტუაციაშიც კი უფრო ის რატომ მანაღველბდა? ყელამდე ტალახში ვიყავი, ღმერთო...უბრალოდ საშველი არ ჩანდა...

-მეგი, ხმა ამოიღე რა მოხდა, აქ რა გინდა...სად არის ჩემი მანქანა?

ლადო ყვირილზე გადავიდა. ცხოვრებაში პირველად მიყვიროდა...

-წუხელ ჩემს მეგობარს დახმარება დასჭირდა, ხოდა...
-მოიცა, რომელ მეგობარს?
-ნიკას...
-გვარი? - მკითხა ოფიცერმა.
-მე...არ მახსოვს, - გატანჯულს და სიკვდილამდე შეშინებულს ნიკას გვარი, რომელიც მხოლოდ ერთხელ და ეგეც საიტიდან ამომეკითხა საერთოდ არ მახსოვდა. იდეალურია! ჯერ ტყუილის თქმაც არ დამიწყია რომ უკვე ჩავფლავდი.
-ერთი წუთით ოფიცერო, მას საერთოდ ბიჭი მეგობარი არ ჰყავს, აქ რაღაც რიგზე ვერ არის...
უთხრა ლადომ ოფიცერს.
-მაგრამ, ფაქტები სხვა რამეს ამბობს.
მიუგო ოფიცერმა.
-მერე რა მოხდა?
მკითხეს ერთად.
-სასწრაფოდ ვჭირდებოდი, ხოდა აღარ გაგაღვიძე, ნინისგან მოვედი მანქანა წავიყვანე და წამოვედი. ნიკამ მთხოვა მანქანა მეთხოვებინა. ასეც მოვიქეცი. მითხრა ერთ საათში მოვალო და საჭიროდ არ ჩავთვალე შენი გაფრთხილება, მაპატიე მამა...ის აღარ დაბრუნებულა, გთხოვთ იპოვეთ, იქნებ რაიმე შეემთხვა?

რაზმი დაიშალა, ხმაური ატყდა. ის-ის იყო ლადოსთან მარტო დავრჩი რომ კარები ისევ გაიღო და ვიღაც დაბალი მოკლე წითელთმიანი ქალი შემოვიდა. ჩვენს დანახვაზე საშინლად შეშინდა, ვინ ხართო გვკითხა და მეც უცებ გამახსენდა ნიკას ის სიტყვები ''ქალი რომელმაც გამაჩინა, ნიკა დამარქვა''...გამაჟრიალა, საშინელი აურა ვიგრძენი, თუმცა მაინც დავიყენე სახე და ხმა მოვირბილე, ახლა არც ჩემი პირდაპირობის დრო იყო და არც დაუფიქრებელი საქციელის ჩადენის(ისევ). ლადომ დამასწრო და ქალს ჰკითხა.

-ვინ ბრძანდებით?
-თქვენ გიჟები ხომ არ ხართ? ჩემს სახლში ვიღაც ორი უცხო ტიპი მხვდება, რომლებსაც ჩემი ვინაობა აინტერესებთ? სახლში როგორ შემოხვედით, ვინ ხართ?
-თქვენ ნიკას დედა ბრძანდებით?
ჩავერიე მე. წამით გაშეშდა, მერე საბრალო თვალებით შემომხედა და წაიჩურჩულა.
-ჩემი შვილი კარგად არის?
გავჩუმდით. რა გვეთქვა? ქალმა ჩვენსკენ იერიშით გამოიწია, მამა ძლივს აკავებდა. მე ვუთხარი:
-ქალბატონო, მე ნიკას მეგობარი ვარ. ისე მოხდა რომ მას ბრალად მამაჩემის მანქანის გატაცება ედება მაგრამ მე ვიცი რომ ნიკა ცუდი ბიჭი არ არის...ღმერთის ნებით მალე იპოვნიან და ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ დაწყნარდით...
მერე მამას დაურეკეს და შეატყობინეს რომ საინგილოს უბნის გზაზე ავარია იყო და რომ მანქანისა და იმ ძღოლის მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა, რომელიც მე მკითხეს. ერთიანად კანკალმა ამიტანა.
-კარგად არის? - ლადოს ვკითხე, თუმცა პასუხის მოსმენა საერთოდ არ მსურდა ისეთი სახე ჰქონდა. ქალი დაიბნა, ერთხანს ჩანთაში ქექვა დაიწყო და ცოტა ხანში დავინახე მამას იარაღი როგორ დაუმიზნა. დავიკივლე. კიდევ უფრო მეტად შემეშინდა. კიდევ უფრო მეტად ავკანკალდი. ამ დღეს დასასრული არ უჩანდა, ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა...ჩემს ცნობიერებაში სულ ერთი პატარა წამით მამას სიკვდილის აზრი გაიჭრა. ამან ნაწილებად დამშალა. ქალი გიჟივით ყვიროდა:
-მატყუებთ, ქურდები ხართ, ნიკა მოკალით და ჩემი მოკვლაც გადაგიწყვეტიათ!
ისეთი პირი უჩანდა რომ იარაღის ხმარება გადასარევად იცოდა. ახლა მივხვდი და გავიაზრე ნიკას ის სიტყვები ''ქალი რომელმაც გამაჩინა...''აი თურმე რაში იყო საქმე, აი თურმე რა ხდებოდა...
-ჩვენ ქურდებისა რა გვიგავს ქალო? თქვენ რა ავაზაკები ყოფილხართ, რა ხალხი ხართ? შენმა ბიჭმა მანქანა მომტაცა და შენ საერთოდ მკლავ? - ყვიროდა ლადო - უნდა წავიდეთ და შენც უნდა დაწყნარდე, შემთხვევის ადგილას ვართ მისასვლელები რომ გვამი ამოიცნოთ.

-გვამი?

-არა, ეს ვერ იქნება სიმართლე...ნიკა ვერ მოკვდებოდა...ეს არ არის სიმართლე! არ შეიძლება რომ ეს სიმართლე იყოს, - გიჟივით ჩავიხვიე. ქალმა იარაღი დაუშვა, ნელა ხელის კანკალით და წამებში ჩაიკეცა. ლადოს ვერ გაეგო ქალისთვის მიეხედა თუ ჩემი ისტერიკები ჩაეცხრო როგორმე. თითქოს ტრანსში ვიყავი. მთელი გზა ღმერთს ვევედრებოდი რომ მამას მანქანაში ნაპოვნი გვამი ნიკასი არ აღმოჩენილიყო, თუმცა ყველა სამხილი ამაზე მიანიშნებდა. მახსენდებოდა როგორ დაემხო და როგორ დაიწყო ტირილი, როგორ დანებდა და დანა მომცა...როგორ ჰქონდა აკვიატებული რომ ის არარაობა იყო და მას არ უნდა ეცოცხლა...ღმერთო არა, არა გთხოვ...ყველა ის სიბრაზე, მისი არაადეკვატური საქციელებით გამოწვეული სადღაც გამქრალიყო ახლა რაც დამრჩენოდა საშინელი მოლოდინი იყო. ტაქსის მძღოლს ვეხვეწებოდი რომ უფრო სწრაფად ევლო. მთელი გზა ქალი ხმას არ იღებდა. ჩემს შიგნიდ დაგროვილ შიშს ვერაფერს ვუხერხებდი. მეშინოდა რომ ბიჭი რომელიც წინა ღამით ასე უცნაურად გავიცანი და რომელშიც მართლა იყო დარჩენილი სინათლის სხივი და თუნდაც ძალიან მკრთალი...აღარ იყო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მას მთელი ცხოვრება ვიცნობდი, რომ ის თუ მოკვდებოდა ჩემს სიცოცხლეს დაეკარგებოდა აზრი. არ ვიცი ეგოისტი ვხდებოდი, თუ სხვისი ცხოვრების გადარჩენა ასე ძალიან მსურდა, მაგრამ იმ მომენტში ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.


***
იმედს ვიტოვებდი. ფიქრებშიც კი არ ვუშვებდი ნიკას სიკვდილს. იცი, ნიჭია, როდესაც ყველანაირი სიტუაციიდან ხედავ გამოსავალს, ყველაფერში კარგს და ყველაფერში იმედს ეძებ, იმედს გადარჩენისას და გწამს რომ ეს ასე იქნება. ბოლო იმ წუთამდე მწამდა ჩემი გამოგონილი სიმართლის, სანამ არ გავიგე რომ გარდაცვლილი თვრამეტი წლის იყო. და ნიკა ჩემს ქვეცნობიერშიც მოკვდა...მოკვდა? მე მას ვერ დავეხმარე, ვერ გადავარჩინე. ბოროტებამ გაიმარჯვა, ნებით თუ უნებლიეთ...სინათლეს სიბნელემ ძლია. ყველაფერმა აზრი დაკარგა. რეალობის აღქმა არ მსურდა. მინდოდა დამეძინა და აღარასდროს, აღარასდროს გამეღვიძა. ჯერ საშინელების მომასწავებელი სახე ბუნდობნად დავინახე, მერე კი სიბნელეში ჩავიკარგე...


***
ისევ არ ვიყავი თითქოს გონზე. ერთადერთი რაც დამამახსოვრდა ის იყო, რომ ქალს ლალი ერქვა. მას უთხრეს რომ მორგში შესულიყო და გვამი ამოეცნო. მე მაგის უფლება არ მომცეს, მაგრამ ალბათ ვერც გადავიტანდი...არ ვიცი რას ველოდებოდი განა? საშინელ ამბავს? ყველაფერი ხომ ისედაც ნათელი იყო? ერთი დღის გაცნობილმა ბიჭმა ჯერ პოლიციაში ამომაყოფინა თავი და მერე მორგში. იქვე კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი და შევეცადე რამე კარგზე მეფიქრა მაგრამ ეგ როგორ მექნა? ისევ გასული ღამე გამახსენდა. როგორ მივაბიჯებდით ჩვენ ორნი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, როგორ შეიგრძნობდნენ ჩენი ახლოს მყოფი სხეულები სიცივეში ერთმანეთის სიმხურვალეს...გამახსენდა ის უცნაური სურნელი, რომელიც მის პიჯაკს ასდიოდა...კაბაზე ვისუნე. ზუსტად იგივე სუნი ასდიოდა. ტირილი დავიწყე. მაგ დროს ლადომ ჩემი ტელეფონი მომცა, როგორც ჩანს მანქანაში იპოვეს...ჯერ გამიკვირდა ჩემი ტელეფონის ისევ დანახვა, მერე კი იმედი ჩამესახა...სულ მცირედი. იქნებ რამე დამიტოვა? ტელეფონზე კოდს არასდროს ვაყენებდი. არც ნიკას ეყენა იმ ღამეს. იმ წყეულ ღამეს. სხვა სახელი უბრალოდ არ არსებობს...ტელეფონი გამოვართვი. ზუსტად 1%ს აჩვენებდა, თუმცა მოსული შეტყობინებების წაკითხვა მაინც მოვასწარი:

''მეგიიიი, იცი მაინც როგორ ვნერვიულობ შენზე? ბოდიში რა ასე რომ გავქრი. გთხოვ დამირეკე ამ მესიჯს როგორც კი წაიკითხავ. ხომ კარგად ხარ? მამაშენი დღეს გიჟს გავდა, მერი დეიდა ძლივს აწყნარებდა...(ლიზა)''


''ხოოო მართლააა, მერი დეიდა და ლადო ძია შეყვარებულები ყოფილან :)))''


ზუსტად მაგ დროს მისგან კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა:

''იცოდი?''

''მეგიიი, კარგად ხარ? მომწერე...გელოდები იცოდე!''

ხელების კანკალით დავიწყე ტექსტის აკრეფა მხოლოდ ორი სიტყვა...კარგად ვარ - და ტელეფონი გაითიშა. მაგარ დროს იცის ხოლმე. მამას ვთხოვე დამტენი ეშოვა. ტელეფონი შეაერთა და ორი აბი დამამშვიდებელი მომაწოდა ჭიქა წყაკთან ერთად.
-ეს რა არის? - ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
-დალიე, დაგეხმარება.
-ლალი გამოვიდა?
აბები გადავყლაპე და კარებს მივაშტერდი.
-ჯერ არა, - მიპასუხა მამამ და გვერდით მომიჯდა. ხელზე ხელი მომკიდა და მითხრა:
-მეგი, ხომ იცი რომ შენ ჩემი სამყარო ხარ?
-მამა, ამდენი ხანი შიგნით რას აკეთებს?
-დამშვიდდი გთხოვ...
მითხრა ლადომ და ჩამეხუტა, მე ისევ ტირილი ამივარდა.
-მამა ნიკა არ უნდა მოკვდეს გესმის?
ისე ვამბობდი თითქოს ახლაღა შეიძლებოდა რამის გამოსწორება და მორგიდან ადამიანი გაცოცხლდებოდა. ლადოს დავეხსენი და მოულოდნელად იმ ცივ კარში შევარდნა დავაპირე, საიდანაც მდუმარება ყველაზე საზარლად ხმაურობდა და სიკვდილის სიცივე აღწევდა რომ ლალის შემაძრწუნებელი კივილი გავიგონე, რომლებიც კედლებსაც კი აზანზარებდა და სანამ გავიაზრებდი რა ხდებოდა, ისევ ყველაფერი დაბნელდა...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

წავიკითხე ყველა თავი,ძალიან კარგად წერ,თხრობის და გადმოცემის კარგი უნარი გაქვს.დამაინტერესა შენმა ისტორიამ.აბა ველოდები გაგრძელებას..

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი nancho
წავიკითხე ყველა თავი,ძალიან კარგად წერ,თხრობის და გადმოცემის კარგი უნარი გაქვს.დამაინტერესა შენმა ისტორიამ.აბა ველოდები გაგრძელებას..


მადლობა დიდი <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent