შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი X


26-01-2021, 15:35
ავტორი ტესსა
ნანახია 375

მეგი


-რომ გითხრა რომ ეს ნაყინი მართლა მომეწონა, თავს დამანებებ?
მკითხა ნიკამ. გასულ საღამოს დაპატიმრებით დავემუქრე და ნაყინის საჭმელად ისე წამოვიყვანე. ჯერ ისედაც რა იყო და იმ უბედური შემთხვევის მერე სულ გამოილია. სერგის სიკვდილის ამბავი რომ გავიგე ერთი კვირა სკოლაში აღარ დავდიოდი, შოკიდან ვერ გამოვდიოდი და ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ მამაჩემთან ვიჩხუბე სერიოზულად. ახლა სამსახურშია გამოძახებული. საქართველოში ჩამოსულ უცხოელ მომღერლებს ტურნეზე დაყვება და ნაირ-ნაირ საჭმელებს უმზადებს. აი იმ მომღერლებს სერგისთვის რომ უნდა მოესმინათ. სერგი გიტარაზე უკრავდა, თურმე დიდ სცენაზე გამოსვლაზე ოცნებობდა...
მე და ლიზა ერთმანეთს შევხვდით, ჩვენი ამბავი სულ მიგვავიწყდა. პირველი სამი დღე ნინისთან გვიწევდა დარჩენა სანამ დედამისი იტალიიდან უკან არ დაბრუნდებოდა რადგან ნინი ძალიან ცუდად არის. ისევე როგორც ნიკა. ის მას არ აღიარებს, არაფრის დიდებით, მაგრამ მე ამას ვხედავ...
-ესეიგი აქ ხვალაც მოვალთ? - კითხვითვე ვუპასუხე და ჩამეღიმა.
-თუ კი სიამოვნებას ბევრჯელ გამოცდი მეგი, მას თავისი ხიბლი დაეკარგება! ვეღარ შეიცნობ ყველაფერ კარგს რაც მასშია...საერთოდაც, ყველაფერი კარგი დანაკარგს მოითხოვს. უნდა დაკარგო რომ მის ფასს მიხვდე.
-მე ახლა ვანილის ნაყინზე ვსაუბრობდი...
-ორივემ ვიცით რომ ნაყინი არაფერ შუაშია მეგი. მცდელობას იმისა, რომ სიცოცხლე შემაყვარო ისე შეყევი, შენი ცხოვრება აღარ გაქვს, აღარაფერი გაინტერესებს მეტი...ასე არ შეიძლება, ორი ადამიანის ცხოვრება ვერ გაერთიანდება, ერთ მთლიანობად ვერ იქცევა!
-მაშ, რა საჭიროა არსებობდეს რაღაც, თუ კი მის არსებობას მაინც ვერ შეიცნობ?
კვლავ არ ვნებდებოდი...წამით დაიბნა.
-ვერ მივხვდი...
-მე და შენ - ჩავიბუტბუტე მორცხვად და თავი დავხარე.
-და ვანილის ნაყინი? - გაიცინა. ხანდახან ავიწყდებოდა რომ მკაცრი ტირანის როლი უნდა ეთამაშა და პატარა საყვარელი ბიჭი ხდებოდა ფერადი ოცნებებით.
-ჰო და ვანილის ნაყინი! - წამოვიძახე მხიარულად და ჭამა განვაგრძე, თუმცა მის მოშტერებულ მზერას ვგრძნობდი. ახედვა არ მსურდა. როგორ ემეტება თავისი თავი? - ვფიქრობდი. როგორ სურს რომ გამოეთხოვოს სუყველაფერს...
მთელი სულითა და გულით ნიკაზე გავხდი მიჯაჭვული, ის მართალი იყო.იმ უბედურმა შემთხვევამ სრულიად უცხო ორი ადამიანი ნაცნობები გაგვხადა და მეც ყოველ წამს მასზე მეფიქრებოდა, მასთან ყოფნა მაბედნიერებდა, ნეტავ თვითონაც თუ იგივეს განიცდიდა?

-ნიკა.
-გისმენ.
-თუ კი ამ ქვეყნად არაფერი გაბედნიერებს, მაშ როდისღა იქნები ბედნიერი? ან იქნები ოდესმე?
-რა თქმა უნდა ვიქნები! - მიპასუხა და სახეზე ელვისებურმა მკრთალმა ღიმილს გაკრა. გულმა სწრაფად დამიწყო ცემა და მასში პატარა იმედის ნაპერწკალი გაკიაფდა.
-როდის? - ვკითხე სულ მოუთქმელად და პასუხის მოლოდინში გავინაბე. მან კი მომიგო:
-როცა მოვკვცები. - იცით როგორი შეგრძნება დამეუფლა? აი რაღაცას რომ მთელი სულითა და სხეულით, მთელი შენი არსებით ცდილობ, მიზნისკენ მიისწრაფვი და თავს არ იზოგავ, ამისთვის ყველაფერს აკეთებ თუმცა მაინც არაფერი გამოგდის და მაინც ისევ იგივე ადგილას ბრუნდები საიდანაც დაიწყე ისევ ისევ და ისევ...რაღაცა უშედეგო წრედზე გიჟივით მიღწეული მიზნის მოლოდინში თავიდან დარბიხარ, მერე იღლები თუმცა მაინც არ ნებდები, რადგან დანებება შენში არაა, მერე უკლებ სირბილს თუმცა სვლას კვლავაც განაგრძნობ, ბოლოს უკვე მიბობღავ, მიჩოჩავ თუმცა მაინც არ ჩერდები...ვერ გაჩერდები ამ წრედს თავი უნდა დააღწიო საშველი კი არსად ჩანს...და შენც ამის გამო ნელ-ნელა ყველაფერი გზიზღდება, ყველაფერი გბეზრდება და უიმედო დეპრესიაში ვარდები. არ თქვათ რომ ყოველივე ეს თქვენთვის უცხოა...
-რატომ? ნიკა რატომ?
-რადგან ამიხდება ამდენი ხნის ნანატრი ოცნება! - ისეთი ცივი მკაცრი ტონი ჰქონდა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ძალაუნებურად ტირილი წამსკდა. ჩემმა ცრემლებმა ის დააფრთხო.
-მაგრამ არ მინდა რომ მოკვდე... - კვლავ მუდარაზე გადავედი. სულ ხომ ასე ხდებოდა, ჩვენი დიალოგები წამის მეათასედში იცვლებოდა. მუდარა, ჩხუბი, ჩხუბი, მუდარა...წასვლა! კაფეში ყველას ყურადღება მივიპყარით. იქ გაჩერება აღარ მსურდა, მე მისი მოსმენა აღარ შემეძლო, აღარ შემეძლო იმ საშინელი სიტყვების მოსმენა, რომლებიც სულში ნაიარევებს მიტოვდა...ქუჩის კუთხეში მივიყუჟე და ხმამაღლა ავტირდი. წვიმდა. შარვალი მთლად ტალახიანი მქონდა, მაგრამ არ მადარდებდა. მერე ნიკა მოვიდა.

-მეგი, ადექი.
-შემეშვი - ვუყვირე.
-მეგი გაცივდები, ადექი მეთქი! - თავისას არ იშლიდა. ჯიუტი ტირანი!
-მერე რა? და მერე რა? გავცივდე, შენ ხომ არ გადარდებს?
-სულელივით იქცევი, ადექი!
მკლავში ხელი ჩამავლო და წამომაგდო. გვაწვიმდა, ჩვენ კი უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს თვალებში...ისე ახლოს იყო...
ჩემი ოცნება იყო რომ ჩემთვის პიველად წვიმაში ეკოცნა ვინმეს, მაშინაც კი თუ ეს კოცნა უკანასკნელი იქნებოდა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წიგნებში ამომეკითხა. რეალურ ცხოვრებაში ასე ალბათ საერთოდ არ ხდებოდა...
თვალებს არ მარიდებდა, უფრო მეტად მომიახლოვდა.
თუ ხდებოდა?

-წადი! - უეცრად მომახალა, მზერა ამარიდა და ხელი ნელა გამიშვა. ახლაღა ვიგრძენი მაჯაზე მწარე ტკივილი. თურმა რა ძალით მიჭერდა.
-რა? - წამოვიკნავლე.
-წადი მეგი, წადი...წადი მეთქი! მაღიზიანებ უკვე, გაიგე? დამანებე თავი, ამის დედაც! არ მჭირდები, შენი ეს უაზრო მცდელობები უკვე ყელში ამომივიდა, დროს ტყუილად კარგავ გაიგე? თანაც ვინ გგონია შენი თავი უფრთო ანგელოზი? ერთი უაზრო გოგო ხარ და მეტი არაფერი...გგონია ყველაფერს განაგებ? ჰა?
და თითქოს მე დავინახე ისევ როგორ მოვქცეულიყავი დასახული მიზნების იმ უიმედო წრეში რომელსაც სხვა გზა არ გააჩნდა, რომელიც არასდროს სრულდებოდა.მე ნათლად დავინახე ყველა ჩემი იმედი სათითაოდ როგორ გაფრინდა. ვიდექი და წამის წინ გაგებულის გააზრებას უაზროდ ვლამობდი. მაინც ვერ ვიაზრებდი...ასე დიდხანს გაგრძელდა.
-მოკვდი!
ჩავიჩურჩულე. უგრძნობივით გაშეშებული ვიდექი.
-რა თქვი?
თითქოს ყველაზე მეტად ჩემს დანებებას არ ელოდაო.
მე კიდევ გამოვბრუნდი და უსიტყვოდ წამოვედი. ისე გავქვავდი რომ წვიმის წვეთებსაც ვეღარ ვგრძნობდი. პირველად ჩემს ცხოვრებაში ხელი ჩავიქნიე და უიმედობის განცდა დამეუფლა...



***

-გუშინ მამაჩემმა დამირეკა. - გვითხრა ნინიმ. მე ის და ლიზა ჩემთან შევკრებილიყავით. ახლა ნინის ჩვენი დახმარება ისე სჭირდებოდა როგორც არასდროს.
-მერე რა გითხრა? - ვერ ისვენებდა ლიზა.
-რავი, მგონი შერიგებას აპირებენ. - მხრები აიჩეჩა გოგომ.
-სერიოზულად?
აღვრთოვანება ვერ დავმალე. რა მაგარია როცა ორი სული ისე შესისხლხორცდება, რომ განგებაც კი ვეღარ აშორებთ მათ. ლიზასგან ვიცოდი რომ ნინის მშობლებს ერთმანეთი წრფელი სიყვარულით უყვარდათ. როცა გავიგე რომ დაშორდნენ, ვერ ვიჯერებდი. მართალია ნინისთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ბოლო დრომ საშინლად დაგვაახლოვა. სერგის სიკვდილმა ყველანი გაგვტეხა. ახლა ჩემი ერთი დაქალი ორად გადაიქცა. უფრო მეტად კი ნინის დახმარება იმ იტომ მსურდა რომ მასთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი...ეს არ მივლიდა.
-ხო რავი - წაიბუტბუტა. სულ არ ეტყობოდა რომ ეს ფაქტი ახარებდა ან უბრალოდ ახლა ვერ გამოხატავდა.
-რა მაგარია! - ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და ლიზამ და ნინის გადავეხვიეთ.
-ალბათ...შენსკენ რა ხდება მეგი?
-არც კი ვიცი ბავშვებო...გაჭედილში ვარ. მამა ჯერ ვერ ბრუნდება, თანაც მას მერე რაც ვიჩხუბეთ და სახლიდან ისე წავიდა, ფიზიკა ნიშანს არ მიწერს.
-რაო? მაიას რაღა დაეტაკა ხო უყვარდი?
-ლიზ, ბოლო სამი კვირაა მაია კი არა ვერავინ ვეღარ მიტანს.
-ოო, დაიწყო ამან თავისი სულელობები. - თვალები გადაატრიალა ლიზამ მერე კი ნინიმ მკითხა:
-და იმას უჩვლეთ?
-ვის?
უცებ აზრზე ვერ მოვედი.
-თვითმკვლელობის ოთახს!
აი თურმე საუბარი საითკენ მიჰყავდა. ნიკა...თურმე, შესაძლებელი ყოფილა სრულიად უცხო ადამიანი მოულოდნელად გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში(ან შენთვითინ ჩამოვარდე ფანჯრიდან, საპირფარეშოში შევარდნა და მისი მობილურის გაჩხრეკაც არაა ცუდი იდეა) და ყველაფერი თავდაყირა დაგიყენოს. აქამდე არ ვიცოდი რა იყო დარდი. არ ვიცოდი რომ მან შეიძლება ისე გატკინოს რომ ღამეები თეთრად გაათენო. აქამდე სიყვარული ნათელი, ვარდებითა და კესანებით მოფენილი გრძელი და ლამაზი გზა მეგონა, რომელსაც თვალდახუჭული შენს საბედოსთან ხელიხელჩაკიდებული უეკლოდ გაივლიდი...თუმცა, სინამდვილეში როგორც შექსპირს უთქვამს ''ეჰ, შორიდან რომ ასე ტკბილი ჩანს სიყვარული, სინამდვილეში მტარვალი და მწამებელია...''
დიახ, ეს მოხდა! გამთენიისას, ზედიზედ სამი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ ჩვენი ბოლო ჩხუბიდან, როგორც იქნა მივხვდი ჩემი ამ უაზრო აკვიატებისა და ნიკას გადარჩენის მცდელობებს...კი შეიძლება ყველა მეცოდებოდა ცუდისთვის და თავიდან ამას ვიმიზეზებდი კიდეც, თუმცა როგორც ჩანს ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ყველა იმ ცუდი მხარისდა მიუხედავად რასაც მე მასში ვხედავდი და რაც ასე ძალიან მძულდა, მე გავიაზრე რომ ის შემიყვარდა. შემიყვარდა ისე რომ მის გარეშე სუნთქვასაც აღარ ჰქონდა აზრი. თავს ვიტყუებდი და დღეები უაზროდ გამყავდა. მე კიარ ვცხოვრობდი ვვარსებობდი და მეთვითონაც აღარ მესმოდა რისთვის ან ვისთვის. ადრე ჩემს თავს ვიცნობდი, ვიცოდი რა მინდოდა ახლა კი...ახლა, მე ის მენატრებოდა...მენატრებიდა მისი ხშირი სუნთქვა, მკაცრი მზერა, მისი ყორანივით შავი თმა და აზიდული მხრები მენატრებოდა. მისი წარმოთქმული ჩემი სახელი, თუ როგორ მევედრებოდა დარჩენას მე კი უსულგულოდ მაინც მივაბიჯებდი. მივაბიჯებდი წვიმაში და იმ მომენტში აზრი აღარაფერს ჰქონდა...

-მეგიიი, რა გჭირს ტირი?
ღმერთო ჩემო, გაუაზრებლად თითქოს ამ სამყაროდან გავქდი.
-რა?
გონზე რომ მოვედი წამწამები მართლაც სველი მქონდა. რა მტკივნეული იყო მასზე ფიქრიც კი...
-ო,მე...მაპატიეთ ბავშებო.
-მეგ, საყვარელო, მოდი ჩემთან... - ლიზა გადამეხვია, - მიდი გვითხარი რა მოგივიდა.
-ლიზა არა, არა არ მიჩივლია! როგორ ვუჩივლებდი, როგორ გავიმეტებდი როცა მიყვარს? ხო, გესმით? შემიყვარდა...ეს კი ისეთი მტკივნეულია...გული დასერილი მაქვს, უიმედობის განცდა მთლიანად დაუფლებია ჩემს თავს! მცნობთ, ჰა? მე ისევ ის ძველი მეგი ვარ, რომელიც ვარდისფერ სათვალეს არ იხსნიდა და ცისარტყელის გამოჩენაც კი აბედნიერებდა? როგორც შენ იტყოდი ხოლმე, გახსოვს? თავს იკლავს ხალხნო, ნიკას სიკვდილი გადაუწყვეტია! ხო ლიზა, შენ თვითმკვლელობის ოთახი და დომინიკო ეძახე, მე არ ვხუმრობდი.
-რა?
-დაგუგლეთ მიდით კილ დე ჰედ 9, აი მიზეზი თუ რატომ გავიტაცე მამაჩემის მანქანა იმ ღამით. მე მხოლოდ მისი გადარჩენა მსურდა. ბოდიში ნინი, ძალიან ვწუხვარ. ადამიანმა რომ იცოდეს ყველა მის ქმედებას რა შედეგი მოჰყვება, დამიჯერეთ აღარც ისუნთქებდა. ძალზე ხშირად კარგ რამეებს საზიანო შედეგები მოაქვსო. არის მრავალი მაგალითი იმისა თუ როგორ გაანადგურა ფულმა ადამიანი, ანდაც როგორ იმსხვერპლა ისინი გაბედულობამ! მეც ზუსტად მაგ გაბედულობამ შემიწირა და შეგვიწირა ჩვენ ყველაც...ყველაფერი იმ დაწყევლილი ღამის ბრალია, როცა ნიკა გავიცანი შენს წვეულებაზე. მაგრამ, იცით რა? დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს, მაინც იგივეს გავიმეორებდი! დიახ, მე ასეთი ვარ...ჯიუტი ვარ და მე კი ვიცი ჩემი სიჯიუტე დამღუპავს. არც ისეთი უფრთო ანგელოზი აღმოვჩნდი, რომელიც ყველას გეგონეთ. ვინ იცის უკვე მიბარდა უფალს ის უბედური, არადა რა იცის რომ სამარადისო სატანჯველს ჰპირდება საკუთარ თავს!



***

''და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ...''

-კარგი მეგი, - გამაწყვეტინა კითხვა მასწავლებელმა, - რამაზ, გაგვიგრძელე თუ შეიძლება!

ქართულის გაკვეთილს გულს ვერაფრით ვუდებდი. არადა როგორ უნდა გამომეტოვებინა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა ვაჟა-ფშაველას ''ალუდა ქეთელაური''. იგი ხომ განსხვავებული აზრის გამო ისჯება! განსხვავებული აზრის გამო საერთოდ ყველა ისჯება! სინამდვილეში, სწორედ რომ ეგ განსხვავებული აზრია, რომელსაც წარღვნისკენ მიმავალი სამყაროს შეცვლა შეუძლია! რატომ არ გვსურს სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ სანამ დროა? რატომ ვითხრით თვალებს, ვიხშობთ ყურებს და ვიჭრით ენებს, რომ არ მოვისმინოთ ჩვენ ნამდვილი ჭეშმარიტება, არ დავინახოთ სიკეთე და არ ვადიდოთ უფალი? რატომაა რომ ბრბოს ყოველთვის უფრო მეტის გადაწყვეტა შეუძლია, ვიდრე სიმართლის მატარებელ მოკვდავს? ზოგჯერ როგორ ვერ ხვდება ადამნიანი რამხელა ცოდვაში დგავს ფეხს...როცა მიხვდება კი(ანდაც მიხვდება რომ ოდესმე?) მაშინ ის უკვე დაღუპულია...და ბრბო? სიბოროტით განთხეული არარაობები! ისინი უბრალოდ უბადრუკი მარიონეტები არიან! აი ვისი არსებობაა საბრალო ნიკასგან განსხვავებით!



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ეს თავი რაღაც განსაკუთრებული იყო.

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი nancho
ეს თავი რაღაც განსაკუთრებული იყო.

ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებ ასეთი აქტიური და სასიამოვნო მკითხველი რომ ხარ. მადლობა დიდი <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვახ ვაახ, რა საინტერესოა...
კარგი თხრობა გაქვს და ველი რა იქნება შემდეგში. ნიკას აკვიატება მაღიზიანებს, თუმცა ისტორიის ფუძე ეგაა და სხვა გზა არაა...
წარმატებები, გელი ❤️

 


№4  offline წევრი ტესსა

სტუმარი ქეთი
ვახ ვაახ, რა საინტერესოა...
კარგი თხრობა გაქვს და ველი რა იქნება შემდეგში. ნიკას აკვიატება მაღიზიანებს, თუმცა ისტორიის ფუძე ეგაა და სხვა გზა არაა...
წარმატებები, გელი ❤️

მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent