შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული (ნაწილი 3) სრულად


5-02-2021, 23:09
ავტორი მერიემ
ნანახია 1 071

* * *
დილით გოგონამ თავი მძიმედ ასწია, ისევ მოავლო ოთახს თვალი, იმ იმედით რომ სიზმარი იქნებოდა., მაგრამ სულ ტყუილად. წამოდგა, ფანჯრიდან გაიხედა და ეზოს დააკვირდა. ისევ ისეთი ბაღი ჰქონია ქეთევანს. ბილიკი ჰქონდა გაკეთებული, გვერდით კი ულამაზესი დიდი შადრევანი. ეზოს გარეთ კი კიდევ უფრო საოცარი ხედი იშლებოდა. ხედი, რომლის დაპყრობის სურვილი ყოველი სტუმრობისას უჩნდებოდა მარიამს. უნდოდა, ჯებირებს იქეთ თავისუფლად ესეირნა და ცხენით ეჯირითა. უნდოდა, ისე ექნა რომ არავისგან დამალულიყო, თორემ ამ ყველაფერს ოჯახისგან მალულად მაინც აკეთებდა. სადღაც 13 წლის იქნებოდა, როცა სამშობლოში ერთ-ერთი ვიზიტი ჰქონდა, სახლში გამოკეტილს აღარ იცოდა რა ექნა და ჯებირებს იქეთ გადახტომის სურვილი კლავდა. ასეც მოიქცა, შუადღისას, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებდა და გოგონა ოთახში ეგონათ, უკანა ეზოს ბაღიდან ტყეში გაიპარა.დიდხანს იარა, უამრავი ყვავილი დაკრიფა და როცა როგორც იქნა ზღაპრულ გარემოს თვალი მოწყვიტა, მიხვდა, რომ დაიკარგა.
-ჯანდაბა მარიამ, როდის იყო სწორი ორიენტაციის უნარი გქონდა, რამ წამოგიყვანა ასე შორს- ეჩხუბებოდა თავის თავს და ყველაფერს აკვირდებოდა იქნებ რამე მეცნოსო.
-ხო არ დაიკარგე-უცებ, ზემოდან მოესმა რაღაც ხმა, შეშინებულმა ჯერ ენა ჩაყლაპა და მერე ძლივს აიხედა მაღლა
-ადამიანი ვარ. ხო არ გეგონა ღმერთი მეძახისო- სიცილით ტოტიდან ტოტს გადაახტა ონავარი გოგონა და მერე დაბლა ჩამოხტა
-გამარჯობა, მე კესანე ვარ და არა ზეციერი ხმა- ვაშლს საოცარი ხხმით კბეჩდა გოგონა და მარიამს ამ ხმის გაგონებაზე ლამის გული მისდიოდა
- რა ენა ჩაგივარდა, დაიკარგე? ან რას დაპრინცესობ, საიდან ხარ?- განუწყვეტლივ სვამდა კითხვებს და არ ჩუმდებოდა.
-დიახ, დავიკარგე. მე მარიამი მქვია- ძლივს ამოთქვა
-აქ პირველად ხარ?
-გარეთ კი- პასუხობდა დაბნეული
-რას ნიშნავს გარეთ კი. ციხეში იჯექი?- თავისივე ხუმრობაზე ხმამაღლა გაეცინა გოგონას
-დაახლოებით. გთხოვ, სახლის გზა გამაგნებინე.- შეევედრა გოგონა
- მე რა ვიცი სად ცხოვრობ, გეთაყვა. კომპასს ვგავარ?- ისევ იცინოდა და ვაშლის გამაღიზიანებელ კბეჩას აგრძელებდა. მარიამმა მოიწყინა და შეგროვებული ყვავილები იქვე დაყარა.
- რა გვარისა ხარ ის მაინც მითხარი, იქნებ დაგეხმარო- შეწყვიტა ცელქობა ,მიხვდა, გოგონა მართლა ნერვიულობდა
-მე მარიამ გიგანი ვარ- თითქოს საიდან უნდა იცოდე ტონით წარმოთქვა
- აჰაჰაჰჰა, კი, როგორ არა. შენ მარიამ გიგანი ხარ და მე მამიდამისი მარიამი. როგორ არა- აუტყდა გოგონას ხმამაღალი სიცილი
-რა გაცინებს, ამაში დაუჯერებელი რა არის-გაოგნდა მარიამი
-გადავიფიქრე, მე ჰერცოგინია კესანე ვარ- ისევ იცინოდა
-იქნებ შეწყვიტო. გეფიცები, სახლში დამაბრუნე და დიდ პრიზს გადმოგცემ-უცებ რაც მოაფიქრდა ის წამოაყრანტალა
-ვაშლის ხეს მაჩუქებ?- მარიამს თანდათან ნერვები ეშლებოდა გოგონას დაუდევარ საქციელზე
-როგორ დაგაჯერო, რომ შემდეგ დამეხმარო
-ანუ არ ნებდები და მაინც ამტკიცებ, რომ მარიამ გიგანი ხარ? ის გოგო რომელზეც ყველა ლაპარაკობს და თვალით არავის უნახავს?
-რა? ჩემზე რატო ლაპარაკობენ
-სვანეთში თუ იცი ასეთი ტრადიცია გვაქ. ხატზე დაფიცება. თუ ტყუილზე დაიფიცეებ ცუდი რაღაც დაგატყდება თავს. აბა ახლა დაიფიცებ ხატზე?- ცალი თვალი მოჭუტა კესანემ იმის იმედით, იქნებ შეეშინდეს და გატყდესო.
-დავიფიცებ- ამაყად წამოდგა გოგონა
-ღმერთო-ამოილუღლუღა კესანემ და ლამის ის ვაშლი გადასცდა ისეთი ხველა აუტყდა
-რა დაგემართა კარგად ხარ?- წამოხტა მარიამი და ბეჭებში რტყმა დაუწყო
-რა მარიამ გიგანი.ღმერთო,მგონი მართლა მარიამ გიგანია-შემოიცხო უცებ ხელები თავში
-დიახ, ჰერცოგინია კესანე, მიცნობთ?- ეღიმებოდა მარიამს გოგონას რეაქციაზე
-შემიძლია სახლში წაგიყვანო, ვიცი სადაც ცხოვრობ-სწრაფად მიაყარა
-გთხოვ, დამეხმარე და აუცილებლად გაჩუქებ ვაშლის ხეს
-არ მინდა, მადლობა, არ შეწუხდეთ- სწრაფად მოლბა კესოც.
მარიამი სახლის უკანა ეზომდე მიაცილა, ჩუმად ააძვრინა ჯებირზე.
- შენ პირველი ადამიანი ხარ ჩემი ბიძაშვილების გარდა ვინც აქ გავიცანი. გინდა ვიმეგობროთ?- ბავშვური მეამიტობით შესციცინა თვალებში კესანეს
- მინდა
-ხოდა ხვალ შუადღისას, 2 საათზე ისევ აქ დამელოდე და ტყეში ვისეირნოთ...
ასე დამეგობრდნენ საოცრად ცელქი კესანე ქალდანი და მარიამ გიგანი. შუადღისას იპარებოდნენ და კესოს მოფიქრებულ ათას სიგიჟეს აკეთებდნენ ერთად. მარიამმა კესოს თორნიკეც კი გააცნო და ეს სამი მუშკეტერი პირნათლად ასრულებდა მისიას სახელად "გავიპაროთ, გავერთოთ და ვიმეგობროთ ჩუმად". მისია ბოლო ვიზიტებისას ბოლო ნაწილის გამოკლებით დარჩათ, იმიტომ რომ ვახტანგმა წაიჭირა ონავრები და სამივე დასჯილი ბავშვი ქალდანების და გიგანების სრული დასწრებით გასამართლდა. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. ვახტანგის მთავარი პირობა იყო კესო მოსულიყო მათთან როცა უნდოდა და ბავშვები არ გასულიყვნენ გარეთ. რასაც სიმართლე რომ გითხრათ მოჩვენებითად ასრულდებდნენ.
ყველაზე სევდიანი მარიამის გაცილების მომენტი იყო ხოლმე, ზაფხულის მიწურულს...
ასე გადიოდა წლები, გოგონები ურთიერთობას ტერიტორიული სიშორის გამოც კი არ წყვეტდნენ, და მას შემდეგ მითუმეტეს როცა ცივილიზაციამ ააღწია სვანეთში...
მარიამი ბავშვობის მოგონებებიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა.
-გაიღვიძე?-ფრხილად შეაღო ოთახის კარი თორნიკემ
-გავიღვიძე- ხედიდან თვალის მოუშორებლად უპასუხა დამ
-სადილზე არ ჩამოხვალ?-თორნიკე ხვდებოდა რომ მარიამი მასზე გაბრაზებული იქნებოდა და ცდილობდა ზედმეტად მისთვის თავი არ მოებეზრებინა და ფიქრის საშუალება მიეცა
-რამდენ ხანს აპირებდი ყველაფრის დამალვას?- ნაწყენი ტონი ჰქონდა გოგონას
-მარიამ, გეფიცები ყველაფერს აგიხსნი
-მაინც და მაინც ვინმე უნდა მომკვდარიყო, რომ სიმართლე გამეგო?
-ასე არ სჯობდა? მთელი ცხოვრება ტანჯვას ასე არ სჯობდა? დამერწმუნე, იმ ტყვიებს საკუთარი სხეულით დავუდგებოდი წინ ოღონდ შენ ახლა მაგ ტკივილს არ გრძნობდე. იმდენად გიფქრთხილდებოდი, იმდენად წმინდა ხარ, არ მინდოდა შენც ჩემსავით ყოველ ღამე შიშში დაგეძინა და დილით შის ქვეშ იარაღით გაგეღვიძა. საერთოდ არ ვნანობ რომ აქამდე სიმართლე არ იცოდი და ისე ცხოვრობდი,როგორვ ჩვეულებრივი ადამიანი.
-რატო არავის გესმით? თორნიკე, შენც რატო დაემსგავსე მათ? რატო ფიქრობ რომ სიმართლეს ყალბი ცხოვრება სჯობს. ახლა შენი აზრით, უარესი არაა რაც ჩემს თავს ხდება?
-წინაზე თქვი რომ ზღაპრიდან უცებ რეალობას შევეჯახეო, სანამ დამადანაშაულებ იმაში მაინც დაფიქრდი რომ შენს ძმას ეგ ზღაპარიც კი არასდროს ქონია- აწყლიანებული თვალები მიანათა ბიჭმა დას.
მარიამი ცოტახანს დუმდა, ვეღარ გაეგო რა ექნა,იმასაც მიხვდა,რომ ბიჭს მისთვის კარგი უნდოდა. ვეღარ გაეგო რა ექნა,სად ეპოვა ხსნა...
-კიდე რა არის ისეთი რაც უნდა ვიცოდე-თავისივე ხმა თვითონაც ეუცხოვა
-გპირდები, ყველაფერს მომავალ რამდენიმე დღეში მოგიყვები, როცა ყველაფერს საბოლოოდ მოვაგვარებ
-ანუ მოსაყოლი კიდევაა,ღმერთო, თავი ესპანურ სერიალში მგონია-სიმწრისგან გაეღიმა გოგონას.
-გთხოვ, ვისადილოთ-ისევ შეაპარა ბიჭმა
-აღარ ვიცი გაგიბრაზდე თუ ჩაგეხუტო. აღარ ვიცი ამ სადიზმისგან დაცვისთვის მადლობა გადაგიხადო თუ რეალობას მოწყვეტვისთვის გეჩხუბო, ვერ გავიგე რა გავაკეთო,თორნიკე. შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი.ადამიანი, რომელიც ყოველთვის მისმენს და გვერდით მიდგას. არ ვიცი რა ვქნა...-ცრემლები დაუკითხავად ჩამოუგორდნენ ლოყებზე, თავში არსებულ ქაოსს თავს ვერ აღწევდა. ერთადერთს რასაც ნათლად ხედავდა,მისი მასზე არანაკლებ განადგურებული ძმა იყო.
-კესო?- უცებ მოიწმინდა ცრემლი და ძმას იმედიანი მზერით შეხედა
-რა კესო, მარიამ?
-კესომ სიმართლე იცის?-ვერ დაიჯერებდა, რომ ბავშვობის დაქალიც კი არ ეუბნებოდა სიმართლეს
-ის თვითონ დაგელაპარაკება, მარიამ
-ანუ იცოდა... თავისთავად ეცოდინებოდა-თავი დახარა,კიდევ გაიკვლია დაუკითხავად ცრემლმა გზა, უკვე მერამდენედ დათვლაც კი ერეოდა
-წამოდი, ვისადილოთ- თორნიკემ ხელი ჩაკიდა და ოთახიდან გაიყვანა
მისაღებში სუფრა გაეშალათ, ვახტანგი როგორც ყოველთვის სუფრის თავში ხმის ამოუღებლად იჯდა. ქეთევანს მაშინვე სახე გაუბრწყინდა შვილები რომ დაინახა.
-მარიამ, როგორ ხარ?- დამნაძშავესავით იჯდა ვახტანგი
-ამასთან შედარებით უკეთ მაინც ვიქნები ყველაფერს ბოლომდე რომ გავიგებ- თეფს თვალს არ აშორებდა გოგონა
-გთხოვ, რამე ჭამე შვილო-ნერვიულობდა ქეთევანი
-რა გვარია მეორე მხარე?- იკითხა ისევ მოულოდნელად გოგონამ
-რა მნიშვნელობა აქვს- გაუკვირდა ვახტანგს
-ტვილდიანი- მამის მაგივრად უპასუხა თორნიკემ.
მარიამს ფერი მალევე ეცვალა, ჟრუალტელმა დაუარა და ფეხზე წამოხტა
-ხო არაფერი გეშლება თორნიკე?- უკვე კანკალებდა
-მარიამ, რა მოხდა?- წამოდგნენ სხვებიც
-რომელიმე ტვილდიანს იცნობ?რომელიმე ხო არ გაგეკარა შვილო?-ხმას აუწია ვახტანგმა.
მარიამს კი კადრებმა მონაცვლეობით ჩაუარა წინ...ახლა თავში მხოლოდ ერთი რამ ესმოდა... ტვილდიანი...ტვილდიანი...
-მარტო მინდა ყოფნა, არ შემაწუხოთ-ანერვიულებულმა გამოუცხადა ოჯახის წევრებს და ოთახში სწრაფად აირბინა.
-რა მოხდა? ვინმემ გამაგებინეთ რა მოხდა?- ვახტანგიც არანაკლებ ანერვიულდა.
* * *
-ანუ გვარი გაიგო...- აშკარად შეკითხვას არ გავდა მისი პასუხი
-კი,გაიგო და ისევ თავის ოთახში გაიქცა-უპასუხა ქალმაც
-რა რეაქცია ჰქონდა? თქვა საიდან ეცნობოდა გვარი?-დეტალებს არ ტოვებდა
-არა, ყველა გააფრთხილა არავინ შემაწუხოთო და ჩაიკეტა
-გასაგებია, მისი არცერთი ნაბიჯი არ გამოგრჩეს. მადლობა დახმარებისთვის.
ყურმილის მეორე მხარეს მდგომი ცოტა ააღელვა ახალმა ინფორმაციამ, როგორ უნდოდა სცოდნოდა რატო არ თქვა საიდან ეცნობოდა ეს გვარი...

* * *
მარიამმა სწრაფად გამოგლიჯა ოთახის კარი, აივანზე გავარდა, ჰაერი სწრაფად შეისუნთქა და ისევ მოგონებებში გადაეშვა.
* * *
საფრანგეთი,2015 წელი

შოპინგისგან დაღლილი სახლში ბრუნდებოდა, ერთადერთი რაც უნდოდა სიცხისგან თავის დაღწევა იყო. დროც ძალიან გაეპარა და უკვე მზეც ძალიან მწველი იყო. ბოლო მაღაზიიდან გამოსულს და სახე წაშლილს მხოლოდ მაიკლის რეაქციაზე გაეცინა, კაცს რომ უთხრა წავედით დავიღალეო და მანაც შვებით ამოისუნთქა, არანაკლებ დაღლილმა.
სახლთან მისულებს ეზოში უცხო მანქანა დახვდათ. გოგონას გაუკვირდა, ასე გაუფრთხილებლად სტუმრები არ ყავდათ ხოლმე, თანაც მანქანა არ ეცნო. ნაბიჯებს აუჩქარა და კარი სწრაფად შეაღო. მარიამი სამზარეულოში გულიანად იცინოდა. პარკებით ხელში პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. მაგიდასთან ახალგაზრდა ბიჭი დახვდა, გემრიელად შეექცეოდა მარიამის ნამცხვარს.
-მამიდა?- გაუკვირდა გოგონას
-მარიამ, მოხვედი?- გაეღიმა ქალს გოგონას დანახვისთანავე და ბიჭს გახედა
-მოვედი-უპასუხა ისევ დაბნეულმა
-მოდი, გაიცანი,ჩვენი ოჯახის ძველი მეგობრის შვილი. გაიცანი ალექსანდრე- ხელით მიანიშნა შავგრემან ბიჭზე. ისიც წამოდგა და გოგოს თავისი ყავისფერები მიანათა
-გამარჯობა, სასიამოვნოა- გაუწოდა ხელი
-ჩემთვისაც- ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა
-რას დადექი, დააწყვე ეგენი ოთახში და მოდი შემოგვიერთდი
-ხო, ახლავე-უკვირდა მამიდას ასეთი გამხიარულება, უჩვეულო ხასიათზე იყო. და ეს ალექსანდრე... როგორ ეცნობოდა მისი ნაკვთები...
-რას საქმიანობ, ალექსანდრე?- ზუსტად იმწამს კითხა მარიამმა ძმისშვილიც რომ მაგიდასთან დაინახა.
-ბიზნესზე ვსწავლობ.მამას კომპანიას რამდენიმე წელში სათავეში უნდა ჩავუდგე. ხო, იცნობთ ვახტანგს,ძალიან ჩქარობს- უპასუხა ბიჭმაცც მშვიდად, თან ისე მარიამისკენ აპარებდა თაფლისფერებს.
-ისევ ამერიკაში ცხვოვრობთ?-კითხვას კითხვაზე უსვამდა მარიამი.
-კი, ჯერჯერობით.შენ რას საქმიანობ, მარიამ?- ისევ დაჟინებით დააკვირდა გოგოს
-მე, მალე სკოლას დავასრულებ-უპასუხა მზერით შეწუხებულმა
-მარიამს ფსიქოლოგობა უნდა- ამაყად წარმოთქვა მამიდამ
-ხოო?
-კი
-რატო?
-მიყვარს ადამიანების თავში ქექვა, მათი ქცევების შესწავლა, დაკვირვება. მიყვარს ისეთი რაღაცების აღმოჩენა, რისი დანახვა და გაგებაც სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ
-არ გადაიფიქრო,აშკარა პოტენციალი ჩანს შენში- გაეღიმა ბიჭს გოგონას აღტაცებულ საუბარზე
-ნწ, არ გადავიფიქრებ- გაეღიმა მასაც
-ხშირად უსვანდები ფრანგებს?- წამოცდა მარიამის ციმციმა თვალებით მონუსხულს
-მაიკლის და ბიჭების ფონზე ჩემი გაბრაზება აღარ ხდება ხოლმე საჭირო.როგორც კი რამე არ მოსწონთ ეგრევე ერთვებიან და სიტყვასაც ვერ ვამბობ- დანანებით აოლაპარაკა
-გოგოების უმეტესობა ოცნებობს მაგაზე და შენ რა ჩხუბი გენატრება?-გაეღიმა ისევ
-იმდენი რამ მენატრება ჩხუბი კიდე ლაითი საწუწუნოა-ვერ ჩუმდებოდა მარიამიც, თვითონაც უკვირდა ასე მარტივად როგორ აყვა დიალოგში სრულიად უცხოს
-მაინც რა გენატრება,მარიამ. იქნებ შევძლოთ საფრანგეთში სურვილის ასრულება-ალექსანდრეს მოსვენებას აკარგინებდა გოგოს თვალებში ათამაშებული ჭინკები.
-რაღაც სასწაულს იტყვის ზუსტად ვიცი-ეცინებოდა უფროს მარიამს
-ჰოო?- სიცილსაც ვერ იკავებდა ალექსი
-სვანეთის მთებში ჯირითი, ეზოსთან მდგარი ვაშლის ხის ჩრდილში კესანესთან გაბმული ჭორაობები. ნორმალური ცხოვრება მენატრება,თავისუფალი. საფრანგეთში ნამდვილად არ იშოვება- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-თუმცა არც შეუძლებელია...
-შენზე რას მეტყვი? საიდან ხარ?გვარი რომ არ გითქვამს?-ისევ აუციმციმდა ინტერესით თვალები
-მეც სვანი ვარ, ტვილდიანი და მეც საოცრად მენატრება ცხენზე ჯირითი და თავისუფლება,მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა- წამოდგა მალევე, როცა მიხვდა რომ გოგონას ძალიან შესამჩნევად აკვირდებოდა
-მადლობა მასპინძლობისთვის. სასიამოვნო იყო- გაუღიმა მამიდა-ძმისშვილს
-ფრთხილად იყავი, ალექსანდრე-კარებთან მისული ბიჭი ქალის სევდანარევმა სიტყვებმა მოაბრუნა
-თქვენც. განსაკუთრებული სიფრთხილე მომავალი რამდენიმე წელი გვმართებს- დაღონებით წარმოთქვა ბიჭმა. უკვე კარებში გადიოდა, უცებ მოიხედა, მარიამს გაუღიმა და ისევ მიანათა თავისი თაფლისფერები
-მალე შევხვდებით,ყველა ოცნება ასრულებადია თუ გულით გწამს... თავს გაუფრთხილდი
მარიამმა ვეღარაფერი თქვა, ცოტახანს გაჩუმდა და ისევ დახურულ კარს უყურებდა. გონზე მამიდის ფუსფუსმა მოიყვანა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა.
-მალე შევხვდებით? ვინ იყო მამიდა ეს ბიჭი?-თავს დააცხრა ქალს
-ხო გითხარი, ძველი მეგობრის შვილი- მშვიდად უპასუხა მანაც
-მისი თვალები ისეთი ნაცნობი იყო, აქამდე შევხვედრილვართ?-გოგონას მოსვენება ჰქონდა დაკარგული
-არა მარიამ- მოკლედ პასუხობდა ფიქრებში წასული ქალიც
-მამიდა, რაღაც უცნაურად იქცევი და არაფერს მეუბნები
-კარგი რა, ნუ აზვიადებ. მომიყევი აბა, როგორი დღე გქონდა?
მარიამიც მიხვდა,რომ საუბარს აზრი აღარ ჰქონდა და მალევე დაივიწყა ეს უცნაური ვიზიტი, მაგრამ მაინც ვერ იშორებდა აზრს, რომ ეს ბიჭი სადღაც ჰყავდა ნანახი.



№1  offline წევრი Nobodyelse

კარგად წერ უდავოდ, საინტერესოდ, მაგრამ ვერ ვხვდები სრულად რატო აწერია თავებს მითუმეტეს პატარა თავებია.

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგია საინტერესო ემოციური... საინტერესოა წარსულის აჩრდილები და დრომოჭმული ტრადიციები სანამდე მიგვყვანსს. კარგი ის არის რომ ალექსანდრეს, და მარიამს ერთმანეთი მოსწონთ... თუმცა მანამდე მრავალი დაბრკოლება შეხვდებათ.. ძალიან კარგი ისტორიააა... პ.ს..., სვანეთში ცივილიზაციამ, ააღწია,,, "" მომეწონააა????????????????

 


№3 სტუმარი Natia

მერიემ კარგი ხარ ერთი თხოვნა მაქვს. დაუსრულებელი არ დაგვიტოვო ისტორია გთხოვ გთხოვ Გთხოვ და ხშირად გაგვახარე ახალი თავებით. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

რომ დავინახე ახალი თავი სიამოვნებისგან და ინტერესისგან გამაჟრჟოლა. სასწაულია! მეტს მართლა ვერაფერს ვამბობ, უბრალოდ მიყვარს! ინტერესი მკლავს და იმედია მალე დადებ. წარმატებები❤❤❤❤❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Megioki

უფრო და უფრო საინტერესო ხდება ისტორია. აი, ის მაინტერესებს ტელეფონზე ვის ესაუბრება ასე მონდომებით ქეთევანი.

აი, მარიამის და ალექსანდრე პირველი შეხვედრა მაინტერესებს როგორი იქნება :დდ

აბა, წარმატებები. იმედია მალე გაგვახარებ ახალი თავით :დდდ

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

აუუ რატომ მგონია რომ ქეთევანი ალექსანდრეს ესაუბრება ხოლმე?! იყოს საიდუმლოდ ჯერ ვინც არ უნდა იყოს. უფრო საინტერესო იქნება. ვეღარ ვითმენ უკვე.❤❤❤

 


№7  offline წევრი მერიემ

მადლობა,რომ კითხულობთ და იმედია გაგრძელებაც მოგეწონებათ.ყველანაირად ვცდილობ მალე დაიდოს ხოლმე და მართლა უღრმესი მადლობა კომენტარებისთვის. უდიდესი სტიმმულია,რაც ძალიან მჭირდება heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent