შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XII


3-02-2021, 02:56
ავტორი ტესსა
ნანახია 194

მეგი


სერგის სიკვდილიდან ზუსტად ორმოცი დღე გავიდა, მე კი არაფერი მსმენოდა ნიკასგან. მოკვდა? დარჩა? იქნებ სიკვდილი გადაიფიქრა და ახლა უჩემოდ უფრო ბედნიერია? ან იქნებ უფრო ღრმად შეტოპა ამ ყველაფერში? ვინ იცის რამდენი საშინელების ჩადენა აიძულეს იმ ეშმაკებმა...ვინ იცის მას მე აღარც ვახსოვარ. აბა ვინ იცის...



***

-მეგი, დღეს 8-ს გიწერ, არ მომწონხარ! - მახარა ქართულის მასწავლებელმა.
''არც მე...'' - ჩავილაპარაკე ჩემთვის.


სახლის კარი გასაღებით გავაღე, ფეხზე დავიხადე ჩანთა მივაგდე და იქვე მისაღებში დივანზე წამოვწექი. ადრე, როგორც კი სკოლიდან მოვიდოდი, პირველ რიგში ხელებს დავიბანდი, სახლის ფუმფულა ტანსაცმელში მოვკალათდებოდი, ლადოს გემრიელ საჭმელებს მივირთმევდი და ეგრევე მეცადინეობას ვიწყებდი ხოლმე, ასე მშვიდად და უდარდელად. ჩემს ნივთებს არსად არასდროს ვყრიდი, არც უიმედო ვყოფილვარ ოდესმე. ვამჩნევდი ჩემს თავში ძალიან დიდ ცვლილებებს, თუმცა მეშინოდა ამაზე ყურადღების გამახვილების.რამდენად საზიანო შეიძლებოდა ჩემთვის გამხდარიყო ამის გააზრება...და ისედაც რამდენი ცუდი რამ ხდებოდა...ახლა არაფერზე არ მინდოდა ფიქრი, უბრალოდ დასვენება მსურდა. ვერც მივხვდი როდის წავედი ძილში. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა. თვალები რომ გავახილე ნაცნობი მზერა მომშტერებოდა, რომელშიც ერთდროულად იკითხებოდა, სინანული, სიყვარული და მონატრება. დიახ, მე ვცნობდი ამ მზერას.
-ჩემი მამიკო! - წამოვიძახე, წამოვფრინდი და ეგრევე კისერზე ჩამოვეკიდე. კაცს ამოსუნთქვაც კი არ ვაცადე. აბა სადღა იყო წყენა? ან რომელს გვცხელოდა რომ ახლა ამისთვის?
-ნელა მეგუშ,კი ნუ კი დამახრჩობ, - მომიგო სიცილით.
-მამა იცი როგორ მომენატრე?
-შენ თუ იცი მე როგორ მომენატრე პატარა თავნება ქალბატონო.

როგორც იქნა დავეხსენი და უცნაური მოულოდნელი სასიხარულო ეიფორიიდან გამოღწევა მოვახერხე. ასე სცოდნია თურმე, ავდარს ყოველთვის მოსდევს დარი...დარი რომელიც გაგაძლიერებს...

-მეგ, შენ რა გაიზარდე, თუ? აბა ერთი შემომხედე? შემოხედე გოგო მამაშენს, რაღაცა სხვანაირი მეჩვენები...
-დიახაც გავიზარდე, აბა როგორ გინდა ერთი?
-უნდა გაიზარდო, უნდა გაიზარდო...და მერეეე, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე შენსავით განათლებული და კარგად აღზრდილი ახალგაზრდა და მას შემდეგ რაც მოძღვარი ჯვარს დაგწერთ, მეც შემეძლება ჩემი სიბერის მშვიდად გატარება შვილიშვილებთან თამაშში.ხო...მე ასე მინდა.
-და სანამ მე დამწერდე ჯვარს ჩემო ძვირფასო მამიკო, იქნებ ჯერ შენზე გვეფიქრა? - ჩაეცინა.
-აჰა, ახსენე და რეკავს!
-ხომ ამბობენ კარგი ადამიანები მაშინვე ჩნდებიან როგორც კი მათ ახსენებო.
კარგი ადამიანები...ნეტავ საერთოდ კიდევ არსებობენ ისინი?
-მერი მერი, ჩემო მერი, - აჰა, უკვე დაიწყო ლაზღანდარობა. ხანდახან მაინც როგორი სასაცილოა ხოლმე მამაჩემი, - ამ საღამოს? რა თქმა უნდა მობრძანდით, იდეალური სუფრა ჩემზე იყოს! რაო? არ უნდა გეთქვა უკვე გზაში თუ იყავით? ახლავე, ახლავე...
ლადომ ტელეფონი უეცრად სადღაც მოისროლა და სამზარეულოში შევარდა. გამეცინა.
-ლიზაც მოჰყავს? - გავძახე.
-ჰო, აბა? პირველი ოჯახური ვახშამი, ვინ წარმოიდგენდა? ჰაჰა, ალილუია!
-ხო, მაგარია...
ოთახში ავედი და გამოვიცვალე. ყვითელი საგაზაფხულო სარაფანი ჩავიცვი და იგივე ფერის თავშალი მოვიხვიე. ეს ფერი ყოველთვის მაბედნიერებდა. მინდოდა ამ დღისათვის როგორღაც, სასწაული ძალებით განსაკუთრებული ელფერი მიენიჭებინა და გაზაფხულის დადგომაც გვეგრძნო უკვე...მერე მეორე დღისთვის ჩანთაში წიგნების უხალისოთ ჩალაგებას შევუდექი რომ ოთახში ლიზა გიჟივით შემოვარდა. კინაღამ გული გამისკდა.
-ვაიმე, გული გამიხეთქე გოგო!
-მეგიიი, აუ რა გაცვიაა, დროზე გაიხადე ყვითლები, მალე!
-რაო? რატო ვითომ?
-რა რატო გოგო, სერგის ორმოცზე მივდივართ!


***

შავებში გამოწყობილი ხალხი...ირგვლივ მწუხარება სუფევდა. სერგის ფოტოს დანახვაზე ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. დიდხანს ვეღარ ვუყურე, თვალი ავარიდე და ცალკე გავედი. ჩემდაუნებურად მის ადგილას ნიკას თავი წარმოვიდგინე და გავიაზრე რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა მის ორმოცზეც დავეპატიჟე ვინმეს. ძალიან ხშირად, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, გვინდა არ გვინდა მის სიკვდილს წარმოვიდგენთ ხოლმე. ეს რატომ? რადგან ჩვენ მისი დაკარგვის გვეშინია და ეს შიში ქვეცნობიერში იმენად გვაქვს გამჯდარი რომ თითქოს წინასწარაც კი ვემზადებითო, მართლა ასე რომ მოხდეს რა რეაქცია გვექნება, ან კიდევ წარმოვიდგენთ რანაირად შეიძლება მოხდეს და დიახ, ეს სრული კოშმარია. ადრე მსგავსი რამ არასოდეს დამმართნია და არ ვიცოდი რამდენად საშინელებაა ღამის სამ საათზე მსგავსი წარმოდგენების შექმნა ან კიდევ იმაზე ტირილი რაც რეალურად არ მომხდარა. დიახ, ეს გვანადგურებს მაგრამ ეს მხოლოდ ჩენი ფანტაზიებია. ფანტაზიები კი ზოგჯერ შეიძლება დამღუპველი იყოს ადამიანისთვის. მაგრამ, როდესაც შენ დანამდვილებით იცი რომ შენი საყვარელი ადამიანი კვდება და მართლა შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი შენ უბრალოდ კი აღარ გეშინია და შენი ჰორმონები ადრენალინს გამოყობს, უბრალოდ პირიქით ხარ და ამის წარმოდგენა საერთოდ აღარ გსურს, არა თუ დაჯერება, რადგან იცი რომ ეს ყველაფერი ბოლოს მოგიღებს. და საინტერესოა რომელი უფრო დაზარალებული გამოდის, ის ვინც დაგვტოვა თუ ის ვინც მის საფლავზე მარტოსული და ეული, სრულიად არაფრის მოლოდინში, ცხოვრებაწართმეული დარჩა? ნინი...მან ვერ შეძლო ჩენთან ერთად წამოსვლა.ადრე მეგონა რომ ვერასდროს გავუგებდი მას, ახლა კი...ის ყველაზე მეტად მებრალებოდა. მან ჩემგან განსხვავებით ვერ შეძლო ამ საცოდავი სანახაობის ყურება. ეს აფერისტული მისამძიმრებები...რომ ვითომ ასე ძალიან განიცდიან დანაკარგს, სინამდვილეში კი ამ ოჯახის სიმდიდრეზე უჭირავთ თვალი და ზურგს უკან ჭორაობენ.
ერთადერთი ვაჟი ჰყოლიათ ლომიძეებს. გულკეთილი, მეამბოხე სერგი. მას მე თითქმის არ ვიცნობდი, თუმცა მის გადამდებ იუმორზე ლეგენდები დადიოდა. ის მაშინაც იყო ნინის წვეულებაზე. მახსოვს ნიკას ირგვლივ ტრიალებდა. ღმერთო...მეორე ოთახში გამოვედი სადაც არავინ იმყოფებოდა. ჩემთვის ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო. და ეს მემორიალიც, რომელიც ვეღარაფერს შეცვლიდა. საკუთარი თავი იმის გამო შევიძულე რომ მე მართლა არაფერს შევცვლიდი და ყველაფერს მაინც ზუსტად ისე ჩავიდენდი, როგორც მე გავაკეთე, თუმცა...ნუთუ ყველაფერი მართლა ჩემი ბრალი იყო? ის მანქანა რომ არ მომეპარა...აჰ ღმერთო, როგორი სასტიკია ზოგჯერ ცხოვრება...შევყურებდი ლომიძეების მდიდრულ თაღებს და ვფიქრობდი ეგ დღე რომ არა ნეტავ როგორ წავიდოდა ყველაფერი. მე ხომ ნიკასთვის კარგი მინდოდა მხოლოდ და შედეგად რა მივიღე? უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და ეს ყველაფერი რის ფასად...მე ხომ ყველა იმედი დავკარგე...
მიმოვიხედე. ოთახი ისეთი სუფთა და მყუდრო იყო და ჯერ კიდევ თბილი და სრულყოფილი ოჯახის გარემო შემორჩენოდა. ძვირადღირებულ იტალიურ ტყავის დივანს წინ პატარა ხის მაგიდა ედგა. კედელზე პირდაპირ დიდი ტელევიზორი ეკიდა, დანარჩენი ადგილი კი საოჯახო ალბომებს წაერთმიათ. ძველებურ ჩარჩოებში მათი ფოტოები მოთავსებულიყო. ყველაფერი ოთხმოცდაათიანების სტილში მოეწყოთ. სერგის მშობლებს აშკარად კარგი გემოვნება ჰქონდათ. ოთახის ერთ კუთხეში ჩამოკიდებულ გიტარას მოვკარი თვალი. მივუახლოვდი, მას სერგის წარწერები ჰქონდა, ჯერ გამეცინა, მერე ცრემლები ჩამომცვივდა. რას აღარ ამოიკითხავდა კაცი. თანაც ამ გიტარით აპირებდა ის სცენაზე გასვლას. უცებ სიმებზე ჩამოკვრა მომინდა მაგრამ ხელი ჰაერში გამიშეშდა, ვერ გავბედე, რადგან უბედურების ზარების რეკვის ხმა ისედაც აღწევდა ჩემამდე. მეტის ატანა უბრალოდ აღარ შემეძლო. გადავწყვიტე დაუმშვიდობებლად გავცლოდი იქაურობას. შემოვბრუნდი კარისკენ რომ წავსულიყავი და უეცრად ის დავინახე. ნიკა კარების ზღურბლზე იდგა, ნახევარ მხარეს მიყრდნობოდა, თმა თითქოს უფრო გაზრდოდა, გახშირებული მეჩვენებოდა. შავი შარვალ-კოსტუმი ეცვა, ალბათ ცხოვრებაში პირველად. არ მჯეროდა, ვერაფრით ვიჯერებდი რომ მე მას ნამდვილად ვხედავდი, კიდევ ერთხელ...ის კი მე მიყურებდა. ასე მშვიდად, თითქოს იღიმოდაო, თუმცა სახეზე აუხსნელი ტკივილი ეწერა. აღუწერელი სევდა რომელიც სინანულიან ბრაზსა და დანაკარგის გრძნობას აერთიანებდა. შემეცოდა...ახლა კი ნამდვილად შემეცოდა იგი. რაღაც შეცვლილი მეჩვენებოდა. ახლა მთელი სხეული მექაჩებოდა მისკენ, როგორ მინდოდა გავქცეულიყავი და კისერზე ჩამოვკიდებოდი, როგორც პატარა ეგოისტი ბავშვი, რომელსაც თხოვნას თუარ შეუსრულებ ტირილს დაიწყებს და მთელი დღე აღარ გაჩუმდება. მომინდა მეთქვა თუ როგორ გამაბედნიერა არა მხოლოდ მისმა დანახვამ ამდენი ხნის შემდეგ, არამედ იმ ფაქტმა რომ ის კვლავაც ცოცხალია, ნამდვილია და ჩემს წინ დგას! ღმერთო ჩემო რა ვქნა? რა ვუთხრა? თავიდან ბოლომდე ვთრთოდი.მე თითქოს...მისი მეშინოდა? კი მაგრამ რატომ?
-მეგი!
მის მკაცრ ბაგეს ჩემი სახელი დასცდა, ისევ... ის მიახლოვდებოდა, რამე მეც უნდა მექნა ან მეთქვა.
-შენ გამოიყურები როგორც...
მთლიან სხეულთან ერთად თურმე ხმაც მიკანკალებდა.
-მოჩვენება? - ხმადაბლა ჩაეცინა. მიკვირდა, ცამდე გაკვირვებული ვიყავი, - მე იმაზე ნამდვილი ვარ, ვიდრე შენ გგონია ძვირფასო!
ძვირფასო? ადრე მას მსგავსი სიტყვა ჩემთვის არ უთქვამს.
-ნახე, შეგიძლია ამაში დარწმუნდე, - და ხელი გამომიწოდა. კრთოლვით შევეხე მის გაყინულ თითებს, თითქოს და მისი რეალურად არსებობის გადამოწმებას მართლა ვლამობდიო.
-როგორ? - წავჩურჩულე. - როგორ არ მოკვდი?
-ასე ძალიან გინდოდა ჩემი სიკვდილი? გეთქვა მაშინ თავიდანვე რაღას მაწვალე და შენი თავიც აწამე...
ზუსტად ვიცოდი ამ ყველაფერს რატოც ამბობდა. ნიშნის მოგებით თვალებმოჭუტულმა გამომხედა. გამახსენდა ჩემი ნათქვამი ბოლო სიტყვა ''მოკვდი'', რომელიც მერე საშინლად ვინანე, თუმცა არანაირი მნიშნელობა ამ სინანულს აღარ ჰქონდა.
-მე...
არვიცოდი რა მეთქვა. სინდისის ქენჯნა მახრჩობდა, არაფრით მინდობდა, ერთიანად მგუდავდა. თითქოს მისი მოჩვენება ჩემზე შურის საძიებლად დაბრუნებულიყო ჩემთან. შავი საროჩკის ყელთან მიბჯენილი ღილი შევიხსენი და ღრმად ამოვისუნთქე.
-მეგი, მე აქ შენს დასაცავად მოვედი.
ამ სიტყვებმა ერთიანად დამაბოლოვეს, საშინლად გამაღიზიანეს. იმას უნდოდა ჩემი დაცვა, ვინც საკუთარ თავსაც ვერ პატრონობს და უფრო მეტიც, ზიანს აყენებს?
-დასაცავად? როგორი სასაცილოა, რადგან ბოლოს რომ გნახე საშინელ ამინდში მეხვეწებოდი რომ წავსულიყავი! შენ შეგიძლია ზიანისგან დაცვა, არა? მაშინ რა არის ეს ჭრილობები შენს ხელებზე?
-მეგი, ახლა არ იცი რას ლაპარაკობ, სანამ ყველაფერს არ გაიგებ ამის თქმის უფლება არ გაქვს, უბრალოდ უნდა მენდო, გპირდები ყველაფერს აგიხსნი.
-გენდო არა? მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. ეს უკვე არაერთხელ გავაკეთე და შენ ყოველ ჯერზე მანანებინე. გამატარე, მივდივარ.
ვეცადე ოთახიდან გავსულიყავი, ის კი არ მეშვებოდა.
-მეგი, უნდა მომისმინო!
-ვწუხვარ...გვიანია. ახლა კი გთხოვ, გზიდან ჩამომეცალე და ნუ წამართმევ ჩემს ძვირფას დროს რომელიც ჩემთვის ასეთი ძვირფასია და რომელსაც შენს გვერდით უაზროდ გავფლანგავ!
არ ვიცი ასე ძალიან როდის ან როგორ დავემგვანე ნიკას, ის კი მე. ნიკა რომელსაც მე ვიცნობდი, ნარკომანი, სარკასტული და მექალთანე ნაძირალა იყო და არა ბიჭუნა შარვალ-კოსტუმში მეგობრის მემორიალიდან, რომელიც თავისი ჩადენილი დანაშაულის გამოსწორებას ცდილობს, ეს მომწონდა და გულის სიღრმეში გახარებულიც კი ვიყავი, თუმცა რაღაც არ მიშვებდა მისკენ, რაღაც მაკავებდა. იქნებ სულაც ეს ადგილი, თუ სადაც ვიდექით ჩვენ და ის ფაქტი თუ სადამდე მიგვიყვანა ჩემს მასთან ურთიერთობამ და აკვიატებამ რომ მის ისტორიაში მე მთავარი როლი უნდა მეთამაშა. ეს ყველაზე ტოქსიკური რამ იყო დედამიქაზე! თვალებში შევხედე. ცრემლები წამოსცვივდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას რომ ოთახში სერგის დედა შემოვიდა, რომელიც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ გავიცანი.
-ნიკა, უკვე გაიცანი მეგი? მას არ ვიცნობდი, ჩვენი ნინის მეგობარია, ძალიან კარგი გოგო ყოფილა.
მიუგო ნიკას. როგორც ჩანს მან არ იცოდა რომ მე იმ მანქანის მფლობელის შვილი ვიყავი, რომელი მანქანითაც მისი შილი გარდაიცვალა და რომ ამ უბედურებაში ჩემი ხელიც ერია, თუმცა არც იყო საჭირო გაეგო. კიდევ ერთ ადამიანს იმედს ნამდვილად ვეღარ გავუცრუებდი.
-მართლა? მეგი ასეა? ნათია დეიდა ამბობს რომ ძალიან კარგი გოგო ხარ.
ჩაიცინა ნიკამ და ხელი გამომიწოდა. წამწამები ჯერ ისევ სველი ჰქონდა. იდეალურად თამაშობდა. მეც უნდა ავყოლოდი და როგორცმე ჩემი ემოციები დამემალა, რომლებიც მეგონა შუბლზე მეწერა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ნიკა!
და ხელი ჩამოვართვი. ის აღარ მიშვებდა. ნიკა მეგის არ უშვებდა!
-მე...იცით, მე უნდა წავიდე, სახლში მამა მელოდება, - ხელი გამოვტაცე, - კიდევ ერთხელ ვწუხვარ.
და ქალს გადავეხვიე. მან ტირილი დაიწყო.
-მეგი, ჩაიზე დამეწვიე, - არ ნებდებოდა ნიკა.
-ნახვამდის! - მივუგე ცივად და წამოვედი. ''მეგი არ მიბრუნდე, არ გაბედო მიბრუნება, არ მიბრუნდე...'' - ვუმეორებდი ჩემს თავს ისევ და ისევ. მე ის უნდა მექნა რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემი საქციელით არ ვვამაყობდი. სახლიდან ახალი გამოსული ვიყავი, ფეხით გავლა ვარჩიე, ჩემს ტვინს ჟანგბადის მიწოდება ესაჭიროებოდა. წვიმამ დაუშვა. როგორც ჩანს გიჟი მარტი დგებოდა. ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ამინდიც კი ყველაფერს გრძნობდა. ის ხომ ყველაფერს ხედავდა არა? ხედავდა რომ ჩვენს სამყაროში, სადაც ის სხვადასხვა ხასიათით გვსტუმრობდა ხოლმე, უბედურება ტრიალებდა!
მამას იმ დრომდე არ დაუძინია სანამ მემორიალიდან არ დავბრუნდი. ბუხართან სავარძელში იჯდა და ცეცხლის ალს უხმოდ მიშტერებოდა. თითქოს ვერც გაიგო ჩემი დაბრუნებაო. საათს შევხედე, მალე შუაღამე გახდებოდა.
-გამარჯობა მამა. დეიდა მერი უკვე წავიდა?
-ხოო, დიდი ხანია, აბა ლიზიკოს სახლში ხომ უნდა დახვედროდა. მაცინა დღეს მაგრად.
უცებ გადმოერთო ჩემთან. შევეცადე სახე როგორმე დამეყენებინა და ნაძალადევად გავუღიმე.
-დღეს რაღა მოხდა?
-სახლის გასაღები დაკარგა და გიჟს გავდა. მაგასთან ხომ ვერ მოიწყენს კაცი. ჩანთა ასჯერ მაინც გადაქექა და ბოლოს იცი სად ვიპოვეთ?
-სად?
-ყვავილის ქოთანში!
-მანდ რაღა უნდოდა?
-რავიცი აბა ვიცი? გიჟია ეგ ქალი!
-ისე უხდებით ხოიცი...
-უყურე შენ...
სიცილი მორთო, მერე ლუდი მოსვა. ქილა რომ ჩამოსწია მომაშტერდა.
-რა? - ვკითხე და გული ამიკანკალდა. მსახიობობა აივნებზე ძრომიალივით არ გამომდიოდა.
-აბა კარგად შემომხედე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
ამის კითხვის თანავე თავი ვეღარ შევიკავე და ჩემმა საცრემლე ჯირკვლებმა, რომლებსაც ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მუშაობა უწევდათ, ისევ დაიწყეს რეაგირება. წყვილ-წყვილი ცრემლები ჩამომცვივდა და მამას გადავეხვიე.
-მამა არ შემიძლია.
წამოვიკრუსუნე, უფრო ძლიერად მივეკარი და მხარზე თავი ჩამოვადე.
-მეგი მაშინებ.
-ყველაფერი ასეთი რთული რატომ არის?
-ეეეჰ მეგი, მეგი...ყოველთვის ის რომ ხდებოდეს რაც გვინდა და ისე როგორც გვინდა...შვილო რა მოგივიდა, ფარხმალი როდიდან დაყარე? შენ ის პატარა გოგონა არ იყავი ფერადი ოცნებებით, რომელსაც სამყაროს შეცვლა სურდა? ასე ძალიან როდის მოასწარი გაზრდა?
-მა, მომიყევი რამე რა...
-როგორ გადაგაქვს თემა, რა მოგიყვე?
-არვიცი, უბრალოდ რამე.
-კარგი...ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ, როდესაც შენსავით დაკარგული და გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა, ზუსტად მაშინ ერთ ძალიან ლამაზ გოგონას შევხვდი. შენსავით დიდი თაფლისფერი ბრიალა თვალები და ძალიან გრძელი ჟღალი თმა ჰქონდა. პირდაპირ ასე ზღაპრის წიგნიდან გადმოვარდნილს მოგაგონებდა. ის იყო მზის სხივი, თვით სათნოება...ის იყო გოგონა რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მეგი...
-დედა...
-და იცი როგორ გავიცანით ერთმანეთი?
-ეგ რატომღაც არასდროს მოგიყოლია.
-ეს იმდენად სახალისო ისტორიაა...მოკლედ მამაჩემმა სკუტერი მიყიდა ზუსტად შენხელა რომ ვიყავი, არა მოიცადე არა, ორი წლით უფროსი, ამერია. სვანეთში აგარაკი რომ გვაქვს ხომ გახსოვს? იქ საერთოდ სკუტერის წაღება რათ მინდოდა არ ვიცი, თან მაშინ გზებიც არიყო დაგებული და მეც პირდაპირ მის წინ ამოვყირავდი.
-ვაიმე რა? საწყალო!
სიცილი წამსკდა ეს სცენა რომ წარმოვიდგინე. უცებ მანდ ყოფნა და ამის ნახვა მომინდა.
-ხო, ასე იყო. უცნობი გოგონა მომიახლოვდა. ძალიან მრცხვენოდა. მთლიანად დამტვრეული ვიყავი. ტკივილი გონებას მიბინდავდა. მერე თავი ძლივს ავწიე თვალებში ჩავხედე და...
ლადო გაჩუმდა.
-და? - ვკითხე.
-მერე იცი რა მოხდა?
-რა?
-წამში ყველა ტკივილი გაქრა! ის მიღიმოდა, ანგელოზივით. მერე შეეცადა დავემშვიდებინე, გასწორებაში მომეხმარა. ვერ ვდგებოდი. სახლიდან პირველადი დახმარების ყუთი მოარბენინა და ჭრილობები გადამიხვია ადგილზევე. დანახვის პირველივე წამიდან შემიყვარდა. ყოველ დღე მოდიოდა ჩემს სანახავად. მაგ დროს ის სამედიცინოზე სწავლობდა და ჩემთან ცოცხალ პრაქტიკას გადიოდა. თანაც ძალიან მახალისებო მეუბნებოდა. კინაღამ მეორედ არ დავიმტვრიე თავპირი, მაგ ავარიისთვის უფალს მადლობას ვწირავდი, მიუხედავად იმისა რომ ტკივილს ხანდახან ჭკუიდანაც კი გადავყავდი. ამ ავარიის გამო მამაჩემმა რბოლაში მონაწილეობა ამიკრძალა და მეც ავდექი და კულინარიულზე ჩავაბარე. აბა რა მექნა? ჩემი ბრალი იყო და. სამაგიეროდ ის გავიცანი და როდესაც ფეხზე დავდექი პირველ პაემანზე დავპატიჟე. მახსოვს მაშინაც ასეთი გიჟი მარტი იყო...
ლადომ ღრმად ამოისუნთქა. ამ ისტორიამ ნიკას გაცნობის პირველი ღამე მომაგონა და ღიმილი სახიდან გამიქრა. ზუსტად ამ დროს ჩემი ტელეფონი აინთო. მამას დავეხსენი და დავხედე. ის იყო:

''ფანჯრიდან გამოიხედავ?''

რა? გული კინაღამ საგულედან ამომიხტა. ნეტავ რა უნდა? ჩემი ფანჯარა იგულისხმა? ჩემი? კი მაგრამ...
-ეჰ, კარგია მოგონებები...
დაამთქნარა ლადომ.
-მამა, იცი ძალიან დავიღალე აჯობებს დავიძინო, ტკბილი ძილი.
შუბლზე ვაკოცე და კიბეებისკენ გავექანე.
-მეგი.
დამიძახა ლადომ.
-გისმენ.
-ჩემი სამყარო ხარ!
გავუღიმე და მთელი კიბეები ისე ავირბინე სულელური ღიმილი სახიდან არ მომცილებია. ვერ ვიაზრებდი რომ ჩემს თავს ნამდვილად ეს ხდებოდა. ოთახში შესულს ისეთი განცდა დამეუფლა რომელსაც ვერ ავღწერ. პირი მიშრებოდა, თავი ამტკივდა არ ვიცოდი რა მექნა. უნდა გამომეცვალა? შუქი ავანთე და სარკეში ჩავიხედე რომ ჩემი ტელეფონის ეკრანი ისევ განათდა.

''ვიცოდი(ნიკა)''

აჰ ღმერთო...ის ნამდვილად აქ არის! ეგ არაფერი, ცოტახანს კიდევ მოიცადოს-მეთქი და ტანსაცმლის კარადა გამოვხსენი, ვითომ წითელი? არა, რათ უნდა ეს ბებრუხანა შარვალი? თანაც კიდევ ფანჯრიდან ძაან დაინახავს...აბა ეს ღამის პერანგი? ვაიმე გოგო შენ სულ გაგიფრენია. ეგრე ხო ამოფრინდება მეორე სართულზე...აჰა ესღა მეკლდა, ახლა უკვე საკუთარ თავსაც ვესაუბრებოდი. პანიკა დამეწყო. ჩემს გამო აქ მოვიდა, აქ ჩემს სახლში! ბოლოს ისევ ის ყვითელი სარაფანი გადმოვიღე და ტანსაცმელი გავიძრე. სწრაფად გამოვიცვალე და თმა გავიშალე. სანამ ფანჯარასთან მივაღწიე წყალი დავლიე და კიდევ ერთი შეტყობინება გავხსენი:
''მეგი ჩემი დანახვაც არ გინდა? :/ (ნიკა)''

ვაიმე არა, მასე არ არის! ფანჯარას მივვარდი, ფარდა გადავწიე,გადავიხედე...და მოხდა ის რამაც შეძლო და ორივე გაგვაერთიანა. სამუდამოდ...



№1 სტუმარი სტუმარი მარი

აუუუ სად გააჩერეეე... მალე დადე რა

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი მარი
აუუუ სად გააჩერეეე... მალე დადე რა

მალე დავდებ <3 მიყვარს ინტრიგებიი :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent