შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელნისფერი სხივი (დასასრული)


1-02-2021, 08:49
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 097

.
საღამო ხანი იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე ამის წარმოდგენა საერთოდ შეეძლო ელენეს. კლუბში შესულ გოგონას, ვისაც ტანზე მომდგარი, ალუბლისფერი კაბა მოერგო, ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, შემაწუხებლად მოხვდა ყურში ბასების მაღალი ხმა და მოცეკვავე ახალგაზრდების თავშეუკავებელი სიცილი. უნდა ეღიარებინა, ახლა იქ ყოფნას ყველაფერი ერჩივნა დედამიწის ზურგზე, თუმცა მიშკასთვის მიცემულ პირობას ნამდვილად ვერ გატეხდა. უბრალოდ არ შეეძლო მეგობრისთვის იმედები გაეცრუებინა და სწორედ ამიტომ ცდილობდა ამ ხმაურისა და აურზაურის ასატანი იმუნიტეტის გამომუშავებას.
ნიკოლასს, ლექციაზე შესვლამდე, ყველაფერი მოუყვა იმის შესახებ, თუ რატომ აპირებდა ღამით, კლუბში მისვლას. ეს უკანაკნელიც შეჰპირდა, რომ „მძიმე წუთების“ გადალახვაში აუცილებლად დაეხმარებოდა, ამიტომ, შიგნით შესულმა გოგონამ პირდაპირ ბარისკენ გასწია და როგორც კი დახლს მიახლოებულმა, მის მეორე მხარეს, ჭიქებში მოჰიტოს განაწილებით გართულ აბრამოვს მოჰკრა თვალი, სახეზე უნებური ღიმილი მოადგა.
მიშკა და მისი გოგო, ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები, ამიტომ, ელენემ დარბაზის თვალიერება შეწყვიტა და დახლთან მდგომ ერთ-ერთ მაღალ სკამზე დაიკავა ადგილი, პირდაპირ აბრამოვის ცხვირწინ.
-რამე საინტერესო სასმელი დამისხით, თუ შეიძლება, ოღონდ ნაკლები ალკოჰოლით -მუსიკის გამო ხმამაღლა თქვა გოგონამ და ამ სიტყვებით, ნიკოლასის ყურადღებაც დაიმსახურა. ბიჭის მოოქროსფრო თვალებში, თითქოს სითბოც კი ჩადგა მის დანახვაზე. გოგონას უკეთესად შეთვალიერებისას, სახეზე ირიბმა ღიმილმაც გადაურბინა და თაროდან ბეილისის ბოთლი ჩამოიღო ელენესთვის შესათავაზებლად.
-ამაზე რას იტყვი? -ჰკითხა გამომცდელი მზერით, თან ჭიქაც გაამზადა პარალელურად
-ვფიქრობ კარგი იდეაა, ვენდობი ბარმენის არჩევანს
-ბარმენი მადლობას გიხდით უპირობო ნდობისთვის -სასმელი ჭიქაში ჩამოასხა ნიკოლასმა, თავად კი ბოთლი კვლავ თაროზე დააბრუნა და დახლს მკლავებით ჩამოეყრდნო -სხვათა შორის, დღეს კარგად გამოიყურები. ზედმეტად კარგადაც კი
-ჰო, მგონი ამ კაბის ჩაცმა მშვენიერი იდეა იყო -კონპლიმენტი შეიფერა ელენემ, თუმცა ბიჭის დაჟინებულ მზერაზე სუნთქვის რიტმი შეეცვალა და მოეჩვენა, რომ შინაგანადაც მოემატა ტემპერატურა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ნიკოლასი ისე უყურებდა, როგორც მამაკაცი იმ ქალს, ვისი მიღებაც სურს და ამან ცოტა არ იყოს დააბნია. მიუხედავად ამისა, არც გარეგნულად შესტყობია რამე და არც სიტყვებით გამოუხატავს თავისი ფიქრები. ყველანაირად შეეცადა საუბრისას ჩვეულებრივი ტონი ჰქონოდა და აღარც აბრამოვის მზერისთვის მიენიჭებინა დიდი მნიშვნელობა.
-შენი მეგობარი ჯერაც არ მოსულა?
-არა, ამ ეტაპზე ვერსად ვხედავ -კიდევ ერთხელ მოატარა ელენემ თვალები კლუბს ამის თქმისას, პარალელურად კი თავისი ბეილისიც მოსვა
-სახლში ვინ წაგიყვანს?
-ტაქსით ვაპირებ წასვლას, რატომ მეკითხები?
-უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ მშვიდობით მიხვალ
-ამაზე არ ინერვიულო -ოდნავ გაუღიმა ელენემ. რატომღაც ესიამოვნა ნიკოლასის ასეთი მზრუნველობა და კიდევ ერთხელ დაუარა უცნაურმა ჟრუანტელმა, თხემიდან ტერფამდე
ბარის დახლს, მორიგი კლიენტი მოადგა და შოტლანდიური ვისკის შეკვეთა მისცა. ამის შემდეგ, ნელ-ნელა, ნიკოლასს იმდენი ადამიანი მოაწყდა, რომ ელენესთან სასაუბროდ, ფაქტობრივად დრო აღარც ჰქონდა. შეკვეთას, შეკვეთაზე ასრულებდა და არც თავისი პროფესიისთვის დამახასიათებელი და სავალდებულო ღიმილიანი სახე ავიწყდებოდა, კლიენტების მომსახურებისას.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ელენესაც აღარ აუცდია იგი საქმისთვის მოეცდინა. როგორც კი თავისი სასმელი ნახევრამდე ჩაიყვანა, ელექტრონული მუსიკის ჰანგებით გაჯერებულ დარბაზს, თვალი კიდევ ერთხელ მოატარა. ზუსტად იმ წამს, შემოსასვლელ კარში მიშკასა და ლიზისაც მოჰკრა თვალი. ეს უკანასკნელი, საკმაოდ სადა, თუმცა დახვეწილ იისფერ კაბაში გამოწყობილიყო და სუვენირივით უმშვენებდა გვერდს თავის გვერდით მომავალ ბიჭს.
ელენემ, სულ ოდნავ აუწია ხელი დარბაზის თვალიერებით გართულ მეგობარს, რათა დაერწმუნებინა, რომ პირობა ნამდვილად შეასრულა და კლუბში მოვიდა, ხოლო შემდეგ, როგორც კი მიშკამაც შეამჩნია მისი იქ ყოფნა, ხელით Perfecto-ს ნიშანი გააკეთა, რათა ჟესტით მიენიშნებინა, რომ მისი თანმხლები ძალიან მოეწონა. ის-ის იყო თავი კვლავ ბარის თაროებზე შემოწყობილი სასმელებისკენ მიატრიალა, რომ თავის გვერდითა სკამიდან, აშკარად ნაცნობი ხმა მოესმა:
-ერთი ტეკილა დამისხით, თუ შეიძლება -ამბობდა ბიჭის ოდნავ ბოხი, მომხიბვლელი ბარიტონი და ელენემაც, სინათლის სიჩქარით მოახერხა ამ სიტყვების ავტორის ხმის ტემბრის ამოცნობა. არც შემცდარა. როგორც კი გვერდზე გაიხედა, თავისი ინტუიციის სისწორეში მაშინვე ასი პროცენტით დარწმუნდა და ოდნავ გაკვირვებულიც დარჩა საკუთარი მეზობლის, კერძოდ კი -გეგა ავალიანის ამ ადგილას ხილვით.
წამით ნიკოლასს გადახედა, შეფარვით. როგორც ჩანს, ბიჭსაც მოესწრო ახლადმოსული კლიენტის ცნობა და ეს, მის გამომეტყველებაზეც მშვენივრად ამოიკითხა ელენემ.
რატომღაც, მისალმება არ უფიქრია გოგონას. მეტიც, დარწმუნებული გახლდათ გეგა საერთოდ ვერ შენიშნავდა, თავის სასმელს დალევდა და მალევე გაეცლებოდა ბარის დახლს, თუმცა როდესაც ბიჭი უფრო კომფორტულად მოეწყო შემაღლებულ სკამზე, მკლავებით, მაგიდის შავად მოლაპლაპე ზედაპირს ჩამოეყრდნო და გვერდით მჯდომისკენ გააპარა მზერა, გოგონამ მაშინვე უკუაგდო თავისი უწინდელი ფიქრები.
-ელენე? -გეგას გაკვირვებულ ხმაში, რაღაც დოზით კმაყოფილებაც გამოკრთოდა -აქ რას აკეთებ?
გოგონას ახლა უკვე მართლა აღარ შეეძლო " Не вижу" -ტაქტიკას გაჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად სურდა ავალიანთან, ნიკოლასის თანდასწრებით ესაუბრა, მაინც იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო, ამიტომ ბიჭისკენ ნახევარი ტანით შეტრიალდა, მიესალმა და მსუბუქადაც გაუღიმა.
-მეგობრებს გამოვყევი, თუმცა ახლა ერთმანეთით არიან დაკავებულები -კლუბის ბოლოში მგომ, განცალკევებულ მაგიდაზე ანიშნა ამის თქმისას ელენემ, სადაც მიშკასა და ლიზის უკვე მოესწროთ ადგილის დაკავებაც და ერთნაირი კოქტეილების შეკვეთაც
-ყველაფერი გასაგებია -გეგამ თავი დაუქნია. იმ წუთას, ნიკოლასმაც დაუდგა ბიჭს წინ კუთვნილი ტეკილა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა, ისე, თითქოს იმ ორიდან არც ერთს არ იცნობსო -როგორც შენი გამომეტყველებიდან ვასკვნი, მაინცდამაინც ვერ ერთობი
გოგონას ნამდვილად არ უცდია დაემალა თანამოსაუბრისთვის, რომ ზუსტად ათიანში მოარტყა.
-ჰო, კლუბებზე დიდად არ ვგიჟდები, უბრალოდ ძალიან მთხოვეს და . . .
-და შენც უარი ვერ უთხარი -ღიმილით დააბოლოვა მისი წინადადება ავალიანმა, თან ერთი ამოსუნთქვით გადაკრა თავისი ტეკილა, რის შემდეგაც მორიგი დოზაც შეუკვეთა ნიკოლასს. ამ უკანასკნელისკენ, შეგნებულად არ იყურებოდა ელენე, რადგან შინაგანად ისეთი გრძნობა ჭამდა, თითქოს რაღაც დანაშაულს ჩადიოდა მის წინაშე და რომ შეეხედა, აბრამოვის გამკიცხავ თვალებსაც გადააწყდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ფიქრობდა ასე, თუმცა ახლა, აღნიშნულ კითხვაზე მეტად, ის კითხვა უფრო აწუხებდა, თუ რატომ ვერ გრძნობდა გეგასთან საუბრისას ვერაფერ სასიამოვნოს? ამის მაგიგრად, მთელი სხეული აუხსნელი დაძაბულობისგან ჰქონდა დაჭიმული და დაეფიცებოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, ბიჭი ბოლოს და ბოლოს ბარს მოსცილებოდა. სამწუხაროდ, ელენეს ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა.
-ჰო, უარი ვერ ვუთხარი -ოდნავ მოსვა თავისი ჭიქიდან ბეილისი, პარალელურად კი გეგას ნახშირისფერ თვალებს გაუსწორა მზერა -შენ მარტო ხარ თუ ვინმესთან ერთად?
-არა, სრულიად მარტო ვარ, მაგრამ შეგიძლია კამპანიონობა გამიწიო, თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა -ორაზროვნად დაამატა ბოლოს, თან, გამჭოლი მზერით, თითქოს ელენეს შინაგან სამყაროში შეძვრა
-სიამოვნებით გაგიწევდი, თუმცა ბევრ ალკოჰოლს ჩემი ორგანიზმი ვერ იტანს და ამაში არ გამოგადგები
-რა პრობლემაა, უალკოჰოლო სასმელებზე დაგპატიჟებ -მაშინვე მოძებნა გონივრული გამოსავალი გეგამ -ბოლოს და ბოლოს, მადლობა ხომ უნდა გადაგიხადო იმ ღამით რომ შენი ლეპტოპით სარგებლობის უფლება მომეცი და ჩემს გამო ფილმის ყურება გაწყვიტე?
მართალია ელენე არ იყურებოდა, თუმცა შინაგანად გრძნობდა, რომ ნიკოლასი, მიუხედავად კლიენტების სიმრავლისა, მათ საუბარს მაინც უგდებდა ყურს და სავარაუდოდ, ესეც უნდა გაეგონა.

-მართლა არ ღირს ჩემს გამო ასე დახარჯვა. რაც მაქვს ისიც მეყოფა
-სრულებითაც არ დავიხარჯები, ნუ ღელავ -გოგონას ხელს დასწვდა გეგა ამის თქმისას, იგი თავის მუჭში მოიმწყვდია და მის ყურს ტუჩები მიუახლოვა -მაგრამ მანამდე იქნებ გვეცეკვა? მაინტერესებს როგორ გამოგდის ეს ყველაფერი
-საშინლად ვცეკვავ, გეგა -მაშინვე გააქნია თავი ელენემ, თან გაეცინა იმის გახსენებაზე, თუ როგორ აბიჯებდა გამოსაშვებ საღამოზე თანაკლასელის ფეხს ყოველი მეორე მოძრაობისას და როგორ გაუნადგურა ახალთახალი ფეხსაცმელები ამის გამო საბრალო ბიჭს
-თუ ასეა, ჩემთვის უფრო უკეთესიცაა, რადგან სიამოვნებით ვიქნები შენი მასწავლებელი
ელენემ ვეღარ მოითმინა და ახლა მართლა გააპარა მზერა ნიკოლასის მიმართულებით, შეუმჩნევლად. ბიჭი მისკენ არ იყურებოდა. ამის მაგივრად, კლიენტებს სასმელს უსხამდა და ალაგალაგ თავადაც იღებდა ალკოჰოლს. აღნიშნულის გამო, აშკარა გაკვირვება იგრძნო გოგონამ. სამუშაო საათებში დალევა, ნიკოლასის ხასიათში ნამდვილად არ ჯდებოდა და ამის გამო, შესაძლებელი იყო დიდი საყვედურიც მიეღო.
-აბა, რას იტყვი? -ფიქრებიდან კვლავ გვერდით მჯდომის ხმამ გამოარკვია, ვინც ჯერ კიდევ მის პასუხს ელოდა და ელენემაც მხოლოდ იმ წამს იგრძნო აუცილებლობა რამე მაინც ეთქვა თანამოსაუბრისთვის
-კარგი, ვიცეკვოთ თუ ასე გინდა -ნაძალადევი ღიმილი გაიმეტა მისთვის გოგონამ. გულში ნატრულობდა, ახლა აბრამოვი მათ სიახლოვეს არ ყოფილიყო. მაშინ ხომ სულ სხვაგვარად შეძლებდა გეგასთან დალაპარაკებასა და მოქცევას? მართალია, ქვეცნობიერი გაუჩერებლად უსვამდა იმ კითხვასაც, თუ რატომ ანიჭებდა ნიკოლასის იქ ყოფნას იმდენად დიდ მნიშვნელობას, რომ სასურველ მამაკაცთან კონტაქტიც კი უჭირდა, თუმცა აღნიშნულ შეკითხვას, მთელი ძალით აიგნორებდა და ცდილობდა ამ ყველაფერზე ფიქრით თავი არ შეეწუხებინა, რადგან სადღაც, გულის სიღმეში, კარგად ხვდებოდა, თუ რამდენ რამეს შეცვლიდა მასზე გაცემული პასუხი.
-ანუ თანახმა ხარ
-ჰო, თანახმა ვარ, მაგრამ მანამდე საპირფარეშოში გავალ, კარგი? -მხოლოდ იმიტომ უთხრა გოგონამ, რომ ცოტა ხნით სიმშვიდეში განმარტოებულიყო, ხმამაღალი მუსიკისა და ხალხისგან შორს
-კარგი, მაშინ აქ დაგელოდები და მარტივ მოძრაობებს გავიხსენებ, გაკვეთილის საწყისი ეტაპისთვის -ოდნავი ღიმილი გაკრთა ავალიანის ბაგეებზე როცა ეს თქვა -რთულებზე სხვა დროს ვიფიქროთ
-ვერ შეგპირდები, რომ კარგი მოსწავლე ვიქნები, მაგრამ ყველანაირად შევეცდები -სკამიდან ჩამოხტა გოგონა ამის თქმისას და ისე, რომ მოპასუხე მხარის სიტყვებისთვის აღარ დაუცდია, პირდაპირ საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.
საბედნიეროდ, შიგნით შესულს, იქაურობა სრულიად ცარიელი დაუხვდა, რამაც უზომოდ გაახარა და შიგნიდან კარიც გადაკეტა, რათა ცოტა ხნით არავის შეეწუხებინა. აშკარად ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს. ბიჭმა, ვისაც მთელი თვეების განმავლობაში მალულად აკვირდებოდა, წუთების წინ თავისთან ცეკვა შესთავაზა, ის კი საპირფარეშოში იდგა და იმაზე ფიქრობდა, რომ თუ გეგას თხოვნას შეუსრულებდა, ამ ყველაფერს ნიკოლასიც დაინახავდა.
მერე რა თუ ასე მოხდებოდა? დაინახავდა და დაენახა! რატომ აწუხებდა ეს ფაქტი ელენეს? ან, რა არ აძლევდა მოსვენებას? ნეტავ შესძლებოდა აქედან რომელიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. იქნებ ასე მაინც მოეხერხებინა იმ ლაბირინთიდან თავის დაღწევა, საიდან გასასვლელი გზაც, თითქოსდა შავი ნისლით იყო დაფარული.
ფიქრებში სამოგზაუროდ წასულ გოგონას, ძლიერი დაკაკუნების ხმა მოესმა კარზე. თავდაპირველად, გადაწყვიტა არ გავაღებ და ცოტა ხნით კიდევ დავიცდიო. ონკანიც მოუშვა, რათა პირზე ცივი წყალი შეესხა, თუმცა როცა გაბმული კაკუნი არა და არ შეწყდა, ელენემაც გააცნობიერა, რომ ამ შემაწუხებელი ბრაგუნის მოსმენას, კვლავ კლუბის მუსიკები ერჩივნა, ამიტომ სწრაფად გადაატრიალა ვერცხლისფერი საკეტი, კარი ფართედ გამოაღო და ზღურბლთან ასვეტილი, სვირინგებით გადავსებული, წარბზე პირსინგიანი გოგო დაინახა, აწეწილი მწვანე თმითა და ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობით.
-რა იყო, ჩავარდი?! -ჰკითხა ამ უკანასკნელმა უხეშად, თან თითებში მოქცეული სიგარეტიდან ღრმა ნაპასი დაარტყა და ელენე უხეშად გასწია გვერდზე, რათა შიგნით შეებიჯებინა. გოგონას, ხმაც არ გაუცია უცნობი მწვანეთმიანისთვის. თვალის ამოწითლებული გარსითა და უმეტყველო სახით, აშკარად მიხვდა, რომ იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გონივრულად ჩათვალა დროზე გასცლოდა იქაურობას.
გეგა კვლავ იგივე პოზაში, ბარის მაგიდასთან მჯდომი ელოდა, წინ დადგმული ტეკილას ჭიქით. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ აბრამოვის მაგიგრად, დახლის მეორე მხარეს სრულიად სხვა ვინმე დამდგარიყო და ბარმენის მოვალეობასაც ის ასრულებდა რატომღაც.
გოგონამ დარბაზს თვალი მოატარა. ირგვლივ ყველა ცეკვავდა და ულტრაიისფერი შუქების ფონზე, სახეების გარჩევაც კი ჭირდა. მიშკა და ლიზი, თავის კუთვნილ მაგიდასთან აღარ ისხდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ან გარეთ იყვნენ გასულები, ან ისინიც საცეკვაო მოედანზე ჩაკარგულიყვნენ, დანარჩენებს შორის.
ელენემ ღრმად ამოისუნთქა და გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ ავალიანთან მისულიყო. ბოლოს და ბოლოს, ეუხერხულებოდა ბიჭი ამდენი ხნით ელოდინებინა, თუმცა როგორც კი თავისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა განიზრახა, მაშინვე ვიღაცის მიერ ჩავლებულმა ხელმა წაათრია საცეკვაო მოედნისკენ და სანამ გონს მოსვლას მოასწრებდა, უკვე იმ ადამიანზე იყო აკრული, მთელი სხეულით, ვინც სრულიად უკითხავად შეიჭრა მის პირად სივრცეში.
-შენ რა, გააფრინე? ახლავე გამიშვი! -მუსიკის გამო ხმამაღლა ამოთქვა გოგონამ და უცნობის მკლავებშიც აფართხალდა, თუმცა როგორც კი თავის "გამტაცებელში" აბრამოვის სახე ამოიცნო, გამომეტყველება მაშინვე დაუმშვიდდა -ნიკოლას?
-ჰო, მე ვარ, მშვიდად იყავი
-აქ რატომ ხარ? -საბოლოოდ მოუდუნდა სხეული ელენეს, როგორც კი მისი გრილი სურნელი შეიგრძნო -ახლა ბარმენის მოვალეობას არ უნდა ასრულებდე?
-ნუ ღელავ, ცოტა ხნით შემცვლელი დავაყენე ჩემს ადგილას -ელენეს თვალებს დაჟინებულ მზერას არ აშორებდა ბიჭი. აშკარად ეტყობოდა, რომ სამუშაო საათების განმავლობაში, უფრო სწორად კი მას შემდეგ, რაც ავალიანსა და ელენეს ერთდროულად ემსახურებოდა, საკმაოდ ბევრი დაელია და ამას, მისი ამღვრეული გამოხედვაც მოწმობდა.
-რატომ არ წყვეტ სხვა მხარეს ყურებას ელენე? -ტკივილმა დაიდო ბინა მის მოოქროსფრო თვალებში და მას ისე გადაეკრა, როგორც ხავსი, გამხმარ ხეს. აშკარა იყო, პირდაპირი გაგებით არ გულისხმობდა სხვა მხარეს ყურებას, რადგან ელენე, ამ წამს ნამდვილად არაფერს შესცქეროდა მისი სახის გარდა - გთხოვ, შეწყვიტე სხვისკენ ყურება, რადგან რამდენიც არ უნდა ვებრძოლო საკუთარ თავს და ვარწმუნო, თითქოს შენში ქალს ვერ ვხედავ, მაინც ვერაფერი მშველის. შინაგანად რაღაც მწვავს და ეს მაცოფებს
-ნიკოლას, რას . . .
-აუ, გთხოვ რა არაფერი არ მითხრა -თითქოს მუდარა ამოაყოლა ამ სიტყვებს ბიჭმა. მერე, გოგონას ხელები ნაზად შემოიხვია კისერზე, თავად კი მის წელს შემოაჭდო მკლავები და თავისთან იმდენად ახლოს მიიზიდა, რომ ლამის ცხვირით ეხებოდა მის ცხვირს. ელენემ უხერხულადაც კი იგრძნო თავი, იმდენად ახლოს იყო აბრამოვი. აქამდე, ბიჭი ყოველთვის თავშეკავებულად იქცეოდა მასთან, დისტანციასაც მუდამ პატიოსნად ინარჩუნებდა და სწორედ ამიტომ ვერ ხვდებოდა რა გახდა მისი ასეთი უეცარი ტრანსფორმაციის მიზეზი. ამის გაცნობიერება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც ნიკოლასის მხრიდან წამოსული ალკოჰოლის სურნელი იგრძნო და მიხვდა, რომ ბიჭის ამგვარი სითამამე, სწორედ სასმელისგან გახლდათ გამოწვეული

-გითხარი, რომ დღეს გიჟურად ლამაზი ხარ? -პირდაპირ მის ყურთან ამოიჩურჩულა აბრამოვმა და გოგონას მკლავზე თითები ნაზად ჩამოასრიალა

-ნიკოლას . . .

-ნუ მორცხობ, კარგი? -მაშინვე გაეღიმა მის რეაქციაზე ბიჭს -კონპლიმენტის თქმისას, ქალები უბრალოდ მადლობას უნდა იხდიდნენ

-გმადლობ . . . . მაგრამ მთვრალი ხარ

-ჰოდა ძალიანაც კარგი თუ ვარ -ამ სიტყვებით, ნიკოლასმა ელენე დაატრიალა, მკლავზე გადაიწვინა და კვლავ თავისკენ მიიზიდა. ამჯერად უკვე იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ტუჩებს შორის მანძილი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ელენეს ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი სასმელისგან გამოწვეული სასიამოვნო თავბრუსხვევა. ამას აბრამოვის სიახლოვეც ემატებოდა, რაც გონებას საბოლოოდ უბინდავდა. მის წინ ის ბიჭი იდგა, ვისი მზერაც ოდნავადაც არ ჰგავდა მეგობრულს და ამ უკანასკნელის სურნელსაც ზედმეტად ცხადად შეიგრძნობდა.

ელენემ თვალებს ფარდა ჩამოაფარა და ღრმად ამოისუნთქა. მთლიანად ბიჭის სხეულს მინდობილმა, რამდენიმე წამში ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო საკუთარ ბაგეებზე. აბრამოვი თავდაპირველად ნაზად უკოცნიდა ზედა და ქვედა ტუჩს, თუმცა რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, კოცნა უფრო გააღრმავა და იგი საკმაოდ ცეცხლოვანი გახადა. ვეღარც ელენე უწევდა კონტროლს თავის სურვილებს. როგორც კი ბიჭის ხელები იგრძნო საკუთარ თეძოებზე, აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა, თავი უკან გადააგდო და ნიკოლასს საშუალება მისცა მის ყელში ენებივრა.

-შენი ლავანდის სურნელი ჭკუიდან მშლის -არეული ხმით ამოთქვა ბიჭმა და კვლავ გოგონას ტუჩებს დაეწაფა -მაგნიტურად მიმზიდველი ხარ, ეს კი კონტროლს მაკარგინებს ჩემს თავზე!

-ნიკოლას . . .

-ამისთვის ნუ განმსჯი, კარგი? ნუ განმსჯი, რადგან ყველაფერი შენი ბრალია. ისეთი ხარ, ნებისმიერს ქაოსს შეუქმნი გონებაში და ამას ისე გააკეთებ, რომ არც კი ეცდები

-მაგრამ . . .

-არანაირი მაგრამ. ვიცი, რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ რაც მოხდა, მართლა არასდროს ვინანებ -ამის თქმისას, კვლავ თავისი მოოქროსფრო თვალები შეანათა ბიჭმა და ელენეს ახურებულ ლოყას ტუჩები ნაზად მიაკრო. გოგონამ თავი გადააქნია. შემდეგ ნიკოლასის სხეულს რამდენიმე სანტიმეტრით მოშორდა და ღრმად ამოსუნთქვას გაატანა შინაგანა კანკალი. ზუსტად ვერ გეტყოდათ მოეჩვენა თუ არა, მაგრამ აბრამოვის მზერაში ფარული ტკივილი ამოიკითხა იმ წამს. ეს უკანასკნელი, ისეთი მზერით უყურებდა, ელენემ თვალები წამში აარიდა და გონებაში მხოლოდ ერთმა წინადადებამ გაუელვა "ყველაფერი ალკოჰოლის გამო ხდება!“

რატომღაც თავი დამნაშავედ იგრძნო იმ წამს. ცხადად გააცნობიერა, რომ ნიკოლასის შეხებას, მის ალერსს თავადაც უპასუხა და სწორედ ამან გაუჩინა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. აბრამოვი უდიდესი შარმის მატარებელი იყო, მომხიბვლელი, მიმზიდველი, ქარიზმატული და აგრეთვე ის, ვინც, ბოლო პერიოდში სხვანაირად აძგერებდა ელენეს გულს. ამ ახალმა აღმოჩენამ, თავად გოგონასაც კი მოჰგვარა გაოცება, თუმცა ზედმეტი ფიქრი აღარ დაუწყია, ამჯერად ბოლომდე მოშორდა ნიკოლასის სხეულს, თავის წელზე შემოხვეული ბიჭის მკლავები მოიშორა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მოცემულ მომენტში, ნამდვილად აღარ შეეძლო იქ გაჩერება. როგორც ჩანდა მიშკაც საკმაოდ დაკავებული იყო ლიზისთან ცეკვით, ამიტომ, გადაწყვიტა მისთვის შეტყობინების საშუალებით მოებოდიშა, აბრამოვს მხოლოდ ორი სიტყვით "ღამე მშვიდობისათი" დაემშვიდობა და ბარიდან გასასვლელი კარისკენ გავარდა. რამდენიმე წამში, ნიკოლასის წამოწევაც იგრძნო. ბიჭმა იგი კვლავ თავისკენ შეაბრუნა და შეეცადა თვალებში ჩაეხედა.

-ელენე, ნუ გარბიხარ! -უთხრა მან ოდნავ ბრძანებითი ტონით, თუმცა თვალებში მაინც გამოსჭვიოდა დიდი მუდარა -ჯანდაბა, ისეთი ფერი გაქვს, თითქოს მოჩვენება დაინახე. ამის დ*დაც, ეგრე ძალიან გაწყენინე?

-არა უშავს, ალბათ დავიღალე. გამიშვი, სახლში მინდა წასვლა

-როგორ ფიქრობ, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, იმის შემდეგ ასე უბრალოდ უნდა გაგიშვა? თუ ჩემმა ქმედებებმა გაგანაწყენა, ან იფიქრე, რომ უბრალოდ ერთი ღამის გართობა მომინდა, ეს უნდა ვიცოდე, რადგან აგიხსნა, რომ სრულ სისულელეს ფიქრობ

-არაფერს არ ვფიქრობ, ნიკოლას, უბრალოდ დავიღალე და შინ მინდა წასვლა

მიუხედავად ამისა, ბიჭს ხელი მაინც არ გაუშვია. ამის მაგივრად, ისეთ ადგილას გაიყვანა, სადაც მუსიკის ჟღერადობა ნაკლებად ისმოდა და მისი სახე ხელის გულებში მოიქცია.

-უნდა ამიხსნა რა მოხდა, გესმის? -ვედრების ტონი იკითხებოდა ბიჭის ხმაში -რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს თავდავიწყებით ვკოცნიდით, ახლა კი შენს თვალებში სიცივის გარდა ვერაფერს ვხედავ. არ ვიცი, ელენე, შეიძლება დღეს ზედმეტი ალკოჰოლი მომივიდა და ამის გამო შენთან მიმართებაში ბევრი რამ მივქარე, თუმცა არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ უდიდეს პატივს გცემ -თვალები დახუჭა და შუბლით, გოგონას შუბლს შეეხო ამის თქმისას. რა თქმა უნდა, მსგავს გულახდილობაში, მისი უდიდებულესობა ალკოჰოლი გახლდათ გარეული, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიჭის სიტყვებში, ერთი გრამითაც კი არ იგრძნობოდა ის სიყალბე, რაც ადამიანს, მისსავე ნათქვამში დააეჭვებდა.

-ელენე, ყველაფერი რიგზეა მანდ? -მოსმენილისგან დადუმებული, მეტიც, შოკორებული, უკვე საპასუხო სიტყვებზე ფიქრობდა გოგონა, როდესაც კიდევ ერთმა ხმამ გაიჟღერა ადამიანებისგან სრულიად დაცარიელებულ ქუჩაში. ამ ხმის პატრონს, სახეზე აშკარა გაკვირვება აღბეჭდვოდა და ოდნავ მკაცრი მზერითაც აკვირდებოდა მას და ნიკოლასს, ისე, თითქოს სურს დარწმუნდეს, არანაირ ძალადობას რომ არ აქვს ადგილიო -დაგინახე როგორ გახვედი გარეთ და ცოტა ხანში თავადაც გამოგყევი. რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?
გოგონას, თითქოს სამაშველო რგოლივით მოევლინა ახლადმოსული იმ წამს. ვერ იტანდა, მეტიც საშინლად სძულდა ის სისუსტე, რომელიც შინაგანად სჭამდა აღნიშნულ მომენტში, თუმცა რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უხერხულობის შეგრძნებამ მაინც გაიმარჯვა სიმამაცესთან გამართულ ხელჩართულ ბრძოლაში და ელენესაც ლაჩრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა, რაც ნიკოლასისგან რაც შეიძლება შორს წასვლას გულისხმობდა, თანაც დაუყოვნებლივ!
-გეგა, თუ არ შეწუხდები, შეგიძლია აქედან ახლავე წამიყვანო? -მიმართა მან, ჯერ კიდევ უძრავად მდგომ ბიჭს, ვინც ხან აბრამოვს უყურებდა დამკვირვებლური მზერით, ხან მის პირდაპირ მდგომ გოგონას
-ელენე, ასე უსიტყვოდ აპირებ წასვლას? -აშკარა ტკივილი გაკრთა ნიკოლასის ჩურჩულით წარმოთქმულ სიტყვებში, თუმცა ამან, მიღებულ გადაწყვეტილებაზე მცირედი გავლენაც ვერ მოახდინა
-გეგა, შეგიძლია-მეთქი?
წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, პასუხი დიდხანს აღარ გაჭიანურებულა.
-ჰო, ჰო, რა თქმა უნდა შემიძლია -თავის დაქნევითაც გამოხატა დასტური ბიჭმა -გამომყევი, ჩემი მანქანა აქვე აყენია, პარკინგზე
-გმადლობ . . .
რას გრძნობდა მოცემულ წუთებში ელენე? მხოლოდ და მხოლოდ გაკვირვებას. ყოველთვის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გეგასგან ერთად, ერთ მანქანაში ჯდომა, მის მიერ ცეკვის შეთავაზება, ის მზერა, რომლითაც იმ საღამოს უყურებდა, ერთიანად ატყორცნიდა სიხარულის ყველაზე მიუწვდომელ მწვერვალზე, თუმცა იმ წამს, მიწაზე ფეხი მყარად ედგა და მსგავსს ვერაფერს განიცდიდა. ერთადერთი, რაც მის გულში ტრიალებდა, ეს ნიკოლასის ტკივილნარევი მზერა იყო, მაშინ, როდესაც გეგასთან ერთად ჩაჯდა, მისსავე მანქანაში. ჯერ კიდევ მეხსიერებაში უტივტივებდა აბრამოვის გამოხედვა გოგონას. აღნიშნულ წამს, ვერაფერზე ეფიქრებოდა გარდა ნიკოლასისა. თითქოს ყოველმა მასთან გავლილმა მომენტმა ჩაურბინა თვალწინ, ძველი კინო-კადრივით. გაახსენდა მათი პირველი ხანმოკლე დიალოგი ისტორიის ლეაციაზე, შეხვედრა საპირფარეშოში, ნიკოლასის მის სახლში გადმობარგება, ერთ საწოლში გათეული ღამე, როდესაც აბრამოვი, კოშმარული სიზმრისგან გამოღვიძებული პატარა ბავშვივით იყო ჩახუტებული ელენეს სხეულს. მოაგონდა მათი გულწრფელი დიალოგი კორპუსის სახურავზე და მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში, გეგას ადგილს სრულიად სხვა პიროვნება იკავებდა.

ძალიან შეაშინა ამ აღმოჩენამ ელენე. აღნიშნულ წამს, მიშკას სიტყვებიც მოაგონდა, როცა ეუბნებოდა აბრამოვთან ფრთხილად იყავიო და გააცნობიერა, რომ მართლაც ჰქონდა საფრთხილოდ საქმე.

გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და სალონში, თავის გვერდით მჯდომი გეგას პროფილს თვალი შეავლო. მის სიახლოვეს, აბსოლიტურად ჩვეულებრივი ადამიანი იჯდა, ვისაც სრულიად მოშორებოდა გარს შემორტყმული ის განსაკუთრებულობის რკალი, თავად ელენემ რომ შემოავლო ერთ დროს.

-გეგა -ჩურჩულით ამოთქვა მან ბიჭის სახელი, თან თვალებიც დახუჭა -ზუსტად არ ვიცი, შენი ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება იყო თუ არა ის, რაც ვიფიქრე, მაგრამ თუ მართლა ასეა, არ გინდა, კარგი? ყველაზე ნაკლებად ის მსურს, ვინმემ ტყუილად დაკარგოს დრო ჩემს გამო

ავალიანს არაფერი უპასუხია. რამდენიმე წამის განმავლობაში, მხოლოდ გოგონას დაკვირვებით შემოიფარგლა, მერე კი, სევდიანი ღიმილიც ესტუმრა სახეზე და ლამის ჩურჩულით ამოთქვა :

-ნუ ღელავ, მაგას უკვე მივხვდი. სწორედ მაშინ, როდესაც ჩემს მანქანაში ჩაჯდომის წინ, შენი და იმ ტიპის რეაქციებს ვაკვირდებოდი . . .





- - - -

სახლში შესვლის თანავე, ელენემ, მიშკას შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სწერდა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, სასწრაფოდ შინ მოუწია წამოსვლა და მობილურის დივანზე მიგდების შემდეგ, თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლის გახდას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში გაჩერება მართლა აღარც შეეძლო, მიშკას წინაშე თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა. იცოდა, მეგობარს იმედები გაუცრუა, თუმცა მომდევნო დღეს აუცილებლად მოუბოდიშებდა და ეცდებოდა დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა, თან ყველაფერთან ერთად, პაემნის ამბებსაც მოისმენდა მისგან.

ამ ფიქრებით გამხნევებულმა ელენემ, ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა, გარდერობიდან თავისი საყვარელი პიჟამა ამოირჩია და ტანზე მოირგო. მიუხედავად დაღლილობისა, რატომღაც ძილი ჯერ არ სურდა, ამიტომ, გასწორებულ ლოგინს გვერდი გულგრილად აუარა და უეცრად, თავში ერთი იდეაც დაებადა. საშინლად მოუნდა ნიკოლასის ოთახში შესულიყო და იქაურობა კარგად დაეთვალიერებინა. რაღაც მხრივ, სიგიჟედაც კი ეჩვენებოდა თავისი აზრი, თუმცა სურვილი იმდენად დიდი იყო, შეწინააღმდეგების ძალა არ აღმოაჩნდა და პირდაპირ აბრამოვის საძინებლისკენ ჰკრა მუჯლუგუნი უხილავმა ხელმა.

შიგნით მოხვედრილმა, მაშინვე შეიგრძნო ნიკოლასისთვის დამახასიათებელი გრილი, ევკალიფტის სურნელი. ირგვლივ ისეთი საუცხოო წესრიგი სუფევდა, ელენე გარკვეულწილად გაოცებულიც კი დარჩა. მართალია, ნიკოლასის ოთახში, პირველად იმ ღამით იყო, როდესაც იგი კოშმარულ სიზმარს ებრძოდა, თუმცა მაშინ იქაურობის კარგად დათვალიერება ვერ მოახერხა, ახლა კი უყურებდა, თან სასიამოვნოდ გაოცებული იყო ბიჭის წესრიგის მოყვარულობით.

პირველად, აბრამოვის გარდერობს მიადგა გოგონა და კარები ფართედ გამოაღო. ახლა უფრო მძაფრად შეიგრძნო ნაცნობი არომატი და უჯრაში შეკეცილი პირველივე მაისური გამოიღო. თავადაც არ სჯეროდა, რომ ამას აკეთებდა, თუმცა იმდენად სიამოვნებდა ნიკოლასის ნივთებთან შეხება, ზედმეტად არაფერზე უფიქრია, მისი მაისური კვლავ თავის ადგილას დააბრუნა, ნიკოლასის საწოლზე, მისსავე ბალიშზე ჩახუტებული, ემბრიონის ფორმაში გაწვა და ახლად შემოპარული გრძნობებით გონებაარეულმა, თვალები მაგრად დახუჭა.








.
დილით, ოთახში შემოსულმა აბრამოვმა რომ ელენე თავის საწოლზე გაწოლილი დაინახა, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ ბაგეებზე ოდნავი ღიმილი მოადგა და მთელი ღამის მუშაობისგან დაღლილ-დაქანცული, ლოგინზე ფრთხილად ჩამოჯდა.

გოგონას იმდენად ტკბილად ეძინა, მისი გაღვიძება ნამდვილად არ სურდა, ამიტომ, თავადაც გვერდით მიუწვა, მის სახეს შეხედა და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რათა ელენეს შეხების დაუოკებელი სურვილი, გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში გამოეკეტა. თვითონაც არ ესმოდა, თუ რატომ ან როგორ მოხდა ეს, ასე მოკლე დროში, მაგრამ ფაქტი იყო, არანორმალურად იზიდავდა ეს გოგო. წინა ღამითაც, კინაღამ საკუთარ თავზე დაკარგა კონტროლი, როდესაც გეგასთან ერთად დაინახა, მანქანაში მჯდომი. მაშინ საკუთარ თავს ჩააგონა, რომ ელენეზე სხვანაირად აღარასდროს იფიქრებდა, თუმცა ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა მიღებულ გადაწყვეტილებაში. არ შეეძლო ასე უბრალოდ ეთქვა უარი საკუთარ სურვილებზე, მით უმეტეს მაშინ, როცა არ იცოდა, გრძნობდა თუ არა ელენე რამე სერიოზულს ავალიანის მიმართ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იმედი საბოლოოდ არ ჰქონდა დაკარგული და მიუხედავად წინა ღამით გადადგმული ნაჩქარევი ნაბიჯებისა, სასურველი გოგოს მისაღებად მაინც ბოლომდე იბრძოლებდა.

ნიკოლასმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. უკვე თავადაც დაძინებას აპირებდა, როცა იგრძნო, თუ როგორ შეიცვალა გოგონას სუნთქვა და მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი უკვე გაღვიძების გზას ადგა. არც შემცდარა. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ელენე საწოლში შეიშმუშნა, ბალიშზე შემოხვეული მარჯვენა მკლავი საწოლზე გადააგდო და აქედან სულ მალე თვალებიც გაახილა. თავდაპირველად, გარემო ძალიან ეუცხოვა. ვერ მიხვდა სად იყო და იქ რას აკეთებდა, თუმცა მერე ყველაფერი რიგის მიხედვით დალაგდა მის გონებაში და საწოლზე ისე სწრაფად წამოჯდა, იგი ლამის ჩაამტვრია კიდეც.

ნიკოლასს ჩუმად ჩაეცინა მის რეაქციაზე. ზუსტად იცოდა, ელენე უხერხულობას იგრძნობდა ამგვარად დაწყებული დილის გამო და ცოტა ხანში, ამაში გოგონას რეაქციამაც დაარწმუნა. ეს უკანსკნელი, საწოლიდან ისე წამოდგა, ბიჭისთვის თვალებში არც შეუხედავს. აშკარა იყო, გაურბოდა ნიკოლასის მზერას და მასთან საუბარსაც. ამის გამო, ბიჭმა თავად სცადა დიალოგის წამოწყება და გოგონას მსგავსად, საწოლიდან ისიც წამოდგა.

-მეგონა შენს მეზობელთან გაათევდი ღამეს -თქვა მან, თან ელენესკენ მიიწია რამდენიმე სანტიმეტრით. სპეციალურად არიდებდა თავს იმაზე საუბარს, რაც გუშინ მათ შორის მოხდა, რადგან ელენესთვის მეტად აღარ შეექმნა უხერხულობა და არც, შეეშინებინა. გოგონამ ცალი წარბი აზიდა.

-კიდევ რა იფიქრე? -ჰკითხა -მასთან ერთად წავიდა და ღამითაც მის ოთახში დარჩაო?

-და ასე არ ყოფილა?

ელენემ უარის ნიშნად გადააქნია თავი. გულის სიღრმეში, არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ნიკოლასმა მსგავსი რამ გაივლო აზრად. განსჯით არასდროს განუსჯია, თუმცა სხვა მხრივ, ვერასდროს უგებდა ისეთ გოგოებს, ვინებიც ბიჭის ერთი თითის დაქნევაზე აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მათ ლოგინში.

-როგორც ხედავ, ღამე სახლში გავათიე და მსგავსი არაფერი ყოფილა

-კარგი და აქ რას აკეთებ? ოთახი აგერია?

ელენეს ნამდვილად არ გასჭირვებია თავის გასამართლებელი ტყუილის რეკორდულ დროში მოფიქრება.

-ჩემს ოთახში ფუტკარი შემოფრინდა და რახან არ იყავი, აქ შემოვედი -განაცხადა მან თავდაჯერებულად

-ესე იგი ფუტკარი

-რატომ გეცინება?

-ამხელა გოგო ხარ და პაწაწინა არსებების გეშინია

-ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ფობიები -წარბები შეკრა გოგონამ ამის თქმისას. ისე დაიცვა თავი ნიკოლასის დაცინვისას, ლამის თვითონაც დაიჯერა, რომ ამ ოთახში, მხოლოდ ფუტკრის დანახვის გამო იყო შემოსული

აბრამოვს არაფერი უთქვამს საპასუხოდ. ამის მაგივრად, თავისი ნარინჯისფერი მაისური ტანზე გადაიძრო, კარადასთან მივიდა და ქვედა თაროზე დადებულ, ლამაზად დაკეცილ პირსახოცს დასწვდა. რამდენი არ ეცადა გოგონამ, თუმცა მაინც ვერაფრით შეძლო მზერა ბიჭის მიმზიდველ სხეულზე არ გაშტერებოდა. უყურებდა მის თითოეულ მოძრაობას, იმას, თუ როგორ ეძებდა ბეჭზე პირსახოცგადაფენილი, თავის უჯრაში სასურველ ტანსაცმელს და თვალს წამითაც ვერ აშორებდა. რაღაც თავისთვის აუხსნელს მართებდა ეს ბიჭი. იმდენად აუხსნელს, რომ გონს მანამ ვერ მოვიდა, სანამ ამ უკანასკნელმა არ გამოხედა, ოდნავ გაკვირვებული, ღიმილნარევი მზერით.

-კიდევ რამე გინდოდა? -ჰკითხა მან გამომცდელი მზერით. ელენეც წამებში მოვიდა აზრზე და მაშინვე უპასუხა

-არა, არაფერი, უბრალოდ ძალიან მოწესრიგებული გარდერობი გაქვს და მას ვუყურებდი -იცრუა. ნამდვილად არ ესმოდა, რატომ იქცეოდა ბიჭი ისე, თითქოს გუშინდელი ღამე, ვინმეს წარმოსახვითი საშლელით ამოეშალა მისი გონებიდან, მაგრამ რომც მომკვდარიყო, ამას მაინც არაფრით იკითხავდა ხმამაღლა. მეტიც, ერჩივნა მთელი ცხოვრება გაურკვევლობაში დარჩენილიყო, ვიდრე აბრამოვთან იმ მომენტებზე ჩამოეგდო ლაპარაკი

-გმადლობ, ვცდილობ

-კარგი, მგონი შხაპის მიღებას აპირებ, ჯობია გავიდე

-თუ ასეა, მაშინ ხვალამდე, რადგან შხაპის შემდეგ, ოცდაოთხსაათიანი ძილი მაქვს დაგეგმილი -ღიმილით უთხრა ნიკოლასმა და ისე, რომ გოგონას პასუხისთვის აღარ დაუცდია, აბაზანის კარს მიღმა გაუჩინარდა.

გონს მოსულ ელენეს, უკვე აღარ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ იქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა. ამ ფაქტმა აიძულა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაეტოვებინა ნიკოლასის საძინებელი და ასეც მოიქცა. იქედან გამოსული, არეული ნაბიჯებით გაემართა თავისი ოთახისკენ, შიგნით შეიკეტა, კართან ჩამჯდარმა უცნაურად ახმაურებულ გულზე გაშლილი ხელი მიიდო და ნერვებმოშლილმა, ძლივსგასაგონად ამოთქვა :

-ელენე, სად გაქრა შენი თავშეკავება?! სულ გამოშტერდი, ხომ? მართლაც სრული გამოშტერების გზას ადგახარ!



.

ლექციაზე შესულმა ნიკოლასმა, აუდიტორიის ზღურბლზე გადაბიჯების თანავე მოჰკრა თვალი უკანა მაგიდასთან მჯდომ ელენეს და აიღო კიდეც გეზი მისკენ, როცა იგრძნო, როგორ ჩაავლო მაჯაში ხელი ვიღაცამ და თავისკენ შეატრიალა.

-ნიკ, არ გინდა ჩემთან დაჯდე? -საშუალო სიმაღლის, ყავისფერთმიანი გოგონა უმზერდა, ვინც სავარაუდოდ ბიჭის ჯგუფელი იყო, თუმცა მისი სახელიც კი არ ახსოვდა ნიკოლასს. მიუხედავად ამისა, თანაკურსელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. აინტერესებდა ელენეს რეაქცია, როდესაც ეს უკანასკნელი, სხვა გოგოსთან ერთად დაინახავდა, ამიტომ, ყავისფერთმიანს თავი დაუქნია და მაგიდისკენ მასთან ერთად გაემართა.

ელენეს, მათი დაჟინებით ყურება არ დაუწყია, თუმცა მაინც შეამჩნია როგორ ეფლირტავებოდა აბრამოვს მის გვერდით მჯდომი გოგო და ზედმეტად უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. მიუხედავად ყველაფრისა, გარეგნულად არაფერი გამოუხატავს. ამის მაგივრად, თავისი წიგნაკი გადაშალა, უბრალო ფანქარი აიღო და ყურადღების გადასატანად ხატვას მოჰყვა. პროცესში ისე ჩაეფლო, ვერც კი გაიაზრა როგორ შეივსო მის გვერდით ცარიელი სკამი. თავის საქმეს მხოლოდ მაშინ მოწყდა, როცა გვერდიდან საკუთარი სახელი გაიგონა და თავიც მსწრაფლ მიატრიალა.

ყველაზე ნაკლებად, ახლა იმ ადამიანის დანახვა სურდა, თუმცა ფაქტი იყო, გვერდით ნამდვილად ირაკლი სამსონიძე ეჯდა და ჩვეული თავდაჯერებული ღიმილით უღიმოდა.

-ანუ, ისევ შენ? -მობეზრებით აატრიალა თვალები ელენემ. მერე კვლავ მივიწყებულ წიგნაკს დაუბრუნდა და ხატვა განაგრძო, თითქოს ირაკლი იქ არც მჯდარიყო

-რა მოხდა, ჩემი დანახვა არ გაგიხარდა?

-შენდა საბედნიეროდ, გამოიცანი

-ვაღიარებ, მომწონს შენი უხეშობა, ასე უფრო მეტად მინდება მოგიპოვო

-რა თქმა უნდა მოგინდება, მე ხომ შენი გამოწვევა ვარ ამურის ისარში?

ამ სიტყვებზე, გოგონამ შეამჩნია როგორ რადიკალურად შეიცვალა სამსონიძის მზერა, რამაც ზომაზე მეტი კმაყოფილება მოჰგვარა. ალბათ იმის გამო, რომ ტყუილში გამოჭერილ ბავშვს ჰგავდა ირაკლი იმ წამს.

-ამ თამაშის შესახებ შენ საიდან იცი? -ბოლოს, გაოცებული სახით იკითხა მან

-ეგ შენ არ გეხება, მთავარია, რომ ვიცი და იმის შესახებაც მაქვს ცნობები, როგორი ვირთხა მიზის გვერდით -დაუფარავი ზიზღი გამოისახა გოგონას სახეზე ამის თქმისას

-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ვიღაცამ სერვერი გატეხა და თამაშის ყველა მონაწილე დაბლოკა, ამიტომ ახლა შენთან ამურის ისრის გამო კი არა, პირადი ინტერესის გამო ვზივარ

ელენეს მაშინვე გაახსენდა, თუ როგორ ეუბნებოდა ნიკოლასი, ამ ყველაფრის აღსაკვეთად ზომებს აუცილებლად მივიღებო და მაშინვე მიხვდა, რომ საიტის გაუქმებაში აბრამოვის ხელი ერია. გულში გაეღიმა ამის გაცნობიერებისას. გაიხედა კიდეც ბიჭის მხარეს, თუმცა ის გოგო, იმდენად გამომწვევად იქცეოდა მასთან მიმართებაში, რომ ნერვებმოშლილმა, თავი წამებში მოაბრუნა და კვლავ ხატვა განაგრძო. სამსონიძის ლაპარაკს უკვე აღარც უსმენდა. არც მის სიტყვებს უკეთებდა რამე კომენტარს. უბრალოდ, წიგნაკის ფურცელზე ფანქარს მსუბუქად დაატარებდა და სხვაზე აღარაფერზე ფიქრობდა. ლექტორის აუდიტორიაში შემოსვლაც კი არ გაუგია. არც მის მისასალმებლად წამომდგარა ფეხზე, დანარჩენი სტუდენტების მსგავსად. ხატვის მომენტში, მუდამ თავდავიწყებაში ეფლობოდა ხოლმე და ახლაც სწორედ მსგავს სიტუაციაში ჩავარდა. ხმებიც კი არ ესმოდა თავის ირგვლივ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დანარჩენი სამყარო მის მიღმა არსებობდა, ყოველგვარი ზედმეტი პიროვნებების გარეშე.

იმ წამს, თავის მიერ შექმნილ პატარა სივრცეში არავის შეჭრას არ ელოდა, თუმცა როდესაც ვიღაცამ წიგნაკი ხელიდან გამოაცალა, მაშინვე გამოვიდა საკუთარი ნაჭუჭიდან და გვერდით მჯდომ სამსონიძეს შეუბღვირა.

-რას აკეთებ, ახლავე დამიბრუნე!

ბიჭმა წიგნაკი უფრო შორს გასწია და ელენეს გამომცდელი მზერით შეხედა.

-შენ რა, აბრამოვს ხატავ? -ჰკითხა მან ხმადაბლა, რათა ლექტორის საუბრისთვის ხელი არ შეეშალა

-არავისაც არ ვხატავ, ახლავე მომეცი!

-რაო, შეგიყვარდა ეგ ტიპი?

-რა?

-რაც გაიგე -ბრაზი უელავდა თვალებში სამსონიძეს

-ირაკლი, შემეშვი და წინ იყურე!

-ანუ, შენც გაგაბა თავის მახეში, ისევე როგორც კურისის სხვა უტვინო გოგოები. მათნაირი არ მეგონე, თუმცა მწარედ შევცდი

-სულელი მაშინ ვიქნებოდი, შენს ანკესზე რომ წამოვგებულიყავი სამსონიძე -დამცინავი ღიმილით იყო ნათქვამი ეს სიტყვები ელენეს მიერ

-სულელი კი არა, ბედნიერი იქნებოდი. ახლა ფიქრობ, რომ მხოლოდ ის თამაში იყო, რამაც შენთან დაახლოება მომანდომა, თუმცა ძალიან ცდები. ჩემთვის სხვა მხრივაც სასურველი იყავი ელენე

-იმდენად გულუბრყვილო არ ვარ, რომ შენი სიტყვები დავიჯერო -ამის თქმისას, გოგონამ, ირაკლის, წიგნაკი ხელიდან გამოაცალა, სწრაფად დახურა და კვლავ აბრამოვის მხარეს გაიხედა. უკვე საშინლად აღიზიანებდა მისი სხვა გოგოსთან ერთად დანახვა, თუმცა არაფერი შეეძლო და არც არაფრის გაკეთების უფლება ჰქონდა. მასსა და ნიკოლასს შორის, არაფერი ხდებოდა ისეთი, რაც ნებას მისცემდა ეეჭვიანა, მაგრამ არც იმის ყურება შეეძლო, რაც მისგან რამდენიმე მაგიდის მოშორებით ხდებოდა. ვეღარც ლექციაზე მშვიდად ჯდომას ახერხებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერის უკმარისობა ახრჩობდა. იქ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. სალექციო საათის გასვლას უკვე ვეღარ დაელოდებოდა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ სამსონიძე არ აძლევდა მოსვენებას, ამიტომ, გადაწყვეტილებაც საკმაოდ იმპულსურად მიიღო -ფეხზე სწრაფად წამოდგა, თავისი ნივთები ჩანთაში ერთი ხელის მოსმით ჩაყარა და მისი ხმაურიანი მოძრაობებისგან გაკვირვებულ ლექტორს, პირდაპირ თვალებში შეხედა.

-უკაცრავად, მაგრამ უნდა გავიდე, თავს ცუდად ვგრძნობ . . .

მეტად, არანაირი ახსნა-განმარტება აღარ გაუკეთებია გოგონას. აღარც ჯგუფელების მზერისთვის მიუქცევია ყურადღება. უბრალოდ ზურგჩანთა მოიკიდა, აუდიტორიიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა და სულ მალე, მის მიღმაც აღმოჩნდა.

დერეფანში გასულმა, ნაწილობრივ შვება იგრძნო. თითქოს თავისუფლად სუნთქვაც შეძლო, თუმცა მისი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. უეცრად, ისე რომ არც ელოდებოდა, ვიღაცამ, მკლავში ხელის ჩავლებით შეაჩერა მისი წინსვლა და ამ ხელის შემშლელის ვინაობის დასადგენად, გოგონამ მაშინვე მიატრიალა თავი უკან.

-შენ? აქ რა გინდა?

-აუდიტორიიდან რატომ გამოხვედი? ასე უცებ რა მოგივიდა?

-ნიკოლას, ლექციას დაუბრუნდი, მე საქმე მაქვს -სცადა თავი აერიდებინა, თუმცა ბიჭმა არ გაუშვა და თავისკენ მიიზიდა

-რაღაც გჭირს, ვხვდები -მისი მოოქროსფრო თვალები გამჭოლი მზერით უყურებდნენ და გონებასაც ურევდნენ ელენეს. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ დანახულ კადრებს, მაინც ვერ ივიწყებდა გოგონა

-არაფერი არ მჭირს. ჯობს წახვიდე და ის გოგო მარტო არ დატოვო, ძალიან უხდებოდით ერთმანეთს

-და შენ რატომ გაქვს ასეთი ტონი? -ღიმილით ააკრა კედელზე ამის თქმისას და თავისსა და ელენეს შორის მანძილი ერთ სანტიმეტრამდე შეამცირა

-როგორი ტონი მაქვს? ან რას აკეთებ?

-შენთან ახლოს მოვდივარ

-და მიზეზი? -მისი ევკალიფტის სურნელით ტკბებოდა ელენე და გონებაც საბოლოოდ ებინდებოდა, მზერასთან ერთად.

ნიკოლასს, წამიც არ დასჭირვებია პასუხის გასაცემად :

-მიზეზი ის არის, რასაც არც ერთი არ ვაღიარებთ

-მაინც რას არ ვაღიარებთ?

-იმას, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება -დაბალი ხმის ტემბრით ამოთქვა აბრამოვმა და ელენეს ლოყას, თბილი ხელის გული ჩამოუსვა -მოდი, პირველად მე ჩავრთავ ჩემს გულახდილობას და გეტყვი, რომ საერთოდ არ აღგიქვამ როგორც მეგობარს. სულ სხვანაირად მიზიდავ იცი? თუმცა ეს მიზიდულობაზე უფრო მეტია.. ცხოვრებაში პირველად მსურს, რომ ვიღაცას ისე ვუფრთხილდებოდე, როგორც ნაზ ყვავილს. მინდა დაგიცვა, მინდა შენი საყრდენი გავხდე, მინდა ყოველ წამს დავტკბე შენი ტუჩებით როცა მომესურვება -ოდნავ გახსნილ ბაგეებზე გადაუსვა ცერა თითი ამის თქმისას -შენ, ჩემთვის რთულ დროს დამიდექი მხარში, ელენე. დღიური გახდი, სადაც ყველაფრი ჩაწერა შემეძლო. ერთადერთი მელნისფერი სხივი ხარ ჩემს შავ-თეთრ ცხოვრებაში -მერე თმაზე წაეთამაშა და დაუფარავი ღიმილი მოადგა სისხლისფერ ტუჩებზე -მიყვარს შენი ლამაზი, ქერა კულულები. ნეტავ იცოდე, რა დიდი სიამოვნებით ავხლართავდი მათში თითებს ყოველ ღამით. იცი რამდენჯერ მიოცნებია შენზე? წარმოვიდგენდი, თითქოს მთლიანად ჩემი იყავი და შენს მოფერებაში ვათენებდი ღამეებს. ელენე, უკვე საკუთარ თავს ვკარგავ ისე მინდა შენთან. შეიძლება აქამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა მხარეს იყურებოდი და ვერც კი ამჩნევდი იმას, რაც შენს ცხვირწინ იყო, თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა სულ სხვა რამ დამანახეს. ოდნავ მაინც რომ აცნობიერებდე, როგორ გამისწორდა ცოტა ხნის წინანდელი შენი ეჭვიანობა, კიდევ ათასჯერ იეჭვიანებდი

-ნიკოლას . . . -ელენეს, მიღებული შოკისგან ლაპარაკიც კი უჭირდა -ნიკოლას, მე . . .

-ჩუმად -საჩვენებელი თითი ბაგეებზე მიადო -არაფერი თქვა, კარგი? ამ წამს, იმდენი რამ გითხარი, გარკვეული დრო შენს ტვინს უნდა ვაცადო მიღებული ინფორმაცია გადახარშოს. ახლა პასუხის გაცემა არ არის საჭირო. უბრალოდ იცოდე, რომ არ გეთამაშები . . . ცხოვრებაში პირველად ვესაუბრები გოგოს გრძნობებზე და ჩემს თავში დარწმუნებული რომ არ ვიყო, ამას არც ვიზამდი. შეიძლება ეგოისტი ვარ, მაგრამ ვერავისთვის გიმეტებ საკუთარი თავის გარდა. არ მაქვს სუფთა წარსული. ვაღიარებ, ბევრს გოგოსთან ვერთობოდი და მერე მათი სახეებიც კი მავიწყდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ორსაათიანი რომანები გვძულდება და რაღაც ნამდვილის ძებნას ვიწყებთ. ეს სინამდვილე კი შენ აღმოჩნდი. აღარ მინდა ყველაფერი უწინდებურად იყოს ელენე, გესმის? ახლა მხოლოდ ცვლილებები და შენ მჭირდებით -ამის მეტად სიტყვაც აღარ უთქვამს ნიკოლასს. არც გოგონას პასუხს დალოდებია. უბრალოდ, მის შუბლს, ტუჩებით ნაზად შეეხო, შემდეგ ყბის ძვალზე დაუტოვა ცხელი კოცნის კვალი და იქაურობას ისე მოშორდა, ელენემ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.

მოცემულ მომენტში, მხოლოდ ერთ რამეს აცნობიერებდა გოგონა. გული არანორმალური ტემპით უცემდა და თვალწინაც მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ედგა. ეს ადამიანი ნიკოლას აბრამოვი იყო. მახეში გაბმაც ამას ერქვა.







- - - -

უნივერსიტეტიდან, სახლში, ელენე ძალიან გვიან დაბრუნდა, თუმცა ნიკოლასი შინ მაინც არ დაუხვდა. ამის მიზეზის მიხვედრა, ნამდვილად არ გასჭირვებია გოგონას. აბრამოვი ცდილობდა მისთვის პირადი სივრცე მიეცა და თვალში ზედმეტად არ მოხვედროდა, სანამ მის სიტყვებზე კარგად არ დაფიქრდებოდა ელენე. აღნიშნულის გამო, კიდევ უფრო მეტად დააფასა ნიკოლასი გოგონამ. მოსწონდა მისი შეგნებულობა, თავშეკავება და ის, რომ ნებისმიერ მომენტში ახერხებდა შექმნილი სიტუაციისთვის შესაფერისი გადაწყვეტილების მიღებას.

დაბნეული ჩანდა ელენე. ერთი კვირის წინ ფიქრობდა, რომ გეგა ავალიანი იყო ის ბიჭი, ვის გვერდით ყოფნასაც მოისურვებდა, თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, სრულიად სხვა სინამდვილეს შეაჯახა. შეიძლება ითქვას, სულ სხვა გზით წაიყვანა და ძალიან უჭირდა ამ გზის გაგნება. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მოუნდა იმაზე დაფიქრება, თუ რას გრძნობდა ნიკოლასის მიმართ. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად ცხოვრება მოუწიათ, ერთმანეთთან ძალიან გაიხსნენ და დაახლოვდნენ კიდეც. ნიკოლასთან ურთიერთობა, მასთან დიალოგი, ძალზედ სიამოვნებდა გოგონას და ამის საკუთარი თავისგან დამალვას არც აპირებდა. თითქოს მონათესავე სული იპოვა მისი სახით. სიამოვნებდა იმაზე ფიქრიც კი, რომ ნიკოლასის ნივთები, ის, რასაც ყოველდღიურად ეხებოდა მის სახლში იყო თავმოყრილი, შინაური ცხოველის ჩათვლით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ აბრამოვის მიმართ მართლაც ჰქონდა რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა საკუთარ თავში ბოლომდე სჭირდებოდა გარკვევა და ვინ დაეხმარებოდა ამაში თუ არა მიშკა?

ელენე დივანში გადაღლილი სახით ჩაეშვა, ტელეფონი მოიმარჯვა და მაშინვე მეგობრის ნომერი აკრიბა. პარალელურად, ისიც სურდა გაეგო როგორ ჩაიარა მისმა პაემანმა, რომელსაც რიგი მიზეზების გამო, თავად ვერ დაესწრო, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი ამბის მოყოლასთან ერთად, ამის შესახებაც გამოეკითხა.

მიშკამ მეოთხე ზარის გასვლაზე უპასუხა. ხმა აშკარად ნამძინარევი ჰქონდა და ელენეც მიხვდა, რომ ძილის სამყაროდან გამოიძახა მეგობარი.

-რა მოხდა, გაგაღვიძე? -მაშინვე ჰკითხა, როდესაც მის მიერ ნათქვამი „გისმენთ“ გაგონა ტელეფონში

-ჰო, მაგრამ არა უშავს, უკვე შეჩვეული . . . რამე მოხდა?

-თუ გცალია ჩემთან მოდი, რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს და სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკო

მიშკას, ტონზე ნერვიულობა შეეტყო.

-რა იყო, ცუდი ხომ არაფერი მომხდარა?

-არა, მსგავსი არაფერი, თუმცა შენი რჩევა მჭირდება, ისე, როგორც არასდროს

-კარგი, კარგი, ჩავიცვამ და გამოვალ. რამე ხომ არ წამოგიღო?

-დიეტურ კოლაზე უარს არ ვიტყოდი

-მაშინ, დიეტურ ორცხობილებსაც დავამატებ ბონუსად

ელენემ მაშინღა იგრძნო, რომ მთელი დღის უჭმელს, საშინლად მოშიებოდა და ნერწყვებიც კი მოადგა.

-მშვენიერი აზრია, შეგიძლია ბევრი ორცხობილა წამოიღო

-არის სერ -სიცილით მიუგო მიშკამ და ყურმილიც მაშინვე დაკიდა.

მეგობრის მოლოდინის რეჟიმში, არც ელენე მჯდარა უსაქმოდ. სანამ მიშკა მოვიდოდა, თავისთვის ცივი ყავის მომზადება დაიწყო და პარალელურად, ხილის ასორტის კეთებასაც მოჰყვა ატმისგან, მარწყვისგან, მწვანე ვაშლისა და ბანანისგან, რადგან ხილის ეს ოთხი სახეობა, მიშკას ყველაზე მეტად უყვარდა.

ასორტის გაკეთებას რომ მორჩა, თავისი ყავის ჭიქა ხელში აიღო, სხვადასხვაგვარი ხილით ლამაზად გაფორმებული თეფშიც ზედ მიაყოლა და გადაწყვიტა კოფეინის სმით ბაღში ესიამოვნა. უყვარდა საღამო ხანს თავისი ყვავილების ცქერა და მათთან განმარტოება. ახლაც სწორედ ამიტომ მიიღო გარეთ გასვლის გადაწყვეტილება და საყვარელ ქვის მაგიდასთან დამჯდარმა, ყავის დაგემოვნება დაიწყო.

ფერად-ფერადი ყვავილების სიახლოვეს ჯდომა, ამჯერადაც სასარგებლოდ წაადგა ელენეს. სიამოვნებდა იმ ბაღის ყურება, რომელიც თავიდან ბოლომდე მისი დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენდა. ახსოვდა როგორ აგროვებდა მცენარეების ნერგებს სხვადასხვა მაღაზიებში, როგორ რგავდა მათ საკუთარი ხელით, როგორ რწყავდა და ასუფთავებდა. საბოლოო ჯამში, აქაურობა სწორედ ისეთი გამოუვიდა, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა და როგორიც მის წაროსახვებში ცოცხლობდა.

გოგონამ, ნახევრად ჩაცლილი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე შემოდო. სწორედ ამ დროს, თავისი ეზოს ჭიშკრის გაღების ხმაც გაიგო და მიხვდა, რომ მიშკა უკვე მოსულიყო. მეგობრის შესაგებებლად, ფეხზე ადგომა და წინა ეზოში გასვლა არც უფიქრია. იცოდა, იგი თავად მიხვდებოდა მის ადგილსამყოფელს, როდესაც სახლში ვერ იპოვნიდა, ამიტომ, მშვიდად განაჰრძობდა თავისი ყვავილების თვალიერებას.

მეგობრის გამოჩენის ლოდინში დიდი დრო ნამდვილად არ გაუტარებია. ჭიშკრის ხმის გაგონებიდან ორი წუთის შემდეგ, ელენემ, ბაღის მაგიდისკენ მომავალი მიშკა დალანდა. ეს უკანასკნელი სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი და ხელში ელენეს მიერ დაბარებული სასუსნავები ეჭირა.

-აი თურმე სად ყოფილხარ

-ყველაფერი მოიტანე? -ღიმილით დაუქნია თითები ამ კითხვის დასმისას გოგონამ

-ჰო, ყველაფერი ადგილზეა

-მე კი ხილის ასორტი გაგიკეთე

-ოთხივე სახეობის ხილი აქვს? -მოტანილი პარკები მაგიდაზე დააწყო მიშკამ და ელენეს მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა

-რა თქმა უნდა, აქვს, ხომ იცი ყველაფრის გათვალისწინება მიყვარს

-კარგი, მოდი ახლა ის მითხარი, რა სერიოზულ საქმეზე დამიბარე -ინტერესით გახედა, თან ასორტის თეფში თავისკენ ახლოს მისწია და პირველად ბანანს ჩაასო ჩანგალი. ელენეს გაეღიმა

-მოდი, ჯერ შენ მითხარი პაემანმა როგორ ჩაიარა

-იდეალურად . . . ხვალ კიდევ ერთხელ უნდა შევხვდე, მგონი საქმე კარგად მიგვდის

-ძალიან კარგი, მიხარია თუ ასეა -გულწრფელი სიხარული გამოისახა გოგონას სახეზე

-გმადლობ . . . ახლა კი შენ გისმენ, ასე უეცრად რატომ დამიბარე?

ელენემ ყავის სმა შეწყვიტა და სერიოზული საუბრის წინ ღრმად ამოისუნთქა. საუკეთესო მეგობრისგან არასდროს არაფერს მალავდა ხოლმე და ახლაც გადაწყვიტა ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო. სხვას ვერც ვერავის დაელაპარაკებოდა ამ თემაზე. მხოლოდ მიშკა გახლდათ ისეთი, ვისაც მსგავს სიტუაციაში გულს გადაუშლიდა, ამიტომ მაგიდას მკლავებით ჩამოეყრდნო, მეგობარს პირდაპირ თვალებში ჩახედა და დაბალი ხმით ამოთქვა :

-ნიკოლასი გრძნობებში გამომიტყდა, მიშკა

ბიჭს სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, შემდეგ ნერვიულად გადაისვა კეფაზე ხელი მერე კი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ჩაფიქრებული სახით.

-რას ნიშნავს გრძნობებში გამოგიტყდა? -ჰკითხა მან დახშული ხმით, ისე, რომ ელენესთვის ზედაც არ შეუხედავს

-გთხოვ, ახლა შენებურები არ დაიწყო, ნიკოლასი კარგი ადამიანია და მისი ნდობა შეიძლება

-ეს როდის მოხდა?

-დღეს დილით, უნივერსიტეტში

-და შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? მისდამი შენც განიცდი რამეს? -გამომცდელად ჩახედა თვალებში ამის თქმისას

-მიშკა, ძალიან დაბნეული ვარ, აქ სწორედ ამიტომ მოგიყვანე, მინდა შენი დახმარებით მივიდე სწორ პასუხამდე

ბიჭს სახეზე ოდნავი ღიმილი მოადგა და ელენეს ხელი თავისაში მოიქცია.

-ხომ გითხარი, მაგ ბიჭთან ასეთი სიახლოვე მახეში გაგაბამს-მეთქი?

-მიშკა . . .

-არა, არასწორად გამიგე, მაგ ტიპის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი შენ თვლი, რომ სანდოა და რასაც ამბობს დაეჯერება

-გამიკვირდა, აქამდე ნიკოლასის მიმართ სულ სხვაგვარად იყავი განწყობილი

-ელენე, მე მაგ ტიპს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ვხედავ შენ ენდობი. თანაც გრძნობებში გამოტყდომა, სავარაუდოდ იმაზე მიანიშმნებს, რომ არ გეთამაშება, თორემ სხვა შემთხვევაში, სრულიად განსხვავებული გზებით დაგიწყებდა შებმას

ელენე კვლავ თავის ყავას დასწვდა და ჩაფიქრებული სახით მოსვა ეს უკანასკნელი. შემდეგ გეგას სახლს გახედა და კვლავ მეგობარს დაუბრუნდა მზერით.

-მიშკა, ერთი კვირის წინ, სრულიად სხვა ადამიანით ვიყავი დაინტერესებული, არ მესმის ასეთ მოკლე დროში რა შეიცვალა. თან მგონი გეგასგანაც დავიჭირე რაღაც სიმპათია, ახლა კი ნამდვილად არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს, თუ არა

-შენ წარმოიდგინე, ასეთი რამები, სწორედ რომ მოკლე დროში ხდება, ელ -ბიჭმა, თავისი ასორტის თეფშიდან მარწყვი აიღო, გემრიელად ჩაკბიჩა და განაგრძო -ამ წამს, აბრამოვზე საუბრისას, ხმაც კი სრულიად სხვანაირი გაქვს და ამის შემჩნევა ნამდვილად არაა რთული

დაბნეულობა მოჰგვარა გოგონას, მეგობრის სიტყვებმა. ხვდებოდა, საითკენაც მიდიოდა ეს დიალოგი და თავადაც აცნობიერებდა, რომ მიშკას ეჭვები სიმართლეს შეესაბამებოდა.

-მაინც, როგორი გამიხდა ხმა მასთან საუბრისას? -გამომცდელი მზერით ჩაეკითხა გოგონა. პასუხს არც დაუყოვნებია :

-ისეთი, როგორიც საყვარელ ადამიანებზე საუბრისას უხდებათ ხოლმე. ეგ ტიპი გულში ჩაგივარდა, მეგობარო, აი გეგას რაც შეეხება, ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი, რომ უბრალო გატაცება იყო, რადგან მასზე საუბრისას, შენში არასდროს დამიჭერია ის ემოცია, რაც მნიშვნელოვან ადამიანზე საუბარს ახლავს ხოლმე თან. ავალიანი თავისი იდუმალებით გიტაცებდა, აბრამოვს კი იმდენად შეეჩვიე, ისე დიდ დროს ატარებდი მასთან, ვერც კი გაიგე ისე შემოგიძვრა გონებაშიც და გულშიც

-ასე ფიქრობ?

-კი არ ვფიქრობ, დარწმუმებული ვარ და სანამ დროა, ყველაფერი უთხარი. დიდხანს ნუ გაწელავ, თორემ მაგ ტიპზე იმდენი გოგო ნადირობს, ეჭვგარეშეა თამაშგარე დარჩები -სიცილით უთხრა და მკლავზე ჩქმეტაც დაიმსახურა ელენესგან ამის გამო

-სიმართლეს როცა გეუბნები, სულ მკლავებს რატომ მილურჯებ?

-იმიტომ, რომ მწარე ენა გაქვს!

-მწარე ენა არ მაქვს, უბრალოდ რეალისტი ვარ. მთელი ცხოვრება არავინ დაგელოდება, ამიტომ დროულად იმოქმედე

ელენემ შუბლი ნერვიულად მოისრისა. აშკარა იყო, აბრამოვს, როგორც მხოლოდ მეგობარს ვეღარ უყურებდა და ამაში, საბოლოოდ მიშკასთან დიალოგმაც დაარწმუნა. აცნობიერებდა, როგორ გაუჭირდებოდა ნიკოლასის სხვა გოგოსთან ერთად ხილვა, თუმცა არც ის სურდა, ამდგარიყო და ასე უბრალოდ ეთქვა ეს ყველაფერი. უნდოდა ეს განსაკუთრებულ სიტუაციაში გაეკეთებინა, ყოველგვარი ბანალურობისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე.

-მეც ვაპირებ სიჩუმის დარღვევას, მიშკა, მაგრამ ამისთვის შესაფერისი გარემო მჭირდება -თან ესაუბრებოდა, თან ყავის ჭიქაში, საწრუპს ზემოთ-ქვემოთ ათამაშებდა გოგონა

-და ახლა სად არის ეგ შენი პოტენციური რომეო?

-გეხვეწები რა, ეგრე ნუ ეძახი, თორემ თავი შუა საუკუნეებში მგონია

-კარგი, კარგი, უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე

-სავარაუდოდ, დღეს სახლში არ მოვა. ცდილობს პირადი სივრცე მომცეს მანამ, სანამ რამეს გადავწყვეტ და მის ნათქვამზე დავფიქრდები

მიშკამ კმაყოფილებისგან დაუსტვინა.

-აი ეს მესმის, შეგნებული ტიპი ყოფილა. თუ ასეა, ამაღამ შენთან მე დავრჩები. ამ ბოლო დროს, სახლში ხალხმრავლობას შეეჩვიე და ალბათ მარტო ყოფნა აღარ მოგეწონება -ორაზროვნად დაამატა ბოლოს. ელენეც მიხვდა მისი სიტყვების არსს და მსუბუქი ღიმილი გამოესახა ბაგეებზე.

-კარგი, შენი ასორტი წამოიღე და მისაღებში შევიდეთ. რამე საინტერესო ფილმის ყურებაზე უარს არ ვიტყოდი

-ამჯერად ჟანრს მე ვარჩევ -კატეგორიული ტონით განაცხადა მიშკამ და დაცლილი ყავის ჭიქით ხელში, სახლისკენ წასულ ელენეს უკან აედევნა . . .

ფილმების ყურებაში, როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, ახლაც თითქმის მთელი ღამე გაათენეს მეგობრებმა. ბიჭს, მხოლოდ მეექვსე ეკრანიზაციაზე მოერია ძილი და იქვე, დივანზე მიესვენა გათიშული. მისგან განსხვავებით, ელენეს, რული წამითაც არ მიჰკარებია. მთელი ღამის განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ და რა ვითარებაში ეთქვა ნიკოლსისთვის ის, რომ მათი გრძნობები ორმხრივი იყო და არა, ცალმხრივი. ლამის მოკლე ჩართვისან გამსკდარი ნათურასავით აუფეთქდა ტვინი სხვადასხვა ვერსიების განხილვაში და საბოლოოდ, როგორც იქნა მოუვიდა კიდეც ერთი არც თუ ისე ცუდი იდეა. კარგად რომ დაფიქრდა, უფრო მეტადაც კი მოეწონა და საბოლოოდ, აღფრთოვანებულიც დარჩა ამ მოფიქრებით. მხოლოდ სამი რამ უნდა გაკეთებინა ჩანაფიქრის განსახორციელებლად -უნივერსიტეტი უნდა გაეცდინა, აბრამოვისთვის წერილი დაეტოვებინა და მიშკასგან, წყნეთის აგარაკი ენათხოვრა ერთი დღით. დანარჩენს, თითოეულ დეტალს საკმაოდ ადვილად მოაგვარებდა, რადგან უკვე ყველაფერი დაზუსტებით ჰქონდა წარმოდგენილი გონებაში, რის გაკეთებასაც აპირებდა . . .






.
ელენეს მიერ, გამთენიისას მოფიქრებული გეგმა, მართლაც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას გოგონა მოელოდა. როგორც კი მეგობრის კუთვნილი, წყნეთის აგარაკის კარი შეაღო ელენემ, ზღურბლს საკამოდ მხიარულ განწყობაზე გადააბიჯა და იქაურობას თვალი მოავლო. რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია მიშკას დაყოლიება, რათა როგორც თვითონ ეძახდა „თავისი სიმშვიდის ზონა“ , ცოტა ხნით ელენესთვის დაეთმო. ამ უკანასკნელმაც, ათასი მადლობა მაინც გადაუხადა ბიჭს, წამოსვლის წინ, მისი საყვარელი დიეტური პეჩენია გამოუცხო, მერე კი, ნიკოლასისთვის, გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი- წერილი დატოვა მისსავე ოთახში და გამოსაცვლელი ტანსაცმლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების თანხლებით, ტაქსის მანქანით გაემართა აგარაკისკენ მიმავალ გზაზე. მიშკას უარი უთხრა წაყვანაზე. თავად, იმ დღეს უნივერსიტეტში წასვლას არ აპირებდა და არ სურდა მეგობრისთვისაც გაეცდენინებინა სალექციო საათი.

ტაქსის წყალობით, საკმაოდ დროულად მიაღწია ელენემ დანიშნულების ადგილამდე. იქაურობა, საკმაოდ მოვლილი და მილაგებული იყო, რადგან მიშკას, ეს სახლი ჭამაზე მეტად უყვარდა და მას ყოველთვის თავად უვლიდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, გოგონას, სახლის სისუფთავეზე ზრუნვა აღარ დაუწყია. ამის მაგივრად, პირველი, რაც აქ ჩამოსვლისას გააკეთა, ეს, სახლის უკან მდებარე აუზში, წყლის სისუფთავის შემოწმება იყო. როგორც მიშკამ უთხრა, აუზში ერთი ფოთოლიც კი არ დაცურავდა ზედმეტად, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მხრივაც მოშორებული ჰქონდა საზრუნავი ელენეს.

გოგონა ბასეინთან მდგომ შეზლონგზე გაწვა და თვალები დახუჭა. ზუსტად იცოდა, ნიკოლასი სახლში მთელი დღე არ მივიდოდა და მხოლოდ შებინდებისას შეივლიდა შხაპის მისაღებად, რადგან ორი დღე, ერთსა და იმავე ტანსაცმელში გაძლება არ შეეძლო. ეს ელენემ დაზუსტებით იცოდა, ამიტომ ვარაუდობდა, რომ მის დატოვებულ წერილსაც მხოლოდ საღამო ხანს იპოვიდა.

ამ წერილის შინაარსზე, თავის დროზე საკმაოდ ბევრი იფიქრა ელენემ. ბოლოს, როგორც იქნა აზრების დაწყობაც შეძლო და მისმა წერილმაც შემდეგი სახე მიიღო :

„ვიცი, ჩემგან პასუხს ელი . . . ვიცი, პირად სივრცესაც ამის გამო მაძლევ და არ ჩნდები . . . თუმცა იცი მე რა მინდა? ახლავე გეტყვი.

მე მინდა, ისევ ერთად დავლიოთ ყავა ჩემს ბაღში, ისევ უწინდებურად ვისაუბროთ ვერანდაზე მსხდომებმა, როცა ღამეული ძილი გაგვიტყდება.

მენატრები . . .

უკვე მენატრები და სათქმელიც უამრავი მაქვს. „ -წერილის ბოლოს, გოგონას აგარაკის მისამართი ჰქონდა მიწერილი და P.S მხოლოდ ერთი სიტყვით - „გელოდები“.

მეტი არაფერი დაუწერია. ფურცელი ორად გადაკეცა და იმ კომოდზე შემოდო, რომელიც პირდაპირ ნიკოლასის საწოლთან იყო მიდგმული.

ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩენოდა. შეეძლო თავადაც უფრო გვიან ამოსულიყო აგარაკზე, თუმცა რატომღაც აქ ყოფნა ერჩივნა. ის და მიშკა, თავისუფალ დღეებში, მუდამ დადიოდნენ ხოლმე ამ სახლში და ელენესთვისაც, უკვე ერთ-ერთ საყვარელ ადგილად ქცეულიყო აქაურობა. ეს აგარაკი, მისთვის მეორე სახლივით იყო და აქ ყოფნაც მუდამ დადებითად მოქმედებდა გოგონაზე.

დაღამებამდე, გადაწყვიტა ცოტათი გამოეძინა. ვინაიდან, წინა ღამე მთლიანად თეთრად გაათენა იმაზე ფიქრში, თუ როგორი პასუხი გაეცა ნიკოლასისთვის, ახლა ერთი კარგი დასვენება მართლა ძალიან სჭირდებოდა. ამის გამო, აუზთან დიდხანს არ დარჩენილა, პირდაპირ მისაღებ ოთახში გადაინაცვლა, პატარა ბალიშებით გაფორმებულ, ფუმულა დივანზე მოხერხებულად მოკალთდა და ისე მალე ჩაეძინა, რომ თვალის დახუჭვაც კი ძლივს მოასწრო . . .

ვერ გეტყოდათ ზუსტად რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სიზმრების სამყაროში, თუმცა როდესაც ბოლოს და ბოლოს თვალები გაახილა, უკვე ჩამობინდების ნიშნები ეტყობოდა ცას. გავარვარებული, ცეცხლისფერი ბურთი, ნელ-ნელა ქვემოთ მიცურავდა და გარკვეული დროით ემშვიდობებოდა დედამიწის ამ ნაწილს, რათა ამჯერად სხვა მხარე გაენათებინა თავისი გრანდიოზული ამობრწყინებით.

მაჯაზე შემოხვეულ საათს რომ დახედა, თავადაც გაოცებული დარჩა ელენე. ისრები ღამის რვას უჩვენებდნენ. თურმე რამდენ ხანს სძინებია, არადა მხოლოდ ერთი-ორი საათით თუ ვარაუდობდა დასვენებას. მიუხედავად ყველაფრისა, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა -თავს უკვე საკმაოდ მხნედ და დასვენებულად გრძნობდა და აღარც მოთენთილობის შეგრძნება აწუხებდა, ისე, როგორც აქ ჩამოსვლის საწყის ეტაპზე.

ელენე ფეხზე წამოდგა, დივანზე ბალიშები შეძლებისდაგვარად გაასწორა და კვლავ აუზთან დაბრუნდა. გადაწყვიტა, ნიკოლასის მოსვლადე, მობილურში ჩარჩენილი ძველი ვიდეოებისთვის ეყურებინა. მათი უმეტესობა, მიშკასთან ერთად ჰქონდა გადაღებული, სხვადასხვა ადგილებში, როცა უიკენდის დღეებს მხიარულად ატარებდნენ ხოლმე. რამდენიმე ვიდეო, ლაშქრობიდანაც ჰქონდა შემორჩენილი, სადაც ელენე სიცილით აფიქსირებდა, თუ როგორ გაჭირვებით მიხოხავდა მიშკა მთისკენ მიმავალ დამრეც ბილიკზე და როგორ წუწუნებდა მთელი გზის განმავლობაში.

ვიდეო-ჩანაწერების ყურებაში, დრო საკმაოდ მალე გავიდა. ცაზე უკვე მკრთალად იკვეთებოდა სავსე მთვარე. აქა-იქ წერტილისხელა ვარსკვლავებიც მოჩანდნენ და სასიამოვნო, თბილი ნიავიც ქროდა.

ელენემ აუზში მოლიცლიცე წყალს შეხედა, გაეღიმა, კედები სწრაფად გაიხადა და კიდეზე ჩამომჯდარმა, ფეხები გრილ წყალში ჩაყო. სიამოვნებისგან თვალებიც კი დახუჭა იმდენად მოეწონა ეს შეგრძნება. ისეთი ლამაზი ღამე იყო, დააფასა კიდეც თავისი გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, სწორედ დღეს უნდა დალაპარაკებოდა ნიკოლასს. ვერც კი იჯერებდა, რომ ამდენად მოკლე დროში გახდა მისთვის ეს ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი. ფაქტი იყო, ერთი დღის უნახავიც კი უცნაურად ენატრებოდა და აღარ სურდა მისი სიშორე კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.

გოგონამ აუზში ფეხი აიქნია და წყლის შხეფები შორს გაისროლა. უკნიდან, რაღაც ფოთლების შრიალის მაგვარი ხმაც მოესმა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კვლავ განაგრძობდა აუზში ფეხების ქნევას მანამ, სანამ, ყურადღების მისაქცევი ჩახველების ხმაც არ მისწვდა ელენეს ყურთასმენას.

აი აქ კი უკვე მთელი სხეული ვიოლინოს სიმივით დაეჭიმა გოგონას და ყოველგვარი მოძრაობა შეწყვიტა. ნაცნობი ევკალიფტის სურნელის შეგრძნებისას, უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, ნამდვილად ნიკოლასი იდგა. მაშინვე გახედვა ვერ გაბედა. ეს მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოახერხა და თავზე წამომდგარი ბიჭის დანახვამ, თითქმის ყველა სიტყვა წარმოსხვითი საშლელით ამოუშალა გონებიდან, რაც კი მისთვის სათქმელად ჰქონდა მომზადებული.

ელენე ცალი ხელით აუზის კიდეს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. იმ მომენტში ყველანაირად ცდილობდა აზრები დაელაგებინა, რათა აბრამოვის წინაშე არ დაბნეულიყო და უდიდესი შინაგანი ძალისხმევით ეს გამოსდიოდა კიდეც

-მოხვედი . . .

-მოვედი . . . გავიგე, ჩემთან ერთად ვერანდაზე ჯდომა მოგნატრებია და გულმა არ მომითმინა არ მოვსულიყავი

ელენეს გაეღიმა.

-ანუ, ცდუნებას ვერ გაუძელი

-ასეა -ბიჭის მოოქროსფრო თვალების მიღმა, დიდი კითხვის ნიშნები ჩანდნენ, რამაც ელენესაც მიანიშნა, რომ მთავარ სათქმელზე გადასვლის დრო მოსულიყო.

გოგონა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა აბრამოვს, მის მზერას თვალი გაუსწორა და ჰკითხა :

-იცი ყველაზე სასიამოვნო რისი გაკეთებაა იმ ადამიანთან ერთად, ვინც შენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს?

-რისი?

-აუზში, სავსე მთვარის შუქზე ბანაობა, იქ, სადაც თქვენ ორის გარდა არავინაა -ამის თქმისას, გოგონამ აუჩქარებლად დაიწყო ტანსაცმლის გახდა და ნათლად დაინახა, როგორ აერია სუნთქვა ნიკოლასს მის უეცარ ქმედებაზე. მიუხედავად ამისა, არ გაჩერებულა. გახდა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა შიდა თეთრეულის ამარა დარჩა და აუზისკენ უკუსვლით გადადგა ერთი ნაბიჯი.

-მაგით რისი თქმა გინდა?

გოგონას არაფერი უპასუხია. უბრალოდ ბიჭს მიუახლოვდა, მისი მაისურის ბოლოებს ხელი ჩაავლო და თავზე ერთი ხელის მოსმით გადააძრო. ძალიან ახლოს იდგნენ იმ წამს ერთმანეთთან. იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვას სახეზეც კი გრძნობდნენ. ნიკოლასმა მეტი ვეღარ მოითმინა და გოგონას წელს, ხელები მარწუხებივით შემოაჭდო.

-შენი სურნელი, შენზე დამოკიდებულს მხდის ელენე -ამოთქვა ჩურჩულით პირდაპირ მის ყურთან, მერე ცხვირი ლოყაზე გაუსვა, თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ შეისუნთქა ღრმად საყვარელი არომატი -ელენე, მალე მითხარი რისი თქმაც გინდა, კარგი?

-გეტყვი -ბიჭის სიახლოვისგან გაბრუებულმა ძლივს ამოთქვა

-გისმენ

-სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანც ერთადაც მთვარის შუქზე ვიბანავებდი, აუზში და ვეტყოდი, რომ არაფერია მასთან სიახლოვეზე უფრო სასიამოვნო

-ანუ, მე შენთვის ბევრს ვნიშნავ და სწორედ ამიტომ მოგინდა ჩემთან ერთად მთვარის შუქზე ბანაობა? -დაუფარავად გაეღიმა, თან გოგონას ლოყას მიეფერა თითებით -ვაღიარებ, ყველაზე ორიგინალური გრძნობებში გამოტყდომაა, რაც კი შეიძლებოდა ვინმეს მოეფიქრებინა. არ მხრივაც კი რა შენებური ხარ

-მაშინ მითხარი თანახმა ხარ თუ არა ჩემს წინადადებაზე -ცნობისმოყვარედ ახედა ელენემ. აბრამოვის მოოქროსფრო თვალებიდან გადმოღვრილი თბილი მზერა კვლავ თავბრუს ახვევდა და მასთან სიახლოვის სურვილს უათმაგებდა

-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, მაგრამ მანამდე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გავაკეთო

-კონკრეტულად რა?

-ის, რაც აქეთკენ მომავალს, ჭკუის დაკარგვამდე მინდოდა -მოწოლილი სურვილისგან არეული ხმით ამოთქვა ნიკოლასმა, ელენეს ალისფერ ტუჩებს დააცხრა, მსუბუქი ბიძგით მიაწვა მის სხეულს და აუზში გოგონასთან ერთად ისე გადაეშვა, მისი ტუჩების დაგემოვნება წამითაც არ შეუწყვეტია . . .






ესეც ფინალური თავი.... მორჩა კინო, წაით სახლებში :დდ



№1 სტუმარი ტაისა

აუ არ მეყო, ძალიან სასიამოვნოდ იკითხებოდა და გული დამწყდა რომ დამთავრდა :დ ))))

იმედია,მალე დაგვიბრუნდები <333

 


№2  offline წევრი ვიპნი

ეს რა იყო,რა უცებ დაამთავრე,მაგრამ იმხელა თავებს დებდი ლოგიკურიც იყო.უბრალოდ იმაზე მწყდება გული ეს სიამოვნება კიდევ ბევრი დღეების განმავლობაში რომ არ გაგრძელდება. წარმატებები ჩემო კარგო,ეს წყვილი დიდხანს შემორჩება ჩემს მეხსიერებას .

 


№3  offline წევრი Margo Tokyo

ყველასგან გამორჩეული იყო თავიდანვე, პირველი თავი რომ დადე.
დასასრულიც ასეთივეა, რაც ძალიან მახარებს და ძააალინ მიხარია, კითხვა რომ დავიწყე!
ორიგინალური შინაარსი, გამართული ნაწერი, საინტერესო პერსონაჟები.
მომეწონა!

 


№4  offline წევრი შამხათი

ნამდვილად გამორჩეული და საყვარელი ისტორიაა, ძალიან მომეწონა. თან უსასრულოდ მინდოდა გაგრძელებულიყო, არ მეყო ნამდვილად.

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ar megona ase male tu dasruldeboda. magram yvelaferi ise iyo rogorc unda yofiliyo. koxta. lamazi da shinaaraiani. arachveulebrivi dasasrulit. ki caval saxshi magram iq var da sxva saxli armaqvss. momecona me es filmii. imedia male dagvibrundebiiii. karg tebwrvals gisurvebbb

 


№6  offline წევრი ირო

საყვარლებიი.აი კიდევ სიამოვნებით რომ გავაგრძელებდი კითხვას ისეთი ისტორია იყო.მადლობა შენ ასეთი ემოციისთვის.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან ძალიან მომეწონა ❤️????????

 


№8  offline წევრი ანა გუგე

მოკლეეედ დასასრულს არც კი ველოდებოდი ხომ მოვკვდი წინა ორიდღე ყოველ საათში ვამოწმებდი დადე თუ არა გულიც დამწყდა დასასრული რომ უნდა წამეკითხა უკვე

მაააგრააამ
მოლოდინს გადააჭარბაა, სასიამოვნოდ დასრულდა და მადლობა ამ შესანიშნავი ისტორიისთვის????????????❤️❤️
რაც შეეხება პერსონაჟებს... ელენეს თავშეკავებულობა და გაწონასწორებული ხასიათი მართლა გამორჩეული იყოო ასეთი რომ არ ყოფილიყო მასებში ჩაიკარგებოდა ალბათ. აი მომეწონა ის გრძნობა თავს დამოუკიდებელ ქალად რომ გრძნობ და არ გაინტერესებს რას ფიქრობენ შენზე. მეც მინდა ეგ ხასიათი მქონდეს მომავალში. და კიდევ ნილოლასიც ისეთი ადამიანია ძალიან შეეფერებიან ერთმანეეთს. გეგაზე ვფიქრობდი რომ პრობლემა იქნებოდა ამ ორის ურთიერთობაში მაგრამ ისე მარტივად მოაგვარა ელენეემ????????სხვა მგონი არაფერი მინდოდა მეთქვა... ასერომ მადლობა და კიდეჳ დაველოდები შენს ისტორიებს მთელი გულიით❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი A.N.A

ვგიჟდები ამ ორზეეე
ისეთი თავისებურები და საყვარლები არიან ❣️
აი რაღაცნაირად გამორჩეული ირტორიები გაქვს სულ შენებური.
ძალიან კარგად დასრულდა. იაეთი ტბილი და თბილი იყო რომ სასიამოვნო ემოციებით ამავსო.
მადლობა და წარმატებები❣️
გელი მთელი გულით❣️

 


№10  offline წევრი aneta

არასოდეს მინდოდა დასრულებულიყო ეს სიამოვნება ❤❤❤ როგორც ყველა შენი ისტორია, ესაც გადასარევი რამე იყო. ძალიან კარგად წერ და ასე გაარგძელე

 


№11 სტუმარი სტუმარი gvantsa

ისე კარგად წერ ,სასიამოვნო ისტორია სასიამოვნო გმირებით, ძალიან მიყვარს მწერალი მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის როარ წერს და მკითხველზეც ფიქრობს, 5 თავი და ამ 5 თავში ჩატეული სიყვარულის დიდი ისტორია : )) ძალიან მომწონხარ

 


№12 სტუმარი სტუმარი nancho

საოცრად სავსე ისტორია იყო.ძალიან კარგი.

 


№13  offline წევრი თეოფილე

ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent