შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახო

25-01-2021, 23:54
ავტორი ელ პინი
ნანახია 656

ნუ გეშინია. ადამიანები არიან.
თუ უნდა გეშინოდეს? ხომ იცი, მაინც ადამიანები არიან.
არ აპატიო.
არ დაანახო.
ნუ გაიშლები.
და ნუ.

***
- შენ გგონია, რადგან დედაშენია და, რადგან მამაშენია, ამდენის უფლება აქვთ?
- მე არაფერი მგონია. ეს სტანდარტია და მე დებილი მექანიზმი ვარ. უნდა დავეთანხმო და თუ არა, ერთი-ორი კარგად მომხვდება.
- მომისმინე, ცოტა გონს მოდი. აქ არაფერია ისე, როგორც შეიძლება შენ გინდოდეს, მაგრამ ის, ვინც შენს სხეულში სულ ბოლო წერტილში, ფეხის გულში იმალება, იძულებულია იბრძოლოს, რადგან აბიჯებენ.
- ვერ ილაპარაკებ; ვერ გააგებინებ. მე ვიცნობ მათ, ისინი ჩემი მშობლები არიან.
- გული მერევა შენზე, სამყაროზეც. უფრო - ღმერთზე. ის წესია, შენ კანონმორჩილი და მე კანონები მეზიზღება. იმისთვის არსებობს, რომ დაირღვეს და არა - "უნდა".
- მე ასეთი ვარ. სიტყვებს ვაგროვებ და მერე ტირილით ამომაქვს. ვერ შევიცვლები, არ შემიძლია ვინმეს რამე ვუთხრა და შევეპასუხო. ვერ შევეწინააღმდეგები და იმას ვერ ავრევ, რასაც წესრიგი ჰქვია და მე ძალიან მიყვარს.
- ფუჰ, ბინძური, ნაღები ჩვარი.

***
შენ გტკივა; შენ გაწუხებს; შენ იხრჩობი; შენ ვერ სუნთქავ; შენ მარტო ხარ.
შენ ირგვლივ ადამიანები არიან. ყველა შენი ნათესავია, ყველა შენი მეგობარია და ამ დროს შენ არავინ გყავს. არც მათ ჰყავხარ თითქოს.
არ ღირს იმათზე ლაპარაკი, მეტისმეტად საცოდავები არიან.
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის იბრძვი.
შენ რთული ბავშვობა გქონდა. გეშინოდა დედაშენის და, როცა რამე გტკიოდა, მოგუდულშიო გეძახდა და ამ დროს შენ გინდოდა სამყაროსთვის გეთქვა ცრემლისხელა გული როგორ გტკიოდა და როგორ დაიწყეს შენი სხეულის დამახინჯება. ეს იყო პირველი ნაბიჯი. მერე ხელი მოგხვდა და მერე თითები დაგეტყო.
შენს აწითლებულ ლოყას და მკლავს მთელი ღამე დაჩერებოდი, როცა ბღავილი გინდოდა და ამის საშუალება არ გქონდა, რადგან ისევ არ დაერტყათ. მერე რა, თუ ქამარი არ მოგხვედრია? რა, იატაკის ჯოხი მაგაზე ნაკლებია? თუ მეტი?
რა მნიშვნელობა აქვს, წარსული სხეულზე დაგრჩა შრამივით, რომელსაც ვერცერთი ხელოვნური ოპერაცია ვერ გაგიქრობს.
კარგი, ვთქვათ, მოხდა სასწაული.
კარგი, ვთქვათ, და გაგიქრა ეგ საჯანდაბე.
კარგი, ვთქვათ, მისხალი წერტილიც არ დაგაჩნდა და არც მოსაშუშებელი ნაკერები.
მერე სად მიდიხარ?
ტვინს რას უშვები?
შენ გგონია ოდესმე მართლა დაგავიწყდება ეგ ყველაფერი?
შენ შენი გონებით ცხოვრობ, რომელსაც შენი მოგონებები და ემოციები მართავს. მაგალითად, დაძინებამდე ყოველთვის გაგონდება წარსულის რაღაც ეპიზოდი და ისევ ჩუმი მახრჩობელა ტირილით ასველებ ბალიშს, რომლის თეთრეული რამდენჯერაც არ უნდა გამოცვალო, ბამბის ქსოვილში ჩაკერებულია ყველა შენი კურცხალი. ამას ვერ გაექცევი შენ. შენ კი არა, ვერც ვერავინ, თუ გათიშული არ აქვს ვიღაცას ყოველგვარი შეგრძნება და სიცივით ცხოვრობს. ეგეთებსაც სტკივათ. ერთი განსხვავებით - სიკვდილის წინ. სწორედ მაშინ აგონდებათ, რომ ამ სიცოცხლეში აუცილებლად უნდა იცხოვრო შენი ემოციების გამოვლენით, თორემ ეს ჩაკეტვა ბოლოს მოგიღებს და სიკვდილი ყველაზე მეტად გეტკინება, რადგან საბოლოოდ შენი ერთადერთი მსმენელი ის იქნება, რომელსაც რჩევის მოცემა არ შეუძლია.
მერე პირველად არ მოგცეს ნება იქ წასულიყავი, სადაც გინდოდა და მიხვდი, რომ აზრი არ აქვს ითხოვო. გამოტოვე ყველა კარგი დღე, ჩამოიტოვე უკან მეგობრები და უცებ არსაიდან გაჩნდა ხმა - "ჩაკეტილია".
ჩაკეტილია, თუ ჩაკეტეს, შენი აზრით?
მე და შენ ვიცით იმიტომ, რომ შენ ჩაგკეტეს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ გიცნობენ და, რომ, რაც ჩანს გარედან, ეგ ხარ შენ, მაგრამ ამ დროს ავიწყდებათ - გარემო იმდენად ზემოქმედებს, რამდენადაც შენ შენს სხეულში იმალები. და იწყებ თამაშს შენი სურვილის დამოუკიდებლად.
ვერ დაჯდები, გაიგე? არა, შენ ისედაც არ გაქვს დაჯდომის უფლება. ვერ დაჯდები და ყველას ვერ მოუყვები როგორ გექცევიან. და იწყებ თამაშს. შენ ხდები მატყუარა, ყველას ატყუებ და აჩვენებ იმას, ვინც არ ხარ. იძულებული ხარ უაზრო გასამართლებელი საბუთები მოაგროვო და მუდამ მოლაპარაკე ადამიანს პირში ჩათხარო, რომ როგორმე შევიდნენ შენს მდგომარეობაში მინიმალურად მაინც და ის ერთი დღე, როცა შენ მათთან ერთად ვერ იქნები, მოკეტონ პირის ღრუ და არ დაასველონ ენა შენზე საუბრით, რომ: ეგ ისეთია, ვერ გაუგებ და არც ღირს ლაპარაკი. მაგარი დებილია. ჩაკეტილია. მეგობრობა არ იცის.
შენ არ გქონდა დაჯდომის უფლება და ვინმე ერთისთვის მაინც აგეხსნა - რა ხდებოდა შენში.
ამ ტყუილებს ისე შეყევი, დაგავიწყდა ვინ ხარ და აირიე. სახლშიც თამაშობდი, გარეთაც თამაშობდი და ყველგან. შენს ოთახშიც კი.
მერე.
მერე.
მერე.
ელ-ოდები.
კარგი, რა. თუ ღმერთი გწამს. - ზუსტად ესაა შენი ყველაზე მასშტაბიანი პასუხი ყველა იმ ფიქრთა წინაშე, რომელთაც ზოგჯერ მეტისმეტი ტრაექტორია შემოუხაზავთ შენს ტვინში.
მერე გიღალატეს; მერე მოგატყუეს; მერე ყველა მეგობარი გეგონა; მერე ყველას გული გადაუშალე; და მერე შენ დაიშალე.
დამიჯერე, შენ მარტო ხარ და არავინ გყავს.
მე ვიცი, რომ შენ სიჩუმე გღლის და, რომ ლაპარაკი გინდა. გინდა ყველას უთხრა რა ნაგვებიც არიან და, რომ შენ შენი სურვილების რეალიზება დამოუკიდებლად შეგიძლია. უცებ სრულწლოვანება შემოგეპარა, მაგრამ აზრი არ აქვს მაგ ციფრებს არც ცალკე, არც ერთად აღებულს ჯამში.
შენ პატარა ხარ; შენ მათ ემორჩილები.
ელ-ი.
გთხოვ, გაიღვიძე.
გთხ-ოოო-ვ.

***
- ჩემი უჩემობა მტკივა და ისიც, რომ ღმერთისთვის ერთი ჩემებური სანატრელი გამიხდა.
- რატომ გჭირდება სხვა იმედად? რატომ არ შეგიძლია შენივე თავი გყავდეს საყრდენად? როდემდე უნდა ეძიო ადამიანებში კარგი და ელოდე "შენს-ის", რომ გული გადაიშალო და ის უსიტყვობა გაუზიარო, რომელიც ყელს გიწვავს.
- არ შემიძლია. ღმერთს ვძულვარ. მთელი ცხოვრებაა ასე მექცევა, მივეჩვიე. არ ვიცი, რა ცოდვა მაქვს ასეთი, რომ მისი კეთილგანწყობა ვერ დავიმსახურე. ისე მინდა, გავექცე ყველაფერს და პირში მივახალო იმათ რა სი/რებიც არიან, რომ. რომ. ნუ მათქმევინებ.
- მოეშვი ყველაფრის ღმერთისთვის დაბრალებას. რა ღმერთი? მართლა გჯერა, რომ ვიღაც ზის და ფიქრობს ადამიანებს რა სასჯელი მოუვლინოს და როგორ დატანჯოს? ეს წესია, ეს კანონია. არ უნდა იბადებოდნენ ადამიანები. ან თუ მაინცდამაინც კი, წინასწარ უნდა იცოდნენ როგორ იბრძოლონ და როგორ გაუძლონ ამ დედამოტ/ყნულ ცხოვრებას. დედამიწა არაა სამოთხე. ტყუილად ელ-ოდები ღმერთის სასწაულს.
- ნუ იცინი, იდიოტო. ჩემს გულუბრყვილობას მოეშვი. უბრალოდ, დავიღალე და სიცოცხლე მომბეზრდა.
- გაიღვიძე და რეალობას თვალი გაუსწორე; ილაპარაკე და ანახე ყველას შენი სიძლიერე; თუ გაჩუმდები, გეტკინება. გული აგერევა შენს უსუსურობაზე, თუ უკვე არ გერევა.
- გაჩუმდი.
- მერამდენედ ამოაღებინე შენი უსუსური ჩანასახი?

***
უსიტყვო ვარ. მეც, შენ ხომ, მით უმეტეს.
შენ შენი ოთახი გაქვს.
ეგ ერთი ყუთია მთელ დედამიწაზე, სადაც თავს ისკოჩავ და ფრთხილი ცრემლებით ტირი ვინმემ არ შემომისწროსო.
შენ იღლები. სუიციდზე ფიქრობ.
ამ დროს ვიღაც გეჩურჩულება - შენ რომ მოკვდე, სიცოცხლე შეწყდება სამყაროში. არ შეწყდება. შენი სიცოცხლე რომ რამეს წყვეტდეს, ასე უბრალო კი არ იქნებოდა.
სრულიად გაწონასწორებული გეგმავ შენს თვითმკვლელობას და გავიწყდება, რომ შენ შენი თავი დიდი ხნის წინ დამარხე, როცა ხმაურზე უარი თქვი და როცა პირველი სიმწარე დააბოქლომე.
დგახარ მერვე სართულის ფანჯარასთან. სადღაც უშვებ, რომ იქნებ... ეგაა, სიკვდილის გეშინია.
შენ ზოგადად ხარ მშიშარა. ყოველთვის ყველაფრის გეშინია. შიში ისე გჭამს, როგორც დუმილი.
და რადგან შენ ყველაფრის გეშინია, იტანჯები. ეგ ტანჯვა საუკუნოა, დამერწმუნე.

***
- ნუ აჯანჯლებ, რა. მშიშარა გომბიო ხარ.
- და მერე რა? ხომ არსებობენ მშიშარა ადამიანები?
- მომისმინე, არსებობენ მშიშარა ცარიელი ადამიანები და არსებობენ პროტესტანტი მშიშრები, რომლებიც ჩუმად იბრძვიან თავიანთ სხეულში. მე ვიცი, რომ შენ მეორე ვარიანტი ხარ და შენ რატომ არ იცი?
- მეც ვიცი, მაგრამ...
- რა მაგრამ? მაგრამ კი არა, გაიღვიძე - მეთქი.
- რა აზრი აქვს, რომ ვილაპარაკო? მერე ქუჩაში ვეგდო მარტო და მშიერ-მწყურვალი? დაგავიწყდა, რომ არავინ მყავს? რითი ვირჩინო თავი?
- მეცინება შენზე. შენ არ დაიკარგები და ეგ რომ არ იცი, მაგრად მიტყდება.
- ჩემს თვალებს ვერ უყურებ?
- რაღაც უნდა შეცვალო. აუცილებლად.
- მე ვერაფერს ვიზამ. ცხოვრების ბოლომდე ასე ვიქნები, რადგან ამისთვის დავიბადე.
- ღმერთო, თუ მართლა სადმე ხარ, ამას დაეხმარე და აზრზე მოიყვანე. ან ვინმე შენზე ძლიერს მაინც უთხარი, რომ გამოაფხიზლოს, თორემ ტვინი კი არა, ჩამთხვლეული კვერცხის გულია.
- მაგაზე გამახსენდა, მე ნაჭუჭში ვცხოვრობ.

***
შენ ტირი, ეს შენი ყოველდღიურობაა.
შენ მარტო ხარ, უნდა ისწავლო მარტოობით ტკბობა და გაძლიერდე.
შენ ყოველდღიურობა გჭამს. ეს უმოძრაობა ისე ჩამხუთველია, სული გეწვის სხეულთან ერთად.
შენ თან შენ ხარ და თან - არა.
თუ ღმერთი გწამს.

***
სადღაც, იქით, და შორს -
უსიტყვო არ უნდა იყო;
სახე უნდა გქონდეს.

№1  offline წევრი მწერალი ქალი

მდაააჰ...ელპინ...სახეში შემომენარცხა ის რეალობა,რომელსაც ბრძოლა ჰქვია...ბრძოლა გადარჩენისთვის.თითქოს მონსტრებით სავსე სამყაროში ვცხოვრობდეთ და ვცდილობდეთ ადამიანად დარჩენას.
"ილაპარაკე და ანახე ყველას შენი სიძლიერე".

პ.ს. აუცილებლად...

№2 ადმინი ელ პინი

მწერალი ქალი
მდაააჰ...ელპინ...სახეში შემომენარცხა ის რეალობა,რომელსაც ბრძოლა ჰქვია...ბრძოლა გადარჩენისთვის.თითქოს მონსტრებით სავსე სამყაროში ვცხოვრობდეთ და ვცდილობდეთ ადამიანად დარჩენას.
"ილაპარაკე და ანახე ყველას შენი სიძლიერე".

პ.ს. აუცილებლად...

აუცილებლად. ყველა პირობის გარეშე - ძლიერი უნდა იყო.

№3 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

ვაა... არ ვიცი რა ვთქვა, შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ.
ელპინ.
საუკეთესო ხარ.

"..ამ სიცოცხლეში აუცილებლად უნდა იცხოვრო შენი ემოციების გამოვლენით, თორემ ეს ჩაკეტვა ბოლოს მოგიღებს და სიკვდილი ყველაზე მეტად გეტკინება, რადგან საბოლოოდ შენი ერთადერთი მსმენელი ის იქნება, რომელსაც რჩევის მოცემა არ შეუძლია."

100%

№4 ადმინი ელ პინი

სტუმარი ჰაიკო

ზოგადად, ძალიან მიყვარს, რომ რაღაცებს ინიშნავენ.
და გულწრფელი მადლობა.

№5  offline მოდერი სალანდერი

ელ პინ.
შენ, ჩემთვის ახლა დაბრუნდი.
ესაა ის ელ პინი მე რომ მიყვარს და სულ რომ ვუცდი. . .
"ცრემლისხელა გული" - ძალიან ლამაზი და სწორი კომბინაციაა.
დასჯილი ბავშვი კი, ჩვენ ვართ ყველა, ვისთვისაც ცხოვრება დედა კი არა, დედინაცვალი გამოდგა. . .
შენ ჩემი უზომოდ ნიჭიერი ხარ და შენი საზღვრების მოძებნას დიდი ხანია აღარ ვცდილობ. . .

№6 ადმინი ელ პინი

სალანდერი

მიყვარხარ
და
შენ ხარ თვითონ სიძლიერე.

№7  offline მოდერი tasusuna

ელ,იყვირე ამის დედაც,
მერვე სართულის აივნიდან ისე დაიყვირე, მესამეზე, შენგან ალბათ ახლოს ან შორს, მე გავიგონო და გამოგძახო
და-ელ-ოდეეე ბედნიერებას!
არ გაჩუმდე,არც არავისთან,არ ხარ მექანიზმი,მთავარი ღერძიხარ!
უშენოდ ვერაფერი იქნება,იმიტომ,რომ შენს გარემოცვაში შენ ხარ ღერძი და, შენს ირგვლივ ტრიალებენ მექანიზმები!
ან,რა დაგკარგავს მართლა ამის დედაც,ისე კაშკაშებ, თვალს ჭრი !!!
ელ,ასე პირისპირ და პირდაპირ დაიწერა ჩემი სიტყვები!
ზედმეტი გადაპერსონაჟების გარეშე!

№8 სტუმარი სტუმარი ნინო

"გაიღვიძე და რეალობას თვალი გაუსწორე"თუ გაჩუნდები გეტკინება..." ეს ამ ცხოვრების რეალობაა ელ.აი სიმართლეს რომ უყურებ და არ გინდა დაჯერება ეგ მომენტია. "რაღაც უნდა შეცვალო, აუცილებლად" ამას ხშირად რომ ვუმეორებდეთ და ვახსენებდეთ ჩვენს თავს ნამდვილად გამოგვადგება ცხოვრებაში..ბევრ რამეს სხვა კუთხით სხვა მხრიდან დავინახავთ. წარმატებები ჩემო გოგო. ძალიან მიყვარხარ.შენი მეგრელი

№9 ადმინი ელ პინი

tasusuna
ელ,იყვირე ამის დედაც,
მერვე სართულის აივნიდან ისე დაიყვირე, მესამეზე, შენგან ალბათ ახლოს ან შორს, მე გავიგონო და გამოგძახო
და-ელ-ოდეეე ბედნიერებას!
არ გაჩუმდე,არც არავისთან,არ ხარ მექანიზმი,მთავარი ღერძიხარ!
უშენოდ ვერაფერი იქნება,იმიტომ,რომ შენს გარემოცვაში შენ ხარ ღერძი და, შენს ირგვლივ ტრიალებენ მექანიზმები!
ან,რა დაგკარგავს მართლა ამის დედაც,ისე კაშკაშებ, თვალს ჭრი !!!
ელ,ასე პირისპირ და პირდაპირ დაიწერა ჩემი სიტყვები!
ზედმეტი გადაპერსონაჟების გარეშე!

არც ღირდა, რომ ვინმე ლირიკულზე გადაგეტანა.
ტასო, ბოლოს ბევრჯერ გადავიხლართეთ.
და მე მესმის, რასაც ამბობ და ამის იქითაც კიდევ ბევრია...

სტუმარი ნინო
"გაიღვიძე და რეალობას თვალი გაუსწორე"თუ გაჩუნდები გეტკინება..." ეს ამ ცხოვრების რეალობაა ელ.აი სიმართლეს რომ უყურებ და არ გინდა დაჯერება ეგ მომენტია. "რაღაც უნდა შეცვალო, აუცილებლად" ამას ხშირად რომ ვუმეორებდეთ და ვახსენებდეთ ჩვენს თავს ნამდვილად გამოგვადგება ცხოვრებაში..ბევრ რამეს სხვა კუთხით სხვა მხრიდან დავინახავთ. წარმატებები ჩემო გოგო. ძალიან მიყვარხარ.შენი მეგრელი

ნინო, მეც მიყვარხარ შენ და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ. ვიცი, რომ იცი - რა რთულია ეს ცხოვრება. შენ თუ არა, სხვამ ვინ უნდა იცოდეს - ამდენ კილომეტრს იქით...
ჩემო მეგრელო ♥️

№10  offline მოდერი Mary Drey

"ნუ გეშინია. ადამიანები არიან."

კარგია, მაგრამ მე პირადად არამგონია ადამიანებზე სასტიკი რომელიმე სულიერი კიდევ არსებობდეს ამ ჯოჯოხეთისებურ დედამიწაზე. მათ შეუძლიათ თაღლითობა, ცრუობა, უვიცობა და სხვა ათასი უღირსი საქციელის ჩადენა, რომლიც წესით "განვითარებული ადამიანის პერიოდში" არ უნდა აღინიშნებოდეს, თუმცა ჩვენ ადამიანები ვართ. ჯანდაბა... საშინლად ამაზრზენი ადამიანები...

"წარსული სხეულზე დაგრჩა შრამივით, რომელსაც ვერცერთი ხელოვნური ოპერაცია ვერ გააქრობს."
ყველაზე საშინელი დარჩენილი იარებია. უფრო გულისამრევი კი სულიერი. თითოეული ადამიანი დავატარებთ ჩვენს საკუთარ გარეგან ისტორიას, რომელსაც ძალიან, ძალიან ბევრი უთქმელად უვლის. გვერდს უჩუმრისპირად გივლიან, როდესაც შენს სულში ნამდვილი ცეცხლთა გრიალი იბადება და როგორია ამ სულის ამაოებას ასე უემოციო სახით შეხვდე? კატასტროფაა, როდესაც საკუთარი ცხოვრების გასვენებას ხედავ. თუმცა ვერც ვერავინ ვერ გეხმარება. სწორედ ამიტომ ვერ ვუგებ ადამიანებს, რადგან ჩვენ ცივები და ცხოველები ვართ. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობისა და ურთიერთშეთანხმების გრძნობები მეტად განვითარებული გვქონდეს.

"ჩემი უჩემობა მტკივა და ისიც, რომ ღმერთისთვის ერთი ჩემებური სანატრელი გამიხდა."
ბოლოს ასე რა მომწონებია ისიც კი დამავიწყდა.
ნეტავ იცოდე რაოდენ შეეხე, ჩემს სულის ძაფებს
და რამდენჯერ განმიცდია ის მარცხი, რომელიც ლოდინსა და მარტოობის სიკვდილ-სიცოცხლის ნაპრალებზე გადიოდა.
სუიციდი?
ელი?
დასახიჩრებული სხეული?
იარები?
ბოლო ხმაზე კივილი ემოციებისგან დაცლისათვის?
მარადიული ლოდინი, იმედი იმისა, რომ მომავალში ყველაფერი დალაგდება?
გ ა ი ვ ლ ი ს ?
სიკვდილი ერთადერთი შვებაა, კი?!

ერთი კი ვიცი... ღმერთი მაგრად გვეღადავება, პოპკორნით ხელში, ჩვენი ცხოვრებისა და ტკივილის ფილმის ყურებისას. ზოგჯერ იმხელაზე გადაიხარხარებს ხოლმე, რომ აქაც კი ვიგებ. ცინიკოსია. ადამიანია.

მინდა ბევჯერ მივუბრუნდე ამ ჩანახატს, რადგან ერთ-ერთი უსაყვარლესი გახდა ჩემი.
შენ კი ელი...
თუ საჭიროა მართლა გამოფხიზდი...
რადგან მგონია, რომ ეს ნაწერი საკუთარი მდგომარეობის გასარკვევად, საკუთარი თავის გამოსაფხიზლებლად დაწერე.

იცი?
ზოგჯერ ერთ ჩვეულებრივ დღესაც კი შეუძლია, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ისე შეგატორტმანოს, თითქოს მოლაპებული კლდის ნატეხიდან ფეხი გისხლტება და უძირო ოკეანეში თავითვე ეშვები.
მინდა ბედნიერს გხედავდე...
ყველა ადამიანი, რაც არ უნდა ცხოველი იყოს შინაგანად იგი, იმსახურებს ბედნიერებას, ნათელ ფერებს...

წერე...
წერე...
წერე...
წერე...
და ამოხეთქე შინაგანი ვულკანი.
მე თუ არა სხვა ვინ უნდა მიხვდეს თუ რას განიცდნის საშინელი სულიერი მდგომარეობის ქვეშ მოქცეული პიროვნება, როდესაც გრძნობების გასაქარვად კალამს ხელში იღებს.

ბევრი გამიგრძელდა.
შემომათენდა კიდევაც.
მაგრამ ბედნიერად,
სასიამოვნოდ.

შემდეგამდე...

№11 ადმინი ელ პინი

Mary Drey

მახსოვხარ.
ნეტავ შეიძლებოდეს, რომ ახლა ჩემს თვალებს უყურო.
ვერ ვისვენებ, ისე ვარ.

ბედნიერი იყავი...
მეტისმეტად უსიტყვო ვარ სხვა რამეებისთვის, მერე იყოს, როცა გონს მოვალ და როცა სიტყვებს ვიპოვი.

№12  offline მოდერი Nuki-rocks

ელ პინ,რა გითხრა?!თავში სიტყვები გადამრავლდა,გადმოცემა მირთულდება.
არ ვიტყვი,რა რთულია.. არც იმას ვიტყვი, როგორი დემონია..როგორი მწვალებელი და ა.შ.
ერთია,რაც გავიგე... ცუდად ყოფნაც ყოფნაა.ბევრ რამეს გვასწავლის( უმეტესად ვნებს).დაჩვევა?!- ტანჯვაა რუტინული.
"ჩემი უჩემობა"-არ უნდა მივუშვათ ესე (არადა მესმის...)!
ელ-ი,გაიღვიძე რა!შენთვის ახალი კარი გაიღება,ოღონდ გაიღვიძე,რა. ❤❤❤

ელ პინ,შენთან სხვანაირი დაკვირვება უნდა სიტყვებს.
წარმატებებს გისურვებ❤.

№13 ადმინი ელ პინი

Nuki-rocks

ნუკი, უზომოდ თბილი ხარ ყველგან და ყველასთან, ხშირად ვადევნებ თვალს.
შენ ხარ მზე და სულ უნდა ანათებდე.
მემგონი, დროდადრო ჩემს წაკითხვასაც სწავლობ და ეს ძალიან კარგია...
ყოველ შემთხვევაში, ბევრისთვის მიუღწეველი.

№14  offline მოდერი მა კო ma ko

შენ გტკივა; შენ გაწუხებს; შენ იხრჩობი; შენ ვერ სუნთქავ; შენ მარტო ხარ.
შენ ირგვლივ ადამიანები არიან. ყველა შენი ნათესავია, ყველა შენი მეგობარია და ამ დროს შენ არავინ გყავს."
ოჰ, სულში შემიძვრა ეს სიტყვები და ცრემლებამდე მიმიყვანა...
რეალობა მეტწილად მტკივნეულია, ესეც ჩვენი, ბევრის რეალობაა...
რთულია გინდოდეს; თავისუფალება;ფრთების გაშლა;ფრენა გინდოდეს;გინდოდეს გიყვარდეს; მიენდო, ბევრი რამ გინდოდეს, მაგრამ... მხოლოდ... მარტო დარჩენილს გინდა, ეს ყველაფერი, როცა ოთახს ტოვებ, თავი ,,ეშმაკების" ბუდეში გგონია სადაც არავინ არაფერს გპატიობს, დაწყებული ოცნებიდან დამთავრებული თავისუფლებით, Ხვდები უბრალოდ რომ იმ ჩარჩოში უნდა იყო,სადაც გამოგკეტავენ.
რატომ ითმენ ამას?
არ იცი რატომ, უბრალოდ ბრძოლისთვის ძალას ვერ პოულობ შენს თავში, სუსუტი ხარ, უმოქმედო...რაც შენში ბრძოლის ჟინს კლავს...
***
ჩემო შეუდᲐრებო,ძალიან გონიერი და ძალიან დახვეწილი ხარ♥︎ იცი როდის რა უნდა თქვა♥︎
მიყვარხარ♥︎!!!
--------------------
მ.ზ

№15 ადმინი ელ პინი

მა კო ma ko

მაკო, შენ უნდა იყო ყველაზე მეტად ძლიერი და ვიცით - რატომაც.
მეტს არ გისურვებ, მერე ისედაც ყველაფერს შეძლებ. მჯერა.

№16  offline მოდერი მა კო ma ko

ელ პინი

მადლობ ♥︎ ვცდილობ ...
--------------------
მ.ზ

№17  offline წევრი სიბილა

საიდან ტკივილის ასე ღრმა განცდა.საიდან ამდენად დახვეწილად ამ ამბის მოწოდება.საიდან..ხარ..

№18 ადმინი ელ პინი

სიბილა
საიდან ტკივილის ასე ღრმა განცდა.საიდან ამდენად დახვეწილად ამ ამბის მოწოდება.საიდან..ხარ..

დედამიწიდან ვარ და ნეტავ, არ ვიყო...

№19 სტუმარი დარეჯანი

იცი ? ზოგჯერ ერთ ჩვეულებრივ დღესაც კი შეუძლია რომ შენი ცხროვრება რადიკალურად შეცვალოს ისე შეგატორტმანოს თითქოს მოლაპებული კლდის ნატეხიდან და უძირო
ოკეანეში თავითვე ეშვები მინდა ბედნიერს გხედავდე ყველა ადამიანი , რაც არ უნდა ცხოველი იყოს შინაგანად იგი იმსახურებს ბედნიერებას ნათელ ფერებს

№20 ადმინი ელ პინი

დარეჯანი

აბსოლუტურად გეთანხმებით, ვისურვებდი, ყველა ადამიანი ბედნიერი და უპრობლემო იყოს.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent