შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XI


31-01-2021, 03:21
ავტორი ტესსა
ნანახია 222

ნიკა


კაფეში მისულს მეგი უკვე იქ დამხვდა. რომ დამინახა კარებშივე მომაძახა არ ვიცოდი რომელი ნაყინი გიყვარდა და ჩემი საყვარელი შევუკვეთეო.

-აჰ, რომელი ყველანაირი? - მის წინ ჩამოვჯექი და ისე მივუგე წარბი არ შემიხრია. მას გულიანად გაეცინა.
-აჰაჰაჰ, არა ვანილის.
-მომეწონება?
-თუ მე მოგწონვარ, ეგეც მოგეწონება, - სართოდ საიდან მოიტანა რომ მომწონდა? აღარ ვუპასუხე, შეკვეთა მოიტანეს. ჭამა უსიტყვოდ დავიწყეთ. გემოს გასინჯვაზე რაღაც ნოსტალგიისმაგვარი დამემართა, თუმცა არ მახსოვს დედას ოდესმე ჩემთვის ნაყინი ეყიდა. მაშინ ალბათ...იქნებ მამა მყიდულობდა ხოლმე? აჰ, მამა? სასაცილოა...ვინ იცის ლალის მისი სახელი აღარც ახლოვს.
-რომ გითხრა რომ ეს ნაყინი მართლა მომეწონა თავს დამანებებ? - ვკითხე. რა თქმა უნდა ვიცოდი რომ არ დამანებებდა. ვინ იცის, იქნებ არც მინდოდა რომ დაენებებინა და სხვა ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ჩემი ილუზიები იყო? ჩემს ცივ სარკასტულობას და ლაჩრულ ქმედებებს უკვე იქამდე მივყავდი, რომ ყველას ვკარგავდი, მე კი ვთამაშობდი როლს, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ მადარდებდა. მემგონი ემოციების გამოძევების დრო იყო! თუმცა, მე ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, მეგის უკვე ჩემთვის ზურგი შეექცია და მიდიოდა. მტოვებდა...მე მეგი მტოვებდა...ჩემი მეგი. არც კი ვიცი ის როდიდან გამხდარიყო ჩემი, ანდაც ჩემს ემოციებს მთლიანად ასე რანაირად მართავდა, თუმცა ამ ყველაფერს მნიშნელობა საერთოდ აღარ ჰქონდა. მე მას გული გავუტეხე...ისევ! და ეს ყველაფერი არაფრის გამო! რატომ? რა მემართებოდა?
-მეგი! - დავუძახე, მაგრამ უკვე ძალიან შორს იყო, წვიმის ხმა კი ჩემს ტკივილნარევი ყვირილის ხმას მთლიანად ახშობდა. მერე დავინახე ტაქსი როგორ გააჩერა. ავედევნე.
-მეგი, არა...არ წახვიდე! - თუმცა, ერთხელაც არ მოუხედავს. არ ესმოდა, ან ალბათ არც უნდოდა რომ გაეგონა. ტაქსი წავიდა. არ ვჩერდებოდი. სირბილს ვუმატებდი, მიუხედავად იმისა რომ კარგად ვიცოდი აზრი არ ჰქონდა. მე მაინც თავგანწირვით მივრბოდი. როცა მანქანა თვალთახედვის არედან სრულიად გაქრა, მეც მუხლებზე დავემხე და ხმამაღლა ავყვირდი. თურმე მე ეს მჭირდებოდა! თურმე ჩემს შიგნით დაგროვილ ემოციებს გარეთ გამოღწევა სჭირდებოდათ, მე კი ამდენ ხანს ამას ვერ ვხვდებოდი. ჯერ მარი დავკარგე, მერე სერგი...ახლა კი, ახლა...ჩემი მეგი!


***

ნარკოტიკებით გაჭყეპილს სადღაც ჯურღმულში ტელეფონის ბზუილზე გამომეღვიძა. პირველი რაც გავიფიქრე მეგის სახელი იყო, მაგრამ ტელეფონს ასეთი უცნაურობა ეწერა: - დედა. თვალები დავაჭყიტე. ეგ ქალი არასოდეს მირეკავდა. დასკვნების გამოტანის დრო არ იყო, რაც თავში მომდიოდა მხოლოდ ის იყო, რომ მორიგი ნაბი.ჭვრის სახლში ჩარჩა, ახლა უკან ვეღარ ბრუნდებოდა და მხოლოდ ასეთი გამოუვალი სიტუაციის დროს გაახსენდა რომ შვილი ჰყავს. ყურმილი ავიღე.
-ნიკა, ნიკა... - შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
-რა გინდა? - აგდებულად მივაძახე.
-შვილო, მე...
შვილო? საცოდაობა!
-ხმა ამოიღე გელოდები, ისედაც შენი თავი არ მაქვს.
-ნიკა, განყოფილებაში უნდა მოხვიდე. სასწრაფოდ!
ვინ იცის ამჯერად რაღა ჯანდაბა ხდებოდა. მაგრამ იქნებ...ნეტა მეგიმ მიჩივლა? კი, ნამდვილად ასეა...ყველაფერი დამთავრდა! ლაჩრულად დამთავრდა, ამის დედაც!



***

-რატომ არ შეიძლება რომ შევხვდეთ?
ვკითხე facetime-ში კატოს.
-იმიტომ რომ რეალურ ადამიანებს ვერ ვენდობი!
სწრაფადვე მიპასუხა და ხელში დიდი მაკრატელი შეათამაშა.
-და არარეალური ადამიანები როგორები არიან?
-ისინი ვინც თამაშის გმირები არიან, ანდაც მხოლოდ სიზმრებში მოდიან...
-კატიუშ, დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? ეგ მაკრატელი რათ გინდა? - ისე ვიკითხე, თითქოს მისი პასუხი საერთოდ არც მომესმინა.
-კარგად? - გადაიხარხარა. ცივად. მდუმარედ. წარმოიდგინეთ დიდი ბნელი ოთახი, უბრალოდ შავი სივრცე, წყვდიადი და მეტი არაფერი. და იმ ყწვდიადში ზის გაფითრებული გოგონა უზარმაზარი მაკრატლით და შემზარავად ხარხარებს. ჟრუანტელმა დამიარა.
-ნიკა, მე კი არა, შენ დარწმუნებული ხარ რომ სიკვდილი გინდა?
ეს კითხვა საიდან მოათრია საერთოდ?
-კი, ვარ!
''ვარ?''
-ტყუი, ტყუი! შენ დამპირდი, გახსოვს? შენ დამპირდი რომ ერთად მოვკვდებოდით, ერთად! გესმის?
-ხო, დამშვიდდი...პირობას შევასრულებ, კაი?
-ჰაჰ, არა შენ..შენ ის დაგსჯის! ის...ის
ვერაფრით ვწვდებოდი მის სიტყვებს. მერე მაკრატელი მოიმარჯვა ისე რომ არც კი დაფიქრებულა და თმა ძირში გადაიჭრა. მისი უზომოდ გრძელი თმა, რომელსაც ყოველთვის აქებდა და ეამაყებოდა(მართალია უცნაური გზებით, მაგრამ მაინც), ახლა აღარ იყო. ასე უეცრად, არაფრის ნიადაგზე.
-კატო რას აკეთებ? - გიჟვით დავუყვირე.
-შემომხედე, მიყურებ? - არ ჩერდებოდა არაფრით, თითქოს არ უნდოდა, არ მოსწონდა რასაც აკეთებდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მის მერე რაც პარიკმახელობას მორჩა, მერე ცალი წარბი აიპარსა მთლიანად. ეს სანახაობა ჩემთვისაც კი შემზარავი იყო.
-კატო ამის გაკეთება გაიძულეს? მითხარი...
-ის დაგსჯის ურჩობისათვის! - თავისას არ იშლიდა.
რას ნიშნავს ყოველივე ეს?
-კატო, გაიძულეს მეთქი? - არც მე ვნებდებოდი.
-თამაში, თამაში, თამაში, თამაში!
რა?
-ეს თამაშმა გაიძულა? შემომხედე, მან გაიძულა?
-თამაში ოთხჯერ! წესები იცვლება! შენ უნდა წაგართვას ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია!
-ყველაზე ძვირფასი? კატო...
და გათიშა. საგონებელში ჩავვარდი. მაგრამ მე ხომ ძვირფასი არავინ და არაფერი გამაჩნია?
ზუსტად ამ დროს ტელეფონზე ესემესი მომივიდა უსახელოსგან. გავხსენი და ძარღვებში სისხლი გამეყინა: ''თქვენ მიემართებით ჯოჯოხეთისკენ, შემდეგი გაჩერება მ ე გ ი!!!''
მთლიან ტანში დამცრა მისი სახელი რომ წავიკითხე. მაგრამ როგორ? რანაირად? როგორ გაიგეს ჩემს ცხოვრებაში მეგის არსებობის შესახებ? დასწყევლოს ეშმაკმა, მე მისთვის უნდა დამეჯერებინა და ის ვიდეო არ უნდა ამეტვირთა. ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შემეძლო სწორი გადაწყვეტილების მიღება? თუმცა დავიჯერო ის ვიდეო იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ გაეგოთ ჩემი მისდამი დამოკიდებულება? რა ხდება? თანაც სახელი? ჯანდაბა, ჯანდაბა! მე ხომ მეგის სახელით იმ ვიდეოში მივმართავდი არა? მაგრამ მისგან რაღა უნდოდათ? და იქნებ...თამაში მართალი იყო და ერთადერთი ძვირფასი ვინც დამრჩენოდა მეგი იყო, მე კი მას ზურგს ვაქცევდი, ყოველი ჩემკენ გადმოდგმული ნაბიჯისას, მე ერთით უკან ვიხევდი. მე მხდალი ვიყავი. ნუთუ ეს სიმართლე იყო? ახლა უკვე ვიცოდი ამ სამყაროში რატომ აღარ იყო სიკეთე. ის მთლიანად მეგის მოეპარა. მეგი სიკეთის კეთილი ქურდი იყო.
საერთოდ ყველა ლოგიკურ მსჯელობას იქამდე მივყავდი რომ იმ ვიდეოში მეგის სახელი გარკვევით ისმოდა, მაგრამ აქ რიგზე რაღაც მაინც ვერ იყო. უკვე ტვინი მიხურდა ამდენი ფიქრისგან, თუმცა მაინც ვერ ვისვენებდი. ანდაც როგორ შემეძლო განა მოსვენება? რაღაც მეუბნებოდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანს ვერ ვხვდებოდი. ისევ კატო გამახსენდა. მისი ეს უცნაური სიტყვები, ის რომ თითქოს რაღაც ფარული შეტყობინების გადმოცემა სურდა ჩემთვის, თან მაფრთხილებდა, თან სიახლეს მეუბნებოდა. მან ახსენა რომ წესები იცვლებოდა, მაგრამ რაღაცის აშკარად ეშინოდა, რას გაურბოდა? ვინ რას გაიგებდა, ჩვენ ხომ უბრალოდ ტელეფონზე ვსაუბრობდით, საერთოდ რა საჭირო იყო ამდენი მინიშნებები? მოიცა...და რა იქნება რომ ჩავთვალო რომ ჩვენი ტელეფონები ისმინება? რა თქმა უნდა! თუ ასეა მაშინ მათ ისიც უნდა გაეგოთ რომ ცოტა ხნის წინ განყოფილებაში ვიყავი და საერთოდ ყველაფერი...ეს ნამდვილად ასეა, ქმედებებს მოსდევს დავალებები. სწორედ ამიტომ იყო მეორე ეტაპი რაიმე მძიმე სახის დანაშაულის ჩადენა, მაგალითად ქურდობა...წარმოუდგენელია, მე ხომ მანქანა გავიტაცე, მე ხომ ვიქურდე, და ეს დავალება მხოლოდ მას მერე მივიღე რაც სერგის გავუთიშე. ყველაფერი ერთმანეთში ჯდებოდა, მეტი ფიქრი საჭირო აღარ იყო! კატომ ახსენა რომ თამაშმა უნდა წაგვართვას ის რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. კატოსთვის ყველაზე ძვირფასი მისი თმები იყო ახლა კი ის აღარ აქვს. მაგრამ რატომ არ მოგვივიდა ამდენი ხანი მეოთხე დავალება? ჩვენ ხომ მეოთხე ეტაპზე ვიყავით. თამაში ოთხჯერ! ან იქნებ...თამაშს უნდოდა რომ ეს ყველაფერი ჩემით გამეგო, ყოველგვარი დავალების გარეშე? წესები იცვლება, ახლა მათ გადაწყვიტეს ჩვენ ყველას სათითაოდ ''პერსონალური ჯოჯოხეთი'' მოგვიწყონ, თუმცა რაც არუნდა იყოს, როგორც არუნდა იყოს ისინი მეგის ვერ წამართმევენ ვერა...
გადავწყვიტე რომ კატოსთვის დამერეკა და ყველაფერი გამეგო, არ მაინტერესებდა მომისმენდნენ თუ არა. თუ საჭირო გახდებოდა კატო ყველაფერს ისევ ასე მინიშნებებით ამიხსნიდა. აშკარად ძალიან ჭკვიანი იყო ეგ გოგო. და თანაც, სხვა თუ ვერავინ გადავარჩინე ჩემი თავისა და დედაჩემის ჩათვლით, კატო მაინც უნდა გადამერჩინა...და დედა? სად გავწყვიტე მოყოლა? ჰო, ის დამ.პალი დღე როდესაც მეგონა რომ მეგიმ მიჩივლა. მაგ დღეს ყველაზე ლაჩრულად მოვიქეცი ჩემი ლაჩრული საქციელების ისტორიაში. როცა ლალიმ დამირეკა, უკვე ვიცოდი რომ ციხე არ ამცდებოდა, თუმცა მაინც წავედი, კიდევ ერთ ლაჩრულ საქციელს ვერ ჩავიდენდი. იქ მისულს კი სულ სხვანაირი სიტუაცია დამხვდა, თუმცა ამას ბედის გაღიმებას ნამდვილად ვერ დავარქმევდით. აღმოჩნდა რომ ამჯერად ლალი გახვეულიყო შარებში. თავის ახალ საყვარელთან ერთად მაღაზია გაუძარცვავს, თანაც აღმოჩნდა რომ სანამ მე გამაჩენდა მაქამდე ერთხელ უკვე იყო ქურდობის მცდელობაში ნასამათლები ამიტომ სასჯელი გაუორმაგეს (რა თქმა უნდა, მე ხომ კარგი დედის საუკეთესო შვილი ვარ...ბედის ირონიაა და სხვა არაფერი)და გირაო შემომთავაზეს დედის სანაცვლოდ. მეხვეწა და მემუდარა, ოღონდაც აქ არ დამტოვო და შევიცვლები, კარგი დედა გავხდებიო. მე კიდევ ვუთხარი რომ მის გარეშე მე უკეთ ვიქნები. ასე არც ჩემს სიკვდილს შეესწრება.
სექტის ჯგუფში დარეკვა იმ იმედით დავიწყე რომ მეგონა როგორც პირველ ჯერზე მოხდა, ახლაც კატო გამაგონებდა მაგრამ ასე არ მოხდა. მერე ყველა სოციალური ქსელი გადავამოწმე თუმცა კატო არც იქ ჩანდა. ბოლოს მისი ტელეფონის ნომერი ავკრიფე. მესამე ზარზე ვიღაცამ ხმის კანკალით გამაგონა. ძალიან ჰგავდა კატოს ხმას.
-გისმენთ...
-კატო!
-არა მე, დედამისი ვარ.
ტირილი დაიწყო. ოღონდ ახლა ის არა, რაც მე გავიფიქრე, ოღონდ ახლა ის არა!
-კატო, კატო კარგადაა? სად არის, მან რატომ არ მიპასუხა? - ნერვული ტონით ვკითხე, ადგილზე ვერ ვისვენებდი.
-კატოსი ვინ ხართ?
-მე, კატოს...მეგობარი ვარ, ნიკა!
-ნიკა კატო ვეღარ გიპასუხებს ხოლმე.
-რატომ?
პანიკამ შემიპყტო.
-ის ახლა ფსიქიატრიულში მოათავსეს სამ კვირიანი მკურნალობის კურსზე, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, იმედი არ გვაქვს რომ ამ დროში კარგად იქნება!
რა? კი მაგრამ სულ რაღაც წუთების წინ მესაუბრენოდა...საწყალი კატო! ამჯერად მაინც უნდა ვიღონო რამე, არა?
-კარგით, მისმინეთ ქალბატონო...
-ნატა.
-შეიძლება შეგხვდეთ? აუცილებელი საქმე მაქვს თქვენთან. ეს კატოსა და მის კეთილდღეობას ეხება.
-რა თქმა უნდა შვილო. კვირის ბოლოს დღის მეორე ნახევარში გაწყობს?
-დიახ, მისამართს მოგწერთ, ოღონდ მანამდე გთხოვთ, კატოს ტელეფონი კომპიუტერი ან სხვა რაიმე მსგავსი მოწყობილობა ხელში არ ჩაუგდოთ, ეს ძალიან საშიშია.
-მადლობა ნიკა, როგორც ჩანს ჩემი შვილი თქვენთვის ბევრს ნიშნავს.
-კი, ის...ნამდვილად განსაკუთრებულია. იმედია მალე გამოჯანმრთელდება. ნახვამდის.
გავთიშე და გულში თითქოს სითბო ჩამეღვარა. მე კატოს გადარჩენა შემეძლო, ყველაფერი ხომ ჩემს ხელთ იყო და ამას აუცილებლად გავაკეთებდი. მეგი ჩემით იამაყებდა. თავი ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი ცოცხლად და ეს ყველაზე მაგარი იყო.



***

სერგის ორმოცისთვის სპეციალურად ვემზადებოდი. მიმტანად მუშაობა დავიწყე, სწორედ იმ კაფეში სადაც მან მიმატოვა. სამი დღის დანაზოგით იაფიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვიყიდე . ვერ ვიჯერებდი, მაგრამ რასაც ვაკეთებდი მომწონდა. ძალიან მომწონდა. ყველაფერი თითქოს იცვლებოდა, უკეთესობისაკენ. ვაანალიზებდი რომ მე ვგრძნობდი, ვგრძნობდი მის მონატრებას. ეს რაღაც ახალი იყო. ვიმედოვნებდი რომ მემორიალზე მას ვნახავდი. ვცდილობდი კარგი განწყობა შემენარჩუნებინა და ცხოვრებაში პირველად ამას ვახერხებდი. სერგი სულ უჟმურს მეძახდა. ჩემი ასეთი თავის დანახვა მას აუცილებლად გააბედნიერებდა. და ასევე მეგისაც...ის ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამას იქამდე ვერ მივხვდი, სანამ მისი დაკარგვის საფრთხე არ ვიგრძენი. ყველაფერს გავაკეთებდი რომ ის გადამერჩინა, პიჯაკსაც კი ვატარებდი.


-ნიკა, მესამე მაგიდასთან ორი ვანილის ნაყინი, თუ შეიძლება, - გამომარკვია ფიქრებიდან უფროსის ხმამ.
-ვანილის ნაყინი? - ჩამეცინა.
-ჰო, რაიყო აღარ გვაქვს?
-როგორ არა გვაქვს. ბოს, შეიძლება დღეს ადრე წავიდე?
-რა მოხდა ბიჭო უკვე დაიღალე? აქ ამდენ ხალხს ვერ ხედავ თუ ბრმა ხარ? ისე დღეს მართლა რამდენი ხალხია, ასე თუ გაგრძელდა მალე კოტეც თავის სახაჭაპურეს ერთხელდა სამუდამოდ დაკეტავს და ჩემი შემოსავალიც ერთბაშად სამიდან ხუთამდე გაიზრდება. იცი თუ მაინც რას ნიშნავს ეს? რათქმა უნდა არა, შენნაირი გამოლენჩებული ბიჭები ვერაფერს ხვდებიან! ეს ნიშნავს რომ შენც მოგემატება ხელფასი. ასეა ბიჭო, პურისთვის და სიგარეტისთვის კი უნდა გეყოს. სხვა კიდე რათ გინდა. შეყვარებული შენარ გეყოლება რო პაემანზე დაპატიჟო და...-მისმა ლაყბობამ თავი ამატკია. არც თავისი კოტე მანაღვლებდა და არც მისი ხაჭაპურები.
-ბატონო, დღეს ჩემი ძმაკაცის ორმოცია, ბოდიშით უნდა წავიდე, - ვთქვი და ცრემლები მომასკდა. ვერაფრით ვიჯერებდი ჩემს სიტყვებს. მე სერგის ორმოცზე ვაპირებდი წასვლას?
-ასეა? მაშინ კარგი ბიჭო...

სარკეში ჩავიხედე. ჩვეულებრივ ჩემს თავს არ ვგავდი ამ შავ პიჯაკში და ჰალსტუხში. გული გამალებით მიცემდა, უჩვეულო წინათგრძნობა მქონდა. ძალიან ვნერვიულობდი. სერგის სახლში მისულს მოგონებები განმიახლდა და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ეს სახლი მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩენებოდა. შიგნით უამრავი ხალხი ირეოდა. უეცრად კუთხეში სავარძელში მჯდარ მარის მოვკარი თვალი. მისთან სამძიმარის სათქმელად გავემართე მაგრამ თავი ამარიდა. არც გამკვირვებია, მე ხომ ეს დავიმსახურე. სერგის დედამ დამინახა. ჩემთან ტირილით მოვიდა და გადამეხვია.
-ახლა შენ ხარ ჩემი შვილი ნიკა, - ეს სიტყვები ჭრილობაზე მარილივით მომხვდა.
-ნათია დეიდა მე...ბოდიშით თავს ვერ ვიკავებ...
-იტირე ჩემო ბიჭო, იტირე მოგეშება. იცი? ვერასდროს ვაპატიებ ნიკა...ის დამპირდა რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდა და შვილიშვილებს მაჩუქებდა, მაგრამ წავიდა, დამტოვა! როგორ ვაპატიო აბა მითხარი, როგორ?
-ასეც იყო! ის ნინისთვის აპირებდა ძალიან მალე ხელის თხოვნას.
-ჩემი საბრალო...სად არის? მისი გაცნობა მინდა
არ ვიცი. ნინი ვერსად ვნახე. ეგ კიარა, ვისაც მე ვეძებდი ეგეც ვერ ვიპოვე. მეგი არსად ჩანდა. როგორღაც შევმცდარვარ, კვლავ...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ შემდეგს

 


№2  offline წევრი ტესსა

ანი ანი
როდის დადებ შემდეგს

სავარაუდოდ ერთ დღეში იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent