შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XIV


5-02-2021, 01:49
ავტორი ტესსა
ნანახია 316

მეგი


-სინამდვილეში მოგატყუე ერთხელ...არა მეტჯერაც, მაგრამ ეგენი სხვანაირი ტყუილები იყო, -მომიგო დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ ნიკამ. ეს ღამე ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. არა, უფრო ლამაზი იყო. ლამაზი და დაუჯერებელი. როდესაც ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადავიხედე და ნიკა ამ სიტუაციაში დავინახე ვერ დავიჯერე. მას უკვე იმდენად კარგად გავუცვნივარ, რომ მიხვდა სხვაგვარად ჩემთან დალაპარაკებას ვერ შეძლებდა და ჩემთვის უნდა მოებაძა, რაიმე ორიგინალური უნდა ჩაედინა! ვერ მოგატყუებთ ნამდვილად, ნამდვილად შეძლო ჩემი აღვრთოვანება და ცამდე გაოცება, ანდაც იმის იქით. მე იმ ღამეს კიდევ ერთხელ გავიპარე სახლიდან მის გამო, თუმცა აღარ მეგონა თუ ეს ისევ მოხდებოდა და თუ მსგავს სისულელეს ისევ ჩავიდენდი. თითქოს იგივე განცდა დამეუფლა ჩემი ფანჯრიდან ეზოში რომ მივცოცავდი, რაც მაშინ როდესაც სტრატეგიებს ვაწყობდი ნიკას ოთახში მოხვედრისათვის, მაგრამ ეს უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ სტრატეგია, ანდაც ვიღაც უცნობის ამოუხსნელი ცხოვრების ამოხსნის სურვილი...ეს იყო ის განცდა...აი როგორ ამბობენ ხოლმე? მუცელში პეპლები რომ დაფრინავენ. პეპლებს ვერა უფრო ვიტყოდი რომ უცხოპლანეტელის თებშები დამიქროდნენ მუცელში ისეთი აუხსნელი შეგრძნება მქონდა, თან კარგი და იმდენად საუკეთესო რომ ჩემს წარმოსახვით არესაც და სიზმრების ახალ სერიასაც ნამდვილად სჯობდა. ასეთ ღამეზე ვერც ვიოცნებებდი, მე ხომ ყველა იმედი გადაწურული მქონდა და ეს უიმედობა მთლიანად ცოცხლად მჭამდა, თუმცა უფალი არასდროს მოგვივლენს ისეთ განსაცდელს, თუ იცის რომ ჩვენ ვერ გავუძლებთ! ეგ უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ იმ მომენმტში ასე და გვგონია რომ ვერ გავუძლებთ. ძალიან ბევრჯელ გვითქვამს სიტყვები ''არა, ეს უკვე მეტისმეტია, ამას ვეღარ გადავიტანო'', მაგრამ დრო გადის, გადის და გარემოებებიცა და ვითარებებიც მასთან ერთად ისე იცვლება, ამის გაანალიზებასაც ვერ ვახერხებთ. და განა გვავიწყდება ჩენი გასაჭირი? არა ეს ასე არ არის, ეგ კი არა შეიძლება ძველი ტკივილები ვერც ვერასდროს განგეკურნოს, ზოგი იმდენად მკვეთი მახვილივითაა რომ ის სამუდამოდ გკვეთს და რჩება სიცარიელე მაგრამ რაც დრო გადის ამ სიცარიელეს ახალი ტკივილები ავსებენ, შენც ახალ დროსთან ერთად ახალ ემოციებს განიცდი და ამ ყველაფერს თანდათან ეგუები...ეს ცხოვრების წესია! აი მე კი არ მესმის უბრალოდ ვერ ვხვდები მაინც რა აიძულებთ ამ ხალხს სუიციდს! ვიცი, დიახ ეს უკვე ვიცი რომ ცხოვრება ზოგჯერ მართლაც ზედმეტად დაუნდობელია და უკანონო თამაშებს გვეთამაშება, მაგრამ სატანამ ისე როგორ უნდა გმართოს რომ ცხოვრებაზე ზურგი შეგაქცევინოს? ეს ტკივილები რომ არა, მაშინ სიცოცხლეს ფასი დაეკარგებოდა, მთლიანად გაუფასურდებოდა მისი სიტკბოება, ზუსტად ამიტომ ხდება ეს ასე. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
ჯერ ისევ დაუჯერებელ ფაქტად მიმაჩნდა ის რომ ნიკამ როგორც იქნა სიკვდილი გადაიფიქრა. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი სერიოზული საუბარი გველოდა წინ, მაგრამ ეს ღამე არ იყო სხვა ღამეების მსგავსი. მე ნაპერწკალს ვხედავდი ჩვენს შორის და ახლა მხოლოდ ჩვენზეღა იყო დამოკიდებული ამ ნაპერწკლისაგან მწველი ცეცხლის ალი წარმოიქმნებოდა თუ არა. როგორც ნიკამ თქვა, ახლა ხომ მთელი მარადისობა გვქონდა!
როდესაც ვკითხე თუ წასვლას სად ვაპირებდით, მიპასუხა შენს სურვილებს ვასრულებთო. არც ჩემი სიტყვები დავიწყებია და როგორ გაცნობის პირველივე წამიდან ვეცადე მისი დახმარება...მახსოვს როგორ მივუახლოვდი და ვუთხარი რომ ნაწყენი ჩანდა. ბედის ირონიაა...და ბოლოს როცა როგორც იქნა მე ეს შევძელი ახლა მხოლოდ ყველაფერი კარგი დარჩენილიყო. გადავწყვიტე ჩემს საყვარელ ადგილას წამეყვანა, ჩემს სახლთან ახლოს მაგრამ მაინც მიუგნებელ ადგილას. იქ ხშირად დავდიოდი აზრების მოსაკრებად და ლამაზი ხედით დასატკბობად. ძველი შენობის სახურავზე რკინის დახვეული კიბეების მეშვეობით აღმოვჩნდით. აქ განსაკუთრებული აურა ტრიალებდა. ეს ადგილი ჩემს მთელ ცხოვრებას და ჩუმ სურვილებს ინახავდა. ეს კედლები ჩემთან ერთად დაბრძენდნენ. ახლა კი შემოგვცქეროდნენ ჩვენ...თუ როგორ ვიწექით და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას შევყურებდით, რომელიც უჩვეულოდ ლამაზი იყო.
-როდის?
ფიქრებში ისე გავერთე რომ პასუხი საშინლად დამიგვიანდა. ნიკა ხმას არ იღებდა. მერე ნელა ჩემსკენ მოიწია. მეც თავი უშიშრად მკერდზე დავადე, უკვე აღარ მეშინოდა იმისა რომ ისეთ რამეს იტყოდა რომ კვლავ გამანადგურებდა, ანდაც ისევ გამაგდებდა და ახლო მისვლის უფლებას არ მომცემდა. ეს ყველაფერი უჩვეულო იყო, ძალიან უჩვეულო...მის პასუხს დავაყურადე, თუმცა ერთადერთი რაც საპასუხოდ მოვისმინე მისი გულის გაგიჟებული ფეთქვა იყო ყოველი ჩემი შეხებისას. მისი ცხელი სუნთქვა რომელიც ხელზე მელამუნებოდა რომლითაც სახეზე ვეფერებოდი მსიამოვნებდა. ეს ყველაზე საოცარი რამ იყო, რაც აქამდე გამომეცადა.
-როცა გითხარი რომ ბედნიერი მაშინ ვიქნები როცა მოვკვდები. ასე არ არის.
მიპასუხა როგორც იქნა ჩუმი მთრთოლვარე ხმით. გამეღიმა.
-არა?
-არა...მე ახლაც ბედნიერი ვარ, რადგან გიყურებ გეხები და შენი ხმა მესმის მეგი. არ არსებობს ამ ქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება...


***

ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალა. სიტუაცია მთლიანად შემოტრიალდა. ამბობენ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსეო. ეს ასე არ არის, რადგან ცხოვრება თავადაა სიურპრიზი. ყველაფერს აქვს ორი მხარე. აი ხომ არსებობს ცუდი სიურპრიზებიც არა? მართლაც სიურპრიზივით დამატყდა თავზე ნიკას გადარჩენის ამბავი, უფროსწორად თავადვე დამატეხა. ის წარწერა რომელზეც თავისი ლამაზი ხელით ისეთივე ლამაზადვე დაეწერა ''მე მსურს სიცოცხლე'' ჩემს ოთახში კედელზე გავაკარი. ყოველ დილა როცა ვიღვიძებ პირველი ამას ვხედავ და სახეზე ღიმილი მეფინება. რაც არუნდა მძიმე ღამე მქონდეს, როგორც არუნდა ვდარდობდე და განვიცდიდე დაძინებისას, როცა თენდება და თვალებს ვახელ ეს წარწერა ყველა დარდს წამებში აქრობს. მახსენებს რომ ახალი დღე დაიწყო, ახალი შანსებითა და მოლოდინებით სავსე.
ნიკას ასეთი შეცვლა საეჭვოდაც კი მეჩვენებოდა. მე ვცდილობდი მის შეცვლას, ვცდილობდი ნარკოტიკებისგან ასეთი მჭიდრო კავშირის დარღვევას და ვცდილობდი იმას რომ შეეყვარა სიცოცხლე ისეთი პატარ-პატარა რაღაცეების მეშვეობით, როგორიც წვიმაში სეირნობა და მუსიკების მოსმენა, ან კიდევ საყვარელ ადამიანთან ერთად სიცილი და ტკბილეულის დაგემოვნებაა და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ იმის იმედი არ მქონდა რომ ძველ მავნე ჩვევებს გადაეჩვეოდა. ჩვევა ხომ ჩვევად რჩება, ანდაც იმედივით ყველაზე ბოლოს კვდება...სიტუაციის გაუმჯობესება ჩემი სკოლის ნიშნებზეც აისახა და მეც ისევ საუკეთესო მოსწავლე გავხდი. მერიკო დეიდამ და ლადომაც დათქვეს ნიშნობის თარიღი, ლიზას კი ამ თემაზე ვერადავერ დაველაპარაკე. სკოლას ხშირად აცდენდა, მეუბნებოდა მერიკოს სახლის საქმეებში ვეხმარები თვითონ ახლა სულ აქეთიქით სირბილი უწევსო. რატომღაც მეგონა რომ მიზეზებს იგონებდა და მე გამირბოდა, თუმცა საუკეთესო მეგობარს აბა როდემდე დაემალებოდა? ბოლობოლო სულ მალე ხომ ერთად ვიცხოვრებდით...მერე კი როგორც იქნა შევხვდით, თუმცა თავიდან ბოლომდე გადართულები ვიყავით ნინიზე. ჯერ სერგის ამბები და მერე გავიგეთ რომ ამის გამო ოჯახს იტალიაში მიყავდა საცხოვრებლად.მათ ალბათ იფიქრეს რომ ახალი ქვეყანა, უცხო გარემო და ყველაფრის თავიდან დაწყება სერგის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ოდნავ მაინც ჩაუცხრობდა. ჩვენც გადავწყვიტეთ მისთვის დასამშვიდობებელი გოგონების წვეულება მოგვეწყო, იმ საღამოს მამაც არ იყო სახლში. ვიფიქრე გოგონებს რამეს დავახვედრებდი და მამის ნასწავლი ანანასის კექსის გამოცხობა დავიწყე. მაცივრიდან ინგრედიენტების გადმოლაგებას რომ შევუდექი ლიზაც მოვიდა. ვიფიქრე უკვე დრო იყო და უნდა გველაპარაკა.
-მეგ, მოვედი საით ხარ? - დამიძახა კარებიდანვე, გამიკვირდა ეტყობა ლადომ მერის სახლის გასაღები უკვე გადაულოცა, თუმცა არ ჩავეძიე.
-გოგო შენ ანანასზე ალერგია არ გაქვს? -გავძახე სამზარეულოდან. ჩემს ხმას გამოყოლილმა მალევე მომაგნო, ყურებამდე გამიღიმა მერე ქურთუკი გაიხადა და იქვე დივანზე ლამაზად მიასვენა.
-არა, რა ალერგია, რა რო?
-კექსს ვაცხობ ანანასით დაა - ვუთხარი და საბუთად მამაჩემის შეფის ქუდი თავზე მოვირგე. დიდი მქონდა და წითელ კუდად შეკრულ თმაზე სასაცილოდ და საწყლად ჩამომეფხატა.ლიზამ გულიანად გადაიხარხარა
-არ გაქვს? რაღაც ეგეთი მახსოვდა.
-მარწყვი იყო ეგ, სულელო.
-უი, ხოო. ისე თმა მასე როგორ გიხდება...
თმები კარეს ზომაზე შეეკეცა. არადა მისი შავი და გრძელი თმა ყოველთვის ძალიან მომწონდა, მას კი ჩემი თმები უნდოდა. წითელი და ჩემზე უფრო გიჟივით გაბურძგნული.
-ხო, შეჭრას ვაპირებ. მოვიდე დაგეხმარო?
-რავი, აჰა წინსაფარი.
-ხო შემიძლია ცხელი შოკოლადი გავაკეთო, რა ვქნა? სხვებივით ნიჭიერი არ ვარ, წავალ დავიბან ხელებს. შენ სახანძრო გამოიძახე წინასწარ მაინც რა ვიცით რა ხდება.
-ეგ სანამ მოხვედი მანამდე გავაკეთე რო იცოდე. რა გინდა ერთი? მაგარია ცხელი შოკოლადი. ნინიმ არ დარეკა? მალე მოვა?
-არა ჯერ. ისე, ჩვენ რო დავურეკოთ? ჰაჰ, აი, ვახსენეთ და რეკავს.
-ლიზ, სპიკერზე ჩართე მიდი.
-გოგოებო მარკეტში ვარ, რა გაგისწორდებათ რო გამოვაყოლო? ლუდს დალევთ?
-ნინ აქ სახლში ცხელი შოკოლადი და ''ჯეკ-დანიელსი'' გვაქ, შენ მარშმელოუ გამოაყოლე შოკოლადისთვის მარტო.
-კარგი, ნახევარ საათში მანდ ვარ.
რომ გათიშა ლიზას მივაშტერდი.
-მოიცა, რაო რა გვაქვს სახლშიო?
-დადაააამ! სიურპრიზი! - ჩანთიდან ერთი დიდი ''ჯეკ-დანიელსი'' ამოაძვრინა.
-აუ, შენ ვინ ხარ...
-ხო აბა, გოგოების წვეულება ამის გარეშე ვის გაუგია? რას აპირებდი რძეზე და ანანასის კექსზე უნდა დაგეპატიჟეთ არა? აჰაჰაჰ, აუ სიმღერები ჩავრთოთ რა...
-არც კი ვიცი ეგ როგორი იდეაა. ხომ იცი ნინის მდგომარეობა არა? თან მალე აქ იქნება და...
-ხოდა რომ ვიცი მაგიტომ ვამბობ გოგო, ჩვენ ხო ის უნდა გავამხიარულოთ, გამოილია, აღარ არი გოგო. აუუ, არადა როგორ ცდილობს ხოლმე რო არ დაგვანახოს...საწყალი. თანაც ეს ჩვენი ბოლო საღამოა!
-ღმერთმა დაგვიფაროს, ნუ ამბობ ეგრე. ვაიმე ლიზი, რძე!
ყოველთვის ყველაზე დაბნეული იყო ლიზა. იქ რომ არ ვმდგარიყავი ალბათ სამზარეულოს ააფეთქებდა, ტყუილად კი არ ''გამოვუძახე სახანძროს''. ლიზას ძალიან უყვარს ხუმრობა და სიმღერა, თუმცა ამ ხასიათის პატრონს, რატომღაც სულ მუქი ფერის ტანსაცმელი აცვია, მე კი მუდმივად ფერადი. უპირატესობას ვანიჭებ მხიარულ გამოკვეთილ ფერებს როგორებიცაა ყვითელი, მწვანე და წითელი. ყვითელი ჩემთვის მზესთან ასოცირდება, მწვანე ბალახთან, წითელი კი სიყვარულთან! როდესაც საჭიროება მოითხოვს ლიზას შეუძლია საკმაოდ სერილზულიც გახდეს თუმცა ეს ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება ხოლმე. ზოგჯერ თავისი გრძელი ენის გამო მერე სატირლად უხდება საქმე. ალბათ ხანდახან ამაში მეც ვგავარ. ბევრჯელ უთქვამს სასამართლოებზეც ასე გიჟივით სიცილი რომ ავტეხო მერე რაღა მეშველებაო. თვითონვე აღიარებს რომ რაღაც არაამქვეყნიური სიცილი აქვს, რომელიც ალბათ უცხოპლანეტელებსაც კი მოიზიდავდა. სულ რომ ვერ გავიგო რას იძახის, მაგის სიცილზე აუცილებლად გამეცინება. ლიზა ადვოკატობაზე ოცნებობდა ბავშვობიდან და ამ აზრის სიმტკიცეში ეჭვი არცერთხელ შეუტანია. ამისთვის ძალიან ბევრს შრომობდა. ლიზა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და მის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომედგინა. ნეტავ უბრალოდ დამთხვევა იყო თუ ბედის ამბავი რომ მთელი ცხოვრება დობაზე ვვოცნებობდით, მერე კი ყველაფერი ერთბაშად ისე დაგვატყდა და ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ თითქოს ჩვენი ოცნებებიც კი მიგვავიწყდა და ბავშობის მოგონებებთან ერთად ისინიც ნელ-ნელა გაუფერულდა. მე ზუსტად ამაზე მწყდებოდა გული.
-ისე ლიზ, გახსოვს როგორ გვინდოდა ტყუპები რომ ვყოფილიყავით? - დრო ვიხელთე და ძალღონე მოვიკრიბე როგორც კი დაქცეული რძე მთლიანად მოვწმინდე.
-მაგას რა დამავიწყებს, შენ ლენა იყავი მე ლიზა. უცნაურია არა?
-შენი აზრით ეს უცნაური უნდა იყოს?
-მეგ აბა რა ვიცი...ისე მეკითხები თითქოს ყველაფერი ჩემზეა, თანაც მე საწუწუნო აბა რა მაქვს? შენ კარგად იცი მე და დეიდა ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით, აი მაგალითად შენი და მამაშენის ურთიერთობა აიღე, ყველაზე მაგარი და წმინდა! ამის გამო არ დაგიმალავ და ცოტა არ იყოს ძნელად გადავიტანე რომ მთელი ერთი წელი მატყუებდა და ჩემგან მალულად ჩემი საუკეთესო მეგობრის მამას ხვდებოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მას მალევე ვაპატიე და იცი რატომ? ის რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა ბედი მეწეოდა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს მე კი უბრალოდ მისი მადლობელი ვარ რომ თავისი ცხოვრება მე დამითმო. ამიტომაც მასზე ვეღარ გავბრაზდი დიდხანს.
-მესმის...
-აი შენ კი...
-რა მე?
-არაფერი, დაივიწყე. გინდა ანანასიც მიგიჭრა უცებ?
-ლიზა თემა გადაგაქვს, რა მე?
-შენ ნამდვილად გაქვს უფლება ნაწყენი იყო ან რამეზე პროტესტი გამოთქვა. და ანანასი?
-ქილაში დაჭრილი დევს გოგო და რატომ?
-მერავიცი უნდოდათ და დაჭრეს.
-ლიზაა!
-ააააჰ, მეგი არ უარყო რომ ბავშვობიდან განებივრებული მამიკოს გოგო იყავი. მხოლოდ შენ და მამაშენი. როცა შენ ნაირ-ნაირი კაბები გეცვა სკოლის ზეიმებზე, დეიდაჩემი მაგ დროს იდგა და საავადმყოფოს ბინძურ ტუალეტებს ხეხავდა რომ ჩემი კაბის შესაკერად როგორმე მასალა შეეძინა. მე შენსავით უდარდელი ბავშობა არ მქონია, ბევრჯელ შენი შემშურებია კიდეც...და უცებ ეს შენი კომფორტი უნდა დაინგრას და რის ან ვის გამო? თავს მაგიტომ გარიდებდი, როდესაც ეს ამბავი შევიტყე პირველად და მერეც. მე შენი მრცხვენოდა მეგი.
-ვაიმე, რატომ არ დამელაპარაკე მერე? ახლა კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი!
წამოვიყვანე და სავარძელში ჩემს გვერდით დავსვი. დამორცხვილ და შეწუხებულ მზერას ვერაფრით მისწორებდა, ადგილზე ვერ ესვენებოდა. შემეცოდა ჩემი მეგობარი.
-რაც არ უნდა ყოფილიყო ეს წარსულში დარჩა გასაგებია? მე გავიზარდე და მივხვდი თუ რამდენად საშნელებაა მარტოობა და მითუმეტეს უფროსებისთვის ლიზ. მამა გვერდით საუკეთესო ქალს აუცილებლად იმსახურებს და სწორედ ისეთს როგორიც მერი დეიდაა. თქვენზე უკეთესი აბა სხვა ვინ უნდა გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები? ხომ იცი რომ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ...
ლიზას ლოყაზე წყვილი ცრემლი ჩამოუგორდა. პატარა მხრები აუთრთოლდა.
-ჰეი, შემომხედე, არანაირი ცრემლები ამაღამ. ჩენ ვერთობით, გასაგებია? მაგრამ იცოდე რო კედლის მხარეს ყოველთვის შენ დაიძინებ.
-აჰ სულელო, - ცრემლი მაიკით მოიწმინდა და გაიღრიჭა. მის ამ ბავშვურ საქციელზე მეც ვეღარ შევიკავე სიცილი.
-აი ასე, უნდა იცინო. აი ნინიც მოვიდა. წავალ კარს გავუღებ, შენ ღუმელი გამორთე.



***

-იცით, ერთხელ მე და სერგი ერთად ლიფტში რომ გავიჭედეთ?
უკვე ასჯერ მოყოლილ ამბავს ნინი ასმეერთედ გვიყვებოდა, თუმცა გაწყვეტას ვერც მე და ვერც ლიზა ვუბედავდით. დაღამებამდე დიდი დრო იყო. მე და გოგონებმა კი ''გართობა'' ნაადრევად დავიწყეთ. ეს ნინისთვის ტკბილ და ახლა უკვე განუმეორებელ მოგონებებში მოგზაურობა და ის სერგის მემორიალი უფრო იყო, რომელზე მოსვლაც ვერ გაბედა, მაგრამ მისი ძალიან კარგად მესმოდა. ალბათ ყველაზე კარგადაც კი. მან ყველაფერი გაიხსენა რაც კი ერთად გადახდომოდათ თავს. საკმაოდ ბევრი მოგონებები ჰქონიათ, დასანანია რომ ერთად ყოფნა ვერ შეძლეს. და ისევ სინანულის უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა ყელში. ახლა მხოლოდ ნინის გვერდში დგომაღა დამრჩენოდა.მხოლოდ ეს იყო რაც შემეძლო. ჩემი ოთახის იატაკზე უამრავი ფუმფულა ბალიში გავფინეთ, ტკბილეული და სასმელი ამოვიტანეთ და ლაპარაკი დავიწყეთ. უფროსწორად ნინი ყვებოდა, ჩვენ კი დიდი ინტერესით ვუსმენდით.
-თქვენი აზრით შევძლებ? - გვკთხა მან სანამ ახალ ისტორიაზე გადავიდოდა.
-რას? - ერთდროულად ვკითხეთ მე და ლიზამ.
-ახალი ცხოვრების დაწყებას...
-ნინი თუ წასვლა არ გინდა არ წახვიდე, - ვუთხარი.
-არა, სხვანაირად არ გამოვა...
-ეე, ესე არ გამოვა, დავლიოთ უკვე, - ლიზამ ბოთლს ხელი დაავლო, - მეგი სად არის სახსნელი?
-კარგი, მაგრამ ჩემს პიჟამოებს მოგცემთ უფრო მოხერხებულად რომ იყოთ. მანამდე შენ ეგ გახსენი. ჩადი სამზარეულოს პირველ უჯრაში ნახავ, ბოლობოლო ამ სახლში ყველაფერი ხომ უნდა ისწავლო არა? - თვალი ჩავუკარი ლიზას, მან ეშმაკურად ჩაიცინა და ოთახიდან აორთქლდა.
-მეგი შეგიძლია გათბობას აუწიო? - მთხოვა ნინიმ.
-ნინიი, რას ამბობ, არადა დღეს რა კარგი ამინდია და ნეტა არ იყოს...
-რა თქვი?
-სიცხე ხომ არ გაქვს თქო. კარგი, ავუწევ და აი პიჟამაც.
-არა, სიცხე არ მაქვს.
მიპასუხა მან და გამოცვლას შეუდგა მე ლიზას ჩავძახე:
-იქნებ ცხელი შოკოლადის ამოაყოლო ბარემ? ნინის ცივაა.
-ეს სასმელი სერგისაც უყვარდა, - ამოიოხრა ნინიმ.
-მისმინე, ვიცი ახლა როგორც ხარ. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს უსაშველო ნისლში მიაბიჯებ საიდანაც გამოსასვლელ გზას ვერაფრით პოულობ. ამ ნისლში კი ყველაფერი მის თავს გახსენებს. სადღაც სხვა განზომილებაში ეშვები, სადაც წარსული და აწმყო არ არსებობს და დრო სულერთია. უბრალოდ შენ უნდა შეძლო და იპოვო გზა. გზა რომელიც ახალ შანსებსა და ოცნებებს გაგიჩენს. თუ არ გინდა ნუ წახვალ იტალიაში ნინი, არაა აუცილებელი ამისათვის სადღაც უცხო მხარეში გადაიხვეწო. თუ შეძლებ ეს ყველგან გამოგივა. მე არ გეუბნები რომ ის შენი გონებიდან და გულიდან ამოშალო, არა, ამას ვერც იზავ უბრალოდ ცხოვრება გრძელდება, ის კი ყოველთვის ასეთი საშინელი არაა, როგორიც ახლა გეჩვენება.
-თავში ყველაფერი ამერია მეგი. ახლა ხვალ დილამდე იმას ვერ მოვიფიქრებ წასვლა მსურს თუ არა, ანდაც ეს როგორ ვქნა როცა ყველგან მართლაც ის არის როგორც შენ თქვი...ჩემს ფართიზე...გახსოვს? პირველად ერთად მაშინ დავლიეთ. ბოლოჯერაც...მეგი იცი რა ლამაზი იყო ცა იმ ღამეს?
-ვიცი...
ჩავილაპარაკე ისე რომ ჩემი ხმა მეთვითონაც ძლივს გავიგონე.
-სანამ შიგნით დანარჩენები მხიარულობდნენ, ჩვენ ორნი ერთად გავიპარეთ. ყველაზე კარგი დრო გავატარე ჩემს ცხოვრებაში. ის ძალიან ახლოს იყო, მე კიდევ სხვა არაფერი მაინტერესებდა. მერე იცი რა მოხდა? დაბრუნებულებს ერთად ჩაგვეძინა, ერთად წარმოგიდგენია?
აცრემლებულს სიცილი წასკდა, მაგრამ უფრო სინანულის განსხვავებული გამომჟღავნება იყო მისი მხრიდან.
-მოდი მოგონებებს გაუმარჯოს!
ჭიქა ავწიე.
-გაუმარჯოს მოგონებებს! ეს დღეც ხომ მოგონება გახდება...ყველაზე ტკბილი.
-ამათ უყურე რა, მე გამისტუმრეთ ჩუმად რო დაგელიათ, არა?
ლიზა და თავისი უაზრო ეჭვები. ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-რა სულელი ხარ, მოდი.
კიდევ სამ-სამი ჭიქის მერე ნინიმ ნიკაზე მკითხა.
-ხო მართლა, შენ და ნიკა ახლა ერთად ხართ?
-ოჰოოო, ნუ იტყვი ძალიან ერთად არიან, იმდენად ძალიან რომ ვერც წარმოიდგენ, - თვალები გადაატრიალა ლიზამ.
-ნუ, რაღაც მაგ სტილში, - ვუპასუხე.
-ანუ გამოუტყდი? ანუ უთხარი რომ გიყვარს? და რა გიპასუხა?
-მე...ისე არა, მაგრამ მიმახვედრა, - დავიბენი.
-რაო?
უცებ ლიზამ მიახალა:
-უნდა განახა სერგის ორმოცზე რა სახე ქონდა რო გაიგო რო მეგიც იქ იყო!
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ლიზა მიხვდა რომ ისევ უადგილო თემას შეეხო და სისულელე ''წამოაყრანტალა'' და ნინის მოუბოდიშა.
-არაფერია ბიძაშვილო, - მშიდად მიუგო ნინიმ და ცხელი შოკოლადი მოწრუპა.
-მოდი ნიკას დავურეკავ, დავპატიჟოთ.
-გაგიჟდი? მერე მამაშენი?
ფეხზე წამოვდექი, თავბრუ მესხმოდა. გამეცინა.
-აჰ, არა ის დღეს სახლში არ მოვა.დავურეკავ.
ზარი გავიდა...გავიდა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო.
-როგორც ჩანს...
-რა?
-ალბათ სამსახურშია, დაივიწყეთ. რამეს მოვუსმინოთ უკვე, არა?
გოგონებმა ფლეილისთის არჩევა დაიწყეს, მე კი მას ჩუმად შეტყობინება გავუგზავნე. მხოლოდ ერთი სიტყვა: ''ნიკა"
მერე არ მახსოვს ტელეფონი სად მივაგდე. ცეკვა დავიწყეთ, სახლი ზანზარებდა. მერე კი როცა კიდევ ერთი ჭიქის დასალევად ადგილებს დავუბრუნდით, იქვე ბალიშებს შორის ჩავარდნილი ჩემი ტელეფონი დავინახე, რომელიც რეკავდა, თუმცა ვერ მოვასწარი და ნიკას მეთვითონ გადავურეკე ხელახლა. ჩამეცინა.
-მეგი კარგად ხარ?
-ჯერ-ჯერობით...
ფანჯარას გავხედე.
-ახლა ხომ ცაზე მზის სხივებია! ჰო, ჰო, ხოდა რატომღაც ახლა მოუნდა წვიმას გადაღება...
კიდევ ბევრი ველაყბე. აღარ მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი რომ მას ჩემთან მოსვლას ვეხვეწებოდი. რომ გავუთიშე და ოთახში შევბრუნდი, გოგონები უკვე გათიშულიყვნენ ჩემს ლოგინზე. გამეცინა. მუსიკები გამოვრთე. მე დაძინება არ მინდოდა, მე ნიკას ნახვა მინდოდა. გამოსაფხიზლებლად აბაზანაში შევედი. ცხელი წყლის შხეფების ქვეშ ვფიქრობდი ცხოვრების სასწაულებზე და მაინც ვერ ვაანალიზებდი მთლიანად ასე მოკლე ხანში როგორ შეიცვალა ჩენი ურთიერთობა. ნიკას ის უაზრო აკვიატებები რომ უნდა მომკვდარიყო, რომ არაფერს წარმოადგენდა ამ ცხოვრებაში, მისი საზიზღარი მიდრეკილება ნარკოტიკებზე...და გამახსენდა დიდი ხნის წინანდელი ჩემი და ნიკას დიალოგი როცა ჯერ ისევ სუიციდი სურდა. სერგის ამბავის მერე ყველანაირად ვცდილობდი მის გვერდში დგომას. ეს ყველაზე საშინელი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი ჩემში ჩამეხშო, რადგან შიშის დრო საერთოდ არ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი რომ ნიკა გამეღიმებინა მაინც და ერთად შესასრულებელი საქმეების სიაც კი მქონდა ჩამოწერილი, რომლებთაგანაც მაშინ ძალიან ბევრი მხოლოდ ჩემი ოცნება იყო და მეტი არაფერი. ამ სიით ხომ ჩენ დღეს ვხელმძღვანელობდით. საოცარია, არა?


***
-ოხ ადამიანო, რით ვეღარ შეიგნე რომ შენ ერთადერთი ეშმაკი ხარ შენს ჯოჯოხეთში და ერთადერთი ანგელოზი შენს სამოთხეში სამუდამოდ?
აღმომხდა სამების კიბეებზე მოკალათებულს. გუმბათს ავხედე. შევეცადე ღრმად მესუნთქა და ხედით დავმტკბარიყავი და ამჯერად მდგომარეობიდან აღარ გამოვსულიყავი.
-ეგ რაღას ნიშნავს რა უცნაური ფრაზებით მელაპარაკები ყოველთვის? - დაიბნა ნიკა. ოდნავი გაღიზიანებაც შევატყე. ისევ.
-იმას ვამბობ რომ სიკეთე და ბოროტება ყველა ადამიანშია თანაბრად, უბრალოდ შენ უნდა აირჩიო რომელი გადაწონის. მხარეებს შენ ქმნი, გაიგე? რადგან ეს შენი სამყაროა. შენ შეგიძლია სიბოროტის ჩახშობა შენში თუ მოინდომებ. ეს ყველას შეუძლია! არ მისცე ბოროტებას უფლება დაგეუფლოს და ნელ-ნელა მთლიანად გშთანგთქოს. ღმერთო ჩემო, ასეთი ძნელია უბრალოდ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, გაიღმო და თქვა ''რა კარგია რომ ცოცხალი ვარ?'', ასეთი ძნელია უბრალოდ თვალები გაახილო და დაინახო ყველაფერი კარგი რაც სიცოცხლეშია? მე მძლს სიკვდილი! ვერ ვიტან! გთხოვ, ნუ მოკვდები რა...იცოცხლე ჩემთან ერთად! შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ეს არის. უბრალოდ მომენტი დაიჭირე. მომენტი, როდესაც გაიაზრებ რომ შენ ამ ყველაფრის გადალახვა შეგიძლია და მერწმუნე, ეგ მომენტი საუკეთესო იქნება შენს ცხოვრებაში და ეგ გრძნობა მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში გემახსოვრება, სამუდამოდ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent