შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული (ნაწილი 2) სრულად


4-02-2021, 00:52
ავტორი მერიემ
ნანახია 1 291

საფრანგეთი, პარიზი. 18 მარტი

-უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე, გიორგი- ღიმილით შესციცინა მარიამმა ბიჭს
-იქნებ ცოტახანს კიდევ ვიყოთ- ვერ წყდებოდა ბიჭი მათ წინ გადაშლილ ხედს და საოცარ ჰარმონიას
- მამიდა მელოდება, ხო იცი ინერვიულებს- გოგონას ისევ ეცინებოდა გიორგის რეაქციებზე
- და საერთოდ მარიამ როდის უნდა დაელაპარაკო მამიდაშენს ჩვენზე მერე კი შენს ოჯახს- ისევ წყენით შეეხო ბიჭი მათ ხშირად საკმათო თემას
-მალე გიორგი, ძალიან მალე- ისევ აკოცა გოგონამ განაწყენებულ ბიჭს
-კარგი წავიდეთ- ისიც მალევე მოლბა
- ხვალ გნახავ?- საჭესთან მოთავსებულმა მეორე ხელი გოგონას მოკიდა
- ყველანაირად ვეცდები. ამ ბოლო დროს მამიდა ცოტა აღელვებულია. რაღაც აწუხებს და არ მეუბნება.- გოგონა ისევ ფიქრებს მიეცა
-მარიამ, მოვედით უკვე. დაგეხმარო თუ აძვრები თვითონ გალავანზე- ეცინებოდა ბიჭს გოგოს ოინებზე
- თვითონ, გეთაყვა. პირველია, მეორე თუ მეექვსე- ეცინებოდა მასაც.
- ნინიკო მომიკითხე და მადლობა გადაეცი, მაჭანკლობა დაუფასდება- ორივე ერთ ხმაში იცინოდა
მარიამი ჩუმად გადაძვრა დაქალის სახლის გალავანზე, შემდეგ მის სახლში შეიპარა.
- როგორც იქნა მოხვედი, ძალიან ვინერვიულე. მამიდაშენმა დარეკა და აბაზანაშიათქო ვუთხარი
- კარგი, მადლობა და გიორგიმ დაგიფასდებაო- ეცინებოდა ბიჭის დანაბარებზე და ცოტახანში წინა კარიდან ისე გავიდა ვითომც არაფერიო
- აბა წავედით ბიჭებო?- დაცვას შემოუძახა და ჩვეული სიმშვიდით სახლისკენ გასწია.
გზაში გული აფორიაქებული ჰქონდა, რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. უამრავმა ფიქრმა გაუელვა თავში.
- მაიკლ, მამიდას როდის ესაუბრე ბოლოს?- უკვე მესამე უპასუხო ზარის შემდეგ ვეღარ მოისვენა მარიამმა
- 2 საათის წინ.-დაეჭვდა მაიკლიიც მარიამის დაეჭვებულ კითხვაზე და დაცვის სახლში მყოფ წევრებს დაურეკა.არცერთმა არ უპასუხა. მოსვენებას მაიკლიც კარგავდა. სახლს მალევე მიუახლოვდნენ.
- კარი ღიაა, მაიკლ. მამიდაა- იყვირა გოგონამ და სწრაფად სახლისკენ გაიქცა
- მარიამ, გაჩერდი. ჯერ მე შევალ- დაედევნა მაიკლიც
- მამიდა- ყვიროდა გოგონა როცა შესასვლელთან დაგდებული ორი დაცვის წევრი დაინახა
- ღმერთო, მამიდა, სად ხარ. მამიდა- ყვიროდა ისევ გოგონა და გაგიჟებულმა მისი ძებნა მეორეე სართულზე დაიწყო
-ჯეიმს სასწრაფოს გამოუძახე, ჩქარა- ყვიროდა მაიკლი სამზარეეულოდან. მარიამს წამსვე მოეკეცა მუხლები კიბეებთან, მაგრამ სირბილით დაეშვა
- დაჭრილია, პულსი სუსტად უცემს, სისხლი სდის, სასწრაფოს გამოუძახეთ. ყვიროდა ბიჭი და პირველად დახმარებას უტარებდა სამზარეულოში წაქცეულ ქალს. პულსი თანდათან სუსტდებოდა, ალბათ გულიც წყვედტა მუშაობას... ალბათ...

"გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი"

***
თბილისი. 23 მარტი

სვანეთის აეროპორტში სპეც რეისი დაეშვა. გარშემო უამრავი ადამიანი შეკრებილიყო, ყველა შავებში შემოსილი. მარიამ გიგანი გამოვიდა პირველი, უკან დაცვის წევრები მოყვებოდნენ. ხარბად შეისუნთქა სამშობლოს ჰაერი, თვალი მოავლო მკაცრ მთებს, რომელთაც ჯერ კიდევ თეთრი სამოსი შემოკვროდათ, შემდეგ კი თვალი მის წინ შეკრებილ ნათესავებს მოავლო, რომელთა უმეტესობას არც კი იცნობდა. ვახტანგი ადამიანსაც კი არ გავდა. მარიამი კიბეებთან შედგა და მანამ არ გადაკვეთა ბარიერი სანამ მამიდის უსულო სხეულს ყველა საჭირო პროცედურა არ ჩაუტარდა. ცდილობდა გული არ წასვლოდა, ცდილობდა ძლიერად მდგარიყო...
-აქედან ერთად წავედით, მარო,ახლა ერთად დავბრუნდეთ-ჩაჩურჩულა გოგონამ უსულო სხეულს და ოჯახის წევრებისკენ წავიდა
- მარიამ, შვილო- ამოიტირა ქალმა
-ეს რისი გადატანა მოგიწია, მოგიკვდეს ბიცოლა- ამოიტირა ლექსოს ცოლმაც. ვახტანგს კი თითქოს სიტყვები გამოელიაო, თითქოს სამყარო გაჩერდაო , თითქოს სიზმარიაო... ხან დის ცხედარს უყურებდა ხან კი თავის ერთადერთ ქალიშვილს. ეს მის თავს არ ხდებოდა, არ შეიძლებოდა ვახტანგს ეს დამართნოდა. ვახტანგს, რომელმაც თითქმის ყველაფერი გათვალა. ვახტანგს , რომელმაც ბოლომდე იბრძოლა ოჯახის გადასარჩენად. ეს მის თავს ხდებოდა? განა დაიმასახურა ასეთი სასჯელი? განა ასე შეიძლებოდა ტკენოდა? მათი უსაფრთხოებისთვის არ გადახვეწა ისინი საფრანგეთში? ნუთუ ეს განშორებაც ამაო იყო?!ვახტანგს მარო აღარ ჰყავდა,თავისი მარო... და კი ჰქონდა ახლა რაიმეს ფერი?!
მარიამის ცრემლები თავად იკვლევდნენ გზას. ყველას მექანიკურად მოეხვია. მხოლოდ თორნიკეს მიეკრო დიდხანს, მხოლოდ თორნიკე ეიმედებოდა ამ დროს. თორნიკესთან ეძებდა ნუგეშს და პასუხებს. ძმა ეგულებოდა თავშესაფრად
- წავიდეთ, ყველა პროცედურა დასრულდა, სახლში წავიდეთ-ძლივს ამოთქვა სიტყვები ვახტანგმა
სახლი? სად იყო მარიამის სახლი? მისთვის ეს უბრალოდ ადგილი იყო, რომელსაც ჩუმად სტუმრებოდა ხოლმე. სახლი ისაა, სადაც სულ გელიან, სადაც სულ ყოფნა გინდა. სახლი ის ადგილია, სადაც შენი კუთხე გაქ, ამოჩემებული ადგილი, რომელსაც თავს აფარებ. სახლი, ის ადგილია სადაც ბედნიერი ხარ. და ახლა სად არის მარიამის სახლი? სად არის მარიამის სიმართლე. მარიამის პასუხები, რომელთაც სულ ითხოვდა. ქაოსი იყო გოგონას თავში. ქაოსი და უდიდესი ტკივილი გულის არეში.
-დასაფლავების ამბებს ჩვენ მივხედავთ,ვახტანგ- მზარზე ხელი დაადო ბიძაშვილმა მამაკაცს
-ბევრი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ძმაო- აუბა ლექსოს მხარი მლიქვნელურად ძმამ
-ახლა არაფერზე არ შემიძლია ფიქრი-ძალაგამოცლილმა მამაკაცმა თორნიკეს გვერდით დაიკავა ადგილი, მარიამი ხმის ამოუღებლად მიყვებოდა მათ
-მარიამ, ჩაჯექი- მანქანის კარი გაუღო ძმამ. ისიც მექანიკურად დაემორჩილა.
- დედი, როგორ ხარ?- ქეთევანმა ხელი ხელზე დაადო ქალიშვილს.
მარიამმა პასუხიც ვერ გასცა, მისი ფიქრები, გონება საფრანგეთში იყო, სამზარეულოში მოფუსფუსე მამიდასთან. ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. ნუთუ მართლა აღარ ეყოლებოდა გვერდით ის ადამიანი ვინც გაზარდა, ვინც მთელი ცხოვრება მას შესწირა?
-რომ გითხრა კარგად ვართქო, დამიჯერებთ?-წყენანარევი იყო გოგონას პასუხი
-შვილო უბრალოდ გვითხარი რამე
-საფრანგეთის პოლიციამ თქვა, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. საქმის ყველა მასალა საქართველოს გადმოსცა. ვარაუდობენ, რომ ამ საქმეს საქართველო უფრო კარგად გამოიძიებს, რადგან შეძლებენ დაადგინონ ვინმე მტერი ხო არ ყავდა ოჯახს- თვალი ერთმანეთის მიყოლებით მდგარი კოშკებისთვის არც მოუშორებია ისე დაასრულა თხრობა, მკაცრი იყო გოგონას ტონი
-ჩვენ მტრები არ გვყავს- მკაცრი იყო ვახტანგის ტონიც
- ვახტანგ, გთხოვ დაწყნარდი-ანერვიულდა ქეთევანიც
-მკვლელს ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი, მარიამ-ნაღვლიანი თვალები მიანათა ძმამ
სახლთან მალევე მივიდნენ,რომელსაც უამრავი ადამიანი იცავდა, ყველა შეიარაღებული იყო. კიდე უფრო უამრავი ადამიანი ეზოში ელოდა მარიამების "ჩამოსვლას".
ყველაფერი ტრადიციისამებრ წარიმართა. მარიამმა კი ამ ტრადიციებზე გადმოცემით იცოდა. შავებში შემოსილი სამძიმარს და კომპლიმენტებს იღებდა. არ ესმოდა როგორ შეეძლოთ ამ დროს მის ნათესავებს იმაზე ფიქრი, როგორი გაზრდილი და შეცვლილი იყო ან იმაზე ლაპარაკი ნახეთ როგორ ყვარებია მამიდაო...
- მარიამ, იქნებ ჭამო რამე- ქეთევანი შვილზე ნერვიულობას არ წყვეტდა და აღარ იცოდა როგორ ეშველა გოგონასთვის, რომელსაც უკვე 4 დღე იყო წესიერად არ ეჭამა და არ უძინია. ხმასაც კი არავის სცემდა, ხალხი კი გაუთავებლად მასზე ლაპარაკობდა...
-რა ეშველებათ ახლა, ალბათ ყველაფერი თავიდან დაიწყება და გიგანები სისხლს აიღებენ- მოესმა მარიამს ქალების დიალოგი, როცა სამზარეულოში გადიოდა
-ომი განახლდება თუ ის არ მოხდება რა შეთანხმებაც 18 წლის წინ დადეს- მეორემაც არ დააყოვნა პასუხი
-ერთმანეთს ამოჟლიტავენ. საწყალი მარიამი, არადა თითქოს უსაფრთხოებისთვის გააგზავნეს ასე შორსო-ისევ არ წყვეტდა გაუთავებელ ტიტინს პირველი ქალი
-ანგელოზივით ქალის სიცოცხლე წაიღეს, ვახტანგი ამას არ აპატიებს მათ.
გოგონას წამით თაბრუ დაეხვა, თავში ყველა სიტყვა ერთად უტრიალებდა. ომი? გაქცევა? უსაფრთხოება?სისხლის აღება? შეთანხმება? რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს.
-მარიამ, რამე ხო არ გინდა, დედი- უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ქეთევანი შვილს დათვლაც კი შეუძლებელია
-როდესაც მამიდას დავემშვიდობებით, მთელი ოჯახი შემოვუსხდებით მაგიდას და ყველა ჩემს შეკითხვას, ყველა ჩემს შეკითხვას უპასუხებთ.-სასახლისთვის თვალი არ მოუშორებია გოგონას
-რაა მოხდა,შვილო?
-ახლა არმინდა ამაზე საუბარი
-რამე მითხარი, დედი. დარდს გულში ნუ იკლავ. რამე მითხარი იქნებ შენი წილი ტკივილი მიწილადო. თავს ნუ იტანჯავ- ტიროდა ქალი მოთქმით
-ამ ტკივილს, რომელიც ახლა სხეულში მაქვს გამეფებული, ვერავინ და ვერაფერი შეამსუბუქებს. ერთადერთი ვისაც ჩემი ტკივილის თავის თავზე აღება შეეძლო აი აქ წევს, ჩვენს წინ გაურკვეველი მიზეზით- მარიამის პასუხმა ქეთევანს გული მოუკლა, ვეღარაფერი უპასუხა შვილს, რომელსაც თითქმის არც იცნობდა. შვილს, რომელსაც ვერაფრით ეხმარებოდა. რანაირი დედა იყო ის? წამოდგა, თაბრუ დაეხვა და იქვე სკამს დაეყრდნო, მაგრამ მაინც გავიდა ოთახიდან.
ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს, ყველა ადამიანს თავი სატარებელი ჯვარი აქვს, თავისი ტკივილი, განცდები, ემოციები... ყველას თავისი ბედისწერა აქვს...მაგრამ ქეთევანი თითქოს სადღაც დაკარგულიყო. ღირდა კი ეს ყველაფერი შვილის დაკარგვად? მაგრამ იქნებ ამაზე ფიქრიც კი გვიანი იყო...
მარიამს უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ, ყველა დუმდა. სასახლეს ფეხდაფეხ მიყვებოდა მარიამი დედასთან და ოჯახთან ერთად. ფეხზე ძლივს იდგა, გვერდით ვინმე რომ არ სდგომოდა აუცილებლად მუხლები მოეკვეთებოდა. ეგონა, ამინდი, მთები, ღრუბლები, კოშკები, სახლები,ნასახლარები, მკაცრი მწვერვალები... ეგონა ყველა სულიერს და უსულოს უჭირდა ულამაზესი, ახალგაზრდა ქალის სამუდამო სასუფეველში გაცილება. ეგონა, ყველა და ყველაფერი ტიროდა მასთან ერთად.უკვე სასახლეს დებდნენ მიწაში როცა გოგონა დაუსხლტა ოჯახის წევრებს და გულმოსაკლავი ტირილი დაიწყო
- არ გაუშვათ, გთხოვთ არ გაუშვათ- ეხუტებოდა სასახლეს და ბოლო ხმაზე ტიროდა. ქეთევანს გული წაუვიდა და ქალები მას ასულიერებდნენ
-გთხოვ, არ დამტოვო მარტო ამ ქაოსში, უშენოდ როგორ ვიცხოვრო. ხო მითხარი არ მიგატოვებო. ხო მითხარი მე და შენ განუყრელები ვართო. განდეგილები ვართო და ამაზე დიდხანს ვიცინოდით. უშენოდ ვერ ვიცხოვრებ.ვერ ვიარსებებ. ყველაფერი მასწავლე ამ ცხოვრებაში, მაგრამ უშენოდ როგორ უნდა მეცხოვრა ეგ არ გისწავლებია...არ დამტოვო მამიდა, არ დამტოვო გთხოვ.-გოგონა ძლივს მოაშორა ძმამ სასახლეს...მოთქმით ტიროდა ახალგაზრდა ქალი...მისი მოთქმა ექოდ ედებოდა არემარეს.. უფროსი მარიამი მიწას მიაბარეს...
კაცმა არ იცის უღირდა კი ბუნებას ეს ანგელოზივით ქალი მსხვერპლად? პირველი მსხვერპლი იყო თუ უკანასკნელი? რეალობა ერთი იყო, ერთი სული ჰქონდათ როდის მიაბარებდნენ მარიამს მიწას და ყველას თავისი მიეზღვებოდა...
სახლში დაბრუნებულებს აღარაფრის ძალა აღარ ჰქონდათ, ქეთევანმა ძალაგამოცლილი ქალიშვილი საძინებელში შეიყვანა რამდენიმე ნათესავ გოგოსთან ერთად.უკან დაბრუნებულს მამაკაცები უკვე შეკრებილნი დახვდნენ.
-ახლა ორი გზა არსებობს- მკაცრი და სევდა-ირონია ნარევი იყო თორნიკეს ტონი
-ამ ორი გზიდან ერთი განხილვაშიც კი არ არის და ალბათ მიხვდებით რომელიც. ტვილდიანების ოჯახს საკადრისად დავარტყამთ, ისე რომ შოკიდან კარგა ხანს ვერ გამოვიდნენ.- შემზარავი იყო ახალგაზრდა ბიჭის ხმა. ქეთევანი რამდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა თავის შვილს,სრულიად შეცვლილს. სრულიად სახე შეცვლილს. ნუთუ ამ ომს ყველაფრის განადგურების საშუალება თავისი უმოქმედობით მისცა...
-რას იტყვი ვახტანგ, რომელ ტვილდიანს დავარტყათ?- თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდა ლექსო გიგანს
-მიხეილის ოჯახზე რას იტყვით?-არ ცხრებოდა ლექსოს ძმა ნიკა
-მიხეილს შეეშვით,გელას მიხედეთ-წამოენთო ვახტანგი
-რატო, ბიძაშვილო?
-გელას მიხედეთქო- მკაცრი იყო მამაკაცი
-კარგი, დავიწყოთ გელათი, მოემზადეთ ამ დღეებში უკვე საქმე დასრულებული უნდა იყოს. თორნიკე დაგირეკავ და მზად იყავი. ეს საქმე შენ უნდა დაასრულო-ისევ არ შორდებოდა ბოროტი ღიმილი ლექსოს
სახლი მალე დაცარიელდა,მალე დარჩა საკუთარ თავთან მარტო თორნიკე. იცოდა ოდესმე მოუწევდა ამ წასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ახლა არც კი იცოდა იყო თუ არა მზად.
-მათ მარიამი მოკლეს, მათ მამიდა მოგიკლეს. ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. მარიამს საყრდენი წაართვეს. მოკალი თორემ მოგკლავენ, ყველას მოგიკლავენ...-ესმოდა საკუთარი ეგო...
უკვე ბნელდებოდა მარიამს რომ გაეღვიძა. საკუთარ ოთახში თავი უცხოდ იგრძნო. თვალებზე ხელი რამდენჯერმე აიფარა, როგორ უნდოდა ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, როგორ უნდოდა ეს მისი ტვირთი არ ყოფილიყო.ოთახიდან გასვლას აჭიანურებდა, მაგრამ მამიდის ხშირად ნათქვამი სიტყვები ესმოდა განუწყვეტლივ, "ღმერთი არასდროს მოგივლენს ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ გაუმკლავდები. შენ გიგანი ხარ, მარიამ გიგანი, ყველაზე ძლიერი ქალი"... უკვე ენატრებოდა მამიდა, მისი გმირი მამიდა, რომელმაც ცხოვრება მას მიუძღვნა... ადგომა საბოლოოდ გადაწყვიტა, დრო იყო ოჯახთან ნორმალურად ელაპარაკა,იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ძალიან აგრესიული იყო მათთან.
-მარიამ, გაიღვიძე დედი?-სამზარეულოში შესულ მარიამს დედა ფრთხილად მიუახლოვდა
-გავიღვიძე-გოგონა თავს იდანაშაულებდა დედის ასე დაფრთხობის გამო... ისედაც ნატკენ გულს ისიც ტკენდა, რომ მათი ტკივილი არ გაითვალისწინა
-მოდი, დაჯექი, რამე ჭამე,დედი.-ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა
-დედა-დაუძახა მოულოდნელად. ქეთევანს ეუცხოა ეს ტონი
-ხო, დედი
-მაპატიე.გთხოვ, მაპატიე-ატირდა მარიამი და ძლიერად ჩაეხუტა ქალს. ორი შავებით შემოსილი სხეული ერთმანეთს ძლიერად მიეკრო. გოგონას ეგონა, რომ თითქოს ტვირთის ზიდვა მარტო აღარ უწევდა...
-ჩემო გოგო, მე მაპატიე... შენი ასე შორს ყოფნა მაპატიე-აქვითინდა ქალიც
სამზარეულოში ჩამოსულ თორნიკეს ერთმანეთს ჩაფსკვნილი დედა-შვილი, რომ დახვდა უცებ ბაგე ღიმილმა გაუპო... რამდენ ხანს ელოდა ოჯახის ერთად ყოფნას... ნუთუ ამისთვის ამხელა მსხვერპლი იყო საჭირო
-ჩემი გოგოები უჩემოდ რა დღეში არიან?-სიცილით მიეპარა ქალბატონებს
-თოკ-ცრემლი შეიმშრალა მარიამმა
-როგორ მომენატრეთ ასე ერთად- გიჟივით მივარდა და ორივე ძლიერად გულში ჩაიხუტა...


* * *
ტვილდიანების ოჯახი სრულ ქაოსს მოეცვა. მიხეილმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. პირველ რიგში დაცვა გააძლიერა, მისმა ძმებმაც. გელა ტვილდიანმა კარგად იცოდა, რომ ვახტანგი მიხეილს ხელს არ ახლებდა ამიტომ ის და მალხაზი განსაკუთრებულ მზადყოფნაში იყვნენ.
მარიამის სხეული ახალი ჩამოსვენებული იყო გელა მიხეილს რომ ეწვია.
-აბა, ემზადები ომისთვის, ძმაო?-სასტიკი ღიმილი დათამაშებდა სახეზე კაცს
-ეს რა გააკეთე, ეს რა გააკეთე-ყვირილით მივარდა მიხო მომცინარ მამაკაცს
-ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინნა ჩვენი წინაპრების გამო
-შე არაკაცო, ქალს როგორ შეეხე. ქალი როგორ გარიე- ისევ ყვიროდა მიხეილი და ძლიერად ურტყავდა იატაკზე დაგდებულ კაცს
-ისევ ისეთი გულჩვილი ხარ მიხო
-შე არააადამიანო, მარიამი როგორ მოკალი. იმ უდანაშაულო ქალთან რა გინდოდა. მარიამს როგორ შეეეხე. სადისტო, ეს იყო შენი მიზანი?- ცრემლი ერეოდა კაცს და ალბათ სიკვდილამდეც კი სცემდა მის სისხლსა და ხორცს, რომ არა ალექსანდრე
-მამა, თავი დაანებე- ზიზღით უყურებდა ბიძას ბიჭიც, მაგრამ მამას მისი მოკვლის საშუალებას არ მისცემდა
-გაგვაუბედურა,შვილო, ყველა გაგვწირა. თავისი ოჯახიც და ამას ვერც კი ხვდება. პირველრიგში უდანაშაულო ქალი იმსხვერპლა.ეს როგორ გააკეთე, შე სადისტო-მიხეილს გული ნაწილებად ეშლებოდა. ცდილობდა ცრემლის შეკავებას,მაგრამ არ გამოსდიოდა. ვახტანგის ტკივილი ტკიოდა. ვახტანგის ტკივილს გრძნობდა
-რამეს მოვიფიქრებთ, აუცილებლად მოვიფიქრებთ, მამა- ალექსანდრე სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა
-ისევ ჩვენი ოჯახის ხარჯზე, ალექსანდრე. იცის ისევ ჩვენს კისერზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა- ბრაზი უფრო და უფრო ერეოდა მამაკაცს.
-ეს თემის მოთხოვნა იყო. ეს თემმა ბრძანა, იმიტომ რომ შენ და ვახტანგმა დაარღვიეთ დანათესავების შეთანხმება- ისევ დიდგულობდა გელა.
-და თქვენ არც კი გვკითხეთ ისე გადაწყვიტეთ სამართლიანობის აღდგენა? ისე მოკალით უდანაშაულო ქალი? თქვენ რა იცით ჩვენ რას ვაპირებდით- ალექსანდრეს მცდელბა ნელ-ნელა იმსხვრეოდა
- რაიმეს გაკეთება რომ გსდომოდათ აქამდე იზამდით მამა-შვილი
-კიდევ საუბარს ბედავთ. მე და მამა ამ დღეებში თემს შევხვდებით, თქვენ კი ჩვენს საბოლოო შეთანხმებას დაელოდებით. მანამდე კი კარგად დაიცავით თავი, ვახტანგი მაინც მოგაგნებთ.- მწარედ გაეღიმა ბიჭს
გელამ სახლი უსიტყვოდ დატოვა. მიხვდა, ალექსანდრე მყარად იდგა თავის პოზიციაზე და ომში არ ჩაერთვებოდა. იმასაც მიხვდა, რომ ვახტანგი აუცილებლად იპოვიდა და შურს იძიებდა,მაგრამ არც ეს ადარდება. გელა დიდიხნის წინ გაჩენილ სურვილს იკლავდა, ომი უნდოდა და არ აინტერესებდა დანაკარგი.
- მამა, გთხოვ ნუ ნერვიულობ. აუცილებლად მივალთ მოლაპარაკებამდე. ხო თქვი ვახტანგს ომი არ უნდაო, იქნებ შევძლოთ მისი დათანხმება- ალექსანდრე ისევ გამოსავლის ძიებაში იყო. გამოსავლის,რომელიც დანაკარგს თავიდან ააცილებდათ
- სანდრო, შენი აზრით, ვახტანგი დაგვთანხმდება მარიამის გათხოვებაზე, როცა ჩემმა ძმამ და მოუკლა?
-ვახტანგს უნდა ესმოდეს, რომ ეს ზედმეტ მსხვერპლს თავიდან აგვაცილებს.
-მარიამი მისთვის ზედმეტად წმინდაა, როგორც ვიცი თორნიკე ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და არც ის იქნება თანახმა
-გთხოვ,ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს მე სიყვარულისგან გული მიმდიოდეს,მგონი თვითონაც უნდა ხვდებოდნენ ამას. საერთოდ მადლობა თქვან მაგათი მატრაკვეცა ვინმემ თუ წაიყვანა- გაბრაზება ერეოდა ბიჭს
-ალექსანდრე, შენ მას საერთოდ არ იცნობ- გაუკვირდა კაცს შვილის ირონია
-ძალიან კარგადაც ვიცნობ
-შენ რა მარიამს იცნობ?- გააოგნა ისევ შვილის პასუხმა
-ახლა ამაზე საუბარი არ გვინდა
-შვილო, ამიხსენი რა ხდება
-გამოსავალზე ვიფიქროთ, ახლა დედას და ლიზას უსაფრთხოება ყველაზე მთავარია- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და კაბინეტი დატოვა

* * *
გიგანები სუფრას შემოსხდომოდნენ, ვახტანგი ისევ ხმისამოუღებლად იჯდა სუფრის თავში. არ ლაპარაკობდნენ,მაგრამ ყველა საშინელ ქაოსს მოეცვა
-ომი იწყება?- უცებ იკითხა მარიამმა და ყველას უეცარი ხველა აუვარდა
-რას ამბობ,შვილო?- ქეთევანმა ორი ჭიქა წყლის შემდეგ ძლივს ამოისუნთქა
-სისხლის აღება რას ნიშნავს?-ისევ არ წყვეტდა გამაოგნებელ კითხვებს გოგონა
-ღმერთო, შენ გვიშველე- 3-ს აშკარად გადააჭარბა ქეთევანის პირჯვრის გადაწერამ
-მარიამ, შენ ეს კითხვები... ანუ...-თორნიკე სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს
-სიმართლის ცოდნა მინდა, მგონი ამას ვიმსახურებ
-ახლა ამის დრო არ არის-მკაცრი იყო ვახტანგის ტონი
-14 წლის წინ სამშობლოს მომაშორეთ, თქვენგან შორს გამიშვით. მამიდასთან ერთად მარტოს მომიწია ახალ ქვეყანასთან შეგუება, ყველაფრის თავიდან დაწყება. მარტოს მომიწია საფრანგეთის რიტმისთვის ფეხის აწყობა,მეგობრების გაჩენა, თინეიჯერობა... და პირველი სიყვარული
-სიყვარული?- სწრაფად წამოდგა ვახტანგი თან ისე გოგონამ გაოგნებისგან ვეღარც გააგრძელა
- დაჯექი მამა, ახლა ჩემი მოსმენის დროა- მკაცრი იყო მარიამიც
-ხო, სიყვარული. თქვენ რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავით გეცოდინებოდათ. ძალიან ბევრ რამეში გადანაშაულებთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად აქ ვზივარ. 5 დღის წინ მამიდა ჩამოვასვენე, ქვეყნიდან სადაც მითხრეს რომ პასუხი საქართველოში იქნებოდა. მიჭირს წყნარად ემოციების გარეშე საუბარი,მაგრამ მაინც აქ ვზივარ და ასევე სრული სიმშვიდით ვითხოვ პასუხს, რომელსაც ნამდვილად ვიმსახურებ, ასე არაა მამა?-ამდენი ხნის მანძილზე პირველად მიმართა მამას
-არასდროს მინდოდა შენი ამ საქმეში გასვრა- ვახტანგს გული ნაწილებად ეშლებოდა. სიმართლის დრო იყო და მარიამის რეაქციის ეშინოდა
-მაგრამ მამიდას სისხლით დასვრილ ხელებს რა ვუყო, მამა? მაინც გავისვარე, თქვენი დუმილით რომ უარესი გამიკეთეთ ვერც კი ხვდებით.ნუ აჭიანურებ- მკაცრი იყო მისი ტონი...
-ვახტანგ, დროა- ქეთევანმაც მხარი აუბა შვილს
-ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დაბადებულიც არ ვიყავი- დაიწყო მამაკაცმა რამდენჯერმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მერე- დაიწყო და დღემდე არ გვანებებს თავს. ისტორიას დასაბამი იმდენი ხნის წინ აქვს, ზუსტი წელი არც ვიცით,ჩვენი ვარაუდით, სადღაც ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავია.სვანეთში ორი გავლენიანი გვარი ცხოვრობდა,ორივე პირველობისთვის მებრძოლი გვარი. იარაღით არასდროს უბრძოლიათ, მაგრამ ბევრიც არ აკლდათ. უნდოდათ,საზღვრების,მიწების,დასახლებების კონტროლი განეხორციელებინათ და ამის 50-50ზე გაყოფაც კი არ სურდათ, მაგრამ ეს განდიდების სურვილი ვერცერთმა გვარმა ვერ დათმო, ამიტომ მათ შორის შუღლი ყოველთვის იყო. დიდხანს ესეც არ დასცალდათ, ერთი გვარის წარმომადგენელ გოგოს და მეორე გვარის წარმომადგენელ ბიჭს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდა. წინააღმდეგი,რა თქმა უნდა,იყვნენ, მაგრამ იმდენად ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი, ამ შუღლის გამო დათმობას არ აპირებდნენ... ქორწილი შედგა,ოჯახები დაწყნარდნენ, სხვა გზა არც ჰქონდათ, სვანეთში დღემდე ასეთი წესია, ნათესაური კავშირი წმინდა და ძლიერია და ამის გაწყვეტა დაუშვებელია. მოკლედ, როგორც ამბობდნენ თანაცხოვრებაც კარგად მიდიოდა, სანამ გოგონა მოულოდნელად არ მოკლეს. საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, საკუთარ საწოლში, შვილის თვალწინ.მოკლეს და მაშინ დაიწყო ჯოჯოხეთი,მაშინ დაიწყო უვადო ომი. ომი,თავისი ტკივილით,მსხვერპლით,ინტრიგებით,დაუნდობელი წესებით.
-ვინ მოკლა ქალი?ბავშვს რა ბედი ეწია? ქმარს?- ვეღარ მოითმინა მარიამმა და განერვიულებულმა სიარული დაიწყო
-ნუ მაწყვეტინებ,შვილო- ვახტანგი ფიქრებიდან გოგონას ხმამ გამოიყვანა და თხრობა განაგრძო- ქალის გვარის წარმომადგენლებმა ჩათვალეს რომ ქალი საკუთარმა ქმარმა მოკლა და ცოლის ცხედარს მგლოვიარედ გადაფარებული კაცი ქალსვე დააკლეს თავზე.
-ღმერთო, რა სადიზმია. რა სისასტიკეა- ისევ ვერ იკავებდა ემოციებს გოგონა
-არავის გამოუძიებია რეალურად რა მოხდა, არც არავინ იცის მართლა ქმარმა მოკლა თუ არა. ერთადერთი თვითმხილველი შვილი იყო და ისიც მკვლელობის ღამესვე გააქრეს.
-გააქრეს? გააქრეს ანუ რა უქნეს?- მარიამმა სიარული შეწყვიტა და მამას აკანკალებული მიუახლვდა- მამა, გააქრეს ანუ ბავშვიც მოკლეს?
-ეგ დღემდე არავინ იცის, ბავშვის კვალი დაიკარგა იმ ღამესვე. მთელი სვანეთი საგონებელში იყო, არავინ იცოდა რა მოხდა. კითხვა კითხვაზე ჩნდებოდა, მაგრამ პასუხი არავინ იცოდა. ფაქტი ერთი იყო, ორივე გვარის წარმომადგენელი მოკლული იყო, ბიჭის გვარმა არ აპატია გოგოსიანებს ასეთი სწრაფი,გამოუძიებელი გადაწყვეტილება და დაიწყო ომი. ომი სრული პირდაპირი გაგებით. მარიამ, შენ სხვა ქვეყანაში გაიზარდე, ჩვენი ქვეყნის ადათებს გიყვებოდით, მაგრამ საქართველოს საერთო ადათ-წესისგან განსხვავებული, მარტო სვანეთისთვის სახასიათო წესები გვაქვს.აქაურობის სამართალს განაგებდა თემი, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველა მხარეს უსმენდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. თემის დაუმორჩილებლობა დაუშვებელია. თემის სიტყვა კანონია.
-თემის ყველა კანონი ვიცი, მამა. ის რომ შორს გავიზარდე არ ნიშნავს რომ არაფერი ვიცი.
-მართლა? როგორ?- გააოგნა მარიამისპასუხმა თორნიკე
- მამიდა მიყვებოდა, მაგრამ თან ალამაზებდა რომ არ შემშინებოდა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ოდესღაც მეც მომიწევდა ამ რეალობაში ცხოვრება. მაგრამ ბევრი ქართველი მეგობარი მყავდა, ბევრსაც გუგლში ვკითხულობდი და ასე თუ ისე გარკვეული ვარ.- მარიამმა ძალიან ჩვულებრივად ახსნა, რომ იცოდა ადათ-წესები, მაგრამ თორნიკეს,ქეთევანს და ვახტანგს ხმაც კი ჩაუვარდათ.
-მარიამი კიდე რას გიყვებოდა,დედი- ვახტანგის რეაქციიდან გამომდინარე ქეთევანმა დაუსვა კითხვა შვილს
-ასე კონკრეტულად არ მახსენდება ჯერ. გააგრძელე მომიყევი,მამა. ვინ იყვნენ ამ გვარის წარმომადგენლები. ეს ისტორია ჩვენ გვეხება?- პატარა ონავარ ბავშვს ემსგავსებოდა მარიამი, ცქმუტავდა ინტერესისგან. უცებ ისე გადაერთო სხვა რეალობაში, თავისი დაავიწყდა და სიამოვნებას გვრიდა ცოტახნით სიტუაციის ცვლილება. ვახტანგმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ახლა მთავარზე გადადიოდა...
-ეს ისტორია ჩვენს გვარზეა,შვილო. ჩვენზე და კიდევ ერთ გვარზე.ჩვენ ვართ ამ ომის მონაწილე ერთ-ერთი გვარი, რომელთაც ვალად გვაქვს ძველი, მკაცრი კანონების აღსრულება. ჩვენ ვიმკით ჩვენი წინაპრების შეცდომებს და ზოგჯერ ეს სასტიკ ტკივილად გვიჯდებოდა და ახლაც გვიჯდება- ვახტანხს გულის არეში ტკივილმა შეახსენა თავი და თხრობა შეწყვიტა. გოგონა ცოტახანს გაუნძრევლად, ურეაქციოდ იჯდა.
-მამა, თუ ცუდად ხარ მერე განაგრძე მოყოლა- თორნიკემ წყალი მიუტანა კაცს
- არა, სჯობს დავასრულო
-თორნიკე, შენ? შენც იცოდი?- გაუკვირდა გოგონას, მაგრამ მალევე ის გაუკვირდა თუ რა იყო ამაში გასაკვირი. ის აქ ცხოვრობდა, ის ამას თითონ უყურებდა.რა თქმა უნდა, ეცოდინებოდა.
-პატარაობიდანვე მე და ჩემს ბიძაშვილებს, მაშინ რომ გაგაცანი,ლექსოს, ნიკას და გიორგის, ყველას პაპატარაობიდანვე გვინერგავდნენ ზიზღს, სისხლის სუნს, თემის წესის აღსრულების აუცილებლობას. თავიდანვე გვეუბნებოდნენ რომ ამ მტრობის და შუღლის სათავეში მალე აღმოვჩნდებოდით. უფრო მე, რადგან უფროსი ვიყავი. ყველაზე მეტადაც კი მიფრთხილდებოდნენ, რადგან გვარს უნდა ჩავდგომოდი სათავეში და ომი მემართა, მაგრამ ეს არასდროს მდომებია. არასდროს მინდოდა ვინმეს მოკვლა,იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურდა. დიდ პატივს ვცემდი თემს, ძალიან დიდს, მაგრამ არ შემეძლო დამეხოცა ხალხი, რომელთაც...- აღარ დაასრულა კაცმა
-რომელთაც რა?- არ აცადა შეყოვნება კაცს გოგონამ
-ეს კიდე ცალკე ისტორიაა,შვილო.- გახსენება არ სურდა ვახტანგს
-კარგი, შემდეგ?
-ომს მამაჩემი და მეორე გვარის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ორივე მხარეს დიდი დანაკარგი გვქონდა. ყველაფერი აფსურდს ემსგავსებოდა, ან არ ემსგავსებოდა და ისედაც იყო. ვიღებდით იარაღს და ვისროდით, ისე რომ მიმართულებას აღარ ვუყურებდით. მთავარი იყო გასროლა და მოწინააღმდეგის დაცემა.არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა ეს. არავის უკითხავს იქნებ მინდოდა თავისუფლად ტყეში ცხენით ჯირითი,მეგობრების ყოლა, უნივერსიტეტში სწავლა. არავის არაფერი უკითხავს. ამ გაწამაწიის დროს შემიყვარდა ქეთევანი, მზის სხივი ამ უსინათლო გვირაბში, იმედი ამ უიმედო ყოფაში. დაიბარდა თორნიკე, გარეთ ისევ ქაოსი იყო, მაგრამ გიცავდით. ნებისმიერ დროს გავხდებოდი ყველას ფარი და იმედიანად ვიყავი. მერე მამა გარდაიცვალა და თემმა სადავეების ხელში ასაღებად დრო მომცა. მერე შენ დაიბადე.ათასჯერ გვაქ მონაყოლი საავადმყოფოდან მანქანებიანი ბოდით რომ გამოგიყვანეთ- ეღიმებოდა კაცს წარსულის ამ ნაწილზე
-ხო, მამიდაც მიყვებოდა, ზოგჯერ თუ ვიცელქებდი ზემოთ აშკარად ბოლო წამს გადაიფიქრეს და ბიჭი უნდა ყოფილიყავიო მეუბნებოდა- გაეღიმა გოგონასაც
-მოკლედ, შენი დაბადებიდან მალევე დაგვიბარა თემმა. ვხედავდი, ხალხს აღარ უნდოდა ომი, უკვე ყველა დაღლილიყო. მეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ბიძაშვილები არ ჩერდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად გავიზარდეთ,ყოველთვის განსხვავებნული პოზიცია ეჭირათ და ომის შეწყვეტას არც განიხილავდნენ. ზუსტად მაშინ შეიცვალა მეორე გვარის უფროსი მეთაური მიხეილიც და ჩვენი ინტერესები დაემთხვა. არც მას სურდა ომი
-მამა, ამას დღემდე ვერ ვხვდები, ასე როგორ დაემთხვა რომ შენ და მიხეილი სულ ერთნაირ პოზიციაზე იყავით და დღემდე ხართ- ჩაეძია თორნიკე ამდენი ხნის მანძლზე პირველად
-ამას გადამწყვეტი მნიშნელობა არ აქვს ახლა- თავის არიდება სცადა კაცმა
-და რატო?- არ ნებდებოდა თორნიკე
-გავაგრძელო?- მკაცრად იკითხა კაცმა
- ჯანდაბას- დანებდა ბიჭიც
-თემის შეკრებამდე მუქარის წერილები მომდიოდა, ამიტომ შეკრება დავაჩქარე და ორივე გვარი სრული შემადგენლობით წარვსდექით. მე და მიხეილს შეწყვეტა გვინდოდა, თემსაც, მაგრამ არც მიხეილის ძმებს სურდათ ზავი და არც ჩემს ბიძაშვილებს. თემმა გამოსავალი ნახა და ზავი მაინც შედგა. ზავი, რომელსაც ვადა ამ ბოლო კვირებში გაუვიდა და ომი აღდგა.- დაასრულა მოყოლა კაცმა და თორნიკეს და ქეთევანის სახე ისევ გაკვირვებამ მოიცვა. ვახტანგმა მარიამს სიმართლე ბოლომდე არ უთხრა.ზავის მთავარი პირობა არ უთხრა
- რა შეთანხმება იყო ასეთი, რას გაუვიდა ვადა?- დაინტერესებული გოგონა ადგილს ვეღარ პოულობდა
- ეს წარსულს ჩაბარდა- ისევ არიდებდა კითხვას თავს კაცი.
- მამა, რა იყო ის რამაც ომი გააჩერა- გაგიჟებას იყო მარიამი
-ისეთი არაფერი, დედი. ახლა სიმართლე იცი და იმედია გვაპატიებ დუმილს- ჩაერია ქეთევანი
-მამიდა ამ ომის გამო მოკლეს?- უცებ გამოერკვა გოგონა და სწრაფად წამოხტა ფეხზე.- მამიდა იმათმა მოკლეს?- უკვე ყვიროდა
-მარიამ, დაწყნარდი. ყველა პასუხს აგებს. ამაზე მევიზრუნებ- გოგონას დასაწყნარებლად უახლოვდებოდა თორნიკე
- იზრუნებ? ანუ მოკლავ? ეს რა სამართლიანობააა? შენი ხელებიც სისხლში გაისვრება? ჯერ ხო 24ის ხარ. ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. მამა, შენ მას ამის უფლებას აძლევ?
-ეს ჩვენი ტვირთია, ეს მარიამის გამო უნდა გავაკეთოთ. შვილო, არ ვიცი რა გითხრა, ფაქტია, საფრანგეთშიც ვერ დაგმალეთ. ახლა არვიცი რა ვიღონო.როგორ დაგიცვათ
-არავის დაცვა არ მჭირდება.ღმერთო, თავში ქაოსი მაქ- უცებ ჩაიკეცა ძმის მკლავებში გოგონა და სასწრაფოდ აიყვანეს ოთახში.

* * *
-ანუ ყველაფერი გაიგო?
-არა, შეთანხმების მთავარი პირობის შესახებ არ მოუყოლია ვახტანგს
-ანუ არ იცის რომ აკვნიდან დანიშნულია
-არა, არ იცის. იმდენად გადაიტვირთა ბევრი სიახლით, რომ გული წაუვიდა. საძინებელში აიყვანეს და ექიმს ელოდებიან
-ცუდადაა?სერიოზული ხო არაფერია? არ დამიმალო-ანერვიულდა ყურმილს იქეთ მეორე ხმა
-ვფიქრობ,ემოციური ფაქტორია.
-კარგი, როცა რამე სიახლე გეცოდინება დამირეკე

* * *
-გადაიღალა, დასვენება და სიწყნარე სჭირდება-ექიმი მითითებებს აძლევდა ოჯახს, გოგონა რომ გამოფხიზლდა
-მარიამ, როგორ ხარ?-თორნიკე ძალიან ნერვიულობდა დის გამო
-მეგონა სიზმარი იქნებოდა, აშკარად არაა ხო?-მწარედ ეღიმებოდა მარიამს
-უნდა დაისვენო, ექიმმა არ გადაიღალოსო-საწოლთან ჩამოუჯდა ქეთევანი
-ექიმმა ჩვენი ცხოვრების წესი არ იცის და იმიტომ იძლევა მისთვის მარტივ მითითებებს- ისევ "ეღიმებოდა" გოგოს
დამამშიდებელმა მალევე იმოქმედა და დაეძინა. ოჯახმა კი თათბირი მისაღებში განაგრძო.
-ბოლომდე რატო არ უთხარი,ვახტანგ-ისევ ტირილს იწყებდა ქეთევანი
-არაა საჭირო იცოდეს, მას საფრთხე არც ფიზიკურად და არც გათხოვებით არ ელის.უარესად არ ვანერვიულოთ, ცოდოა დედა, ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრისთვის.
* * *
სიმართლის ძიების გზა მტკივნეულია. მიდიხარ მიზნისკენ, არ ნებდები, არ უშინდები დაპრკოლებებს,გტკივა, ეცემი,დგები,ისევ ეცემი, ისევ დგები, ისევ ეცემი და ასე გრძელდება განუწყვეტლივ... ყველაფერს უძლებ, პასუხებს ეძებ, გინდა იცოდე სინამდვილე, იცოდე შენი რეალობა, გინდა დასრულდეს ზღაპარი...იგებ სიმართლეს და მერე უფიქრდები, იქნებ სჯობდა ეს ზღაპარი. იქნებ, ამ რეალობას სჯობდა ეს შენი ზღაპარი, მაგრამ უკვე გვიანია. რაც არ უნდა ხშირად ისრისო თვალები, რაც არ უნდა ხშირად მიეხეთქოს ფიქრები და სიახლეები შენს თავს, რაც არ უნდა ხშირად ჩაიკეცო ტკივილისგან, შენ ზღაპარში ვეღარ დაბრუნდები. შენ იპოვე სიმართლე ანუ ეს შენი საზიდი ტვირთია, გამოსავალი შეგუება და მასთან ბრძოლაა.ბრძოლა და თანაცხოვრება.



№1  offline წევრი Megioki

ვაიი, თუ მჯერდეს open_mouth open_mouth რა მაგარიააა heart_eyes heart_eyes უჰ, როგორ გამახარე შენ არ იცი heart_eyes heart_eyes აბა წავიკითხო ერთი heart_eyes heart_eyes და დაგიბრუნდები ჩემი მოსაზრებებით laughing laughing

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესოა და ემოციურია ძალიან, ძველი ტრადიციები და დოგმები, წესები რომლებმაც არაერთი მოზარდის ცხოვრება შეცვალეს, მკაცრი მთის კანონები, ტრადიციები ნოვაციით გარეშე, რომლებიც მაინც არის შემორჩენილი მთაში, ძალიან ძალიან საინტერესო თემაა , ვფიქრობ საკმაოდ მძაფრი, სულის და გულის ამაფორიაქებელიი ისტორიააა,, საინტერესოაა პერსონაჟები როგორ გაუმკლავდებიან ამდენ თავსატეხი ერთად. ინტერესით ველოდები ჩემი კუთხის ალათ წესებს როგორ აღწერრ, ძალიან კარგი იყო

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ერთი სული და გული მაქვს როდის წავიკითხავ მესამე ნაწილს. როდის დადებ? ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე, საერთოდ პერსონაჟებზე. მართლა ვერ ვითმენ. ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია იმედი მაქვსძალიან არ დააგვიანებთ. წარმატებები heart_eyes ❤❤

 


№4  offline წევრი Nobodyelse

იმედია მესამე ნაწილს დადებ. დამაინტერესა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№5  offline წევრი მერიემ

Megioki
ვაიი, თუ მჯერდეს open_mouth open_mouth რა მაგარიააა heart_eyes heart_eyes უჰ, როგორ გამახარე შენ არ იცი heart_eyes heart_eyes აბა წავიკითხო ერთი heart_eyes heart_eyes და დაგიბრუნდები ჩემი მოსაზრებებით laughing laughing

იმედია მოგეწონა????????????????

სტუმარი თიკო
ერთი სული და გული მაქვს როდის წავიკითხავ მესამე ნაწილს. როდის დადებ? ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე, საერთოდ პერსონაჟებზე. მართლა ვერ ვითმენ. ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია იმედი მაქვსძალიან არ დააგვიანებთ. წარმატებები heart_eyes ❤❤

არ დავაგვიანებ, მიხარია რომ მოგეწონა, უღრმესი მადლობა????????????????

Nobodyelse
იმედია მესამე ნაწილს დადებ. დამაინტერესა როგორ განვითარდება მოვლენები

დავდებ, ვფიქრობ ძალიან მალე. მადლობა რომ კითხულობთ

Daldoni Daldoni
ძალიან საინტერესოა და ემოციურია ძალიან, ძველი ტრადიციები და დოგმები, წესები რომლებმაც არაერთი მოზარდის ცხოვრება შეცვალეს, მკაცრი მთის კანონები, ტრადიციები ნოვაციით გარეშე, რომლებიც მაინც არის შემორჩენილი მთაში, ძალიან ძალიან საინტერესო თემაა , ვფიქრობ საკმაოდ მძაფრი, სულის და გულის ამაფორიაქებელიი ისტორიააა,, საინტერესოაა პერსონაჟები როგორ გაუმკლავდებიან ამდენ თავსატეხი ერთად. ინტერესით ველოდები ჩემი კუთხის ალათ წესებს როგორ აღწერრ, ძალიან კარგი იყო

საოცრად დამმუხტე, უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent