შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მანიკა" (სრულად)


4-02-2021, 22:01
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 870

-აღარ არის მანიკა,-თავდახრილი დადგა ჩემს წინ ტუხა და ატირდა.
თითქოს, ხრამის პირას მდგომს ხელი მკრეს. სხეულში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი.
იქვე ჩავჯექი და არაადამიანური ხმით ამოვიღრიალე.
ტუხა არ მომკარებია.
***
როდესაც ჩვენს ეზოში,საცხოვრებლად გადმოვიდა მანიკა,მაშინ მე ჩვიდმეტი წლის ვიყავი,ის კი ოცდახუთის.ძალიან ლამაზი და ყველა ქალისგან განსხვავებული იყო,როგორც შესახედაობით,ასევე ცხოვრების წესით. სხეული ათასი ფიგურებით ჰქონდა მოხატული. თმა საფეთქლებთან აპარსული.წარბსა და ზედა ტუჩზე კი ვერცხლის რგოლები. მთელი სამეზობლო,როგორც უცხო პლანეტიდან მოვლენილს,ისე უყურებდნენ და არც მასზე ჭორაობას ერიდებოდნენ.
-ნინელი, წუხელაც მთვრალი გადმოსვეს ბიჭებმა მანქანიდან,-მეზობელმა ელზამ დედაჩემს თვალით ანიშნა მანიკას ფანჯრისკენ.
-კარგი რა ელზა..- ღიმილით გადახედა.
-მოგწონს ახლა ეგ?-არ მოეშვა.
-მომწონს,-გამომწვევად უთხრა დედამ,რითიც აგრძნობინა მეორედ მანიკას შესახებ აღარაფერი ეთქვა.
-მასეთი რძალი რომ შემოგივიდეს ოჯახში,ნეტავ ,მაშინ რას იტყვი?- ცხვირაბზუებულმა ალმაცერად გახედა.
სხეული დამეჭიმა დედაჩემის პასუხის მოლოდინში.
-არც არაფერს,-მხრები აიჩეჩა დედამ და ღიმილით გამომხედა.
თვალი ავარიდე დედას და კიბეზე დავეშვი. გული გამალებით მიცემდა.მანიკას ფანჯრები წამიერად დავზვერე. ეზოდან აჩქარებული ნაბიჯით გავედი და გეზი მტკვრის სანაპიროსკენ ავიღე.
რაც მანიკა გამოჩნდა,მის შემდეგ ამერია გონება,სული და გულიც. ლამის მის ლანდად ვიქეცი მთელი ერთი წელი. ეზოდან გასულს ჩუმად ავედევნებოდი და მის ნაბიჯებს ვითვლიდი.ბევრჯერ შემამჩნია კიდეც და ირონიულად ჩაიღიმებდა ხოლმე.
ერთ დღესაც შორიახლოს გამომიჭირა და საჩვენებელი თითის მოძრაობით მასთან მისვლა მანიშნა. დამნაშავესავით ავიწურე მის წინ.
-რა გქვია?- მკითხა და სიგარეტს გაუკიდა. ისე ლამაზად გააბოლა,სახელი დამავიწყა.
-არ მეტყვი?-გვერდულად ჩაიცინა.
-ვასკა,- მის ტუჩებისთვის თვალი არ მომიშორებია.
- ვასკა..წამოდი,-თავი გაიქნია და ხელი ხელზე მომკიდა.უცებ წამეკიდა ცეცხლი თითებზე. უხმოდ მივყევი. გზააბნეულივით მივდევდი გვერდით. რამოდენიმეჯერ ეჭვიანად გამომხედა.
-შემოდი,- ქუჩის კუთხეში ,ერთ-ერთ სახლის სარდაფში ჩამიყვანა და კარი მოურიდებლად შეხსნა.
ორმა ბიჭმა გაკვირვებით შემათვალიერა.
-ვასკაა,-თქვა მანიკამ და ბიჭებს ხელის აწევით მიესალმა.
ბიჭებმა თავი დამიკრეს და გამეცვნენ.ერთს დათო ერქვა,მეორეს ტუხა. მორიდებულად, რომ დავჯექი ფიცრისგან აწყობილ სავარძელზე,მაშინღა მოვატარე ოთახს თვალი. სრული ქაოსი სუფევდა.სად დასარტყამი ინსტრუმენტი იდგა და სად გიტარების მთელი ასორტი. ათასი ჟურნალ-გაზეთის გროვა ქვის იატაკზე.
-უკრავ?-მკითხა ტუხამ.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ბიჭებმა მანიკას შეხედეს.
-მეგობარია,-გაუცინა და მომიტრიალდა.-დალევ რამეს?
-დავლევ,-ერთი ჭიქა ალკოჰოლი მისწრება იყო ჩემთვის.
- კონიაკი?-იქვე,მაგიდიდან ბოთლი აიღო და პატარა,შუშის ჭიქაში ჩამომისხა.
სიტყვაც არ მითქვამს,ისე გამოვცალე სასმელი.
-ოჰო?!-გაეცინა დათოს და გიტარა მოიმარჯვა. ტუხა დასარტყამ ინსტრუმენს მიუჯდა. მანიკამ ჩემი ჭიქა აიღო ხელში,შეავსო და მზერა გამისწორა. თვალი ვერ მოვწყვიტე მის სახეს. იდუმალებით სავსე თვალებში წამში ჩამძირა. ირონიულად გამიღიმა.ჩემსავით გამოცალა სასმელი და ფეხზე წამოდგა. კედელზე მიყურებული გიტარა აიღო და ბიჭებისკენ გადაინაცვლა.
პირველივე აკორდიდან დამატყვევა და მის მონად მაქცია. მონუსხული ვუყურებდი მანიკას და მის გარდა ვერავის და ვეღარაფერს ვხედავდი.ყოველ სიმის ჩამოკვრას მთელი სხეულით ვგრძნობდი.
დაკვრა,რომ დაასრულა,მე ისევ გაშეშებული ვიჯექი. მოძრაობის უნარი მქონდა დაკარგული. მანიკა ჩემს წინ ჩამოჯდა და სიგარეტის კოლოფი აიღო ხელში.
-ეწევი?-კოლოფის გადმოწოდება შეაყოვნა.შემრცხვა უარის თქმა.მეც მინდოდა მანიკასავით დამელია,მომეწია და გიტარაზე დაკვრაც მესწავლა.
-ვეწევი,-ვიცრუე და კოლოფს წავეტანე.
არ მომცა.მიხვდა.
ისევ ის ღიმილი.. ამოუცნობი და ფიქრებით სავსე.
***
ეზომდე ჩუმად ვიარეთ. შესვლამდე,კართან შეჩერდა.
-გინდა ისწავლო დაკვრა?-ცალი წარბი ასწია.
-მინდა..-ყრუდ ვთქვი.
-ხვალ,ჩამოდი ჩემთან,-მითხრა და უკანმოუხედავად შევიდა ეზოში.
ნაბიჯიც ვერ გადავდგი.
"ჩემთან ჩამოდი"
მღრღნელ ჭიასავით შემიძვრა ეს სიტყვები ტვინში და გასაქანი არ მომცა.არ ვიცი,რამდენ ხანს ვიდექი,წვიმამ,რომ დაუშვა,მაშინღა მოვეგე გონს.
***
-სად იყავი?-დედა აფორიაქებული მეჩვენა.
-რა მოხდა?- კითხვას კითხვა შევაგებე.
-მოსაწვევი მოვიდა კომისარიატიდან.
-მერე?-არ მესიამოვნა.
-ჯარში გიწვევენ,რა მერე?-გაღიზიანდა.
გააზრება გამიჭირდა.ჯარი არანაირად არ მაწყობდა.მანიკას ჩემთვის გიტარაზე დაკვრა უნდა ესწავლებინა.ამ მოსალოდნელ ბედნიერ წუთებს ვერ გავატანდი ქარს.
მოსაწვევს დავხედე.ერთ კვირაში უნდა გამოვცხადებულიყავი შემოწმებაზე.
უხალისოდ დავწექი საწოლზე,თავქვეშ ხელები ამოვიდე და მანიკაზე ფიქრს მივყევი.მთელი ღამე თეთრად გავათენე. გონებიდან ვერ მოვიშორე მისი ტუჩები და მაცდური ღიმილი.
***
მეორე დღეს მანიკას კართან გულაჩქარებული ავისვეტე.
-შემოდი,- გზა დამითმო.
მთვრალივით შევედი. ზურგსუკან მსუბუქი ჩაცინება მომესმა.
არეულ ნაბიჯის მიზეზს მიმიხვდა.
-როგორ ხარ,ვასკა?- მომიახლოვდა და ლოყაზე ოდნავ შემახო ტუჩები. თვალები თავისით დამეხუჭა.
-წვიმს..-ლამის ჩემს ბაგესთან დაიჩურჩულა.
თვალდახუჭულმა ოდნავ დავუქნიე თავი.
-წვიმას გიტარა უხდება..- ყურთან გადაინაცვლა. მთელი სხეული ამეწეწა.
თვალები ოდნავ გავახილე. ურცხვად მიყურებდა და მზვერავდა. ჩემი ტანჯვისგან ნასიამოვნები იღიმოდა.
-ჯარში მივდივარ,-გულდაწყვეტით ვთქვი.
შევამჩნიე როგორ შეუკრთა ტანი.
-როდის?-ზურგი მაქცია.
-მალე,- გავბედე და კისერზე თითი ფრთხილად დავუსვი.
-ცუდია,-თქვა და თავი გვერდზე გამომწვევად გადასწია.
-სანამ წავალ,ხომ მასწავლი?- თითები მის თმაზე გადავიტანე.
უცებ შემოტრიალდა და მაისური გადაიძრო. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა და თვალები წამში ჩამისიხლიანდა,მისი მკერდი,რომ დავინახე.
ისევ ის ირონია და მწველი მზერა.
ხელები ნელი მოძრაობით აიფარა მკერდზე და ისევ ზურგი მაქცია.
კისრის მალიდან დაწყებული წელამდე, გიტარის სიმები ეხატა აკორდებთან ერთად.
-დაუკარი,-მითხრა და თავისი თმა მუჭში მოიქცია.
თითები მოვმუშტე და ღრმად ჩავისუნთქე. რამდენჯერაც დავაპირე მის ზურგს შევხებოდი,იმდენჯერ გამიჩერდა გულისცემა.
-ვასკა..-გვერდულად გადმომხედა.-დაუკარი!
ხელის ზურგი ფრთხილად დავუსვი მთელ სიგრძეზე. მისმა ტაო დაყრილმა კანმა სითამამე შემძინა და ნახატ სიმებზე თითები მონაცვლეობით ავათამაშე.
მანიკა ხმადაბალი ღიღინით აჰყვა ჩემს მოძრაობას.
ვერ გავარჩიე რომელ მუსიკას ღიღინებდა. ერთი ხელი ყელზე მოვხვიე და მეორე ხელით განვაგრძე მის სხეულზე თარეში.
აცახცახდა.
არ გავჩერებულვარ,უფრო მომთხოვნად დავატარებდი მის ზურგზე თითებს. სუნთქვა გამიხშირდა. მეც ავკანკალდი.
თავს შევატყვე,რომ აღარ შემეძლო მისი სიახლოვე. წელზე მოვხვიე მკლავები და ხელები მის მუცელზე შევაჩერე.
ერთიანად აძაგძაგდა.
მხარზე ნაზად შევახე ტუჩები და მისი სურნელი დავიმახსოვრე.
ხელი შევუშვი და უკან დავიხიე.არ შემოტრიალებულა. თავდახრილი ,გარინდული იდგა.
უარესად ამერია ფეხი.ძლივს მივედი კარამდე და სწრაფად დავტოვე მისი სახლი.

***

ერთი კვირა ისე გავიდა,მანიკასთვის თვალი არ მომიკრავს.ჩასაფრებული ვიდექი მთელი დღეები და მის ფანჯრებს ვზვერავდი. არსად ჩანდა. გაუსაძლისი გახდა ყოველი წამი მის გარეშე.
იმ დილით, სამხედრო კომისარიატიდან ვბრუნდებოდი.
გამიხარდა.
იმ დღესაც წვიმდა.
საშინელ მონატრებას ვგრძნობდი. მრცხვენოდა,თორემ ყელში მოწოლილ ცრემლებს თავისუფლებას მივცემდი.
ის იყო ეზოში ფეხი შევდგი,ჩვეულებისამებრ მანიკას ფანჯრისკენ გამექცა თვალი.
ადგილზე გავშეშდი.
ღია ფანჯარაში იდგა და სიგარეტს ხარბად ეწეოდა. მის ამღვრეულ თვალებზე მივხვდი,ნასვამი იყო.
ისევ ის გამომწვევი მზერა და ირონია.
მისკენ დავიძარი.მიხვდა და სანამ მის კარს მივუახლოვდი,კარი გააღო და ისევ ისე გადააგდო თავი გვერდზე,როგორც იმ დღეს.
-სად იყავი?! - მხეცივით ვეცი, კედელზე ავაკარი და მის სახეს ცხვირი ავატარე.
-მოგენატრე?-ჩაიცინა.
-არა..-ჩავიჩურჩულე და მის შუბლზე ტუჩებით გავირინდე.
-მოგენატრე..- ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.
-გაჩუმდი..-თხოვნა გაისმა ჩემს ხმაში.
ხმადაბლა დაიწყო ღიღინი,იმ დღევანდელი მელოდია მეცნო.
სხეული ერთიანად ამიფეთქდა.
ერთი ხელის მოსმით გადავაძრე მაისური. თვალები მინაბა და მთლიანად მომენდო.
გულზე ძლიერად მოვიკარი და მის ზურგზე სიმებს ხელი გადავუსვი.
-ვასკა..- მისმა ხმამ შემაკრთო.
-გაჩუმდი,გთხოვ..
-ვასკა,მე მივდივარ..
-სად?
-შორს..- ატირდა.
გამიკვირდა.ასეთი გულჩვილი არ მეგონა მანიკა.
-რა მოხდა?-მხრებში მოვკიდე ხელები და წინ გავწიე.
-ვასკა,ხომ არ დამივიწყებ? - გამიღიმა,ოღონდ უჩვეულო,სულ სხვა ღიმილით.
-მანიკა..-შუბლით მის შუბლს მივეყრდენი.
-პირველად დამიძახე სახელი,-სევდიანად მომაპყრო აცრემლებული თვალები.
-რა ხდება,მეტყვი?!
-არაფერი ისეთი,უბრალოდ,აუცილებელია ჩემი წასვლა,-ძირს დაგდებული მაისური აიღო და ჩაცმა დააპირა.
-მანიკა..- ხელიდან წავართვი მაისური და ისევ იატაკზე მოვისროლე.
-ვასკა წადი..- თქვა და ხელით მსუბუქად მიბიძგა.
-რატომ მაგდებ?!
-იმიტომ,რომ მერე უფრო გეტკინება,- ისევ ცრემლები მოაწვა.
-გამაგებინე რა გჭირს?!-გავბრაზდი.
პასუხის მაგივრად ჩემი სახე ხელებში მოიქცია,ცოტა ხანს მიყურა, ნაზად შემახო ტუჩი-ტუჩზე და კბილებში გამოსცრა.
-წადი!
-მანიკა!-ვეცადე მოვხვეოდი.
-ვასკა,წადი!- მთელი ძალით მკრა ხელი.
შეშლილივით გავვარდი გარეთ.სახლში ასე ვერ ავიდოდი,ზედმეტ კითხვების თავი არ მქონდა.ისევ სანაპიროს მივაშურე.

***

იმ დღის შემდეგ ,მანიკა ისევ გაუჩინარდა. უკვე სერიოზულად შეშფოთებულმა დავუწყე ძებნა. სარდაფშიც ბევრჯერ მივედი,არც ბიჭები დამხვდნენ,იმათგან მაინც,რომ გამერკვია რამე. ჩემი ცვლილება დედას თვალს არ გამოპარვია.
- რა ხდება შენს თავს? - მწოლიარეს თავზე წაფარებული საბანი გადამაძრო.
-რა უნდა ხდებოდეს?! -შევუბღვირე.
-რა და მანიკა!
-საიდან მოიტანე?-არ მესიამოვნა გამოჭერა.
-გიყვარს? -საწოლზე ჩამომიჯდა.
-დედა!
-მითხარი,გიყვარს?-არ მომეშვა.
-არა!-ჯიბრით გამომივიდა.
დედას გაეღიმა.
-მოძებნე,-მითხრა და გავიდა.
***
დილიდანვე წავედი სარდაფში. იმედი მქონდა რომელიმე მაინც დამხვდებოდა.არც შევმცდარვარ,დათო ასუფთავებდა იქაურობას.დავინახე და შვებით ამოვისუნთქე.
-ვასკა?-უხალისოდ შემომხედა.არ მესიამოვნა.
-მანიკას ვეძებ,-მაშინვე საქმეზე გადავედი.
-შენ რა,არ იცი?-გაკვირვებულმა აზიდა წარბები შუბლზე.
-რა უნდა ვიცოდე?- გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.
-მანიკა ავადაა,საავადმყოფოშია.
***
მთელი ძალით გავრბოდი. არც დათოს ბოლო სიტყვებისთვის მომისმენია,აღარც ტრანსპორტი გამხსენებია. ვერც დაღლას ვგრძნობდი,გავრბოდი,რომ მიმესწრო მანიკასთვის,რომ მეთქვა ის,რაც აქამდე უნდა მეთქვა მისთვის.
ვერავინ შემაჩერა,ვერც დარაჯმა,ვერც ექიმების ტალღამ.საოპერაციოდ ამზადებდნენ მანიკას.
დამინახა,თუ არა,ჩაცვენილი თვალები მომაპყრო ჩვეულ ირონიასთან ერთად.
-ოხ,დათო,დათო..- თქვა და თავი დანანებით გაიქნია.
-რატომ არ მითხარი?- მის საწოლთან ჩავიმუხლე და თავით მის მკლავს დავეყრდენი.
- ვასკა..-თავზე ხელი დამადო.
-უშენობა გაუსაძლისია..
-მიეჩვევი..
-გაჩუმდი,გთხოვ..
-არ უნდა მოსულიყავი,-ხელი აუკანკალდა.
-მანიკა..
-მიყვარს ჩემს სახელს,რომ ამბობ,-გაიღიმა.
- შემპირდი,რომ დაბრუნდები,-მავედრებელი მზერა მივაპყარი.
ტკივილიანი თვალებით დამაკვირდა.
გული შემეკუმშა.

***

მანიკას დაკრძალვის დღესაც წვიმდა. სულ ოთხი ადამიანი ვიდექით მის საფლავთან.მე,ტუხა,დათო და დედაჩემი.
-ვასკა,წავედით,-ტუხამ მკლავზე მომკიდა ხელი.
-მიდით და მოვალ,-ვთქვი გამშრალმა და სამივეს ზურგი ვაქციე.

უხმოდ გამეცალნენ.

სახე ზეცას მივუშვირე, დაუნდობლად დამიშინა წვიმის წვეთები.
მუხლებზე დავეშვი და საფლავზე აგორავებულ მიწას ისე გადავუსვი ხელი,როგორც მაშინ მანიკას ზურგზე სიმებს.
ღიღინი მომესმა ნაცნობი მელოდიის.

არ მომჩვენებია.

მანიკა ღიღინებდა.


დასასრული



№1 სტუმარი ანუ

რატომ ასე მძიმე? :(

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ანუ
რატომ ასე მძიმე? :(


ხასიათი((

 


№3  offline წევრი თ. ა.

ხანდახან რანაირია ეს ცხოვრება, ის რითაც შეიძლება ბედნიერი იყო თვალწინ გაგიტარებს და მხოლოდ წამიერად შეგახედებს, ისე, რომ ვერასდროს გექნება კმაყოფილების გრძნობა.
ძალიან მომეწონა. მიხარია შენი სიახლით მოსვლა. ეს ისტორია უკვე ჩემი ფავორიტია.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თ. ა.
ხანდახან რანაირია ეს ცხოვრება, ის რითაც შეიძლება ბედნიერი იყო თვალწინ გაგიტარებს და მხოლოდ წამიერად შეგახედებს, ისე, რომ ვერასდროს გექნება კმაყოფილების გრძნობა.
ძალიან მომეწონა. მიხარია შენი სიახლით მოსვლა. ეს ისტორია უკვე ჩემი ფავორიტია.


რა ზუსტად ჩაწვდი <3
მადლობა თამილა, მიხარიხარ კარგო და საყვარელო გოგო <3

 


№5  offline წევრი თ. ა.

ტერიკო74
თ. ა.
ხანდახან რანაირია ეს ცხოვრება, ის რითაც შეიძლება ბედნიერი იყო თვალწინ გაგიტარებს და მხოლოდ წამიერად შეგახედებს, ისე, რომ ვერასდროს გექნება კმაყოფილების გრძნობა.
ძალიან მომეწონა. მიხარია შენი სიახლით მოსვლა. ეს ისტორია უკვე ჩემი ფავორიტია.


რა ზუსტად ჩაწვდი <3
მადლობა თამილა, მიხარიხარ კარგო და საყვარელო გოგო <3



მადლობა ნინა <3

 


№6 სტუმარი მამე

აუ,როგორ მინდოდა კარგი დასასრული ჰქონოდა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ეს რა იყო ტერო.. ხომ მომეწონა მაგრამ ძალიან სევდიანი იყო. როგორი სიყვარული შესძლებია ადამიანს..დარწმუნებული ვარ მანიკასაც უყვარდა და რომ უყვარდა მიტომ არ მისცა სიახლოვის უფლება. ვფიქრობ მანიკა მაინც ბედნიერი იყო ის რამდენიმე დღე,საათი,წუთი თუ წამი დათოს გვერდით.დათოს დედაზე არ შემიძლია არ ვთქვა ..როგორი ძლიერი ქალია,მიხვდა თავის შვილის განცდებს და მხარში ამოუდგა..მანიკა ისე დაიცვა იმ ჭორიკანასთან როგორც შვილი ნამდვილად სამაგალითოა. ტერო გაგვახარე კიდევ და კიდევ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნინო
ეს რა იყო ტერო.. ხომ მომეწონა მაგრამ ძალიან სევდიანი იყო. როგორი სიყვარული შესძლებია ადამიანს..დარწმუნებული ვარ მანიკასაც უყვარდა და რომ უყვარდა მიტომ არ მისცა სიახლოვის უფლება. ვფიქრობ მანიკა მაინც ბედნიერი იყო ის რამდენიმე დღე,საათი,წუთი თუ წამი დათოს გვერდით.დათოს დედაზე არ შემიძლია არ ვთქვა ..როგორი ძლიერი ქალია,მიხვდა თავის შვილის განცდებს და მხარში ამოუდგა..მანიკა ისე დაიცვა იმ ჭორიკანასთან როგორც შვილი ნამდვილად სამაგალითოა. ტერო გაგვახარე კიდევ და კიდევ


ნინ <3
კი, მანიკას უყვარდა, იმიტომ გაერიდა, ვასკა უფრო დიდი ტკივილისთვის ვერ გაიმეტა.
მადლობა ჩემო ლამაზო და ერთგულო <3

მამე
აუ,როგორ მინდოდა კარგი დასასრული ჰქონოდა.


მამე <3 <3 <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ამ მოთხრობას სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა.
მანიკა... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10  offline წევრი ნანა73

აუუ...
ნინ...
ამაზე ამბობდი იმ დღეს ხო?
ვიცი შენი შესაძლებლობები და მრავალფეროვნება.
ერთნაირად მისრუტავს შენი ნაწერები.
ისტორიაზე კი რა ვთვა?
დასანანია ცხოვრება რომელიც ქრება. მასთან ერთად ოცნებაც და იმედიც...
მიყვარხარ მე შენ ნინ!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო.შენებურად კარგი.დიდებული.დატოვა ტკივილი.ისწავლის ალბათ ვასკა ამ ტკივილით ცხოვრებას.მერე გავა წლები ,მის მეხსიერებში სულ იქნება ,სიყვარულის მუსიკა,რომელიც მანიკამ დაუტოვა..

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ქეთი იმერლიშვილი
ამ მოთხრობას სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა.
მანიკა... ❤️


ქეთ <3 ჩემი განწყობაც ეგ იყო <3

ნანა73
აუუ...
ნინ...
ამაზე ამბობდი იმ დღეს ხო?
ვიცი შენი შესაძლებლობები და მრავალფეროვნება.
ერთნაირად მისრუტავს შენი ნაწერები.
ისტორიაზე კი რა ვთვა?
დასანანია ცხოვრება რომელიც ქრება. მასთან ერთად ოცნებაც და იმედიც...
მიყვარხარ მე შენ ნინ!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ნან <3
არა,ეს რიგგარეშედ შემომეწერა ცხელ გულზე. ის, რაც გითხარი წერის პროცესშია <3
მადლობა ჩემო გულიანო, ძალიან მიყვარხარ <3

სტუმარი nancho
კარგი იყო.შენებურად კარგი.დიდებული.დატოვა ტკივილი.ისწავლის ალბათ ვასკა ამ ტკივილით ცხოვრებას.მერე გავა წლები ,მის მეხსიერებში სულ იქნება ,სიყვარულის მუსიკა,რომელიც მანიკამ დაუტოვა..


ნანჩო <3,
ყოველთვის ყურადღებიანო, დიდი მადლობა <3
ვასკასთვის დაუვიწყარი იქნება სიყვარულის მელოდია <3

 


№13  offline წევრი ირო

მანიკასაც უყვარდა ვასკა ამიტომ არ გაუმხილა რაც ჭირდა.ვასკამ კი ყველაზე მაგარი გრძნობა გამოცადა სულ მცირე დროში.რას ვიზავთ ცხოვრება ასეთი დაუნდობელია.დასასრულმა ყელი ხომ ამიწვა,მომგუდა მაგრამ სხვანაირი დასასრული მაინც ვერ წარმოვიდგინე.მადლობა შენ ამ ემოციისთვის.

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ირო
მანიკასაც უყვარდა ვასკა ამიტომ არ გაუმხილა რაც ჭირდა.ვასკამ კი ყველაზე მაგარი გრძნობა გამოცადა სულ მცირე დროში.რას ვიზავთ ცხოვრება ასეთი დაუნდობელია.დასასრულმა ყელი ხომ ამიწვა,მომგუდა მაგრამ სხვანაირი დასასრული მაინც ვერ წარმოვიდგინე.მადლობა შენ ამ ემოციისთვის.


ირო, მადლობა ჩემო კარგო <3
პატარა, სევდიანი სიყვარული, რომელმაც ვასკას ყველაზე დიდი გრძნობა აჩუქა <3

 


№15  offline წევრი ელენე (ნენე)

დასანანია, გაქრა მანიკა და პირდაპირპროპორციულად მიჰყვა ვასკას მიზნებიც, იმედებიც და ოცნებებიც.
ერთი ადამიანი წავიდა, მაგრამ მას მიჰყვა მრავალი სხვაც... წარმატებები!

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინა

ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე... სიამოვნებით ველოდები ხოლმე ყოველ ჯერზე შემდეგს და ყოველ ჯერზე კიდევ მეტი სიამივნებით ვკითხულობ თქვენს ისტორიებს...წარმატებები...

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ელენე (ნენე)
დასანანია, გაქრა მანიკა და პირდაპირპროპორციულად მიჰყვა ვასკას მიზნებიც, იმედებიც და ოცნებებიც.
ერთი ადამიანი წავიდა, მაგრამ მას მიჰყვა მრავალი სხვაც... წარმატებები!


ნენე <3 მადლობა ჩემო თბილო <3
ბედნიერება წამიერია, ხანდახან ის წამი მთელ ცხოვრებას უდრის <3

სტუმარი ნინა
ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე... სიამოვნებით ველოდები ხოლმე ყოველ ჯერზე შემდეგს და ყოველ ჯერზე კიდევ მეტი სიამივნებით ვკითხულობ თქვენს ისტორიებს...წარმატებები...


ნინა, მადლობა საყვარელო <3 მიხარია, ასე ერთგულად მომყვებით <3

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მწერალი ქალი
ამატირა...


<3 <3 <3

 


№20  offline წევრი Artificiality

ამეტირა... ეს რა იყო, გრძნობების კორიანტელზე უკრავდა თითოეული სიტყვა! ამდენად მწარე, როგორ შეიძლება იყოს ყველაფერი, რომელსაც შეუძლია ბედნიერება გვაჩუქოს. საოცარი მწერალი ხარ. ასე როგორ შეგიძლია მკითხველის გრძნობებს შეეხო... მადლობა ამისთვის!
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Artificiality
ამეტირა... ეს რა იყო, გრძნობების კორიანტელზე უკრავდა თითოეული სიტყვა! ამდენად მწარე, როგორ შეიძლება იყოს ყველაფერი, რომელსაც შეუძლია ბედნიერება გვაჩუქოს. საოცარი მწერალი ხარ. ასე როგორ შეგიძლია მკითხველის გრძნობებს შეეხო... მადლობა ამისთვის!


უღრმესი მადლობა საყვარელო <3

 


№22 სტუმარი Ana-maria

ეს ის შემთხვევაა, როცა ელოდები იუმორით სავსე ისტორიას და ბოლოს ცრემლებით სავსე თვალებით ძლივს ახარხებ ბოლომდე წაკითხვას. პატარა, სევდიანი ძალიან კარგი ისტორია.

 


№23  offline წევრი MmariiamM))

შესანიშნავია, გულში ჩამწვდა ეს ისტორია. მადლობა შენ იმ ყველაფრისთვის რაც შენმა ისტორიამ განმაცდევინა
--------------------
Mm))

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Ana-maria
ეს ის შემთხვევაა, როცა ელოდები იუმორით სავსე ისტორიას და ბოლოს ცრემლებით სავსე თვალებით ძლივს ახარხებ ბოლომდე წაკითხვას. პატარა, სევდიანი ძალიან კარგი ისტორია.


ანა-მარია, მადლობა ჩემო კარგო <3

MmariiamM))
შესანიშნავია, გულში ჩამწვდა ეს ისტორია. მადლობა შენ იმ ყველაფრისთვის რაც შენმა ისტორიამ განმაცდევინა


მარიამ <3 მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent