შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XIII


4-02-2021, 01:33
ავტორი ტესსა
ნანახია 294

ნიკა


-ღმერთო ჩემო! - გავიგონე ვიღაცის აღშფოთებული ხმა ზუსტად ჩემს ზურგს უკან. მივბრუნდი. ვიღაც გაოცებული მომშტერებოდა.
-უკაცრავად? - მას პირველად ვხედავდი, დიდხანს ასე ერთმანეთის ყურების შემდეგ მივუგე, - მემგონი ვიღაცაში შეგეშალე გოგონი.
-არა, ჰაჰ რა შემეშალე, შენ ნიკა არ ხარ?
აჰა...ეს რაღა ჯანდაბა იყო.
-კი, მე ვარ!
-მე ლიზა ვარ! - მომიგო, მზერას არ მწყვეტდა.
-მერე? - ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
-მეგის საუკეთესო მეგობარი... - დააზუსტა. აი თურმე რა.
-მეგი? მეგი აქ არის?
როგორც ჩანს ამჯერად არ შევმცდარვარ...
-დიახ, სადღაც აქ უნდა იყოს... ა, ჰო დავინახე წეღან აი იმ ოთახში როგორ შედიოდა.
ავღელდი.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ლიზა, მოგვიანებით გნახავ ჯერ მეგის უნდა დაველაპარაკო სასწრაფოდ.
-ვაიმე, არ არსებობს! - შესძახა უცებ.
ოხ!
-რა? - ვკითხე ისევ.
-არა, ხო ჩემთვისაც თქო, - დაიბნა უცებ, - კარგი აბა შენ იცი ნიკა. იცოდე გაფრთხილებ, მეგის არ აწყენინო თორე საქმე ჩემთან გექნება, ხო გაიგე?
საჩვენებელი თითით ''დამემუქრა''.
-შენ ყველაფერი იცი არა?
-რა თქმა უნდა მე ხომ მისი...
-კარგი, კარგი...
ლიზას გავეცალე და სასტუმრო ითახისკენ გავეშურე. მე მას ვნახავდი...კიდევ ერთხელ გავიგონებდი მის ანგელოზივით წკრიალა ხმას. ვიაზრებდი თუ რამდენად ეგოისტი ვიყავი და როგორ ვტკენდი გულს...და თუ მართლა მოვკვდები ახლო მომავალში, მანამდე მაინც აუცილებლად გავაბედნიერებ, თუმცა პირველ რიგში ის უნდა დავიცვა, ამისთვის კი უნდა შემოვირიგო...



***
არ ვიცი რატომ მეგონა რომ მეგის შემორიგება ასეთი მარტივი იქნებოდა. ამ დროის განმავლობაში კიდევ ვერ გავიცანი? თანაც, ის ისე მიყურებდა როგორც უცხოს, თითქოს ერთად ეს ყველაფერი არც გამოგვევლოს...მან არ მოისურვა ჩემთან ლაპარაკი, არ მოისურვა ამის დედაც! თითქოს რაღაც ისევ დაიმსხვა ჩემს შიგნით! რაღაც რაც ალბათ აღარასდროს გამთელდებოდა.
საერთოდ ცხოვრება შემდეგნაირად წარმომედგინა. დაბადება, ეს რა ჯანდაბაა? და სიკვდილი. თუმცა, ჩემთან აშკარად განსხვავებულად მოხდა. ყველაფერი იმაზე უფრო მეტად ჩაიხლართა, ვიდრე საერთოდ ამის წარმოდგენა იყო შესაძლებელი. ჩემს სამყაროში სიკვდილსაც კი თავისი საფეხურები გააჩნდა...პირველად როდესაც ამ თამაშის არსებობის შესახებ ასე სრულიად შემთხვევით გავიგე, ჩემთვის სასაცილო გახდა, იმათზეც კი ვკაიფობდი ვინც ამ საკითხს სერიოზულად, მთელი მონდომებით ეკიდებოდა. მე სრულიად არაფრის მიზნით გადავწყვიტე გამევლო ის ცხრა ეტაპი, ან შეიძლება ინტერესი მკლავდა...ჩემი ცხოვრება ხომ მანამდე სრულიად უმნიშვნელო იყო და არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა...შეიძლება იმ მომენტში ვიფიქრე კიდეც რომ სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი. მაშინ მომწონდა თუ როგორ ვიზიდავდი უბედურებას ერთმანეთის მიყოლებით, თუმცა მერე რაღაც შეიცვალა. დავინახე რომ, ეს უბედურება და ეს ზიანი მხოლოდ მე კი არა, ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებსაც კლავდა ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ. ამის გაანალიზების შემდეგ ცხოვრების შეცვლა განვიზრაზე. აი ასე, პირველ რიგში საიტიდან წამოვიდოდი და ჩემს მეგისთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდი, გადავარჩენდი კატოს, მივცემდი შანსს დედაჩემსაც და ვიცოცხლებდი სერგის ხსოვნის მოსაგონრად. ამისმა გაფიქრებამაც კი უზომოდ ბედნიერი გამხადა. თურმე რა ლამაზად მოდის ბედნიერება და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია მას შენს ცხოვრებაში.
საერთოდ რა არის ბედნიერება? ის ადრენალინს ჰგავს, სხეულში გეპარება ჯერ ნელა და შეუმჩნევლად, მერე კი ერთიანად და ეს აურა ბედნიერების შენს ირგვლივ ყველას და ყველაფერს ეხება და საგნებსაც კი აცოცხლებს! შენც აღარ ფიქრობ აღარაფერ დანარჩენზე რამაც შეიძლება ცუდი შეგრძნებები გაგახსენოს და მხოლოდ იმ ერთ რაღაცაზე კონცენტრირდები, რამაც შეიძლება გაგაბედნიეროს და მე ვფიქრობ ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ჩემი ბედნიერების კონცენტრატორი ახლა ჩემზე იყო ნაწყენი, მე ვფიქრობ ცხელი ნიუსები მას გააბედნიერებს! არ ვიცოდი როგორ მაგრამ ეს რამენაირად მისთვის უნდა შემეტყობინებინა. ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მისი ხერხებისათვის მიმემართა. ახლა ჩემი ჯერი იყო, ახლა მე უნდა მემოქმედა, ახლა მე უნდა გამერისკა!




***

ტელეფონი ავიღე და ახალი შეტყობინების წერა დავიწყე მეგისთვის.

''წაიკითხე?''

აქამდე არც კი ვიცოდი რომ სხვა გრძნობათა შორის ისეთებიც არსებობდნენ, რომლებიც ადამიანებს მსგავსი სიგიჟეების ჩადენაში შეუწყობდნენ ხელს...სასიამოვნო სიგიჟეების! მე ვიდექი შუა ღამეს მეგის სახლის წინ წარწერით ხელში: ''მე მსურს სიცოცხლე!''
მეგი ამის წაკითხვაზე სიხარულისგან კინაღამ ფანჯრიდან არ გადმოხტა. მას ასეთს რომ ვხედავდი მისი სიხარული მეც მედებოდა. უბედურებასთან ერთად ბედნიერებაც გადამდები ყოფილა...და სიცილიც. სიცილს ვერ ვწყვეტდი, ჩემი გულიც უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ცემას. მეგონა მალე ფრენასაც კი შევძლებდი. არ ვიცოდი რა მჭირდა, მაგრამ ეს ძალიან მომწონდა, და ამას არც ვეწინააღმდეგებოდი. მერე ისევ მივწერე:

''შენთან ერთად...''
დიდხანს გაღიმებულმა მიყურა ფანჯრიდან. ბოლოს დაორთქლილ მინაზე გული მოხაზა და გაუჩნარდა. ისე გაქრა ეგეც ვიფიქრე ხომ არ წაიქცა თქო, მაგრამ მერე მისი ოთახიც დაბნელდა და მეც მივხვდი რომ უკვე უნდა წავსულიყავი. გზის მეორე მხარეს რომ გადავედი მივწერე:

''ხვალ რომელზე?''
პასუხი ეგრევე დამიბრუნა:
''გაგიჟდი? არანაირი ხვალ, უკვე ვიცმევ!''
ჰაჰ, რა თქმა უნდა, ეს ხომ მეგია! სხვას რას ველოდი? სიხარულით ისევ მისი სახლისკენ გავიქეცი. მაღლა ავიხედე და დავინახე თავისი ოთახის ფანჯრიდან როგორ ეფოფხებოდა. ეგ ახტაჯანა! როგორ შეიძლებოდა არ გამცინებოდა? ის გიჟური ღამე გამახსენდა ისევ. დღემდე არ მესმის უცხო ბიჭის სახლში შეპარვა როგორ გაბედა, თუმცა ახლა მას ამ საქციელისთვის მადლობას ვუხდიდი.
-დაგიჭირო?
ავძახე ხითხითით.
-ჩუმად იდიოტო!
თვალის დახამხამებაში ის ჩემს წინ გაჩნდა საღსალამათი. გიჟია ეს გოგო! ქურდივით ეცვა. დავცინე.
-მეგი ახლა კრიმინალი გახდი?
-აჰაჰაჰ, ხო შენსავით, - სარკასტულად ჩაილაპარაკა, მერე იკითხა, - აბა, რას ვაკეთებთ?
-რას ვაკეთებთ და ყველა იმ ოცნებას ვასრულებთ, რომელზეც ოდესმე მოგიყოლია!
სახე გაებადრა, მაგრამ ორ წამში ისევ დაიბღვირა. პატარა ბუტია ბავშივით იყო. კაპიუშონი მოიხადა და მიპასუხა:
-ხო? რაღაც ეგეთი არაფერი მახსენდება, რავიცი...
-მაღლა აიხედე, ვარსკვლავებს ხედავ? მე მაგ ვარსკვლავების არსებობაც კი მაბედნიერებს! შენით თუ არ გაიფერადე ცხოვრება, სხვა შენს ადგილას სულ არ გააკეთებს ამას...
-ვერ ვიჯერებ! - სახეზე ხელები აიფარა, ხტუნაობა დაიწყო - ვერ ვიჯერებ რომ ეს გახსოვს...
მომენტი დავიჭირე:
-და წვიმაში კოცნაზე რას იტყოდი? - უცებ სახიდან ხელები ჩამოიღო და გაოცებულმა შემომხედა, ერთხანს ხმა ვერ ამოიღო. დიდი ინტერესით ვუცდიდი, მის ყველა შერხევას, თითოელ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ვითვლიდი. მერე დარცხვენილმა მომიგო:
-მაგრამ, მე შენთვის ეს არასდროს მითქვამს...
-არა, მაგრამ მეხვეწებოდი, თვალებით, აი ასე ხედავ?
საწყლად შევხედე და თვალები მოვჭუტე. ვცდილობდი მისი იმიტირება მომეხდინა.
-არამზადავ!
საპასუხოდ მხოლოდ წიხლი მივიღე მუცელში.
-მართლა? კარგი მეგი რა...
-არ გაბედო და არ გაიცინო! იცოდე ვილოცებ რომ ამაღამ არ გაწვიმდეს!
-ამაღამ თუ არა, ოდესმე ხომ მაინც იწვიმებს, არა?
-ოდესმე?
-ხო, ჩვენ ხომ ახლა მთელი მარადისობა გვაქვს!




***

-ქალბატონო ნატა, იცით რაშია საქმე?
რამოდენიმე დღის შემდეგ, როგორც იქნა ჩემს კაფეში ტატოს დედას შევხვდი. ძალიან მეშინოდა სიმართლის თქმის. ეგ კანონების მიხედვით აკრძალული იყო, თუმცა მე დიდი ხანია მათ აღარ ვიცავდი. ეგ კი არა, ჯერ ის შეტყობინებაც გასაშიფრი მქონდა, რას ნიშნავდა შემდეგი სიტყვები; ''თქვენ მიემართებით ჯოჯოხეთისკენ, შემდეგი გაჩერება მეგი?'' გახსენებაზეც კი ცუდად გავხდი. თუმცა, დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს ვიზავდი რაც შემეძლო. ახლა სასწორზე კატოს ცხოვრება იდო და სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი იმ მომენტში. ხო, არასდროს მენახა ის რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი უბედური იყო, როგორიც მე ერთ დროს. მეგიმ კი მასწავლა რომ ყოველთვის უნდა დავეხმარო ადამიანებს, თუნდაც უცხოები იყვნენ ისინი. ჩემს გარდა სიმართლე არც არავინ იცოდა, ამიტომ მისი გადამრჩენელი მხოლოდ მე გამოვდიოდი. კატოს სინამდვილეში ძალიან კეთილი გული ჰქონდა, მე ამის მჯეროდა...ასე არ უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი და არც დასრულდებოდა!
-გისმენ შვილო...
-მოკლედ...ჯერ მინდა გაიხსენოთ და ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი ქცევები კარგად ამიღწეროთ. სახლში აღარ მოდიოდა, სმენისთვის და ნერვებისთვის საზიანო მუსიკებს უსმენდა და საჭმელს აღარ ჭამდა არა? ეგ ვიცი...კიდევ? კიდევ რას აკეთებდა? ანუ, რაიმე უჩვეულო არ შეგიმჩნევიათ? რაღაც აუცილებლად იქნებოდა...მისმინეთ, კატო სერიოზულ შარშია და შეიძლება უბრალო რამეც კი ძალიან წაგვადგეს, გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ და გაიხსენოთ...
-არც კი ვიცი ნიკა...მე მთელი დღე ისედაც სამსახურში ვარ, ჩემი გოგონასთვის ყოველთვის ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა, მას სათანადო დედობას ვერ ვუწევდი. უკეთესად რომ მიმეხედა მისთვის, უკეთესი დედა რომ ვყოფილიყავი...ღმერთო...
ტირილი აღმოხდა. ახლა დრამების დრო იყო? შევეცადე ქალი როგორც შემეძლო დამემშიდებინა, მაგრამ საერთოდ არ გამომდიოდა. მაგის მაგივრად გინება მადგებოდა პირზე, თუმცა მეგიმ მითხრა სანამ ცუდ სიტყვას პირიდან ამოუშვებდე, ჯერ მე გამიხსენეო. იცის რასაც აკეთებს რა...რა ვქნა? მასზე რო ვფიქრობ ყველაფერი კარგი მახსენდება რაც კი ამ ქვეყნად არსებობს...ის ვანილის ნაყინი და მართლაც რა კარგი ყოფილა უბრალოდ ვარსკვლავების ცქერაც კი...მეგი არ ცდებოდა, ჩვენ დაუსრულებელი სურვილების სია გვქონდა, რომელსაც ერთად აუცილებლად ავასრულებდით...
-ქალბატონო, ჩვენ ერთად ვუშელით კატოს, უბრალოდ უნდა მითხრათ. მერე კი მე შევეცდები ყველაფერი მოგიყვეთ.
-ისე იცი რა? სინამდვილეში არის რაღაც...ის ბავშვობიდან იზრდიდა თმას, უფრო მეტიც მისი სიამაყე იყო, როგორც თვითონ ამბობდა, - დავიძაბე, თუმცა არ შევიმჩნიე, - სამი თვის უკან მთხოვდა კიდეც, ვარდისფერ ზოლებს გავიკეთებო. მერე კი უცებ ადგა და ძირში გადაიჭრა...შვილო ნეტა იცოდე რას დაემგვანა, გული ცუდად გაგიხდებოდა, - ვერ ვუთხარი რომ ამ სანახაობის მომსწრე მეც გავხდი, ეგ კი არა ეგეც სრულიად შესაძლებელი იყო რომ კატოს ჩემთან დარეკვა და ამის ჩადენა გამიზნულად დაავალეს, რომ მე გამეგო, მე მივმხვდარიყავი...საწყალი გოგო კი ჩემს გაფრთხილებას როგორ ცდილობდა...
ჩვენს მაგიდასთან ჩემი უფროსი მოვიდა:
-ბიჭო, კლიენტთან რას ჩამომჯდარხარ? წადი იმუშავე! - შემომიბღვირა.
-ბატონო, ყველაფერი რიგზეა, აქ ჩემი თხოვნითაა, ნუ დასჯით, - უთხრა ნატამ იმ ბებერს არასდროს რომ არ მასვენებდა. ერთი საზიზღარი ტიპი იყო. იმ ჩემს ღიპიან მანდატურს მაგონებდა რაღაცით. სკოლა! იქნებ აჯობებდა დავბრუნებულიყავი? მაგრამ არა, იქ ყველაფერი სერგის გამახსენებს...
-ქალბატონო, აქ საქმეა გასაკეთებელი, ვინ მოემსახურება ამ ხალხს თქვენ? ბიჭო მეორე მაგიდასთან ერთი კაპუჩინო და ბრაუნის ნაჭერი მიიტანე, მიდი. თქვენ არაფერს ინებებთ? - ისევ ქალს მიუბრუნდა.
-არა, გმადლობთ.
-როგორ არა, ჩაის მიირთმევს, - ვუპასუხე და ნატას თვალი ჩავუკარი. გავჩურჩულე გპატიჟებთ-მეთქი.
ცოტახანში ჩვენს მაგიდასთან ორი ლიმნიანი ბალახის ჩაის ჭიქით ხელში დავბრუნდი. ქალმა გამიღიმა და აღნიშნა:
-ნიკა, შენ მართლაც შესანიშნავი ბიჭი ხარ!
''აჰაჰ. კი აბა რა''
-დამიჯერეთ, ეს დიდი ძალისხმევის ფასად მიჯდება და არც კი ვიცი როგორ გამომდის, - ვერ დავუმალე და სიწითლემოწოლილმა სასწრაფოდ ჩავღუნე თავი.
-გადასარევად! გადასარევად გამოგდის! ხო, რას ვამბობდი?
-კატოს თმაზე მიყვებოდით.
-ხო, აი როგორც ის პირსინგი...დამიჯერე ვეხვეწებოდი ყური გაეხვიტა, საყურეებზე აფანატებდა, ისე კიდევ თავს იგიჟებდა მეშინიაო. ამას წინათ კი სახლში რომ დავბრუნდი პირსინგიანი დამხვდა, კიდე წარბთან რაღაცა ეშმაკის ნიშანი ეხატა. ტიროდა. კინაღამ გული გამისკდა.
-რა თქმა უნდა! ქმედებას მოსდევს დავალებები. ისინი შენს ყველა სისუსტეს ზეპირად შეისწავლიან!
-ნიკა, ვინ ისინი?
-ავაზაკები, ეშმაკები!
-შვილო, ნუ მაშინებ.
-გახსოვთ, რომ გთხოვეთ კატო ინტერნეტამდე არ მიუშვათ მეთქი?
-კი, მერე?
-ხომ არ შეძლო მიკარება? იქნებ ტელეფონი მოიპარა? ან რავიცი...
-სამსახური მივატოვე იმის გამო რომ მთელი დღე მის გვერდით ვყოფილიყავი ეგ რომ არ ექნა. გული რაღაც უბედურებას მიგრძნობს. შენი სიტყვების სიმართლეში კი მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ფეხებში ჩამივარდა ტელეფონი დამიბრუნეო და უარი რომ მიიღო ისევ შეტევა დაემართა, ან შეიძლება დაიმართა კიდეც რომ შემბრალებოდა. რა თქმა უნდა შემებრალა, დედის გული სულ სხვაა.
-და? მიეცით?
-არა ნიკა...არ მივეცი, რა ხდება? ეს ასეთი მნიშნელოვანია? რაში გაყო ჩემმა გოგონამ თავი, ან შენ რა შუაში ხარ? მომიყევი გისმენ, უფლება მაქვს ვიცოდე.
-ახლავე განახებთ ყველაფერს.
ტელეფონს ხელი დავავლე ჯგუფში შესასვლელად. თითქმის ათი დღე გავიდა, რაც აღარ შევსულვარ და რაც მათგან აღარაფერი მსმენია. თუმცა, მათ რათქმაუნდა ეცოდინებათ ჩემზე ყველაფერი. სასწრაფოდ უნდა შემეცვალა ნომერი და ცოტახნით კომპიუტერსაც აღარ გავკარებოდი. არ მგონია ეს ყველაფერი მართლაც ასეთი სერიოზული იყოს, უბრალოდ კატო და კიდევ ძალიან ბევრი მისნაირი სუსტის ნებისყოფის ადამიანია, მე კი არ ვარ! მორჩა, დასრულდა გონების კონტროლი! მე ამას დავამარცხებ, რადგან მე ამაზე ძლიერი ვარ!
გადავწყვიტე რომ კატოს დედას ყველაფერს ვაჩვენებდი და ყველაფერში გავარკვევდი, მაგრამ ტელეფონი რომ ჩავრთე, მეგის გამოტოვებული ზარი და ორი შეტყობინება დამხვდა. ერთი მისგან, ერთს კი ისევ უსახელო მწერდა:

''დაუბრუნდი თამაშს, თორემ თვითონ დაგიბრუნდება იგი!''

შიშმა ამიტანა ეს ყველაფერი ერთმანეთთან რომ დავაკავშირე. მთელი ის დრო თავში ისედაც ის საშნელი შეტყობინება მიტრიალებდა, ახლა კიდევ ეს...
-რა მოხდა? ფერი დაკარგე...
-უკაცრავად, სასწრაფოდ უნდა დავრეკო.
-მშვიდობაა?
პასუხის გაცემა ვეღარ მოვახერხე, ხელის კანკალით ავკრიფე მეგის ნომერი და პირველად ცხოვრებაში ღმერთს დახმარება ვთხოვე. ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. ცოტაც და გავგიჟდებოდი, რომ მან თავისით დარეკა. ანუ ღმერთი მართლა არსებობს? გულზე მომეშვა.
-მეგი, კარგად ხარ?
-ჯერ-ჯერობით...ახლა ხომ ცაზე მზის სხივებია! ჰო, ჰო, ხოდა რატომღაც ახლა მოუნდა წვიმას გადაღება! თქვი რომ შენც გინდოდა იმ ღამეს გაწვიმებულიყო. არა? სულ ცოტათი მაინც არ გინდოდა? აი ამხელათი...ჰაჰ, აი მე კიდევ მეხის ჩამოვარდნაზეც თანახმა ვიყავი...ოღონდ, ოღონდ შენთვის...აჰ!
-მეგი, შენ რა დალიე?
-არაფერიც, სულ ცოტათი...სად ხარ ნიკა? შენთან მინდა.
-ოხ მეგი, სამსახურში ვარ.
-რას აკეთებ?
-რას უნდა ვაკეთებდე გოგო? მაგიდებს ვემსახურები და ჭურჭელს ვრეცხავ, აჯობებს დაიძინო.
-არა, არა და არა! ამაღამ მამა სახლში არ იქნება, ესენიც დაიძნებენ და...
-მოიცა, ვინ ესენი?
-გოგოები ჰო...მე კიდევ დაგელოდები. იცოდე მოდი!
-კარგი ხო, მალე მოვალ.
ოხ მეგი...გავგიჟდი კინაღამ. ნატას მივუბრუნდი.
-მიდიხარ?
მკითხა.
-ჯერ ვერსად წავალ. მინდა ყველაფერი გიამბოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია...
მოყოლა დავიწყე და რაც შემეძლო ყველაფერი ვუთხარი. ამის შემდეგ შეშინებულმა ნატამ კატოსთან საავადმყოფოში სტუმრობა და მასთან ლაპარაკი მთხოვა. მე მოვუბოდიშე და შემდეგ კვირას ვიზიტს აუცილებლად დავპირდი. გავაფრთხილე რომ უჩემოდ არაფერი მოემოქმედა და უბრალოდ დამლოდებოდა. მეგის კი მეტს ვეღარ მოვატყუებდი. მისთვის როგორმე ეს ყველაფერი უნდა მომეყოლა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ არა ისე მშრალად როგორც ნატას მოვუყევი. ნატამ მხოლოდ ის იცოდა რაც საჭირო იყო მისთვის და მისი შვილისთვის. მეგიმ კი...მან ხომ არაფერი იცოდა, არ იცოდა თუ რამხელა საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ იმის გამო რომ მე ვუყვარდი. რა ამაზრზენია, მას სიყვარულის გამო სჯიდნენ? იმის გამო რომ ჩემთვის სულერთი არ იყო? და ყველაზე საშინელება ის იყო რომ ამ საქმეში ვერავის ჩავრევდი...საერთოდ ვერავის. გადავწყვიტე ჯერ სახლში გამევლო და მოვწესრიგებულიყავი, სანამ მეგისთან წავიდოდი. მერე კი ყველაფერი ბევრად უფრო გართულდა. შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა სხვადასხვა ნომრიდან. მათ იცოდნენ ყველაფერი ჩემს შესახებ და ისიც კი თუ რა ერქვა ჩემს კაფეს, რომელშიც ვმუშაობდი. მწერდნენ რომ გადარჩენაზე ფიქრი ზედმეტი იყო, რომ უკვე ღრმად შევტოპე, რომ თუ პოლიციას, ტელევიზიას ანდაც სხვა რაიმე მსგავს ორგანიზაციას შევეხებოდი, ისინი მომაკითხავდნენ მე, თუმცა უფლება არუნდა მიმეცა მათთვის ჩემი იმედი და რწმენა შეერყიათ რომ ოდესმე შევძლებ და დავეხსნები ამ უბადრუკ ჭაობს სამუდამოდ! ადრე ეს მე ხსნა მეგონა, ახლა კი რომ ვიხსენებ ნამდვილი სირცხვილი მგონია. ჩემი ბნელი წარსულისდა მიუხედავად, კიდევ არსებობდა უამრავი შანსი იმისა რომ ღირსეულად მეცხოვრა.
სახლში რომ მივედი კიბეებზე ჩამომჯდარ დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭს მოვკარი თვალი. ეს ვინღაა- მეთქი. რო დამინახა ეგრევე წამოდგა და მომიახლოვდა.
-ნიკა, ხო? - ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გავხდი.
-კი, მე ვარ!
-ხო გიცანი კიდეც, გამარჯობა ნიკა.
-მიცანი? ვინ ხარ?
ეს უცნობი ზედმეტად გამაღიზიანებელი მეჩვენა.
-მე თაზო ვარ.
-და?
-სექტიდან!
ესღა მეკლდა! თვალები გამიფართოვდა, ერთხანს შევყურე ავათვალიერ-ჩავათვალიერე, მერე სახლში შევიპატიჟე. სხვა გზა მქონდა?
-მირჩევნია გავიაროთ.
-კარგი, ისედაც მეგობართან მივდიოდი, შეგიძლია სახლამდე გამომყვე.
ეს რა ვუთხარი? მართლა დებილი ვარ თუ რა ხდება? როცა მივხვდი ამ სიტყვების თქმით და მისი მეგის სახლამდე მიპატიჟებით მეგის რამხელა პრობლემას შევუქმნიდი(დავუმატებდი უფროსწორად), ეგრევე გადავაკეთე:
-ან იყოს, მოგვიანებით გავუვლი.
-მესმის.
-უკაცრავად?
-მესმის რომ არ გინდა მეგის ზიანი მიადგეს.
-შენ იცნობ მეგის? - კინაღამ გავგიჟდი როცა მისგან მეგის სახელი გავიგონე. აღარ მოეშვებოდნენ ამ გოგოს? ახ, სულელო ნიკა... ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-მე არა, ისინი იცნობენ! ნიკა სექტაში უნდა დაბრუნდე.
ადგილზე გავშეშდი. მერე გიჟივით გადავიხარხარე.
-შენთვითონ გესმის რას მთხოვ?
-ძალიან ცოტანი დავრჩით. ახლა მეექვსე ეტაპის მეათე რაუნდზე ვართ.
-მეათე რაუნდზე?
-ჰო, რაღაცეები შეიცვალა შენი წასვლის შემდეგ. დღემდე ყველა შენზე წერს ჩათში. ის ვიდეოც როგორი პოპულარული გახდა ნეტა იცოდე...მაგრამ, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს უნდათ მოგბაძონ უბრალოდ გამბედაობა არ ჰქოფნით.
-და სიკვდილის გამბედაობა ჰყოფნით? -თავი ვეღარ შევიკავე და ავყვირდი.
-ვერა, ბევრი გიჟდება.
-როგორც კატო?
-კატოს რა მოუვიდა?
მკითხა შეცბუნებულმა.
-შენ არ იცი? ახლა ფსიქიატრიულში წევს.
-ჩვენ კი გვეგონა მოკვდა...
ისე უბრალოდ წარმოთქვამდა ამ სიტყვებს, მასზე კიდევ უფრო მეტად გავღიზიანდი. არადა ერთი შეხედვით უბრალო ბიჭი იყო. თაფლისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა, სიმაღლეში მეწეოდა. მომეჩვენა რომ ზედმეტად სუფთად და ლამაზად ეცვა თვითმკვლელის კვალობაზე.
-ისე მოთამაშეს არ გავხარ...
გამოვუტყდი.
-ხო? არადა შენი წასვლის მერე ლიდერი მე ვარ!
ახლა ამან თავი შეიქო?
-ხოდა მითუმეტეს.
უცებ ისევ შეცბა. რაღაცის ძალიან რცხვენოდა. მერე ჯიბიდან მარჯვენა ხელი ფრთხილად ამოიღო და დამანახა. ხმას ვერ იღებდა, თვალებს ძირს ხრიდა. უნებლიედ წამოვიყვირე ამ საშნელი სანახაობის დანახვისას. მას მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი თითქმის მთლიანად მოჭრილი ჰქონდა.
-მე მხატვარი ვიყავი... - სინანულით ჩაილაპარაკა და ხმა ჩაეხლიჩა, - ნიკა უნდა დაბრუნდე!
ჩემი გმირობის სიას სახელები ემატებოდა.
-იცი რა? შენც წამოდი. წამოდი ჰო, ერთი მაგათიც, რას გიზავენ? მესმის, ვხვდები და ვწუხვარ შენს გამო, კატოს გამოც და ყველა იმ ბავშვის გამოც, რომელიც ცხოვრებას იუბედურებს და სულს იმახინჯებს, მაგრამ ეს უნდა შეწყდეს! უკვე დროა... ვერ გეტყვი დაიკიდე მეთქი, სანერვიულო ნამდვილად არის, მაგრამ ისინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ! შეხედე რა კარგად ვარ! რა მიქნეს? სიკვდილზე უარესს ხომ ვერ დამმართებენ არა? ე ბიჭო გამოფხიზლდი რა, ისინი უბრალოდ ფსიქოფატი ნარკომანები არიან და მეტი არაფერი. ჩვენ მათ დავამარცხებთ!
ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ჩემში რაღაც არასებულ ძალას ვპოულობდი. დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი გამომივიდოდა.
-არც კი ვიცი...
მიპასუხა და დაფიქრდა.
-იცი. აი ჩემი ნომერი. დამირეკე, ახლა სასწრაფოდ უნდა გავიქცე, დროებით.





***

მეგის სახლში რომ მივედი უკვე დაღამებულიყო. გადავწყვიტე რომ ამაღამ ის სიმართლეს გაიგებდა. მოვუყვებოდი ყველაფერს კატოზე და ახლა უკვე თაზოს შესახებაც, ვაჩვენებდი იმ ესემესებს, რომელსაც ისინი მწერდნენ და მჯეროდა რომ ჩვენ ერთად ვიპოვიდით გამოსავალს, თუმდაც გაქცევა და ყველას და ყველაფრის მიტოვება გვიწევდეს...
კარი რამდენჯერმე დაზარუნების შემდეგ გამიღო. სველი თმა ჰქონდა. გულებიანი ვარდისფერი პიჟამა ეცვა და გახარებული ბავშივით შემომცქეროდა. მივესალმე. ხმის ამოუღებლად დამავლო ხელი და სამზარეულოსკენ გამაქანა.
-ოჰოო, აი შემართებაც მესმის! - მივუგე ნიშნისმოგებით და ჩავიფხუკუნე.
-დებილო მალე წამოდი, მომშივდა.
-ესეიგი მოგშივდა...
ერთი გემრიელი ჩქმეტა მითავაზა და ხმას თუ კიდევ ამოიღებ მოგკლავო, - მითხრა. მომკლავს კი.ჯერ სახლში მიბარებს მომენატრეო, მოვდივარ და მოკვლით მემუქრება. იცის სად რა უნდა თქვას.თავიდანვე ასეთი იყო. სასაცილო, ჩამოუყალიბებელი და თან ყველაზე განსაკუთრებული. რა უნდა მექნა დავუჯერე და იქვე მაგიდასთან დავჯექი. გულხელი დავიკრიფე და ინტერესით დავუწყე ყურება. მეგი კარადაზე აძვრა და მაღლითა თაროზე შოკოლადიან ორცხობილებს გადასწვდა. როგორი დახელოვნებული იყო ამ საქმეში. ისევ გამეცინა.
-რაიყო? მე დამცინი?
ჩამეკითხა და კარადიდან ჩამომძვრალმა ყუთის გახსნა დაიწყო.
-შენ არა, შენს ჰობზე მეცინება.
-რაზე?
-ძრომიალზე. განა ეს შენი ჰობი არ არის?
მაგ ღამეს ზედმეტად ლამაზი მეჩვენებოდა. ჯერ დაიბნა, მერე გაიაზრა ჩემი ნათქვამი და კისკისი მორთო.
-საზიზღარო.
-მეგ, ყავა დაადგი, უნდა ვილაპარაკოთ.
-აუ, არა რა...არანაირი სერიოზული საუბრები ამაღამ. უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო და ისე დავიძინო. კარგი?
-მეგი...
-გთხოვ...
-ხო, კარგი.
გამიღიმა და ყავის მომზადებას შეუდგა. ის საგნებსაც კი ისე ფრთხილად, სიყვარულით ეპყრობოდა თითქოს ცოცხალი არსებები ყოფილიყვნენ. მოკრძალებით ჩააბრძანა შაქრის სამი ნატეხი ჩემს ყავის ფინჯანში, უხმოდ მოურია და რაღაცაზე ჩაფიქრდა. მომეჩვენა რომ ძალიან დაღონდა. რაღაც მგონი მართლა ძალიან აწუხებდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. ყავა სწრაფად დავლიეთ. ორცხობილების დაგემოვნების შემდეგ დასაძინებლად წავედით. იმის გამო რომ მის საწოლზე ლიზას და ნინის ჩასძინებოდათ თურმე, ჩენ დაბლა დივანზე დაწოლა მოგვიწია. ხვალ სეგის ნინის იტალიაში აცილებდნენ, ამიტომაც შეკრებილან გოგონები. მეგიმ პლედი მოძებნა და უცებ მოკალათდა. ისევ ჩაფიქრდა. თვალი მივუშტერე.
-რა? - მკითხა.
-აა, არაფერი.
-რაიყო, არ მოხვალ?
-ხო, აქ ვარ.
გვერდით მივუწექი. ისეთი სუსტი იყო, მეგონა თუ შევეხებოდი დაიმსხვრეოდა. მეგი უფლისგან მოვლენილი საჩუქარი იყო, რომელსაც მოფრთხილება სჭირდებოდა. სანამ უხერხულად ვიშმუშნებოდი და მძიმედ ვსუნთქავდი, თვითონვე მომეკრო და თვალები დახუჭა. მოვდუნდი, ხელი თმაზე გადავუსვი. რბილი და ნაზი იყო მისი წითელი დალალები და სასიამოვნო სურნელი ასდიოდა.
-მეგ მე ვიფიქრე და...
-ხომ გთხოვე...
წამოიკნავლა და უფრო ძლიერად მომეხუტა.
-არა, არა უნდა გითხრა. არ ვიცი სწორი დრო კიდევ როდის იქნება. მე ვიფიქრე და...მე... - დავაპირე მოყოლა დამწყო მაგრამ გამახსენდა როგორ მთხოვდა ამაღამ არაფერი მითხრა, უბრალოდ ჩამეხუტეო. გული თითქოს რაღაც ცუდს უგრძნობდა. შემეცოდა, - მოკლედ, შენს სკოლაში გადმოსვლა მინდა!
ვთქვი გაუაზრებლად. არ ვიცი ეს საიდანღა მომაფიქრდა. უცებ აენთო და წამოფრინდა.
-ღმერთო ჩემო, ნიკა არც კი იცი როგორ გამაბედნიერე, მადლობა...
-მადლობას რისთვის მიხდი?
ვკითხე და მისი სახე ხელებში მოვიქციე.
-ყველაფრისთვის. იმისთვის რომ საერთოდ ჩემს ცხოვრებაში ხარ...
-მოდი ჩემთან...
ისევ მომეკრა. თვალები ცრემლებით ამომევსო. რამხელა იმედებს ამყარებდა ის ჩემზე...უცებ მიწყნარდა.
-ამისთვის შენ კი არა, მადლობას მე უნდა გიხდიდე. შენთან ყოფნა...ეს სიმშვიდეში ყოფნას ჰგავს. გახსოვს რომ მიყვებოდი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე და იქ არსებულ სიმშვიდეზე? იქნებ უკვე მოვკვდი და იქ ვარ, ჰა?
-იცი, ყოველთვის სულელი ბავში ვიყავი...
-სულელი? შენ სულელი არასდროს ყოფილხარ მეგი...
-როგორ არა, ყველაფერი ხომ სწორედ ჩემს გამო მოხდა, მე კი...
-არ გაბედო, არ გაბედო ამ ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება! ის თუ რა ცინიკოსიც ვიყავი შენს გაცნობამდე და მერეც კი...ამის გაფიქრება უბრალოდ ბოლოს მიღებს, მაგრამ მერე შენ მახსენდები. შენ რომ არა, იმ საშნელებიდან ვერასდროს დავაღწევდი თავს. იმდენ რამეზე დამაფიქრე, იმდენ რამეზე...ცხოვრების სიყვარული შენ მასწავლე, ეგ კი არა, შენ თავად გახდი ჩემი ცხოვრება! მე მიყვარხარ მეგი!
ეს რომ ვთქვი საპასუხოდ მხოლოდ მისი მშვიდი სუნთქვა მოვისმინე. უშფოთველად ჩასძნებოდა, სახეზე ნათელი ედგა. ალბათ მის ლამაზ სიზმრებში ჩვენ ორნი წვიმაში მივაბიჯებდით სადღაც შორს...



№1 სტუმარი ატბ

აუ იმედია არ გადადებს ნიკა მეგისთან საუბარს და ყველაფერს ეტყვის რა... იმედია არ გაიწელება ეგ საქმე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent