შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი IX


25-01-2021, 18:18
ავტორი ტესსა
ნანახია 298

ნიკა



სერგისთან რომ მივედი თვალებს არ უჯერებდა.

-ძმაო ეგ გოგო სად დაითრიე, და არ ყავს? - მკითხა და აღტაცებულმა მანქანის თვალიერება დაიწყო.
-სულ გაგიჟდი ხო? თვითონ ძლივს მოვიშორე. ან მოვიშორე რო? ეშმაკმა იცის, - არ ვიცი რატომ მაგრამ სახეზე მკრთალი ღიმილი დამკრავს. როცა ვიაზრებ რომ ნელ-ნელა სახე მთლად მებადრება, ეგრევე ვიყენებ. სერგი ამ ცვლილებას ამჩნევს, მაგრამ არ იმჩნევს, ისევ თავისას გაიძახის:
-თუ რამეა ვერ გამირიგებ, ჰა? უთხარი როგორი სიმპათიური და ხალისიანი ახალგაზრდა ვარ, ხო მიდი უთხარი, ჩემნაირს სადღა იპოვის?
-ბიჭო, რა მოწიე ამისთანა? მოწყდი აქედან, - ვუბღვერ.
-ეე, აბა სულელი გოგოა არ მომწონსო?
-კაი მორჩა, გეყო...როგორც არ უნდა იყოს, უკვე აღარ მაინტერესებს. შემინახე?



***
მიყვარდა სერგისთან ერთად ასეთ ადგილებში ყოფნა. ეგ გადარეული ჩემს ცხოვრებაში რაღაცას აშკარად წარმოადგენდა. წლების განმავლობაში ჩემი ძმა და მეგობარი იყო, მერე მე გავიზარდე, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე, ბავშვობა და ყველაფერი კარგი მასთან ერთად წარსულს ჩავაბარე და სიმარტოვე ავირჩიე. წყვდიადი ავირჩიე...სიჩუმე ავირჩიე...ახლა იშვიათადღა ვხვდებოდით. სერგი ყველაფერ კარგს მახსენებდა ჩემი წარსულიდან. მას რომ ვხედავდი რაღაცნაირად თითქოს ნოსტალგია მეუფლებოდა და მისი სახლიც განსაკუთრებულად მიყვარდა, სადაც ახლა შაბათ-კვირასღა ვიკრიბებოდით, ეგეც თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო. რაც სკოლიდან გამრიცხეს, მითუმეტეს მოვუკელით შეხვედრებს. სკოლა? რამდენი ცუდი და კარგი მოგონება გვაკავშირებს მე სერგის და სკოლას ერთად...ისე არ მესმის მარტო მე რატომ გამრიცხეს და ეგ როგორ გადარჩა...ნაგავი, ყველა სიტუაციიდან თავის დაღწევას როგორ ახერხებს? ერთადერთი არ აგვიფეთქებია სკოლის შენობა, თორემ დანარჩენი ალბათ ყველაფერი გავაკეთეთ...ერთხელ ქიმიის კაბინეტში ჩხუბი მოგვიხდა. მაშინ მერვე კლასში ვიყავით. უფრო სწორად მე მომიხდა, მაშინ ახლოს არ ვიყავით ერთმანეთთან მე და სერგი. სამი ერთზე მოვიდნენ. ცოტა შემეშინდა მაგრამ შიში არ შევიმჩნიე და უეცრად არსაიდან თეთრ რაშზე ამხედრებული გმირივით სერგი გამოჩნდა. იქაურობა ვიმსხვერპლეთ, მერე მთელი კვირა ხუთივე დასჯილები ვიყავით და ჩვენდა უნებურად დამლაგებლები გავახარეთ, მთელი კვირა მათი მოვალეობა ჩენ აგვკიდეს, თუმცა მე და სერგი მაინც დავტყდებოდით ხოლმე, ისევ იმ უბედურებს მოუწიათ ბინძური ტვალეტების ხეხვა. ახია მაგათზე. მეათე კლასის დასაწყისში სერგის ნათესავ მარისთან შეხვედრა დავიწყე. მერე ვიკენდებზე ისიც სერგისთან გაჩნდებოდა ხოლმე რომ ვენახე და ჩვენ სამნი კარგ დროს ვატარებდით. ასე მეათე კლასის ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა ზოგჯერ ვერც ხვდები შენს ცხოვრებაში მცირედი დეტალები შეუმჩნევლად როგორც ივლება...ეს მცირედი დეტალები გცვლის შენც, რაღაცეების სხვანაირად დანახვას გაიძულებს...თუმცა იქამდე ვერ ამჩნევ ამას, სანამ გათანგული უკვე ყველაფრისგან დაღლილი სარკეში არ ჩაიხედავ საიდანაც სრულიად უცნობი გიმზერს. ალბათ მე არ ვგრძნობდი ყველაზე საშინელ ტკივილს და არც ის სიხარული იყო ყველაზე საუკეთესო, რომელიც ოდესმე განმიცდია, მაგრამ ზუსტად ამ პატარ-პატარა დეტალებმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. რაღაცეები კი შეიცვალა, მეც კი შევიცვალე (სერგი ისევ ისეთი იყო ხალისიანი და უდარდელი), თუმცა ჩვენ მაინც გაგვაჩნდა საერთო წარსული, რომელსაც ასე უბრალოდ ვერ ამოვშლიდით, თანაც ამოშლა არც ერთს გვსურდა.


***

-ბიჭო, მარის ასეთი რა უთხარი? გოგო დეპრესიაშია, წეღან სახლში სამი ყუთი ნაყინი ამომატანინა. დაგენიძლავები რომ მივალ არცერთი ყუთი აღარ დამხვდება.
გადავიხარხარე.
-აუ, ძროხა ეგ! ბიჭო, ტვინს ჭამდა.
-რა უნდოდა?
-შე*ემა მე ვუნდოდი, მე.
იმასაც სიცილი წასკდა.
-შენ რო ვინმეს მოუნდები.
-აი მანდ დაგვერხა, არა?
-მანდ დაგვერხა, ძმა. ისე ნიკა...მაგრად რომ მიყვარხარ ხო იცი?
-ე ბიჭო, რას მეუბნები, აქედან არ გამაქციო...
-არა, არა ჩემი ძმა ხარ, მართლა მაგრად მევასები.
-მეც მევასები...ნინისთან საქმეები როგორ მიგდის?
-წუხელ მაგასთან დავრჩი.
თვალები გადაატრიალა თავი ჩაღუნა. რომ ამომხედა იღიმოდა.
-ეე, სერგი ნახე შენ...გამოუტყდი?
-ჯერ ვერა, არაფერი მომხდარა საერთოდ. ნუ თითქმის არაფერი...
-რაღას ელოდები? დაბერდით უკვე...
-არ ვიცი, თითქოს რაღაცამ გამაჩერა. დღეს აუცილებლად მივაკითხავ.
-კარგი, ოღონდ ვაბშე ყველაფერი უთხარი, განაზვები აღარ დაიწყო ქალიშვილივით.
-მაშინ მანქანა მათხოვე.
-რა მანქანა?
-აი ეს...აუ მიდი რა, თუ ძმა ხარ.
-შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი? რამე რომ დამართო?
-ოო, რა უნდა დავმართო, კაი რა...
-წამო ბიჭო და მე წაგიყვან.
-ეე, ეგრე არ გამოვა, თან ცოტას წავიბლატავებ, რა იყო უჟმურო.
-კაი ხო მიდი, ნელა ატარე და ნინის ჩემგან მოკითხვა გადაეცი. იცოდე რამე არ მიქარო, თორე ახალს გაყიდინებ!
-მანქანას თუ გოგოს?
-ორივეს!
გადამეხვია.
-ძმა ხარ...
-ე ბიჭო, რამხელა თმა გაქ, აღარ იჭრი?
ვკითხე.
-ხო რავი, შევიჭრი ამ კვირას. კაი წავედი...



***
-მესამე ეტაპი უკვე გაიარე?
მკითხა მეგიმ.
-ხო.
-ხო? და რა იყო, თოკზე ჩამოეკიდე სანამ ვეღარ ისუნთქებო? ავადმყოფი იდიოტები. ვის ტენი მილიონებს შენი სიცოცხლის სანაცვლოდ ნიკა? ის ხომ უფალმა გიბოძა...


ოხ მეგი მეგი...სერგის სიკვდილიდან ორი კვირა გავიდა. აი უკვე მკვლელიც ვარ. მეგისაც რომ სერგივით დავმართო, მერე? რატომ არ უნდა რომ გამიშვას? ამის წყეული დედაც...მე უნდა მოვკვდე, თორემ უკვე ამ ყველაფრის ატანა აღარ შემიძლია. სერგის ხმა ახლაც ყურში ჩამესმის...ჩემი ძმა...ისე მოკვდა, რომ საყვარელ ადამიანს ვერ გამოუტყდა რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, თავისი საოცნებო რეპერტუარი ვერ შეასრულა, ვერ იბედნიერა, ვერ იცხოვრა...და ეს ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ ჩემს გამო...
უკვე ჩემი თავი მძულდა(უარესად), მეოთხე ეტაპზე ვიყავი. გამოფიტული, უგრძნობი ნაგავი გავხდი(უარესად)...
რა ვუქნა ამ გოგოს რით მოვიშორო? ადამიანი თავისი სიცოცხლის ბოლო წამს ხვდება რომ მოკვდა. მეგისაც მაინცდამაინც სერგისავით ამის გააზრება უნდა მოუწიოს ჩემს გამო?
მე საშინელ სევდას ვგრძნობდი. ამაზე მეტად დადარდიანებული არასდროს ვყოფილვარ. აქამდე გულის გატეხვა უბრალოდ მითი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ გულები მართლა ტყდებიან, შუაზე იბზარებიან და ზოგჯერ ნაწილებადაც იმსხვრევიან. ჩვენ კი ადამიანები ჩვენი უბედური ცხოვრების გზაზე ვდგავართ და ამ დამსხვრეული ნაწილების პოვნას, მერე კი შეერთებას ვლამობთ...რათ გინდა? რომც შეაერთო ხომ ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც თავდაპირველად იყო? არაფერს აქვს აზრი...საერთოდ არაფერს...
რა მჭირდა? ჩემს თავს ვეღარ ვგრძნობდი და საერთოდაც, სანამ სიკვდილს ვეზიარებოდი, ნელ-ნელა ვხვდებიდი რომ საფეხურებად ვეცნობოდი ყველა იმ გრძნობას, რომელიც ადამიანშია. ყველაფერი რაც მეგიშია, არ ვიცი, ეს იმდენად ღვთაებრივია, რომ არ მსურს მას რაიმე ვავნო და ახლა განსაკუთრებით სერგის მერე. სერგი ხომ ჩემი ძმა იყო, მაგრამ მეგი ხომ ჩემი არავინ არა? მე კი მისი - არავინ. ის ნათელია, მე ვარ ბნელი. ჩვენ ორნი სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ!

-წადი ნაკურთხი წყალი გამოივლე მაგ შენს დაყრუებულ ყურებში, იქნებ რამე გეშველოს!

გამომარკვია ფიქრებიდან მეგის გაბრაზებულმა ხმამ. ახლაღა გავიაზრე, რომ ჩუმად ძალიან დიდხანს ვიყავი. მეგი მოვიდა ჩემთან რომ დღევანდელ ვითარებაზე გვესაუბრა. ხო, ამჯერად ფანჯრიდან აღარ ჩამოვარდნილა, კარი თავად გავუღე, თუმცა ძალიანაც არ მეხალისებოდა...და აი როგორ იყო სინამდვილეში ყველაფერი: თურმე მეგიმ ცხოვრებაში პირველად მამამისთან იჩხუბა და ისიც ჩემს გამო. ანუ, ის კაცი აპირებს მიჩივლოს და მართალიც არის, მაგრამ მეგიმ უთხრა რომ ჩემს დარწმუნებას შეძლებდა, რომ მე იგივეს ან მსგავსი სახის დანაშაულს აღარ ჩავიდენდი. ეს ხომ არარსებული იყო? მერე კი მობრძანდა ჩემთან, რომ ვითარება მოეხსენებინა, თუმცა ამ ახტაჯანას სინამდვილეში სულ სხვა რამ აინტერესებდა. ჩემს ძველ სავარძელში მოკალათებულიყო და თავის ჟღალ ნაწნავებს იშლიდა, დიდ თაფლისფერ თვალებს გამეტებით აცეცებდა ჩემი საშინლად დაგვიანებული პასუხების მოლოდინში. პატარა ფერიას მოგაგონებდათ, ჯიუტ ფერიას. არ ვიცოდი რა მეთქვა.

-უკვე გვიანია მეგიიი, განდევნის რიტუალიც ვეღარაფერს მიშველის. სულ რომ მაგ შენს ნაკურთხ წყალში მაყურყუმელავო, აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებ. რომ იცოდე დროს ტყუილად კარგავ, შენს ძვირფას დროს. და მამაშენს გადაეცი თუ უნდა წავიდეს და მიჩივლოს.
-საერთოდაც ჩემო ძვირფასო, შენ ვერ მიმითითებ მე რა გავაკეთო და რომ იცოდე ხვალ სადღაც მომყვები.
მშენიერია, ახლა ჩემო ძვირფასოც გავხდი.
-იოცნებე! - თითქმის დამარცვლით ჩავახარე.
-თუ არ გინდა რომ ნაკურთხ წყალში გაბანავო!
-არა, გამკეთებელი ხარ, კი ვიცი...ჯანდაბას შენი თავი, სად გინდა წასვლა?
-ნაყინის საჭმელად.
ეს გოგო მთლად გადასულა ჭკვიდან. გიჟივით გამეცინა.
-შენ რა პაემანზე მპატიჟებ?
-სულაც არა, შენ და მე პაემანზე? ეგ არასდროს მოხდება, ისეთ ბიჭს როგორიც შენ ხარ პაემანზე არასდროს გავყვები.
მეკაიფებოდა ხო? რა მნიშნელობა ქონდა მე ვთხოვდი თუ ის, შედეგები იცვლებოდა? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება? მის სამყაროში აშკარად მასე იყო. ახტაჯანა!
-მეკიდე გთხოვდი. მეგი აბა? აბა რას აკეთებ? - სერიოზულ ტონზე გადავედი. მერე ჩემი და სერგის ფოტოს დავხედე ტელეფონის ეკრანზე და თვალებში წყალი ჩამიდგა. არ ვიცოდი რა მჭირდა, რა მემართებოდა...
-მე სიამოვნებაზე გპატიჟებ, იდიოტო! იმ სიამოვნებაზე რომელიც აღარც გახსოვს უკვე ალბათ და ახლა აირჩიე ან მომყვები, ან ციხეში ჯდები. იქ ალბათ ყველაფერი ექნებათ რაც ეტაპების გავლაში დაგჭირდება, არა? რამდენი ეტაპი დაგრჩა? ხუთი? ოთხი? ოთხ კედელში გამოკეტილს იცი რა დაგემართება?
-არაფერიც არ დამემართება! - თავი უშიშრად დავიჭირე, მაგრამ სახეს მისკენ არ ვატრიალებდი. მეშინოდა თვალებში თუ ჩავხედავდი თავს ვეღარ შევიკავებდი.
-მოკვდები! - მომახალა.ყვირილზე გადასულიყო.
-და მეც ხომ ეგ მინდა? - არც მე დავაკელი.
-არა ნიკა, შენ მოკვდები უიმედობისაგან! რაც უფრო მეტს იფიქრებ, უფრო მეტად დაიტანჯები, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იქნება, ამაოების ნისლში ჩაიკარგები და იქიდან ვეღარც ვერასდროს გამოხვალ. სინანულის გრძნობა მთლიანად შეგჭამს და სული ამოგეხუთება და ეს ყველაზე სამარცხვინო და საცოდავი სიკვდილი იქნება! შენ მოკვდები მაშინაც კი თუ მხოლოდ სუნთქვაღა შეგეძლება!


***
დედაჩემი იმ შემთხვევის მერე სახლში აღარ დაბრუნებულა...როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ჩემს გვერდით მაშინაც კი არ იყო. ადამიანები როდესაც ყველაზე სუსტები ვართ, მზად ვართ უპატიებელიც კი ვაპატიოთ ჩვენს გარშემო მყოფებს, ახლობლებს ან მათ ვინც ოდესმე გვყვარებია...ოღონდაც ჩვენს გვერდით იყვნენ ისინი, ოღონდაც გვერდში დაგვიდგნენ და დაგვამშვიდონ, რადგან მაგ დროს ეგ ჩვენთვის ყველაფერია. მზად ვიყავი ლალისთვის ის ყველაფერი მეპატიებინა რაც კი აქამდე ჩაუდენია, მზად ვიყავი რადგან მე სუსტი ვიყავი, მე ის მჭირდებოდა, მე დედაჩემი მჭირდებოდა. მაინც არ გამოჩნდა. და როდესაც ნაწილებად ხარ დაშლილი და გგონია ეს დასასრულია, იმ მომენტში ვინც გაფიქრებინებს რომ ეს ასე არაა, თუნდაც სრულიად უცხო იყოს შენთვის, როგორღაც ახლობელი ხდება, როგორღაც შენს გულში იწყებს შემოღწევას და როგორღაც შენც მასზე ხდები მიჯაჭვული სამარადისოდ.
killthehead9-დან გამოვედი, პატარა პურის ნატეხი შევჭამე, სიგარეტს ხელი დავავლე და მეგისთან შესახვედრად წავედი. გზაში დავფიქრდი და გავაანალიზე, რომ გარტყმაში არ ვიყავი რომელი ნაყინი მიყვარდა, მაგრამ ვის ადარდებდა? სერგის ამბავი კატოს მოვუყევი. არაუშავრს, ცოტაღა დარჩაო, - მითხრა. კატო საერთოდ არ გავდა მეგის, მაგრამ არც მე მგავდა. უკვე ყოველ ღამე ტელეფონით ვლაპარაკობდით, არ მესმის რაში ვჭირდები. გზაში კატოს ნომერი ავკრიფე. ცოტა ხანში ნამძინარავი ხმით მიპასუხა, ალბათ გავაღვიძე.
-კატიუშ, როგორ ხარ?
-იმდენად ცუდად რომ თავს კარგად ვგრძნობ, შენ?
-რა ქენი?
გადაიხარხარა.
-კატო, რა ქენი მეთქი?
-გავიჩხირე, დაწყნარდი.
-რას ნიშნავს დავწყნარდე,სად ხარ?
-ნიკა, რა გჭირს? ვეღარ გცნობ. ადრე ასეთი რამის გამო უბრალოდ შემაქრბდი, ან გაატარებდი...
-სად ხარ მეთქი, გოგო?
-შემეშვი რა...
და ყურმილი დამიკიდა. ერთი წამით მეგის ადგილას წარმოვიდგინე თავი, მაგრამ ეს სისუსტის წამი უფრო იყო, სხვა არაფერი. აი, რა უნდოდა? სულ ნუ გამიცნობდა იმ დაწყევლილ ღამეს წვეულებაზე და მეც აღარ მოვიპარავდი მამამისის მანქანას. სერგიც ცოცხალი იქნებოდა! ოხ მეგი...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ვერ გავიგე ვერაფერი,ეს თავი შინაარსობრივად ვერ დავაკავშირე წინა თავს.

მეორედ წავიკოთხე ,კი კი გავერკვიე.

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი nancho
ვერ გავიგე ვერაფერი,ეს თავი შინაარსობრივად ვერ დავაკავშირე წინა თავს.

მეორედ წავიკოთხე ,კი კი გავერკვიე.


შეიძლება იმიტომ ვერ გაიგე რომ იმ კონკრეტულ მოვლენამდე (სერგის სიკვდილს ვგულისხმობ) ყვება ნიკა და შემდეგ უკვე ახტება და ორი კვირა გადის...დანარჩენებს დეტალურად დრო და დრო ორივე მოგვიყვებიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent